You are on page 1of 8

ქრისტიანობა - მსოფლიო რელიგია

კატაკომბული ეკლესიიდან მილანის ედიქტამდე. ქრისტიანული ეკლესია IV-V


საუკუნეებში

1. რა იყო იუდეა და რა ხდებოდა იქ ძვ.წ. I საუკუნეში?

2. ვინ იყო ქრისტე?

3. რამდენი მოციქული და მცირე მოციქული ჰყავდა მას?

4. რას ნიშნავს მისიონერი და ვინ იყვნენ პირველი მისიონერები?

5. რა პოლიტიკას ატარებდნენ რომის იმპერატორები ქრისტიანობის მიმართ ? რატომ ?

6. რას წარმოადგენდა კატაკომბები? ჩამოთვალეთ "კატაკობმური ქალაქები ",

7. რომელი მოციქული სად აწამეს?

8. ვინ იყო ნერონი და რა გააკეთა მან?

9. ვინ იყო ტრაიანე და რა განკარგულება გასცა მან?

10. რა მოხდა დიოკლეტიანეს დროს?

პასუხები:

1. რომის იმპერიის პროვინცია; იქ მრავალი რელიგიური ჯგური არსებობდა , მოსახლეობა


კი მესიის მოლოდინსში იყო - მათ სჯეროდათ, რომ რომაელთა ბატონობისგან მათ
სამშობლოს მესია დაიხსნიდა.

2. სახარება გადმოგვცემს, რომ ახ.წ. I საუკუნეში, იუდეაში გამოჩნდა იესო ქრისტე,


როგორც მესია, რომელიც თავს ღმერთის შვილად იხსენიებდა. ის ხალხში დადიოდა და
ქადაგებდა, რომ ღმერთი მალე სამართლიანობას დაამყარებდა . მოახდინა ბევრი
სასწაული: წყალი ღვინოდ აქცია, მძიმედ დაავადებულები განკურნა, მკვდრები
გააცოცხლა და სხვა. ხალის ნაწილმა ის ღმერთის შვილად აღიარა , თუმცა
ადგილობრივმა მღვდელთმთავრებმა მისი გასამართლება და დასჯა მოითხოვეს.
რომაელებმა იგი, როგორც პოლიტიკური დამნაშავე, გაასამართლეს დ აჯვარს აცვეს.
სახარების მიხედვით მესამე დღეს მკვდრეთით აღდგა და ზეცად ამაღლდა . იესო
ადამიანთ შეპირდა, რომ ვინც ამქვეყნიურს მოთმინებით აიტანდა , მათი სულები საიქიოში
მარადიულ ნეტარებაში იქნებოდნენ, ცოდვილები კი გარდაცვლილების შემდეგ
ჯოჯოხეთში მოხვდებოდნენ და მარადიულ ტანჯვაში იქნებოდნენ.

3. 12 მოციქული და 70 მცირე მოციქული - სიცოცხლეშივე იესოს მრავალი მიმდევაი


გამოუჩნდა და ჯვარცმამდე მიმდევრებს შორის თავიდან თორმეტი მოციქული გამოარჩია .
4. ქრისტიანული რელიგიის გამავრცელებელს; მოციქულები, რომლებიც დადიოდნენ
ქალაქ-ქალაქ, ქვეყანა-ქვეყანა და ქრისტიანობას ქადაგებდნენ.

5. მიუხედავად იმისა, რომ რომის იმპერატორები შემწყნარებლურად უყურებდნენ ყველა


რელიგიას, მათ შორის იუდაიზმსაც, ქრისტიანობის მიმართ დაუნდობელი ბრძოლა
ჰქონდათ გამოცხადებული, რადგან: ქრისტიანები მხოლოდ ერთ ღმერთს აღიარებდნენ
და უარყოფდნენ რომის იმპერატორების ღვთაებრიობას , რითაც , იმპერატორების აზრით ,
ძირს უთხრიდნენ იმპერიის ძლიერებას - ამიტომ რომაული ადმინისტრაცია მასობრივად
დევნიდა ქრისტიანებს. პირველ პერიოდში ქრისტიანები უარს ამბობდნენ იარაღის
ტარებაზეც, რასაც რომაელები ნათლავდნენ, როგორც უარის თქმას სახელმწიფო
ვალდებულებების აღსრულებაზე.

6. კატაკომბები იყო მიწისქვეშა ხელოვნური ან ბუნებრივი ნაგებობები , რომლებსაც


ადრეული ქრისტიანული თემები დევნის პერიოდში მიცვალებულების დასაკრძალად ან
რელიგიური რიტუალების აღსასრულებად იყენებდნენ ; ეგვიპტეში , სირია -პალესტინაში ,
მცირე აზიაში, ხმელთაშუა ზღვის კუნძულებზე (მალტაზე, სიცილიაში), იტალიაში .
განსაკუთრებით ბევრი იყო - ქ.რომში.

7. პეტრე და პავლე - რომში ნერონის დროს; ანდრია - საბერძნეთში, ფილიპე - ფრიგიაში;


ბართლომე - ალბანეთში; იაკობ ალფესი - პალესტინაში, იუდა იაკობისი - სომხეთში,
სვიმონ კანანელი - დასავლეთ საქართველოში (აფხაზეთში), მატათა და იაკობ ზებედესი -
იერუსალიმში (ზოგიერთი ცნობით მატათა დაიღუპა დასავლეთ საქართველოში და
დაკრძალულია სოფ. გონიოში).

8. რომის იმპერატორი, რომელმაც ახ.წ. 64 წელს გასცა ფარული განკარგულება რომის


გადაწვის შესახებ, შემდეგ ხანძრის გაჩენა ქრისტიანებს დააბრალა და მხეცებს მიუყარა
დასაგლეჯად.

9. რომის იმპერატორი, რომელმაც 112 წელს ბრძანა, ყველა დაესაჯათ, ვინც კი თავს
ქრისტიანად აღიარებდა. ამის გამო ქრისტიანები იძულებულნი იყვნენ, სახლში ფარულად
აღესრულებინათ რელიგიური რიტუალები.

10. ქრისტიანთა მასობრივი დევნა მიმდინარეობდა მის დროსაც, ხოლო III საუკუნის
ბოლოს კი მისი იმპერატორობის ხანაში აწამეს და თავი მოჰკვეთეს კაპადოკიელ
მხედართმთავარს, წმ. გიორგის.

ქრისტიანობა სომხეთში

1. ისაუბრეთ სომხეთის გაქრისტიანების შესახებ.

პასუხები:

1. დიოკლეტიანეს იმპერატორობის დროს, ქალწულთა ჯგუფი რიფსიმეს


მეთაურობით ქრისტიანთა დევნას გამოექცა რომიდან და სომხეთს შეაფარა თავი .
სომხეთის მეფე თრდატი მოიხიბლა რიფსიმეს სილამაზით და მისი ცოლად შერთვა
გადაწყიტა, რიფსიმემ კი უარი უთხრა, რადგან ქალწულობის აღთქმა ჰქონდა დადებული .
განრისხებულმა სომხეთის მეფემ რიფსიმე და მისი მეგობრები წამებით დახოცა , ამ
ბოროტებისთვის კი ღმეთმა თრდატი დასაჯა და განუკურნებელი სენით დააავადა . მეფის
დას რამდენჯერმე ესიზმრა, რომ თრდატის განკურნება მხოლოდ მის მიერ დატყვევებულ
და დილეგში ჩაგდებულ ქრისტიან წმ. გრიგოლ განმანათლებელს შეეძლო. მან
მართლაც განკურნა მეფე, რის შემდეგაც თრდატმა იწამა ქრისტე და სომხეთი
გაქრისტიანდა. ე.ი. III საუკუნეში.

მილანის ედიქტი და მსოფლიოს საეკლესიო კრებები

1. ვინ მართავდა რომის იმპერიას IV ს.-ის დასაწყისში?

2. რა გამოსცა მან და რატომ?

3. როდის და რატომ გავცრელდა ფართოდ ქრისტიანობა რომის იმპერიაში ?

4. რას წარმოადგენდა არიოზის მოძღვრება, იგივე არიანელობა და ვის სახელს


უკავშირდება ის?

5. ისაუბრეთ მსოფლიოს I საეკლესიო კრების შესახებ.

6. რამდენი ეპისკოპოსი ესწრებოდა I საეკლესიო კრებას? ქართველებიდან ვინ?

7. რომელი მიტროპოლიების ეპისკოპოსების უპირატესობა დადასტურდა ნიკეის I


კრებაზე?

8. რა მოხდა მსოფლიოს II საეკლესიო კრებაზე და როდის იყო ის?

9. ისაუბრეთ მსოფლიოს III საეკლესიო კრების შესახებ.

10. ისაუბრეთ მსოფლიოს IV საეკლესიო კრების შესახებ.

11. ვის უწოდებდნენ ქალკედონისტებს და რატომ?

პასუხები:

1. კონსტასტიუცის შვილი, იმპერატორი კონსტანტინე I დიდი.

2. კონსტანტინე I-მა დიდმა გამოსცა მილანის ედიქტი, 313 წელს, რომლის თანახმად
ქრისტიანებს ნება დაერთოთ, აშკარად შეკრებილიყვნენ და ტაძრები აეგოთ . ეს ედიქტი
გამოსცა იმიტომ, რომ ხედავდა, ქრისტიანობა იმპერიაში უფრო და უფრო ვრცელდებოდა
და დიდი გავლენა ჰქონდა მოსახლეობაში. ის თვლიდა, რომ სახელმწიფოსა და
რელიგიის ერთიანობა ქვეყნის სიძლიერისთვის ძალიან მნიშნველოვანია .

3. მილანის ედიქტის შემდეგ ის ფაქტობრივად სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა და


ძალიან გავრცელდა, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ კონსტანტინე I ჯერ არ იყო
ქრისტიანი, ყოველმხრივ მფარველობდა ამ რელიგიას, თავადაც ერეოდა ეკლესიის
საქმეებში.

4. არიანელობა, როგორც მიმდინარეობა, ეგვიპტეში წარმოიშვა. მას


ალექსანდრიელი მღვდლის, არიოზის სახელი დაერქვა. მისი მოძღვრება იყო ის, რომ
სამებაში მარადიული მხოლოდ მამა ღმერთია, იესო მისი პირველი ქმნილებაა , ანუ
ლოგოსი (სიტყვა, ანუ გონება), ხოლო ლოგოსიდან შეიქმნა სულიწმინდა, ამიტომ შვილი
კი არ შეიძლება მამის ტოლი იყოს.

5. 325 წელს კონსტანტინე I-მა დიდმა მოიწვია ნიკეის I მსოფლიო საეკლესიო კრება,
რომლის მოწვევის მიზეზიც იმპერიის სხვადასხვა რეგიონში მართლმადიდებლებსა და
არიანელებს შორის დაპირისპირება იყო - ქვეყანაში სიტუაცია იძაბებოდა , რაც არა
მხოლოდ ეკლესიის, არამედ იმპერიის ერთიანობას უქადდა საფრთხეს. ამ საეკლესიო
კრებაზე არიანელობა დაიგმო და ეროსად, მწვალებლობად გამოცხადდა , რწმენის
სიმბოლოდ კი წმ.სამების (მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სულიწმინდა) ერთარსობა
გამოცხადდა.

6. სულ - 318; ბიჭვინთის ეპისკოპოსი სტრატოფილე

7. რომის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმის.

8. 381 წელს, კონსტანტინოპოლის II საეკლესიო კრებზე მოხერხდა არიანელობის


საბოლოოდ დამარცხება. პატივში რომაელი ეპისკოპოსის პატივში აიყვანეს
კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსი. კრებას ხელმძღვანელობდა გრიგოლ ღვთისმეტყელი ,
კონსტანტინოპოლის პატრიარქი.

9. 431 წელს, ქალაქ ეფესოში მოიწვიეს მსოფლიოს III საეკლესიო კრება - ნესტორის
მწვალებლობის დასაგმობად. კონსტანტინოპოლის ეპისკოპისი ნესტორი აღიარებდა
ქრისტეს ორ ბუნებას, ღვთიუს და ადამიანურს, მაგრამ ამბობდა , რომ მარიამ
ღვთისმშობელმა, რომელიც ადამიანი იყო, შვა კაცი და არ შეეძლო ღმერთის გაჩენა , იესო
კი ნათლობის შემდეგ შეუერთდა ღმერთს და ამიტომ მარიამის ღვთისმშობლად
მოხსენიება არასწორია და არც დიდი მნიშვნელობა უნდა მიანიჭონ მას
ქრისტიანებმა. ამავე კრების მონაწილეებს შორის წარმოიშვა მონოფიზიტური და
დიოფიზიტური იდეები.

10. 451 წელს, ქალაქ ქალკედონში მოიწვიეს მსოფლიოს IV საეკლესიო კრება, სადაც აზრი
ორად იყო გაყოფილი : იყვნენ მონოფიზიტები ( თეორია, რომლის თანახმადაც ქრისტეს
მხოლოდ ღვთიური ბუნება აქვს) და დიოფიზიტები ( თეორია, რომლის თანახმადაც ,
ქრისტეს ორი საწყისი აქვს - ადამიანური და ღვთიური). დაიგმო მონოფიზიტების
მოძღვრება. საქართველოს ეკლესია, მართლმადიდებლურის მსგავსად , დიოფიზიტურ
პოზიციაზე დარჩა.

11. დიოფიზიტებს "ქალკედონიის კრების" მიმდევრებსაც უწოდებენ.

კაპადოკიელი მამები და ნეტარი ავგუსტინე

1. ვინ იყო ბასილი დიდი? აღწერეთ მისი ღვაწლი.

2. ვინ იყვნენ გრიგოლ ღვთისმეტყველი და გრიგოლ ნოსელი? აღწერეთ მათი ღვაწლი .

3. საბოლოოდ, ბასილი დიდი, გრიგოლ ღვთისმეტყველი და გრიგოლ ნოსელ ვინ იყვნენ


და რის წინაშე მიუძღვით უდიდესი წვლილი?

4. ვინ იყო ნეტარი ავგუსტინე? ისაუბრეთ მისი ღვაწლისა და შეხედულებების შესახებ .

პასუხები:

1. ბასილი დიდი იყო ნაზიანზელი წმ. ბერი, რომელიც ითვლება სამონასტრო ცხოვრების
ერთ-ერთ დამაარსებლად. მან IV საუკუნის შუა ხანებში დააარსა მონასტერი და
მისთვის "ბერ-მონაზონთა განწესება" შეადგინა.

ამის შემდეგ, IV-V საუკუნეებიდან, მასობრივად გაჩნდა პირველი მონასტრები - განდეგილი


ბერები დასახლებული ადგილებიდან შორს მკვიდრდებოდნენ და ასკეტურ ცხოვრებას
ეწეოდნენ, მონასტერი კი საგანგებოდ იყო შემოსაზღვრული გალავნით : უცხო პირს იქ
შესვლა ეკრძალებოდა. მონასტრებს თავისი მეურნეობა ჰქონდათ, რომელსაც ბერები
ამუშავებდნენ.

გარდა ამისა, ბასილი დიდი IV საუკუნის 70-იან წლებში კესარია-კაპადოკიის


ეპისკოპოსი გახდა - ის არიანელებს ებრძოდა.

2. გრიგოლ ღვთისმეტყველი იყო ბასილი დიდის მეგობარი, გრიგოლ ნოსელი კი ბასილის


ძმა - ისინი ბასილის გვერდით იდგნენ არიანელთა წინააღმდეგ ბრძოლის დროს , მეტიც ,
გრიგოლ ღვთისმეტყველი, როგორც კონსტანტინოპოლის პატრიარქი, II საეკლესიო
კრებას ხელმძღვანელობდა, სადაც არიანელობა საბოლოოდ დამარცხდა . ამავე კრებას
ესწრებოდა გრიგოლ ნოსელიც.

3. საბოლოოდ, წმ. ბასილი დიდი, წმ. გრიგოლ ნოსელი და წმ. გრიგოლ


ღვთისმეტყველი იყვნენ კაპადოკიელი წმინდა ბერები, რომელთაც დიდი წვლილი
მიუძღვით ეკლესიის წინაშე. სამივე მათგანს დაწერილი აქვს ქრისტიანული
სამყაროსთვის უმნიშვნელოვანესი თხზულებები.

4. ნეტარი ავგუსტინე (354-430) იყო უდიდესი ქრისტიანი ღვთისმეტყველი, ჰიპონიის


(კართაგენთან ახლოს) ეპისკოპოსი, რომელმაც თავის უმთავრეს თხზულებაში, "ღვთის
ქალაქში", ისტორიული პროცესი ღვთიურ ნებად მიიჩნია: ამ შეხედულების თანახმად,
ნებისმიერი მოვლენა უზენაესი არსების - ღმერთის განგებით ხდება , ყველაფერი მის მიერ
განსაზღვრული კანონზომიერებით ვითარდება და არავის შეუძლია რაიმე ცვლილების
შეტანა - ადამიანები მხოლოდ ამ პროცესების მონაწილენი არიან. მან შექმნა თეორია
ღვთისა და მიწიერი საუფლოს შესახებაც: ღვთის საუფლოდ მიიჩნევდა ეკლესიას და
ყველას, ვინც ქრისტიანული ეკლესიის წიაღში იყო, ხოლო მიწიერში იმათ , ვინც ღმერთზე
არ ფიქრობდა და ამპარტავნობით და სხვა ცოდვებით იყო დამძიმებული . ამასთანავე ,
ავგუსტინე თვლიდა, რომ ღვთის საუფლო უკვდავია და სამყაროს დასასრულამდე
იარსებებს, ხოლო მიწიერი, რომელშიც პირველ რიგში რომის იმპერიას გულისხმობდა ,
დაემხობოდა. მანვე, 410 წელს ალარიხის მიერ რომის აღება, ღვთის ნება-სურვილის
აღსრულებად და ცოდვილი ადამიანების დასჯად აღიქვა . მისთვის მისაღები იყო
მმართველობის ის ფორმა, რომლისდროსაც ძალაუფლება მხოლოდ
სამღვდელოების ხელში იქნებოდა.

საქართველოს გაქრისტიანება
მოციქულები საქართველოში.

1. ისაუბრეთ იესო ქრისტეს იერუსალიმში გასამართლების და ამის ქართლთან კავშირის


და ქრისტეს კვართის შესახებ.

2. ვის ხვდა წილად საქართველოში ქრისტიანობის გავრცელება?

3. სად მივიდა პირველად ანდრია, მოციქული? შემდეგ? კიდევ როგორ დაბრუნდა


საქართველოში და ვისთან ერთად? როგორ დასრულდა მათი ქადაგებები ?

პასუხები:

1. ქართული ისტორიული ტრადიციის თანახმად, იესო ქრისტეს იერუსალიმში


გასამართლებამდე პალესტინელმა ებრაელებმა სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები
თვისტომები ამ სასამართხლოზე მიწვიეს. ქართლიდან ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზ
კარსნელი წავიდნენ, მაგრამ სასამართლოს ვერ ჩაუსწრეს და მხოლოდ ჯვარცმას
დაესწრნენ. ელიოზ მცხეთელმა რომაელი ჯარისკაცისგან გამოისყიდა ქრისტეს კვართი ,
მარიამ ღვთისმშობლის მიერ მოქსოვილი პერანგი და მცხეთაში ჩამოიტანა . მას პირველი
შეეგება საკუთარი და, სიდონია. როგორც "ქართლის ცხოვრება" გადმოგვცემს, სიდონიამ
ელიოზს კვართი გამოართვა, გულში ჩაიკრა და გარდაიცვალა. ის იმავე ადგილას
დაკრძალეს, მის საფლავზე კი კვიპაროსი ამოვიდა.

2. იესოს ჯვარცმის შემდეგ მარიამ ღვთისმშობელმა და მოციქულებმა წილისყრით


გაინაწილეს, ვის სად უნდა ექადაგა ქრისტიანობა , საქართველოში გავრცელება კი მარიამ
ღვთისმშობელს ხვდა წილად. მარიამი ამ დროს უკვე ხანდაზმული და არ შეეძლო
წამოსვლა, ამიტომ მის მაგივრად ანდრია პირველწოდებული წამოვიდა , რომლის
წამოსვლამდეც მარიამმა ფიცარს სახე მიადო, რომელზეც გამოისახა ღვთისმშობელი
ყრმა იესოთი. ხატი ანდრიამ საქართველოში წამოიღო და დიდხანს აწყურის ტაძარში იყო
დასვენებული.

3. ქართლის ქვეყანაში, სოფ.დიდაჭარაში. შემდეგ - დასავლეთ საქართველოში გადავიდა


და იქ იქადაგა ქრისტიანობა. მეორედაც დაბრუნდა საქართველოში სვიმონ კანანელთან
და მატათასთან ერთად. სვიმონ კანანელი დასავლეთ საქართველოში , აფხაზეთში დარჩა
წარმართთა მოსაქცევად, მაგრამ წარმართებმა ჩაქოლეს. ის დაკრძალულია ანაკოფიაში
(ახლ. ახალ ათონში). ზოგიერთი ცნობით, მატათაც საქართველოში , სოფ. გონიოშია
დაკრძალული.

ქართლის გაქრისტიანება

1. რა გაჩნდა საქართველოში მოციქულების მიერ ქრისტიანობის ქადაგების შემდეგ ?

2. როდის გამოცხადდა ქრისტიანობა ოფიციალურ რელიგიად? ვინ იყო ამ დროს


ქართლის მერე?

3. რა პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა ქართლის გაქრისტიანებას?

პასუხები:

1. ქრისტიანული თემები;

2. ნიკეის I საეკლესიო კრების შემდეგ, 326 წელს, მირიანის დროს. მის დროს
კაპადოკიიდან საქართველოში ჩამოვიდა წმ. ნინო.

3. ქრისტიანობის ოფიციალურ რელიგიად მიღებას ხელი შეუწყო იმ ფაქტმაც , რომ 298


წლის ნიზიბინის ზავის თანახმად, რომელიც დაიდო რომსა და სასანურ ირანს შორის ,
ქართლი რომის გავლენის ქვეშ მოექცა. მილანის ედიქტის შემდეგ, ქრისტიანობის
ქართლში გავრცელება, პოლიტიკური ნაბიჯი და რომაული ორიენტაციის დაფიქსირება
იყო. ამ რელიგიის გავრცელებას ხელი შეუწყო იმანაც, რომ ის მონოთეისტური იყო და
ქვეყნის ერთიანობას უწყობდა ხელს. ეს მოვლენა ხელსაყრელი იყო აზნაურებისთვისაც ,
რადგან მათ ხელში გადავიდოდა ძველი წარმართული მიწების საკმაო ნაწილი .

ქრისტიანობა დასავლეთ საქართველოში

1. რომელმა სამეფომ გააერთიანა დასავლეთ საქართველო IV საუკუნეში? მიიღეს მათ


ქრისტიანობა?

2. ისაუბრეთ ეგრისის და რომისა და ირანის ურთიერთობის და ამის ქრისტიანობასთან


კავშირის შესახებ.
პასუხები:

1. ეგრისის (ლაზიკის) სამეფომ. ეგრისის მეფეებმა IV საუკუნეში მიიღეს ქრისტიანული


სარწმუნოება.

2. მიუხედავად იმისა, რომ ეგრისი საკმაოდ ძლიერი სახელმწიფო იყო, მახლობელი


აღმოსავლეთის ორ უძლიერეს იმპერიას - ბიზანტიასა და სასანურ ირანს შორის უწევდა
ბალანსის დავა. როგორც ჩანს, ეგრისის მეფეები ორიენტაციის საკითხზე ჭოჭმანობდნენ .
ხშირად ისინი სპარსულ ორიენტაციას იღებდნენ, რაც ზოგჯერ რელიგიის ცვლილებასაც
იწვევდა. მაგალითად, V საუკუნის 50-იან წლებში გუბაზ I, როგორც ჩანს, განუდგა
ქრისტიანობას, თუმცა შემდეგ კვლავ დაუბრუნდა.

ასევე, VI საუკუნის დასაწყისში, ეგრისის მეფე დამნაზე და მივი ვაჟი წათე კვლავ
განუდგნენ ქრისტიანობას და წარმართობას დაუბრუნდნენ, თუმცა დამნაზეს
გარდაცვალების შემდეგ წათე კვლავ გაქრისტიანდა. ამ წელს, ეგრისის მეფის
გადაწყვეტილებით, ქრისტიანობა საბოლოოდ გამოცხადდა ოფიციალურ
რელიგიად.

You might also like