Professional Documents
Culture Documents
ბიოგრაფია
ადრეული წლები
ოთარ ივანეს ძე ჭილაძე დაიბადა 1933 წლის 20 მარტს ქ. სიღნაღში,
დედის მშობლების სახლში. მამის მხრიდან ოდიშის დიდი ფეოდალების
შთამომავალია, მისი გვარი მოხსენებული ჰყავს თითქმის ყველა
მისიონერსა და მოგზაურს, რომლებსაც მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე
საუკუნეებში მოუწიათ საქართველოში ჩამოსვლა. მამამისი – ივანე
ჭილაძე – პედაგოგი იყო ეკონომიკური და იურიდიული განათლებით.
დედა – თამარ მათეშვილი – საკმაოდ შეძლებული, მაგრამ ოციან წლებში
ერთბაშად გაკოტრებული კომერსანტის ოჯახიდან იყო. მან, უმცროსი
დებისგან განსხვავებით, მაინც მოასწრო კეთილშობილ ქალთა გიმნაზიის
დამთავრება თბილისში. სულ სამი შვილი ეყოლათ, თამაზი, ოთარი და
თინათინი. თინათინი ქართული ენციკლოპედიის თანამშრომელი იყო,
ძმა – თამაზ ჭილაძე მწერალი.
პირველი ნაშრომები
ოთარ ჭილაძემ სწავლა ბათუმში დაიწყო, შოთა რუსთაველის სახელობის
სკოლაში, მაგრამ ომის გამო, ორი წელი სიღნაღში მოუწია სწავლის
გაგრძელება. დამთავრებით კი თბილისის ვაჟთა მეშვიდე სკოლა
დაამთავრა 1951 წელს. იმავე წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე ჟურნალისტიკის
განხრით, რომელიც 1956 წელს დაამთავრა.
შემოქმედება
პირველი ლექსი გამოაქვეყნა ალმანახში „პირველი სხივი“ (1952),
ლექსების პირველი კრებული „მატარებლები და მგზავრები“ გამოვიდა
1959 წელს. გამოცემული აქვს ლექსებისა და პოემების კრებულები:
„თიხის ფირფიტები“ (1963), „რკინის საწოლი“ (1965), „სინათლის
წელიწადი“ (1967), „ბავშვი უკრავდა სტუმრების თხოვნით“ (1968), „ცხრა
პოემა“ (1969), „გულის მეორე მხარე“ (1974), „გახსოვდეს სიცოცხლე“
(1984; 1992), „ლექსები, პოემები“ (1991).
რომანები
ექვსივე რომანში დროსივრცული მოდელი გადასვლის, ცვლილების
მომენტს ასახავს. ძველი ვანის დაღუპვით მარადისობაში პირველად
იჭრება დრო, ისტორია კი – მითში. მთავრდება ვანის „ბავშვობის ხანა“,
მისი განვითარების ერთი ციკლი და იწყება მეორე („გზაზე ერთი კაცი
მიდიოდა“). ფეოდალური საქართველოს უკანასკნელ დღეებსა და
რუსეთის იმპერიული ძალაუფლების ისტორიულ-პოლიტიკური ეპოქის
დადგომას ასახავს „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“. „სოვეტური“
მმართველობის ადრეული პერიოდის, დამოუკიდებელი საქართველოს
უკანასკნელი დღეების დაძაბული რიტმი იგრძნობა „რკინის თეატრში“.
ახალი, ომისშემდგომი თაობის ცნობიერების გამოფხიზლებაა ნაჩვენები
„მარტის მამალში“. ეს ის თაობაა, რომელმაც 1956 წლის მარტის
გამოსვლებით ბიძგი მისცა „ერად ყოფნის ძალისხმევის“ (მერაბ
მამარდაშვილი) კიდევ ერთ ამოფრქვევას. „აველუმი“ ცხრა აპრილის
მოვლენების ამსხაველი ტილოა – ეროვნული ცნობიერების კიდევ ერთი
გამოღვიძების, კიდევ ერთი მოუთმენლობისა და კიდევ ერთი კრიზისის
სურათი.
პოემები
ოთარ ჭილაძე ცხრა განსხვავებული პოემის ავტორია. მეოცე საუკუნის
სამოციანი წლების დამდეგს ოთარ ჭილაძემ ახალგაზრდა მწერალთა და
ხელოვანთა მოზრდილ ჯგუფთან ერთად იტალიის ქალაქებში
იმოგზაურა და ხსენებული პოემა მაშინდელ შთაბეჭდილებებზე
დაიწერა.
გამოხმაურება უცხოეთში
უცხოეთის ქვეყნებში არც ერთ ქართველ მწერალს არ ჰქონია იმდენი და
ისეთი გამოხმაურება, რამდენიც ოთარ ჭილაძის რომანებს ჰქონდა.
საფრანგეთი, ინგლისი, გერმანია, დანია, ჩეხეთი, სლოვაკეთი, რუსეთი,
უკრაინა, სომხეთი - ნაწილია იმ ქვეყნებისა, სადაც ოთარ ჭილაძის
შემოქმედებამ დიდი რეზონანსი მოიპოვა.
ნობელის პრემია
1999 წელს ოთარ ჭილაძე ბრიტანელი ქართველოლოგის დონალდ
რეიფილდის წყალობით წარადგინეს ნობელის პრემიაზე, თუმცა ჟიურიმ
გამარჯვებულად გერმანელი მწერალი – გიუნტერ გრასი გამოავლინა.
პუბლიცისტიკა
დაუმთავრებელი რომანი
განსაკუთრებით საინტერესო 2009 წლის ბოლო, უკანასკნელი ჩანაწერები,
სადაც მოგვითხრობს დაუმთავრებელი მორიგი რომანის „აკმე“–ს შესახებ.
ამ დროს ოთარი საავადმყოფოშია და ისევ და ისევ შემოქმედებით
მუშაობაზე ფიქრობს: „წავალ დავწვები საავადმყოფოში და „აკმეზე“
ვიფიქრებ–მეთქი. ყვავს კაკალს გავაგდებინებ–მეთქი, აქ კი ათას
სისულელეს ვფიქრობ, რაც კიდევ უფრო მაშორებს ჩემს რომანს.“
მომდევნო გვერდზე მწერალი ნაღვლიანად წერს: „2009 წლის 7 მაისს,
სისხლიანი გიორგობის მეორე დღეს, კიდევ ერთხელ, მაგრამ ამჯერადაც
საბოლოოდ, ვიწყებ წერას (გულისხმობს „აკმეზე“ მუშაობას) და უფალს
ვთხოვ შემწეობას, ძალას და შთაგონებას.“[5]
პიესები
ძალიან გაჭირდა ოთარ ჭილაძის პიესების „წათეს წითელი წაღები“ (1969)
და „ლაბირინთი“ (დაიბეჭდა 1990 წელს) გამოქვეყნება და დადგმაც
(რადგან კომუნისტური რეჟიმის ცენზურა ედავებოდა და კრძალავდა).
„წათე“ მხოლოდ 1986 წელს გამოქვეყნდა ნოდარ გურაბანიძის
გაბედულების შედეგად. „წათეს“ დადგმა სწადდათ რეჟისორებს რობერტ
სტურუასა და გ. მარგველაშვილს, მაგრამ აქაც ცენზურა ჩაერია საქმეში.
მხოლოდ დ. კობახიძემ მოახერხა მისი დადგმა თეატრალური
ინსტიტუტის სცენაზე. ზ. კანდელაკმა კი შექმნა რადიოსპექტაკლი.[6]
მხოლოდ გიგა ლორთქიფანიძემ შეძლო „წათეს“ დადგმა შოთა
რუსთაველის სახელობის თეატრში 2007 წელს.
კინო
ოთარ ჭილაძემ თავი გამოსცადა კინოდრამატურგიაშიც. ამის ნათელი
მაგალითია კინორეჟისორ თამაზ მელიავას ფილმი „ლონდრე“, რომლის
სცენარი ოთარმა ქართული ხალხური ზღაპრების მოტივების მიხედვით
შექმნა.
ბიბლიოგრაფია
რომანები
„გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“ (1973)
„ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ (1976)
„რკინის თეატრი“ (1981)
„მარტის მამალი“ (1987)
„აველუმი“ (1995)
„გოდორი“ (2003)
პუბლიცისტიკა და დოკუმენტური პროზა
ბედნიერი ტანჯული (2003)
წინ მარადისობაა! (2009)
ღრუბელი (2009)
ცა მიწიდან იწყება (2010)
დრამატურგია
წათეს წითელი წაღები (1969)
ლაბირინთი (1990)
პოემები
„დევებით სავსე ქუდი“
„თიხის სამი ფირფიტა“
„იტალიური რვეული“
„რკინის საწოლი“
„თაკო და ზაზა“
„ცირკი“
„ადამიანი გაზეთის სვეტში“
„სინათლის წელიწადი“
„სიყვარულის პოემა“
პოეტური კრებულები
„მატარებლები და მგზავრები“ (1959)
„თიხის ფირფიტები“ (1963)
„რკინის საწოლი“ (1965)
„სინათლის წელიწადი“ (პოემა, 1967)
„ბავშვი უკრავდა სტუმრების თხოვნით“ (1968)
„ცხრა პოემა“ (1969)
„გულის მეორე მხარე“ (1974)
„გახსოვდეს სიცოცხლე“ (1984)
„ლექსები“ (1987)
„მზე დეკემბერში” (1999)
„კიბე“ (2002)
„100 ლექსი“ (2009)
თარგმანები
ჟან რასინი – „ფედრა“
ჰენრი უოდსუორთ ლონგფელო – „ჰაიავათას სიმღერა“
ჟან ანუი – „ანტიგონე“ (თამაზ ჭილაძესთან ერთად)
ალექსანდრე პუშკინი – „რუსლანი და ლუდმილა“, „პოლტავა“,
„ბაღჩისარაის შადრევანი“
ედურდ ბაგრიცკის, ლესია უკრაინკას, მიკოლა ბაჟანის, ავეტიქ
ისააკიანის, ჰერმან ჰესეს ლექსები
კინოსცენარი
„ლონდრე“ 1966
ოთარ ჭილაძის ნაწარმოებები სისტემატურად იბეჭდება მსოფლიოს
მრავალ ენაზე. მისი შემოქმედებისადმი მსოფლიო საზოგადოებრიობის
ინტერესის დასტურია ის, რომ 1999 წელს მწერალი დასახელებული იყო
ნობელის პრემიის ნომინანტთა სიაში. 1992 მიენიჭა საქართველოს
სახელმწიფო პრემია. მიღებული აქვს ილია ჭავჭავაძის (1997) და
ალექსანდრე ყაზბეგის (1999) პრემიები. 1983 წელს მიენიჭა შოთა
რუსთაველის სახელობის პრემია (1983).
ჯილდოები
მწერალს მიღებული აქვს საქართველოს სახელმწიფო (1993), ილია
ჭავჭავაძის სახელობისა (1997) და შოთა რუსთაველის სახელობის (1983)
პრემიები. იყო თბილისის საპატიო მოქალაქე და ნობელის პრემიის
ნომინანტი.