You are on page 1of 2

ლექცია # 15

ამ პერიოდის ლიტერატურას ახასიათებს ზღვარგადასული სისასტიკე. თუ ლათინურ


ლიტერატურას ჩვეულებრივი, კლასიკური, მორალის მიხედვით შევაფასებთ, შეიძლება
გაგვეცინოს კიდეც. მაგრამ ეს სიცილი სინამდვილეში გახლავთ გაუცხოების ერთ-ერთი
ფორმა და ბუნებრივი რეაქცია. ამიტომ მკაცრი მორალური პრინციპები უკან უნდა
გადავწიოთ, რათა ეს ხელოვნება უცხო და უცნობი, თეთრი ლაქა არ დარჩეს რუკაზე. მათ
სამყაროში შეიძლება ძალიან ბევრი აღმოვაჩინოთ.

მათი ლიტერატურის პირველი ნიშან-თვისება არის-სისასტიკე. ეს მათ კლასიკური


ესპანური ლიტერატურისაგან დამახასიათებლად მიიღეს. ნებისმიერი მწერალი მე-19 და
მე-20 საუკუნის კლასიკური ესპანური ლიტერატურის ამ სისასტიკეს თვალსაჩინოდ
გამოხატავენ, მაგალითად: ბლასკო იბანიესი, ის არის დიდი ესპანელი რეალისტი
მწერალი, რომელსაც დაწერილი აქვს არაჩვეულებრივი რომანი, მისი მთავარი რომანია
„სისხლი და ქვიშა”. მასზე გადაიღეს ფილმი (მატადორი). მიგელ დე ლივესი, მიგელ დე
უნამუნო -კლასიკური ესპანელი რეალისტები. უნამუნომაც კი ვერ დააღწია თავი ამ
შაბლონს და აქვს რომანი აბელ სანჩესი და მოთხრობა „იდეალური მამაკაცი“, სადაც
ხაზგასმით გუნდრუკს უკმევს ზღვარგადასულ ძალადობას. ბევრისთვის ნაცნობ
მარკესსაც კი აქვს ნაწარმოებებში ეპიზოდები,რომლებშიც სრულიად უაზროდ
ნატურალურ სისასტიკეს იჩენს.

მეორე დეტალი არის - ისინი ცდილობენ აღმოაჩინონ და შეიცნონ საკუთარი ეროვნება


და შესაბამისად შეიცნონ საკუთარი თავი. მათ მიაჩნიათ,რომ ისინი წარმოადგენენ
ურთიერთგამომრიცხავი თვისებების ნაერთს. თვითინდეფიკაციისათვის საჭიროა
წარსული ლეგენდები და ან თუნდაც მითებიდან გაიხსენონ ეპიზოდები და სწორედ,
ამიტომაც დაწერეს ისინი.

ოქტავიო პასი - კარგი პოეტი, ესეისტი და მთარგმნელი მექსიკელი. მას აქვს ლათინური
ამერიკის შეცნობის შესახებ ჩამოყალიბებული თეზა, ლეგენდარული ამბავი, რომელიც
დღემდე მთავარ ამბად ითვლება ლათ. ამერიკის ხალხებისათვის. ეს მთავარი ამბავი
არის კორტესისა და მალინჩეს სიყვარულის ამბავზე შექმნილი.

ლაურა ესკივესი - მან დაწერა რომანი მალინჩე, რომლშიც ისევ დაუბრუნდა


თვითინდეფიკაციურ საკითხს და ოქტავიო პასის ხაზიც გააგრძელა.

ვახსენოთ გაბრიელ გარსია მარკესის სანობელო სიტყვა, რომელსაც მან დაარქვა


,,ლათინური ამერიკის მარტოობა“, მასში ის აყალიბებს აზრს, რომ „ჩვენ ლათინოსები
ვცდილობთ, რომ ნორმალური ადამიანები ვიყოთ, მაგრამ არ გამოგვდის, ჩვენს
სამყაროში არსებობს რაღაც, რაც ჩვენს ქმედებებში გამოერევა და საპირისპირო შედეგს
მოგვცემს, ვიდრე ევროპული ქვეყნების მწერლებისა“.

მესამე დეტალი - სოციალური საკითხი, მე-20 საუკუნის სამხ. ამერიკის ისტორია არის
რევოლუციების,სისხლისღვრების დიქტატორების არსებობის ისტორია, ამ პერიოდში
ამერიკა მათთვის გადაიქცა იმპერიალიზმისა და დამპყრობლობის სიმბოლოდ. სწორედ
ამიტომ ლათ. ამერიკის ნაწარმოებში და სოც. ტექსტებში კომუნისტურ იდეებთან
კავშირს აღმოვაჩენთ. მარკესიც კი ,,იკომუნისტებდა“ თავს, ეს ადამიანები კომუნიზმის
დამცველების პოზიციაში აღმოჩნდნენ.

რეინალდო არენასის მწერლობის პერიოდში მისი დამსახურებით უკვე აღარ წერდნენ


ისე ხშირად კომუნისტურ ნაწარმოებებს. მისი შემოქმედების უმთავრესი
ხუთწიგნეულია ,,პენტაგონია“, იგი მასში წერს ავტობიოგრაფიულ ტექსტებს და
სიმართლეს კომუნიზმის შესახებ.

ლათ. ამერიკელი მწერლების დიდი ნაწილი, მართალია, ევროპაში ცხოვრობდა, მაგრამ


საკუთარ კონტინენტს მაინც არ ივიწყებდა და მასზე ხშირად ქმნიდა სხვადასხვა
ნაწარმოებს.

ჩილელი მწერალი იაბელა არენდე - მისი ნაწარმოებებიც სისხლისღვრებთან და


რევოლუციებთანაა იდეურად დაკავშირებული

მეოთხე ნიშან-თვისება - ეს არის მაგიური რეალისტურობა, ჩვენ ვერ უნდა მივხვდეთ,


„სად მთავრდება რეალობა და იწყება ოცნება“, მაგ. კორტასარის ,,სახლი“.

ლათ. ამერიკელი მწერლები მიიჩნევენ, რომ მთელი მსოფლიო ნაწარმოებები არის მათი
მემკვიდრეობა, ამიტომ სრულიად მოურიდებლად იღებენ რაიმე ნაწარმოების იდეას და
მასზე ახალ ინტერპრეტაციებს ქმნიან, მაგ. მარკესის გამოცხადებული სიკვდილის
ქრონიკა ( სახარების მიხედვით).

მათ აქვთ ძალიან ძლიერი და ,,თავისებური“ პოეზია, ის დაკავშირებულია სოციალურ


საკითხებთან, მითებთან და წარმოდგენებთან.

წასაკითხი:

 გაბრიელ გარსია მარკესი - „გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა“


 გაბრიელ გარსია მარკესი - „ჩემი სევდიანი მეძავების გახსენების ჟამს“
 ხორხე ლუის ბორხესი - „სამხრეთის გზატკეცილი“

ფილმი:

 ბილე აუგუსტი - „სულების სახლი“ (“The House Of The Spirits”)

You might also like