You are on page 1of 2

1 კითხვა ნატა მაისურაძე არიტექტურა 1კურსი

საქართველოში სამნავიანი ბაზილიკს თემა შემოვიდა ბიზანტიიდან მეოთხე საუკუნეში თუმცა,


ქართველი მაშენებლი თავისებურად მიუდგა მას და აქცენტს აკეთბდა ნაგებობის ცენტრზე.
სიგრძივი ღერძის არსებობის მიუხედავად ყურადაღება მაინც ცენტრზე იყო მიპყრობილი.

ნეკრესი პირველი ბაზილიკური სტრუქტურა იყო საქართველოში,რომელიც ინტერიერის


გადაწყვეტით არ შეესაბამებოდა ბაზილიკას, ის მხოლოდ გარედან გავს ბაზილიკას. სივრცე არ
არის ნავებად დანაწევრებული, თუმცა შუანაწილი ამაღლებულია და გარედან ბაზილიკას
გავს.ნეკრესისგან განსხვავებით ძველ შუამთაში(მეხუთე საუკუნის მორე ნახევარი) უკვე ჩნდება
სიგრძივი ღერძი, იზრდება ეკლესის მასშტაბი, სივრცე სამ ნავადაა დაყოფილი და მისი
ინტერეიერი უკვე შესაბამება ტრადიციულ ბაზილიკას.თაღებს აქვს ნალისებური მოხაზულობა.

ბოლნისი სიონიში შესამჩნევად იზრდება ნაგებობის მასშტაბი. მას აქვს კლასკური ბაზილიკური
სტრუქტურა, თუმცა სამივე ნავი ერთი სახურავის ქვეშაა მოთავსებული და კიდევ აქვს დამხმარე
ნაგებობები. ბურჯები არის მსხვილი და აქვთ ჯვრისებრი მოხაზულობა, გვაქვს ნალისებური
ფორმის თაღები. აფსიდი არ არის ჩაწერილი სწორკუთხა გეგმაში და არღვევს მას.კარგად ჩანს
სიგრძივი ღერძი გეგმაში,თუმცა ამის მიუხედავად მაშენებელი მაინც ცენტრზე ამახვილებს
ყურადღბას და იგნორირებას უკეთბს სიგრძივ ღერძს. ცენტრალური ნავი ყველაზე კარგადაა
განათებული.

ურბნისის ეკლესიაში ბოლნისის სიონთან შედარებით მცირდება ბურჯების რაოდენობა, თუმცა


იზრდება მათშორის მანძილი.ასევე გვაქვს პასტოფორიუმები. აქაც სამივე ნავი ერთი
გადახურვის ქვეშაა მოქცეული. ხაზგასმულია სიგრძივი ღერზი გვაქვს დასავლეთის კარიც.

რაც შეეხება ანჩის ხატს ის უბრუნდება ბაზილიკის ზველ პრიმიტიულ ფორმას, როგორიც
შუამთაშია ,მგალითდ, შესასვლელთან ახლოს არის საკურთხეველი, შესვლიასას პირველად
საკურთხეველს ვხედავთ, ასევე შემცრდა მასშტაბი. გაჭრილია დასავლეთის კარი თუმცა გვაქვს
სხვა შესასვლელებიც რაც ცენტრზე აკეთებს აქცენტს.ბურჯების რაოდენობა მინიმუმამდეა
დაყვანილი.

2 კითხვა

ბაზილიკის განსხვავებული ტიპი , რომელიც მხოლოდ საქართველოში შემუშავდა


სამეკლესიანი ეწოდეაბა და ძირითადად შენდებოდა მეექვსე მეშვიდე საუკუნეებში .

მატერიალურად ქვეყანას უჭირდა იყო რთული პოლიტიკური მდგომარეობა და ვერ


ხერხდებოდა საკმარისი რაოდენობის ეკლესიების მშენებლობა, ამიტომ ერთ სივრცეში
გააერთიანეს სამი ინდივიდუალური საკრალური სივრცე და გაჩნდა სამეკლესიანი ბაზილიკები
თითოეულ ეკლესიაში შესაძლებელი იყო სხვადასხვა წირვის ჩატარება.
სამნავიანი ეკლესიისგან განსხვავებით სამეკლესიან ბაზილიკებში დარბაზები ერთმანეთისგან
კედლებით იყო გამოყოფილი და ერთმანეთს კარებებით უკავშირდებოდა, სამნავიანში კი
სივრცეს ერთმანეთისგან ბურჯები გამოყოფდა,რომელთაც თაღები აკავშირებდა.

სამეკლესიანი ბაზილიკს კლასიკური ნიმუშია ქვემო ბოლნსის ეკლესია სამივე დარბაზი არის
დაბოლოებული აფსიდით და სამვე ნავი ერთი გადახურვის ქვეშაა მოქცეული,ნავები
გამოყფილია კედლებით.აქაც ხდება იგნორირება სიგრძივი ღერძისა.რუისპრის წმინდა
თევდორეს ეკლესიაში უკვე ხდება სამეკლესიან სტრუქტურის რღვევა, ჩრდილოეთის ეკლესია
დაიყო, გაჩნდა სათავსო. საბუეს წმინდა შიოს ეკლესიაში ცენტრალური ეკლესია შენარჩუნდა,
თუმცა გაერთიანდა ჩრდილოთ და სამხრეთ ეკლესიები. გარედან სამეკლესიან ტაძრებსაც
ბაზილიკური სილუეტი ქონდათ.ზეგანის ყველაწმინდაში გამოყოფლია უკვე ორ სათავსო და
დაკავშირებულია ორი ეკლესია გარდა ცენტრალური ეკლესიისა.ქართველი მაშენებელი ისევ
უპირატესობას ანიჭებს ცენტრალურ ნავს ფუნქცია დაკარგული დარჩა განაპირა ეკლესიები.

You might also like