Professional Documents
Culture Documents
Magnum opus კვაჭი კვაჭანტირაძე, ჯაყოს ხიზნები, არსენა მარაბდელი და ქალის ტვირთი
გავლენა მოახდინეს
მისი პირველი მოთხრობა 1903 წელს გამოჩნდა, თუმცა შემდეგი ნაწარმოები მხოლოდ 1920-
იან წლებში გამოაქვეყნა. წინააღმდეგობა საბჭოთა იდეოლოგიის ზეწოლასთან მწერალს
სიცოცხლის ფასად დაუჯდა: ის სტალინის პერიოდის დიდი წმენდის მსხვერპლი გახდა,
ხოლო მისი ნაწარმოებები აკრძალული იყო თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში.
თანამედროვე ბრიტანელი რუსულისა და ქართულის ლიტერატურათმცოდნე დონალდ
რეიფილდი ჯავახიშვილის თხრობის სტილს, იუმორს, ფარულ ირონიასა და მორალურ
შემართებას სტენდალის, მოპასანისა და ზოლას თვისებებს ადარებს. მისი თქმით
„თანამედროვე ქართულ პროზაში მხოლოდ კონსტანტინე გამსახურდიას შეეძლო მსგავსი
საერთაშორისო აღიარების დონის მიღწევა“.[1]
ბიოგრაფია
ადრეული წლები
მიხეილ ჯავახიშვილი დაიბადა სოფელ წერაქვში, როგორც მიხეილ ადამაშვილი 1880 წლის 8
ნოემბერს. პირველი ნაწარმოებებზეც ამ სახელით აქვს ხელი მოწერილი, თუმცა ეს არ ნიშნავს,
რომ ჯავახიშვილი მისი ფსევდონიმია. მის გვართან დაკავშირებული გაუგებრობა შემდგომ
თავად ჯავახიშვილმა განმარტა: „ჩემი ნამდვილი წინაპრები ჯავახიშვილები არიან. ჩემს
წინაპარს, ვინმე ჯავახიშვილს, ქართლში კაცი შემოკვდომია, იქიდან გამოქცეულა, ქიზიყში
გადასულა და იქაური გვარი, ტოკლიკაშვილი აუღია. შემდეგ, ბორჩალოში რომ გადმოვედით,
იქ ადამაშვილის გვარით ვცხოვრობდით. პაპაჩემი ხომ ადამა იყო და გვარად ადამაშვილი
ავიღეთ. მე აღვადგინე და დავიბრუნე ჩვენი გვარი“.
1901 წელს საქართველოში დაბრუნდა. პირველი მოთხრობა „ჩანჩურა“ 1903 გაზეთ „ცნობის
ფურცელში“ გამოაქვეყნა. ეწეოდა აქტიურ ჟურნალისტურ მოღვაწეობას, რედაქტორობდა
გაზეთ „ივერიას“ (1904) და „გლეხს“ (1906). მწვავედ აკრიტიკებდა მეფის ხელისუფლებას
რეპრესიების გამო (სტატიათა ციკლი „გლეხის წერილები“). ჯავახიშვილის ადრინდელი, 1903
—1908 წლებში გამოქვეყნებული მოთხრობები („ჩანჩურა“, „მეჩექმე გაბო“, „კურკას
ქორწილი“) გულწრფელ თანაგრძნობას უღვივებდა მკითხველს უბრალო ადამიანებისადმი.
თემატური სიახლით, მამხილებელი და ჰუმანისტური პათოსით, რეალისტური კოლორიტით
აღბეჭდილი ეს მოთხრობები ახალი სიტყვა იყო ქართულ მწერლობაში. ჯავახიშვილი
რეალისტური თვალით ხედავდა სოციალურ მანკიერებებს, ყოფით სცენებშიც
საზოგადოებრივი ცხოვრების მოურჩენელ წყლულებს წარმოსახავდა. რევოლუციური
მოძრაობის განვითარება გამოიხატა მოთხრობაში „ჯილდო“. ქართული ლიტერატურული
კრიტიკა (გ. რცხილაძე, კ. აბაშიძე და სხვა) დიდი მოწონებით შეხვდა ჯავახიშვილის პირველ
მოთრხობებს. 1907 წელს მწერალი გაერიდა ხელისუფალთა დევნას, ერთხანს პარიზის
უნივერსიტეტში სწავლობდა, იმოგზაურა ევროპაში. 1909 წელს სხვისი პასპორტით
დაბრუნდა საქართველოში, ხოლო 1910 წელს დააპატიმრეს და გადაასახლეს. 1913-მდე დონის
როსტოვში ცხოვრობდა, 1913 კვლავ სამშობლოში დაბრუნდა. 1919 წელს საქართველოს
დამფუძნებელი კრების არჩევნებში კენჭს იყრიდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სიით,
იყო სიის 46-ე ნომერი, თუმცა ვერ გახდა დამფუძნებელი კრების წევრი.[2]
შემოქმედების II პერიოდი
ბოლო წლები
1937 წლის 22 ივლისს მწერალთა კავშირის შენობაში პაოლო იაშვილმა თავი მოიკლა.
კავშირის სხდომამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც პოეტის საქციელი ანტისაბჭოთა
პროვოკაციად შერაცხეს. ჯავახიშვილი ერთადერთი ადამიანი იყო, რომელმაც პოეტის
გამბედაობას მხარი დაუჭირა. ოთხ დღეში, 26 ივლისს, კავშირის პრეზიდიუმმა კენჭის ყრით
მიიღო გადაწყვეტილება: „მიხეილ ჯავახიშვილი, ჯაშუში და დივერსანტი, განდევნილ იქნას
მწერალთა კავშირიდან და ფიზიკურად განადგურდეს“. მისი მეგობრები და კოლეგები, მათ
შორის ციხეში მყოფნიც, აიძულეს ეღიარებინათ ჯავახიშვილი, როგორც
კონტრრევოლუციონერი ტერორისტი. მხოლოდ კრიტიკოსმა გერონტი ქიქოძემ დატოვა
კავშირის სხდომა პროტესტის ნიშნად.
მწერალი 1937 წლის 14 აგვისტოს დააპატიმრეს და, ბერიას თანდასწრებით, წამების ქვეშ,
ხელი მოაწერინეს „აღიარებაზე“. სასჯელი აღსასრულში მოიყვანეს დახვრეტით იმავე წლის
30 სექტემბერს. მწერლის არქივი განადგურდა, ხოლო მის ქონებას კონფისკაცია გაუკეთდა.
მოგვიანებით მისი ძმაც დახვრიტეს, მეუღლე კი გადაასახლეს.
აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 1917 წლიდან ჯავახიშვილი აქტიურად იყო ჩაბმული
ეროვნულ მოძრაობაში. აღნიშნული წლიდან იგი იყო საქართველოს ეროვნულ-
დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი და შედიოდა ამ პარტიის მთავარ
კომიტეტში. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918—1921) ბოლშევიკური
რუსეთის მიერ ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის (1921 წლის თებერვალი-მარტი) შემდეგ
იყო საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწე: 1922
—1924 წლებში იგი შედიოდა საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტში და აქტიურად
მონაწილეობდა 1924 წლის აგვისტოს აჯანყების მომზადებაში.
მასზე წერდნენ
ვიკიციტატა
„მიხეილ ჯავახიშვილი არავის წინაშე ქედს არ ხრიდა. მეტიც, ზოგჯერ გამომწვევ რეპლიკასაც
კი წამოიძახებდა ხოლმე. მას სასტიკად აკრიტიკებდნენ, ზოგი უფრო „დიპლომატიურად“
გამოდიოდა, ვიდრე მ. ჯავახიშვილი, კოწია გამსახურდია, ნიკო ლორთქიფანიძე. ქედუხრელი
მიხეილ ჯავახიშვილი გარეგნობით არ სტოვებდა გოლიათის შთაბეჭდილებას, მაგრამ იყო
უდიდესად აღიარებული ქართველი პროზაიკოსი. დადიოდა ბეჭებში ოდნავ მოხრილი და
ხელში ჯოხით, ყურადღებას იპყრობდა ინტელიგენტური, დახვეწილი მანერებითა და
დინჯი, მკაფიო მეტყველებით, ლაპარაკობდა დარბაისლურად, ბოხი ხმით, მის ქართულ
მეტყველებაში კახური აქცენტი იგრძნობოდა. მისივე რუსული ზოგ რუს კარგ მწერალსაც კი
მიაჩნდა მისაბაძად. ჭამა ფაქიზი იცოდა და მთვრალი არ გვინახავს.“
ვიკიციტატა
ვიკიციტატა
ვიკიციტატა
„სხვა და სხვა ეპოქას სხვა და სხვა ესთეტიკური გემოვნება შეაქვს ხელოვნებაში და აქედან
ჩნდება მიმართულება, მოდა, რომანტიზმი, რეალიზმი, სიმბოლიზმი, ფუტურიზმი და სხვა.
ყოველივე ეს წარმავალია და ჰქრება. უკვდავია მხოლოდ ჭეშმარიტი ხელოვნება, რომელიც
სამუდამოდ რჩება, ვითარცა ქვიშა წარმავალი წყლისა. ჭეშმარიტი ხელოვნება არის მხოლოდ
იქ, სადაც შეერთებულია ფანტაზია, თავისებური სტილი, მანერა წერისა, სიმკვეთრე
გამოსახვისა, სიცხოველე ამა თუ იმ პრობლემის გაშუქებაში და სხვა. ყოველივე ეს ერთად
აღებული წარმოადგენს იმას, რასაც ჩვენ მხატვრულ ნიჭს ვუწოდებთ. მ. ჯავახიშვილ-
ადამაშვილის პირველი ტომი დადაღულია შემოქმედის უტყუარი ნიჭით. ბელეტრისტი
გამოვიდა სამწერლო ასპარეზზე ოცი წლის წინათ. დაწვა ერთ ღამეს უბრალო ადამიანად და
ადგა მეორე დღეს უკვე სახელმოხვეჭილ მწერლად: მისი შემოქმედების პირველმა
ყვავილებმა საერთო ყურადღება დაიმსახურეს. მაგრამ მ. ადამაშვილი მეტეორივით
მოევლინა ჩვენი ხელოვნების ცას; ელვით გაისრიალა და მიიმალა. მთელი თხუთმეტი წლის
განმავლობაში ბელეტრისტი სდუმდა და დღეს ისევ ამეტყველდა, ისევ გააშუქა ჩვენი
ხელოვნების ცა „კვაჭი კვაჭანტირაძით“ და სხვ. კვაჭი კვაჭანტირაძე ჰღირს იმად, რომ
ბელეტრისტის ხანგრძლივი დუმილი გაამართლოს და გამოისყიდოს. ეს ტიპი საკმაო
მომწიფებული იყო ჩვენს ცხოვრებაში და ეძებდა თავის მხატვარს, სანამდის არ ნახა მ.
ადამაშვილში. პირველი ტომის მოთხრობები ყველა წარსულს ეკუთვნის, გარდა „ტყის
კაცისა“, და როდესაც შეადარებთ ერთმანეთს, უსათუოდ ნახავთ დიდ განსხვავებას: სტილი
დაიხვეწა, მანერა წერისა უფრო გამოიკვეთა, ასახვა უფრო გაცხოველდა და გასპეტაკდა,
შეიჭრა შიგ ბუნება და სხვა; სიუჟეტებში კი არის განუწყვეტელი ჯაჭვი, მსგავსება: ღრმად
ჩახედვა საბრალო და უბედური ადამიანის გულში.“
ვიკიციტატა
ბიბლიოგრაფია
რომანები
მოთხრობები
ჩანჩურა (1903)
ეკა (1905)
დამდნარი ჯაჭვი
ხალხის სამართალი
რკინის საცერი
ტეტიები
უპატრონო
ხავერდის კაბა
ჯილდო (1905)
მუსუსი (1925)
კურდღელი (1927)
დამპატიჟე (1928)
ხუთი ამბავი
პატარა დედაკაცი
ფინჯანი (1929)
ქურდი
მდევარი
ორი კბილი
მესამე
მთავრობა (1906)
წერილი ქალიშვილისადმი