You are on page 1of 5

რომანტიზმი

ჩამოყალიბდა XVIII საუკუნის ბოლოს და გაგრძელდა XIX საუკუნის შუა წლებამდე.

რომანტიზმი არის ბაროკოს ღვიძლი შვილი, ამიტომ მათი მახასიათებლები მსგავსია:


სამყაროსთან ემოციური დამოკიდებულება, რელიგიის, ღმერთის გამოდევნა
ცნობიერებიდან.

ლიტერატურული ნაწარმოებები განსხვავდება იმით, თუ რომელი ქვეყნიდანაა ავტორი.

სწორედ რომანტიზმში გამოდის ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიო ასპარეზზე.


რომანტიზმში ყალიბდება თანამედროვე რომანი და იგი აღარ იცვლება.

ვინ ხარ შენ ახალო ადამიანო? ღმერთის მეტოქე (ახალი პრომეთე). ადამიანი ცდილობს,
კონკურენცია გაუწიოს ღმერთს.

ქალური ლიტერატურა, როგორც წესი, განსხვავდება ხოლმე კაცური ლიტერატურისგან და


რომელიმე სქესის წარმომადგენელი იშვიათად ახერხებს დაწეროს ისე, როგორც
საპირისპირო სქესი წერს, მაგრამ მერი შელიმ ეს მოახერხა.

ადამიანს შეუძლია შექმნას იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე აქამდე ქმნიდა. რომანტიზმი არის
ადამიანზე გაცემული ყველაზე დიდი ავანსი. რომანტიზმმა სამყაროს ცენტრში დააყენა
ადამიანი და დააჯერა, რომ მას ყველაფერი შეუძლია. ადამიანისთვის მნიშვნელობა არ აქვს
გამარჯვებას, მთავარია, იბრძოლოს. „ყოველი დილა იმედებით რომ არ გვავსებდეს და
ყოველი საღამო იმედგაცრუებით არ მთავრდებოდეს, განა ღირდა გახდად და ჩაცმად
ცხოვრება?“

ადამიანის არსებობის მშვენიერება მდგომარეობს მის ტრაგიკულობაში. იგი


დამარცხებისთვისაა შექმნილი. ავტორი არც ერთ ტექსტში არ იცოდებს თავის გმირს.
მსხვერპლი, რომელსაც ადამიანი გაიღებს, არის მშვენიერი.

რომანტიზმმა აღმოაჩინა, რომ კაცი შეიძლება იყოს ძალიან ბევრი უარყოფითი თვისებით
დატვირთული, მაგრამ ამავდროულად მას შეეძლოს, რომ სამყარო შეცვალოს (სამი
მუშკეტერი). რომანტიზმის იდეა - თუ შენ საკუთარი თავის გწამს, მაშინ შენ შეცვლი
სამყაროს.“ მერი შელის ეყო ნიჭიერება, რომ თავისი გმირი ტექსტის ბოლოს გამარჯვებულად
არ გამოეყვანა. მან აღიარა, რომ ადამიანი უნდა დამარცხდეს, მაგრამ სწორედ ეს დამარცხების
ტრაგიკულობაა მშვენიერი.

რომანტიზმი ცოტა გაორებული მიმდინარეობაა. შეიძლება დღეს სიკვდილს არავითარი


მნიშვნელობა არ ჰქონდეს და ხვალ მის გამო დაიწეროს რამე.

რომანტიზმს სჯერა, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე ვერც ერთი ჩვენგანი ვერ მოახერხებს
იყოს ღირსეული. ყოველი ჩვენგანის ცხოვრებაში დგება ერთი მშვენიერი წამი,
რომლისთვისაც ღირს სიცოცხლე. „შეჩერდი წამო, შენ მშვენიერი ხარ!“ - გოეთე
რომანტიკოსი მხატვარი არ გაბედავს, პერსონაჟი სახით გაჩვენოთ. თქვენ ვერ ხედავთ მის
გამომეტყველებას ან ემოციებს. ნახატს რომ შეხედავთ, უნდა გადმოგცეთ პირველადი
ემოცია. თავად უნდა ჩადგეთ იმ მდგომარეობაში, რაც ნახატზეა.

რომანტიზმის მხატვრობას სძულს ქალაქი და ურბანიზმი, ამიტომ ყოველთვის ბუნებაა


დახატული. რაც უფრო დიდი და უსაზღვროა სივრცე, მით უკეთესი.

კასპარ დევიდ ფრიდრიხი - მოგზაური ნისლის ზღვის თავზე

გერმანელი რომანტიკოსი, კასპარ დევიდ ფრიდრიხი იყენებს გაცრეცილ ფერებს და


ძირითადად ზამთრის პეიზაჟებს ხატავს.

კარგი რომანტიკოსი მხატვარი სურათზე რაღაც საიდუმლოს მალავს. ნახატში უშვებს


„შეცდომას“. ამ ნახატის შეცდომა: პერსონაჟი კლდეზე დგას, მაგრამ არ აცვია ისე, როგორც
უნდა ეცვას მთამსვლელს. ამით მიგვანიშნებს, რომ სულაც არ სურს მთამსვლელობაზე
სურათის დახატვა. ესაა უკანასკნელ მოდაზე ჩაცმული ადამიანი. იგი ხატავს თავისი ეპოქის
თანამედროვე ადამიანს. აქედან არც ჩამოსასვლელი გზაა ნაჩვენები და არც ის, როგორ
მოვიდა აქამდე. ზოგიერთი მწვერვალი მაღლაა, ზოგი დაბლაა, - კაცობრიობა გაცდა რაღაც
მწვერვალებს, მაგრამ ბევრი ჯერ კიდევ წინაა. ამ სურათშიც არის შეჩერებული წამი.
ადამიანი, რომელიც შეიცნობს სივრცეს. სივრცეს, რომელიც არის ზედროული. აქ
გაერთიანებულია როგორც წარსული, ისე მომავალი. ამ ადამიანს ერთი ნაბიჯი აშორებს
უფსკრულს. სურათს არ აქვს საზღვარი არც წინ და არც ქვევით. სივრცე არის ორმაგი:
სიღრმისეულიც და პირდაპირიც.
„ზამთრის პეიზაჟი“ - პერსონაჟს პიჯაკის საყელო აქვს აწეული ანუ ცივა. ნაძვებთან დგას
ჯვარი, შორს კი ჩანს საკათედრო ტაძარი. ნაძვი არის სასოების სიმბოლო. ეკლესია თითქოს
ჩრდილია ნაძვებისა.

უცნაურობები: ყავარჯნები უადგილოდ ყრია და კაცი უქუდოდაა, სავარაუდოდ, შორი


გზიდან მოდის და დაიღალა, ჯერ ერთი ყავარჯენი დაუვარდა, მერე - მეორე. მიდიოდა
ტაძარში, მაგრამ ვერ მიაღწია, ამიტომ შუა მინდორში ნაძვთან დაჯდა და ლოცვა დაიწყო.
მხოლოდ მისთვის ტაძარმა დატოვა საკუთარი ადგილი და გადმოვიდა მინდორში. ღმერთი
იქ გადმოვიდა, სადაც ეს ადამიანი გაჩერდა, მაგრამ მანამდე იფორთხა, სანამ შეეძლო. ჯვარი
მხოლოდ მისი წარმოსახვაა. ეს კაცი სიმბოლურად გამოხატავს ადამიანს, რომელსაც აქვს
მიზანი. ყველა ადამიანი კოჭლია, ანუ მიზნისკენ მიმავალ გზაზე ბევრი რამ შეეშლება.
რომანტიზმში ადამიანმა მიზანს ვერ უნდა მიაღწიოს, მაგრამ მაინც არ უნდა შეწყვიტოს
ბრძოლა, ყველაფერი უნდა გააკეთოს ამ მიზნის მისაღწევად. ძალიან ძალიან მაგარიაა
უილიამ ტერნერი იყო ინგლისელი რომანტიკოსი. მან საგანგებოდ მოიგონა რამდენიმე
ხერხი. იცოდა, რომ სიჩქარის დროს საგნები კარგავენ ბუნებრივ მდგომარეობას. ბუნებრივ
მდგომარეობას კარგავენ ნისლის დროსაც. ამიტომ ნახატში სისწრაფე ნისლით ასახა.

ტერნერი ხატავდა საშინელ შტორმებსაც და მშვიდ პეიზაჟებსაც.

დიდი გემი მიჰყავდათ ჩასაძირად. იგი არის წარსულის სიმბოლო და ჩანს წარსულის
დიდება, გვერდით კი მიჰყვება პატარა თანამედროვე გემი.
ვეზუვის აფეთქება

თუ მხატვარი გენიალურია, იგი მთავარ აზრს ნახატის შუაში დახატავს მცირე დეტალად.
შუაში მდგარი პატარა კაცი ძალიან არაბუნებრივ პოზაში დგას.

ორი რამის დახატვაა ყველაზე რთული: ბგერის და რეფლექსის. აქ კი ორივე დახატულია.


ტერნერს უნდოდა სწორედ იმ წამის დახატვა, როცა ვულკანი ამოიფრქვა. როდესაც ნახატს
ვუყურებთ, თითქოს გვესმის ვულკანის ხმა და პირველი შეხედვით სწორედ ისეთი რეაქცია
უნდა გვქონდეს, როგორიც ამ კაცს აქვს. ნახატზე დაფიქსირებულია სამყაროს
გრანდიოზულობა და ადამიანის სიმცირე. ტერნერი ამპარტავანი კაცი იყო, ამიტომ ეს
რეაქცია არამხოლოდ აბსტრაქტული რეაქციაა, რომელიც ვიღაცას აქვს ვეზუვის ვულკანის
ამოფრქვევის დანახვისას, არამედ ის რეაქციაც, რომელიც ჩვენ უნდა გვქონდეს ტერნერის
ნახატების ნახვისას.

დიდ მხატვრებს რომანტიზმში ყველას აქვს თავისი ფერი. ტერნერისთვის გავრცელებულია


ოქროსფერი და ალისფერი. ფრიდრიხისთვის ყავისფერი. ტერნერს აქვს უზარმაზარი სერია
სურათებისა სსადაც ის ხატავს ძველ კართაგენს იტალიას და ცდილობს გამოხატოს ნათელი.
ტომას კოულმა მოიგონა ისეთი მწვანე რომელსაც დღემდე ვერავინ ხატავს. აივაზოვსკიმ
მთელი თავისი შემოქმედება მიუძღვნა ოკეანისფერის შექმნას. ჩერჩი სულ ხატავდა ვულკანს.

წასაკითხი:

 ვიქტორ ჰიუგო - „93 წელი“

ფილმი:

 დევიდ ლინჩი - „ადამიანი-სპილო“ (“The Elephant Man”)

You might also like