You are on page 1of 24

მოციქულთა კრება იერუსალიმში

შინაარსი

შესავალი ---------------------------------------------------------------------------- 2
მოციქულთა კრება იერუსალიმში
მოციქულთა კრების მოწვევის წინაპირობები ----------------------------------------------- 2
ანტიოქიის ეკლესიაში აღძრული დავები და
წმ. პავლე და წმ. ბარნაბა მოციქულების გამგზავრება იერუსალიმში -------------------- 4
ანტიოქიის ეკლესიის დელეგაცია იერუსალიმში და
მათი შეხვედრები იერუსალიმის ეკლესიის წარმომადგენლებთან
წმ. ლუკა მახარებლის მიხედვით -------------------------------------------------------------- 6
წმ. პავლე მოციქულის მიხედვით ------------------------------------------------------------- 7
მოციქულთა კრების მიმდინარეობა
მოკლე შესავალი -------------------------------------------------------------------------------- 10
წმ. პეტრე მოციქულის სიტყვა მოციქულთა კრებაზე -------------------------------------- 11
წმიდათა ბარნაბა და პავლე მოციქულების გამოსვლა მოციქულთა კრებაზე ----------- 14
წმ. იაკობ მოციქულის სიტყვა მოციქულთა კრებაზე --------------------------------------- 15
მოციქულთა კრების გადაწყვეტილება --------------------------------------------------------20
წმ. პავლე და წმ. ბარნაბა მოციქულების
დაბრუნება ანტიოქიაში წმ. ბარსაბას და წმ. შილასთან ერთად --------------------------- 24

გამოყენებული ლიტერატურა ----------------------------------------------------------------- 25

შ ე ს ა ვ ა ლ ი
იერუსალიმში ჩატარებული მოციქულთა კრების პერიპეტიები, აღწერილია „საქმე წმი-
დათა მოციქულთა“-ს მე-15 თავში. ამ მოვლენას ცენტრალური ადგილი უჭირავს არა მარტო
განლაგების მიხედვით (მე-15 თავი 28 თავიდან), არამედ იგი წარმოადგენს წიგნში გადმო-
ცემული მოვლენების შემობრუნების წერტილსაც, წინა მოვლენები მთავრდება და იწყება
ახალი: მანამდე თუ საუბარი იყო ძირითადად იუდეველთა შორის ქრისტეს ეკლესიის შესახებ
და წმ. პეტრე მოციქულის მოღვაწეობაზე, შემდგომ აღწერილია წარმართთა შორის ქრისტეს
ეკლესიის დაარსება-განმტკიცება და წმ. პავლე მოციქულის მოღვაწეობა; ამ თავში იერუსალი-
მი ჯერ კიდევ მოვლენათა ცენტრშია, ხოლო შემდგომ იგი ადგილს უთმობს მცირე აზიასა და
ევროპაში მიმდინარე მოვლენებს, და ჰორიზონტზე ჩნდება რომი; წმ. პეტრე მოციქული ამ
თავში უკანასკნელადაა მოხსენებული და მის ადგილს შემდგომ განვითარებულ მოვლენათა
ცენტრში იკავებს წმ. პავლე მოციქული. ამდენად, მე-15 თავში გადმოცემული მოციქულთა
1
კრების ამსახველი ფაქტები თითქოსდა წყალგამყოფი ღერძია წიგნში გადმოცემული მოცი-
ქულთა დროინდელი ქრისტიანული ეკლესიის ისტორიისა.
„წიგნში „საქმე წმიდათა მოციქულთა“ მოციქულთა კრება იერუსალიმში ადრეული
ქრისტიანობის ისტორიული სურათის შემობრუნების წერტილად და ცენტრადაა წარმოდგე-
ნილი. ამ კრებაზე ოფიციალურად დამტკიცდა თავდაპირველი იერუსალიმის ეკლესიის უფრო
ვრცელ, მსოფლიო ქრისტიანულ, სამოციქულო მისიაზე გადასვლა.“1
იერუსალიმში გამართული მოციქულთა კრების პერიპეტიების შესახებ მოგონებები,
პირადი დამოკიდებულება და შეფასება იქ მიმდინარე მოვლენებისა გადმოცემული აქვს წმ.
პავლე მოციქულსაც გალატელთა მიმართ თავისი ეპისტოლის მეორე თავში.

მოციქულთა კრება იერუსალიმში


(ეგზეგეტიკური მიმოხილვა)
ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენა ქრისტიანული ეკლესიის ისტორიაში აღწერილია წმ.
ლუკა მახარებლის მიერ ახალი აღთქმის ისტორიულ წიგნში „საქმე წმიდათა მოციქულთა“ მე-
15 თავის 1-33 მუხლებში. ამავე კრებიდან მნიშვნელოვან დეტალებს იგონებს წმ. პავლე
მოციქული მის მიერ გალატელთა მიმართ მიწერილ ეპისტოლის მე-2 თავის 1-10 მუხლებში.

მოციქულთა კრების მოწვევის წინაპირობები


წმინდათა პავლე და ბარნაბა მოციქულების სამოციქულო საქმიანობის შესახებ ამბავი და
ის, რომ ქრისტიანობა მკვიდრდებოდა წარმართულ სამყაროში, როგორც ეტყობა, ძალიან
სწრაფად გავრცელდა და იერუსალიმამდეც მიაღწია.
შეიძლება მოციქულების მისიონერული მოღვაწეობის შედეგებმა ბევრი გაახარა კიდეც,
მაგრამ ქრისტეს ეკლესიში იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც ეს დაუშვებლად მიაჩნდათ, რადგან
ეწინაააღმდეგებოდა წინაპართა ტრადიციებს. მათ მიაჩნდათ, რომ ღმერთმა ერთი ერი
გამოირჩია საცხოვნებლად და მხოლოდ ამ ერთან დადო აღთქმა. რა თქმა უნდა ისინი ვერ
უარყოფდნენ მრავალი წინასწარმეტყველის წინასწარმეტყველებას, რომ უფალ იესო ქრისტეში
იკურთხებოდა ყველა ერი, და რომ იგი აცხოვნებდა მათ, მაგრამ ამას თავისებურად ხსნიდნენ
და მიაჩნდათ, რომ წარმართ ხალხებს გადარჩენა შეეძლოთ მხოლოდ და მხოლოდ იმ
შემთხვევაში, თუკი ისინი შეუერთდებოდნენ ღმრთის ერთადერთ რჩეულ ერს — ისრაელს,
ძველაღთქმისეული წეს-ჩვეულებების მიღებით. ამიტომაც ისინი ვერ ურიგდებოდნენ იმ
ფაქტს, რომ უკვე მრავალმა წარმართმა მიიღო ქრისტიანობა და შემოუერთდა ეკლესიას
წინასწარ წინადაცვეთისა და მოსეს სჯულის მიღების გარეშე.
მეოცე საუკუნის ეგზეგეტი, მთავარეპისკოპოსი ამბერკი (ტაუშევი), წერს.
„იუდეველებს მეტად მტკიცედ ჰქონდათ გამჯდარი წარმოდგენა მოსეს სჯულის
აუცილებლობის შესახებ, ამიტომ არ შეეძლოთ იმის დაშვება, რომ მისი დაცვა ქრისტიანობაში
საჭირო აღარ იქნებოდა. როდესაც ქრისტეს ეკლესიას წარმართები შეუერთდნენ, ეს საკითხი

1 архимандрит Ианнуарий Ивлиев - Иерусалимский собор апостолов გვ.4

2
მთელი სიგრძე-სიგანით უნდა დასმულიყო, რაც მართლაც მოხდა ანტიოქიაში, წარმართობი-
დან მოქცეულ პირველ დიდ ქრისტიანულ თემში.“ 2
როგორც ეტყობა ამ იუდაური სჯულის მოშურნე ქრისტიანებმა ეკლესიის წიაღში შემო-
იტანეს გარკვეული მისიონერული საქმიანობაც, რომლის საშუალებითაც ცდილობდნენ
თავიანთი მოსაზრებების გავრცელებასა და დაცვას. მათ ისიც კი არ აჩერებდათ, რომ პირველ
მოციქულები, როგორც ჩანს, არ იზიარებდნენ ამ პოზიციას. ასე რომ, ისინი გარეგნულად
აღიარებდნენ რა პირველ მოციქულთა ავტორიტეტს, საქმით ოპოზიციურად იყვნენ განწყო-
ბილნი მათ მიმართ და რეალურ საფრთხეს წარმოადგენდნენ ეკლესიის ერთიანობის შენარ-
ჩუნების საქმეში.
უნდა აღინიშნოს, ქრისტეს სჯულზე ახალმოქცეული წარმართების წინადაცვეთა და მათ
მიერ სავალდებულოდ მოსეს სჯულის მიღება და დაცვა წარმოადგენდა არა მარტო თეო-რიულ,
საღმრთისმეტყველო მნიშვნელობის, არამედ, უპირველეს ყოვლისა, უაღესად პრაქტი-კული
მნიშვნელობის საკითხს.
როგორც ცნობილია, იუდაურ წეს-ჩვეულებებში დამკვიდრებული ტრადიციები იუდე-
ველებს უკრძალავდა წარმართ ხალხთან ურთიერთობას. მათ არ ჰქონდათ უფლება თავიანთ
ჭერქვეშ მიეღოთ ისინი, ტრაპეზი გაეყოთ მათთან და ა. შ. და აი, ეკლესიაში მრავალი წარმარ-
თის შემოერთების შემდეგ იმ იუდეველი ქრისტიანების წინაშე, რომლებიც ძველი აღთქმის
ეკლესიის წეს-ჩვეულებების მიმდევრები იყვნენ, მწვავედ დაისვა საკითხი რა დამოკიდებუ-
ლება უნდა ჰქონოდათ წარმართული გარემოდან ახალმოქცეულ ძმებთან. იუდეველი ქრის-
ტიანების შეხედულებით, ეს ახალმოქცეული წარმართები, რომლებიც, ცხადია, წინადაუცვე-
თავები იყვნენ, მოსეს სჯულის მიხედვით ფორმალურად ხომ ისევ წარმართებად რჩებოდნენ.
განსაკუთრებით მწვავედ ეს საკითხი შერეულ ქრისტიანულ თემებში იდგა, რადგან ამ
შემთხვევაში ერთობის შესანარჩუნებლად ან წარმართობიდან მოქცეულ ქრისტიანებს უნდა
მიე-ღოთ იუდაიზმი, ან კიდევ იუდეველ ქრისტიანებს უარი უნდა ეთქვათ მამაპაპისეულ წეს-
ჩვეულე-ბების მკაცრად დაცვაზე.
ვინც აღიარებდა უფალ იესო ქრისტეში ბოძებული გადარჩენის საყოველთაობას და
გამოდიოდნენ წარმართულ სამყაროში ქრისტიანული სარწმუნოების გავრცელების მოსაზრე-
ბით, მხარს უჭერდნენ ამ საკითხის გადაწყვეტის მეორე გზას. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ძველი
აღთქმის დადგენილებებს მხოლოდ წინასახობრივი მნიშვნელობა ჰქონდათ და შესაბა-მისად,
დროებითი ხასიათის მატარებელნი იყვნენ, და მაცხოვრის ამქვეყნად მოსვლის შემდეგ
დაჰკარგეს თავიანთი აქტუალურობა. მაგრამ საკითხის ამდაგვარი გადაწყვეტა კატეგორი-
ულად არ აწყობდათ კონსერვატორებს, სჯულისა და ძველი ტრადიციების მოშურნე ქრისტი-
ანებს.
ეს პრობლემა უკვე კარგა ხანია აწუხებდა ეკლესიას, წმ. პეტრე მოციქულის მიერ ასის-თავ
კორნელიუსისა და მისი ახლობლების მოქცევის შემდგომ, ხოლო წმინდათა პავლე და ბარნაბა
მოციქულების წარმართული ქვეყნებში მისიონერული მოღვაწეობიდან დაბრუნების შემდეგ
კვლავ მწვავედ იქნა დაყენებული.

2 ამბერკი (ტაუშევი), მთავარეპისკ. - საქმე მოციქულთა ( ტექსტი, განმარტება)... გვ. 140


3
ანტიოქიის ეკლესიაში აღძრული დავები და წმინდათა პავლე და
ბარნაბა მოციქულების გამგზავრება იერუსალიმში
წმ. ლუკა მახარებელი წერს:
„და გარდამო-ვინმე-ვიდეს ჰურიასტანით და ასწავებდეს ძმათა, ვითარმედ: არა თუ წინა-
დაიცჳთოთ სჯულითა მოსესითა, ვერ ძალ-გიც ცხორებად. და ვითარ იგი იყო ჴდომაჲ და
გამოძიებაჲ არა მცირედი პავლესი და ბარნაბაჲსი მათდა მიმართ, ბრძანეს აღსლვაჲ პავლესი და
ბარნაბაჲსი და სხუათა ვიეთმე მათგანთაჲ მოციქულთა მიმართ და ხუცესთა იერუსალჱმდ ამის
ცილობისათჳს.“ (საქმ. 15: 1-2).
როგორც ვხედავთ, მოსეს სჯულის მოშურნე ქრისტიანები, იერუსალიმიდან ჩამოსულან
ანტიოქიაში და წარმართობიდან ახალმოქცეულ ქრისტიან ძმებს ასწავლიდნენ:
„ასწავებდეს ძმათა, ვითარმედ: არა თუ წინა-დაიცჳთოთ სჯულითა მოსესითა, ვერ ძალ-
გიც ცხორებად.“ (საქმ. 15:1-2).
გამოთქმა „ასწავებდეს“ მიანიშნებს, რომ ისინი შემთხვევით არ აღმოჩენილან ანტიოქი-
აში, არამედ ჩამოვიდნენ როგორც გარკვეული და უკვე კარგად ჩამოყალიბებული ახალი
სწავლების წარმომადგენლები და მქადაგებლები. როგორც შემდგომ ჩანს, ეს ახალი მოძღვრება
ანტიოქიის ეკლესიის გარდა იქადაგებოდა სირიასა და კილიკიაში.
როგორც ლუკა მახარებელი გადმოგვცემს, წმ. პავლე და წმ. ბარნაბა მოციქულები გადა-
ჭრით შეწინააღმდეგებიან ამ ახალი სწავლების მქადაგებლებს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩანს,
რომ ამ უკანასკნელებს მოუხერხებიათ ეჭვისა და განხეთქილების შეტანა ანტიოქიის
ეკლესიაში.
საქმეს ისიც ართულებდა, რომ ისინი არ იყვნენ ქრისტიანობის მოწინააღმდეგეები, არ
უარყოფდნენ მაცხოვრის მესიონალურობას, მისი გამომსყიდველი მსხვერპლის მნიშვნელობას
ზოგადად მთელი კაცობრიობისათვის; მაგრამ, ამასთან ერთად, მათ სჯეროდათ, რომ ქრისტე-
მესია ეკუთვნოდა მხოლოდ ერთ, ღმრთის რჩეულ ერს და ქრისტეში ხსნა იმათი პრივილეგია
იყო, ვინც ამ ერს შეუერთდებოდა. სწორედ აქედან გამომდინარეობდა მათი განცხადება: „არა
თუ წინა-დაიცჳთოთ სჯულითა მოსესითა, - ანუ, თუ არ შემოუერთდებით ისრაელის ერს და არ
გახდებით იუდეველებიო, - ვერ ძალ-გიც ცხორებად.“ (საქმ. 15:1-2).
შესაძლოა ისინი ეყრდნობოდნენ მაცხოვრის მიერ წარმოთქმულ სიტყვებს მათეს სახა-
რებიდან, მოციქულებთან საუბრებისას: პირველად, როცა მათ საქადაგებლად წარგზავნიდა, და
მეორედ, ქანაანელი დედაკაცის ასულის განკურნებისას:
„ესე ათორმეტნი წარავლინნა იესუ, ამცნო მათ და ჰრქუა: გზასა წარმართთასა ნუ მიხუ-
ალთ და ქალაქსა სამარიტელთასა ნუ შეხუალთ, არამედ მივედით უფროჲს ხოლო ცხოვართა
მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაჱლისათა.“ (მთ. 10:5-6);
„ჰრქუა მათ იესუ: არა ვიდრე მოვლინებულ ვარ, გარნა ცხოვართა მათ წარწყმედულთა
სახლისა ისრაჱლისათა.“ (მთ. 15:24).
მაგრამ მაცხოვრის ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით გაგება ცალმხრივად,
მთლიანად სახარების სულისკვეთების კონტექსტიდან განცალკევებით, რომელიც მთელი
კაცობრიობის გამოხსნას ქადაგებს და არა მხოლოდ ისრაელის ერისა, და მათი საკუთარი, ვიწ-
რო ინტერესების გამოსახატავად, სრულიად უსაფუძვლო და, შეიძლება ითქვას, არაკეთილ-
სინდისიერი საქციელი იყო.

4
საბოლოო ჯამში, ყველაფერმა ამან ანტიოქიის ეკლესია მიიყვანა იქამდე, რომ გადა-
წყვიტეს ამ პრობლემის გადასაჭრლად მიემართათ იერუსალიმის ეკლესიისათვის, რომლის
შემადგენლობაშიც იყვნენ დიდი ავტორიტეტის მქონე პირველ მოციქულები და გამოცდილი
ხუცე-სები (პრესვიტერები).
წარმომადგენლებად წარგზავნეს წმ. პავლე და წმ. ბარნაბა მოციქულები, როგორც ყვე-
ლაზე უფრო მეტად დაინტერესებული პირები ამ საცილო საკითხის სწორად გადაჭრისათვის,
და სხვა რამდენიმე ანტიოქიელი მკვიდრი, რადგან არც წმ. პავლე და არც წმ. ბარნაბა მოცი-
ქული არ იყვნენ ადგილობრივები, ისინი ანტიოქიაში ჩამოსულ ქრისტიანებად ითვლებოდნენ.
აქ წმ. მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი, ეყრდნობა რა წმ, პავლე მოციქულის გალატელთა
მიმართ ეპისტოლეს, შენიშნავს, რომ ერთერთი ანტიოქიელებიდან დელეგაციაში წმ. ტიტე
მოციქული იყო:
„ხოლო აწინდელი ესე აღსსლვაჲ პავლესი იგი არს, რომლისათვს თჳთვე დასწერს,
ვითარმედ: „მეათოთხმეტესა წელსა აღვედ ბარნაბაის თანა. ჩემ თანა წარვიყვანე ტიტეცა“ (გალ.
2:1).“3
შემდგომ წმ. ლუკა მახარებელი წერს:
”და იგინი წარმოგზავნნეს კრებულისა მისგან. და გან-რაჲ-ჰვლიდეს ფინიკესა და
სამარიასა, მიუთხრობდეს მათ მოქცევასა წარმართთასა და ჰყოფდეს სიხარულსა დიდსა
ყოველთა შორის ძმათა.“ (საქმ. 15:3).
გზა ანტიოქიიდან იერუსალიმამდე საკმაოდ გრძელი იყო. იგი გადიოდა ხმელთაშუა
ზღვის სანაპიროსაკენ ქ. იოპემდე და შემდგომ სხვადახვა ქვეყნების გავლით იერუსალიმამდე.
ცხადია, ამ გზაზე ანტიოქიიდან წარმოგზავნილები ხშირად შეჩერდებოდნენ შესასვენებლად
ფინიკიისა და სამარიის დასახლებულ პუნქტებში ქრისტიან ძმებთან და ყველგან აუწყებდნენ
და ახარებდნენ წარმართების ქრისტიანობაზე მოქცევას. წმ. ლუკა მახარებელი აღნიშნავს, რომ
ეს ამბები ახარებდა მათ და ყველანი ადიდებდნენ ღმერთს. უხაროდათ არა მარტო წარმართ
ქრისტია-ნებს, არამედ იუდეველ ქრისტიანებსაც. ეს მოწმობს იმას, რომ ამ მხარეებში სჯულის
მოშურნე ქრისტიანებს ჯერ კიდევ ვერ მოესწროთ თავიანთი ახალი, ცალმხრივი სწავლების
ქადაგება და შფოთისა და განხეთქილების შეტანა ეკლესიაში.
„ვითარცა მსახურნი ქრისტესნი, არცაღა მგზავრ დააცადებდეს ქადაგებასა პავლე და
ბარნაბა, რამეთუ ხარებაჲ იგი წარმართთა მოქცევისაჲ ქადაგებაჲ იყო ჰურიათაგანთა მიმართ,
რაჲთა არა ეშურებოდინ, არამედ უფროჲსღა უხაროდის მოქცევისათვს წარმართთაჲსა“ 4 -
შენიშნავს წმ. იოანე ოქროპირი.

ანტიოქიის ეკლესიის დელეგაცია იერუსალიმში და მათი შეხვედრები


იერუსალიმის ეკლესიის წარმომადგენლებთან

ამ შეხვედრების შესახებ იმფორმაციას გადმოგვცემს როგორც წმ. ლუკა მახარებელი, ისე


წმ. პავლე მოციქულიც. ამასთან ეს უკანასკნელი უფრო დაწვრილებით იგონებს ამ ამბებს.
განვიხილოთ ორივე მათგანის მონათხრობი ცალ-ცალკე.

3 განმარტება სამოციქულოსი, გამოკრებილი წმ. იოანე ოქროპირისა და სხვა წმიდათა... გვ. 261
4 განმარტება სამოციქულოსი, გამოკრებილი წმ. იოანე ოქროპირისა და სხვა წმიდათა... გვ. 261.
5
წმ. ლუკა მახარებლის მიხედვით
ჩვენ ზემოთ ავღნიშნეთ, რომ იერუსალიმისაკენ გზად მომავალი ანტიოქიელი წარმოგ-
ზავნილები ყველას ახარებდნენ ღმრთის განგებულებით წარმართთა სამყაროში ქრისტი-
ანული ეკლესიების დაარსებას და ყველა სიხარულით ღებულობდა ამ ინფორმაციას. რაც
შეეხება იერუსალიმს, აქ სულ სხვაგვარად იყო საქმე. წმ. ლუკა მახარებელი წერს:
„და მი-რაჲ-ვიდეს იერუსალჱმდ, შეწყნარებულ იქმნეს კრებულისა მისგან და
მოციქულთა და ხუცესთა, და მიუთხრეს მათ რაოდენი-რაჲ ღმერთმან ყო მათ თანა, და რა-მეთუ
განუღო წარმართთა კარი სარწმუნოებისაჲ. აღ-ვინმე-დგეს დასისა მისგან ფარისეველ-თაჲსა
მორწმუნენი და იტყოდეს, ვითარმედ: ჯერ-არს წინა-დაცუეთად მათდა და მცნებად, რაჲთა
დაიმარხონ სჯული მოსესი. და იტყოდეს, ვითარმედ: ჯერ-არს წინა-დაცუეთად მათ-და და
მცნებად, რაჲთა დაიმარხონ სჯული მოსესი“ (საქმ. 15:4-5).
კარგად სჩანს, რომ იერუსალიმშიც ძალიან ბევრი იუდეველი ქრისტიანი იზიარებდა
სჯულის მოშურნე ქრისტიანთა მოძღვრებას, და გამორიცხული არაა, რომ ზოგიერთი მათგანი
სულისჩამდგმელებიც კი იყვნენ ამ ახალი, არაეკლესიული სწავლებისა. მახარებლის მოწმო-
ბით ისინი წარმოადგენდნენ ფარისევლობის მწვალებლობიდან მოქცეულ იუდეველ ქრისტია-
ნებს, რომლებიც მაცხოვრის ამქვეყნიური ცხოვრებისა და მოღვაწეობისას მისი დაუძინებელი
მტრები იყვნენ. თუმცაღა მათგან გარკვეულმა ნაწილმა აღიარა და იწამა უფალი იესო ქრისტე,
მაგრამ ამასთან, ერთად, არ დათმო თავიანთი ძველაღთქმისეული რელიგიური შეხედულე-
ბები, განსხვავებით წმ. პავლე მოციქულისა, რომელიც მოქცევამდე ასევე ფარისეველი იყო.
აქ საინტერესოა სიტყვები: „დასისა მისგან ფარისეველთაჲსა მორწმუნენი“. თითქმის
ყველა განმარტებლის მიხედვით აქ საუბარია ძველი აღთქმის ეკლესიაში ფარისეველთა
მწვალებლობიდან მოქცეული ქრისტიანებზე.
ცალკე აღნიშვნის ღირსია სიტყვა მწვალებელი, რომელიც ძველქართულად თარგმნი-
ლია „დასად“ (ბერძნულ ტექსტში წერია - tes aireseos, ანუ „ერესი“). ეს სიტყვა ძველ აღთქმაში
გამოიყენებოდა სხვა მნიშვნელობით, განსხვავებით ქრისტიანობაში დამკვიდრებული შეხე-
დულებისა. იგი აღნიშნავს განსხვავებულ მოსაზრებას, შეხედულებას რელიგიურ თუ საყოფა-
ცხოვრებო საკითხებში, ან გარკვეულ ფილოსოფიურ მიმდინარეობას. წმ. იოანე ოქროპირი
ამასთან დაკავშირებით განმარტავს:
„უწყებაჲ ჯერ-არს, რამეთუ სახელი მწვალებელთაჲ ძუელითგანი არს, და პირველთა
ჟამთა ფრიად უწინარეს ქრისტეს მოსლვისა. ვინაჲცა თჳთ ერთსა მას შინა ნათესავსა ჰურიათასა
შჳდნი წვალებანი იყვნეს: პირველი მ წ ი გ ნ ო ბ ა რ თ ა ჲ, რომელნი იგი არა კმა-იყოფდეს
შჯულისა მცნებათა, არამედ თავით თჳსით სხუათაცა რათმე წესთა მოიპოებდეს უწერელად
მოგონებულთა. მეორედ ფ ა რ ი ს ე ვ ე ლ თ ა ჲ, რომელნი-იგი დაღაცათუ სხუათა უმჯობეს
იყვნეს, არამედ შობისა დღესა იზმნიდეს. მესამედ ს ა დ უ კ ე ვ ე ლ ნ ი, უარისმყოფელნი
მკუდართა აღდგომისა და ანგელოზთა და სულთა ყოფისანი. მეოთხედ დღითი-დღე ნ
ა თ ლ ი ს მ ღ ე ბ ე ლ ნ ი, რომელნი იტყოდეს, ვითარმედ ვერვინ მიემთხუევის საუკუნესა
ცხორებასა, უკუეთუ არა იბანებოდეს დღითი-დღე. მეხუთე ო ს ი ნ ე ლ ნ ი (ესეელები), რომელნი
სხუათაცა უცხოთა წიგნთა შემოიღებდეს თჳნიერ შჯულისა და წინაჲსწარმეტყუელთა.
მეექუსედ ნ ა ზ ა რ ე ვ ე ლ ნ ი, რომელნი ყოველსა ჴორცისა ჭამასა შეგინებულად შეჰრაცხდეს
და წინაჲსწარმეტყულთა არა შეიწყნარებდეს. მეშჳდედ ჰ ე რ ო დ ი ა ნ ნ ი, რომელნი

6
ჰეროდესთჳს იტყოდეს, ვითარმედ იგია ქრისტე. აწ უკუე ამათ შჳდთა წვალებათაგანნი იყვნეს
ფარისეველნი, ვითარცა ზემო ვთქუ.“5
ასე რომ, წმ. ლუკა მახარებლის სიტყვებით, ეს იუდაური სჯულის დამცველი, კონსერვა-
ტორულად განწყობილი ქრისტიანები ანუ, როგორც მათ საღმრთისმეტყველო ლიტერატურა-
ში უწოდებენ, იუდეველობის დამცველი ქრისტიანები, რომლებიც, როგორც სჩანს, გრძნობდნენ
იერუსალიმელ ქრისტიანთა მხარდაჭერას და ამიტომაც არ ეპუებიან პირველ მოციქულთა
განსხვავებულ შეხედულებას, გაბედულად ითხოვდნენ, რომ წარმართობიდან მოქცეულ
ქრისტიანებს აუცილებლად უნდა წინადაეცვითათ და მოსეს სჯული სავალდებუ-ლოდ
დაეცვათ. სიტუაცია ძალიან დაიძაბა და უფრო რომ არ გამწვავებულიყო პირველ მოცი-
ქულებმა და პრესვიტერებმა, რომელთაც როგო-რც სჩანს, ჯერ კიდევ არ ჰქონდათ ერთმნიშ-
ვნელოვანი მოსაზრება ამ სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადაწყვიტეს იგი საერთო კრება-
ზე განეხილათ და ამიტომაც მოიწვიეს ყველა იერუსალიმელი პრესვიტერი და წარჩინებული
ძმები მეორე დღისათვის.

წმ. პავლე მოციქულის მიხედვით


როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, იერუსალიმში გამართული მოციქულთა კრების პერიპეტი-
ებზე საუბრობს წმ. პავლე მოციქული გალატელთა მიმართ მიწერილ ეპისტოლის მე-2 თავში.
მისი თხრობიდან უნდა გამოვყოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი:
პირველი: საინტერესოა, რომ წმ. პავლე მოციქული იერუსალიმში გამგზავრების გადა-
წყვეტილებას ღმრთის გამოცხადებას მიაწერს:
„მეათოთხმეტესა წელსა კუალად აღვედ იერუსალჱმდ ბარნაბაჲს თანა; ჩემ თანა წარვი-
ყვანე ტიტეცა. ხოლო აღვედ გამოცხადებით...“ (გალ. 2:1-2).
ხომ არ ეწინააღმდეგება ეს წმ. ლუკა მახარებლის იმფორმაციას, რომელიც ამბობს, რომ
მოციქულთა დელეგაცია ანტიოქიის ეკლესიის კურთხევით გაემგზავრა იერუსალიმს?
„...ბრძანეს აღსლვაჲ პავლესი და ბარნაბაჲსი და სხუათა ვიეთმე მათგანთაჲ მოციქულთა
მიმართ და ხუცესთა იერუსალჱმდ...“ (საქმ. 15:2).
რა თქმა უნდა, არა! მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებით ეკლესიაში აღძრული
დავების გადაწყვეტა ღმრთის განგებულების საქმეა, ეკლესიის თავი ხომ უფალი იესო ქრისტეა
და სულიწმინდასთან ერთად ის განაგებს ეკლესიის ცხოვრებას. ამიტომ სულიწმინდა, რო-
გორც წმ. პავლე მოციქული ამბობს, გამოეცხადა მას (და ეს არა ერთგზის მოხდა მის ცხოვ-
რებაში), ან, შეიძლება, სხვა რომელიმე ძმას ანტიოქიის ეკლესიისა, და მოუწოდა, იერუსალიმ-
ში ასულიყვნენ და პირველ მოციქულებთან ერთად გადაეწყვიტათ ეს სადავო საკითხი. ამ
გამოცხადების შესახებ აუწყეს ანტიოქიის ეკლესიას, რომელმაც თავის მხრივ კურთხევა მისცა
მათ და ბრძანა ღმრთის განგებულებით ემოქმედათ.
მეორე: წმ. პავლე მოციქულს არ მოჰყავს დაწვრილებითი იმფორმაცია იერუსალიმში
გამართული მოციქულთა კრების მიმდინარეობის შესახებ, მაგრამ როგორც მისი თხრობიდან
ჩანს, თავად კრების გარდა მას ჰქონდა რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა. რაც შეეხება
აუდიტორიებს, რომლებთანაც მოუწია მოციქულს საუბრები, ოთხი ტიპისა იყო: პირველი —
ზოგადად იერუსალიმის ეკლესიის წარმომადგენლები; მეორე — უფრო ვიწრო წრე წარჩი-
ნებულთა, ძველი ქართული თარგმანით „თჳსაგანნი იგი“; მესამე — იუდეველობის დამცველი

5 განმარტება სამოციქულოსი, გამოკრებილი წმ. იოანე ოქროპირისა და სხვა წმიდათა... გვ. 262-263
7
ქრისტიანები ანუ, როგორც თავად უწოდებს, „ძმანი-მტყუვარნი”; მეოთხე — რაც ყველაზე
უფრო მნიშვნელოვანი იყო მისთვის, ეკლესიის სვეტები — წმ. იაკობ, წმ. პეტრე (იგივე კეფა) და
წმ. იოანე მოციქულები.
რომელი იყო ის უმნიშვნელოვანესი შეხვედრები, რა თქმა უნდა, თავად კრების გარდა,
რომლებსაც გულისხმობს წმ. პავლე მოციქული?
თავიდანვე უნდა შევნიშნოთ, რომ წმ. პავლე მოციქულს საკუთარი მოტივაციაც გააჩნდა
იერუსალიმში ჩასვლისა. კერძოდ მას სურდა მის მიერ წარმართებში ქადაგებული სახარების
წარდ-გენა იერუსალიმელ პირველ მოციქულებისა და წარჩინებულ იუდეველი ქრისტიანების
წინაშე და ამ სახარების ჭეშმარიტების დამტკიცება, რომ იგი არ განსხვავდება და არ ეწინა-
აღმდეგებოდა სხვა მოციქულთა მიერ იუდეველთა შორის ქადაგებულ სახარებას.
გალატელთა მიმართ ეპისტოლეში იგი აღნიშნავს, რომ:
„ხოლო გაუწყებ თქუენ, ძმანო, სახარებასა მას, რომელი-იგი გეხარა ჩემ მიერ, რამეთუ არა
არს კაცობრივ, და რამეთუ არცაღა მე კაცისა მიერ მოვიღე იგი გინა ვისწავე, არამედ
გამოცხადებითა იესუ ქრისტესითა“ (გალ. 1:11-12).
და იგი მაშინვე არ ასულა იერუსლიმში სხვა მოციქულების სანახავად, იმიტომ, რომ მას
არ ეეჭვებოდა თავისი მოციქულებრივი სტასტუსი და არც წარმართულ ქვეყნებში თავისი მისია,
რადგან ერთიცა და მეორეც უშუალოდ ღმრთისაგან განეცხადა. ეპისტოლის პირველ თავში
მოციქული აღნიშნავს, რომ ერთხელ, თავის ქრისტიანობაზე მოქცევის შემდგომ მესამე თუ
მეოთხე წელს, მცირე ხნით იყო იერუსალიმში და წმ. პეტრე და წმ. იაკობ მოცქულების მეტს
არავის შეხვედრია:
„ხოლო რაჟამს სათნო-იყო ღმერთმან, რომელმან გამომირჩია მე დედის მუცლით
ჩემითგან და მიწოდა მე მადლითა მისითა გამოცხადებად ძე მისი ჩემ მიერ, რაჲთა ვახარო იგი
წარმართთა შორის, მეყსეულად არა ვაუწყე იგი ჴორცთა და სისხლთა, არცა აღვედ იერუსა-
ლჱმდ მათდა, რომელნი-იგი იყვნეს უწინარეს ჩემსა მოციქულნი, არამედ მივედ არაბიად და
კუალად მოვიქეც დამასკედ. და მერმე შემდგომად სამისა წლისა აღვედ იერუსალჱმდ ხილვად
პეტრესა და ვიყავ მის თანა ათხუთმეტ დღე. ხოლო სხუაჲ მოციქულთაგანი არავინ ვიხილე
გარნა იაკობ, ძმაჲ უფლისაჲ“ (გალ. 1:15-19).
და აი, ახლა, ამ ვითარებაში, მას უწევს იერუსალიმის კრებულთან ოფიციალური
შეხვედრა და საუკეთესო საშუალება ეძლევა თავისი სურვილის აღსასრულებლად. იმისათვის,
რომ იერუსალიმის კრებულისთვის ეჩვენებინა წარმართებში ქადაგებული სახარების
მოქმედების ცოცხალი მაგალითი, წმ. პავლე მოციქულმა თან წამოიყვანა მის მიერ მოქცეული
ერთი ახალგაზრდა და, რა თქმა უნდა, წინადაუცვეთელი ელინი, შემდგომში წმ. მოციქული
ტიტე, მისი ერთერთი ერთგული თანაშემწე.
პირველი შეხვედრა, როგორც ჩანს, ანტიოქიის დელეგაციას ჰქონდა პირველ მოციქუ-
ლებთან და იერუსალიმის წარჩინებულ ძმებთან, რადგან წმ. პავლე მოციქული მათ თჳსაგან-ს
უწოდებს, რომელთაც წარუდგინა ღმრთის მიერ მისდამი გამოცხადებული სახარება და ტიტე
მოციქულიც, და მათ აღიარეს მის მიერ ქადაგებული სახარება და მისია წარმართულ ქვეყნებ-
ში, ამასთან არც ტიტეს, რომელიც წარმართობიდან მოქცეული ქრისტიანი იყო, წინადაცვეთა
მოუთხოვიათ:
„და ვაუწყე მათ სახარებაჲ იგი, რომელსა ვქადაგებდ წარმართთა შორის, ხოლო თჳსაგან
მათ, რომელნი-იგი საგონებელ იყვნეს, ნუუკუე ცუდად ვრბიოდე ანუ ვრბი. არამედ არცაღა

8
ტიტე, რომელი-იგი იყო ჩემ თანა, რამეთუ წარმართღა იყო, იიძულა წინადაცუეთად“ (გალ. 2:2-
3).
მეორე შეხვედრა, როგორც ეტყობა, უფრო წარმომადგენლობითი იყო, რადგან მას „ძმა-
ნი-მტყუვარნიც“ ესწრებოდნენ, რომლებმაც აღძრეს ეკლესიაში აღძრული საცილო საკითხი,
რომლის განსახილავად იერუსალიმის კრებულმა გადაწყვიტა კრების მოწვევა. ამასვე მოწმობს
წმ. ლუკა მახარებელიც:
„და მი-რაჲ-ვიდეს იერუსალჱმდ, შეწყნარებულ იქმნეს კრებულისა მისგან და მოციქულ-
თა და ხუცესთა, და მიუთხრეს მათ რაოდენი-რაჲ ღმერთმან ყო მათ თანა, და რამეთუ განუღო
წარმართთა კარი სარწმუნოებისაჲ. აღ-ვინმე-დგეს დასისა მისგან ფარისეველთაჲსა
მორწმუნენი და იტყოდეს, ვითარმედ: ჯერ-არს წინა-დაცუეთად მათდა და მცნებად, რაჲთა
დაიმარხონ სჯული მოსესი. შეკრბეს მოციქულნი და ხუცესნი ხილვად სიტყჳსა ამისთჳს“ (საქმ.
15:4-6).
ერთი შეხვედრა წმ. პავლე მოციქულს, როგორც თავად იგონებს, ჰქონდა ეკლესიის
სვეტებთან — წმ. იაკობ, წმ. პეტრე და წმ. იოანე მოციქულებთან, სავარაუდოდ უფრო კრების
წინ, რომლის დროსაც ამ უკანასნელებმა აღიარეს მისი მოციქულობის ჭეშმარიტება და
აკურთხეს მისი და წმ. ბარნაბა მოციქულის მისია წარმართთა ქვეყნებში:
„და ვითარცა ცნეს მადლი იგი, რომელ მოცემულ იყო ჩემდა, იაკობ და კეფა და იოვანე,
რომელნი-იგი ჰგონებდეს სუეტად თავთა თჳსთა, მარჯუენე მოგუცეს მე და ბარნაბას ზიარე-
ბისაჲ, რაჲთა ჩუენ წარმართთა მიმართ, ხოლო იგინი წინადაცუეთილებისა მიმართ“ (გალ. 2:9).
და მესამე: წმ. პავლე მოციქული თავის მოგონებებში კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე
ამახვილებს ყურადღებას, რომელზედაც წმ. ლუკა მახარებელი არ საუბრობს. კერძოდ,
ქრისტანული ეკლესიების ურთერთდახმარების თაობაზე შეთანხმება. მოციქული წერს:
„რაჲთა გლახაკნი ხოლომცა გუაჴსოვნან, რომელცა-იგი ვისწრაფეთ ამისა ყოფად“ (გალ.
2:10).
წმ. იაკობ, წმ. პეტრე და წმ. იოანე მოციქულებმა სთხოვეს წმ. პავლე მოციქულს, რომ
წარმართთა შორის მის მიერ დაარსებულ ეკლესიებს საქველმოქმედოდ შესაწირავი შეეგროვე-
ბიათ მრავალრიცხოვანი ღარიბი იერუსალიმელი ქრისტინებისათვის, რითაც დაადასტურებ-
დნენ სულიერ ერთობასა და მადლიერების გრძნობას დედა-ეკლესიის — იერუსალიმის კრე-
ბულის, მიმართ, რისთვისაც წმ. პავლე მოციქული დიდი გულსმოდგინებით ზრუნავდა
მანამდეც (საქმ. 11:27-30) და შემდგომაც (საქმ. 24:17; 1კორ. 16:1-4; 2კორ. 8:1-15; ჰრომ.15.25-27).
აქ მაგალითისთვის მოვიყვანთ ერთერთს:
„ხოლო აწ ესერა წარვალ იერუსალჱმდ მსახურებად წმიდათა. რამეთუ ჯერ-იჩინეს
მაკედონიამან და აქაჲამან ზიარებისა რაჲმე ყოფად გლახაკთა მათთჳს წმიდათა, რომელნი
არიან იერუსალჱმს. ჯერ-იჩინეს და თანამდებცა არიან მათა. რამეთუ უკუეთუ სულიერთა მათ
თანა-ეზიარნეს წარმართნი, თანა-აც და ჴორციელთა მათ შინა მსახურებად მათდა” (რომ. 15:25-
27).
დაბოლოს მოვიყვანთ თანამედროვე ღმრთისმმეტყველის, არქიმანდრიტ იანუარის
(ივლიევი) სიტყვებს, რომელიც ასე აფასებს მოციქულთა კრებასთან წმ. პავლე მოციქულის
დამოკი-დებულებას:
„კრებაზე მიღწეულ ეკლესიების ურთიერთაღიარებასა და მათ კავშირს, რა თქმა უნდა,
ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა პავლე მოციქულისათვის. ეს იქიდანაც ჩანს, თუ რა დიდ

9
მნიშვნელობას ანიჭებდა იგი თავისი მისიონერული მოღვაწეობის დროს „შესაწირავსა მისთჳს
წმიდათასა“ (ჰრომ. 15:14-29; 1კორ. 16:1-4; 2კორ. 8:1-15; გალ. 2:19). თუმცაღა წარმართ და
იუდეველ ქრისტიანთა ურთიერთკავშირი მისთვის განისაზღვრებოდა ამ კავშირის არა კრებაზე
მიღებული ლეგიტიმიზაციით, არამედ ღმრთის სახარების მისეული გაგებით: ყველა მორწმუნე
და ქრისტეში ნათელღებული ერთ სხეულს შეადგენს (ჰრომ. 12:5; 1კორ: 12:12-27), რომელშიც
„არა არს ჰურიაება, არცა წარმართება; არა არს მონება, არცა აზნაურება; არა არს რჩევა მამაკაცისა,
არცა დედაკაცისა, რამეთუ თქუენ ყოველნი ერთ ხართ ქრისტე იესუჲს მიერ.“ (გალ. 3:28).“6

მოციქულთა კრების მიმდინარობა


მოკლე შესავალი
მაშ ასე, ეკლესიაში წარმართობიდან მოქცეული ქრისტიანების მიღების საკითხი
განხილულ იქნა კრებაზე იერუსალიმში, რომელიც ქრისტიანული ეკლესიის ისტორიაში
ცნობილია მოციქულთა კრების სახელწოდებით. არსებობს სხვადასხვა მოსაზრება, თუ როდის
გაიმართა იგი. ასახელებენ ქრისტეშობიდან 49, 50 და 51 წლებს. მართლმადიდებლურ
ქრისტიანულ ლიტერატურაში უფრო მეტად მიღებულია 51 წელი.
ზოგიერთი საეკლესიო ისტორიკოსისა და განმმარტებლის მიერ ეს კრება იერუსალიმის
ეკლესიის ადგილობრივ სხდომად განიხილება, მაგრამ უმრავლესობა მკვლევარებისა ასე არ
თვლის.
ამ კრების მიმდინარეობაში მონაწილეობას ღებულობდნენ ანტიოქიის ეკლესიის წარ-
მომადგენლებიც: წმ. მოციქულები პავლე, ბარნაბა, ტიტე და სხვა რამდენიმე პიროვნება და, რაც
მთავარია, კრებაზე განხილული საკითხის მნიშვნელობა სცილდება ერთი ეკლესიის ფარგლებს.
მისი აქტუალურობა კარგა ხანს, მრავალი წლის განმავლობაში რჩებოდა დღის წესრიგში არა
მარტო იერუსალიმისა და ანტიოქიის, ასევე სირიისა თუ კილიკიის ეკლესიების, არამედ, სხვა
მრავალი, წინა აზიის თუ ევროპის ტერიტორიაზე წარმოქმნილი ქრისტიანული თემების
ცხოვრებაში, რომლებშიც გაერთიანებულნი იყვნენ, როგორც იუდეველობიდან, ასევე
წარმართობიდან მოქცეული ქრისტიანები.
ჩვენ ზემოთ ავღნიშნეთ, რომ იერუსალიმის კრებაზე გადასაჭრელი პრობლემა, უპირვე-
ლეს ყოვლისა, ეკლესიაში ყოფითი, ორგანიზაციული ხასიათის მატარებელი იყო, მაგრამ მას
არანაკლებ დოგმატური მნიშვნელობაც ენიჭებოდა, რადგან ძალიან დიდი საფრთხე იქმნებო-
და არა მარტო ქრისტეს ეკლესიის საყოველთაოობას, არამედ მის ერთადერთობასა და აუცი-
ლებლობას კაცობრიობის გამოხსნის საქმეში. კერძოდ, მოსალოდნელი იყო ქრისტიანული სარ-
წმუნოება იუდაიზმის ერთერთ განშტოებად ჩამოყალიბებულიყო და განვითარებულიყო ისე-
ვე, როგორც ფარისევლობა, სადუკეველობა და სხვა.
ასე რომ, ბევრი განმმარტებელი და ქრსტიანული ეკლესიის მკვლევარი მოციქულთა
კრებას იერუსალიმში მსოფლიო და ადგილობრივი საეკლესიო კრებების პროტოტიპად
მიიჩნევენ.
მართალია წმ. ლუკა მახარებელი აღნიშნავს, რომ კრებაზე შეიკრიბნენ მოციქულები და
პრესვიტერებიო (იგივე ხუცესები), მაგრამ შემდგომ გადმოცემული ინფორმაცია ადასტურებს,

6 архимандрит Ианнуарий Ивлиев - Иерусалимский собор апостолов გვ.4


10
რომ კრებას ესწრებოდნენ სხვა მრავალი პიროვნებაც ძმათაგან იერუსალიმის კრებულისა.
მოციქული წერს:
„შეკრბეს მოციქულნი და ხუცესნი ხილვად სიტყჳსა ამისთჳს. და ... იყო მრავალი
გამოძიებაჲ...“ (საქმ. 15:6-7).
სადავო საკითხის განხილვა დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა და, როგორც
ეტყობა, კრების მონაწილეებში ორი საპირისპირო, ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრება წარმო-
იშვა. გამორიცხული არაა, რომ იუდეველობის დამცველმა ქრისტიანებმა კრებაზე დამსწრე
იუდაური სჯულის მოშურნე ქრისტიანების უმრავლესობის კეთილგანწყობაც კი მოიპოვეს,
ამიტომ ამ გამოუვალი და რთული სიტუაციიდან გამოყვანას თავის თავზე წმ. პეტრე მოცი-
ქული იღებს, რომელიც, როგორც ყოველთვის, ახლაც სულიწმიდის შთაგონებით საუბრობს.

წმ. პეტრე მოციქულის სიტყვა მოციქულთა კრებაზე


წმ. ლუკა მახარებელი წერს:
„...აღდგა პეტრე და ჰრქუა მათ: კაცნო ძმანო, თქვენ უწყით, რამეთუ პირველით დღითგან
თქუენ შორის გამოირჩია ღმერთმან პირითა ჩემითა სმენად წარმართთა სიტყუაჲ იგი
სახარებისაჲ და რწმუნებად; და გულთ მეცნიერი ღმერთი ეწამა მათ და მისცა მათ სული
წმიდაჲ, ვითარცა-იგი ჩუენ; და არარაჲ განიკითხა შორის ჩუენსა და მათსა და სარწმუნოებითა
განწმიდნა გულნი მათნი. აწ უკუე რაჲსათჳს გამოსცდით ღმერთსა დადებად უღლისა ქედსა
ზედა მოწაფეთასა, რომლისა-იგი ვერცა მამათა ჩუენთა, ვერცა ჩუენ შეუძლეთ ტჳრთვად?
არამედ მადლითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა გურწამს ჩუენ ცხორებაჲ, ვითარცა
სახედ-იგი მათ.” (საქმ. 15:7-11).
წმ. პეტრე მოციქული თავის სიტყვას იწყებს იმით, განსახილველი საკითხი ეკლესიის-
თვის ახალი არაა, რომ ღმერთმა იგი გამოირჩია და სწორედ ის, წმ. მოციქული პეტრე ითვლება
ამ საქმის წამომწყებად. სწორედ მან, სულიწმიდის მოწოდებით, მონათლა ასისთავი კორნე-
ლიოსი და მისი სახლეული, საკმაოდ მრავალი წარმართი თანაც ისე, რომ მათ წინასწარ მოსეს
სჯული არ მიუღიათ. ამ ამბის შემდეგ ათ წელი იყო გასული და ამ ხნის განმავლობაში კიდევ
მრავალი წარმარ-თი მოიქცა ქრისტეს რწმენაზე და შემოუერთდა ეკლესიას. ის თითქოს
შეახსენებს კრების მონაწი-ლეებს, და უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, იუდეველობის
დამცველ ქრისტიანებს, რომ ეს პროცესი კარგა ხანია მიმდინარეობს ეკლესიაში და უკვე
ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, ამიტომ ვერ გაიზიარებს მათ კატეგორიულ პოზიციას. მოცი-
ქული აღნიშნავს, რომ წარმართების შემოერთება ეკლესიასთან სახარების ქადაგებით მოსეს
სჯულის მიუღებლად, უშუალოდ უფლისაგანაა ინსპირირებული და დადგენილი, მით უმე-
ტეს, მიანიჭა რა მათ სულიწმიდის ნიჭები, არანაირად განუსხვავებია ისინი იუდეველებისაგან
და სარწმუნოებით გაწმინდა მათი გულები. აქედან დასკვნა: მოსეს სჯულის მიღება არ არის
აუცილებელი ცხონებისათვის.
თავისი მსჯელობის არგუმენტაციისათვის წმ. პეტრე მოციქულს შეეძლო მრავალი
ადგილის მოხმობა ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებთაგან, მაგრამ იგი ამას არ აკეთებს. ის
ეყრდნობა რეალურ ფაქტებს, ისევე როგორც ათი წლის უკან, როდესაც თავის მართლება მოუწია
იერუსალი-მის კრებულის წინაშე პირველი წარმართების მონათვლის გამო (საქმ. 11:1-17),
რადგან თვლის, რომ ესეც სავსებით საკმარის არგუმენტს წარმოადგენენ სადავო საკითხის

11
გადასაჭრელად, რის შემდეგაც საკმაოდ მკაცრად მიმართავს საპირისპირო მოსაზრების
მომხრეებს:
„აწ უკუე რაჲსათჳს გამოსცდით ღმერთსა დადებად უღლისა ქედსა ზედა მოწაფეთასა,
რომლისა-იგი ვერცა მამათა ჩუენთა, ვერცა ჩუენ შეუძლეთ ტჳრთვად? არამედ მადლითა
უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა გურწამს ჩუენ ცხორებაჲ, ვითარცა სახედ-იგი მათ.” (საქმ.
15:10-11).
წმ. პეტრე მოციქული აქ იყენებს ძალიან მკვეთრ გამოთქმას: „რაჲსათჳს გამოსცდით
ღმერთსა“. იგი თითქოს საყვედურობს მათ, რატომ არ სჯერათ, რომ ღმერთმა სწორედ ასეთი
გზა მისცა წარმართებს მოსაქცეველად, რომ არ დაადო მათ ის უღელი, რაც ვერც ჩვენმა მამებმა
და ვერც ჩვენ ვზიდეთ, არამედ ისევე, როგორც ჩვენ, ისინიც მადლით გამოგვიხსნაო.
აი, როგორ განმარტავს წმ. პეტრე მოციქულის ამ სიტყვებს წმ. მღვდელმთავარი იოანე
ოქროპირი
„...მადლი ქრისტესი არცა ერთსა რჩევასა ჰყოფს შორის ჰურიისა და წარმართისა,
რომელთა ჰრწმენეს მისსა მიმართ. არამედ სარწმუნოებითა წმიდა ჰყოფს გულთა კაცთასა,
რამეთუ არღარა ჴორცთასა ეძიებს წინადაცუეთასა, არამედ გულისაგან მოკუეთად ნამეტნავსა
გულისთქუმისასა, ვინაჲცა მეძიებელი კუალად ჴორცთა წინადაცუეთისაჲ ღმრთის განმცდელ
არს, რამეთუ იგი თავადი ხმობს: მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტჳრთმძიმენი (ცხად
არს, ვითარმედ - უღლითა სჯულისაჲთა, ვერღარა სატჳრთავითა), და მე განგისუენო თქუენ
სუბუქითა უღლითა და ტჳრთითა მცირითა სახარებისა ჩემისაჲთა (მთ. 11:28-31). ესე უღელი
შჯულისაჲ ვერცა ჩუენ ვიტჳრთეთ, ვერცა მამათა ჩუენთა, არამედ აღუსრულებელო-ბითა
ყოვლისაჲთა შთავცჳვენით წყევასა მას: „წყეულ იყავნ ყოველი, რომელი არა დაადგრეს ყოველსა
ამას წერილსა ამის შჯულისასა ყოფად მისსა“ (მე-2 სჯ. 27:26), გარნა ქრისტემან მხოლოდ
ყოველი აღასრულა და გამომიჴსნნა ჩუენ წყევისაგან, რომლისა თანამდებ ვიყვენით, და ესრეთ
დაჰჴსნა ძუელი და მოგუცა ახალი, მადლით მოტევებაჲ ცოდვათა ჩუენთაჲ, ყოველთა
რომელთა გურუწმენეს მისი. რამეთუ რაოდენიცა მოღუაწებაჲ ვაჩუენთ ახალსა ამას შინა,
მტკიცედ უწყით ესე, ვითარმედ, რაჟამს ყოველივე ვყოთ, მონანი ვართ უჴმარნი და არარაჲთ
სხჳთა, არამედ მადლითა ქრისტესითა ვცხონდებით.“ 7
აღსანიშნავია, რომ წმ. პეტრე მოციქული ზუსტად იმასვე გადმოგვცემს, ოღონდ სხვა
სიტყვებით, რაც წმ. პავლე მოციქულმა აღნიშნა პისიდიის ანტიოქიის სინაგოგაში იუდეველებ-
სა და წარმართ ღმრთისმოშიშთა წინაშე ქადაგებისას და უფრო ვრცლად განხილული აქვს
თავის ეპისტოლეებში:
„უწყებულ უკუე იყავნ ესე თქუენდა, კაცნო ძმანო, რამეთუ ამის მიერ თქუენ მოტევებაჲ
ცოდვათაჲ გეხარების; და ყოველთა მათგან, რომელთაგან ვერ უძლეთ სჯულითა მით მოსე-
სითა განმართლებად, ამის (ანუ უფალ იესო ქრისტეს) მიერ ყოველსა რომელსა ჰრწმენეს,
განმართლდების“ (საქმ. 13:38-39).
სწორედ ეს აღნიშნა წმ. პეტრე მოციქულმაც, რომ მოსეს სჯული მძიმეა, რომლის ტვირ-
თვა, ანუ აღსრულება, ვერავინ შეძლო. ე. ი. იგი აღიარებს მოსეს სჯულის აუცილებ-ლობის
უსაფუძვლობას ცხონებისათვის.
ძალიან ლაკონურად და ორიგინლურად აფასებს წმ. პეტრე მოციქულის სიტყვას წმ.
იოანე ოქროპირი:

7 განმარტება სამოციქულოსი, გამოკრებილი წმ. იოანე ოქროპირისა და სხვა წმიდათა... გვ. 264
12
„იხილე სიბრძნე პეტრეს სიტყუათა სიმოკლისაჲ, რამეთუ რასა-იგი პავლე ვრცლად
აღსწერს ჰრომაელთა მიმართ, იგი ყოველი მცირეთა ამათ სიტყუათა შინა შეუწყუდევიეს
მადლით სარწმუნოებისა მიერ და არა საქმეთაგან ცხოვნებისათჳს.“8
ერთერთი მართლმადიდებელი განმმარტებელი ასე განმარტავს მოციქულის ამ
სიტყვებს:
„არა მარტო მორწმუნე წარმართები ცხონდებიან მადლის მეშვეობით სჯულის საქმეების
გარეშე, არა მარტო მათთვის არაა საჭირო და ზედმეტია ეს საქმეები, არამედ ჩვენთვისაც, ერთ
დროს ამ საქმეების დამცველებისათვისაც. ამ საქმეებმა სრულიად დაკარგეს ყოველგვარი
მნიშვნე-ლობა, მოკვეთილ იქნენ, ვითარცა მკვდარი ასოები, და მთლიანად დაუთმეს ადგილი
ქრისტეს მადლს, რომლითაც ყველა ერთნაირად ცხონდება. წარმართების გათავისუფლება
სჯულის უღლის-აგან ჩვენგან მათ მიმართ დათმობა კი არაა, ჩვენი სულგრძელება კი არ აძლევთ
მათ საშუალებას რომ ცხონდნენ ისევე, როგორც ჩვენ ვცხონდებით, არამედ გაცილე-ბით უფრო
მეტი, მხოლოდ და მხოლოდ ქრისტეს მადლის ქმედება, რომელმაც გააუქმა ყოველ-გვარი
სიმართლე ჩვენი სჯულისა, გვაძლევს ჩვენ ცხონების საშუალებას, ისევე როგორც მათ. ჩვენცა
და ისინიც თანაბარნი ვართ ღმრთის წინაშე, თანაბრად ვიწმინდებით და ვცხონდებით მადლის
დახმარებით. ცხონების საქმეში აღარაფერი რჩება სჯულის საქმეები-სათვის, რომლებსაც თავის
დროზე მოსამზადებელი მნიშვნე-ლობა ჰქონდათ მაცხოვრის მისაღებად. ასე რომ, მოსეს
სჯული აღარაა საჭირო ქრისტიანობაში არა მარტო წარმართები-სათვის, რომლებიც არ
იცნობდნენ მას, არამედ იუდეველებისათვისაც რომლებიც იცავდნენ მას. ამით ყველაფერი
ამოწურულია განსახილველ საკითხში“.9
რა თქმა უნდა, ამით ეს საკითხი იწურება ჩვენთვის, მართლმადიდებელი ქრისტიანები-
სათვის, მაგრამ არა იერუსალიმის კრებისათვის, რადგან, როგორც ცნობილია, ამ კრების
შემდგომაც მრავალი იუდეველი ქრისტიანი, თვით პეტრე მოციქულიც კი, იცავდა სჯულის წეს-
ჩვეულებებს. მაგრამ წმ. პეტრე მოციქულის სიტყვა იმდენად ძლიერი და დამაჯერებელი იყო,
რომ მოწინააღმდეგეებმა სიტყვაც ვერ დასძრეს საპასუხოდ და ყველანი წმიდათა ბარნაბა და
პავლე მოციქულებს უსმენდა.

წმ. ბარნაბა და წმ. პავლე მოციქულების გამოსვლა მოციქულთა კრებაზე


წმ. მოციქული ლუკა მახარებელი აგრძელებს:
„და დადუმნა ყოველი იგი სიმრავლე და ისმენდეს ბარნაბაჲსსა მის და პავლჱსსა
მითხრობასა, რაოდენი ქმნა ღმერთმან ნიშები და სასწაულები წარმართთა შორის მათ მიერ“
(საქმ.15:12).
აქ რამდენიმე საყურადღებო მომენტია გამოსაყოფი:
პირველ რიგში ის, რომ წმ. ლუკა მახარებელი პირველად წმ. ბარნაბა მოციქულს ასახე-
ლებს და არა წმ. პავლეს, თუმცა ცნობილია, რომ ეს უკანასკნელი იყო უფრო აქტიური წარმარ-
თულ ქვეყნებში მისიონერული მიმოსვლისას. მაგრამ ამჯერად, როგორც ეტყობა, გაითვალის-
წინეს წმ. პავლე მოციქულის მიმართ იერუსალიმელი ქრისტიანების ნეგატიური დამოკი-
დებულება, გადაწყვიტეს არ გართულებინათ ვითარება და სიტყვა წმ. ბარნაბა მოციქულს
მიჰყავდა, რომელიც დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა იერუსალიმის ეკლესიაში (საქმ. 4: 36-

8 განმარტება სამოციქულოსი, გამოკრებილი წმ. იოანე ოქროპირისა და სხვა წმიდათა... გვ. 264-265
9 Предание.ру; православный портал; аудио архив; иерей Владимер Лапшин – аудио-лекции
13
37 და 11: 22-24). გამორიცხული არაა, რომ მხოლოდ ის საუბრობდა კრების მონაწილეების
წინაშე, წმ. პავლე მოციქული კი შეახსე-ნებდა ხოლმე მათი მისიონერული მიმოსვლის ამა თუ
იმ ეპიზოდს.
მეორეს მხრივ, წმ. პავლე და ბარნაბა მოციქულები, იგრძნეს წმ. პეტრე მოციქულის სიტ-
ყვით გამოსვლის შემდგომ ჩამოვარდნილი მდუმარების დარღვევის მცდელობის შესაძლებ-
ლობა მოწინააღმდეგეების მხრიდან, არ ირჩევენ ახალ ტაქტიკას და მიჰყვებიან წმ. პეტრე
მოციქულის მიერ არჩეულ მიმართულებას. ისინი მოუთხრობენ კრების მონაწილეებს, თუ რა
სასწაულები და ნიშები დაუშვა ღმერთმა მათ მიერ წარმართებში, ანუ, როგორც წინა გამომ-
სვლელი, ისინიც ხაზს უსვამდნენ, რომ თავად უფალი იყო ინიციატორი მათ ქმედებებში -
იქნებოდა ეს მოსეს სჯულის მიუღებლად წარმართთა ნათლობის პროცესი თუ ახალმოქცეულ
ქრისტიანულ თემებში წარმართი ქრისტიანებიდან არჩეული პრესვიტერების ხელდასხმა,
რომლის მტკიცებულებასაც წარმოადგენდა ამ უკანასკნელთა მიერ აღსრულებული სასწაულე-
ბი და ნიშები. საბოლოო ჯამში წმ. პავლე და ბარნაბა მოციქულებსაც შეიძლება ეთქვათ წმ.
პეტრე მოციქულის მსგავსად, როდესაც მას პირველი წარმართების მონათვლის გამო დაუპი-
რისპირდნენ იუდეველი ქრისტიანები:
„აწ უკუეთუ სწორი ნიჭი მისცა მათ ღმერთმან, ვითარცა ჩუენ, რომელთა-ესე გურწმენა
უფალი იესუ ქრისტე, მე რაჲ ძალ-მედვა ყენებად ღმრთისა?“ (საქმ. 11: 17).
წმ. მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი კი ამის თაობაზე ასე შენიშნავს:
„... ხოლო ბარნაბა და პავლე არარას თავთა თჳსთა აჩემებენ და იქადიან, არამედ ყოველ-
სავე ღმრთისა მიერ ქმნულად იტყჳან, ვითარცა მიმსგავსებულნი ქრისტეს სიმდაბლისანი.“10
როგორც ეტყობა, მოციქულთა სიტყვებმა ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა კრების
მონაწილეებზე და ბევრი მათგანი მზადაც კი იყო ეღიარებინა ქრისტიანებისთვის მოსეს სჯუ-
ლის აუცილებლობის უგულებელყოფა, მაგრამ ამას არასდროს დათანხმდებოდა იუდევე-
ლობის დამცვე-ლი ქრისტიანები, რასაც შეიძლებოდა განხეთქილება მოჰყოლოდა ეკლესიაში.
საჭირო იყო რაღაც კომპრომისული გადაწყვეტილების მიღება და აქ სიტუაციის კონტროლი
თავის თავზე წმ. იაკობ მოციქულმა აიღო, რომელიც თავად იყო მოსეს სჯულის მკაცრი
დამცველი.

წმ. იაკობ მოციქულის სიტყვა მოციქულთა კრებაზე


წმ. ლუკა მახარებელი არ აზუსტებს, რომელ იაკობზეა აქ საუბარი, მაგრამ ყველა განმმარ-
ტებელი ერთხმად აღნიშნავს, რომ ეს იყო ხორციელი ძმა უფლისა, წმ. იოსებ დამ-წინდველის
ვაჟი, იერუსალიმის ეკლესიის წინამძღვარი, პირველი ეპისკოპოსი იერუსალიმისა. იგი
უდიდესი პატივისცემით სარგებლობდა არა მარტო ქრისტიანებში, არამედ არაქრისტიან
იუდეველთა შორი-საც, რადგან, როგორც ცნობილია, მოსეს სჯულის მკაცრი დამცველი იყო. მას
იუდეველები „მართალს“ ეძახდნენ. ცხადია, ასეთი პიროვნების შეხედულებას შეიძლება
გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონოდა კრებისათვის.
წმ. იაკობ მოციქული ძალიან ძნელ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მას, როგორც მოსეს
სჯულის მკაცრ დამცველს, შეეძლო მოეთხოვა მისი სავალდებულოდ მიღების აუცილებლო-
ბლობა ყველა ქრისტიანისათვის, მაგრამ, როგორც ბრძენ და ღმერთშემოსილ წინამძღვარს
იერუსალიმის ეკლესიისა, ძალიან კარგად ესმოდა, რომ მოსეს სჯულისა და პირველ რიგში,

10 განმარტება სამოციქულოსი, გამოკრებილი წმ. იოანე ოქროპირისა და სხვა წმიდათა... გვ. 265
14
მისი წეს-ჩვეულებების გავრცელება წარმართ ქრისტიანებში, შეაფერხებდა მათ მოქცევას და
შეაჩერებდა ქრისტიანობის გავრცელებას მთელ მსოფლიოში. წარმართი, რომელიც პალესტი-
ნის ფარგლებს გარეთ ცხოვრობდა, თუ ქრისტიანობის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად
უნდა დამორჩილებოდა მოსეს სჯულს, რის გამოც იურიდიულად იუდეველი ხდებოდა,
მოსწყდებოდა საზოგადოებას, კარგავდა თავის უფლებებს და ფაქტიურად გარიყული რჩებო-
და. და თუ იუდაურ დიასპორას მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება ჰქონდა ამგვარად ცხოვ-
რებისა, ახალმოქცეული წარმართებისათვის ეს მძიმე ტვირთი, თითქმის დაუძლეველი ბარი-
ერი იქნებოდა ცხონების გზაზე. მით უმეტეს, რომ ეს იქნებოდა არაფრის მომცემი ტვირთი და
უაზრო დაბრკოლება, რადგან, როგორც წმ. პეტრე მოცი-ქულმა ძალიან კარგად განმარტა თავის
სიტყვაში, ადამიანი ცხონდება არა სჯულის საქმეებით, არამედ მხოლოდ უფალ იესო ქრისტეს
მადლის მეშვეობით, ხოლო ამ ტვირთის დადება მოქცეულ წარმართებზე, ქრისტეს ეკლესიას
უსათუოდ აქცევდა იუდაური ეკლესიის ერთერთ სექტად. ამი-ტომ წმ. იაკობ მოციქულის
ამოცანა იყო კრებისათვის ისეთი გადაწყვეტილების შეთავაზება, რომე-ლიც, ერთის მხრივ, არ
დააბრკოლებდა წარმართების შემოერთებას ეკლესიასთან, ხოლო მეორეს მხრივ, იუდეველ
ქრისტიანთა თვალში არ უნდა დამცირებულიყო მოსეს სჯულის ღირსება, რათა ქრისტეს
ეკლესიისათვის სჯულის დამცველი გაქრისტიანებული იუდევლობა.
„აქამდე საკითხის განხილვა, თითქოსდა მოასწავებდა წმ. პავლე მოციქულის სრული
გამარჯვების აღიარებას და მოციქულების კერძო შეხვედრების დროს მიღებული გადაწყვე-
ტილების დამტკიცებას. მაგრამ, რადგანაც კრებას ესწრებოდნენ იუდეო-ქრისტიანები და მათი
მომხრეები, რომლებიც არასრულყოფილნი იყვნენ რწმენაში, ამიტომ საჭირო იყო შემწყნარებ-
ლურად მიდგომა მათი საეჭვო ღმრთისმოყვარებისა და უძლური გონების მიმართ იმისათვის,
რომ სრულიად აღდგენილიყო სიმშვიდე მთელ ეკლესიაში. სწორედ ამას აკეთებს ახლა იაკობი,
რომელიც თავისი განწყობითა და ცხოვრებით ძალიან ახლოს იდგა მათთან, ამის გამო
უდიდესი გავლენა ჰქონდა მათზე“11
წმ. პეტრე მოციქულის გამოსვლა იმდენად დამაჯერებელი იყო, მასში სადავო არაფერი
რჩებოდა, მაგრამ, როგორც ახალი, ისე ძველი სჯულის კარგად მცოდნე, წმ. იაკობ მოციქული
საჭიროდ თვლის შეავსოს იგი წმ. წერილიდან მითითებებით.
წმ. ლუკა მახარებელი წერს:
„და შემდგომად დადუმებისა მათისა მიუგო იაკობ და ჰრქუა: კაცნო ძმანო, ისმინეთ ჩემი:
სჳმეონ მიგითხრა, ვითარ-იგი ღმერთმან მოხედნა პირველად მიყვანებად წარმართთაგან ერი
სახელისათჳს მისისა; და მას შეეტყუებიან სიტყუანი იგი წინაწარმეტყუელთანი, ვითარცა
წერილ არს, ვითარმედ: ამისა შემდგომად მოვაქციო და აღვაშენო კარავი იგი დავითისი
დაცემული, და დამჴობილი იგი მისი აღვჰმართო და აღვაშენო, რაჲთა გამოიძიონ ნეშტთა
კაცთა უფალი და ყოველთა წარმართთა, რომელთა ზედა წოდებულ არს სახელი ჩემი მათ ზედა,
თქუა უფალმან, რომელმან ქმნა ესე ყოველი საცნაური საუკნითგან.“ (საქმ. 15:13-18).
წმ. იაკობ მოციქულის მოყვანილი წმ. წინასწარმეტყველ ამოსის წინასწარ-მეტყველების
აზრი ასეთია: ღმერთი აღადგენს დავითის დაცემულ კარავს, იგივე სახლს, სამეფოს ისე, რომ
იგი გაიღება არა მარტო ებრაელთათვის, არამედ ყველა ერისათვის, მთლიანად კაცობრიობი-

11 Барсов М. Сборник статей по… чтению деяний святых апостолов… გვ. 320

15
სათვის. ქრისტიანები ამაში ხედავენ წინასწარმეტყველებას უფალ იესო ქრისტეს მკვდრეთით
აღდგომასა და ზეცად ამაღლებაზე, რომელიც არის ნათესავი დავითისა, და სულიერი
მნიშვნელობით ღმრთის ერის, ქრისტიანობის წარმოშობაზე. მაგრამ შოვინისტურად განწყო-
ბილ ებრაელებს ეს სიტყვები შეიძლება სხვაგვარად გაეგოთ, რომ სხვა ხალხს, რომლებსაც
სურდათ ღმრთის მოძიება, უნდა მიეღოთ მოსეს სჯული და შეერთებოდნენ ისრაელს, ხორცი-
ელად რჩეულ ერს. ამიტომ ამ წინასწარმეტყველებას წმ. იაკობ მოციქული წაუმძღვანებს
სიტყვებს: „სჳმეონ მიგითხრა, ვითარ-იგი ღმერთმან მოხედნა პირველად მიყვანებად
წარმართთაგან ერი სახელისათჳს მისისა“ (საქმ. 15:14), რომელთა მეშვეობითაც ეუბნება, რომ
აქამდე ისრაელის ერი იუდეველებს მიაჩნდათ, როგორც ყველასაგან განსხვავებულ ერთადერთ
ღმრთის მიერ გამორჩეულ ერად, რომელსაც უფალმა თავისი გზები დაუწესა. მაგრამ ახლა
ღმერთს სურს, რომ მოქცეული წარმართებიც, რომლებზედაც არ ვრცელდება მოსეს სჯული,
რომელიც მხოლოდ ისრაელს მიეცა, რომლებიც ღმრთის რჩეულ ერს წარმოადგენდა, რასაც
ადასტურებს მოქცეულ წარმართებში ღმრთის მიერ აღსრულებული ის სასწაულები და ნიშები,
რაც სვიმეონმა, ე. ი. წმ. პეტრე მოციქულმა (იგულისხმება წმიდათა პავლე და ბარნაბა
მოციქულებიც) მოგითხროთო.
წმ. იაკობ მოციქულის ამ სიტყვებს (საქმ. 15:14) ამგვარადვე განმარტავს, ზოგიერთი
მართლმადიდებელი განმმარტებელი, მაგალითად, მღვდელმთავარი ამბერკი (ტაუშევი), იგი
წერს:
„წმ. იაკობის სიტყვა ორი ნაწილისაგან შედგება: პირველში იგი მოციქულ პეტრეს
სიტყვის ჭეშმარიტებას წინასწარმეტყველის სიტყვით ადასტურებს, მეორეში კი კრებას
საბოლოო გადაწყვეტილების ფორმულირებას სთავაზობს“12
ამ მუხლის ამდაგვარი განმარტება დამახასიათებელია უფრო დასავლური ეგზეგეტი-
კისათვის, მაგალითად, ინგლისელი ეგზეგეტი ჯონ რ. უ. სტოტი მას ასე განმარტავს:
„შემდგომ (იაკობი) უწოდებს რა პეტრეს მის ებრაულ სახელს, რაც ძლიერი და სარწმუნო
ხაზგასმაა, აჯამებს მის (გულისხმობს პეტრე მოციქულს) სიტყვას შემდეგი სიტყვებით: „სჳმეონ
მიგითხრა, ვითარ-იგი ღმერთმან მოხედნა პირველად მიყვანებად წარმართთაგან ერი
სახელისათჳს მისისა“.13
მართლმადიდებელი ეგზეგეტები კი, მაგალითად წმ. იოანე ოქროპირი და წმ. თეოფი-
ლაქტე ბულგარელი, სჳმეონ-ში სულ სხვა პიროვნებას, წმ. სვიმეონ ღმრთის მიმრქმელს
ხედავენ. წმ. იოანე ოქროპირი წერს:
„(წმ. იაკობ მოციქული) კაცად და ძმად წოდებითა და მოჴსენებითა სიტყუასა მას სჳმეონ
მოხუცებულისასა სიმშჳდით მოაჴსენებს მათ, ვითარ იგი, რაჟამს მკლავთა მიიქუა უფალი, ჴმა-
ყო წინაისწარმეტყუელებაჲ მოქცევისათჳს წარმართთაჲსა, ვითარმედ: „ნათელი გამო-
ბრწყინვებად წარმართთა ზედა და დიდებად ერისა შენისა ისრაჱლისა“ (ლკ. 2:32). რამეთუ ესე
იყო ნათელი, ქრისტეს მიერ მიფენილი წარმართთა ზედა, რამეთუ მოყვანებულ იქმნნეს
ღმრთისმეცნიერებად, ხოლო ვინაჲთგან წამებაჲ ესე სჳმეონისი ახალ იყო, უმეტესად სარწმუ-
ნო ჰყოფს მას, მის თანა შეტყუებითა ძუელისა მის ამოსის მიერ თქუმულისა წინაჲსწარ-
მეტყუელებისაითა.“14

12 ამბერკი (ტაუშევი), მთავარეპისკ. - საქმე მოციქულთა ( ტექსტი, განმარტება)... გვ. 145


13 Толкование на ДЕЯНИЯ АПОСТОЛОВ (17 книг) – …. С т о т т Д. 15: 13-21
14 განმარტება სამოციქულოსი, გამოკრებილი წმ. იოანე ოქროპირისა და სხვა წმიდათა... გვ. 266
16
წმ. თეოფილაქტე ბულგარელიც იგივეს ამბობს:
„... ეს იაკობი ეპისკოპოსი იყო, ამიტომაც გამოდის ბოლოს. ყურადღება მიაქციე მის
სიბრძნეს: თავის ნათქვამს იგი განამტკიცებს ახალი მოწმობითაც და ძველი წინასწარმწტყვე-
ლებითაც. „სვმეონ მიგითხრა თქუენო.“ ეს ის სვიმეონია, რომელიც ლუკას სახარებიდან წინა-
სწარმეტყველებს: „აწ განუტევე მონაჲ შენი, მეუფეო,...” (ლკ. 2:29). ... სვიმეონი ცნობილი იყო,
როგორც ახლოწარსულში მოღვაწე პიროვნება, ამიტომ მას არ ჰქონდა ავტორიტეტი, რადგან არ
იყო ძველი კაცი, ამიტომ იაკობს მოჰყავს უფრო ძველი წინასწარმეტყველებაც... “15
ამის შემდგომ წმ. იაკობ მოციქული კრებას თავაზობს თავის გადაწყვეტილებას:
„ამისთჳს მე ესრეთ ვსჯი და ჯერ-მიჩნს, რომელნი წარმართთაგანნი მოქცეულ არიან
ღმრთისა მიმართ, რაჲთა არა ვაურვებდეთ მათ, არამედ მიწერად მათდა, რაჲთა განეყენნენ
იგინი ჭამად ნაზორევისაგან კერპთაჲსა და სიძვისაგან, დამშთვარისა და სისხლისა, და რაჲთა,
რაოდენი მათ არა უნებს, რაჲთამცა ეყო, იგინი სხუასა ნუ უყოფენ“ (საქმ. 15:19-20).
სრულიად ნათელია, რომ ეს კომპრომისული გადაწყვეტილებაა:
უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ იგი ვრცელდებოდა მხოლოდ ღმრთისაკენ მოქცეულ
წარმართებზე და არანაირად არ ეხებოდა იუდეველ ქრისტიანებს, რასაც გარკვეულწილად
უნდა დაემშვიდებინა სჯულის დამცველი იუდეველი ქრისტიანები, ყველა თუ არა, მათ შო-რის
ზომიერად განწყობილები მაინც;
მეორეს მხრივ, ათავისუფლებდა წარმართ ქრისტიანებს მთელი სჯულისა და მისი წეს-
ჩვეულებების აღსრულების ვალდებულებისაგან და, უპირველეს ყოვლისა, წინადაცვეთისაგან,
რაც, რა თქმა უნდა, ხელს აწყობდა მათ;
მესამეს მხრივ, ათავისუფლებდა რა მოქცეულ წარმართებს სჯულის მთლიანად აღსრუ-
ლებისაგან, მაინც ავადებულებდა მათ თავი შეეკავებინათ ისეთი რამისაგან, რაც ეწინააღმდე-
გებოდა მოსეს სჯულის სულისკვეთებას და იუდეველთა თვალში უწმინდურად აქცევდა
ადამიანს. ამგვარი თავშეკავება წარმართი ქრისტიანების მხრიდან საშუალებას აძლებდა მათ
ძმებს, იუდეველ ქრისტიანებს, არ გაეწყვიტათ მათთან ურთიერთობა.
რისგან თავშეკავება ეთხოვებოდა წარმართ ქრისტიანებს და რატომ ?
არ უნდა ეჭანათ ნაკერპავი — ამ აკრძალვის აზრი ასეთია: წარმართ ქრისტიანებს მონა-
წილეობა არ უნდა მიეღოთ კერთსახურებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში დაირღვევოდა, რო-
გორც მოსეს სჯულის, ისე ქრისტიანობის უმთავრესი მცნება, ეს სრულიად აშკარაა. მაგრამ
ისინი შეიბილწებოდნენ არა მხოლოდ მონაწილეობის შემთხვევაში, არამედ მაშინაც თუ
კერპისათვის შეწირული ცხოველის, ანუ წინადაგებულ ხორცს შეჭამდნენ;
ასევე თავი უნდა შეეკავებინათ მრუშობისაგან, რაც ძალიან გავრცელებული იყო და
თითქმის ნორმად მიღებული მაშინდელ წარმართულ სამყაროში. იგი ეწინააღმდეგებოდა არა
მარტო მოსეს სჯულს (მეშვიდე მცნება), არამედ სახარებისეულსაც, რის შესახებაც არაერთგზის
საუბრობს თავად მაცხოვარი.
„სიძვის, ანუ ხორციელი ტკბობისათვის, მისი ყოველნაირი გამოვლინებით, თავი უნდა
აერიდებინათ — ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მოთხოვნა გახლდათ, რადგან წარმარ-
თულ ბერძნულ-რომაულ სამყაროში ასეთი ცოდვა ყველაზე გავრცელებული იყო და
მანკიერებად თითქმის არც კი მიაჩნდათ“ 16 - შენიშნავს მთავარეპისკოპოსი ამბერკი (ტაუშევი).

15 Блаж. Феофилакт Болгарский – Толкования на деяния святых аппостолов. გვ. 459


16 ამბერკი (ტაუშევი), მთავარეპისკ. - საქმე მოციქულთა ( ტექსტი, განმარტება)... გვ. 146
17
დამშთვარის და სისხლის მიღებისაგან თავის შეკავება აიხსნება ძველთა წარმოდგ-
ენისაგან, რომლებიც თვლიდნენ, რომ სისხლი წარმოადგენს სიცოცხლის მატარებელს და
მხოლოდ ღმერთს ეკუთვნის, ამიტომ სისხლის საკვებად გამოყენება სრულიად მიუღებელი იყო
იუდეველებისათვის ისევე, როგორც მომშთვარის ხორცის ჭამა, რადგან მასში აუცილებ-ლად
რჩება შედედებუ-ლი სისხლი;
დაბოლოს, მეხუთე მოთხოვნა: „რაჲთა, რაოდენი მათ არა უნებს, რაჲთამცა ეყო, იგინი
სხუასა ნუ უყოფენ“ (საქმ. 15:20).
ბევრი განმმარტებელი, არა მარტო დასავლეთისა, არამედ მართლმადიდებლებიც, ამ
მუხლს გვიანდელ ჩანამატად თვლიან. მათი არგუმენტაცია ასეთია:
პირველ რიგში მიუთითებენ, რომ ამავე წიგნის 21-ე თავში წმ. იაკობ მოციქული წმ. პავლე
მოციქულთან საუბრისას, შეახსენებს მას მოციქულთა კრებაზე მიღებულ გადაწყვეტი-ლებას და
არ ასახელებს ამ მოთხოვნას:
„ხოლო მორწმუნეთა წარმართთათჳს ჩუენ მივწერეთ და უბრძანეთ, რაჲთა არარას
ეგევითარსა იმარხვიდენ იგინი, არამედ რაჲთა ეკრძალენ კერპთა კლულისაგან და სისხლისა
დამშთვრისა და სიძვისა“ (საქმ. 21:25);
მეორეს მხრივ, რომ ახალი აღთქმის ზოგიერთ უძველეს ხელნაწერში ეს მუხლი გამო-
ტოვებულია. მაგალითად, წმ. მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი მას არ კი იცნობსო.
აი რას წერს ამის თაობაზე მთავარეპისკოპოსი ამბერკი (ტაუშევი):
„მეხუთე მოთხოვნა „რაჲთა, რაოდენი მათ არა უნებს, რაჲთამცა ეყო, იგინი სხუასა ნუ
უყოფენ“ (საქმ. 15:20) - მხოლოდ ზოგიერთ ძველ ხელნაწერში გვხვდება. წმ. იოანე ოქროპირს
იგი არ წაუკითხავს. ამ მოთხოვნის მიზანია ყველა შესაძლო გაუგებრობა დააცხროს, თუმც კი
იგი მოსეს რიტუალური სჯულის მოთხოვნა არ გახლავთ, ამიტომ მისი ხსენებაც აუცილებელი
არ იყო. ეს მოთხოვნა თავიდან ბოლომდე ზნეობრივია. იგი მოგვიანებით, საქმე 21:25-ში აღარ
იხსენიება.“17
აქ ძალიან საინტერესო ფაქტის წინაშე ვდგავართ.
სამოციქულოს წიგნთა კატენური განმარტება, გამოკრებილი იოვანე ოქროპირისა და სხვა
წმიდა მამათა თხზულებებიდან, ქართულად ორჯერ ითარგმნა: ჯერ მე-10 საუკუნის ბოლოს,
წმ. ეფთვიმე მთაწმინდელის, შემდეგ კი - მე-11 საუკუნეში, წმ. ეფრემ მცირის მიერ. ორივე
თარგმანი გამოცემულია 2000-იან წლებში ბ-ნ ექვთიმე კოჭლამაზიშვილის მიერ. ამ წიგნის ერთ
ნაწილში „თარგმანებაი საქმისა მოციქულთაისაი“, რომლიდანაც ვიხელმძღვანელეთ
სადიპლომო თემაზე მუშაობისას, წმ. მღვდელმთავარ იოანე ოქროპირი განმარტავს მე-15 თავის
ამ მუხლსაც და შემდგომ 29-ე მუხლსაც, სადაც კვლავაა განმეორებული მე-5 მოთხოვნა
მოციქულთა კრების გადაწყვეტილე-ბის გამომხატველ წერილში, ე. წ. „მოციქულთა დეკრეტში“,
რომლებზედაც, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ბევრი განმმარტებელი ამბობს, არ წაუკითხიაო. აი,
რას ამბობს იგი:
„ვინაჲთგან ზემო განაცხადა წინაჲსწარმეტყუელთა მიერ წინამოსწავებულად წოდებაჲ
წარმართთაჲ, აწ ჴელმწიფებით, ვითარცა ეპისკოპოსი და ძმაჲ უფლისაჲ, განაჩინებს სიტყუასა,
მიერითგან შჯულად ეკლესიისა დადებულსა, რაჲთა არავისგან იძიებოდეს სიმძიმე წინა-
დაცვეთისაჲ, არამედ ესე ხოლო, რაჲთა არა ჭამდენ ნაზორევსა კერპთასა, და განეყენნენ
სიძვისაგან დამშთვარისა და სისხლისა, რამეთუ ესენი ძუელსაცა შინა განგდებულ იყვნეს.

17 იქვე, გვ. 146


18
ხოლო აწ ჩუენ არა ძუელისა მის შჯულისა ბრძანებასა ქუეშე ვართ, არამედ იაკობისსა და
მოციქულთასა, და უპირა-ტეს მათსა ქრისტესსა, რომლისაჲ არს სიტყუაჲ ესე, მოკლე ზომითა
და სრული ყოვლითა სათნოებ-ითა, ვითარმედ: „ ყოველი, რომელი გინდეს, რაითა გიყონ
თქუენ კაცთა, თქუენცა ჰყოფდით მათდა მიმართ; რამეთუ ამისდა დამოკიდებულ არიან
შჯული და წინაჲსწარმეტყუელნი” (მთ. 7;12 ). “18
მოკლედ შევაჯამოთ წმ. იაკობ მოციქულის მიერ წარმოთქმული სიტყვა:
როგორც ავღნიშნეთ, მისი წინადადება კომპრომისული ხასიათისაა. ამ
გადაწყვეტილების არსი მდგომარეობს იმაში, რომ წარმართები, რომლებიც იღებდნენ
ქრისტიანობას, თავისუფლდებოდნენ მოსეს სჯულის დაცვის ვალდებულებისაგან რამდენიმე
წესის გარდა, რომლებიც სრულიად ეთანხმებოდა ქრისტიანულ სულისკვეთებას; მაგრამ
ამასთან იუდეველი ქრისტიანები, თუმცა ამის შესახებ პირდაპირ არ იყო თქმული, არამედ
თავისთავად იგუისხმებოდა, ჩვეულებრივ განაგრძობდნენ სჯულის წეს-ჩვეულებების დაცვას.
როგორც ნებისმიერი კომპრომისი, ეს გადაწყვეტილებაც იძულებით იყო მიღებული
ეკლესიაში მოსალოდნელი განხეთქილების თავიდან აცილების გამო, და საბოლოოდ ვერ
წყვეტდა ეკლესიაში წამოჭრილ პრობლემას. იუდეველობის დამცველმა ქრისტიანებმა
დაუთმეს პირველ მოციქულთა ავტორიტეტს და, უპირველეს ყოვლისა, წმ. იაკობ მოციქულს,
იერუსალიმის ეკლესიის წინამძღვარს, თუმცაღა შინაგანად მაინც არ დაეთანხმენ ამ
გადაწყვეტილებას, რასაც მოწმობს მოციქულთა კრების შემდგომ სულ მოკლე ხანში
განვითარებული მოვლენები პალესტინის ფარგლებს გარეთ დაარსებულ ეკლესიებში,
რომლებშიც კვლავ განაგძობდნენ თავიანთი სწავლების ქადაგებას. წმიდანი პეტრე, პავლე და
ბარნაბა მოციქულები, თუმცაღა დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მოსეს სჯულმა მთლიანად
დაჰკარგა თავისი მნიშვნელობა ყველა ქრისტიანისათვის, მათ შორის იუდეველი
ქრისტიანებისათვისაც, დათანხმდნენ ამ გადაწყვეტილებას, რადგან გაცნობიერებული
ჰქონდათ, თუ რა შედეგებს გამოიწვევდა ამჯერად წინაღმდეგობის გაწევა და, როგორც
აღნიშნავენ განმმარტებლები, წინასწარ იყვნენ შეთანხმებულნი კრების წინ შეხვედრებისას.

მოციქულთა კრების გადაწყვეტილება


მაშ ასე, წმ. იაკობ მოციქულის მიერ შეთავაზებული გადაწყვეტილება კრების მიერ განხი-
ლულ იქნა და დამტკიცებული. წმ. ლუკა მახარებელი წერს:
„მაშინ ჯერ-იჩინეს მოციქულთა და ხუცესთა ყოვლითურთ კრებულით და გამოარჩინეს
კაცნი მათგანნი მივლინებად ანტიოქიად პავლეს და ბარნაბაჲს თანა იუდა, რომელსა ეწოდა
ბარ-საბა, და შილა, კაცნი შერაცხილნი ძმათა შორის; “ (საქმ. 15:22).
როგორც ვხედავთ, კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილების ანტიოქიაში
წარსაგზავნად იერუსალიმში ჩამოსულ ანტიოქიელთა დელეგაციას უმატებენ ორ პიროვნებას.
რატომ მიიღო კრებამ ასეთი გადაწყვეტილება?
ამასთან დაკავშირებით წმ. მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი შენიშნავს, რომ არ
მომხდა-რიყო გაუგებრობა და, აქედან გამომდინარე, დაპირისპირება ანტიოქიაში წმ. პავლე და
წმ. ბარნაბა მოცქულებსა და ანტიოქიელ იუდეველობის დამცველ ქრისტიანებს შორის:

18 განმარტება სამოციქულოსი, გამოკრებილი წმ. იოანე ოქროპირისა და სხვა წმიდათა... გვ. 267
19
„არა ლიტონნი კაცნი, არამედ რჩეულნი და წინამძღურად შერაცხილნი მათ შორის
წარავლინნეს ანტიოქიად, სადა-იგი მტერსა ეთესა ღუარძლი. მისცეს მათ წიგნი
ზედაწარწერილი ჴელითა ყოველთა იერუსალემს მყოფთა მორწმუნეთაჲთა, რომელსა შინა
მოკითხვითა და გიხაროდენითა იწყებენ დასაბამსა სიტყვსასა.“ 19
ეს უფლებამოსილები იყვნენ ბარსაბა და შილა, როგორც მახარებელი აღნიშნავს: კაცნი
შერაცხილნი ძმათა შორის, ანუ, რომლებიც წინამძღვრები იყვნენ იერუსალიმის კრებულში. ეს
ნიშნავს, რომ ისინი იყვნენ იერუსალიმელი პრესვიტეები ან მასწავლებლები, რადგან
„მოციქულთა საქმეების“ მე-15 თავის 32-ე მუხლში მათზე ნათქვამია, რომ ისინი
წინასწარმეტყველები იყვნენ.
კრების გადაწყვეტილება ანტიოქიელ ქრისტიანებს ეცნობათ წერილობით, რადგან ასე
უფრო დამაჯერებელი იქნებოდა მისი ნამდვილობა. ამასთან, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, იგი
ყოველგვარი გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად გადასაცემად გაატანეს ბარსაბასა და შილას.
ეპისტოლის შინაარსი მახარებლის მიხედავით ასეთია:
„და დაწერეს ჴელითა მათითა ესრეთ: მოციქულნი და ხუცესნი და ძმანი, რომელნი-ეგე
ანტიოქიაჲთ და ასურეთით და კილიკიაჲთ კერძო ძმანი ხართ წარმართთაგანი, გიკითხავთ.
გიხაროდენ! ვინაჲთგან გუესმა ჩუენ, რამეთუ ჩუენგანნი ვინმე განვიდეს და აღგძრნეს თქუენ
სიტყჳთა და აღაშფოთებდეს სულთა თქუენთა და გეტყოდეს წინა-დაცუეთად და დამარხვად
სჯულსა, რომელთადა ჩუენ არაჲ გუემცნო. აწ უკუე ჯერ-გჳჩნდა კრებულსა ყოველსა ერთბამად
გამორჩევაჲ კაცთაჲ მაგათ და მივლინებაჲ თქუენდა, პავლეს თანა და ბარნაბაჲს თანა,
საყუარელთა ჩუენთა, კაცთა, რომელთა-იგი სულნი თჳსნი მისცნეს სახელისათჳს უფლისა
ჩუენისა იესუ ქრისტე-სსა. რამეთუ ჯერ-უჩნდა სულსა წმიდასა და ჩუენცა, რაჲთა არარაჲ
უმეტესი ტჳრთი დავდვათ თქუენ ზედა, გარნა რომელნი-ესე სასწრაფო არიან: განშორებად
თქუენდა ნაკერპავისაგან, და სისხლისა, დამშთვარისა და სიძვისა, და რაოდენი არა გნებავს,
რაჲთა გეყოს თქუენ, სხუასა ნუ უყოფთ, რომელთაგან დაიმარხენით თავნი თჳსნი, კეთილსა
იქმოდეთ და ცოცხლებით იყვენით!“ (საქმ. 15:23-29).
რა შეიძლება ითქვას თავად ეპისტოლეს შესახებ:
პირველი ის, რომ, როგორც განმმარტებლები აღნიშნავენ, იგი თავისი აგებულებისა და
სტილიდან გამომდინარე, ბერძნულ ენაზე უნდა ყოფილიყო დაწერილი, ამიტომ წმ. ლუკა
მახარებელს შეიძლება დედნის სახითაც კი ჰქონდეს გადმოცემული;
მეორე - თუმცაღა ეპისტოლე ანტიოქიის ეკლესიაში იგზავნება, მისი ადრესატები ანტიო-
ქიის, სირიის და კილიკიის წარმართი ქრისტიანები არიან. აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ
ამ მხარეებში იყო უფრო მეტად გავრცელებული იუდეველობის დამცველი ქრისტიანების
მოძღვრება, რასაც შფოთი და განხეთქილება შეჰქონდა ეკლესიაში;
მესამე - ძნელია იმის ახსნა, თუ რატომ იყო ეპისტოლე მიწერილი მხოლოდ წარმართ-
ობიდან მოქცეული ქრისტიანების მიმართ. ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, სწორედ ისინი იყვნენ
შეწუხებულები და, პირველ რიგში, მათი დამშვიდება იყო აუცილებელი; მაგრამ, მეორეს მხრივ,
თუკი კრებას სურდა შემდგომში აღეკვეთა, როგორც წმ. პავლე მოციქული უწოდებს, „ძმათა-
მტყუვართა“ საქმიანობა, ეს ეპისტოლე მათ მიმართაც უნდა ყოფილიყო მიმართული, საერთოდ,
ყველა ქრისტიანული თემის მიმართაც. მაგრამ ეს ასე არ მომხდარა და შეიძლება სწორედ
ამიტომაც არ შეუწყვეტიათ ცრუმოძღვრებს თავიანთი ქადაგებები და ეკლესიაში

19 განმარტება სამოციქულოსი, გამოკრებილი წმ. იოანე ოქროპირისა და სხვა წმიდათა... გვ. 268
20
განხეთქილების შეტანა სხვა მხარეებშიც, რაზეც მეტყველებს წმ. პავლე მოციქულის
ეპისტოლეები, მაგალითად რომაელთა მიმართ;
მეოთხე - ეპისტოლის ტექსტიდან კარგად ჩანს, მისი ავტორები, და, რა თქმა უნდა,
მათგან, პირველ რიგში, პირველ-მოციქულები და იერუსალიმის წარჩინებული ძმები
მოიაზრება, უარყოფი-თად უდგებოდნენ იუდეველობის დამცველ ქრისტიან მასწავლებელთა
საქმიანობას და თვით-მარქვიებად თვლიდნენ მათ, ანდა, არც ისაა გამორიცხული, რომ ამ
კრებაზე გააცნობიერეს, რომ მათი საქმიანობა საფრთხეს უქმნიდა ეკლესიაში ერთობას;
მეხუთე - ეპისტოლეში წერია, რომ გადაწყვეტილება კრებაზე ერთსულოვნად იქნა მიღე-
ბული. ეს ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება მიიღეს არა ხმათა უმრავლესობით, არამედ მოწინააღ-
მდეგე მხარეთა ურთიერთშეთანხმებით, თუმცა, რა თქმა უნდა, ნამდვილ ერთსულოვნებაზე
ლაპა-რაკი ზედმეტია, რადგან ორივე მხრიდან დარჩებოდნენ უკმაყოფილები ამ
კომპრომისული შეთან-ხმებით. მაგრამ თუ ეპისტოლის ავტორები პირველ-მოციქულები და
იერუსალიმის ეკლესიის წინა-მძღვრები იყვნენ, მაშინ მათ ერთსულოვნებაში ეჭვი არ უნდა
შეგვეპაროს.
დაბოლოს - ეპისტოლის ავტორები წმ. პავლე და წმ. ბარნაბა მოციქულებს „საყუარელთა
ჩუენთა, კაცთა, რომელთა-იგი სულნი თჳსნი მისცნეს სახელისათჳს უფლისა ჩუენისა იესუ
ქრისტესსა“ უწოდებენ, განსხვავებით იუდეველობის დამცველ მქადაგებლებისა, რომელთაც
შფოთისთავებად თვლიან. აი, რას წერს წმ. მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი ამის თაობაზე:
„ამიერითგან ვისწავებთ, ვითარმედ თჳნიერ ცნობისა მოციქულთაჲსა წარსრულ იყუნეს
იერუსალიმით ქადაგნი იგი წინადაცუეთისანი, რამეთუ, რაჟამს მოციქულნი წარავლინებდენ,
ესოდენითა კრძალულებითა წარავლინებენ, ვითარ ესე აწ არა კმა იყვნეს პავლე და ბარნაბა
წარღებად წიგნისა მათისა, რაჲთა არა თქუან წინაღმდგომთა, ვითარმედ თჳთ დაუწერია წიგნი
იგი პავლეს და ბარნაბას, ვითარცა წარმართთა ქადაგად განკუთვნილთა. ამისთჳს, თანა-
წარაყვანებენ ბარსაბას და შილას. და კუალად, რაჲთა არავინ ჰგონოს თუ არა მიანდვეს
მსახურებაჲ იგი პავლეს და ბარნაბას, და ამისთჳს წარაყვანეს კაცნი, წინა-განჰმართებენ იჭუსა
ამას ქებითა ბარნაბაჲს და პავლესითა საყუარელ წოდებითა და ქრისტესთჳს წამებად
განმზადებულ ყოფითა“20
„წარმო-უკუე-გჳვლინებიან იუდა და შილა, და მათცა სიტყჳთ გითხრან ესევე“ (საქმ.
15:27).
რადგანაც ეპისტოლე ძალიან მოკლეა, არ შეიცავს არავითარ დასკვნებსა თუ
დაწვრილებით იმფორმაციას კრებაზე წარმოშობილ აზრთა სხვადასხვაობის შესახებ, არამედ
გადმოსცემს მხოლოდ პრობლემის არსს და შესაბამისად კრების მიერ მიღებულ
გადაწყვეტილებას, იერუსალიმის ეკლესიის წარმომადგენლებს, იუდასა და შილას
უფლებამოსილება ეძლევათ ყველაფერი სიტყვიერად აუხსნან ანტიოქიელებს, ე. ი. პასუხი
გასცენ შესაძლო კითხვებს და გააქარწყლონ ყოველი ეჭვი თუ გაუგებრობა.
ეპისტოლის ავტორები იუწყებიან, რომ გადაწყვეტილება მიიღეს არა მარტო მათი
ადამიანური მსჯელობის შედეგად, არამედ სულიწმიდის ჯერ-ჩინებით. უნდა აღინიშნოს, რომ
ამ ფორმულით: „რამეთუ ჯერ-უჩნდა სულსა წმიდასა და ჩუენცა“, იწყება თითქმის ყველა
მსოფლიო თუ ადგილობრივ საეკლესიო კრებებზე მიღებული სარწმუნოებრივი
განსაზღვრებები.

20 განმარტება სამოციქულოსი, გამოკრებილი წმ. იოანე ოქროპირისა და სხვა წმიდათა... გვ. 269
21
აღსანიშნავია, რომ ამ სიტყვებს სულიწმიდის ღმრთეებრივი ღირსების დასაკნინებლად
იყენებდნენ მწვალებლები, ე. წ. სულისმბრძოლნი, მე-4 საუკუნის მეორე ნახევარში, რომლებიც
ამბობდნენ, სულიწმიდა ადამიანთა განზრახვას ემორჩილებაო. აი, რას პასუხობენ მათ წმ.
ბასილი დიდი, წმ. იოანე ოქროპირი და ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი:
„(როდესაც) მოციქულები ამბობენ: „ჯერ-უჩნდა სულსა წმიდასა და ჩუენცა“, სულის
ხელმწიფებას კი არ უთანაბრდებიან, არამედ თავს უქვემდებარებენ მას, როგორც იმჟამად მის
მიერ დამოძღვრილნი. ამით ისინი თითქოსდა გამოხატავენ, რომ ერთი და იგივე ხედვა, ერთი
განზრახ-ვა, ერთი ხელმწიფება აქვთ სულთან. ხოლო შენ (ერეტიკოსო), ცდილობ სული
ქმნილებებამდე დაამდაბლო. ეს იგივეს ნიშნავს, თუკი გაიგონებ, „ჰრწმენა ერსა მას ღმრთისა
მიმართ და მოსესა, სათნო-ყოფილისა მისისა“ (გამოს, 14:31), მტკიცება დაწყო, რომ ღმერთი
გათანაბრებულია მოსესთან. მაგრამ მეუფესა და მოსეს შორის სხვაობა ცხადია, რაზეც მიანიშნა
კიდეც წიგნის ავტორმა და თქვა: „მოსესა, სათნო-ყოფილისა მისისა“-ო. რამეთუ ირწმუნეს
ღმრთისა როგორც მეუფისა და მოსეს წარმომგზავნელისა; ხოლო მოსესი ირწმუნეს, როგორც
წარმოგზავნილი მსახურისა. ასევე სულსაც ხელმწიფებით ჯერ-უჩნდა ეკლესიისათვის
სჯულდების მიცემა, ხოლო მოციქულებმა, როგორც მსახურებმა, ჯერ-იჩინეს ამ
დადგენილების ხმამაღლა უწყება.“21
„თქუეს ვიეთმე მწვალებელთა. ვითარმედ დაკნინება სულისა არს სიტყუაჲ ესე, რომელ
კაცთა თანა ჯერ-უჩნს მასცა. არამედ შენ, საყუარელო, მიიხუენ ჩემგან სამნი ისარნი კაპარჭთაგან
წმიდისა წერილთაჲსა მოღებულნი, რომლითა სასიკუდინედ მოსწყლე იგინი, და ჰრქუა:
უკუეთუ სიტყჳთა ამით, ვითარმედ: „რამეთუ ჯერ-უჩნდა სულსა წმიდასა და ჩუენცა“ -
დააკნინებ სულსა წმიდასა, ჰოჲ, მბრძოლო სულისაო, ვითარმედ მონა არს მონათა თანა
აღრიცხული იგი, ჟამი არს შენდა, რაჲთა თჳთ ღმერთი მამაჲცა სწორ კაცთა მონა ჰგონო სამთა
ამათ სიტყუათა მიერ, ვითარმედ: „ჰრწმენა ერსა მას ღმრთისა მიმართ და მოსესა“ (გამოს, 14:31),
და ვითარმედ: „შეეშინა ერსა მას უფლისაგან და სამოელისაგან“ (1მეფ. 12;19), და ვითარმედ:
„მახვლი უფლისაი და მახვლი გედეონისი“ (მსაჯ. 7:18). ხოლო უკუეთუ სამნივე ესე - მოსე,
სამოელ და გედეონ - არა ვითარცა ერთპატივნი იჴსენებიან ღმრთისა თანა, არამედ ვითარცა
მონანი მეუფისა თანა, ეგრეთვე აწ მოციქულთა თავნი თჳსნი აჴსენნეს სულისა წმიდისა თანა
საღმრთოჲსა, რომელი-იგი ღმერთ არს ბუნებით, და ქადაგთაცა ღმერთ ყოფს მადლით და
მინიჭებით. არამედ ფრიადი საზღვარი არს შორის ბუნებით ღმრთისა ღმერთ-მყოფელისა და
შორის მონათა, მადლით ღმერთ-ქმნულთა მის მიერ, რომელნი არარას ვის დაუმძიმებენ
ძუელთა წესთა ძიებითა.“22
„ამბობს „ჯერ-უჩნდა სულსა წმიდასა“. რათა არ ეფიქრათ კაცთა მიერ გადაწყვეტილი
საქმეაო. რაც შეეხება იმას, რომ დამატებულია „და ჩუენცა“, ეს იმიტომ, რათა ყველას გაეგო, რომ
ისინი, წინადაცვეთილები, სწორედ ამ შეხედულებისანი არიან წინადაცვეთის საკითხთან
დაკავშირებით“. 23
რაც შეეხება კრების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, იგი თითქმის სიტყვა-სიტყვით
იმეორებს წმ. იაკობ მოციქულის მიერ შეთავაზებულ მოსაზრებას.

21
Барсов М. Сборник статей по… чтению деяний святых апостолов… გვ. 323
22 განმარტება სამოციქულოსი, გამოკრებილი წმ. იოანე ოქროპირისა და სხვა წმიდათა... გვ. 269-270
23 Блаж. Феофилакт Болгарский – Толкования на деяния святых аппостолов. გვ. 461
22
წმ. მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი აქაც, ისევე როგორც ზემოთ, ყურადღებას
ამახვილებს მეხუთე მოთხვნაზეც:
„სამნი ესე თხოვანი, მშთვრისა და სისხლისა და ნაკერპავისაგან განყენებაჲ მისვე
ძუელისა შჯულისაგან შემოიხუნეს. ხოლო მეოთხე ესე, სიძვისაგან განყენებაჲ, ზოგად ძუელთა
და ახალთა შინა გესმის. მუნ ესე: “წმიდა იყვენით. რამეთუ მე წმიდა ვარ“ (ლევ. 20:7), ხოლო აქა
ესე: „რომელმან ტაძარი ღმრთისაი განხრწნას, განხრწნას იგი ღმერთმან“ (1კორ. 3:7). ამათი
მეხუთე რიცხჳთა თჳთ თავადისა ქრისტესი არს, ვითარმედ: „ყოველი, რომელი გინდეს, რაითა
გიყონ თქუენ კაცთა, თქუენცა ჰყავთ მათდა მიმართ“ (მთ. 7:12). ამათი დამცველი უნაკლულო
იყოს ყოვლისაგან კეთილისა საქმისა, და ცოცხალ ორკერძოვე - სარწმუნოებისა და კეთილთა
საქმეთა მიერ“.24
აი, რა შეფასებას უკეთებს კრების გადაწყვეტილებას ერთერთი მართლმადიდებე-ლი
განმმარტებელი:
„უკვე პირველ ქრისტიანულ (სამოციქულო) კრებაზე გამოვლინდა ქრისტიანული რელი-
გიის მთელი ძალამოსილება და ხასიათი. ქრისტეს ეკლესიაში მარადის მყოფი სულიწმიდა
მოქმე-დებს და მიმართავს მას კაცობრიობის სასიკეთოდ, რომლისთვისაც დაარსდა ეკლესია. აქ
უკვე თავი იჩინა ქრისტეს სიყვარულის ყოვლისმომცველმა ძალამ, რომელიც ესწრაფვის გულში
ჩაიკრას მთელი კაცობრიობა, რათა ღმერთისკენ მიიზიდოს ყველა და ყოველი.“ 25

წმ. პავლე და წმ. ბარნაბა მოციქულების დაბრუნება ანტიოქიაში


წმ. ბარსაბასა და წმ. შილასთან ერთად
წმ. ლუკა მახარებელი წერს:
„იგინი ვითარცა წარმოემართნეს, მოვიდეს ანტიოქიად. და შეკრიბეს კრებული იგი და
მისცეს წიგნი ჴელთა მათთა. და ვითარცა აღმოიკითხეს, განიხარეს ნუგეშინის-ცემასა მას ზედა.
იუდა და შილა, რამეთუ იგინი წინაწარმეტყუელნი იყვნეს, მრავლითა სიტყჳთა ნუგეშინის-სცეს
ძმათა მათ და დაამტკიცნეს. და დაყვეს მუნ ჟამი მრავალი და წარიგზავნნეს მშჳდობით ძმათაგან
მოციქულთა მიმართ” (საქმ. 15:30-33).
ის, რომ ეპისტოლის შინაარსით ძალიან გაიხარეს ანტიოქიის ეკლესიის წარმართობიდან
მოქცეულმა ქრისტიანებმა, ბუნებრივია. სამწუხაროდ მახარებელი არ გადმოგვცემს, როგორი
რეაგირება ჰქონდათ იუდეველ ძმებს ანტიოქიის ეკლესიისა, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ
თუ ზოგიერთი მათგანი უკმაყოფილო დარჩნენ ან ეჭვი შეეპარათ რამეში, იერუსალიმელი
დესპანები წმ. ბარსაბა და წმ. შილა მოციქული, რომლებიც წინასწარმეტყველები იყვნენ, პასუხს
გასცემდნენ მათ და შეეცდებოდნენ მშვიდობისა და ურთიერთ თანხმობის დამყარებას მათ
შორის.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ისინი უცებ არ დაბრუნებულან უკან, იერუსალიმში, არამედ
„დაყვეს მუნ ჟამი მრავალი“. სავსებით ცხადია, რომ, ერთის მხრივ, ეს აუცილებელი იყო
ანტიოქიია ეკლესიისათვის, რადგან იერუსალიმის ეკლესიის უფლებამოსილ პირთა მალე
წასვლის შენთხვევაში, იუდეო-ქრისტიანებს კვლავ აღეძრათ შფოთი და დაპირისპირება;
მეორეს მხრივ, მეტყველებს, თუ როგორი პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ პირველი

24 განმარტება სამოციქულოსი, გამოკრებილი წმ. იოანე ოქროპირისა და სხვა წმიდათა... გვ. 270-271
25 Иванов А.В. - Руководство к изучению Нового Завета. გვ.388
23
ქრისტიანები, სამწუხაროდ, რა თქმა უნდა არა ყველა, მთელ ეკლესიაში მშვიდობის,
სიყვარულისა და სახარებისეული სულისკვეთების განმტკიცებასა და შენარჩუნებას. და ეს
ძალიან კარგი მაგალითია ყველა დროისა და ქვეყნის ქრისტიანებისათვის, თუ როგორ უნდა
ემსახურებოდნენ უფლის საქმეს.

გამოყენებული ლიტერატურა
1. ,,ახალი აღთქუმაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი“. საქართველოს საპატრიარქო,
გამომც-ბა „ალილო“, თბ., 20011;
2. ამბერკი ( ტაუშევი ), მთავარეპისკ. - საქმე მოციქულთა ( ტექსტი, განმარტება) - გამ-ბა
„ფორმა“, თბ., 2011;
3. ,,ბიბლია“ - საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა. საქართველოს სსრ გამომცემლობათა
კომბინატი, თბ., 1989;
4. განმარტება სამოციქულოსი, გამოკრებილი წმ. იოანე ოქროპირისა და სხვა წმიდათა მამათა
თხზულებებიდან - თარგმ. წმ ეფრემ მცირისა, ნაწ. I, თბ., 2000;
5. архимандрит Ианнуарий Ивлиев - Иерусалимский собор апостолов azbyka.ru ›
архимандрит Ианнуарий (Ивлиев);
6. Барсов М. Сборник статей по истолковательному и назидательному чтению
деяний святых апостолов. Православие и современность. Электронная библиотека.
(www.lib.eparhia-saratov.ru/books/02b/barsov/barsov1/barsov1.pdf);
7. Блаж. Феофилакт Болгарский – Толкования на деяния святых аппостолов и на
соборных посланий апостолов – Благовестник, кн. II, изд. Сретеньского монасты-ря,
М., 2002.
8. Иванов А.В. - Руководство к изучению Нового Завета. СПб., 2002.
9. Говорченко Александра. Апостольский Иерусалимский собор (49г.) sev-
orth-univ.ucoz.ru › Дисциплины › Работы слушателей
10. Предание. ру; православный портал; аудио архив; лекции и проповеди.
11. Толкование на ДЕЯНИЯ АПОСТОЛОВ (17 книг) – Петро-Павловский храм с.
Каратуз Красноярская епархия Минусинское благочиние Московского Патриарх-
ата (karatuz.prihod.ru/tolkovanie_biblii/view/id/34946)

24

You might also like