You are on page 1of 2

რომანტიზმის იდეა და მისი ასახვა საქართველოში

საზოგადოდ, შეგვიძლია რომანტიზმი, როგორც ერთი იდეის, განწყობის თუ პრობლემის


გარშემო გაერთიანებული ადამიანების შინაგან სამყაროთა გამოხატულება ,
დავახასიათოთ რამდენიმე სპეციფიკური ნიშნით - რითიც ის განსხვავდება მის
წინამორბედ, რენესანსის ხანის შემდგომ ფესვგადგმულ განმანათლებლობის ეპოქისგან .
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და თვალსაჩინო ნიშანი რომელიც რომანტზმის
ეპოქას თან სდევს, არის ადამიანის, როგორც ინდივიდის შინაგანი სამყაროს ხაზგასმა და
ძალიანი სენსიტიური დამოკიდებულება ადამიანის ემოციების მიმართ . მიმდინარეობამ
თავი იჩინა ხელოვნების თითქმის ყველა დარგში, მაგრამ განსაკუთრებული კვალი
მხატვრულ ლიტერატურაში დატოვა. ზოგიერთი ლიტერატურათმცოდნე წინააღმდეგია
რომანტიზმის - როგორც მოძრაობის მოხსენიების. არამედ ის უფრო ჰგავს ერთგვარ
განწყობას, რომელიც ამა თუ იმ მიზეზების გამო მეცხრამეტე საუკუნის ევროპაში
ტოტალურად გავრცელდა. მიუხედავად საერთო სულისკვეთებისა, რომანტიზმის ტალღა
ევროპის სხვადასხვა ნაწილში სხვანაირად გამოვლინდა, თუმცა, საერთო იყო მთავარი
განწყობა და შემართება, ზემოთ ნახსენები თვალსაჩინო ნიშანი და მის გარდა კიდევ
ისეთი ნიშნებიც, როგორიც არის ტრანსცენდეტლუი სამყაროს გაიდეალება , ყოფითი
ცხოვრებისეული პრობლემების არაფრად ჩაგდების ხარჯზე ირეალური სამყაროს
შემეცნება და საკუთარ თავში მოგზაურობა. რომატიზმში სწორედ სულიერებას ენიჭება
უდიდესი ყურადღება, რადგან სულიერი სამყარო ( რომანტიკოსებისთვის ორი სამყარო
არსებობს, რეალური და ირეალური - სულიერი), ბევრად საინტერესო, უცხო,
ექსცენტრიული და ამაღელვებელია, ვიდრე ეს უბრალო წუთისოფელი. რა თქმა უნდა ,
ყოფითი სამყაროს მიმართ ამგვარ დამოკიდებულებას ადამიანების უმრავლესობა არ
იზიარებდა, და, შესაბამისად, რომანტიკოსები საზოგადოების ნორმებისგან დაშორებულ ,
ანტისოციალურ ინდივიდებად ჩამოყალიბდნენ, რომელებსაც ჩვეულებრივ ადამიანებთან
საერთო ძალიან მცირე ჰქონდათ (ისევ რადიკალური მსოფლმხედველობითი
განსხვავებების გამო). გარდა ამისა, რომატიზმის იდეის გამზარებლებს აერთიანებთ
მეამბოხე სულისკვეთებაც, დაუოკებელი ჟინი არსებული ცხოვრებისეული თუ სულიერი
დაბრკოლებების მიმართ, რომლებიც ერთგვარ წინაღობებს უქმნიან თავისუფლებისკენ
მლტოლველ ადამიანს. ანუ, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ რომანტიზმით შეპყრობილ
ადამიანებს შინაგანი, სულიერი თავისუფლება და უსაზღვრო გრძნობათა სამყაროში
გადაშვების იდეაც მნიშვნელოვან პრიორიტეტად ესახებოდათ . რომანტიკოსების ეს
ერთგვარი საიდენტიფიკაციო ნიშან-თვისებები შეგვიძლია ნათლად დავინახოთ
ქართული რომანტიზმის, და ზოგადად ქართული ლიტერატურის ძალიან საპატიო და
გამოკვეთილ ფიგურაში - ნიკოლოზ ბარათაშვილში. ილია მას ზოგჯერ ბაირონს, ზოგჯერ
კი ჰამლეტს ადარებდა, რადგან ბარათაშვილის პოეზიაში გამოკვეთილია
ეგზისტენციალური პრობლემა. ვფიქრობ, შეგვიძლია მისი ლიტერატურა გავიგოთ
როგორც ერთგვარი საძიებო ღონისძიება, რომელიც საკუთარი თავის სულიერი
მნიშვნელობის და საზღვრების ფუნდამენტურად გაგებას, და, აქედან გამომდინარე ,
ადამიანის გაჩენის და არსებობის მიზეზის დადგენას ემსახურება . რაც შეეხება
თავისუფლების და ჩარჩოების დამსხვრევის იდეას, ბარათაშვილის შემოქმედებაში
ძალიან კაშკაშა იდეაა საზღვრების მოშლის და უკიდეგანო ტრანსცენდეტულ სივრცეში
გაჭრის იდეა. ქართულ ლიტერატურაში თავისუფლების მოპოვების იდეა ძალიან
გაამძაფრა და გამოკვეთა 1832 წლის შეთქმულებამ, რომელიც, სწორედ თავისუფლების
მოსაპოვებელი გაბრძოლება იყო. ამ მოვლენამ გამოიწვია რომანტიზმის დაამკვიდრება ,
ცხადყო მისი თვალსაჩინო როლი (ასევე წარმოშობის მიზეზიც) და გასაგები გახადა მისი
აქტუალურობა. ჩარჩოებისგან და ყოველგვარი ბარიერებისგან გამოთავისუფლების
სიმბოლოდ იქცა ნიკოლოზ ბარათაშვილის „მერანი“. ლექსში გამოხატულია როგორც
უაღრესი დამწუხრება, ასევე უგზო-უკვლო სწრაფვა უსასრულობისკენ. ამგვარად ,
რომანტიზმმა კიედვ უფრო გააღრმავა და გააძლიერა ქართული ხელოვნების
„ინტეგრაციის“ პროცესი დასავლურ კულტურასთან. რომანტიზმი , როგორც სპეციფიკური
ღირებულებების და იდეების ერთობა გახდა გადებული ხიდი ქართულ და დასავლურ
განწყობებს შორის. ალბათ ამგვარი სიახლოვე არც არის გასაკვირი , თუ გავიხსენებთ ,
რომ ქართული რომანტიზმის ერთმნიშვნელოვნად უდიდესი ფიგურის (ბარათაშვილის )
შთაგონების წყარო და იმპულსი იყო სოლომონ დოდაშვილის გადმოცემუი გერმანული
ფილოსოფიის ინტერპრეტაცია. ამის გამო სოლომონს ადრეც და დღესაც ქართული
რომანტიზმის ტალღის მთავარ ინიციატორად მიიჩნევენ.

არცი ისაა გასაკვირი, რომ თანამედროვეობაში რომანტიზმი კვლავ იწვევს დიდ


სიმპათიას და დაინტერესებას როგორც მწერლებში, ისე მხატვრებსა და მუსიკოსებში (და
ხელოვნების სხვა დარგის წარმომადგენლებში). რომანიზმისთვის დამახასიათებელი
უკიდეგანობა და ყოველგვარი ჩარჩოების მონგრევა ამ იდეის ინტერპრეტირების და
ნებისმიერ დროსა და სივრცეში გაცოცხლების პერსპექტივას ნამდვილად იძლევა .
ვფიქრობ, ყოველთვის, როდესაც ისტორიაში იქნება ერთგვარი საკვანძო მომენტები ,
როცა ხელოვნება რომანტიზმისთვის დამახასიათებელ მოვლენებს შეეჩეხება ,
აუცილებლად მოხდება ამ იდეის გადამღერება.

1) https://www.youtube.com/watch?v=7jRzvInL814&ab_channel=LiaKarichashvili
2) https://www.nationaltrust.org.uk/features/what-is-romanticism

You might also like