Professional Documents
Culture Documents
ბიოგრაფია
1954 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ფილოლოგიის ფაკულტეტი, ჟურნალისტიკის განყოფილება.
1959–1965 წლებში მუშაობდა გამომცემლობა „ლიტერატურა და
ხელოვნებაში“. 1979-1982 წლებში იყო ჟურნალ „ცისკრის“
რედაქტორი, 1983-1987 წლებში — გამომცემლობა „ნაკადულის“
დორექტორი. 1987 წლიდან მუშაობდა წიგნის პალატის
დირექტორად. პირველი ლექსები 1950 წელს გამოაქვეყნა.
პირველი პოეტური კრებული „ალუბლები წვიმაში“ — 1957
წელს. ამას მოჰყვა მისი შემოქმედებისათვის მნიშვნელოვანი
კრებულები: „ხმა“ (1966), „რწმენა“ (1970), „შენითა“ (1983), „შენ
სიყვარულო, შენ“ (1991), „სანთელ-საკმევლისა“ (1998) და
მრავალი სხვა კრებული თუ ერთტომეული. იგი ლაურეატია
ნ.ოსტროვსკის, გ. ტაბიძის, ა. წერეთლის, ზვიო ზდოსლავის, ო.
თუმანიანის სახელობისა და სახელმწიფო პრემიებისა.
მიღებული აქვს ალბერტ შვაიცერის მშვიდობის მედალი (1983).