You are on page 1of 126

ბილეთი 1

1. ოთარ ჭილაძის რომანები

ოთარ ჭილაძე დაიბადა 1930 წელს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო


უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება. სამწერლო ასპარეზზე გამოვიდა
სტუდენტობის წლებში. მისი პირველი ლექსები დაიბეჭდა უნივერსიტეტის
ლიტერატურულ ალმანახში-“პირველი სხივი“.
1956 წელს გამოიცა მწერლის პირველი პოეტური კრებული-„მატარებლები და
მგზავრები“. ამ დროიდან მოყოლებული ქართველმა მკითხველმა მისი
ლექსების,პოემებისა და რომანების არაერთი წიგნი მიიღო,რომელთაც ავტორს დიდი
შემოქმედებითი აღიარება მოუტანეს.
ო.ჭილაძე მწერალთა იმ თაობის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო
წარმომადგენელია, რომელსაც გამორჩეულად მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს
მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ქართული ლიტერატურის ისტორიაში.ეს ის
თაობაა,რომლის უმთავრესი წარმომადგენლები 40-50-იან წლებში გამოვიდნენ
სამწერლო ასპარეზზე.
60-იანი წლებიდან მოყოლებული ამ თაობის მწერალთა შემოქმედებითი ენერგია
იმდენად მძლავრად ვლინდება,რომ ლიტერატურული პროცესის მაგისტრალურ
მიმართულებად მკვიდრდება. სწორედ „სამოციანი“ წლების ამ დიდმა
შემოქმედებითმა წარმატებებმა მისცეს საფუძველი არაერთ მწერალსა და კრიტიკოსს
იმისათვის ,რომ ეს პერიოდი მეოცე საუკუნის ქართული მწერლობის ისტორიაში
რენესანსის,უფრო ზუსტად „პატარა რენესანსის“ ხანად მიეჩნიათ.
ო.ჭილაძის შემოქმედებითი ღვაწლის შეფასების დროს ხაზგასმით უნდა აღინიშნოს
ის დიდი ღვაწლი, რომელიც მას ქართულ მწერლობაში ლირიკული პოემის
დამკვიდრების პროცესის შემდგომი გაღრმავების საქმეში მიუძღვის.
მართალია ო.ჭილაძის პოემებში, განსაკუთრებით კი რომანებში, სიუჟეტი
ხელაღებით უგულებელყოფილი არ არის და მოქმედების განვითარების პროცესის
ჩვენებასაც სათანადო ყურადღება აქვს მიქცეული, მაგრამ ეს ყველაფერი იმდენად
მდორედ და ნაკლებდინამიკურად ხდება,რომ მკითხველის ყურადღება სიუჟეტურ
დრამატიზმზე უფრო მეტად ნაწარმოების სხვა მხარეებზეა კონცენტრირებული,ასე
რომ,მწერლის შემოქმედებაში სიუჟეტს მხოლოდ პირობითად თუ აქვს
შენარჩუნებული კლასიკური დანიშნულება და იგი უფრო აზრის მედიტაციურ-
ფილოსოფიური ფორმით გამოხატვის ეფექტურ საშუალებადაა ქცეული.
ო.ჭილაძის შემოქმედების ქვაკუთხედს მძაფრად გამოვლენილი პატრიოტული
თვალთახედვა წარმოადგენს.
მიუხედავად პოეზიაში მოპოვებული დიდი შემოქმედებითი წარმატებებისა
ჭილაძის ლიტერატურულმა შესაძლებლობებმა განსაკუთრებით ფართო
მასშტაბები,მაინც მხატვრულ ჟანრში შეიძინა.მისი რომანები ქართული პროზის
თვისებრივად ახალ მოვლენად იქცა, ახალი ეტაპის დამამკვიდრებელ ქმნილებებად
მეოცე საუკუნის ჩვენი ლიტერატურის ისტორიაში.
მის რომანებში უმაღლესი მწერლური პროფესიონალიზმით გამოვლინდა
სიტყვიერი მხატვრობისა და ოსტატობის გრძნეულებანი,მოვლენათა ფილოსოფიური
გააზრების ინდივიდუალიზმი, ადამიანის სულიერი სამყაროს წარმოჩენა უღრმესი
ფსიქოლოგიზმით, სიმბოლურ-ალეგორიული სახეებით აზროვნების
განსაკუთრებული ნიჭი, ტროპული მეტყველებისა და აღქმა-წარმოსახვის
ორიგინალური სტილი. მის ქმნილებებში ერთმანეთს შეერწა ეროვნული საფიქრალი
და ზოგადადამიანური პრობლემები,რეალისტური ხედვა და მოვლენათა ფართო
განზოგადებულობითა და ღრმააზროვანი სახე-სიმბოლოებით გამოხატვა.
ყველა ამ ნიშან-თვისებამ მწერლის პირველივე რომანში ჰპოვა გამოვლინება
მხატვრული სრულფასოვნებით. ლიტერატურულმა საზოგადოებამ ,როგორც
ჩვენში ,ისე უცხოეთში, “ გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“ ერთხმად აღიარა ქართული
პროზის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შენაძენად.
„გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“ რთული სახე-სიმბოლოებითა და აზრობრივი
ქვეტექსტებით დატვირთული რომანი რომ არის, ამას მისი პირველივე
გვერდებიდანვეც ნათლად შეიგრძნობს მკითხველი. ყველაფერი იმით იწყება,რომ
კოლხეთის უძლეველი სამეფოს დედაქალაქ ვანს,რომლის სახელ-დიდება მთელ
ქვეყნიერებას მოსდებია,განდგომას უწყებს ზღვა.ზღვის უკუქცევის
პროცესი,რომელიც ნაწარმოებში მოქმედების განვითარების მთელ მანძილზე
გრძელდება,მწერლის მიერ გააზრებულია,როგორც ქვეყნის სახელმწიფოებრივი
ძლიერებისა და ზნეობრივ-ადამიანური სიწმინდეების ნგრევისა და ხელყოფის
სიმბოლური გამოვლინება.
ზღვის უკუქცევის დაწყება რომანში შემთხვევით არ უკავშირდება პირველი
გადამთიელის მოსვლასა და დამკიდრებას კოლხეთში. ზღვის შეუმცდარმა ალღომ
თითქოს ერთბაშად იგრძნო,ის დიდი საფრთხე,რომელიც ამით საავდრო
ღრუბელივით გაჩნდა კოლხეთის ძლევამოსილი სახელმწიფოს მოწმენდილ ცაზე.
ასე იწყება რომანის მიხედვით,კოლხეთის სახელმწიფოებრივი ძლიერების რღვევის
ტრაგიკული პროცესი. ო.ჭილაძის ნაწარმოების უმთავრესი ღირსება ის არის,რომ
მასში მაღალი სიტყვიერი ხელოვნებითა და ღრმააზროვანი განზოგადებულობითაა
ნაჩვენები იმ „დიდი ცოდვის“ არსი ,რამაც იმჟამინდელი მსოფლიოს ერთ-ერთი
ძლიერი სახელმწიფო ეროვნული და ზნეობრივი დეგრადირების უფსკრულში
გადაჩეხა.ეს ყველაფერი რომანში ღრმააზროვანი სახე-სიმბოლოებითა და
ქვეტექსტური მინიშნებებითაა აღწერილი.
ეს რომ ნამდვილად ასეა,ამას რომანის სიუჟეტურ საფუძვლად ქცეული მედეას
მითოლოგიური ამბის ავტორისეული წარმოსახვაც ნათლად ადასტურებს. არსებითი
სიახლე, რითაც ძველი კოლხეთისა და მის ლეგენდარულ მკვიდრთა ყოფა-ცხოვრების
ამსახველი ეს ღრმააზროვანი წიგნი ხასიათდება ,იმაში მდგომარეობს ,რომ მწერალმა
ჩამოაცილა მას ზღაპრულობის საბურველი.მის მიერ დახატული პერსონაჟები
ყოველდღიური ცხოვრების ორომტრიალში აქტიურად ჩართულ პიროვნებებად
გვევლინებიან.
მწერალი მძაფრად გამოვლენილი ეროვნულ-პატრიოტული თვალთახედვით
წარმოაჩენს იმ დიდ ტრაგედიას ,რომელიც ძველი კოლხეთის სამეფოში დატრიალდა
მედეას მიერ ჩადენილი ღალატის შემდეგ. არგონავტებისა და მედეას რომანტიკული
თავგადასავლის ჭილაძისეულ ვარიანტში მთავარი „მედეას ზურგს უკან დარჩენილი
ქვეყნის ტკივილის „ გამოხატვაა. მედეას უკან კი ერთ დროს ძლიერი და სახელოვანი
ანტიკური კოლხეთის მზე ბნელდებოდა.
რომანზე საუბრის დროს ხაზგასმით უნდა აღინიშნოს მოვლენათა წარმოსახვა
მკვეთრად გამოხატული ეროვნულ-პატრიოტული თვალთახედვით. ნაწარმოების
მთავარ მოქმედ გმირთა ტრაგიკულ ცხოვრებისეულ ბედს მწერალი, უპირველეს
ყოვლისა, სწორეს ამ პოზიციებიდან წარმოსახავს და წარმოაჩენს იმ ტრაგედიის არსს,
რამაც კოლხეთის ძლევამოსილი სამეფოს ძლიერებას საფუძველი შეურყია.
ეს რომანი გეოგრაფიულადაც და დროული თვალსაზრისითაც ვრცელი მასშტაბების
მომცველი ნაწარმოებია. მწერალი თითქოს თავისებურ თანაავტორადაც კი იხდის
მკითხველს და გაბედულადაა მინდობილი მის ფანტაზიას,ალღოს და წარმოსახვის
უნარს.
ო.ჭილაძის რომანის სტილურ სპეციფიკას ორი,ერთმანეთისაგან არსებითად
განხვავებული მხარის, ბუნებრივი შერწყმა-შეხამება წარმოქმნის-ერთის მხრივ
მითოლოგიურ-ლეგენდარული სინამდვილის გამიწიერება და მეორეს მხრივ კი ,
სადაც ამას მსოფლმხედველობრივი თვალსაზრისით საჭიროდ თვლის, სახე-
სიმბოლოებით სინამდვილის გაზღაპრება და მოქმედების განვითარება მისივე
წარმოსახულ ილუზიურ სამყაროში.ო.ჭილაძის ამ რომანმა,რომელიც პირველი იყო,
ჩვენშიც და უცხოეთშიც ფართო რეზონანსი მოიპოვა.
მისი მეორე რომანი არის -„ყოველმან ჩემმან მპოველმან“. ეს რომანი თავიდანვე იქცა
მძაფრი ლიტერატურული ინტერესების საგნად,იგი დიდმნიშვნელოვანი შენაძენია
არა მარტო მწერლის შემოქმედებისა,არამედ მთელი ქართული პროზისა , ის არის
თვისებრივად ახალ ტენდენციათა დამამკვიდრებელი ფილოსოფიური რომანი.
„ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ ე.წ. საოჯახო რომანია,რომელშიც მწერალმა
მაკაბელების ოჯახის ოთხი თაობის თავგადასავალი მოგვითხრო,მაგრამ მაკაბელების
ოჯახისა და მასთან დაკავშირებულ ადამიანთა ამ დრამატულ და ცრემლიან
თავგადასავალში იმავდროულად ზოგადადამიანური ცოდვა-მადლიცა და ეროვნულ-
ეპოქალური სინამდვილის შთამბეჭდავი წახნაგებიც წარმოჩინდება განზოგადებული
ფორმით. მაკაბელების ოჯახი ამ თვალსაზრისით ის მოკროსამყაროა ,რომელშიც
მთელი ადამიანური ცხოვრების ჭირ-ვარამი ირეკლება.
მწერალი ტრაგიკული სიმძაფრით გვიჩვენებს ,როგორ თრგუნავს და აბეჩავებს
აღზევებული ბოროტება უძლურ სიკეთეს.სიძულვილი ძირს უთხრის ტრადიციულ
ოჯახურ სათნოებასა და სიწმინდეს. ავტორი ამის მიზეზად სხვა ფაქტორებთან
ერთად მიიჩნევს ეროვნული და მემკვიდრეობითი ფესვებისაგან ადამიანის
მოწყვეტას.სწორედ ასეთი ადამიანია ქაიხოსრო მაკაბელი. სხვისი გვარის
მისაკუთრებითა და თავისი წარმომავლობის ზურგის შექცევით მან არა მარტო
საკუთარი პიროვნება გაწირა სასიკვდილოდ ,არამედ მისი შთამომავალნიც აქცია
გზასაცდენილ ადამიანებად.
მიუხედავად უამრავი უზნეო და ბოროტი ადამიანის დახატვისა აქ მაინც ვხედავთ
გამობრწყინებულ იმედს. ნაწარმოების უმთავრესი ღირსება ალბათ სწორედ ამ
ოპტიმისტური რწმენის გაღვივებაა მკითხველთა გულში.რწმენა იმისა რომ თვით
ასეთ ადამიანების გულშიც კი შეიძლება გაღვივდეს სიკეთის თესლი და დაითრგუნოს
ბოროტება. ამის მაგალითად გამოდგება ალექსანდრე მაკაბელი.მწერალი გვიჩვენებს
მისი ზნეობრივი განწმენდისა და სულიერი ამაღლების რთულ პროცესს,რაც
საბოლოოდ ციმბირის კატორღიდან მის მიერ პატარა მართას დახსნითა და
საქართველოში ჩამოყვანით დაგვირგვინდა.
ო.ჭილაძე აქაც არ არღვევს მისივე შემოქმედებით ტრადიციას და რომანის
პერსონაჟთა ცხოვრებისეულ ხვედრს უწინარეს ყოვლისა ეროვნული თვათვახედვით
სჯის და იაზრებს. მწერლის ყველა გმირს სამშობლოსადმი ერთგვაროვანი
დამოკიდებულება არ აქვს , მათი ეროვნულ-პატრიოტული თვალთახედვა არაა
სწორხაზოვანი და მძაფრი შინაგანი წინააღმდეგობებითაც ხასიათდება. მაგალითად
ანას პირველი ქმარი ორი თვის შერთულ ცოლს ტოვებს და ომში მიდის
სამშობლოსათვის, ქაიხოსრო კი საქვეყნო ინტერესების დასაცავად ერთ ნაბიჯსაც არ
გადადგამს.
ჭილაძის ამ რომანში პატრიოტიზმი აბსტრაქტული განსჯის საგანი არ არის და ამ
გრძნობის გამოვლინებას მწერალი სისხლხორცეულად უკავშირებს იმ მნიშვნელოვან
მოვლენებს,რომლებიც ნაწარმოებში ასახული ეპოქის საქართველოსა და რუსეთის
იმპერიაში ხდებოდა. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ნიკოსა და მისი კატორღელი
თანამებრძოლების ამბავი.ნიკო მაღალი იდეალის აღსრულებისთვის დაიღუპა. ნიკოს
და მისი მეუღლის საფლავებთან დაჩოქილი კატორღელები ძმის სანახავად ჩასულ
ალექსანდრეს ასეთი სიტყვებით მიმართავენ:“ ამ საფლავებიდან ხელახლა უნდა
დაიბადოს საქართველო, ახალი საქართველო, მართასავით ნორჩი ,მართასავით
ჭკვიანი და ძლიერი“.
ნიკოს სიკვდილის შემდეგ მისი იდეებისა და ზნეკეთილობის მემკვიდრედ მისივე
ფესვზე ამოზრდილი ექვსიოდე წლის მართა რჩება,რომელიც კატორღაში დაიბადა და
რომელსაც მშობლების სიკვდილის შემდეგ იქ მყოფები მფარველობდნენ. ასე იქცა
მართა იმედის ,რწმენის,მიზნისა და ოცნების განსახიერებად.
რომანი კომპოზიციურად შეკრული არ არის მოქმედების მსვლელობაში ახალ
პერსონაჟთა შემოსვლისა და ძველების თანდათანობით გასვლის პროცესი
ფაქტობრივად მთელი რომანის მანძილზე მიმდინარეობს. ავტორი ყველა მათგანის
ცხოვრებისეული ბედით იმდენად ინტერესდება ,რამდენადაც ისინი ამ სამყაროს
შეცნობაში გვეხმარებიან.
მაგალითად ანა ,ზოგიერთმა კრიტიკოსმა საქართველოს ალეგორიად მიიჩნია.
როგორც ვიცით ,მისი მეუღლის დაღუპვის შემდეგ ის ჯერ მოძალადე თათარმა
გახადა ხასად ,შემდეგ კი ეროვნულ ფესვებს მოწყვეტილმა ნაქართველარმა მაიორმა
ქაიხოსრო მაჩაბემლა შეირთო ცოლად.
ქაიხოსრო გვევლინება ისეთ ადამიანად, რომელმაც ახალ დროში ,ახალ ისტორიულ
ვითარებაში გადარჩენის ელემენტარული,ბიოლოგიური გზა აირჩია.
ანას პირველი ქმარი არაა ჩართული მოქმედების პროცესში უშუალოდ ,მაგრამ მისი
წმინდა და ნათელი სახე ბოლომდე გასდევს ნაწარმოებს ,როგორც სიმბოლო
თავდადებული მამულიშვილის და ადამიანური კეთილშობილებით სავსე
პიროვნებისა.
ანა-საქართველოს ტრაგიკული მდგომარეობის განცდას კიდევ უფრო ამძაფრებს,
მისი ერთადერთი მემკვიდრის უმწეობა და უსუსურობა. მწერალი მის სახელს
ყოველთვის კნინობითი ფორმით-გიორგათი მოიხსენიებს.იგი უმწეოდ იხდის ქედს
თათრის წინაშე.
ამ მოვლენების აღნიშვნასთან ერთად ,არც ის უნდა დავივიწყოთ ,რომ უკეთურების
ამ წიაღში სიკეთის თესლიც ღვივდება და იმედის ნერგიც აღმოცენდება, სწორედ ამ
ნერგის ფუნქციას ასრულებს რომანში პატარა მართა,რომელიც ბიძას ჩამოჰყავს
სამშობლოში.
უნდა აღინიშნოს ,რომ ო.ჭილაძის რომანებს გასართობად, დროის მოსაკლავად და
თავის შესაქცევად ვერ წაიკითხავ. მეტად რთული და ღრმააზროვანი სახე-
სიმბოლოებით,მაღალი სიტყვიერი პროფესიონალიზმითა და ლიტერატურული
აკადემიზმით „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“ ,ისევე როგორც მწერლის სხვა რომანები,
ე.წ. ელიტარული მკითხველისათვის გამიზნული მხატვრული ქმნილებანია.
2. შიო არაგვისპირელის შემოქმედების ძირითადი პრობლემატიკა

მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსა და მეოცე საუკუნის დასაწყისის ქართული პროზის


განვითარებაში დიდი ადგილი უჭირავს შიო არაგვისპირელის შემოქმედებას. მან
სხარტი, მოკლე ნოველებით სწრაფად მიიქცია მკითხველთა ყურადღება და
საყოველთაო მოწონებაც დაიმსახურა.
შიო არაგვისპირელი დაიბადა 1867 წელს არაგვის ხეობაში, სოფელ ქარისხევში,
მოხუცი მღვდლის ზაქარია დედაბრიშვილის ოჯახში. მან განათლების მიღება
თბილისის სასულირო სასწავლებელში დაიწყო, შემდეგ ვარშავაში გააგრძელა და 1895
წელს ვეტერინარის დიპლომით დაბრუნდა სამშობლოში. მან ცხოვრებისაგან ბევრი
დარტყმა მიიღო და სწორედ ამით აიხსნება მის შემოქმედებაში გაბატონებული
ქუფრი ფერი და უსასოო პესიმიზმი. შიო არაგვისპირელი გარდაიცვალა 1926 წელს და
დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
ფრიად საინტერესოა ის ლიტერატული ატმოსფერო, რომელიც სუფევდა შიო
არაგვისპირელის გამოჩენის ჟამს. იგი ერთი იმათთაგანი გახლავთ, რომელმაც სცადა
ახალ დროს ფორმითაც და შინაარსითაც მისსადაგებოდა. ამ შემთხვევაში, მისთვის,
როგორც შემოქმედისთვის, სათქმელის გამოსახატავად ყველაზე მოქნილი და ტევადი
ჟანრი ნოველა აღმოჩნდა. იგი მხოლოდ ნოველებს წერდა და სათქმელსაც მხოლოდ ამ
ჟანრის მომარჯვებით ამბობდა.
ცნობილია, რომ მეცხრამეტე საუკუნის ქართული ლიტერატურა ორ წყევლა-
კრულვიან საკითხს დასტრიალებდა დაჟინებული ყურადღებით - ეროვნულსა და
სოციალურს. მარადიული ღირებულების ფილოსოფიური კითხვები მხოლოდ აქა იქ
თუ გაიელვებდნენ და არაგვისპირელი იყო სწორედ პირველი მწერალი ვინც
კვლევის, ძიებისა და დაკვირვების საგნად ადამიანის „შიშველი სული“ გაიხადა. იგი
ადამიანის გარშემო ტრიალებს, მისი ბედისწერა აღონებს და აწუხებს, მისი შინაგანი
მექანიზმის გაგება სწყურია.
შ.არაგვისპირელის ლიტერატურული მემკვიდრეობა მოცულობით არ არის დიდი
მწერალს დაახლოებით 30 წლის მანძილზე 80 პროზაული ნაწარმოები დაუწერია, იგი
მათში ნაი-ნაირ პრობლემებს წამოაყენებს და შესაძლებლობის ფარგლებში გადასჭრის
კიდეც. აქაა ადამიანის შიშველი სულის კვლევა ეროვნული და სოციალური
საკითხები, სიყვარულის პრობლემა და საზოგადოებისა და პიროვნების
ურთიერთობა, ცხოვრების არსზე დაფიქრება და მრავალი სხვაც.
შეიძლება გამოიყოს ოთხი ძირითადი თემა მის შემოქმედებაში:
1)ადამიანის რაობა და საზოგადოებასთან მისი დამოკიდებულების საკითხი.
2)სიყვარულის ცნებასთან დაკავშირებული მოტივები.
3)გლეხკაცის საკითხი. გლეხკაცის უუფლებო და დაბეჩავებული მდგომარეობა.
4) ეროვნული თვითშეგნების საკითხი.
ნოველა, რომლითაც ჩვეულებრივ იხსნება ხოლმე შ. არაგვისპირელის თხზულებათა
კრებულები და რომელიც ქრონოლოგიურადაც ყველაზე ადრინდელად ივარაუდება
გახლავთ „ესაა ჩვენი ცხოვრება“. საინტერესოა, რომ დასათაურება ამ ნოველისა
მოკლედ, მაგრამ ხატოვნად გადმოგვცემს არსს არაგვისპირელის მთელი
შემოქმედებისა, ამ შემთხვევაში სკეპტიკურ-ირონიული და სევდიანი ტონი მეტ-
ნაკლებად ვრცელდება დანარჩენ ნაწარმოებებზეც. ნოველის შინაარსი ასეთია:
გლეხებს საახალწლოდ შეშა გაუყიდნიათ ქალაქში და ახლა, საჩუქრებით
დატვირთულებს, შინისაკენ მიეჩქარებათ, რათა ჯალაბთან ერთად გაათენონ შობა,
მაგრამ გზაზე მოხდება უბედური შემთხვევა ურემს ვიღაც „დიდი კაცის“ ეტლი
დაეჯახება და ახალგაზრდა მეურმე სიმნო დაიღუპება. ყურებჩამოყრილი გლეხები
დასცქერიან მის ცხედარს. მერე ერთი გულმდუღრად წამოიძახებს: „ესაა ჩვენი
ცხოვრება“. მწერალმა ამ თხზულებაში უკვე მონიშნა თავისი შემოქმედების
ძირითადი არსი: ადამიანის ცხოვრება ამ უსასოო სამყაროში არაფრად ღირს, არაფერს
ნიშნავს, წამიერ შემთხვევაზეა დამყარებული.
საინტერესოა ის ,რომ ავტორმა გარდაცვლილი სიმნოს და მთელი ამ უბედურების
მოწმედ მთელი პლანეტის მაცქერალი მთვარე გაჰხადა, რომელიც გულგრილად
დაჰყურებს მიცვალებულს და თითქოს მის ამხანაგებს ეუბნება:რას ჩაგიქინდრავთ
თავები მაგ ერთი მღილისთვის,მაშ მე რაღა ვქნა ,როდესაც ჩემს თვალწინ
უსამართლოდ დახოცილი ხალხის სისხლის მორევები დგებაო.
აღსანიშნავია ნოველა „გმადლობ უფალო გმადლობ“, რომელიც პირველი პირითაა
დაწერილი გარკვეული პირობითობის დაშვებით. მთხრობელს, მოულოდნელად,
უზენაესისაგან გულთმხილავობის ნიჭი მიეცემა. „ადამიანის გული ჩემთვის
დაფარული არ არის... სულ უღრმესი, დაფარული და უჩინარი თვალწინ
გადამეშლება“ ამბობს მთხრობელი. მაგრამ ის დაინახავს რომ ეკლესიაში შესულიი
ყველა ადამიანს მხოლოდ ცუდი უდევს გულში, ბოროტება, ღალატი, დაუნდობლობა
შური და ეს აწუხებს, ძალზედ აშფოთებს მთხრობელს. მივა ერთი ქალი რომელმაც
თურმე ბავშვი მუცლად ყოფნის დროს მოიშორა ,დაბადა ,ნაადრევად მოკლა და
წყალში ჩააგდო. მაგრამ ეკლესიაში ცოდვათა მოსანანიებლად კი არ მოსულა არამედ
ღმერთს შესთხოვს მისი ამ დღეში ჩამაგდებელისათვის სამაგიეროს გადახდას. შემდეგ
მოდის პატიოსანი სახელის მქონე ქალი, რომელსაც გულში ორპირობა და სიცრუე
უდევს. ქალი, რომელიც ღმერთს ქმრისაგან დიდიხნით განშორებას თხოვს რადგან
თვითონ სხვისი სიყვარული ჩავარდნია გულში. ბოლოს დაინახავს რომ მასთან
მიდიან მისი დედა და ცოლი და გულმხურვალედ შესთხოვს უფალს რათა მათგანაც
ასეთი გულისნადები არ მოისმინოს. უნდა დაავიწყდეს ეს გრძნობა უნდა
გათავისუფლდეს ამ ნიჭისაგან და მათგანაც არ გაიგოს ასეთი სიცრუე და ბოროტება,
მაგრამ საბოლოოდ გამოსავალი აღარ დარჩება გარდა დამბაჩისა. მწერალი ნოველას
იმით ასრულებს რომ მთხრობელს გამოეღვიძება და ამ ყველაფერს სიზმრად ნახავს
თურმე, მაგრამ ცხადია აქ წარმოდგენილია კვლავ ადამიანის საშინელი, ბნელი მხარე,
მისი ორპირობა, გაუტანლობა, ღალატი ერთმანეთისა და სხვა მანკიერებები.
ისევე როგორც ყველა დიდ შემოქმედს შ.არაგვისპირელსაც აქვს დათმობილი დრო
სიყვარულის თემაზე შესრულებული ნაწარმოებებისთვის. ოღონდ ის სიყვარულს
სრულიად სხვა კუთხით განიხილავს. მისი აზრით, სიყვარული თურმე,
რუსთველისაგან ასე სასტიკად გაკიცხული“დღეს ერთი უნდეს, ხვალე სხვა“ ყოფილა,
მხოლოდ სექსუალური, ბიოლოგიური ლტოლვა და მეტი არაფერი, მაგრამ
ადამიანები თავიანთი თვალთმაქცური ბუნების გამო ძალზე გულმოდგინედ
ცდილობენ ამის დამალვას. მის სასიყვარულო ნოველებში ცოლები ატყუებენ ქმრებს,
ქმრები- ცოლებს, შეყვარებულები კი როგორც წესი ერთმანეთის ღალატში ატარებენ
დროს.
აღსანიშნავია მისი ნოველა „ყველა დავკარგე“იგი მწერლის ცხოვრებისა და
შემოქმედების უკანასკნელ ხანას ეკუთვნის ერთი მთლიანი და მოზღვავებული
ნაღვარია სიყვარულისა. ამ რომანში უკვე ვეღარ ვხვდებით მწერლის
გამანადგურებელ სკეპტიციზმსა და უარყოფას სიყვარულისას.
მწერალი გულწრფელად თავზარდაცემულია რომ ადამიანი სწორედ ასეთია და არა
სხვანაირი, იგი ნიშს კი არ უგებს ადამიანს, არამედ სწუხს, მაგრამ გამოსავალს ვერ
ხედავს და არც ხვალინდელი დღე ესახება საიმედოდ, რადგან ასე იყო და ასე იქნება,
ესაა ჩვენი ცხოვრება.
ნოველა იწყება იმით, რომ ახალგაზრდა ქალი ცხვარს უდგია და ჩაფიქრებულია,
გადაცქერის გარემოს და ფიქრობს თავის სიყვარულზე, იხსენებს მასთან ერთად ამ
ლამაზ ადგილებში გატარებულ საამურ დროს და დანაღვლიანებულია ,რადგან მისი
სიყვარული ჯარში წასულა და მის შესახებ არაფერი იცის. ამ დროს გზად გამოივლის
ერთი ახალგაზრდა ჯარისკაცი ბარამი. ქალი გამოელაპარაკება მას და ბოლოს დიდი
მორიდებულობის მიუხედავად ჰკითხავს თავისი სატრფოს, ნინიას შესახებ. ბარამიც
უპასუხებს რომ კარგადაა ნინია კარგს ჭამს, კარგს სვამს და ქალებთანაც ერთობა. ქალი
წყენით მიუგებს ამას ნინია არ იზამსო მაგრამ ფიქრები მოსვენებას არ აძლევენ.
ბოლოს გადაწყევტს წავიდეს და ნახოს თავისი სატრფო.
შემდეგ მოქმედება ხდება პატარა დუქანში, სადაც ნინია და თავისი მეგობრები
გასართობად მისულან, ქალების გვერდით, რომელნიც მთვრალები არიან განცხრომას
მისცემიან, ნინიას საკოცნელად ერთი ქალი გაიწევს ნინიაც დააპირებს კოცნას და ამ
დროს პატარა ,ყმაწვილის ფორმაში ჩაცმული უცნობი „უნამუსოო „დაიძახებს და
ლამისაა ქალს ხელი დაარტყას. ამ დროს ნინია და ბარამი ყმაწვილს შეუტევენ
ყმაწვილი კი იტყვის -ნინიავ მამკალ, მამკალ ამ სიცოცხლეს სიკვდილი მირჩევნიაო.
ნინიას გაუკვირდება საიდან მიცნობო და ბოლოს ყმაწვილი ეტყვის -„ვეღარა სცან
შენი მაროო“. ნინია გამოერკვევა, ყველაფერს მიხვდება და მოსახვევად გაიწევს,
მაგრამ მარო მიუგებს რომ მისი აღარაა და ის ქალი ლოშნოს ურჩევნია. მარო გაიქცევა
უკანმიუხედავად გარბის და მიადგება არაგვის ნაპირს. დაფიქრდება და მიხვდება
რომ ყველა დაკარგა ,აღარაფერი დარჩენია და გადაეშვება არაგვის მორევში.
აქ კარგად გამოჩნდა ადამიანის ბოროტი სული, იმ ადამინისა რომელსაც შეუძლია
სასიკვდილოდ გაიმეტოს ცხოვრების სიყვარული, მარტო დატოვოს, უღალატოს, არ
დაინდოს საკუთარი სიამოვნების გამო, მაგრამ ეს რეალობაა და „ესაა ჩვენი
ცხოვრება“.
მნიშვნელოვანია ნოველა- „ხითხითებს და ხითხითებს“. ნოველის სტრუქტურა სამ
პერსონაჟზეა აწყობილი - ანა (ცოლი), ქაიხოსრო (ქმარი) და მიტრო (ქალის
საყვარელი). ანა და მიტრო ერთმანეთზე არიან შეყვარებულები და ამას ქაიხოსროს, რა
თქმა უნდა, უმალავენ. ქაიხოსრო ერთხელაც მათთან დაპატიჟებს მიტროს. მიტროც
განმარტოვდება თუ არა ანასთან, მოინდომებს მის კოცნას, რის გამოც ანასგან სილას
მიიღებს, სრულიად მოულოდნელს, და ასევე ლანძღავს, ასევე სრულიად
მოულოდნელს. ამის შემდეგ კი ქაიხოსრო მას სახლიდან აგდებს.
გაივლის დრო და ჯერ ქაიხოსროსგან, ხოლო შემდეგ ანასგან მიტროს მოდის
წერილი. ქაიხოსრო მას პატიებას სთხოვს და კვლავ ეპატიჟება, ხოლო ანას წერილში
ნათქვამია, რომ ეს იმიტომ გააკეთა, რადგან მაშინ, როცა მიტრო მისკენ გადმოიწია
საკოცნელად, ანამ დაინახა ოთახში შემომავალი ქაიხოსრო და ქმრის დასანახად
გააწნა სილა საყვარელს, რათა ქმარს რამე არ ეეჭვა - საბოლოოდ ყველაფერი
დამაჯერებლად გამოუვიდა კიდეც.
ნოველის სათაური გარკვეული ირონიაა და მკითხველი იბნევა კიდეც - ვის
მიემართება ეს სიტყვები, ვინ ხითხითებს - ქმარი, ცოლი თუ საყვარელი?
საინტერესოა ნოველა-„ახალიწლის ღამეს“. მთავარი პერსონაჟები არიან გიგოლა ,
მაგდანა და მათი შვილი შაქრო.
ნოველის შინაარსი შემდეგნაირია: გიგოლა ავადმყოფობს და მისი დღეები
დათვლილია, ამას ხვდება მისი ცოლი მაგდანაც,რომელიც საახალწლო სამზადისშია
და თან ქმარზე ფიქრი არ შორდება.ამავე დროს გიგოლაც მწარე ფიქრებშია წასული,
მას არ ასვენებს იმაზე ფიქრი რომ მისი სიკვდილის შემდეგ მაგდანა სხვას გაჰყვება
ცოლად,თუმცა იმასაც ხვდება რომ ისე ვერ შეძლებს ოჯახის რჩენას და ამის
გათვალისწინებით ვეღარ ამტყუნებს ცოლს.
გიგოლას გარდაცვალებამდე ცოლ-ქმარი ერთმანეთს ეალერსება,საინტერესოა ის
რომ სიკვდილამდე ბაიშოყის ხმა გაისმის ,თითქოს იგი არის სიკვდილის მაუწყებელი.
როგორც ვხედავთ, შიო არაგვისპირელმა აქ წარმოგვიდგინა ადამიანის რეალური
სახე, მისი ეჭვიანი ბუნება .
შიო არაგვისპირელის შემოქმედება საკმაოდ უხვია სოფლის ნაირნაირი სურათების
აღწერით. მწერალს, ეტყობა, საგანგებო მიზნად დაუსახავს ორი საუკუნის მიჯნაზე
მყოფი გლეხკაცის სოციალური და ფსიქოლოგიური სატკივარის თვალნათლივ
გამომზეურება. ამ თემაზე შექმნილ ნოველების უმრავლესობას ავტორის მიერ აქვს
მინაწერი „ფსიქოლოგიური ეტიუდი“, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ მწერალს მიზნად
აქვს არა მაინცდამაინც სოციალური ურთიერთობათა კვლევა, არამედ პერსონაჟთა
სულის ფსიქოლოგიური ანალიზი.
„ ადე ჩამოვიდა „ -შიმშილით გასავათებული გოგია მეწისქვილე ელოდება
საფქვავს ,რათა მინდი აიღოს და დაპურდეს. ბოლოს გამოჩნდება პატარა ტომსიკით
გეგე და ეუბნება „დროით დამიფქვი თორემ შინ სახლობა შიმშილით მელისო“-
ეტყვის მეწისქვილეს, თვითონ კი თვალის მოტყუებას შეუდგება. მეწისქვილეს
ტანჯვაც აქედან იწყება. ნახევარ კოდ საფქვავში მინდი როგორ აიღოს? არადა
შიმშილით ლამის თვალთ დაუბნელდეს. და აი, მასში იღვიძებს მხეცი. ნაჯახს
ჰკიდებს ხელს, რათა სიცოცხლეს გამოასალმოს მძინარე გეგე და საფქვავს მთლიანად
დაეპატრონოს, მაგრამ ბოლო წამებში მხეცურ ინსტიქტს მაინც ადამიანური საწყისი
გადასძლევს და იგი ფეხის წაკვრით გააღვიძებს გეგეს: „ადე შენი საფქვავი
ჩამოვიდაო“. აქ საინტერესოა,რომ მკვლელობისკენ გოგიას ქვა და წყალი
მოუწოდებენ,აქეზებენ.
ამ ნოველით მწერალმა გვიჩვენა ,თუ სადამდე შეიძლება მიიყვანოს ადამიანი
სიღარიბემ,ულუკმაპურობამ,როგორ შეიძლება მასში გააღვიძოს მხეცი.
საინტერესოა ნოველა“ჩემი ბრალი არ არის ღმერთო „ ნოველაში დახატულია
უბრალო გლეხი დათუა შრომიშვილი და მისი უბედურება, რომელშიც ჩააგდო ისაკა
ჭიმიაშვილმა. ეს იყო კაცი, რომელსაც ერთ დროს სარჩო ენატრებოდა,მაგრამ შემდეგ
ტყუილით, ცბიერებით, ღალატით ,სიძუნწით შეძლო ქონების მოგრვება და ახლაც
სოფელში საწყალ გლეხებს ატყუებდა ,აჯერებდა ვითომ მათ მამა-პაპას ვალი
ემართათ ისაკასი და ქონებას ძალავდა. ასე დაემართა საწყალ დათუასაც. ისაკას
თვალში ჰქონდა ამოღებული დათუას ვენახი და იმდენი ქნა ბოლოს მაინც მიითვისა.
დათუას სასამართლოში უჩივლა და მოწმეებიც მოისყიდა, რათა დათუას წინააღმდეგ
მიეცათ სიტყვა. საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული დათუა ბოლოს მაინც
გამტყუნდა და წაართვეს ერთადერთი საბადებელი ვენახი. ბოლოს ჩანს დათუას
მძიმე განცდები ,რომელიც მთავრის შუქზე მძინარე ცოლ -შვილს დასცქერის და
ფიქრობს რომ დღეიდან ისინი შიმშლით დაეხოცება, რა უნდა ქნას, რა მოიმოქმედოს.
ამ დროს შემოესმევა სიმღერის ხმა ისაკას სახლიდან ,რომელიც გამარჯვებას ზეიმობს
და მისი მოთმინების ფიალაც აივსება მივა ისაკასთან ერთს წამოიძახებს „ჩემი ბრალი
არ არის ღმერთოო“ და მოკლავს.
ესაა სურათი რომელიც გვიხატავს უბრალო გლეხს ,რომელიც ტყუილმა და
ბოროტებამ ცოდვილად აქცია. იმდენად გაამწარა რომ ადამინის სიცოცხლეზეც კი
ააღებინა ხელი და კაცი მოაკვლევინა. ესაა არსებული რეალობა,, ‘ესაა ჩვენი
ცხოვრება“.
იგივე თემას ვხედავთ ნოველაში-„ ღმერთო დაილოცოს შენი სამართალი“. აქ
მთავარი პერსონაჟია მალხაზი,გლეხი, რომლის ვენახს და მოსავალსაც სხვა
დაჰპატრონებია.ეს სხვა არის ბაღო და მისი ოჯახი. ნოველაში ვხედავთ თუ როგორ
შეჰყურებს მალხაზი მისი ნაშრომ-ნაწვალები მოსავლის სხვათა მიერ მითვისებას.
ეროვნულ თემატიკას ვხედავთ ნოველებში-„მიწა“ და „ჩემი სამშობლო ჩემი გულია“ .
აღსანიშნავია ნოველა „მიწა“. მკითხველმა არ იცის რატომ დაიჭირეს ბერა, ან
ციმბირში გადასახლება რატომ მიუსაჯეს. ჩვენ მას ვეცნობით სულ მცირე მონაკვეთში,
როცა გაჩხრეკის დროს ჯიბეში ცხვირსახოცში გახვეულ „მშობლიურ მიწას“ უპოვნიან
და გადაუყრიან. მიწის გადაყრასთან დაკავშირებული რეაქცია მკითხველის წინაშე
უცებ გადაშლის ბერას „შიშველ სულს“, სულს ქართველ გლეხი კაცისას, რომელიც
ყოველთვის მჭიდროდ იყო დაკავშირებული მშობლიურ მიწა-წყალთან და მისი
დაცვისა და შენახვის ინსტიქტი ძვალ-რბილში ჰქონდა გამჯდარი. სწორედ ბერას
მსგავსმა ჩვეულებრივმა ადამიანებმა საკუთარი სისხლისა და სიცოცხლის ფასად
შეინარჩუნეს საქართველო. მწერალი ცდილობს ბერას იდეალიზაციას და მისგან
ეროვნული გმირის გამოყვანას.ასეთი უნდა იყოს ყველა ნორმალური ქართველი.
სულ სხვა ვითარება გვაქვს ნოველაში- „ჩემი სამშობლო ჩემი გულია“- აქ მთავარ
პერსონაჟებად გვევლინებიან ინტელიგენტები:ქართველი ქალი მარო და პოლონელი
ზდისლავ პშივალსკი. მათ შეუყვარდებათ ერთმანეთი და აი პოლონელის გულში
იწყება ბრძოლა: ის ხედავს რომ მარო სამშობლოს თავდადებულად მოყვარე
ქალია,ხედავს და ჰგონია,რომ მე რაც არ უნდა ვუყვარდე სამშობლოს თავს ვერ
დაანებებს, მე კიდევ ჩემს პოლონეთს ვერ მოვშორდები და ამიტომ ჩვენი სიყვარული
უბედური და განწირული იქნებაო... მაგრამ ერთი საუბრის დროს, ქალმა მარტივად
უპასუხა:“მაგას რად ჰფიქრობ, ჩემი სამშობლო ჩემი გულია და სადაც მე
ვიქნები ,სამშობლოც იქ იქნება.სადაც გინდა იქ წამოვალ.ყველაფერს დავივიწყებო.“
პოლონელმა ამ დროს ქალის თვალებში პირუტყვი დაინახა და თქვა : ჩვენი ქალები
სულ სხვას ამბობენ ამ შემთხვევაში:“ ჩემი გული ჩემი სამშობლოსია და თუ ჩემი
სამშობლო არ იქნება, ნურც ჩემი გული იქნებაო“. აი ასე ფიქრობენ ჩვენი
ქალები ,..მაგრამ მგონი ქართველი კაცებიც მაროს ეთანხმებიანო.
ასე მთავრდება ნოველა. თავის დროზე, ამ უმკაცრესმა განაჩენმა დიდად ააღელვა
ინტელიგენტ ქართველ ქალთა (და არამარტო ქალთა) საზოგადოება.ხალხი
გაწყრა,თუმცა ზოგნი მიიჩნევდნენ,რომ ეს სიმართლე იყო.
პარალელი აშკარაა: გლეხი ბერა თავს სწირავს ერთი მუჭა მშობლიური
მიწისათვის,ინტელიგენტი მარო კი დაუფიქრებლად ანაცვლებს სამშობლოს
ინტერესებს პირად,ქვენა სურვილებს.
შიო არაგვისპირელის ნოველისტიკა არ არის მრავალფეროვანი, არის მრავალი
ნაკლოვანებებიც. ხშირად არ არის დაცული ნოველისთვის დამახასიათებელი
სიტყვის ეკონომიურობა და სიზუსტე, ხშირად შევხვდებით გადაჭარბებულობასაც,
მაგრამ ამ ნოველებს და შიო არაგვისპირელს მაინც უდიდესი ადგილი უჭირავს
მეცხრამეტე საუკუნის დასასრულისა და მეოცე საუკუნის დასაწყისის ქართულ
ლიტერატურაში.
ბილეთი 2

1. ცნობიერების ნაკადი ჭოლა ლომთათიძის პროზაში

ჭოლა ლომთათიძე 1879 წელს დაიბადა ოზურგეთის


მაზრის სოფელ მეწიეთში (ამჟამინდელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი),
შეძლებული გლეხის ბიბონ ლომთათიძის ოჯახში. ოჯახში შვიდი ბავშვი
იზრდებოდა, ბიბონი ძირითადად ოჯახს ვაჭრობით არჩენდა, ასევე დიდად
ეხმარებოდა უფროსი ძმა ილარიონი, რომელიც ოზურგეთში ცხოვრობდა,
უცოლშვილო იყო და შეძლებული. ჭოლა 9 წლის ასაკში დედით დაობლდა.
1895 წელს მიიღეს ქუთაისის სამეურნეო სკოლაში, მაგრამ მალე დაითხოვეს
მოსწავლეთა გაფიცვებში მონაწილეობისათვის. ქუთაისში დაუახლოვდა
ლიტერატურულ-საზოგადოებრივ წრეებს და აქტიურად ჩაება მათ
საქმიანობაში. 1898 წელს გაემგზავრა ხარკოვში და გახდა სამეურნეო სკოლის
თავისუფალი მსმენელი, მაგრამ რევულუციურ გამოსვლებში ჩაბმულმა
ახალგაზრდამ სასწავლებელი ვერ დაამთავრა.
ჭოლა ლომთათიძე მძიმედ დაავადებული და ფიზიკურად
დაუძლურებული 1912 წელს მოათავსეს სარატოვის დავრდომილთა
თავშესაფარში. იქ გარდაიცვალა იგი 1915 წელს, 5 ნოემბერს.
ლიტერატურული კრიტიკაში არაერთი მოსაზრება არსებობს ჭოლა ლომთათიძის
ლიტერატურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი მათგანი მის
შემოქმედებაში „ცნობიერების ნაკადის“ არსებობაა. შემთხვევითი არ უნდა იყოს ის
ფაქტი, რომ ნოე ჟორდანია მას „ჩვენს გამსუნს“ უწოდებს, რომელიც ყველა დროის
ერთ-ერთი საინტერესო ფსიქოლოგი მწერალია.
როგორც სერგი ჭილაია აღნიშნავს, ჭოლა ლომთათიძესთან ვხვდებით ე.წ
„დუმილის ფილოსოფიას.“ ამ მხრივ ძალზე საინტერესოა „სახრჩობელის წინაშე“ და
„უსათაურო“.
მოთხრობა „სახრჩობელის წინაშე“ პიროვნების სულიერი განცდებისა და
მისწრაფებების ღრმა ფსიქოლოგიზმის წარმოსახვით გამოირჩევა. ამ ნაწარმოებში
პატიმარი მწერალი დაჰყურებს ეზოში აღმართულ სახრჩობელას და თან ფიქრობს :
„ისე ნათლად, ისე უბრალოდ დავინახე, რომ ეს უაზრობაა, რომ ეს შესაძლებელია,
რომ ადამიანის მოკვლა არ ვარგა, რომ... საკმაო იყო იმათთვის ამეხსნა ყველაფერი,
როგორც მე მესმოდა და ისინი გაიღვიძებდნენ, თვალებს ამოიფშვეტდნენ, დიდი
განცვიფრებით შეაჩერდებოდნენ სახრჩობელას, ზურგზე ხელებგაკრულ ადამიანს,
ჯალათს გაწითლდებოდნენ და მეტი არაფერი, და წავიდოდნენ სახლში შვილებთან,
საყვარელ არსებებთან... საკმაო იყო გამეღო პირი და მეთქვა, იმათთვის, ის, რასაც
ვგრძნობ, რასაც ვგრძნობ და, რასაც ვხატავდი. მაგრამ გავაღე თუ არა პირი, დავიწყე
თუ არა ლაპარაკი, ახირებული რამ მოხდა. „შენ რას იგონებ, შენ... - მომესმა მე
პასუხად: - შენ თვითონ რამდენი ხანია ჩამოსახრჩობი ხარ !..“
აღნიშნულში იკვეთება, თუ რაოდენ ძლიერია ცნობიერების ნაკადი; იმდენადაც კი,
რომ რეალურ სამყაროში ადამიანს არ გამოსდის მისი ვერბალური მატერიალიზაცია.
ამ მხრივ საინტერესოა ის მონაკვეთიც, როდესაც ჯეირან ვარდოსანიძეს უნდა ტახტის
ქვეშ შეძრომა და ჯალათისგან გადარჩეენა იმის ფიქრის გარეშე, რომ ეს არ შეშვენის
მებრძოლს. ამ შემთხვევაში მას ფიქრიც არ ემორჩილება და ცნობიერში დალექილი
შიში მოქმედებს.
ადამიანის უტყვი ბუნება ნათლად ჩანს „უსათაუროში“ რევოლუციონერ ქალს სურს
რა გადასცეს თანამებრძოლს თავისი ღრმა განცდა, კარგა ხნის საუბრის შემდეგ
იძულებულია, დასვას კითხვა: „მიხვდი?“ რაზედაც იღებს პასუხს: „ვერაფერსაც ვერ
მივხვდი“. ამას მოსდევს ქალის კვნესა: „რად, რად არის ადამიანი ასეთი
უტყვი?..შესაბამისად, ჭოლა ფიქრობს, რომ დუმილით უფრო მეტის თქმა შეიძლება,
ვიდრე სიტყვებით. როგორც მეტერლინგი იტყოდა, „სიტყვა არასდროს გამოხატავს
ურთიერთობას არსებათა შორის. რამდენადაც ნაკლებად მონაწილეობს სიტყვა
ადამიანთა ურთიერთობაში, იმდენად უფრო ნათლად იციან ადამიანებმა
ერთმანეთის: ბაგეს, ენას იმდენად შეუძლია განახორციელოს სული, რამდენადაც
კატალოგის წარწერას, ან ნომერს - სურათი, მაგრამ როდესაც ჩვენ ნამდვილად გვინდა,
რამე გავაგებინოთ ერთმანეთს, იძულებული ვართ, ვდუმდეთ“.
მოთხრობაში „საპყრობილეში“ საინტერესოა, როგორ ბოჭავს ცნობიერება დედის
სითბოს მოწყურებულ პატიმარ დროზდოვს, რომელსაც არ შეუძლია სიყვარული
გამოხატოს მშობლისადმი; თუმცა სიტყვებგარეშეც იკვეთება დედისადმი ფაქიზი
დამოკიდებულება.
გავიხსენოთ მოთხრობა „დუმილი“, სადაც ლირიკული გმირი ცოლისა და მეგობრის
სამიჯნურო პაემანის თვითმხილველი ხდება; ხედავს, თუ როგორ საუბრობენ ისინი
დუმილით და აღნიშნავს, ეს დუმილი სიმღერით საუბარი იყოო, თუმცა იგი
ყოველთვის როდია სიკეთის მომტანი. მაგალთად, ჭოლას „შიშში“ ხალხი გონების
დუმილის მსხვერპლია. ცნობიერში არსებული შიში მათ არ აძლევს ნორმალური
ცხოვრების საშუალებას. მწერალი ღრმა ფსიქოლოგიზმით წარმოაჩენს ფასადის მიღმა
არსებულ მეორე სინამდვილესაც, რომელიც განსხვავდება იდეოლოგიური
ცალმხრივობისგან თავისუფალი რეალიზმისგან;
ბოლოს დავასრულებს ჭოლა ლომთათიძისავე სიტყვებით, რომელიც
დუმილისადმია მიმართული: „ჩვენ ერთი არსება ვართ ახლა, ჩვენ ერთი ვართ, ჩვენში
ერთი სულია და ერთანეთზე გადახვეული, განუყრელი ვართ მუდამ, მუდამ!
ერთმანეთის ვართ. ჩვენთვის არაფერი ერთმანეთისთვის დამალული არ არის და ჩვენ
არ გვრცხვენია ერთმანეთის იმიტომ, რომ ერთი არსება ვართ“ („დუმილი“).
2. ქართული სიმბოლისტური პოეზია

სიმბოლიზმი, როგორც ლიტერატურული მიმდინარეობა, პირველად საფრანგეთში


წარმოიშვა. სიმბოლიზმის ესთეტიკა, რომელიც რეალიზმისა და ნატურალიზმის
წინააღმდეგ იყო მიმართული, ჯერ კიდევ XIX საუკუნის 60-70-იანი წლების ბოლოს
ჩაისახა ვერლენის, ს. მალარმეს, ლოტრე ამონისა და ა. რემბოს შემოქმედებაში, მაგრამ
სიმბოლისტთა დაჯგუფება მხოლოდ 80-იანი წლების შუა ხანებში შეიქმნა და 1898
წლამდე (მალარმეს სიკვდილამდე) იარსება.
ტერმინი „სიმბოლიზმი“, როგორც ლიტერატურული მიმდინარეობის
სახელწოდება, პირველად ფრანგმა პოეტმა ჟან მორეასმა გამოიყენა. სიმბოლიზმის
წინამორბედთა შორის მორეასი ფრანგი მწერლებიდან, პირველ რიგში, ასახელებს
შარლ ბოდლერს, უცხოელებიდან კი დანტესა და შექსპირს.
საქართველოში სიმბოლიზმის ისტორია 1916 წლიდან იწყება, როდესაც „ცისფერი
ყანწების“ ორდენის სახელით ცნობილმა ლიტერატურულმა დაჯგუფებამ ქ.
ქუთაისში თავისი პირველი პერიოდული ორგანო, ჟურნალი „ცისფერი ყანწები“
გამოსცა. ჟურნალში დაბეჭდილი „პირველთქმა“ მის რედაქტორს, პაოლო იაშვილს,
ეკუთვნოდა. ქართველ სიმბოლისტთა ჯგუფმა ფორმალურად 15 წელი იარსება,
თუმცა რეალურად მათმა არსებობამ 8 წელი გასტანა. ეს იყო საქართველოში პირველი
ლიტერატურული დაჯგუფება. მის შემადგენლობაში შედიოდნენ: პაოლო იაშვილი,
ტიციან ტაბიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, კოლაუ ნადირაძე და სხვები. 1918
წლიდან შეემატნენ: გიორგი ლეონიძე, სერგო კლდიაშვილი, შალვა აფხაიძე და
სხვები. მათ ძალიან უნდოდათ მათ ორდენში ერთი ქალიც ყოფილიყო და რადგან
ქალი არ აღმოჩნდა, მათ გამოიგონეს იგი (ელენე დარიანი, რომლის სახელითაც
პაოლო იაშვილი ლექსებსაც თხზავდა).
ქართველმა სიმბოლისტებმა, ევროპელი და რუსი სიმბოლისტების მსგავსად,
ქადაგება დაიწყეს ორი სამყაროს - რეალური და ირეალურის - შესახებ. მათი აზრით,
ეს რეალური სინამდვილე ყალბია, მიღმა ქვეყნის მოჩვენებითი ფორმა. ცისფერ
ყანწელებმა ქვეყნიერების ასახვის რეალისტურ მეთოდს დაუპირისპირეს
სიმბოლიზმის მეთოდი - მიღმა ქვეყნის განჭვრეტა სიმბოლოების საშუალებით.
„მოვლენათა სწორი ასახვა საქმეა ფოტოგრაფის და მეცნიერების... მოვლენების იქით
საგნები იზმორებიან უცხონი...პოეზია და რელიგია იხედებიან მოვლენათა გადაღმა
და მათთვის საჭირო შეიქმნა ათვისების და გამოთქმის ახალი ფორმები...“ ამბობს
ვალერიან გაფრინდაშვილი.
აქედან გამოგვაქვს დასკვნა, რომ პოეზიის სამყაროა მეორე სამყარო,საიქიო. ამის
მიხედვით კი სიმბოლო უნდა გახდეს კავშირი, ხიდი ამ ორ ქვეყანას შორის.
„თავის უკვდავ სონეტში „შესაბამისობები“, რომელიც სიმბოლიზმის მთელ
თეორიას შეიცავს, ბოდლერი ამბობს: „... ხელოვნებაში ერთმანეთს ხვდება ორი
წინააღმდეგი მოვლენა - მახინჯი და ლამაზი და ამ მისტიური შეხვედრიდან იბადება
ახალი ესთეტიკა...“ წერს ვ. გაფრინდაშვილი.
„... თვალის მაგიერ შენ ძვირფას ქვას მუდამ ატარებ,
რომ მე ყოველთვის ვიოცნებო ხელოვნურ თვალზე“. („ქალს ჩაჯენილი თვალით“)
ეს სტრიქონები ვ. გაფრინდაშვილს ეკუთვნის.
მისტიციზმის, რელიგიის, ბოჰემის, სიმახინჯის აპოლოგია ცისფერყანწელების
პოეზიის კუთვნილებად იქცა. ვ. გაფრინდაშვილი წერდა, რომ დღეს პოეზიას ქმნის
ბოჰემა, რომელმაც გარდაქმნა თავისი სიღარიბე და კეთილშობილ აჩრდილად აქცია
სიგიჟე და თვითმკვლელობა. ეს გაფრინდაშვილის შემოქმედებაზეც აისახა: ბოჰემის,
სიგიჟის, სიკვდილის აპოლოგიაა გამოხატული მის ლექსში „ბოჰემის მონოლოგი“:
„სამარცხვინოა პოეტისთვის სხვა კარიერა,
გარდა თვითმკვლელობის.
არ მსურს ვიყო ვიქტორ ჰიუგო ან აკაკი,
მე მირჩევნია დავიღუპო როგორც ბოჰემა...“
საინტერესოა, აგრეთვე, სიმახინჯის მიმართ სიმბოლისტ პოეტთა თავისებური
დამოკიდებულება. ვალერიან გაფრინდაშვილი წერდა: „ლამაზი უშუალოა და
პრიმიტიული, მახინჯი რთულია და სიმბოლური... მახინჯი, როგორც უცნაურობის
წყურვილი, არის ხიდი სინამდვილესა და საიქიოს შორის...“ მახინჯი თითქოს
რაღაცნაირად ირაციონალურთან აახლოებდა პოეტებს.
შ. აფხაიძე აცხადებს, რომ „ცისფერიყანწელების“ გამოსვლა იყო ახალი პოეტური
შეგრძნება სამყაროსი. მანამდე თუ მისტიკურ ლექსად ცხადდებოდა უძვლო
სიტყვების კორიანტელი და ისტერიული ტირილი, მისტიკის ნამდვილი შინაგანი
განცდა ყანწელებმა მოგვცეს.
რაკი ქართველმა სიმბოლისტებმა ფრანგი და რუსი სიმბოლისტების მსგავსად,
მწერლობის ამოცანად დასახეს ჩვეულებრივი მხედველობითა და სმენით
მიუწვდომელი სამყაროს - საიქიოს გამოხატვა, ბუნებრივია, ჩვეულებრივი
თვალისათვის შეუცნობელის შეცნობა უჩვეულო, მწერლობისათვის მანამდე უცნობი
საშუალებებით უნდა მომხდარიყო. ეს ხან სიმბოლოები იყო, ხან განგებ დანიშნული
და გაუგებარი ქიმერები. ამ გზით მათ მწერლობას გამოაცხადეს რჩეულთა
კუთვნილებად, ვიწრო წრის საკუთრებად, მწერლობა გამიჯნეს ხალხისაგან,
პოლიტიკისაგან და რეალიზმის წინააღმდეგ დაიწყეს ლაშქრობა.
ორეულების, მოჩვენებებისა და ლანდების გვერდით ქართველმა სიმბოლისტებმა
პოეზიაში დაასახელეს მითი. 1922 წელს ვ. გაფრინდაშვილმა მის მიერ
გამოქვეყნებულ ყანწელების დეკლარაციაში დაწერა: „ყველაზე უფრო დიდი მითი
ახალი დროისა იყო ქრისტე... წარმართულმა და ქრისტიანულმა მითოლოგიამ
დაკარგა თავისი კავშირი ჩვენს შეგნებასთან და პოეტებიც სხვა ობიექტებს ეძებენ
თავიანთი შემოქმედებისთვის... ღმერთების ადგილს იჭერენ პოეტები და ძველი
ანტიკური გმირების ადგილს იკავებენ ახალი გმირები“. იქმნება ახალი მითოლოგია,
რომლის გმირები არიან არა მარტო ღმერთები, არამედ პოეტები და მათგან შექმნილი
მანეკენები. ეს იყო მცდელობა მწერლობა გაეთავისუფლებინათ საზოგადოების
სამსახურისაგან. ეს და სინამდვილის უარყოფა იყო ძიება ხსნისა იმ სოციალური და
პოლიტიკური განწყობილებიდან, რომელიც რეაქციისა და პირველი მსოფლიო ომის
წლებში გამეფდა საზოგადოებაში.
ცისფერყანწელებმა ქართული მწერლობის ტრადიციებთან დამოკიდებულების
საკითხი მას შემდეგ დააყენეს, რაც ისინი ჟურნალ „ცისფერი ყანწების“
გამოსვლისთანავე კოსმოპოლიტებად და ნიჰილისტებად გამოაცხადეს. თავის ერთ-
ერთ წერილში ტაბიძე ცისფერყანწელების წინამორბედებად აცხადებს რუსთაველს,
ბესიკს, ვაჟა-ფშაველას... ყანწელებმა მიზნად დაისახეს ქართული ლექსის განახლება
„მსოფლიო პოეზიის რადიუსით“. ყანწელებისა და მოდერნისტების უმრავლესობას
განათლება ევროპაში ჰქონდათ მიღებული. „ქართველ ევროპელებში“ უნდა
მოვიხსენიოთ: პ. იაშვილი, ლ. გუდიაშვილი, კ. გამსახურდია, ნ. ლორთქიფანიძე და
სხვები.
სიმბოლიზმი ყველა ქვეყანაში იყო რეაქცია ნატურალიზმის წინააღმდეგ და
ანალოგიური ვითარება იყო ჩვენშიც . ქართულ მწერლობაში ილიას, აკაკის, ვაჟას
შემდეგ მოძალებულმა ენობრივმა ნატურალიზმმა, უნიჭო ეპიგონებმა შეაფერხეს
ქართული მწერლობის აღმავლობა.
ცისფერყანწელები ცდილობდნენ ევროპული მოდერნისტული სკოლისათვის
ქართული, ეროვნული ნიადაგი მოეძებნათ.
საკუთარი მწყობრი პოლიტიკური კონცეფცია „ყანწელებს“ არასოდეს ჰქონიათ,
ისინი ხან ერთ პოლიტიკურ ჯგუფს მიეკედლებოდნენ, ხან მეორეს.
ქართველ სიმბოლისტთა შემოქმედებიდან არასოდეს ყოფილა სრულებით
გამოთიშული პატრიოტიზმის, საზოგადოებრივი ლირიკის, თუნდაც რევოლუციის
თემები და მოტივები.
ქართულ სიმბოლისტურ პოეზიას ერთობლივად ქმნიდნენ ჩვენი ლიტერატურული
ცხოვრების ღირსეული წარმომადგენლები. ( აქ ცოტა რაღაცას პაოლოდან
დავამატებთ, ცოტას ტიციანიდან და სხვებიდანაც ცოტ-ცოტას, გაფრინდაშვილზე
რაც მიწერია ეგ გვეყოფა).
„ცისფერყანწელების“ პერიოდულ ორგანოთა წინამორბედად უნდა მივიჩნიოთ
„ოქროს ვერძი“. ეს იყო ყოველკვირეული ჟურნალი, რომელიც გამოვიდა 1913 წელს,
ქუთაისში. მისი რედაქტორ-გამომცემელი იყო ბესარიონ ჯაიანი, ფაქტობრივი
რედაქტორი კი პაოლო იაშვილი. ჟურნალში თანამშრომლობდნენ კ. გამსახურდია, გ.
ტაბიძე, პ. იაშვილი, ტ. ტაბიძე, ნ. ლორთქიფანიძე და სხვები; აქ გამოქვეყნდა
გალაკტიონის „მე და ღამე“, გრიგოლ რობაქიძის უმშვენიერესი თეთრი ლექსი
„ფიორდების ასულს“ და მრავალი სხვა...
ცისფერყანწელთა ერთ-ერთ პერიოდულ ორგანოს წარმოადგენდა ყოველთვიური
ჟურნალი „მეოცნებე ნიამორები“. გამოდიოდა 1919-1924 წლებში, თბილისში.
ჟურნალში თანამშრომლობდნენ ვ. გაფრინდაშვილი, ტ. ტაბიძე, პ. იაშვილი, შ.
აფხაიძე და სხვები. აქ გამოქვეყნდა ისეთი შესანიშნავი ლექსები, როგორიცაა,
მაგალითად, გრიგოლ რობაქიძის „დიდი შუადღე“, „წმინდა ნინო“ და სხვები.
აქვე უნდა მოვიხსენიოთ, ყოველკვირეული ლიტერატურული და საინფორმაციო
გაზეთი „ბახტრიონი“, რომელიც გამოდიოდა 1922-1923 წლებში, თბილისში.
თანამშრომლობდნენ ტ. ტაბიძე, ვ. გაფრინდაშვილი, პ. იაშვილი, შ. აფხაიძე და
სხვები. გაზეთში იბეჭდებოდა ლექსები, მინიატურები, კრიტიკული წერილები. მისი
რედაქტორი იყო გიორგი ლეონიძე.
და მაინც, ქართველ სიმბოლისტთა გაერთიანება თვითდამკვიდრებას იწყებს
„ცისფერიყანწების“ გამოცემით. ჟურნალი გამოდიოდა ქუთაისში 1916 წელს. სულ
გამოიცა ჟურნალის ორი ნომერი. მასში დაიბეჭდა გრიგოლ რობაქიძის, გალაკტიონ
ტაბიძის, ვალერიან გაფრინდაშვილის, პაოლო იაშვილის, ელენე დარიანის, კოლაუ
ნადირაძისა და სხვათა ლექსები. ასევე, ნიკო ლორთქიფანიძისა და სანდრო
ცირეკიძის მინიატურები.
ბილეთი 3

1. გრიგოლ რობაქიძის რომანები

საბჭოთა ხელისუფლებამ გრიგოლ რობაქიძის წინააღმედგ სასტიკი და ამორალური


კამპანია წამოიწყო, პრესაში იბეჭდებოდა წერილები, რომლებშიც მწერალს
"სოციალისტური სამშობლოს მოღალატეს", "ფაშისტს" უწოდებდნენ. საბჭოთა
კავშირში აიკრძალა მისი ყველა ნაწარმოები. ფაშიზმთან ერთად, რაც არ უნდა
პარადოქსული იყოს, ხელისუფლებას ეშინოდა მისი პატრიოტული იდეოლოგიის,
რადგან გრიგოლ რობაქიძის მწერლობაში ყოველთვის იგრძნობოდა დიდი
პატრიოტული მუხტი. მწერალმა კომუნისტური რეჟიმის პირობებში 10 წელი
იცხოვრა. საქართველოში შეიქმნა მისი რომანი "გველის პერანგი", პიესები: "ლონდა",
"მალშტრემი", "ლამარა", (რომლებიც კოტე მარჯანიშვილმა დადგა რუსთაველის
თეატრის სცენაზე), ლექსები, პუბლიცისტურ–კრიტიკული წერილები. საქართველოს
ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის შემდეგ გრიგოლ რობაქიძე მუდმივად
იდევნებოდა საბჭოთა სახელმწიფოს რეპრესიული აპარატის მიერ. 1931 წლიდან იგი
პოლიტიკურ ემიგრაციაშია, ცხოვრობდა გერმანიასა და შვეიცარიაში. გრიგოლ
რობაქიძე ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ერთ–ერთი თვალსაჩინო მოღვაწე
იყო, სარგებლობდა დიდი ავტორიტეტით ქართველ ემიგრანტთა შორის.
შემოქმედებითი კუთხით მეტად ნაყოფიერი იყო გერმანიაში გატარებული წლები.
1931-1945 წლებში გერმანულად გამოქვეყნდა "მეგი", "ჩაკლული სული",
"ქალღმერთის ძახილი", "გრაალის მცველნი", "დემონი და მითოსი". ევროპულ
პრესაში ხშირად იბეჭდებოდა გრიგოლ რობაქიძის ლექსები, ლიტერატურული და
პოლიტიკური წერილები, ესეები. დიდი პოპულარობა მოიპოვა გერმანულ და სხვა
ენებზე მრავალგზის გამოცემულმა კრებულმა "კავკასიური ნოველები".
გრ.რობაქიძის ორიგინალურ განუმეორებელ როლს ჩვენი კულტურის წინაშე
განაპირობებს მისი არტისტული, რომანტიკული დამოკიდებულება
მოვლენებისადმი, ჭიდილი ქართულ სიტყვასთან, რწმენა საქართველოს
თავისუფლებისა.
,,გველის პერანგი’’- სოციალურ-ალეგორიული რომანია,გვიამბობს პირველი
მსოფლიო ომისა და ოქტომბრის რევოლუციის პერიოდის მსოფლიო ამბებზე და ამ
პროცესში საქართველოს მონაწილეობის მომენტზე.რომანზე ზოგი ამბობდა რომ ის
იყო ანტილიტერატურა, ზოგი კი დიდ ლიტერატურულ გზას
უწინასწარმეტყველებდა.
შინაარსი ასეთია,სპარსეთის ქალაქ ჰამადანში,არჩიბალდ მეკეში,თავის
საყვარელთან ერთად,ოლგა ბალაშოვასთან ერთად მოგზაურობს,ერთ-ერთ
რესტორანში გაიგონა სიმღერა,რომელიც ეუცხოვა,მივიდა სუფრასთან და გააოცა
უცხო ჩაცმულობამ.იგი სუფრასთან მიიწვიეს,მოქეიფენი ქართველები
აღმოჩნდნენ,არჩიბალდმა ახლოს გაიცნო ვამეხი და სერგი პეტრიძე.სახლში მისულს
ქართველებზე ფიქრი არ ასვენებდა,მას გაახსენდება მამის დანატოვარი ყუთი
წარწერით,,გახსენი,როცა ერთი ფიქრით იქნები ლითონივით სავსე’’.მან გახსნა ყუთი
და აღმოაჩინა ნაწყვეტი ქრონიკები ირუბაქიძეთა გვარის ცხოვრებიდან.ეს ხანძთელის
დროინდელი უძველესი გვარია.ირუბაქიძე იხსნებს,თუ როგორ გადააგდო ცოლი
ხრამში,როცა მტრები მოსდევდნენ მათ.შემდეგ იგებს რომ მეთევზეებმა შეიფარეს და
თავს იკლავს.
ამ ქრონიკებით ავტორი პირად ცხოვრებაზე გვიამბობს,მისი გვარი წარმომდგარა
ირუბაქიძეთა თავადური გვარიდან,ისინი კახეთში მაყაშვილებად იწოდებიან,
არჩიბალდი საკუთარი ფესვების ძიებამ მიიყვანა საქართველოში,ოლგა შეეწირება მის
გადარჩენას, ბოლოს არჩიბალდი საირმეში შეხვდება მამას,რაც საკმაოდ ტრაგიკულია.
ბოლოს ირკვევა რომ,კაცი რომელმაც მამაპაპური ხმალი იცნო თამაზ მაყაშვილია. იგი
უკანასკნელმა აღტკინებამ სიკვდილის კარამდე მიიყვანა.
რომანს თავიდან ბოლომდე გასდევს ქართული სულის უკვდავების,ქართული
გენის განსაკუთრებულობის გრიგოლისეული კონცეფცია. ,,გველის პერანგი’’ 1926
წელს დაიწერა,ამ დროს რომელიმე ერის განსაკუთრებულობაზე სიტყვის დაძრა
რასიზმის მიმდევრობად ითვლებოდა.
რომანი ,,ჩაკლული სული’’ 1932 წელს ემიგრაციაში დაიწერა გერმანულ
ენაზე.ნაწარმოები კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგია,ამ ნაწარმოებით რობაქიძემ
იწინასწარმეტყველა 1937 წელი.
მთავარი პერსონაჟი თამაზ ენგურია,ის ნიჭიერი ახალგაზრდა მწერალია,მუშაობს
კინოსტუდიის სასცენარო განყოფილებაში და არ მოსწონს ახალფეხადგმული კინოს
პოლიტიკური აგიტაციის საშუალებად გადაქცევა.ის თავისუფალი ხელოვნების
მომხრეა.მის შეხედულებებს არ იზიარებენ მასთან შემთხვევით დაახლოებული
თანამდებობის პირები,ბერზინი და ქართველი პოეტი ნიკო ბრეგაძე,თამაზს
გვერდით უდგას საცოლე ნატა.ერთხელ ნადირობისას ბერზინი გაბრაზდა,ლენინზე
რატომ არ კითხულობთ,ისე იქცევით თითქოს თქვენთან არ ყოფილა
რევოლუციაო.დიახ არ ყოფილა,სააკაძის ნაკვალევზე ფეხს ვერ მოიკიდებს
რევოლუციაო,პასუხს აძლევს თამაზ ენგურის მეგობარი,ლევანი.
მოგვიანებით თამაზს ავალებენ საბჭოთა კავშირის 10 წლის თავს
მისალმებოდა,სადაც ის რევოლუციას სისხლის გამოშვებას უწოდებს,ასევე ვინმე
პეტროვს ათხოვებს დოსტოევსკის წიგნს,სადაც წერია,რომ ჯუღა რკინის წინდას
ნიშნავს.თამაზს და ლევანს აპატიმრებენ,ორსული ნატა კი ცდილობს თამაზის
გადარჩენას,ბერზინი რომელიც ნატაზეა შეყვარებული,დახმარებას სთავაზობს
მას,თუმცა მოგვიანებით მასაც იჭერენ.
შემდგომ,თამაზს ნებისყოფა უმტყუნებს და ერთ-ერთ დაკითხვაზე გასცემს თავის
მეგობარ ლევანს,რის გამოც მას დახვრეტენ,თამაზის კი ათავისუფლებენ,იმიტომ რომ
გამყიდველის ტიტული ატაროს.ლევანის ოჯახმა არ იცის,რომ იგი ცოცხალი
აღარაა.საბოლოოდ ტამაზი თავის მოკვლას გადაწყვეტს,თუმცა ლევანის ძაღლი
გადაარჩენს და მოაბრუნებს სიცოცხლისკენ.
,,ჩაკლულ სულში’’ მთელი სიცხადით იკვეთება ინტელიგენციის უმძიმესი ყოფა და
წითელი ტერორისტების მიერ თავისუფლების ჩაკლული სული.
რობაქიძის ემიგრაციაში დაწერილი რომანებიდან ასევე გამოირჩევა:,,ფალსეტრა’’ და
,,გრაალის მცველნი’’.
2. 20-იანი წლების ლიტერატურული დაჯგუფებანი

ლიტერატურის ისტორიის პერიოდებად დაყოფა პირობითია და ხშირად


უხერხულობა ახლავს თან. იმგვარ დაყოფას, როგორიცაა, ძველი, ახალი და უახლესი
ლიტერატურა, დღემდე ჰყავს როგორც მომხრენი, ასევე მოწინააღმდეგენი.
მკვლევართა ერთი ნაწილი მე-20 საუკუნის (უახლეს) ქართულ ლიტერატურას მე-19
საუკუნის 90-იანი წლებიდან იწყებს, თუმცა ამგვარი ქრონოლოგია მოხდა არა
ლიტერატურული პროცესების განხილვის შედეგად, არამედ სოციალურ-
პოლიტიკური მოვლენების ანალიზის საფუძველზე(მესამე დასის დამკვიდრება,
კაპიტალისტური წყობის აღმავლობა, მარქსისტული იდეების გავრცელება).
მკვლევრებს ქრონოლოგია ლიტერატურის განვითარების კუთხით რომ
დაელაგებინათ, განსხვავებულ შედეგს მივიღებდით, რადგან მე-19 საუკუნის ბოლოს
არ მომხდარა არსებითი ცვლილება, რასაც ახალი ეპოქის დასაწყისად მივიჩნევდით.
უახლესი ქართული ლიტერატურის საწყის პერიოდზე დღემდე მიმდინარეობს
დავა, ამასთანავე გასათვალისწინებელია გალაქტიონის სიტყვები: ,,წიწამურთან, რომ
მოკლეს ილია მაშინ ეპოქა გათავდა დიდი.’’_ ახალ საწყისს კი 1908 წელს, თავის
პირველ გამოსვლათან აკავშირებს, მიუხედავად ამ სიტყვების სუბიექტური
ხასიათისა, ეს თარიღები სიმბოლური მნიშვნელობის მქონედ დამკვიდრდა
ლიტერატურაში.
1890-1900 წლების საქართველოში სამი უმთავრესი საზოგადოებრივ-
პოლიტიკური მიმდინარეობა არსებობდა. ქვეყნის სამომავლო განვითარებისთვის
მნიშვნელოვან მიმართულებას ქმნიდნენ ,,სამოციანელები’’ (ილია, აკაკი, ნ.ნიკოლაძე,
ი.გოგებაშვილი) 80-იანი წლებიდან კი უკვე ვაჟა-ფშაველა და ალ.ყაზბეგი, შემდეგ მათ
მიემტნენ კლდიაშვილი, ვ.ბარნოვი, შ.არაგვისპირელი, კ.მაყაშვილი, კ.აბაშიძე.
მეორე ჯგუფს ,,ხალხოსნები’’ ქმნიდნენ, მათ რიგებში იყვნენ ე.გაბაშვილი,
ნ.ლომოური, ს.მგალობლიშვილი.
პოლიტიკურ ძალთაგან მასშტაბებითა და აგრესიით ,,მესამედასი’’ გამოირჩეოდა,
რომელთა ისტორიაც 1892 წლიდან იწყება. ისინი ეკონომიკური წინსვლის
დაპირებით ატყუებდნენ ხალხს და ნიჰილიზმს ქადაგებდნენ, რის გამოც მათ
,,თერგდალეულები’’დაუპირისპირდნენ და ილიამ მათ ,,მარქსიზმის თუთიყუშები „
შეარქვა. მათ შემდეგ ილიას წინააღმდეგ გააფთრებით იბრძოდნენ სოციალ-
დემოკრატები, რაც ილიას სიკვდილით დასრულდა. ილიას მკვლელებთან 12 წელი
შეკრული იყო ირ.ევდოშვილი, მაგრამ მკვლელობის შემდეგ მიხვდა დანაშაულს და
მოინანია.
ტრაგიკული მოვლენების მიუხედავად, ამ პერიოდის ლიტერატურა მაინც
ცდილობდა განვითარების ახალ სტადიაში შესვლას. 20-იან წლებში ქართული
რომანისტიკა მნიშვნელოვნად ვითარდება, ამ პერიოდში იწერება: ,,თეთრი
საყელო’’, ,,გველის პერანგი’’, ,,დიონისოს ღიმილი’’, ,,კვაჭი კვაჭანტირაძე’’.
20-იანი წლების დაჯგუფებათა შორის განსაკუთრებით გამოირჩეოდა:
,,ცისფერყანწელები’’, აკადემიური ასოციაცია, ფუტურისტები და პროლეტარული
მწერლობა.
,,ცისფერყანწელები’’- პაოლო იაშვილმა 10-იან წლებში პარიზიდან სიმბოლისტთა
პოეტური კრებულები ჩამოიტანა,ეს მიმდინარეობა უარყოფს ლოზუნგს-,,ხელოვნება
ხალხისთვის’’. სიმბოლისტები აცხადებდნენ,რომ არაა საჭირო ხელოვნების ნიმუში
ყველას ესმოდეს,ის სიმბოლოებით უნდა აზროვნებდეს,1913 წელს მათ გამოსცეს
ჟურნალი ,,ოქროს ვერძი’’, 1916 წელს კი ,,ცისფერი ყანწები’’. ჟურნალში
თავდაპირველად დაბეჭდილი ლექსები არ წარმოადგენდნენ მაღალი
ლიტერატურული ღირსების მქონე ნიმუშებს,ჯურნამლა მეორე გამოცემიდანვე
შეწყვიტა არსებობა,მაგრამ ორდენი განაგრძობდა არსებობას ამ მიმდინარეობის სხვა
გამოცემებში.
1922 წელს იქმნება ფუტურისტულ-მემარცხენეთა ორდენი, რომლის
შემადგენლობაში იყვნენ: ს.ჩიქოვანი, ა.ბელიაშვილი, დ.გაჩეჩილაძე... მათი
მისწრაფება, თვისობრივად განეახლებინათ ქართული მწერლობა, ფორმალურ
ძიებათა ფარგლებს ვერ გასცდა.
1921 წელს,ხელისუფლების იდეოლოგიურ სამსახურში ჩამდგარ მწერლებს
ეწოდათ- ,,პროლეტარული მწერლები’’, მათ რამოდენიმე გამოცემა
ჰქონდათ, ,,ყუმბარა’’, ,,მერცხალი’’, ,,პროლეტარული მწერლობა’’. ისინი მკაცრად
ეწინააღმდეგებოდნენ კლასიკურ ლიტერატურას.
1927 წელს მ.ჯავახიშვილის თაოსნობით გამოიცა ახალი ლიტ.
ასოციაცია-,,არიფიონი’’,რომელიც დღემოკლე აღმოჩნდა.მიზეზი კი მასში
დაბეჭდილი ნაწარმოებები იყო,რომელიც მკვეთრად ემიჯნებოდა კომ. პარტიის
იდეოლოგიას. 20-იანი წლების მეორე ნახევრიდან საბჭოთა ხელისუფლების
მარწუხები ნელ-ნელა უჭერს მწერლობასა თუ მხატვრობას. ლიტ.განვითარების ეს
პერიოდი წყდება 1932 წელს, როცა ც.კ.ა-მ მიიღო დადგენილება ,,სამხატვრო-
სალიტერატურო ორგანიზაციათა გარდაქმნის შესახებ’’.
ბილეთი 4

1. XIX-XX საუკუნეების მიჯნის ლიტერატურული პროცესები

მე-19-მე-20 საუკუნე ქართული ლიტერატურის განვითარებასა და ახალი გეზის


დადგენაში მნიშვნელოვანი პერიოდი იყო. ამ პერიოდს მეცნიერთა გარკვეული
ნაწილი სხვადასხვაგვარად ყოფს. ავთანდილ ნიკოლეიშვილი მას პირობითად 5
ძირითად ეტაპად ყოფს
1. 1900 დან-1910-იან წლებამდე, მაგრამ ამ პერიოდის გაგრძელება პირობითად 1921
წლის თებერვლის ტრაგიკულ მოვლენებამდეა შესაძლებელი.
2. მეორე პერიოდი 1921-32 წლებს მოიცავს და იდეოლოგიური თვალსაზრისით
მკვეთრი გარდატეხის ხანაა ჩვენი ლიტერატურის ისტორიაში. ეს იყო პერიოდი,
როდესაც შემოქმედებითი განვითარება პარტიულ-სახელმწიფოებივი
დადგენილებების ჩარჩოებში იბოჭებოდა. ეს მდგომარეობა ოფიციალურად
დამკვირდა, როცა 1932 წლის 23 აპრილს "სალიტერატურ სამხატვრო ორგანიზაციათა
გარდაქმნის შესახებ" დადგენილება დაკანონდა მწერლობაში პარტიულ-
იდეოლოგგიური დიქტატურა დამყარდა.
3. მესამე პერიოდი 1932 წლიდან იწყება და 50-იან წლებამდე გრძელდება. ეს იყო
იდეოლოგიური დიქტატურის ხანა, როდესაც ქართულ ლიტერატურას
განსაზღვრავდა საბჭოთა კავშირის სისხლიანი პოლიტიკური რეპრესიები, მეორე
მსოფლიო ომი, თავისუფალი აზრის დევნა და იდეოლოგიური ფანატიზმი
4. 50-იანი წლების მეორე ნახევრიდან საქართველოში და მთელ საბჭოთა კავშირში
იწყება დემოკრატიული პროცესების გამოვლინება. 40-60-იან წლებში წართულ
მწერლობას მრავალი ნიჭიერი წარმომადგენელი შემოემატა, რამაც განახლების
უმნიშვნელოვანეს ეტაპს დაუდო საფუძველი. ეს პერიოდი 80-იანი წლების ბოლომდე
გრძელდება.
5. 80-იანი წლების დამდეგიდან იწყება მეხუთე პერიოდი. ამ დროს ქართულ
მწერლობას განსაზღვრავდა ის რთული ვითარება, რომელიც ქვეყნის
დამოუკიდებლობის აღდგენას მოჰყვა. მისი განვითარება დიდად განაპირობა
ცენზურის მოხსნამ, იდეოლოგიური დიქტატურის დამხობამ, უცხო კულტურასთან
კავშირმა. განვითარების ეს ეტაპი დღემდე გრძელება.
1) 1900-1910-იან წლებში ქართული მწერლობა ახალ სტადიაში შედის. ერთმანეთის
მიყოლებით სამოღვაწეო ასპარეზიდან წავიდნენ "სამოციანელები". 1915 წელს
აღესრულა ვაჟა-ფშაველაც. მათი გარდაცვალებით თითქოს ერთბაშად დაცარიელდა
ქართული სულიერი ცხოვრება და გაჩნდა ვაკუუმი. ქართული მწერლობა
შემოქმედებით განახლებას საჭიროებდა. ამ დროს დაიწყო ჩვენს მწერლობაში
"ევროპეიზაციის" სრულიად ახალი ეტაპი. ლლიტერატურის ყველა ჟანრს ბევრი
ნიჭიერი ახალგახრდა შემოემატათ, რომელთაც მრავალი სიახლე დაამკვიდრეს. ისინი
ცდილობნდნენ ევროპიდან გადმონერგილი ეს სიახლეები დაეკავშირებინათ
საქართველოსთან. ათიანი წლების ქართული პოეზიის ვირტუოზად გალაკტიონ
ტაბიძე გვევინება. მან თავისი ორი წიგნით (1918-1919) არნახულ სიმაღლეზე აიყვანა
ქართული ლექსი, განსაკუთრებით "არტისტულ ყვავილებში", რომელიც მე-20
საუკუნის ყველაზე ნოვატორულ წიგნად იქცა.
გალაკტიონთან ერთად ქართული პოეტური ტრადიციების განვითარებაში
მნიშვნელოვანი წვილილი შეიტანეს "ცისფერყანწელებმაც". ლიტ. დაჯგუფება 1916
წელს შეიქმნა და დასაბამს იღებს პაოლო იაშვილის რედაქტორობით გამოცემული
ჟურნალით "ცისფერი ყანწები". როგორც გაფრინდაშვილი აღნიშნავს ლიტ. სკოლა ამ
სიტყვის სწორი განმარტებით არ არსებობდა, მაგრამ მანამდე 900-იანი წლების
მიწურულიდან ამ მწერალთა და პოეტთა მიერ ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებული
მათი ორიგინალური თუ ნათარგმნი ნაწარმოებებით მზადებოდა ნიადაგი ახალი
შემოქმედებითი გაერთიანების დასაფუძნებლად. თავად ტიციან ტაბიძეც აღნიშნავს,
რომ ამ დაჯგუფების წყალობით შემოვიდა ქართულ ლიტერატურაში სიტყვები,
რომლებიც განდევნილი იყო ან საერთოდ არ იხმარებოდა, დაიწერა ნამდვილი
სონეტი და ტრიოლეტები, რითმას ახალი გასაქანი მიეცა, ახლებურად იყენებდნენ
ალიტერაციებს და ასონანსებს, ქართულმა ლექსმა ახლეური ჟღერადობა შეიძინა. 1916
წლიდან მოყოლებული ცისფერყანწელებმა რამდენიმე ჟურნალ-გაზეთი გამოსცეს:
"მეოცნებე ნიამორები", "მშვილდოსანი", "ბარიკადი", "რუბიკონი", "ბახტრიონი".
ახალგაზრდა "ცისფერყანწელებს" პირველ რიგში მხრს უჭერდა გრ. რობაქიძე, ასევე
კიტა აბაშიძე და დავით კლდიაშვილი. "ცისფერყანწელთა" მთავარი მიზანი იყო ჩვენი
მწერლობის განვითარების გზა ორგანულად დაკავშირებოდა ევროპულ შემოქმეებით
სიახლეებს და მის ლიტერატურულ ტრადიციებს, ვინაიდან ქართული მწერლობა
მხოლოდ ამ გზით დააღწევა თავს პროვინციულ შეზღუდულობას და
კარჩაკეტილობას, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავდა ეროვნული ფესვებისგან მოწყვეტას.
ამ შეხედულებების დასამკვიდრებლად ისინი სისტემატურად მართავდნენ ლიტ.
საღამოებს ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში.
მიუხედავად იმისა, რომ მათ ეს ძიებანი მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან
წარსულის კუთვნილებად იქცა ამ ჯგუფის არსებობა 1932 წლამდე მაინც გაგრძელდა,
1932 წელს კი ჯგუფის წევრებმა თავად მიირეს გადაწყვეტილება დაემალათ იგი. ეს
იყო იმ პოლიტიკის შედეგი, რომელსაც ატარებდნენ თავისუფალი აზრის ასალაგმად
და იდეოლოგიური დიქტატურის დასამყარებლად. 1932 წლის დადგენილეით კი ეს
დიქტატურა ოფიციალურად გაფორმდა.
ამ წლების ჩვენი მწერლობის სულისკვეთებას არსებითად განსაზღვრავს 1905 წლის
რევოლუცია. რევოლუციის დამარცხებით გამოწვეულმა სასოწარკვეთილებამ
გამოხატვა ჰპოვა მწერლობასა და პოეზიაში. ამ პერიოდში ჩვენი ლიტერატურა
ჟანრობრივი თვალსაზრისითაც მრავალფეროვანი გახდა, რომანის როგორც ჟნრის
ფორმირება დაიწყო. დამკვიდრდა ეტიუდი, ესკიზი, მინიატურა, ნოველა. შემოვიდა
ისეთი პოეტური ფორმები როგორიცაა: სონეტი, ტრიოლეტი, ვერლიბრი.
1917 წლის რევოლუციამ ნანატრი თავისუფლების იმედი გააჩინა, 1918 წლის 26
მაისი კი ოცნების ახდენის თარიღად იქცა. ქართული მწერლობა ეროვნულ
სულისკვეთებაში გაეხვია მთლიანად. ამის დასტურია გალაკტიონის "დროშები
ჩქარა", რომელიც თავისუფლებისადმი აღვლენილ ჰიმნად იქცა. 1917 წელს შეიქმნა
თბილისში მწერალთა კავშირი, რომლის თავმჯომარედ კოე მაყაშვილი აირჩიეს. ამ
სამ წელში გამოდიოდა მრავალი დასახელების ჟურნალ-გაზეთები და იბეჭდებოდა
წიგნები, ქვეყანამ გააღრმავა კავშირი მსოფლიოს პროგრესულ ლიტერატურასთან
2) საქართველოს დამოუკიდებლობამ მხოლოდ 3 წელს გასტანა და ის საბედისწერო
დღეც მალე დადგა, 1921 წლის 25 თებერვალს ქართული მიწა კიდევ ერთხელ შეიღება
სისხლით დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. ამ დროს გმირულად დაიღუპა 17
წლის მარო მაყაშვილიც. ამ ტრაგედიამ მოიცვა მთელი ქვეყანა და მის გამოხატვას
მრავალი ლიტერატურული ნაწარმოები მიუძღვნა. მიუხედავად ამ რთული
ვითარებისა ქართული მწერლობა მაინც შედიოდა განვითარების ახალ სტადიაში
ცნობილ წარმომადგენლებთან ერთად: ტაბიძე, ლეონიძე, გრიშაშვილი და ა.შ. 1927
წელს გამოვიდა გალაკტიონის რჩეული ლექსების კრებული. 20-იან წლებში
საქართველოში არსებობდა რამდენიმე ლიტ. დაჯგუფება, მაგრამ გ. ტაბიძე არცერთ
მათგანში არ შედიოდა, იგი მარტო მიუყვებოდა გზას პოეტური სიმაღლეების
დასაპყრობად.
პოეზიის სფეროში ისეთი დიდი შემოქმედებითი მიღწევები იქნა მოპოვებული,
როგორიცაა: მ. ჯავახიშვილის - "ჯაყოს ხიზნები", "თეთრი საყელო", კ. გამსაკურდია -
"დიონისოს ღიმილი", "არები გრიგალში", ლ. ქიაჩელის - "სისხლი", "ჰაკი აძბა" და ა.შ.
სამწუხაროა, რომ ლიტერატურული კრიტიკა ამ დროს ხელისუფლების მარწუხებში
იყო მოქცეული, მაგრამ ზოგიერთები მაინც ახერხებდნენ ღირსეულად შეეფასებინათ
ქართული შედევრები.
რაც დრო გადიოდა ხელისუფლება უფრო ბოჭავდა შემოქმედებითი აზროვნების
თავისუფლებას. 1924 წლის აჯანყების ჩახშობის შემდეგ ხელისუფლების რისხვას
ვერც მწერლობა გადაურჩა. ვინც მათ წინააღმდეგობას გაუწევდა ქვეყნის მტრად
გამოცხადდებოდა და რეპრესიების მსხვერპლი გახდებოდა. 1921 წელს
"ცისფერყანწელემა" ახალი მწერალთა კავშირი ჩამოაყალიბეს, თუმცა 1923 წელს იგი
კვლავ ძველ მწერალთა კავშირს შეუერთდა.
აკადემიურ მწერლთა ასოციაციის შემადგენლობაში იმჟამინდელ ქართველ
მწერალთა დიდი ნაწილი შედიოდა. აქ იყვნენ რეალისტები, ექსპრესიონისტები,
იმპრესიონისტები, სიმბოლისტები და სხვ. მათ უმთავრესი მისწრაფება ეროვნულ-
სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა იყო.
1922 წელს თბილისში შეიქმნა ახალი ლიტ. ჯგუფი ფუტურისტი-მემარცხენეების
სახელით, რომელიც იტალიური და რუსული ფუტურიზმის საფუძველზე
აღმოცენდა. მათ სამი ჟურნალისა და ერთი გაზეთის გამოცემა მოახერხეს. მათი
მისწრაფება იყო თვისობრივად გაეახლებინათ ქართული მწერლობა. ოციან წლებში
ქართული მწერლობა დადაიზმის სახითად მოგვევლინა, მაგრამ საგულისხმო
შედეგები არ მოჰყოლია.
1921 წელს ხელისუფლების სამსახურში ჩამდგარმა მწერლებბმა პროლეტარ
მწერლათა ასოციაცია ჩამოაყალიბეს. ისინი დაუნდობლად ებრძოდნე "საეჭვო"
მწერლებს. მათი უმთავრესი დანიშნულება ხელისუფლების იდეოლოგიის გატარება
იყო. განსაკუთრებით კლასიკურ ლიტერატურას დაუპირისპირდნენ და
რევოლუციური იდეოლოგიისთვის მავნე ლიტერატურად ჩათვალეს.
3) მესამე პერიოდი იყო იდეოლოგიური დიქტატურის პერიოდი. ამ დროს
მხატვრული ლიტერატურის ერთადერთ შემოქმედებით მეთოდად სოციალისტური
რეალიზმი გამოცხადდა. ქართული მწერლობა ხელისუფლების ზედამხედველობის
ქვეშ მოექცა. ურჩი მწერლობისა და პოეტების დასასჯელად იყო რეპრესიები, დევნა
და მწერალთა კავშირიდან გარიცხვა. ბევრი მათგანის სიცოცხლე ტრაგიკულად
დასრულდა, ბევრმა კი სიცოცხლე საკონცენტრაციო ბანაკებსა და ციხეებში
დაასრულა. ესენი იყვნენ: ტ. ტაბიძე, მ. ჯავახიშვილი, პ. იაშვილი და ა.შ.
რეპრესირებულ მწერალთა შემოქმედებას ტაბუ ედებოდა და მათი რეაილიტაცის
პროცესი საკმაოდ გვიან დაიწყო. ამ პერიოდისათვის მნიშვნელოვანი იყო 1942 წლის
შეთქმულება და პოლიტიკური ორგანიზაციის "სამანის" შექმნა. ისინი საქართველოს
განთავისუფლებას მეორე მსოფლიო ომში გერმანიის გამარჯვებას
უკავშირდებოდნენ. მათთან კავშირი დაამყარეს, თუმცა დამსმენთა წყალობით
ყველაფერი გამჟღავნდა და ხელისუფლება შეთქმულებს უმკაცრესად გაუსწორდა. 30-
40-იან წლებში მხოლოდ რამდენიმე დასახელების გაზეთი და ჟურნალი გამოდიოდა.
30-იან წლებში ფართოდ აღინიშნა "ვეფხისტყაოსნის" დაწერის 750-ე ილია ჭავჭავაძის
დაბადების 100 წლის იუბილე. 40-იანი წლების ლიტერატურულ ცხოვრებაზე
მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მეორე მსოფლიო ომმა. მიუხედავად ყველაფრისა
მაინც მიმდინარეობდა ქართულ ლიტერატურაში უაღრესად მნიშვნელოვანი
განვითარების ახალი ეტაპი. ამ პერიოდში უამრავი ახალი შედევრი შემოგვემატა.
განსაკუთრებით გამდიდრდა მხატვრული პროზა, რომელმაც ბევრ ახალი
პრობლემატიკა შემოიტანა. სახელისუფლებო დიქტატურამ ყველაზე მეტად მაინც
ლიტერატურული კრიტიკა დააზარალა, მაგრამ ქართველ კრიტიკოსთა ძირითადი
ბირთვი მაინც ახერხებდა ობიექტურად გაეანალიზებინა ლიტერატურული
ცხოვრება.
4) 50-იანი წლების მეორე ნახევარში ქართულ მწერლობას აშკარა განახლება
დაეტყო. ეს შეიძლება დიქტატორული პოლიტიკის შესუსტებას მივაწეროთ ან უცხო
ქვეყნებთან კავშირების გაფართოებას. ამდროინდელი ქართული მწერლობის
წარმატებებს სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები ქმნიან. 60-70-იანებში უფროსი
თაობის არაერთმა წარმომადგენელმა დაასრულა სიცოცხლე, მაგრამ ეს პერიოდი
მაინც იმ მწერალთა სახელებს უკავშირდება, რომლებიც ომის დროს და მას შემდეგ
გამოდიან ასპარეზზე: მ. ლებანიძე, ა. კალანდაძე, რ. ინანიშვილი, ნ. დუმბაძე და ა.შ.
1957 წელს დაარსდა ახალგაზრდული ჟურნალი "ცისკარი".
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდა მწერალთა წრეში თავი
მოიყარეს უნიჭიერესმა ავტორებმა. მწერლობაზე დიდი გავლენა მოახდინა ისეთმა
მოვლენებმა, როგორიცაა საერთაშორისო მაშტაბით აღნიშნული რუსთაველის 800
წლის იუბილე, ბარათაშვილის 150 წლის იუბილე, 1978 წელს ქართული ენის
დასაცავად მომხდარი ამბები და ა.შ. მკვეთრად გამწვავდა ეროვნული
ინდივიდუალიზმის წინააღმდეგ ბრძოლა და დაიწყო ორენოვნების ქადაგება, თუმცა
ქართული მწერლობა ამ მძიმ პერიოდში მტკიცედ იდგა მშობლიური ენის
სადარაჯოზე.
5) 80-იანი წლების მეორე ნახევრიდან ქართული მწერლობის განვითარებაზე დიდი
გავლენა მოახდინა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თანდათანობითმა
ლეგალიზაციამ და მკვეთრმა აღმასვლამ. ქართველმა პატრიოტებმა აქტიური ბრძოლა
დაიწყეს იმპერიის წინაარმდეგ. ამ ბრძოლის თავკაცები იყვნენ მერაბ კოსტავა და
ზვიად გამსახურდია. ისინი ასევე ქართული მწერლობის ნიჭიერი წარმომადგენლები.
ეროვნულ-განმათავისუფლებელი იდეების გამოხატვა 80-იანი წლების დასასულიდან
ქართული მწერლობის ძირითად მიმართულებად იქცა. მწერალთა ინტერესის საგნად
იქცა: 1921 წლის თებერვლის ტრაგედია, 1924 წლის აგვისტოს აჯანყება, 1956 წლის
მარტო და 1978 წლის 14 აპრილი, ყველა პატრიოტის ცნობიერებაში აღიბეჭდა ეს
მნიშვნელოვანი თარიღები.
ეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობამ ფართო მაშტაბები მიიღო, რასაც
ისეთი მოვლენები ადასტურებს, როგორიცაა 1988 წლის ნომებრის შიმშილობა, 1989
წლის 9 აპრილი, 1990 წლის 26 მაისი და სხვ. ეს ყველაფერი 1991 წლის 9 აპრილს
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებით
დაგვირგვინდა. ამ მოვლენებმა არსებითად განსაზღვრა არამარტო მაშინდელი,
არამედ შემდგომი ქართული მწერლობის ბედი. სამწუხაროდ ეს ყველაფერი 91-92
წლებში სამოქალაქო ომით დაგვირგვინდა, რამაც მწერლობაც გათიშა და
ურთიერთსაწინააღმდეგო ბანაკებში მოაქცია.
ზემოთაღნიშნულმა მოვლენებმა იმდენად მოიცვეს და პოლიტიზირებული
გახადეს ჩვენი ლიტერატურა, რომ ამ მოვლენათა ცხელ კვალზე მდგარი ბევრი
მწერალი გამძაფრებული შთამბეჭაობით წარმოსახავს დღევანდელობის საჭირბოტო
პროლემებს. ქართული მწერლობის რიგებს შემოემატნენ წიგნიერი ახალგაზრდები,
რომელთაც ახალი მხატვრულ-ესთეტიკური თვალთახედვა მოიტანეს და
დაამკვიდრეს. განსაკუთრებული ადგილი დაიკავა პუბლიცისტიკამ, მაგრამ
დაქვეითდა ლიტერატურული კრიტიკის როლი და ფუნქცია. ხელმისაწვდომი გახდა
ემიგრაციაში მყოფი ქართველების შემოქმედების შედევრები. ცენზურა მოაეხსნა
საბჭოთა პერიოდში ქართველ მწერალთა აკრძალულ ნაწარმოებებს.
2. მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობები

იგივეა, რაც 9 ბილეთის 1 საკითხი

ბილეთი 5

1. პაოლო იაშვილის პოეზია

პაოლო იაშვილის პოეტური ბიოგრაფია და პიროვნული ბედისწერის პროზაული


ისტორია ლეგენდად შემორჩა XX საუკუნის ქართულ მწერლობას. მის სახელთან
დღესაც ასოცირდება არაორდინალურობის, რომანტიკულობის, ესთეტიზმის,
არტისტიზმის ცნებები კლასიკური არსით. „...ლამაზი, ახოვანი, იშვიათი
მჭევრმეტყველი, მონადირე,თამადა, ადამიანებთან ურთიერთობის იშვიათი ნიჭითა
და უნარით დაჯილდოებული, საჭიროებისას - იარაღით ხელში დამოუკიდებელი
საქართველოს დამცველი“ (შ. აფხაიძე);
პაოლო იაშვილს ცნობდნენ და იცნობდნენ, მტერიცა და მოყვარეს მის
გამორჩეულობას ყოველთვის აღიარებდა, ერთიცა და მეორეც არასდროს დალევია.
პირველი ლექსი 1911 წელს გამოუქვეყნებია სათურით : „ღმერთო, ღმერთო“,
ადრინდელ ლექსებს შორის უნდა მოვიხსენიოთ აგრეთვე: „მეორეს“, „ზარის ხმა
ქარში“. ამ ლექსებს საერთო ტენდენცია გააჩნიათ, რაც საზოგადოდ დამახასიათებელი
იყო შემოქმედების ადრეულ ეტაპზე, ათიან წლებში ფეხადგმული პოეტური
თაობებისთვის: ეპიგონობა, პესიმისტური კვნესა და დარდი „უიმედო
ტრფიალებაზე“, სევდით სავსე გულზე... თუმცა, პირველი პოეტური დაფიქრებანი
„სხვანაირობაზე“ და პირველი არატრადიციული მხატვრული იმპულსები ამ ლექსთა
სტრიქონებში უკვე იკვეთება... ამავე პერიოდში პაოლო იაშვილმა გამოსცა „ოქროს
ვერძი“, თუმცა მის რედაქტორად ბესარიონ ჯაიანი იყო გამოცხადებული, რადგან
პაოლო არასრულწლოვანი იყო. ეს იყო პირველი სიმბოლისტური ლიტერატურული
ალმანახი, ე.წ. ლიტერატურული და სახელოვნებო ყოველკვირეული ქართული
სიმბოლიზმისთვის „ფარდის ახდა“.
პარიზში სწავლა 1913 წლის სექტემბრიდან დაიწყო და როგორც ჩანს, იქაურობამ
საბოლოოდ გადაწყვიტა მისი პროფესიული არჩევანი. სწავლაზე მეტად მის სულიერ
ფორმირებაზე მაშინდელმა პარიზულმა გარემომ იმოქმედა. შემდგომ პაოლო
საქართველოში დაბრუნდა, რათა პირველი მსოფლიო ომის გამო ევროპის ქალაქებში
დაწყებული არეულობებისთვის თავი გაერიდებინა. სწორედ აქედან იწყება პაოლო
იაშვილის პროფესიონალური პოეტური ბიოგრაფია. 1915 წლის გაზაფხულიდან
პაოლო ისევ გამოჩნდა ქუთაისური ჟურნალ-გაზეთების ფურცლებზე, შემოქმედებით
შეკრებებზე, მას გვერდს უმშვენებდნენ ტიციან ტაბიძე, ვ. გაფრინდაშვილი, შ.
აფხაიძე, კოლაუ ნადირაძე და სხვები. სწორედ ის ადამიანები, რომლებიც
შეადგენდნენ ბირთვს „ცისფერყანწელთა“ ლიტერატურული ორდენისა...
პაოლო იყო ჯგუფის შექმნის ინიციატორიც, ორგანიზატორიც, მის ქუთაისურ
სახლში იყო „ოქროს ვერძის“, „ცისფერი ყანწების“ და „კირჩხიბის“ რედაქციები, ის
იყო ლიტერატურული შეკრებების „მთავარი გმირი“. მიუხედავად ყველაფრისა,
საქართველოში სიმბოლისტური ისტორიის წელთაღრიცხვა 1916 წლითიწყება, მაშინ
როდესაც „ცისფერი ყანწები“ დაიბეჭდა.
„პაოლო იაშვილს მომეწყინა ყვითელი დანტე,
ვაქებდი შექსპირს, მაგრამ ფარდა, შექსპირის უარი...“
„ცისფერ ყანწებში“ დაბეჭდილი პაოლოს ეს ლექსი იმთავითვე ქართველ
სიმბოლისტთა ლირიკულ და მსოფლმხედველობრივ კრედოდ იქნა აღქმული.
„ცისფერი ყანწების“ პირველივე ნომერში პაოლო იაშვილმა მისი და მისივე
მეგობრების სახელით ახალი მწერლობის დაბადება ზარ-ზეიმით აუწყა მკითხველს.
„საქართველოს მგოსნებს!
ყველა მეოცნებეს,
ქართველ ხალხს!
ისმინეთ ყველამ ჩვენი ქადაგება!“
„ცისფერ ყანწებში“ დაბეჭდა პაოლო იაშვილმა ასევე თავისი ცნობილი
სიმბოლისტური ლექსები „ფარშევანგები ქალაქში“ და „ტრიპტიხი“. ეს ლექსები
სიმბოლისტური კლასიკის დამკვიდრების მცდელობად მოიაზრება. სადაც
წარმოდგენილია ურბანისტული თემატიკის „ქართული ვარიანტი“.
მოგვიანებით სალიტერატურო კრიტიკამ „ფარშევანგების“ პოეტურ ინსტალაციებში
წითელი ურჩხულების და ქარტეხილების განსახოვნება წითელი რევოლუციის
კალეიდოსკოპურ გამოხატვად და წინასწარმეტყველებად აღიქვა.
„ხალხი ირეოდა კვნესით და ვაებით...“
რაც შეეხება „ტრიპტიხს“ – „ცისფერ ყანწებში“ მათი გამოქვეყნებით ავტორმა კიდევ
ერთხელ „გაუკეთა რევერანსი“ სიმბოლისტური ლექსთათხზვის ეტიკეტს -
წარმოადგინა რა მიძღვნითი ლექსები, რომელიც სიმბოლისტური პოეზიის სამ
„გურუს“ - მალარმეს, ვერლენს და ვერჰარნს ეძღვნება.
ეს ცნობილი „ავტოპორტრეტია“, რომლითაც პაოლომ კიდევ ერთხელ „დააზუსტა
და გააანალიზა“ საკუთარი შემოქმედებითი რენომე. „ავტოპორტრეტი“ - ქართველ
სიმბოლისტთა ლიდერის მსოფლმხედველობრივი და ფორმალური არჩევანის
გასათვალისწინებლად მნიშვნელოვან ორიენტირებს ააშკარავებს.
1916-1922 წლები პაოლო იაშვილის შემოქმედებაში ერთმნიშვნელოვნად შეიძლება
მივიჩნიოთ „სიმბოლისტური კლასიკის“ მიმდევრობის ხანად, მაგრამ პაოლო
იაშვილი და მისი თანამოკალმეები არასოდეს ყოფილან „სიმბოლისტური რელიგიის
ფანატიკოსები“ და ეს განსაკუთრებით პაოლო იაშვილზე ითქმის. ლექსის წერის
დაწყებიდან მრავალი წლის განმავლობაში პაოლო იაშვილს ერთხელ გაკეთებული
არჩევანისთვის არ უღალატია, ამდენად მისი ლექსების თემატიკად ქალაქი და მისი
სოციალური მხატვრული გარემო, მიძღვნითი პოეზია, სატრფიალო ლირიკა, ხოლო
გამოხატვის ფორმად - სონეტი და ტრიოლეტი დარჩა. სიმბოლისტური
ლექსთამთხზველობის ხანაში პოეტმა ქალაქური ნაცრისფერი ყოველდღიურობის
ხაზგასასმელად სოფლის რომანტიკული კოლორიტი და ამ ორი სამყაროს კონტრასტი
მოიშველია:
„დავტოვე სოფელი - მყუდრო სამყოფელი’’
ლირიკული გმირის მონატრება და ლტოლვა ბუნებრივობისაკენ სოფლის
სურათების ფონზე ლექსში დედის სახის შემოტანით ხორციელდება. ეს უფრო
ქართული ლიტერატურული ტრადიციების მემკვიდრეობის დამღაა, თუმცა ლექსი
1916 წელს არის დაწერილი.
„დედა! ინახულე შენ წმინდა ხახული!
წადი ფეხშიშველი...“
საერთოდ, პაოლოს ამ პერიოდის პოეზიის ქალაქი „რჩეულ სიმბოლისტურ
შეხედულებათა“ პირდაპირი ანალოგია, სიცივე, მძიმე ყოველდღიურობა, ადამიანურ
გრძნობათა გადაგვარება - ამ პეიზაჟების მაგალითად „ფარშევანგები“ და „ევროპა“
მიიჩნევა. მოგვიანებით პაოლო იაშვილის შემოქმედებაში თბილისი გამოჩნდა,
რომელიც პაოლოსათვის არასოდეს ყოფილა პროვინციიდან ჩამოსულის თვალით
დანახული მეტროპოლია... 1918 წლის 26 მაისის შემდეგ თბილისმა ფერი იცვალა.
სიძნელე ძლეულ იქნა და „ცისფერყანწელებმა“ თბილისიც დაიპყრეს, მათი პოეტური
სიტყვა ეპიდემიასავით მოედო თბილისის ქუჩებს და პაოლო იაშვილიცა და მისი
უმრწემესი ძმებიც უცებ გაიცნო თბილისმა.
მოგვიანებით პაოლო იაშვილის პოეზიაში ქალაქის თემა სრულიად სხვაგვარად
გახმიანდა და თუმცა 1925 წლის შემდეგ დაწერილ „ქალაქურ“ ლექსებში
აღწერითობა და პეიზაჟურობა უფრო გამოიკვეთა, ამ ლექსებში გამოჩნდა პოეტის
შემოქმედებითი ფერისცვალებაც და მსოფლმხედველობრივი სახეცვლილებაც :
1924 წელი:
„...ჩემო ქალაქო! არ დამაკელი
შენ სიხარული მზისგან ფერილი,
თავზე გადგია, როგორც კანკელი
ცა მოელვარე და აჟღერილი...“ („თბილისი)
პაოლო იაშვილის პოეტური სტიქიაც და ბუნებრივი მდგომარეობა თებერვლის
ანექსიის შემდეგ პერიოდშიც ცხალი იყო, იგი კვლავ „ცისა ფერს“ ელტვოდა, და
ჩვეულ შემოქმედებით ფორმაშიც ზუსტად ისეთივე სიტყვაკაზმულობით
გამოირჩეოდა, როგორც წლების წინ, როცა მის პოეტურ შთაგონებას „სევდიანი
ზურმუხტი“ გამოხატავდა:
„ნოხთა ყვავილებს გადაესხა ოქროს სასხური,
მაგრამ დედოფალს ჯერ არ სძინავს და თეთრად ელის.“
პაოლო იაშვილის პოეტური სტიქია ლირიკული ლექსის მსოფლმხედველობრივი
მიმართულებისა და მხატვრული სახეების გარდა განსაკუთრებული ფორმალური
ჩარჩოთიც ხასიათდება - იგულისხმება სონეტის - როგორც სალექსო ფორმის
მნიშვნეოვანი პოზიცია მის შემოქმედებაში. ამ ფორმით შესრულებული ადრეული
პოეტური ნიმუშებიდან იგულისხმება ტრიოლეტები - სათაურით „მეფის ქორწილი“,
„ლანდი სიცივეში“, „სონეტი“ და სხვები. სონეტს განსაკუთრებული როლი აქვს
პაოლო იაშვილის მიძღვნით ლექსებშიც.
„ის იყო თეთრი, თავდახრილი და ოქროპირი,
ყოველი სიტყვა, როგორც გედი მან ადიადა...“ ( „მალარმე). მისი მიძღვნის საგნები
იყვნენ აგრეთვე: „ვალერიან გაფრინდაშვილს“, „ტიციან ტაბიძეს“, „გიორგი
ლეონიძეს“, „მარიამ წერეთელს“ და სხვები. შემდგომ უკვე პაოლოს შემოქმედებაში
თავს იჩენს „დარიანული“ პოეზია.
პაოლო იაშვილის პოეზიის ემბლემად და ქართული სატრფიალო ლექსის
სამშვენისად კი ელენე დარიანის ლექსები იქცა. ელენე დარიანი წარმოდგა როგორც
ქართული სიმბოლიზმის მშვენიერი ასული, ცისფერყანწელთა ორდენის ყველაზე
სათუთი და საიდუმოებით მოცული. ელენე დარიანმა ერთგვარი „ლიტერატურული
რევერანსი“ „ცისფერი ყანწების“ გამოსვლამდე ცოტა ადრე გალაკტიონის
ლიტერატურულ საღამოზე გააკეთა. ელენე დარიანის რომანტიკულ სახელს საოცარი
ნიჭისა და არტისტულობის მქონე პაოლო იაშვილი ეფარებოდა. დამსწრე
საზოგადოებამ იმთავითვე გააცნობიერა ერთი რამ: ელენე დარიანის პოეზია ვერ
თავსდებოდა დაკანონებული პოეტური ნორმების ფარგლებში. ეს იყო ამბოხი,
გალაშქრება და მძაფრი უკურეაქცია ბესიკისა და ბარათაშვილის სატრფიალო
ლირიკაში დავანებული პანთეიზმისა და გაცრეცილი სახეების წინააღმდეგ...
განსაკუთრებული სიმძაფრით კი ელენე დარიანს ესხმოდნენ თავს, რადგან მის
ლექსებში მხოლოდ ქართველი ქალის „კდემამოსილებისა და საუკეთესო თვისებების“
შეურაცხყოფას ხედავდნენ.
„დარიანულ“ პოეზიას საქართველოში სხვა პრეცედენტი არ ჰქონია, მაგრამ
მსოფლიო ლიტერატურაში მას წინამორბედიც არაერთი ჰყავდა და თანამედროვეც.
თუმცა საოცარია მაგრამ ფაქტია, რომ ელენე დარიანისნაირი პიროვნული სიცოცხლე
არც ერთ ლიტერატურულ მისტიფიკაციას არ ჰქონია. პაოლო იაშვილის ელენე
დარიანმა თითქოს ყველაზე ოსტატურად გაართვა თავი წინამორბედთა
ნაკლოვანებებს. უნდა ითქვას, რომ პოეტური ძალმოსილებით პაოლო იაშვილის
დანარჩენი ლექსები არაფრით ჩამოუვარდება...
დარიანული ლექსების მკითხველს ერთი წუთითაც არ შეჰპარვია ეჭვი, რომ ისინი
სწორედ ქალის დაწერილია. ქართული პოეზიისათვის ეს ლექსები არა მხოლოდ
დაუმუშავებელი, არამედ ერთგვარად აკრძალული თემაც იყო. სწორედ ამან
გამოიწვია ენამწარე და გესლიანი კრიტიკა საზოგადოებაში.მაგრამ დროთა
განმავლობაში დაცხრა ვნებათაღელვანი. „დარიანულ“ თემატიკაში კი არაფერი
პირველშობილი, უბრალოდ თანამედროვეებს თვალში მოხვდათ სხეულის სიშიშვლე,
ვნებაზე საუბარი და აზრის გამოხატვის ფორმა გარყვნილების ქადაგებად მიიჩნიეს.
ყველაფერი 1912 წლიდან დაწყებულა, როდესაც საჩხერის მახლობლად ლესევში
დამსვენებელთა შორის იყო ოცი წლის პავლე იაშვილი და თხუთმეტიოდე წლის
უმშვენიერესი ელენე ბაქრაძე. არტისტული ბუნებით დაჯილდოებულმა ყმაწვილმა
კაცმა მოხიბლა ახალგაზრდა გოგონა და გრძნობაც „იმ ზაფხულში ცისფერ ყვავილად
გაიშალა“. ...ასე დაიბადა ელენე დარიანი-იდუმალი, მიმზიდველი და ფაქიზი.
ვარაუდის ფორმით შეიძლება ითქვას, რომ იქნებ წერდა კიდეც ელენე ბაქრაძე
ლექსებს, ან პაოლოს უზიარებდა თავის გულისნადებს, ტკივილებს და სწორედ ამ
სიტყვებზე, ლექსებზე იქმნებოდა„დარიანულები“.
1922 წელს შეიქმნა უმშვენიერესი ლირიკული შედევრები დარიანული თემატიკისა
„ცისფერი ქოლგა“ და „წერილი ანა ახმატოვას“, ხოლო 1923-ში დარიანული ციკლის
უკანასკნელი სამშვენისებიც გამოჩნდა. „დარიანული“ -რომელიც ამ თემატიკის
ლექსთა მხატვრულ და მსოფლაღქმით სიმბოლურ ნიშნად მიიჩნევა:
„დაიტანჯა მაჯა მარჯნის
მძიმე ჯაჭვის ტარებით,
ბევრი ცრემლი დამეხარჯა
ერთი ღამის ნეტარებით...“
...და „პარიზისაკენ“. როგორც ჩანს, განშორებამ თავისი ქნა: პაოლო ელის მოშორებამ
დარიანულ ლექსებსაც დააშორა... ელენე დარიანი კი დარჩა ფურცლებზე, ფიქრებსა
და მოგონებებში. დარიანული ციკლის ლექსები არაჩვეულებრივად
მკაფიო,ლაკონური და ზუსტი სტრიქონებისაგან შემდგარი ფრაზებია. ყოველი
რიტმული ერთეული უდიდესი აზრითაა დატვირთული.
წელიწადის დროთა ათვლას გმირი გაზაფხულიდან იწყებს, რომელთანაც
განუყფელი ცნებაა ნათელი: მზე , მზიანი, მზიური, მზის სხივი, მზის ალმური. მზის
ხატს „ელენე დარიანის დღიურებში“ განსაკუთრებუი დატვირთვა აქვს. მზის
სიმბოლო განსაკუთრებულ გაოხატულებას იძენს ლექსში „პირამიდები“. აქ მზე
უფრო განსხვავებულ გარემოში გვევლინება: უდაბნო, პირამიდები, მზისფერი ქვიშა,
საყვარელი ადამიანის მომლოდინე ქალი... პირამიდები - მარადიულობისაა და
საუკუნოვანი იდუმალების ხატი, ზღვა - წყალი განახლების , სამყაროს მთლიანობის
დამუდმივობის სიმბოლო, უდაბნო - დუმიისა და უკიდეგანობის ამსახველი...
მზის ხატთან ერთად დარიანული სიმბოლიკის ერთ-ერთი მნიშვნელოანი სახეა
ძვირფასი ქვებიც . ეს ქვებია: ზურმუხტი, ლალი, მარგალიტი, მარჯანი ...მარგალიტი -
სიწმინდის, სილამაზის, ცოლ-ქმრული ერთგულების სიმბოლოა, ლალი - ვნების,
ბედნიერების, მომხიბვლლობის... ზურმუხტი - იდუმალების ნიშნის მატარებელი,
მარჯანი - დაუვიწყარი სიყვარულის და ვნების სიმბოლო...
ხშირად მარტოსული ქალი თეთრ ფერთა შორის ჩნდება, თეთრი - მტრედისფერი,
სიწმინდის, მყუდროების, იმედის ფერი. და ბოლოს , დარიანული დრო არის
მხატვრული დრო , ლირიკული გმირი თავისი ფიქრებით და გრძნობებით ცხოვრობს
საკუთარ წარმოსახვით სამყაროში და მის სულზე არ აისახება ყოველივე დანარჩენი,
რაც მის გარშემო ხდება. ელენე დარიანთან გამომშვიდობება პაოლოსათვის
სატრფიალო მუზებთან გამომშვიდობებასაც ნიშნავდა.
ოცდაათიანი წლებიდან პაოლო იაშვილის ლექსებიდაან განსაკუთრებით სწორედ
ლირიკული გმირის შინა სამყაროს კვლევისა და მისი დაიშნულების ამსახველი
პოეტური ქმნილებები უნდ გამოიხშიროს, მათში ყველზე მძაფრად სწორედ პოეტის
„შინაგანი მე“ არის აქცენტირებული, ესენია: „ერთი კვირა“, „დილა“, „ბაღის ამბავი“,
„სოფელში“ და სხვები. ერთი შეხედვით, თითქოს ყოველივე თავის ადგილზე დადგა.
მძიმე დასასრულის წინათგრძნობა პაოლომ ყველაზე ადრე იგრძნო, ლავრენტი
ბერიას არ მოსწონდა პაოლოს მეგობრობა ზოგიერთ პოლიტიკურ მოღვაწესთან,
რომლებსაც იგი საკუთარ მოწინააღმდეგეებად, ხოლო შემდგომ ხალხის მტრებად
თვლიდა, თუმცა პაოლომ საბოლოო არჩევანი თავად გააკეთა, ჩათრევასაც და
ჩაყოლასაც, არ შეგუება არჩია...
2. მოდერნისტული ტენდენციები ვასილ ბარნოვისა და ჭოლა ლომთათიძის
შემოქმედებაში

ბარნოვის მოდერნისტულ რკალში მოქცეულ მოთხრობებსა და ცალკეულ პასაჟებში


შეერთდა სიკვდილის პოზიტიური შინაარსი და მისი ესთეტიკურად ასახვისა და
გამოსახვის პრინციპი.
მოდერნისტული მწერლობის საფუძველთა საფუძველი გამოგონება, ფანტაზიაა,
თხზვის პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა არც მოტივს ენიჭება და არც სიუჟეტს.
მოდერნისტული ასახვის და გამოსახვის კონცეფციის ესთეტიკური უნივერსალიზმი
უპირველეს ყოვლისა სამოქმედო გარემოს პოეტიზირებაში გამოვლინდა. პოეტურ
მხატვრულ ქსოვილში სიკვდილი სიყვარულს უთანაბდრდება.
აქვე გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ქართული მოდერნისტული მოთხრობა არ
ასახავს და გამოსახავს იმ სიკვდილის ინსტიქტს, რომელმაც მოგვიანებით, XX ს-ის 50-
იანი წლებისათვის დიდი მნიშვნელობა მოიპოვა დასავლურ მწერლობაში.
ვასილ ბარნოვის თხზულებათაგან მოდერნისტული ტენდენციები ყველაზე
მკაფიოდ ვლინდება შემდეგ ნაწარმოებებში: ,,ტკბილი
დუდუკი“, ,,ყვავილებში’’, ,,სარომეტყველა’’.
,,ტკბილი დუდუკი“-ს მთავარი გმირია მიხა, მას ბავშვობაში გაუჩნდა აზრი და
ასაკის მატებასთან ერთად უფრო ჩამოუყალიბდა, რომ ამ ქვეყნად მეორადაა,
რაღაცები უკვე ნახა და განიცადა.ჰყავდა ცოლი და სხვა.ამ ყველაფრის გამო მას ვერ
უგებენ, ვერც მშობლები, ვერც უახლოესი მეგობარი დათიკო, რომელიც მკითხველს
უყვება მიხას ამბავს. დათიკო დაწვრილებით აღწერს მიხას სოფლის იქით მაყურებელ
თვალებს. როცა ის თავის პირვანდელ ცხოვრებას აღწერს. როცა მამას მიხა ტყეში
სამუშაოდ მიჰყავდა თან, დათიკოც მიჰყვებოდა, ქალაქელი იყო, მაგრამ მიხა და
სოფლად მუშაობა უყვარდა და იმიტომ. აქ მიხა იხსენებდა, რომ ამ ადგილებში უკვე
იყო ნამყოფი. მამა და დათიკო კი სიცილით ეუბნებოდნენ არაო. ცოტა რომ
წამოიზარდნენ, დათიკო ქალაქში გადავიდა, უნივერსიტეტში სწავლობდა, მიხაც ვერ
ჩერდებოდა ქალაქში, აქ არ იყო მისი ადგილი, მშობლებიც ხედავდნენ ამას და ხელი
შეუწყვეს ქალაქში ჩასულიყო, იქ იგი ვაჭართან დადგება სამსახურში, პატიოსანი
შრომით მიაღწევს, რომ ჰქონდეს სუფთა სახლი და ყველაფერი, რაც ნორმალური
პირობებოსთვის სჭირდება დათიკოსაც ხვდებოდა ხოლმე, ერთხელაც დათიკო მას
თავისი ნაცნობის, ქეთეთოს ოჯახში მიიყვანს, რადგან ქეთეთოს თვალები ზუსტად
ისეთი მოეჩვენება, როგორსაც აღწერდა მიხა, რომ მის ცოლს ჰქონდა. მართლაც, მიხა
ქეთეთოში იმ ქალს ამოიცნობს რომელიც მისი ცოლი იყო წინა ცხოვრებაში, მაგრამ
ქეთეთო ვერ იცნობს მიხას. წაშლილია მასში ეს ხსოვნა.
ქეთეთოს მამა ანგარებით გაათხოვებს რუს მოხელეზე რითის გააუბედურებს შვილს.
სიკვდილის წინ ქეთეთო მიხას მოიხმობს, მას ახსენდება მისი წინა ცხოვრებაც. ისიც
თუ როგორ მიფრინავდნენ ის და მიხა. ,,ნათელთა საუფლოსკენ’’, რომ ბედნიერება
მოეპოვებინათ იქ, მაგრამ იქ უთხრეს, რომ ბედნიერების მოსაპოვებლად კიდევ
ერთხელ უნდა დაბადებულიყვნენ. მიხა და ქეთათო ამ რწმენით აღესრულნენ, რომ
ხელმეორედ სიკვდილის შემდეგ ბედნიერები იქნებიან. მოთხრობას ,,ტკბილი
დუდუკი’’ იმიტომ ჰქვია, რომ მიხას სწორედ დუდუკის ტკბილი და სევდიანი ჰანგები
ახსენებდა წინა ცხოვრებას, ხოლო მოდერნისტულია იმიტომ, რომ აქ ასახული
რეიკარნაციის მოტივები დამახასიათებელია სწორედ მოდერნიზმისთვის.
ვასილ ბარნოვი სიცოცხლის, სინათლის, სიყვარულის და სითბოს მეხოტბეა და
სანამ სიკვდილის, როგორც არსის მთლიანობის აღდგენის ერთადერთი საშუალების
პოზიტიურ კონცეფციას შეიმუშავებდა და მასაც ღვთის მიერ სამართლიანობის,
სიყვარულის და მშვენიერების პრინციპზე აგებულ ჰარმონიულ სამყაროში მიუჩენდა
კუთვნილ ადგილს. სიკვდილს უარყოფითად აღიქვამდა. მის ადრეულ მოთხრობებში
სიკვდილი ჯერ კიდევ შემზარავი და საშიშია, ბოროტებად და უსამართლობად
აღიქმება. ერთმანეთის მოყვარულ ადამიანებს განაშორებს და თანაც
სამუდამოდ.სიკვდილის საუფლოში იბადება ახალი სიყვარული. სიკვდილი
მხოლოდ განშორება, დავიწყება და არარაობაა. „მეც ჩვეულებისამებრ გამოვედი
სასაფლაოზე, მაგრამ ვხედამ, არარაობა სუფევს აქ. ჩვენ კიდევ რაღაცა გვეგულება
მიწაში, მაგრამ როცა კი აქ ამოვალ, ყოველთვის ცხადადა ვგრზნობ არარაობას“.
მაგრამ მწერალს არ განუვითარებია ეს ხაზი. მან სიკვდილი გაიაზრა, როგორც
ტრაგიკული, მაგრამ მშვენიერი მოვლენა, მარადიული სიყვარულის,
„ზესთასოფელში“ ჯუფთ სულთა კავშირის განმტკიცების საშუალება. მოთხრობა
„ტკბილი დუდუკი“ ამ დებულების ნათელი დადასტურებაა მისი ესთეტიკური და
ეთიკური იდეალების თავისებური სისტემა მტკიცე თვალსაჩინო და გასაგებია.
ფილოსოფიური დოქტრინა სახეთა და ხასიათთა შხამებით შექმნილ გამჭვირვალე
მხატვრული ქსოვილის სიღრმეში დევს.
მიხაკოს და ქეთათოს - ერთიანი სრულყოფილი არსის გახლეჩილი ნაწილების
შეერთება ამქვეყნად შეუძლებელი გამხდარა, მაგრამ სიკვდილი აღადგენს ჰარმონიას.
მას სულები გადაჰყავს იმ სამყაროში, სადაც მათ ერთობას აღარაფერი შეუშლის ხელს.
ყოველი ახალი განსხეულება ხანმოკლე და წარმავალია, ხორცი კვდება და ქრება,
მაგრამ უკვდავია სული, მან არ იცის არც დრო და არც სივრცე. უკვდავი სულები
ერთდებიან მარადიულ სიყვარულში და მიეახლებიან ღმერთს — სიყვარულს.
„სიკვდილს არ ძალუძს განაშოროს მოყვარულთ გული. განა სიყვარული ისევე
საუკუნო არ არის და დაუსრულებელი, როგორც შემოქმედი სახიერი, რომელი თვით
არის სიყვარული სამარადისო. სიყვარული ღმერთია, შეყვარებული სული, ვ.
ბარნოვის თანახმად, თავისთავში ატარებს სამყაროს შექმნისა და განვითარების
პირველმიზეზის - ღვთაების ნაწილს, ღვთაებრივ მარცვალს, რომელიც მთელი
ცხოვრების მანძილზე ღვივდება და აღმოცენდება მხოლოდ სიკვდილის შემდეგ,
ცოდვათაგან განწმენდა და სასუფეველში განსვენებაც ამ ძალისმოსილებას
უკავშირდება. შესაბამისად, შეუძლებელია სიკვდილი, რომელსაც ასეთი ზეციურ
ნეტარებამდე მიჰყავს ადამიანები, აღიქმებოდეს და გამოსახებოდეს, როგორც
უბედურება ან ბოროტება. გლოვა მხოლოდ ინერციაა ვ. ბარნოვის მოთხრობაში
ერთმანეთს შეერწყა სიკვდილის პოზიტიური გაგება და მისი ესთეტიკურად
გამოსახვის პრინციპი. მწერალი მუსიკის ჰანგით, დუდუკის ტკბილი ხმით „რთავს“
და ამშვენიერებს სიკვდილს.
სულთა უკვდავების და გარდასახვის, ანუ რეინკარნაციის პრობლემაა ასევე
ასახული ,,ყვავილებში’’. მთავარი გმირია ბაბუცა. ბავშვობაში მას სხეული
დაუზიანდა და კუზი გაუჩნდა, რის გამოც ბავშვები მასთან ურთიერთობას
გაურბოდნენ. ყველაზე რთული ბაბუცასთვის ის აღმოჩნდა, რომ არავინ არ შეიყვარა,
არადა სიყვარული სწყუროდა. ამის შემდეგ იგი სახლში გამოიკეტება და სიკვდილს
ნატრობს, ცხოვრების მიზეზს ის დაუბრუნებს, რომ ხელოვნური ყვავილების კეთებას
ისწავლის. აქედან მოყოლებული წარმოსახვით სამყაროში გამოიკეტება. სადაც აღარ
გრძნობდა თავს უბედურად, დროთა განმავლობაში მაი დაიწყო გახსენება, რომ
წინანდელი ცხოვრება ჰქონდა და ამქვეყნიური ტანჯვა წინა ცხოვრების ცოდვით იყო
განპირობებული. მან წრფელი სიყვარულის მიმართ უპატივცემულობა გამოიჩინა.
ბაბუცა კვდება თავისი ხელით შეკერილი საკორწინო კაბაში, რომელიც შეკერილია
არა კუზიანი, არამედ წელგამართული ბაბუცას ტანზე როგორც ვხედავთ.
აშკარაა ბარნოვის მიზანი როდესაც ამ მოთხრობას ქმნიდა, მან ცხოვრების წყაროდ
სიყვარული აღიარა და ვერ აპატია თავის პერსონაჟს რომ მან ამ უდიდეს
ძალაზე ,,სიყვარულზე’’ უარი თქვა. სიყვარული თავად ღმერთია ეს ბარნოვმა კარგად
იცის და ბარნოვის პერსონაჟებიც ამ წესით უნდა ცხოვრობდნენ, თუ უარყოფენ
ჭეშმარიტ სიყვარულს იციან რაც მოუვათ, რაც ბაბუცას მოუვიდა. მოდერნისტული
ხედვა კარგადაა წარმოდგენილი ბარნოვის მოთხრობებში. ბარნოვს, ძველი ცოდვების
გამოსყიდვის გზად ხელმეორედ დაბადება მიაჩნია.
,,სარო მეტყველშიც’’ დაახლოვებით იგივე პრობლემატიკაა, თავიანთი ბატონი
ადარნასე გლეხებს უცნაურად ეჩვენებათ ორი მიზეზის გამო, ერთი ისაა, რომ
ადარნასე გლეხებთან მათი თანასწორივითაა. მათსავით შრომობს მიწაზე, მეორე კი
ისაა, რომ ბოლო დროს ადარნასეს უცნაურობა დასჩემდა, სახლთან ახლოს მდგომ
საროს ხეს ეხვევა, ჰკოცნის, ელაპარაკება, დიდხანს ზის მის ძირში, იქ ტირის, იცინის
და სხვა. ადარნასესთვის მარინეს შერთვას გადაწყვეტენ, მაგრამ უარზეა, მარინეს
არაფერს ვუწუნებ, ჩემი რჩეული სული სხვაა, გულნაზ მირანდუხტიო. ხალხს არ
ესმის ეს და ჰკიცხავენ არ შეშვენის ასეთი მოქცევაო.
ნაწარმოების ბოლოს სარო ამეტყველდება და ეჩვენება ადარნასეს თავისი სულიერი
მშვენიერებით. აქ ავტორი წერს: ნათელის შვილი ჰპოვა ადარნასემ საროს სახითო,
როგორც მკვლევრები მიუთითებენ, ბარნოვის შემოქმედებაში ნათელი ღმერთადაა
აღიარებული. თავის წერილებში წერს კიდეც, ქართველები უწინდელ დროში ნათელს
სცემდნენ თაყვანსო. იგი არ დებს საზღვარს ქართველთა მიერ ნათლის
თაყვანისცემასა და ზოროასტრიზმს შორის, აღიარებს სამყაროს ბოროტი და კეთილი
საწყისების არსებობას, ანუ დუალიზმს.
ყოველივე ამასთან ერთად ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბარნოვი ცდილობს
ქრისტიანობისა და წარმართობის მორიგებას, ეს ყველაზე კარგად მის წერილებში
ჩანს.მოდერნისტული აზროვნება, როგორც ევროპული, ქრისტიანული კულტურის
წიაღში წარმოქმნილი მოვლენა, ითვალისწინებს და, მიუხედავად ფასეულობა
ძირეული გადაფასებისა, გარკვეულწილად ეყრდნობა კიდეც ქრისტიანულ დოგმებს,
მაგრამ თვალსაწიერის გაფართოების შედეგად მას იმდენი რელიგიურ-
ფილოსოფიური შენაკადი გაუჩნდა, რომ ვერასგზით შეინარჩუნებდა მტკიცე, უხინჯო
რწმენას. მხატვრული გააზრების პროცესზე სხვადასხვა ფილოსოფიურ-რელიგიური
დებულებების ზეგავლენა უპირველეს ყოვლისა ღვთაებრივი სამყაროს,
ტრადიციული სქემის მიხედვით მოწყობილი საიქიოს არსებობა-არაარსებობის
საკითხში გამოიხატა.
სწორედ ეს ორჭოფობა, გაორებაა მისი დამახასიათებელი თვისება, საკუთარი
გამოცდილების, ცდის, პრაქტიკის და შემოწმების თვალსაჩინო შედეგების გარეშე მას
არც საიქიოს, ღვთის საუფლოს გარკვეული ფორმით არსებობის მტკიცება შეუძლია
და არც მისი სრული უარყოფა. ამ შემთხვევაში იგი უფრო გრძნობას და სურვილს
ეყრდნობა. უმთავრესი აქ არა რაციონალური, არამედ გრძნობად-ინტუიტიური
აღქმაა: ინტუიციის, ხილვის, შეგრძნების დონეზე მოცემული მიღმური სამყაროს
არსებობის სურვილი და ცხვორების ილუზორულობის შეგრძნება აშკარად და
რელიეფურად იკვეთება მოდერნისტულ ხელოვნებაში.
ზოგადად, ბარნოვი ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა არა მხოლოდ უახლესი,
არამედ ქართული ლიტერატურის ისტორიაში. გარდა მოდერნისტული
ნაწარმოებებისა იგი ავტორია სოციალური ხასიათის მოთხრობებისა, რომელიც
მაღალი წოდების რღვევას, აღდგომის ცოდვას ვაჭართა არა კეთილსინდისიერ
დაწინაურებას (გველის ზეიმი) გვიხატავენ, ასევე ისტორიული რომანებისა (არმაზის
მსხვრევა, ისნის ცისკარი, ტრფობა წამებული, მიმქრალი შარავანდედი), რომლებიც
მაღალმხატვრულობით გამოირჩევიან.
გასული საუკუნის 20 იან წლებში ევროპაში საფუძველი ჩაეყარა ფსიქოლოგიურ
პროზას რომელიც ,,ცნობიერების ნაკადის’’ ლიტერატურის სახელით
გაფორმდა. ,,ცნობიერების ნაკადის’’ მწერლისათვის მთავარია არა ადამიანის
სულიერი მდგომარეობის, მისი ფსიქიკური სამყაროსა და აზრების შესახებ წერა,
არამედ თვით ცნობიერების აქტივობის ჩვენება. ,,ცნობიერების ნაკადს’’ ახასიათებს
დროის საკუთარი შეგრძნება, ყველაფერი რაც ცნობიერების არეში გვხვდება,
ერთიანად აწმყოში. ძირითადი აქცენტი გადატანილია ასოციაციურ აზროვნებაზე.
სავარაუდოა, რომ ჭოლა ლომთათიძე ,,ცნობიერების ნაკადის’’ ლიტერატურას და
მის წარმომადგენლებს არ იცნობდა, მხატვრული მეთოდი ევროპაში 1915 წელს
დამკვიდრდა და ესეიგი ის ამ დროს ცოცხალი აღარ იყო.
ჭოლა ლომთათიძის შემოქმედება ორ პერიოდად შეიძლება დაიყოს:1901-1903
წლები, როდესაც გამოქვეყნდა მისი ნოველები (,,დავითი’’, ,,მატლი’’, ,,სიცრუე’’ და
სხვა) და 1907-1914 წლები ,,საპყრობილის პერიოდი’’, როცა შეიქმნა ჭოლას პროზის
უმნიშვნელოვანესი ნიმუშები.
ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს ის თუ რა პირობებში იქმნებოდა ეს
ნაწარმოებები. მართლაც არაადამიანური ძალისხმევა იყო საჭირო ჯერ ასეთ
პირობებში მუშაობისთვის და მერე ის, რომ ამ ნოველებს საპყრობილის გარეთ
გაევლოთ და ჟურნალ-გაზეთების ფურცლებამდე გაეკვალა გზა. საპყრობილეში
ყოფნის დროს დაწერილი ნოველებში კარგად გამოჩნდა მწერლის მიერ
გამოყენებული ახალი და ორიგინალური მხატვრული ხერხები. ასეთი სახით
შეიძლება წარმოვიდგინოთ: მეფის რუსეთის საპყრობილეში გამომწყვდეული
ინტელიგენტ-რევულუციონერი და მისი ,,ცნობიერების თავგადასავალი’’. ამ
ნოველათა (,,სარჩობელის წინაშე’’, ,,საპყრობილეში’’, ,,უსათაურო’’, ,,ჩემი
დღიური’’, ,,თეთრი ღამე’’) გმირები მებრძოლი ინტელიგენტები არიან. თითოეული
მათგანი მკვეთრად ინდივიდუალური სახეა, განსხვავებული ტემპერამენტით,
რწმენის სიძლიერით, ინტელექტით, სტოიციზმისა და სხვა მრავალი უხილავი
ფაქტორებით. ზემოთ ხსენებული ნოველა ერთი და იმავე მხატვრული მეთოდით
არის შესრულებული: მათ ყველას აქვს შინაგანი მონოლოგის ფორმა, რომელშიც
გაბნეულია ათასგვარი ასოციაცია. წინა პლანზეა წამოწეული ცნობიერების მოძრაობა.
,,სარჩობელის წინაშე’’ მოთხრობაში მთავარი გმირია ახალგაზრდა ჯეირან
ვარდოსანიძე, რომელსაც ოცდახუთი წელი შეუსრულდებოდა რომ არ შეეპყროთ,
გაასამართლეს და სიკვდილი მიუსაჯეს. სწორედ აქედან ვეცნობით გმირს და მის
ცნობიერებას რომელიც საპყრობილეში მიმდინარეობს. აქ ერთმანეთს ეჯახება
თითქოს სიკვდილის ცხოველური შიში და მებრძოლი კაცის რწმენა. ,,ეხლა
ყოველივეს ნათლად ვგრძნობ მე დამახრჩობენ. პესიმიზმი იგრძნობა მის სიტყვებში,
სასოწარკვეთილია და ამ ცოდვაში ვარდება ის რომელსაც სასოწარკვეთა ჰქვია და
რომელიც სპობს ყველა დანარჩენ გრძნობასა და იმედს, მხოლოდ გოდება და მოთქმა
დაგვრჩენია და შეგუება იმისა რაც უფლის ნებაა.
მოთხრობის მთავარი გმირი ვერ ეგუება თავის ბედს სიზმარშიც კი იმას ხედავს
როგორ კიდებენ ამ დაწყევლილ სარჩობელაზე და როგორ კლავენ. ეს საშინელი შიში
ჯეირანს ტახტის ქვეშ შეძრომასაც უბიძგებს, მაგრამ მას დამალვა არ შეუძლია.
საბოლოოს კი იმარჯვებს ჯეირანში მებრძოლი სული რწმენა ამქვეყნად
დაპყრობილეების მსხვრევისა და ჰუმანური საზოგადოების ჩამოყალიბებისა. ნოველა
,,სარჩობელის წინაშე’’ მთლიანად აგებულია გმირის შინაგან მონოლოგზე.
ჭოლას პერსონაჟების შინაგანი მონოლოგი არ ჰგავს კლასიკურ რეალისტურ
ლიტერატურაში არსებულ შინაგან მონოლოგებს.მათგან განსხვავებით ჭოლასთან
სავსებით წაშლილია დროის ჩარჩოები, დროები ერთმანეთშია არეული და ძნელი
გასარკვევია სად მთავრდება რეალური და იწყება ცნობიერების წარმოსახვის
სინამდვილე. რეალობიდან წარსულში გადასვლა ხდება ყოველგვარი შესავლისა და
შემზადების გარეშე. და ყოველგვარი კომენტარის გარეშე პირდაპირი გადასვლა
რამდენიმე დღის წინათ სასამართლო დარბაზში მიმდინარე პროცესებზე: ,,ესენი
სამაგალითოდ დასჯილ უნდა იქნან!-წამოიძახა პროკურორა.
ჭოლას ნოველებში რომელიც შინაგანი მონოლოგის სახით არის შესრულებული,
მოცემული არაა გმირის ფსიქოლოგიური დახასიათება, არამედ ნაჩვენებია თავად
ცნობიერების აქტივობა, რომელიც თავისუფალ ასოციაციებზეა
აგებული. ,,თავისუფალი ასოციაციებისა’’, რომლებიც ისევ და ისევ ქვეცნობიერში
ჩადებულ სიკვდილის შიშს უკავშირდება: ჯეირანი ფიქრობს მოსალოდნელ
სასჯელზე: სიკვდილზე ფიქრი მასში სასაფლაოს ასოციაციას იწვევს: სასაფლაო
დედის გარდაცვალებასა და ბავშვობიდან გამოყოლილ ბებიის გულისმომკვლელ
ქვითინს ახსენებს და ყველა ეს ასოციაცია ისევ უბრუნდება პირველსაწყისს-
სიკვდილის განცდას. სქემის შედგენაც კი შეიძლება სიკვდილი ასოციაციათა ჯაჭვი
და ისევ სიკვდილი ანუ ყველაფერი ისევ პირველწყაროს უბრუნდება.
ნოველაში შინაგანი მონოლოგით იძერწება მხატვრული სახე ავტორი არსად არ
გვიხასიათებს თავის გმირს, არ იძლევა მის პორტრეტს და არ უკეთებს კომენტარს.
მოცემულია მხოლოდ პერსონაჟის ,,ცნობიერების თავგადასავალი’’.
ასევე სავსებით ნათელია ჯეირანის სოციალურ პოლიტიკური კრედო და მისი
დამოკიდებულება თანამედროვე საზოგადოებისადმი. მისდროინდელ
საზოგადოებაში გაბატონებულ უზნეობას და ჰუმანური საზოგადოების
ჩამოყალიბება მხოლოდ ერთადერთი რევულუციური ბრძოლის გზით მიაჩნია
შესაძლებელი.
,,სარჩობელის წინაშე’’ მთლიანად აგებულია შინაგან მონოლოგზე, რომელიც თავის
მხრივ ,,თავისუფალ ასოციაციებს’’ ემყარება.დრო წაშლილია, სიუჟეტის მოქმედება
მინიმუმამდეა დაყვანილი. არ აკეთებს კომენტარებს მოცემულია მხოლოდ
პერსონაჟის სახით ,,ცნობიერების თავგადასავალი’’.
ჭოლა ლომთათიძის შემოქმედება მართლაც რომ კიდევ ერთი წინ გადადგმული
ნაბიჯი და მძლავრი შენაკადია მე 20 საუკუნის დააწყისის ქართული მოდერნისტული
პროზისა. სოციალურ-დემოკრატი მწერლებიდან გამონაკლისად ითვლება ჭოლა
ლომთათძე, რომლის შემოქმედებაში კრიტიკულ რეალიზმთან შერწყმული
სოციალური რეალიზმის ელემენტები იმპრესიონისტულ-ნეორომანტიკული ფორმით
გვევლინება.
მის ლირიკულ პროზას საფუძვლად უდევს პირადი განცდა და შთაბეჭდილება,
რომელიც საზოგადოებრივი განწყობილებისა და იდეოლოგიის ნაწილია.
დაუცხრომელი ოპტიმიზმით, რევულუციური მასის გამარჯვების რწმენით და მისი
დროებითი წარუმატებლობით გამოწვეული ფარული სევდითაა გამსჭვალული
მწერლის ყოველი ფრაზა, ყოველი აზრი და განცდა. დიდმა ბუნებრივმა ნიჭმა და
სინამდვილის ღრმა ფსიქოლოგიური განცდის უნარმა, იმპრესიონისტული და
მეორომანტიკულ-სიმბოლისტური პოეტიკის მიღწევათა გამოყენებამ შეაძლებინა
ჭოლა ლომთათიძეს დაეძლია სოციალ-დემოკრატ პოეტთა ნატურალიზმი და
შემოქმედებითად განევითარებინა ქართული კრიტიკული რეალიზმი.
გადაჭარბებული ემოციურობის მსოფლმხედველობრივი გაურკვევლობისა და
კომპოზიციური უსწორმასწორობის მიუხედავად, რაც ყოველთვის როდის უცხო
ჭოლას შემოქმედებისათვის, მისი პოეტური პროზა უახლესი ქართული
ლიტერატურის ორიგინალური შენაძენია.
ბილეთი 6

1. კონსტანტინე გამსახურდიას მოდერნისტული ნოველები

XX საუკუნის ქართული ლიტერატურის უპირველესი რომანისტი და უაღრესად


ორიგინალური სტილის მწერალი − ასე შევიდა კონსტანტინე გამსახურდია მსოფლიო
მწერლობის ისტორიაში. კონსტანტინე გამსახურდიამ დიდი შრომა შესწირა
ქართული კლასიკური ნოველის შექმნას. ნოველის საყოველთაოდ მიღებული
ჟანრული კანონების ერთგულებით ამ ჟანრის რევოლუციის შემდგომ ქართულ
ლიტერატურულ ნიადაგზე გადმონერგვა კ. გამსახურდიას უშუალო დამსახურებაა.
კონსტანტინე გამსახურდიამ ქართული ენის განვითარებაში თითქმის ისეთივე
მნიშვნელოვანი გარდატეხა მოახდინა, როგორც თავის დროზე შოთა რუსთაველმა და
ილია ჭავჭავაძემ. მან ერთ-ერთმა პირველმა გამდაბიურების საეჭვო ინერციებს
გამოგლიჯა ქართული ენა, ძველი და ახალი ქართული სალიტერატურო ენის
თავისებური სინთეზით, ასევე დიალექტთა საღი ყლორტების გათვალისწინებით
შექმნა განუმეორებელი, დარბაისლური მხატვრულ-ენობრივი სტილი, რომელსაც
გასაოცრად მდიდარი ლექსიკა და ფრაზის თავისებური კონსტრუქცია სხვა
თანამედროვე ქართველი პროზაიკოსის სტილისაგან განსხვავებულ იერს ანიჭებს.
კ. გამსახურდია დაიბადა 1891 წელს სოფელ აბაშაში აზნაურის სიმონ
გამსახურდიას ოჯახში. მომავალი მწერლის მშობლები თავისი დროის კვალობაზე
განათლებული, წიგნიერი ადამიანები იყვნენ. კონსტანტინე ჯერ აბაშის სამრევლო
სკოლაში სწავლობდა, ხოლო შემდეგ სენაკის სათავადაზნაურო სკოლაში. შემდეგ იგი
განათლებას ქუთაისის გიმნაზიაში იღებდა. მალევე გახდა პეტერბურგის
უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტი. იგი ევროპის
სხვადასხვა ქალაქებში მოგზაურობდა, ეცნობოდა ევროპულ ლიტერატურასა და
ფილოსოფიას. ეწეოდა დიდ საზოგადოებრივ საქმიანობებსაც, იყო რამდენიმე
ჟურნალისა და გაზეთის რედაქტორი, დააარსა „აკადემიური ასოციაცია“. 1944
წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრი. 1965 წელს კი მას
მიანიჭეს რუსთაველის პრემია ტეტროლოგიისათვის „დავით აღმაშენებელი“.
მწერალი 1975 წელს გარდაიცვალა. მადლიერმა ქართველმა ხალხმა კონსტანტინე
გამსახურდია თავისი სურვილისამებრ დიდი პატივით დაკრძალეს გალის ქუჩაზე
საკუთარი საცხოვრებელი სახლის - „კოლხური კოშკის“ ეზოში.
ევროპიდან კ.გამსახურდიას ფართო განათლებასთან ერთად იმდროინდელი
მოდური სკოლების ლიტერატურული გავლენები ჩამოჰყვა. განსაკუთრებით
განიცდიდა იგი ექსპრესიონიზმის გავლენას. ექსპრესიონიზმი, სხვა დეკადენტურ
მიმდინარეობათაგან გასხვავებით, ცხოვრებასთან აქტიურ დამოკიდებულებას
ქადაგებდა და თავისი კოსმიურობითა და რელიგიური ფანატიზმთან კავშირი უფრო
უახლოვდებოდა კ. გამსახურდიას ახალგაზრდულ ტემპერამენტს და იმდროინდელ
განწყობილებას.
ექსორესიონიზმით გატაცება განსაკუთრებით საგრძნობია კ. გამსახურდიას
ადრეულ ნოველებში: „მკვდართან შეხვედრა“, „ტაბუ“, „ლილ“, „პორცელანი“,
„კლარა“, „ფოტოგრაფი“, „საათები“ და სხვ.
„მკვდართან შეხვედრა“ კ. გამსახურდიას დეკადენტური გატაცებების ერთ-ერთი
პირველი ნიშანია. ბერლინის მახლობელ ტყეში, საღამო ხანს, სასეირნოდ გასული
ახალგაზრდა მკვდარს წააწყდა. შემზარავმა სურათმა და თვითმკვლელობის აქტის
სრულიად მოულოდნელმა სინამდვილემ კაცს თავზარი დასცა. მას ძალა აღარ ეყო,
მიცვალებული ხიდან ჩამოესხნა. სირბილით შინ მობრუნებულმა თავის ოთახში
იგრძნო სინდისის ქენჯნა. იგრძნო, რომ მანაც დანაშაული ჩაიდინა მკვდრის წინაშე.
როგორც მკითხველი შეამჩნევს, ამ ნოველის ფაბულაში ულტრადეკადენტური
არაფერია. ექსპრესიონისტული შეფასება მოვლენისა მხოლოდ ნოველის ფინალში
ხდება საცნაური: „თვალს ვახელ და ორი სინათლისაგან დაცლილი თვალი
შემომცქერის საყვედურით: სასთუმალი, საბანი, საგები ყველაფერი ცხელია.
ჩამოვდივარ ლოგინიდან და ცივ იატაკზე გართხმული ვისვენებ. როგორ მიამა
სიგრილე! ასე უნდოდა ამ კაცსაც, ძირს ჩამომეღო და მომესვენებინა. ფუი, შენს
კაცობას, შე მშიშარა, შე მშიშარა!.. ვწევარ პირაღმა იატაკზე და ვფიქრობ: ჩვენ ყველანი
საგნების თოკზე ვკიდივართ დღე და ღამ და გამვლელ-გამოვლელს ვეღრიჯებით:
„ძირს ჩამომიღე, დამასვენე, შე ქრისტიანო“.
როცა ეს ნოველა იწერებოდა, სწორედ იმ ხანებში გერმანული ექსპრესიონიზმი
თავის თეორიულ სისტემას აყალიბებდა. სწორედ მაშინ ქვეყნდებოდა
ლიტერატურულ პერიოდიკაში ადამიანის არსებობის, გარეშე საგნებს და
მოვლენებზე მისი სამარადჟამოდ მიჯაჭვულობის, ადამიანის გაუტანლობის, ახალი
ღმერთის შექმნის საჭიროების და სხვა ექსპრესიონისტული „გაბედულების“
აღმნუსხველი მასალები. „მკვდართან შეხვედრაც“ ამ განწყობილების უშუალო
ანარეკლია.
რეალისტური სინამდვილის ჩვენებისაგან ხელოვნების განთავისუფლების
ტენდენცია გამოკვეთილად „პორცელანში“ გვხვდება. ერთ-ერთ მასკარადაზე
ნოველის გმირმა გაიცნო მადამ როსტრუპი. მალე ახალნაცნობებს შორის მეგობრული
ურთიერთობა დამყარდა. კაცს, როსტრუპის ოჯახში ჩინური ჩაის ჭურჭელი
„პორცელანი“ იზიდავდა. ერთ დღეს სტუმარს ჩაის სხვა ჭურჭლით
გაუმასპინძლდნენ, ხოლო თავაზიანმა მასპინძელმა აცნობა, რომ პორცელანი ერთ
ამერიკელ ჟურნალისტს მიჰყიდა ნიუ-იორკის ერთ-ერთი მუზეუმისათვის. იმ
დღიდან ნოველის გმირს იმ ოჯახში ფეხი არ დაუდგამს. პორცელანის დაკარგვით
გაწყდა ჯაჭვი, რომელიც მას როსტრუპების ოჯახთან აკავშირებდა.
„ფოტოგრაფი“ სამშობლოდან გადახვეწილი ხელოვანის მოსაწყენ ცხოვრებაზე
გვიამბობს. დაეხეტება პარიზში ფოტოგრაფი, მისი სურვილი, შექმნას სურათი,
რომელიც დროს შეაჩერებს, უფრო ზუსტად ეპოქის ფოტოგრაფიული ასლი იქნება,
სურვილადვე რჩება, რადგანაც თავბრუდამხვევი დროის შეჩერება არავის ძალუძს.
ფოტოგრაფს სევდა მორევია, იგი ზედმეტი კაცია ამ მატყუარა ქალაქში.
ფოტოგრაფმა ადგილი ვერ იპოვა, ისევ ქუჩას მიაშურა. მოზეიმე ხალხის ტალღა
ბარებისა და რესტორნების კარებს აწყდება, ფოტოგრაფმა რამდენიმე რესტორანში
შეუხვია, ვერსად ადგილი ვერ იშოვა. ისევ ქუჩას გაჰყვა. ბოლოს მელანქოლიით
შეპყრობილი, ავი ზმანებებით და უპილობით გაწამებული ფოტოგრაფი თავის
სოფელში ჩამოდის, მაგრამ სანუგეშოს იქაც ვერას პოვებს. სოფლად
ღმერთდაკარგული ჩოხოსნები, ციებიანი ბავშვები და სიძვის ისტერიით
შეპყრობილი დიაცები მომრავლებულან. ფოტოგრაფს იმედის პატარა ნაპერწკლებიც
ჩაუქრა.
ექსპრესიონიზმისადმი ერთგულებით დაწერილ ამ ნოველას სიკვდილისა და
უიმედობის ლაიტმოტივად გასდევს მაგიური „შავი ფრინველის“ აჩრდილი,
რომელიც ხან ფოტოაპარატზე ჩამოჯდება, ხან დასაღუპავად განწირული გემის
ანძაზე და ხან რადიო-ტელეგრაფის მავთულზე წამოსკუპებული ფოტოგრაფს
ავისმომასწავლებელი ყრანტალით თავს აბეზრებს. „ქვეყანა“ სურათის გადაღებად
არა ღირს, შავი ფრინველის ეს სასოწარკვეთილი ჩხავილი გახლავთ სწორედ ამ
ნოველის დედააზრი. ძნელი შესამჩნევი როდია, რომ აქ ყველაფერი, ჩანაფიქრიდან
მოყოლებული თვით წერის მანერამდე, ექსპრესიონისტული განწყობილების
ანარეკლია და „ლიტერატურული მოდით“ ახალგაზრდა მწერლის გატაცების
თვალსაჩინო დასტური გახლავთ.
ექსპრესიონიზმით კ. გამსახურდიას გატაცების ერთ პერიოდს წერტილს უსვამს
„ლილ“. ამ ნოველაში მხატვრული პირობითობის და ხაზგასმული სიმბოლურობის
ადგილს გაშიშვლებული სახეობრიობა და შესამჩნევი ნატურალიზმი იჭერს.
ნოველის სიუჟეტი ასეთია: ახალგაზრდა პაციენტს მოეწონა და შემდეგ შეუყვარდა
კიდეც ექიმ შარუხიას ულამაზესი მეუღლე − ლილ. ვინ იცის, რით დამთავრდებოდა
მეოცნებე პაციენტის რომანი და მისი ხშირი ვიზიტები შარუხიას ბინაზე, რომ თვით
ექიმს არ გამოეჩინა ინიციატივა. ექიმმა შეყვარებულ ყმაწვილს მალულად დაანახვა
ზღვაში მობანავე ლილ. ნოველის გმირს თავზარი დასცა იმ გარემოებამ, რომ მისი
საყვარელი არსება, ულამაზესი ლილ რახიტიანი აღმოჩნდა. ასე უგემურად (ცოტა
არიყოს უხერხულადაც) დამთავრდა ეს რომანი.
ამ წლებში კ. გამსახურდიას შემოქმედებით ლაბირინთში მესამე გზაც გაილანდა.
მწერალმა სცადა თავისი დეკადენტური განწყობილებანი ქართულ ეროვნულ
ნიადაგზე გადმოენერგა და მითოლოგიურ-ფოლკლორულ საწყისებზე დაემყნო.
ახალგაზრდა ნოველისტის ეს სურვილი განსაკუთრებით „ტაბუში“ გამომჟღავნდა.
„ტაბუ“ ხარბედიებისა და ბისკაიების საბედისწერო შერკინების ბურუსით
მოცულ ამბავს გვიამბობს. სოფელ ნაჭყვედში ბისკაიებმა ხარბედიებს ჩაგვრა
დაუწყეს. შეწუხდნენ მონის უღელს მიუჩვეველი ხარბედიები, მაგრამ შურისძიება
მამაკაცთაგან ვერავინ გაბედა. ბოლოს აისხა იარაღი ქალმა, ხვარამზე ხარბედიამ,
ბისკაიების დასჯის სურვილით ანთებულმა მან ეშმაკს გაუყო სარეცელი და შვა
მორიელი, რომელმაც სიცოცხლეს გამოასალმა ბისკაიების ბელადი ლომკაცი ბისკაია.
მისტიციზმის ბურუსითაა მოცული ამ ნოველის მთელი რიგი პასაჟები. აქ ლეგენდა
და სინამდვილე, რეალური და ზღაპრული, ფოლკლორული და მითოლოგიური
ერთმანეთშია არეული და აშკარად ჩანს მწერლის მისწრაფება დეკადენტური თვით
ფოლკლორისა და რელიგიური ფანატიზმის წიაღში იპოვოს. ნოველაში
ოსტატურადაა ჩართული ხალხური შელოცვები, ცრურწმენათა გამომხატველი
სიუჟეტები და მოჩვენებანი. ეს მისტიკური გარსი ნოველას რეალური სამყაროს
ჩვეულებრივი მოვლენებისაგან ათავისუფლებს და ირეალურის ბურუსში ახვევს.
კ. გამსახურდიას ნოველების განსაკუთრებული ადგილი თანამედროვე ქართულ
ლიტერატურაში იმანაც განაპირობა, რომ ამ ნოველებით ჩვენს წინაშე წარმოსდგა
სრულიად ახალი სტილის, ბრწყინვალე ოსტატობის მქონე მწერალი, რომელმაც
თავისი რამდენიმე ნოველით იმდროინდელი მსოფლიოს საზოგადოებრივი
ცხოვრების ბევრი ისეთი მხარე მოიცვა, რომელსაც ჩვენში ჯერ-ჯერობით მწერლის
კალამი არ შეხებოდა.
ნოველა ქართულ ლიტერატურაში იმ დროს საკმაოდ დიდ პატივში იყო. მაგრამ
სამყარო, რომელიც კ. გამსახურდიამ თავისი ნოველებით მოიტანა, არ ჰგავდა შ.
არაგვისპირელის, ჭ. ლომთათიძის, ნ. ლორთქიფანიძის და სხვათა მიერ დახატულ
ლიტერატურულ გარემოს. ქართველმა მკითხველმა მაშინვე იგრძნო, რომ კ.
გამსახურდიას სახით ლიტერატურულ ასპარეზს უაღრესად თვითმყოფადი ნიჭი
შეემატა.
2. ლეო ქიაჩელის მოთხრობები

ლეო ქიაჩელის მხატვრული პროზის პრობლემატიკა და ტიპაჟი, უპირველეს


ყოვლისა, იმ უმნიშვნელოვანესმა სოციალურმა და პოლიტიკურმა მოვლენებმა
განსაზღვრეს, რომლებმაც არსებითად შეცვალეს და გარდაქმნეს XX საუკუნის
პირველი ნახევრის ჩვენი ქვეყნის ცხოვრების ყოველი სფერო.
ლეო ქიაჩელი თავისი დროის უმნიშვნელოვანეს ქარტეხილებთან მარტო
ლიტერატურულად დაკავშირებული შემოქმედი კი არ იყო, არამედ მთელი თავისი
ცხოვრებითაც და აქტიური მოღვაწეობითაც. ასე რომ, როგორც მხატვრული სიტყვის
ოსტატი, მოღვაწე და მოაზროვნე, იგი, უპირველეს ყოვლისა, სწორედ ამ მოვლენებმა
დაბადეს და ჩამოაყალიბეს.
მწერლის პირველი მოთხრობა − „წარსული აწმყოში“ 1909 წლის 7 მაისს
გამოქვეყნდა გაზეთ „ჩვენს აზრში“ ლ. მიხაძის ფსევდონიმით. ამ დროიდან
მოყოლებული, ლეო ქიაჩელი ინტენსიურ ლიტერატურულ მოღვაწეობას ეწევა და
მისი ნაწარმოებები სისტემატურად იბეჭდება ქართულ პერიოდულ პრესაში.
ლეო ქიაჩელის შემოქმედებაში მკაფიოდ იკვეთება ორი, ერთმანეთისგან
არსებითად განსხვავებული ტენდენცია. ერთნი მწერლის პროზაში საფუძველს
უყრიან მოვლენათა რეალისტური თვალთახედვით აღქმას, მეორე ნაკადს კი ის
მოთხრობები ქმნიან, რომელნიც მწერლის პროზაში თავისებური ფორმით ავლენენ
იმჟამინდელი მოდერნისტული ლიტერატურული მიმდინარეობებით ავტორის
განსაკუთრებულ გატაცებასა და დაინტერესებას.
ამ ორი ნაკადის თანაარსებობა მწერლის შემოქმედებაში, მეტ-ნაკლები
თანაფარდობით, თითქმის ოციანი წლების შუა ხანებამდე გრძელდება. თუმცა ისეთი
ქმნილებებით, როგორებიცაა − „სისხლი“, „თავადის ქალი მაია“, „არმასგირ კიბულან“
და „ჰაკი აძბა“, ლეო ქიაჩელმა საბოლოოდ დაიმკვიდრა რეალური სტილი და მთელი
ძალმოსილებით გამოკვეთა თავისი შემოქმედების მხატვრული ინდივიდუალურობა.
სამეცნიერო ლიტერატურაში ლეო ქიაჩელის ე. წ. არარეალისტური მოთხრობების
დახასიათების დროს აზრთა გარკვეული სხვადასხვაობა შეინიშნა. ერთნი მათში
სიმბოლისტური ტენდენციების გამომხატველ ნიშან-თვისებებს ხედავენ და,
ამდენად, ლეო ქიაჩელს სიმბოლიზმთან დაკავშირებულ შემოქმედად მიიჩნევენ,
მეორენი კი თვლიან, რომ ლეო ქიაჩელის ლიტერატურულ ძიებათა ეს ნაკადი
იმპრესიონიზმითაა ნასაზრდოები.
მიუხედავად იმისა, რომ სიმბოლიზმი და იმპრესიონიზმი ერთმანეთისგან
განსხვავებული ლიტერატურული მიმდინარეობებია, ლეო ქიაჩელის შემოქმედებაში
ისინი მკვეთრად არ არიან ურთიერთგამიჯნულნი და მათთვის დამახასიათებელი
ნიშან-თვისებები თავისებური ფორმით ერწყმიან და ეხამებიან ერთმანეთს. ასე რომ,
ლეო ქიაჩელს არარეალისტურ მოთხრობებში, ერთსა და იმავე დროს, კაცმა
სიმბოლიზმის ელემენტებიც შეიძლება იპოვოს და იმპრესიონიზმისაც.
ლეო ქიაჩელმა მკითხველის ყურადღება თავისი სადებიუტო ნაწარმოებითვე
მიიქცია. ეს იყო მოთხრობა „წარსული აწმყოში“ (1909 წ.), რომელშიც გარდასული
დროების გახუნებული და თანამედროვეობისათვის უკვე ანაქრონიზმად ქცეული
სურათებია რეალისტური დამაჯერებლობით აღწერილი. მოთხრობის მთავარი
პერსონაჟები, ფეოდალური საქართველოს ნაშთებად რომ შერჩენიან
მწერლისდროინდელ საზოგადოებას, გარდასულ საუკუნეთა უკანასკნელ მოჰიკანებს
წარმოადგენენ და თავიანთი გარეგნულად ბრწყინვალე ცხოვრებით, მოჩვენებითი
ყოფითი არისტოკრატიზმითა და რაინდული დარდიმანდობით ყველაფერს აკეთებენ
იმ ილუზიის შესაქმნელად, თითქოს ისტორიის ულმობელი განაჩენი მათ ყოფას არც
შეხებოდეს და ერთ დროს მართლაც წარჩინებული და ქვეყნის ბატონ-პატრონობას
შეჩვეულ ბატონიშვილთა ეს უფლებააყრილი შთამომავალნი ახლაც ნამდვილი
მთავრები და სამეფო კარის შთამომავალნი იყონ. არა თუ სხვებს, ისინი საკუთარ
თავსაც კი არ უტყდებოდნენ, რომ მათი „დიდებული გვარის მთავრული ვარსკვლავი
დიდი ხანია ჩამქრალიყო“ და ისტორიის ბედისწერას მათთვის უკვე გამოეტანა
განაჩენი.
ეს ყველაფერი მწერალმა მძაფრი შინაგანი ირონიით გაჟღენთილი ტკივილის
სახით გამოხატა. ბატონიშვილთა ცხოვრებისეულ არისტოკრატიზმსა და
მოჩვენებითად რაინდულ-დარდიმანდულ ქცევებში, რაც მათი ყოფითი
ყოველდღიურობის ყალბად თეატრალიზებულ პოზადაა ქცეული, ნათლად
იგრძნობა ფეოდალური ხანის საქართველოს რომანტიკული დიდების შორეული
ანარეკლი. იუმორში გაჯერებული ირონია მეტ ემოციურ შთამბეჭდაობას სძენს
ავტორისეულ სათქმელს და ორიგინალური ფორმით გამოხატავს ახალ დროსა და
ვითარებაში სოციალურად ფუნქციადაკარგული ბატონიშვილების წოდებრივ
ამპარტავნობასა და მოჩვენებით წარჩინებულობას.
1910 წელს დაიწერა მოთხრობა „ცოდვის შვილები“. განსხვავებით თავისი
სადებიუტო ნოველისაგან, ამ მოთხრობის მთავარი პერსონაჟები, ცოდვის შვილებად
შერაცხული ჯვებე და ბეკო, თავიანთი განვლილი ცხოვრებით, ყოველდღიური
ყოფით, ფიზიკური და გონებრივი მდგომარეობით, საზოგადოებასთან
დამოკიდებულებით, პიროვნული მიზანსწრაფვით, პირველ ყოვლისა, ე. წ.
მოდერნისტული ხელოვნების პრინციპებით შექმნილი ლიტერატურული
პერსონაჟები არიან. ბედისწერის გარდაუვალი, იდუმალი და შეუცნობელი ძალა
თრგუნავს და სასოწარკვეთილებით ავსებს მათს უსუსურ ცხოვრებას. ჯვებესა და
ბეკოს ტრაგიკული აღსასრულის ჩვენებით მწერალმა შემაძრწუნებელი ფორმით
დაგვანახვა ფატალიზმის უმწეო მონადქცეული ადამიანის ზნეობრივი დაცემისა და
ფიზიკური დაღუპვის გარდაუვალობა და ამით ნათლად გამოკვეთა ნაწარმოების
უმთავრესი სათქმელი: ჩვენი და ჩვენი წინაპრების მიერ ჩადენილი ცოდვების
საზღვევად ბედისწერა ისეთ სასჯელს მოუვლენს ხოლმე ადამიანს, რომლისგანაც
თავის დახსნა არავის შეუძლია.
როგორც ითქვა, ლეო ქიაჩელის ადრინდელ ნოველებში გამოვლენილი
მოდერნისტული ტენდენციების მნიშვნელოვანი ნაწილი სიმბოლისტური
პრინციპებითაა განპირობებული. ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი საგულისხმო
ნაწარმოებია „სტეფანე“ (1910 წ.), რომელიც დუმილის არსის ფილოსოფიური
გააზრებისა და გამოხატვის საინტერესო ცდას წარმოადგენს. მასში მწერალმა
თავისებური ფორმით დაუპირისპირა ერთმანეთს დუმილი და მეტყველება და ამ
დაპირისპირების დროს სიჩუმეს მიანიჭა აშკარად დიდი უპირატესობა.
ეს ნათლად ჩანს ნოველის მთავარი პერსონაჟის − სტეფანეს ცხოვრების
მაგალითზე. მიუხედავად იმისა, რომ მებადური სტეფანე თავისი უწყინარი
ტყუილებით მთელ სოფელში იყო განთქმული და ყველა სიამოვნებით უგდებდა
ხოლმე ყურს, როცა საუბარს დაიწყებდა, „დაბადებიდან სიცილის გამომწვევის
მადლით“ დაჯილდოებული ეს უცნაური კაცი მაინც დუმილს ანიჭებდა
უპირატესობას და მას მიიჩნევდა ჭეშმარიტების გამოვლენის უტყუარ ფორმად. მისი
რწმენით, „ყველაზე უკეთესი ამბავი ის არის, რომელიც უსიტყვოდ ესმის ყველას“.
სწორედ ამ რწმენამ დაამეგობრა იგი მის თანასოფლელ მუნჯ ძოკოსთან. მეგობრები
ხშირად საათობით ისხდნენ ხოლმე ერთმანეთის გვერდით და დროს ამგვარ
უსიტყვო მეტყველებაში ატარებდნენ.
სოფელს ძალზე უკვირდა მათი ამბავი, რადგანაც ის, რაც ესოდენ გასაგები და
საცნაური იყო სტეფანესა და მისი უტყვი მეგობრისთვის, ჩვეულებრივი
ყოველდღიური ყოფითი საზრუნავით დატვირთული ხალხისთვის სრულიად
გაუგებარი და მიუწვდომელი რამ იყო. ასე ცდილობს ლეო ქიაჩელი პიროვნულ
ურთიერთობათა ახალი წახნაგების წარმოჩენას და დუმილს, „უსიტყვოდ
მეტყველებას“, ადამიანთა ნამდვილი გულისთქმის გამოხატვისა და სამყაროს
გონებისმიღმურ იდუმალებაში წვდომის უცილობელ საშუალებად მიიჩნევს.
ლეო ქიაჩელის მოდერნისტული მოთხრობების პერსონაჟები, როგორც ითქვა,
თავიანთი ფიზიკური და სულიერი მდგომარეობით ხშირად ჩვეულებრივი
ადამიანებისაგან მკვეთრად გამორჩეული პიროვნებანი არიან, რომელთა ცხოვრებას
ბრმად წარმართავს ბედისწერის იდუმალი და შეუცნობელი ძალა. ამ ადამიანთა
არსებაში თითქოს რაღაც უხილავი და ეშმაკთან წილნაყარი გრძნეული ძალაა
ჩასახლებული, რომელიც არა მარტო მათ იმონებს და იმორჩილებს, არამედ
შემაძრწუნებლად ზემოქმედებს გარშემომყოფებზეც.
ავიღოთ, მაგალითად, მენახირე ტაგუ, ნოველა „ჯადოსანის“ (1912 წ.) მთავარი
პერსონაჟი, თავისი მწვანე თვალების გრძნეულებით მთელ სოფელში გამორჩეული
და საშიში კაცი. მზერაში ჯადოჩაგუბებულ ტაგუს ყველა გაურბოდა, რადგანაც მასში
ხედავდნენ იმ ძალას, რომლის ნებასაც არა მარტო სულიერი არსებანი, უსულო
საგნებიც კი ემორჩილებოდნენ.
რა სძენს ადამიანს ამ ძალას, სადაა ამგვარი გრძნეულების სათავე, რა
განსაზღვრავს მის იდუმალ ბუნებას? აი, კითხვები, რომლებიც ლეო ქიაჩელის ამ ე. წ.
მოდერნისტული მოთხრობების კითხვის დროს აღგვეძრება ხოლმე და
ორიგინალური ფორმით წარმოაჩენენ ბედისწერის უმწეო მსხვერპლადქცეული
ადამიანების სულიერ და ფიზიკურ უძლურებას.
„თავადის ქალი მაია“ (1927 წ.) გასაოცარი ფსიქოლოგიური სიღრმით წარმოაჩენს
ნოველის მთავარი პერსონაჟის ადამიანურ ბუნებას, თუმცა ფრაგმენტულად და
ეპიზოდურად, მაგრამ, ამავდროულად, ფართო განზოგადებულობით გვიჩვენებს
მთელ მის ცხოვრებასა და პიროვნულ მიზანსწრაფვას. მაიას ადამიანური ბუნების,
მისი სულიერი ტრაგიზმის გამოვლენა მოთხრობაში ძირითადად ორი უმთავრესი
ფაქტორი გათვალისწინებით ხდება: დროის ულმობელი დინების წინაშე ადამიანის
უმწეობის თვითგანცდის შედეგად გაჩენილი გაბოროტებითა და რევოლუციის
საბედისწერო როლით მის პიროვნულ ცხოვრებაში.
თუ პირველმა ფაქტორმა ერთიანად დააჭკნო და წარხოცა ერთ დროს საქვეყნოდ
განთქმული თავადის ქალის წარმტაცი მშვენიერება და ვნების ასპარეზი დაუხშო
მუდამ საალერსოდ შემართულ მის დაუოკებელ ხორციელ მისწრაფებებს, მეორემ
სულიერი და მატერიალური დასაყრდენი გამოაცალა ქალის ცხოვრებას და
განცხრომასა და ფუფუნებაში წუთისოფელგატარებული მაია ეკონომიკური
სიდუხჭირის პირამდე მიიყვანა.
პიროვნული და სოციალური განწირულობის თვითშეგნებამ მაია ქვეყნიერებაზე,
ყველასა და ყველაფერზე გაბოროტებულ, შურისმაძიებელ ადამიანად აქცია, თუმცა
ბოროტებად გარდაქმნილი ავხორცი ვნება მანამდელ მის ცხოვრებასაც ახლდა თან
მუდმივ თანამგზავრად და მან არაერთი მართალი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
ტყუილად კი არ ამბობდა ხალხი, მაიას კვალზე სიკვდილი დაიარებაო.
თავადის ქალის სისხლიანი ცხოვრების ეს შემაძრწუნებელი და ცოდვით
დამძიმებული ისტორია მთელი საშინელებით გადაიშლება მკითხველის თვალწინ
ნოველის ფინალში მაიას მიერ დაფინოსთვის გამჟღავნებული აღსარების შედეგად.
როგორც ცნობილია, თავის ადამიანურ და სოციალურ განწირულობას მაიამ
თავადვე გამოუტანა უმკაცრესი განაჩენი − მან თვითმკვლელობით დაასრულა
სიცოცხლე. ნაწარმოების ეს ეპიზოდი გასაოცარი მწერლური ოსტატობით
შესრულებული და ადამიანური ბუნების უღრმესი შრეების განსაცვიფრებელი
ფსიქოლოგიზმით წარმომჩენი, − იმავდროულად, მაიას მთალი განვილი ცხოვრების
თავისებურ შეჯამებადაც იქცა. ზღვისთვის სათითაოდ შეწირულ ძვირფას
რელიქვიებთან დაკავშირებული თავგადასავლების მოთხრობით თანდათანობით
ეხსნება იდუმალების საბურველი თავადის ქალის სისხლიან წარსულს.
დაფინოსთან გამართული მისი სიკვდილისწინა საუბარი, რომელშიც შინაგანად
ცოდვათა მონანიების ყრუ გამოძახილიც ისმის, თითქოს ცოდვათაგან განსარმენდელ
აღსარებადაა ქცეული. მიუხედავად იმისა, რომ ამ მონათხრობით საბურველახდილი
ამბები გვაძრწუნებენ და თავზარს გვცემენ სისასტიკითა და საშინელებით, უდიდესი
ფსიქოლოგიური ძალმოსილებით დაწერილი ეს ეპიზოდი ერთგვარი
თანაგრძნობითაც განგვაწყობს ამ ულმობელი და გულქვა პიროვნების ტრაგიკული
ცხოვრების ბედისადმი.
მაიას თვითმკვლელობა ფსიქოლოგიურადაც და მსოფლმხედველობრივადაც
კარგად მოტივირებული აქტია, რომელიც ლოგიკურად აგვირგვინებს ნაწარმოებში
მოთხრობილ ამბავს.
ბილეთი 7

1. გალაკტიონ ტაბიძის პოეტური მემკვიდრეობა

მეოცე საუკუნის ქართული ლირიკული ლექსის წინასიტყვაც და ბოლოთქმაც


გალაკტიონის პოეზიის კუთვნილებაა. მძიმე და სევდიანი ეპოქის შეწირულთა
გრძელ სიას ის უდგას სათავეში.
გალაკტიონ ტაბიძე დიდი რეფორმატორია თანამედროვე ქართული ლექსისა.
განუსაზღვრელი პოეტური თავისუფლება მოიტანა მან პოეზიაში. ასეთი პოეტური
თავისუფლება ძალუძს მხოლოდ ნოვატორს, პოეტს, რომელსაც ემორჩილება სიტყვა,
რომელიც ფლობს მის საიდულმოებას. გ. ტაბიძის შემოქმედებითი გზა, ისევე
როგორც ყველა შემოქმედისა, სავსეა წინააღმდეგობებითა და კონტრასტებით. სულ
ახალგაზრდა ის წერს ლექსებს, რომლებიც სავსეა რევოლუციური გზებითა და
რწმენით, მოგვიანებით განიცდის სიმბოლიზმის გავლენას, გამოსცემს ლექსების
კრებულს „არტისტული ყვავილები“, ბეჭდავს რამდენიმე ლექსს სიმბოლისტურ
ჟურნალში „ცისფერი ყანწები“, მაგრამ მიუხედავად ამ ფორმალური და ესთეტიკური
სიმბოლიზმისა, ზოგჯერ პოეტი დგება სიმბოლისტური ფილოსოფიის
დიამეტრალურად საწინააღმდეგო პოზიციაზე. ქართულ ლიტერატურაში იშვიათია
პოეტი, რომელიც ისეთი მრავალფეროვანი ზომით, რიტმითა და რითმით წერდეს
ლექსებს, როგორც გალატკიონი. ის, ერთსა და იმავე დროს, სმენის პოეტიც არის და
ხედვისაც. მისი ფერწერული სახეები ხორციელდება რიტმულ, მუსიკალურ
ფრაზებში. ეს მუსიკა ლექსისა რთულდება და ხშირად მისი ლექსი რთულ
პოლიფონიურ მუსიკალურ ნაწარმოებს ჰგავს. ასევე უსაზღვროა გალაკტიონის
ლექსების თემატური მრავალფეროვნება: რევოლუცია, სიკვდილ-სიცოცხლისა და
სიყვარულის მარადიული თემები, სამოქალაქო ლირიკა, პუბლიცისტური ლექსები
კოლექტივიზაციაზე, ინდუსტრიალურ საქართველოზე, სამამულო ომზე.
ოციანი წლების დასაწყისიდან გალაკტიონის ლიტერატურული საქმიანობის სფერო
გაფართოვდა, მან სარედააქციო საქმიანობაც დაიწყო; 1921 წლიდან ემზადებოდა
ჟურნალის გამოსაცემად, გარშემოიკრიბა მწერლები, ჟურნალს „ლომისი“ უნდოდა
რქმეოდა. სწორედ „ლომისის“ ირვლივ შემოკრებილმა მწერლებმა გადაწყვიტეს
პოეტთა მეფის სწორუპოვარი ტიტულის მოსაპოვებელი პაექრობა გაემართათ, თითო
მონაწილეს ამ დღისთვის დაწერილი თითო ლექსი უნდა წაეკითხა; მასში ლომისის
ხელმძღვანელიც მონაწილეობდა ლექსით „პოეზია უპირველეს ყოვლისა“.
„...სიმღერებით ხალისის და ბრძოლისა, პოეზია უპირველეს ყოვლისა...“ −
გამარჯვება ამ სტრიქონთა ავტორს ხვდა წილად თუმცა „მარტოობის დღესასწაული“
კვლავ გრძელდებოდა.
განახლება ან სიკვდილი - ძირს ყოველგვარი რუტინა, ძირს დრომოჭმული
შემოქმედების უნაყოფო ელემენტი, გაუმარჯოს ახალ შემოქმედებას“ ამ სიტყვებითა
და სულისკვეთებით წარადგინა ლიტერატურული საქართველოს წინაშე
გალაკტიონმა ახალი ჟურნალი − „გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალი“, რომელიც სამიოდე
თვის განმავლობაში გამოდიოდა, მაგრამ პოეტის ბიოგრაფიაში განსაკუთრებული
ადგილი დაიკავა. ჟურნალში გალაკტიონმა თავისი შემოქმედებითი გზისა და
არჩევანის წარმოჩენა არაერეთხელ სცადა სხვადასხვა ნომრების „წინათქმებში“ −
რევოლუციური დროის აღნიშვნის, ეპოქისათვის ხარკის გაღებისათვის
ტრიბუნალური მოწოდებების პარალელურად სტრიქონთა შორის კვლავ მისტიური,
დაფიქრებული და დაეჭვებული გალაკტიონი მოსჩანს.
„გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალი“ მისი რედაქტორის პოეტური ცხოვრების
ამსახველადაც იქცა. გალაკტიონი თავის ახალ ლექსებს მაშინ სწორედ აქ ბეჭდავდა
და მიუხედავად ხმამაღლა გაცხადებული შემოქმედებითი მიზნებისა, გალაკტიონი
მაინც სიმბოლისტურ-მოდერნსტური ბომონდის თაყვანისმცემლად რჩებოდა.
ჟურნალში დაიბეჭდა ალზიორისა (კახეთის ციკლი) და „ეფემერული“ ცნობილი
ციკლის ყველა ლექსი.
გალაკტიონის მხატვრულ სამყაროში 1922-23 წლებში შექმნილ „ეფემერულ“
ლექსებს განსაკუთრებული ადგილი და მნიშვნელობა აქვთ. თავად ეფემერა
პოტისთვის მირაჟულის, წამიერის სიმბოლოდ მოიაზრება. უდაბნოს ერთდღიანი
ყვავილი − მშვენიერი ეფემერა გალაკტიონის პოეზიის ხატად იქცა და ამას პოეტმა
თავისი აწ უკვე ნაცნობი სიმბოლური სახე − მთვარიანი ღამე დაუკავშირა.
გალაკტიონის შემოქმედებითი ყოფის რეტროსპექტულ შედევრს წარმოადგენს
1925 წელს გამოცემული კრებული „ასი ლექსი“, ლექსები ავტორმა თავად შეარჩია
ბოლო წლების პოეტური პრაქტიკის წარმოჩენის პრინციპით, თუმცა ვერც
ადრინდელ ძველ და ძვირფას ტრიქონებს შეელია.
საერთოდ, ამ პერიოდში გალაკტიონის შემოქმედებითი თვალთახედვა ორი
დიამეტრულად განსხვავებული გზით მიდის: ერთი მხრივ, ეს არის პატრიოტული
და სამოქალაქო თემატიკის ლექსები. „ეს იყო ოქტომბრის ღამეს“, „გრიგალი“, „არა
ერთი და ორი“, „ეს ლექსი“ და ა.შ. ამავე ხანაში გალაკტიონი ღირსსაცნობ ეპიკოსადაც
წარმოჩნდება სამოქალაქო თემატიკაზე შექმნილი პოემებით „ჯონ რიდი“ და „იგი
ომია“.
და მაინც ამ პერიოდში გალაკტიონის პოეტური სტიქიაც და შემქომედებითი
სრულყოფილებაც მეორე მიმართულებით უნდა ვეძიოთ. გალაკტიონის
სიმბოლისტური მეთოდებით სჯანი კვლავ გრძელდებოდა და ხაზგასმით უნდა
აღინიშნოს რომ ამ მხრივ ცდომილებები აღარსად ჩანდა. ამას გამოხატავს თუნდაც
ლექსი „ვარდები“. 1927 წელი პოეტისათვის განსაკუთრებით ნაყოფიერი აღმოჩნდა,
რაც, უპირველესად, სიმბოლისტური პოეტური ქმნილებებით წამოჩინდა. მათ
შორისაა: „ამ ბნელი ღამით“, „თეთრი ქარები“, „ლურჯი ხომალდი“, „პორტრეტი“...
თუკი „ცისფერყანწელთა“ შემოქმედებით გზაზე ესთეტიკურ-
მსოფლმხედველობრივი მიმართულების შეცვლა ხანგრძლივი და მტკივნეული
პროცესი იყო, გალაკტიონის შემოქმედებით ცხოვრებაში ყოველივე რაღაცნაირად
მეყსეულად მოხდა. როგორც ჩანს, შინაგანი შემოქმედებითი და ინტუიტური მზაობა
ამ დიდი სახეცვლილებისაკენ უკვე არსებობდა, საბაბი კი ცხოვრებისაგან ნაბოძები
კიდევ ერთი მძიმე დარტყმა იყო... ოლღა ოკუჯავა 1929 წელს დააპატიმრეს.
გალაკტიონი თავს მარტო გრძნობდა. პირველ ხანებში ლექსებსაც აღარ წერდა, ჩუმად
დადიოდა, სმას მოუხშირა, უფრო დაძაბული და ნერვიული გახდა. სწორედ აქ
დასრულდა, გალაკტიონის პოეტური ბიოგრაფიის ის ერთი დიდი და მნიშვნელოვანი
ეტაპი, რომელზეც არა მხოლოდ ქართული პოეზიის იმდროინდელი ისტორია და
სახე შეიქმნა, არამედ მისი სამომავლო გზებიც ანსაზღვრა.
გალაკტიონ ტაბიძის არტისტული ყვავილები. 1919 წელს საუკუნის წიგნი უკვე
დაწერილი იყო. ეს პატარა წიგნაკი ლირიკულ სახარებად მაშინვე იქცა და
გენიალობის ხარისხიც მაშინვე მიიღო. ისიც აშკარა იყო, რომ მის
მსოფლმხედველობრივი მხატვრული არჩევანი სიმბოლისტული თეორიის გზაზე
მიდიოდა. თვით კრებულის სახელწოდება − „არტისტული ყვავილები“ თავის ხანაში
ევროპულ ლიტერატურაში ცნობილი ტერმინოლოგიიდან მოდიოდა. შექსპირისა და
ბაირონის შემოქმედების ნიშნეული სიმბოლო თავის ქალა მხატვრულ-ესთეტიკური
მარადიულია - ყვავილებით შემკობასაც გულისხმობდა. ამ ფორმის გადმოტანამ
გალაკტიონის 1919 წლის კრებულის პირველი გვერდიდანვე ხაზგასმული
ესთეტიკურობის და არტისტიზმის სახე მისცა ლექსებს შარლ ბორლერის, თეოფილ
გოტიეს, პოლ ვალერის მცირე მონოგრაფები უძღვოდა. კრებულის პირველივე ლექსია
„შემოდგომა „უმანკო ჩასახების“ მამათა სავანეში“, მას „ლურჯა ცხენები“ მოსდევდა.
„არტისტული ყვავილები“ ინტეგრალური ლექსების კრებულია, პოეტური
განსახოვნების უმაღლესი დონე. სამყაროს განსაკუთრებულ მხატვრულ-ესთეტიკურ
კატეგორიებში წარმოჩენა, ინტეგრალური შესიტყვებანი, აზრის განცხადებას კიდევ
უფრო მძაფრს და მნიშვნელოვანს ხდის, და ამასთან ერთად ამოუცნობი ხედვის
განწყობისა თუ ემოციის წინაშე აყენებს მკითხველს. „ანგელოზს ეჭირა გრძელი
პერგამენტი“, „სილაჟვარდე,, ანუ ვარდი სილაში“, „ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი“.
ამგვარი ოკაზიონალური შესიტყვებები მრავლადაა „არტისტულ ყვავილებში“.
„არტისტული ყვავილების“ სტრიქონები ირეალურ სამყაროს მთელი თავისი
მომხიბვლელობით გადაშლიან, მასში არ არსებობს თუნდაც ოდნავი ცდომილება
სიმბოლისტური მსოფლმხედველობის გზიდან. საუკუნის წიგნის სამშვენისთა
შორისაა „სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში“, „თოვლი“, „ანგელოზს ეჭირა გრძელი
პერგამენტი“, „ატმის ყვავილები“, „მთაწმინდის მთვარე“ და სხვა. ყოველ მათგანში
შემოდის პოეტის სილუეტი თუ მძაფრი შინაგანი ექსპრესია.
„არტისტული ყვავილების“ ლირიკული გმირი განრიდებულია სიმშვიდის შინაგან
წონასწორობას. მუდმივად „სავანის“ ძიებაშია. ეს ტერმინი ამ შემთხვევაში მხოლოდ
სულის მშვიდ ნავსაყუდელს არ გულისხმობს. სული მაშინ ნეტარებს როცა ყველა
კითხვაზე პასუხი გაცემულია. კრებულში გალაკტიონმა არ შეიტანა 1917 წლის
რევოლუციის უშუალო შთაბეჭდილებით შექმნილი „დროშები ჩქარა“. ამ ფაქტს
შემთხვევითობად არ მიიჩნევს ნოდარ ტაბიძე და აღნიშნავს, რომ ეს მხოლოდ და
მხოლოდ მარადიულისა და დროებითის ერთმანეთისაგან გამიჯვნის პოეტისეული
პრინციპია. „არტისტული ყვავილების“ ერთ უმნიშვნელვანეს სახედ იქცა მერის
ხატება.
არტისტული კრებულის ლექსთა სიაში მაინც მოხვდა „გემი“, „დალანდი“ და
„რამდენიმე დღე პედროგრადში“, ეს ლექსები რევოლუციური პეტერბურგის
უშუალო მოწმის გულწრფელი განცდების ამსახველია. გალაკტიონი რევოლუციას
„ქვეყნისათვის სიმშვენიერის მომტანს“ უწოდებდა და უმაღლესი თავისუფლების
ცნებასთან აიგივებდა.
2. დავით კლდიაშვილის ,,შემოდგომის აზნაურების“ ციკლის მოთხრობები

დავით სამსონის ძე კლდიაშვილი დაიბადა 1862 წლის 11 სექტემბერს სოფ.


სიმონეთში, იმერეთში, მცირემამულიანი აზნაურის ოჯახში. დავით კლდიაშვილი
არა მარტო თავისი მიწიერი ცხოვრებით, არამედ შემოქმედებითი ტენდენციებითაც
ნიშანსვეტად დგას ორი ეპოქის − მე-19 და მე-20 საუკუნეების ქართული კულტურის
გასაყართან. მან შეძლო თვისებრივად გარდაექმნა ქართული პროზის მხატვრული
ასახვის სისტემა: სოციალური მოთხრობის გვერდით შექმნა მაღალმხატვრული
ფსიქოლოგიური მოთხრობა; ისტორიული წარსულის რომანტიკულ იდეალიზაციას
დაუპირისპირა რეალისტური ისტორიზმის პრინციპი, შეძლო პროზაში ტრაგიკულ-
დრამატულისა და კომიკურის თანაზომიერი შეზავება; შეკუმშა ავტორისეული
აღწერილობით-თხრობითი ელემენტი, განდევნა პროზიდან ტრადიციული
ლირიზმი, რაც გამოიხატებოდა მთხრობელის ემოციური ჩარევით ნაწარმოების
სიუჟეტში და დაამკვიდრა მხატვრული ასახვის ობიექტივისტური სტილი; შეიანა
პროზაში დრამატურგიული ხერხები; მინიმუმამდე დაიყვანა დამკვიდრებული
პოეტური ფიგურები: პეიზაჟი, პორტრეტი, შედარება-მეტაფორები. დავით
კლდიაშვილმა ახალ სიმაღლეზე აიყვანა ქართული დრამატურგიაც: შექმნა
ფსიქოლოგიური დრამის, მცირეფორმიანი ტრაგედიის, ტრაგიკომედიის რამდენიმე
შედევრი.
დ. კლდიაშვილის შემოქმედების მკვლევარნი, ძველებიც და ახლებიც, ერთხმად
აღიარებენ, რომ ამ დიდი მწერლის ორიგინალური ნიჭი, მისი შემოქმედებითი
მეთოდისა და სტილის თავისებურება, მხატვრული ოსტატობის უმაღლესი ხარისხი −
მთელი სისრულით გამოვლინდა გაღარიბებულ აზნაურთა ყოფის ამსახველ
მოთხრობებსა და პიესებში. სწორედ აზნაურთა რკალის გამო დ. კლდიაშვილის
სახელი არც თუ იშვიათად მოიხსენიება სერვანტესისა და დიკენსის, გოგოლის,
ჩეხოვისა და ბუნინის გვერდით.
1894 წელს ქვეყნდება დ. კლდიაშვილის ახალი მოთხრობა „სოლომან
მორბელაძე“. მალე მას მოჰყვება „სამანიშვილის დედინაცვალი“, „ქამუშაძის
გაჭირვება“.
დ. კლდიაშვილის თითოეული მოთხრობა ცხოვრების მხოლოდ ერთ მომენტს,
ერთ ნაწილს, ხშირად ერთ სურათს ასახავს, მაგრამ არსებითად ეს არის ერთი წიგნი,
რომლის მთავარი გმირია გაღატაკებული აზნაური, ვისაც ყველაზე მოხდენილად
მიესადაგა თვით კლდიაშვილის მოთხრობიდან გავრცელებული გამოთქმა −
„შემოდგომის აზნაური“.
ვინაა ეს „შემოდგომის აზნაური“, რომლის ცხოვრება, ხასიათი და სულისკვეთება
ასე რეალისტურად აისახა ქართველი მწერლის შემოქმედებაში? რას წარმოადგენდა
იგი ძველად ან ახლა? ისტორიკოსთა მტკიცებით, აზნაურობა, როგორც სოციალური
ფენა, მხოლოდ ქართული მოვლენა ყოფილა და სრულიად განსხვავებული სხვა
ქვეყნებში ცნობილი საზოგადოებრივი ურთიერთობის ფორმათაგან. ეს ფენა,
აზნაურობა, უკვე მე-15 საუკუნისათვის რაღაც საშუალოა თავადობასა და გლეხოაბს
შორის. აზნაურთა უმრავლესობა წვრილი მემამულეა, უპირატესად
ადმინისტრაციული მოხელენი არიან. მათვე ეკისრებოდათ სამხედრო სამსახური და
პატრონის ხლება. ერთადერთი მთავარი ნიშანი, რომელიც აზნაურს გლეხისაგან
განასხვავებდა, პირადი თავისუფლება ყოფილა.
აი, ზოგიერთი ნიშანი, რომელმაც ისტორიულად ჩამოაყალიბა აზნაურული
ხასიათი: გამახვილებული წოდებრივი სიამაყის გრძნობა; საკუთარი დამსახურების
გაზვიადება, ტრაბახი, კუდაბზიკობა; ხაზგასმული სტუმართმოყვარეობა;
გადაყოლილი ჩაცმა და ა.შ. კიდევ მრავალი, ხშირად ერთმანეთის გამომრიცხველი
ნიშნების ჩამოთვლა შეიძლება, რომლებიც ისტორიულ ეპოქაში შეუმუშავდა
აზნაურობას და მეტ-ნაკლებად გადმოჰყვა ახალ დროშიც, ფეოდალიზმის
ლიკვადიციის შემდეგ.
XIX-XX საუკუნიეების გასაყართან, 1900 წელს, დ. კლდიაშვილის ერთ-ერთ
საუკეთესო მოთხრობაში „ქამუშაძის გაჭირვება“ პირველად გაისმა გამოთქმა
„შემოდგომის აზნაური“. შეძლებული გლეხი სამადაძე, აზნაურ ქამუშაძეების
ნათლობაში, თავისთავზე იღებს ისტორიულ მისიას − განაჩენი გამოუტანოს ამ
ხალხს. „შემოდგომის აზნაური“ არის ტერმინი-განაჩენი, ტერმინი-ფუნქცია,
რომელშიც აისახა მთელი საზოგადოებრივი ფენის ტრაგედიაც და კომედიაც. ამ
წოდების ისტორიულ-ქართული თავგადასავალი შეძლებული გლეხის შეყვირებით
და მთვრალი აზნაურის ლუღლუღით უნდა დამთავრებულიყო. ასეთი ქვეტექსტით
მოგვაწოდა დ. კლდიაშვილმა ტერმინი − „შემოდგომის აზნაური“, რომელიც
სამუდამოდ დამკვიდრდა ქართულ სიტყვა-ხმარებაში.
აი, ეს მასალა დაედო საფუძვლად დავით კლდიაშვილის შემოქმედების ძირითად
ნაწილს.
სიბრალული, რომელსაც დავით კლდიაშვილი განიცდიდა ამ არსებითად
დეკლასირებული ადამიანებისადმი, რეალისტ მწერალს არ უშლიდა ხელს შეემჩნია
სასაცილო მდგომარეობა, რომელშიაც ცხოვრებამ ჩააყენა ეს ადამიანები, შეემჩნია
კომიკური მათ ქცევასა და ხასიათში. აქედან: იუმორისტული პათოსი, რომელიც
აგრეთვე დამახასიათებელია დ. კლდიაშვილის მხატვრული სტილისათვის.
დ. კლდიაშვილის მთავარი პერსონაჟები არასოდეს ხუმრობენ, პირიქით,
უმეტესად ისინი პირქუშნი, მოწყენილნი, ჩაფუქრებულნი და სიტყვაძუნწნი არიან.
მათზე იმიტომ კი არ გვეღიმება, რომ თავად არიან კომიკურნი, არამედ იმიტომ, რომ
„თვით ამბავია სასაცილო“. ცნობილი ეპიზოდი „სამანიშვილის დედინაცვლიდან“:
მთვრალმა კირილემ სალობერიძის ოჯახში იჩხუბა, უხერხულ მდგომარეობაში
ჩააყენა მასპინძლებიც და მათი სტუმრები. პლატონი შეწუხდა ცოლისძმის
საქციელით და როდესაც ეს უკანასკნელი გაიქცა, საზოგადოებას უამბო კირილეს
სხვა ოინებიც. მწერალი შენიშნავს: „ეს კაცი... ისეთნაირი კილოთი ლაპარაკობდა,
სწორედ შეეცოდებოდა კაცს, რომ თვით ამბავი სასაცილო არ ყოფილიყო“.
თავი რომ დავანებოთ ისეთი ტრაგიკული ინტონაციებით დატვირთულ
მოთხრობას, როგორიცაა „ქამუშაძის გაჭირვება“, თვით „სოლომან მორბელაძე“ და
„სამანიშვილის დედინაცვალი“ იმდენადვეა იუმორისტული, რამდენადაც
ტრაგიკულ-დრამატული.
დაქვრივებულმა, მაგრამ ჯერ კიდევ ჭარმაგმა მოხუცმა აზნაურმა ბეკინა
სამანიშვილმა ერთ დღეს კაცი მიუგზავნა შვილს, პლატონს, და ცოლის შერთვის
სურვილი გამოუცხადა. თუ გავითვალისწინებთ, რომ მამა-შვილი ერთად, ერთ
ოჯახში ცხოვრობდნენ, სიტუაცია საკმაოდ კომიკურია. მაგრამ კომიკურია იგი
მკითხველისათვის და არა თვით ამ სიტუაციის მოქმედი გმირებისათვის, მეტადრე
პლატონისთვის. „მღუპავ, მამა? − მივიდა ბეკინასთან − მღუპავ? დანას მიყრი ყელში?
რატომ მიმეტებ, შენი ჭირიმე?! − ძლივს წარმოთქვა პლატონმა და ხმაჩაწყვეტილმა
უნუგეშოდ ხელები გაშალა“. რაკი მამას გადაწყვეტილება ვერ შეაცვლევინა,
პლატონმა თვითონ იკისრა სადედინაცვლოს გამოძებნა. იკისრა იმიტომ, რომ არამც
და არამც არ უნდა დაუშვას, რომ ბეკინას შვილი გაუჩნდეს, ესე იგი, გაჩნდეს „ლუკმის
გამყოფი“. რომ უფრო იმედიანად იყოს, პლატონი გადაწყვეტს, თვითონ მოძებნოს
ორნაქმარევი და უშვილო სადედინაცვლო. იგი ნათხოვარ ბეხრეკ ცხენზე
ამხედრებული, გაემართება სოფელ-სოფელ. იწყება ღარიბი იმერელი აზნაურის
მოგზაურობა, ერთსა და იმავე დროს სასაცილოცა და სამწუხაროც.
პლატონის შიში, მის მიერ მამის გადაწყვეტილების ტრაგიკული განცდა რომ
საფუძველს მოკლებული არ იყო, ირკვევა მოთხრობის ფინალში. აქ ნაჩვენებია, თუ
როგორც სპობს მამა-შვილს შორის ყოველგვარ გრძნობას შიში ხვალინდელი დღის
წინაშე, რომელსაც ადამიანებში წარმოშობს კერძომესაკუთრულ ურთიერთობაზე
დამყარებული ცხოვრება. პლატონი მხეცურად სცემს ფეხმძიმე დედინაცვალს,
გაეყრება შრომისუნარმოკლებულ მამას, ხოლო როდესაც ეს უკანასკნელი
გარდაიცვლება, უსაშველოდ ავიწროებს, სასამართლოდან სასამართლოში
დააწანწალებს დედინაცვალსა და მცირეწლოვან ძმას.
მოთხრობაში ბევრია იუმორისტული სიტუაციები, არის ზოგიერთი
იუმორისტული პერსონაჟიც, მაგრამ თვითონ მთავარი გმირი − პირქუში,
სიტყვაძუნწი, ულმობელი პლატონ სამანიშვილი, მისი ურთიერთობა მამასთან,
გოეთეს სიტყვებით რომ ვთქვათ, ტრაგიკულის მიჯნაზეა.
ასეა „სოლომან მორბელაძეში“, „ქამუშაძის გაჭირვებაში“, „დარისპანის
გასაჭირში“.
ამ საზოგადოებაში ადგილი აღარ რჩება ნათესაურ-ინტიმური
მგრძნობიარობისთვის, აქ ანგარებიანობაზე აგებული ულმობელი კანონები
მოქმედებენ და ადამიანებიც შესაბამისად არიან მომართულნი. მოხუცი ბეკინა
შებრალებას ემუდარება შვილს. „მე შემიბრალა ვინმემ? − წაილაპარაკა პლატონმა და
პირი იქით მიიბრუნა“. პლატონის ამ წალაპარაკებაში დ. კლდაიშვილისათვის
დამახასიათებელი სიზუსტითაა ფორმულირებული ულმობლობაზე დამყარებული
საზოგადოების არსი. პირი იმიტომ მიიბრუნა პლატონმა, რომ იგი, ბოლოს და
ბოლოს, ადამიანია და სახეში ვერ შეხედავდა მამას, რომელსაც ეს-ესაა სასიკვდილო
განაჩენი გამოუტანა.
ამასთანავე, „სამანიშვილის დედინაცვალი“, ისევე როგორც აზნაურული რკალის
ყველა მოთხრობა, გაბრწყინებულია იმ იუმორით, რომელიც თავისი წარმოშობით
ხალხურია, ჩვენში დამკვიდრებული ტრადიციით − იმერულია და რომელიც
მწერლობაში პირველმა დავით კლდიაშვილმა შემოიტანა.
„სოლომან მორბელაძე“, აზნაურული რკალის პირველი მოთხრობა, პირდაპირ
მოქმედებით და დიალოგით იწყება. მაშვალ სოლომანთან მოდის პლატონი, მევალე
და ვალს ითხოვს. სოლომანი დაუყოვნებლივ შეუდგება მოქმედებას. ათასნაირი
ხრიკებით ბოლომდე მიჰყავს წამოწყებული საქმე: ქაიხოსრო ქათამაძის ვაშს, ნიკოს,
ბესარიონ საქარაძის ქალიშვილს შერთავს და ყოველნაირად ცდილობს დაპირებული
სამაშვლო მიიღოს, რათა ვალი გადაიხადოს. სოლომანი ვერ მიიღებს დაპირებულ
თანხას და სასწრაფოდ ტოვებს მექორწილეებს. მოთხრობის ფინალში თვით
სოლომანი ყოველივე ამას შესანიშნავ ფორმულირებას უკეთებს: „მოვატყუეთ,
მომატყუეს და ერთი მოტყუებული ხვალ ან ზეგ მომადგება კიდევ“.
დ. კლდიაშვილის დიალოგებს, პასტერნაკის სიტყვებით რომ ვთქვათ, ახასიათებს
„სასაუბრო ენის სიცინცხლე“. ა. გაწერელია წერს: „დ. კლდიაშვილს დაჭერილი აქვს
იმერელი აზნაურის საუბრის ყოველი ნიუანსი, წინადადების მიმოხრა, თავისებური
გამოთქმები, აკვიატებული სიტყვები და ხშირად − მნიშნელობას მოკლებული
ბგერებიც კი. საკმარისია მისმა პერსონაჟებმა ხმა ამოიღონ, რათა ყოველგვარი
საზღვარი წაიშალოს სინამდვილესა და ხელოვნებას შორის, იმდენად ცოცხალნი და
დამაჯერებელნი არიან ისინი“.
რაც უფრო ღრმაა მწერლის რეალიზმი, მწერალი გმირთა მეტყველებაში მით
უფრო იყენებს მათი სოციალური, კულტურული, ხანდახან კუთხური გარემოსათვის
დამახასიათებელ ლექსიკურ ელემენტებს. უბრალო დაკვირვებითაც შესამჩნევია, რომ
დ. კლდიაშვილის ენა XIX ს. ქართული სალიტერატურო ენაა, ხოლო მისი
პერსონაჟების მეტყველება − იმ წრისა და კუთხის ზემო იმერეთის დამახასიათებელი
მეტყველებაა.
დავით კლდიაშვილის აზნაურთა რკალის მოთხრობები მძაფრი სიუჟეტით არ
ხასიათდება, თუმცა მისი გმირები ბევრს მოგზაურობენ, კარდაკარ დაძრწიან,
საერთოდ ბევრს მოძრაობენ. თითოეულ მოთხრობას საფუძვლად უდევს ერთი არაკი,
თვით მწერლის სიტყვებით, „უცნაური ამბავი“. მოთხრობის ჟანრობრივი სახის
მიხედვით, მცირე ფორმიან მოთხრობებში ეს არაკი კონცენტრირებულია, შეკრულია,
დაკუმშულია. რომანულ მოთხრობებში − „სამანიშვილის დედინაცვალი“, „ქამუშაძის
გაჭირვება“ − არაკი მრავალ ეპიზოდებადაა დაშლილი და რამდენიმე პარალელურ,
შიდა სიუჟეტს ქმნის, თუმცაღა ამ მთლიანობას არ არღვევს.
გ ა ჭ ი რ ვ ე ბ ა − ეკონომიკური უძლურების მწვავე განცდა − დ. კლდიაშვილის
ნაწარმოებთა მთავარი გამაერთიანებელი კომპოზიციური ელემენტია, მეტიც: იგი
თითქოს აზნაურული რკალის მოთხრობათა ერთი მთავარი პერსონაჟია. გაჭირვება
აიძულებს სოლომან მორბელაძეს „იწანწალოს“, იცრუოს; გაჭირვებამ, შიშმა „ლუკმის
გამყოფის“ გამო, აიძულა პლატონ სამანიშვილი მაშვლად დაუდგეს საკუთარ მამას;
მოთხრობაში „ქამუშაძის გაჭირვება“ და პიესაში „დარისპანის გასაჭირი“ უკვე
სათაურშივეა გამოტანილი ამ ნაწარმოებთა მთავარი მოტივი. შეიძლება ითქვას, რომ
მსოფლიო ლიტერატურაში არ არის მეორე მწერალი, რომლის მთელ შემოქმედებაში
ისე ხშირად გაისმოდეს სიტყვა „გაჭირვება“, როგორც იგი დ. კლდიაშვილთან
გვხვდება.
უკიდურესი გაჭირვებისაგან ადამიანების გაბოროტება, სხვების მიმართ
შეუბრალებლობა, ზოგჯერ უაზრობამდე მიდის, თითქმის პათოლოგიური
ხასიათისაა და მისი ახსნა არ შეუძლიათ ისეთ გონიერ ადამიანებსაც კი, როგორიცაა
ქამუშაძეების რძალი სონია და ინტელიგენტი ილია − „უბედურების“ პერსონაჟი.
ასეთი იყო იმ სინამდვილის ობიექტური სურათი, რომელსაც ღრმა
ანალიტიკოსის თვალით აკვირდებოდა დიდი მხატვარი დავით კლდიაშვილი.
ბილეთი 8

1. ნოდარ დუმბაძის პროზა

ნოდარ დუმბაძე ეკუთვნის ქართველ მწერალთა იმ თაობას,რომელიც სამოღვაწეო


ასპარეზზე გამოვიდა მე-20 საუკუნის 50-იან წლების დასაწყისში. ნოდარ ვლადიმერის
ძე დუმბაძე დაიბადა 1928 წლის 14 ივლისს ქალაქ თბილისში,მოსამსახურის
ოჯახში.მამა და დედა 1937 წლეს რეპრესირებულ იქნენ.ამის გამო,თბილისის მე-15
სკოლის მოსწავლე ნოდარ დუმბაძე იძულებული გახდა საცხოვრებლად
გადასულიყო ჩოხატაურის რაიონის სოფ.ხიდისთავში ბებიასთან და ბაბუასთან.1945
წელს ნ.დუმბაძემ დაასრულა ხიდისთავის საშუალო სკოლა და იმავე წელს სწავლის
გასაგრძელებლად თბილისში დაბრუნდა,შევიდა თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე,რომელიც 1950 წელს დაამთავრა.
მწერალმა თავის მშვენიერ ნაწარმოებებში გვიჩვენა ქართული სოფლისა და ხალხის
თავდადება დიდი სამამულო ომის განსაცდელში (,,მე,ბებია,ილიკო და
ილარიონი’’),ძლიერი ფსიქოლოგიური წვდომით გვიჩვენა ახალგაზრდა კაცის
ზნეობრივი სახე(,,თეთრი ბაირაღები’’),დაგვიხატა ადამიანთა თანადგომა,სიკეთე და
მაღალი მორალი(,,მარადისობის კანონი’’),გვიჩვენა მზის სიმბოლიკა,როგორც
უმაღლესი სიკეთისა და კაცთმოყვარეობის გამოხატულება(,,უმადური’’, ,,ჰელადოს’’,
,,ძაღლი’’...).ეს არის ნ.დუმბაძის შემოქმედების თემატიკის არასრული ნუსხა.
ნ.დუმბაძის შემოქმედების განხილვისას გასაკუთრებული ადგილი უნდა დაეთმოს
მწერლის სტილსა და წერის მანერას.აქ არ იკმარებს მხოლოდ იმის განცხადება ,რომ
მწერლის სტილი განუმეორებელი და საოცრად თავისთავადია ,უნდა აღინიშნოს
აუცილებლად ისიც ,რომ მწერალი მკაფიოდ გამოირჩევა წინამორბედთაგან და
თანამედროვეთაგანაც.
მწერლის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია იუმორს,რომელიც
საზრდოობს ხალხური იუმორის თავანკარა წყაროდან.მისი იუმორი მიზნად
არასოდეს ისახავს ვინმეს გაკილვას,მით უფრო, შეურაცხყოფას. მისი იუმორი არის
ლაღი და ალალი ,ადამიანთა ჭრილობების მომშუშებელი,უხალისოს გამხალისებელი
და ა.შ.
ნ.დუმბაძე საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელისთვის,მისი მდგომარეობისა
და დონის შესატყვისად,იუმორის სხვადასხვაგვარ ფორმას და მისი გამოხატვის
განსხვავებულ ლექსიკურ მასალას იყენებს.
უნდა ითქვას ნ.დუმბაძის ენის ქსოვილზეც,იგი იყენებს სადა ,ნათელ,ხალხურთან
მიახლოებულ ენას,რომელიცაა მოქნილი და მარტივად გასაგები. მისი ენისთის
დამახასიათებელია: მოკლე ფრაზა და მეტყველი დიალოგი.
სიკეთესა და ჰუმანიზმს ნ.დუმბაძის შემოქმედებაში ერწყმის და ბუნებრივად
უკავშირდება მზიურობა, რაც სინათლითა და სითბოთი ავსებს მწერლის
მოთხრობებსაც და რომანებსაც. მზეს და მის სიმბოლიკას მწერალი მიმართავს არა
მხოლოდ ნაწარმოებთა სათაურებში,არამედ მწერლის თვით პოზიცია, ნაწარმოებთა
სულისკვეთება, მთავარი პერსონაჟების ბუნება და სული არის მზიური-მზით,
სინათლით და სითბოთი სავსე.
„მე,ბებია,ილიკო და ილარიონი“- ადამიანთა შორის სითბო და სიყვარული
ნ.დუმბაძის პირველსავე რომანში გამოიკვეთა,როგორც შემდეგში განვითარებული
ტენდენცია და მწერლის შემოქმედების ერთ-ერთი მთავარი საყრდენი.
სიყვარული,სითბო და თანადგომა საოცარი უშუალობითა და გადამდები ძალით
არის ნაჩვენები ზურიკელას,ბებიას,ილარიონსა და ილიკოს ურთიერთობაში.ისინი
არა მარტო ერთმანეთისათვის ახლობელი და საყვარელი ადამიანები არიან ,არამედ
ზოგადად კაცობრიობის ყველა წარმომადგენლისთვისაც ჩაითვლებიან იმის ნიმუშად,
თუ რა ძვირფასია,როგორი საჭიროა,რანაირი უნდა იყოს ადამიანთა შორის
ნამდვილად ადამიანური ურთიერთობა. წიგნის მრავალი ეპიზოდი სწორედ ამ
ურთიერთობის ჩვენებას ემსახურება. სათნოება და სიყვარული, სითბო და
თანადგომა აქ ერთმანეთს ენაცვლება. ილიკო და ილარიონი ზურიკელასა და
ოლღასათვის მხოლოდ მეზობლები არიან, მაგრამ აქ საქმე ეხება არა ნათესაობა-
მეზობლობას ,არამედ ზოგადად ადამიანს,მისი სულის უმაღლეს განზომილებას.
გავიხსენოთ ეპიზოდი,როცა ზურიკელა სკოლას დაამთავრებს და თბილისში უნდა
წავიდეს სასწავლებლად.ოლღას უსახსრობა და სიღარიბე აქ უკან იხევს,მას გვერდში
ამოუდგებიან ილიკო და ილარიონი,საერთო ძროხას გაჰყიდიან და ბიჭსაც ფული
გაუჩნდება... ან გავიხსენოთ იუმორით გამთბარი ეპიზოდი ილიკოს მიერ ილარიონის
ღვინის მოპარვის ცდისა,როცა მარცხით დამთავრებული ეს განზრახვა ილარიონის
რისხვას კი არ იწვევს ,არამედ მას მთელ ღამეს აქეიფებენ და შინაც ღვინოს გაატანენ.
გავიხსენოთ ოლღა ბებიას სიკვდილის ეპიზოდი,როცა ილიკო და ილარიონი
ზურიკელას გვერდში ამოუდგებიან და მწუხარებას შეუმსუბუქებენ და ა.შ. მთელი
რომანი სავსეა ასეთი ადგილებით,ადამიანთა შორის სიყვარულითა და სითბოთი
სავსე ურთიერთობებით. ნ.დუმბაძემ შემდგომში ყველა ნაწარმოები და მათი
პერსონაჟები აავსო ასეთი გრძნობით.
ნ.დუმბაძის შემოქმედებაში დიდი ადგილი უკავია სამამულო ომის
ჩვენებას.ოღონდ აქ უეჭველად უნდა მივანიშნოთ ორ გარემოებაზე: პირველი,
მწერალი გვიხატავს ომის ანარეკლს და არა თვით საომარი მოქმედების
პერიპეტიებს,გვიჩვენებს ზურგიდან დანახულ ფრონტს და ადამიანებზე დამჩნეულ
მის კვალს. მეორე, მწერალი ომის გამოძახილს გვიჩვენებს არა თვით მოვლენის
ფართო აღწერით ,არამედ ინტიმურ-ლირიკულ პრიზმაში,რაც უფრო შთამბეჭდავს
ხდის ნაამბობსა და ნაჩვენებს. ამ დებულების საილუსტრაციოდ მოვიყვანოთ
ადგილი ნაწარმოებიდან ,როდესაც ოლღასთან მიდის აგიტატორი ბინაზე,რომელსაც
დავალებული აქვს განუმარტოს მოსახლეობას,რომ საჭიროა ფრონტისთვის
საჩუქრების გაგზავნა . აქვეა ზურიკოც და შემოვლენ ილიკო და ილარიონიც .დიდი
ხნის უხმოდ ჯდომის შემდეგ ილიკო ერთადერთ ნაბადს გაიღებს,ილარიონი-
ერთადერთ წყვილ ჩექმას,ხოლო ბებია ოლღა მთელ ღამეს მოანდომებს
წითელარმიელებისთვის თბილი წინდების მოქსოვას,რომელთაც თავისი ლეიბიდან
ჩუმად გამოკლებული მატყლით აკეთებს.აქ არ არის არც ზარბაზნების გრიალი,არც
დაჭრილთა კვნესა,არც შეტევის ყიჟინა და არც უკანდახევის სიმწარე... აქ ზურგში
დარჩენილი ადამიანები განიცდიან ომის მრისხანებას,მათ სულის სიღრმეში აჩნიათ
მისი კვალი და სულისავე სითბოს ამჟღავნებენ ომში მყოფი მებრძოლების მიმართ.
დიდი სამამულო ომის თავისებული ჩვენებით ნ.დუმბაძე გამოირჩევა ყველა სხვა
მწერლისაგან ,ვისაც კი ამ თემისთვის მოუკიდნია ხელი.
აღსანიშნავია ისიც ,რომ ნ.დუმბაძეს შეუძლია ყველაზე ძნელი და ტრაგიკულიც კი
განმუხტოს და სევდიანი თხრობის დროსაც იუმორი გამოურიოს.
„მე ვხედავ მზეს“- სითბოს და სიყვარულს ვხედავთ აღნიშნულ ნაწარმოებში,
სოსოიასა და ხატიას ურთიერთობა საოცარი სისპეტაკითა და სითბოთი გამოირჩევა
რომანის მთელ მანძინზე.ამ მხრივ ძალზე მეტყველია რომანის ეპიზოდი ,სადაც
ნაჩვენებია ომში დაღუპული ტყუპი ვაჟის მშობლების ბაბილოსა და კაკალოს
გამხნევება ხატიას მიერ-თითქოს ვიღაცას ამბავი მოეტანოს,რომ ტყუპი ძმა მეომრები
ენახოს,კარგად არიან და მალე შინ დაბრუნდებიანო. ეს კეთილშობილური ტყუილი
ხატიას საოცარი სათნოებიდან და ადამიანთა მიმართ თანადგომის სურვილიდან
მოდის. არანაკლებ მიმზიდველია ბაბილოს კეთილშობილებაც,როცა ის სოსოიას და
ხატიას უსასყიდლოდ გაატანს სიმინდის ფქვილს. ამ ეპიზოდების წაკითხვისას
მკითხველი შეძრული და მოხიბლულია,თვითონაც სიკეთისა და სათბოებისათვის
განეწყობა.ამ ეპიზოდებში მწერალი თავის იდეალებს მკითხველებში ნერგავს და
ახარებს ,მათში ახალ თვისებებს აღმოაცენებს.
პატრიოტიზმის შესახებ ნ.დუმბაძის შემოქმედებაში საგანგებო ყურადღება
თითქოს არც არის გამახვილებული ,მაგრამ იგი ყოველ ნაწარმოებში
გვხვდება,მწერლის მთელი შემოქმედება ამ მაღალი გრძნობით არის დამუხტული.
სამშობლოს სიყვარულისა და მისი თავისუფლების დაცვის გრძნობა ჩვენს
ლიტერატურას ნათელ ზოლად გასდევს უძველესი დროიდან დღემდე.
იმავე „მე ვხედავ მზეში“ ნაჩვენებია დათიკოს დეზერტირობა და ხალხის მიერ
მისი განაპირება,შეძულება და მისთვის ზურგის შექცევა ,ასევე მკაფიოდ გვიჩვენებს
ხალხის მასობრივ პატრიოტიზმს. სოფელი ერთ მოღალატესაც კი ვერ ითმენს,რაკი ის
ლაჩრულად თავს არიდებს ბრძოლის ველზე წასვლას,რაკი იგი საკუთარი სიცოცლის
გადარჩენას მაღლა აყენებს ქვეყნის ინტერესებზე, მტრის წინააღმდეგ ბრძოლაზე.
ადამიანთა შორის სიკეთის,სითბოს, სიყვარულის გავრცელებას ემსახურება
ნ.დუმბაძის ნაწარმოებები-„მზიანი ღამე“, „ნუ გეშინია, დედა“, „ მარადისობის
კანონი“ და თითქმის ყველა მოთხრობა.
„მარადისობის კანონი“- ნოდარ დუმბაძე ეს არის მთელი სისტემა,რომელიც
მწერლის რწმენას, იდეალებს,პოზიციას გამოხატავს. ამ სისტემის ერთგვარ
დაგვირგვინებად უნდა მივიჩნიოთ აღნიშნულ ნაწარმოებში ,ბაჩანა რამიშვილის მიერ
აღმოჩენილი მარადისობის კანონი : "ადამიანის სული გაცილებით უფრო მძიმეა,
ვიდრე სხეული, იმდენად მძიმე, რომ ერთ ადამიანს მისი ტარება არ შეუძლია,
ამიტომ, ვიდრე ცოცხლები ვართ, ერთმანეთს ხელი უნდა შევაშველოთ და ვეცადოთ,
როგორმე უკვდავყოთ ერთმანეთის სული:თქვენ ჩემი,მე სხვისი,სხვამ სხვისი და ასე
დაუსაბამოდ,რამეთუ იმ სხვისი გარდაცვალების შემდეგ, არ დავვობლდეთ და
მარტონი არ დავრჩეთ ამ ქვეყანაზე…”. ადამიანმა ადამიანს ხელი უნდა შეაშველოს,-
ესაა კაცობრიობის არსებობის მარადისობის კანონი ,რაც სიყვარულსა და სიკეთეს
ეფუძნება.
ისიც უნდა ითქვას ,რომ სიკეთისა და ბოროტებას შორის მუდმივ ბრძოლაში,
დუმბაძის შემოქმედებაში სიკეთე ყოველთვის სძლევს ბოროტებას, თუმცა იოლი
ბრძოლა არასოდეს გვხვდება ამ გზაზე.
ჰუმანისტი მწერლის ნ.დუმბაძის შემოქმედებისათვის განუყრელია სხვადასხვა
ერის შვილთა შორის საოცრად გულთბილი და სიყვარულიანი ურთიერთიბის
ჩვენება,რაც ისეა დახატული,რომ ყოველგვარი ძალდატანებისა და პლაკატურობის
გარეშე ხალხთა ძმობად და მეგობრობად აღიქმება.ცხადია ,ეს მომდინარეობს ჩვენი
სინამდვილიდან,კერძოდ ,საქართველოს ტრადიციული სინამდვილიდან.
ნ.დუმბაძის პოზიცია ამ საკითხში ემყარება ჰუმანურობასა და სიყვარულს ადამიანთა
შორის,რაც გამორიცხავს შუღლსა და მტრობას.
მის შემოქმედებაში ქართველების გვერდით სახლობენ და კეთილი
განწყობილებით ცხოვრობენ რუსები,სომხები,უკრაინელები,ბოშები ... მათ საერთო
ინტერესები და შეგნება აკავშირებთ .
„ნუ გეშინია დედა“ - ნ.დუმბაძის რიგით მეოთხე რომანია. ნაწარმოები
მოგვითხრობს მესაზღვრეების რთულ ცხოვრებაზე, გაუზიარებელი სიყვარულის
განცდასა და მეგობრის დაკარგვის ტრაგიზმზე. ქართველი მკითხველისთვის
ახლობელი ხდება მთავარი გმირი უკრაინელი შჩერბინა,რომელიც ავთო ჯაყელს
უმეგობრდება საზღვარზე სამსახურის დროს.ეს არის კეთილშობილებით სავსე,
მაღალი ზნეობის,პატრიოტული გრძნობების მქონე ახალგაზრდა,რომელიც მწერალმა
დიდი სიყვარულით დაგვიხატა და უკრაინის ეს ღირსეული ,რიგითი შვილი
ქართველებსაც შეაყვარა.
ავიღოთ ,თუნდაც ,ძია ვანიჩკა ,ავთო ჯაყელის მამიდის ქმარი,რომელიც თავისი
სიკეთითა და ახალგაზრდის სულისკვეთების გაგების უნარით ასე ხიბლავს ავთოსაც
და მკითხველსაც. მწერალმა მის დახატვას ისეთ საღებავები მოახმარა,რომ იგი უფრო
მომხიბვლელი და მიმზიდველია ,ვიდრე მისი ქართველი ცოლი,ავთოს მამიდა.
ინტერნაციონალიზმის,ხალხთა ძმობისა და სიყვარულის ასეთი ჩვენებით
ნ.დუმბაძემ უპასუხა არა მარტო ჩვენი ეპოქის მოთხოვნილებებს,არამედ ქართველი
ხალხისა და მისი ლიტერატურის უძველეს ტრადიციებსაც -„ვინ მოყვარესა არ ეძებს,
იგი თავისა მტერია“ .
ამ ნაწარმოებში ვხედავთ მშვიდობიან დროს პატრიოტიზმის გამოვლენას.აქ
ნაჩვენებია მესაზღვრეების ფხიზელი და თავდაუზოგავი სამსახური ქვეყნის
საზღვრებზე.აქ მოჩანს ჯარისკაცი შჩერბინა,რომელიც ,მართალია ,იღუპება, მაგრამ
იღუპება გმირულად,სახელოვნად.
„ჰელადოსი“- ნ.დუმბაძის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებია.აქ ნათლად
ჩანს ორი მოზარდის -იანგულისა და ჯემალის ბრძოლა თვითდამკვიდრებისათვის,
თუმცა მათი პაექრობა არასდროს სცილდება ადამიანურობის საზღვრებს და ყველაზე
მძაფრ და გადამწყვეტ მომენტებში პერსონაჟები არ ჰკარგავენ ერთმანეთის
პატივისცემისა და დაფასების უნარს.
შინაარსი არის შემდეგი:იანგული არის ბერძენი ,უბნის ყოჩი, ბავშვებს ართმევს
ნივთებს და ისევ მათთან ასაღებს, ამავეს მოინდომებს მეზობლად მცხოვრებ
ჯემალისთანაც,თუმცა ვერაფერს გახდება. აქედან იწყება მათი ყოველდღიური
ჩხუბი,თუმცა საბოლოოდ ისინი დამეგობრდებიან. ერთ დღეს სოხუმელი
ბერძნების წასაყვანად გემი გამოემართება და იანგულს მამა ძალდატანებით
წაიყვანს,თუმცა მეორე დღეს მის გვამს გამორიყავს მდინარე.იანგული ამ
საბედისწერო გადაწყვეტილებას იღებს მიუხედავად მისი სიტყვებისა-„ სამშობლო
უფრო ღრმადაა ,უფრო შიგნით“. ნაწარმოები ძალიან სულისშემძვრელია და
მოქმედებს მკითხველზე.
შეუმჩნეველი არ უნდა დაგვრჩეს ,რომ ნ.დუმბაძის შემოქმედებაში
განსაკუთრებული ადგილი უკავია ახალგაზრდობის ცხოვრებას.ესენი არიან სკოლის
მოსწავლეები,სტუდენტები,სოფლისა თუ ქალაქის ახალგაზრდობა,ჯარისკაცები,თუ
სხვადასხვა სფეროში მოღვაწენი.შეიძლება ითქვას,რომ მწერლის მიერ დახატულ
პერსონაჟთა უმრავლესობა ახალგაზრდები არიან.კრიტიკაში შემჩნეულია,თითქოს
მწერალი ბევრ მათგანში ავტობიოგრაფიულ მომენტებს სდებს.ნებსით თუ
უნებლიედ ,თავის ნაწარმოებებში უეჭველად გამოხატავს საკუთარი გონებისა და
გულის ნაწილს ,მაშასადამე, ავტობიოგრაფიული მომენტებიდან მომდინარე აზრებსა
და გრძნობებს.საყურადღებო აქ ისაა რომ: დაწყებული ზურიკო ვაშალომიძიდან და
სოსოიადან ვიდრე ბაჩანა რამიშვილამდე მწერლის ახალგაზრდა გმირების ასაკი და
საქმეები იზრდება და სიმწიფეში შედის და თითქოს მისდევენ მწერლის ასაკობრივ
ზრდას.
შეიძლება ითქვას,რომ ნ.დუმბაძის მოთხრობებისა და რომანების მთავარი გმირების
უმეტესობა მაღალი ზნეობის,სპეტაკი სულის,შესანიშნავი იდეალების მქონე
ახალგაზრდები არიან.მწერლის შემოქმედებაში უდიდესი ადგილი უკავია მაღალი
ზნეობისათვის ბრძოლას ,ადამიანის ზნეობრივ გასპეტაკებას.
ნ.დუმბაძესთან ვხედავთ მოვლენათა განვითარების მოულოდნელობას,ეპიკურის
და ლირიკულის მონაცვლეობას ,ლაღ თხრობას,ლირიკულ-ინტიმურის წინ
წამოწევას, ჯანსაღ იუმორს .ყოველივე ეს ერთად აღებული ქმნის ნ.დუმბაძის პროზის
მომხიბვლელ სტილსა და წერის მანერას,რითაც იგი დიდი სიყვარულით
სარგებლობს.
2. ნიკო ლორთქიფანიძის ლიტერატურული მემკვიდრეობა

იგივეა, რაც 12 ბილეთის 2 საკითხი.

ბილეთი 9
1. მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობები

მე–20 საუკუნის გამორჩეულ ქართველ მწერალთა შორის ერთ–ერთი პირველი


ადგილი უეჭველად მიხეილ ჯავახიშილს ეკუთვნის. მან, დიდმა ქართველმა
მესიტყვემ, თავის შესანიშნავ რომანებსა და მოთხრობებში, აგრეთვე სოციალური,
პოლიტიკური და ზნეობრივი ცხოვრების მრავალი მხარე გვიჩვენა მშფოთვარე
თანამედროვეობაც და წარსულიც, დაგვიხატა საზოგადებრივი ძვრები და ის
ადამიანები, რომლებიც რაიმე სახით მონაწილებოენ ბობოქარი ცხოვრების რომელიმე
საფეხურზე.
1904 წლის იანვრის გაზეთმა „ცნობის ფურცელი“ 1903 წლის ქართული ლიტ.
მიმოხლივას რამდენიმე წერილი დაუთმო. მათი ავტორი გრიგოლ რცხილაძე მიხეილ
ჯავახიშვილზე საგანგებოდ წერდა: იშვიათი შემთხვევაა, რომ ახალგაზრდა მწერალმა
ასეთი მოხდენილი და ძლიერი ნაწარმოებით დაიწყოს მოღვაწეობა სამწერლო
ასპარეზზე. ეს ეხებოდა „ჩანჩურას“. ეს იყო მიხეილ ჯავახიშვილის მხატვრული
პროზის პირველი შეფასება, რასაც შემდგომში მრავალი აღფრთოვანებული
გამოხმაურება არაერთხელ მოჰყვა.
ჯავახიშვილი რევოლუციის პერიოდში მებრძოლთა რიგებში ჩადგა, რადგან
სჯეროდა ,რომ მშრომელთა მოთხოვნები სამართლიანი იყო.
მიხეილ ჯავახიშილის „ჩანჩურა“, „კურკას ქორწილი“, ,,მეჩექმე გაბო“, „ეკა“,
„უპატრონი“ და სხვა გვიხატავს ცხოვრების ფსკერზე მოქცეულ გარიყულ და
დაჩაგრულ ადამინების მწარე ხვედრს. ყველა ამ მოთხრობაში ავტორის სიმპათია და
თანაგრძნობა დაჩაგრულთა მხარეზეა. ამავე გრძნობას აღძრავს მწერალი მკითხველთა
გულებშიც.
1905 წელს დაწერილ მოთხრობაში, რომელსაც ავტორმა „ჯილდო“ უწოდა, აშკარად
და მებრძოლის შემართებით აისახა პირველი რევოლუციის ცოცხალი სურათები,
ქუჩის შეტაკებები, რასაც თბილისში ჰქონდა ადგილი.
სამწერლო მოღვაწეობის პირველ წლებში ჯავახიშვილმა სულ 8 მოთხრობა დაბეჭდა,
მიხეილ ჯავახიშილმა 1906 წელს შეწყვეტილი ლიტერატურა 1923 წელს განაახლა.
მოთხრობა „ტყის კაცი“ ისევ პატარა, რიგითი ადამიანის ბედს მიუძღვნა, ოღონდ აქ
მოვლენებს ერთგვარი ფილოსოფიური განზოგადება მიენიჭა. ეს მოთხრობა მეტად
აქტუალურსა და საინტერესო საკითხს აყენებდა. საზოგადოებას, ხალხს, სოფელს
ჩამოცილებული ადამიანი იღუპება. მწერალი მიანიშნებდა, რომ პიროვნებისა და
საზოგადოების ერთობლიობა ადამიანის ბედნიერების წყაროა. ამ კავშირის
დარღვევას კატასტროფა მოსდევს. საზოგადოებისგან განდგომას უბედურება მოაქვს
კაცისათვის. ეს აზრი გამოხატა მიხეილ ჯავახშივლმა მოთხრობა „ტყის კაცში“
სოფლელი გლეხის – პავლეს თავგადასავალი ამის მაგალითია. ამ მოთხრობას მოჰყვა „
ჯავახიშვილის რომანები: „კვაჭი კვაჭანტირაძე“, ,,ჯაყოს ხიზნები“ და ,,თეთრი
საყელო“. ამ რომანების თემა და მათში გამოხატული ადამიანები სავსებით
განსხვავდებიან ერთიმეორესაგან, მაგრამ სამივე რომანში ავტორმა დახატა
მოვლენები და ადამიანები ძველი და ახალი საქართველოს გაყრის გზაჯვარედინზე,
წარმოაჩინა თავისი დამოკიდებულება ახალ დროსთან, საბჭოთა საქართველოსთან.
კვაჭი კვაჭანტირაძე თავისებური სათავგადასავლო ჟანრის ნაწარმოებია. აქ მიხ.
ჯავახიშვილმა პირველად ქართულ მწერლობაში გამოძერწა გაქნილი საქმოსნის
საერთაშორისო ავანტიურისტის ხასიათი. გზადაგზა რომანში ასახული იყო ამ დროის
დიდი ისტორიული ამბები და მოვლენები – პირველი მსოფლიო ომი, თებერვლის
რევოლუცია, დიდი ოქტომბერი, საბჭოთა ხელისფულების დამყარება
საქართველოში.
თავადაზნარობა საუკუნეებით მეთაურობდა ქვეყანას, მაშინ ის აქტიური ძალაც
იყო, მერე ისტორიულად დაკარგა ეს აქტიური როლი საზოგადოებაში, ფიზიკურად
დაგადგვარდა, სულიერადაც გამოფიტა, რევოლუციამ მთლად გადათელა ეს კლასი,
ოღონდ კრიტიკული ალღო აღმოაჩნდა და შეეგუა ცხოვრების ახალ წესს და ჩაება ამ
ორომტრიალში. ამის მაგალითი ნახუცარი ივანე. (ჯაყოს ხიზნებინდან.)
2. მოდერნისტული დაჯგუფებანი ქართულ მწერლობაში

სხვადასხვა ქვეყანაში მოდერნიზმს განსხვავებული შემოქმედებითი იმიჯი, ფორმა


და არჩევანი ჰქონდა და არა მარტო, სხვაობა აღქმის ფილოსოფიაში, რადიკალიზმში
და გამოსახვის საშუალებებშიც ჩვეულებრივ საცნაურია... საერთო არის
ავანგარდისტული მიმართულებების რიგითობის მეთოდოლოგიური სქემა,
რომელიც ყველა კულტუროლოგიურ ქრესტომატიაში ასეთი თანამიმდევრობით არის
მიღებული: სიმბოლიზმი > იმპრესიონიზმი > ექსპრესიონიზმი > ფუტურიზმი >
დადაიზმი > კუბიზმი > სიურრეალიზმი (წარმოდგენილია ძირითადი
მიმართულებები). მოდერნისტული აზროვნების ყოველი ეს განსახოვნება
მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ქვეყნის კულტურულ ყოფაშიც და ხელოვნების
თეორიაშიც, მათი „ემპასს“-ც რამდენიმე ათწლეულს გრძელდებოდა.
ეს პოლიტიკა განსხვავებული აღმოჩნდა საქართველოსთვის, აღნიშნული
მეთოდოლოგიური სქემა ქართულ შემოქმედებით რეალობაში მოშლილია და ის
დაახლოებით ასე გამოიყურება:
1.სიმბოლიზმი; 1913-1928 წლები, ქართული სიმბოლისტური სკოლა -
„ცისფერყანწელთა ლიტერატურული კორპორაცია“.
2.დადაისტური ტენდენციები XX 20-ანი წლების ქართულ მწერლობაში, რომლებიც
შეიძლება ითქვას, რომ სიმბოლისტურ წიაღში იშვნენ. დადაისტურ ტექსტებს
ვხვდებით პავლე ნოზაძის, ბენო გორდეზიანის. გრიგოლ ცეცხლაძის პოეზიაში,
თუმცა, ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ტიციან ტაბიძის ფაქტორი, რომელმაც
სიმბოლისტური პოეტური იდეოლოგიით გატაცების კულმინაციურ ხანაში,
სიმბოლისტური ორთოდოქსალიზმის სიმძაფრე განსაკუთრებულ რადიკალურ
მხატვრულ ესთეტიკაში გარდასახა, სათქმელის გამოხატვის ძიებაათა გზაზე.
3.ფუტურიზმი, ერთგვარი ფორმალური და დღემოკლე დაჯგუფება ოციანი წლების
ქართულ მწერლობაში.
4.იმპრესიონიზმი და ექსპრესიონიზმი, რომლებთაც თავი იჩინეს, ასევე, ოციან
წლებში, არსებული ავანგარდისტული მიმართულებების პარალელურად, თითქმის
ერთდროულად და ამასთან ერთად, ისინი ჩვენს ლიტერატურატმცოდნეობაში „ერთი
მწერლის მოვლენად“ აღიქმება.
როგორც აღინიშნა, ჩამოთვლილი ლიტერატურული ჯგუფების თუ ტენდენციების
შემოქმედებითი სიცოცხლე 1915-27 წლებმა დაიტია, ისინი თანაცხოვრობდნენ,
თუმცა, არცთუ მშვიდობიანად...
სიმბოლიზმის ისტორია 1916 წლიდან იწყება, როდესაც „ცისფერი ყანწების“
ორდენის სახელით ცნობილმა ლიტერატურულმა დაჯგუფებამ ქ. ქუთაისში თავისი
პირველი პერიოდული ორგანო, ჟურნალი „ცისფერი ყანწები“ გამოსცა. ჟურნალში
დაბეჭდილი „პირველთქმა“ მის რედაქტორს, პაოლო იაშვილს, ეკუთვნოდა. ქართველ
სიმბოლისტთა ჯგუფმა ფორმალურად 15 წელი იარსება, თუმცა რეალურად მათმა
არსებობამ 8 წელი გასტანა. ეს იყო საქართველოში პირველი ლიტერატურული
დაჯგუფება. მის შემადგენლობაში შედიოდნენ: პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე,
ვალერიან გაფრინდაშვილი, კოლაუ ნადირაძე და სხვები. 1918 წლიდან შეემატნენ:
გიორგი ლეონიძე, სერგო კლდიაშვილი, შალვა აფხაიძე და სხვები. მათ ძალიან
უნდოდათ მათ ორდენში ერთი ქალიც ყოფილიყო და რადგან ქალი არ აღმოჩნდა, მათ
გამოიგონეს იგი (ელენე დარიანი, რომლის სახელითაც პაოლო იაშვილი ლექსებსაც
თხზავდა).
ფუტურიზმი მეოცე საუკუნის 10-იან წლებში წარმოიშვა იტალიაში და შემდეგ
რუსეთშიც. მან აბსოლუტურად უარყო მანამდე არსებული კულტურული
მემკვიდრეობა და ახალი ხელოვნების შექმნას შეეცადა.
ფუტურიზმმა საქართველოშიც მოიკიდა ფეხი. პირველად აქ რუსმა ფუტურისტებმა
ჩამოაყალიბეს თავიანთი დაჯგუფება, ხოლო 1992 წელს კი ქართველ ფუტურისტთა
გაერთიანებამ უკვე საკუთარი მანიფესტი გამოსცა სათაურით: საქართველო –
ფენიქსი. ეს მანიფესტი ძირითადად იტალიელ და რუს ფუტურისტთა იდეების
„გადამღერება“ იყო და მას ხელს აწერდნენ ისეთი ცნობილი პიროვნებები,
როგორებიც იყვნენ: ნიკოლოზ ჩაჩავა, სიმონ ჩიქოვანი, მზია ერისთავი და ა.შ.
ქართველ ფუტურისტებს საკუთარი ჟურნალიც ჰქონდათ, სახელწოდებით – H2SO4,
სადაც სიმონ ჩიქოვანმა კარგად გამოხატა საკუთარი და ზოგადად, ქართული
ფუტურიზმის მიზანი საქართველოში. „დავარტყათ თავში ლირიკას ჩექმა და
დავადინოთ ცისფერი სისხლი“ – წერდა ერთგან იგი. H2SO4 პირველად 1924 წლის 25
მაისს გამოვიდა.
თბილისში 1918 წლიდან დასახლდნენ რუსეთიდან ბოლშევიკურ რევოლუციას
გამოქცეული ფუტურისტები - ალექსეი კრუჩინიხი, იგორ ტერენტიევი, ძმები ილია
და კირილ ზდანევიჩები, ვასილ კამენსკი, სერგეი სუდეიკინი და ზიგმუნდ
ვალიშევსკი. თბილისურ კაფეებში ისინი საღამოებს მართავდნენ. თბილისელებსაც
მოსწონდათ არაორდინალური, თავისუფალი სტილით მოაზროვნე ხელოვანნი.
კრუჩინიხმა და კამენსკიმ თბილისში ჟურნალებიც გამოსცეს: „ზაუმნიკების კომპანია
410“, „ფუტურისტების სინდიკატი“ და „Футурвсеубежище“.
ამ მოძრაობის შემოქმედთა თბილისური „გასტროლები“, ვფიქრობთ, იქცა ერთ–ერთ
განმაპირობებელ ფაქტორად მაქსიმალისტური ავანგარდიზმის საქართველოში
დამკვიდრებისათვის. მიუხედავად დადაისტურ–ფუტურისტულ იდეათა თუ
ფორმათა ერთგვარი აგიტაციისა, ამ დროის საქართველოში „ფუტურისტული (მით
უფრო, დადაისტური) ვნებანი“ ჯერ მწერლობაში არ შეინიშნებოდა. ქართველ
ფუტურისტებთან განსაკუთრებული შემოქმედებითი ძმობა რუს ფუტურისტებს
შემდგომაც არ აკავშირებდათ. მათ ქართველ მასპინძლებად და მეგობრებად
(შემოქმედებით თანამოაზრეებადაც) ყოველთვის სიმბოლისტები მოიაზრებოდნენ.
ჟურნალის სახელწოდება, H2SO4, გარდა იმისა, რომ ტექნიკის კულტზე
მიგვითითებს, სხვა სპეციალურ სიმბოლურ დატვირთვასაც ატარებდა. ქართველი
ფუტურისტების აზრით, გოგირდმჟავას ხსნარით, ანუ ფუტურისტული ხელოვნებით,
უნდა განწმენდილიყო ქართულ პოეზიაში არსებული „გაფუჭებული“ ჰაერი.
ქართველ ფუტურისტთა შემოქმედებისათვის დამახასიათებელია: ტექნიკის
კულტი, ურბანიზმი და ზაუმური (დეფორმირებული) ენა, რომელიც
ალოგიკურობითა და ბგერათმიბაძვების სიხშირით გამოირჩევა. ფუტურისტული
ლექსის ტიპიური ნიმუშია ნიკოლოზ ჩაჩავას „შანდი და შროშანა“ და სხვა ლექსები.
ცნობილია სიმონ ჩიქობვანის ფუტურისტული ლექსები: „ცირა“, „ხაბო“,
„მეკამეჩეების ურმული“, „ქარბორია“.
ფუტურისტთა კრიტიკული თავდასხმების უმთავრესი ობიექტები იყვნენ
ცისფერყანწელები, რომელთა ხელოვნებამაც, გარკვეულწილად, ნიადაგი მოუმზადა
ფუტურიზმის აღმოცენებას.
იტალიასა და რუსეთში ფუტურიზმმა მე-20 საუკუნის 20-იანი წლების ბოლოს
ამოწურა თავისი თავი, ქართველ ფუტურისტთა მოღვაწეობა კი 1922-1928 წლებით
შემოიფარგლა.
დადაიზმი საქართველოში ერთგვარად პირიქით ფორმით გამოისახა: ჯერ
დადაისტური რადიკალიზმს მოუსინჯეს ნიადაგი ქართველმა მოდერნისტებმა, რაც
შემდეგ ფუტურისტულ მოძრაობაში გადაიზარდა. ფუტურისტულმა ვნებებმა
საქართველოში სულ სამ-ოთხ წელიწადს გასძლო, თუმცა „ფორმალური ზეობის“
ხანაში იგი თვალშისაცემად მაქსიმალისტური აღმოჩნდა, თავისი რადიკალური
გამომსახველობითი ფორმებით მან თავდაპირველად რუსული ფუტურიზმიც კი
გადაწონა, საფიქრებელია, რომ ამ პროცესში დადაისტური ხელიც ერია, და იქნებ
ღირდეს დაფიქრება ქართული ლიტერატურული დაჯგუფებების ისტორიაში ერთი
ლაფსუსის კორექციის თაობაზე. ქართული ფუტურიზმი იქნებ არც იყო კლასიკური
ფორმა რუსულ-იტალიური ანალოგისა, თეორიულ-ფორმალური გამოხატვით იგი
კონსტუქცივიზმის, დადაიზმის, და ფუტურიზმის ნაზავს უფრო ჰგავდა და
ქართული ფუტურისტული აზროვნების ყველაზე რადიკალური ნაწილი სწორედ
დადაისტური მიმართულების ამსახველი იყო
ტიციანი ქართულენოვანი დადაიზმის შემომტანად ითვლება. პირველი ქართული
მანიფესტი დღემდე არ არის შემორჩენილი, მაგრამ ტიცინის 1923 წლის მანიფესტი
მის არქივშია დაცული. აქ ირონია ბილწსიტყვაობამდე მიდის. ირონია ეხება მის
’’აზიურ სულსაც” და გარემოს. მიუხედავად ამისა, ტიციანთან შთაბეჭდიელბა
გვრჩება, რომ შემოქმედების ბოლოს იგი ინანიებს : „თუმცა მხიბლავდა მე ადრე
დადა.“.
ქართულ მოდერნისტულ ლიტერატურაში სიმბოლისტურ
მსოფლმხედველობასთან ერთად, მცირე ხნით, იარსება ექსპრესიონისტულმა და
იმპრესიონისტულმა მიმართულებებმა, ამასთან არსებობდა რადიკალური
ავანგარდისტული დაჯგუფებების ქართულ შემოქმედებით სივრცეში ინტეგრირების
ტენდენცია: იყო დადაფუტურიზმი, აღიარებული მხატვრული მეთოდი
კულტუროლოგიაში მსგავსად რუსული კუბოფუტურიზმისა, როგორც ე.წ.
სინთეზური ავანგარდისტული მიმართულება.
ბილეთი 10

1. ვასილ ბარნოვის შემოქმედების ისტორიული პრობლემატიკა

იგივეა, რაც 14 ბილეთის 1 საკითხი

2. კონსტანტინე გამსახურდიას რომანები

კონსტანტინე გამსახურდია მეოცე საუკუნის რომანისტი და უაღრესად


ორიგინალური სტილის მქონე მწერალია, მან შექმნა ისტორიული რომანის,
ახლებური, თავისებური კონცეფცია, რითიც ისტორიულ ჟანრს ალეგორიულად,
თანამედროვე პრობლემატიკით დაინტერესება დააკისრა. კონსტანტინემ დაწერა
ბრწყინვალე სერია ისტორიული რომანებისა, შეძლო გაეცოცხლებინა შორეული
წარსულის ძვირფასი სურათები და ისტორიულ-მხატვრულ ქრონიკებად
ამოეყენებინა გვერდით „ქართლის ცხოვრებისათვის“. ამ რომანებმა დიდი როლი
შეასრულა ქართველი კაცის ეროვნული თვითშგნების განმტკიცებასა და მსოფლიო
ცივილიზაციის ისტორიაში ქართული კულტურისა და ფილოსოფიური აზროვნების
გარკვევაში.
კონსტანტინემ 20-იან წლებში მოჰკიდა ხელი თანამედროვე რომანის შექმნას. 1924
წელს მან გამოაქვეყნა რომანი „დიონისის ღიმილი“. იგი სრულიად ახალი სიტყვაა
ქართულ რომანტისტიკაში. მისი ნოვატურული ბუნება მდგომარეობს შემდეგში: 1)
ქართულ რომანში პირველად გამოჩნნდა ევროპულად განსწავლული პერსონაჟი. 2)
თუ მანამდე ქართულ ლიტერატურაში პრივილეგირებადაკარგული
თავადაზნაურობის დეგრადაცია (ი. ჭავჭავაძის, დ.კლდიაშვილის,
ნ.ლორთქიფანიძისა და სხვათა კალმით ამოიკვეთა და დაიხატა ქართული
სინამდვილის პოზიციიდან, თუ კუდაბზიკა აზნაურთა უბადრუკი ცდები კლასის
გადარჩენისაკენ მიმართული, არ შორდება ქართული ეროვნული ასპარეზის
ფარგლებს) კ. გამსახურდიამ კი, თავის გმირს ახალი გზა მოუძებნა -ევროპულ
ცივილიზაციას აზიარა იგი და უთვალავ სოციალურ-ეთიკურ პრობლემაზე
დააფიქრა. 3)“დიონისის ღიმილი“ მხარს უსწორებს საუკუნის დასაწყისში ევროპულ
ლიტერატურაში მიმდინარე ძვრებს. იგი დაწერილია შინაგანი მონოლოგი
ცნობიერების ნაკადისა და დედრამატიზაციის იმ ახალი ფორმებით, რაც
ლიტერატურის ისტორიაში ჯოის-კაფკა-პრუსტის ნაწარმოებთა პრიორიტეტადაა
მიჩნეული. 4) ნაწარმოები ნოვატურულია იმითაც, რომ იგი ჩვენს ლიტერატურაში
პირველი ძვრაა რომანის ჟანრულ სისტემაში რეალისტური და მოდერნისტული
პრინციპების გაერთიანებისა.
„დიონისის ღიმილით“ კონსტანტინემ მოძებნა სინთეზური გეზი ევროპულისა და
სპარსულ სამიჯნურო რომანს შორის. ამ უკანასკნელის ელემენტად მწერალი იმ
სენტიმენტალურ რომანულ ეპიზოდებს მიიჩნებს, არათუ იშვიათადრომ გვხვდება
კონსტანტინე სავარსამიძის არეულ ცხოვრებაში, ხოლო ევროპული რომანის
ნიშნებად, ნაწილობრივ ნნაწარმოებში მიმობნეულ ცალკეულ ექსპრესიონისტულ
სურათებს გულისხმობს.
კონსტანტინე სავარსამიძე თავისი დროის შვილია. რევოლუციის ვრცელ ეპოპეაში კ.
სავარსამიძის მსგავს ადამიანებს ჩვვენი ლიტერატურა გამსახურდიამდე არ შეხებია.
სინამდვილეში კი, ისინი არსებობდნენ და მართალია ჩოხითა და ლეკვერთხებით არ
ჰგავდნენ თავის სულიერ წინაპრებს, მაგრამ კლასობრივი კუდაბზიკობით, ყოფილ
ადამიანთა ფსიქოლოგით, უნიადაგო ამპარტავნებითა და ტრაგიკული ბედით, ისინი
თათქარიძე-სამანნიშვილებისა და ტარიელ მკლავაძეების ღირსეული შთამომავლები
იყვნენ.
კონსტანტინე სავარსამიძე უაღრესად რთული, მრავალპლანიანი სახეა-მას ვერ
დაახასიათებს მხოლოდ „ზეკაცისა“ და „ყოფილი ადამიანის“ ეპითეტები. ცხოვრების
მორევში დიდი იმედებით შეჭრილ ახალგაზრდას ეპოქის სინამდვილემ არ
გაუმართლა და დამარცხდა ყველაფერში.
ნაწარმოების სიუჟეტური ხერხემალი ჯენეტისა და კონსტანტინეს ტრაგიკული
სიყვარულის ისტორიაზე გადის. ხშირად დაბნეული კონსტანტინე, რომელიც
ხშირადაა გატაცებული სხვადასხვა ქალით, ჯენეტის სიყვარულში მაინც
თანმიმდევრულია. სპარსეთის ელჩს-ალი მირზა ხანს წაჰგვარა სავარსამიძემ ჯანეტი
და ამ ქალის სიყვარული კონსტანტინეს მთელი ცხოვრების მანძილზე
შერჩა.ქართველი, სპარსეთის ელჩის ნაცოლარი ჯენეტი თავისი ერთადერთი
ავადმყოფი შვილით სამშობლოში ბრუნდება. აქ კვლავ შეხვდნენ შეყვარებულები
ერთმანეთს, მაგრამ შეხვდნენ ვნებაჩამქრალნი, ცხოვრებისგან დაღლილნი და ახლა
უკვე მერამდენედ კონსტანტინე ხდება ჯანეტის გაუბედურების მიზეზი. ავადმყოფ
ჭაბუკს იგი დედისგან ნებადაურთველად შესვამს ცხენზე და ფარვიზი ტრაგიკულად
იღუპება. ამით გაწყდა ის ძაფი, რომელიც სავარსამიძეს ცხოვრებასთან აკავშირებდა:
„ტაია შელია, ჩემი ცხოვრების ნახევარგზაზე შემომაღამდა“. გამზრდელი ტაია შელია,
ქართველი გლეხი-რომლის სახებაც ნიადაგ თან დაჰყვება სავარსამიძეს, რომანის
აურაცხელ პერსონაჟთაგან გამოირჩევა თავისი ინდივიდუალურობითა და
კოლორიტულობით. იგი, უპირველესად, აკავშირებს გზააბნეულ სნობს თავის
სამშობლოსთან.
უახლოეს ქართულ ლიტერატურაში განსაკუთრებული სიძლიერით აისახა
ოცდაათიანი წლების ეპოქა. ადამიანთა ფსიქიკაში ეროვნული შეგნების დამკვიდრება
და ძველისა და ახლის ჭიდილი დიდი მხატვრული ოსტატობით გადმოიცა ქართულ
რომანში.
„მთვარის მოტაცება“ პირველი ლიტერატურული ქმნილება გახლავთ, რომელშიც
ახალი დროის მწარე სიმართლე არაჩვეულებრივი ეპიკური სიცხადით და პოეტური
შთაგონებით გამოიხატა. თარეშ ემხვარი და არზაყან ზვამბია- ორი სამყარო, ორი
უაღრესად კოლორიტული ტიპი ოცდაათიანი წლებისა, ორი სხვადასხვა
თვალსაზრისი, სხვადასხვა მიდგომაა იმ ეპოქალური ძვრებისადმი, რომელიც
მიიკვლევს გზას საქართველოში. ლიტერატურულ კრიტიკაში არსებობს ვარაუდი
თარეშ ემხვარისა და კონსტანტინე სავარსამიძის დუპლიკატობის შესახებ, რომ
თარეში თითქოს მისი გაგრძელებაა, მაგრამ მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ეს
ორი პერსონაჟი სხვადასხვა ეპოქის შვილია, ამასთან, ისინი ფსიქიკითა და ხასიათით
აბსოლუტურად განსხვავდებიან.
თარაშ ემხვარმა გადაწყვიტა ერთი ხელის დაკვირთ ჩამიოიცილოს კლასობრივი
ამპარტავნობის სამოსელი, დასახლდეს სვანეთში, თოხს და ბარს მოჰკიდოს ხელი და
ცოლად შეირთოს უბრალო სვანის გოგო ლამარია და ასე ჩაებას ცხოვრების
ფერხულში, მაგრამ აქ უკვე მისგან დამოუკიდებელმა მიზეზებმა შეუშალა თარეშ
ემხვარს ხელი. ლამარია წმინდა სიყვარულის ღირსი არ აღმოჩნდა. იგი მიჯნურმა
არზაყან ზვამბაიასთან ალერსში შეისწრო და ერთხელ კიდევ გაუტყდა გული
ემხვარების გვარის ზვიად წარმომადგენელს ცხოვრებაზე, ჭეშმარიტ
სიყვარულზე.თარეში პრაქტიკული კაცია, იგი საქმეს ანიჭებს უპირატესობას და არა
ოცნებას. სადისერტაციო ნაშრომით წარუდგება უნივერსიტეტს, მაგრამ აქაც უმტყუნა
ფორტუნამ, აქაც იმედგაცრუება-უნივერსიტეტში მისი დისერტაცია დაიწუნეს. თარეშ
ემხვარი ერთგულია თავისი სიყვარულისა, ამ სიყვარულის მოწოდებით იგი ცხენს
აბობოქრებულ ენგურში შეაგელვებს და საყვარელი არსების ხილვისათვის
სტიქიასთან უთანასწორო ?ჭიდილში იღუპება კიდეც.
თარეშ ემხვარი მონანიე კაციე, ერთ-ერთ წერილში იგი დასტირის კიდეც თავის
ფუჭად ჩავლილ ცხოვრებას, თავისი უმწეობის სრული შეგნებით იღუპება.
რომანში ორი სიუჟეტური ხაზი იკვეთება: 1) არზაყან ზვამბია-თამარ შარვაშიზე-
თარაშ ემხვარის სასიყვარულო სამკუთხედია, ხოლო მეორე ის მაშტაბური
სოციალური ჭიდილი, რაც საკოლმეურნეო წყობილების ენთუზიასტებსა და
კლასობრივ მტრებს შორისაა გაჩაღებული და ცხოვრების კომუნისტური წესის
დამკვიდრებასა და მოყირჭებულ, მავნე გადმონაშთებს შორის წარმოებს.
თამარ შერვაშიძე ნახუცარ ტარიელ შერვაშიძის ულამაზესი ქალიშვილი
ერთდროულად შეჰყვარებიათ თარეშ ემხვარსა და მის ძუძუმტეს-ამზაყან ზვამბაიას.
ქალს თარაში მოსწონს, თუმცა არც არზაყანს უცქერს გულგრილად. სწორედ ეს ხდება
ძუძუმტეებს შორის განხეთქილების მიზეზი, რომელმაც არც შენდობა იცის და არც
დანდობა, თუმცა, თითოეული მათგანი ინარჩუნებს რაინდობას და ცდილობს
ბოლომდე ატაროს ეს ადამიანური ტვირთი, რომელიც მათ სიყვარულმა აჰკიდა.
საბოლოოთ თამარა მაინც თარაშს რჩება, მაგრამ მამაკაცს ვაჟკაცობა არ ჰყოფნის, რათა
ქალს გამოწვდილ ხელზე ანალოგიურად უპასუხოს. რომანის დასასრულს ლუკაია
ლაბახუას ცნობით შეძრწუნებული თარაშ, რომელშიც კვლავ გაიღვიძა ამ უდიდესმა
ადამიანურმა ტკივილმა, სულთამობრძავი თამარის სანახავად მიილტვის. მაგრამ
უკვე გვიანია, თამარი თარაშის სახელის ძახილით იღუპება ზუგდიდში. ხოლო
ემხვარი მთვარის მოტაცების საოცრად ფერწერულად დახატული სიმბოლური
სურათის განწირულ დეტალად რჩება.
„მთვარის მოტაცებაში“ ნათლად ჩანს, თუ როგორ სწამლავდა კომუნისტური
წყობილება ადამიანებს, კომუნისტური ბანგით გონებადაბინდულმა არზაყან
ზვამბაიამ თავის მამაზეც კი აღმართა ხელი. სიცოცხლის სიყვარული, მშვიდობიანი
შრომისა და ბრძოლის ჰეროიკა, ჯანსაღი ოპტიმისტური განწყობილება, სახალხო
საქმისადმი ერთგულება და გაუტეხელი ნებისყოფა-ქართველი კაცის ყველა ეს
თვისება შარავანდედად დაჰყვება „ვაზის ყვავილობას“.
ბერმუხა მასშტაბშემცირებული საქართველოა. ამ სოფლის სიხარული და სატკივარი
სამეურნეო თუ სოციალურ, მორალურ-ეთიკურ პრობლემათა დიდი ნაწილი, რასაც
მწერალი ბერმუხის ცხოვრების მაგალითზე წარმოგვიჩენს, იმდროინდელი ქართული
სოფლის უაღრესად თანადროული და მწვავე პრობლემატიკა გახლავთ.
ამ ნაწარმოებში დროის ახალი საზრუნავი, ახალი სატკივარია ის, რომ გვანჯ
აფაქიძეთა და ტარიელ შერვაშიძეთ ნაფუძარზე აბრია უჯირაულები და სპეკულანტი
კობერიძენი შემოსულან. დღეს, როგორც არასდროს, ცხოვრებას სჭირდება ცოცხალი
მაგალითის ძალა, ნამდვილ კომუნისტთა საზოგადოებრივი, უღიმღამო სიტყვიერი
პროპაგანდითა და ხელმძღვანელობის დირექტიული მეთოდებით ფონს გასვლა აღარ
შეიძლება.
„ვაზის ყვავილობის“ მთავარი ღირსება ისაა, რომ კონსტანტინე გამსახურდიას
უტყუარმა მხატვრულმა ალღომ სწორედ შენიშნა ორმოციანი წლების ადამიანის
ფსიქიკაში მომხდარი ცვლილებანი და პერსონაჟთა ბუნების ზედმიწევნითი ცოდნით
წარმოგვიდგინა ახალი ადამიანის ის ძვირფასი თვისებანი, რომლის გარეშე
წარმოუდგენელია პატიოსან მოქალაქის ზნეობრივი სახე.
ცხოვრების ძნელ გზას გადიან „ვაზის ყვავილობის“ ის გმირები, ახლის
დამკვიდრების ფუნქცია რომ დააკისრა მწერალმა. სიკეთისა და ბოროტების
ჭიდილში ზოგი მათგანი იღუპება, ზოგი კი მძიმედ ტრამვირებული რჩება. ესაა
მრავალპლანიანი რომანი, ძირითადი მასში ახალგაზრდა კოლმეურნის-გოდერძი
ელანიძისა და სახელმოხვეჭილი აგრონომის-პროფესორ ვახტანგ კორინთელის
ცხოვრების გზა გახლავთ.გუშინდელი გლეხისა და ინტელიგენტის ორიენტყაცია
ახალი სინამდვილისადმი, ახალი ადამიანის ხასიათის წრთობა, მეცნიერებისა და
პრაქტიკის დაახლოების კეთილისმყოფელი ნაყოფი და ცხოვრების ხორცმეტთა
წინააღმდეგ დაუნდობელი ბრძოლა-ნაწარმოების ის ძირითადი საკითხებია,
რომელსაც რასაკვირველია პერსონაჟთა ყოფის შესაბამისად სხვადასხვა განშტოებანი
ახლავს.“ ვაზის ყვავილობის“ ერთი თვალშისაცემი ნაკლია ის, რომ მისი პერსონაჟები
მეტნაკლებად სწორხაზოვანი ხასიათის, ზოგჯერ ერთპლანოვან ადამიანებად
გამოიყურებიან. სწორედ ამ რომანში იგრძნობა ნათლად მწერლის სურვილი, დაჰყოს
ისინი დადებით და უარყოფით პერსონნაჟებად. ერთ მხარეზე დგანან
მოქალაქეობრივი ღირსებით სემკული დიდი ადამიანები (გოდერძი ელანიძე, ვახტანგ
კორინთელი, ნუნუ უჯირაული და სხვ.) ხოლო მეორეზე „ბნელეთის
წარმომადგენლები“-აბრია უჯირაული, კობერიძე, კანკრე... რატომღაც, მწერალმა
ჩათვალა, რომ ეპოქაში, რომელშიც იგი ცხოვრობს უპირატესად სწორედ ასეთი
ადამიანები ცხოვრობენ, რაჩიდაც ავტორს ძნელ;ია დავეთანხმოთ.
კონსტანტინე გამსახურდიას სახელთანაა დაკავშირებული ქართული ისტორიული
რომანის აღორძინება და ამ ჟანრის ორიგინალური კონცეფციის გამომუშავება.
“დიდოსტატის მარჯვენა“ მეოცე საუკუნის ქართული ლიტერატურის მშვენებადაა
მიჩნეული. იგი ნათარგმნია მსოფლიოს მრავალ ენაზე და ყველგან აღიარებული
პოპულარობით და სიყვარულით სარგებლობს. იგი მეათე საუკუნის მიწურულისა და
მეთერთმეტე საუკუნის დასაწყისის ამბებს გვისურათებს. ნაწარმოების ძირითადი
პრობლემა-ხელოვანის ბედი მონარქიულ სახელმწიფოში გადაჯაჭვულია უამრავ
სოციალურ და ზნეობრივ საკითხთან. შეიძლება ითქვას, რომ კონსტანტინე
გამსახურდიამ იშვიათი ოსტატობით, არაჩვეულებრივი მეცნიერული ალღოთი და
სათანადო კომპაქტურობით გააცოცხლა ჩხვენს თვალწინ „ოქროს ხანის“ წინაღე, ის
რთული და ძნელბედა ეპოქა, რომელიც წინ უძროდა რუსთაველის საუკუნეს.
ლაზ კონსტანტინე არსაკიძეს საქართველოს მეფემ გიორგი პირველმა სვეტიცხოვლის
აშენება მიანდო, ახალგაზრდა ხუროთმოძღვრისთვის ეს დიდი პატივი საკმარისი იყო
იმისთვის, რათა „აღზევებულ“ ხელოვანს მეფის კარზე მტრები გაეჩინა. შეუდგა
არსაკიძე ტაძრის აგებას. მას შესანიშნავად ესმის თავისი ისტორიული მისია.
მხოლოდ და მხოლოდ ღვთის სახლს კი არ აგებს, არამედ ხელოვნების უნიკალურ
ნიმუშს უტოვებს შთამომავლობას. ამიტომაც ერთი ხელის დაკვრით უარყოფს
ბერძნულ და ბიზანტიურ ტაზართა მიმბაძველობას. მიაჩნნია, რომ მართალია
სვეტიცხოველი მსოფლიო ხუროთმოძღვრობის მონაპოვართა გამძლე საყრდენზე
უნდა იდგეს, მაგრამ მასში უპირველეს ყოვლისა, ქართული სული უნდა ენთოს, მას
სვეტებსა და ჩუქურთმა-გუმბათებში ჩვენი ეროვნული თავისთავადობა,
ნაციონალური კოლორიტი უნდა გამოსჭვიოდეს. არსაკიძემ გაიმარჯვა. სული
სხეულზე უფრო ძლიერი აღმოჩნდა.
სვეტიცხოველი-ქართული კულტურის „იგავმიუწვდომელი ლეგენდა“ დღესაც
შეურყვნელად დგას ათი საუკუნის ქარწვიმით დამძიმებული, ხოლო მის ფასადზე
ამოკვეთილი არსაკიძის მოჭრილი მარჯვენა სვეტიცხოვლის შემქმნელის ტრაგიკულ
ბედზე სინანულით დაგვაფიქრებს. არსაკიძე, როდესაც თავის საქმეში იყო ჩაფლული,
მის თავს დიდი შავი ღრუბელი ტრიალებდა, ჯერ მელქისიადეკ კათალიკოსმა
შეიძულა იგი, რადგანაც ახალგაზრდა ხელოვანი ღმერთთან შერკინებულ კაცს
ხატავდა და მოუცლელობის მოზეზებით წირვასაც აცდენდა ზოგჯერ, მელქისედეკის
გაგულისების საფუძველი, არსაკიძის სახით ეკლესიას რელიგიური ფანატიზმით
შეპყრობილი მორჩილი მორწმუნე როდი ჰყავდა, რმერთთან ადამიანის რკინების
ფერწერით და რელიგიური სქოლასტიკის არტახების რღვევით სვეტიცხოვლის
ამგები თავის ახალ ღმერთს ქმნიდა და მთელი არსებით მას ემსახურებოდა. ფარსმან
სპარსი „აგორებული ჭური“, უეროვნო და უსინდისო კაცი, დაუძინებელ მტრად
გაუხდა ახალგაზრდა ლაზს, იმ დღიდანვე, რაც მეფემ სვეტიცხოვლის აგება მას
მიანდა. და ბოლოს, პირად მტერთა გულისწამღები წკავწკავი იქნებ ვერ მოერეოდა
არსაკიძეს, რომ ერთ დღეს ავ ენათა დაუცხრომელი მეცადინეობით მეფე გიორგიც მის
მოწინააღმდეგეთა შორის არ რმოჩენილიყო. მეფე გიორგი რომანის უაღრესად
მნიშვნელოვანი და გამოკვეთილი სახეა. ბაგრატიონთა ამ სახელოვან შთამომავალს
მძიმე დროში მოუხდა მეფობა. მას, ჯერ კიდევ უწვრთნელ ჭაბუკს, თორმეტი წლის
ყმაწვილს სამეფო სკიპტრა მისცეს ხელთ და ქვეყნის საშინაო და საგარეო საკითხების
ურთულეს პოლიტიკაში გარკვევა მიანდეს. ავტორმა დიდი მხატვრული ტაქტით
შექმნა მეფე მონარქის კოლორიტული სახე. გვიამბო ტრაგიკულ ბედზე ახალგაზრდა
ბრძენი მეფისა, რომელმაც ხანმოკლე სიცოცხლის მანძილზე ყველა ღირსება და ნაკლი
თავისი ერისა შეურცხვენლად ატარა, როგორც მეფემ და როგორც კაცმა.
„დიდოსტატის მარჯვენას“ სხვა პერსონაჟებს სხვადასხვა განზრახვები ამოძრავებთ,
მათ საკუთარი ადამიანნური ვნებები აქვთ. გიორგი მეფეს კი, თავისი სამეფოს ვალი
უმძიმებს ბეჭებს და ბედი აიძულებს ყველაზე და ყველაფერზე მაღლა იდგეს. მან
უნდა უპასუხოს ბიზანტიის კეისრის მელურ პოლიტიკას ხან ხმლით, ხან კი
ერთმმართველის სიბრძნით. იგია ლაშქარის წინამძღვარი, ერის წინამძღოლი და
სამშობლოს მთელი ტვირთი მის ბეჭებზე წევს.არანაკლებ რთული სამიზნე
მეფისთვის საკუთარი თავია, იგი ნიადაგ ებრძვის საკუთარ პიროვნებაში ჩაბუდებულ
მეორე კაცს, რომელიც ხანდახან სამეფო გვირგვინს მოახსნევინებს, მდაბიურ ჩოხას
გადააცმევს და ყმათა ცხოვრებისაკენ მოუხმობს. მეფეს თავდავიწყებით უყვარს
თალაგვა კოლონკელიძის ასული შორენა და ზიდავს სიყვარულის უმძიმეს ტვირთს.
შორენა იმ ფეოდალის შვილია, რომელსაც უჩობისათვის მეფემ თვალები დასთხარა
და მეორე, მეფის სასახლეში საქართველოს დედოფალი, კანონიერი მეუღლე ჰყავს და
გამიჯნურებულმა მმართველმა კიდეფვაც რომ გადაწყვიტოს მისი ღალატი, ამის ნებას
არც მისი მდგომარეობა მისცემს და არც კათალიკოსი მელქისიდეკი. სიყვარულის
მწველი ძალის ქვეშ ქედმოხრილი მეფე კამათლებივით ათამაშებდა იმათ ბედს, ვინც
ამ სიყვარულის გზაზე ეღობებოდა. საბოლოოდ კი, შორენასთან მას ახალი მეტოქე
გამოუჩნდა კონსტანტინე არსაკიძის სახით. იმდენად თვალსაჩინო იყო მეფის
სვეგამწარებული ბუნება და სიყვარული შორენასადმი, რომ მან ბრძანა
კონსტანტინესთვის მარჯვენის მოკვეთა, სწორედ იმ მარჯვენისა, რომელმაც
სვეტიცხოვლის უკვდავი ჩუქურთმები გამოჭედა და ქართველ ერს ამით უკვდავების
პასპორტი აჩუქა. შორენა არის ნაწარმოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გმირი, ეს
არის ადამიანი, რომელიც მრავალი პერსონაჟის რაინდული ქმედებების ინსპირაციააა,
მან არავითარ შემთხვევაში არ გაცვალა უტას სიყვარული სადედოფლო ტახტში და
უფრო მეტიც, იკისრა მამისთვის მიყენებული ზიანისთვის სამაგიეროს გადახდა და
ფხოველთა ამბოხების მოწყობა გადაწყვიტა. ბოლოს კი იპოვა ძალა, მონსტრის
კბოდედან ფსკერის ანგელოზივით გადაფრენილიყო და თავისივე ნებით გასცილდა
გაუხარელ ცხოვრებას.
ბილეთი 11

1. ეგნატე ნინოშვილის პროზის პერსონაჟთა სოციალური ბუნება


იგივეა, რაც 16 ბილეთის 1 საკითხი, სანამ ჭოლაზე დაიწყება საუბარი

2. სიმბოლიზმი გალაკტიონის შემოქმედებაში

იგივეა, რაც 7 ბილეთის 1 საკითხი


ბილეთი 12

1. გრიგოლ რობაქიძის შემოქმედებითი მემკვიდრეობა

გრიგოლ რობაქიძე დაიბადა 1880 წელს ქუთაისის მახლობლად სოფელ ჩხარში და


გარდაიცვალა 1962 წელს, შვეიცარიაში, ჟენევაში. ცხოვრების დიდი ნაწილი მან
ემიგრაციაში გაატარა, მაგრამ თავისი შემოქმედებით მუდამ გადაჯაჭვული იყო
სამშობლოს ეროვნულ ფესვებთან, თავისი ქვეყნის სატკივართან.
მან საკმაოდ კარგი განათლება მიიღო. ქუთაისის სასულიერო სემინარიის
დამთავრების შემდეგ, ლაიპციგის უნივერსიტეტში გააგრძელა სწავლა.
იგი თავისი სამწერლო დებიუტით გამოირჩა, როგორც ქართული
ლიტერატურისათვის მანამდე უჩვეულო, ახლებლური ლიტერატურული ხმების
შემომტანი და პირველი ზარის შემომკრავი ევროპულ-ავანგარდისტული
მიმართულების ქართულ ლიტერატურულ სკოლაში. მან ლიტერატურის ყველა
ჟანრში სცადა კალამი და თავისი კვალი გაავლო. იგი ექსპრესიონისტურ
მიმართულებისკენაც გადაიწია, 20-იან წლებში კი, ავანგარდიზმსაც გაუღო კარი.
ახლოვდებოდა ავადსახსენებელი ოცდაჩვიდმეტი წელი. რობაქიძესაც შეეხებოდა
მისი უხეში ხელი, რომ არ წასულიყო საზღვარგარეთ. მან თავისი შეუმცდარი
ალღოთი განსჭვრიტა მომავალი, იწინასწარმეტყველა, რომ მას ,,გველის პერანგის“
ეროვნულ-ნაციონალურ პრობლემატურ და ,,ლამარას“ მეამბოხე განწყობას არ
აპატიებდნენ და 1931 წელს წავიდა საქართველოდან.
იგი ,,ცისფერყანწელებისაგან“ განსხვავებით, ორიგინალურად აერთიანებდა
ეროვნულ მისტიკას ხალხურ ძირებთან და მოდელებთან. სწორედ წარმართული და
ქრისტიანული მისტიციზმის გზაჯვარედინზე გაჩნდა რობაქიძის
მისტერია ,,ლონდა“. მისი სიმბოლური დატვირთვა ისაა, რომ იგი იწერებოდა
რევოლუციის ქარტეხილებში, რომელსაც შემდგომ მოჰყვა პირველი მსოფლიო ომი.
აღსანიშნავია ისიც, რომ იგი არც ერთი ქართული მოდერნისტული სკოლის
მიმდევარი არ ყოფილა. მან სრულიად ახალი რამ გააჩინა ლიტერატურაში, ესაა
მისტიკურ-მოდერნისტული შეხედულება. თვალშისაცემია, მისი განსხვავებული
პიესებიც. მან დრამატურგიაში ახალი კარი შეაღო. აქ რეალური, ხალხური ძირები
შერწყმულია სამყაროს ირაციონალურ წარმოსახვასთან. და ეს ისეა შერწყმული,
ძნელია ერთმანეთისაგან გაიმიჯნოს რეალური-არარეალური.
მან არა მარტო ქართული დრამატურგია აიყვანა განვითარების მაღალ საფეხურზე,
არამედ პოეზიაშიც მისმა ლექსებმა იგი აღიარა, როგორც თანამედროვე პოეზიის
მეტრად.
,,გველის პერანგი“ ახალი ტიპის რომანია. მოდერნისტული რომანი, გაჯერებულია
სიმბოლისტური ხატებითა და მისტიკური ფილოსოფიური მოდელებით.
სტრუქტურითაც და შინაარსითაც სრულიად ახალი ტიპის რომანია. რეალურისა და
ირეალურის ურთიერთშენაცვლება, მითოლოგიური, წარმართული და
ქრისტიანული პასაჟები, ხალხური თქმულებები, მისტიკური წარმოდგენები,
რომანის სიუჟეტში ჩართული, ერთ მწყობრ სისტემას ქმნიან, ერთ ამოცანას, ერთ
პრობლემას ემსახურებიან. ეს პრობლემაა ქართლის ცხოვრების მოდერნისტული
ისტორია და ამის კვალობაზე ქართული ჯიშის პრობლემა, ქართული რასის
რჩეულობის ძირების მონახვა.
როგორც მისი ბიოგრაფიიდან ირკვევა, მან ჟენევაში ნახა სუხიშვილების ანსამბლის
კონცერტი, მათი ცეკვით მოხიბლულს საოცარი აღფრთოვანებით აქვს
აღწერილი ,,ქართული ცეკვა“. აშკარაა, რომ სამშობლოდან შორს მყოფ მწერალს
სულის ტკივილამდე ენატრება საქართველო. ამის ნათელი მაგალითია ის,
რომ ,,გველის პერანგში“ საოცარი სიტყვებით ახასიათებს ქართულ ცეკვას. მასში ჩანს
ქალისა და მამაკაცის მოწიწებული ურთიერთობა, ქართული სული და ქართველი
კაცის გენი. ეს, ჩემი აზრით, გვიჩვენებს თუ როგორ ენატრება სამშობლო, როგორ
უყვარს საქართველო.
სანამ უშუალოდ რომანზე გადავალ, მანამდე ორიოდე სიტყვა უნდა ვთქვა თავად
სათაურის შესახებ. ჩემი აზრით, აქ ავტორი გვეუბნება, რომ როგორც გველი იცვლის
ტყავს და იმოსება ახალი ,,პერანგით“, თუმცა ისევ ის გველი რჩება და არ იცვლება
მისი სახე, სწორედ ასე დაემართა მასაც. ამიტომ ამ სათაურსა და ავტორის ცხოვრებას
შორის საკმაოდ დიდ ურთიერთმიმართებას ვხედავ. იგი გვიჩვენებს, რომ მართალია
მან სხვა ქვეყნის ქული დაიხურა, თუმცა არ შეცვლილა და გული კვლავ სამშობლოზე
ფიქრით უძგერს, მისი სიყვარულით ცოცხლობს.
ფაქტია ისიც, რომ რობაქიძის გმირები ეროვნული ხასიათებით და ქართული
ეროვნული ძირების ძიებით, მითოლოგიური სიღრმით, ქართველი კაცის კითხვებზე
პასუხობენ. ,,ვინა ვართ, საიდან მოვდივართ და საითკენ მივდივართ“. ეროვნული
სატკივარი, ჩვენი ერის, ჩვენი ჯიშის განსაკუთრებულობა- ესაა უმთავრესი პრობლემა
მისი რომანებისა და პიესებისა.
თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ ,,გველის პერანგი“ სიმბოლისტური რომანია,
მაშინ გასაგებია, რომ მთავარი გმირი ირუბაქიძე საქართველოა, სიმბოლურად
წარმოდგენილი და ამ გვარის აყვავებაც საქართველოს ისტორიული ფურცლების
ქარტეხილებთან არის შეფარდებული.
ქართველები - ძლიერი რასა - ქრისტეს ჯვრით იბრძოდა და იცავდა თავს
მტრისაგან. თავს იცავდა უთანასწორო ბრძოლაში, თუმცა მაინც შეინაჩუნა თავისი
ენა, მეობა, თავისი რჯული და მამული. ,,გველის პერანგში“ ბევრი პასაჟია საამისოდ
ამოღებული ქართული წყაროებიდან. ამ რომანის ხერხემალი, მისი ძირითადი
პათოსი, მისი მითოლოგიურ-მისტიკური დედააზრია - რასის, ჯიშის ახსნა.
მზეა გერბი სიცოცხლისა, მზეა გერბი საქართველოსი. საქართველოს, ასჯერ
აოხრებულს, სიკვდილი არ უწერია და სიცოცხლე მისი მარადიულია. ამ
მარადიულობის სიმბოლო მზეა - მზე ღერბია ირუბაქიძის. მაშასადამე, ირუბაქიძე
ძირია საქართველოსი და ამ ძირის ისტორიული შტრიხებია ირუბაქიძეთა გვარის
გენეალოგია.
რობაქიძეს სიცოცხლეზე მეტად უყვარს სამშობლო. მისგან შორს მყოფს გული აქვს
დაწყლულებული. ერთადერთი რაზეც იგი ფიქრობს ქვეყნის სიყვარული და მისი
ბედია. ამიტომ რომანში ნათლად წარმოგვიდგენს, რომ ქართველი ერი მსოფლიოში
ერთი უძველესი და რჩეული ერია, რჩეული თავისი ფიზიკური აღნაგობით, მაღალი
კულტურითა და სულიერი წყობით. მას ბევრჯერ ჰქონდა ამაღლებისა და დაცემის
ჟამი. კანს იცვლიდა, მაგრამ შინაგანად მუდამ ახალგაზრდა და შემართული
იყო. ,,გველის პერანგიც“ ამ სახეცვლილების სიმბოლოა.
მისი რომანი ქართული კლასიკური რომანებისაგან განსხვავებული სტილითა და
ხასიათით, სრულიად ახალი სიტყვა იყო. იგი ქართული ჯიშის ჰიმნია, უსაზღვრო
პატრიოტიზმის გამომხატველი. ავტორმა კარგად იცის, რომ ადამიანს შეიძლება
ყველაფერი ჰქონდეს, მაგრამ სევდა, მოწყენილობა ვერ მოიშოროს, თუკი არ იცის
თავისი ნამდვილი ძირი და სათავე.
ავტორი იმასაც გვიჩვენებს, რომ ჩვენი ენა ქართული, საქართველოს სალოცავ ენად
იქცა ქრისტიანობის მიღებასა და გავრცელებასთან ერთად. ქრისტიანობა და
ქართული ენა განუყოფელია. საქართველო გადაარჩინა წმინდა ნინოს ჯვარმა,
ხალიბის ხმალმა და რჩეულმა გვარმა - ირუბაქიძემ.
გარდა რომანისა, განსაკუთრებით საინტერესოა რობაქიძის პიესებიც, რომელთა
შორის დიდი წარმატება ,,ლამარას’’ ერგო. უპირველს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ
მოქმედება ხდება ხევსურეთისა და ქისტეთის საზღვარზე. როგორც ჩანს, რობაქიძის
შემოქმედებაში საკმაოდ დიდი ადგილი აქვს დათმობილი გველის სიმბოლურ სახეს,
თუმცა ავტორი ზოგადად გველში მტრულს არ მოიაზრებს. შემოქმედი გვიჩვენებს,
რომ გველის მოკვლა არ შეიძლება, რადგან ეს ცუდის მომასწავებელია. მიდია,
ხევსური ვაჟკაცი, რომელსაც ქისტი ქალი-ლამარა ჩაუვარდა გულში, ყვება თუ
როგორ ჩასჩურჩულებდა მას ძილში გველი. მსგავსი პასაჟი გვხვდება ,,ლონდაშიც’’,
როდესაც გველი ერთ კაცს ყურებს ულოკავდა და ამით მას სიბრძნეს გადასცემდა.
სწორედ ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ რობაქიძის შემოქმედებაში გველი აშკარად
სიმბოლური დატვირთვისაა.
,,ლამარაში’’ კარგად არის წარმოდგენილი ტრაგიკული სიყვარულის ისტორია.
როგორ უყვარს ქალსა(ლამარასა) და მამკაცს(მინდიას) ერთმანეთი, თუმცა მათ შორის
დგება სხვა ადამიანი(თორღვაი), რომელიც გახდება მათი უბედურების მიზეზი.
სწორედ თორღვაის გამო დაუპირისპირდება ერთმანეთს ხევსურეთი და ქისტეთი ,
დაიწყება სისხლისღვრა. ლამარას მამა ვერ ეგუება იმას, რომ ქალიშვილი მოსტაცეს,
ვაჟი კი მოუკლეს, ამიტომ აპირებს შური იძიოს და მოკლას შვილის მკვლელი და მისი
,,სისხლი დალიოს“. ეს სისხლის აღება საკმაოდ დიდხანს გაგრძელდებოდა, რომ არა
მინდიას ვაჟკაცური საქციელი. მას იმდენად უყვარს ლამარა, რომ მზად არის მისი
ბედნიერებისთვის თავი გასწიროს. მან ჯერ ძმის დაკარგვა ვერ გადაიტანა და ახლა
მამის სიკვდილს ვეღარ გაუძლებდა. ამიტომ მიდის იჩოსთან (ლამარას მამასთან) და
ისე მოიქცევა თითქოს თორთვაი იყოს. მისი ვაჟკაცური შეუპოვრობა მოხიბლავს იჩოს
და ვეღარ შეძლებს მის მოკვლას. საბოლოოდ მინდია აღიარებს, რომ ეს ყველაფერი ამ
სისხლისღვრის შესაჩერებლად გააკეთა, შესაბამისად, ლამარაც ბედნიერად
იცხოვრებდაო.
საბოლოოდ, იჩო შეარიგებს თორღვაისა და მინდიას, დაივიწყებს შურისძიებას.
ლამარა, გახარებული, ბედნიერი ჩაეკვრება მამას გულში. თუმცა ბოლოს მინდიასა და
თორღვაის მკლავებში დალევს სულს.
ამ პიესით ავტორმა გვიჩვენა, რომ ჯერ ერთი, სიყვარულს საოცარი ძალა აქვს და
ადამიანს გაჭირვების ჟამს სასიკვდილო გადაწყვეტილებასაც მიაღებინებს და
მეორეც, რაღაც გმირული საქციელი არის საჭირო, რომ გამოსავალი ვიპოვოთ,
საკუთარი თავიც და სხვებიც გადავარჩინოთ და მტრობა მოყვრობით შევცვალოთ.
გმირია არა მარტო მინდია, რომელიც მზად იყო სიკვდილისათვის, არამედ ლამარაც,
რომელიც აღმოჩნდა ამ შურისძიების დავიწყებისათვის საჭირო მსხვერპლი. სწორედ
ლამარას სახით ავტორმა წარმოგვიდგინა მეამბოხე სულის მქონე პიროვნება,
რომელიც მზად არის ქვეყნის გადასარჩენად ყველაფერი გააკეთოს.
რაც შეეხება ,,ლონდას“ ეს არის წარმართული პერიოდის ამსახველი პიესა.
დასაწყისში წარმოდგენილია მთის კალთა, ქვის სალოცავი, რომელზეც სხვადასხვა
წარმართული ფიგურები და ცხოველებია გამოსახული. საზოგადოება ჯერ კიდევ
თაყვანს სცემს კერპებს და მათ ევედრებიან გვალვისაგან თავის დაღწევას. ამ პიესაშიც
ავტორი შემოიტანს მზის სიმბოლოს, რომ იგი სიცოცხლის ნიშანია და მისი
გამოჩენით დიდი ამბავი ცხადდება.
ასევე აქ განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ფერთა მონაცვლეობა.
თავდაპირველად ყველაფერი ყვითელია, ანუ ყველაფერი ავადმყოფობამ, სენმა
მოიცვა, თუმცა ამის საპირისპიროდ ჩნდება ლონდა, მისი თეთრი სამოსით, რომელიც
ყვითელ ფერს დაეფინება. შემდეგ კი ყველაფერს წითელი მოიცავს. იგი აქამდე
არსებულ ყველა ფერს გადასძალავს და სისხლის წყურვილით ელავს. ამით ავტორი
გვიჩვენებს, რომ სიკვდილი მოახლოებულია და მისი სუნი ჰაერშიც კი ტრიალებს.
მთავარს სწამს, რომ ქურუმი, რომელიც წარმართულ ფიგურებს ეკითხება აზრს,
მალე ყველას ეტყვის თუ რა არის მათი უბედურების, ამ გვალვის მიზეზი.
საბოლოოდ, ქურუმი გამოვა სიტყვით, რომ ახლოვდება საშინელი ჟამი სიკვდილი
მოედება ამქვეყანას და ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ადამიანის
მსხვერპლად შეწირვა.
გონების თვალით დაბრმავებულ საზოგადოებაში მხოლოდ ოთარი-ქრისტიანობის
სიმბოლო, აღმოჩნდება ისეთი პიროვნება, რომელიც ამბობს, რომ ადამიანის
მსხვერპლად შეწირვა გადავარდა და ეს ვერ უშველის გვალვას. ის აშკარად
მოაზროვნე პიროვნებაა და კარგად იცის, რომ ღმერთს არაფერში სჭირდება მკვდარი
ადამიანი, მით უმეტეს, რომ ადამიანია თავად ღმერთი. თუმცა მთავარი იმდენადაა
დაბრმავებული, ჰგონია, ადამიანის შეწირვა იხსნის მათ უბედურებისაგან.
ქურუმი ასახელებს იმ ადამიანს, რომელიც უნდა მოკვდეს, თუმცა სხვებს
ბედნიერებას მოუტანს. ეს არის სწორედ ლონდა. ქალი, რომლის სიყვარულითაც
ბევრი კაცი იწვება. ერთ-ერთი მათგანი არის თამაზი, მთავარის შვილი. მან კარგად
იცის, რომ ვაჟკაცია და ბევრჯერ გადაარჩინა ქვეყანა მტრისაგან, მაგრამ სიყვარულის
გარეშე ის არაფერია. ის არაფრის დიდებით არ დაუშვებს ლონდას სიკვდილს. თავსაც
კი გასწირავს, მაგრამ მას არავის მოაკვლევინებს.
ამის საპირისპიროდ ლონდა, სხვებისათვის ავხორცი და ცბიერი ქალი, მზად არის
თავი შესწიროს მისთვის უცნობ ღმერთს. თავს იმით იმშვიდებს, რომ მისი ჭეშმარიტი
სიყვარული სიკვდილის შემდეგაც მის გვერდით იქნება. ავტორი გვიჩვენებს, რომ
მისთვის სიყვარული და სიკვდილი ერთია, სიკვდილში სიყვარულის გამარჯვებას
სჭვრეტს. ლონდას სიკვდილი იქნება უკანასკნელი ქორწილი, მხიარულება და ზეიმი.
იგი მიდის იქ, სადაც ისა და თამაზი მარადჟამს ერთად იქნებიან.
დგება დღე, როდესაც ყველა ერთი ადამინის სიკვდილში ხედვას ხსნას, მათი
გადარჩენის გამოსავალს. ვერავინ გაბედავს მასთან მიახლოებას, რადგან ამ
მშვენიერების წინაშე უძლურები არიან. ლონდა კუზიან საზოგადოებაში იყო
ერთადერთი ნათელი წერტილი, რომელსაც მალე თავიდან მოიშირებენ. მხოლოდ
თეიმურაზი შეძლებს მასთან მისვლას. მასში სიყვარულის ძალა გადასძლევს
ღვთაებრივი მამობრიობის კანონის შეცნობას, მამის ნებას და ლონდასთან ერთად
გადაეშვება უფსკრულში, რომლის ბოლოც მხოლოდ მაშინ გადავარდნილმა
ადამიანებმა იციან. მთავარი მხოლოდ მაშინ მიხვდება, რომ ადამიანის შეწირვა არ
არის მათი ხსნის საშუალება, როდესაც მის უგნურ საქციელს საკუთარი შვილი
შეეწირება. რობაქიძე გვიჩვენებს, რომ ,,სიყვარულზე უტკბილესი არა არის რა
ქვეყანაზე. მაგრამ ამავე დროს სიგიჟის თესლია იგი“.
რაც შეეხება რობაქიძის პოეზიას, 1912-1913 წლებში „ოქროს ვერძში“ დაიბეჭდა
მისი თეთრი ლექსი „ფიორდების ასულს“. ამ პერიოდიდან იწყება რობაქიძის და
„ცისფერყანწელების“ შემოქმედებითი და პიროვნული ურთიერთობა. რობაქიძე
წერილში „სათავენი ჩემი შემოქმედებისა“ წერდა: „მსმენია თანამემამულეთაგან:
თქვენი შემოქმედება უცხოეთიდან შემოტანილიაო, თითქოს ლიტერატურა
საექსპორტო-საიმპორტო საქონელი იყოს“.. საგნის ქცევა სიმბოლოდ ძალიან ძნელია,
კიდევ უფრო ძნელია, ამბავის ვლინება მითოსად“
1916 წელს „ცისფერყანწებში“ დაიბეჭდა რობაქიძის ლექსი „სირენას სიმღერა“,
რომელიც სიმბოლისტური მსოფლაღქმის კლასიკურ სახეს წარმოადგენს.
ამის შემდეგ იწყება რობაქიძის პოეზიის „ტრიუმფალური სვლა“. იგი აქვეყნებს
ლექსებს: „მეოცნებე ნეამორები“, „ორი სონეტი“, „მშვილდოსანი“, „ამორძალი
ლონდა“. მართლაც, რობაქიძე ქართველ შემოქმედთა იმ უმცირესობას ეკუთვნოდა,
რომელიც გვერდით დაუდგა ქართველ სიმბოლისტებს და მათი სულისკვეთება
გაითავისა.
საინტერესოა რამ განაპირობა რობაქიძის ასეთი ხაზგასმული თანადგომა
ახალგაზრდა ყანწელებთან, რომლებიც თავიანთი შემოქმედებითი სვლის ადრეულ
ეტაპზე ერთგვარი რადიკალიზმით და ზოგჯერ ცინიზმით ეკიდებოდნენ არა
მხოლოდ მიმდინარე ლიტერატურულ პროცესს, არამედ ქართული
ლიტერატურული საგანძურის ზოგიერთ წარმომადგენელსაც. რობაქიძე სწორედ
მათთან აღმოჩნდა. ისიც უნდა აღინიშნოს რომ რობაქიძე არც ყანწელთა
შემოქმედების სვლის ადრეულ ხანაში არსებულ რადიკალიზმს იწონებდა და რაც
მათი „შემოქმედებითი წაბორძიკების“ თუ „ლიტერატურული ექსპერიმენტის“
თვადახუჭული მომხრე იყო.
რობაქიძე ებრძოდა იმას, რისადმი შეურიგებლობასაც წარმოადგენდა მისი
ლიტერატურული მემკვიდრეობა: არაპროფესიონალიზმსა და რადიკალიზმს. ეს
გამოიკვეთა ლექსში „ორღობის ეშაფოტი“, რომელიც სიმბოლისტური მსოფლაღქმის
კლასიკურ ნიმუშად შეიძლება მივიჩნიოთ.
აღსანიშნავია, მისი ლექსი „წმინდა ნინო“, რომელიც რობაქიძის პოეზიის ერთგვარ
სავიზიტო ბარათად მიიჩნევა. სათაურიდანვე ჩანს, რომ ეს ლექსი ეროვნულ-
სარწმუნოებრივი იდეის მატარებელია. წმ. ნინო ლექსში წარმოდგენილია არა
მხოლოდ ქართველთა რწმენის , არამედ გამძლეობისა და ეროვნული თვითშეგნების
სიმბოლოდ.
რობაქიძის მოდერნისტული ხანის პოეტურ ქმნილებათა შორის აღსანიშნავია
ლექსი „ვერის ხიდზე“, რომელიც სიმბოლური და პეიზაჟური აღქმის მშვენიერი
ნიმუშია. სიმბოლოებით აზროვნების კლასიკურ ნიმუშად უნდა ჩაითვალოს „დიდი
შუადღე“. ეს ლექსი თავის არსში ავტორის ძირითად მსოფლმხედველობრივ საწყისს
აერთინებს. თავად ტერმინი „დიდი შუადღე“ მზის ნათების, სხივფენის და სითბოს
გამოვლენას გულისხმობს. მზის ფენომენი განსაკუთრებულად ძვირფასი და
ახლობელია ქართული ხასიათისთვის.
განსაკუთრებული სახეობრიობით გამოირჩევა რობაქიძის ცნობილი ლექსები
„აქლემი“ და „ვასაკა“. ორივე მათგანი ერთ პერიოდშია დაწერილი და პოეტისეული
მხატვრულ-სიმბოლური არჩევანის ერთგვარ გაგრძელებას თუ დადასტურებას
წარმოადგენს. ამიტომაც ეს ლექსები პოეტის მხატვრული აზროვნების ერთგვარ
სავიზიტო ბარათად იქცა. ამ ლექსებს შემდეგ კიდევ მიუბრუნდა მწერალი, როცა
„გველის პერანგში“, „უდაბნოს ქიმერას“ სახელწოდებით შეიტანა ლექსი „აქლემი“.
აღსანიშნავია ისიც, რომ ლიტერატურულ კრიტიკაში მიღებულ აზრს, რომ
რობაქიძე „ცისფერყანწელებისგან“ განსხვავებით უპირატესობას ანიჭებს კლასიკურ
სალექსო ფორმას და ნაკლებად მიმართავს ვერლიბრს, ალბათ გააბათილებს ლექსები:
„ქიმერიონი“ , „მომაკვდავი არწივი“, „მწყემსების ღმერთი“.
1920 წლის 18 ოქტომბერს დაიბეჭდა რობაქიძის ლექსი „გლოვა“, რომელიც პოეტის
უდიდესი ცხოვრებისეული ტკივილის- ორი მცირეწლოვანი შვილის დაღუპვის
გამოა დაწერილი. ეს ტრაგედია განსაკუთრებულად აღიქვეს სიმბოლისტებმა. მათ
რობაქიძის პატარა ალკას სევდიანი სტრიქონები მიუძღვნეს. პაოლო იაშვილმა და
მისმა მეგობრებმა პატარა ალკა თავიანთ მფარველ ანგელოზად შერაცხეს . შვილის
სიკვდილით გამოწვეული სევდა და ტკივილი რობაქიძის ლექსებს ბოლომდე გაჰყვა.
2. ნიკო ლორთქიფანიძის შემოქმედების იმპრესიონისტული და რეალისტური ნაკადი

იმპრესიონიზმი ერთ-ერთი წამყვანი მიმდინარეობაა XIX საუკუნის ბოლო მესამედსა


და XX საუკუნის დასაწყისის ხელოვნებაში. მისი სამშობლო საფრანგეთია და
ტერმინი ,,იმპრესიონიზმიც“ ფრანგული სიტყვიდან ,,იმპრესიონ“ იღებს სათავეს, რაც
ქართულად ,,შთაბეჭდილებას“ ნიშნავს. იმპრესიონიზმს, როგორც მხატვრულ
შემოქმედების მეთოდს, პირველად ფერწერამ მიაგნო.
იმპრესიონისტებმა თამამად და მოურიდებლად დაარღვიეს აკადემიური
მხატვრობის ტრადიციები. იმპრესიონისტული ფერწერა დაფუძნებული იყო არა
წინასწარ დასახული ამოცანის გადაწყვეტაზე, არამედ მხატვრის განცდების,
გრძნობების, შთაბეჭდილებების უშუალო ფიქსაციაზე.
იმპრესიონისტებს ასაზრდოებს ბუნება, როგორც მისი შთაბეჭდილებების წყარო,
ანუ ობიექტური გარემო, რომელსაც იგი აფერადებს საკუთარი განწყობის მიხედვით,
ე.ი. ახდენს მის სუბიექტივირებას.
იმპრესიონიზმმა მალევე იჩინა თავი ლიტერატურაშიც. იმპრესიონისტული
პროზის ცენტრში დგას სამყაროდან მიღებული შთაბეჭდილებები და ავტორის
სუბიექტური განცდები.
ქართულ მწერლობაში იმპრესიონიზმი ნიკო ლორთქიფანიძის სახელს
უკავშირდება. მისი გამომსახველობითი ტექნიკა საკმაოდ უნივერსალური აღმოჩნდა.
XX საუკუნის გამოჩენილ ქართველ მწერალთა შორის ნიკო ლორთქიფანიძეს ერთი
საპატიო ადგილი უკავია. მისი შემოქმედების განმასხვავებელი თავისებურება
არამარტო თემების ორიგინალური შერჩევა და მათი ჩვენების საკუთარი პოზიციაა,
არამედ მხატვრული ასახვის ხერხების, ფორმების, მანერის, სტილის ორიგინალური
გამოვლენაც.
მისი მოღვაწეობა დაემთხვა ეპოქას, რომელიც ხასიათდებოდა მრავალი
სოციალურ-პოლიტიკური წინააღმდეგობით, რაც შემოქმედებითი ინტელიგენციის
ნაღვაწს გარკვეულ კალაპოტში აქცევდა და თავისებურ მიმართულებას აძლევდა. რაც
შეეხება ლიტერატურულ გარემოს, მწერალს ამ მხრივ პირველი ბიძგები მისცა
ავსტრიასა და გერმენიაში გატარებულმა წლებმა, როცა ამ ქვეყნებში
ფეხმოკიდებული იყო მრავალი ლიტერატურული სკოლა, კერძოდ, იმპრესიონიზმი.
სწორედ იმპრესიონისტული სტილია შესამჩნევი ნიკო ლორთქიფანიძის
შემოქმედების დასაწყისში, როცა მწერალი უმეტესად მინიატურის ჟანრს
მიმართავდა. ცხადია, შეუძლებელი იყო მწერალს თვალი არ გაესწორებინა
ეროვნული ტრადიციებისთვისაც, რაც ქართულ ლიტერატურაში ,,მართლის თქმის“
პრინციპს, შემდეგ კი რეალიზმის მაგისტრალურ ხაზს გულისხმობს. ამ ორი ნაკადის
- იმპრესიონიზმისა და რეალიზმის ორიგინალური შერწყმის შედეგად არის
მიღებული ნიკო ლორთქიფანიძის მწერლური თავისებურება, როგორც
სინამდვილესთან დამოკიდებულების, ასევე წმინდა შემოქმედებითი ფორმების
ძიების თვალსაზრისითაც. მართალია შემოქმედების დასაწყისში იგი უფრო
იმპრესიონიზმისაკენ არის გადახრილი, რაც თანდათან იცვლება რეალიზმისკენ
გადახრით, მაგრამ ორივე ამ მიმართულების თავისებური შერწყმა მწერლის
შემოქმედებითი ბიოგრაფიის თითქმის ყველა მონაკვეთზეა მეტ-ნაკლებად
შესამჩნევი. იგი, ჯერ ერთი, რეალურად არსებულის იმპრესიონისტულ აღქმას
გულისხმობს და ამიტომ შეიძლება ვთქვათ, რომ ლორთქიფანიძე რეალისტური
იმპრესიონიზმია, მეორეც, ამ მწერალთან იმპრესიონიზმი უმთავრესად მაინც უნდა
გვესმოდეს წერის მანერის თვალსაზრისით და არა ტიპიზაციის უგულველყოფის
აზრით.
ქართულ ლიტერატურაში დამკვიდრებული აზრის მიხედვით, ნიკო
ლორთქიფანიძე გვევლინება დავით კლდიაშვილის მსგავსად ,,შემოდგომის
აზნაურთა“ დაქვეითებული ცნობიერების ჩვენების ოსტატად. იგი ძირითადად არის
ჟამთა სიავისა და ,,დანგრეული ბუდეების“ მხატვარი. აქ იგი კონტრასტის ხერხს
მიმართავს. ერთი მხრივ, გვიჩვენებს აზნაურთა ადრინდელ სვებედნიერ ცხოვრებას,
კარგ მოსავალს, მჩქეფარე სიცოცხლეს, მათ მშვენიერ სახლ-კარს, ქეიფს,
დროსტარებას... მეორე მხრივ, მწერალი გვიხატავს მორღვეულ ჭიშკარს, ყოფილი
აზნაურის დამჭკნარ, მიხრწნილ სხეულს, ჭუჭყს, ობსს, მყრალ ჰაერს და ყველაფერ
იმას, რაც სევდას იწვევს, მათ დაღუპვას დაგვანახებს; სადაა მომცინარე ადამიანები,
აქ ბედნიერად რომ ცხოვრობდნენ. ყველაფერი დანგრეულა, მოშლილა. ძველისა და
ახლის ასეთი კონტრასტული ჩვენებით, მწერალი კიდევ უფრო მძაფრად
წარმოგვიდგენს ყოფილ აზნაურთა საბოლოო აღსასრულს.
კაპიტალიზმის განვითარების შედეგად თავადაზნაურთა უკიდურესი დაქვეითება
მან დაგვიხატა არა მარტო ,,დანგრეულ ბუდეებში“, არამედ მნიშვნელოვანია ამ
თვალსაზრისით, ნოველა ,,რუმბი“. აზნაურთა დაკნინება აქ დახატულია სატირისა
და იუმორის მომარჯვებით. ამით გარკვეული მსგავსება შეინიშნება
ლორთქიფანიძესა და კლდიაშვილს შორის.
ნიკო ლორთქიფანიძის შემოქმედების ერთი მთავარი თემაა საქართველოს
ისტორიული წარსულის ჩვენება. საინტერესოა მისი დამოკიდებულება ამ
საკითხისადმი. იგი არც აიდეალებს საქართველოს წარსულს და არც მხოლოდ
უარყოფითს გვიჩვენებს ჩვენი ისტორიიდან. მწერალი წარსულში ხედავს ავსაც და
კარგსაც. თუმცა იგი გარდასულ დროთა ფაქტებისა და მოვლენების ზუსტ დახატვას
მიზნად არასოდეს ისახავს, მას მხოლოდ ეპოქის განმსაზღვრელი თავისებურებების
ჩვენება აინტერესებს, ამის მიუხედავად იგი გვევლინება როგორც რეალისტი
მწერალი და მაინც ნათლად ვხედავთ ძველი საქართველოს სიხარულსაც და
ტკივილებსაც, რომელიც სინამდვილეში მოხდა. იგი საუბრობს თუ როგორი დიადი
წარსული ჰქონდა ჩვენს ქვეყანას, ახლა კი რეალურად აფასებს სიტუაციას და ხედავს
თუ რა ვითარებაცაა ქვეყანაში და იგი არ მიეკუთვნება იმ მწერალთა რიცხვს,
რომელიც ამაზე თვალს დახუჭავდა.
რევოლუციამდელი საქათველოს გლეხკაცობის უკიდურესი სიღატაკე და
დაბეჩავება მწერალმა დაგვიხატა რამდენიმე ნოველასა და მოთხრობაში. მწერალი
ყველგან ღარიბისა და დაბეჩავებულის მხარეზეა და ამით გამოხატავს თავის
კეთიმშობილურ, პროგრესულ პოზიციას.
განსაკუთრებული სიმძაფრით ეს ყოფა ნაჩვენებია ნოველაში-,,ტრაგედია
უგმიროდ“. ეს არის დიდი ექსპრესიით დაწერილი ნოველა, რომლის გულგრილად
წაკითხვა ნამდვილად შეუძლებელია. მისი სიუჟეტი მარტივია: გაჭირვებასა და
შიმშილს გლეხი ისე შეუწუხებია, რომ საკუთარ მოქმედებაზე კონტროლს კარგავს. ის
სახლიდან უმიზნოდ, გარინდებული მიდის, რათა დამშეულ შვილებს გაერიდოს,
რომელთაც შიმშილისაგან სულიც აღარ უდგათ. ერთადერთ მჭადს გამოაცხობს,
თუმცა თავს ვერ შეიკავებს, ნებისყოფა უმტყუნებს, შიმშილი მას გონებას
დაუბინდავს, წამიერად დააკარგვინებს ადამიანობას, დაავიწყებს მშობლის
მოვალეობას და მჭადს ბოლომდე შეჭამს, ბავშვებს კი მშიერს დატოვებს. მწერალმა
მისი ამ საქციელით გვიჩვენა, რომ ადამიანში ყოველთვის იღვიძებს მხეცი, როდესაც
იგი მშიერია. ეს ყველაფერი კი გამოწვეული იყო იმდროინდელი სოციალური
ვითარებით, რომელიც საქართველოში სუფევდა. შემდგომ, მართალია, იგი
დაფიქრდება თუ რა გააკეთა, შეიგნებს თავის უსაქციელობას და მეზობლის ეზოში
ჩამოიხრჩობს თავს.
ეს არის ტრაგედია იმ ადამიანისა, რომელსაც მწერალმა არც სახელი მისცა და არც
გვარი. სათაურში კი მიუთითა მის ტრაგედიაზე. ტრაგედიაზე, რომელსაც ჰყავს
გმირი, მაგრამ უცნობია ვინაობა, ან კი საჭირო იყო ამ პერსონაჟის ვინაობა, ვინაიდან
რევოლუციამდელ საქართველოში მისი მსგავსნი მრავლად იყვნენ.
ყველაზე დიდი უბედურება კი ის არის, რომ მეზობელს ადამიანის სიკვდილი კი
არ ადარდებს, არამედ ის, რომ მთავარმა გმირმა თავი ჩამოიხრჩო მის ეზოში, ხეზე,
მისივე თოკით. საზოგადოების მთავარი პრობლემაა ის თუ რას იტყვის ხალხი და ამ
გაჭირვების ჟამს მხოლოდ ამაზე ფიქრით სულდგმულობენ. ტრაგედია მოხდა,
ადამიანმა თავი მოიკლა, თუმცა ეს არ არის მათი გულისტკივილი. რაც მათ
არაჰუმანურობაზე მიუთითებს.
სწორედ ეს იყო ავტორის მიზანიც. ეჩვენებინა საკუთარი დამოკიდებულება ამ
ადამიანების მიმართ. მას წინასწარ არ აქვს მიზნად დასახული ამის ჩვენება, ეს
თანდათან მის მიერ მოწოდებულ პასაჟებში იჩენს თავს. იგი ხატავს გრძნობებს,
განცდებს, რომლებიც ეუფლება ამ უგულო ადამიანებს. აქ აშკარად არის
გამოკვეთილი ავტორის სუბიექტური განცდა, იგი უბრალო მაყურებელი არ არის,
თავად განიცდის ამ ყველაფერს და სურს მკითხველიც დააფიქროს. მისმა შექმნილმა
შთაბეჭდილებამ, საზოგადოება გამოაფხიზლოს, დააფიქროს და თაგანრძნობა
გამოახატვინოს. გარკვეულწილად აქ ვლინდება მისი იმპრესიონისტული
დამოკიდებულება.
ძველი სოფლის დუხჭირ ცხოვრებას გვიჩვენებს იგი მოთხრობაში ,,კერიასათვის“.
მასში დახატულია სამი ძმის, ხელმოკლე გლეხების გაჭირვება, რის გამოც ისინი
იძულებული არიან გაიყარნონ და ამ გაყრით, უმცროსს ძმას ყველაზე მცირე წილი
არგუნონ. ეს უთანასწორო, უსამართლო გაყრა და გაყოფა მიგვანიშნებს იმაზე, თუ
როგორ აქვეითებს გაჭირვება ზნეობასაც, რა ემართება ადამიანს, რომელიც ძმასაც კი
აღარ ინდობს. უმცროსი ძმა გახდა ძმების მსხვერპლი.
გადის დრო, მინაიას ხან გადასახლება არგუნა ბედმა, ხან გაჭირვება, მაგრამ
ვაივაგლახით მაინც შეძლო ოჯახის შექმნა, კერიის მოწყობა. თუმცა ყოველთვის
მართლდება ხოლმე ქართული ანდაზა, გაჭირვებულ კაცს ქვა აღმართში მიეწევაო.
საბოლოოდ, გაჭირვებული მინაია ისე გარდაიცვლება, რომ ოჯახს დასამარხი ფულიც
კი არ აქვს. რაღაც მაინც მოახერხეს და ჭირის სუფრა გადაიხადეს, თუმცა როდესაც
ნინოი, მინაიას ცოლი ქმრის საფლავთან მიდის, დასტირის მას თუ როგორ დაინგრა
ოჯახი. აქ წარმოდგენილია არა მარტო რევოლუციამდელი სოფლის გლეხთა
გაჭირვება, არამედ კერიის გაციებით, მისი დაკარგვით გამოწვეული ტრაგედიაც.
მოთხრობაში გამოაშკარავებულია აგრეთვე იმდროინდელი სოციალური გარემოს
სხვა მხარეებიც: ფეოდალთა უკიდურესი დაქვეითება, აზნაურთა სულიერი
გაკოტრება, გლეხობის ზნის შეცვლა, რომელიც გამოწვეულია მათი სოციალური
სტატუსის დაუძლურებით. ყოველივე ეს და მრავალი სხვა დეტალი ავსებს ჩვენს
წარმოდგენას ძველ სოფელზე, მის მკვიდრთა ავ-კარგზე, ამიტომ თამამად შეიძლება
ითქვას, რომ ,,კერიასათვის“ მრავალპლანიანი ნაწარმოებია. მისი ავტორი აქაც
გაჭირვებულთა ქომაგია.
ნიკო ლორთქიფანიძის შემოქმედებაში ერთ-ერთი განსაკუთრებული ადგილი აქვს
დათმობილი ნოველას ,,თავსაფრიანი დედაკაცი“, რომელიც მიჩნეულია XX საუკუნის
ქართული ნოველისტიკის ერთ მშვენიერ ნიმუშად. მასში ნაჩვენებია აგრეთვე
რევოლუციამდელი ქართული სოფელი, ადამიანთა გაჭირვება, ერთი ქვრივი
დედაკაცის თავგადასავალი და მისი ამაყი სული. ავტორი აქაც დაჩაგრული
ადამიანის ქომაგად გამოდის. იგი სულისშემძვრელად წარმოგვიდგენს ერთ უბრალო
სოფლელ დედაკაცს, მის სიღატაკეს, სიდუხჭირეს, ქვრივის კალთით ობლების
დაზრდაზე, ამ ქალის ცხოვრების უბედურ დასასრულზე.
თავსაფრიან დედაკაცს ხშირად ოთარაანთ ქვრივს ადარებენ. მათ შორის საერთოა
ქვრივობა, გაჭირვება, უტეხი ნებისყოფა, ამაყი ხასიათი. თუმცა ილიას ქვრივი უფრო
მონუმენტურია, გაუბზარავი, ძლიერი და სრულიად სხვა დამოკიდებულება აქვს
შვილთან.
ლორთქიფანიძის შემოქმედებაში ეს ნოველა ყველაზე მეტად იმპრესიონისტულია.
ვინაიდან მას სიუჟეტი თანამედროვე, ყოველდღიური ცხოვრებიდან აქვს აღებული.
მართალია ის რეალურ სიტუაციას ასახავს, თუმცა იმპრესიონისტები რეალობას
საკუთარი, პირადი ხედვის მიხედვით აძლევდნენ ინტერპრეტაციას. მსგავსად იქცევა
ავტორი ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც. აღწერს რეალობას, თუმცა მას აქცევს
იმპრესიონისტულ ქარგაში.
ლორთქიფანიძის ქვრივი მთელი ცხოვრება იმაზე ფიქრობდა, როგორ ერჩინა
ოჯახი, ქმრის გარეშე გაზარდა შვილები, მისცა განათლება. მიუხედავად,
სიდუხჭირისა, ყოველთვის ცდილობდა მათთვის არაფერი მოეკლო. თუმცა
ერთადერთი რამ ვერ მისცა მათ. ეს არის ერთმანეთის სიყვარული, პატივისცემა და
თანადგომა. ისინი მხოლოდ სიტყვით არიან დედმამიშვილები და არა საქმით.
როდესაც ქალიშვილი გაიგებს დედის სიტყვებს, რომ იგი წინდებს მის ძმიშვილს
წაუღებს, იეჭვიანებს და დედას მისი სიტყვებით გულს დაუწყლულებს. თავს
უხვრეტს ქალიშვილის სიტყვები: ,,შეგენანა“, ,,მოიმადლიერო“, ,,საღირალი პატივი“.
ქალმა იგრძნო რომ ზედმეტია, მოხუცდა და ახლა ამ სიტყვებს აკადრებენ. ეჭვი
გასივდა, გადაწყვეტილებამაც არ დააყოვნა. ,,აღარავისთვის ვარ საჭირო, სრულად
არავისთვის, სრულად ზედმეტი ვარ“... იგი ტოვებს სახლს და მიდის. მივა მეუღლის
საფლავზე და დაიტირებს, რომ ამ დღეს არ უნდოდა მოსწრებოდა. თუმცა იგი კვლავ
შვილებზე ზრუნავს, არ უნდა მათ ტკივილი მიაყენოს და ცრუ წერილს უგზავნის,
თითქოს სალოცავში წავიდა და კარგადაა, ჩემზე არ იდარდოთო. არადა
გამათხოვრდა და ქუჩაში დადიოდა.
ყველაზე დიდი ტრაგედია კი ის არის, რომ დედის წასვლას შვილები მხოლოდ
იმის გამო განიცდიან, რომ ხალხი რას იტყვისო. მოხუცს ვერ მოუარესო. დედაზე
არავინ ჯავრობს, ეს არ არის მათი სატკივარი. როდესაც წერილი მიუვათ, საჯაროდ
წაიკითხავენ, რათა ხალხიც დაარწმუნონ. კვლავ ივიწყებენ დედას და მისი ამბის
გაგების მაგივრად, ქონების გაყოფას დაიწყებენ. დედამ შვილების აღზრდისას დიდი
შეცდომა დაუშვა, მათ ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, სიყვარული არ ასწავლა.
აქ სოციარულ სიდუხჭირესთან ერთად, ავტორი კარგად გვიხატავს ადამიანთა
უმადურობას. შვილები ვერც კი ხედავენ თუ რა სიკეთე გაუკეთა მათ დედამ. თუმცა
ავტორს ამაყი სულით თავსაფრიანი დედაკაცი, რომელმაც ვერ აიტანა შვილისგანაც
წყენა, მიაჩნია დიდებულ ადამიანად. სწორედ ამიტომ აღნიშნავს, რომ ,,დიდებული
ადამიანები უძეგლოდ იკარგებიანო“. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დედას არც ერთი
შვილი არ დაუდგამდა ძეგლს. ავტორი რეალისტურად აფასებს სიტუაციას, ვინაიდან
სინამდვილეშიც ასეა. თუ ადამიანს სხვისი სიყვარული არ აქვს, მას არც პატივს სცემს
და არც ყურადღებას აქცევს. დღევანდელ საზოგადოებასაც თუ გადავავლებთ თვალს
ნათლად დავინახავთ, რომ ადამიანთა უმრავლესობა მხოლოდ ანგარების გამო
ურთიერთობენ სხვა ადამიანებთან და ხშირად მათ საკმაოდ კარგი ნიღაბი აქვთ
მორგებული. ამის დამალვა კი არ იქნებოდა მწერლის მხრიდან კარგი საქციელი.
სწორედ ამიტომ ყოველგვარი შელამაზების გარეშე გვიხატავს ასეთ ადამიანებს.
გარდა ამ თემებისა, ნიკო ლორთქიფანიძის შემოქმედებაში მცირე ადგილი როდი
აქვს დათმობილი პატრიოტულ მოტივს. მწერალი თავისი ქვეყნისა და ხალხის
ტრფიალია და მკითხველთა გულებშიც ამავე გრძნობის გამღვივებელია.
განსაკუთრებით დიდი თრთოლვით, ნერვიული დაძაბვითა და განცდით არის
დაწერილი ,,საშობაო მინიატურების“ ციკლში შეტანილი ერთი მინიატურა,
რომელსაც ეწოდება ,,იყიდება საქართველო“. ეს არის სამშობლოს უბედობით
დამწუხრებული, გულდაკოდილი კაცის ნერვიული განწყობილებით დაწერილი
სტრიქონები. ავტორი ნათლად ხედავს თუ რა სიტუაციაა ქვეყანაში და არ აპირებს
ამის დამალვას. ამიტომ წერს, რომ იყიდება საქართველო ყველაფრით, იყიდება
ყველგან, ყიდის ყველა, იყიდება ნაწილებად ან მთლიანად... მას გულს უწყლულებს
იმაზე ფიქრი, რომ დიდებული წარსულის მქონე საქართველო იავარიქმნა. თუმცა
სამშობლოს უბედობას მწერალი სასოწარკვეთამდე არ მიჰყავს, მას იმედი უღვივის
და სჯერა, რომ იგი აღსდგება. შემდგომ მინიატურაში ,,რეკაში“ იგი სააღდგომო
ზარების რეკვით ამცნობს ხალხს ქრისტეს აღდგომას. აქ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ
სწამს საქართველოც აღდგება, დაიბრუნებს დიდებულ წარსულს და შეძლებს კვლავ
იდგეს მედგრად სხვა ერთა შორის.
სულ სხვაგვარად არის ნათქვამი სამშობლოსადმი სიყვარული, მინიატურაში
,,გული“. სამშობლოდან შორს მყოფ, გადაკარგულ კაცს, სტანკავს ფიქრი ქვეყნისა, ვერ
უძლებს შორს ყოფნას. გული ეწვება, სისხლი უდუღს, როცა დასნეულდება და უცხო
ქვეყანაში ლევს სულს.
მართალია ამ მინიატურის ეს პასაჟები, რომ გული დაეფერფლა, რუკამ ჩაილაპარაკა
მე დავფერფლე და მე დავწვიო, არარეალურია, თუმცა ის დედააზრი, რომელიც მასში
დევს, მკითხველისათვის უცხო არ არის. ეს არის სამშობლოს უსაზღვრო სიყვარული.
ეს ყველაფერი კი მიუთითებს, რომ ლორთქიფანიძე სამშობლოს ტრფიალია, მისი
ჰაერით სუნთქავს და ამით იკვებება, შორს ყოფნა მასაც დაუწყლულებს სულს.
ასევე აღსანიშნავია მისი ,,შელოცვა რადიოთი“. ელი მთავარი პერსონაჟი
განასახიერებს საქართველოს. იგი ტრაგიკული გმირია, ვინაიდან სამშობლოდან
შორს, შვილისა და ქვეყნის მონატრებით ტოვებს ამქვეყანას. საკუთარ სიამოვნებას
გადაყოლილი, საბოლოოდ ხვდება, რომ ასე გადახვეწილს, ყველასაგან მიტოვებულს,
დაეკარგა სიცოცლის აზრი. მას ჰქონდა შანსი, სამშობლოში დაბრუნებულიყო, თუმცა
ერთი მხრივ, ამაყია და არ სურს თავი დაიმციროს და ისე მიიღოს რაიმე, მეორე
მხრივ, კი ხვდება, რომ დარჩა მარტო, აღარ აქვს სიცოცხლის ხალისი. ერთადერთი
რამ, რაც მას სიკვდილის წინ უნდა დიდედის შელოცვაა, რომელსაც დედის ლოცვაზე
დიდი ძალა აქვს. თუმცა ეს მას ვერ დაეხმარება, რადგან შელოცვას მაშინ აქვს აზრი,
როდესაც მშობლიურ ნიადაგზე ხარ, ელი კი უცხო მიწაზე გადარგული ხე იყო.
ამიტომ ვერ უშველა შელოცვამ.
საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ ლორთქიფანიძის შემოქმედება გამოირჩევა
თემატური და შინაარსობრივი მრავალფეროვნებით. ეს ყველაფერი კი გამოწვეულია
იმით, რომ იგი ერთდროულად გვევლინება ორი ნაკადის - იმპრესიონიზმისა და
რეალიზმის მწერლად. მართალია განხილული ნოველების მიხედვით, იგი უფრო
რეალისტ მწერლად წარმოგვიდგება, თუმცა ის რომ იგი ლაკონიურად წერს, პატარა
ნოველებში ზოგადსაკაცობრიო აზრს დებს, გარკვეულ სტილს შქმნის, მას
წარმოგვიდგენს იმპრესიონისტ მწერლად. ეს ყველაფერი ემსახურება რეალობის
ასახვას, მაგრამ მაინც შთაბეჭდილებაზეა აგებული და მკითხველზე განსაკუთრებულ
გავლენას ახდენს.
ბილეთი 13

1. გაუცხოებული გმირი კონსტანტინე გამსახურდიას რომანებში (თარამ ემხვარი,


კონსტანტინე სავარსამიძე )

კონსტანტინე გამსახურდიამ უაღრესად რთული და საინტერესო გზა გაიარა.


ქართული სიტყვის ამ დიდოსტატმა, უჩვეულო შემოქმედებითი ენერგიით აღსავსე
მწერალმა, შეიძლება ითქვას, მთელი ეპოქა შექმნა ქართულ მწერლობაში.
კონსტანტინე გამსახურდიამ 1925 წელს გამოაქვეყნა თავისი პირველი რომანი
„დიონისოს ღიმილი“. ამ რომანში მოქმედების ცენტრში დგას ახალგაზრდა აზნაური,
უნიადაგო კაცი, კონსტანტინე სავარსამიძე, განმსჭვალული მისტიკურ-
ინდივიდუალისტური იდეებით. კ. გამსახურდიამ „დიონისოს ღიმილის“ მეორე
გამოცემას შენიშვნა დაურთო. იგი წერდა: „სავარსამიძე განწირული ქართველი
აზნაურობის უკანასკნელი მოჰიკანია. იგი თათქარიძისა და სამანიშვილის ღვიძლი
შვილია, თუმცა მათზე უფრო განათლებული და კულტურული, მაგრამ მაინც
მომაკვდავი წოდების სასიკვდილოდ განწირული ნაშიერი“. აქ გამსახურდია ემჯნება
სავარამიძეს. შემდეგ მწერალი ამავე შენიშვნაში ამბობს: „ვისაც ართველი ხალხისა და
ქართული კულტურის მომავალი სწამს, მას უთუოდ უნდა სჯეროდეს, რომ ეს
აზნაურული ფსიქოლოგია უნდა დაძლეულ იქნას. მეტსაც ვიტყვი, უნდა
დაითრგუნოს-მეთქი“. აქაც მწერალი იმეტებს თავის გმირს.
კონსტანტინე სავარსამიძე ავტორის თანაგრძნობასაც იმსახურებდა, თუმცა
მწერალი აცხადებდა: „მე ნუ ამკიდებთ კონსტანტინე სავარსამიძის ცოდვებს, რადგან
მე ჩემი ცოდვებიც მეყოფაო“. კონსტანტინე სავარსამიძე ტრაგიკული კილოთი
შესჩივის ბედს: „დღეს ოცდათორმეტი წელი შემისრულდა; ნახევარი ხმელეთი
მომივლია, შვიდი ენა შემისწავლილა, შვიდი ხალხის ყოფაცხოვრება შემიცვნია. ტაია
შელია (სავარსამიძის აღმზრდელი), მე მარტო ვარ ამ უღრან ტყეში. შვიდი პროფესია
გამოვიცვალე და ვერ ვიპოვე ჩემი ადგილი ამ ცხოვრებაში. ტაია შელია, ჩემი
ცხოვრების ნახევარ გზაზე შემომაღამდა, ისევ შენ გიგონებ და გეძახი. გულთმისანო
ჩემო გამზრდელო. ეგებ შენ მასწავლო გზა, როგორ გავიდე ამ უღრან ტყიდან. განა არ
გესმის: „გზა“ − იძახის ადამიანი საუკუნეების ირიბ მიჯნაზე; „გზა“ − იძახიან
მეეტლეები, მგზავრები, ვატმანები და შოფრები; „გზა“ − იძახიან მწერლები,
მეცნიერები, ბერები და მოძღვართ-მოძღვარები. მე ყველა ვნახე, მე ყველას ვკითხე და
ვერავინ მასწავლა გზა... თუმცა ჩემს წინაშე ყველა გზა ხსნილია, ყველა ასპარეზი
ნაცადი, ყველა ბორკილი ისევ ტკბილი, როგორც საყვარლისგან გაბოძები სამაჯური,
მაგრამ მაინც არ ვიცი, საით წავიდე, რადგან ყველა გზა ულეველია და გაუვალი...
ტაია შელია, გეძახი სამჯერ, შორსა ხარ ჩემგან, შორეული და განუყრელი, ტკბილად
გიხსენებ, ჩემს სულში მყევხარ, არ შემიძლია მაინც არ დაგწყევლო, რისთვის
გამზარდე ოჯახქორო ტაია შელია, ან ჩემი თავი მამას რატომ დააწყევლინე“.
ასეთი სახით გვევლინებოდა კონსტანტინე სავარსამიძე − ნიადაგგამოცლილი,
უასპარეზო ადამიანი. ჩვენ არ ვიქნებოდით მართალნი, თუ არ შევნიშნავდით, რომ
„დიონისოს ღიმილი“ ქართულ პროზაში ახალ კარს აღებდა, ხანგრძლივი
მხატვრული ძიების შედეგად მიკვლეულ კარს. ეს რომანი იყო ცდა ექპრესიონიზმისა
და რეალიზმის თავისებურად მორგებისა. აქ ახალგაზრდა ადამიანის სახე ორი
სამყაროს გაყრის გზაჯვარედინზეა გამოკვეთილი, სავარსამიძე − ევროპულად
განათლებული, პარიზში სპარსეთის კონსულის ალი მირზა ხანის სალონში
განებივრებული, იმ მირზა ხანისა, რომელსაც ულამაზესი ქართველი ქალი, სამცხის
ათაბაგების შთამომავალი ჯენეტი ჰყავს ცოლად და სავარსამიძე − ტაია შელიას
მოწაფე და ძველი საქართველოს მითების ძირებთან ზიარებული. ეს მაღალი
ინტელექტის ქართველი, როგორც ტოლი და სწორი, ისე ეკამათება გადამდგარ
გენერლებს, მსოფლიო დიპლომატებს, მწერლებს, მხატვრებს, ჟურნალისტებს.
ლამაზი ქათინაურებით უმასპინძლდება სალონის ქალბატონებს და სწორედ აქ
დარწმუნებდა საბოლოოდ, რომ ბებერ ევროპაში ყველაფერი იყიდება, სინდის-
ნამუსიც და სიყვარულიც. ფული და ფულიანები განაგებენ ქვეყანას და მას
შესძაგდება ეს ბურჟუაზიული ევროპა და საქართველოში დაბრუნებას გადაწყვეტს;
ასე ბრუნდება ის სამშობლოში, ბრუნდება ამ სიტვებით: „ კარი გამიღე. მსვიდობა
საქართველოს ყანებს“... კარი კი გაუღეს, მაგრამ საქართველო ვერ იცნო, და ვერც
საქართველომ იცნო სავარსამიძე; აქ დარწმუნდა, რომ მათი გზები გაყრილა. და ეს
იმიტომ, რომ სავარსამიძე იმ ველი საქართველოს ნაშიერია, რომელსაც რევოლუციამ
ბუდე დაუნგრია. უცხოეთში ქართველი ემიგრანტი სამშობლოშიც ემიგრანტად
გრძნობს თავს. ამ ნიადაგზე იბადება დიდი სულიერი დეპრესია და განწირულის
ბრძოლა, ბრძოლა ამაო. მწერალმა ნათელყო უნიადაგობა სავარსიმიძისა, რომელსაც
ვეერ უშველა ვერც ჯენეტის სიყვარულმა, ვერც სამცხე-საათაბაგოს ნახვამ, ვერც
აბასთუმანში მისსავე მორდუს −მეჯოგე ტაია შელიას იდილიურ ბუნებაში
გატარებულმა დღეებმა, იგი სამუდამოდ დარწმუნდა, რომ ჯვარცმული ადამიანია.
მწერალი მას „სამეგრელოს ეწერში მდგარ უნაყოფო, გამხმარ თხმელას“ ადარებს.
„მთვარის მოტაცებაში“ ტრაგიკული სახე არა მარტო კაც ზვამბაია, ქორამახვში,
ტარიელ შერვაშიძე და გვანჯი აფაქიძეა, არამედ თვით თარაშ ემხვარიც. კ.
გამსახურდია მძაფრი საღებავებით ხატავს ძველი ინტელიგენტის თარაშ ემხვარის
სულის მოძრაობას და მის დამარცხებას თუ დაღუპვას ერთგვარი რომანტიკული
სამოსელითაც მოსავს. აქ ლირიკული და ტრაგიკული ინტონაციების
ურთიერთმონაცვლეობა ქმნის სოციალური პროტესტისა თუ იდეური უთანხმოების
პოეტურ სურათს. ყველაფერი ეს შესრულებულია დიდი ოსტატობით.
განათლებით, სამყაროსთან დამოკიდებულებით, საქციელით, მანერით, თვით
სიტყვიერი ლექსიკონითაც თუ ღმერთკაცობის სურვილით, ფანტაზიით, და
სიზმრებით მოქსოვილი მესამე გზის ძიებით ტყუპი ძმებივით გვანან ერთმანეთს
თარაშ ემხვარი და კონსტანტინე სავარსამიძე.
ბურჟუაზიულ ცივილიზაციაზე გულაყრილნი ვერც სამშობლოში − კომუნისტურ
საქართველოში იპოვნიან ადგილს. ეს უაღრესად განათლებული ადამიანები
სრულიად უნაყოფონი და ზედმეტნი აღმოჩნდნენ ცხოვრებისათვის. ადგილ-
დაკარგულნი და წილწართმეულნი ღმერთკაცობას ეპოტინებიან და სულ უმცირეს
რამეში − პრაქტიკულ ცხოვრებაში საკუთარი ადგილი რომ იპოვნონ, იმის უნარიც არ
აღმოაჩნდათ. არც მემკვიდრენი გაუჩნდათ და არც მიმდევრები ჰყავთ. მარტოსულად
დარჩნენ.
თარაშ ემხვარი, როგორც მხატვრული სახე, თავისებური გაგრძელება და
დაბოლოებაა კონსტანტინე სავარსამიძისა. ცხოვრების შუა გზაზე შემოღამებული
სავარსამიძე ემხვარში დამთავრდა, როგორც გარდაუვალი მსხვერპლი სიკვდილისა.
სავარსამიძე, როგორც ვთქვით, სრულიად გაორებული ადამიანია: ერთი მხრივ,
დიონისეს მიმდევარი და წარმაწრთი, მეორე მხრივ, ქრისტეს როლს ეპოტინება. ერთი
მხრივ, ბურჟუაზიულ ცივილიზაციას გაურბის, მეორე მხრივ, ვერც საქართველოში
და მისი ულამაზესი ბუნების იდილიაში პოულობს სულის სიმშვიდეს.
წარმართობასა და ქრისტიანობას შორის მერყეობს, მაგრმა ვერც ერთმა რელიგიამ ვერ
აუგო რწმენის ტაძარი. მერე სიყვარულში ეძია ხსნა, მაგრამ ვერც სიყვარულმა მიანიჭა
ბედნიერება. პარიზში ქართული რაზმის შედგენასა და საქართველოს
განთავისუფლებაზე ოცნებობს, მაგრამ ეს ოცნება ქვიშაზე დაფუძნებული აღმოჩნდა.
ყველგან და ყველაფერში ხელმოცარულია. ბოლოს ნანობს კიდეც, რომ არ დარჩე
ისე უბირად, როგორც მამამისი იყო ან მითების დახშული კარის გამღები, მისი
სულიერი მამა მეჯოგე ტაია შელია.
და ასე ცხადსა და სიზმარში მოსვენებადაკარგულს, ღმერთკაცობის მაძიებელს
ბოლოს სინანულით აღმოხდება: „ამაოება ამაოთა და ყოველივე ამაო“.
2. ეგნატე ნინოშვილის შემოქმედებითი მემკვიდრეობა

იგივეა, რაც 16 ბილეთის 1 საკითხი, სანამ ჭოლაზე დაიწყება საუბარი

ბილეთი 14

1. ვასილ ბარნოვის ისტორიული რომანები

ვასილ ბარნოვს მეოცე საუკუნის ქართულ ლიტერატურაში განსაკუთრებული


ადგილი უჭირავს. იგი ჩვენს ლიტერატურაში უფრო მეტად წარსულის თემებით
გახდა ცნობილი, ვიდრე ახალი დროის მოტივებით. შეიძლება ითქვას, რომ ბარნოვი
სტილისა და ლიტერატურული ინტერესების მხრივ არსებითად XI-XII საუკუნის
ქართული მწერლობის ტრადიციებიდან ამოდის, მის შემოქმედებაში მთელი
სიძლიერით გადაიშალა ჩვენი ხალხის შორეული წარსული, უდიდესი სიყვარული.
მან მძაფრი რომანტიკული ფერებით გააცოცხლა საქართველოს ისტორიული
წარსულის სურათები.
ბარნოვმა განავითარა ქართული ლიტერატურისათვის დამახასიათებელი
დაინტერესება ისტორიული წარსულით, მაგრამ ისტორიული ფაქტები ჩააყენა არა
მარტო ეროვნული თუ სოციალური მიზნების სამსახურში, არამედ დააკისრა მათ
ფსიქოლოგიურ პრობლემათა გადაჭრა. იგი ერთი მზრივ გვევლინება ქართული
ტრადიციების მემკვიდრედ, მეორე მხრივ, სრულიად დამოუკიდებელი გზის
მწერლად.
მისი შემოქმედების გაგება შეუძლებელია, თუ არ გავითვალისწინებთ მის
თავისებურ ფილოსოფიურ თვალსაზრისს. მისი თვალსაზრისი ძირითადად
წარმართული ფილოსოფიის საფუძველზე დგას. სამყაროს საწყისს მასთაბ
წარმოადგენს ღმერთი. ღმერთი ბარნოვს ესმის ფილოსოფიურად და არა
თეოლოგიურად.
მისთვის ღმერთი არის პირველმიზეზი ყოველის არსებობისა, აბსოლუტური
ნათელი და სიკეთე, ამავე დროს საბოლოო მიზანიც ყოფიერებისა. ამიტომაა, რომ
მასთან არსებობს ჭეშმარიტი და მცდარი რელიგია. მისი აზრით, ყოველი რელიგია,
არის ამა თუ იმ ხალხის საშუალება თაყვანი სცეს ჭეშმარიტ ღმერთს ისე, როგორც მას
ეს ესმის და წარმოუდგენია.
იგი აღნიშნავს იმასაც, რომ კაცობრიობის ისტორია არის დაუსრულებელი ბრძოლა
ნათელსა და ბნელს, კეთილსა და ბოროტს შორის. ამ ბრძოლაში, მისი აზრით,
უდიდესი როლი ენიჭება ადამიანის აქტიურ ძალას.
რაც შეეხება სიყვარულს, სიყვარული, როგორც ,,ღვთის სახის ანარეკლი“ უკვდავია.
ბარნოვის აზრით, ეს გრძნობა ადამიანის ღვთაებრივი სულის ატრიბუტია და
სულთან ერთად უკვდავი რჩება ადამიანის სიკვდილის შემდეგ.
ისტორია ბარნოვისათვის არის მასალა, რომლის საფუძველზე იგი ხსნის თავის
ფილოსოფიურ კრედოს, კეთილისა და ბოროტის საუკუნოვანი ბრძოლისა და ამ
ბრძოლაში ადამიანის როლისა და დანიშნულების შესახებ. იგი ისტორიაში ეძებდა
საკუთარი ფილოსოფიური შეხედულებების გამართლებას. ბარნოვი თხზულების
კონფლიქტს აგებს ისტორიულად ცნობილ ფაქტებზე და ნაწარმოების ცენტრალურ
პერსონაჟებად გამოჰყავს ცნობილი ისტორიული პირები. უმეტეს შემთხვევაში ისინი
სამშობლოსათვის თავდადებული პატრიოტების როლში არიან წარმოდგენილი. ეს
გმირები უებარი გონების მქონენი, შეუდარებელი ვაჟკაცნი, ახოვანნი და ლამაზნი
სწორედ იმით არიან, რომ მათი მოქმედების დაურეტელი წყარო სიყვარულია. თუ ეს
ძალა წაერთვა მათ, მაშინ ისინი კარგავებ გონებრივ სიმხნევესაც, ვაჟკაცობასაც და
ყოველივე ამას ვნება მოაქვს საზოგადოებისათვის, სამშობლოსათვის. ამგვარად
წარმოგვიდგინა ბარნოვმა სიყვარულის საყოველთაო მნიშვნელობა ცნობილ რომანში
- ,,ტრფობა წამებული“.
აქ ოსტატურად უპირისპირდება ერთმანეთს მეცხრე საუკუნის საქართველოს ორი
ბუმბერაზი საერო ცხოვრების მესვეური, მეფე-აშოტ კურაპალატი და საეკლესიო
ცხოვრების მეთაური-გრიგოლ ხანძთელი. ამ დაპირისპირებას მეტწილად
საფუძვლად სამიჯნურო თავგადასავალი უდევს.
რომანი ძირითადად ორ წყაროს ეყრდნობა: „ქართლის ცხოვრების“ ის მონაკვეთი,
სადაც აშოტ კურაპალატის ცხოვრებაა აღწერილი და „გრიგოლ ხანძთელის
ცხოვრების“ იმ ჩართულ ეპიზოდებს, სადაც აშოტისა და „დედაკაცი სიძვისაი“-ს
ურთიერთობა და ამ ურთიერთობისადმი ეკლესიის დამოკიდებულებაა მოცემული.
რომანის კონფლიქტი ისტორიულია: ბრძოლა საერო და სასულიერო
ხელისუფლებას შორის. ეს კონფლიქტი გაღრმავებულიც კია მწერლის მიერ იმით,
რომ აშოტისა და გრიგოლის ერთად აღზრდისა და ადრეული მეტოქეობის
გამოგონილი ეპიზოდებია შეტანილი რომანში.
მიუხედავად იმისა, რომ რომანი ისტორიულ წყაროებს ეყრდნობა, ბარნოვთან ეს
თემები შემოქმედებითად, მხატვრულადაა წარმოდგენილი და არა ისე
რადიკალურად, როგორც მაგალითად ნათქვამია გიორგი მერჩულეს მიერ: „სულისა
ძლიერმან სძლია ხორცთა ძლიერს“.
აშოტ კურაპალატი ამ რომანში დახატულია როგორც შეუდარებელი ვაჟკაცი,
სახელოვანი მეომარი, პატრიოტი, გონიერი და წინდახედული სარდალი. თუმცა
ავტორი მას ჩვეულებრივი, ადამიანური თვისებებითაც წარმოგვიდგენს. ადამიანურ
თვისებათა ეს ნაკლი თუ ღირსება, ბარნოვის აზრით, ყველაზე კარგად გრძნობათა
სფეროში მჟავნდება.
ამასთანავე, ბარნოვი საინტერესოდ ხატავს აშოტის სახეს - ადამიანისას, რომელიც
ქვეყნის პირველი პირია, ბავშვობიდანვე განსაზღვრულია მისი აღზრდა და მისი
მომავალი საცოლეებიც განსაზღვრულია - ასეც მოხდა და მისი ცოლი გურანდუხტი
გახდა, რომელთანაც მას თავიდანვე ცუდი ურთიერთობა ჰქონდა. გურანდუხტი
უფრო სახელმწიფო საქმეებით დაინტერესებული ადამიანი იყო ვიდრე სატრფო,
მეფის გულისა სწორი. აშოტს კი სწყუროდა სულით დაესვენა გულისა სწორთან. ამას
მეუღლესთან ვერ ახერხებდა. ამ ფონზე ჩნდება რომანში შუქური - აშოტის ნამდვილი
სიყვარული და ბარნოვისვე სიტყვებით „განკერძოებული სიამე“. სანამ ამ გრძნეულ
გრძნობას ეზიარებოდა, მეფე სულიერ სიცარიელეში ცხოვრობდა უმეგობროდ და
უთანამგრძნობოდ.
მათთან ,,ბრძოლას” იწყებს ეკლესია, რათა იხსნას სამეფო ოჯახი სირცხვილისგან -
აშოტს ბავშვობიდანვე ყველა მხრიდან ესმოდა ის, რომ ის ყოველთვის ვალდებული
იყო ქვეყნის, ოჯახის და ყველას წინაშე, თავიდანვე „აკიდეს“ პასუხისმგელობა.
შეიძლება ითქვას, რომ აშოტის ცხოვრებისეული ხვედრი მსხვერპლად შეწირული
ადამიანის ხვედრია. როგორც მეფე ის ვალდებულია უსიტყვოთ და უყოყმანოდა
დაემორჩილოს საქვეყნო ინტერესებს და უარი თქვას ჭეშმარიტ გრძნობაზე.
შუქურისა და აშოტის ურთიერთობას აქვს ფონი, კონტექსტი - ესაა ძლიერი ეკლესია,
„რომლის საყდარი მეტობდა ტახტს“, საეკლესიო პირებს დიდი გავლენა ჰქონდათ და
ხშირად გადამწყვეტიც კი, საერო პირებზე, მეფეებზე. ბარნოვის მიერ დახატული
გრიგოლი, სხვა თვისებებთან ერთად, მიწიერი პატივმოყვარეობით შეპყრობილი
პიროვნებაცაა. მართალია, ბერად შედგომის შემდეგ ფორმალურად ყოველგვარ
ხორციელ განცხრომასა და პატივ-დიდებაზე თქვა უარი, თუმცა სწავდა, რომ
გვირგვინი მისი სხივოსანი უფრო ბრწყინვალე იქნებოდა, ვიდრე აშოტისა. ასევე
ავტორი კარგად გვიხატავს იმასაც, რომ საეკლესიო პირები არა მარტო გულგრილნი
არიან მეფის წრფელი ადამიანური გრძნობის მიმართ, არამედ გააფრთებითაც კი
ცდილობენ მის დათრგუნვასა და ძირფესვიანად ამოძირკვას.
საინტერესოა როგორ შემოჰყავს ავტორს გრიგოლ ხანძთელის პერსონაჟი, იწყებს რა
მისი ბავშვობიდან, აშოტთან ურთიერთობიდან, თებრონიასთან მისი სიყვარულიდან
- თუმცა ეს სიყვარული ვერ დაგვირგვინდა, რადგან გრიგოლი ბერად აღიკვეცა, ხოლო
თებრონია მონაზვნად. გრიგოლ ხანძთელის ამ ჭრილში, მხატვრულ ჭრილში
განხილვა იმთავითვე საინტერესოა და მრავალფეროვნებს ძენს ტექსტს. იგი ქრისტეს
სარწმუნოების წესისამებრ მოითხოვს მეფისაგან, უარი ეთქვა შუქიას სიყვარულზე და
ქრისტიანობის წესი ცოლქმრობისა მტკიცედ დაეცვა. იგი აშოტს უყენებს საბუთად
იმას, რომ მეფე თავად უნდა იყოს მაგალითის მიმცემი, უნდა დაიცვას ,,მცნება
რჯულისა“.
აშოტი უახლოვდება თანდათან შუქურს და საბოლოოდ მასთანაც კი გადმოჰყავს
სასახლეში საცხოვრებლად - ქმრის სიკვდილის შემდეგ. ამ დროს გრიგოლ იწყებს
ხანძთაში თავის მოღვაწეობას - აშენებს ტაძრებს, ეწევა საგანმანათლებლო
საქმიანობას, მაგრამ ამასთან, ჩართულია აშოტისა და შუქურის ურთიერთობაში და
დგამს კიდეც რადიკალურ ნაბიჯს - მიჰყავს რა შუქური მონასტერში დედა
თებრონასთან და ეს ეპიზოდი მაღალმხატვრულადაა აღწერილი.
აშოტი იძულებულია უარი თქვას სატრფოზე, მაგრამ ეს დათმობა საბედისწერო
აღმოჩნდება. იგი კარგავს გონებას, უმტყუნებს სიმხნევე და ვაჟკაცობა. ამ დროს კი
საქართველოს მტერი მოადგა, აშოტს კი გონება აქვს დაბინდული. ხალხი ამას კარგად
ხედავს და თხოვენ გრიგოლს შუქია დააბრუნოს. თუმცა ქრისტიანობის დამცველი
გრიგოლი თავგამოდებით იცავს საკუთარ აზრს. ამას მოჰყვება ქართველების
დამარცხება ბრძოლის ველზე.
ავტორს ოსტატურად აქვს გამოყენებული სიყვარული ასკეტიზმის, ხორციელ
გრძნობათა უარმყოფელთა წინააღმდეგ. ,,ტრფობა წამებულში“ ერთმანეთს
უპირისპირდება ხორციელი, ადამიანური, ბუნებრივი გრძნობა და ეს ასკეტური,
სულიერი სიყვარულის საეკლესიო მოძღვრება. მისი აზრით, ულამაზესი გრძნობა
ამქვეყნად არის სიყვარული. მისი რწმენით, ადამიანის არსებაში ორი საწყისი -
ხორციელიცა და სულიერიც - ჰარმონიულად უნდა ერწყმოდეს ერთმანეთს და მათი
ერთმანეთისაგან გათიშვა შეუძლებელია.
ბარნოვი არ თანაუგრძნობს ასკეტ გრიგოლს, რომელიც ხელოვნურად კლავს
სიყვარულის გულწრფელ გრძნობას, ხელს კრავს ახალგაზრდა გრიგოლისა და
თებრონიას სიყვარულს და არ აძლევს მათ ერთად ყოფნის საშუალებას.
ამ რომანში ვლინდება სიყვარულის ბარნოვისეული კონცეფციის არსი. მისი
აზრით, თუ სიყვარული ჭეშმარიტია, იმქვეყნადაც გაგრძელდება მიჯნურობა, და
უფრო ამაღლებულიც, მთლიანად განწმენდილი და უფრო ტკბილი იქნება.
სიყვარულის ღვთაებრიობის გამოცხადებით, ავტორი არაპირდაპირ იმასაც აღიარებს,
რომ ვინც წრფელი და ჭეშმარიტი სიყვარულის წინააღმდეგ გაილაშქრებს, იგი, მისდა
უნებურად, ღვთის ნების საწინააღმდეგო საქმესაც ჩადის.
მონასტერში შუქურს საშინელი ტანჯვით სახეს დაუმახინჯებენ, რაც საბოლოოდ
იმის მიზეზი ხდება, რომ ის კვდება. ეს ამბავი კი თავზარს დასცემს მეფეს და ამის
შემდეგ იგი სამუდამოდ დაკარგავს სიცოცხლის აზრს.
შეიძლება ითქვას , რომ მწერალი კარგად წარმოგვიდგენს, თუ როგორი გავლენა
აქვს საეკლესიო პირებს, და ამასთანავე მკითხველს უჩვენებს რა ძალა აქვს ნამდვილ
სიყვარულს. მისი უარმყოფელი პიროვნება სიცოცხლის ბოლომდე დასჯილი იქნება.
იმ ნაწარმოებთა შორის, რომლებიც მთელი ძალით ავლენენ ბარნოვის
ლიტერატურულ შესაძლებლობებს, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქმნილება
,,მიმქრალი შარავანდედია“. მან ამ რომანით დიდი მწერლური ოსტატობით
გააცოცხლა საქართველოს ისტორიის ის რთული და მძაფრი შინაგანი
წინააღმდეგობით სავსე პერიოდი, როგორიც მე-16 საუკუნე იყო. იგი აღწერს
იმდროინდელი საქართველოს მძიმე ვითარებას, როგორ იყო იგი დაქუცმაცებული
სამეფო-სამთავროებად, რა სოციალური და პოლიტიკური ვითარება იყო ქვეყანაში და
სხვა.
,,მიმქრალი შარავანდედი“ მხოლოდ ეპოქალური სინამდვილით შებოჭილი
ნაწარმოები არ არის და კონკრეტული ისტორიული ვითარების მხატვრული
წარმოსახვის გარდა, აღწერს ადამიანურ ვნებებსა და მისწრაფებებს.
ნაწარმოების სიუჟეტი მწერალმა დააფუძვნა ისტორიულად მნიშვნელოვან ფაქტს -
ლევანის დაქორწინებას მამია გურიელის ასულზე თინათინზე. პოლიტიკურ-
სახელმწიფოებრივი ინტერესების გარდა ეს ქორწილი ადამიანური
პატივმოყვარეობითაც იყო ნაკარნახევი, რომლის ჩვენებასაც ავტორმა დიდი
ყურადღება დაუთმო.
გარდა ამისა, აქ ბარნოვმა წარმოგვიდგინა ორი საწყისის - კეთილი და ბოროტი
საწყისის ბრძოლა. ერთმანეთს ეჭიდება თინათინის ორი გრძნობა - სიყვარული და
პატივმოყვარეობა. იგი დგას დილემის წინაშე, ცოლად გაჰყვეს ნოშრევანს, რომელიც
უყვარს, თუ მიიღოს ლევანის წინადადება, რომელიც არასოდეს უნახავს და გახდეს
დედოფალი.
როგორც უკვე აღვნიშნე, ბარნოვი ჭეშმარიტი სიყვარულის ქომაგია და ყოველი
პიროვნება, რომელიც ამ გრძნობას უღალატებს და განუდგება, უმკაცრესად
დაისჯება, ვინაიდან სიყვარულისადმი ღალატი ღვთის წინაშე ღალატია. სწორედ ასე
დაემართა თინათინსაც. მას ყოველგვარი პირობა ჰქონდა ცხოვრებისეული
ბედნიერებით დასატკბობად, თუმცა მაინც ტრაგიკული ხვედრის ადამიანი
აღმოჩნდა. ეს განპირობებული იყო იმ არჩევანით, რომელიც თავად მან გააკეთა
თავისი სამომავლო ბედის განსაზღვრის დროს - გულის სიღრმიდან მომდინარე
სიყვარულზე მაღლა თინათინმა, ადამიანური პატივმოყვარეობა და ამბიცია დააყენა,
რაც ქალისათვის დაუძლურებულ სულიერ სატანჯველად გადაიქცა.
თინათინის არსებაში მიმდინარეობს ბრძოლა ნოშრევანისადმი სიყვარულისა და
განდიდებას შორის. მან ამ ბრძოლაში დედოფლობა, მისი ამბიციური ბუნება აირჩია.
მართალია, ამ ნაბიჯის გადადგმამდე თინათინმა სულიერი ორთაბრძოლის ძნელი
გზა განვლო, მაგრამ მამისაგან მემკვიდრეობით მიღებულმა პატივმოყვარეობამ მაინც
თავისი გაიტანა და უბრალო ადამიანის ცოლობას, მან დედოფლობა ამჯობინა.
სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მისი ჩამოყალიბება, როგორც ტრაგიზმით აღსავსე
ადამიანად. იგი თავს ირწმუნებს, რომ ნამდვილი სიყვარულის გარეშე კარგად იქნება.
როდესაც სასახლისკენ მიდის კვლავ ნოშრევანზე ფიქრობს, თუმცა ია-ვარდით
მოფენილი გზა, მას თანდათან ავიწყებს სიყვარულს და აფიქრებინებს, რომ ლევანი
ბედნიერებას მოუტანა.
დგება დრო, როდესაც თინათინი ხვდება, რომ მან არასწორი ნაბიჯი გადადგა.
რომანში ძალიან კარგადაა ნაჩვენები ილუზიური ბედნიერებისაგან ქალის
გამოფხიზლებისა და იმედგაცრუების პროცესი. მისი ეს მოჩვენებითი ბედნიერება
დიდხანს არ გასტანს, რაგდან არც ლევანია მასზე შეყვარებული და არც თინათინს
უყვარს იგი.
რომანში თინათინის მხატვრული სახის თავისებურ ანტითეზად უნდა გავიაზროთ-
ლეილ-ყიზი, რომლის ცეცხლოვანი სიყვარულისადმი არც მეფე იყო გულგრილი.
როდესაც დედოფალი ამას გაიგებს, მიხვდება , რომ მან დიდი შეცდომა დაუშვა. იგი
მონასტერში მიდის და იქ განაგრძობს ცხოვრებას.
ასე დაისაჯა ქალი, რომელმაც უარი თქვა ნამდვილ გრძნობაზე და მაღალი
სოციალური სტატუსი აირჩია. იგი კარგად ხვდება, ყოველგვარი დიდების
შარავანდედი ქრება იქ, სადავ სიყვარული არ არის. ასე გაქრა მისი შარავანდედიც.
საბოლოოდ მონასტერში მყოფს, გვერდით მაინც მისი ჭეშმარიტი სიყვარული
უდგას. როდესაც თინათინის ავადმყოფობის ამბავი გაიგეს, მასთან არავინ მისულა,
რადგან აღარავის აჯავრებდა. ერთადერთი ადამიანი, ვისაც ეს სიტყვები გულში
ლახვარივით ესობოდა, ნოშრევანი იყო. მართალია მათ ამქვეყნად ერთად ყოფნა ვერ
შეძლეს, თუმცა იმქვეყნად სამუდამოდ ერთად იქნებიან. ამიტომ გარკვეული
თვალსაზრისით შეიძლება ითქვას, რომ მათმა სიყვარულმა გაიმარჯვა და
თინათინმაც საყვარელი ადამიანის მკლავებში დალია სული.
ვასილ ბარნოვი ამ რომანით გამოკვეთს მის პატრიოტულ სულისკვეთებას. თუ
როგორ უწვავს გულს ქვეყნის ტერიტორიული დაქუცმაცება, მისი ასე იავარქმნა.
გარდა ამისა, იგი კვლავ გამოდის ჭეშმარიტი სიყვარულის ქომაგად და ნათლად
გვიხატავს, რა ემართება იმას, ვინც უარს ამბობს ამ გრძნობაზე.
ბარნოვი საქართველოში ქრისტიანობის გავრცელებასა და ბრძოლას წარმართობის
წინააღმდეგ აგვიღწერს რომანში ,,არმაზის მსხვრევა“. იგი ყველაზე მეტად
რადიკალიზმით ავლენს მწერლის სარწმუნოებრივ მრწამსს. ეს რომანი თემატიკურად
ახლოს დგას რომანთან ,,ტრფობა წამებული, იმ განსხვავებით, რომ ,,არმაზის
მსხვრევაში“ ნაჩვენებია ბრძოლა სხვადასხვა სარწმუნოებას შორის, რასაც ადგილი
ჰქონდა საქართველოში. ,,ტრფობა წამებულში“ კი ნაჩვენებია წინააღმდეგობა და
ქიშპობა სამოქალაქო და საეკლესიო ცხოვრების მესვეურთა შორის.
,,არმაზის მსხვრევაში“ აღწერილია მირიან მეფის დროინდელი საქართველოს
მდგომარეობა. მწერალი გვიჩვენებს საქართველოს მეფის ტრაგიკულ მდგომარეობას.
საქართველო ბრძოლის ობიექტი გამხდარა დასავლეთის კეისრისა და აღმოსავლეთის
შაჰს შორის. რომანის პერსონაჟები ისტორიულად ცნობილი, პირველი ქართველი
ქრისტიანი მეფე-დედოფალი - მირიანი და ნანა არიან. თითქმის დოკუმენტური
სიზუსტითაა აღწერილი იმდროინდელი სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობა,
კონსტანტინეს რეფორმები რომში, რომლის წყალობითაც ქრისტიანობა ოფიციალური
რელიგია გახდა და რამაც, მეტწილად, განსაზღვრა კიდეც სხვა მეზობელი თუ
მოკავშირე სახელმწიფოების გაქრისტიანება.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ სარწმუნოებრივ ბრძოლაში, ბარნოვის რწმენით,
საქართველოში არსებული უძველესი სარწმუნოება - წარმართობა, უფრო ბუნებრივი,
მართებული და მისაღებია. წარმართობა მწერლის განსაკუთრებული სიმპათიით
სარგებლობს. ეს იმითაა განპირობებული, რომ ეს წარმართული კერპები ეროვნული
ცნობიერების წიაღიდან იყვნენ აღმოცენებულნი, ქართული რწმენის ნაყოფნი არიან
და არა უცხოეთიდან შემოსულნი და ძალით თავს მოხვეულნი.
საინტერესოა, რა კონტექსტში გვხვდება ქრისტიანობის შემოსვლა, ნინოს შემოსვლა
საქართველოში, თვითონ საქართველო - ამ დროს არმაზი ითვლება მთავარ ღმერთად
და ამას გამტკიცებული რამდენიმე საუკუნოვანი ტრადიცია აქვს, თანაც ცნობილია,
რომ სანამ არმაზი გახდებოდა მთავარი ღვთაება, ქართველების ზოგიერთი ნაწილი
ვერ შეეგუა ძველი ღმერთების „გაქრობას“ და სერიოზულად უპირისპირდებოდა
კიდეც ამ მოვლენას. ქრისტიანობის შემთხვევაში კი ამან უფრო პოლიტიკური
ხასიათიც შეიძინა და როგორც ბარნოვი წერს: „საქართველოში ქრისტე მოსულიყო
ბიზანტიის მფლობელობის წინამორბედად, რომაელთ ბატონობის მომასწავებელი
იყო, ხალხის დაჩაგვრისა. ერი სიამით ვერ დახვდებოდა მას“.
რომანი ეყრდნობა ბევრ ისტორიულ მასალას, მაგალითად, ნინოს შემოსვლასა და
მის სასწაულებს, მირიან მეფის ნადირობას და დაბნელების ეპიზოდს. ასევე,
საბედისწერო მოვლენა, რომლითაც, ფაქტობრივად, გადაწყდა ქრისტიანობის
შემოსვლა საქართველოში იყო ნანას ავადმყოფობა და ნინოს მიერ მისი განკურნება.
ნინო თავიდან უახლოვდება ხვარამზეს, მეფის ქალიშვილს, რითაც თავის „გავლენას“
აძლიერებს როგორც სამეფო კარზე, ისე ამზაილზე, გამორჩეულ მეომარზე და
არმაზის დამცველი რაზმის სარდალზე.
სარწმუნეობრივი ბრძოლის აღწერის დროსაც ბარნოვი მოხერხებულად ურთავს
რომანტიკულ-სამიჯნურო თავგადასავალს. ამ მხრივ, ფრიად საინტერესოა, მირიან
მეფის ქალიშვილის - ხვარამზესა და ახალგაზრდა რაინდის - ამზაილის სამიჯნურო
თავგადასავალი. ამზაილი ამ რომანში გამოყვანილია როგორც საქართველოს
დამოუკიდებლობისათვის, მეფის ღირსებისათვის თავდადებული რაინდი და
უანგარო მიჯნური.
რომანის ფინალში ყველაზე კარგად ჩანს ის წინააღმდეგობრიობა, რაც იყო
ქართველთა მხრიდან ქრისტიანობის საპირისპიროდ. როდესაც ბარნოვი ხატავს
„არმაზის მსხვრევას“, ამ ბრძოლაში იღუპება ამზაილი, ხოლო ამით განადგურებული
ხვარამზე ხანჯლით იკლავს თავს.
„არმაზის მსხვრევა“ ერთგვარი რეფლექსიაა, მცდელობა იმის აღწერისა, თუ რა
წინააღმდეგობრიობა დაუხვდა ქრისტიანობას საქართველოში, რადგან წარმართული
ტრადიცია მრავალ საუკუნეს ითვლიდა და ასე მარტივად არავინ დათმობდა თავის
რწმენას სხვა ახალი რელიგიისთვის. როგორც ბარნოვი წერს ერთ-ერთ ეპიზოდში,
როცა მეფე ახედავს არმაზის ღვთაებას: „დაენანა ღმერთი ლამაზი“.
საბოლოოდ , შეიძლება ითქვას, რომ ბარნოვი წარმართული რელიგიის ქომაგად
გვევლინება. მისი აზრით, ქრისტიანული სარწმუნოება, იმ აგრესიული პოლიტიკის
განხორციელების რეალურ ძალად იქცა, რომელსაც ბიზანტია ატარებდა
საქართველოსა და მეზობელი სახელმწიფოების დასაპყრობად. ბარნოვი კი
ნიღაბახდილი წარმოგვიდგენს ამ პოლიტიკის ნამდვილ არსს, ანუ როგორ
იყენებდნენ რომის კეისრები ქრისტიანულ მოძღვრებას თავიანთი იმპერიული
ზრახვების დასაფარად.
2. ნიკო ლორთქიფანიძის იმპრესიონისტური ნოველები

იგივეა, რაც 12 ბილეთის 2 საკითხი.

ბილეთი 15

1. სიმბოლიზმი გალაკტიონის შემოქმედებაში

იგივეა, რაც 7 ბილეთის 1 საკითხი

2. პიროვნების სულიერი კრიზისის ასახვა 20-იანი წლების ქართულ პროზაში


(კონსტანტინე გამსახურდია, გრიგოლ რობაქიძე, მიხეილ ჯავახიშვილი)

პიროვნების სულიერი კრიზისი ქართულ ლიტერატურაში უფრო მკვეთრად 20–


იანი წლების პროზაში ჯავახიშვილის, გამსახურდიასა და რობაქიძის შემოქმედებაში
გამოიკვეთა.
„ჯაყოს ხიზნები“ მიხეილ ჯავახიშვილს თავისი ქვეყნის უმძიმესმა კრიზისმა
დააწერინა. რომანში ისტორიული ფაქტების კონსტატაციასაც ვხვდებით და მათს
ღრმა ანალიზსაც. ვგულისხმობთ, რომ იგი ასახავს მე-20 ს-ის 20-30-იან წლებში
შექმნილ საზოგადოებრივ-კულტურულ მდგომარეობას და, ამავე დროს, მსჯავრიც
გამოაქვს ასახული მოვლენებისადმი.
რომანში რეალისტური ხერხებით არის დახატული ის ფონი, სადაც სამოქმედოდ
გამოჩნდება თეიმურაზ ხევისთავი, არა მხოლოდ როგორც განსაქიქებელი და
„კრიტიკის ქარცეცხლში გასატარებელი“ პერსონაჟი, არამედ ადამიანი, რომელიც
მოდის თავისი დატვირთული წარსულით (გვარიშვილობა, ადგილ-მამული,
განათლება), ცდილობს ცხოვრებასთან დიალოგის გაბმას, ვერ ხედავს აწმყოს რეალურ
სურათს თავისი დაღლილი, „ბეცი თვალებით“, რასაც ობიექტური მიზეზებიც აქვს და
სუბიექტურიც, კარგავს ყველაფერს, რაც კარგვადია და ღატაკი, უპოვარი, ხიზანი
საკუთარ მამულში, აღმოაჩენს მარადიულ, წარუვალ, გაძრცვილ მშვენიერებას,
რომლის ერთადერთი პატრონი თავად არის.
მიხეილ ჯავახიშვილი, როგორც ქვეყნის საზოგადოებრივი თუ კულტურული
მდგომარეობის ფრიადი მცოდნე, გამოწვლილვით აღწერს და აჩვენებს მიზეზებს, რაც
ერის დაცემასა და მის სახიფათო მომავალს განსაზღვრავს, მაგრამ, ამავე დროს,
მოვლენათა მიღმა ის ზოგადი კანონზომიერებებიც იკითხება, რომელთა წინაშე
ადამიანი უმეტესწილად უძლურია. სწორედ ასეთი ორმაგი ხედვა განაპირობებს, რომ
მთავარი პერსონაჟი, რომლის სახეც სატირული ხერხებით არის დახატული და,
შესაბამისად, მკითხველში უარყოფით განცდებს აღძრავს, განსხვავებით მთელი
რომანის მანძილზე მისდამი ჩამოყალიბებული შეხედულებისა, ფინალში სრულიად
სხვაგვარ დატვირთვას იძენს, ანტიგმირი ლამის გმირადაც კი იქცეს.
თავისთავად ცხადია, თეიმურაზ ხევისთავის სახის ამგვარ გააზრებას მწერლის
მსოფლხედვა უდევს საფუძვლად, რაც ქრისტიანულ ფილოსოფიას ემყარება და ამ
ხედვაზე დაყრდნობით შესაძლებელია უკიდურეს სულიერ-ხორციელ დაცემას
პიროვნების აღდგენა მოჰყვეს.
რომანში ნაჩვენებია თეიმურაზ ხევისთავის უკიდურესი კრიზისული მდგომარეობა.
იგი განათლებულია, მცოდნეა, მაგრამ მისი ცოდნა უნიადაგოა, აღარავის ჭირდება,
ამიტომ ვეღარ პოულობს ადგილს ქალაქში და ნელი-ნელ კარგავს სულიერ თუ
მატერიალურ, კულტურულ მონაპოვნებს. საგვარეულო განძს, თავის უსაყვარლეს
წიგნებს და ბოლოს, ქალაქშივე უუცხოვდება თავის ერთადერთ მეგობარს მარგოს,
რომელიც, შეიძლება ითქვას, კრებითი სახეა ზოგადად ფასეულობათა და სწორედ ამ
დროს, როდესაც ქალაქში კრიზისი ახრჩობს თეიმურაზს, ჯაყო ჯივაშვილი -
წინააღმდეგობის ხორცშესხმული ხატება - თეიმურაზს უბიძგებს თავისი კერისკენ,
მხოლოდ, ხიზანის მდგომარეობით.
ბჭობს რა მარგოსთან ნაშინდარში დაბრუნების ავ-კარგიანობაზე, თეიმურაზი
ვარაუდობს უცნაურ მომავალს. „იქნებ სწორედ იქ მოხდეს გარდატეხა, იქ
გადაიშალოს ჩვენი ოჯახის ისტორიის ახალი ფურცელი“. მკითხველი ნაშინდარში
იხილავს თეიმურაზისა და, საერთოდ, მისი ოჯახის საზარელ „გარდატეხას“, მაგრამ
არც ის რჩება შეუმჩნეველი, რომ კრიზისი ორმაგ ბუნებას ავლენს. ნაშინდარი არის
სივრცე, სადაც თეიმურაზი დაცემით, თვითგთვემით და თვითჩაღრმავებით რწმენას
მოიპოვებს.
მიხეილ ჯავახიშილმა 1906 წელს შეწვყეტილი ლიტერატურა 1923 წელს განაახლა.
მოთხრობა „ტყის კაცი“ ისევ პატარა, რიგითი ადამიანის ბედს მიუძღვნა, ოღონდ აქ
მოვლენებს ერთგვარი ფილოსოფიური განზოგადება მიენიჭა. ეს მოთხრობა მეტად
აქტუალურსა და საინტერესო საკითხს აყენებდა. საზოგადოებას, ხალხს, სოფელს
ჩამოცილებული ადამიანი იღუპება. მწერალი მიანიშნებდა, რომ პიროვნებისა და და
საზოგადოების ერთობლიობა ადამიანის ბედნიერების წყაროა. ამ კავშირის
დარღვევას კატასტროფა მოსდევს. საზოგადოებისგან განდგომსა უბედურება მოაქვს
კაცისათვის. ეს აზრი იგამოხატა მიხეილ ჯავახშივლმა მოთხრობა „ტყის კაცში“
სოფლელი გლეხის – პავლეს თავგადასავალი ამის მაგალითია. ა მ მოთხრობას მოჰყვა
„ ჯავახიშვილის რომანები: „კვაჭი კვაჭანტირაზე“, ,,ჯაყოს ხიზნები“ და ,,თეთრი
საყელო“. ამ რომანების თემა და მათში გამოხატული ადამიანები სავსებით
განსხვავდებიან ერთიმეორესაგან, მაგრამ სამივე რომანში ავტორმა დახატა
მოვლენები და ადამაინები ძველი და ახალი საქართველოს გაყრის გზაჯვარედინზე,
წარმოაჩინა თავისი დამოკიდებულება ახალ დროსთან, საბჭოთა საქართველოსთან.
,,კვაჭი კვაჭანტირაძე“ თავისებური სათავგადასავლო ჟანრის ნაწარმოებია. აქ მიხ.
ჯავახიშვილმა პირველად ქართულ მწერლობაში გამოძერწა გაქნილი საქმოსნის
საერთაშორისო ავანტიურისტის ხასიათი. გზადაგზა რომანში ასახული იყო ამ დროის
დიდი ისტორიული ამბები და მოვლენები – პირველი მსოფლიო ომი, თებერვლის
რევოლუცია, დიდი ოქტომბერი, საბჭოთა ხელისუფლების დამყარება
საქართველოში.
თავადაზნაურობა საუკუნეებით მეთაურობდა ქვეყანას, მაშინ ის აქტიური ძალაც
იყო, მერე ისტორიულად დაკარგა ეს აქტიური როლი საზოგადოებაში, ფიზიკურად
გადაგვარდა, სულიერადაც გამოიფიტა, რევოლუციამ მთლად გადათელა ეს კლასი,
ოღონდ კრიტიკული ალღო აღმოაჩნდა და შეეგუა ცხოვრების ახალ წესს და ჩაება ამ
ორომოტრიალში. ამის მაგალითი ნახუცარი ივანე. (ჯაყოს ხიზნებიდან).
გურამ კანკავა ასე განსაზღვრას ამას: ხელოვნების, ე.ი. სამყაროსთან ადამიანის
ესთეტიკური მიმართების ორ ურთიერთდაპირისპირებულ საწყისად ნიცშე მიიჩნევს
აპოლონურსა და დიონისურ ძალებს. აპოლონი ანსახიერებს გამოკვეთილ ფორმას,
წესრიგს, ჰარმონიას, არქიტექტურას, მუსიკას, სინათლეს; დიონისე – პირიქით –
მარადიულ ნგრევა-შენებას, ზომასა და ფორმას მოკლებულ სწრაფვას, თავაწყვეტილ
როკვას, ველურ ლტოლვას, საზღვრებისა და დაუსრულებლობის დამანგრეველ
ძალას. ჩვენს მწერლებთან ქართული ეთნოსი, ქართული კულტურა (გრ.
რობაქიძისთვის _ “კარდუ” _ მითიური და ძალზე შორეული. ლ. ბ.) დიონისურ
სამყაროსთან ასოცირდება, ხოლო ევროპა _ აპოლონურის ხატი და სიმბოლოა. ეს არის
მშვენიერი ზმანების ოცნების ქვეყანა, რომელშიც სამყარო ხსნას ეძებს. ესაა ნირვანა _
უმაღლესი ტკბობისა და ნეტარების საუფლო, სამყაროს ჭვრეტით შემეცნების,
ინიციაციის გზა, გაქვავებული სტატიკა (ფაუსტის _ “წამო, შეჩერდი, შენ ასეთი
მშვენიერი ხარ!” ლ.ბ.).
სამყაროს ნამდვილი ძირი კი დიონისურია. იგი თავად სიცოცხლეა.
აპოლონურის ანალოგიაა სიზმარი, დიონისურისა _ თრობა. და რადგან დიონისოს
კულტს საბერძნეთში (სხვათაშორის, ძველი ბერძნების წარმოდგენით, დიონისო
მოსული _ ბარბაროსული ღვთაება იყო და არა ბერძნული, და არა ავთენტური) მუდამ
თან ახლდა თეატრალური წარმოდგენები _ მისტერიები, ე. წ. “ვაკხანალიები”.
დიონისური სამყარო თავის თავში მოიაზრებს ყოფის თეატრალიზებას, რაც
დაკავშირებულია სიმბოლოსთან და ნიღბის ფილოსოფიასთან. ეს უკანასკნელი
მეტად ახლობელი იყო სწორედ ქართველი სიმბოლისტებისათვის _
“ცისფერყანწელებისათვის”, ხოლო დიონისოს ცხოვრება, თავგადასავალი
(არაერთგზის კვდომა და ახალ-ახალი სახით აღორძინება) _ მისი სახეცვლილებები
ხარად, გველად თუ მსხმოიარე ვაზად, სიმბოლოთა კასკადს, მათი მრავალსახეობის
განუსაზღვრელობას განაპირობებს.
დიონისოს სახესთან დაკავშირებულ სახე-სიმბოლოთა უმრავლესობა უძველეს, ჯერ
კიდევ წარმართული ხანის ქართულ მითოსთან და ეროვნულ- რელიგიურ
კულტებთან ასოცირდება. ეს განაპირობებს დიონისურ სამყაროსთან ქართული
კულტურის და ეთნოსის (“კარდუს”) ადაპტაციას თუ იგივეობას. როგორც გრ.
რობაქიძე წერს თავის გამოკვლევაში “უცნობი საქართველო”, _ `ქართულმა
ქრისტიანობამ წარმართობა კი არ მოსპო, არამედ შინაგანად შეიზარდა იგი, კიდევ
უფრო სწორედ _ მისგან ამოიზარდა. ამიტომ ბუნებრივია დიონისოს ქრისტესთან
გაიგივება ორივე მწერლის შემოქმედებაში.
დიონისური ძალა თავს იჩენს, როგორც მარადიული სიკვდილი და განახლება და
ორივე მწერალთან ქრისტე-დიონისოს კრებითი სახე, სახე-იდეა მათ “ზე-კაცებთან”
_ერის სულთან ერთბაშიც ხომ ამ ფორმულის შესატყვისია: _ “ქართველი ერის გზა
ქრისტეს გზაა _ ცოდვით დაცემისა და გარდაუვალი აღდგომისა”. აქ არსებობა
მარადიულ ქმნადობაშია. ამდენად დიონისოს ენიჭება ქმნადობის ძალა. სამყაროც
დიონისეს ქმედებას წარმოადგენს. აპოლონური საწყისიც სწორედ დიონისესთან
ურთიერთობაში იძენს სასიცოცხლო ენერგიას და ტრაგიკული მსოფლგანცდით
აფართოებს საკუთარ შესაძლებლობებს, ცნობიერებისაგან გადამალულ ჭეშმარიტებას
მითის სახეს აძლევს.
“წმინდა ფრიდრიხი და ჯვარცმული ხარ დიონისე” _ ასე ესახებოდა კ. გამსახურდიას
თავისი დიდი მასწავლებლის სულიერი პორტრეტი.
“დიონისოს ღიმილსა” და “გველის პერანგში” აპოლონურ და დიონისურ სამყაროთა
ასეთი მითიური ურთიერთმიმართებაა წარმოდგენილი. თუმცა, რა თქმა უნდა,
განსხვავებული თვალსაზრისით, /რაკურსით/.
გრ. რობაქიძის გმირი აპოლონური საწყისიდან _ ევროპიდან _ დიონისურში,
სამშობლოში ბრუნდება, საკუთარ ძირებს უბრუნდება. ეს დაბრუნება გმირის სულიერ
აღორძინებად გვესახება სიმბოლურად. გველი პერანგს იცვლის _ თავისთავად რჩება
განახლებულ დიონისედ (გველი დიონისეს სიმბოლოა). არჩიბალდ მეკეში იქცევა
არჩილ მაყაშვილ-ირუბაქიძედ. საგულისხმოა, რომ იგი არ ანადგურებს თავის
ევროპულ წარსულს. ტაბა-ტაბაი (სპარსი, თუ ინდო, თუ ეგვიპტელი) გველის პერანგს
კისერზე შემოადებს მეგობარს და შემდეგ არჩილ მაყაშვილს განუყრელად თან დააქვს
იგი. მე ეს ჟესტი თუ მომენტი ასე მესახება: სამშობლოში არჩილის დაბრუნების გზა
ჯვრის მოდელთან ასოცირდება. გმირი ჯვრის ტრაექტორიას გაივლის და ვაზის
ჯვარი უწინამძღვრებს სამშობლოში დაბრუნებულს. სამშობლოში დაბრუნება
ერთგვარად გოლგოთას მძიმე გზაცაა ინიციაციისა, თავისი ხვედრი ჯვრის ტვრთვაც
მამულიშვილისაგან. ეს გადასვლა და ამ ორი საწყისის გამომხატველი მოტივები
ქმნიან მითო-პოეტურ სიმბოლოთა მთელ სისტემას რობაქიძისა და გამსახურდიას
აღნიშნულ რომანებში და ამ სიმბოლოთა მრავალსახეობაში თავისუფალი ვარირების
საშუალებასაც იძლევიან. რობაქიძესთან დიონისურ ცეცხლს, ჟინს, “გზნებას”
აპოლონურის ძლიერი გავლენა ანელებს, გამსახურდიას გმირების მკვეთრი
რადიკალიზმი და დიონისური სიმძლავრე შედარებით შედარებით გვიან მშვიდდება
(თარაში და სხვა).
რობაქიძის გმირის დრამატული, მაგრამ მაინც ჰარმონიული ტრანსფორმაცია
ავტორის მსოფლმხედველობის მნიშვნელოვან მომენტს – მის რწმენას უკავშირდება.
მისი აზრით, ეს ჰარმონიულობა დამახასიათებელია ერთადერთი უნიკალური
კულტურისათვის _ ქართველი ერის, ქართული ეთნოსის კულტურისათვის, რომლის
უკვდავი ძირი და სახეა “კარდუ” _ მარად ცოცხალი. ამის დამამტკიცებელი
საქართველოს ტრაგიკული ბედის განუშორებელი სახე-იდეა არის “ჯვარი ვაზისა” _
სიმბოლო, რომელშიც ექპრესიულადაა შერწყმული წარმართულიც და
ქრისტიანულიც, აპოლონურიც და დიონისურიც. ამიტომ “ჯვარი ვაზისა” და წმინდა
ნინოს მისტერია ერთ-ერთი ძირითადი იდეა _ სიმბოლოა რომანისა “გველის პერანგი”
და მისი მთავარი იდეის გასაღებადაც გვევლინება. ჯვრის სიმბოლოთი, ამავე დროს,
წარმართული დიონისე და ახალი ქრისტე ერთმანეთს უკავშირდება, ერთმანეთს
ერწყმის. ასეა კონსტანტინე გამსახურდიასთანაც, როცა ბიანკა _ დიონისოს ერთ-ერთი
მხლებელი ბაკხი-ქურუმი ქალი მას თავის დახატულ სურათს აჩვენებს _ ჯვარზე
გაკრულ ქრისტეში სავარსამიძე საკუთარ თავს იცნობს.
რობაქიძის გმირისაგან განსხვავებით კ. გამსახურდიას კონსტანტინე
სავარსამიძე_დიონისეს დაპირისპირება აპოლონურთან ახალი ღმერთის ძიებას
ისახავს მიზნად. საკუთარი თავის შეცნობის რთულ გზას გაივლის პირუკუ _
სამშობლოდან _ დიონისურიდან ევროპაში _ აპოლონურში მიდის და ეს გზა,
დასაწყისშივე განწირული, ტრაგიკულად მთავრდება. და ეს ტრაგედია
პერსპექტივაში ოპტიმისტურია, რადგან მარად განახლებადი დიონისოს ღიმილიდან
ღმერთები იბადებიან.
ბავშვობიდან _ ტაია შელიას გაცოცხლებული მითების სამყაროდან დაწყებული
ევროპის დიდ ქალაქებში ხეტიალით დაღლილ-დაქანცული, სისხლ-დაშრეტილი
დიონისე-ქრისტე-სავარსამიძე დიონისეს ცხოვრების გზას გაივლის – არაერთგზის
კვდება, იფლითება საკუთარ თავთან ბრძოლაში და ისევ იბადება, იშვება. დიონისოს
ღიმილის არსიც ამ მარადიულ განახლებაშია.
ასევე ევროპაში ხეტიალით ეძებს თავის სულიერ სამშობლოს _ “ახალ ღმერთს”
თეთრ გიორგიდ გარდაქმნილი დიონისე თარაშ ემხვარი თავის სულთამბრძოლავ
წითური ეშმასაგან იავარქმნილ მამულში დაბრუნება მისი აღსასრულის საფუძველიც
ხდება. თამარში იგი იმ ძველი დაკარგული მამულის სახეს ჭვრეტდა. თამარის
სულიერი დეგრადაცია და სიკვდილი თარაშის ლოგიკური დასასრულია _ ენგურმა
ჩაყლაპა მთვარე – თეთრი გიორგი – თარაში /ლეო ქიაჩელთანაც მსგავსი
ინტერპრეტაციაა “თავადის ქალ მაიასა” და “ალმასგირ კიბულანში”. ძველი
საქართველოც მასთან ერთად მოკვდა.
გმირის ბედში (ორივე შემთხვევაში) მათი მამულის ბედი ასოცირდება. ამავე დროს
არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ თუ ანტიკური ტრაგედიის მოდელი მითია, მითის
მოდელს მუსიკა წარმოადგენს. სწორედ ვაგნერის მუსიკა იყო ნიცშესთვის ყველაზე
მახლობელი, ამათთანაც, და ეს “გზნება” (რობაქიძე) იმდენად ძლიერია, რომ ორივე
მწერლის თხრობის მანერაში ბუნებრივად ჟღერს ვაგნერის აპოკალიპსური ძალის
მუსიკა. ორივე მწერლის ფრაზა აფეთქებამდე მისული ძალითაა დაწნეხილი,
დამუხტული და ყოვლის დამანგრეველი, გამაოგნებელი პათოსით ჟღერს, გრგვინავს.
პროფ. დოდონა კიზირიას აზრით, “რობაქიძეს აკლია მუსიკალური წვდომა და
განსაკუთრებული აღფრთოვანება მისით”. მე კი ვფიქრობ: _ ალადინის ჯინივითაა
რობაქიძის სიტყვაში ეს ქარიშხალი ჩამწყვდეული, შეკავებული და ეს ენერგია მის
მოსხლეტილ და უჩვეულო ფრაზაშია. ტრაგიზმსაც ამ შეკავებით ანელებს. მაშინ,
როცა კ. გამსახურდიას გმირი და მისი სულიც ნოველის “ზარები გრიგალში” მნათესა
და სამრეკლოსავით იმსხვრევა და იღუპება. რობაქიძისათვის არც შტაინერისეული
`სფეროთა მუსიკაა~ უჩვეულო _ უდაბნოში განმარტოებული არჩილბადი უსმენს ამ
“სფეროთა მუსიკას” _ უშორეს სამყაროდან მოსულ ბგერებს…
… და, აქედან გამომდინარე, დროსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება!
კონსტანტინე გამსახურდიასთან იგი პოტენციურად მომავალია იმიტომ, რომ
გატანჯული, მაგრამ მარად აღორძინებადი დიონისოს ღიმილი საქართველოს
მომავალს ეკუთვნის. “ახალი ღმერთის ძიებაც” კ.სავარსამიძის მიერ სამშობლოს
ძიებაა. ეს არის შეუნელებელი ფიქრი სამშობლოს გამოხსნისა რუსეთის მონობიდან.
ჩერქეზ ხალილ ბეის, გერმანელი მხატვრის ჰერბერტისა და კონსტანტინე
სავარსამიძის _ აპოკალიპსური მხედრების მსგავსად _ ბრძოლა ყვითელ მონღოლ
სლანსკისთან ამ ოცნების სიზმარეულ ჩვენებად წარმოგვიდგება რომანში.
კონსტანტინე სავარსამიძის ჯოჯოხეთში ჩასვლა გველის სახით და არჩილბად-
არჩილის კაკლის ხის ფესვის ქვეშ გაძრომა შეიძლება თვითგანწმენდის _ კათარზისის
სახე-სიმბოლოდ წარმოვიდგინოთ, რაც ამაღლების საფუძველია და საკუთარ თავთან
(ერთ შემთხვევაში) და მამულთან (მეორე შემთხვევაში) დაბრუნების სიმბოლოა, რაც
პრინციპში ერთი და იგივეა. ეს დაბრუნება-განახლება-განწმენდა-ამაღლება
სხვადასხვაგვარად ხდება და მიზანიც, კონკრეტული აზრით, განსხვავებულია.
გველის სახიანი დიონისე, ჯოჯოხეთში სიზმრად ჩასული, ამარცხებს სლანსკის და
ისევ ცოცხლდება. ე.ი. დიონისე _ ქართველი ერის სულის ხსნის გზას ევროპაში
ხედავს, ევროპა ეხმარება საუკუნოვანი ოცნების განხორციელებაში. მარად
აღორძინებადი დიონისეს ქვესკნელში მოხვედრა ემთხვევა მის მესამედ დაბადებას,
მის დიდებულ მესამედ მოვლინებას, რასაც ერის ცხოვრების აღორძინება მოჰყვება.
მესამე დიონისო ხომ უმაღლესი სულიერი ნაყოფიერების განსახიერებაა. კ.
სავარსამიძე მძვინვარე დიონისოს ეროვნული ცნობიერებით აღჭურვილი სახიერებაა
და თავისი სამშობლოს ფენიქსისებრი განახლების ეროვნულ-კულტურული
შესაძლებლობა.
ბილეთი 16

1. სოციალური პრობლემატიკა და სოციალური სახეები XIX-XX საუკუნეთა მიჯნის


ქართულ ლიტერატურაში (ეგნატე ნინოშვილი, ჭოლა ლომათათიძე)

ეგნატე ინგოროყვა ჩვენს მწერლობაში ნინოშვილის ფსევდონიმითაა ცნობილი.


დაიბადა 1859 წლის 15 თებერვალს სოფელ ყელაში. ეგნატე ნიჭიერი იყო და
სწავლისკენ ისწრაფოდა იმ დღიდან, რაც მამიდამ კითხვა დააწყებინა, წიგნისადმი
სიყვარული მას მთელი ცხოვრება ჩაუქრობელ ლამპრად ნთებია. მისმა ყოფითმა
ცხოვრების სირთულეებმა გატეხა მწერლის ჯანმრთელობა, გარდაცვალებამდე
რამდენიმე თვით ადრე უკვე „მილეული სახით“ იყო. მართალია, სიმართლის
მაძიებელი, არ იქანცებოდა სამართლიანობაზე ზრუნვით, მაგრამ საკუთარი
გაჭირვებული ცხოვრების გამო ფიზიკურად იფიტებოდა და საბოლოოდ ამან
გამოიწვია მისი გარდაცვალებაც.
კონკრეტულად რა ვითარებას გვისახავს ნინოშვილის შემოქმედება და ვინ არიან
მისი მოთხრობის გმირები? პირველ რიგში, ესაა ფეოდალური წყობის ნაშთები და
მისი წარმომადგენლები, რომელთა უსაქმურობა და ამორალობა გურული გლეხების
უბედურების ერთ-ერთ წყაროს წარმოადგენს.
ე. ნინოშვილამდე გურიის ლიტერატურული ღირებულება მკითხველისთვის
უცნობი იყო. მან პირველმა გვიჩვენა გურიის დეტალები, გურულთა ხასიათის
ფსიქოლოგიის გადმოცემის მნიშვნელობა და მისი ემოციური ზემოქმედების ძალა.
მის ნაწარმოებთა თემა გურიის ცხოვრებაა და ამ მხრივ იგი სანდო რეალისტია. იგი
ნაირნაირ ასპექტში წარმოგვიდგენს მძაფრი სოციალური ყოფის სურათს.
ე. ნინოშვილმა თავის თხზულებებში უმტკივნეულო სოციალური პრობლემატიკის
გააზრება მოგვცა ეროვნული შეგნების თვალსაზრისით; აღნიშნა კაპიტალიზმის
შეჭრა სოფელში („სიმონა“, „მოსე მწერალი“).
მოთხრობა ,,სიმონას“ გმირი დავით დროიძე ახალი ფენის ტიპური სახეა, ესაა
გლეხთა დიფრენციაციის შედეგად გაჩენილი სოფლის ბურჟუაზია. გუშინდელი
გლეხი, დღეს სოფლის ,,პატარა მეფე“ ზემოდან დაჰყურებს თავის თანამოძმეებს და
პატივისცემას მოითხოვს მათგან. მისი კონფლიქტი სიმონასთან განაპირობა იმან, რომ
მას სურდა თავი აერიდებინა ამ პატივმოყვარე მეზობლისათვის, რადგან არ ეთქვა
მისთვის მდაბალი სალამი. იგი ყაჩაღობას დააბრალებს სიმონას, რის გამოც
გადაასახლებენ მას. თუმცა ამით არ მთავრდება წინააღმდეგობის ჩვენება, რომელიც
ერთი კლასის ორ ფენას შორის შეიქმნა. მას ჰგონია, რომ სიმონა საფრთხეს
წარმოადგენს მისთვის, სიმდიდრე და ძალა კი იმისთვისაა კარგი, როგორც თვითონ
ამბობს, რომ სიმონა თუ ვინცხაა, თუ ხელს შემიშლის, თავიდან მოვიშორებო.
სიმონას სახით ნაწარმოებში შემოდის 90-იანი წლების გურიის პროტესტანტი
გლეხი ე.წ. ,,ფირალი“, რომელსაც სოციალურმა ჩაგვრამ ხელში იარაღი ააღებინა და
თავისი ,,დამაქცევარი“ გააუბედურებინა.
,,ფირალობის“ საკითხი ნინოშვილის კორესპოდენციების ძირითადი თემაა.
მართალია იგი არ ამართლებს ყაჩაღობით ცხოვრების გზას (ქეთევანი ხელს არ
ჰკიდებს სიმონას მიერ ,,სანდო კაცის ხელით“ გაგზავნილ ფულს, რადგან
ნაქურდალის ჭამას არ დავიწყებო), თუმცა ამბობს, რომ ყველაფერში ყაჩაღს
ვამტყუნებთო და იმას არ ვუფიქრდებით ეა მიზეზი აღებინებს კაცს ხელს იყაჩაღოს
და მიატოვოს ყველა და ყველაფერიო.
,,სიმონასთან“ დაკავშირებით აღსანიშნავია კიდევ ერთი გარემოება. ნინოშვილი
მიუხედავად იმისა, რომ კარგად ხედავს იმ სოციალურ მიზეზებს, რომელნიც ქმნიან
ყაჩაღობას და გარკვეული თვალსაზრისით ამართლებს მათ პროტესტს. მწერალი
არსად არ ხედავს გამოსავალს შექმნილი ვითარებიდან. სიმონა მებრძოლი გლეხია,
სხვებისაგან განსხვავებით აქტიურ პროტესტის გზას ადგას, მაგრამ ეს არაა ის ძალა,
რომელიც საბოლოო გამარჯვებას მოიტანს. ის ინდივიდუალური ტერორის გზას
ადგას და დავითი მხოლოდ მისი მტერი ჰგონია. ნინოშვილს კი შესანიშნავად ესმის,
რომ მხოლოდ შეერთებული ბრძოლით შეიძლება მიზნის მიღწევა და არა მარტო
ერთი ადამიანის შეერთებით.
სოციალური თემატიკა მისი ნაწერების ხერხემალია. ფაქტია, რომ მის
შემოქმედებაში დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლები ,,მდიდრების“
ახირებებს ეწირებიან. გლეხობას მძიმედ აწევს ტვირთად ცარიზმის მოხელეთა
ბიუროკრატიული აპარატიც. ამის მაგალითია ,,გოგია უიშვილი“ და ,,მოსე მწერალი“.
ეგნატე ნინოშვილის შემოქმედებაში განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ,,გოგია
უიშვილი“ რომელიც გახდა სოციალური უთანასწორობის მსხვერპლი. გლეხი,
რომელიც მთელი დღე შრომობს, ვეღარ აიტანს იმას, რომ ყაზახ-რუსები მის ოჯახს
შეურაცხყოფას მიაყენებს. აქ ძალიან კარგად იკვეთება საზოგადოების სახე. გონების
თვალით დაბრმავებულები ვერც კი ხვდებიან, რომ ერთად თუ დადგებიან,
ერთმანეთს თუ მხარს დაუჭერენ, ხმას ამოიღებენ შეძლებენ გააუმჯობესონ
არსებული ვითარება. გოგია არის ამ საზოგადოებაში ერთადერთი ნათელი წერტილი.
იგი ასე უბრალოდ არ ეგუება უსამართლობას და ცდილობს უქმად არ იყოს. გოგია
არც რუსების შეურაცხყოფას აიტანს და მათ წინააღმდეგობას გაუწევს.
სასამართლოშიც არ შეიკავებს თავს და სათქმელს ბოლომდე იტყვის. თუმცა,
როდესაც დაინახავს, რომ გვერდით არავინ დაუდგა, ხალხის წინაშე ცოლს
შეურაცხყოფა მიაყენეს, სულიერად გატყდება, დაბეჩავდება და საშინელ
გადაწყეტილებას მიიღებს.
ჩემი აზრით, მწერალმა სპეციალურად შეარჩია ახალი წლის წინა დღე. ეს თითქოს
გოგიას იმას მიანიშნებს, რომ ის სოციალური ვითარება, რომელიც მისთვის
აუტანელია და სულს უწამლავს, შეიცვლება. რაღაც ახალი დაიწყება, იმედი უჩნდება.
თუმცა ეს იმედი მალევე გაუქრება. სახლში მისული ხვდება, რომ არაფერი შეიცვლება
და ყოველთვის ასეთ გაჭირვებაში მოუწევს ცხოვრება. მას საზოგადოების
დახმარების იმედიც დაეკარგა და სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთვრებს.
მისი თვითმკვლელობა არ ყოფილა სულიერი აფექტის შედეგი, ესაა დაფიქრებული,
გააზრებული დასკვნა კაცისა, რომელმაც ვერ აიტანა თავისი კაცობის გათელვა და
საჯარო შერცხვენა. იგი იმასაც ხვდება, რომ ოჯახს ღალატობს და ამ გაუსაძლის
მდგომარეობაში აგდებს, ამიტომ სიკვდილის წინ ცოლსა და შვილებს პატიებას
სთხოვს. მისი თვითმკვლელობა პასიურია, თუმცა ეს იყო პროტესტი არსებული
პირობების წინააღმდეგ. თუმცა ბოლოს მაინც ჩნდება იმედის ნაპერწკალი. მაშინ,
როდესაც გოგიას იავარქმნილ სახლში მისი შვილი ბრუნდება, ანუ ჩნდება ახალი
სიცოცხლე, რომელმაც შესაძლებელია არსებული ყოფა შეცვალოს.
რაც შეეხება ,,მოსე მწერალს“ ესაა ისტორია გაქნილი, სინდისგარეცხილი, მხვეჭელი
სოფლის მწერლისა, რომელმაც თავისი ჯიბის გასასქელებლად დააბრიყვა
გაუნათლებელი და ალალი გულის ადამიანები. მწერალმა კარგად იცის, რომ
ადამინთა ხვედრს განსაზღვრავს მათი კულტურის დაბალი დონე, გაუნათლებლობა
და სხვა ბევრი მიზეზი. თუმცა როდესაც ამ ყველაფერს ემატება სოციალური
უთანასწორობა, მდგომარეობა გაუსაძლისი ხდება. მოსე მწერალი მაღალი
სოციალური ფენის წარმომადგენელია, რომელიც საკუთარი ტყავის გადასარჩენად
ოთხ უდანაშაულო ადამიანს დაღუპავს. ის ამასაც არ კმაყოფილდება და გლეხებს
სხვადახვა საკითხის მოსაგვარებლად ქრთამს ართმევს. ისინი კი იმდენად
უგუნურები არიან, რომ არც კი ცდილობენ ხმის ამოღებას და ამ ყველაფერს ეგუებიან.
ეგნატემ კარგად წარმოგვიდგინა ისიც, რომ ახალგაზრდების ბედის გადაწყვეტა
მათი ნებისა და სურვილის გარეშე ხდება. ეს საკითხი კიდევ უფრო მძაფრადაა
წარმოდგენილი მოთხრობაში „უცნაური სენი“. სადაც 50 წელს გადაშორებული
გაბრიელი ცოლად თხოულობს 13 წლის ტასიკოს.
ამ ტრადიციას მეიმატა ქალის უუფლებო მდგომარეობა მამის ოჯახში. გაბრიელის
სიმდიდრით მოხიბლულმა ტასოს მამამ არც ცოლის ხვეწნას დაუგდო ყური და არც
შვილის მუდარას, საქონელივით გაყიდა შვილი. ამ ტრადიციულმა რწმენამ დაღუპა
გაბრიელის ოჯახი. მან ვერ მიიღო ხნიერი გაბრიელი ქმრად და რადგანაც იგი ლამაზი
იყო, მალე ოჯახს გარეთ დაიწყო გულის ტოლის ძებნა.
სოციალური უთანასწორობის მსხვერპლი გახდა სოფლის თვალი, ოჯახის
მარგალიტი ქრისტინე. ავტორმა ამ მოთხრობით ყველაზე კარგად გამოკვეთა, რა
შეიძლება დაემართოს ადამიანს, რომელიც მიენდობა მასზე მაღალ სოციალურ
საფეხურზე მგდომ ადამიანს. იასონმა, ფეოდალური კლასის სოციალურად და
მორალურად გახრწნილმა წარმომადგენელმა დაღუპა გლეხის შვილი - ულამაზესი
ქრისტინე. მოტყუებით, ტკბილი სიტყვითა და კეთილი განწყობილებით ხელში
ჩაიგდო იგი, შემდეგ კი ,,მიაგდო“.
ვერც ქრისტინეს მამა იღებს ხმას, ვინაიდან იგი იასონის სახლში მუშაობს და სიტყვა
რომ თქვას ერთადერთ სარჩო-საბადებელს დაკარგავს. აქაც უმსგავსო საზოგადოებას
გვიხატავს ავტორი. მათი თანადგომა რომ ეგრძნო ქრისტინეს ან მის ოჯახს, ისინი
თამამად შეძლებდნენ უქმაძეების გადაგდებას. თუმცა ეს ვერ იგრძნო ქრისტინემ.
ავტორი ასევე გვიხატავს იმას თუ რა მოჰყვება სოციალური უთანასწორობის
შედეგად დაუძლურებულ ქალს. იკვეთება ახალი საკითხი, ესაა პროსტიტუციის თემა.
რომელიც საბოლოოდ სიკვლიდამდე მიიყვანს ქრისტინეს და ასე დამთავრდება მისი
ცხოვრება, ყველასაგან და ყველაფრისგან მოშორებით.
აზნაური ტარიელ მკლავაძე ამ ეკონომიკურად განადგურებული, ცხოვრებაში
წილდაკარგული კლასის შვილია, მაგრამ მისი ფსიქიკა ჯერ კიდევ ძველებურ
ყაიდაზეა აწყობილი. ესაა უსაქმურობა, ფუქსავატობა, უზნეო ახალგაზრდობა,
რომლის მოქმედების საფუძველში დევს დევიზი „მე მინდა!“. მამამ სახელი
ვეფხისტყაოსნის გმირის მიბაძვით დაარქვა, თუმცა სამწუხაროდ შვილის
განათლების დონე ამით ამოიწურებოდა, რომ მან იცოდა − ტარიელი უძლიერესი
ვაჟკაცი იყო. მკლავის ძალითა და თავხედობით ტარიელი ყველას თრგუნავს, ვინც
მის სურვილებს წინ აღუდგება. ასე დათრგუნა მან სოფლის მასწავებლის სპირიდონ
მცირიშვილის ოჯახური ბედნიერება და თვით სპირიდონისა და მისი მეუღლის
ადამიანობა. სპირიდონი დემოკრატიული ინტელიგენციის ის წარმომადგენელია,
რომელიც სწორედ ამ პერიოდში საზოგადოებრივ ასპარეზზე ჩნდება. თავი და თავი
ამ თხზულების მამხილებელი პათოსისა არის ის, რომ მკლავაძეების დრომოჭმული,
რეაქციული ბუნება ჯერ კიდევ უნარმოსილია ჩანასახშივე მოსპოს პროგრესის ის ჯერ
კიდევ სუსტი ყლორტი, რომელიც ეს-ესაა ჩნდება საქართველოს ცხოვრებაში.
,,ჩვენი ქვეყნის რაინდში“ კი ყველაზე მძაფრად იკვეთება სოციალური ფაქტორის
გავლენა საზოგადოებაზე.. ფიზიკური და მატერიალური ძალა ქმნის აზრს დ
ააყალიბებს ცხოვრების კრედოს. სწორედ ეს ძალა არარაობად აქცევს ინტელექტს.
ასეთ არარაობად გადაიქცა სპირიდონი, რომელმაც ვერ შეძლო მეუღლის დაცვა, და
მხოლოდ მაშინ დაიწყო აზროვნება და მკლავაძესთან დაპირისპირება, როდესაც
მეუღლე გარდაეცვალა.
ნინოშვილის მიერ დახატულ დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლებს არ
იბრძვიან ერთად, მათ არ იციან, რომ ,,ძალა ერთობაშია“. ვინც პროგრესულად
აზროვნებს მარტოა, ვერ გრძნობს თანადგომას, სხვები კი ისედაც არ იღებენ ხმას და
ასე უქმად ხრიან თავს.
ამ თვალსაზრისით ასევე საინტერესოა ,,პალიასტომის ტბა“. ავტორი აქ გვიჩვენებს,
როგორ გაერთიადნენ გლეხები და შეძლეს ტყის ხელში ჩაგდება და ამით ლუკმა-
პურის მოპოვება. თუმცა ეს ერთიანობა დიდხანს არ გაგრძელდა. ისინი იმდენად
ხარბები, გაუმაძღრები და გაუნათლებლები არიან, ირწმუნებენ აზნაურების სიტყვას
და თანამოძმეებს უღალატებენ. ამით არა მარტო სხვებს, არამედ საკუთარ თავსაც
დააზარალებენ. ის რაც მათ პურს აჭმევდა, სხვის ხელში აღმოჩნდება. ხვდებიან თუ
რა შეცდომა დაუშვეს, მაგრამ უკვე ამის გამოსწორება გვიანია.
ავტორი კარგად დაგვანახებს, რომ ყველა მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს, ისინი
სხვების ბედით არ ინტერესდებიან. ჩემი აზრით, ამას შეიძლება ორი მიზეზი
ჰქონდეს. ერთი, რომ მათ ხმის ამოღების ეშინიათ და მეორე, უბრალოდ არ სურთ
სხვების დახმარება და საკუთარ თავზე გადაყოლილები არიან. სწორედ ამ
სოციალური უკუღმართობით შეიძლება იყოს გამოწვეული ორივე მიზეზი და სხვა
ახსნა არ მოეძებნება.
ზოგადად ნინოშვილის შემოქმედებას ლაიტმოტივად გასდევს შრომა. ესაა სწორედ
გლეხების ხვედრი. სწორედ შრომის პროცესში ბუნების სტიქიასთან ჭიდილში
იღუპება ივანე და ნიკო. ტბა ისე შთანთქავს ორივეს, რომ თითქოს არც არსებობდნენ.
ივანე, მართალია, წყევლის ბედს, მაგრამ ის გლეხია, რომელიც „ცხოვრებას
ეჯაჯგურება“ „და მაინც უზომოდ უყვარს სიცოცხლე“. იგი დასწყევლის მის ბედს,
რადგან ხედავს, თუ როგორ უნდა შვილს სწავლა, მაგრამ იძულებულია მამასთან
ერთად იშრომოს. თუმცა მამას აქვს იმედი, დადგება დღე და შეძლებს შვილს
განათლება მისცეს. მაგრამ ეგნატეს გმირებს ბედნიერება დიდხანს არ უგრძელდებათ,
ისინი მალევე ხდებიან ან საზოგადოების ან სხვა უბედურების მსხვერპლები.
სოციალური უთანასწორების იდეა არის დამუშავებული ასევე ,,განკარგულებაში“.
მთავრი პერსონაჟი კაცია მთელი ცხოვრების განმავლობაში შრომობს, წვალობს და
დროს მხოლოდ გადარჩენის ფიქრით ატარებს. მას არასოდეს ღირსებია შეძლებული
ადამიანების მსგავსად სეირნობა, სიყვარულის ამაღლებული ისტორია და დრო
იმისათვის, რომ ბუნების მშვენიერებით დამტკბარიყო. ამიტომ მთვარის ყურებისას
მხოლოდ თოხს, ურემს და მუშაობას ხედავს. გარდა ამ მძიმე შრომისა, იგი
ვალდებულია მიღებულ განკარგულებას დაემორჩილოს და ღამე რიანდაგებს
უყარაულოს. ამას თუ არ გააკეთებს, მაშინ მოუწევს გადასახადი იხადოს, მაგრამ
რისთვის ეს მისთვისაც გაუგებარია.
ოჯახის რჩენით დაღლილს, ჩაეძინება და ძილშიც იმაზე ფიქრობს, მატარებელმა
პირუტყვი არ გაიტანოს და ამის გამო მას ფული არ გადაახდევინონ. სწორედ ასეთია
ის რეალობა, რომელშიც მას უწევდა ცხოვრება. თუმცა მისი სიცოცხლე დიდხანს არ
გრძელდება და იგი ამ ფიქრებში გართული ამთავრებს სიცოცხლეს.
საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ ეგნატე ტრაგიკულ გმირებს გვიხატავს,
რომლებიც სოციალური უთანასწორობისა და არაჰუმანური საზოგადოების
მსხვერპლნი არიან. მათი მთავარი უბედურება არის ის, რომ არ იციან ერთმანეთის
გამხნევება, გვერდში დგომა და თანაგრძნობა.
რაც შეეხება, ჭოლა ლომთათიძეს იგი საკმაოდ ტრაგიზმით აღსავსე მწერალი იყო.
მისი ყველა ნაწარმოების მთავარი მოქმედი გმირი თავად მწერალია, კაცი, რომელმაც
თავის თავზე გამოსცადა ყველაფერი ის, რაც მის ნაწარმოებებში ასეთი საოცარი
ექსპრესიით არის დასურათებული. კერძოდ, ეს არის საკატორღო ციხის საკანში
გამომწყვდეული, უკურნებელი სენით დაავადებული ადამიანის ფიქრები და
განცდები - სამშობლოზე, მის მომავალზე, პიროვნების დანიშნულებაზე. ყველაფერ
უბედურებასთან ერთად იგი დააპატიმრეს და სიცოცხლის ბოლომდე ციხეში იყო.
ერთადერთი ,,პლუსი“ ამისა იყო ის, რომ მან თავისი ნაწარმოებები ამ წლებში შექმნა.
გაუსაძლის პირობებში უწევდა მოღვაწეობა. ბევრჯერ დაუხევიათ მისი
ნაწარმოებები, თუმცა იყო შემთხვევებიც, როცა თავდაც ხევდა მათ. იგი
დაავადმყოფდა და ასე უპატრონოდ გარდაიცვალა. ჭოლა ლომთათიძემ,
ყმაწვილობიდანვე სოციალ-დემოკრატიული იდეებით შთაგონებულმა პიროვნებამ
თავისი ბედი არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლთა რიგებს
დაუკავშირა და სიცოცხლის ბოლო წუთებამდე მისთვის აღარ უღალატნია.
მისი შემოქმედება ორ ნაწილად იყოფა: 1. 1901-1903 წლები, დამწყები პერიოდი და
2. 1907-1914 წლები - ,,საპყრობილის პერიოდი“. მწერალი პირველ პერიოდში იწყებს
ყველა იმ თემაზე საუბარს, რასაც მეორე პერიოდში განავრცობს. მაგალითად,
სოციალურ-პოლიტიკური უკუღმართობის მძაფრი მხილება, ეროვნული საკითხი,
სიყვარული და სხვა.
აღსანიშნავია მისი მოთხრობა ,,მატლი“, რომელიც მწერლის შედევრად არ
ითვლება, თუმცა ძალზე მნიშვნელოვანი ამბავია მოთხრობილი. ორი მეგობარი:
სანდრო და ვანო ერთმანეთს აზრებს უზიარებენ. საინტერესოა, სანდროს მონოლოგი,
სადაც იგი ამბობს, რომ როდესაც ადამიანს კუჭი სავსე აქვს, ის მიზანს ვერ მიაღწევს,
მგელი მხოლოდ მშიერია მებრძოლიო. სამაგიეროდ გული უნდა ასაზრდოვო, რადგან
ისაა ყველაზე სანდო.
ავტორი ამ ნაწარმოებში ადამინებს ორ ნაწილად ყოფს: ,,ჭკვიანებად“ და
,,უცენზურო ადამიანებად“, ანუ მებრძოლებად. ის ებრძვის ,,დაჭკვიანებულებს“, ის
იგივეა, რაც უსულო ადამიანი, ცოცხალი მიცვალებული, გაბატონებული მუცელი და
დამონებული სული, რომელსაც ყოველგვარი კავშირი აქვს გაწყვეტილი
თავისუფლებასთან, მკვდარია, როგორც ადამიანი და ცოცხალია როგორც პირუტყვი.
ასეთი სოციალური ფენის წარმომადგენლები მისთვის ადამიანებთან არ
ასოცირდებიან. მისთვის არსებობენ მხოლოდ ,,უცენზურო ადამიანები“, რომლებიც
საკუთარი სისხლისა და სიცოცხლის ფასად იბრძვიან და ამით რაღაც იმედის
ნაპერწკალს უჩენენ საზოგადოებას.
ჭოლა წუხს იმის გამო, რომ ახლა ამ დროში ,,ჭკვიანები“ ბატონობენ და რწმენითა
და უსამართლობის ბრძოლის წყურვილით ანთებულ ,,მებრძოლებს“ ციხეში ყრიან.
თუმცა მას ამ მებრძოლი ფენის ადამიანებში ის მოსწონს, რომ ბოლომდე
ქედმოუდრეკლად იტანენ სასჯელს და ბოლომდე საკუთარი სიმართლის დაცვას
ემსახურებიან. მათ არ სწამთ ,,დაჭკვიანებულთა“ ცხოვრების ფილოსოფია, მათ მიერ
დამყარებული სოციალური ურთიერთობა, ეთიკა და საერთოდ ყველაფერი, რაზეც
მათი სტრუქტურაა დაფუძვნებული.
შეიძლება ითქვას, რომ ლომთათიძისათვის მისაღებია ინტელიგენტ-
რევოლუციური სოციალური ფენის წარმომადგენელი ადამიანი, რომელიც უძლებს
ტანჯვა-წამებას, ბოლომდე ქედმოუხრელი რჩება და საპყრობილეში უძლებს
არაადამიანურ, ჯოჯოხეთურ გამოცდას. ამის მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს:
ჯეირანი ,,სახრჩობელას წინაშე“, მცირიშვილი ,,საპყრობილეში“, ვანო
ღუღუნაშვილი ,,უსათაუროში“ და სხვა.
მან შექმნა ორი განსხვავებული მსოფლმხედველობის ადამიანი. მისთვის, როგორც
რევოლუციონერისათვის, მისაღებია ,,დაჭკვიანებულთა“ წინააღმდეგ
საბრძოლველად ამხედრებული ადამიანი, რომლის დროშაზე აწერია: ,,ბრძოლა და
იმედი“. ეს ადამიანი ძლიერია, შეუპოვარი და ჭირთამთმენი, მართალია ზოგჯერ
მარცხდება, მაგრამ მარცხდება და კვდება ამაყად.
მისი შემოქმედების მეორე ეტაპზე მან დახატა რევოლუციონერთა განსხვავებული
სახეები. მათი ინტელექტის რაგვარობა, რწმენის სიძლიერე, ტემპერამენტი, სხვა
მრავალი ხილული თუ უხილავი ფაქტორი.
უდავოა, რომ ჭოლას პერსონაჟები ორ მაგისტრალურ ხაზზე არიან განლაგებულნი -
,,თავზეხელაგებულნი“, რომლებმაც ბოლომდე ატარეს ,,ბრძოლისა და იმედის“
დროშა და ,,თავზეხელაღებულნი“, რომლებმაც ეკლიან გზაზე უნებლიეთ
წამოიჩოქეს.
როგორც დავინახეთ, ეს ორი ავტორი სრულიად განსხვავებულ სოციალურ სახეებს
გვიხატავს. მართალია, მათი გმირები გარკვეული საზოგადოების უკუღმართ ბუნებას
ეწირებიან, თუმცა ეგნატეს გმირები მძიმე სოციალური ვითარების მსხვერპლნი
არიან. მათი ტრაგედია განპირობებულია ფეოდალთა მოქმედებით, მათი გაუმაძღარი
არსებით. ისინი იღუპებიან და უძეგლოდ იკარგებიან. მათი ქმედება საზოგადოებას
არ აფხიზლებს, არსებულ რეალობას არ ანახებს. მათ არ აქვთ ყველაზე მეტად საჭირო
თვისება-ერთიანობა, ერთმანეთის გატანა და თანადგომა.
რაც შეეხება ჭოლას დახატულ სოციალურ სახეებს, ის გამოყოფს მებრძოლებს,
რომლებიც ქვეყნისათვის საჭირო გმირულ საქმეებს ეწირებიან და ამით სახელს
იხვეჭენ, სხვა რევოლუციონერებს მაგალითს აძლევენ, და ,,ჭკვიანებს“ ანუ ცოცხალ
პირუტყვებს, რომლებიც არ ცდილობენ შეცვალონ ამაო რეალობა და ხელს უშლიან
ამის განმხორციელებელ ადამიანებსაც.
2. დავით კლდიაშვილის დრამატურგია

მწერალი არამარტო თავისი ცხოვრებით, არამედ შემოქმედებითი ტენდენციებითაც


ძალიან ახლოსდგას ორი ეპოქის - მე-19 და მე-20 საუკუნეების ქართული კულტურის
გასაყართან.
იგი აგრძელებდა რეალისტური მწერლობის ტრადიციებს. მან შექმნა
მაღამმხატვრული ფსიქოლოგიური მოთხრობა; შეძლო პროზაში ტრაგიკულ-
დრამატულისა და კომიკურის თანაზომიერი შეზავება. მან განვითრების ახალ
სიმაღლეზე აიყვანა ქართული დრამატურგიაც. შექმნა ფსიქოლოგიური დრამის,
მცირეფორმიანი ტრაგედიის, ტრაგიკომედიის რამდენიმე შედევრი.
მისი შემოქმედებითი მეთოდი მკაცრად გამოიკვეთა. ეს არის სინამდვილის
მხატვრული ასახვის მეთოდი. ადამიანის ცხოვრება, მათი ხასიათი, ყოველდღიური
ყოფა იქცა მწერლის საუკეთესო შემოქმედების თემად. მართალია იგი მხოლოდ სამი
პიესის ავტორია, მაგრამ ამ პიესების მაღალმა ლიტერატურულმა დონემ და სცენურმა
წარმატებებმა კიდევ უფრო შეუწყვეს ხელი მწერლის შემოქმედებითი ღვაწლის
ფართოდ აღიარებას.
მიუხედავად იმისა, რომ მის პიესებში ავტორისეული ძალმოსილებითაა ასახული
ის მძიმე სოციალური და ზნეობრივი ვითარება, რომელიც მე-19 საუკუნის
დასასრულისა და მე-20 საუკუნის დასაწყისის ჩვენი ყოფისთვის იყო
დამახასიათებელი, მისი დრამატული თხზულებანი არც დღევანდელი
მკითხველისთვის არის უინტერესო.
ბევრი კრიტიკოსი აღნიშნავს, რომ იგი არც თავისი პიესებით შორდება საზოგადოდ
მთელი მისი შემოქმედებისათვის ნიშანდობლივ ,,კომიზმის გზას“. თუმცა
აღნიშნული მოსაზრება მხოლოდ ნაწილობრივ არის გასათვალისწინებელი. მისი სამი
პიესიდან ცხოვრებისეული სინამდვილის კომიკური ფორმით აღქმა-წარმოსახვა
მხოლოდ ,,დარისპანის გასაჭირისთვისაა“ დამახასიათებელი. რაც შეეხება ,,ირინეს
ბედნიერებასა“ და ,,უბედურებას“, ისინი ტრაგიკული სულისკვეთებით გამსჭვალულ
ისეთ დრამატულ თხზულებებს წარმოადგენენ, რომლებშიც ავტორისეული იუმორის
რაიმენაირი ფორმით გამოვლინებაზე საუბარიც კი უსაფუძვლოა.
,,ირინეს ბედნიერება“, რომელიც ქრონოლოგიური თვალსაზრისით მწერლის
პირველ დრამატულ თხზულებას წარმოადგენს, ტრაგიკული სიმძაფრით
წარმოსახავს იმ პერიოდისათვის დავით კლდიაშვილის შემოქმედების
მაგრისტრალურ მიმართულებად დამკვიდრებულ თემას - გაღატაკებულ აზნაურთა
უმძიმესი ყოფის ჩვენებას.
ავტორმა ნაწარმოებში მოთხრობილ ამბავს ისეთი ფსიქოლოგიური სიღრმე და
აზრობრივი დატვირთვა მისცა, რომ ყოფით-ადამიანურ ურთერთობათა ნიადაგზე
წარმოქმნილი ზნეობრივი და სოციალური წინააღმდეგობები, ეფექტურ
ლიტერატურულ საშუალებად აქცია.
ნაწარმოების სიუჟეტი ასეთია: შეძლებული აზნაურის შვილს - აბესალომს,
რომელსაც არაფერი ადარდებს დროსტარებისა და ქეიფის გარდა, შეუყვარდა ღარიბი
აზნაურის შვილი - ირინე. თუმცა თავიდანვე ნათელია, რომ მას ქალი კი არ უყვარს,
არამედ ვნებით არის გონებააღრეული. თან ისიც გაიგო, რომ ირინე სხვაზეა
შეყვარებული და ახლა ცდილობს არ დაუთმოს სხვას და ხელში ჩაიგდოს იგი. მან
ძალიან კარგად იცის, რომ ქალი უარს ეტყვის, ამიტომ პირდაპირ მამამისთან -
ფილიპესთან მივა და მის ხელს სთხოვს. მამა დარწმუნებულია, რომ აბესალომზე
დაქორწინებით მისი ქალიშვილი ბედნიერი იქნება.
მაგრამ ირინეს როდანაშვილი უყვარს და ამის გამო მამის წინადადება არ მიიღო. ამ
ამბავმა მამას თავზარი დასცა. სიყვარულზე ირინეს საუბარი მას ყოვლად
გაუმართლებელ სისულელედ და ,,უცნაურ გაჯიუტებად“ მიაჩნდა. იგი შვილს
გაუჯავრდება, ბედნიერება კარზე მოგადგა და შენ უარს ამბობო. რა საკვირველია,
ფულზე დახამებული ფილიპე ამ შანს ხელიდან არ გაუშვებდა.
აღსანიშნავია ერთი მეტად საინტერესო ფაქტი. საფიქრებელია, რომ შვილის
ადამინური გრძნობებისადმი ფილიპეს ანგარიშგაუწევლობა, უწინარეს ყოვლისა,
იმით უნდა იყოს განპირობებული, რომ მისთვის როგორც ძველი დროის
აზნაურისათვის, პირველ რიგში წოდება და შეძლება დგას და სხვა არაფერს აქვს
არსებითი მნიშვნელობა. მეორე მხრივ, შეიძლება ისიც ვთქვათ, რომ ფილიპეს მიერ
მიღებული გადაწყვეტილება ირგვლივ გაბატონებული უმძიმესი ეკონომიკური
მდგომარეობით უნდა აიხსნას და არა წოდებრივ-აზნაურული ცნობიერებითა და
ადამიანური უვიცობით.
მკაცრმა ცხოვრებისეულმა რეალობამ მათ ცნობიერებაში ისეთი ჭეშმარიტი
გრძნობისათვისაც კი არ დატოვა ადგილი, როგორიც სიყვარულია. სწორედ ამით
აიხსნება ის გარემოება, რომ შვილის მეტისმეტად მოკრძალებული საუბარი
სიყვარულსა და პირად ადამიანურ გრძნობებზე ფილიპეს სისულელედ და ჭკუიდან
გადაცდომად მიჩნია. მას არ შეუძლია შვილს ასეთი შანსი ხელიდან გააშვებინოს.
ყველაფრის მიუხედავად, ის არ არის მართალი და არ უნდა დაეშვა შვილის
უსიყვარულოდ გათხოვება. ფაქტობრივად, იგი შეშინებულია რომ მთელი ცხოვრება
ასეთ ყოფაში მოუწევს ცხოვრება, ამიტომ მიიღებს ამ უმსგავსო გადაწყვეტილებას.
ავტორმა კარგად გვიჩვენა თუ როგორ აქცია ასეთმა მკაცრმა ცხოვრებისეულმა
რეალობამ და ყოფითმა პრაქტიციზმმა ფილიპე დიქტატორად. პიესაში დიდი
მწერლური ოსტატობითაა ნაჩვენები ის ტრაგედია, რომელიც სწორედ მისმა ამ
ზნეობრივმა დიქტატმა დაატეხა თავს მისსავე შვილს.
მწერალმა მძაფრი სატირული ირონიით გამოხატა თავისი შინაგანი პროტესტი იმ
საზოგადოებრივი ცნობიერებისადმი, რომელიც არა მარტო უბრალოდ თრგუნავს
ჭეშმარიტ ადამიანურ გრძნობებს, არამედ ხშირად პიროვნების სულიერი სიკვდილის
მიზეზიც ხდება. ირინეს ტრაგიკული თავგადასავალი, პირველ ყოვლისა, სწორედ ამ
სამწუხარო ჭეშმარიტების ნათელი მაგალითია.
განსაკუთრებით საინტერესოა თავად პიესის სათაური ,,ირინეს ბედნიერება“. ამას
ავტორი შეგნებულად არქმევს. ეს საოცარი ირონიით შერჩეული სათაურია, ვინაიდან
შეუძლებელია გათხოვილი ქალი, რომელსაც სხვა უყვარს, ბედნიერი იყოს. გარდა
ამისა, ჩემი აზრით, ირინეზე უბედური პერსონაჟი არ არსებობს. იგი მსხვერპლია არა
მარტო მამამისისა, არამედ იმდროინდელი სოციალური მდგომარეობისა. იგი
იძულებულია უარი თქვას ჭეშმარიტ სიყვარულზე და ცოლად გაჰყვეს უმსგავსო,
ავხორც და ამაზრზენ პიროვნებას. იმაზე დიდი ტანჯვა რა უნდა იყოს, რომ ყოველი
დღე იწყებოდეს იმ ადამიანთან ერთად, რომლის ატანაც არ გაქვს.
საბოლოოდ, აბესალომი ზუსტად ისეთი აღმოჩნდება, როგორადაც თავიდანვე
დაგვიხატა ავტორმა. მას არ უყვარს ირინე, უბრალოდ თავისი ცხოველური ინი
დაიკმაყოფილა. ის არ იკმარა, რომ ქალს ცხოვრება დაუმახინჯა, ახლა ღალატსაც
სწამებს. ფილიპე დაიჯერებს, რომ მისმა ქალიშვილმა ოჯაში შეარცხვინა, თუმცა
როდესაც ირინეს მოთმინების ფიალა აევსება, იტყვის რომ თვითონ აბესალომი
ღალატობს და ახლა ცდილობს მე მომცხოს ჩირქიო. ამის გამგონე აბესალომი
მოკვლას დაუპირებს.
ბოლოს ფილიპე დაინახავს თუ რა დღეში ჩააგდო ქალიშვილი. ატირებული ირინე
მამას გულში ჩაეკვრება და ეტყვის, აი ხომ ხედავ როგორი ბედნიერია შენი ირინეო.
ალბათ ამის მერე ფილიპე მიხვდებოდა თუ როგორ დაუნგრია საკუთარ შვილს
ცხოვრება, კარგი ცხოვრების, ფულისა და სიმდიდრის სანაცვლოდ.
,,დარისპანის გასაჭირის“ პერსონაჟებიც მსხვერპლად ქცეული ადამიანები არიან.
თავის გადარჩენის ინსტინქტსა და საარსებო სახსრის მოპოვებისათვის თავგანწირულ
ბრძოლას ისინი გულქვა და გრძნობებგაუხეშებულ პიროვნებად უქცევია.
ყოველდღიური ყოფითი პრობლემებით გაწამებულ ამ ადამიანთა მხატვრული
სახეები მწერალმა ისეთი ლიტერატურული ოსტატობითა და კოლორიტული
შთამბეჭდაობით გამოაქანდაკა, რომ ისინი წარუშლელად აღიბეჭდებიან მკითხველის
ცნობიერებაში. ,,დარისპანის გასაჭირში“ ამ პრობლემათაგან ყურადღების ცენტრში,
უწინარეს ყოვლისა, ქალის გათხოვების პრობლემა ექცევა.
ამ პიესით მწერალმა მისი შემოქმედებიდან კარგად ცნობილი ე.წ. მაჭანკლობის
თემას წარმოსახვის ახალი კუთხე მოუძებნა. ამჯერად უკვე მამა გამხდარა საკუთარი
შვილის მაჭანკალი. დარისპანის უმძიმესმმა სოციალურმა მდგომარეობამ, იგი
იძულებული გახადა ქალიშვილი კარდა-კარ ატაროს სასიძოს საძებნელად.
ყველაზე მეტად საყურადღებოა ის ფაქტი, რომ კლდიაშვილის პერსონაჟებისათვის
ოჯახის შექმნის ერთადერთ უმთავრეს საფუძვლად ნაცვლად ბუნებრივი
ადამიანური გრძნობებისა, ეკონომიკური შესაძლებლობანია ქცეული. სწორედ ამითაა
განპირობებული ის გარემოება, რომ ქალის გათხოვების განმსაზღვრელი ფაქტორია
მისი მზითევი და არა სიყვარული. კრიზისულ ეკონომიკურ გასაჭირში მყოფი
მშობლები ცდილობენ შვილებს როგორმე მოუძებნონ საქმროები და ამით
რამდენადმე გაიუმჯობესონ მატერიალური მდგომარეობა. სწორედ ამ ტრაგიკული
ვითარების პაროდირებულად ამსახველია ეს პიესა.
დარისპანი კარდა-კარ დაატარებს ქალიშვილს და ახლა მის ნათესავს მართას
მიადგა. თუმცა ის არ არის ერთადერთი სტუმარი მართასა, რომელიც
ქალისვილისათვის საქმროს ეძებს. დარისპანი ყველა სხვა სიკეთესთან ერთად ამაყი
ადამიანია. ის მოატყუებს პელაგიას თითქოს მდიდარი იყოს, მის შვილს ბევრი
ხელისმთხოვნელი ჰყავდეს და ასარჩევად ჰქონდეს საქმე. ამით თითქოს მას დაანახა,
რომ კვლავ შერჩენილი აქვს მდიდარი აზნაურისათვის დამახასიათებელი თვისებები,
კერძოდ კუდაბზიკურ-ამპარტავნული დამოკიდებულება. სინამდვილის შენიღბვის
ამ გზით მწერალი ეფექტურად და შთამბეჭდავად გვიჩვენებს რეალური ვითარების
შეულამაზებელ სახეს.
როდესაც სასიძოს სახით ბიჭი გამოჩნდება, მაშინ დარისპანი გამოაჩენს მის მდაბიო
ბუნებას. იგი ყველაფრისთვის არი მზად, ოღონდაც ქალიშვილი გაათხოვოს.
საბოლოოდ კი საკუთარ თავსაც და ქალისვილსაც უხერხულ მდგომარეობაში
ჩააგდებს. იგი არც უცხო ადამიანს, პელაგიას მოერიდება და შეურაცხყოფასაც
მიაყენებს. თუმცა როდესაც გაირკვევა, რომ ამ ბიჭს საცოლე ჰყავს, შერიგდებიან და
კვლავ ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდებიან.
ყველაზე მეტი კომიკურობის შემქმნელია ის გარემოება, რომ ქალიშვილებს
საერთოდაც არ აქვსთ გათხოვების სურვილი, თუმცა მშობლებს მათი შენახვის არც
თანხა აქვთ და არც სურვილი. იმასაც კი არ უყურებენ თუ ვისზე გაათხოვებენ,
მთავარია როგორმე თავიდან მოიშორონ.
დავით კლდიაშვილის მესამე პიესაა - ,,უბედურება“. თემატურადაც და
პრობლემურადაც მასში ამოზრდილია გლეხობის მძიმე ცხოვრების ამბავი. იგი
სათქმელის გამოხატვის ფორმითა და სულისკვეთებით თავისუფლად შეიძლება
ტრაგედიად მივიჩნიოთ.
მწერალი ტრაგიკული სიმძაფრით მოგვითხრობს გლეხთა ეკონომიკური
სიდუხჭირის ამბავს. მათ ცხოვრებას კიდევ უფრო ამძიმებს და აუტანელს ხდის
ცრურწმენითა და უმეცრებით მათი გონებრივი შეზღუდულობა. პიესაში აღწერილი
უბედურების განმაპირობებელ უმთავრეს მიზეზად სწორედ ამგვარი
ცრუმორწმუნეობაა ქცეული.
უპირველეს ყოვლისა, გასათვალისწინებელია ის რომ პიესის ყველა პერსონაჟი
გამწარებულია თავისი ცხოვრებით, მათ დიდიხანია დაავიწყდათ, თუ რა არის
ბედნიერება, სიცილი და მხიარულება. ილია ერთ-ერთი პერსონაჟი ამ ცხოვრებისაგან
რაღაც კარგს ელოდა, ფიქრობდა, რომ უკეთესი ჟამი დაუდგებოდა, თუმცა
ყველაფერი უკუღმა შეუტრიალდა და ერთადერთი რამ რაზეც დაყრდნობა შეუძლია -
ყავარჯენია.
პიესაში ყურადღება არის გამახვილებული იმაზეც, რომ ასეთი უმძიმესი
მდგომარეობა მხოლოდ სოფელში არ არის. უკეთეს მდგომარეობაში არც ქალაქელები
არიან. როდესაც ამირანა ილიასთან დაიწუწუნებს, რომ დაბერდა შვილები კი
ქალაქში წავიდნენ და სოფელი მიატოვეს, ილია უპასუხებს, რომ შენ რა იცი, იქნებ
შენი შვილები შენზე ცუდ დღეში არიან და მჭადიც კი სანატრელი აქვსთო. შენ
შეიძლება ასე ფიქრობ, მაგრამ დამიჯერე ქალქაშიც არ არის ადვილი ცხოვრებაო.
ყველაზე მეტად ავტორი დანანებით აღნიშნავს ანტონის ოჯახში დატრიალებულ
ტრაგედიას. როგორ შეეწირა შრომას ადამიანი, რომელსაც ერთი დღეც არ შეეძლო
დასვენება და საბოლოოდ ყანაში დალია სული. მწუხარებით გვიხატავს ავტორი
უმსგავსო და არაადამიანური ბუნების მქონე საზოგადოების სახეს. როდესაც ანტონი
გარდაიცვლება და ოჯახი უპატრონოდ დაურჩება, მეზობლები ხმას აიმაღლებენ
თითქოს გვერდით დაუდგებიან და სარჩოს არ მოაკლებენ, მაგრამ როდესაც საქმე
მიცვალებულის გამოლოცვაზე მივა, მაშინ ნამდვილ სახეს გამოაჩენენ. მათ გონებას
კვლავ ურწმუნველობა მოიცავს და დავიდარაბას ატეხენ იმის თაობაზე თუ საით
უქნან პირი მიცვალებულს. მათი ვიწრო აზროვნება ვერ ცდება იმას, რომ მკვდარი
ადამიანი მათ ზიანს ვეღარ მიაყენებს. სწამთ, რომ საითაც გამომლოცველი პირს
იზამს, ავადმყოფობაც იქეთ გადაინაცვლებსო. ასე ულმობელად და დაუნდობლად
დაერევიან ერთმანეთს. ამგვარი გამეტებით კი სოფელს ახალი უბედურება
დაატყდება თავს.
ასეთი მძიმე და სასოწარმკვეთია მწერლის მიერ წარმოსახული ყოფითი
სინამდვილე. მის მიერ დახატული ყოველი პერსონაჟი ყველგან და ყოველთვის თან
დაატარებს მის წილ გაჭირვებას. ისინი ამაოდ ეძებენ უკიდურესი სიდუხჭირიდან
გამოსავალს. სულ უბედურებაში მყოფთ სული აქვთ დამძიმებული, გული
დასუსტებული და მხოლოდ მწუხარებაში უწევთ ცხოვრება.
კლდიაშვილი დრამატულ თხზულებებში ფართო სპექტრითა და ემოციური
სიმძაფრით წარმოგვიდგენს იმ გაუსაძლის და მძიმე ყოფით სინამდვილეს, რომელიც
მე-19 საუკუნის დასასრულისა და მე-20 საუკუნის დასაწყისში საქართველოში იყო
დამკვიდრებული.

ბილეთი 17

1. ტიციან ტაბიძის პოეტური მემკვიდრეობა

სიმბოლიზმი, როგორც ლიტერატურული მიმდინარეობა საფრანგეთში


წარმოიშვა.იგი პირველად ფრანგმა პოეტმა ჯან მორეასმა გამოიყენა. იგი აცხადებდა,
რომ სიმბოლიზმმა, რომლისთვისაც უცხოა „ჭკუის სწავლება, ყალბი მგრძნობელობა,
ობიექტური აღწერა’’, საბოლოოდ გამოდევნა ლიტერატურიდან ნატურალიზმი.
მათთვის დამახასიათებელია „ბუნდოვანება და მრავალმნშვნელიანობა“.
სიმბოლიზმისთვის დამახასიათებელია კონკრეტული სახის შეცვლა
სიმბოლოთი,ირიელური სინამდვილის ძიება,მაქსიმალური ზრუნვასიტყვაზე,მისი
მუსიკალობის შექმნაზე.სიმბოლიზმი იყო სინამდვილისადმი ოპოზიციის გამოხატვა.
სიმბოლისტური პოეზია ისწრაფვის ხორცი შეასხვას იდეას გრძნობად
ფორმაში,რომელიც არ წარმოადგენს თვითმიზანს და ემსახურება იდეის გამოხატვას,
სიმბოლისტებისათვის მუსიკა იყო იდეათა სამყაროსაკენ აღმავალი კიბე.
ქართულ ლიტერატურაში სიმბოლიზმი ჩამოყალიბდა XX საუკუნის 10-იან
წლებში.1915წელს ქუთაისში შეიქმნა სიმბოლისტთა ჯგუფი,რომლებლაც 1916წელს
გამოსცა ჟურნალი „ცისფერი ყანწები“.
ამ ჯგუფში შედიოდნენ: პაოლო იაშვილი,ტიციან ტაბიძე, ვალერიან
გაფრინდაშვილი, გიორგი ლეონიძე და სხვები. ქართული სიმბოლისტები
ცდილობდნენ პოეტური ფორმის გადახალისებას,გამომსახვეკობით საშუალებათა
გამდიდრებას,ამასთან კლასიკური მემკვიდრეობის გამოყენებასაც.ეს სკოლა 1925
წელს დაიშალა.
ლიტერატურათმცოდნეობაში აღნიშნულია,რომ „ყანწელთა“ „პირველთქმა“
ფუტურისტული ესთეტიკის გავლენას განიცდის,ის მოუწოდებს ქართულ პოეზიას
უარი თქვას ტრადიციულზე და ურბანისტული თემების დამუშავებას მოჰკიდოს
ხელი. „უარყოფით წარსულს, როგორც მზით განათებულს,ისე ღამეში
შეწუხებულს.“ურბალისტული მოტივებით ანუ ქალაქითა და ქალაქის
კულტურისათვის დამახასიათებელი თემებით დაინტერესებას,ამ
მხრივ,სიმბოლიზმმა ნიადაგი მოუმზადა ფუტურიზმს. სიმბოლისტებმა ბუნება
ქალაქით შეცვალეს.
განსაკუთრებული მნშიშვნელობა ენიჭება ქართველ სიმბოლისტთა შმოქმედებაში
სიტყვასთან დამოიდებულებას,“სიტყვებით ჯადოქრობას“,რაც სიტყვის
ირაციონალური ბუნების აღიარებაში და ამ სიტყვის სახე-სიმბოლოდ ქცევაში
გამოიხატებ.სიმბოლოდ ქცეული სიტყვა კი უკვე რეალურ საგანსა და მოვლენებს კი
არ აღნიშნავდა,არამედ მათ მისტიკურ ეკვივალენტებს.
დიდი წვლილი მიუძღვით სიმბოლისტებს თანამედროვე ქართული ლექსის
ტექნიკური მხარის დახვეწაში.მათ დაამკვიდრეს ქართულპეოზიაში ისეთი მყარი
სალექსო ფორმა,როგორიცაა სონეტი,ქართული ლექსის რეფორმა,რომელიც ჩვენი
საუკუნის 10იანი წლებიდან იწყება,ძირითადად გალაკტიონ დაბიძისა და
„ცისფერყანწელების“ სახელთანაა დაკავშირებული.
ქართველ სიმბოლისტთა წარმოსახვის საგანი რეალური სინამდვილე კი არ
იყო,არამედ მათუ ფანტაზიით შექმნილი ხელოვნური სამყარო,რომელიც ჭეშმარიტ
სინამდვილედ მიიჩნეოდა.
ქართველ სიმბოლისტთა შორის აღსანიშნავია ტიციან ტაბიძის შემოქმედება.იგი
დაიბადა 1895 წელს სოფელ შუამთაში.მშობლებმა ქუთაისის სასულიერო გიმნაზიაში
მიაბარეს,სადაც ბიძაშვილთან-გალაკტიონთან ერთად სწავლობდა.
ტიციანის სახელი ქართული პრესის ფურცლებზე 10-იანი წლების დამდეგიდან
გამოჩნდა,როცა გამოქვეყნდა მისი პირველი ლექსებიდა პროზაული მინიატურები.
ტიციანის შემოქმედებაში სიმბოლისტური ტენდენციები ყველაზე მეტად ათიანი
წლების მეორე ნახევარში გამოვლინდა,იგი ცდილობს ხაზი გაუსვას,რომ ქართულ
პროზაში სულ „სხვანაირ მუსიკას“ ამკვიდრებს ანუ ცდილობს ახალი ესთეტიკური
თვალსაზრისის დამკვირებას.
დამწყები პოეტის ლექსებში ერთმანეთის გვერდიგვერდ ვლინდება ცხოვრების
ამაოებით გულშეღონებული კაცის უნაპირო სევდა-კაეშანი და წუთისოფლის კიბეზე
რწმენით ფეხშედგმული პიროვნების სამოვავლო ოცნებები.იგი თავიდანვე აქტიურად
ჩაერთო ლიტერატურულ მოვლენებში,დაეწაფა თვითგანვითარებას,გაიტაცა ახალმა
შემოქმედბითმა პრიციპებმა.ასე ეხსნება მის პოეზიაში გზა სიმბოლისტურ
ტენდენციებსა და მწიგნობრული შთაბეჭდილებებით ნასაზრდოებ განწყობილებებს.
ტიციანის ოპონენტები მუდამდღე ეპიგონობასა და პესიმიზმს
საყვედურობდნენ,იდეების არქონასა და პასიურობას აბრალებდნენ,ბოლოს
კი,ხალხის მტრობაშიც ადანაშაულებდნენ.ტიციანი კი ამ დროს მთელი ცხოვრებითა
და არსებით ჭეშმარიტი პოეზიის ქურქში იყო,სიმბოლიზმის მსახური,სიტყვის
მეხოტბე,სწორედ ამან გამოიწვია ის,რომ მისი ლექსების თემატიკის გამო საბჭოურმა
რეჟიმმა აკრძალა ტიციანის შემოქმედება.
ტიციან ტაბიძის ადრინდელ ლექსებში გამოვლენილ სულიერ
ობლობას,ცხოვრებისაგან განდგომასა და პესიმისტურ განწყობილებას გარკვეული
საფუძველი აქვს,ეს არის გაცნობიერებული აღქმა,პირველი განცდა პიროვნული
უძლურებისა,სიკვდილის გარდაუვლობისა და ცხოვრების ამაოებისა.ამის ნათელი
მაგალითია ლექსი „მე ყაჩაღებმა მომკლეს არაგვზე“.პოეტმა იცის,რომ სიცოცხლე
მარადიული არ არის და რაღაც ბედნიერების ჟამს უბედურებას
დაგვატეხს,ცხოვრების აზრს გაგიქრობს,სიყვარულს დაგაკარგვინებს ან და საერთოდ
სუნთქვას შეგაწყვეტინებს.გასიგრძეგანებული აქვს, „მომელის მაინც ეს ბედი და ისიც
ვიცი ჩემზე ახია.“, ჩანს იგი შეგუებულია იმ გარემოებას,რომ ერთ დღეს მზე აღარ
გაუთენებს დილას.მას ღრმად ეუფლება წუთისოფლის წარმავლობის პირველი
შეგრძნებით თავს დატეხილი სასოწარკვეთისა და უიმედობის მტანჯველი
განწყობილება და ცდილობს ეს გრძნობა პოეტური სახით გამოხატოს.
ამის საპირისპიროდ შეგვიძლია განვიხილოთ ლექსი „სამჯერ ვარ დაბადებული“.აქ
სულ განსხვავებული რაკურსებით გვანახებს მწერალი საკუთარ თავს.თუ წინა
ლექსში შეგუებულია სიკვდილს და იცის,რომ დღეს თუ ხვალ მაინც მოკვდება,ამ
ლექსში ნათლად გვიხატავს,რომ მართალია სიკვდილი გარდაუვალია,თუმცა
„ერთხელ სიკვდილი რას მიზამს,ერთხელ სიკვდილის არ მჯერა“-აცხადებს
ტიციანი.აქ ავტორს თითქოს დაუბრუნდა ოპტიმისტური თავგამეტება.თითქოს ამ
ყველაფრით ცდილოს სიკვდილზე გაიმარჯვოს და თუ ერთხელ მოკვდება,ამით მის
არსებობას არაფერი დაუშავდება.შეიძლება რაღაც თვალსაზრისით ისიც
იგულისხმება,რომ ხელახლად უფრო ძლიერი დაიბადება,უკეთესად ეცოდინება რას
ან ვის უნდა უფრთხილდეს სიცოცხლის ჟამს.
ტიციანის სიმბოლისტური პერიოდის შემოქმედებითი მონაპოვარის თვისებრივი
ბუნება ყველაზე მეტად ორ მხარეს-ეროვნულსა და სიმბოლისტურის ერთმანეთთან
შემაერთებელი გზების ძიებაში ვლინდება.ამ თვალსაზრისით უთუოდ დიდი
მნიშვნელობისაა „ქალდეას ქალაქები“.აქ იგი წერს:
„გაფიზის ვარდი მე პრუდონის
ჩავდე ვაზაში.
ბესიკის ბაღში ვრგავ ბოდლერის ბოროტ ყვავილებს.“
მან კარგად იცის,რომ მოვა მისი სატრფო,რომელსაც მოელის და შეძლებს
წაუკითხოს და უმღეროს მას ქალდეაზე.ამ ლექსში გარდა ამისა,კარგადაა ნაჩვენები
როგორ გამოიწვია კაცობრიობის ცივილიზაციის აყვავებულმა კულტურამ
ქალდებელთა გადაშენებით გაჩენილი ტრაგედია.
შეიძლება მისი ცდა ახლა ამაო აღმოჩდნეს,რადგანაც სხვა არავინ აჰყვა
სიმღერაში,თუმცა ამას „ქართული ბაღი“ მაინც დაუფასებს.
გარდა ამისა ისიც საინტერესოა,რომ ამ ლექსში ორიგინალური ფორმით
ცოცხლდებიან ჩვენი ერის უძველეს ხანასთან დაკავშირებული მითები თუ
ისტორიული ამბები,ცოცხლდებიან უკვე გადაშენებული ხალხები და აღგვილი
ქალაქები.ეს კი საკმაოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის.ყურადღებას
იქცევს ავტორის იერ დახატული სიმბოლოებიც. ამით ავტორი თითქოს ცდილობს
ქართულ პოეზიაში სრულიად ახალი ესთეტიკური თვალსაზრისი
დაამკვიდროს.იშვიათად შევხვდებით სხვა მწერლებთან ამგვარი
თემის,კერძოდ,მითებისა და განადგურებული ქალქებით გამოწვეული ტრაგედიების
დამუშავებას.ამით იგი ნოვატორ მწერლადაც გვევლინება.
ტიციანის ლექსების უმრვალესობა სავსეა ხასხასა პოეტური ფერებით.
პოეტს,როგორც ბუნების შესანიშნავ მხატვარს,ეხერხება ორიგინალური საღებავებით
გამოძერწოს პეიზაჟი,თავისებური მომარჯვებით ხატავს ბუნების სურათებს.ამ მხრივ
თვალსაჩინოა ლექსი,“თბილისის ღამე“,იგი წერს:
„თითქო კვდებოდა თბილისის ღამე,
სარაჯიშვილის ხმებით სტიროდა,
თარს ამოჰქონდა გულის ბალღამი
მტკვარის მარცხენა სანაპიროდან.“
ამ სტროფების კითხვისას ისეთი გრძნობა გვეუფლება,თითქოს ეს ყველაფერი ჩვენს
თვალწინ იშლება.ავტორი საოცრად აღწერს სურათს.პოეტმა თითოეულ სიტყვას
ხორცი შეასხა და ისე წარმოადგინა.გარდა ამისა ამ ლექსში იკვეთება ავტორის
სიყვარული თბილისისადმი,რომელიც მის პოეტურ სამყაროშიც არ
გაფერმკრთალებულა და აქაც ჰპოვა ასახვა.მართალია ავტორი აცხადებს,რომ
წარსულმა უხეში ხელი შეახო თბულისს,თუმცა მას არ შეუძლია არც ამ წარსული
დავიწყება,რადგან თბილისი ისეთივე უყვარს,როგორიც არის და როგორიც იყო.
შემდგომ მისი შემოქმედება უფრო ხალისიანი ფერებითა და მაჟორული
განწყობილებებით იცვლება.ჩნდება სულ სხვა ფერები.განსაკუთრებით კი
ყვითელი.ლექსში „ნოემბერი“ ტიციანი წერს:
“გაყვითლებულა, შეხმობია ფოთოლი ჭადარს,
მეღამურები ევლებიან თავზე ძველ საყდარს.
მიმფრინავ წეროთ სევდის მღერა ატირებს მდელოს
და შემოდგომა თეთრ ზამთრისას სვამს სადღეგრძელოს.“
აქ სიმბოლური ესთეტიკისთვის ნიშანდობლივია: შეშლილობისა და ავადმყოფობის
კულტის აპოლოგია,ვინაიდან როგორც ცნობილია,ყვითელი ფერი სწორედ ამასთან
ასოცირდება. ავტორი კი ძალიან მძაფრად განიცდის ამას,რადგან ხვდება,რომ
თვითონაც ყვითელ ფოთლებში იხრჩობა და იმარხება.
საკმაოდ საინტერესოა ტიციანის შემოქმედებაში დემონის სიმბოლო,რომელიც ბევრ
ლექსში გვხვდება.დემონი ეს არის ბოროტი ძალა,თუმცა ხელოვნებაში ხშირად
წარმოდგენილია როგორც იდუმალი,ამოუხსნელი,მისტიკური ფენომენი,რომელიც
შემოქმედებით იმპულსს აღძრავს.დემონი გვიჩვენა ავტორმა „ნოემბერში“,როდესაც
იგი მიდამოს სწეწავს და მყუდროებას არღვევს.
მსგავსი დემონი დაგვიხატა ლექსში „ანანურთან“,რომელიც თამუნია წერეთელს
მიუძღვნა.პოეტს გული დაუწყლულა ამ ქალის ტრაგედიამ,მან ცალი ფეხი დაკარგა,ამ
გარემოებამ კი მწერალი შეძრა,რაც იმპულსი გახდა ლექსების შექმნისა.ტიციანს
ლექსის მუზა უყვარს არა ფიზიკური სილამაზის გამო,არამედ სულიერი
სამოყაროდან გამომდინარე.აქვე საყურადღებოა ის გარემოება,რომ ავტორი ხაზს
უსვამს როგორია ისი ახლანდელი ყოფა,იგი წყლიდან ამოყვანილ თებზს
გავს,რომელსაც ძალით უწყვეტენ სუნთქვას,სწორედ ასეთი იყო დამოკიდებულება
ტიციანისადმი.მისი მოშორება აუცილებელი იყო საბჭოური რეჟიმისათვის,რადგან
საკმაოდ საშიში იყო ის,რასაც ის წედა.ლექსის ბოლოს ტიციანი წერს,“შემართულია
ფეხზე ჩახმახი და უსიკვდილოდ ვერ გადვურჩები.“ პოეტმა კარგად იცოდა რა
ბედნიც ელოდა,თუმცა იგი არ იყო ის პიროვნება,რომელიც დანებდებოდა და თავის
გადასარჩენად კალამს დადებდა.
ტიციანის შემოქმედების კრედოა ლექსი „მეწყერი“.აქ პოეტი გადმოსცემს
დამოკიდებულებასა და სიყვარულს მწერლობის მიმართმას სისხლსა და ხორცში აქვს
გამჯდარი ლექსების წერა და უკვე თვითონ „ლექსი წერს“ მას.
ტიციანმა თავისი ცხოვრება შემოქმედებას მიუძღვნა,ამიტომ,შეგვიძლია
ვთქვათ,რომ იგი საკმაოდ ტრაგიკული ადამიანია,მან ვერ შეძლო ეპოვა
სიხარული,ბედნიერება.
პოეტი თავისი ცხოვრების წინასწარმეტყველია,მან იცის რასაც უმზადებს
ბედი,თუმცა ცდილობს მომავალ თაობას გზა გაუკვალოს.
აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება ტიციანის დამოკიდებულებაზე
სამშობლოს მიმართ,ლექსი „მეწყერი“ უდნა მივიჩნოთ გულწრფელი პოეტური
განცდების სიყვარულისა და სიცოცლის სილამაზით მოგვრილი
ხიბლის,მამულიშვილური განცდით აღსავსე ლექსად.ავტორი ამბობს:“აწვალებდა მას
სიკვდილამდე ქართული მზე და ქართული მიწა.“სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე
მას სამშობლოზე დარდი და დარდი აწუხებდა.ამასვე მოწმობს ლექსი „რია-
რია“,სადაც ტიციანი გულახდილად აცხადებს,რომ „მივალ,მივდივარ და
მივიმღერი,თან საქართველოს მიმაქვს ოცნება.“
გარდა სიმბოლიზმისა,ტიციანის შემოქმედებაში თავს იჩენს დადაიზმის
მაგალითებიც.ლექსში „ნუ გაიკვირვებ“ ავტორი თავად აცხადებს,რომ „რა საჭიროა აქ
პირფერობა,მართლა მხიბლავდა მე ერთ დროს დადა.“ , ეს ლექსი არის
აღსარება,რომელიც ნათლად ავლენს პოეტის შემოქმედებისთვის დამახასიათებელ
სირთულეებს.
ტიციანის სიმბოლისტური მსოფლაღქმა რადიკალური მხატვრულ ესთეტიკაში
გადაიზარდა-მან დადაისტური სახე მიიღო.ასევე უნდა აღვნიშნოთ ლექსი „უჟმური
კვირა“, რომელიც დადაიზმის ნათელი მაგალითია.ავტორი აქაც აცხადებს,
„ეს ლექსი კიდევ თუ დღეს არ მეთქვა,
ნაღველი გულში ჩამექცეოდა.“
ე.ი. იგი თავადვე აცხადებს,რომ გატაცებული იყო დადაისტური
იდეებითაც,რაც,საერთოდაც არ აკნინებს მას,პირიქით,ტიციანი კიდევ უფრო
წარმოჩინდება,ქართული ლიტერატურისათვის საინტერესო,ნოვატორული და
ამავდროულად შესანიშნავ პოეტად გვევლინება.
2. მიხეილ ჯავახიშვილის რომანები

მ. ჯავახიშვილის რომანი "ჯაყოს ხიზნები" რეალიზმის ბრწყინვალე


გამარჯვებაა. ამ რომანში ვრცლადაა გამოხატული არისტოკრატული წოდების
ტრაგედია. რევოლუციამ განუკითხავად დასცა ძირს, საბოლოოდ განაიარაღა
ფეოდალიზმის ნარჩენები, ბურჟუაზიასთან ერთად ისინი ისტორიის სანაგვე ყუთში
გადაისროლა. რომანის ცენტრში ავტორმა სწორედ ეს ეკონომიკურად გაღატაკებული
და პოლიტიკურად უფლებაჩამორთმეული ინტელიგენტი, ძველი საქართველოს
ნაშიერი, უნიათო ფანტაზიორი თეიმურაზ ხევისთავი დააყენა და მის ბედში
განაზოგადა "ყოფილი ადამიანების ტრაგედია". თეიმურაზ ხევისთავი საკუთარი
თვალით ხედავდა მოვლენების ახლებურ მსვლელობას, როცა ერთნი ასპარეზიდან
უკვე მიდიოდნენ, ხოლო მეორენი მოდიოდნენ და თავიანთ ბედს თვითონვე სჭედნენ.
ამ გზაჯვარედინზე ჩნდება რევოლუციას მიტმასნილი, მოურავობაში გაწვრთნილი,
გაიძვერა ჯაყო. მიხ. ჯავახიშვილმა სწორად შეიცნო ჯაყოს ხასიათი: "რევოლუცია
შენთვის მღვრიე წყალია, ხელსაყრელი ნიღაბია, შენ კი რევოლუციის მუნი ხარ, მისი
წურბელა ხარ". ამ წურბელამ მოხერხებულა გაფრცქვნა თეიმურაზი, მის ქონებას
დაეპატრონა, მერე ცოლიც წაართვა უასპარეზო და უნიადაგო ბედოვლათს, სულით
ხორცამდე ჯიჯგნა და გაამასხარავა. მაგრამ საბოლოოდ ჯაყო რევოლუციამ ამხილა.
რევოლუციის ნამდვილმა გმირმა - მშრომელმა ხალხმა ჯაყო - ეს ბოროტი ძალა
გზიდან ჩამოიშორა. რევოლუციის ნამდვილი გმირი ხალხია, ის ქმნის ისტორიას, ის
წარმართავს ცხოვრებას, ისაა გადამწყვეტი ძალა. აქ სავსებით კანონზომიერად იჩინა
თავი ჯავახიშვილის რეალიზმმა. ამ რომანის დიდი ღირსება ისაა, რომ ავტორმა
სწორად წარმოსახა საბჭოთა საქართველოს პირველი წლების ვითარება, რევოლუციის
ფონზე გამოხატა პარაზიტული კლასების შეუთავსებლობა ახალ ეპოქასთან, გვიჩვენა
ამ ნაკაცრების დაღუპვის მიზეზები და ყველაფერი ეს დიდი მხატვრული ძალით
წარმოაჩინა.
ვინც ცხოვრების შუაგულში არ ტრიალებს, ვინც აქტიური საზოგადოებივი აზრით
არ მოქმედებს, ვინც განზე გადაუდგება ცხოვრებას რაგინდ პრინციპული პოლემიკა
არ ჰქონდეს ცხოვრების ამ წესთან, იმას სასტიკად გათელავს ისტორიის ჯარა,
მსგავსად თეიმურაზ ხევისთავისა. ბუნებაში ცარიელი ადგილი არ არსებობს, როგორც
კი უმოქმედოდ მიატოვებ იმ ადგილს, რაც შენია, მას უმალ სხვა დაეპატრონება, უფრო
აქტიური, ისე როგორც ბოროტი ძალა ჯაყო დაეუფლა უასპარეზო თეიმურაზის
ქონებას. თუ გინდა მის ბედში არ ჩავარდე, აქტიური ცხოვრების წესით უნდა
იცხოვრო, აი რას გვიქააგებს მიხეილ ჯავახიშვილი "ჯაყოს ხიზნებში".
რევოლუციამ მთლად გადათელა თავადაზნაურობა, ოღონდ ვისაც კრიტიკული
ალღო აღმოაჩნდა და შეეგუა ცხოვრების ახალ წესს და ჩაება ამ ორომტრიალში, ის
გადარჩა ფიზიკურადაც და სულიერადაც. ამის მაგალითია "ჯაყოს ხიზნებში"
ნახუცარი ივანე. დიახ, მოქმედება და მხოლოდ მოქმედება ან როგორც ილია იტყოდა -
მოძრაობა და მხოლოდ მოძრეობა, აი საფუძველი ცხოვრებისა. ამ აზრს ავითარეს
"ჯაყოს ხიზნებში" მიეხილ ჯავახიშვილი.
ძველისა და ახლის ურთიერთობის ვრცელი სურათი ასახა მწერალმა "თეთრ
საყელოში", ოღონდ სხვა ასპექტითა და გაშუქებით. ამ რომანში მიხ., ჯავახიშვილმა
რომანტიკული ფერებით გამოხატა პირველყოფილი მთა, მაგრამ რეალიზმმა აქაც
იჩინა თავი და, მწერალმა ძველის, პირველყოფილების სიკეთესთან ერთად, მისი
დიდი ნაკლიც სააშკარაოზე გამოიტანა. საბოლოო ანგარიშში, როცა აწონ-დაწონა,
უპირატესობა ბარს მიანიჭა. ცივილიზაციაზე, ქალაქზე გულაყრილმა ვაჟიკამ
საბოლოოდ ბარს, ქალაქს მიაშურა და თან ჩამოიყვანა ცოლი-ხათუთა და შვილი-
ნოდარი. მათ თან გამოჰყვათ მთის ღონე და ძალა. თავად ვაჟიკამ ხევსურული
ტალავარი გაიხადა და თეთრი საყელო გაიკეთა.
ამ ნაწარმოების ძირითადი იდეა და მწერლის ჩანაფიქრი ყველაზე კარგად თვითონ
მიხ. ჯავახიშვილს აქვს ახსნილი. 1926 წელს მან ვალია ბახტაძეს - ჟურნალ "მნათობის"
რედაქტორსა და კრიტიკოსს, პირადი ბარათის პასუხად წერდა, რომ თემატურად
"თეთრ საყელოში" ახალი არაფერია. ეს თემა - ქალაქიდან გაქცევა და პრიმიტივისა და
კულტურის დაპირისპირება სხვა მრავალ მწერალს გამოუყენებია. ჯავახიშვილი
მათგან იმით განსხვავება, რომ გმირი ისევ ქალაქში დაბრუნდა ანუ მან
კარჩაკეტილობა დაგმო და გამარჯვება კულტურას მიაკუთვნა. მიუხედავად ამისა
მწერალი უთუოდ ხედავს მთის ცხოვრებისა და ტრადიციის სიკეთესაც, ეს სიკეთე
ქალაქის გაჯანსაღების დაუშრეტელი წყაროა. ამ თვალსაზრისით შემთხვევით როდია
დაპირისპირებული ქალაქელი ქალი ცუცქია და ხევსური ხათუთა. ქალაქისაგან
თავმობეზრებულ ელიზბარს მთისკენ ცოლის აუტანელი ხასიათიც უბიძგებდა. და აი,
მთაში გაიცნო და შეიყვარა მან ბუნების შვილი, კეთილი ხევსური ხათუთა.
ამ რომანის მიზანია პრიმიტივისა და ცივილიზაციის, მთისა და ქალაქის შედარება
და მათი ღირსებებისა თუ ნაკლოვანებების აწონ-დაწონა. ეს შედარება რომანის
ლაიტმოტივია. ამ შედარების მიზანია წამოიღოს მთიდან ბარში ის, რაც იქ კარგია,
ჯანსაღია, რომ ამით წინსვლის ახალი ალი შემატოს ბარსა და ქალაქს.
ბილეთი 18

1. შიო არაგვისპირელის ნოველები

იგივეა, რაც 1 ბილეთის 2 საკითხი

2. ,,ცისფერყანწელთა“ ლიტერატურული კორპორაცია


იგივეა, რაც 2 ბილეთის 2 საკითხი

ბილეთი 19

1. კონსტანტინე გამსახურდიას მოდერნისტული ნოველები

იგივეა, რაც 6 ბილეთის 1 საკითხი

2. ზნეობრივი პრობლემატიკა შიო არაგვისპირელის შემოქმედების მიხედვით

იგივეა, რაც 1 ბილეთის 2 საკითხი.

ბილეთი 20

1. ლეო ქიაჩელის შემოქმედებითი მემკვიდრეობა

იგივეა, რაც 6 ბილეთის 2 საკითხი

2. ვალერიან გაფრინდაშვილის პოეტური მემკვიდრეობა

მეოცე საუკუნის პოეტური პასიანსის ისტორიაში ვალერიან გაფრინდაშვილი


ლირიკული პოეზიის ჭეშმარიტ პოეტად მოიაზრება. მისი ცხოვრება დიდი სულიერი
მსხვერპლთშეწირვის და ამასთან ერთად, ილუზიათა მსხვრევის ისტორია იყო. იგი
უკანმოუხედავად დაადგა სიმბოლისტური პოეზიის გზასავალს. უსაზღვრო იყო
სიყვარული და უკომპრომისო იყო მიზანი- ქართული სიტყვაკაზმული მწერლობის
აღორძინებისა, ლექსის კვლავ ცისკენ ამაღლებისა, ცისფერთან, პირველქმნილთან
ზიარებისა. ორთოდოქსალიზმი ვალერიან გაფრინდაშილის პოეზიის ერთგვარ
სავიზიტო ბარათად მიიჩნევა.
ვალერიან გაფრინდაშვილი ქუთაისში დაიბადა და მიუხედავად იმისა, რომ იქ
მხოლოდ ყმაწვილკაცობის წლები გაატარა, ქუთაისი მაინც დარჩა მისთვის პოეტურ
მექად და თუკი მისი თაობის პოეტთათვის „თბილისი იყო ლექსის მასწავლებელი“
ვალერიანს თბილისში ქუთაისი ენატრებოდა. როგორც ეს ლექსში „ქუთაისი ქარში“
ჩანს.
მიზიდულობა თუ სიმპათია მოდერნისტული მსოფლაღქმისადმი, როგორც ჩანს,
ადრიდანვე გაჩნდა. თუმცა, ეს დამოკიდებულება საბოლოოდ მოსკოვის
უნივერსიტეტში სწავლისას გააცნობიერა; აქ, ტიციან ტაბიძესთან ერთად იგი ახლოს
გაეცნო არა მხოლოდ ევროპულ და რუსულ სიმბოლისტურ მიმართულებებს, არმედ
მათ უშუალო შემოქმედებს. მოსკოვიდან ვალერიან გაფრინდაშვილი და ტიციან
ტაბიძე 1914 წელს დაბრუნდნენ ქუთაისში; ამავე დროს დაბრუნდნენ გერმანიიდან
გრიგოლ რობაქიძე და პარიზიდან პაოლო იაშვილი, მაშინ ქუთაისში იყო
გალაკტიონიც და ლიტერატურული ვნებათაღელვის ამპლიტუდაც უცებ აიწია. ამ
პროცესის მთავარი გმირები კი ქართველი სიმბოლისტები იყვნენ ანუ
„ცისფერყანწელთა ლიტერატურული კორპორაცია“ და მისი ლიდერები: პაოლო
იაშვილი, ტიციან ტაბიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი. მიუხედავად ცნობილი
ფაქტისა- პაოლო იაშვილის ყანწელთა ლიდერობის შესახებ, გადაუჭარბებლად
შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოდ ამ ჯგუფს სამი ლიდერი ჰყავდა, ერთი აზრითა
და ერთი იდეით შეკრული სამი ახალგაზრდა კაცი: პაოლო, ტიციანი და ვალერიანი.
ვალერიან გაფრინდაშვილი-პოეტი-საქართველომ მისი მოსკოვიდან დაბრუნების
შემდეგ გაიცნო. მის კრებულებში პირველი ლექსებიც 1914-1915 წლებით თარიღდება
და მათში ჩამოყალიბებული სიმბოლისტური ხედვაც იმთავითვე ცნაურდება,
საკუთარი თაობისვე ზოგიერთი თანამოკალმისაგან განსხვავებით. მაგალითად
ლექსში „ოცნება წვიმაში“. თუმცა პირველ ლექსებში დატეხილ რითმათა თუ
სიმბოლურ სახეთა ფონზე, მკრთალად, მაგრამ მაინც ჩნდება ანარეკლი ქართული
კლასიკური ლექსთწყობისა. მაგალითად ლექსში „თარეში“, აქედან კი ორიოდ
ნაბიჯია-აზრობრივად და სულ ერთი წელი ქრონოლოგიურად სიმბოლისტურ
სიმაღლეთა ხილვამდე“.
1916 წლიდან ვალერიან გაფრინდაშვილის შემოქმედებაში უკვე საბოლოოდ
იკვეთება სიმბოლისტური მსოფლმხედველობის კლასიკური სახეები და ფორმები.
მათ შორისა სარკის და ორეულის ცნებათა სიმბოლურ პერსონიფიცირებული აღქმა,
რომელმაც განსაკუთრებული ადგილი დაიკავა პოეტის შემოქმედებაში. სტეფან
მალარმეს შემოქმედების უმნიშვნელოვანესმა სიმბოლომ ვალერიან გაფრინდაშვილის
ლექსებში უცვლელი მნიშვნელობით გადმოინაცვლა. ეს სიმბოლოა სარკე.
სარკისადმი, „ტრფობა განსაკუთრებული“ და „ოცნება სარკის დაისებზე“ მისი
პოეზიის სიმბოლოდ იქცა. სარკეში საკუთარი ორეულის ხილვის თეორიამ ვალერიან
გაფრინდაშვილის შემოქმედებაში თანდათან კიდევ უფრო ხაზგასმული სახე მიიღო
და „ლანდური ყოფის“ „გრძნეულ სარკეში ასახვის“ თემა საკუთარი შემოქმედებითი
პორტრეტის ასახვის ფორმად და „სინამდვილის უამრავ სახეებად“ წარმოჩენის
შესაძლებლობად მიიჩნია (ლექსი „ჩვენი ლანდები“). ვალერიან გაფრინდაშვილის
შემოქმედებაში ამგვარი მხატვრული განსახოვნებისადმი პოეტის ინტერესს
სხვადასხვა დროს შექმნილი ლექსებიც ადასტურებენ: „ცეცხლიან სარკეებში“,
„სურნელი სარკე“, „დუელი ორეულთან“, ორეულებთან შეხვედრა ხიდზე“, და სხვა.
ორეულების ციკლი ერთი შემადგენელი ნაწილია 1915-1925 ქლებში შექმნილი
ლირიკული ლექსებისა, რომელთა შორის კიდევ ერთი დამახასიათებელი
მხატვრული განზოგადების ნიმუში იკვეთება, მათ შორის განსაკუთრებული
სიმბოლური დატვირთვა აქვს დაისების ციკლის ლექსებს. თავისი პირველი პოეტური
კრებულის სახელადაც პოეტმა „დაისები“ აირჩია. დაისების უმრავლესობა
დანომრილია, მხოლოდ რამდენიმე მათგანი არის ტრადიციულად დასათურებული:
„დაისი აშორდია“, „დაისების სვინაქსრი“, „დაისური“, განწყობილებანი ამ ლექსებში
სტრიქონიდან სტრიქონში გადადის. „დაისებში“ უკვე ერთმნიშვნელოვნად ცხადდება
ვალერიან გაფრინდაშვილის „სიმბოლისტური მემარცხენეობა“.მან
განსაკუთრებულად გაითავისა კლასიკური სიმბოლისტური სააზროვნო სისტემის
ყველაზე რადიკალური საწყისები და შეიძლებ ითქვას, რომ იგი „ცისფერყანწელთა
ორდენის“ ყველაზე ორთოდოქსალური ფიგურაა.
სწორედ ვალერიან გაფრინდაშვილის ლექსებშია ყველაზე მკაფიოდ იმ დროს
კრიტიკული აზრისთვის განსაკუთრებით სადავო და საქილიკო ბოჰემის,
შეშლილობის, თვითგვემის, თვითმკვლელობის, მთვრალთა ორგიების პოეტურ -
სიმბოლური გაფეტიშება: “ბოჰემის მონოლოგი“. ვალერიან გაფრინდაშვილი ასე არ
ფიქრობდა, ის ქართულ შემოქმედებით სივრცეში ფრანგული სიმბოლისტური
ფილოსოფიის საჭიროებასაც ხედავდა და კრიზისსაც, ამ მიზნით იქმნებოდა მისი
ლირიკული მონოლოგები „ჭლეის ასული“, „პოეტების კუდი“, „სხვანაირი ტრფობა“,
„ძონძებში“, ხოლო მკითხვლისათვის ამ საკმაოდ ბუნდოვან პოეტურ პიზიციაში,
ნათელი თავად შეეტანა და აეხსნა, თუ როგორ შეიძლება სიმახინჯეში მშვენიერების
გაცნობიერებამ ესთეტიკური იდეალის აღმოჩენა. 1921 წელს ესსეში იგი წერდა, „ის
რაც ცხოვრებაში ლამაზია, ხშირად პოეზიაში მახინჯია, და რაც სინამდვილეში
მახინჯია, ხელოვნებაში მშვენიერია.“ „ბუნებაში სიმახინჯეს ჩვენ ვაფასებთ ფორმის
თვალსაზრისით, ხელოვნებაში კი როგორც ფორმისა, ისე შინაარსის
თვალსაზრისით...“ ყველაზე უფრო საშინელი და ირონიული ნიღაბი მშვენიერის არის
სიმახინჯე“.
ამ განწყობილებათა პარალელურად, როგორც ჩანს, პოეტი მშვენივრად
აცნობიერებდა იმ რთულ და მძიმე ისტორიულ პროცესებს, რომელიც მის
სამშობლოში ხდებოდა, 1918 წლით თარიღდება ერთი ლექსი, რომელიც პოეტის
მძაფრ არაორაზროვან დამოკიდებულებას გამოხატავს არსებული ვითარებისადმი.
ქართველი პოეტების შემოქმედებითი ბიოგრაფიის ერთმა მთავარმა ხაზმა
მშვენიერი ქალის, სიყვარულის თემამ განსაკუთრებული ადგილი ჰპოვა ვალერიან
გაფრინდაშვილის პოეზიაში. საყვარელ და სასურველ ქალს პოეტმა თავიდანვე
შეარქვა სახელი; ოფელია-მისი პოეტური მუზა ლექსის სასურველ სტუმრად და
მუდმივ თანამგზავრად იქცა. ლექსები: „როიალთან“, „ბეატრიჩე“, „ოფელიას
დღესასწაული“...
ამ ციკლის ლექსების მხოლოდ რამდენიმე სტრიქონიანი შეხსენებაც საკმარისია იმის
დასტურად, რომ ისინი სულის კარნახით დაწერილი სიტყვებია და მათი ლირიკული
გმირიც ემოციითა და იდუმალებით სავსე თვით პოეტია. პოეტი, რომელიც
მიუწვდომელსა და შორეულს ეტრფის და ცისფერ ყვავილთა ფონზე, ზოგჯერ
ბედნიერი თავდავიწყებისა და ილუზიური აღმაფრენის საპირისპიროდ სულში
ატეხილი ქარიშხალიც ხმიანობს. ამ განწყობილებათა ორგანული ნაწილია ზამთრისა
და შემოდგომის სიმბოლური სახეები. შემოდგმომის თბილი და სუსტი მზე და
ზამთრის „თეთრი გაფითრება“, პოეტის სულიერი ყოფობის კიდევ ერთი
დადასტურებაა.
პირველი თოვლი მე მაგონებს პირველ სიყვარულს, იმ პირველ ღამეს
როცა მე ხარბად დავეწაფე მშვენიერ ქალურს, ახალ სიმეს.
ამ პოეტურ ფანტაზიათა ესთეტიკური რაფინირებულობის მიზეზი ბუნებრივია
ავტორის სტილურ-ფორმალური არჩვანიცაა, რომელიც თავიდანვე ერთპიროვნული,
მკაცრი და შეუცნობელი იყო- სონეტი და ტრიოლეტი-სიმბოლისტური
განწყობილებისა და ემოციის უპირველესი ფორმაა. ვალერიან გაფრინდაშვილის
პოეტურ კრებულებში სონეტად დასათაურებული, თუ სონეტის ფორმით შექმნილ
ათეულობით მაგალითებს შორის ამ სალექსო ფორმის მრავალსხოვანი მხატვრული
სურათის არაერთი სახეა წარმოდგენილი. 1915-1916 წლებში დაწერილი ეს პოეტური
ქმნილებები განსაკუთრებული მხატვრულის სრულყოფილებით გამოირჩევიან.
აღსანიშნავია მისი ლექსი-„სენტიმენტალური ტრიოლეტი“,რომელიც მეტად
მუსიკალურად და ლამაზად არის დაწერილი. ლექსის სათაურიც მიუთითებს ,რომ ის
მეტად გულისამაჩუყებელი და მგრძნობიარეა. ვალერიანი ლექსში წერს,რომ ისეთივე
მოწყენილია ,როგორც ბეღურა შემოდგომის ცივ ღამეებში. ის აღნიშნავს,რომ
საყვარელ ადამიანთან განშორებას დიდხანს განიცდიდა.ლექსი სიმბოლისტურია.
შეუძლებელია ვალერიან გაფრინდაშვილის პოეტურ ბიოგრაფიაზე საუბრისას
ყურადღების მიღმა დარჩეს ლეგენდარული „მეოცნებე ნეამორები“. ალმანახი,
რომლის თერთმეტივე ნომერი იყო პოეზიის, ესთეტიზმის, ლიტერატურული
ფასეულობების აგიტაცია, რომელშიც ფართოდ აისახა ცისფერი ორდენის წევრთა
შემოქმედებითი და ლიტერატურულ-კრიტიკული საქმიანობა, სადაც პირველად
გამოჩნდა ვალერიან გაფრინდაშვილის პოეტური ფსევდონიმი-ტრისტან მაჩაბელი.
მერე კი მოხდა, ის რასაც ალბათ თვით ცისფერყანწელებიც ძნელად თუ
უწინასწარმეტყველებდნენ საკუთარ ყოფას. მაშინ, როდესაც „ცისფერი ბურუსი
იფანტებოდა“ პაოლომ, ტიციანმა და ვალერიანმა მოწყალე პოეტური თვალით
გახედეს საბჭოურ გზას და გადაწყვიტეს „მიწასთან დაბრუნება“-ეს მათივე
ინიციატივა იყო, თვით ლოზუნგი კი ვალერიან გაფრინდაშვილს ეკუთვნოდა.
ცისფერყანწელთა პოეტური ორდენის დაშლის პროცესი ამ სიტყვებით
დემონსტრაციულად გაცხადდა, აშკარავდებოდა, რომ ისინი უარს ამბობდნენ,
თავიანთ იდეურ-ესთეტიკურ მრწამსზე, რისი ძირითადი მიზანიც, უდაოა, იყო ახალი
დრო, ფორმაცია და აზრობრივი ატმოსფერო, რომელიც კარგა ხანია, პოეტს ახალ
მოთხოვნებს უყენებდა.
„პოეტები...ბრუნდებიან პოეზიის ელიზიუმებიდან... ეს არ ნიშნავს ჩვენი წარსულის
მიღწევების უარყოფას ეს არის დაბრუნება მიწასთან...“ „სიმბოლიზმი უკვე
განვლილი ეტაპია ჩემთვის და ახლანდე ჩემს ლექსებში მინდა სრულიად
თავისუფალი ვიყო ჩემი წარსულის მეთოდებისაგან“.
ვალერიან გაფრინდაშვილი-პოეტი არც ოცდაათი წლებიდან დაჰკარგვია
მკითხველს, მაგრამ გაქრა ის ხაზგასმული ესტეთიზმი, სადღაც დაიკარგა ის ჯიუტი
ჟინი გარკვეული მიმართულებით წერისა,- გაფერმკრთალდა მკვეთრი ფერები და
ცეცხლიც მიინავლა-ეს ის პოეტი აღარ იყო. 1937 წლიდან ვალერიან გაფრინდაშვილის
ცხოვრება ერთი შეხედვით ცხოვრებაზე რითმაწყობილი პოეტის შემოქმედებით
ბიოგრაფიას ჰგავდა, თუმცა სინამდვილეში, ფრთამოტეხილი და მარტოდშთენილი
იყო. საწუთროს ერთმანეთის მიყოლებით გაეცალნენ მისი სიმბოლისტი
თანამოაზრენი: ალი არსენიშვილი, სანდრო ცირეკიძე, ლილი მეუნარგია, ეს
ყოველივე ტიციანის დახვრეტით,პაოლოს თვითმკვლელობით და გრიგოლ
რობაქიძის საქართველოდან გადახვეწით დაგვირგვინდა. ვალერიან
გაფრინდაშვილის სტრიქონებს სევდა და დაეჭვება დაეუფლა, მარტოსული ახალი კი
ნამდვილად გაემიჯნა ყოფიერებას და ყველაზე გვიანდელ ლექსებში ყმაწვიკაცური
იდეების და პოეტური ფორმების ნოსტალგიამაც გაიჟღერა.
ვალერიან გაფრინდაშვილი 52 წლის გარდაიცვალა, სულიერი გოლგოთის გზას ის
ჯერ კიდევ მიუყვებოდა და თან მიჰქონდა ნაადრევად მეგობათა გლოვა, საკუთარი
სათქმელის ბოლომდე ვერთქმის ტკივილი და თავისი თაობის პოეტური სიტყვის
ხიბლი. მომავალ მკითხველს სულისშემძვრელი პოეტური შეგნება დაუტოვა, რადგან
გრძნობდა, რომ დადგებოდა დრო, როცა მკითხველი მის გულისტკივილს
მიხვდებოდა და მის პოეტურ სტრიქონებსაც გაითავისებდა:
ისეთი ლექსი დავწერო მინდა,
რომ არ დაჭირდეს კვლავ ლექსის წერა,
მსურს დავიფერფლო ვით ლექსი წმინდა,
და ეს იქნება გედის სიმღერა.
ბილეთი 21

1. კონსტანტინე გამსახურდიას ნოველები

კონსტანტინე გამსახურიას ექსპრესიონიზმი განსაკუთრებით საგრძნობია მწერლის


ადრეულ ნოველებში: "მკვდართან შეხვედრა", "პორცელანი", "ფოტოგრაფი", "ლილ",
"ტაბუ", "კლარა", "ზარები გრიგალში" და სხვ.
"მკვდართან შეხვედრა" კ. გამსახურდიას დეკადენტური გატაცებების ერთ-ერთი
პირველი ნიშანია. ამ ნოველაში პირველად დაუპირისპირდა ერთმანეთს ქართული
კლასიკური მწერლობის მაგალითებით ნასაზრდოები მწერლის რეალისტური
ტენდენციები და ლიტერატურული მოდის ძლიერი სიმპტომები. უკანასკნელმა
დროებით გაიმარჯვა. ბერლინის მახლობელ ტყეში, საღამო ხანს, სასეირნოდ გასული
ახალგაზრდა მკვდარს წააწყდა. შემარავმა სურათმა და თვითმკვლელობის აქტის
სრულია მოულოდნელმა სინამდვილემ კაცს თავზარი დასცა. მას ძალა არ ეყო
მიცვალებული ხიდიან ჩამოეხსნა. სირბილით შინ მიბრუნებულმა თავის ოთახში
იგრძნო სინდისის ქეჯნა. იგრძნო, რომ მანაც დანაშაული ჩაიდინა მკვდრის წინაზე.
როგორც მკითხველი შეამჩნევს, ამ ნოველის ფაბულაში ულტრადეკადენტური
არაფერია. ექსპრესიული შეფასება მოვლენისა მხოლოდ ნოველის ფინალში ხდება
საცნაური. როცა ეს ნოველა იწერებოდა, სწორედ იმ ხანებში გერმანული
ექსპრესიონიზმი თავის თეორიულ სისტემას აყალიბებდა. სწორედ მაშინ
ქვეყნდებოდა ლიტერატურულ პერიოდიკაში ადამიანის არსებობის, გარეშე საგნებს
და მოვლენებზე მის სამარადჟამო მიჯაჭვულობის, ადამიანის გაუტანლობის, ახალი
ღმერთის შექმნის საჭიროების და სხვა ექსპრესიონისტული "გაბედულების"
აღმნიშვნელი მასალები. "მკდვართან შევედრაც" ამ განწყობილებების უშუალო
ანარეკლია.
რეალისტური სინამდვილის ჩვენეისაგან ხელოვნების განთავისუფლების
ტენდენცია გამოკვეთილად "პორცელანში" გვხვდება. ერთ-ერთ მასკარადზე ნოველის
გმირმა გაიცნო მადამ როსტუპი. მალე ახალნახნობებს შორის მეგობრული
ურთიერთობა დამყარდა. კაცს როსტუპის ოჯახში, სხვათაშორის, ჩინური ჩაის
ჭურჭელი "პორცელანი" იზიდავდა. ერთ მშვენიერ დღეს სტუმარს ჩაის სვა ჭურჭლით
გაუმასპინძლდნენ, ხოლო თავაზიანმა მასპინძელმა აცნობა, რომ პორცელანი ერთ
ამერიკელ ჟურნალისტს მიჰყიდა ნიუ-იურკის ერთ-ერთი მუზეუმისთვის. იმ დღიდან
ნოველის გმირს იმ ოჯახში ფეხი აღარ დაუდგამს. პორცელანის დაკარგვით გაწყდა
ჯაჭვი, რომელიც მას როსტუპების ოჯახთან აკავშირებდა. ამ სევდიან ნოველაში
ავტორის პოზიცია გამჟღავნებულია მადამ როსტუმპთან დიალოგში და პორცელანის
ჭურჭელლთან გმირის არქაიზებულ მიმართებაში. პორცელანი ნოველის გმირისთვის
ხელოვნების უნიკალური ქმნილებაცაა და წარსულთან დამოკიდებულების
დამსხვრეული ჰარმონიაც. რაც შეეხება ამ ძვირფასი ჭურჭლის სამუზეუმო
ექსპონატად ქცევას, ავტორს ამაზეც ორიგინალური თვალსაზრისი აქვს. იგი მიიჩნევს,
რომ მუზეუმი არის უშველებელი სასაფლაო, სააც ყოველი ერი თავის გრძნობებს
მარხავს.
"ფოტოგრაფი" სამშობლოდან გადახვეწიილი ხელოვანის მოსაწყენ ცხოვრებაზე
გვიამბობს. იგი დაეხეტება პარიზში და მისი სურვილია შექმნას სურათი, რომელიც
დროს შეაჩერებს, უფრო ზუსტად ეპოქსი ფოტოგრაფიული ასლი იქნება. სურვილი
სურვილადვე რჩება, რადგანაც თავბრუდამხვევი დროის შეჩერება არავის ძალუძს.
ფოტოგრაფს სევდა მორევია. იგი ზედმეტი კაცია ამ მატყუარა ქალაქში. ფოტოგრაფმა
ადგილი ვერსად იპოვა და ისევ ქუჩას მიაშურა. ვერცერთ რესტორანში ადგილი ვერ
იპოვა და ბოლოს მელანქოლიით შეპყრობილი თავის სოფელში ჩამოდის, მაგრამ
სანუგეშოს იქაც ვერ ჰპოვებს. სოფლად ღმერთდაკარგული ჩოხოსნები,ციებიანი
ბავშვები და სიძვის ისტერიით შეპყრობილი დიაცები მომრავლებულან. ფოტოგრაფს
იმედის პატარა ნაპერწკალიც ჩაუქრა: "ელექტრონი ჩააქრო, სამარესავით ცივ
ლოგინში ჩაწვა, "ქვეყანა შემძულდა", ამბობდა იგი ხმამაღალი ფიქრით".
ექსპრესიონიზმისადმი ერთგულებით დაწერილ ამ ნოველას სიკვდილისა და
უიმედობის ლაიტმოტივად გასდევს მაგიური "შავი ფრინველის" აჩრდილი,
რომელიც ხან ფოტოაპარატზე ჩამოჯდება, ხან დასაღუპავა განწირული გემის ანძაზე.
"ქვეყანა" სურათის გადაღებად არ ღირს - შავი ფრინველის ეს სასოწარკვეთილი
ჩხავილი გახლავთ სწორედ ამ ნოველის დედააზრი.
ექსპრესიონიზმით კ. გამსახურიას გატაცების ერთ პერიოდს წერტილს უსვამს
"ლილ". ამ ნოველაში მხატვრული პირობითობის და ხაზგასმული სიმბოლურობის
ადგილს გაშიშვლებული სახეობრიობა და შესამჩნევი ნატურალიზმი იჭერს.
ახალგაზრა პაციენტს მოეწონა და შემდეგ შეუყვარდა კიდეც ექიმ შარუხიას
ულამაზესი მეუღლე - ლილ. ვინ იცის, რითი დამთავრდებოდა მეოცნებე პაციენტის
რომანი და მისი ხშირი ვიზიტები შარუხიას ბინაზე, რომ თვით ექიმს არ გამოეჩინა
ინიციატივა. ექიმმა შეყვარებულ ყმაწვილს მალულად დაანახა ზღვაში მობანავე
ლილ. ნოველის გმირს თავზარი დასცა იმ გარემოებამ, რომ მისი საყვარელი არსება
რახიტიანი აღმოჩნდა და ასე უგემურად დამთავრდა ეს რომანი.
ნოველა "ტაბუ" ხარბედიებისა და ბისკაიების საბედისწერო შერკინების ბურუსით
მოცუმ ამბავს გვიამბობს. სოფელ ნაჭყდევში ბისკაიებმა ხარბედიებს ჩაგვრა დაუწყეს.
შეწუხდნენ მონის უღელს მიუჩვეველი ხარბედიები, მაგრამ შურისძიება მამაკაცთაგან
ვერავინ გაბედა. ბოლოს აისხა იარაღი ქალმა- ხვარამზე ხარბედიამ. ბისკაიების
დასჯის სურვილით ანთებულმა მან ეშმაკს გაუყო სარეცელი და შვა მორიელი,
რომელმაც სიცოცხლეს გამოსალმა ბისკაიების ბელადი ლომკაცია ბისკაია.
მისტიციზმის ბურუსიტაა მოცული ამ ნოველის მთელი რიგი პასაჟები. აქ ლეგენდა
და სინამდვილე, რეალური და ზღაპრული ერთმანეთშია არეული და აშკარად ჩანს
მწერლის მისწრაფება დეკადენტური თვით ფოლკლორისა და რელიგიური
ფანატიზმის წიაღში იპოვოს. ნოველაში ოსტატურადაა ჩართული ხალხური
შელოცვები, ცრურწმენათა გამომხატველი სიუჟეტები და მოჩვენებანი. ეს მისტიკური
გარსი ნოველას რეალური სამყაროს ჩვეულებრივი მოვლენებისგან ათავისუფლეს და
ირეალურის ბურუსში ახვევს.
ექსპრესიონისტულ-მოდერნისტული ნოველების გვერდით კ. გამსახურდია წერდა
რეალისტური ხასიათის ნაწარმოებებსაც. მაგალითად შეიძლება 1919 წელს
დაწერილი ნოველა "კლარა" დავასახელოთ. ეს არის ნოველის ჟანრული კანონების
სრული გათვალისწინებით დაწერილი, ფსიქოლოგიურად უაღრესად დამაჯერებელი
ნაწარმოები. "კლარა ეხება მოულოდნელი შეხვედრის იმ ძვიირფას წუთს, რომელიც
ზოგჯერ ჩვენს ცხოვრებაზე წარუშლელ კვალს ტოვებს, თუმცა შეიძლება აღარასდროს
განმეორდეს. ბერლინის საგარეუბნო მატარებელში ნოველის გმირს შეხვდა კლარა -
მომხიბვლელი გერმანელი ქალი. კუპეში მათ გარდა არავინაა. ქალ-ვაჟს შორის
ნდობისა და ურთიერთსწრაფვის უხილავი, იდუმალი ძაფი გაიბა. ვაჟი ვერ ბედავს
სიტყვის თქმას, ვაი თუ ამით დაირღვეს ეს ნეტარი ჰარმონია. ერთ-ერთ სადგურზე
კუპეში უამრავი მგავრი შემოცვივდა და ნოველის გმირმა მიმაალი კლარას მრგვალ
მხრებისთავებს მოჰკრა თვალი. მთელი ნოველის მანძილზე მათ სიტყვაც კი არ
უთქვამთ ერთმანეთისთვის, მაგრამ ეს იყო თავისი დრამატულობით
სულისშემძვრელი შეხვედრა, დიდი ოსტატობით დახატული მწერლის მიერ. მაგრამ
ამ ზედმმიწევნით მართალ ნოველაშიც გაკრთება აქა-იქ კ. გამსახურდიას
ექსპრესიონისტული განწყობილებანი.
პოეტური ნოველის "ზარები გრიგალში" გამოქვეყნებით სრულიად ახალი ეტაპი
დაიწყო მწერლის შემოქმედებაში. ამ ნოველაში, როგორც ფოკუსში, თავი მოიყარა იმ
სამაგალითო მხატვრულმა ნიუანსებმა, რამაც შემდგომში გამსახურდიას
რომანისტიკაში პოვა განვითარება. ეს არის უპირველეს ყოვლისა, პოეტური პროზა-
რომანტიზებული მხატვრული პასაჟები და თხრობის ამაღლებული, მეტაფორული
მანერა.
"ექსტაზში დაღუპულთათვის" დაწერილ ამ ნოველაში კ. გამსახურდიან შეძლო
დაეხატა ადამიანი, რომელსაც ძალუძს თუნდაც ერთხელ და საბედისწეროდ
აუჯანყდეს თავის თავს, სძლიოს მის არსებაში ჩაბუდებულ მთვლემარე ანგელოზს და
გრიგალში მიწვეს მისი რუტინული ცხოვრების დამანგრეველ ზარებს. თითქოს მნათე
ოქროპირის სოფელში უღმერთობა გამეფებულა, თუმცა იგი ასე ადვილად ვერ
ურიგდება "ღმერთის სიკვდილს". მას აღარ ძალუძს ახალ ღმერთს სცეს თაყვანი,
ამიტომაც გულამღვრეული დადის და მელანქოლიას შეუპყრია მისი არსება. ერთ
საღამოს ოქროპირი გამოექცა გალეშილ ნახუცარს, მიაღწია ეკლესიის ეზოს,
სამრეკვლოს კიბეზე აფორთხდა და ზარებს მიწვდა. უაღრესა დამაჯერებელი და
ღრმად სიმბოლურია მნათე ოქროპირის ეს ნაბიჯი. თავისი სუსტი ხელებით იგი
თავდაუზოგავად რეკავს ზარებს, თითქოს გზასაცდენილ სოფელს წარსულისკენ
მოუხმობს, თითქოს ღრუუბლების თავზე მიძინებულ ღმერთს აღვიძებს, რათა მან
ერთხელ კიდევ მზრუნველი თვალი მოავლოს თავის სამწყსოს. მაგრამ გამკითხავი
არავინაა, ზარებს მხოლოდ ქარაშოტი გამოეხმაურა, რომელმაც სამრეკვლო ჩააქცა და
მნათე ოქროპირი მოკლა. ექსტაზში დაღუპულ ღვთისმოსავს ნოველის ავტორის
ცრემლები იმიტომ ეფრქვევა, რომ მან შეძლო რწმენისთვის თავგანწირვა, იგი
აქტიური კაცი აღმოჩნდა. სწორედ ეს სულის სიძლიერე ხიბლავს მკითხველს
ოქროპირის სახეში. ავტორი მიიჩნევს, რომ ეს ადამიანი გარდაცვალების შემდეგ
შემოქმედის მარჯვენა მხარეს უნდა დავსვათ, რადგან სიბნელეში დაბრმავებულმა
ერთხელ მაინც იგრძნო აღტაცება და ექსტაზში დაიღუპა.
2. ,,ცისფერყანწელთა“ ლიტერატურული სკოლა

იგივეა, რაც 2 ბილეთის 2 საკითხი

ბილეთი 22

1. გიორგი ლეონიძის შემოქმედებითი მემკვიდრეობა

გიორგი ნიკოლოზის ძე ლეონიძე დაიბადა 1899 წლის 27 დეკემბერს საგარეჯოს


რაიონის ს. პატარძლეულში. მამა ადრე, 1990 წელს გარდაეცვალა და 5 შვილის მოვლა-
პატრონობა დედას ხვდა წილად. მისგან ჩაენერგა მწერალს წერისადმი, გონებრივი
შრომისადმი, მწერლობისადმი სიყვარული.
1907 წელს გიორგი ლეონიძე შეიყვანეს თბილისის სასულიერო სასწავლებელში, რის
შემდგომაც სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში.
გიორგი ლეონიძის სახელი ქართველი მკითხველისათვის სილაღის, სიხალისის,
კოლორიტულობისა და ოპტიმიზმის ცნებებთანაა ასოცირებული. სიტყვაკაზმულ
მწერლობაში ის დარჩა ხვავრიელი და სიტყვაძარღვიანი სტრიქონით, „ქართული
სიტყვის ჩუქურთმას“ აყოლილი მაძიებელი და ვერსიფიკატორი პოეტის სახელით.
სალიტერატურო კრიტიკა 40-50-იანი წლებიდან უკვე ხაზგასმით და ცალსახად
უთითებდა გიორგი ლეონიძის პოეზიაზე, როგორც ქართული ფენომენისა და
ხასიათის უაღრეს და აშკარა გამოვლენაზე. მისი პოეზიის ერთი ნაწილი იმ დროის
ბელადების: ლენინისა და სტალინის ცხოვრებისა და საქმიანობის იდეალიზებულ -
პათეტიკურ შეფასებას წარმოადგენს, მაგრამ ქართველმა მკითხველმა იცოდა, რომ
გიორგის შემოქმედებითი აზროვნება, მისი პოეტური სტატუსი ყოველთვის ნიშნავდა
ნამდვილ პოეზიას, და ყველამ კარგად უწყოდა, რომ გიორგი ლეონიძე პოეზიაში
პროლეტარული დაჯგუფების და მათ მესაზანდრეთა წრიდან კიარ მოსულა, არამედ
მის პოეტურ ნიჭს უფრო ღრმა სამყარო ასაზრდოებდა. ამ სამყაროს სათავე კი პოეტის
ბავშვობაა; პატარძეულში, ნინოწმინდისა და ხარების ეკლესიის სიახლოვეს, დედისა
და დეიდების მზრუნველობით გარემოცული პოეტური სული ყალიბდებოდა:
„პატარძეული...ჩემი სოფელი,
ბავშვობის კერა - პატარძეული...“
შემდეგ იყო თბილისი, სასულიერო სასწავლებელი და სემინარია; ვასილ ბარნოვმა,
შიო შიუკაშვილმა, ია კარგარეთელმა და ნიკო სულხანიშვილმა აზიარეს მომავალი
პოეტი ქართულ ენას, საქართველოს ისტორიას, ამ დროს (1911) დაიბეჭდა მისი
პირველი ლექსიც „მცხეთას“, რომელსაც მალევე მოჰყვა პატრიოტული
სულისკვეთებით სავსე ლექსები და გიორგი ლეონიძეც გამოჩნდა. ეს ფაქტი
უყურადღებოდ არ დარჩენილა, 1915 წელს ჟურნალ „განათლებაში“ დაიბეჭდა ლექსი
„გიორგი ლეონიძეს“, რომელსაც ხელს აწერდა ვაჟა-ფშაველა - ეს იყო ერთგვარი გზის
დალოცვა.
ეს პერიოდი 10-იანი წლების შუა ხანებს დაემთხვა, იმ დროს, როდესაც თითქოსდა
დაცარიელდა პოეზიის „სევდის ბაღი“, პოეზიამ მკაცრი რეალისტურ-
ნატურალისტური ელფერი მიიღო. ამ დროს პოეზიის გზას გალაკტიონის ბუმბერაზი
აჩრდილი დაეცა, ამავე დროს მოსინჯა პოეზიის საჯილდაო ქვა რამოდენიმე
კაცისაგან შემდგარმა პოეტურმა კოჰორტამ - „ცისფერყანწელები“. იმ ახალგაზრდა
ქართველ შემოქმედთა შორის, რომელთაც გაბედული და იმედით სავსე ნაბიჯი
გადადგეს ქართული შემოქმედებითი აზროვნების მოდერნისტული ფორმბისაკენ,
იყო გიორგი ლეონიძეც. ამ გზაზე დადგომის წინათქმად შეიძლება ჩაითვალოს
გიორგი ლეონიძის მიერ ქართველ სიმბოლისტთა ერთ-ერთი იდეური და სულიერი
გმირისადმი, 1915 წელს მიძღვნილი მარტილოლოგი - „ოსკარ უაილდი“.
1918 წლიდან გიორგი ლეონიძე „ცისფერყანწელთა“ ჯგუფის წევრი გახდა და
ძმებთან ერთად ცდილობდა მოდერნიზმის ცისფერი ყვავილის ქართულ მიწაზე
გადმონერგვას:
„არტურ რემბოსთან ბოროტ ტყუპად ჩახუტებული
მადგამენ გვირგვინს თეიმურაზ და ჭავჭავაძე...“ („ავტოპორტრეტი“).
ამ ლექსს სალიტერატურო კრიტიკაში ერთგვარ „საჩვენებელ მაგალითად“ იყენებენ
გიორგი ლეონიძის „სიმბოლისტურ ვნებათა“ საილუსტრაციოდ. სალიტერატურო
კრიტიკაში, საზოგადოდ, დამკვიდრებულია აზრი, რომ 30-40-იანი წლები გიორგი
ლეონიძისათვის იყო ხანა „ცისფერი ყანწებით“ თრობისა, სიჭაბუკის სენი
პოეტისათვის, რომელმაც სიმბოლისტურ ჩიხში საბედნიეროდ დიდი დრო არ დაჰყო
და დროულად გაემიჯნა „ცისფერ ოპიუმს“. ამის დამადასტურებელ საბუთად კი ის
მოჰყავთ, რომ თვით პოეტს თავის მოგვიანო კრებულებში არ შეუტანია ლექსები
„ცისფერ ყვავილებზე“ და მათ მხოლოდ და მხოლოდ ოციანი წლების პერიოდიკაში
მიმობნეულთ თუ წააწყდება მკითხველი. ისინი ალბათ ხაზს განგებ არ უსვამდნენ
იმას, რომ ყველაზე მაქსიმალისტურ სიმბოლისტურ პასაჟებშიც კი „მშობლიური
ქარის ქროლვა“, ქართული ტკივილი იგრძნობოდა. „სიმბოლისტებში მე
უპირველესად მხიბლავდა ტექნიკური სიმდიდრე, ფორმალური სირთულე, ძიება,
ბრძოლა რითმისა და ლექსის მუსიკალობისთვის...“
1916 წელს გამოსცა ალმანახი „საფირონი“, ხოლო 1918 წელს ერთ-ერთი ცნობილი
სიმბოლისტური გაზეთი „ბახტრიონი“, რომელმაც განსაკუთრებული როლი
შეასრულა ქართველ სიმბოლისტთა მსოფლმხედველობრივი თუ „ისტორიული
იმიჯის“ შესაქმნელად. აქედან ხორციელდებოდა ევროპული მოდერნისტული
სკოლების და მათში მიმდინარე ლიტერატურული პროცესების აქტიური პროპაგანდა
ბოდლერის, მალარმეს, რემბოს და სხვათა ნაწარმოებების მაგალითზე.
ბუნებრივია, რომ „ბახტრიონი“ უპირველესად „ცისფერყანწელთა“ შემოქმედებითი
აპოგეის ამსახველი იყო და ფართოდ ასახავდა მათ არა მხოლოდ ლიტერატურულ,
არამედ პუბლიცისტურ საქმიანობასაც. აქ დაიბეჭდა წერილი „ქართული
მესიანიზმი“, რომელიც ქართული კულტურული ფენომენის მნიშვნელოვან არსსა და
ადგილზე მიუთითებს მსოფლიო სულიერი კულტურის ისტორიაში.
გიორგი ლეონიძის იმ ლექსებს, რომლებშიც სამყაროს სიმბოლისტური მსოფლაღქმა
ცნობიერდება, არცთუ კარგად იცნობს ქართველი მკითხველი, მათ შორისაა
„ოფორტი“, „ლურჯი თვალი“, „ზამთრის მელოდია“, „საქართველო“, „უცნობ ქალს
კაბარეში“ - ეს ლექსები არც ისე შორსაა ორთოდოქსალური სიმბოლისტური
ხვეულებისგან, მაგრამ მათში უპირველესად მხატვრული ოსტატობა და პოეტური
კულტურა ცნობიერდება და რაც მთავარია, მოუშორებელი ფიქრი სამშობლოზე.
ოციანი წლების მეორე ნახევრიდან მკითხველის წინაშე „სხვაგვარი“ გიორგი
ლეონიძე წარსდგა: „გავიდა დრო და მეც გული ამიცრუვდა ესთეტობაზე და
განყენებულ არტისტიზმზე... ხალხურ სიტყვას დავუბრუნდი...“ მართლაც, გიორგი
ლეონიძემ პირველმა დატოვა სიმბოლისტური ორდენი და მთლიანად გამოიცვალა
ხმა, რაც მხოლოდ იმას ნიშნავდა, რომ პოეტმა სიმბოლისტური ფორმით წერის მანერა
უარყო, მაგრამ მხატვრული ღირებულება და მნიშვნელობა ლექსისა არასოდეს
უარუყვია.
ამ დროიდან შემოვიდა გიორგი ლონიძის პოეზიაში ხალასი და ამაყი ტონი, თბილი
და ემოციური განწყობილება:
„ვუმღერ სამშობლოს, კიდევ მწყურია
და მის სიყვარულს დავემწყემსები...“
ოცდაათიანი წლებიდან მოყოლებული გიორგი ლეონიძის შემოქმედებითი
მოღვაწეობის სპექტრი საკმაოდ მრავალფეროვანია; ეპოსი, პუბლიცისტიკა,
მეცნიერული კვლევა-ძიება და ბოლოს, მხატვრული პროზა - „ნატვრის ხე“- მისი
ტალანტის უმშვენიერესი გამოვლინება.
გიორგი ლეონიძის პოეზიაში ეპოქა ყოველთვის იგრძნობოდა, 30-იანი წლებიდან კი
მისი შემოქმედება ცხოვრების რიტმზე აყოლილი კაცის განწყობილებას ასახავს. მისი
მხატვრული აზროვნება არა მხოლოდ ინტიმურ-პირადულ სამყაროს სწვდება, არამედ
საზოგადოებრივი ყოფის ავ-კარგსაც განაზოგადებს. გიორგი ლეონიძის ლირიკული
გმირი არის ოპტიმისტი, მეგობრობის ნიჭით დაჯილდოებული, „სავსე ქართული
პატიოსნებით“. მას ახასიათებს კიდევ ერთი განსაკუთრებული თვისება -
ისტორიული წარსულის ფრიად გამძაფრებული განცდა. ამ თემატიკის ლექსებში
პოეტი მოვლენათა უშუალო მოქმედ გმირად გვევლინება. „ქართლის ცხოვრების“
ყოველ ფურცელსა და სტრიქონს საკუთარ სულზე, ემოციაზე გავლით განაცდევინებს
მკითხველს.
„მე ვკითხულობდი „ქართლის ცხოვრებას“,
წუხელის დიდხანს, გათენებამდე,
როგორ გლეწავდნენ, ჩემო ქალაქო,
სისხლით მოვლენებს როგორ ღებავდი!“ („მე ვკითხულობდი „ქართლის ცხოვრებას“).
გიორგი ლეონიძის სატრფიალო-სასიყვარულო მიძღვნებში უნდა გამოვყოთ
„ყივჩაღის პაემანი“. ეს ლექსი წარმოადგენს ფაქტის პოეტური განსახოვნების
კლასიკურ ნიმუშს, პირველივე სიტყვიდან ემგზავრება მკითხველი ლირიკულ გმირს
ქართული მხატვრული ცნობიერების უშორეს გზაზე.
პოეტური ხედვის უმშვენიერეს ნიმუშებს წარმოადგენენ მცირეფორმიანი მხატვრული
ჩანახატები, ბუნების პეიზაჟები:
„მთიდან შავხევში ნისლები
ნეტავი რისთვის ჩადიან?
იქნებ წყლის ამოსატანად,
იქნებ სხვა რამე დარდი აქვთ?“ („ნისლები“)
ასეთივე თემატიკისაა „ტოროლების ოროველიც“.
აქვე უნდა ითქვას, გიორგი ლეონიძის პოეზიის კიდევ ერთ ნიშნეულ თემატიკაზე -
ეს არის მედიტაციური ნაკადი, რომელიც მხატვრული განზოგადებით,
მსოფლმხედველობრივი სიღრმითა და განსჯა-ანალიზის პოეტური ფორმით მისი
პოეტური ბიოგრაფიის ფრიად მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. ამ ლექსთა დიდი
ნაწილი 50-60-იან წლებში დაიწერა. („ოლე“). გიორგი ლეონიძის ამ ლექსებში
სევდიანი და ღრმად დაფიქრებული კაცის კითხვები გაჩნდა. კითხვები, რომლებიც
სიჭარმაგეში შესულ შემოქმედს საკუთარი პოეტური თუ პიროვნული გზის
გადახედვის შემდეგ გაუჩნდა:
„გადაივლიან ღრუბლები,
დაჰყრიან ოქროს ქვიშასა;
წავა ლექსი და წაიღებს
ახალგაზრდობის ნიშანსა...“
საბოლოოდ, გიორგი ლეონიძემაც გაიზიარა თავისი პოეტური თაობის ბედი, მანაც
უწყოდა რას ნიშნავდა სათქმელის სტრიქონთა შორის გაპარების სირთულეც და
დროის მკაცრი განაჩენიც..
სიცოცხლის მიმწუხრის ჟამს კიდევ ერთხელ გაიბრწყინა არნახული ძალით გიორგი
ლეონიძის ტალანტმა - 1961 წელს მწერალმა მოგონებათა წიგნი „ნატვრის ხე“
გამოაქვეყნა, რომელმაც ახალი ლიტერატურული ტენდენციებითა და ხასიათებით
გაამდიდრა ჩვენი პროზა.
„ნატვრის ხე“ ახალი მოვლენაა მე-20 ს -ის ქართულ ლიტერატურაში. იგი
ლიტერატურული ტიპებისა და სახეების მრავალფეროვან გალერეას ქმნის
მკითხველის ცნობიერებაში. მას საფუძვლად ბავშვობის მოგონებები უდებს, ამ
მასალას კი განზოგადების ფართო მასშტაბებს სძენს; ამიტომაა, რომ იგი არ იბოჭედა
მემუარული ჟანრის ჩარჩოებით და ადამიანური ყოფის მცირე ენციკლოპედიადაც
შეიძლება იქნეს მიჩნეული.
გიორგი ლეონიძის წიგნი სიღრმისეულად წარმოაჩენს მისივე პოეზიის ფესვებს. ეს
არის წიგნი ჩვეულებრივში არაჩვეულებრივის დანახვისა და მისი აღმოჩენისა.
მიუხედავად იმისა, რომ წიგნის პერსონაჟები თითქმის არ შორდებიან მშობლიურ
კუთხეს, იქვე იბადებიან, ცხოვრობენ და კვდებიან, ისინი მაინც ავლენენ ადამიანური
სამყაროს ყოფით-სახასიათო მრავალფეროვნებას. აქ ერთად თანაარსებობენ ანგარი
და ქვენა გრძნობებით გაბოროტებული ადამიანები და კეთილი გრძნობებით
განმსჭვალული ადამიანები, წარსული დღეებით რომანტიკოსი ადამიანები და
ხელჩაქნეული ნიჰილისტები, მიწიერი უმანკოებითა და მშვენიერებით
გაბრწყინებული და ყოველდღიურობის წუმპეში ჩაძირული ადამიანებიც. ყოველი
მათგანის ცხოვრება მწერალმა თავიდან ბოლომდე გააზრებულად დახატა, იგი მათ
პიროვნულ სახეებს უდიდესი მხატვრული ძალითა და სიტყვიერი ხელოვნებით
გვისახავს.
„ნატვრის ხეს“ მძლავრად გამოვლენილი მგრძნობიერება მსჭვალავს. აღსანიშნავია
ერთი მკვეთრად გამოხატული ნიშანი - რომანტიკული სევდა გარდასულ
ცხოვრებაზე, ტრაგიკული განცდა ყოვლის წარმავლობისა.
გ. ლეონიძის პერსონაჟები ხშირად პოეტური ბუნების ადამიანებს წარმოადგენენ,
რომლებიც თავიანთი დონკიხოტური ოცნებებით სასაცილოდ გამოიყურებიან
ყოველდღიური პრაქტიკული საზრუნავით გრძნობებშელახულ საზოგადოებაში.
ამიტომ არის, რომ ისინი ხშირად გარიყულნი და განმარტოებულნი არიან. ისინი
ზნეობრივად ამაღლების გზაზე უმეტესწილად მარტონი რჩებიან, მარცხდებიან და
იმედგაცრუებულნი მიდიან ამ ქვეყნიდან.
„ნატვრის ხეში“ შემავალი ნოველები ესაა მხატვრული დახასიათება ერთმანეთისგან
არსებითად განსხვავებული პიროვნებებისა, მათი ცხოვრებისეული მრწამსისა.
ავტორი სტატიკური ფორმით აღწერს მათ ყოფას, განზოგადებული სახით ხატავს მათ
ინდივიდუალურ არსებას და ხშირ შემთხვევაში თავადვე გამოდის თავისი გმირების
საწუთისოფლო მისიის განმსჯელ - შემფასებლის როლში.
წიგნში თითქმის ხელმეორედ იბადება და ახალ სულს იდგამს სიტყვები.
გასაოცარია ავტორის ლექსიკური სიუხვე, მივიწყებული სიტყვების გაცოცხლება...
გავიხსენოთ წიგნითვის წამძღვარებული წინათქმა, რომელიც ხალხში
გავრცელებული ერთ-ერთი ასეთი თქმულება ავტორმა : „დედის ჩაწვეთებულ
ცრემლზე ია ამოდისო, ასე იტყოდნენ ჩემს ყრმობაში.
„ნატვრის ხე“ ავლენს განსაცვიფრებელი ძალმოსილებით ავტორის ტროპულ
ხელოვნებასაც. განსაკუთრებულ ყურადღებას ეპითეტი იქცევს. მაგ. როგორ
ახასიათებს ხვედიას. ხვედია იყო „ბორგი, უსმინარი, აღმართი კაცი“. მწერლის
დახასიათებით ენა რამდენიმენაირი არსებობს : ენამძლე, ენაკვესია, ენაგესლი,
ენაქლარცი, სახრიკო ენა...
აღსანიშნავია, რომ მწერლის მიერ დახასიათებული არც ერთი პერსონაჟი არ ჰგავს
ერთმანეთს, თითოეული მათგანი მკვეთრად გამოვლენილი ლიტერატურული
ინდივიდუალიზმით აღსავსე სახეა.
ერთ - ერთი ნოველის ბოლოს გ. ლეონიძე ამბობს : „პოეტები მხოლოდ ქაღალდზე
რითმებით მოლაპარაკენი როდი არიან. პოეტური თვალით, პოეტური გულითა და
დიდი ოცნებით გასხივოსნებული სხვაც ბევრი დადის დედამიწაზე.“ მსგავსი
მრავალი სახე დახატა მწერალმა. პერსონაჟები, რომლებიც თავიანთი ოცნებებით
უპირისპირდებიან არსებულ სინამდვილეს.
ერთ-ერთი ასეთი მეოცნებეა უღარიბესი ელიოზი, რომელიც ისეთი გაჭირვებული
იყო, „მშიერი ძაღლი პურს არ გამოართმევდა.“ როცა მან უკვდავების არსი შეიტყო,
სასოწარკვეთილმა ხელები გაასავსავა - „არა, არ მინდა !“
ელიოზი გამონაკლისი არ არის; ასეთი მეოცნებენი სხვებიც არიან. გავიხსენოთ
თოთოლა („თაღრია“), რომელიც „თავის წილ სასაყვედუროს“ არ ულევდა უიღბლო
ბედს.
მაგრამ, მძიმე გაჭირვების მიუხედავად, ლეონიძის პერსონაჟები მაინც ინარჩუნებენ
სულიერ სიამაყესა და პიროვნულ თავმოყვარეობას. მაგ. თაღრია, შვიდი გამურული
გოგოს პატრონი, რომელიც „ჯიქური სიამაყით“ ითმენდა სიღარიბეს.
ამ პერსონაჟთა პიროვნულ ტრაგედიას ის განაპირობებს, რომ სხვა ცხოვრებისეული
ხვედრისთვის მოწოდებულნი სულ სხვა ყოფით სინამდვილეში იბადებიან. ისინი
ყოველდღიურობისგან მოწყვეტის გამო ჩვეულებრივზე მეტად მძიმედ ცხოვრობენ.
მიუხედავად ამისა, მწერალი მათი ცხოვრებისეული ხვედრით ინტერესდება და
მათდამი სიყვარულიანი ინტერესით იმაზე არაორაზროვნად მიგვანიშნებს, რომ
ცხოვრებისეული პროგრესის შემოქმედნი და საფუძვლის დამდებნი უწინარესად
სწორედ ისინი არიან.
მოთხრობის ბევრი პერსონაჟი ტრაგიკული ბედის პიროვნებაა. მათ სახეებს ავტორი
უდიდესი თანაგრძნობით ხატავს. ერთ-ერთი მათგანია ფუფალა, ბერიქალა,
რომელით თავისი შექმნილი ილუზიებით ცხოვრობს. კარი-კარ მოწანწალე ფუფალას
ნათლად ჰქონდა გაცნობიერეული თავისი ტრაგიკული ბედი და საკუთარ თავთან
განმარტოებული მწარედ ფიქრობდა, რომ მალე სიარულსაც ვეღარ შეძლებდა და
სადღაც ღობის ძირას ამოხდებოდა სული.
მართალია, მწერალი ყველაფერ ამას იუმორისტული ფორმით მოგვითხრობს,
მაგრამ ამ იუმორს უდიდესი ტკივილიც მსჭვალავს. ამას კიდევ უფრო ამძაფრებს ის
გულგრილობა და დამცინავი ტონი, რომელსაც სოფელი იჩენს ფუფალასადმი.
„ნატვრის ხეში“ განსაკუთრებულ აზრობრივ დატვირთვას იძენს სოფლის შარა. ეს
არა მარტო ამავე სახელწოდების მოთხრობაზე, არამედ მთელ წიგნზე ითქმის. ეს ის
ადგილია, რომელსაც „ნატვრის ხის“ ვერც ერთი პერსონაჟი ვერ აუვლის გვერდს, იგი
ყველა პერსონაჟს აერთიანებს. აქ ამხნევებენ ისინი ერთმანეთს, ტკბილ სიტყვას
გადაუგდებენ ერთმანეთს ან სულაც დასცინიან.
„სოფლის შარა“ მეტად საინტერესო მოთხრობაა, რომლის უმთავრეს მიზანსწრაფვას
ადამიანური ტიპაჟის მრავალფეროვნების წარმოსახვა წარმოადგენს. იგი უწინარესაც
გვაცნობს ყოფილ სემინარიელს, ანარქისტ იორამს, სინამდვილით უკმაყოფილო კაცს,
რომელიც გაცხარებით ეპაექრება მღვდელს და აღგზნებული გამოთქვამს მზადყოფნას
„პირველმა მიიღოს ბრძოლა კაცობრიობის თავისუფლებისათვის“. იგი აღზნებული
ელის რევოლუციას, რომელმაც ერთიანად უნდა გააცამტვეროს ძველი დახავსებული
ყოფა. მისგან რადიკალურად განსხვავდება მისი ძმა ძუნძგლი, როცა ანარქისტი
ასაფეთქებლად ყუმბარებს ამზადებდა, იგი წიგნებში იყო ჩაფლული და „ღუღუნა
ბუხარი“ ყველაფერს ერჩივნა.
იორამისგან ასევე რადიკალურად განსხვავებული ტიპია სოფლის დარბაისელი
თავკაცი ციციკორე, რომლის მიმართაც ავტორი გაორებულ მიდგომას ირჩევს. ერთი
მხრივ, იგი დახატულია სოფელე მზრუნავი უანგარო პიროვნება, მეორე მხრივ კი -
თანასოფლელთა ზნეობრივი „ცენზორი“ და დიქტატორი. მან ეს მოვალეობა
„არამკითხე მოამბი“ თავადვე იტვირთა. იგი ვერ ეგუებოდა ვერანაირ სიახლეს, რაზეც
თავისუფლების მოყვარე ხალხი უჩიოდნენ.
„ნატვრის ხის“ მრავალი პერსონაჟის მხ. სახე სცილდება პიროვნული
ინდივიდუალობის ფარგლებს და სიმბოლურ აზრობრივ მიზანდასახულობას იძენს.
გავიხსენოთ მარიტა, რომლის მეშვეობითაც მწერალმა დაგვანახა, ხშირად
შემთხვევაში რა ბარბაროსულად სპობს და ანადგურებს აღზევებული ძალადობა
სიწმინდეებსა და ამაღლებულ გრძნობებს. ამ დაპირისპირებას ავტორი მძაფრი
კონტრასტულობით წარმოგვიჩენს და შეგვაგრძნობინებს იმ საბედისწერო
გათიშულობას, რომელიც მარიტას იდეალიზებულ ადამიანურ სამყაროსა და
გარემომცველ საზოგადოებას შორის არსებობს. ბრბოდ ქცეულ საზოგადოებას არ აქვს
ამ სიწმინდის შეცნობის უნარი და ბარბაროსულად ანადგურებს მას. მარიტა სოფელმა
დასაჯა იმ წმინდა და ამაღლებული სიყვარულისთვის, რომლის დანახვა და შეცნობა
მდაბალი და ქვენა გრძნობებით გონებადახშულ ბრბოს არ შეეძლო, თუმცა
შურისძიების ამ მხეცური აქტის შემდეგ „ყველა მიხვდა თავის შეცდომასა და
ბოროტებას, ყველამ გაითვალისწინა საკუთარი დანაშაული“, მაგრამ ყველაფერი უკვე
დამთავრებულიყო. გადარჩა მხოლოდ მარიტას სიყვარულისა და ცრემლიანი
ლეგენდა
გარდა ზემოთქმულისა, „მარიტას“ ერთი დიდი აზრობრივი მიზანსწრაფვაც
ასაზრდოებს, ერთი დიდი ფილოსოფიური და მარადიული საფიქრალი, რომელიც
უმძაფრესი ფსიქოლოგიური ძალმომრეობითაა გამოვლენილი ნაწარმოების ბოლოს :
„... მართლაც, საიდან მოდის სილამაზე, ან სად მიდის ? სად იკარგება, თუ დროებით
მიეფარება ? ვინ იცის ?!“

2. ვასილ ბარნოვის შემოქმედების მსოფლმხედველობრივი საწყისები

ვასილ ზაქარიას ძე ბარნოვი (ბარნაველი) (დ. 22 მაისი [ძვ. სტ. 3 ივნისი], 1856,
სოფელი კოდა (ახლანდელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი) ― გ. 4
ნოემბერი, 1934, თბილისი) — ქართველი მწერალი, პედაგოგი და საზოგადო
მოღვაწე, ქართული ისტორიული რომანის ერთ-ერთი ფუძემდებელი.
დაიბადა სასულიერო მოღვაწის, დეკანოზ ზაქარია ბარნაველის ოჯახში. თბილისის
სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ იქვე მასწავლებლობდა (1877-
1878). 1882 წელს დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემიის ისტორი
ისგანყოფილება.
1880-იანი წლების დამლევს არჩეულ იქნა ქართველთა შორის წერა-კითხვის
გამავრცელებელი საზოგადოების წევრად და აქტიურად მონაწილეობდა მის
საქმიანობაში.
ვასილ ბარნოვის შემოქმედების გაგება შეუძლებელია, თუ არ გავითვალისწინებთ
მის თავისებურ ფილოსოფიურ თვალსაზრისს. ეს თვალსაზრისი იდეალისტურია და
მიუხედავად იმისა, რომ ახასიათებს უახლესი ფილოსოფიის გარკვეული ნიშნები,
ძირითადად წარმართული ფილოსოფიის საფუძველზე დგას. სამყაროს საწყისს
მასთან წარმოადგენს ღმერთი, რომელიც ბარნოვს ესმის არა თეოლოგიურად, არამედ
ფილოსოფიურად.ბარნოვის ღმერთი არის პირველმიზეზი ყოვლის არსებობისა,
აბსოლუტური ნათელი და სიკეთე და, ამევე დროს, საბოლოო მიზანი ყოფიერებისა.
ამიტომაც მისთვის არ არსებობს ჭეშმარიტი და მცდარი რელიგია.
კაცობრიობის ისტორია არის დაუსრულებელი ბრძოლა ნათელსა და ბნელს,
კეთილსა და ბორტს შორის. ამ ბრძოლაში, ბარნოვის აზრით, უდიდესი როლი ენიჭება
ადამიანის აქტიურ ძალას, თუმცა ადამიანის აქტიური ქმედება მაინც ექვემდებარება
ბედისწერას - ღვთის წარმართველ ხელის ძალას.
ღმერთს ადამიანი აღიქვამს მშვენიერებისა და სიყვარულის სახით : „მშვენიერება და
სიყვარული ორივ ღმერთია ამქვეყნად.“
მშვენიერება განვითარებადია. თუ პირველ საფეხურზე მატერიალურია (ნივთიერი),
განვითარების შემდეგ საფეხურზე თანდათან იტვირთება სულიერით,
თავისუფლდება მატერიალურისაგან; საბოლოოდ კი მშვენიერების სიმაღლეზე
ასული, კვლავ უერთდება ღმერთს. მშვენიერების ამ გრადაციის ამსახვლია ბარნოვის
მოთხრობა „ძვირფასი თვალი.“
სიყვარულის უკვდავების ჩვენებას მჭიდროდ უკავშირდება სულთა გრადაციის
ძველინდური თეორია, რომელიც გაიზიარეს და განამტკიცეს პლატონმა და
არისტოტელემ. ბარნოვის აზრით, ადამიანის ღვთაებრივი სულის ატრიბუტია
სიყვარული და ადამიანის სიკვდილის შემდეგ სულთან ერთად უკვდავი რჩება.
ამიტომაცაა, რომ სულ დედამიწაზე ხელახალი დაბრუნებისას თან მოაქვს
ადრინდელი სიყვარული. ეს იდეა წარმოჩენილია „ ტკბილ დუდუკში“, „ყვავილებში“
და სხვ.
ჭეშმარიტი სიყვარულის განდიდება ბარნოვის მთელი შემოქმედების საფუძველთა
საფუძველია. იგი ხორციელ და სულიერ მხარეთა ჰარმონიული შერწყმის შედეგად
შობილი გრძნობაა, ღვთაებრივ მადლს ზიაქრებული, მაგრამ მიწიერი ვბნებებითაც
დამუხტული, რომელიც აზრსა და გამართლებას აძლევს ადამიანის ამქვეყნად
არსებობას. ყოველი პიროვნება, ვინც ამ გრძნობას უღალატებას და განუდგება,
უმკაცრესად ისჯება, ვინაიდან სიყვარულისადმი ღალატი ღვთის ნების ღალატია.
ბარნოვმა კიდევ ერთხელ და ნათლაც ამცნო მკითხველს მისი დამოკიდებულება
სიყვარულის ღვთაებრივი გრძნობისადმი. მისი აზრით, „ტრფიალება სხვა ნიჭია,
თავისებური, იშვიათი, განუმეორებელი.“ ნუ გარევთ სიყვარულსა და სხვა
გრძნობებსო.
ბარნოვთან მნიშვნელოვანია კონკურენციის კანონი, რომელიც საზოგადოების
მამოძრავებელია. იგი ითვალისწინებს კონკურენციის ორივე ფორმას : კონკურენცია
მსხვილსა და წვრილ საწარმოთა შორის და კონკურენცია მსხვილ მწარმოებელთა
შორის. მაგ. „განასკვნილი სიმი“. სწორედ ამ საკითხის წამოჭრაში მას ეკუთვნის
პირველი სიტყვა ქართულ ბელეტრისტიკაში.
ბარნოვთან ასევე აშკარაა ხელოსანთა ფენისადმი განსაკუთრებული სიყვარული,
რომელიც გამომდინარეობს მისი ძირეული ეთიკური კრედოდან : შრომისადმი
დამოკიდებულების პრინციპიდან. მისთვის შრომა ადამიანობის ქვაკუთხედია, მისი
სულიერი მოთხროვნა და სიხარული. მაგრამ ასეთად შრომა შეიძლება იქცეს იმ
შემთხვევაში, თუ შრომის ნაყოფი ეკუთვნის მშრომელს, თუ იგი ექსპლუატაციის
ობიექტი არაა. სწორედ ასეთებად მას მშრომელები მიაჩნია.
აი, აქ იჩენს თავს წინააღმდეგობა ბარნოვის იდეალისტურ მსოფლმხედველობასა და
მის რეალისტურ ალღოს შორის; ხატავს რა ხელოსანთა წრის მშვენიერ სახეებს, არსად
უსვამს ხაზს ადამიანისგან ადამიანის ჩაგვრის მომენტს. თუმცა მშვენივრად ხედავს,
რომ მისი ყველა ეს ქმნილება, შეგირდები და დუქნის ბიჭები, ქმნიან „ზედმეტ
ღირებულებას“ ოსტატის სასარგებლოდ ( „ამქრის მშვენება“).
განსაკუთრებით პრინციპულია ის ფაქტი, რომ ვასილ ბარნოვი, რომელიც ამხელს
და ამათრახებს ყოველგვარ სოციალურ ბოროტებას, ვერ პოულობს ამ ბოროტების
მოსპობის ჭეშმარიტ გზას. მაგ. „ფარჩის ახალუხი“.
აღსანიშნავია, რომ ბარნოვი რევოლუციის მიმართ მტრულად არაა განწყობილი,
უბრალოდ მას არ ესმის ამ უკანასკნელის ისტორიული კანონზომიერება. “ფარჩის
ახალულის“ მთავარ პერსონაჟ გიორგის რევოლუციამ ზარალის მეტი არაფერი
მოუტანა. ბარნოვის აზრით, რევოლუცია იყო შემთხვევითი ფაქტი, რომელსაც
დადებითი შედეგი შესაძლოა მოჰყოლოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განგების
მიერ იქნებოდა ნავარაუდევი.
საყურადღებოა ისიც, რომ ბარნოვის ჰუმანისტური იდეალები ხდება საფუძველი
იმისა, რომ ოციანი წლებისათვის იგი უთუოდ მიდის „ხალხთა ტალღების“ ძალის
რწმენამდე. მაგ. ამის შედეგია 1920 წელს დაწერილი მისი ნარკვევი „არსენა“.
რაც შეეხება ბარნოვის პოლიტიკურ ხედვას, იგი ერთიანი საქართველოს არსებობის
მომხრეა, რაც ჩანს „მიმქრალი შარავანდედის“ გმირის კახეთის მეფის ლევანის
სურვილში.
აღსანიშნავია ისიც, რომ „ტრფობა წამებულში“ ბარნოვი ავლენს კრიტიკულ-
პოლემიკურ დამოკიდებულებას ქრისტიანული რელიგიისადმი; იგი ეწინააღმდეგება
განდეგილობას და მიიჩნევს, რომ ხორციელსა და სულიერ არსებაზე ადამიანმა უნდა
იზრუნოს, განავითაროს; ვინაიდან ღმერთმა იგი ასე შექმნა. მისთვის ხორციელი
სურვილების წინააღმდეგ ხელაღებით ბრძოლა ღვთის ნების საწინააღმდეგო საქმეა.

You might also like