You are on page 1of 3

ათენი

1. სად მდებარეობდა ათენი? რისგან შედგებოდა ის?

2. ათენელების აზრით, ვინ დააარსა ათენი?

3. არქეოლოგიური მონაცემების თანახმად, როდიდანაა დასახლებული აკროპოლისის


მიდამოები?

4. ვინ ფლობდა ძალაუფლებას ათენში თავდაპირველად? ვინ ედგა პოლისს სათავეში ?

5. ვინ წარმოადგენდა აღმასრულებელ ხელისუფლებას?

6. რატომ გაღარიბდნენ ათენში VII საუკუნეში? რა ხდებოდა ვალის გადაუხდელობის


შემთხვევაში?

7. როდის აირჩიეს პირველ არქონტად სოლონი?

8. რომელი ცნება დაამკვიდრა მან და რა აკრძალა?

9. ჩამოთვალეთ მისი რეფორმები და რეფორმების მიზანი.

10. ვინ გააუქმა ათენის მოქალაქეთა დაყოფა ქონების მიხედვით? როდის?

11. კიდევ რა რეფორმები გაატარა მან? რა მიზნით?

12. ვის მმართველობას ეკუთვნის ათენის "ოქროს ხანა"? რომელი სიტყვები ეკუთვნის მას?

13. დაახასიათეთ პერიკლესდროინდელი ათენის პოლიტიკური სისტემა .

14. ვინ გამოსცა კანონი "წმინდა მოქალაქეობა" და როდის? რას წარმოადგენდა ის?

15. ვინ შემოიღო და როდის პირველად ხელფასი თანამდებობის პირებისთვის? რა იყო ამ


რეფორმის მიზეზი და მიზანი?

16. რა ვალდებულება ჰქონდათ ათენის მდიდარ მოქალაქეებს?

17. ვინ იყვნენ მეტოიკები?

18. რა უფლებები ჰქონდათ ქალებს?

პასუხები:

1. შუა საბერძნეთში მდებარე ატიკის ოლქში. შედგებოდა საკუთრივ ქალაქის , მისი


ნავსადგურის(პირეოსის) და გარშემო მდებარე ტერიტორიისგან.

2. ლეგენდარულმა მეფე კეკროპმა.


3. ძვ.წ. XVI საუკუნიდან.

4. არისტოკრატია. მეფე ანუ ბასილევსი.

5. არქონტთა 9 კაციანი კოლეგია, რომელსაც არეოპაგი ანუ არისტოკრატთა საბჭო


ირჩევდა.

6. მცირემიწიანობის გამო. მონად ყიდდნენ.

7. ძვ.წ. 594 წელს.

8. თავისუფალი ადამიანის ანუ მოქალაქის ცნება დაამკვიდრა და მოქალაქის მიერ ვალის


გადაუხდელობის შემთხვევაში მისი მონად გაყიდვა აკრძალა . მცირე აზიაში გაყიდულები
დააბრუნა სამშობლოში.

9. დემოსის ანუ თავისუფალი ადამიანების უფლებები გაზარდა : შექმნა სახალხო კრება ,


როგორც უმაღლესი ორგანო, რომელშიც ათენის ყველა მოქალაქეს ჰქონდა ხმის მიცემის
უფლება განურჩევლად ქონებრივი ცენზისა. უმაღლეს მოხელეებს 9 არქონტი
წარმოადგენდა, რომლებსაც ზედა ორი კლასობრივი ფენიდან ირჩევდნენ. ყველაზე მეტი
ძალაუფლება პირველ არქონტს ჰქონდა. 400-თა საბჭო ანუ ბულე შექმნა - თითო
ქონებრივი კლასიდან 100-100 მოქალაქისგან შედგებოდა იგი და მიმდინარე საკითხებს
აგვარებდა და სახალხო კრების სხდომებს ამზადებდა . სოლონის დროს პოლიტიკური და
თანამდებობის მიღებასთან დაკავშირებული უფლებები ისევ ქონებრივ ცენზზე იყო
დამოკიდებული.

10. კლისთენემ, ძვ.წ. 509 წელს.

11. ტერიტორიულ-ადმინისტრაციული რეფორმები: ატიკა სამ ოლქად დაყო - 1. სანაპირო ,


2. ქალაქი ათენი და მისი შემოგარენი, 3. შიდა მხარე. უმცირესი ერთ. დემი. თითოეულ
ოლქში 10-10 ტრირია, თითოდან თითო ტრირია ქმნიდა ფილეს, სადაც გვარები
დათიშული იყო და მოსახლეობა შერეული.

400-თა საბჭო 500-თა საბჭოთი შეცვალა და ისინი მორიგეობდნენ სპეციალურ მრგვალ


შენობაში თოლოსში 35-36 დღის განმავლობაში მიმდინარე საკითხების განსახილველად .

ოსტრაკისმოსი შექმნა, ანუ ნატეხთა სასამართლო რათა პოლიტიკური წყობა ტირანიისგან


დაეცვა.

12. პერიკლეს. "ჩვენ ვქმნით დროის მცირე მონაკვეთში, მაგრამ არა დროის მცირე
მონაკვეთისთვის."

13. უმაღლესსი მმართველი ორგანო - სახალხო კრება, იგივე ეკლესია, რომელშიც


ყველა 20 წელს+ მამაკაცი იღებს მონაწილეობას. შეკრება ყოველ მეათე დღეს
აკროპოლისის მახლობლად, მოგვიანებით - თეატრში. მას ევალებოდა პოლიტიკის,
ფინანსების, ომის და ზავის საკითხების განხილვა. საკითხის გადაწყვეტა ხდებოდა ღია
ან ფარული კენჭისყრით - ღიათი მხოლოდ სტრატეგოსებსა და მოლარეებს ირჩევდნენ.
ნაფიცთა საბჭო - სასამართლო. ირჩევს მთელი ათენი.

სტრატეგოსთა კოლეგია. მათ ეხებოდათ დიპლომატიური და სახელმწიფო საქმეების


მოგვარება, ასევე თავდაცვა და სამხედრო საკითხები.

ხუთასთა საბჭო - ამზადებდა სახალხო კრებაზე განსახილველ კანონებს.

14. პერიკლემ, ძვ.წ. 451 წელს. ათენის მოქალაქედ ითვლებოდა მამაკაცი, რომელსაც
ჰყავდა ათენელი მამა და ათენელის შვილი დედა.

15. პერიკლემ, ძვ.წ. 451 წელს. უფრო ეფექტური იქნებოდა ასე მუშაობა.

16. ერთი წლის განმავლობაში საკუთარ თავზე უნდა აეღოთ ერთი საბრძოლო ხომალდის
აღჭურვის ან თეატრალური წარმოდგენების ხარჯები.

17. უცხოელი თავისუფალი მოქალაქეები, პოლიტიკურად უუფლებოები, მაგრამ


გადასახადს იხდიდნენ ათენში ცხოვრებისთვის.

18. არანაირი.

You might also like