Professional Documents
Culture Documents
ილიადას ერთ-ერთი მთავარი თემა – ესაა kleos apthiton – უჭკნობი, უკვდავი სახელი
(დიდება), რომლისთვისაც იბრძვის აქილევსი. აქილევსი რამდენჯერმე მიუთითებს ,
რომ მისი მიზანი უკვდავი სახელის მოპოვებაა, რომლის გარანტია სწორედ “ეს პოემა ”
იქნება, რომ სწორედ ილიადას მეშვეობით დაიმახსოვრებენ მის სახელს . ჰომეროსის
ამ პოემის თემა მოკლედ ასე შიძლება გადმოიცეს: “სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა
მოსახვეჭელსა” (რუსთაველი).
ამ მცირე ექსკურსის შემდეგ დავსვათ ამგვარი კითხვა: ვისთვის იწერება ლექსი XIX-XX
საუკუნეებში? განსხვავებით წინა ისტორიული პერიოდებისაგან, პოეზია იწერება და
იქმნება “წარმოსახვითი მკითხველისათვის”, ვისაც გენიალური ოსიპ მანდელშტამი
“შორეულ თანამოსაუბრეს” (“дальний собеседник”) უწოდებდა.