Professional Documents
Culture Documents
ბიოგრაფია
ლევან გოთუა დაიბადა 1905 წლის 10 მარტს თბილისში, ცნობილი
მწერლის, პუბლიცისტის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის პართენ
გოთუას ოჯახში. პართენ გოთუა წარმოშობით გურიიდან, სოფელ
ძიმითიდან იყო. გაზეთ „ვოზროჟდენიეს“ მთავარ რედაქტორად
მუშაობდა. დედა — ქუთაისელი, სოფიო გრიგოლის ასული კემულარია,
თავისი დროისათვის ფრიად განათლებული ქალი იყო. ლევანს წერა-
კითხვა შეასწავლა დედამ. მამის მეოხებით ადრე შეეჩვია მოგზაურობას,
ეზიარა ქვეყნის სიყვარულის გრძნობას და ჩაესახა შემოქმედებითი
მისწრაფებანი. ლევან გოთუამ თბილისის მე-8 ტექნიკუმი დაამთავრა და,
მამის რჩევით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალ-
ეკონომიკურ ფაკულტეტზე ჩააბარა, რომელიც 1926 წელს დაამთავრა.
ლიტერატურა
ვართაგავა ი., თანამედროვე ქართველი მწერლები, თბ., 1971;
ცისკარიძე ვ., ლ. გოთუას „გმირთა ვარამი“, «თსუ შრომები», 1965, ტ. 105;
ცისკარიძე ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ.
204.
ჩხეიძე რ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 79.
გოთუა თ., გოთუა ა., თავგადასავალი ლევან გოთუასი, თბ., 1955;
ნორაკიძე ვ., ლევან გოთუა. ფსიქოლოგიური პორტრეტი, თბ., 1976;
გოთუა, ლევან, ბიობიბლიოგრაფია, შედგ. კ. რამიშვილისა და რ.
მეგრელიძის მიერ. ბიოგრ. ნარკვევი ს. ხუციშვილისა, თბ., 1976. რ. ჩხეიძე