You are on page 1of 31

პაპთა ბრძოლა პოლიტიკური

ძალაუფლებისთის

პაპიზმი და ლეო I

ნელი მაღლაკელიძე

ქრისტიანობას პირველ საუკუნეში არ ჰქონდა ჩამოყალიბებული საეკლესიო წყობა,


იერარქია, წოდებები. სამღვდელოების ფუნქციას მოციქულები, წინასწარმეტყველები
და მქადაგებლები ასრულებდნენ. მე-2 საუკუნის მეორე ნახევრიდან ქრისტიანული
თემების მართვა პრესვიტერების1 ხელში გადადის. ისინი ძირითად სამეურნეო
მხარეს განაგებდნენ და ტრაპეზობებს აწყობდნენ. თემის ზრასთან ერთად
მრავალფეროვნდებოდა ასევე წოდებებიც, მაგალითად გაჩნდნენ სალაროს
გამგებლები, მეთვალყურე-ეპისკოპოსები. ისინი თემის ყველაზე მდიდარი
წარმომადგენლები ან უხუცესები ხდებოდნენ, მათ ევალებოდათ თვალყური
ედევნებინათ ტრაპეზობისთვის გამოყოფილ სურსათისა და ფულისათვის, ასევე
შეიქმნა საეკლესიო ორგანიზაცია ეპისკოპოსით სათავეში.

დრო გადის და ეპისკოპოსთა მოვალეობები იცვლება, ისინი სამეურნეო


საქმიანობიდან სულიერ, რწმენის მასწავლებლის როლს ითვისებენ. ეკლესიის
ქონებაც კი თემიდან ეპისკოპოსის ხელში გადადის, თუმცა ისინი მიიჩნეოდნენ
„ღვთის წარმომადგენლებად“ და არ ჰქონდათ უფლება ეს ქონება მემკვიდრეობით
გადეცათ, მათი სიკვდილის შემდეგ სიმდიდრე საეპისკოპოსოს მომავალ ეპისკოპოსს
რჩებოდა. ამ პერიოდისთვის ეკლესიას უკვე ჰქონდა უძრავი და მოძრავი ქონება,
ეკლესია და შესაბამისად ეპისკოპოსები სერიოზული მიწათმფლობელი ხდებიან,
განსაკუთრებით კი - რომის ეპისკოპოსი.

პაპობის (რომის ეპისკოპოსთა) ისტორია საეპისკოპოსო ეკლესიის წარმოქმნიდან


და საერთოდ ეპისკოპოსის ინსტიტუტის წარმოშობიდან იწყება. ამ პერიოდს კი
ისტორიკოსები I საუკუნის 30-იანი წლებით ათარიღებენ. გადმოცემის თანახმად,

1
პრესვიტერები-თემის უხუცესები(ასაკობრივად ან თემში ყოფნის სტაჟით).
პეტრე მოციქული სწორედ რომ ამ დროს აყალიბებს თემს რომში და თვითონვე ხდება
რომის პირველი ეპისკოპოსი2. ამავდროულად ქრისტიანთა შორის ვრცელდება
ლეგენდა, რომ პეტრე მოციქული მოწამებრივი სიკვდილით აღესრულა. ასევე რომში
დაიღუპა პავლე მოციქულიც, რომელიც ქრისტიანობის ერთ-ერთი
უმნიშვნელოვანესი ფიგურა გახლავთ. ბოლოაღნიშნული ორი ფაქტი, ქრისტეს
საყვარელი მოწაფეების რომში მოღვაწეობისა და აღსრულების შესახებ, არის მიზეზი
შემდეგი მოსაზრების არსებობისა, რომ სწორედ რომის ეპისკოპოსები შეიძლება
ყოფილიყვნენ ქრისტიანობის ჭეშმარიტი სწავლების, გზის ღირსეული
გამგრძელებლები.

II-III საუკუნეებში ქრისტიანული მოძღვრების წიაღში მიმდინარეობდა ეგრეთ


წოდებული ქარისტოლოგიური დავები და საეკლესიო ავტორიტეტის საკითხი
განსაკუთრებით აქტუალური ხდება. რაც შეეხება იმ პერიოდის ღვისმეტყველებს 3,
ისინი განსაკუთრებულ ხაზს უსვამდნენ რომის კათედრას, მის ავტორიტეტს,
დომინანტობას და მოიხსენიებენ როგორც „სამოციქულო ტახტს“. რომის ეპისკოპოსმა
მარცელინემ (296-304) პირველად უბოძა რომის ეპისკოპოსებს „პაპის“ ტიტული 4,
რომელიც მან აღმოსავლეთიდან ისესხა, სწორედ ასე ეძახდნენ ეპისკოპოსებს
აღმოსავლეთში.

პაპის ტიტული მე-5 საუკუნის ბოლომდე ყველა ეპისკოპოსის საპატიო


სახელწოდებად გამოიყენებოდა, ხოლო მე-5 საუკუნის დასასრულიდან ამ წოდებით
ძირითადად რომის არქიეპისკოპოსს5 მოიხსენიებდნენ, 1075 წლიდან კი იგი მხოლოდ
და მხოლოდ რომის არქიეპისკოპოსის ტიტული ხდება. როგორც უკვე აღვნიშნეთ,
ქრისტიანობის გავრცელების პირველ პერიოდში რომის ეპისკოპოსი არ ფლობდა
რაიმე განსაკუთრებულ პრივილეგიებს, თუმცა მე-12 საუკუნის შუა ხანებში მისი
ავტორიტეტი და დომინანტობა აღიარეს ცენტრალური იტალიის ეპისკოპოსებმაც6.

2
თუმცა პეტრე მოციქულის რომში ყოფნის ცნობები I საუკუნის ბოლო პერიოდს მიეკუთვნება.
3
ტერტულიანე (155/165-220/240), ირინეოსი (დაახლ. 130-202) დაკიპრიანეკართაგენელი...
4
ბერძნულად papas იგივეა, რაც მამა.
5
არქიეპისკოპოსი - მღვდელთმთავარი, ხარისხით ეპისკოპოსზე მღალი, იგივე მთავარეპისკოპოსი.
6
აღსანიშნავია საეკლესიო განხეთქილება, პაპს სრული ძალაუფლების მითვისებაში რომის საღვთო
იმპერიასთან ერთად ხელს უშლიდა აღმოსსავლეთის ეკლესია. მის ძალაუფლებას არ ცნობდა
კონსტანტინეპოლის პატრიარქი. 1054 წელს ეკლესიებმა ერთმანეთი დაადანაშაულეს, პაპმა ლეო IX-მ
(1002-1054) და პატრიარქმა მიქაელ კირულარიოსმა (გარდ. 1058) ერთმანეთი შეაჩვენეს და ეკლესიიდან
განკვეთეს. ასე დაიწყო განხეთქილება და ორივე ეკლესიამ დამოუკიდებლად განაგრძო არსებობა.
ცხადია, სასულიერო და საერო ხელმძღვანელებს შორის ყოველთვის იყო, არის და
იქნება ერთგვარი კონკურენცია, რომელიც განსაკუთრებით მწვავე გახლდათ შუა
საუკუნეებში, როდესაც მუდმივად იყო კითხვა: მეფე თუ პაპი? მმართველები
ყოველთვის ცდილობდნენ საკუთარი პოზიციების გამაგრებას, ამის ნათელი
მაგალითია რომის იმპერატორის, კონსტატნტინე II-ის განცხადება მილანის
სინოდზე: „ჩემი ნება ეკლესიისთვისაც კანონი უნდა იყოს!“. ასევე სასულიერო
მმართველობის გაძლიერებისთვის გააკეთა პაპმა გელასიუსმა შემდეგი განცხადება:
„ღვთის ნებაა, რომ საერო ხელისუფლება ეკლესიებსა და ეპისკოპოსებს
დაემოღჩილოს“.7

დღესდღეისობით, რომის პაპის რეზიდენცია ვატიკანში მდებარეობს. თვით პაპი


კი ვატიკანის შეუზღუდავი გამგებელია, ატარებს საკუთარ საშინაო და საგარეო
პოლიტიკას თავისი ლეგატების, ენციკლიკებისა და ეპისკოპოსთა მეშვეობით. რომის
პაპს ასევე გავლენა აქვს სხვადასხვა ქვეყნების პროფკავშირებსა და საერო
ორგანიზაციების მოღვაწეობაზე.

რომის პაპთა ისტორიაში მინდა გამოვყო ლეო I-ის მოღვაწეობა, რომელსაც ლეო
პირველი დიდსაც კი უწოდებენ.

ლეო დიდი 440-61 წლებში ცხოვრობდა. იგი რომის პაპი 21 წლის განმავლობაში
იყო და სწორედ საშინელი სოციალური და რელიგიური არეულობის ხანაში
აღზევდა. მემკვიდრეობით მიიღო ვითარება, რომელიც ცოტა ხნის წინ მომხდარი
შიდა დაპირისპირებებით იყო გამოწვეული, ვითარება, რომელიც სექტანტური
დანაყოფების შედეგად, სავსე იყო აფრიკელი ლტოლვილებით, თუმცა, მიუხედავად
ამისა, ერთდროულად მართლმადიდებელმაც და ერეტიკოსმა ლეომ შეძლო
სოციალური წესრიგის შენარჩუნება. გვიანი 440-450 წლების საღვთისმეტყველო
დავის პირობებში მან მოახერხა მწვავე სიტუაციიდან თავის დაღწევა და გამოსავლის
პოვნა.

საიმპერატორო სალაროების სიმწირის გამო, თავად დასავლეთის იმპერატორი


440 წელს რავენასა და რომში, ხოლო 450 წელს მხოლოდ რომში დასახლდა, თუმცა
უშედეგოდ. ქალაქი დარბეული იქნა ბარბაროსების მიერ. ხელმძღვანელობის

7
მოცემული ორი განცხადება, კონსტანტინე მე-2ისა და პაპ გელასიუსისა, მოძიებულია სასკოლო
საგანმანათლებლო წიგნიდან! (ლეგიტიმურობა უცნობია)
სადავეების ხელში აღებით, ლეომ მოახერხა, რომ ცოტათი მაინც აღედგინა
შელახული სამოქალაქო სიამაყე რომისა და მისი ეკლესიისათვის. იგი ცდილობდა,
რომ შემოეღო დღესასწაულების ახალი, ლიტურგიული კალენდარი, რითაც
აღმოფხვრიდა გაცვეთილ წარმართულ წეს-ჩვეულებებს. ამით იგი წინ წამოწევდა მის
პაპობას რომზე ძალევამოსილ მეტოქეებთან მოლაპარაკებებში, მოგეხსენებათ,
დიპლომატიის ხელოვნება პაპებისთვის სასულიერო ავტორიტეტზე არანაკლებ და
ზოგჯერ უფრო პოლიტიკური იარაღი იყო. ყოველივე ეს კი ქრისტიანობის
სამოქალაქო რელიგიად ქცევისათვის იყო საჭირო.

ლეოს დროს რომი ორი სერიოზული გარე საშიშროების წინაშე დადგა: ჰუნებისა
და ვანდალების შემოტევის.

პაპი ლეო I დიდმა თავისი წარმატებული დიპლომატიით ევროპაში


არაჩვეულებრივი ავტორიტეტი მოიპოვა. მან სახელი გაითქვა განსაკუთრებით
ატილა]ლსთან წარმოებული მოლაპარაკებით, რომელიც 452 წელს ჩრდილო
-იტალიაში შეიჭრა, ხოლო პაპის ელჩმა, როგორც ამბობენ, გადააფიქრებინა მას
რომზე გალაშქრება. ჰუნების ზურგში ბიზანტიელების სამხედრო სამზადისმა და მის
მეომრებს შორის გავრცელებულმა ავადმყოფიბამ ატილა აიძულა, რომზე შეტევა
შეეჩერებინა და გამოსასყიდით დაკმაყოფილებულიყო. საეკლესიო ლეგენდამ ეს
ფაქტი სასწაულად მონათლა, ხოლო პაპის სახე წმინდანობის შარავანდედით შემოსა.

როგორც რომაული დელეგაციის წევრი, ლეო მნიშვნელოვან როლს ასრულებდა


ზავის მოლაპარაკებაში. ერთ-ერთი წყარო იუწყება, რომ პაპი თავად მისულა მასთან.
ვენეტში, ამბულეის რეგიონში. ლეოსთან საუბრის შემდეგ, ატილას ძალადობრივი
მძვინვარება მალე ჩამცხრალა და დაბრუნებულა იქ, საიდანაც მოვიდა. დუნაის მიღმა
გადავიდა, მშვიდობის პირობით.

პაპი ლეო I გარდაიცვალა 461 წლის 10 ნოემბერს. მას კათოლოკური ეკლესია


მოიხსენიებს 12 ნოემბერს, ხოლო მართმადიდებლური - 2 მარტს.
ბიბლიოგრაფია:

 „Leo The Great” By: Bronwen Neil.

https://books.google.ge/books?
hl=en&lr=&id=KmiPAgAAQBAJ&oi=fnd&pg=PP1&dq=Leo+the+great+&ots=XbZ0UbJ1PT&s
ig=RhMe8ia6dsK7OCilBRZ7rg94RMA&redir_esc=y#v=onepage&q&f=false

 „პაპობის ისტორია შუა საუკუნეებში“ ავტორი: მანანა ჯავახიშვილი


https://iliauni.edu.ge/ge/ajax/downloadFile/11144/11._%E1%83%9E
%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1_
%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9D
%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90_%E1%83%A8%E1%83%A3%E1%83%90_
%E1%83%A01%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%9C
%E1%83%94%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A8%E1%83%98_.pdf

 https://www.youtube.com/watch?v=tH4oLYeHNxw
 „მსოფლიო ისტორია ილუსტრირებული ენციკლობედია“ _სულაკაურის
გამომცემლობა

https://www.sulakauri.ge/product/msophlio-istoria-ilustrir/ (ბევრი არაფერი


მოიძებნებოდა ამ თემაზე, მაგრამ მცირედი ამოვიღე და პლაგიატის შიშით მაინც
მივუთითე)

 „საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის ისტორია :


უძველესი დროიდან-1799წლამდე“ რედაქტორი გივი ჟორდანია, წიგნი I.
(გვერდი: 200, 201)

https://digitallibrary.tsu.ge/book/menteshashvili_saertashoriso_1/#/200
ბრძოლა პაპის ძალაუფლებისთვის

ნინო კუხალაშვილი

პაპი, როგორც სულიერი მეგზური, თვალწინ წარმოგვიდგება, როგორც ერთ-ერთი


უწმინდესი ადამიანი, რომელიც ქრისტიანებისთვის უმთავრესი მაგალითია
ადამინობისა. თუმცა შუა საუკუნეებმა პაპის სიწმინდე კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.
ამ პერიოდში, განსაკუთრებით XI – XIII საუკუნეებში, მაღალ სიხშირეს აღწევს
კორუფცია და ნეპოტიზმი პაპის ადგილის მოსაპოვებლად. მსგავსი სკანდალის
მონაწილე იყო პაპი ბენედიქტ მეცხრე, რომელმაც ცუდი რეპუტაციის მიუხედავად
სამჯერ შეძლო პაპის ტიტულის მოპოვება.

მისი ამ თანამდებობაზე ასვლა სავარაუდოდ განპირობებული იყო ნეპოტიზმით.


ის ტუსკულუმის შეძლებული ოჯახის წევრი ოყო, ხოლო მისი ორი ბიძა, ბენედიქტ
მერვე და ჯონ მეცხრამეტე მისი წინამორბედი პაპები.8 შესაბამისად აშკარაა, რომ
ბენედიქტის პაპად კურთხევა არაკეთილსინდისიერი მეთოდებით მოხერხდა. ამის
გამო, რა თქმა უნდა, მოსახლეობა არ მიიჩნევდა მას პაპობის ღირსად. როგორც ჩანს,
დროთა განმავლობაში მის მიმართ უკმაყოფილება გაიზარდა და დაახლოებით ერთი
წლის შემდეგ მაცხოვრებლებმა მისი მოკვლა გადაწყვიტეს, თუმცა აჯანყების დროს
მზის დაბნელება მოხდა, რამაც ძალიან შეაშინა ბრბო და აიძულა მათ უკან დახევა. 9 ეს
8
Reginald L. Poole, Benedict IX and Gregory VI, October 31, 1917. PP. 16 – 17.
<http://www.islamforchristians.com/wp-content/uploads/2017/10/benedictixgregor00pooluoft.pdf>
9
<https://www.youtube.com/watch?v=1C3iFrC-dRw> 2:42 – 2:52
მოვლენა აშკარად გააძლიერებდა პაპის მიმართ შიშს და შესაბამისად მის
ძალაუფლებას, რადგან მზის დაბნელება იმ დროისთვის ამოუცნობი მოვლენა იყო.
თანაც მოსახლეობის მიზანი ღმერთთან ყველაზე დაახლოებული პირის მოკვლა იყო,
ხოლო სწორედ ამ დროს ცის გაშავება ნამდვილად ცუდის მომასწავებლად
ჩაითვლებოდა. მსგავსი ბუნებრივი მოვლენები საქართველოს ისტორიაშიც გამხდარა
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების მიზეზი. ლეგენდის მიხედვით, მირიან
მეფემ სწორედ მზის დაბნელების შიშის გამო იწამა „ნინოს ღმერთი“ - ქრისტე.

ბენედიქტ მეცხრე 12 (ზოგიერთი წყაროს მიხედვით 14) წლის განმავლობაში იყო


პაპი, სანამ საბოლოოდ რომაელებმა გააძევეს. მის ნაცვლად დაინიშნა სილვესტერ
მესამე, მაგრამ 49 დღის შემდეგ, კვლავ ხალხის უკმაყოფილებისა და ბენედქტის
ძალაუფლების სურვილით, ჩამოართვეს პაპის წოდება. ამ არეულობაში ბენედიქტმა
მოახერხა, რომ ისევ პაპი გამხდარიყო, თუმცა 7 კვირის შემდეგ საკმაოდ
მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო: მან ნებაყოფლობით დატოვა თავისი პოსტი
და პაპობა მის ნათლიას, გრეგორი მეექვსეს, გადასცა. 10 ბენედიქტის ასე მარტივად
გადადგომა ბევრისთვის ძალიან უცნაური ჩანდა, რადგან ის გამუდმებით იბრძოდა
უფრო მეტი ძალაუფლებისთვის. მისი ამ საქციელის ასახსნელად ბევრი მოსაზრებაა,
თუმცა არაა ცნობილი რომელიმე მათგანი შეესაბამება თუ არა სიმართლეს. ზოგი
მიიჩნევდა, რომ მას ნათესავის ცოლად მოყვანა უნდოდა და რადგანაც პაპებს
ქორწინების უფლება არ აქვთ, მან დატოვა თანამდებობდა. 11 ზოგიერთი კი ფიქრობს,
რომ ის იმდენად არაპოპულარული გახდა, რომ ვეღარ გაუძლო რომაელების
სიძულვილს და პაპობა გრეგორის მიყიდა. 12

პაპობის გაყიდვა იმდენად წარმოუდგენელი იყო ქრისტიანული სამყაროს


წარმომადგენლებისთვის, რომ ბენედიქტ მეცხრე ყველგან დიდი ზიზღითაა
მოხსენიებული. წმინდა პეტრე დამიანემ მას უწოდა: „მღვდლად შენიღბული დემონი
ჯოჯოხეთიდან.“13 პაპმა ვიქტორ მესამემ კი ის აღწერა, როგორც „ბილწი, შემზარავი,
ეშმაკისეული“.14

10
იხ. შენიშვნა 8, გვ.4
11
Dom Adrian Morey, Benedict IX and the synod of Sutri: a revision of history, 1935, გვ. 316 <https://sci-
hub.do/https://doi.org/10.1177/001258063505300303>
12
იხ. შენიშვნა 8, გვ.5
13
“demon from hell in the disguise of a priest”
14
“so vile, so foul, so execrable”
ბენედიქტის გარდა, გრეგორი მეექვსეც მოხვდა განხილვის ცენტრში. პაპობის
შესყიდვა ნამდვილად არ იყო ნაკლები დანაშაული. მისი სახელის გასაწმენდად კი
გადაწყვიტეს ბენედიქტის დანაშაულების გაბუქება და მისი პერსონის უარესად
წარმოჩენა.15 შესაძლოა სწორედ ამის გამო ვიცნობთ ახლა ბენედიქტს, როგორც
სრულიად უღირს და „ეშმაკისეულ“ პაპს.

გრეგორი პაპი დაახლოებით ორი წელი იყო, სანამ საღვთო რომის იმპერატორმა,
ჰენრი მესამემ ჩამოართვა წოდება. სწორედ სუტრის სინოდის შესახებ გვაქვს ბევრი
ისტორიული აღწერა, რომლებიც ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. ამ
სასულიერო პირების შეკრების მიზანი იყო პაპის ჩამოქვეითება, თუმცა ამ პერიოდში
იმდენად მცირე დროში მოხდა ბენედიქტის, სილვესტერისა და გრეგორის პაპობის
ცვლილება, რომ არაა გასაკვირი სხვადასხვა წყაროების მიერ ამ სინოდის
განსხვავებულად აღქმა. ზოგიერთი წყარო გვაუწყებს, რომ ჰენრი მესამემ
16
ერთდროულად სამი პაპი ჩამოაქვეითა , რაც ნაკლებად ჰგავს სიმართლეს. ბევრ
წყაროში სილვესტერი საერთოდ არ მოიხსენიება, ან წარმოდგება როგორც ანტი-პაპი.
17
იმის დადგენა თუ ზუსტად რა მოხდა ამჟამად შეუძლებელია, მაგრმ საბოლოო
შედეგი ნათელია. ჰენრიმ ჩამოართვა პაპის წოდება გრეგორის და ახალ პაპად
აკურთხა გერმანელი ეპისკოპოსი კლემენტ მეორე.18

თუმცა პაპის ადგილისთვის ბრძოლა არც აქ დამთავრებულა. ახალი პაპის არჩევას


მოჰყვა რამდენიმე მიწისძვრა, რამაც გამოიწვია ხალხის მოსაზრება, რომ გრეგორის
გაძევება არასწორი საქციელი იყო.19 კლემენტ მეორე მალევე გარდაიცვალა
(ზოგიერთი წყაროს მიხედვით თითქოს იგი ბენედიქტმა მოწამლა). ამ არეული
სიტუაციით კვლავ ისარგებლა ბენედიქტ მეცხრემ და დაბრუნდა პაპის ტიტულის
ასაღებად. მესამე მცდელობამ მხოლოდ ერთი წელი გასტანა, სანამ ჰენრი მესამემ
საბოლოოდ გააძევა იგი. 20

რადგანაც შუა საუკუნეებში რელიგიას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა,


სასულიერო პირობა საკმაოდ დიდ ძალაუფლებას ნიშნავდა, განსაკუთრებით რომის
პაპი სარგებლობდა დიდი ავტორიტეტით. ბენედიქტისა და გრეგორის გარდა კიდევ
15
იხ. შენიშვნა 11, გვ. 319.
16
იხ. შენიშვნა 11, გვ. 313
17
იხ. შენიშვნა 11, გვ. 314. იხ. შენიშვნა 1, გვ.4
18
იხ. შენიშვნა 11, გვ. 319.
19
იხ. შენიშვნა 8, გვ.14.
20
<https://www.britannica.com/biography/Benedict-IX>
სხვა უამრავი ადამიანი არსებობდა, რომლებსაც იმავე პოსტის დაკავება სურდათ,
რადგან პაპად კურთხევა ავტომატურად ნიშნავდა მთელი ევროპის ხალხზე
პოლიტიკურ ძალაუფლებას. ამგვარად, პაპობის ამხელა მნიშვნეობა
უზრუნველყოფდა ამ ადგილის დაკავებას ყველაზე ხარბი და ძალაუფლების
მოყვარული ხალხის მიერ.
ბიბლიოგრაფია:

1. Reginald L. Poole, Benedict IX and Gregory VI


<http://www.islamforchristians.com/wp-
content/uploads/2017/10/benedictixgregor00pooluoft.pdf>
2. Adrian Morey, Benedict IX and the synod of Sutri: a revision of history
<https://sci-hub.do/https://doi.org/10.1177/001258063505300303>
3. https://www.britannica.com/biography/Benedict-IX
4. https://www.youtube.com/watch?v=MdWV1wiHQV0
5. https://www.youtube.com/watch?v=MDU0S-e6sfw
6. https://www.youtube.com/watch?v=q5majAET5KA
7. https://www.youtube.com/watch?v=1C3iFrC-dRw
ინვესტიტურა

ნინი ლოგუა

ინვესტიტურა მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ტრადიციაა. შუა


საუკუნეებში მას ძირითადად სენიორები იყენებდნენ თავიანთი
ქვეშევრდომებისთვის მიწის ან თანამდებობის გადაცემისას. ცერემონია, რომელიც ამ
პროცესს ლეგიტიმურობას სძენდა განმტკიცებული იყო რაიმე მატერიალური საგნის
გადაცემით, მაგალითად დროშის, ბეჭდის ან კვერთხის. ამ ცერემონიას იერარქიით
მაღალ საფეხურზე მდგომი ახორციელებდა. თუმცა ინვესტიტურის ტრადიცია
მხოლოდ საერო ცხოვრებაში არ ფიგურირებდა, მონარქებს გააჩნდათ ძალაუფლება
დაენიშნათ საეკლესიო პირები, რამაც მეთერთმეტე საუკუნეში პაპებსა და მონარქებს
შორის ურთიერთობის გაფუჭებას ჩაუყარა საფუძველი.

ინვესტიტურისთვის დაპირისპირება ყველაზე აშკარად საღვთო რომის იმპერიაში


მეთერთმეტე საუკუნის ბოლოს დაიწყო. რომის იპერიის დაცემის შემდეგ
ინვესტიტურა, თეორიულად ეკლესიის უფლებამოსილება იყო, პრაქტიკულად კი მას
თავადაზნაურობა ახორციელებდა. საეკლესიო პირები უმეტეს შემთხვევაში თავად
იყვნენ თავადაზნაურები. ეს ტენდენცია განპირობებულ იქნა მემკვიდრეობის
განაწილების ტრადიციით. ოჯახში უფროსი ვაჟი მემკვიდრეობასა და მამის
ტიტულს იღებდა, ხოლო მისი და-ძმები კარიერას ეკლესიაში პოულობდნენ. ოტო
პირველის, საღვთო რომის იმპერიის იმპერატორის, ზეობის შემდეგ ეპისკოპოსებს
მრავალი პრივილეგია მიენიჭათ, ისინი ფაქტიურად საიმპერატორო ტერიტორიის
ფეოდალები გახდნენ. ეკონომიკური და სამხედრო ძალაუფლების კონტროლი
იმპერატორისთვის პრიორიტეტული იყო, ამიტომ საეკლესიო პირების ნაცვლად
თანამდებობაზე მისი ნდობით აღჭურვილი ადამიანების ყოლა ნიშნავდა იმას რომ
საჭიროების შემთხვევაში ისინი იმპერატორს სამხედრო თუ ფინანსურ დახმარებას
აღმოუჩენდნენ.

იქიდან გამომდინარე რომ საეკლესიო ტიტული ძირითადად ასოცირებული იყო


სიმდიდრესთან, სიმონია, საეკლესიო თანამდებობების ყიდვა-გაყიდვა, უმალვე
პოპულარული გახდა. ტიტულების მიმნიჭებელს და შემოსავლის მიმღებს რა თქმა
უნდა არისტოკრატია წარმოადგენდა. სწორედ აქედან იწყება კრიზისი საერო-
საეკლესიო ურთიერთობებში. ეკლესიის წარმომადგენელთა ჯგუფმა გადაწყვიტა
აჯანყებულიყო სიმონიის წესის წინააღმდეგ, მათი მოთხოვნა საღვთო რომის
იმპერატორისგან ინვესტიტურის უფლების ჩამორთმევა და მისი მთლიანად
ეკლესიისთვის გადაცემა იყო, სიმონიის აღმოფხვრა შეუძლებელი იქნებოდა სანამ
პაპის დანიშვნა იმპერატორის პრეროგატივადრჩებოდა, ამიტომ პირველ ამოსავალ
წერტილს იმპერატორის კონტროლიდან პაპების დანიშვნის უფლების იძულებით
მოპოვება იყო. ამის შანსი ეკლესიას გერმანიის ტახტზე ექვსი წლის ჰენრი მეოთხეს
ასვლამ მისცა. 1059 წელს რომში საეკლესიო კრებამ მიიღო დოკუმენტი სახელად „In
Nomine Domini“, რაც ლათინურიდან პირდაპირ ითარგმნება როგორც „ღვთის
სახელით“. დოკუმენტის მიხედვით იმპერატორს არ უნდა მიეღო მონაწილეობა
რომის ეკლესიის პაპის შერჩევაში, ამისთვის უნდა შექმნილიყო კარდინალების
კოლეჯი, როგორც ელექტორატი, რომელიც მთლიანად ეკლესიის ჩინოვნიკებისგან
დაკომპლექტდებოდა. რომის პაპის არჩევნებზე კონტროლის აღებით, ეკლესია უკვე
მზად იყო სიმონიისთვის შეეტია. მართლაც პაპ ალექსანდრე მეორეს სიკვდილის
შემდეგ პაპს კარდინალები ირჩევენ და ტახტს გრიგოლ მეშვიდე იკავებს.

1075 წელს პაპმა გრიგოლ მეშვიდემ შეადგინა „Dictatus Papae“, 28 პუნქტისგან


შემდგარი დეკლარაცია, რომლიდანაც ერთ-ერთი არამარტო კრძალავს იმპერატორის
მიერ თვითნებურად საეკლესიო თანამდებობების დარიგებას, არამედ მისი
გადაყენების უფლებამოსილებას პაპს ანიჭებს. რომის ეკლესია განხილულია როგორც
ერთადერთი ღმერთის დაარსებული, რაც შესაბამისად პაპის ძალას უნივერსალურს
ხდის. უკვე გაზრდილი ჰენრი მეოთხე კი განაგრძობდა საკუთარი ეპისკოპოსების
დანიშვნას, მან ამ დეკლარაციაზე რეაგირება მოახდინა და გააუქმა თავისი
საიმპერატორო მხარდაჭერა გრიგოლისადმი.

სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდა როცა მილანის ეპისკოპოსის ადგილას ჰენრიმ


მღვდელი თედალდი, ხოლო პაპმა მღვდელი ატო აირჩია. 1076 წელს პაპმა განკვეთა
ჰენრი ეკლესიიდან, გადააყენა ის მეფობიდან და ყველა ქრისტიანი გაათავისუფლა
მისდამი ერთგულებისგან. მალე გამოჩნდა რომ უპირატესობა ეკლესიის მხარეს იყო,
მთავრები და არისტოკრატია სიხარულით შეხვდა იმპერატორის გაძევებას. მათ
მოითხოვეს ბატონობა გლეხებსა და საკუთრებაზე, ასევე ციხესიმაგრეების აშენების
უფლება, რაც აქამდე უკანონო იყო.21

ჰენრიმ გააცნობიერა თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ეკლესიის


მხარდამჭერას, მისი უნდობლობა ხალხის უნდობლობას განაპირობებდა. სწორედ
ამიტომ მან პაპისთვის ბოდიშის მოხდა გადაწყვიტა. ის გაემართა კანოსაში, სადაც
იმჟამად გრეგორი იმყოფებოდა, ზამთრის სიცივეში ტომრის ამარა, ფეხშიშველა
იმპერატორი სამი დღის განმავლობაში იდგა პაპის რეზიდენციის წინ და შენდობას
ითხოვდა. პაპის დილემა შემდგომში მდგომარეობდა, ერთი მხრივ ,როგორც
მღვდელი ის ვალდებული იყო მოესმინა იმპერატორის აღსარებისთვის, მეორე მხრივ
კი იმპერატორის პატიებით მას არ სურდა გაეღიზიანებინა და მის წინააღმდეგ
აემხედრებინა თავადაზნაურობა. საბოლოოდ ის პატიობს ჰენრის, რაც ერთი
შეხედვით ეკლესიის გამარჯვებას ნიშნავს, თუმცა რეალურად ეს ნაბიჯი
თავადაზნაურობამ ღალატად ჩათვალა. არისტოკრატია არ უპირისპირდება პაპს,
არამედ ითხოვს იმპერატორის გადაყენებას და მის ნაცვლად სვაბიის სამეფოს
ჰერცოგის რუდოლფის დანიშვნას. 1077-დან 1078 წლამდე მიმდინარეობს
21
The investiture controversy. Origins
იხ:https://courses.lumenlearning.com/suny-hccc-worldhistory/chapter/the-investiture-controversy/
სამოქალაქო ომი ამ ორ პირს შორის. პაპი, რომელიც თავს შუამავლად თვლიდა ორ
დაპირისპირებულ მხარეს შორის 1080 წელს თავის მხარდაჭერას რუდოლფს
უცხადებს. ამ შემთხვევაში გრეგორი შეცდა, რამდენიმე თვეში რუდოლფი ომში
იღუპება ტახტზე კი კვლავ ჰენრი ბრუნდება, რომელიც პირველ რიგში გრეგორის
გადაყენებას ისახავს მიზნად. გრეგორი ტოვებს რომს და მალევე კვდება.22

საბოლოოდ, ორმოცდაათწლიანი დაპირისპირება ვორმსის კონკორდატმა ჩააცხრო.


1122 წელს მოხდა შეთანხმება პაპ კალიქსტუს მეორესა და საღვთო რომის იმპერატორ,
ჰენრი მეხუთეს შორის, რითაც დასრულდა კონფლიქტი ეკლესიასა და იმპერიას
შორის. ამით დაბალანსდა ეპისკოპოსების სულიერი მხარე და ფეოდალური
პოზიცია. ეპისკოპოსების არჩევის პრეროგატივა ეკლესიას მიენიჭა, ხოლო
იმპერატორს დარჩა საქმეების განხილვის უფლება, თუ ეკლესია მიკერძოებულად
აირჩევდა საეკლესიო პირებს. არჩეულ პირს თავდაპირველად იმპერატორი ანიჭებდა
რეგალიას, ხოლო შემდგომ სპირიტუალიას, საეკლესიო უპირატესობის ნიშანს,
ძირითადად ბეჭედს, მას ეკლესია გადასცემდა.23

საერო და საეკლესიო პირების კონფლიქტი არ იყო მხოლოდ ევროპაში


დამკვიდრებული ტენდენცია, მსგავსი შემთხვევები საქართველოშიც, კონკრეტულ
შემთხვევაში კი ქართლშიც დაფიქსირებულა. ვახტანგ გორგასალს, რომელსაც
სჯეროდა ქართული ეკლესიის, როგორც საყრდენის როლის, ძლიერი
ხელისუფლების სამსახურში, ცდილობდა მისთვის ავტოკეფალიის მოპოვებას. ამ
პერიოდში ქართლის მთავარეპისკოპოსი ბერძენი მიქაელი იყო. წყაორების
სიმწირიდან გამომდინარე ჩვენთვის უცნობია მეფისა და მთავარეპისკოპოსის
დაპირისპირების მიზეზი, სავარაუდოდ ეს ვახტანგის სახელმწიფოებრივი პოლიტიკა
იყო. რაც ზუსტად ვიცით, ისაა თუ როგორ დაწყევლა მიქაელმა მეფე და მისი სპა,
ხოლო საამბორებლად მისულ მეფეს წიხლი ჰკრა და კბილები ჩაუმტვრია. ამის
შემდეგ მიქაელი ქართლიდან გააძევეს.24

22
Gregory Vll vs Henry
https://www.youtube.com/watch?v=OiaNGVI8WMI [9:33-12:12]
23
Concordat of worms
იხ: https://www.britannica.com/event/Concordat-of-Worms
24
ვახტანგ გორგასალი- მიქაელ კათალიკოსისა და ვახტანგ გორგასლის დაპირისპირება
იხ: https://www.arcgis.com/apps/MapSeries/index.html?appid=2adece4ff925433fa14f75c395e34165 (მეათე
სლაიდი)
მსოფლიო საეკლესიო ისტორიაში პაპების ხელისუფლებასთან ძალაუფლებისთვის
დაპირისპირების ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი ინვესტიტურისთვის ბრძოლაა. ეს
მოვლენა ხალხში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს, პირველნი მიიჩნევენ რომ
ინვესტიტურისთვის ბრძოლა სხვა არაფერია თუ პაპის სურვილი ეკლესიის
საბოლოო დამორჩილებისა, ხოლო მეორენი თვლიან, რომ ეკლესიას წრფელი
მოტივები ამოძრავებდა და მათ ჭეშმარიტად ხალხისთვის მოღვაწე პირები სურდათ
ეკლესიაში და არა იმპერატორის მორჩილი ფეოდალები. ჩემი აზრით, პროტესტი
ინვესტიტურის ხელში ჩასაგდებად იყო მიზანმიმართული საერო ხელისუფლების
გავლენის შემცირებისკენ. რაც ზუსტად ვიცით არის ის თუ რაოდენ დიდი
მნიშვნელობა ჰქონდა ამ დაპირისპირებას ერისთვის, რომელიც ლავირებდა ქვეყნის
ორ უმთავრეს ორგანოს შორის.

ბიბლიოგრაფია

1) The investiture controversy- Origins.


https://courses.lumenlearning.com/suny-hccc-worldhistory/chapter/the-
investiture-controversy/

2) Gregory Vll vs Henry.

https://www.youtube.com/watch?
v=OiaNGVI8WMI&list=PL5i6bQSmhwTAgpWpvDugb4T-qtDJ46k2g&index=4&t=733s
[9:33-12:12]

3) Concordat of worms.
https://www.britannica.com/event/Concordat-of-Worms

4) ვახტანგ გორგასალი- მიქაელ კათალიკოსისა და ვახტანგ გორგასლის


დაპირისპირება.

https://www.arcgis.com/apps/MapSeries/index.html?
appid=2adece4ff925433fa14f75c395e34165
ურბან მეორე და პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა

ლილე ჩიხლაძე

პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის გამოცხადებელი დაიბადა წარჩინებულ


ოჯახში საფრანგეთში, დაახლოებით 1035 წელს. მას ოდო ერქვა, მაგრამ ისტორიის
ანალებში მას, როგორც ურბან მეორეს ისე მოიხსენიებენ. ამის მიზეზი კი ის არის,
რომ როცა პაპი გახდა, ის დაემორჩილა პაპობის წესსა და ტრადიციას და საკუთარ
წარსულთან კავშირი გაწყვიტა. ამის მიუხედავად მისმა ადრეულმა კარიერამ
ნამდვილად დატოვა კვალი მის პაპობაზე და ბოლომდე ემსახურებოდა იმ
მოწოდებას, რამაც ევროპა შეარყია მეთერთმეტე საუკუნეში.25 ურბან მეორე ჩრდილო
– აღმოსავლეთ საფრანგეთში გაიზარდა, ინტენსიურად ლოკალიზებულ გარემოში.
შუა საუკუნეების საზოგადოება, რომელშიც ის ცხოვრობდა, შეპყრობილი იყო
ქრისტესადმი რწმენით და იმ დროისათვის ყოველდღიური არსებობის თითქმის
ყველა თავისებურებას განაპირობებდა რელიგია. ევროპის ქრისტიანობისადმი
ერთგულება მეოთხე საუკუნემდე უნდა მოიძებნოს, როცა რომის იმპერატორმა
კონსტანტინე დიდმა შეიცნო ქრისტიანული დოგმა. საბოლოოდ ქრისტიანობა
სახელმწიფო რელიგიად იქცა და წარმართობა შეცვალა. ეს მრწამსი განაგრძობდა
გავრცელებას ევროპის თითქმის ყველა კუთხეში, მეთერთმეტე საუკუნისთვის
ევროპის ქვეყნებს როგორც დასავლეთის ქრისტიანული სამყაროს ისე
მოიხსენიებდნენ.

25
Asbridge T., The First Crusade, USA, 2005. გვ 3.
ურბან მეორეს ცხოვრების განმავლობაში ეს რწმენა ბატონობდა. ურბანი
ცხოვრობდა ავთენტურად სულიერ ხანაში, სადაც არ იყო საჭირო ღმერთის
არსებობის დამტკიცება. რადგან ღმერთის აბსოლუტური ძალა ყველასთვის გასაგები
იყო და ის დედამიწაზე „სასწაულების“ სახით გამოვლინდებოდა. XI საუკუნის
ევროპაში ადამიანის გამოცდილების სრულფასოვან პანთეონს - დაბადებას,
სიყვარულს, რისხვასა და სიკვდილს მართავდა ქრისტიანული დოგმა და ამ რწმენის
შიში.

შუასაუკუნეებში მცხოვრებ ადამიანს ერთი ძლიერი შფოთვა აწუხებდა: ცოდვის


საშიშროება. ეს უნივერსალური შეპყრობილება, რომელსაც მეფე და გლეხი
ერთნაირად იზიარებდა, ქმნიდა ყველა ჩვეულებას, ზნეობასა და კანონს. ურბანის
ადრეული ცხოვრება, ისევე როგორც მისი თანამედროვეების, არსებითად მოიცავდა
ბრძოლას ცოდვის თავიდან ასაცილებლად და ზეციური ხსნის მისაღწევად. იმ
დროისთვის დასავლეთ ევროპაში პოპულარული გახდა სრულყოფისკენ მიმავალი
გზა. ეს გზა მათთვის ბერობა იყო, რითიც ქრისტიანებმა თავიანთი ცხოვრება
მიუძღვნეს ლოცვას და ღვთის მსახურებას. სწორედ ეს ის გზა იყო, რომელიც აირჩია
ურბანმა. როგორც ახალგაზრდა კაცი, იგი გაგზავნეს სასწავლებლად რეიმსის
საკათედრო სკოლაში და მალე შეუერთდა ეკლესიას, მიაღწია მთავარდიაკონის
თანამდებობას, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ურბანი ალბათ უმცროსი ვაჟი იყო და
ამიტომ მას რაინდული მომავალი არ ელოდა.

შემდეგ მან დრამატული გადაწყვეტილება მიიღო. დაახლოებით 1068 წელს


ურბანი მოშორდა ეკლესიის ამქვეყნიურ "საერო" მკლავს და ბერი გახდა, თუმცა მისი
გადაწყვეტილება, ალბათ, პირადი ამბიციებისა და ღვთისმოსაობის ნაზავი იყო. იგი
აღიარებული იყო ყველაზე გავლენიან და ყველაზე პატივცემულ მონასტერში,
ბურგუნდიულ კლიუნის სახლში. ეს ის ინსტიტუტია, რომელიც იმ დროს აყვავების
მწვერვალზე იყო და ძალიან დიდი ძალა ჰქონდა. მაგრამ ურბანის კარიერა არ უნდა
დასრულებულიყო მონასტერში. გასაკვირი არ არის. დაახლოებით 1080 წელს იგი,
იტალიის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საეკლესიო ოფისის, ოსტიის კარდინალ-
ეპისკოპოსი გახდა. პაპმა გრიგოლ მეშვიდემ (1073 – 85წწ) შეამჩნია ოდო და
იტალიაში სწორედ მან ჩამოიყვანა. გრიგოლი იყო ის ადამიანი, ვინც ბოლომდე
იბრძოდა, რომ გაეწმინდა და გაეერთიანებინა ლათინური ქრისტიანული სამყარო
რომით სათავეში. მისთვის ყველაზე მთავარი პრობლემა საერო პირები იყო და
თვლიდა, რომ საერო პირები აბინძურებდნენ ყველას და ყველაფერს.
იმის გასაგებად, თუ რა ასპარეზის წინაშე დგება ურბანი, პირველ რიგში უნდა
გავიაზროთ განსხვავებები შუა საუკუნეების პაპის თეორიულ და რეალურ სტატუსს
შორის. ქრისტიანულ ტრადიციებში დედამიწაზე არსებობდა საეკლესიო
ძალაუფლების ხუთი დიდი ცენტრი, ხუთი საპატრიარქო, რომელთაგან რომი ერთ-
ერთი იყო. XI საუკუნის ბოლოს რომის პაპები რომს უპირატესობას ანიჭებდნენ იმის
საფუძველზე, რომ ქრისტეს მთავარი მოციქული წმინდა პეტრე რომის პირველი
ეპისკოპოსი იყო. ამრიგად, შუა საუკუნეების პაპები თავს მსოფლიოს უპირველეს
სულიერ ძალად თვლიდნენ და მიაჩნდათ, რომ მათ ჰქონდათ აბსოლუტური
კონტროლი ევროპის ლათინურ ეკლესიაზე.

ამავე დროს, ევროპაში აბსოლუტური საეკლესიო ძალაუფლების გამოყენების


იმედი არარეალური იყო, რადგან ეკლესიის სულიერ სფეროსა და მეფეთა, ბატონსა
და რაინდთა დროებითი სამყაროს გამყოფი ხაზი საუკეთესო შემთხვევაში
ბუნდოვანი იყო, უარეს შემთხვევაში კი არ არსებობდა. შუასაუკუნეების ხანაში ეს
ორი სფერო ისე იყო გადაჯაჭვული, რომ პრაქტიკულად ერთმანეთისგან
განუყოფელი იყო. მეფეები, რომლებსაც სჯეროდათ, რომ ღვთიური მანდატით
იყვნენ უფლებამოსილნი, პასუხისმგებლობას გრძნობდნენ ეკლესიის მოვლას და
საჭიროების შემთხვევაში მართვას. 26

პაპ ურბან მეორე (1088 – 1099 წწ) ერთ-ერთი ყველაზე დინამიური და


სავარაუდოდ ყველაზე დიდი რეფორმატორი პაპი იყო გასულ მეთერთმეტე
საუკუნეში.

მისმა ადმინისტრაციულ, სასამართლო, დიპლომატიურ და ფისკალურმა


რეფორმებმა მნიშვნელოვნად დაადგინა პაპის უფლებამოსილება და ეფექტურობა
დიპლომატიური კრიზისების შემდეგ, რაც მოჰყვა გრიგოლ მეშვიდეს მოღვაწეობას
(1073-1085 წწ). თავისი დიპლომატური უნარებით მან აღადგინა პაპის ურთიერთობა
რიგ პიროვნებებთან, სასულიერო და საერო პირებთან, რომლებიც გრიგოლმა
გააუცხოა. 27

26
Asbridge T., The First Crusade, USA, 2005. გვ 5,6,7,10,11.
27
Carnotensis F., The First Crusade : The Chronicle of Fulcher of Chartes and Other Source Materials,
Pennsylvania, 1998, გვ 25.
ურბან მეორეს პაპობის დროს, აღმოსავლეთით სელჩუკები მძვინვარებდნენ და
1095 წელს, ბიზანტიის მეფე ალექსანდრე I კომნენოსმა გამოაგზავნა ელჩები
დასავლეთით, რათა ეთხოვა დახმარება სელჩუკების წინააღმდეგ. ეს მესიჯი მიიღო
პაპ ურბან მეორემ. მოგვიანებით, ნოემბერში , ურბანმა მოიწვია კლერმონის კრება,
რათა ეს საკითხი უკეთ განეხილათ. ვფიქრობ, ეს ფაქტიც საყურადღებო და
მნიშვნელოვანია. პაპის ძალაუფლება იმდენად ძლიერი იყო, რომ სწორედ მას სთხოვა
დახმარება ბიზანტიის იმპერატორმა. საბჭოს მოწვევისას ურბანმა მოუწოდა
ეპისკოპოსებსა და აბატებს, რომლებსაც იგი უშუალოდ მიმართავდა, მათთან ერთად
წამოეყვანათ თავიანთი პროვინციების ცნობილი მბრძანებლები. კრება
მიმდინარეობდა 18 ნოემბრიდან - 28 ნოემბრამდე და მას ესწრებოდა დაახლოებით
300ამდე სასულიერო პირი მთელი საფრანგეთიდან. ურბანმა განიხილა ეკლესიის
რეფორმები და, ალბათ რაც ყველაზე საინტერესოა, ასევე განკვეთა ფილიპე I
საფრანგეთის მეფე, რომელმაც ცოლი მიატოვა და ხელმეორედ იქორწინა. ჩემი
აზრით ეს ფაქტი ყველაზე დიდი გამოვლინებაა იმისა, რომ პაპი საერო
ხელისუფლებაზე მაღლა იდგა და იბრძოდა პოლიტიკური ძალაუფლებისათვის. აქვე
პარალელად შეგვიძლია გამოვიყენოთ ინგლისის მონარქის ჰენრი მერვესა და პაპ
ლეო მეათეს სკითხი. როცა ჰენრიმ მეუღლესთან განქორწინება და ახალი ცოლის
შერთვა განიზრახა, ამაზე პაპმა უარი განუცხადა. მაგრამ ფილიპე პირველისგან
განსხვავებით ჰენრი განუდგა რომს და თავი ინგლისის ეკლესიის მეთაურად
გამოაცხადა.

27 ნოემბერს, ურბანმა პირველად დაიწყო საუბარი იმ პრობლემებზე, რაც


აღმოსავლეთს დაატყდა თავს და გამოაცხადა მზადყოფნა, რათა დაეწყოთ ომი იმ
მუსლიმების წინააღმდეგ, რომლებმაც წმინდა მიწა დაიპყრეს.

საბჭოს ამ ნაწილის შესახებ ინფორმაციის ექვსი ძირითადი წყარო არსებობს:


ანონიმური გესტა ფრანკორუმი ("ფრანკთა საქმეები"), რომლებიც გავლენას ახდენენ
სხვებზე: ფოლჩერ შარტრეზე, რობერტ ბერად, ბალდრიკზე, დოლის
მთავარეპისკოპოსზე და გიბერტ დე ნოგენტზე, რომელიც აშკარად ესწრებოდნენ
საბჭოს; ასევე გადარჩა წერილი, რომელიც თავად ურბანმა დაწერა 1095 წლის
დეკემბერში.28

28
The Latin Library, The Council Of Clermont.
ურბან მეორეს გადაწყვეტილება კლერმონში ამ საკითხის გადასაწყვეტად,
აქტიური იყო. უნდა აღვნიშნოთ, რომ ჯვაროსნული ლაშქრობა, პირველ რიგში, პაპის
მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად დაიწყო. ურბანმა დაიწყო ცენტრალურ
იტალიაში თავისი ძალაუფლების ბაზის სტაბილიზაცია. ეს კამპანია უნდა
განიხილებოდეს როგორც პაპის გაძლიერება და რომის გავლენის სფეროს
გაფართოება. შემთხვევითი არ იყო, რომ ურბანმა აირჩია ჯვაროსნული კონცეფციის
გაჩენა საფრანგეთში, რეგიონში, სადაც მისმა ფესვებმა მას მიანიჭეს კავშირები და
ადგილობრივი ცოდნა, და რომელზეც პაპს დიდი ხანია სურდა ძალაუფლების
განმტკიცება. მართლაც, ჯვაროსნული ლაშქრობა მხოლოდ ერთი იარაღი იყო,
რომელიც წესრიგის მისაღწევად გამოიყენეს. ურბანის მთელი გრანდიოზული ტური
საფრანგეთში 1095-6 წლებში პაპის ავტორიტეტის გამოვლენის გამჭვირვალე
მცდელობა იყო.

მაგრამ ურბანისთვის ჯვაროსნული ლაშქრობის ნამდვილი სილამაზე იყო ის, რომ


მას ასევე ჰქონდა სხვა ამბიციების ასრულების პოტენციალი. პოსტზე ასვლისთანავე,
ურბანი ცდილობდა აღედგინა მეგობრული კავშირი ბიზანტიის ბერძნულ
ეკლესიასთან, რომელთანაც ურთიერთობა რომთან გაუარესდა მას შემდეგ, რაც ორი
ეკლესიას შორის 1054 წელს განხეთქილება მოხდა საეკლესიო პრაქტიკის მწვავე
უთანხმოების გამო. პოზიტიური პასუხის გაცემა ბიზანტიის სამხედრო დახმარების
თხოვნაზე, კონსტანტინოპოლთან ახალი პერიოდის გამყარებას ჰპირდებოდა. ამავე
დროს, ეს ლაშქრობა შანსი იყო ლათინური გავლენის გაფართოებისა, მცირე აზიაში,
სირიასა და პალესტინაში რაც მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენდა მთელს
ქრისტიანულ სამყაროში პაპის პირველობისკენ მიმავალ გზაზე.

პირველ ჯვაროსნულ ლაშქრობას ასევე ჰქონდა უფრო მეტი ალტრუისტული


სარგებელიც. სავარაუდოდ, ურბანს გულწრფელად სურდა დახმარებოდა მის
ბიზანტიელ ძმებსა და იმ აღმოსავლეთ ქრისტიანებს, რომლებიც ისლამური
მმართველობის ქვეშ ცხოვრობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ წმინდა მიწის
მაჰმადიანი მმართველები სავარაუდოდ მომლოცველებს მისცემდნენ საშუალებას
მოენახულებინათ იერუსალიმის წმინდა ადგილები, ურბანის აზრით, მაინც
სასურველი იყო, რომ ეს პატივსაცემი ქალაქი ყოფილიყო ქრისტიანული კონტროლის
ქვეშ.
ამავე დროს, მან გააცნობიერა, რომ ამ მიზნების მიღწევის საშუალებით ლათინური
დასავლეთიც განიწმინდებოდა.

როგორც, ლათინური ეკლესიის მამა, ურბანი პირადად იყო პასუხისმგებელი


დასავლეთში მცხოვრები თითოეული ქრისტიანის სულზე. ამიტომაც, ეს კამპანია
29
მიზნად ისახავდა დაბინძურებული კლასის განწმენდას.

რატომ გამოეხმაურნენ ყველა რიგის ადამიანები ასეთი ენთუზიაზმით ამ


გამოძახილს?

ეჭვგარეშეა, მოტივები ინდივიდუალური იყო, მაგრამ ძირითადი კომპონენტები,


სავარაუდოდ, იყო: ნამდვილი რელიგიური ღვთისმოსაობა.

შემდეგი მოტივი იყო ცოდვების მიტევება. ჯვაროსნული ლაშქრობის დროს


განწმენდის დოქტრინა ფორმალიზდებოდა. ამის მიხედვით, ადამიანის სიცოცხლეში
ჩადენილი ცოდვები გადაიხდებოდა სიკვდილის შემდეგ ტანჯვით. 1095 წელს
კლერმონში სიტყვით გამოსვლისას ურბან II- მ განაცხადა პლენარული
ინდულგენციის შესახებ, ანუ ყველას, ვინც ცოდვებს სრულად აღიარებდა,
ჯვაროსნულ ლაშქრობაში მონაწილეობით მიიღებდა სრულ პატიებას. გარდა ამისა,
მოსახლეობა უკეთეს ცხოვრებას ეძებდა. მათ ასევე ამბიცია ამოძრავებდათ. 30

ბიბლიოგრაფია :

1. https://books.google.ge/books?
hl=en&lr=&id=sIJlMsv8gVIC&oi=fnd&pg=PR9&dq=first+crusade+motives+of+pope&o
ts=O5KRi-UEe7&sig=d-
pbjSNGmgYDnHmbc4OqUHxWvmI&redir_esc=y#v=onepage&q&f=false
2. https://books.google.ge/books?id=PSOSJWG3E2MC&printsec=frontcover&dq=
%22Philip+I+of+France+and+Bertrade

29
Asbridge T., The First Crusade, USA, 2005. გვ 19, 20, 21.
30
Tydfil M ., Exploring And Teaching Medieval History, 2018. გვ 38, 39.
%22&hl=en&sa=X&ved=2ahUKEwjk4u_qkYXtAhUQ8hQKHbhhAm4Q6AEwBHoEC
AAQAg#v=onepage&q&f=false
3. http://www.thelatinlibrary.com/imperialism/notes/clermont.html
4. https://core.ac.uk/download/pdf/185244057.pdf#page=39
ავინონის პაპები
ლიკა ქიმოსტელი

პაპთა ძალაუფლების გაფართოება, რომელსაც უძღვის საერო ფენასთან


შეურიგებელი დაპირისპირება, კულმინაციას აღწევს XIII-XIV საუკუნეებში,
უპირველეს ყოვლისა, მხედველობაში გვაქვს პაპ ბონიფაციუს VIII-ის(Benedetto
Caetani) ამბიციური პოლიტიკა, რომელიც გულისხმობს სასულიერო წოდებისათვის
ზეაღმატებული სტატუსის მინიჭებას, რაც თავის მხრივ ეჭვქვეშ აყენებს მეფის,
როგორც აბსოლუტური მონარქის უფლებამოსილების დიაპაზონს. ზემოხსენებული
პაპი ისტორიას შემორჩა, როგორც განდიდების მანიის მქონე უარყოფითი პერსონაჟი,
რომელიც მთელი ძალებით ცდილობს, ჩაებღაუჭოს ტიტულს ნებისმიერ ფასად, არა
მხოლოდ მისი შენარჩუნების მიზნით, არამედ აბსოლუტური მონარქიის
დასაფუძვნებლად პაპით სათავეში, ისევე როგორც პაპ ინოკენტი III-ს ჰქონდა თავის
დროზე განზრახული.
ბონიფაციუს VIII-ს საკუთარი როლის უზენაესობის შეგრძნება იმდენად ჰქონდა
გამძაფრებული და გათავისებული, რომ ერთგვარი კულტივით, მისი პორტრეტების
გამოსახულებები უძვირფასესი სამმაგი ტიარით „ამშვენებდა“ კედლებს, იქმნებოდა
ქანდაკებები და ა.შ... იწვევდა უმაღლესი კვალიფიკაციის მქონდე ექიმებს, რათა
მუდმივად ფორმაში ყოფილიყო ჯანმრთელობის თვალსაზრისით. რაც არ უნდა
უცნაური იყოს, იმ პერიოდისათვის არსებობდა უძველესი ტრადიცია, რომელიც
გულისხმობს გარდაცვლილი ადამიანის სხეულის ხანგრძლივი დროით ცხელ
წყალში მოთავსებას ძვლების ერთმანეთისაგან დაშორების მიზნით, რათა
შეემსუბუქებინათ სხეულის ტრანსპორტირება გარდაცვალების ადგილიდან
დასასვენებელ ადგილამდე. პაპმა დადგენილი ტრადიციის აღსაკვეთად შესაბამისი
წესდებაც კი შეიმუშავა „Detestande faritatis”, რომლის მთავარი მიზანიც პაპის
გარდაცვალების შემდეგ მისი სხეულის ერთიანობის შენარჩუნება იყო.31 ბონიფაციუს
VIII-ის მზაკვრული ხასიათი მრავალ ასპექტში გვხვდება, ცნობილი ფაქტია მისი
დაპირისპირება იტალიელ სწავლულ და პოეტ დანტე ალიგიერთანაც, რომელიც
სრულდება დანტეს მშობლიურ ქალაქ, ფლორენციიდან რომში გაქცევით, ვინაიდან
პაპის პირადი, მტრული ინტერესების ფონზე, მისი თაოსნობით დანტე სახელმწიფო
ღალატში დაადანაშაულეს და მოკვეთეს ქალაქიდან. რეალური მიზეზი კი
უკავშირდება დანტეს ანტიპათიასა და შეურიგებელ „პოლიტიკას“ პაპიზმის, როგორც
აბსოლუტური ხელისუფლების დაკანონების წინააღმდეგ. სწორედ ამ ფაქტს
ეხმიანება დანტეს ყველასათვის ცნობილ „ღვთაებრივ კომედიაში“ ბონიფაციუსის
გამოჩენა, სადაც ის წარმოდგენილია ჯოჯოხეთში, როგორც „მოწამე“ უმძიმესი
განაჩენით.32
რაც შეეხება პაპის უშუალოდ გადაკვეთას მეფესთან, კერძოდ ფილიპე IV ლამაზთან,
ორმხრივი ინტერესი ეჯახება ერთმანეთს. ასწლიანი ომის მიმდინარეობის დროს
საფრანგეთსა და ინგლისს შორის, საფრანგეთი ფინანსურ კრიზისს განიცდის.
ვინაიდან სახელმწიფოში საეკლესიო ფენა აურაცხელი სიმდიდრის მფლობელია,
ფილიპე გადაწყვეტს, სამღვდელოება ხაზინის შემავსებელ მთავარ წყაროდ
გამოიყენოს გადასახადების დაწესების ფონზე პაპის დაუკითხავად, რამაც, ცხადია, ამ
უკანასკნელის განრისხება გამოიწვია. ამას ცხადყოფს კიდეც პაპის მიერ გამოცემული
წესდება, ე.წ “Clericis laicos”, სადაც ის კრძალავს გადასახადების თვითნებურად
დაწესებას საეკლესიო ფენაზე პაპის თანხმობის გარეშე. 1302 წელს სიტუაცია კიდევ
უფრო იძაბება ბონიფაციუსის მიერ მისი ცნობილი და საბოლოო დადგენილების
„Unam Sanctam”-ის გამოქვეყნებით, სადაც ის ცალსახად უსვამს ხაზს სასულიერო
წოდების აღმატებულობასა და უზენაესობას საერო ძალაუფლებასთან მიმართებით.
მეფის რეაქციაც არ აყოვნებს და პაპს ერეტიკოსობაში სდებს ბრალს, ის გადაიხვეწება

31
Joelle Rollo-Koster, “Avgnon and its Papacy, 1309-1417”, 2015, p.26

32
https://www.youtube.com/watch?v=uU7GSf35oSY (6:33-8:15)
ქ.ანაგნიში, ის მალევე გარდაიცვლება კიდეც.33
პაპების საფრანგეთში, ავინიონში გამაგრება და მათი ტყვეობის ხანა იწყება 1305
წლიდან, რომელიც გრძელდება 1377 წლამდე. პირველი პაპი, რომელიც
ნებაყოფლობით რჩება საფრანგეთში, მეტიც, უარს ამბობს რომში კორონაციაზე და
დაჟინებით მოითხოვს ლიონში პაპად კურთხევას, გახლავთ კლემენტ V, რომელიც
სრულ ერთგულებას აღუთქვამს ფილიპე IV-ს და თავს ფაქტობრივად მის
ქვეშევრდომად აცხადებს, ვინაიდან სრულიად აღიარებს მეფის აბსოლუტურ ნებას.
ის ცდილობს მისი წინამორბედის მიერ დანატოვარი ლაქის ამოშლას, რომელიც
კვალად დააჩნდა მეფესა და მის რეპუტაციას, მან გააუქმა კიდეც ბონიფაციუსის
ცნობილი “Unan Sanctam“, რითიც აღიარა საერო ძალაუფლების უზენაესობა და
აღმატებულობა სასულიერო წოდებაზე. კლემენტ V უზრუნველყოფდა არა მხოლოდ
მეფის გავლენასა და რეპუტაციას, არამედ ქვეყნის ფინანსურ მდგომარეობას. მან
მოიძია ფულადი სახსრები იმ დროისათვის უკვე დაფუძვნებულ სარაინდო
ორდენებს, ტამპლიერთა და ჰოსპიტალიერთა შორის. 1306 წელს ორივე ორდენის
ოფიციალური წარმომადგენლები მოიწვია და ბრალი დასდო მათ ერეტიკოსობაში,
წარმართობასა და ღვთის გმობაში. ამდენად, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ
ამჟამინდელი პაპი მყარ საყრდენს წარმოადგენდა მეფისათვის, მისი
გარდაცვალებიდან(1314) მალევე, მეფე ფილიპეც მიჰყვა მას.34
მეორე ავინიონელი პაპი, რომელიც 1316 წლიდან აგრეთვე საფრანგეთში
განაგრძობს მოღვაწეობას, თუმცა მისი წინამორბედისგან განსხვავებით მეტი
დამოუკიდებლობითა და აქტიური პოლიტიკით, არის იოანე XXII, ოფიციალურად
Jacques Duese, ან D’euze, რომელმაც დიდი როლი ითამაშა საეკლესიო
ადმინისტრაციის ცენტრალიზებაში, მან ასევე შეინარჩუნა პაპის უფლებამოსილება
იმპერიულ არჩევნებზე. მის პერიოდში დაიწყო მისიონერული საქმიანობა აზიაში,
დააარსა კათოლიკური ეპარქია ანატოლიაში, სომხეთში, ირანსა და ინდოეთში,
რითიც ხელს უწყობდა კათოლიციზმის ფართო მასშტაბებით გავრცელებას.
განსაკუთრებით ზრუნავს განათლების ხარისხის ამაღლებაზეც, ავინიონში
ჩამოაყალიბა ბიბლიოთეკა, დააარსა უნივერსიტეტი ქ. Cahors-ში.
მის სახელს მიეწერება აგრეთვე მიღწევები ფინანსებისა და სამართლის სფეროში,
მისივე გამოცემული დოკუმენტების „Excecrabilis”(1317), “Ex Debito”(1319),
საფუძველზე გაზარდა პაპის კონტროლი საეკლესიო ოფისების განაწილებასა და
სრულიად საფინანსო აღრიცხვებზე. 35
33

343
https://allthatsinteresting.com/better-know-a-pope-clement-v

354
https://www.britannica.com/biography/John-XXII
ის წარმოადგენდა ცენტრალიზებული, მკაცრი ადმინისტრაცული სისტემის
სიმბოლოს.
მისი ბოლო სიტყვები კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს მის საინტერესო და
სიღრმისეულ პორტრეტს:„სულები დაშორდნენ სხეულებს და სავსებით მართლები
გახდნენ ღვთის წინაშე. ნათლად და პირისპირ დაინახეთ ღმერთი და ღვთიური არსი,
რამდენად შეუძლია, აიტანოს განცალკევებული სულის მდგომარეობა და
გარემოება...“
კლემენტ V-სა და იოანე XXII-გან განსხვავებული მიმართულება აირჩია შემდგომმა
პაპმა, ბენედიქტ XII-მ(1334-1342), რომელიც სულით ნამდვილი ასკეტია და
სრულიად შეუფერებელი პაპობისთვის, ამას თავადაც აღნიშნავს. ვინაიდან ამ
პერიოდისათვის პაპი არის მმართველი ძალა, რომელიც აერთიანებს საერო და
სასულიერო წოდებებს, ბენედიქტი სრულიად აპოლოტიკურია და მის ინტერესის
სფეროს ნაკლებად მოიცავს ეს უკანასკნელი, რასაც ვერ ვიტყვით მის
დამოკიდებულებაზე თეოლოგია-ფილოსოფიის თვალსაზრისით. მას უკავშირდება
გარკვეული აკრძალვების შემოღება თავად სამღვდელოებაში. ის აცხადებს, რომ
გარკვეულ მონასტრებში დაშვებული პრივილეგიები, როგორებიცაა წვდომა პურზე,
სიმინდზე, ღვინოსა და სხვა სახის შემოსავლებზე, აუცილებლად უნდა აიკრძალოს,
ვინაიდან ყველასათვის ყველაფერი საერთო უნდა იყოს გამონაკლისების გარეშე.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, მისთვის მთელი ეს ავანტიურა, რომელიც მისი ნამდვილი
მისწრაფებებისგან დამოუკიდებლად მიმდინარეობდა, სრულიად უინტერესო გახდა,
ამიტომაც ლოგიკურია, რომ ავინიონში დარჩენა არასასურველი იყო, თუმცა როგორც
მოსალოდნელია, ის დიდ წინაააღმდეგობასაც გადააწყდა ოპოზიციურ ძალასთან
სასამართლოში, ამიტომაც ბენედიქტმა ისევ ავინიონში დარჩენა გადაწყვიტა.
საბოლოოდ ის 1342 წელს ფეხზე განვითარებულმა განგრენამ იმსხვერპლა. Bernard
Guillemain აღნიშნავდა: “ როგორც მისი მტრები მას ახასიათებდნენ მდაბიო,
ვულგარულ და უკმეხ ადამიანად, ამის საპირისპიროდ ის გვევლინება და
წარმოადგენს თავმდაბალ, მშრომელ, უპრეტენზიო და მეტად თავდადებულ
ადამიანს“.
პაპი კლემენტ VI-ც არ არის გამონაკლისი და პაპობას განაგრძობს 1342 წლიდან
ავინიონში. პაპობის პირველივე ეტაპზე იღბალმა ზურგი აქცია, მარტივად რომ
ვთქვათ, ვინაიდან ამ პერიოდს დაემთხვა შავი ჭირის მოდება შორეულ და შუა
აზიაში 1347 წელს, რომლის კულმინაციამაც გადმოინაცვლა ევროპაში, სადაც 2/3
მოსახლეობისა დაინფიცირდა და დანებდა მომაკვდინებელ ვირუსს. კლემენტი VI
თავდაუზოგავად ცდილობდა შესაბამისი ზომების მიღებას, რათა მსხვერპლი
მინიმუმამდე დაეყვანა. ის მიმართავდა ცნობილ ექიმებსა და ასტრონომებს,
მაგალითისათვის, ზოგიერთი მათგანი ურჩევდა ჩირაღდნები შემოერტყა გარს, რათა
ცეცხლს ინფექციისაგან დაეცვა. ეს რეალურად მოქმედებდა არა ცეცხლის სავარაუდო
ეზოთერმული თვისებების გამო, არამედ იმის გამო, რომ სითბო ხელს შეუშლიდა
სხეულში პარაზიტების მოხვედრას. 1349 წლისთვის ქალაქი სასაფლაოს დაემსგავსა,
იმდენად მაღალი იყო დაღუპულთა რიცხვი. იმისათვის, რომ პაპს გადარჩენილთა
მცირე ნაწილი შეენარჩუნებინა, მან აკურთხა მდინარე რონი და გარდაცვლილთა
სხეული მდინარეს გაატანა. საინტერესოა ის ცრუ ბრალდებაც, რომელიც მოედო
მთელ ევროპას, იმის შესახებ, რომ თითქოს ებრაელებმა გაავრცელეს ვირუსი,
ამიტომაც კათოლიკე რომაელებმა დაიწყეს ნადირობა ებრაელებზე. პაპმაც არ
დააყოვნა და 1348 წელს გამოსცა ორი დადგენილება, სადაც ის კრძალავდა
ებრაელების უსაფუძვლო ხოცვას და ასევე აღნიშნავდა, რომ თუ კი ვინმე შემჩნეული
იქნებოდა მსგავს ბრალდებაში, ცდუნებულ იქნებოდა ეშმაკისაგან. კლემენტ VI
ცნობილია ასევე, როგორც ჰუმანისტი პაპი, რომლის ინტერესის სფეროსაც
წარმოადგენდა ჰუმანისტური პრინციპები და მხარს უჭერდა მათ, აგრეთვე
მფარველობდა მეცნიერებასა და მხატვრობას. ეს და კიდევ მრავალი ფაქტი მის
შესახებ, სრულიად სამართლიანად გვაფიქრებინებს, რომ ცალსახად
უმნიშვნელოვანესი და საინტერესო ისტორიული ფიგურაა პაპთა მთელ
ქრონოლოგიაში.
რაც შეეხება ინოკენტი VI-ს(Etienne Aubert), 1352-1362, ის ცნობილია, როგორც
მოსამართლე და დამპყრობელი. მიეკუთვნება მცირე თავადაზნაურთა გვარს.
აღსანიშნავია, რომ პაპად კურთხევამდე მას თეოლოგიური განათლება არ მიუღია,
არამედ მისი კარიერული წინსვლა პირველ ეტაპებზე უკავშირდება სამართლის
სკოლას. დოქტორის ხარისხის მიღების შემდეგ იურიდიული მოღვაწეობა
ქ.ტულუზში განაგრძო, შემდეგ იყო მეფესთან უშუალო კავშირი და პარლამენტში
მისი დაწინაურება. საბოლოოდ კი, პაპად კურთხევა. მისი თანამდებობრივი
დაწინაურებების მთელი სერია რამდენადაც წარმატებული იყო თავდაპირველად,
იმდენადვე წარუმატებელი აღმოჩნდა მისი მოღვაწეობის ბოლო ეტაპებზე, ვინაიდან
მის მმართველობის ხანას თან სდევს გამუდმებული ომები, ფინანსური კრიზისი,
სასოწარკვეთილი ზრდის სხვადასხვა ქვეყნის გადასახადებს, რაც კიდევ უფრო
ამძაფრებს მტრულ განწყობილებას. მისმა სიკვდილმა საბოლოოდ შეუშალა ხელი მას
რომში დასაბრუნებლად. ამდენად, პაპიზმის სისტემის მთელი ტრაგიზმი, რომელიც
დიდი ხნის წინ დაიწყო, ამ ეტაპისთვის კვლავ რჩებოდა გადაუჭრელ ამოცანად.
ავინიონის ტყვეობაში განვლილი ათასწლეულები თითქოს დაუსრულებელ კიბედ
გვეჩვენება, ვინაიდან არავინ ჩნდება ისეთი, რომელიც ხორცს შეასხამს პაპიზმის
იდეას, როგორც რომში ძალაუფლების სიმბოლოდ დაბრუნებას, თუმცა 1362 წლიდან
ასპარეზზე გამოდის აქტიური, ამბიციური, ასკეტი და სწავლული პიროვნება პაპი
ურბან V. როგორც პაპი, ის მონაწილეობდა იტალიაში მშვიდობის დამყარებასა და
პაპის ხელისუფლების რომში გადატანაში, მიუხედავად ფრანგთა ოპოზიციის
წინააღმდეგობისა. 1365 წელს წმინდა(საღვთო) რომის იმპერატორი ჩარლზ IV ეწვია
ურბანს ავინიონში და კომპანიონად იახლა რომში. პაპმა ის ბურგუნდიის მეფედ
აკურთხა. ეს უკანასკნელი გრძნობდა აღმოსავლური და დასავლური სამყაროების,
ეკლესიების გაერთიანების აუცილებლობას და მისი აზრით, მოლაპარაკებების
წამოწყება კონსტანტინოპოლის პატრიარქთან მეტად გამარტივდებოდა, თუ პაპი
დაუბრუნდებოდა რომს. ურბან V-მ 1367 წელს მართლაც დატოვა ავინიონი და
გაემგზავრა რომში. 1369 წელს ბიზანტიის იმპერატორი იოანე V პალეოლოგოსი
შეხვდა ურბანს, აღიარა რომაული სარწმუნოება და შესთავაზა ბიზანტიური
ეკლესიის რომაულისათვის დაქვემდებარება, რამაც წინააღმდეგობა გამოიწვია
ბიზანტიის სამღვდელოებასა და დანარჩენ საზოგადოებაში, გამომდინარე აქედან,
ბერძნულ-ლათინური ეკლესიების ერთობა ვერ შედგა და პაპ ურბან V-ის მიზანიც,
მიეღწია კომპრომისისთვის ბიზანტიურ სამყაროსთან, განუხორციელებელი დარჩა.36
ავინიონის პაპების საბოლოო წარმომადგენელი გრეგორ XI 1370 წლიდან იღებს
მმართველობის სადავეებს ხელში, არცთუ ისე დიდი დროით, თუმცა ის ყველაზე
დასამახსოვრებელ პაპად შეგვიძლია მივიჩნიოთ ავინიონის ისტორიაში რამდენიმე
ძირითადი მიზეზის გამო. მან უპირველეს ყოვლისა, კურია დააბრუნა რომში. თუმცა
მიუხედავად ამისა, მშვიდობა მაინც ვერ დაამყარა და პოლიტიკაც კრახით
დასრულდა. გრეთვე საგულისხმოა ისიც, რომ მისი გარდაცვალება რომში გახდა
საწყისი დიდი დასავლური სქიზმისა. ის გარდაიცვალა 1378 წელს და მისით
დასრულდა ავინიონის პაპთა თითქმის საუკუნოვანი გაორებული და წარუმატებელი
პოლიტიკა, თუმცა ამით არ დასრულებულა განხეთქილება ორ უზარმაზარ სამყაროს
შორის, რომელთა შორისაც მერყეობდნენ ზემოხსნებეული პაპები.

ბიბლიოგრაფია:
1. Joelle Rollo-Koster, “Avignon and its Papacy”, 2015, London, United Kingdom.
2.https://www.youtube.com/watch?v=uU7GSf35oSY(6:33-8:15)
3. https://allthatsinteresting.com/better-know-a-pope-clement-v , Richard Stockton, “Better
know a pope-ClementV”
4.https://www.britannica.com/biography/John-XXII
5. https://www.britannica.com/biography/Blessed-Urban-V

36

You might also like