You are on page 1of 144

მიხეილ ნატროშვილი

ჩემი თავგადასავალი
აკრძალული
მეხსიერება
მიხეილ ნატროშვილი

ჩემ ი
თავგადასავალი

თბილისი 2017
მიხეილ ნატროშვილი, ჩემი თავგადასავალი.
საგამომცემლო სერია: აკრძალული მეხსიერება

რედაქტორი და პროექტის ხელმძღვანელი: დავით ჯიშკარიანი

კორექტურა: რუსიკო კობახიძე

დიზაინი და დაკაბადონება: მაგდა ცოცხალაშვილი

გამოცემაზე მუშაობდნენ: ირაკლი ხვადაგიანი, ანა მარგველაშვილი,


სალომე ჩუხუა, თამარ თოლორდავა, ლაურა მაფიცოლი.

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია მადლობას უხდის


მიხეილ ნატროშვილის ოჯახის წევრებს ფოტო-დოკუმენტური მასალის
გამოსაცემად გადმოცემისათვის.

პუბლიკაცია გამოიცა dvv international-ის ფინანსური მხარდაჭერით.


Publication was published with the financial support of the dvv international.

პუბლიკაციის შინაარსზე პასუხისმგებელია საბჭოთა წარსულის კვლევის


ლაბორატორია და ის შესაძლოა არ გამოხატავდეს DVV International-ის
პოზიციას.

The contents of this publication are the sole responsibility of Soviet Past Research
Laboratory and do not necessarily reflect the views of dvv international.

© საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, 2017


© გიორგი ნატროშვილი, 2017
ISBN - 978-9941-0-8461-4
მიხეილ ნატროშვილი
1915-2000
წ ი ნათქმა
ჩვენში მემუარების წერის დიდი კულტურა არ არის. მოგონებე-
ბის წერისაკენ ყველაზე ხშირად პოლიტიკოსებს გაურბით ხოლმე
ხელი; ისინი უმეტესწილად ცდილობენ, თავი იმართლონ შთამომა-
ვლების წინაშე, საკუთარი პერსონა წარმოაჩინონ კარგ მენეჯერად
და წარმატებულ მმართველად − ადამიანად, რომელიც მუდამ მუ-
ხლჩაუხრელად იღვწოდა ქვეყნის კეთილდღეობისათვის. ზოგჯერ
მემუარების წერა სახელმწიფო იდეოლოგიით იყო ხოლმე წახალი-
სებული, მაგალითად, ყოფილი „იმელის“ (მარქსიზმ-ლენინიზმის ინ-
სტიტუტის) არქივში არსებობს ცალკე მემუარების ფონდიც, სადაც
დაცულია რევოლუციონერების მოგონებები, რომლებიც 30-იანი
წლებიდან მოყოლებული, საბჭოთა სახელმწიფოს დაკვეთით იქ-
მნებოდა და აქ ინახებოდა. მემუარებს, როგორც წესი, წერდნენ მა-
ღალი სოციალური სტატუსის მქონე ადამიანები: უნივერსიტეტის
პროფესორები, პოეტები, მწერლები, მსახიობები, მაგრამ ძალიან
ძნელია გლეხის მემუარების პოვნა. თუმცა საოჯახო არქივში მაინც
შემონახულია ერთი გლეხკაცის, მიხეილ ნატროშვილის, მოგონე-
ბები, ადამიანისა, რომელმაც ელემენტარული განათლება „წერკუ-
მსზე“ (წერა-კითხვის უცოდინრობის სალიკვიდაციო კურსებზე) მი-
იღო და ომიანობის გამო საბუღალტრო კურსებზე სწავლაც ვერ
გააგრძელა.
მიხეილის დაბადება დაემთხვა რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ
მეორის მმართველობის უკანასკნელ წლებს, რომელიც, გამარჯვე-
ბის იმედით, თამამად ჩაება პირველ მსოფლიო ომში (1914-1918). მი-
ხეილ ნატროშვილის მშობლიური სოფელი, ზემო მაჩხაანი მაშინ
რუსეთის იმპერიის ტფილისის გუბერნიის სიღნაღის მაზრის ერთი
ჩვეულებრივი სოფელი იყო. მაშინ სამხედრო სამსახურს გლეხები
„რუსის ჯარს“ ეძახდნენ. მიხეილ ნატროშვილის ბიძაც ამ ჯარში
მსახურობდა აღმოსავლეთის ფრონტზე, 1941 წელს კი საბჭოთა კა-
ვშირის მოქალაქე, 26 წლის მიხეილ ნატროშვილი გაიწვიეს მეორე
მსოფლიო ომში, მუშათა და გლეხთა წითელი არმიის რიგებში.
- 6 -

ორ „დიდ ომს“ შორის პერიოდში მომხდარმა ცვლილებებმა ნა-


ტროშვილების ოჯახისა და მთლიანად საზოგადოების სტრუქტუ-
რა სრულებით შეცვალა. სახელმწიფოები სოკოებივით იქმნებოდ-
ნენ იმპერიების ნანგრევებზე და მალევე ქრებოდნენ, მიხეილსაც
რამდენიმე სახელმწიფოებრივ-პოლიტიკურ ერთეულში მოუწია
ცხოვრება: დაიბადა რუსეთის იმპერიაში, 1917 წლის თებერვლის
რევოლუციის შემდეგ, 1918-დან 1921 წლამდე დამოუკიდებელ საქა-
რთველოში იზრდებოდა, 1921 წელს ბოლშევიკების მიერ საქართვე-
ლოს ოკუპაციის შემდეგ კი საბჭოთა საქართველოში. მისი ოჯახის
მდგომარეობაც ძირეულად შეიცვალა: მენშევიკი მამა იძულებუ-
ლი გახდა, თბილისში საქონლის სასაკლაოზე სამსახურისთვის თავი
დაენებებინა და სოფელს დაბრუნებოდა. 1922 წელს ჩამოყალიბ-
და ამიერკავკასიის საბჭოთა სოციალისტური ფედერაციული რეს-
პუბლიკა, რომელიც სამი სუბიექტის: საქართველოს სსრ-ს, სომხე-
თის სსრ-სა და აზერბაიჯანის სსრ-საგან შედგებოდა და ამ სახით
შედიოდა საბჭოთა რესპუბლიკების კავშირში. 1936 წელს ეს ფე-
დერაციაც დაიშალა სამ „მოძმე“ რესპუბლიკად.
თავიდან ამ ცვლილებების ექო ქიზიყამდე ნელ-ნელა აღწევდა,
მოგვიანებით კი ტემპი დაჩქარდა და გარდაქმნები გლეხების ყო-
ველდღიურ ცხოვრებასაც შეეხო. საუკუნეების განმავლობაში ჩა-
მოყალიბებული და ჩვეული მეურნეობისა და ცხოვრების სტილი
საბჭოთა რეჟიმის დამყარების შემდეგ რადიკალური ცვლილებე-
ბის მსხვერპლი გახდა. ქიზიყელ და საქართველოს სხვა კუთხეების
გლეხობას შედარებით გაუმართლა - საბჭოთა რეჟიმი ლენინის ნე-
პთან („ახალ ეკონომიკურ პოლიტიკასთან“) ერთად მოვიდა: ხელი-
სუფლებამ სოფლად გლეხების კერძო საკუთრებას მაშინ ვერ წაა-
ტანა ხელი. გლეხებმა 1918-1921 წლებიდან დასაკუთრებულ მიწებზე
მცირე მეურნეობების გამართვა-განვითარება გააგრძელეს. მიხეილ
ნატროშვილის ბავშვობა, რომელიც, წესით, თითქოს უდარდელი
უნდა ყოფილიყო, სინამდვილეში მას არ ჰქონია. იგი სიყრმიდანვე
ჩაება მძიმე შრომაში. წლების განმავლობაში მოჯამაგირედ იდგა
სხვადასხვა სოფლებში და თავისი წვლილი შეჰქონდა დიდი ოჯახის
შენახვაში. მაგრამ 1920-იანი წლების ბოლოს სოფლების ცხოვრება
- 7 -

ხელის ერთი მოსმით დამძიმდა, მას შემდეგ, რაც საბჭოთა ხელი-


სუფლებამ გადაწყვიტა, რომ ჩაეტარებინა „დიდი რეფორმა“ - მცი-
რე კერძო მეურნეობები იძულებით გაეერთიანებინა და შეექმნა
კოლმეურნეობები (კოლექტიური მეურნეობები). კოლექტივიზა-
ციის პირველ ეტაპს სოფლებში სასტიკი პროტესტი, წინააღმდეგო-
ბა და დაპირისპირება მოჰყვა. ხელისუფლება იძულებული გახდა,
ცოტა ხნით უკან დაეხია. თავის მოგონებებში მიხეილ ნატროშვი-
ლი დეტალურად იხსენებს, როგორ აირია სოფელი იმ დროს და
როგორ გამოეცხადა მათ უხუცესი ბოლშევიკი ფილიპე მახარაძე,
რომელიც კულაკების ყოფილი სახლის აივნიდან ცდილობდა სა-
ზოგადოების დამშვიდებას.
1941 წლის 21 ივნისს ნაცისტური გერმანიის ჯარებმა გადმოლა-
ხეს საბჭოთა კავშირის საზღვრები. სსრკ ოფიციალურად ჩაება გერ-
მანიასთან ომში. ქვეყანაში დაიწყო მასობრივი მობილიზაცია. ბევრი
ახალგაზრდა მოხალისედ ჩაეწერა. ბევრს კი „საჭირო“ კონტაქტები
აღმოაჩნდა და ომში წასვლას თავი აარიდა. მიხეილ ნატროშვი-
ლი არც მოხალისე ყოფილა და არც ამ საჭირო ნაცნობობაზე მიუ-
წდებოდა ხელი. ის უბრალოდ ჯარში გაიწვიეს. აქედან იწყება მისი
ხანგრძლივი თავგადასავალი. მემუარებში ის დეტალურად აღწერს
ყველაფერს, რაც კი მისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო;
საბჭოთა ჯარის ყოფას, დისციპლინას, კვებას, მისი შენაერთების
გადაადგილებას, ბრძოლებში მიღებულ დანაკარგებს, ეკიპირების
ხარისხს, ქართველთა შორის რუსული ენის ცოდნის დონეს, საბ-
ჭოთა არმიაში ნაციონალურ დივიზიების შექმნის მიზეზებს და სხვ.
ჩრდილოეთ კავკასიაში საბრძოლო მოქმედებების დროს მიხე-
ილ ნატროშვილი ტყვედ ჩავარდა. სხვა ჯარისკაცების უზარმაზარ
მასასთან ერთად გერმანელებს იგი ერთი ბანაკიდან მეორეში გა-
დაჰყავდათ. გეორგიევსკის ბანაკებში ის ნაცისტების მხარეს „გადა-
იბირეს“. მან სამხედრო სამსახური გააგრძელა გერმანიის არმიაში
შემავალ ქართულ ბატალიონში, რომელიც ძირითადად ეთნიკური
ქართველებისგან იყო დაკომპლექტებული. თავდაპირველად გერ-
მანულმა ჯარებმა თავბრუდამხვევ წარმატებას მიაღწიეს. მაგრამ
სტალინგრადის ბრძოლაში განცდილი მარცხის შემდეგ, 1943 წელს
- 8 -

დაიწყო გერმანელების დიდი უკანდახევა. მიხეილ ნატროშვილმა


მათთან ერთად დატოვა ჯერ კავკასია, შემდეგ ყირიმის ნახევა-
რკუნძული და ბოლოს საბჭოთა კავშირის საზღვრები. ამის შე-
მდეგ მას საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა აღარ მიუღია.
სხვა ქართველი ჯარისკაცების ნაწილთან ერთად იგი გადაიყვანეს
საფრანგეთში, სადაც გერმანული არმიის მომარაგების სამსახურ-
ში გაანაწილეს. მიხეილი ომის მსვლელობისას ერთხელ დაიჭრა,
მეორედ მიღებული მძიმე ჭრილობის გამო კი კარგა ხანს მოუწია
ჰოსპიტალში ყოფნა. ომის მიმდინარეობისას მან მთელი ევროპა
მოიარა. ომის დასრულების შემდეგ ჯარისკაცების უმეტესობა შინ,
საკუთარ სახლში დაბრუნდა. მაგრამ საბჭოთა ხელისუფლება ასე
არ ფიქრობდა - „სამშობლოს ღალატი“ და მტრის არმიაში სამსახუ-
რი ყოფილ ტყვეებს მძიმე შომით უნდა გამოესყიდათ შორეულ
აღმოსავლეთში. ასე რომ, შინ მიმავალი მიხელ ნატროშვილი რუ-
მინეთ-მოლდავეთის საზღვარზე გადმოსვლისას ქიზიყის ნაცვლად
იაპონიის საზღვრებისკენ მიმავალ გზას გაუყენეს.
ის სხვა სამხედრო ტყვეებთან ერთად კუნძულ სახალინზე გა-
დაასახლეს, სადაც ოქროს მომპოვებელ მაღაროებში მუშაობდა.
ზამთარის განმავლობაში ამ ადგილებში ტემპერატურა -45 გრა-
დუსამდე ეცემა, ზაფხულში კი აუტანელი სიცხეები და კოღოები
იცის. მატერიკს მოწყვეტილ კუნძულზე საკვების მიწოდება და გა-
დაზიდვა პრობლემური იყო. თუმცა ეს ყველაფერი სათქმელადაც
არ ღირს ოქროს მომპოვებელ საბადოებში მუშაობის იმ არაადა-
მიანური პირობებთან, რომლებიც მიხეილ ნატროშვილმა ათასო-
ბით „ძველ“ (1937-38 წლების დიდი ტერორის მსხვერპლ) და ახალ
(ტყვედნამყოფ) პატიმართან ერთად საკუთარ ტყავზე გამოსცადა.
მიხეილი გადასახლებიდან შვიდი წლის შემდეგ დაბრუნდა სახ-
ლში. მას კიდევ ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა დასჭირდა, რომ
ოჯახი კვლავ ფეხზე დაეყენებინა. მემუარების წერა კი საბჭოთა კავ-
შირის დაშლის მერე დაიწყო. ჩანაწერებიდან ჩანს, რომ იგი დიდხანს
წერდა, წითელმელნიან კალამს ლურჯით ანაცვლებდა და ასე ნელ­-
ნელა იხსენებდა თავის განვლილ გზას.
- 9 -

მისი მოგონებები არ არის გამართული სალიტერატურო ქართუ-


ლით დაწერილი. იგი ყველაფერს ქიზიყურ კილოზე წერს, ესაა ერთი
გაბმული თხრობა. ცნობილია, რომ ქართული სალიტერატურო ენა
დიალექტებით იკვებება და მდიდრდება. ამ მემუარებში არა მარტო
ერთი ადამიანის მეხსიერებაში შემონახული მის თვალწინ მომხდა-
რი პოლიტიკური და სოციალური მოვლენებია დაცული, არამედ აქ
უნიკალური ენობრივი მასალაცაა დაფიქსირებული, რაც ძვირფასი
წყარო იქნება ქიზიყური დიალექტის შემსწავლელთათვის.
ტექსტში ხშირად წააწყდებით ასეთ ფრაზებს: „ზემოთ გამომრჩა“
ან „დამავიწყდა“. ეს გვაფიქრებინებს, რომ მიხეილ ნატროშვილი
მოგონებებს მხოლოდ თავისთვის არ წერდა, მას სურდა, რომ მისი
თავგადასავალი საინტერესო ყოფილიყო ვინმესთვის − მისი შვი-
ლიშვილების ან მკითხველთა უფრო ფართო წრისთვის.
მოგონებები რომ წინამდებარე წიგნად იქცა, მიხეილ ნატროშვი-
ლის ოჯახის დიდი დამსახურებაა. მისმა ვაჟმა გიორგიმ, შვილიშვი-
ლებმა, მიხეილმა და ნიკოლოზმა, ას გვერდზე დაწერილი მოგონე-
ბები შემოუნახეს შთამომავლობას. მათაც სურდათ, რომ ამ მემუა-
რებს ოდესმე დღის სინათლე ენახათ და მკითხველი ეპოვათ.
ტექსტის გამოსაცემად მომზადების დროს სრულად შევინარჩუ-
ნეთ ტექსტის სტილი. შესწორება მხოლოდ მის უმნიშვნელო ნა-
წილს შეეხო.
წიგნმა ბოლოს და ბოლოს დასრულებული სახე მიიღო და მისი
გამოცემა შესაძლებელი გახდა პროექტის „ღია სივრცე საქართვე-
ლოს საბჭოთა ისტორიის გააზრებისათვის“ მონაწილეთა აქტიური
მონაწილეობით. მოგონებები გამოცემულია  სახალხო უნივერსი-
ტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლო-
ბის ინსტიტუტის (DVV International) ფინანსური მხადაჭერით.

დავით ჯიშკარიანი
საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია
ჩემ ი თა ვგადა სა ვალი

თავგადასავალი, განა აკაკი წერეთელივით სხვასთან კი არ ვიყავი


გადაბარებული გასაზრდელათ და მოსავლელად და ან კიდევ კაპი-
ტან გრატივით1 ოკიანების და ზღვების დაპყრობა და კუნძულების
ამომჩენი არა ვყოფილვარ. მაგრამ მეც ბევრი ზღვები და ხმელეთი
მაქვს შემოვლილი.

დავიბადე სოფელ ზემო-მაჩხაანში2 1915 წელს 24 აპრილს, მაგრამ ვაი


იმ დაბადებას, რომ მე დავიბადე, რომ იმ დაბადების წუთებიდანვე
მომაყოლეს წყევ[ლ]ა და რის[ხ]ვა. მამაჩემი არ იყო სახლში.3 ჩემი
ძია პირველ მსოფლიო ომში იყო წასული. ბებია ქალს რომ დაუ-
ძახეს და მოამშობიარა დედაჩემი და მე დავიბადე. სანამ ბებია ქალი
მოუვლიდა დედაჩემს, დრო დიდი გავიდა და დაღამდა უკვე. მაშინ
ეგრე იცოდნენ, მთელი ერთი კვირა დადიოდა ბებიაქალი მშობია-
რის ოჯახში და უვლიდა მშობიარეს. რო დაღამდა, ბებია ქალი მა-
რტო ვერ წავიდოდა სახლში. ჩვენს სახლში მამაკაცი არ იყო, მეზო-
ბლად ცხოვრობდა მამაჩემის ბიძაშვილი. დაუძახეს, ტასიკო ბებია
გაცილე სახლშიო. იქიდან მოაყოლეს წყევლა და შური, ვისაც ბიჭი
გაუჩინე, იმან გაგაცილოსო. რატო შენც არ გააჩინე ბიჭი, ე შვიდი
გოგო რო ჩამაამწკრივე, ჩემი ბრალია? ჰოდა გამოვიდა ჩემი ბიძის
ცოლი და ღმერთს შეშჩივლა: შე დალოცვილო ღმერთო, ამათ კი
ორი ბიჭი გაუჩინე, მე რაღა დაგიშავეო. ტასიკო ბებიამ კიდევ მიაძა-
ხა: შენ რო შნო არა გქონდეს ბიჭის გაკეთებისა, ჩემი ბრალიაო?

ჰოდა, ბარემ აქედანვე დავიწყოთ ჩემი ბედიღბლის წერა. ჩემი ძია იქ


ყოფილიყო, ბელორუსიაში ქ. ბარიუსკში4. დედას წერილი მიეწერ-
ნა, რომ მეორე ბიჭი გვეყოლა და სახელად მიშა ჰქვიანო. გავიდა

1 კაპიტანი გრატი − კაპიტანი გრანტი - ფრანგი მწერლის ჟიულ ვერნის რომა­


ნის „კაპიტან გრანტის შვილები“ გმირი.
2 ზემო მაჩხაანი − ამჟამად სოფელი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში.
3 შახლში (ქიზიყური დიალექტი) − სახლში.
4 ბარიუსკი (სავარაუდოდ) − ამჟამად ბობრუისკი, მოგილევსკის ოლქის,
ბობრუისკის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი, ბელორუსი.
- 12 -

რამოდენიმე დღე და ყაზარმაში ლატარია ითამაშეს. ძიამ ჩემს სა-


ხელზე ითამაშა, რა ბედი ექნებაო. გავიდა ერთი-ორი დღე და კაზარ-
მის დერეფანში ნატროშვილი მიხეილი ზაქარიასძე[მ] საათი მოიგო.
გამოვარდი მაშინვე და: ჩემი შვილია, ჩემი ძმის შვილია. ორი დღეა,
რაც წერილი მომივიდა და მწერავენ, ბიჭი გვეყოლავო და სახელად
მიშა დაუძახეთო. ჰოდა მომცეს საათი. ბევრი ვატარე ეს საათი, მერე
დავიჭერ ფეხშიო − ასე ამბობდა ჩემი ძია. საველე საავადმყოფოში
რომ მიმიყვანეს და ტანისამოსი გამხადეს, მე სიმწარისაგან დამა-
ვიწყდა და იმათაც არაფერი არ მომიტანეს და დაიკარგა ყველა-
ფერიო. რადგანაც ჩემი ძი[ი]ს კეთილ ადამიანობაზე ვლაპარაკობ,
ცოტა რამეს გავაგრძელებ მის თავგადასავალს: როცა განიკუ[რ]ნა
და საავადმყოფოდან გამოწერეს თურქეთის ფრონტზე5 და იქ დაას-
რულა ომი და მომდევნო რევოლიუცია6. მე არაფერი მახსომს ჩემი
ძი[ი]ს მოსვლის, იმტომ რომ სამ წლის ბავშვს რა დამახსოვრება
შეუძლიან.

ჩემს მშობლებს ჩემზე წინ ბიჭი გასჩენოდათ 1912 წ. დეკემბერში, ნი-


კოლოზობის დღეს; ამიტომ დეეძახათ ნიკო. მამიჩემის დედა, ჩემი
მაკა ბებია ცოცხალი იყო, პაპა არა გვყა[ვ]და. ის ადრევე გარდა-
ცვლილიყო. რატომა ვწერამ მე ამ ამბებს. იმიტომ, რომ ჩვენ არ
ვიყავით ბებიასა და პაპი[ს] ხელში გათამამებულები. ჩემი ძმა ბავ-
შვობაში სუსტი ყოფილიყო და პატარაობაში სულ ბებიასთან ყო-
ფილიყო, როგორც ეს პატარა ბავშვებს სჩვევიათ. მე კიდევ უფრო
ოთხ[ი]ვ ფეხზე ბობღვა შევიძელი და არ ვასვენებ ჩემ ძმასა და ბები-
ას, ხან ლოგინში უვარდებიკე7 და ხან რას, რას არა ვშვები. პირველი
მსოფლიო ომიც, მეორე მსოფლიო ომიც გერმანიამ წამოიწყო და
მეც ამ პირველი მსოფლიო ომში დავიბადე, გერმანია დამ[ი]ძახეს.
მე რომ მივბობღავდი და ი[მ]ათ უნდა ჩაუვარდე ლოგინში: გასცი8
აქედან, გერმანიავ, მეძახიან. მე უფრო ძალად უვარდები ლოგინში.

5 პირველი მსოფლიო ომის ფრონტი სამხრეთ კავკასიასა და შავი­ზღვის­პი­


რეთში ოსმალეთსა და რუსეთის იმპერიას შორის.
6 იგულისხმება 1917 წლის თებერვლის რევოლუცია რუსეთის იმპერიაში.
7 უვარდებიკე (ქიზიყ.) − ვუვარდები.
8 გასწი.
- 13 -

ვენახი ახლოს გვქონდა სახლთან, სულ ნახევარი კილომეტრი თუ


იქნებოდა. ძალიან ბევრი შვინდი გვედგა ვენახში და მთელი ჩვენი
ნათესაობა შვინდის დასაკრეფად მოდიოდნენ ხოლმე. ხოდა ერთ
ასეთ შვინდის [დასაკრეფად] წავიდნენ და მეც თან წამიყანეს. ვე-
ნახში რო ჩავსულიყავით, ხეებზე გაბმულა9 გაუბამთ და ჩამაწვი-
ნეს შიგ და რა თქმა უნდა დემეძინებოდა. ეს ქალები სიცილით და
ხარხარით კრეფავენ შინდს. ბიძაჩემის ცოლი ახალი მოყვანილი
ქალი იყო, ძალიან ახალგაზრდა, ასე ერთი 15 წ., ივლიანე ერქვა
სახელად. ივლო, მიდი ერთი ბავშვი ნახე, ხომ არ გაიღვიძაო. მო-
ვიდა ჩემი ძალო და რასა ჰხედავს − ბავშვი აღარ არის გაბმულაში.
მიიხედმოიხედა და ფოთლების შრიალი შემოესმა. დამინახა რომ
მოვბობღამ და ვიცინი ბავშვის სი[ცი]ლით და ორი პატარა კბილი
მიჩანს. დამავლო ხელი და ხო იცით, რასაც მიზამდა. ერთი მაგრად
ჩამკბინჩა და ჩამაწვინა გაბმულაში, მაგრამ გუნებაში იფიქრა: რო გა-
დმო[ვ]არდა, რაიტო არაფერი არ ეტკინაო. აჰკრა ხელი გაბმულას,
აბა რა მოუვაო ე.ი. ექსპერიმენტი ჩაატარა, დამიშავდებოდა თუ არა
რამე. დაბლა რომ დავეცი, სიცილი დავიწყე და აბა მაშინა ნახე ჩემი
ჩაკმენჩა და კოცნა, მერე ამიყვანა და ისევ ჩამაწვინა და რო ჩემეძინა
და ჩემი ძალო ისევ გავიდა ქალებთან შინდის საკრეფად.

რაკი ბარემ რადგანცა ჩემ ბიძაზე და ძალოზე ვლაპარაკობ, მინდა


ერთი პატარა ამბავი მოგ[ი]თხ[რ]ოთ. თითქმის 10 წელიწადი იყვნენ
უშვილოები და ჩემს მშობლებს ეუბნებოდენ: მიშას ჩვენ ვიშვილ[ე]
ბთო. ჩემს მშობლებს ვყანდით10 სამი შვილი: 2 ბიჭი და ერთი გოგო.
მერე დაფეხმძიმდა ჩემი ძალო 1924წ. ეყოლათ გოგო, მერე კიდევ
ეყოლათ გოგო. მერე ოცდათერთმეტ წელს ეყოლათ ბიჭი, მერე
კიდევ ეყოლათ გოგო და ამის შემდეგ რაღათ უნდოდათ ჩემი შვი-
ლად აყვანა.

აი, ამ წლებში, პირ. მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, საქა-


რთველოში ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი სახელმწიფო. მამაჩემი

9 გაბმულა − (ქიზიყ.) ჰამაკის მსგავსად ხეებზე გაბმული ორი თოკი, ერთ­


მანეთთან ქსოვილით შეერთებული; ხმარობენ აკვნის ნაცვლად, ბავშვების
ჩასაწვენად.
10 ვყავდით.
- 14 -

მაშინ მუშაობდა თბილისიში, ბოინში.11 ადრეც იქა მუშაობ[დ]ა და


რევოლიუციონერი იყო.12 როგორც მენშევიკური ფრაქცია იმ სამ
წელიწადში ე.ი. მენშვიკების დროს კარგ ხელფას[ს] ღებულობდა,
მაგრამ ეს ხელფასი რას გვეყოფოდა. ძია 8 წელიწადი ემსახურა
ნიკოლოზს.13 ოთხი წელი სავალდებულო სამსახურში, ოთხი წე-
ლიც ომში გაატარა. სავალდებულო სამს[ახ]ური რომ გაათვთავა14
და ჩამოვიდა. დაინიშნა, მაგრამ სახლში არა ჰყავდა მოყვანილი და
დაიწყო პირველი მსოფლიო ომი 1914 წელს და ბიძაჩემი წაიყვანეს
პირველ მობილიზაციაზე. ოჯახი დარჩა უკაცოდ. მამაჩემი ხშირად
ვერ მოდიოდა სახლში, ნამეტნავად ზაფხულში, იმიტომ, რომ თრი-
ალეთის მთებში დადიოდა, რძე-კარაქის გადამუშავების სამქროში
მუშაობდა. ამიტომ ჩვენი შინამეურნეობა ძალიან განადგურდა.
პაპა ად[რ]ევე გარდაცვლილიყო. ჩვენ პატარები ვიყავით, რისი გა-
კეთება შეგვეძლო.

1921 წ., როდესაც ბოლშევიკები შემოვიდნენ საქართველოში, ზა-


მთარი იყო და მამა თბილისში მუშაობდა ბოინში. საღამოთ რომ
წავიდა სახლში, მეორე დილით სამუშაოზე რო გამოვიდა, რასაი ხე-
დამს − თავის ამხანაგებს წითელი ლენტები აბიათ მკლავებზე და
ქუდზე. რა ამბავია კაცო, რა ამბავია და ჩვენ კომუნისტები ვართ
შენ კი მენშევიკი, ისავ მენშევიკად ჩაიჩიო.15 მეც ვიშოვნი წითელ ნაჭ-
რებს და შევიბამო. არა, უკვე დაგვიანებულიაო. რას იზამდა მამა,
უკვე მიხვდა, რა რეპლ[ი]კებიც ესროლეს. მერე ჩამოვიდა შახლში
და დაიწყეს შინ მუშაობა.

ვენახი ორ ნაწილად იყო გაყოფილი. ერთი მხარე კარგი იყო და-

11 ბოინი (Бойня) − საყასბო, საქონლის სასაკლაო და გადასამუშავებელი ადგილი.


12 მენშევიკური ფრაქცია − რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარ­ ტიის
(რსდმპ)«მეუმცირესეთა (უმცირესობის) ფრაქციის წევრი. 1902 წლის ლო­
ნ­­
დონის ყრილობაზე პარტიის განხეთქილების შედეგად რსდმპ გა­ იყო
ორ −«ბოლშევიკთა (უმრავლესობის) და«მენშევიკთა ფრაქციებად. საქარ­
თველოში, 1918 წელს, საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშა­ თა
პარტიის მიერ დამოუკიდებლი ორგანიზაციის ჩამოყალიბების შემდეგ
−«მენ­შევიკი პოპულარულ ენაზე კვლავ მათ სახელწოდებად რჩებოდა.
13 ნიკოლოზი − იგულისხმება რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ II (1868-1917).
14 გაათვთავა − გაათავა.
15 ჩარჩიო.
- 15 -

მუშავებული, მეორე ნაწილი − გაყამირებული16. ჩემ ბიძას ახალი


ნაჭრილობევი ფეხი [ჰქონდა], მაგრამ ნელანელა მუშაობდნენ, ისიც
გაანაფუზრეს17 და ისევ კაი დიდი ვენახი შეიქმნა, მაგრამ პირუტყვი
არა გვყანდა, რომ მიწის ნაკვეთი და პურის მოსავალი მოეყვანათ.
ბიძაჩემი და მეზობლის კაცები შირაქში წავიდნენ. იქ ზამთრის საძო-
ვრები იყო თუშ-ფშალების ცხვრისთვის. იქიდან 5 ცხვარი მოიყვანა
ძიამ. ოთხი ცხვარი გაყიდეს და ერთი დედალი ცხვარი საყოლად
სახლში დავიტოვეთ, სახელად დაუძახეთ მარუსა. და წარმოიდგი-
ნეთ ამ ერთმა ცხვარმა სამ ოთხ წელიწადში 15 ცხვარი გახადა. ეხლა
იტყვით, არა ჰკლამდითო. როგორ ა[რ] ვკლამდით, ადგომისთვის18
მამალ ბატკანს ვკლამდით, დედალ ბატკანს − არა. ერთ ზამთარს
ორი ბატკანი მოიგო. ერთს დავუძახეთ თამარა, მეორეს − თინა. იმა-
თაც უკვე მეორე წელიწადს მოიგეს ორი ბატკანი. აი ასე მრავლდე-
ბა ყველა პირუტყვი, თუკი მიჰყვება ადამიანი და მოაშენებს.

მე და ჩემი ძმა უკვე მოვიზარდენით. მე 10 წლის, ჩემი ძმა 12 წლისა


გახდა. ეხლა დადგა უკვე ჩვენი სახლიდან გასვლის დრო და მონა-
გარის19 შემოტანა სახლში. იმდროს ჩვენი ხალხი დადიოდა გაღმა,
ლაგოდეხ[ი]ს რაიონში სავენახე ორპირების საბრუნებლად.20 მაშინ
დიზელ ტრაქ[ტ]ორები არ იყო, რომ ტრაქტორით მოეხნათ. ჰოდა
1925 წლის ოქტომბრის თვეში მამაჩემი, ჩემი ძია და ჩვენი მეზობე-
ლი კაცები, 15 კაცი მაინც მოქუჩნდნენ ერთ დილით. ადრე ღამ[ი]
ანად21 წავედით. მე არ ვიყავი სხვაგან ნატარი22 და არ ვიცოდი არა-
ფერი სხვა სოფლის და სხვა მხარის, არაფერი გარდა ქვემო მაჩხა-
ანის ბოდბის23 მაღაროს მეტი. წნორში24 რო ჩავედით, უკვე ინათა.
მივდივართ ამ შოროქნის25 გზაზე, არსად არც ხე დგას და არც არა-

16 ყამირი, დაუმუშავებელი მიწა.


17 გაანაფუზრეს − გაანაფუძრეს, განაახლეს.
18 აღდგომისთვის.
19 მონაგარი − გარჯით ნაშოვარი.
20 ორპირების ბრუნება − ბარის ორი პირის სიღრმით მიწის გადაბრუნება, მოხვნა.
21 გამთენიისას.
22 ნამყოფი.
23 ბოდბე − სოფელი სიღნაღის მუნიციპალიტეტში.
24 წნორი − ამჟამად ქალაქი აღმოსავლეთ საქართველოში, ქიზიყში.
25 შოროქანი − მრავალწლოვანი ბალახი, იგივეა, რაც ხურხუმო. იგულისხმება
- 16 -

ფერი. ჩავედით ალაზანზე. ხიდზე რო აველით26 და დავინახე ალაზა-


ნი და უჰმე, რამოდენა ღვარი მოდის. მე ამის მეტად დიდი მდინარე
არ მენახა, მიტომ გამკვირდა, ასეთი დიდი მდინარე რო დავინახე.
კაი მზიანი დღე იყო და იქვე დავისვენეთ, პური შევჭამეთ. სოფელ
ბილოკიანის27 ბოლოში რო მივედით, უკვე დაღამდა. ხელმარჯვნივ
გადავედით. დიდი დაბურული ტყე იყო. მოვაგროვეთ ბევრი შეშა
და დავანთეთ დიდი ცეცხლი. შეუდექით ვახშმის ჭამას. არაყი თით-
ქმის ყველას წამოეღო, ჭიქა არცერთს არ წამოეღოთ. მერე თონის
პური ამოსჭრეს და იმით დალიეს არაყი. ბოლო მოსახლე ცხოვრო-
ბადა.28 იქ რო გაეგო ჩვენი ხმაური, გამოვიდა, მოგვესალმა. დიდი
ცეცხლი [იყო და] კარგათ ჩანდა ყველაფერი. მე და ჩემი ძმა რო
დაგვინახა, ამ ბღარს29 მოჯამაგირედ არ დააყენებთ? როგორ არ და-
ვაყენებთ. წამოხვალ, ბიძია, ჩემთან, ისე შეგ[ი]ნახამ, როგორც ჩემი
შვილი. რამდენი უნ[დ]ა მოგცეთ ერთ წელიწადშიო. იმან ის, იმან
ის და ბოლოს მორიგდნენ − 10 კოდი30 პური და სიმინდი. წაიყვანა
იმ ღამეს მამაჩემიცა და ჩემი ძმაც. ჩვენ ბევრი ლაპარაკის შემდეგ
დავწექით, დავიძინეთ. გათენდა მეორე დილა. მამაჩემი გამოვიდა, გა-
მოვ{[ე]მშვიდობენით ჩემ ძმას და წაველით31 ზევით. ზემო ბოლო-
კიანში რო ავედით, ერთი მოხუცებული კაცი გამოვიდა ეზოდან
და ჩვენი მეზობაელი32 კაცს რაღაცას ელაპარაკებოდა. მოიდა33 და
მამას უთხრა: შაქრო, აი ამ კაცს უნდა, რომ მიშა დაიყენოს მოჯა-
მაგირეთ. ბევრი ილაპარაკეს, თუ ცოტა, ბაზარზე გაყვანილი მოზვე-
რივით 7 კოდ პურსა და სიმინდზე გამყიდეს მე.

შემიყვანა ეზოში და რაღაცეებს მელაპარაკებოდა. მერე სადღაც


წავიდა. რო მოვიდა, რაღაცა მითხრა. მე ვერ გავიგე იმერული კუ-

ამ ბალახით დაფარული გზა.


26 ავედით.
27 ბილოკიანი (შეცდ.) − ბოლოკიანი, ამჟამად სოფელი ლაგოდეხის მუნიცი­
პალიტეტში.
28 ცხოვრობდა.
29 ბავშვი.
30 ხის დიდი ჭურჭელი, გაკეთებული გულგამოთლილი მორისგან.
31 წავედით.
32 მეზობელი.
33 მოვიდა.
- 17 -

თხური სიტყვა, მაგრამ მაინც უთხარი არა მეთქი. წამავლო ცხვირ-


ში ხელი და მაგრადა მომიჭირა. გააღო ბოსლის კარები და მომცა
ხელში თოხი და ნიჩაბი და მითხრა: ეს ჭერი და აგეიმ34 სათვალეში
გადაყრეო. ეს ყველაფერი რო მოვრჩი, გამოვედი გარეთ, გამოვი-
და სახლიან და შემიყვანა შიგნით. მოდი, ბებია, მოდი, საჭმელი არ
გინდა? მომიტანეს პური, ყველი, ხილი, რაც მე ძალიან მიყვარდა
მაშინაც და ეხლაც. არ იყვნენ ცუდი მოხუცები. ძალიან დიდი ეზო
ჰქონდათ. თითონ მშობლები შუაეზოში ცხოვრობდნენ. ერთი ბიჭი
მარცხნივ ცხოვრობდა, მეორე მარჯვნივ. გარდა ხეხილის ბაღები-
სა, ეზო სამივესი ერთი დიდ ეზოდ იყო გაერთიანებული. ეს ბიჭები
ორივე დაქორწილებულები იყვნენ. სულ პატარა ბიჭი ლაგოდეხში
სწავლობდა საშუალო სკოლაში. უფროსი შვილი ქვემო ბოლოკი-
ანში ცხოვრობდა, რომელიც დაჰკარგნოდა35 პირველი მსოფლიო
ომში. ამ დაკარგულს, ამ დაკარგულ შვილს ბიჭი და გოგო დარჩე-
ნოდა და ცხოვრობდნენ თავის მამის ბინაში.

გავიდა ორი-სამი დღე. უკვე შევეჩვივე ყველაფერს და გადავიქე-


ცი ჩვეულებრივ ოჯახის წევრად. მე ეხლა აქ ჩემს ყოველდღიურ
ცხოვრებას ვერ შევეხები. შემოდგომით დავიწყეთ ხვნა-თესვა. მე
ვერეკებოდი ხარებსა და კამეჩებს. ყევარი36 ხარი და კამეჩი გვება
ხოლმე ერთ გუთანში. მე უკანა კამეჩებს უღელზე, სადაც შოტკა-
ვია37 გოდებული,38 შოლტკავს, რომელიც უღელზე უნდა დამაგრ-
დეს, ყბას ეძახიან. წარმოვიდგინოთ, როგორც ორკაპიანი ბოძი. ეს
ორივე კაპები მოხვრეტილია უღლის ბურაოთი.39 ჰოდა ამ კაპებში
გაყრილია უღელი. უღელი რომ დამაგრდეს, შიგ უყრიან გრძელ
ტაბიკს,40 შეაბამენ მერე ან კამეჩებს და ან ხარებს, მეხრე41 დაჯდე-
ბა უკანა უღელზე და გაირეკამს ორივე უღელ ხარსა და კამეჩებს.

34 აი იმ.
35 დაჰკარგვოდა.
36 ყევარი − ურმის პირველი, მთავარი ხარი.
37 შოტკავი − ფამფალაკში გაყრილი ხე, რომლის მეორე (ყბიან) მხარეზე
უღელია და შიგ გუთნისთავის ხარებია შებმული.
38 გადებული.
39 უღლის ბურაო − დიდი ზომის ბურღი ხის სახვრეტად.
40 ტაბიკი − ურმის ნაწილი, თავკომბალა ჯოხი.
41 მეხრე − ხარის გამრეკი.
- 18 -

ხოდა აი, მე, რომელიც არ ვყოფილვარ არც გუთანზე და არც ურემ-


ზე, დამსვეს კამეჩების უღელზე და ვერეკებოდი ორივეს. ვხნამდით,
ვთესამდი[თ], ვფარცამდით.42

აი, ასე გავატარე შემოდგომა და ზამთარი. ძროხებიცა ყვანდათ, მა-


გრამ მე ძროხებს არ ვაძოვებდი, საღამოთი ბოსელში ბზეს43 ჩალას
დაუყრიდი, ყველას თავის ადგილას დავაბამდი და დამთავრებული
იყო საქმე. დილით ადრე ღამიან[ა]დ გამაღვიძებდა: ბღაროო, ადე-
ქი, ქოთანში ამოიფხვენი, კამეჩებს ჩალა დაუყარე, ჭერი დაუხვეტე
და მერე საუზმე ჭამე. ზამთარი რო გავიდა და გაზაფხული მოვიდა,
აღდგომას უნდა გამომგზავნონ სახლში.

აი, მოიდა კიდეც წითელი პარასკები, შეღებეს ბევრი კვერცხი, შე-


კერეს დიდი ტოპრაკა44, ორმოცი კვერცხი ჩავიდოდა. ლაგოდეხის
რაიონში მაშინ ბაზრობა იმართებოდა შაბათ დღეს. ჩემმა ხაზეინმა
მითხრა, რომ ხვალე ჩადუნანის45 ბაზარზე გადაგიყვან და ქვემო მა-
ჩხაანის46 ვაჭრებს გაგაყოლებო. ჰოდა, მეორე დღეს შაბათ დილით
წამიყვანა, მიველით ბაზარში გავიარ-გამოვიარეთ და ვიპოვნეთ
ერთი ტაჭკა,47 რომელზეც გადმოფენილი იყო ქსოვილები, ფეხსაც-
მლები და კიდევ სხვა რამეები.

− სადაური ხართო − შეეკითხა ჩემი ხაზეინი.


− მაჩხაანიდან ვარო − უთხრა.
− უჰ, შენ აგაშენა ღმერთმა.
− რაშია საქმე?
− ეს ბღარი უნდა გაგაყოლო.

მე ზემოთ დამავიწყდა, რომ მეთქვა, რომ იმერლები ბღარს ეძახი-


ან ბავშვს. რომ მაღვიძებს და ქოთანში ამოიფხვენიო, ისინი ლო-
ბიოსა და საერთოდ ყველა საჭმელს ხშირად ქოთანში ამზადებენ.

42 ვფარცხავდით.
43 ბზე − პურეულის ნამჯის ნალეწი.
44 ტოპრაკა − ნაჭრის პატარა ტომარა.
45 ჩადუნანი − ამჟაად სოფელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.
46 ქვემო მაჩხაანი − ამჟამად სოფელი სიღნაღის მუნიციპალიტეტში.
47 ტაჭკა − ურიკა.
- 19 -

სადაური ხარ, ბიჭო, − მეკითხება. − ზემო მაჩხაანური − ვუთხარი


მე. ჰოდა მორიგდნენ ესენი. მე არ ვიცი, რამდენი გადაიხადა ჩემმა
ხაზეინმა, მაგრამ გამოგვემშვიდობა და წავიდა. ვზივარ ტაჭკაზე და
გადავყურებ ბაზარს. პატარა ბიჭები წყალს დაარბენინებენ კოკუ-
რებით48 და ხელში ჭიქა უჭირავთ და ქოჩოსწყალი, ქოჩოსწყალიო.
ჰოდა მოწყურებული ხალხი ეძახიან: მოდი ბიჭო აქა. და ასე იკლა-
ვენ წყურვილს. მივიხედე, ტაჭკაზე საკოკეში კოკურა ძევს, ამოვიღე
კოკურა, ჭიქა ავიღე ხელში და წაველი წყაროზე, სადაც მთელი ბა-
ვშვების ბრბო არის. ჩავდექი რიგში, ავავსე კოკურა და მეც ვიძახი:
ქოჩოს წყალი, ქოჩოს წყალი! გავყიდე რამოდენიმე კოკურა წყალი
და კიდეც გადავიდა შუადღე. ხალხი უკვე მიდის შინისაკენ. აღარ
არის მუშტარი. ეს ვაჭარი მეუბნება: ეხლა წავიდეთ შინისაკენო.
ერთიმეორეს გადაზძახეს: წავიდეთ, ხალხო! ყველამ შეაბეს ცხენე-
ბი და წამოველით. ეს მეტაჭკე მეკითხება: ზემო მაჩხაანური ვისი
ხარ, რა გვარისა ხარო. მე უთხარი: ნატროშვილი ვარ მეთქი და ქვე-
მო მაჩხაანში ჩემი მამიდა ცხოვრობს მეთქი. იმის ქმარს ნიკა ჰქვიან
და ლალია ნიკას ეძახიან მეთქი. აი, ამ ერთმეორეში გადაძახებაში,
გამოლაპარაკებაში კიდეც გამოველით ბოდბისხევში, სიღნაღელებ-
მა სიღნაღისკენ გაუხვიეს, ჩვენ კიდევ შიხიახევზე49 ამოვიარეთ და
კიდეც შებინდდა. მეუბნება მეტაჭკე: მამიდასთან უ[ნ]და მიხვიდე.
− არა მეთქი − უთხარი, − შინ უდა50 წავიდე მეთქი. ჩამოვხტი ტა-
ჭკიდან, მოვიკიდე ეს კვერცხების ტოპრაკა და შეუდექი აღმართს.
პატარა აღმართია ასავლელი, 500 მეტრის ამბავი იყო. ზემო მაჩხაა-
ნის დასაწყისში ცხოვრობდა ჩემი უფროსი მამიდა, პირველი შვილი
ჩემი ბაბოსი. მივედი იმათთან, უკვე ღამეა. გედემეხ[ვ]ია ჩემი მამი-
და, მამიდაშვილი. ჩემს მამიდას ბევრი შვილები ჰყოლოდა, მაგრამ
სუყველა დახოცოდა. დაჰხოცოდას იმიტომ ვამბოფ, რომ მე ისინი
არცერთი არ მახსომს. ეის ერთი გოგო, რომელიც გადაურჩა, ია-
ზედ ზედსიძე ჰყვანდა მოყვანილი. ჰოდა, აი, მე რომ მივედი ღამით
და ჩემი მისვლით ძალიან გაიხარეს, ცოტა ხანს დავისვენე და მერე
ამ მამიდაშვილის ქმარმა წამიყვანა ჩვენსა. ჩვენი სახლი სულ თავ-

48 კოკურა − პატარა კოკა.


49 შიხიახევი − ჯუგაანის და ბოდბისხევის გამყოფი.
50 უნდა.
- 20 -

მაჩხაანში იყო და მარტოკა არ გამიშვა მამიდამ. მივედი. გაიხარეს


დედაჩემა, ჩემმა ძალომ და სუყველამ, დიდმა და პატარამ. მეორე
დღეს აღდგომა გათენდა და გავიხარეთ მეზობლების ჩემხელა ბავ-
შვებთან.

მე ზემოთ დამავიწყდა, რომ თქვენთვის გადმომეცა ის ამბავი, რომ


ჩემი ძმა, რომელიც ქვემო ბოლოკიანში დავტოვეთ, არ დადგა იქ და
სახლში გამოიპარა ერთი-ორი თვის შემდეგ. მერე ისევ მამამ წამო-
იყვანა და სოფ. ყარსუბანში51 დააყენა მოჯამაგირეთ. ახლა იტყვით,
რატომ მაინცა და მაინც მოჯამაგირედ უნდა დამდგარიყოო. მამას
უკვე ოთხი შვილი ჰყავდა. ჩვენ ორნი ვიყავით მოზრდილები, ორნი
კიდევ პატარები. იმათ არც მოჯამაგრეობა შეეძლოთ და არც სა-
ხლში რაიმეს გაკეთება. იმიტომ მივყავდით სხვაგან, რომ იქ ჩვენს
თავსაც ვინახავდით და ჯამაგირსაც ვიღებდით.

ყარსუბანში რო დააყენა მამამ ჩემი ძმა, ძალიან კარგი ხალხი იყ-


ვნენ, გვარად ღაბაშიძეები. ერთ ძმას ატოანა ერქვა, რომელიც პირ-
ველ მსოფლიო ომში დაჭრილიყო ფეხში და კოჭლობდა. მეორეს
ნიკო ერქვა, ჩემი ძმის სახელი. ყარსუბანსა და ბოლიკიანს მიწები
ერთ მხარეზე აქვთ მუხიანში. ჰოდა, მე და ჩემი ძმა ხშირად ვხვდებო-
დით ერთიმეორეს.

ეხლა ისევ დაუბრუნდეთ ჩემს სააღდგომო შვებულობას, ხომ უნდა


დამდგარიყო ეს დღე − ჩემი გამგზავრებისა. ჰოდა, რა დილითაც გა-
მოვედი სახლიდან, გამოვცილდი ჩვენს სახლს, ბოდბისხევზე უნდა
ჩამომევლო. ცოტა რომ გამოვცდი ჩვენს სოფელს, გავჩერდი და
უკან გავიხედე, ჩვენი სოფელი ჩანს, მაგრამ ჩვენი სახლი არა ჩანს.
დავიწყე ტირილი და უკან გამოვბრუნდი. მერე გავჩერდი და ცოტა
ჩავფიქრდი და ისევ გავბრუნდი ბოლოკიანისკენ. და საღამოს მივე-
ლი სახლში. უკვე ზაფხულია და საქონელი დაგვიდის საძოვარზე.
რაკი გაველი ალაზანს გაღმა და გევები52 გოგობიჭებში, აღარც დედა
მაგონდება და აღარც სახლი. აი, ამ ჩემს ხაზეინს და კიდევ სხვა 9
კომლს ჰქონდათ საერთო წისქვილი. ამ ჩემი ხაზეინის ბიჭი, რომე-

51 ყარსუბანი − ამჟამად კართუბანი, სოფელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.


52 გავერიე.
- 21 -

ლიც ცალკე ცხოვრობდა, საქონელი და მიწები ჯერ განუყოფელი


ჰქონდათ. ზაფხულია. წისქვილში ვართ. წისქვილის მაღლა გრძელი
წყალუხვი არხი არის. მორიგეობით მუშაობდნენ ხოლმე. მე და ეს
ჩემი ხაზეინის ბიჭი მაღლა ვართ, არხის პირზე. უცბად წამავლო ფე-
ხებში ხელი და ამ არხში თავდაყირა ჩამიშვებს და ისევ ამომიყვანს.
გამიშვა მერე ხელი და გავიხადე ტანსამოსი, მზეზე გავაშრე და ჩა-
ვიცვი. ერთ დღეს ტყეში ნაფანტებში, კაბლისხევის ბოლო დინებას
ეძახიან ნაფანტებს, იმიტომ რომ იქ წყალი კალაპოტიდან მაღლა
ამოდის და გაშლით მიდის, ჰოდა, აი იქ დავჭერით მურყნის მორები.
მორების სიგრძე სამ მეტრაზე ნაკლები არ იქნებოდა. ცალმხარეზე
მე დამაყენა, მეორე მხარეზე ის კი ეწევა, მაგრამ მე როგორ ავწიო
ამხელა ხე. − აიწი,53 შობელძაღლო! − ვერა, ვერ ვეწევი. აიღო ქვა
და მესროლა. მომხვდა წარბში და ჩამომივიდა სისხლი. მაშინ გაანე-
ბა ხეს თავი და მომვარდა, რაღაც დიდი ხელსახოცით შემიხვია და
მითხრა, რომ მამას არ უთხრაო. მერე კამეჩები გამოუშვა და ურემი
ავაყირავეთ, ისე დაუდეთ. მამაჩემზე კი არ მითხრა, თავის მამაზე
მითხრა − არ უთხრაო. ასე იყო თუ ისე, ის ზაფხული გავიდა, მოვჭე-
რით სიმინდები, დავაბინავეთ ყველაფერი.

მოვიდა ოქტომბერიც, ჩემი ყავლის გასვლის დრო. მე არ ვიცოდი


ოქტომბრის რომელ რიცხვში ვთავისუფლდებოდი. გინდაც მცოდ-
ნოდა, მე ხომ ვერ წავიდოდი, სანამ მამა არ მოვიდოდა. ლაგოდეხ-
ში რო ბიჭს ასწავლიდა, ის ბიჭი დანიშნა ყარსუბანში და ქორწი-
ლისთვის ემზადებოდა. დახოცეს ამოდენა გოჭი ღორი და ორი
ძროხა. მოზიდეს მეზობლებიდან უთვალავი მაგიდა და სკამი. ზემოდ
ხო ავღნიშნე, რომ სამი ძმის წილობა ეზო ერთად გაერთიანებული
იყო მეთქი. სულ გაივსო ეს ეზო მაგიდებით. სწორეთ იმ დღით მო-
ვიდა მამაჩემი ჩემს წასაყვანად. მოდის დაპატიჟებული ხალ[ხ]ი და
მოჰყავ ქათამი, გოჭი, ინდოური და ღვინო ჩაფებით. ჩაფს ეძახიან
ისინი ათ ლიტრიან დოქს. უკვე შუადღე იყო, რომ პატარძალიც
მოიყვანეს. დაიწყეს ცეკვათამაში, როგორც შეეფერება ქორწილს.
ამასობაში ფეხზე მატრიალებელი ხალხი აწყობს სუფრას, მაგრამ
არც გადასაფარებელი სუფრა, არც თეფში, არც ჭიქა, არც სამარი-
53 ასწი.
- 22 -

ლე არ წყობილა. დამთავრდა ცეკვა და დაუსხდა ხალხი. დანიშნეს


თამადა. მაგიდების თვითეულ მწკივზე54 გამოყვეს ორი კაცი, ხელში
დიდი დოქი და ყანწი მისცეს. დაიწყო უკვე ქეიფი და ლხინი. თამადა
რო იტყვის სადღეგრძელოს, მერიქიფეები ერთი მარჯვნივ და მე-
ორე მარცხნიდან ჩამოჰყვებიან, ყველას დაუსხამენ და მიაწვდიან
სავსე ყანწს, უნდა დასცალო ყანწი. ასე წავიდა ეს საქორწილო ქეი-
ფი და ხალხიც უკვე მიდის. თანდათანობი[თ] შეთხელდა ხალხი, და
ბოლოს სულ წავიდა. მამაჩემიღა დარჩა, თითქმის ბოლო მაგიდაზე
იჯდა. თამადამ დაუძახა: ჰა, კახელო, ორნიღა დავრჩითო და ისი-
ნიც აიშალნენ. მამა მოვიდა ჩემთან და მითხრა: წამოდი, ნიკოსთან
წავიდეთო, არავი[ს]თან არ მისულა და არ უთქვამ, რომ ბავშვი მე
მიმყავსო. გადაველით ყარსუბანში. ორივე ძმები შინ დაგვხვდნენ.
მაშინვე გა[ა]წყეს სუფრა. მამა ნასვამი იყო და იმდენად აღარ აქტი-
ურობდა ღვინის სმაში. ისე ბევრი ილაპარაკეს ამ მთისა, იმ მთისა
და ბოლოს დავწექით და დავიძინეთ. გათენდა დილა და მამამ: შვი-
ლო, ეხლა ჩვენ წავიდეთ, თორემ ძებნას დაგვიწყებენო. მოველით
თუ არა, მაშინვე მომცვივდნენ: სად იყავი, ბოშო. მე უთხარი: ყარ-
სუბანში წავედით, იმიტომ რო აქ ხალხი ბევრი იყო და დასაწოლი
ადგილი არ იქნებოდა მეთქი. მე შიგნით ვარ და მეხვევიან ქალები,
ათასნაირ საჭმელს მთავაზობენ, მაგრამ მამა ჩაუგდია ხელში, ეჩხუ-
ბება რატომ მომპარე ბავშვიო. მამა უთხრა: კაცო, ჩემი ბავშვი წა-
ვიყვანე, რა დავაშავეო. აქ ადგილი არ იყო, აბა სად დავეტეოდით
ამდენი ხალხიო. ისეთ ტლაშას მოგადენამ55, რომ პირი გვერდზე
მოგექცესო. მამამ უთხრა: აქ კი ნუ მომადენ ტლაშას, შვილიშვი-
ლები, ბიძაშვილობა, შვილები და სიძე რომ თავს გადგანან, წამოდი
ალაზნის ხიდთან ჩავიდეთ იქ, მომადინე ტლაშანიო. მერე მივიდა
სიძე და უთხრა: მამა, არ შეიძლება, მთელი წელიწადი მაგის შვილი
შენ გემსახურადა რა მოხდა, რო ცოტათი კაცი განაწყენდა, იმი-
ტომ, რო მაგის შვილი თითქმის ნახევარ თვეზე მეტი იმსახურეთო.
იმ სიძეს ვასილი ერქვა, ჭიკაანიდან56 იყო, ოღონდ გვარი არ მახსო-
მს. კიდეც მეტყოდა ხოლმე ეს პეტრე გოგალაძე, რო კახელები არ

54 მწკრივი.
55 ხელს გაგარტყამ.
56 ჭიკაანი − ამჟამად სოფელი ყვარლის მუნიციპალიტეტში.
- 23 -

ვარგიხართო, აი, აქ ამოდენა ადგილები იყო და ალზანგაღმიდან აქ


ვერ გამოხვედითო, გეშინოდათო. ჩემი სიძე კახელია, მაგრამ კარგი
ბიჭია და იმიტომ მივათხოვე ჩემი ბაბუციაო.

რა ვიცოდი მაშინ მე კახელების ამდენი სიმამაცის ამბავი, ხო ვე-


ტყოდი ყველაფერს. თუ გინდაც ჩვენებური, გვარად ჯანაშვილები
არიან და გეროინებს ეძახოდნენ, რომ იმათი ოჯახის ორი წევრი,
მამა შვილი იორზე დაეტყვევებინათ და წაეყვანათ ზაქათლის57 მაღ-
ლა მთაზე რო აეყვანათ, იქ ერთი კლდის ქვეშ შეფარებულიყვნენ.
მამას ხელები გაუკრეს, ათმეტრიანი თოკი მოაბეს და გარეთ გაუ-
შვეს. შვილი თავიანთას დაიტოვეს. მოიდა დიდი წვიმა, ლეკი გადა-
ბრუნ[დ]ა და ბიჭმა წკმუტუნი დაიწყო და მამამ დაუძახათ ლეკებს:
აქ გამოგზავნეთ ბიჭიო. გაგზავნეს ბიჭი მამასთან. მამამ ახალოხის
ქვეშ შეიფარა. ლეკები, რომელსაც გამოეღვიძება თოკს გამოსწე-
ვს. თუ თოკი მაგრად არის, მაშასადამე ტყვე ადგილზე არის. მამამ
უთხრა შვილს: მოდი უკნიდან და ეგებ ხელები გამიხსნაო. მივიდა
ბიჭი და დაუწყო თოკის წვალება ხან ხელით, ხან კბილით და როგო-
რც იქნა გაუხსნა ხელები. თოკი დიდ ლოდზე მოაბეს და მოიცადეს
იმიტომ, რო ლეკებს იქ ეგონათ და რომელსაც გამოეღვიძებოდა,
თუ თოკი მაგრად იყო, მაშასადამე ტყვეები ადგილზე იყვნენ. როცა
უკანასკნელად დაჭიმეს თოკი, მაშინ წამოხტნენ და დეეშვნენ ქვე-
ბით58. ერთ ადგილას მიადგნენ დიდ კლდეს. მამა უთხრა, რომ მე
ჩავალ, მერე შენ ჩამოდიო. მამა რო მიდიოდა, მერე პირდაპირ შვე-
რილი კლდე იყო. ბიჭს უთხრა: ჩამოდი აქამდისო. ჩავიდა ბიჭი, მერე
მამა[ს] იმ კლდეზე ბარძაყი გაუსკდა, ახალოხის კალთა მოხივა და
იმით შეიხვია. შეხედა მაღლა და ბიჭი კარგათა ჩანს და უთხრა: პირ-
დამპირ ჩამოხტი, არსაით არ გადაიწიო და მე დაგიჭერო. ჩამოხტა
ბიჭი და მამამ დაიჭირა ხელებში და უთხრა: აბა ჩქარა წავიდეთო. ზა-
ქათალაში რო ჩავიდნენ: გაჩერდით, ვინა ხართო? თურმე იმ დროს
რუსის ჯარი ჩამდგარა და გუშაგები და აი, ამ გუშაგებმა დააკავეს
მამაშვილი. ამათ რუსული არ იციან, იმათ ქართული. მერე მოიყვა-
ნეს თარჯმანი და ამათ სუყველაფერი ელაპარაკეს თავიანთი თავგა-

57 ზაქათალა − ქალაქი და რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი აზერბაიჯანში.


58 ქვევით.
- 24 -

დასავალი და უთხრეს: ეხლა ისინი ჩვენ გამოგვედევნებიანო. ესენი


გამოუშვეს და გუშაგები გააფრთხილეს, რომ ლეკები არ გამოგეპა-
როთო. ამბავი ჩამოეტანათ მაჩხაანში, რომ ჩვენ ისევ ზაქათალაში
ვიყავით, რომ ისინი დაიჭირესო.

ამ ამბავმა ბევრი დრო გაიყვანა და ეხლა ისევ იმ ამბავს დაუბრუ-


ნდეთ. პეტრე მაინც თავის ძალაზე იდგა და მამა ებუზღუნებოდა.
მამამ უთხრა: წამოდი საბჭოში ჩავიდეთ, იქ გავიგებთ, რომელი რი-
ცხ[ვ]იდან გაუვიდა ყავლიო. წაველით საბჭოში და იქ ეწერა, რომ
ოქტომბრის 10 რიცხვში გაუვიდა მორიგეობის ვადაო. წამოველით
სახლში და რაც მერგებოდა, პური და სიმინდი გადავიტანეთ ყარსუ-
ბანში. იქ ჩემ მამასაც ერგებოდა პური და სიმინდი, იქავე დავფქვით
და წამოვიღეთ. რომ მოველით სახლში, დედას ძალიან გაუხარდა
ჩემი მოსვლა შინ. გავიდა ნოემბერი-დეკემბერი და ისევ 1927 წლის
იანვრის თვეში ისევ წაველით, ამჯერად ჩვენს ნათესავთან. შინ ვერ
დავრჩებოდი იმიტომ, რომ ხალხი ძალიან გასაჭირში იყო, მინდორს
ვერა ხნავდნენ, გამწევი ცოცხალი ძალა არ ჰყვანდა ხალხს და სა-
რჩო საბადებელი საიდან უნდა მოეტანათ. ბიძაჩემი ღამის მეხრედ
დადიოდა და ერთი ორი დღიური თუ ერგებოდა, ისიც გაყამირებუ-
ლი მიწა. ყამირ მიწას რო მოიხ[ნ]ამ,59 გადადის ბელტო დაუშლელი
მიწა. გადაჰყრი შიგ ხორბალს და დაიფარცხამ.60 ნახევარი ხორბალი
მაღლა რჩება, ძალიან მცირე მოსავალი მოდის, რომელიც ჩვენ არა
გვყოფნიდა. აი ამიტომ იძულებული ვიყავით, წავსულიყავით სხვა-
თა შვილად. ეს ჩვენი ნათესავი ჩემი მამიდაშვილის ქმარი იყო. ჩემი
მამიდაშვილი ცოცხალი აღარ იყო და მეორე ცოლი რუსის ქალი
ჰყავდა, მაგრამ კარგი ქალი იყო და მე კარგათ მექცეოდა. ჩემი საქმე
იყო საქონლის, და მიდიოდა მინდორში და ვაძოვებდი. ოღონდ მე-
უბნებოდა, ბიჭებთან არ გაირეკო, მარტოკა აძოვეო. თუ ძროხები
კარგათ არ იქნებოდნენ დამძ[რ]ღები, მიჯავრდებოდა: დღეს ცალ-
კე არ გიძოვებიაო.

ერთხელ, ზაფხულის დღეს, მე გამომრჩა ეს ამბავი, რომ სოფლის

59 მოიხნამ (ქიზიყ.) − მოხნავ.


60 დაიფარცხამ (ქიზიყ.) − დაფარცხავ.
- 25 -

ამბავი არ დავწერე. ეს იყო ლაგოდეხის რაიონის სოფელი ცოდისკა-


რი61. ზაფხულში ჩრდილში საჩრდილობელი ადგილი იყო სოფლის
მინდვრის ბოლოზე, ლეკისწყალს ეძახოდნენ. ჰოდა, აი ერთ დღეს
მთელი სოფლის საქონელი ნახირი იყო, თუ პატარა ჯგუფები სა-
ქონელიცა და მწყემსიც იქ ისვენებდა. ერთი ბიჭი, სახელად მიტო
ერქვა, ისიც ჩემხელა იქნებოდა. ერთ პატარა სახრეზე მოგვივიდა
ჩხუბი. ის ამბობს − ჩემია, მე ვამბობ − ჩემია. ძალს ის არის და ძალს
მე. ერთი პატარა შეშის ნატეხი ეგდო, ავიღე და თავში დავკარი. მა-
შინვე გადაიქცა და გული წაუვიდა. ზოგმა წყალი დაასხა, ზოგმა
ყურები მოუსრისა, როგორც იყო, მააბრუნეს. ერთი უცბად მო-
მცვივდნენ, დამიწ[ყ]ეს ცემა ზოგმა სახრით, ზოგმა დიდი ჯოხით.
ერთი ლაბაძე ვანო იყო, დაუწყოთ ბიჭებს გაქეზება: დაჰკარით მაგ
მამაძაღლს მაგასა! მცემენ, როგორც ძაღლს დაუწყონ ცემა. ეს ლა-
ბაძე ისევ აქეზებს ბიჭებს: დაჰკარით მაგ მამაძაღლსაო. მერე ერთი
კაცი გამოვარდა. სახელად კასუმა ერქვა და შეუძახათ: რასა შვრე-
ბით, ხალხო, ის აგე კარგათ არის და ამას რო ჰკლავთ, პატრონს
რა უნდა უთხრათო. ამის შემდეგ გამანებეს თავი. მთელი 2 კვირა
მტკიოდა და ჩალურჯებული მქონდა მთელი ხორცები. სახლში
ვერ უთხარიკე, რომ ნაცემი ვარ მეთქი, იმიტომ რო მეტყოდნენ,
რატო ცალკე არა გყავდა ძროხებიო და ესე როდის როდის გამიარა
იმ სილურჯემ. აქაც როგორც იყო გავატარე ერთი წელი და წამო-
ვედი სახლში. შინ როცა ვიყავი, ცხვრებს ვაძოვებდი, ფიჩხი მო[მ]
ქონდა და კუნძი. ჩვენთან ტყე არ იყო ახლოს და პატარა ბუჩქები
რო იდგა, ძირფესვიანად ვთხრიდით, მოგვქონდა შახლში.

გავიდა 1928 წლის ზამთარი. მამამ ისევ წამიყვანა და სოფელ ბაისუ-


ბანში62 დაუდექ მოჯამაგირეთ კოლა მამალაძეს. ბორჯომიდან იყო
ჩამოსული ისიც, ყოფილი მოჯამაგირე და ძალიან კარგი კაცი იყო.
მთელი წლის განმავლობაში იმას ჩემთვის ავი სიტყვა არ უთქვამს.
ჰყვანდა ყევარი ხარი და კამეჩი ორი ურემი ება. გარიგებული იყო
ერთ აგურ-კრამიტის ქარხანასთან და უზიდამდით შეშას. მაშინ შე-
შითა სწვამდნენ აგურსაც და კრამიტსაც და კიდევ გარი[გ]ებული

61 ცოდისკარი − ამჟამად ცოდნისკარი, სოფელი ლაგოდეხის მუნიცი­პა­ლი­ტეტში.


62 ბაისუბანი − სოფელი ლაგოდეხის მუნიცი­პა­ლი­ტეტში.
- 26 -

იყო სოფლის მაღაზიასთან და წნორიდან უზიდამდით ნავთს. ბორ-


ჯომში მოჯამაგირობის დროს, ხის თლის დროს მუხლში მოერტყა
ცული და კოჭლობდა, მარცხენა ფეხს ვერ ხრიდა, მაგრამ ურემს
ისე შეუხტებოდა ხოლმე, როგორც პატარა ბიჭი. ჰქონდა მამულე-
ბიც. პურის ყანები უკვე დათესილი და მოსული იყო. ჩემს ხელში
დავთესეთ სიმინდები. დავიწყეთ უკვე შეშის ზიდვა. ზემო მსხარგო-
რის ნატუსებს ეძახიან იმ ადგილებს. იმ ად[გ]ილის ჩრდილო-და-
სავლეთ[ით] ის მდინარე კაბალი და სოფელი კაბალიც მდინარის
მარცხენა მხარეს უყვება.

როგორც ზემოდ ავღნიშნეთ, უღელი ხარი და უღელი კამეჩი ჰყა-


ვდა. კამეჩს ერთ მილიონა ერქვა მეორეს კვერცხა. კამეჩს მილიო-
ნერა იმიტომ ერქვა, რომ საქართველოში ბოლო დროს მენშევიკე-
ბის ფული რო გაუფასურდა, ფულს აღარა [ჰქონდა] გასავალი და
გაუფასურდა. ხარებს ერთს ღვინია ერქვა და მეორეს მარა. ეს მარა
ძალიან ზნიანი ხარი იყო. შებმის დროს რო არ გაეწვალებინა ჩვენი
თავი, არ შეიძლებოდა. ჰოდა, აი ერთ ჩვენ შეშის ჭრის დროს შეშა
მთიდან ჩამოგვქონდა. კამეჩებით ჩამოგვქონდა. ხარები თავს ვერ
დაუჭირამდნენ და შესაძლებელი იყო, ხარს ფეხი მოიტეხოდა63. ჩა-
მოვზიდეთ და უკვე ბინდდება. დაუდეთ ორივე ურემს, უნდა შევა-
ბათ და წამოვიდეთ. − მიდი, შვილო, მორეკე ხარები და კამეჩები.
გაველი, კამეჩები იქა იქა იძოვენ. ანწლიანი იყო და ალაგალაგ ბუჩ-
ქნარი. ცოტა წავდექი. ღვინა ხარი იქვე იძოვდა. მარა ხარი არ არის.
მოვრეკე ურმებთან ვეუბნები: კოლძიავ, მარა ხარი არ არის მეთქი.
გამოველით იქეთ აქეთ მოვდექით, ხარი არ არის. მერე მითხრა: შვი-
ლო, ხარი შინ წავიდოდა. შენ ვერ წახვალ, დარჩი აქ და ნუ გეში-
ნიან, საქონელი ურმებთან ახლოს იყოლიე და მე მალე ამოვალ
და ხარსაც ამოვიყვანო. დავრჩი, მაგრამ ვაი იმ დარჩენას. თათრე-
ბისაც მეშინიან და მგლებისაც. ციცინათელა მწერები დაფრინავენ
და მე მგონია, მგლები მოდიან მეთქი. კამეჩებთან ახლოს მივედი და
მივეკარი ზედ. თუ მგელი ახლოს მოვიდა, კამეჩი გააგდებს მეთქი.
მაღლა ტყეში კიდევ ოლოლებს64 გააქვთ ერთი ყოფა: − თევდორე-

63 მოიტეხოდა (ქიზიყ.) − მოსტეხოდა.


64 ოლოლი − დიდი ბუ, ზარნაშო.
- 27 -

ეე! მეორე გააგონებს: უუუ. − იპოვნე? − ვერა, ვერა. − უუუჰუჰუ.


გავიდა ცოტა კიდევ ხანი და კიდეც მოიყვანა ხარი. შევაბით და წა-
მოველით. გამოვედით მთავარ გზაზე და შემოსძახა ურმული ჩემმა
უფროსმა. უფროსს ვამბობ იმიტომ, რომ ის მე ისე არ მექცეოდა,
როგორც ხაზეინი. ურმულს ასე მღეროდა: მიყვარდა აზნაურობა,
გვერდზე დახურვა ქუდისა, გავლა გამოვლა ბაზარში, გადაკიდება
ჩხუბისა.

ერთხელ ჩვენს ნავთის ზიდვის დროს წამოველით ბაისუბნიდან.


საღამოთ წამოვიდოდით ხოლმე. დაბი[ნ]დებამდე ჩამოვდიოდით
ხოლმე ჭიაურში. თუ ზამთარი იყო, ალაზნის დუქნებში გავჩერდე-
ბოდით, საქონელს სადგომში შევიყვანდით, დაუყრიდით საჭმელს.
ჩვენ კიდევ შევიდოდით სასადილოში და ვივახშმებდით. დავიძინებ-
დით, რომ დილით ისევ ადრე შეგვება ურმები და წამოვსულიყავით
წნორში. როგორც კი მოვშორდებოდით ალაზნის ჭალას ერთი-ორი
კილომეტრით, დაუბერამდა ქარი და ჩამოვიდოდით დაბლა და ხა-
რკამეჩებს ისე ვერეკებოდით, იმიტომ რო მაღლა გვციოდა და ფეხე-
ბი გაძრებოდა.65 ერთხელ ზაფხულში მგზავრობის დროს ბაისუბნი-
დან წამოველით საღამოთ ადრე. ალაზანს რო კარგათ გამოვცდით,
გამოვედით შოროქანზე, გადავაყენეთ ურმები გზის ხელმარცხნივ
ერთ სამასი მეტრის მანძილზე და გამოუშვით. საქონელი მიუშვით
ბალახზე. ვივახშმეთ და დავწექით და დავიძინეთ. არ იფიქროთ, რომ
ცარიელი პური და ან მჭადი გვქონდა. ჩვენ სუყოველთვის პური,
ხაჭაპური, მჭადიც, რა თქმა უნდა, ოღონდ უყველოდ ჩვენ არა ვყო-
ფილვართ. არაყსაც ჩაიდგამდა ხოლმე. ჰოდა საქონელი რო ბალახ-
ზე მიუშვით და საჭმელი შევჭამეთ, მერე დავიძინეთ. როგორც ინათა
და წამოვხტით, გავიხედეთ და ერთი აღარ არის ისევ. ის მარა ხარი.
მერე მითხრა: შვილო, ეხლა ხომ დღე არის, ის შინ წავიდოდა. წადი
და გზაზე მიეწევი და მოიყვანე. ერთი თონის პური მომცა, პატარა
ყველის ნაჭერი და წაველი ბაისუბნისკენ. ალაზანს რომ მიუახლო-
ვებდებით, რატო ერთი ას მეტრი მაინც უნდა დაბლა ჩავიდე. წინათ
ალაზანს უვლია იქ და მერე კალაპოტი ჭიაურის მხარეს [უცვლია].
იმ დაბლობში დაბალი ფიჩხარი ტყის პირებში ვიყურები − იქნებ
65 გაძრებოდა (ქიზიყ.) − გვიზრებოდა, გვეყინებოდა.
- 28 -

აქ სადმე იყოს მეთქი. მიველი ხიდის ყურში და ვხედამ, ხარი ხიდის


გამოღმა მხარეს ძოვს ბალახს. წამოურბინე ხიდის გარედა[ნ], რო
გაღმა არ გამექცეს მეთქი და წამოვიყვანე. სულ სირბილით მომყა-
ნდა, შევაბით და წამოველით წნორში.

აი, ამრიგად გავატარე სამი წელიწადი და გავხდი 14 წლისა. ჩვენი მეზო-


ბელი კაცი იყო სოფელ ნინისგორში ნახირში. რუსის სოფელი იყო ის.
ერთიორჯერ ბაისუბნიდა[ნ] ნამყოფი ვიყავი ლაგოდეხში და კარგათ
ვიცოდი, სადაც იყო სოფელი ნინისგორი. ჰოდა, ამ ჩვენს მეზობე[ლ]ს
ეთქვა მამაჩემისთვის, რომ მიშა რომოვა66, გამოგზავნე, ხბორებს მოვა-
ვლევინებო. ჰოდა, რო გამოველ სახლში, ჩემს და-ძმას და ბიძაშვილს
წითელა ეყარათ და რა თქმა უნდა, მეც დამაყარა. ამ ამბავმა ერთი ორი
კვირით მე დამაგვიანა. მამასთვინ ეთქვა იმ კაცს, რო პირდაპირ წამო-
ვიდეს ლაგოდეხის გზაზე და ხიდის მარცხენა მხარეს წითელი აგურის
ეკლესია რო არის, ჩვენი სახლი იქ არისო. მე კარგათ ვიცოდი რომ წი-
თელი აგურის ეკლესია ხიდის ყურეს მარცხენა მხარეს იყო. როცა წითე-
ლამ გამიარა და კარგად გავხდი, წაველი. უკვე კარგად ვიყავი მგზავრო-
ბაში გაწაფული და არაფერი არ შემეშლებოდა. საღამოს მივედი. მეორე
დღეს წამიყვანეს და დაიწყო ჩემი ახალი სამსახური. გრძელი სოფელი
იყო, ორ კილომეტრზე მეტი. ჯერ ძროხა უნდა გასულიყო და მერე ხბო.
ძროხები ერთ 500 მეტრზე გასცდნენ. მერე მეც დავიწყე. უნდა მოგახსე-
ნოთ, რომ მე რუსულისა არაფერი ვიცოდი. იმ ღამით შემასწავლეს და
გამაზეპირებინეს: განი ტელიატი67, ჰეეე! ჰოდა, მეც დავიწყე ბოლოდან
და ვიძახი: განი ტელიატი, ჰაეეე. ჰოდა, აი ამ განიტილიატში ე.ი. ხბორები
გამორეკეთ, გავატარე 6 ექვსი თვე და 29 წლის შემოდგომაზე გამოვე-
ლი მაჩხაანში და კიდეც დაიწყო მთლიანი კოლექტივისზაცია68.

ეს ამბავი დაიწყო დეკემბრის თვეში და გასტანა 30 წლის თებერ-


ვლის ნახევრამდე. აის ხალხი, ვინც ან მოჯამაგირეთ იყო წასული,
ან ნახირში იყო, ან სხვა სამუშაოზე იყო კერძოთ, სუყველა შინ
მოიდნენ, იმიტომ რომ ყველა თავის სოფელში უნდა შესულიყო

66 რომ მოვა.
67 განი ტელიატი (Гони телят) (რუს.) − გარეკე ხბოები.
68 კოლექტივიზაცია − ინდივიდუალური გლეხური მეურნეობის გაერთიანება
მსხვილ სახელმწიფო მეურნეობად.
- 29 -

კომუნაში. ძალიან ბევრი ხალხი გამოვიდა კომუნის წი[ნ]ა[ა]ღმდე-


გი, ბე[ვ]რნი ყაჩაღად გავიდნენ ტყეში. ზოგი აგიტაციას ეწეოდა
კომუნის წინააღმდეგ, ვინც ყაჩაღად გავიდნენ იორზე და ალაზნის
ჭალებში 10 კაცზე 3 თოფიც არა ჰქონდათ. ჩვენი ოჯახი, ბიძაჩემი
და ჩვენ, ჯერ მაშინ არ ვიყავით გაყრილები. მამას ეგონა, უკვე და-
მყ[არ]და კომუნიზმი და მე დავიგვიანეო, განცხადებაში ვენახი ამბა-
რითვის მასალა [...]. იმიტომ, რო გვიან შევედით კომუნაში, 10 მანე-
თით დაგვაჯარიმეს, რომელიც იმ დროს ჩვენთვის ძალიან ბევრსა
ნიშნავდა. ხალხი რო გააკულაკეს69 და ცხოვრება დარჩათ, სულ გა-
ანიავეს. სოფ. ბოლოზე ცხოვრობდნენ ყოჩიაშვილები. სამნი ძმანი
იყვნენ, დიდი ეზო ჰქონდათ. ძალიან გააკეთეს დიდი პურის საცხო-
ბი და მთელი დღე და ღამე აცხობდნენ პურს. ერთ დღეს მთელი სო-
ფლის ქალები შეკრიფნენ და მიდიოდნენ სიღნაღში, უნდა გადმოაგ-
დოთ რაიონის უფროსიო, არ გვინდა კომუნა − ყველა ამას გაიძახის.
სოფლის თავში უკვე ბოდბისხევის ტყეში შევიდა ქალთა კოლონის
თავი, რომ სოფლის ბოლოს მირზაანის70 მიჯნაზე იყო ბოლო. ჩვენ
კიდე ჯერ პატარები ვიყავით და არ იყო დაკომპლექ­ტებული ხალხი
და ჩვენ როგორც პატარები არსად არ ვიყავით მიმაგრებული, რომ
ჩვენი თავი გამოეყენებინა ცხვრის დოლიანობაში71, ან გუთანზე, ან
სხვა საქმეზე. ღამით დავდიოდით წერაკითხვის სალიკვიდაციო სკო-
ლაში,72 ან პურის საჭმელად, ხან კიდევ ხალხის გამოსვლის სეირს
უყურებდით. ჰოდა, როცა ქალთა კოლონა პირველი შევიდა ბოდ-
ბისხევის ტყეში, მაშინ ჩვენებური პარტის წევრები ცხენებით წა-
მოეწივნენ: მობრუნდით, ხალხო, მობრუნდით, ხვალვე დაიშლება
კომუნა. ეს ქალები როგორც მუქარით თუ თხოვნით მობრუნდნენ
უკან და დაიშალნენ, ის ხალხი, ვინც იორზე და ალაზანზე გავიდნენ
იარაღით, ტყეში ისინი დაიჭირეს და გადაასახლეს 7 წლით. მეორე
დღეს მოვიდა პილიპე მახარაძე.73 ძალიან დიდი ეზო[ა] ეს ყოჩი-

69 გაკულაკება − მდიდარი გლეხებისათვის ქონების ჩამორთმევა.


70 მირზაანი − სოფელი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში.
71 დოლი − წვრილფეხა პირუტყვის ნაშიერთა მოგების პროცესი.
72 იგულისხმება წერა-კითხვის უცოდინრობის ლიკვიდაციის კურსები, იგივე
„ლიკბეზი“ (Ликвидация безграмотности).
73 ფილიპე იესეს ძე მახარაძე (1868-1941) − დაიბადა ქუთაისის გუბერნიის სოფელ
შემოქმედში, მღვდლის ოჯახში. სწავლობდა თბილისის სასულიერო სე­
- 30 -

ანთ სახლების ეზო, თითქმის ნახევარი ჰექტარი მაინც იქნებოდა.


ერთი დიდი გრძელი სახლი გზის პირზე იყო ზურგით გზისკენ, მეო-
რე სახლს უკანა კედელი ზემოთ მეზობლისკენა ჰქონდა. ბელეტაჟი
სახლი იყო, დიდი გრძელი სახლი, განიერი აივანი. მოვიდა მახარაძე
და პირდაპირ აივანზე ავიდა. ეს ამოდენა ხალხი გაიძახის: არ გვინდა
კომუნა! მობრუნდა მახარაძე ხალხის მხარეზე და მაღლა ხელის
აწევით ანიშნა, რომ გაჩუმდითო. აი ასე ნელაობით, როგორ იყო,
დაჩუმდა ხალხი. და მაშინ წარმოსთქვა სიტყვა: ხალხო, არ გინდათ
კომუნა? ვისაც არ გინდათ კომუნა, ხვალვე წადით და ყველამ ვინც
კი რა გ[ა]აერთიანეთ ყველამ თავისი ძროხა ხარი ცხენი ურემი თუ
რაც კი რამე გაერთიანეთ განცხადებით, ყველაფერი წაიღეთ და
წაიყვანეთ. ხოლო ვისაც გინდათ კოლექტივი, დარჩით და მოუა-
რეთ კულაკების ჩამორთმეულ ქონებას. მეორე დღეს, ვისაც კი რა
ჰყავდა და ჰქონდა მიყვანილი და მიტანილი, ყველა წავიდა თავისი
ქონების წამოსაღებათ. მაგრამ ვისაც არაფერი არა ჰყვანდა, თით-
ქმის სამოცდაათ პროცენტს, დარჩნენ ისევ ცარიელები. აი ის ჩვენი
მეზობელი კაცი, რომელთანაც მე ვიყავი ხბორების მოსავლელად,
ის კაცი ისევ იქ წავიდა და მამაჩემიც თან წაიყვანა ამხანაგათ. რა-
ტომ იყო, რომ ეს ამოდენა ხალხი დადიოდა და სხვის მუშად მუშა-
ობდა. იმიტომ, რომ საკუთარი არაფერი არა ჰყავდა რა და არცა
ნაღვლობდა, რომ ეყოლიებინა საკუთარი პირუტყვი.

ერთი ჩვენებური კაცის ამბავს მოგიყვებით მე თქვენ − პაპჩაშვილი


დიმოსასი. 7 გოგო ჰყავდა. თქმულებაც იყო იმაზე, ყველაზე კარგი

მი­
ნარიაში. პირველი სოციალ-დემოკრატიული წრეების ერთ-ერთი დამ­
ფუძნებელი. 1905 წლიდან იყო ბოლშევიკი; ხელმძღვანელობდა პარ­
ტიულ პრესას, აქტიურად მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციურ
მოძრაობაში თბილისში. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ
მონაწილეობდა რუსეთის სამოქალაქო ომში; 1918 წლიდან აქტიურად
მუშაობდა ბოლშევიკურ იატაკქვეშეთში საქართველოს დემოკრატიული
რესპუბლიკის წინააღმდეგ, რის გამოც დაპატიმრებული იყო 1919 წელს.
ციხიდან გაიქცა. 1921 წელს საქართველოს ოკუპირების დროს ხელმ­
ძღვანელობდა საქართველოს სსრ რევკომს. შემდგომ წლებში იყო
საქართველოს სსრ ცაკის და სახკომსაბჭოს თავმჯდომარე, ამიერკავკასიის
სფსრ ცაკის თავმჯდომარე, საქართველოს კომპარტიის ცეკას წევრი.
1938 წლიდან იყო საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის
თავმჯდომარე.
- 31 -

ყანის მკა ვინ იცისო და მაშინვე გეტყოდნენ: პაპაჩაანთ დიმომ. −


ბევრი პური ვის აქვსო, მაშინვე გეტყოდნენ: დაკერებულიანთ ჯა-
ფარასო. ამ დაკერებულიანთ ჯაფარას იმდენი ხორბალი მოჰყავდა,
რომ შირაქში ხორბლის ორმოები დაჰკარგნოდა − აღარ იცოდა,
სად რამდენი ორმო ჰქონდა ხორბლით სავსე. განა დიმო არა მუშა-
ობდა. მუშაობდა, მაგრამ ანდაზაი იყო ასეთი, სხვისი მუშა ღმერთმა
ჩაფუშაო. სხვის მუშად, სხვის მწყემსათ შეიძლება იყო, მაგრამ სა-
კუთარი მეურნეობაც უნდა შექმნა.

ჩემი პაპები პატარები დაობლებულიყვნენ. მაგრამ ცოტა რომ წა-


მოზრდილიყვნენ, ჩემი პაპა მირზაანში მწყემსად წასულიყო ცხვა-
რში, მეორე პაპა შინ დარჩენილიყო. პირუტყვი გაიჩინეს, ძროხები
მოამრავლეს. ძროხებმა სახარე ხბორები მოიგო და გაზარდეს ხარე-
ბი. შეაბეს ურემი, დაიწყეს ხვნა-თესვა და მოსავლის მოყვანა. ჩემმა
პაპამ ოთხი წელიწადი გაატარა წყემსად და 400 სული ცხვარი მო-
რეკა შინ. მაშინ ასე იყო − ოთხი წლებით მორიგეობდა, წელიწადში
25 თოხლს აძლევდა ხაზეინი. პირველი წლის ჯამაგირს რომ მისცე-
მდა, ივლისის ბოლო რიცხვებიდან იწყებოდა ბატკნის პარსვა და
ბატკანი რო გაიპარსება, ეწოდება თოხლი და აი მაშინ დაუსერამდა
25 თოხლს და დაუსერამდა მწყ[ე]მ[ს]ის ოჯახის სერზე. ჰოდა, ვისაც
არ ეზარებოდა საკუთარი ცხოვრების შექმნა, ის ყოველთვის კიდეც
შენდებოდა და კარგათაცა ცხოვრობდა. ჰოდა მამა რო ნახირში წა-
ვიდა, გაზაფხულით მეც წამიყვანეს ხბორების მოსავლელად. მერე
ცოტა რომ წამოვიზარდე და უკვე 16-17 წლის გავხდი, მერე გამი-
ყვანეს ნახევარ წილში. მამაჩემსა და იმის ამხანაგებს ორი სოფლის
ნახირი ებარად.74 ეს სოფლები ახლო იყო ერთიმეორესთან, შუაზე
გზა ჰყოფდა ერთიმეორესთან. მამაჩემის ამხანაგმა ერთი მამალი
გოჭი იყიდა. მამაჩემიც წავიდა, ერთ გოჭს მეც ვიყიდი და ერთად და-
იზრდებიანო. მამალი გოჭი აღარ ჰყოლოდა და დედალი გოჭი მო-
იყვანა. რო წამოიზარდნენ და უკვე ბურვაკები გახდნენ, მამაჩემის
ამხანაგს ნიკა ერქვა სახელად, ჰოდა ნიკამ უთხრა მამას: ეს დედალი
ღორი შევინახოთ, დამაკდება, მამალი კიდევ ორთავემ დავკლათო.
მამა[მ] ჰოობა უთხრა. ეს დედალი ღორი დამაკდა, მამალი ღორი
74 ებარათ.
- 32 -

დავკოდეთ, გავასუქეთ, სიმინდი ბევრი გვქონდა. რა გვენაღველე-


ბოდა და მე დამავიწყდა ზემო მეთქვა, რომ თვითეულ ძროხაზე წე-
ლიწადში ვიღებდით 3 ფუთ75 პურსა და სიმინდს. ჩემი უფროსი ძმაც
იქ იყო, ისიც ნახევარ წილში მუშაობდა. მამალი ღორი დავკალით
და ხორცი გავიყავით. დედალმა ღორმა დააგდო 6 გოჭი: ორი დედა-
ლი და ოთხი მამალი. დედა ღორი როგორც კი გავიდა ორი კვირა,
აფრახდა76 და აღარ დამაკდა. გოჭები, როგორც იყო, დავაზრდევი-
ნეთ. დედა ღორი კი დავაკოდინეთ და მომავალს ზამთარში ხუთივე
ღორი ერთად და[ვ]ხოცეთ და ხორცი ისე[ვ] გავიყავით. ორი დედა-
ლი დამაკდა და დავყარეთ წილი და გავიყავით. წილი იმიტომ ვყ[ა]
რეთ, რომ რომელიმეს გულით არ დაჰკლებოდა − მე ცუდი ღორი
მერგო და იმას კარგიო. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ამ ორმა ღორ-
მა ორ წელიწადში თითქმის 50 ღორი მოვაშენეთ. აი ის გოჭები და
ღორები მალმალე იმიტომ მომყვანდა ხსენებაში, რომ ხალხს უკვე
ეგონა, კერძო ცხოვრება გაგრძელდება და ცხოვრება წინ წავაო, მა-
გრამ არ მოხდა ეგრე. ჩვენ ვფიქრობდით, რომ ამ ღორებით ძროხე-
ბსაც გავიჩენამდით და ხარურემსაც შევაბამდით. ღორი და ცხვარი
ძალიან შემოსავლიანია, თუ ხერხიანათ მოიქცევა.

ეხლა ერთ პატარა ამბავს მოგითხრობთ, როგორც ჩვენს გოჭებზე


და ღორებზე გვქონდა ლაპარაკი, სოფელ ჯუგაანში ცხოვრობდა
ერთი ოჯახი. ამ ოჯახს ეძახოდნენ მეტყავიანთ. არ ვიცი, საიდან
და როგორ იყო, ნათესავმა, მეზობელმა თუ ამხანაგმა ერთი დედა-
ლი გოჭი აჩუქათ. გაზარდეს. გახდა ღორი და დამაკდა და დოლე-
ბის დრო რომ მოახლოვდა, იმ მეტყავიანთ მამას ბევრი შვილები
ჰყოლოდა. სულ პატარა ბიჭს ნიკოს ეძახოდნენ. ეს ნიკო გააყოლეს
ამ ღორს. დაყარა 8 გოჭი, ეს 8 გოჭი გაიზარდა. რა თქმა უნდა, აქ
მამლებიც იქნებოდნენ და დედლებიც. დაიზარდნენ, გახდნენ ღო-
რები. კიდევ დამაკდნენ და კიდევ გააჩინეს ბევრი ღორები. ჰოდა
აი ამ ღორებით ძროხა და იმდენი ცხვარი მოამრავლეს, რომ თით-
ქმის ჯუგაანში იმათზე ბევრი საქონელი არავის არ ჰყავნდა. [ა]აშე-
ნეს კარგი სახლკარი და ცხოვრობდნენ კარგათ, მაგრამ ცხოვრებამ

75 ფუთი − წონის საზომი ერთეული, უდრის 16,38 კილოგრამს.


76 ატყდა.
მიხეილ ნატროშვილი
25 მაისი, 1935 წელი
- 34 -

უმუხთლათ. ერთ ქარიან ღამეს პოლიციის ფორმაში შეიარაღებუ-


ლი რაზმი დაესხათ თავს და მოსთხოვეს ფული. ამათ უთხრეს: ჩვენ
ფული არა გვაქვსო. არა გაქვთ და, დაიძრეს ხმლები და დაუწყეს
ხალხს ხოცვა. 13 სულიდან ერთი პატარა ბიჭიღა გადარჩა, 12 ადამი-
ანი სულ გაწყვიტეს.

ეს გოჭები და ღორები, ცხვრები და ბატკნები იმიტომ მოვიყვანეთ,


რომ ჩვენ გვინდოდა, რაღაც ცხოვრებისთვის მოგვეკიდა ხელი, მა-
გრამ კოლექტივიზაციის ბურუსი თანდითან ახლოვდებოდა. ხალხს
შეაწერეს ძალიან ბევრი ნალოგი ე.ი. გადასახადი. ვისაც არა ჰყავ-
ნდა ერთი ვირიც კი, იმას აძლევდნენ გეგმას, 5-6 გექტარი მინდვრის
მოხვნას და შიგ მოსავლის მოყვანას. რო ეტყოდა საწყალი გლეხი,
რო, ხალხო, რით მოვხნა და რით გადავიხადო ამდენი ნალოგიო,
ეტყოდნენ: აგე კოლმეურნეობაში შედი და არც მოხვნა მოგინდე-
ბა და არც გადასახადის გადახდაო და აი ასე თანდითანობით შე-
დიოდა ხალხი კოლმეურნეობაში. მე იქ ე.ი. ნინისგორში შევიტანე
განცხადება კოლმეურნეობაში მიღების შესახებ. კოლმეურნეობის
საერთო კრებამ მიმიღო, მაგრამ რაისაბჭომ მომთხოვა ცნობა, რომ
სოფლიდან ამოწერილი უნდა იყო და იქიდან ამოწერის ცნობა ხელ-
ზე უნდა გქონდესო, მაგრამ მაჩხაანში კიდევ მითხრეს: 8 გექტარი
გაქვთ გეგმა: რომ მოიხნა და დაითესოვო. წინ წყალი უკან მეწყე-
რიო − ჩემი საქმეც ისე იყო. ავდექით და წამოვედით მაჩხაანში. მი-
ვედით ბერიას სახ. კოლმეურნეობაში. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ,
6 მეტრი სიგრძის სახლში ვცხოვრობდით 12 სული ადამიანი. არც
ამდენი საშუალება გვაქ, რომ ასე უცბათ მეორე ოთახი ავაშენოთ.
ჩემი დიდი ძმა თბილისში იყო, იქა სწავლობდა, მუშაობდა. ნახირში
რომ ვიყავით, იქიდან ღორები გამოვიყვანეთ. კოლმეურნეობაში მე
მუშაობა დავიწყე 36 წელში. უკვე 21 წლის ბიჭი ვიყავი. მამა ჯერ
ისევ იქ, ნინიგორში დარჩა − იქნება კოლმეურნეობაში კარგათ ვერ
განაწილდეს და აქედან დაგეხმარებითო, მაგრამ 36-37 წლებში კა-
რგათ განაწილდა კოლმეურნეობაში. მზესუმზირაც და ხორბალიც
კარგათ განაწილდა. ზეთი გავყიდეთ, ზოგი ხორბალი გავყიდეთ,
ღორები გავყიდეთ და ამით მასალა მოვაგროვეთ. ერთი დედაღორი
შევინახეთ, რომელიც მაკეთ იყო. უკვე აგვისტოს ბოლო რიცხვე-
- 35 -

ბია, დედას ვეუბნები, რო ღორზე თვალი დაიჭი, რომ არ დაიკარგოს.


ღორს რომ დაყრის დრო მოუახლოვდება, დამალვა იცის მეთქი.
ვენახიდან ამოვედი საღამოთ და ღორი მოვიკითხე, იქით გავიქეცი,
აქეთ გამოვიქეც, არსად არ არის. დილით ადრე წამოვხტი. ჩვენს
სახლსუკან გაღმა მხარეს სასაფლაოებია და გვერდზე -ვენახები.
გავყევი ვენახის ღობის ძირობაზე, რო გავა ნახევარი ვენახი და
ერთ უცბათ წამოხტა და დაიწყო რუხრუხი. გოჭები წამოხტნენ და
გარბიან. მერე ღორიც წავიდა იქითკენ, საითაც გოჭები გაიქცნენ.
შემოეხვივნენ გოჭები, დაწვა ღორი და დაუწყეს წოვნა. რო მოწო-
ვეს, ავაყენე ღორი და წამოვიყვანე. ორშაბათ დილა გათენდა. ისევ
სამუშაოდ უნდა წავიდე. დედა სახლში დარჩა, ღორს პატარა ძმის
სინაბარას77 ვერ დავტოვებდით.

ჩემი და ლაგოდეხში სწავლობდა, პედაგოგიურ ტეხნიკუმში. ცოტა


რამე მასზეც უნდა გიამბოთ. ჩვენს სოფელში მაშინ შვიდწლედის
სკოლა არ იყო და ქვემო მაჩხაანში დადიოდა. იქ ერთი ჩვენებუ-
რი და თანაც ჩვენი გვარის ბიჭს შეჰყვარებოდა. სიყვარული გაუმ-
ჟღავნა. ერთხელ უთხრა, მეორეთ და ჩემმა დამაც გაუმჟღავნა სი-
ყვარული და ერთი მეორეს მისცეს პირობა, რომ სანამ ტეხნიკუმს
არ დავამთავრებ, მადამდისინ78 არ გამოგყვებიო. ჰოდა, ნათქვამია
სიყვარულსა უნდა მალვა, როგორც ცხენსა ნაპარევსა. რო მოუკ-
ვდეს, გლოვნაც უნდა, როგორც შვილსა საყვარელსა. ბარემ აქვე
ვიტყვი, რომ ჩემმა დამ მართლაც იგლოვა და პატივი სცა. ის სახ-
ლში არ დაღუპულა, ფრონტზე დაიკარგა, როგორც შინ მოუსვლე-
ლი. ერთი ბიჭი დარჩა სახლში. ერთი წლის იყო ბავშვი, ჩვენ რომ
წაველით. მხოლოდ ერთად არ წავსულვართ. ის ჩემზე წინ წავიდა
ორი კვირით და უკანასკნელი წერილი რასტოვის79 ფრონტიდან მი-
ეღოთ სახლში. სიძეს დედა არა ჰყავდა, მამას მეორე ცოლი ჰყავდა
და ცალკე ცხოვრობდნენ. ხოდა, აი, სწორეთ მე გამომრჩა ის ამბავი,
რომ იმათი სიყვარული მთელმა სოფელმა იცოდა. ჩვენ ჯერ არ
ვიცოდით, მერე გავიგეთ. რა მოხდა მერე, ამ ქვეყანას სიყვარული

77 ანაბარა.
78 მანამდე.
79 როსტოვი − ქალაქი რუსეთის ფედერაციაში.
- 36 -

ამრავლებს. რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებიაო


− უთქვამს ხალხს. მამას ძალიან სწყინდა, რომ უჩემოდ გააკეთა
ასეთი ამბავიო. ჩვენი სიძე თუ სასიძო აღმხველათ80 მუშაობდა მე-
ცხვარეობის ფერმაში. მთიდან ახალი ჩამოსული იყო მაშინ ჩემი
დის სადედამთილო და ერთი კიდევ იმისი მეზობელი. მოვიდნენ ჩვე-
ნთან, გვითხრეს და გვთხოვეს, რომ საღამოზე უნდა მოვიდეთ და
საქმე გავათავოთო, მაგრამ იმ მეორე ქალის და ცხოვრობდა ჩვენ
მეზობლად და იმის სახლში შევხვდით. ბარგი გავამზადეთ, რომ იმ
საღამოთ უნდა წავიდეთ კალოზე, საღამოთ ურმებმა გამოიარეს და
ბარგი დაუდეთ და მამაჩემი გავაყოლეთ და უთხარით, რო დილით
ადრე ჩვენც წავიდოდით. საღამოთ მოვიდნენ ის ქალებიც და ჩვენი
სასიძოც. რაღა ბევრი ვილაპარაკოთ, იმ ღამეს დავნიშნეთ. მეორე
დილით მე და ჩემი ძია წაველით და სანამ გათენდებოდა, გაველით
კალოზე. ერთი-ორი დღის სამუშაო გვქონდა იქ. მერე ამოველით
მთაში. კალოს რო ვამბობ, ამ ადგილს ჰქვია თელაწყალი. იქიდან
უნდა წამოვიდეთ აღმოსავლეთისკენ, მთაში ამოვალთ. მთიდან
უნდა წამოვიდეთ კიდევ აღმოსავლეთისაკენ, მერე მოვალთ მაჩხა-
ანში. ჰოდა ვიმუშავეთ ორი დღე და მერე ამოველით მთაში. ვმუშა-
ობდით იქ. შაბათ დღე რო მოვიდა, შინ წამოვიდნენ რამოდენიმე
კაცი და მამაც წამოვიდა. კვირა დილით ისევ უნდა გამოსულიყ-
ვნენ, იმიტომ, რომ ბრიგდირმა თქვა: ბარემ მოვრჩეთ ყანის მკას,
რო მერე დავისვენებთ და მზესუმზირას მოჭრას დავიწყებთო. რო-
გორც გამოვიდნენ შაბათ საღამოს შინ წამოსული ხალხი და მა-
მაჩემმა დამიწყო ჩხუბი: შე მამაძღლო, შენ ქალი ვინ მოგცა, რო
გაათხოვევო. რო ავიღო ეგ ნამგალი და მოგაჭრა ეგ თავიო. მერე
იქ ჩემი მამიდაშვილები მუშაობდნე, ორნი ძმები. − აბა შაქრო ძიავ,
როგორ შეიძლება მაგეთი რამეებიო. უყვარდათ ერთი მეორე და
შეირთეს ერთი მეორეო.

მოვრჩით ყანის მკას. წამოველით სახლში, ორი სამი დღე დავისვე-


ნეთ და მერე წავედით მზესუმზირას მოსაჭრელათ. მოვჭერით მზე-
სუმზირა, ორ კვირაში ჩავაბარეთ საწყობში და წამოველით შინ.
ბრიგადირს უთხარი: სახლი უნდა ავაშენო და ორი კვირით უნდა
80 აღმხველათ − სავარაუდოდ აღმრიცხველად.
- 37 -

გამანთავისუფლო მეთქი. ბრიგადირმა მითხრა: განცხადება დაწერე,


მე ხელს მოგიწერ, რო გიშვებ ორი კვირით სახლის მშენებლობაზე
და თავმჯდომარესთან მიდი და ხელი მოაწერინე და დარჩი შინაო.
დავრჩი შინ, ვენახი დავკრიფეთ დავწურეთ. თუ რამე კიდევ მქონდა,
რამე სახლისთვინ მოსატანი, მოვიტანეთ. ღვინოც დამაჭრდა უკვე.
დავიწყეთ სახლის მშენებლობა. სიძეც ჩამოვიდა მთიდან, სანამ სა-
ხლის მშენებლობას დავიწყებდით.

მე გამომრჩა ზემოთ მომეთხრო ის ამბავი, რომელიც უფრო წინ


უნდა დაწერილიყო. მამა არ შეურიგდა იმ ამბავს, რომ მიგვეთხოვე-
ბინა მისთვის ჩემი და. მერე ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მამას უჩუმრად
გადაგვეწყვიტა ეს საქმე. მამა გავგზავნეთ კალოზე და ჩვენ ჩვენი გა-
ნზრახვა გავაკეთედ. სახლი ავაშენეთ, სიძეც ვამუშავეთ. ახლა შეი-
ძლება თქვათ, იმიტომ მივეცი და, რომ სიძე გვემუშავებინა სახლის
მშენებლობაშიო. არა, ჩვენ იმდენი ნათესაობა და კარგი მეზობლე-
ბი გვყვანდა, რომ მუშახელს არ დავღონდებოდით. ერთ საღამოს
მოგვივიდნენ სტუმრები ბოდბემაღაროდან − ჩემი დეიდაშვილის
ცოლი და კიდევ მეორე დეიდის შვილი. უკვე ვახშამზე ვსხედვართ
და კარგათ დალია ღვინო მამაჩემმა. და მაშინ ტირილი [დაიწყო] და
გვითხრა: ეხლავე ჩემი ჟენია აქ მომგვარეთო. მაშინვე ვაფრინეთ ჩემი
ბიძაშვილი და მოიყვანა ორივე, ქალიც და სიძეც. გადაეხვიათ ორი-
ვეს და უთხრათ: დღეის იქით თქვენ აქ უნდა იყვნეთო. მართლაც
იშვიათი ღამე იყო, რომ ისინი ჩვენსა არა ყოფილიყვნენ.

დამთავრდა 38 წელი და 39 წლის იანვარში გამგზავნეს ცხვარში იორ-


ზე ივრისპირეთში. ორნი წაველით − მე და ერთი ჩვენი მეზობელი
კაცი. ჩავედით ბინაში. ჯერ კიდევ ადრე იყო. ის ფარა, სადაც ჩვენ
გაგვგზავნეს, მოსაგები ცხვარი იყო 1000 სული და გაყოფილი იყო
ორ თარად და ბინაც შუაზე იყო გადატიხრული. თვითეულში 500
ცხვარი. რო მოსაღამოვდა და ცხვარს უკვე ბინისკენ მოუყოლე-
ბენ ძოვნით და აი ამ ამბავს მეცხვარეები ამბობენ: ცხვარმა ვახშამი
უნდა აიღოსო. ჩვენ ორნი ახალი მისულები წავედით, რო მივეშვე-
ლოთ და ცხვარი ბინაზე მოვრეკოთ. ეს ჩვენი მეზობელი დიდი კაცი
იყო, ასე ორმოცდაათ წელს გადაცილებული. მე რომელ ფარასაც
- 38 -

მივეშველე, ჩვენი გვარის კაცი იყო იმ ფარის მწყემსი. ვხედამ, რო


ერთი ცხვარი ზმუის. მე ვუთხარი, რო ეს ცხვარი რათა ზმუის მეთქი.
რა ვიცი კაცო, სისხლზე მოიდა, სისხლი გამოუშვი, მაგრამ მაინც
ვერ არის კარგათო. ამასობაში ცხვარი უკვე ბინასთან მივრეკეთ.
ბაკში შევრეკეთ და კარები დაუკეტეთ და შევედით ჩვენც სადგომ-
ში. შეველით. ე.ი. მიწურში, სადაც ჩვენ უნდა ვიცხოვროთ. ვჭამეთ
ვახშამი და დავიწყეთ ლაპარაკი. გვეკითხებიან სოფლის ამბავს. ვინ
მოკვდა, ვინ გაჩნდა, ვინ გათხოვდა და დაინიშნა. ამასობაში გავიდა
კარგათ ღამე. თვითეულ ნახევარ ბინაში თითო კაცი უნდა დაწვეს,
რომ ცხვარს ყურადღება მიაქციოს, ან მგელი არ ჩაძვრეს ბინაში,
ან ქურდი. ჩვენ როგორც ახალი მისულები, არ გაგვიშვეს ბინაში
დასაწოლად. იმ ღამეს სისხლზე მოსული ცხვრისთვის კიდევ გამოე-
შვა სისხლი, დაკვლა აკრძალული იყო, იმიტომ, რომ დაკვლის ნება
რომ ყოფილიყო, მაშინ ყოველდღე თუ არა, ყოველ კვირა მაინც
დაიკლამდნენ. ამიტომ სასტიკად იყო აკრძალული ცხვრის დაკვ-
ლა. თუ არ იქნებოდა იქ ან ფერმის გამგე, ან ზოტეხნიკი, ან ვეტ[ე]
რნალრი81 ექიმი, რომლებიც შეაგენდნენ სათანადო აქტს და ხელს
მოაწერდნენ იქ დამსწრე პირები. ის ცხვარი იმ ღამეს მომკვდარიყო
მურდლათ,82 რომელსაც თუშები ხვთისდაკლას ეძახოდნენ და სშჭა-
მდნენ. მურდლათ მკვდარ ცხვარს ჩვეულებრივად გაატყავებდნენ
და კისერთან რომ მივიდოდნენ თავს არ დააჭრიდნენ, ზედ გააყო-
ლებდნენ ტყავს. რო ჩამოივლიდა ფერმის გამგე, ან ზოტეხნიკი, ან
ვეტ ფეშალი, მაშინ შეადგენდნენ აქტს, მერე თვეში ერთხელ ჩა-
მოივლიდა ლიკვიდატორი და გაატარებდა ლიკვიდაციაში, რამდე-
ნი ტყავიც იქნებოდა. ჰოდა, აი, ის ცხვარი, რომლის გამოც ამდენი
ამბავი მოვაყოლეთ, გაატყავეს და გამოშიგნეს. ძალიან მსუქანი და
საღი ხორცი ჰქონდა. ეს ჩვენი მეზობელი კაცი, რომელიც ჩემთან
ერთად ჩაველით ბინაში, ის ძველი ნამემაცხარალი83 კაცი იყო და მე
ახალი და თანაც ძალიან ახალგაზრდა. და შეიძლება, იმათ ჭკვაში
კომკავშირელიც. ჰოდა აქ რა მინდა რომ ვთქვა: იმათ უნდათ, რომ
ეს მშვენიერი ხორცი ძაღლებს კი არ შეაჭამონ, ჩვენ შევჭამოთ, მა-

81 ვეტერინარი.
82 მურტლად, საშინლად.
83 ძველი მეცხვარე.
- 39 -

გრამ ჩემი ეშინიათ, რომ ბრიგადილთან არ დავაბეზღო. ბოლოს მი-


თხრეს: მიშა, [შ]ვილო, ეს ხორცი უნდა მოვხარშოთ და ვჭამოთო.
მე უთხარი: ძალიან კარგი, თქვენ უფროსი ხალხი ხართ, როგორც
თქვენ გინდოდეთ, ის გავაკეთოდ მეთქი. იმ ღამით მოვხარშეთ და
ვჭამეთ. ექვსი კაცი ვართ − როგორ შევჭამთ ერთ ცხვარს. რაც და-
რჩა მეორე ღამეს შევჭამეთ. ჩვენ რო ჩავედით, მესამე დღეს გავყევი
ცხვარს, სამი კაცი შინ წამოვიდა, სამნი იქ დავრჩით. ორი ცხვარს
გავყვებით, ერთი ბინაში რჩება, რომ ბინა დახვეტოს და ნაკელი გა-
დაყაროს გარეთ.

მოვიდა თებერვლის ნახევარი და დაიწყო დოლი. მოვიდა კიდეც


დიდი თოვლი. ეხლა ყველა ბრიგადის წევრი ბინაში ვართ, რო მოუ-
აროთ ცხვარ-ბატკანს. თოვლმა ბალახი დაფარა და ცხვარი მშიერი
რჩება, რძე უქთება − ასე ეძახიან მეცხვარეები, რძე რო შეუწყდება
ცხვარს. არა გვაქვს საკვები, რო ცხვარ[ს] ვაჭამოთ და რძე გოუ-
დგეს. იხოცება ბატკანი, ღამე ერთი მეორეს აწვებიან მშიერი ბატ-
კნები. შეიძლება 10-12 ბატკანი ერთი მეორეს დააწვეს და ქვეშმოქ-
ცეული ბატკანი დაიხრჩოს. ერთ მეორეს იმიტომ აწვებიან, რომ
მშივრები რო არიან. დავიწყეთ რიგრიგობით საბატკნეში წოლა,
რომ თვალი დავიჭიროთ. ის ბატკნები, რომლებიც ერთი მეორეს
აწვებიან, უნდა წამო[ვ]შალოთ. ამ ამბავმა დიდიხანს არ გასტანა.
ივრის პირები თბილი ადგილებია და თოვლი მალე აიღო. ცხვარი
გაძღა, რძე მოუდგა და ბატკანიც გაძღა.

ერთ დილით ფერმის გამგემ მითხრა: შეჯექი ჩემს ცხენზე, ჩათმაში84


გადი და ხუთდღიური ცნობა გამოიტანეო. გადი და გამოიტანეს
იმიტომ ვხმარობ, რომ ჩათმა ივრის გაღმით არის. იმ ჩათმის მთის
მაღლა არის მიჯნა. დიდი ქვა არის ჩაგდებული, რომელიც მაჩხაა-
ნურმა გოგრამ ჩააგდო და თათრებს ჩაუმიჯნა, ამას აქეთ ფეხი არ
გადმოდგათო. ცნობა გამოუტანე. გავიდა ხანი, უკვე აპრილის ნა-
ხევარი ხდება, ვემზადებით რომ ცხვარი მთაში უნდა გავრეკოთ.
ზოგიერთ ცხვარს ნაბარევი85 გამოაჩნდა. ერთი ავადმყოფი ცხვარი

84 ჩათმა − სოფელი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში.


85 ნაბარევი − ცხვრის მწვავე ინფექციური დაავადება.
- 40 -

დავკალი და ვატყავებ. მოვიდა ისევ ის ფერმის გამგე და მითხრა:


ცხვარს მე გავატყავებ და შენ ცხენი წაიყვანე ოლეზე86 და წყალი
დაალევინეო. წაველი. გრძელი საბლით იყო დაბმული, მოვგლი-
ჯე პალო, ავკეცე საბელი, შევახტი ცხენს. მეტი აღარაფერი აღარ
მახსომს, რა მოხდა ჩემს თავს. თურმე ამ ცხენს ჰქონია ჩვევა, რომ
შეუკაზმავი არ ისვამს ადამიანს ე.ი. რო გადავახტი, შეყარა ტლი-
კები და გადმომაგდო. გული წამივიდა. როგორ იყო, ცოტათი რო
გამოვგონდი87, ავდექი და ეს კი მახსომდა, რომ ცხენი წყალზე უნდა
წამეყვანა. წავედი იმ წყლისკენ და ჩვენი ბინის ცხვარი გაშლილია
და ორი მწყემსი აქეთ იქით უდგანან და აძოვებენ. ლადო ერქვა იმ
კაცს. − ლადო ძიავ, აქ ცხენი ხო არ მოსულა მეთქი. − აგე ალეს
უჭრამ88 და წაიყვანეო. სულ ცოტა ხანი გავიდა და კიდევ ვეკითხე-
ბი: აქ ცხენი ხო არ მოსულა მეთქი. − რას ამ[ბ]ობ, ბიჭო, ეხლა არ
გითხარი, ცხენი ალეს [უჭირამ] მეთქი. ცხენმა ხო არ ჩამოგაგდოო
− მეკითხება. ცხენმა როგორ უნდა ჩამომაგდოს მეთქი, რაღაც შეუ-
რაცყოფად მივიღე მისი სიტყვა. − მაშ ეე89 მხარზე მწვანე რო გაქ, რა
არის ეგ. დავიხედე მხარზე და გამწვანებული მაქვს მარჯვენა მხარი.
მიველი ალესთან, გამოვართვი ცხენი და წავიყვანე ბინაში. დავაბი
იქ ახლოს და მივედი ბინაში. მე უთხარი, რო ცხენმა ჩამომაგდო მე-
თქი. დამხედეს. მხარი გამწვანებული მაქვს. თან უკვე საღამოვდება.
მერე ცხვარი დავკალით. ეს უკვე იხარშება.

უკვე ბინდ[დ]ება და კოლმეურნეობის თავმჯდომარეც მოვიდა.


იქით მოგვიკითხა, აქეთ მოგვიკითხა − როგორ ხართო. რაღა რო-
გორა ვართ ა ეს კაცი ცხენიდან ჩამოვარდა და ვერ არის კარგათო.
პური ვჭამეთ და თავმჯდომრის მანქანას გამოვყევი შინ. მოველი,
ვიბანავე, გამოვიცვალე, დავწექი, დავიძინე. დილით რო გამომე-
ღვიძა, მხრები მტკივა ძალიან. შუა ოთახში ორი მაგიდა არის და-
დგმული. ეს მაგიდები დედაჩემს ვეკითხები. მითხრა, რო სტუმრები
გვყავდა, იმიტომო. ცოტა ხანი გავიდა, ისევ ვეკითხები. მიხვდნენ,

86 ოლე − პატარა ტყე.


87 გამოვგონდი (ქიზიყ.) − გამოვფხიზლდი, გონს მოვედი.
88 უჭირამ (ქიზიყ.) − უჭირავს.
89 მაგ.
- 41 -

რო ჩემი საქმე კარგათ ვერ იყო და მამა მეკითხება: რით მოხველიო.


მანქანით მოველი მეთქი. ვინ იჯდა კიდევ მანქანაზეო? მე უთხარი:
ბერიანთ ალე და თავმჯდომარე კიტესა მეთქი. წავიდა მამაჩემი და
ეთქვა: ი ბიჭს რა მოუვიდა, რო ერთიდაიგივე სიტყვას იმეორებსო.
იმას ეთქვა, რო ცხენიდან ჩამოვარდაო. მეც ვეუბნები, რო ჩავმოვ-
ვარდი ცხენიდან მეთქი. წაველი სოფლის ამბულატორიაში. გამშინ-
ჯა ექიმმა, გამომიწერა დასაზელი წამლები. დედაჩემი წავიდა და წა-
მლები მომიტანა, დავიზილე მხრები და მომირჩა, მაგრამ ძალიან და-
ვსუსტდი. მერე დამაწყებინა ციებცხელება და ოფლიანობა მქონდა,
მერე ექიმი სახლში მომიყვანეს, გამომიწერა ნემსები და სხვადასხვა
წამლები. ცხვარი უკვე წავიდა მთაზე, მე დავრჩი ბარში. დამეწყო სა-
ხსრების ტკივილი. ისეთი მწვავე ტკივილები მქონდა, რომ ლოგინში
ვეღარ ვჩერდებოდი. ხელის თითების სახსრები ისე მტკიოდა, რომ
პურს, ან კოვზს ვეღარ ვიჭერამდი, რო საჭმელი მეჭამნა.

ხან რა ბალახები ასწავლეს და ხან რა, ლაშქარა ბალახის ფოთ-


ლები მოხარშეთ ბევრიო და დაფინეთ ფიცრის საწოლზე და შიგ
ჩააწვინეთო. მერე ასწავლეს, რომ ღუმელზე გამოაცხე ლავაშები,
ცხელ ლავაშებს დაასხით ნავთი, დააყარეთ მარილი და დაადეთ, იმ
ადგი[ლ]ზა, სადაც სტკივაო. სანამ გაუძლებს, ზედ უნდა ედოსო.
ეს შინაური წამალი სულ ყველა მივიღე, ცოტა კარგათ გავხდი და
ლოგინიდან ავდექი. ჯოხით დავდივარ წელში მოხრილი. უკვე ივ-
ნისი განახევრდა. მინდა, იმდენი შევძლო, რომ გურჯაანში ახტალა-
ზე90 ჩავიდე და ვანები მივიღო.

გავიდა კიდევ ერთი კვირა და დედაჩემმა შემიკრა ლოგინი, ერთი


ტომარა გამხმარი პური, ყველი, ზეთი გადავკიდეთ ჯორზე. ჩემი
პატარა ძმა გამოვიყოლეთ და წამოველით წნორში. დავბარგდით
მატარებელზე, ჩემმა ძმამ ჯორი წაიყვანა მაჩხაანში. ჩავედით გუ-
რჯაანის სადგურში. ჯერ მე ლაგოდეხსა და წნორს იქით არსად
არა ვყოფილიყავი უკვე 24 წლის კაცი, როგორც ჩამოვედით მატა-
რებლიდან და ერთი ქალი მოვიდა, გვკითხა: ახტალაზე ხარ ჩამო-
სული, სახლი ხომ არ გინდათ, დაიკავოთო. გვინდაო − უთხარით.

90 ახტალა − სამკრურნალო კურორტი კახეთში.


- 42 -

− წამოდით, მე მაქვს სახლიო. ავიკიდეთ ბარგი ბარხანა. ზოგი იმან


წამოიღო, ზოგი დედაჩემ[მ]ა, დანარჩენი მოვიკიდე კოჭლობით.
ჯოხდაბჯენილი როგორც იყო ამოველით ეხლანდელი კეცხო-
ვლის ქუჩაზე, მაშინ სად იყო სახლები. ვენახებში იყო თითოროლა
სახლი. ახალი სახლი იდგა. მაღლა გასამართი იყო. დაბლა ოთახს
კარფანჯარა ჰქონდა, ხოლო იატაკი არა იქონდა,91 6 საწოლი იდგა.
თითოეული საწოლის ქირა ღიდა 25 მანეთი. თვითონ ოჯახი რკინიგ-
ზის ბინებში ცხოვრობდა. ორი საწოლი დაკავებული იყო, მესამე
დავიკავე. ეს ქალი ახტალაზე გამოგვყვა. გამსინჯა ყველა ექიმმა,
რენდგენზე გამატარეს, რენდგენოლოგმა მითხრა: თქვენ გული ჩა-
კირული გაქვთ და ძალიან სუსტი ხართო. დამინიშნეს ცივი ვანები.

დედა იმ ღამეს ჩემთან იყო და მეორე დღეს წავიდა შინ. რომ მქო-
ნდა გამოწერილი, წვიმები დაიწყო და ვანებს ვეღარ ვღებულობდი.
მიმაღებინეს ელექტრო სხივები. ოთხი სხივი მივიღე, მერე ამინდი
გამოვიდა და ცივი ვანების მიღებაც დავიწყე. 6 ვანა რო მივიღე, ისევ
დამიწყო სახსრებმა ტკივილი. ორი ვანა გამიცდა და მერე ისევ გა-
ვაგრძელე ვანების მიღება. მე რომ ოთახი დავიკავე და ორი საწო-
ლი დაკავებული იყო, საღამოთი რო მოვიდნენ, გამოველაპარაკეთ
ერთი მეორეს. შენ სადაური ხარ და მე − სადაურიო. ისინი აღმო-
ჩნდნენ ვაქირელები. მეორე დღეს კიდევ მოვიდა ორი ბიჭი. ერთი
− გოგოლაშვილი ვალიკო, რომელიც შემდეგში გურჯაანის ღვინის
ქარხანაში მუშაობდა მეღვინეთ. მეორე დარჩიაშვილი გიორგი (ღი-
ვია). მერე ვანების მიღება რომ გავაგრძელე, ყოველდღე ვამჩნევდი,
რომ კარგად ვხდებოდი. ბოლოს სულ კარგად გავხდი. სულ 15 ვანა
მივიღე.

იმ დროს ახტალის ექიმები ადგილობრივი ხალხი არ იყო, თბილისი-


დან იყვნენ, თვითოეული ვანის მიღება ღირდა 30 კაპიკი. ვანას რომ
მივიღებდი, ექიმი გამოსწერდა ქვითარს, სალაროში მიიტანდი ქვი-
თარს და იქ გადიხდიდნენ ფულს. ჩვენ, მე და დარჩიაშვილი გიორ-
გის არ გვიწერამდა ქვითრებს − თქვენ კოლწევრები ხართ, ფული
ვინ მოგცათ, რა უნდა გადაიხადოთო. მადლობის მეტი რა გვეკუთ-

91 იქონდა (ქიზიყ.) − ჰქონდა.


- 43 -

ვნოდა ექიმის წინაშე, მოუხადეთ მადლობა და წაველით სახლში.

მივედი სახლში. შინა ვარ ახალი ვანებ მიღებული მინდორში რო


წავიდე, ისევ ცუდათ გავხდები. არა და როგორ მოვიქცე, იმ დროს
კოლწევრებზე ბიულეტინი არა ვრცელდებოდა. დიდი ძმა თბილის-
ში გუპაკში92 სწავლობდა, მუშაობდა.

ზემოთ დავწერე, რომ მაცივმაცხელებდა და ნემსები მივიღე მეთქი,


ვანებს რო ვღებულობდი, პატარა პალტოს ღილისოდენა გაიზარდა
სანემსრის ადგილზე. ექიმს ვაჩვენე და მითხრა: ამისი გაჭრა მოგიწე-
ვს, დიდი რო გაიზრდებაო. ჰოდა, რო ჩამოვედი შინ, დამიწყო ტკი-
ვილი და უკვე მუშტისოდენა გახდა. ექიმთან წავედი. გამშინჯა და
მითხრა: წამალს გამოგიწერ, წაისვი ზედ და რო მომწიფდება, მაშინ
გაგიჭრიო. გამოწერა წამალი. ერთი კვირა ვიზელდი იმ წამლით და
მერე ჩავედი ექიმთან. ნახა და მითხრა: უნდა გაგიჭრაო. ვაი თქვენს
მტერს, რომ მე იქ დღე დამადგა. − ვერ გავიჭრი მეთქი. მეხვეწება:
მოდი, გაგიჭრა და გაინთავისუფლდებიო. მაგრამ მეშინიან. მერე მი-
თხრა: გაიწი, კაცო, არ გინდა, წადიო. გამოვედი გარეთ. ვდგევარ
და ვფიქრობ: რა ვქნა, წავიდე შინ, ხო ისევ აქ უნდა მოვიდე მეთქი.
ავდექი და შევედი. უთხარი: გამიჭერი მეთქი. ექთნებს უთხრა: მოი-
ტანეთ იარაღიო. დამაწვინეს პირქვე, იმიტომ, რო იარა საჯდომზე
იყო. გამიჭრა. ცოტათი მეტკინა. მომისუფთავეს, ჩამიდვეს ბინტი და
შემიხვიეს. მითხრეს, რომ ხვალე ჩამოდიო. გუნებაში ვამბობ: განა
ისევ მეშინიან მეთქი. ოთხი ხუთი დღე ვიარე შეხვევებზე და უკვე
მომირჩა. მითხრეს: ეხლა თავისუფალი ხარ და აქ ჩამოსვლა აღარ
დაგჭირდებაო.

უკვე სექტემბერიც დადგა და ვენახებში ყურძენი მწიფდება. ჯერ


კოლექტივში არ წავსულიყავი სამუშაოდ და ღამე ვენახში წაველი,
რომ თვალი დავიჭირო − არავინ მოიპაროს ყურძენი მეთქი. იქ ჩვე-
ნი მომიჯნეები იყვნენ. ბევრი ვილაპარაკეთ. შუაღამე რო გადავიდა,
მერე დავწექით დასაძინებლად. ჰოდა მე[ნ]ჯი გამციებოდა და ისევ
დავკოჭლდი. ვეღარც ვენახში დავდივარ და ვერც სხვა საქმეს ვა-

92 გუპაკი (აბრევიატ.) − სავარაუდოდ (ГУПАК − Гуманитарный университет


профсоюзов) პროფკავშირების ჰუმანიტარული უნივერსიტეტი.
- 44 -

კეთებ. ბრიგადელმა დაიძახა: როგორ არის შენი საქმე, რომ სულ


დაგვივიწყეო. მე უთხარი: აი ხომ ხედამ, ჯოხით დავდივარ, აბა რა
ვქნა, როგორ წამოვიდე მეთქი.

თბილისში ჩემი ძმა რო სწავლობდა, ის ჩამოვიდა ძალიან მძიმე ავა-


დმყოფი − დეზინტერია შეხვედროდა. ჯერ იქ ემკურნალნა და რომ
ვერაფერი ვერ ეშველნათ, ჩამოვიდა შინ, მაგრამ ძალიან მძიმე ავა-
დმყოფი. ეს მთაში ნატარი კაცი ისე გაყვითლებულიყო, როგორც
ყვითელი ზაფრანა. დამინახა მეც ჯოხით დავდიოდი. მითხრა: ბიჭო
შენც ავადა ხარო. წავიდა ექიმთან. ჩვენებური იყო ექიმი. ძალიან
კარგი ექიმიც იყო და ძალიან კარგი კაციც. გამოუწერა წამლები,
მერე შინაც მოვიყვანეთ, მაგრამ არაფერი არ ეშველა. ხან დედაჩემი
აყენებდა ლოგინიდან, ხან მე. შუაღამე იქნებოდა გადასული, რომ
დედამ გადმოიყვანა საწოლიდან და ვეღარ აიყვანა. მაშინვე დედამ
შეჰკივლა: მიშველეთო და მე წამოვხტი და მივვარდი. წავავლე
ხელი და დავაწვინე საწოლზე. დედა გამოვარდა გარეთ და დაიწყო
ყვირილი: მიშველეთ, ხალხოო. ჩემი პატარა ძმა ვენახში იყო, იმი-
ტომ, რომ იპარავდნენ ყურძენს. სადაც ჩვენი ვენახი იყო, ძალიან
დიდი ტერიტორია იყო. ამ ტერიტორიას ისტორიულად ეძახდნენ
ფარხაჩაანს. ხალხმა გააშარავეს. ზოგი წინამხარეში ქუმბათს რო
ეძახიან, სადაც ახლა ტიბაანის93 ღვინის ქარხანა არის, აი, იმ ადგი-
ლებს ეძახიან ქუმბათს. ფარხააჩაანში ცოტა ვენახები დარჩა. ჩვენ,
ვინც ერთი სახლიდან ვიყავით განაყრელები, 10 კომლი ვიყავით და
სუყველას ისევე გვქონდა ვენახები. წინათ თუ ქურდი მოვიდოდა,
რა თქმა უნდა, არავინ არ იცოდა, ვის ყურძენს მოიპარამდა. ეხლა
ჩვენი ვენახები იყო დარჩენილი და, რა თქმა უნდა, ქურდიც იქ მივი-
დოდა. და აი ამიტომ ვდარაჯობდით ვენახებს. დედა რო გამოვარდა
გარეთ და ყვირილი დაიწყო: მიშველეთო, ვენახში, სადაც ჩემი ძმა
იყო, იქ ერთი მამიჩემის ბიძაშვილიც იყო ე.ი. ორნი იყვნენ. დედაჩე-
მის ხმა რო გაეგო, ჩემს ძიას ეთქვა: შვილო, სახლში რაღაც ცუდი
ამბავია და წადი, მამაშენს შეატყობინეო. მამაჩემი მინდორში მუშა-
ობდა სატრაქტორო ბრიგადაში მზარეულად. დედაჩემი რო გარეთ
გამოვარდა, მე ჩემს ძმას ხელები მხრებში მოვხვივე და ჩავძახი: ნიკო,
93 ტიბაანი − სოფელი სიღნაღის მუნიციპალიტეტში.
- 45 -

ნიკო მეთქი, მაგრამ უკვე გათავდა კაცი და მოეშვა. მეც დავიძახე:


მიშველეთ, ხალხო! შემოვარდა ჩემი ძალო, მოჰყვნენ მეზობლებიც.
მამაჩემი და ჩემი ძიაც მოვიდნენ მინდვრიდან. რა თქმა უნდა, დავა-
საფლავეთ, როგორც იყო საჭირო.

მაგრამ მე აქვე მინდა ავღნიშნო ის ამბავი, რომ ჩვენს ოჯახს, სადაც


8 შვილი გაგვზარდეს კატასტროფული ამბავი დაემართა. მე როგო-
რც ზემოთ აღნიშნული მაქვს, რომ ჩემი ძია და ძალო თითქმის 10
წელი უშვილოები იყვნენ და მერე ეყოლათ პირველი შვილი 1924
წელს. ჩემი დიდი ძმა სულ პატარა ძმა დაიღუპა 1941 წელს, ჩემი
ბიძაშვილი, სამ გოგოში ერთი ბიჭი დაიღუპა 1949 წელს, ჩემი ბიძა-
შვილი გოგო დაიღუპა 1952წ. გარდა ჩემი უფროსი ძმისა, სამივენი
ავარიულ მდგომარეობაში დაიღუპნენ. ჩემი ძმა 41 წელს გაეგზავნათ
ძროხაში მწყემსად. ძროხა ზამთრის საძოვრებზე გაერეკათ. აზებაი-
ჯანის საზღვარზე სამუხში94 ძროხები გასულიყვნენ ალაზნის გაღმა.
უკვე ნოემბრის თვეა. ცოტა ხნიერი ხალხი ყოფილიყო − ვინ გავი-
დოდა წყალში. ისიც, რა თქმა უნდა, როგორიც ნოემბერში იქნებო-
და ცივი. ჩემი ძმა გასულიყო და გამოერეკნა ძროხები, მაგრამ ვაი იმ
გამორეკვას. ბინაში ხომ არ იყვნენ, რო ტანისამოსი გამოეცვალნა.
სანამ ბინაში მივიდოდნენ, უკვე გაცივდა და დაემართა კრუნჩხვები
და კაცი ძლივსღა ლუღლუღებს. დაეწვინათ ფურგონზე და წამო-
იყვანეს სახლში. შინ რო მოიყვანეს, დედა ეკითხება: შვილო, რა
გტკივაო? ხელს იდებს ბეჭებზე და გულზე.

როცა ჩემი პატარა ძმა დაიღუპა, მე ცხინვალში ვიყავი, ჩემთვის არ


გაუგებინებიათ და არც მერე გამაგებინეს. ხალხი ჩამოდიოდა, ზოგი
ქმრის სანახავად, ზოგი შვილის, ზოგიც ძის. დედაჩემიც იყო ოქტო-
მბრის თვეში, სანამ ეს უბედურება დაგვემართებოდა. ჰოდა ეს მნა-
ხველები რო ჩამოდიოდნენ, ჩვენი სოფლიდან ჩემს ამხანაგებთან
ჩვენები აბარებდნენ, არ გააგებინოთო. არც წერილი მომდიოდა,
არც კარგ ამბავზე, არც ცუდზე. მე ვაბარებდი იმ ჩვენებურ ხალხს
− მე არ მინდა იმათი ჩამოსვლა, წერილი მომწერონ, როგორ არიან
მეთქი. მერე მომივიდა წერილი, რომ დავიღუპენით, არ გაგაგები-

94 სამუხი − განჯა (შამქორი).


- 46 -

ნეთ, იმიტომ, რო დაიდარდებდიო. თითქმის წელიწადი გავიდა, რომ


მე ვერა ვმუშაობდი.

1940 წლიდან დავიწყე მუშაობა კოლმეურნეობაში, მაგრამ ჯანმრ-


თელობის ამბავი მაინც ვერა მქონდა სახარბიელო. 40 წელში კიდე
მივიღე ვანები გურჯაანში. რო ჩაველი მაჩხაანში, დავწერე განცხა-
დება ერთი წლით გამანთავისუფლეთ კოლმეურნეობიდან მეთქი.
ჩემი განცხადება გაიტანეს გამგეობის კრებაზე. ზოგმა მხარი დამი-
ჭირა, რომ გავანთავისუფლოთო, ზოგმა უარი მითხრა. მერე ადგა
ერთი რიგითი ბუხალტერი და უთხრათ: კაცო, ჩვენ ხალხს ვაგზა-
ვნით კოლმეურნეობის ხარჯზე სასწავლებელში. ეს კაცი თავისი
ფულით მიდის, რო ისწავლოს და თქვენ უარს ეუბნებით. შეიძლება
ასეთი რამეო? მე[რე დაადო] რეზოლუცია თავმჯდომარემ.

შევიტანე საბუთები სიღნაღის საბუღალტრო აღრიცხვის საკოლ-


მეურნეო საბუხალტერო განხრით კურსზე და ჩავირიცხე. მაგრამ
ჯერ არ დაგვემთავრებინა კურსი, რომ დაიწყო მეორე მსოფლიო
ომი და თუ ბიჭი ხარ, ნუ წახვალ. 1941 წლის სექტემბერში წავე-
დი. ჩაგვიყვანეს ქ. ცხინვალში. იმ დღიდანვე ჩამოყალიბდა პოლკი,
ბატალიონები, ასეულები და ოცეულები. გამოვიდა ერთი ახალგა-
ზრდა რუსის ლეიტენანტი, გამოგვიცხადა 802 პოლკის მეორე ბა-
ტალიონის მეხუთე ასეულის და მეორე ასეულის მეთაურიო. და
ვინ იცით რუსული, ოთხი კაცი გვჭირდება ათეულის მეთაურიო.
ერთი რუსი იყო დედოფლისწყაროდან, სამი კიდევ სჭირდებოდათ
რუსულის მცოდნე. ერთი ჩვენებური ბიჭი გავიდა, ერთიც ჯუგაანუ-
რი ჯიყიშვილი გავიდა, ერთი ვაქირელი, სახელათ შალიკო ერქვა,
მაგრამ ამ შალიკოს წერაკითხვა არა სცოდნოდა და ათეულის სია
ვერ ჩამოწერა. იმეორებს ოცეულის მეთაური: კიდევ ვინ იცის რუ-
სულიო. მე რუსული ბავშვებიდანვე95 ვიცოდი, მაგრამ არ მინდოდა
გამომეჩინა იმიტომ, რომ თვითონ არაფერი არ ვიცოდი, სხვისთვის
რა უნდა მესწავლებინა. მერე გამოვიდა ერთი ჩვენი მეზობელი ბიჭი
და დამადო ხელი − ამან იცის რუსულიო. მოვიდა ლეიტენანტი და
მითხრა: გამოდი, ნუ გეშინიან, რაც არ იცი, შეგასწავლითო. გაველი,

95 ბავშვობიდანვე.
- 47 -

აბა რას ვიზამდი. ფანქარი მქონდა, ჩამოვწერე ათეულის გვარი და


სახელი. ოცეულისა რუსი იყო, ერთი გაიყვანა თავის მოადგილეთ
და ჩამოაწერინა ოცეულის სია. ასე, ამრიგად შეიქმნა ოცეული. მე-
ორე დღეს გაგვიყვანეს სამეცადინოთ. არავინ არაფერი არ იცის,
ფეხის გადადგმაც კი. ორ-ორი კაცი დაგვაყენეს წინ და უკან კი არა,
მხარგაბმით. ორივემ ერთად უნდა გადავდგათ ჯერ მარცხენა ფეხი,
მერე მარჯვენა. მარცხენა ფეხს რო გადაიდგამ, მარჯვენა ხელი
უკან უნდა გამოსწიო და მარცხენა წინ და ასე შემდეგ.

მერე გამგზავნეს პოლკის სკოლაში. პოლკის სკოლა დავამთავრეთ


42 წლის თებერვლის ბოლოს. მერე გამოვიდა ბრძანება, რომ ჩა-
მოყალიბებულიყო ნაციონალური დივიზიები. ჩვენიდან წავიდა
ყველა ეროვნების ხალხი, გარდა ქართველებისა და ოსებისა. იმი-
ტომ ჩამოაყალიბეს ეროვნული დივიზიები, რომ ხალხმა არ იცოდა
რუსული და რუსულ ბრძანებებს ვერ იგებდნენ. ჩვენიდან წავიდ-
ნენ სხვა ეროვნების ხალხი და ჩვენთან მოვიდნენ ქართველები. და
ვმეცადინეობდით ქართულ ენაზე, ქართული ძახილები: მარჯვნივ,
მარცხნივ და წინ და უკან.

42 წლის ზაფხულში ჩვენთან ჩამოვიდნენ პოლკოვნიკი ნატროშვი-


ლი და კაპიტანი ბუხაიძე.96 ჩვენი ასეული უნდა გამოეცადნათ უე-
ცარი საბრძოლო მდგომარეობის მიღება და ასეულის გაშლა და ძა-
ხილების მიცემაში. ჩვენი ასეულის მეთაური იყო უფროსი ლეიტე-
ნანტი ნამაჩევაძე. ბუხაიძემ უბრძანა: გაშალე ასეული ოცეულებათ
და მიაღებინე საბრძოლო მდგომარეობაო. ჩვენი ასეულის მეთაუ-
რი 18 წელი მსახურობდა ავიაციის ქვეით ჯარში. იქ საჭირო არ იყო

96 ბუხაიძე მიხეილ ისიდორეს ძე (1905-1942) − დაიბადა ქუთაისის მაზრაში,


ბაღდათის თემის სოფელ როკითში, გლეხის ოჯახში. საბჭოთა კავშირის
მუშურ-გლეხური წითელი არმიის 392-ე დივიზიის 790-ე მსროლელი ბატა­
ლიონის კაპტანი. დაიღუპა წითელი არმიის კონტრშეტევისას მდინარე
ბაქსანთან, ყაბარდო-ბალყარეთის ასსრ, მაისკის რაიონში − პრავო-ურ­
ვანსკში, 1942 წლის 26 აგვისტოს. მას მიუძღვნა ირაკლი აბაშიძემ ლექსი
− „კაპიტანი ბუხაიძე“, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა
საქართველოში საბჭოთა პროპაგანდის ხელშეწყობით მეორე მსოფლიო
ომის წლებში.
- 48 -

[.....]97 ძახილები მომსახურეობა იყო დატვირთე და გადმოტვირთე.


მეთაურის მოადგილე იყო ლეიტენანტი ცინცაძე. იმას დაავალა ძა-
ხილები და გაშალე ასეული ოცეულებადო.

ცინცაძემ რა თქმა უნდა გაშალა ასეული და მიაღებინა საბრძო-


ლო მდგომარეობა იმიტომ, რომ ახალი დამთავრებული ჰქონდა
ექვსთვიანი საოფიცრო სკოლა. და იქ მაგის მეტ კი არაფერს ასწა-
ვლიდნენ, მაგრამ ფრონტზე ეგ ძახილები ზედმეტი იყო, საჭირო-
[ა] პრაქტიკული ბრძოლა. 42 წლის 5 აგვისტოს ჩვენი დივიზიაც და
მთელი კავკასიური დივიზიები სომხები, აზებაიჯანები და რა თქმა
უნდა ჩრდილოკავკასიური დივიზებიც. სადგურ ბესლანს98 რო გა-
ვცდებით, მერე არის ელხოტი.99 ჩვენი ბატალიონი იქ გადმოიტ-
ვირთა. აქედან რო მივდივართ დასავლეთისკენ, თერგის მარჯვენა
მხარეს არის პატარა მთაგორები. ამ გორებში გავაკეთეთ თავდაცვი-
თი სანგრები. ერთ კვირაზე მეტხანს დავრჩით იმ ადგილას. მერე მო-
ვიდა ბრძანება, რომ უნდა გადახვიდეთ თერგის მარცხენა მხარეზეო.
გადავედით თერგის მარცხენა მხარეს. იქ არის სტანცია ზმეიკა.100
რატო ერთ ხუთი კილომეტრი მაინც არ არის. გაველით ამ სტანცი-
ის ბოლოში და ი[ქ] გაშლილი ველ-მინდვრებია, სახნავ სათესი და
საძოვრები. ამ სტანციის დასაწყისიდან თითქმის სამ კილომეტრზე
მეტი სულ კარგი სახლები არის, მაღლებიც, ბელეტაჟისა და და-
ბლებიც. სოფლის ბოლოზე უფრო ახალი ალიზის სახლები იყო და
წნელის ტყრუშული ღობეები101 იყო. ამ სტანციის ერთ ოცი მეტ-
როს მოშორებით დავიწყეთ ისევ მოგერიებითი უბნის მშენებლო-
ბა. გავთხარეთ ფეხმდგომელა თხრილები, მერე გავთხარეთ ზურგში
გამოსასვლელი თხრილები. ეხლა ეს მოგერიებითი უბანი უნდა
შევახამოთ, რომ მოწინააღმდეგის თვითმფრინავმა ვერ შეამჩნიოს.

97 ტექსტის ეს ნაწილი მოხეულია ხელნაწერში.


98 ბესლანი − ამჟამად ქალაქი ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკაში, რუსეთის
ფედერაციის სუბიექტი.
99 ელხოტი − ამჟამად სოფელი ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკაში, რუსეთის
ფედერაციის სუბიექტი.
100 სტანცია ზმეიკა − ამჟამად რკინიგზის სადგური სტავროპოლის მხარეში,
რუსეთის ფედერაცია.
101 ტყრუშული ღობე − მსხვლი წნელის ორმხრივ წნული ღობე.
- 49 -

ტყრუშული ღობეები რო იყო, იქ ამოვიღეთ თავისი მანებიანათ102


და წავიღეთ იმ თხრილების ზევიდან დასაფარებლად. რატო ერთი
ორასი მეტრის სიგანეზე არ გავაკეთეთ ეს თავდაცვითი ზღუდე. ეს
ლახტები რო დავალაგეთ, მერე მოვჭერით დიდი ბელტოები და სა-
ხტებს103 ზევიდან დავაფარეთ, რომ მტრის თვითმფრინავებმა ვერ
შეამჩნიონ.
ამ თვითეული ჯარისკაცის სანგარი მოწინააღმდეგის მხრიდან ღიათ
არის, რომ მტრის მოძრაობას უყუროს და თან ისროლოს. ერთ
დღეს ბიჭებს გეეგოთ, რომ ჩვენს წინ პიატიკოსრკის104 მხარეზე დიდი
საზამთროს ბაღი არისო. ასე ერთი კილომეტრის დაშორებით ჩვე-
ნიდან. გაგვიშვიო − მეუბნებიან ბიჭები. − გაგიშვებთ, მხოლოდ მე
არ მეცოდინება თქვენი ამბავი ე.ი. მე არ გამიშვიხართ. ძალიან მალე
უნდა მოხვიდეთ, კაკუჩაია ირაკლი გყავს ოცეულის მეთაური. ვა-
ქირელი ქალი ჰყავს ცოლად. თვითონაც და ცოლიც სამოქალა-
ქო სამსახური[ს] პედაგოგები არიან. აი, სწორეთ ამ დროს დაიწყო
დიდი ქარიშხლიანი წვიმა და თან განგაშიც. ეს წვიმა წავა, მაგრამ ამ
განგაშს რა უყო, ბიჭები რო წასულები არიან, რა უთხრათ ას მეთა-
ურს. თუ წასულები იყვნენ, რატომ არ შემატყობინეთო − იტყვის.
მაგრამ რო იტყვიან, ბედზეო, სწორეთ ბედზე მოგვისწრეს და მო-
ვიდნენ კიდეც. მოვიდა ცინცაძე, ასმეთაურის მოადგილე და გვი-
თხრა: მტერმა ჩვენი მოგერიების უბანი გამოარღვია, ჩვენი მესამე
ბატალიონი უკვე ბრძოლაშია ჩართულიო. მაშინვე ავიღეთ ჩვენი
ბარგი და წავედით, მივდივართ კაბარდინების105 სოფლების გავლით.
შუაღამე იქნებოდა, რომ გაიცა ბრძანება − დაისვენეთო. მაშინვე
მიეყარა ხალხი. წინა საღამოს და იმღამით ნასიარულები, თან ნახე-
ვრად სველი, ისე დაწვნენ, რომ როგორც დედის გაშლილ ლოგინში.
გათენდა დილა და ისევ გავაგრძელეთ გზა. ისე დაიღალა ხალხი, რომ
ფეხის გადადგმის თავი აღარ აქვთ. ცოტა მოხუცი ხალხი გვირევია,

102 მანა − სარი.


103 სახტი − სარი.
104 პიატიგორსკი − საკურორტო ქალაქი სტავროპოლის მხარე­ში, რუსეთის
ფედერაცია.
105 კაბარდინები − ყაბარდოელები, ეთნიკური ჯგუფი, მოსახლე ყაბარდო-­­
ბალყარეთის რესპუბლიკაში, რუსეთის ფედერაცია.
- 50 -

45-50 წლის და რაც მთავარია, სიბულიანტებიც106 გვირევია. გაწყდა


ასეული, გაიწელა. ორ-სამ კილომეტრზეა გაწელილი ასეული. შე-
ვხედეთ და მოდის კაპიტანი ბუხაიძე და პოლკოვნიკი ნატროშვილი.
დაუცაცხანა ჩვენი ასეულის მეთაურს: ჰაა, წვერავ (ას მეთაური წვე-
რს ატარებდა), კიდევ შევხვდით ერთმანეთსო. მივედით კაბარდინე-
ბის სოფელ კახუნთან.107 დიდი ხიდი არის. იმ ხიდზე რო გადასულა
წინა ხალხი, იქ დაუსვენიათ. ჩვენ კიდევ უკანა ნაწილს თავს ვერ
ვანებებთ, ზოგი სერიოზულად ავადმყოფია, ზოგი კიდევ სიმულია-
ნტი, გვეშინიან, არ გაიპაროსო. აი, ამ ვაიმარშით ჩვენც მივაღწიეთ
წინა ხალხთან. ზემდეგმა ვახშამი მიაღებინა ასეულს და დაისვენა
ხალხმა.

ასმეთაურები და ოცეულის მეთაურები გამოუძახეს პოლკის შტაბ-


ში თათბირზე. მოიტანეს ამბავი, რომ ჩვენი პოლკის მესამე ბატალი-
ონის მეთაური დაჭრილა და მის მაგივრად დაუნიშნიათ კაპიტანი
ბუხაიძეო. დილით ადრე ჩვენც წამოვიშალენით და გავწიეთ წინა
ხაზზე. ჯერ ისევ ბინდბუნდი იყო, რომ მიველით ადგილზე. მესამე
ბატალიონი გამოვიდა და ჩვენ დავიკავეთ იმათი ადგილი. სწორედ
ჩვენს წინ გადიოდა ნალჩიკისა108 და პრახლადაის109 რკინიგზა და იქ
ჩვენთან ახლო რკინიგზის სახლი.

თითქმის ერთი კვირა გავიდა, არც ჩვენიდან და არც მოწინააღმდე-


გიდან არავითარი სროლა არ ყოფილა. მერე ერთ საღამოს დაიბა-
რეს მეთაური და მოიტანეს ამბავი, რომ დილით ადრე შეტევაზე
უნდა წავიდეთო. გავიდა ცოტა ხანი და მოგვიტანეს რაღაც მოზე-
ლილივით სქელი მლაშე ფაფა. არა შეჭამ − მთელი დღე მშივრები
ვიყავით და როგორ არ შეჭამ. დილით ღამიანად წამოგვშალეს და
მოგვცეს თვითეულ კაცზე ორ ორი ნახევარ ლიტრიანი ტანკის სა-

106 სიბულიანტები (შეცდ.) − სიმულიანტები (თვალთმაქცები, მოვალეობის


თავიდან არიდების მიზნით სიმულაციას რომ მიმართავენ).
107 კახუნი − ამჟამად სოფელი ურვანის რაიონში, ყაბარდო-ბალყარეთის
რესპუბლიკა, რუსეთის ფედერაცია.
108 ნალჩიკი − ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკის დედაქალაქი, რუსეთის
ფედერაცია.
109 ნალჩიკი პრახლადაის რკინიგზა − ამჟამად ჩრდილო-კავკასიის რკინიგზის
ნაწილი.
- 51 -

წინააღმდეგო ბოთლი, რომლებშიც არის ტანკის ასაფეთქებელი სი-


თხე და თვითეულ ბოთლზე ორი კაპსული და ბოთლზე თითო ერთი
ცალი ჩულქზე დასამაგრებელი რეზინი. რეზინი და კაპსულა ცალ-
კე უნდა შეინახო. როდესაც ტანკს უნდა ესროლო, მაშინ ამ რეზი-
ნებით უნდა დაამაგრო ბოთლზე კაპსულები და ესროლო. როცა
ბოთლი და კაპსული გატყდება, ბოთლიდან გადმოღვრილი სითხე
[აალდება],110 ტანკი დაიწვება. ჩვენთან იყო ერთი გურჯაანელი
ნათიძე ისდორე, ჩვენი მოგერიების უბნიდან გადავედით თუ არა,
დაიწყო მზესუმზირის ნათესები, რომლებიც რა თქმა უნდა მოსაჭ-
რელი იყო. მივდივართ აი ამ მზესუმზირის მოუჭრელ კაჭაჭებში111
და ნათიძე ისიდორემ დაიწყო: ვაიმე, ცეცხლი მომეკიდაო. მივარდი
მაშინვე, ბოთლი ხო არ გაუტყდა მეთქი. კაპსულა გატეხილიყო და
ტანისამოსზე მოკიდებოდა ცეცხლი. გავაქრეთ ცეცხლი და განვა-
გრძეთ წინ სვლა. ამ დროს ისეთი ქუხილივით ხმა გაისმა, გეგონე-
ბოდა რაღაც დიდი რამე მოზვავდაო. ოცმეთაურმა გაგვაფრთხილა,
რომ ეგ ავტომატიური ზარბაზანი ისვრის და არ შეგეშინდეთო.
ჩვენ წავედით წინ, მერე არტილერიამაც დაიწყო სროლა. გერმა-
ნელებს არ გაუწევნიათ ძალიან დიდი წინააღდეგობა, გიქცნენ. გა-
ვიდნენ ბაქსანსა112 და ჩორნაია რეჩკას113 გაღმა. იქა ჰქონდათ ძალიან
გამაგრებული მოგერიებითი უბანი.

ჩვენ გავანთავისუფლეთ ოთხი სოფელი. ჩვენ შევედით სოფელ


პრავა მურმანსკში.114 იქ უღელი ხარი იყო ურმებში შებმული და
.დახოცილი. ჩვენი მისვლისთანავე გამოვიდნენ თავშესაფრიდან. არ
ვიცი, მოჩვენებითი იყო თუ არა, კარგათ შეგვხვდნენ, როგორც გა-
მანთავისუფლებლებს, მაგრამ ბოლოს შპიონობა [დაიწყეს], ჩვენს
წინააღმდეგ ასმენდნენ გერმანლებს, რა შეიარაღება გვქონდა და
რა ხალხი ვიყავით. გავიდა ხანი, ჩვენი დაზვერვა და იმათი დაზვერვა

110 გამოტოვებულია.
111 კაჭაჭი − მზესუმზირის გამხმარი ღერო.
112 ბაქსანი − მდინარე ჩრდილოეთ კავკასიაში, ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბ­
ლიკა, რუსეთის ფედერაცია.
113 ჩორნაია რეჩკა − ამჟამად სოფელი ურვანის რაიონში, ყაბარდო-ბალყარეთის
რესპუბლიკა, რუსეთის ფედერაცია.
114 პრავა მურმანსკი − გაურკვეველი.
- 52 -

შეხვედროდნენ ისე ახლოს, რომ კინაღამ ერთმეორეში შეერივნენ.


მაშინვე მისცა ბრძანება ჩვენმა დაზვერვის მეთაურმა: დაწექითო.
მოწინააღმდეგეს გაუხსნეს ცეცხლი. ისინი გაიქცნენ. ერთი იმათი
ბიჭი დაიჭირეს ჩვენმა მზვერავებმა. ჩვენ არავინ გვნახა არც გავლი-
ლი და არც იქიდან გამოვლილი, იმიტომ, რომ არავინ არ უნდა
იცოდეს მზვერავების მოძრაობა, საიდან მიდიან და საიდან მოდი-
ან. ის დაჭერილი ტყვე ყოფილა ქარელის რაიონიდან, რომელმაც
ილაპარაკა სულ ყველაფერი − თავისიც და თავისი ამხანაგების შე-
სახებ. დააწერინეს, ვისაც ახლოს იცნობდა, რომელი რაიონიდან
იყვნენ და ან რა გვარისანი იყვნენ.

ჩვენი დივიზია თანდათან განადგურდა. ერთ ღამეს ჩვენი ბატალიო-


ნი გადაიყვანეს ბაქსანის გაღმა. გააკეთეს დაკიდული ხიდი და ვინც
გადავიდოდა, ყუმბარის ერთი ყუთი უნდა გადაეტანა გაღმა. ბაქსანს
იქით ერთი პატარა წყალი[ა], როგორც ჩვენი ჭიაურის შავწყალა.
იმ პატარა წყალსაც ეძახიან ჩორნაია რეჩკას ე.ი. შავწყალას. ერთი
ყვარლის რაიონიდან იყო გუზა[შ]ვილი მიშა, ცოტა ატებატე ტა-
რება115 იცოდა. ყუთი რო აიღო და მიაქ,116 გარაცრაცდა და ყუთი
ჩაუ­ვარდა წყალში. თვითონაც, ვითომ დავიჭერამო და გადავარდა
წყალში. აბა ვინ იცის ცურაობაო? ერთი, [არ] ვიცი, სიდან მოხ-
ვდა ჩვენთან, საზღვაოში ნამსახური ბიჭი იყო, გადაეშვა ის, ჩაავლო
ხელი მხრებში და გაათრივა გაღმა. გავიდა ბატალიონი გაღმა და გა­
თენდა კიდეც. იქა ვნახეთ ერთი ჩვენებური ბიჭი იყო დაკრძალული.
პატარა ჯოხი იყო გათლილი და ზედ წარწერა ჰქონდა: აქ განისვენე-
ბს ჯამასპიშვილი ლელა ვახოს ძე. ჩვენი ცოტა ადრე განაყრელების
სიძე იყო.

იმ დღით მოვიარეთ ეს ნახევარ კუნძულივით ადგილი, სადაც ეს


ჩვენი ჩორნაია რეჩკას რომ ეძახოდნენ, ჩვენსკენ მხარეს მაღალი
კედელი ჰქონდა, თითქმის სამ მეტრაზე მაღალი იყო. იმ დღისით
ჩვენსკენ მხარეს თავშესაფარი სანგრები [იყო]. დავაყენეთ გუშაგი
და დავიძინეთ. ორი საათის შემდეგ გუშაგი გამოვცვალეთ. ინათა

115 აცაბაცა სიარული.


116 მიაქვს.
- 53 -

თუ არა, მე უკვე ავდექი, ოცეულის მეთაურს ისევ სძინავს, ძრავის


გუგუნის ხმა მომესმა, გავიხედე და ჯავშნიანმა მანქანამ გადმოსხა
ათი ჯარისკაცი. წავედი, გავაღვიძე ოცეულის მეთაური და უთხარი:
გერმანელები მოდიან და ვესროლოთ თუ არა მეთქი. არაო, − მი-
თხრა, − შიგნით უნდა შემოვუშვათ და ცოცხლად დავიჭიროთო. ეს
მდინარე პირდაპირ სამხრეთ აღმოსავლეთისაკენ მიედინება. აქ იყო
ჩვენი ასეულის პირველი ოცეული განლაგებული. გერმანელები
რო გაუსწორნენ ჩვენს ბიჭებს და ბიჭებმა დაინახეს გერმანლები,
დაიწყეს სროლა და გერმანელებმაც საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს.
ამათ ავტომატიური იარაღი არა ჰქონდათ ერთი ტყვიამფრქვევის
მეტი. გერმანელებს კი ერთი ტყვიამფრქვევი, 5 ავტომატი, 4 კარა-
ბინა117 და გაუხსნეს ძლიერი ცეცხლი. ჩვენც დაუწყეთ სროლა. იმათ
მოეშველნენ ტანკები და ჯავშნიანი მანქანები. ჩვენებმა ბაქსნის გა-
ღმიდან დაუწყეს არტილერიის სროლა. ნახევარი საათი გასტანა ამ
ბრძოლამ და მერე ორთავე მხრიდან შეწყდა სროლა. ჩვენ არავინ
არ დაგვკლებია, სამი კაცი დაიჭრა პირველი ოცეულიდან და ასეუ-
ლის მეთაური.

ასეული თანდათან შეთხელდა. მერე ჩვენი ნაწილი გადავიდა ხა-


რახურის118 მთებში ბაქსანს მარცხენა მხარეს. ქვემო დინებაში მარ-
ჯვენა მხარეზე ვიყავით, ზემოთ კი მარცხნივ ერთ საღამოს ცხენე-
ბის საზიდრით მოიტანეს ტყვია-წამალი. ის იყო უნდა დაეცალათ,
რომ მაღლა ხარახურის მთებიდან დაუწყეს ზარბაზნების სროლა.
ჩემიდან 50 მეტრის დაშორებით იდ­გა ფურგუნი. მე მაღლობზე ვიყა-
ვი და ჩემსთავზე გადადიოდა ყუმბარები. ისეთი სიზუსტით ისროდა,
რომ ჩემს მხარეზე არცერთი ყუმბარა არ დაცემულა. ერთი ბიჭი და-
იჭრა. ორთავემ გადმოყარეს უცბათ ყუთები და ზევით მე (იქვე ერთი
წოლელა სანგარი იყო) შიგ ჩავწექი და სანამ ცეცხლი არ შესწყდა,
მაღლა არ ამოვსულვარ. ასეულში აღარ არის ორმოცი კაცის მეტი.

იმ ღამით გამოიძახეს მეთაურები. მოვიდა ჩვენი მეთაური და გვი-

117 კარაბინი − მოკლელულიანი შაშხანა.


118 ხარახურის მთები (შეცდ.) − ხარა ხორის მთები, მდებარეობს ბაქსანის
ხეობაში, ყაბარდო ბალყარეთში რესპუბლიკაში, რუსეთის ფედერაცია.
- 54 -

თხრა, რომ ამაღამ დაზვერვაზე უნდა წავიდეთო, აღარ არის ხალხი,


აღარც დაზვერვის ოცეულია და აღარც სხვა ვინმე. ავდექით ღამე
და წავედით იმ ხარახურის მთებისკენ. ავედით მაღლა. არავითარი
ხალხის ჭაჭანება არ არის. დაუყევით ერთ დიდ დაბლობს. გავიხედე,
მარცხენა მხარის მაღლა მწვერვალზე ერთი კაცი დადის. მე უთხარი
მეთაურს: აგე მაღალი ერთი კაცი დადის მეთქი. მან მიპასუხა, რო
მანდ ჩვენი ხალხი არისო. მივდივართ ამ დაბლობში და უკვე ინათა
და ცოტახანს ჩავსხედით. გავიხედეთ და ჩვენს უკან მთიდან ჩამო-
დის ერთი ოცეულამდე ხალხი და რაღაც უცხო ენაზე ლაპარაკო-
ბენ. გერმანელები დაგვადგნენ თავს. რაღაცას გვეუბნებიან, მაგრამ
ვის ესმის მათი ლაპარაკი. აგვყარეს იარაღი, ან რა იარაღი გვქონდა,
ირანული თოფები, თითქმის ორ მეტრიანები იყო თავი ხიშტიანად.
გვანიშნეს, რომ წადით წინო. წაგვიყვანეს და მიგვიყვანეს ერთ კა-
ბარდინების სოფელში. ის დღე ვიყავით იმ სოფელში. მეორე დღეს
ჩაგვსვეს მანქანებში.

ეხლა იტყვით ამდენი მანქანები რად გინდოდათ ერთი მუჭა ხალ-


ხსაო. ერთი მუჭა აღარ ვიყავით. მოიყვანდათ და მოიყვანდათ119
უთვალავი ხალხი. მიგვიყვანეს პიატიგორსკის ლაგირში.120 მივედით
და რასა ჰხედამს თვალი − მთელი ჩვენი დივიზია იქ არის, მთელი
ამოდენა სომხობა და აზერბაიჯანელები იქ არიან. საღამოთი და-
გვაყენეს მწყობრში ხუთ რიგად. განა გერმანელები გვკამანდრობე-
ნ,121 არა, ჩვენი ხალხი: რუსი, უზბეკი, ყაზახი და უკრაინელი. თურმე
ვახშმის მისაღებათ მიჰყავთ ჩვენი თავი. პოპიატ, პოპიატ − იძახიან.
არ ვიცი, როგორ მომიხდა, რიგის გარეთ მოვხვდი. უზბეკი პოლი-
ციელი მოვიდა და ხელი წამკრა, შიგნით შედიო. მე ვიუკადრისე ეს
ამბავი და უთხარი: ხელებით ნუ მეხები მეთქი. ერთი ჯოხი მომა-
რტყა და თან მომაყოლა: შენ რა, აქ საბჭოთა კავშირი გგონიაო.
დაღამდა. შეგვრეკეს ერთ დიდ სახლში, რაღაც სადგურის მაგვარი
დიდი დარბაზი იყო. რა ეროვნება იყო, რო აქ არ ყოფილიყო. დაი-
წყეს გასამართლება: სტალინი ქართველია და ომი რო დამთავრდე-

119 მოიყვანდათ (ქიზიყ.) − მოჰყავდათ.


120 ლაგირი (რუს. Лагерь) − ბანაკი.
121 გვკამანდრობენ (რუს.) − გვხელმძღვანელობენ.
- 55 -

ბა, ქართველებს სტალინთან ერთად ჩამოგკიდებთ სახრჩობელა-


ზეო. ჩვენ ვეუბნებით: სტალინი ერთი არის ქართველი და რუსები
რამდენნი არიანო მოლოტოვი,122 ვოროშილოვი,123 კაგანოვიჩი,124
ჟდანოვი,125 ბუდიონი126 და კიდევ სხვებიო.

ორი დღის შემდეგ წაგვიყვანეს ქ. გიორგევსკის127 ლაგირში. წაგვი-


ყვანეს განა კიდევ მანქანებით, სად იყო ამდენი მანქანები, რატო ორ
კილომეტრზე არ იყო ხუთ რიგად გადაჭიმული ხალხი. წინ ოთხი
გერმანელი მიგვიძღოდა და აქეთ-იქითიდან რუსი და უკრაინელი
პოლიციის რაზმი მიგვყვებოდა ათ სასროლიანი თოფებითა და
ხელკეტებით. სოფლის მოსახლეობას გამოჰქონდათ, პური იყო თუ

122 ვიაჩესლავ მიხეილის ძე მოლოტოვი − დაიბადა 1890 წელს. 1930-1941 წლებ­


ში იყო სსრკ-ის სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე, 1939-1949 და
1953-1956 წლებში იყო სსრკ-ის სგარეო საქმეთა მინისტრი.
123 კლიმენტ ეფრემის ძე ვოროშილოვი − დაიბადა 1881 წელს ქ. ლისიჩანსკში,
ამჟამად უკრაინის ტერიტორია. 1903 წლიდან მუშაობდა ლუგანსკი მატა­
რებლის ქარხანაში, სადაც შევიდა რსდმპ-ს რიგებში და გახდა რევო­
ლუციონერი. 1925 წლიდნ იყო სამხედრო და საზღვაო საქმეთა სახალხო
კომისარი, 1934-1940 წლებში კი იყო სსრკ-ის თავდაცვის სახალხო კომისრი.
1953-1960 წლებში სსრკ-ის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე.
124 ლაზარ მოსეს ძე კაგანოვიჩი − დაიბადა 1893 წელს კიევის გუბერნიაში. 1911
წელს შევიდა რსდმპ-ს რიგებში. 1924-1925 წლებში იყო რუსეთის კპ(ბ) მდივანი.
1925-1928 წლებში იყო უკრაინის კპ(ბ) ცკ-ის პირველი მდივანი. 1928-1939 წლებში
მუშაობდა პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივნის თანამდებობაზე.
1954-1957 წლებში იყო სსრკ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.
1958 წლიდან მუშაობდა ქ. კალინინში, სადაც პასუხისმგებელი იყო
საცხოვრებლების მშენებლობაზე. გარდაიცვალა 1991 წელს.
125 ანდრეი ალექსანდრეს ძე ჟდანოვის − დაიბადა 1896 წელს, მარიუპოლში. 1934
წლიდან იყო სკპ(ბ) ცენტრალური კომიტეტის მდივანი და საორგანიზაციო
კომიტეტის წევრი. 1939 წლიდან იყო სკპ(ბ) ცენტრალურის კომიტეტის
პოლიტბიუროს წევრი. 1930-იანი წლებიდან ხდება პარტიის გავლენიანი
იდეოლოგი. გარდაიცვალა 1948 წელს.
126 სემიონ მიხეილის ძე ბუდიონი − დაიბადა 1883 წელს. 1903 წელს გაიწვიეს
არმიაში. 1914 წლამდე მსახურობდა პრიმორსკის დრაგუნთა პოლკში.
აქტიური მონაწილეობა მიიღო სამოქალაქო ომში. 1923 წელს დაინიშნა
წითელი არმიის მთავარსარდლის მაოდგილედ. 1937-1939 წლებში იყო
მოს­კოვის სამხედრო ოლქის ჯარების მეთაური, 1939 წლიდან სსრკ-ის
თავდაცვის სახალხო კომიტეტის წევრი. 1938 წლიდან სსრკ-ის უმაღლესი
საბჭოს პრეზიდიუმის წევრი. გარდაიცვალა 1973 წელს.
127 ქ. გიორგევსკის (შეცდ.) - გეორგიევსკი, ქალაქი და ადმინისტრაციული
ცენტრი სტავროპოლის მხარეში, რუსეთს ფედერაცია.
- 56 -

რასაც მოახელებდა, მაგრამ ვაი იმას, ვინც გავიდოდა რიგს გარეთ,


მას ხელკეტი არ ასცდებოდა ზურგში, თავში და სადაც კი მოასწრებ-
დნენ. საწყალი რუსის ქალები ხელში მიცემას რომ ვერ ასწრებ-
დნენ, დაბლა დაჰყრიდნენ საჭმელს, რომ რომელიმე მოასწრებს და
აიღებსო. ერთ ადგილას დაგვასვენეს. გამოვიდა რამოდენიმე ქალი
ხელში საჭმელებით, თან ეუბნებოდნენ: იქნებ ჩვენი შვილები და
ქმრებიც ამ დღეში არიანო. არ მისცეს ნება, რომ ხალხისთვის სა-
ჭმელი [მიეცათ].128 აგვშალეს და რიგში ვდგებით წასასვლელად. ქა-
ლებმა დაალაგეს იქ საჭმელი და წავიდნენ. ამ დროს გავარდა ერთი
რუსი ტყვე და ამბობს: რაც მომივა, მომივა, სულ ერთია, სიკვდილი
არ ამცდებაო და საჭმლის ასაღებად [გავიდა]129 და იქუხა თოფმა და
მოახვედრა მარცხენა მხარში. დაიწყეს ქალებმა ტირილი: ღმერთო
ჩემო, რა განუკითხაობა არისო. დაგვიღამდა გზაში. ერთ დღეში ვერ
ჩახვალ პიატიგორსკიდან130 გიორგეთში,131 ისიც ნოემბრის თვეში.
ერთ ადგილას მიგვიყვანეს ძროხის ფერმაში. ის ღამე იქ გავატარეთ.
გათენდა დილა და გაუდექით გიორგიევსკის გზას. საღამოთ მივედით
გიორგევსკის ციხეში. შეგვიყვანეს გალავანს შიგნით. კარებში შეია-
რაღებული დაცვა დგას. მიგვაღებინეს ბალანდა132 და დაგვანებეს
თავი. ეს არის ძველი გიორგევსკის ციხე საპატამრო. სად წახვალ,
გარშემო მაღლა კედლებზე სადარაჯო კოშკურები, ტყვიამფრქვე-
ვებით შეიარაღებული დაცვა. ყველა საკნების კარებები ღიაა. შევე-
დით შიგ, დავწექი ნამჯაზე.

გათენდა დილა და დაგვირიგეს თითო მუჭა მზესუმზირა. იდექი და


აკნაწუნე, საღამოთი ისევ ბალანდა მოგვცეს. რა არის ბალანდა შე-
იძლება დაისვას კითხვა: გაუფცქვნელი კარტოფილი, გაუცრელი
ფქვილი, ან შეიძლება ქატო ფქვილს და ან ქატოს იმიტომ უშვრე-
ბიან, რომ ცოტათი გაასქელოს საჭმელი.

128 გამოტოვებულია.
129 გამოტოვებულია.
130 პიატიგორსკი − ქალაქი და კურორტი სტავროპოლის მხარე, რუსეთის
ფედერაცია.
131 გიორგეთში (შეცდ.) − გეორგიევსკი.
132 ბალანდა − პატიმრების წვნიანი საჭმელი.
- 57 -

ორი-სამი დღე რო გავიდა, მოვიდა ოთხი ქართველი კაცი ემინგრა-


ტები. და გვითხრეს, ყველა ქართველი გამოდით ცალკეო. გამოვე-
დით და გვითხრეს: ვის გინდათ გერმანიის ჯარში შესვლაო. ჩვენ
უთხარით, რომ წამოვალთო. მერე მივიდნენ ლაგირის ხელმძღვა-
ნელებთან და უთხრეს, რომ ხალხი მსურველია გამოვიდნენ, ჩაი-
რიცხნენ გერმანიის ჯარშიო. შეადგინეს მსურველთა სია და გვი-
თხრეს, რომ ორი დღის შემდეგ მანქანები მოვა და წაგიყვანთო.
ჩვენ ვინც ჩავეწერეთ, სიაში ცალკე ვდგევართ და ვლაპარაკობთ ამ
მთისას და იმ მთისას. დაღამდა და შეველით ყველა თავის საკანში.
დავწექი და დავიძინეთ.

გათენდა დილა. გამოველით გარეთ, მივიღეთ ბალანდა. ხალხი


მიჰყავთ სამუშაოდ. ზოგი სადგურში ვაგონების დასატვირთად და
გადმოსატვირთად, ზოგიც მინდორში მიჰყავთ ჭარხლის ამოსაღე-
ბად. ჩვენ ქართველები ცალკე ვდგევართ და ვლაპარაკობთ. ერთი
რუსის ბიჭი გერმანიის ფორმაში ჩაცმული, ქამარზე გერმანული
შტიკი ჰკიდია. მოვიდა ჩვენთან და გვითხრა: სამუშაოდ არ გადიხა-
რთ თქვენაო? ჩვენ უთხარით: მოხალისეები ვართ და მანქანებს ვე-
ლოდებით, უნდა წაგვიყვანონო. ჩვენთან ახლოს ერთი რუსის ბიჭი
იდგა, იმას შეეკითხა: შენ რატომ არ წახვედი სამუშაოზეო. მე ღამე
ვმუშაობდიო. ღამე მუშაობდიო? − გაუმეორა. ვეღარც ჰო უთხრა
და ვეღარც არა, დაიბნა ეს ბიჭი. ამ პოლიციელს კარგი გრძელი
ჯოხი ეჭირა ხელში, მძლავრად დაარტყა თავში ჯოხი და ჯოხი გადა-
ტყდა შუაზე. აიღო ეს მეორე ნახევარი და ერთს ზემოდან ურტყა-
მს, მეორეს ქვემოდან. გაუტყდა თავი, ქვემოდან ნიკაპი მთლად და-
უმტვრია. მერე წავიდა სანიტრები გამოგზავნა და წაიყვანეს. ეხლა
თქვენ იტყვით, კაკო ყაჩაღისა არ იყოს, დედას გიკლამდნენ მამას
გიკლამდნენ, დედალო რას აკეთებდიო.

ჩვენ ვუყურებდით და მოგვდიოდა ჯავრი, მაგრამ რომელიმე ჩვენ-


განისთვის რომ ეცემნა, მივეშველებოდით კიდეც და ერთ მაგრაც
ვაბურთავებდით, ალბათ ლაგირის დაცვის გამოყვანაც მოუნდე-
ბოდათ. მაგრამ ისენი ხომ ორივენი რუსები იყვნენ, ორივე გუშინ
ერთ მიზანს ემსახურებოდნენ, შეიძლება ორივენი ერთი პარტიის
- 58 -

წევრები იყვნენ. დღეს კი ერთმა ისე გაიმეტა მეორე, რომ თავისი


უბრალო ავტორიტეტის ამაღლების გულისთვის სასიკვდილოთა
სცემდა. მერე კიდევ გამოუგზავნა სანიტრები და წააყვანინა სანიტა-
რულ ნაწილში. მეორე დღეს შუადღის შემდეგ ავტობუსები [მოვი-
და] და გამოგვიძახეს სიის მიხედვით, როდესაც ჩვენ ავტობუსებში
სხდებოდით, ერთი ემიგრანტი, გვარად ჭანტურიძე (მერე გავიგეთ
მისი გვარი) მობრუნდა, ელბრუსს133 შეხედა და გადაიწერა პირჯვა-
რი, შეევედრა: ღმერთო, მშვიდობით გადაგვიყვანე საქართველო-
შიო. უკუღმართმა ბედმა არც იმას არგუნა საქართველოში დაბ-
რუნება და არც ჩვენ. ბევრი ქართველი დაიღუპა დედამიწის კიდით
კიდემდე და იმათ თავიანთი სამშობლოს მიწის მიყრა არ ეღირსათ.

ჩავსხედით ავტობუსში და წაველით. მიგვიყვანეს პიატიგორსკის


სამხრეთის მხარეს ერთ სოფელში, სკოლის შენობაში. ერთი ორი
კვირა ვიყავით ჩვენს ტანისამოსში. წაგვიყვანეს პიატიგოტსკში აბა-
ნოში და მივიღეთ გერმანული სამხედრო ფორმა. მეორე დღეს (იმ
სკოლის შენობაში სადაც ჩვენ ვცხოვრობდით იყო პატარა კლუბი),
აიმ კლუბში შეგვიყვანეს სუყველა და უნდა გვასწავლონ ჩაცმა.
აიყვანა მაღლა კლუბის სცენაზე ერთი ბიჭი, გვარად კვანტალია-
ნი, სულმთლად გაიხადა ტანისამოსი აიღო ჯერ პერანგი ჩვენსკენ,
გამოიშვირა პერანგი და გვითხრა: ჯერ ეს პერანგი უნდა ჩაიცვასო,
მერე წინდები მისცა და უთხრა ჩაიცვიო. მერე შალვარი, ხალათი
მერე ბატინკები და თუ საჭირო იქნებოდ, მერე ფარაჯასაც ჩაიც-
მევდა. დაგვიწერეს გერმანული სამხედრო ფიცი და გვითხრეს: ეს
ფიცი უნდა ისწავლოთ ზეპირადო. ფიცის ტექსტი ქართული ასოე-
ბით იყო დაწერილი, მაგრამ სიტყვები გერმანული. მთელ ასეულს
შეგვიყვანდნენ კლუბში და ყველა ერთად ვიზეპირებდით. როგორც
იყო, შევისწავლეთ ტექსტი. „იხ შვერე მაიმ გოტტ იხ ვილლ უმმნი-
ნე კავაზიშე ჰაიმატ აუსდერ ბოლშევშე კნეხტ შავთთ“.134
მიიწურა 42 წლის დეკემბერი და მოახლოვდა შობა. გერმანელები

133 ელბრუსი − იალბუზი, კავკასიონის ქედის უმაღლესი წერტილი.


134 დამახინჯებული გერმანული ფრაზა: ვფიცავ ღმერთს, რომ მსურს
ჩემი მშობლიური კავკასია გავათავისუფლო ბოლშევიკური მონობის
უღლისაგან.
- 59 -

ძალიან პატივსა სცემენ შობის დღესასწაულს. ასე იყო ჩვენთანაც.


24 დეკემბერს მოიტანეს თვითეულ კაცზე თითო პაკეტი ტკბილე-
ული, ღვინო, არაყი და ლიქიორი, რამდენიც გინდა, ოღონდ რასაც
დაილევ,135 არ უნდა აურიო, უნდა შეირგო ყველაფერი. ჰოდა 24 დე-
კემბრის ღამეს 9 საათიდან გაიხსნა სუფრა. ოღონდ ერთი პირობით
− სასმელი არავინ არ უნდა დალიოს. ყველა ავსებს ჭიქას და უყუ-
რებს უფროსს. უფროსი რომ ჭიქას [აწევს],136 აი, ყველა დანარჩენი
სუფრის წევრი იღებს ჭიქას და როგორც იმას უჭირავს, როგორც
იმას თანდათან მიაქვს ხელი პირისკენ, ყველა იმას მისჩერებია და
ისე იქცევა, როგორც ის. ჰოდა, როგორც პირველი სადღეგრძელო
დაილია, დაჯდა სუფრაზე და დაიწყო საერთო ლხინი. მთელი ღამე
გავათენეთ, შობის დღეს კიდევ მთელი დღე ვიწექით, ოცდახუთ
დეკემბერის. დანარჩენი დღეები ვმეცადინეობდით, იარაღი ჩვენ არ
გვქონდა. 6 იანვარს მოვიდა თოვლი. მოვიდა კიდევ ისეთი ამბავი,
რომ ჩვენს სამშობლოს კიდევ შორს უნდა დავშორებოდით. მოვი-
და ბრძანება, რო სტალინგრადი137 რკალშია მოქცეული და უკან
უნდა დავიხიოთო.

7 იანვარს 43 წელს გაუდექით დასავლეთის გზას ფეხით. პირველი


ღამე გავათიეთ ესენდუკში,138 მეორე ღამე სუვოროვსკაიაში,139 მერე
ჩერქესკაიაში,140 მერე გაუხვიეთ ჩრდილოეთისკენ. არმაველთან,141
ახლოს ვიყავით. იქ მოვიდა ბრძანება, რომ რასტოვი გადაჭრილია
და უნდა წახვიდეთ კრასნადარის142 მხრისკენ, გადასეროთ მთელი

135 დაილევ (ქიზიყ.) − დალევ.


136 გამოტოვებულია.
137 სტალინგრადი − ამჟამად ვოლგოგრადი, ქალაქი რუსეთის ფედერაციაში.
138 ესენდუკი (იგულისხ.) − ესენტუკი, ამჟამად ქალაქი-კურორტი სტავრო­
პოლის მხარეში, რუსეთის ფედერაცია.
139 სუვოროვსკაია − ამჟამად სოფელი, პრედგორნის რიონი, სტავროპოლის
მხარე, რუსეთის ფედერაცია.
140 ჩერკესკაია (იგულისხ.) − ჩერკესკი, ყარაჩაი-ჩერქეზეთის დედაქალაქი, შედის
ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოკრუგის შემადგენლობაში, რუსეთის
ფედერაცია.
141 არმაველი (იგულისხ.) − არმავირი, ქალაქი კრასნოდარის მხარეში, რუსეთის
ფედერაცია.
142 კრასნადარი (იგულისხ.) − კრასნოდარის მხარე, ამჟამად რუსეთის ფედე­
რაციის სუბი­ექტი, მდებარეობს რუსეთის ფედერციისსამხრეთ-დასვლეთით.
- 60 -

კრასნადარის მხარე და გახვიდეთ ყირიმშიო.143 სუყველაფერი მი-


დის და მიაქვთ დასავლეთში, არაფერს არ ტოვებენ. უკან მიაქვთ
მატარებლით, მანქანებით, თვითმფრინავებით. თვითმფრინავს აქვს
დიდი მისაბმელი და იმითაც კი ეზიდებიან, თუ რამე მოხვდათ ხელ-
ში. პიუტყვი არაფერი არ დატოვეს: ცხვარი, ცხენი, ძროხა, ღორი,
ხალხი მიჰყავდათ და მიჰყავდათ. მაშ რას უზამდენ, რომ პირუტყვი
არ წაეყვანათ, ამოდენა ხალხისთვის რა უნდა ეჭმევინათ. ერთი ორ
ადგილას დავრჩით ხუთ-ხუთი დღე სანგრების გასათხრელათ. გავია-
რეთ კალინოვკა,144 გიდვედოვა,145 ლენინოვკა,146 ივანოვკა,147 მივახწი-
ვეთ სლავიანსკამდე,148 სლავიანსკაში 2 დღე დავრჩით, სლავიანსკაიას
რომ გავცდით, იქა ვნახეთ შემზარავი ამბავი: გზის მარცხენა მხარეს
ერთ დიდ თხრილში ეყარა 5-6 მკვდარი. ამბობდნენ და მე ჩემი თვა-
ლით არ მენახა ასეთი ამბავი, გაგონილი მქონდა, რომ ტყვე რომე-
ლიც დავარდება და ვეღარ მიდის, შუბლში ტყვიას დააკერებენ და
დააგდებენო. იმ მიზნით, რომ მტერს ცოცხალი არ ჩაუვარდეს და
ჩვენს წინააღმდეგ არ გამოიყენოსო და აი ასე სვენსვენობით გავი-
არეთ ტემარუკი149 გალუბინსაია150 და მივედით ტამანში151. იქ რამო-
დენიმე დღე დავრჩით. ზღვა იყო გაყინული. ეხლა იტყვით, რომ რო-
დის იყო, რომ ქერჩის სრუტე152 იყინებოდაო, მაგრამ იყინება.

42 და 43 წლის ზამთარი მშრალი ამინდით დაიწყო, დეკემბერი ძალი-


ან მშრალი და თბილი ამინდი იყო. მაგრამ იანვარი და თებერვალი
თოვლიანი და ყინვიანი ამინდები იყო. ჩვენ თებერვლის ნახევარში

143 ყირიმი − ნახევარკუნძული, მდებარეობს სამხრეთ უკრაინაში.


144 კალინოვკა − ამჟამად სოფელი კრასნოდარის მხარეში, რუსეთის ფედერაცია.
145 გიდვედოვა − მდებარეობა გაურკვეველია.
146 ლენინოვკა − მდებარეობა გაურკვეველია.
147 ივანოვკა − ხუტორი თბილისის რაიონში, კრასნოდარის მხარე, რუსეთის
ფედერაცია.
148 სლავიანსკი − მუნიციპალიტეტი კრასნოდარის მხარეში, რუსეთის ფედერაცია
149 ტემარუკი (იგულისხ.) − ტემრიუკი ამჟამად ქალაქი კრასნოდარის მხარე,
რუსეთის ფედერაცია.
150 გალუბინსაია (იგულისხ.) − გოლუბიცკი, საკურორტო დაბა, კრასნოდარის
მხარის ტემრიუკის რაიონში, რუსეთის ფედერაცია.
151 ტამანი − მდებარეობს ტამანის ნახევარკუნძლზე, ქერჩის სრუტის აკვა­
ტორიაშია.
152 ქერჩის სრუტე - ერთმანეთთან აკავშირებსა აზოვის ზღვას და შავ ზღვას.
- 61 -

ჩავედით ტამანში. ქერჩის მხარე არ იყო გაყინული, მაგრამ ტამანის


მხარე გაყინული იყო. თვითმფრინავები ბომბავდნენ, ყინულს ამტვ-
რევდნენ, ყინულმჭრელები მიუძღოდნენ წინ და ისე გაჰყავდათ გე-
მები შავ ზღვამდე. ჩვენი ჯერი რო მოვიდა, მოფრინდა თვითმფრი-
ნავი ჩვენის მხრიდან ე.ი. ტამანის მხრიდან და ბომბები ჩამოყარა და
ყინული დაამტვრია. მოვიდა ერთი მოზრდილი ბარჟა და ჩაგვსხეს
შიგ და ავედით. შუაგზაზე რო მივედით, მოუჭირა ყინვამ და გაჩე-
რდა ჩვენი ბარჟა: მეზღვაურებმა სიგნალი მისცეს რაღაცა პატარა
დროშებით. მოვიდა ისევ ყინულმჭრელი და გაგვიყვანა შავ ზღვა-
მდე. ის უკან წამოვიდა, ჩვენ კიდევ წინ და გაველით ქერჩში. რო-
გორც გაველით ხმელეთზე, მაშინვე ჩავსხედით საბარგო მატარე-
ბელში, წავედით, მოვედით ჯანკოიში.153 ჯანკოი არის ყირიმის რკი-
ნიგზის საკვანძო სადგური. ჯანკოიდან წავედით სევასტოპოლის154
მიმართულებით. ერთი დღედაღამე ვიარეთ თუ რაღაცა, მივედით
სადგურ სურენში155 გადმოვიტვირთენით და წავედით ფეხით ია-
ლტის მხარეს ალბათის რაიონში,156 სოფელ ფოტისალამში.157 ჩვენი
ასეული ფორისალამში გაჩერდა და სხვა ასეულები სხვადასხვა სო-
ფლებში გაანაწილეს. დაგვარიგეს ბინებში, იმიტომ, რომ იქ არსად
არ იყო არც კაზარმები და არც ესეთი დიდი შენობები, რომ ჩვენ
დავტეულიყავით. საჭმელს ასეულის სამზარეულოში ვღებულობ-
დით, მეცადინეობას რო მოვრჩებოდით, მერე მივდიოდით სახლში
დასასვენებლად და მერე მივიღებდით სადილს.

ყირიმში იმ დროს ძალიან დიდი პარტიზანული მოძრაობა იყო და


აფეთქებდნენ ხიდებს, რკინიგზის ლიანდაგებს. ჩვენი ბატალიონი გა-
უშვეს რკინიგზის დაცვაში. ჩვენი ჯგუფი, რომელშიც ირიცხებოდა
15 კაცი, ვმორიგეობდით სადგურ ბახჩისარაიიდან158 სადგურ სურე-

153 ჯანკოი − ამჟამად ქალაქი ჩრდილოეთ ყირიმში.


154 სევასტოპოლი − ამჟამად ქალაქი ყირიმის ნახევარკუნძულზე, შავი ზღვის
სანაპიროზე, უკრაინა.
155 სტანცია სურენი (იგულისხ.) − ამჟამად სტანცია სირენი, ბახჩისარაის
რაიონი, ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკა, უკრაინა.
156 ალბათი − დასახლებული პუნქტი ბახჩისარაის რაიონში, ყირიმის ავტონო­
მიური რესპუბლიკა, უკრაინა.
157 ფოტისალამი − მდებარეობა გაურვეველი.
158 ბახჩისარაი − ამჟამად ქალაქი ყირიმში, უკრაინა.
- 62 -

ნამდე. ბახჩისარაიას და სურენს შორის ჩამოუდიოდა ხევი, რომელ-


საც მდინარე არ ეწოდებოდა, იმიტომ, [რომ] ხშირად წყალი არ
მოდიოდა და მშრალი ხევი იყო. აი ამ ხევზე იყო ორი ხიდი პარალე-
ლურად გადადებული, ერთი რკინის გზაზე და მეორე შარაგზაზე. ის
ხიდები ერთიმეორეს 30 მეტრით იყო დაშორებული და ერთ კაცს
შეეძლო ორივე ხიდის თვალის დაჭერა, რომ პარტიზანებს არ აე-
ფეთქებინათ. ჩვენი ჯგუფის მეთაური იყო დარჩიაშვილი შალიკო
(თაქლა). სადგურში იყო კამენდატურები (ბოდიშით). იმ ხიდს ერქვა
კაჩებრიუკ. ხიდისყურეში იყო რკინიგზის სახლი და ჩვენ იმ სახლ-
ში ვცხოვრობდით. იმ ხიდიდან წავიდოდა ორი კაცი ბახჩისარაის-
კენ, ორი სურენის სადგურისკენ. რო ვივარაუდებდით, რომ უკვე
სადგურში მივიდოდნენო ის ორი კაცი, რომლებიც სადგურში მი-
ვიდოდნენ, კამენდატურაში ხელს მოაწერდნენ, რომ გამოცხადნენ
კამენდატურაში, ჩვენ უკვე მეორე ორი კაცი წავიდოდით და შუა
გზაში ვხვდებოდით ერთიმეორეს. აი ასე იყო ჩვენი სამუშაო აწყო-
ბილი და მთელი ზაფხული ასეთ სამუშაოს ვასრულებდით. ერთ ღა-
მეს ისე მოხდა, რომ სურენის სადგურისკენ გასაგზავნი მეორე კაცი
აღარა გვყავდა, ორი კაცი გაგზავნა ბახჩისარ[ა]ისკენ თაქლამ და მე
მითხრა, რომ შენ ალაინა159 წახვალ სურენშო. გერმანელი უნტერ
ოფიცერი იყო იმდროს იქ და უთხრა: არ ეშინიანო? − ქართველებს
არ ეშინიათო. (რა თქმა უნდა სიკვდილი ყველას გვაშინებს, კაცი
იყოს თუნდა ქალიაო − ერთ თავის ლექსში ამბობს ნატროშვილი
ზაქარა). წაველი მარტოკა. 30 ცალი პატრონა მაქვს და კარგი გერ-
მანული კარაბინა. თუ რამე სროლა მოხდა კამენდატურაშიც მალე
გაიგებენ და გზაში მომავალი ბიჭებიც. პარტიზანები ძალიან დიდ
ჯგუფებად არ დადიოდნენ − ორი ან სამი კაცი ანდა ადგილობრივი
მაცხოვრებელი რუსი თათარს არ ენდობოდნენ და რა თქმა უნდა
თათარი არც დაინდობდა იმათ. ხოდა წაველი მარტოკა. არავინ არ
შემხვედრია. ერთი შემთხვევა იყო მთელს ზაფხულში, რომ ჩვენ
რკინიგზა აგვიფეთქეს. ჩვენი საგუშაგოდან სამასი მეტრის დაშორე-
ბით. პარტიზანები თვითონ კი არ აფეთქებდნენ, ამოუდებდნენ ასა-
ფეთქებელ ნივთიერებას ლიანდაგის ქვეშიდან და წავიდოდნენ. მა-

159 ალაინა − სავარაუდოდ (გერმ. allein) მარტო.


- 63 -

ტარებელი რომ გაივლიდა და ზედ გადაუვლიდა, მაშინ აფეთქდებო-


და. აი, იმ ხმაურზე ჩვენ გავიქეცით, მივედით. მაშინისტი ჩამოსულა
და შეჰყურებს შპალის ქვეშ. ვნახეთ, რომ რელსი 20 სანტიმეტრის
სიგრძეზე მეტი არ არის დაზიანებული. დაჯდა მანქანაზე და განა-
გრძო გზა სევასტოპოლისკენ. სექტემბერში მოიდა ამბავი, რო ჩვე-
ნი ბატალიონის ბიჭები გასულან პარტიზანათ. მოგვაქუჩეს მთელი
ბატალიონი ბახჩისარის რკინიგზის სადგურთან ერთ შემოღობილ
ადგილში. მოვიდა ერთი გერმანელი, ავიდა ტრიბუნაზე და დაიწყო
რუსულად ლაპარაკი: რატომ შვრებით ასეთ სამარცხვინო საქმეს.
ორი წელიწადია ჩვენთანა ხართ და რა გაწყენიათ თქვენ გერმანიამ.
გამოგიყვანათ ლაგერიდან, ჩაგაცვათ, დაგახურად,160 სიცოცხლე
შეგინარჩუნათ, თქვენ კი ეხლა გვიღალატეთ. თქვენ არ გეგონოთ,
რომ ისინი, ვინც წავიდნენ და პარტიზანებს შეუერთდნენ, დიდი საბ-
ჭოთა კავშირის პატრიოტები იყვნენ. ისინი თავიანთი ტყავის შესა-
ნარჩუნებლად წავიდნენო. მე ზემოთ გამომრჩა ის ამბავი, რომ სა-
ნამ რკინიგზის დაცვაში წავიდოდით, გაგვაღებინეს სამხედრო ფიცი.
ერთ დღეს მთელი კავკასიის ხალხები − ქართველები, სომხები,
აზერბაიჯანელები, ლეკები, ავარები, ჩეჩნები, ოსები, ყაბარდოელე-
ბი, ბალყარები, ყარაჩაევები, ჩერქეზები და ადიღები, აფხაზები ჩვე-
ნთან ერთად იყვნენ. იალტის მხარეს, სოფელ კოჰკოზის161 ქვემოთ
ერთ დიდ მინდორზე. აქეთ იქით მთებზე იყო განლაგებული საზე-
ნიტო არტილერია. ბევრი მუსიკის დაკვრა და ათასი ცერემონიების
შემდეგ აქ იყვნენ ქართველთა შორის ვიქტორ ხომერიკი,162 შალამ-

160 დაგახურათ.
161 კოჰკოზი − მდებარეობა გაურკვეველია.
162 ხომერიკი ვიქტორ ნოეს ძე (1910-1994) − დაიბადა ვორკუტაში, მეფის რეჟიმის
მიერ მამის, სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი
− ნოე ხომერიკის გადასახლებისას. 1921 წელს საქართველოს რესპუბლიკის
საბჭოთა რუსეთის მიერ ოკუპირების შემდეგ გაემგზავრა ემიგრაციაში.
ცხოვრობდა სტამბოლში, შემდეგ პარიზში. დაამთავრა საერთაშორისო
ეკონომიკური უნივერსიტეტი. მეორე მსოფლიო ომისას იბრძოდა
ვერმახტის ქართული ლეგიონის შემადგენლობაში. ომის შემდეგ იყო
ქართველთა მსოფლიო ემიგრანტთა მთავარი კომიტეტის წევრი. ჯენერალ
მოტორსის წარმომადგენელი საფრანგეთში. დაკრძალულია დიდუბის
საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
- 64 -

ბერიძე, გივი გაბლიანი,163 რომელიც ჩვენი სიამაყე იყო და ძალიან


დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა ხალხთა შორის. ერთხელ
საავადმყოფოში ვიყავით და იქაც მოვიდა ჩვენს სანახავად. კიდევ
[ვ]წერ იმ ამბავს. მუსიკის დამთავრების შემდეგ გამოვიდა მწყობ-
რის წინ შალვა ოქროპირიძე ფიცის ტექსტით ხელში და დაიწყო
სიტყვა სიტყვით ტექსტის წაკითხვა. ჩვენ ყველანი ვიმეორებთ: „იხ
შვერე მაიმ გოტტ დიზენ ალიგენჰაიდ იხ ვილლ უმ კავაზიშე მაინე
ჰაიმატ ასდერბოლშევისტიშე კნეხტტშავთთ“. ჩვენ შევფიცეთ იმ
გენერალს, რომ ჩვენ არც ვიცოდით იმათი პარტიზანათ წასვლის
ამბავი და არც ვაპირებთ წასვლასო. მოგვხსნეს პოსტებიდან და მი-
გვიყვანეს ბახჩისარიაში და დაგვაბინავეს იქ. დავდიოდით სამეცადი-
ნეოდ. ასე გადიოდა ჩვენი ყოველდღიური ჩვეულებრივი დღეები.

ერთ ღამეს ატყდა რაღაც ხმაურიანი ლაპარაკი და გაწევ-გამოწევა.


ქუთაისელი ალიოშა, გვარი არ მახსომს იმისი და დარჩიაშვილი შა-
ლიკო (თაქალა), მოსლოდათ ჩხუბი. ალიოშას თაქლასთვის თავში
ჩეერტყა აჭარული დანა. გავარდით, ვაშველებთ, ზოგი ალიოშას
იჭერამს, ზოგი თაქლას ვეხვეწებით: საავადმყოფოში წამოდი შეხ-
ვევაზეო, მაგრამ არ მოგვდევს. ბევრი ხვეწნის შემდეგ წავიყვანეთ
საავადმყოფოში და შეუხვიეს ჭრილობა, ღრმათა ჰქონდა. ეხვეწნენ,
დაწექი საავადმყოფოშიო, მაგრამ არ დაწვა და ამ ამბის გამო გერ-
მანელებმა გამოიძახეს ობერლეიტენანტი ჭავჭავაძე. მოვიდა ჭავჭა-
ვაძე, დაგვაყენეს მწყობრში. გერმანელმა ფელთვებელმა164 მოახსე-

163 გაბლიანი გივი ეგნატეს ძე (1915-2000) − დაიბადა საზოგადო და პოლიტიკუ­


რი მოღვაწის, ეთნოგრაფის − ეგნატე გაბლიანის ოჯახში. 1920-იანი წლების
მანძილზე ეგნატე გაბლიანი რამდენჯერმე დააპატიმრეს ანტისაბჭოთა
მოძრაობაში მონაწილეობის გამო, ხოლო 1937 წელს, დიდი ტერორის დროს
დახვრიტეს თბილისში. გივი გაბლიანი სწავლობდა თბილისის სამედიცინო
ინსტიტუტში, სადაც ასპირანტურიდან მობილიზაციით გაიწვიეს მეორე
მსოფლიო ომში, როგორც სამხედრო ექიმი. სსრკ-ზე გერმანიის თავდასხმის
შემდეგ, ფრონტზე ჩაბარდა ტყვედ და შევიდა გერმანული არმიის რიგებში.
იყო სპეცდანიშნულების ბატალიონი − „ბერგმანის“” ოფიცერი. მუშაობდა
„ქართულ სამოკავშირეო შტაბში“. ჰქონდა ობერ-ლეიტენანტის წოდება.
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ გადასახლდა ამერიკის
შეერთებულ შტატებში. გარდაიცვალა ნორს-ადამსში, მასაჩუსეტსის შტატში.
164 ფელთვეელმა (შეცდ.) − (გერმ. Feldwebel) სამხენდრო ჩინი, უმცროს მე­
თაურთა შემადგენლობიდან.
- 65 -

ნა, რომ ასეული მზად არის წასაყვანადო. გაგვიყვანეს ბახჩისარაის


გარეთ მინდორში და გვითხრეს, დასხედითო. ჭავჭავაძემ ქართული
კარგათ არ იცოდა და ქართველ ოფიცრებს რუსულად ელაპარა-
კებოდა. ჩვენც რუსულად გველაპარაკა. რატომ ჩხუბობთო, რა
გაქვთ გასაყოფი, ჩვენ ვიბრძვით საერთო მტრის, ბოლშევიზმის წი-
ნააღმდეგ და არა ერთიმეორის წინააღმდეგო. ილაპარაკა ახალ ია-
რაღზე, ნოი ვაფე.165 რომ ჩვენ მაინც ჩავალთ სამშობლოშიო, მაგრამ
სამშობლოს თანდითანა ვშორდებოდით. მოვიდა ბრძანება, რომ სა-
ფრანგეთში უნდა წავიდეთო.

უკვე მიიწურა ოქტომბერი. გაიცა ბრძანება − მოამზადეთ ყველა-


ფერი, ხვალე დილით უნდა წავიდეთო. გათენდა დილა და ავიკი-
დეთ ჩვენი ბარგი ბარხანა და აბა, მარშ შორეთისკენ. შვიდი დღე
ვიარეთ. ჯერ იყო და პიატიგორსკიდან ტამანამედე ფეხით ვიარეთ
და ახლა ბახჩისარაიდან პერეკოპამდე166 ისევ ფეხით გავიარეთ. პერ-
ეკოპს რო გავცდით, ერთ სოფელში შევედით და დაღამდა კიდეც.
ის ღამე გავატარეთ იქ. გათენდა დილა და მოვიდა ამბავი, რომ გზა
გადაკეტილია და უკან უნდა დავბრუნდეთო. მოველით პერეკოპ-
ზე და განვლაგდით ძველ სანგრებში. ამოვასუფთავეთ თხრილები
და ჩავსხედით შიგ. იმ საღამოს მოვიდნენ რუსები იმ სოფელში,
სადაც ჩვენ წინა ღამეს ვიყავით. ორი დღე ვიყავით ესე, რომ არც
ჩვენ ვისროდით იქითკენ და არც ისინი ისროდნენ. მესამე დღეს
ჩვენი მოგერიების უბნის მარცხენა მხარეს გასულა. ჩვენს უკან,
პერეკოპს აქეთ არის სოფელი არმიანსკაია.167 იქიდან მოდის სრო-
ლის ხმა. ვამბობთ: კაცო, მტერი უკანიდან მოგვექცა, თუ რაშია
საქმე. გაიცა ბრძანება: ამოდით სანგრებიდან და მტერს პირდაპირ
[…]. ამოველით მაღლა. საიდანაც სროლა ისმოდა, იქიდან მოდის
რუსების ცხენოსანი ესკადრი. პირდაპირ ზედ უნდა გადაგვირბინონ.
გაუხსენით ცეცხლი და ზოგი ცხენსა ხვდება ტყვია, ზოგი კაცს. რო
უნდა მოგვიახლოვდეს და პირდაპირ ზედ გადაგვიაროს და ხმლით

165 ნოი ვაფე − (გერმან. Neue Waffe) ახალი იარაღი, კონკრეტულად რომელ
იარაღზეა საუბარი უცნობია.
166 პერეკოპი − ამჟამად სოფელი ყირიმში, უკრაინა.
167 არმიანსკ − მუნიციპალურული წარმონაქმნი ყირიმში, უკრაინა.
- 66 -

აგვჩეხონ, მოგვეშველა სომხების ასეული. ბევრი ცხენი და კაცი


დაეცა და იმათი მიმშველებელი არავინ არ არის. მერე წამოვიდა
რუსების ტანკები და რას დააკლებ თოფითა და ავტომატით ტანკს.
უცბათ გამოჩნდა ჯანკოის მხრიდან თვითმფრინავები და პირდაპირ
ზედ ასხდებოდნენ ტანკებს. უშენდნენ წყვილწყვილ ბომბებს და
ისე აალდებოდა, როგორც თივის კონას ასანთი მიაგდო. მერე იბ-
რუნეს პირი და გავიდნენ თხრილის გაღმა. მეორე დღე მშვიდი იყო.
მესამე დღეს დაიწყეს ძლიერი სროლა.

ძროხის ხორცი გვქონდა და ბიჭებმა ვთქვით: სადილი გავაკეთოთო.


იქვე ახლოს სახლი იყო. დავანთეთ ცეცხლი იმ სახლში და დავა-
მზადეთ საჭმელი. ის იყო რო პური გვეჭამა და დაეცა ერთი ყუმ-
ბარა და თიანეთელი ოდიშელი შალიკო სულ ნაკუწებად აქცივა.
მოვაქუჩეთ გაფანტული სხეული და შევახვიეთ პლაშპალატკაში და
დავასაფლავეთ. მოსაღამოვდა და უფრო გაძლიერდა საარტილე-
რიო სროლა. მე და გიორგაძე შაქრო ერთ სანგარში ვსხედვართ.
გიორგაძე იყო სოფ. შაშიანელი. გასკდა ერთი ყუმბარა და ორივე
ჩავიკუჭენით. გადავხედე, მე ვიფიქრე, რომ ის უკვე აღარ იყო ცო-
ცხალი, მაგრამ მე რომ ვიგრძენი ტკივილი და სისხლი წამომივიდა
თავპირიდან, ვაიმე, შაქრო მიშველე მეთქი და წამოხტა და დაიძა-
ხა: არიქა, ბიჭებო, მიშველეთ, მიშა დაიჭრაო. მოცვივდნენ ბიჭები
და გამიყვანეს სანიტარულ ნაწილში. შემიხვიეს სახე და მარცხენა
ფეხი, მაგრამ მარცხენა მხარშიც ვყოფილვარ დაჭრილი. იქ თავი-
სით შეწყდა სისხლის დენა. იქიდან წამოგვიყვანეს სანიტარული
მანქანით, მატარებლით და მოგვიყვანეს ჯანკოიში. ვაგონში ვიღაც
ფეხებში მებღაუჭება, ვერა ვხედამ იმიტომ, რომ სახე სულ მთლად
შეხვეული მაქვს. გათენდა დილა და შემოვიდნენ სანიტრები, რომ
ხალხი გაიყვანონ. ფეხებზე ვინც მებლანდებოდა, თურმე რუმინე-
ლი უნტერაფიცერი ყოფილა, უკვე მომკვდარყო უბედური.

ჩამოგვიყვანეს ვაგონიდან, მოგვათავსეს საავადმყოფოში და მო-


იდნენ ექიმები. გაგვშინჯეს და ყველას აგზავნიან თავის შესაფერის
საავადმყოფოში ე.ი. თუ მძიმე დაჭრილია, იმას აგზავნიან ღრმა ზუ-
- 67 -

რგში, თუ მსუბუქი, იმათ სიმფერაპოლში168 და ბახჩისარაიში. მძიმედ


დაჭრილები გაგვიყვანეს აეროდრომზე. დაგვაწვინეს თვითმფრინავ-
ში და გადაგვაფრინეს ოდესაში.169 ოდესაში თითქმის დეკემბრის ნა-
ხევრამდე დავრჩით. მერე დაგვაწვინეს სანიტარულ მატარებელში
და მიგვიყვანეს კრაკოვში.170 იქ გამიკეთეს ოპერაცია და ამომიღეს
ყუმბარის ნამსხვრევები და თან ღიღინებდა ქირურგი. გუნებაში ვა-
მბობ: ვენახსა წამლი,171 რა გამღერებს მეთქი. მერე ფეხიდანაც გამო-
მიღეს კაი მოზრდილი ყუმბარის ნატეხი და უკვე პატარა ბავშვივით
ნელ-ნელა დავიწყე ფეხის ადგმა.

მოვიდა უკვე 1944 წელი. მოგვიტანეს კარგი ტკბილეული სასმელე-


ბი: ღვინო, კონიაკი, ლიქიორი. საერთოდ გერმანელებმა ჯარისკა-
ცებისთვის კარგი საჩუქრების მიტანა იციან. ისე არ მოვიდოდნენ
გერმანელები ავადმყოფებთან, რომ საჩუქრები არ მოეტანათ. ერთ
საღამოს მოვიდა ცელმაისტერი172 და გვითხრა, რომ ვენაში არის
ჩამოსული ქართული ანსამბლი და აქაც მოვლენ ორ დღეშიო.
მართლაც გავიდა ორი დღე და მესამე დღეს საღამოთ მოვიდნენ
და ჩვენს სიხარულს საზღვარი აღარ აქვს. აქ ვიწექით ქართველე-
ბი, სომხები, აზერბაიჯანელები, ჩრდილოკავკასიელები, რუსები,
შუააზიის ხალხები. ჯერ ჩვენ გვინახულეს, მოგვესიყვარულნენ და
გვითხრეს: ნუ გეშინიათ, ჩვენც მალე ჩავალთ სამშობლოშო. ესე-
ნი იყვნენ დავით კავსაძის173 გუნდის წევრები, თვითონ კავსაძე არ
ბრძანდებოდა იქა. ის ავად არის და პარიზში არისო. კავსაძის გუნდი

168 სიმფერაპოლი − ამჟამად სიმფერეპოლი, ქალაქი უკრაინაში.


169 ოდესა − ამჟამად ქალაქი უკრაინაში.
170 კრაკოვი − ამჟამად ქალაქი პოლონეთში.
171 წამლი (ქიზიყ.) − წამლავ.
172 ცელმაისტერი − (გერმან. Zahlmeister) მაღალი სამხედრო წოდების მქონე
პირი, სამხედრო ნაწილის ხაზინადარი.
173 კავსაძე დავით (დათაშკა) ალექსანდრეს (სანდროს) ძე − დაიბადა 1907 წელს.
1932 წელს დაამთავრა თბილისის სამუსიკო სასწავლებელი. 1941 წელს
გაიწვიეს წითელი არმიის რიგებში მეორე მსოფლიო ომში. 1942 წლის 18
მაისს ტყვედ ჩავარდა. ტყვეებისგან ჩამოაყალიბა მომღერალთა გუნდი.
1944 წელს ანსამბლის წევრები ჩაირიცხნენ გერმანიის არმიის „სს“, ქართულ
საკავალერიო პოლკში. 1945 წელს ჩაბარდა ინგლისის ჯარის ნაწილებს. 1946
წლის 10 იანვარს დააპატიმრეს ქალაქ სოჭში. მიესაჯა 10 წლით გადასახლება
შრომა გასწორებით კოლონიაში. გარდაიცვალა 1952 წელს გადასახლებაში.
- 68 -

42 წლის ზაფხულში ჩავიდა სევასტოპოლში კონცერტების ჩასატა-


რებლად. სწორეთ ის მომენტი დაემთხვა, როდესაც ბოლშევიკებ-
მა დატოვეს სევასტოპოლი და გუნდიც ჩავარდა ტყვედ, როგორც
სხვა ჯარისკაცები. 25 კაცი და 2 ქალი იყვნენ ანსამბლის წევრები.
ერთი ქალი ტყვე იყო და მეორე გენერალ კერესელიძის ქალისშვი-
ლი.174 კონცერტის ნახვით ძალიან კმაყოფილები დარჩნენ როგორც
ავადმყოფები, ისე მომსახურე პერსონალიც.

გავიდა იანვარი და გაგვწერს საავადმყოფოდან ერთი დიდი ჯგუფი.


წაგვიყვანეს ვარშავის მახლობლად ერთ პატარა დაბა ზილიონოვკა-
ში.175 შეველით ლაგერში. იქაც ბევრი ქართველები დაგვხვდნენ. ეს
იყო დასასვენებელი ადგილი და უფრო სწორედ, გამანაწილებელი
ადგილი. და საიდანაც მოვიდოდა ხალხზე მოთხოვნა, იქით გაგზავ-
ნიდნენ. იქ ძალიან კარგათ ჰკვებამდნენ ხალხს. დღეში სამჯერ ცხე-
ლი კერძი და ხშირად სასმელსაც აძლევდნენ. ერთ დილას თათარს
აქლემი უჭირავს ხელში და ელოდება, კარები გაუხსნან და გავიდეს
გარეთ. ეკითხებიან: ვინა ხართ და სად მიდიხართო. ვარშავაში კონ-
ცერტი უნდა ჩავატაროთ, საღამოზე მოვალთო. საღამოც მოვიდა,
მაგრამ სად არის თათარი და ან აქლემი. თურმე ქართველ ბიჭებს 15
საბნისაგან გაუკეთებიათ აქლემის ფიგურა, ორი ბიჭი აქლემის წინა
და უკანა ფეხების როლს ასრულებს, მესამე ბიჭი კი აქლემის კუდის
კუზის და მთლიანად წელისა და თავის მაგივრობას ასრულებს. ბი-

174 კერესელიძე მარიამ ლეოს ასული (1922-2002) − დაიბადა შვეიცარიაში,


ჟენევაში, პოლიტიკური მოღვაწის, ემიგრანტის − გიორგი კერესელიძისა
და მარტა ეჩოულტრეს ოჯახში. დაამთავრა წმინდა მარიამის სახელობის
სასწალებელი რომში. მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე მშობლებთან
ერთად ცხოვრობდა მაროკოში, ტანჟერში. 1940 წლიდან მუშაობდა
გერმანული სპეცსამსახურების სისტემაში. ასრულებდა სხვადასხვა აგენ­
ტურულ დაველებებს. 1942 წლიდან ცხოვრობდა და მუშაობდა გერმანიაში.
1945 წლისათვის ვერმახტის ქართულ ნაწილებთან ერთად იმყოფებოდა
ჩრდილოეთ იტალიაში. ომის დამთავრების შემდეგ მცირე ხნით ცხოვრობდა
და სწავლობდა შვეიცარიაში, შემდეგ კი გადასახლდა პერუში. ასწავლიდა
პერუს უნივერსიტეტში. გარდაიცვალა პარიზში.
175 ზილიონოვკა − სავარაუდოდ იგულისხმება (პოლ. Jelonki) იელონკი (დასახ­
ლება) ერთ-ერთი დასახლება ვარშავაში, ბემოვოს უბანში (25 მარტი­ დან
1994წ).
- 69 -

ჭები ისე შემოსილან ჩვეულევ, როგორც სხვები. ვინ იყო მეაქლემე


თათარი, ან აქლემები, არავინ არ იცის. მაგრამ ხომ გავიდნენ და
აღარ მობრუნებულან. რა ქნან, გაამხილონ საბნებში შეხვეულები
გავიდნენ და არ დაბრუნებულანო. მაშინ კარის კაცებსაც დასჯიან
და შიგნითაც ბევრს ამოარჩევენ დასასჯელად. ასე მიჩუმათდა ის
კომიკური ნომრის გათამაშება.

44 წლის თებერვლის ნახევარში მოვიდა ბრძანება, რომ გამოგზავნეთ


ნანტში, საფრანგეთშიო. აბა, ვინ წავა, ჯერ მსურველები და თუ არ
შედგა საკმარისი ხალხი, მაშინ რა თქმა უნდა თვითონ შეარჩევენ
ხალხს და გააგზავნიან, მაგრამ საკმარისი ხალხი გამოვიდა თავისი
სურვილით და დავიტვირთენით 6 ვაგონში, ერთი სასაწყობო ვაგო-
ნი, ხუთი − ხალ­ხისთვის. 16 თებერვალს გავემგზავრეთ საფრანგეთ-
ში, ესე რომ, თანდათან ვშორდებოდით ჩვენს სამშობლოს. რამდენი
დღე და ღამე ვიარეთ, არ მახსოვს, მაგრამ ერთ საღამოს შევედით
ქალაქ ნანტში. გააჩერეს ჩვენი შემადგენლობა. საბარგო სადგურში
ვივახშმეთ და დავიძინეთ. მშრალ საჭმელს ვღებულობდით, გარდა
ყავისა. სამზარეულო ვაგონი არა გვქონია. დილით ადრე ორი ფრა-
ნგი რკინიგზის მუშა მოვიდა და შემადგენლობის უფროსს მოახსენა,
რომ თქვენი სალდათები მოვიდნენ და ღია ვაგონიდან ერთი ცალი
ღვინის კასრი გადმოიღეს და წამოიღესო. გაშინჯეს ვაგონები და
ერთ ვაგონში ნამჯადაყრილი კასრი დევს. ერთ თბილისელ ბიჭს,
გვარად მაისურაძეს, დაადეს მხრებზე ღვინით სავსე კასრი, თითქმის
ათ ვედრიანზე მეტი იქნებოდა. წააღებინეს უკან. ბოლოს გამოვიდა
ხმა, რომ იქიდანაც იმისთვის აუკიდნიათ და მოუტანინებიათ თავი-
ანთ ვაგონში ის ზემოთ ხსენებული კასრი. საათის 3 იქნებოდა, რომ
გაიცა ბრძანება − ისევ უკან უნდა დავბრუნდეთო. დღის 3 საათი
იქნებოდა რომ წამოვედით უკან. დაღამდა. ვახშამი მივიღეთ. მატა-
რებელი მიდის. არ ვიცი, რომელ ქალაქში ვიყავით, რომ სადგურ-
ში დეპეშა დაგვხვდა საფრანგეთიდან გამოგზავნილი. და გვაუწყე-
ბს, რომ 9 ცალი ბეწვის პალტო დაიკარგა და ქართველები მოიპა-
რამდნენო. შემოვიდა სადგურის პოლიცია და დაიწყეს ვაგონების
ჩხრეკა. არსად არაფერი არ აღმოჩენილა. ის ღამე ვიარეთ, მეორე
დღესაც, ვიარეთ ის ღამეც. გათენდა დილა. გახსნეს საწყობის ვაგო-
- 70 -

ნი. და რას ხედავენ. ლუქი გაწყვეტილია. პროდუქტის ნაწილი წაღე-


ბული. დაიწყეს ისევ ვაგონების ჩხრეკა. ორ ვაგონში აღმოჩნდა ბევ-
რი ძეხვეული, კონსერვი. დაგვიკეტეს ვაგონების კარებები და გარეთ
აღარ გვიშვებენ. მოსასაქმებლად რომ გვინდოდეს წასვლა, ყველა
ვაგონებიდან მსურველები უნდა მოაგროვონ და ერთად უნდა
წაგვიყვანონ. აი, ასე გავიტეხეთ ქართველებმა ევროპაში სახელი.

მოგვიყვანეს ავსტრიაში. ორი დღედაღამე ვიდექით სადგურში. არ


გვიშვებდნენ არსად. მესამე დღეს ჩამოგვიყვანეს ვაგონებიდან და
მიგვიყვანეს ერთ სოფელში. აქ ავსტრიელებიც ცხოვრობდნენ და
ხორვატებიც. შეგვიყვანეს ერთ დიდ შენობაში და იქ დავბინავდით.
მეორე დღეს გათენდა კვირა და თან რვა მარტის დღესასწაული. იმ
სოფელში ძალიან განიერი ქუჩები იყო. მოვიდა ხალხი ფურგონე-
ბით, ერთ ცხენიანი ეტლებით, მანქანებით. გაიმართა ბაზრობა. აღ-
მართეს სცენა, დადგეს კონცერტი. საღამოს ჩვენც კარგი ზღვენი
მივიღეთ − ტკბილეული, ბევრნაირი ნამცხვარი და სასმელი. გავიდა
ორი-სამი დღე და წაგვიყვანეს ქალაქ ბრიუკში.176 ისიც იქვე ხორვა-
ტიის საზღვართან არის ახლოს. იქ დავრჩით ექვს მაისამდე.

პირველ მაისს შეგვკრიფეს ერთ პატარა სამხედრო კლუბში და


გვესაუბრნენ პირველი მაისის მნიშვნელობაზე, საერთაშორისო
ამბებზე. ერთი გერმანელი სალდათი ააყენა ფეხზე და შეეკითხა:
აბა, დამისახელე აზიის და ევროპის საზღვარიო. ჩამოუყოლა არხა-
ნგელსკი, ურალი, კავკასიონის ქედი და კიდევ სხვა. შეაწყვეტინა სი-
ტყვა და უთხრა არაო. ფიურერმა თქვაო, რომ სადაც ბოლშევიკები
გაჩერდებიან, ევროპისა და აზიის საზღვარი იქ იქნებაო. ექვს მაისს
დავიტვირთენით ეშალონზე და ისევ წაველით საფრანგეთში. ერთ
მორიგ სადგურში გავიხედეთ, ვაგონებზე დიდი ხის ბუდეებია ღვი-
ნით სავსე. არც დაცვა, არც კლიტე და არც ლუქი არა აქვს. ჩვენს
ეშალონს გზაში სხვა ვაგონებიც მოუბეს. ჩვენი ვაგონი წინ იყო ე.ი.
ამ ღვინის ვაგონთან არ იყო ახლოს. ჩამოცვივდნენ ბიჭები და ვი-
საც ხელში რა მოხვდა, იმით მორბის ღვინის ჩამოსასხმელად. ჩვენი

176 ბრიუკი − (გერ. Brück) − სავარაუდოდ იგულისხმება ქალაქი გერმანიაში,


ბრანდენბურგის მიწაზე.
- 71 -

ვაგონიდანაც ღვინის მოსატანათ ავავსეთ, რაც ჭურჭელი გვქონდა


და წამოვიღეთ. შემდეგ უფრო ბევრი ხალხი მოგროვდა და დადგა
რიგი და ერთიმეორეს ეცილებიან, არა მე ავავსო წინ, არა მეო. ამა-
სობაში მოიძვრა177 ონკანი და რატო 5-6 მეტრზე არ ასხამს. ყველამ
გაანება თავი და გაიქცა. მერე მისცვივდნენ ხალხი. ერთმა ხელი მია-
ფარა, რო ღვინო არ დაღვრილიყო. მოიტანეს ონკანი და გაუკეთეს.

გავიდა ჩვენი ეშალონი იმ სადგურიდან. ვიარეთ კიდევ ის დღე და


ღამე. გავჩერდით ერთ დიდ სადგურში. მოუვიდათ აქ ჩვენს ბიჭე-
ბს ჩხუბი, რაზე არ ვიცი, მაგრამ მომავალი მთავრობის წევრებზედ
იყო ლაპარაკი. რომ იტყვიან, ჯერ ბავშვი არსად იყო და აბრაამს
არქმევდენო. გამოვიდა უკანა ვაგონიდან ერთი თბილისელი ბიჭი,
ლეიტენანტის წოდების ნიშნები ჰქონდა და უთხრათ: რაზე ჩხუბო-
ბთ ბიჭებო, ჩვენ აქ ერთ ტაფაში ვიწვებით და ერთი მიზანი გვაქვს,
გავანთავისუფლოთ ჩვენი სამშობლო ბოლშევიკური უღლისაგან.
ჩვენს ვაგონში იყო თბილისელი შოთა ქუთათელაძე, რომელიც
ვარშავაში გავიცანი და იმის შემდეგ სულ ერთად ვიყავით და ვსა-
უბრობდით ჩვენს მომავალზე. ამ ლაპარაკში და იმ მოჩხუბარი ბი-
ჭების გაშველებაში გამოელაპარაკნენ ერთიმეორეს ის თბილისელი
ლეიტენანტი (ის ლეიტენანტი ეროვნებით აისორი იყო) და შოთა
ქუთათელაძე. შენ სადა სწავლობდი, მე სად ვსწავლობდი და ერთი
მეორის ნაცნობის ნაცნობები გამოვიდნენ.

წავიდა ჩვენი ეშალონი, მიგვიყვანეს ქალაქ შატრში.178 მეორე დღეს


გავედით შატრიდან და მიგვიყვანეს ერთ დიდ მამულში, ქალაქ
ვირას179 მახლობლად. გვითხრეს, რომ თქვენ ირიცხებით პანცერ
ლერენ დივიზიის180 შემადგენლობაშიო. იმუშავებთ მომსახურე პე-
რსონალადო, მანქანების მტვირთავებადო. მივყვებოდით მანქანებს
და უდებდით და გადმოვცლიდით, რაც საჭირო იყო. გავიდა თით-
ქმის ნახევარი თვე და კიდეც მოახლოვდა ჩვენი ეროვნული დღე-

177 მოიძვრა (ქიზიყ.) − მოძვრა.


178 შატრი − კომუნა შამპანის რეგიონში, საფრანგეთი.
179 ვირა − ამჟამად ქალაქი საფრანგეთში.
180 პანცერლერენ დივიზია − (გერმ. Panzer Lehr) მეორე მსოფლიო ომის დროს
ვერმახტის ყველაზე ელიტური ნაწილი.
- 72 -

სასწაული 26 მაისი, რომელიც ვიდღესასწაულეთ 43 წელს ქალაქ


ბახჩისარაიაში. ესწრებოდნენ ვიქტორ ხომერიკი და გივი გაბლია-
ნი და კიდევ სხვა ემიგრანტები. ქუთათელაძე შოთა და ბურჯანა-
ძე მიტო მოვიდნენ და მითხრეს, რომ ფული შევაგროვოთ ბიჭები-
დან და 26 მაისი ავღნიშნოთ. ბევრნი ვიყავით ქართველები, სულ
20 კაცი. ბიჭებს უთხარით, ზოგმა ჰოობა თქვა ზოგმა, ვინც იცოდა,
თქვა ფული არა მაქვსო. მე უთხარი: ფული მე მაქვს და მოგცემთ
მეთქი. ბურჯანაძემ გერმანული კარგათ იცოდა. ის 41 წლებში პირ-
ველი თავდასხმის დროს ჩავარდნილიყო ტყვეთ. ჰოდა, ბარემ აქავე
უნდა ავღნიშნოთ, რომ 41 წელშივე მიდოდნენ ტყვეთა ლაგერებში
ემიგრანტები და მიჰქონდათ საჭმელი და ნახულობდენ კიდეც ქა-
რთველ ბიჭებს. შეუთანხმდნენ გერმანელებს, რომ გამოვიყვანოთ
ქართველი ტყვეები, ჩავაცვათ ჯარისკაცის ფორმა, მოვამზადოთ
ბრძოლისათვის და კავკასიას რომ მიუხლოვდებით, გავიყვანოთ სა-
ბრძოლველადო. შოთა ქუთათელაძეც კარგათ იყო და გერმანული
უმაღლესი ცოდნით იყო, საინჟინრო ჰქონდა დამთავრებული და
ძალიან ნაკითხიც იყო. ბევრს ამბებს მოგვიყვებოდა ხოლმე, მაგა-
ლითად, ტომას ედისონი181 ბავშვობისას როგორი ცელქი იყო და
მერე როგორ გამოიგონა ელექტროობა და მერე იმისი გამოყენება
ცხოვრების ყველა დარგში.

ბარემ ერთ ამბავსაც მოგიყვებით ქუთათელაძის კარგ კაცობაზე და


არ დაზარებას თავისი ცოდნის სხვისთვის გადაცემაზე. ისევ უკან
უნდა დავბრუნდე, ავსტრიაში რო ვიყავით. სამხედრო ლაგერში
იყო კლუბი და დავდიოდით ხოლმე კინოში. იმ დღით გადიოდა
კინოფილმი მოცარტი. შინ რომ მოველით, აგვიხსნა ვინ იყო მო-
ცარტი და რა ერის კაცი იყო. ჰოდა, სამივენი მიველით ასეულის
მეთაურთან და უთხარით, რომ 26 მაისს ჩვენი ეროვნული დღესა-
სწაულია და ნება მოგვეცით თქვენთან ერთად აღვნიშნოთ ეს დღე-
სასწაულიო. მეთაურმა გვითხრა, ყველა პროდუქტით მე დაგეხმა-
რებითო, გარდა ღვინისაო. ჩვენ უთხარით: ღვინოს და კონიაკს ჩვენ
ვიყიდითო. შევაგროვეთ ფული და წავედით ღვინის მოსატანად.
თარჯიმანათ წავიყვანეთ ბაქოელი ბურჯანაძე ანტონა, რომელსაც
181 ტომას ედისონი − ამერიკელი გამომგონებელი და მეწარმე.
- 73 -

მამა ქართველი ჰყავდა და დედა ფრანგი. წაველით, იქვე ახლოს


მეორე სოფელში შევედით, ეზოში ჰქონდა პატარა რესტორანი.
უთხარით, რა ღირს ღვინო ან კონიაკიო. შავი ღვინო 150 ფრანკი,
თეთრი ღვინო 175 ფრანკიო. მაშინ, როდესაც რძე ღირდა 5 ფრანკი,
კონიაკი 350 ფრანკი. ეხლა იტყვით, ამდენი ფული ვინ მოგცათო.
ხელფასი გვეძლეოდა. ყოველდღე თამბაქო ან სიგარეტი. ვინც არ
ვეწეოდით, ვაგროვებდით და ვყიდიდით და რაც მოგვესურვებო-
და, ვყიდულობდით, ვჭამდით. გამოვართვით ღვინოც და კონიაკიც.
გარეთ ეზოში ვარდის ნარგავებითა ჰქონდა მოწყობილი კუპეები,
ექვსი კაცი მოთავსდებოდა. უთხარით: მოგვიტანეთ ღვინო და სა-
ჭმელიო. მოგვიტანეს ყველაფერი. თარჯიმანმა უთხრა: ხვალ ჩვენი
ეროვნული დღესასწაული არის და იმიტომ მიგვაქვს ეს სასმელიო.
ვადღეგრძელეთ ქართული წესით, ოჯახი დაულოცეთ, ჩვენი ხვა-
ლინდელი ზეიმიც ვადღეგრძელეთ. 25 მაისი იყო. ის ქვეყანა არის
ჩრდილო დასავლეთი საფრანგეთი − ნორმანდია. ჰოდა, რა გასაკვი-
რია, რომ იქ ვარდი ჯერ მხოლოდ აკო[კ]რებულია. ერთი ცალი
ყვავილი გაშლილიყო სახლის წინა მხარეს. სახლს პირი ჰქონდა სა-
მხრეთისკენ და იმ კედლის დაყუდროებულ ადგილას ყველაზე წინ
გაშლილიყო. ჰოდა, დიასახლისმა მოწყვიტა ის ვარდის ყვავილი
მოიტანა და გულზე დამიმაგრა. მითხრა: ამ ვარდი ყვავილივით გაი-
შალოს თქვენი ეროვნული დღესასწაული და გაიფურჩქნოს თქვე-
ნი სამშობლო თქვენი სუყველასი შინ დაბრუნებითო. გადაუხადეთ
ოჯახს და წამოვედით.

მეორე დღეს ჩვეულებრივი განაწესი გააკეთა ფელთფებელმა − ვინ


რომელ მანქანას გაჰყვება და რა უნდა მოიტანონ. ზოგმა ბენზინი,
ზოგმა − სურსათო, ზოგმა − რა. საღამოს ყველანი ოთხ საათზე
ადგილზე ვართ. მზარეული ჩვენი ბიჭი იყო და ყველაფერი გაემზა-
დებინა. მაგიდები გაეწყოთ. 5 საათზე უკვე ადგილზე ვართ. დავსხე-
დით ყველანი, ქართველებიც და გერმანელებიც, დიდი და პატარა.
ადგა ასეულის მეთაური და გვითხრა: ყველამ შეამსეთ სასმიებიო.
შევამსეთ და ავდექით ფეხზე და ყველანი მივჩერებივართ ასეულის
მეთაურს − რა ცერემონიასაც ის აკეთებს, ჩვენც ისე ვიმეორებთ.
მოგვილოცა სამშობლოს დამოუკიდებლობის დღე და გვისურვა:
- 74 -

მშვიდობით დაბრუნება სამშობლოშიო. დალია პირველი ჭიქა და


დაჯდა და გვითხრა: ეხლა თქვენ თქვენი თამადა აირჩიეთ, განა-
გრძეთ ქეიფიო. ავირჩიეთ შოთა ქუთათელაძე თამადად და წავიდა
ქეიფი. ჩვენ დაბლა ვქეიფობთ, მაღლა კიდევ ინგლის-ამერიკული
თვითმფრინავები გადადიან ჩვენს თავზე და ბომბავენ ქალაქ შატრს.
დაღამდა და დავამთავრეთ ჩვენი საზეიმო სუფრა. გავიდა რამოდე-
ნიმე დღე და ვხედავთ გერმანელები ზელავენ ცომს და აცხობენ
სხვადასხვანაირ ნამცხვრებს. 5 ივნისს წაგვიყვანეს. დიდი მამულის
შუაგულში არის ერთი კალოსხელა ადგილია, გარშემო დეკორაცი-
ული წაბლის ხეები დგას. შუაში ისეთი ჩრდილია, რომ დღის არცე-
რთ დროს მზე არ მოგადგება. იქ გავაკეთეთ წრიული მაგიდები და
ცალმხარეზე გავაკეთეთ საკონცერტო სცენა. უკვე შუადღეც მოვი-
და და მოიტანეს პურმარილი, გაშალეს სუფრა. მოვიდნენ გენერლე-
ბი, პოლკოვნიკები და დაბალი ჩინის ოფიცრები, სალდათები, ჩვენც
ყველანი, გარდა გუშაგებისა. მოვიდა ჯაზიც. დასხდა ხალხი და გაი-
მართა ქეიფი. ვისაც რამდენი უნდა დალიოს და ჭამოს. მე ზემოთაც
აღვნიშნე, რომ გერმანელებმა თამადა არ იციან. სუფრას გახსნის
უფროსი. ის ადგება ფეხზე და დანარჩენი სუფრის წევრები ყველა
ადგებიან. იტყვის სადღეგრძელოს მიძღვნილი სუფრის შესახებ. და-
სხდებიან და ვისაც ვინ უნდა, იმას ადღეგრძელებს. დაღამდა. დაიშა-
ლა სუფრა. ყველა თავის ალაგს მივედით და დავიძინეთ.

ექვს ივნისს დილით 5 საათზე დაიწყო განგაში. ინგლის-ამერიკელებ-


მა დესანტი გადმოსხეს ლამანშის სრუტეზეო.182 წამოვცვივდით
საჩქაროდ, გაგვანაწილეს თვითეულ მანქანაზე ორორი კაცი, ზოგი
ტყვიაწამლის მოსატანათ წავიდა, ზოგი ბენზინის, ზოგი სურსათის.
ჩვენი მანქანა ტყვია-წამლის მოსატანად წავედით. ერთ დიდ დაბუ-
რულ ტყეში იყო შეხამებული და გარშემო გერმანელი ჯარისკაცე-
ბი დარაჯობდნენ. დავტვირთეთ მანქანა და წამოვედით. რო მოვდი-
ოდით, გზის მარჯვენა მხარეს ერთი მერშმიდტი183 თვითმფრინავი
თითქმის ყირაზე დგას. გავაჩერეთ მანქანა, გავიქეცით. ერთი უნტერ
აფიცერი ფეხმოტეხილი ზის თვითმფრინავის გვერდზე. შიგნით კა-

182 ლამანშის სრუტე − სრუტე საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის.


183 მესერშმიდტი − (გერმ. Messerschmitt AG) — თვითფრინავის მოდელი.
- 75 -

ბინაში შევიხედეთ და მფრინავი უფროსი ლეიტენანტი წელგადმო-


მტვრეული თასმებით ჩაკრულია სკამზე. გამოვასვენეთ ოფიცერი
გარეთ და ორივენი წავიყვანეთ ქ. შატრის184 საავადმყოფოში. ისევ
მივბრუნდით ჩვენს ნაწილში. ჩვენი მოვალეობაა, მოვამარაგოთ
ფრონტი, რაც კი დასჭირდებოდა. მე ვიჯექი მანქანის წინა ფრთა-
ზე, რომ თუ მოწინააღმდეგის თვითმფრინავი გამოჩნდებოდა, მანქა-
ნას გავაჩერებდით და გავიქცეოდით თავშესაფარში. თუ იქ ახლოს
სანგარი იყო გათხრილი, შიგ ჩავსხდებოდით, თუ არა, გზის ან მა-
რცხნივ, ან მარჯვნივ. საფრანგეთში ძალიან ფართო მოასფალტე-
ბული გზები არის.

ერთ ღამეს ჩვეულებრივი მგზავრობისას წინა ხაზზე მივდივართ.


მე ჩემს ადგილზე ვზივარ, ცოტა ჩამძინებოდა. ამ დროს უცბათ
გაჩერდა მანქანა და რომ დაბმული არა ვყოფილიყავი, დიდ ხრამ-
ში გადავვარდებოდი. ეს ხრამი ფუგასური ბომბის185 ჩამოვარდნის
შედეგათ იყო. ჰყრიდნენ ბომბებს, სადაც მოუხდებოდათ, ფერმა
იქნებოდა, ტყე, თუ მინდორი. ერთნაირი ბომბი იყო, რომელსაც
ეძახოდნენ დაყოვნებითი აფეთქების ბომბს. ამ ბომბებს უფრო
გზისპირებზე ჰყრიდნენ. ჩვენს მუშაობას გრაფიკით ანაწილებდა ბუ-
რჯანაძე მიტო.

მე გამომრჩა იმის აღწერა ზემოთ, რომ აგვისტოში 42 წელს იმა-


თი ბატალიონი ე.ი. ბერგმანი წამოიყვანეს კავკასიის ფრონტზე და
აი, მაშინ დაიჭრა მხარში მოზდოკის მიმართულებით. ისიც ჩვენსა-
ვით მოარჩინეს და გამოჯანმრთელებული გამოწერეს საავადმყო-
ფოდან და მოხვდა ჩვენთან ერთად. ჰოდა, აი, ერთ ჩვეულებრივი
განაწილების დროს, საღამოხანს ერთ მანქანას უნდა წაეღო წინა
ხაზზე ყუმბარები, დამხმარედ გასაგზავნათ აგზავნიდა ჩუმლაყელ
ნიკო ლიპარტაშვილს. ნიკომ უარი უთხრა: მე ვერ წავალო. რამო-
დენიმეჯერ გაუმეორა, მაგრამ არა და არა. მერე მე უთხარი: მე წა-
ვალ მეთქი. − გრაფიკი აირევაო. მე უთხარი: ეხლა შენ რომ მაგას კი-
დევ უთხრა, წადიო და იმან უარი გითხრას, გერმანელები გაიგებენ

184 შატი − (ფრანგ. Chatte) ამჟამად კომუნა საფრანგეთში.


185 ფუგასური ბომბი − (ფრ. Fougasse) − დამანგრეველი ძალის ბომბის სახეობა.
- 76 -

და დასჯიან მეთქი. მე წავალ და ვერავინ ვერაფერს ვერ გაიგებს


მეთქი. წავედით. საღამოხანი იყო. მივდივართ. ფრონტის ხაზს რო
მიუახლოვდით, მერე მარჯვნივ გაუხვიეთ და უკვე მალე მივედით
ადგილზე. ჩამოვედით მანქანიდან. როგორც კი უნდა გვეკითხნა:
სად უნდა დავცალოთო, კიდეც დაგვიწყეს ნაღმების სროლა. გავ-
ვარდი, ერთ წოლელა სანგარში ჩავწექი, ეცემა ნაღმები აქეთ-იქით,
მაგრამ გავეკარი მიწას და თავს არ ვიღებ მაღლა. შესწყდა სროლა.
წამოვხტი. უკვე მანქანა იქვე ახლოს დავცალეთ და წამოვედით.
რო წამოვედით, უკვე ღამდება, ახლა მაშინ დაგვიწყეს სროლა. გა-
მოვედით მანქანიდან, ცოტა განზე გავედით და ერთ პატარა ორმო-
ში ჩავწექით. მალე შეწყვიტეს სროლა. ისევ ჩავსხედით მანქანაში,
გამოვიქეცით. მოვედით ადგილზე და ჩემს მძღოლს შინიდან მოსუ-
ლი წერილი გადასცეს. გახსნა კონვერტი, ამოიღო წერილი, გაშალა
და რას ხედავს − თავისი პატარა გოგონას ყვითელი თმა შერჩა ხელ-
ში. მაინე კინდერ-მაინელიბა.186

ამასობაში ამრიკელებმა კარგად მოიკიდეს ხმელეთზე ფეხი და და-


იწყეს გენერალური შეტევა. გერმანელებმა დაიწყეს უკან დახე-
ვა. ჩვენც უკან ღრმა ზურგში გადმოგვაქვს ჩვენი მანქანები. ერთ
საღამოს სურსათით დატვირთული ფრონტის ახლოს მივედით,
ფრონტის ხაზიდან მოსახლეობას უკეთებდნენ ევაკუაციას. მთელი
ცხოვრება, პირუტყვი და მთელი უძრავმოძრავი − სუყველაფერი
რჩებოდა უპატრონოდ. გადმოვცალეთ მანქანა. ზედ ავიყვანეთ 6
სული ძროხა. იმ ღამეს მოვედით ჩვენს ადგილზე. მეორე დღეს სა-
ღამო ხანზე ძროხებით დავტვირთეთ ისევ ის მანქანა. მანქანა დიდი
იყო, 12 200 კილოიანი კასრი თავსდებოდა ზედ. ორნი გამოვყევით
მანქანას. ჩვენ ორნი მანქანის უკანა მხარეს ვიდექით და წინ ძრო-
ხები იყვნენ. სიარულის დროს მანქანა ორმოში ჩახტა და ამოხტა.
ჩვენც შევხტით მაღლა და მე ქუდი მომძვრა ბნელში. ვერაფერი
ვერ გავიგეთ, სად ჩავარდა, არც მანქანა გავაჩერებინეთ. ქალაქ შა-
ტრში გააჩერეს მანქანა. უკვე ინათა. ჩამოვედით დაბლა და რასა
ვხედამთ − ქუდი, მანქანის კარების გარეთა მხარეს პატარა მავთუ-
ლი ყოფილა გამოშვერილი და, იმაზედ ჰკიდია. გამიხარდა. ჯერ
186 Meine Kinder, meine Liebe − (გერმ.) ჩემი ბავშვი, ჩემი საყვარელი.
- 77 -

ერთი, რო დანაკარგი ძნელია, რაც არ უნდა იაფფასიანი ნივთი იყოს.


ქუდზე მქონდა პატარა ხანჯალი, როგორც კავკასიური ემბლემა.
შევედით ქალაქში. ძროხები ჩავაბარეთ სასაკლაოში. მძღოლის გა-
რდა ორი გერმანელი იყო კიდევ − ერთი ცელმაისტერი და მეორე
უნტერ ოფიცერი. მანქანა მივიტანეთ სამრეცხაოზე და გავრეცხეთ.
ჩვენ გვეცვა ორი ხელი ტანისამოსი: ერთი ფორმის, მეორე სამუ-
შაო. გამოვიცვალეთ ტანისამოსი, მანქანა გავიტანეთ ქუჩაში, კი არ
გავაჩერეთ მანქანა საცალფეხო ბილიკზე, მაგრამ ბილიკიც არის და
ბილიკიც, ორი მანქანა გვერდიგვერდ გაივლიდა. მოვიდა უნტერ
ოფიცერი და გვითხრა: წამოდით, ვისადილოთო. მანქანას არაფერიც
არ უჭირს, აქ არც პარტიზანია და არც ქუჩის ხულიგანიო. მივედით,
შემოვუსხედით მაგიდას, მოგვიტანეს მენიუ, რასაც ცელმაისტერი
მოითხოვდა, იმას მოგვიტანდნენ. მოგვიტანეს ღვინო, შამპანიური,
ლიქიორი, კონიაკი, საჭმლები, რავიცი რანაირი და რამდენნაირი.
ამას ყველაფერს გადაიხდიდა სასაკლაოს დირექტორი.

ორი დღე დავრჩით შატრში. ჩვენს მოპირდაპირეთ იყო ავიანაწი-


ლი. მიგვიყვანა ცელმაისტერმა იქ და უთხრათ: ამ ორში რომელიც
მოვა, მიეცით სადილიო. დავდიოდით ქალაქში. თუ საჰაერო განგა-
ში გამოცხადდებოდა, იქვე ახლოს იყო თავშესაფარი, შევეფარე-
ბოდით. ერთ მფრინავს შევეკითხე: როგორ ბრძოლობენ ჰაერში
ინგლის-ამერიკელები მეთქი. ისინი ჩვენთან არაფერიც არ არიან, მა-
გრამ ბევრნი არიანო. ერთი ერთზე კიარა, ჩვენი ერთი იმათსსა ორს
გაუმასპინძლდება, მაგრამ ერთზე სამი და ოთხიც მოდის, იძულე-
ბული ხარ, ან თავი შეაკლა, [ან]187 გამოერიდო. მესამე დღეს დავ-
ტვირთეთ მანქანა და წავედით ფრონტისკენ.

გავიდა ივლისი და იწევს ამერიკა წინ აღმოსავლეთისკენ. ჩვენც მო-


ვდივართ უკან. გზა აღარ ჰყოფნიდა ამოდენა აჩხდოებულ188 ტეხნი-
კას. ცენტრალი გზებზე არა უშავრა, მოდის გამართული ტეხნიკა.
მაგრამ საუბნო გზებზე ვერ გამოსულა მძიმე ტექნიკა. ერთ ადგი-

187 გამოტოვებულია.
188 აჩხოდოებული − უწესრიგოდ დაყრილი.
- 78 -

ლას გაიჭედა ტანკი ტიგრი189 და მთელი ნახევარი დღე მოუნდნენ


იმის დაშლასა და მძიმე მანქანებზე დადებას. 13 აგვისტოს მოვდი-
ვართ უკან. უკვე ღამეა. მანქანაზე ვსხედვართ. ზემოდან გადახუ-
რულია. დაგვესხნენ თავს თვითმფრინავები. ჩამოუშვეს პრაჟექტო-
რები. ისე გაშუქდა მთელი გზა, გეგონებოდა მზე ამოვიდაო. ჩამო-
ვდივარ მანქანის ძარადან და მინდა, რომ წინა ფრთაზე დავჯდე. ამ
დროს ჩვენი მანქანის მძღოლმა უკან დასწია მანქანა და ჩვენს უკან
სამზარეულოს მანქანა იდგა, მიმაჭყლიტა ზედ. დავიწყე ყვირილი:
ვილი, ვილი მანქანა წინ გასწიე მეთქი. მაღლა რომ ბიჭები ისხდნენ,
იმათაც დაუძახეს: გასწი მანქანა წინ, კაცი ჩავარდაო. მერე გასწია
მანქანა წინ და მეც განვთავისუფლდი. გადავედი გზის ნაპირზე, და-
ვწექი. მარჯვენა მუცლის არე მეწვება, რომ ფეხზე ვერა ვდგები.
დამაწვინეს სამზარეულო მანქანაზე და წამიყვანეს ქალაქ შატრ-
ში. იქ დამაწვინეს დიდ საბარგო მანქანაზე, რომელსაც მაღლა სა-
ხურავზე ჰქონდა წითელი ჯვარი. მანქანა სავსეა დაჭრილებით და
დაშავებულებით. მე სულ უკან ვიწექი. ვუყურებ მანქანას თავზედ
დასტრიალებს ინგლის ამერიკელების თვითმფრინავები. ვფიქრობ,
რო გაუწყრეს ღმერთი და დაგვცხრილონ, ვინ არის მომკითხავი.
მაგრამ ჰუმანური ხალხი ბევრი არის და ჩვენც მშვიდობით მიგვი-
ყვანეს პარიზში. დაგვაწვინეს ჩვენი საკაცებიანა ერთ გადახურულ
ადგილას და იქიდან აგზავნიან სანიტარული მანქანებით საავადმყო-
ფოში. დადის ერთი საზღვაო ქვეითი ჯარის ფორმაში ჩაცმული ექი-
მი და არჩევს უფრო მძიმე ავადმყოფებს და აგზავნის. ჰერ, არც ჰერ,
არც ბატონო ექიმო, ბატონო ექიმო − ვეძახი მე. მოვიდა, გამშინჯა
და უთხრათ: საჩქაროთ წაიყვანეთო. დამაწვინეს სანიტარულ მან-
ქანაზე და წამიყვანეს. გადავიარეთ იმ ხიდზე, სადაც აღმართულია
ეიფელის კოშკი. მიგვიყვანეს საავადმყოფოში, დაგვაწვინეს, გაგვა-
ბანეს აბანოში, გამოგვიცვალეს საცვლები. სამი დღის შემდეგ ისევ
დაგვაწვინეს მანქანებში, მიგვიყვანეს ქალაქ დრაიმცში.190 იქ კი უკვე
დაგვიწყეს ნამდვილი მკურნალობა.

189 ტანკი ტიგრი (გერმ. Tiger) − გერმანული ტანკის სახეობა მეორე მსოფლიო
ომის დროს.
190 დრაიმცი − გაურკვეველია.
- 79 -

ორი კვირა დავრჩი დრაიმცში. იქიდან სანიტარული მატარებლით


წამოგვიყვანეს. იქ ერთი გერმანელი ბიჭი ჩემს გვერდში [იყო] და
მეუბნება: „დუ გეჰენ ნახ ჰაიმატ“. მე ვეუბნები: „მაინე ჰაიმატ ისტ
ბეზეცეტ“. (შენ სამშობლოში მიდიხარ. ჩემი სამშობლო დაპყრობი-
ლია მეთქი.) მოგვიყვანეს ქალაქ ფრაიბურგში.191 იქ ერთი თვე დავ-
რჩი. ჩემი პალატა მესამე სართულზე იყო და იქიდან მთელი ქალაქი
მოჩანდა. საავადმყოფოს სამხრეთ ერთი დაბლობი მიუყვებოდა, ეს
დაბლობი მოგაგონებდა, როგორც ნუცუბიძის პლატოზე საავად-
მყოფო იყოს და გადაჰყურებდე ვეძისს და მაღლაქსანს. რომ მო-
ვჯობინდი და ფეხი ავიდგი, დავდიოდი. ფანჯრიდან გადავყურებდი
ამ სანახაობას. მოვიდა ექთანი და მეუბნება: ლამაზია? − ლამაზია
ლამაზია, როგორც ჩემი სამშობლოს დედა ქალაქი თბილისი არის
მეთქი. ოჰ! − ამოიოხრა. − რა მოხდა მეთქი − ვუთხარი. − თბილის-
ში ჩემი ძმა იწვა საავადმყოფოში და ეხლა იქ მშენებლობაზე მუშა-
ობსო. სექტემბრის ოც რიცხვში გამომწერეს საავადმყოფოდან და
გამგზავნეს ქ. ორდრუგში.192 იქ ბევრი ქართველი ბიჭები იყვნენ. ის
ადგილი ითვლებოდა, როგორც გამოსაჯანმრთელებელი პუნქტი.
გვაჭმევდნენ, გვასმევდნენ და თან ვმეცადინეობდით.

დილით მწყობრში რო დაგვაყენეს, ახალი გაზეთი მოიტანეს, ოღო-


ნდ რუსულად დაწერილი. ერთი ემიგრანტი იყო, გვარად ლალი-
ძე, უფროსი ლეიტენანტის წოდება ჰქონდა. კითხულობს გაზეთს
და ყელში ბოღმა მოებჯინა: მე რუსულ გაზეთს რატომ უნდა ვკი-
თხულობდე, მე ქართველი ვარო. აიღო და რიგითი ბიჭს გადასცა:
შენ წაიკითხეო. საავადმყოფოდან რო გამომწერეს, სამი დღე ერთ
სოფელში დავრჩი. იმ სოფელში გროვდებოდა ყველა საავადმყო-
ფოდან გამოწერილი ავადმყოფის საბუთები. მიიწურა ოქტომბერი,
მოვიდა მოთხოვნილება იტალიიდან 200 კაცის. ასი კაცი ქართვე-
ლი გამოგვარჩიეს.

აქ შევჩერდები მე და იმ ქართველი უფროსი ლეიტენანტის კეთილი


საქმის ამბავს მოგიყვებით. შემთხვევით გამოველაპარაკეთ ერთი-

191 ფრაიბურგი − ამჟამად ქალაქი გერმანიაში.


192 ორდრუგი − მდებარეობა გაურკვეველია.
- 80 -

მეორეს და მკითხა: რა გვარის ხარო? მე უთხარი: ნატროშვილი მე-


თქი. მაშინვე მითხრა მაჩხაანიდან ხარო? − ჰო მეთქი. მე უთხარი:
იტალიაში მაგზავნიან და ჩემი საავადმყოფოს საბუთები არის ამა
და ამ სოფელში მეთქი და მინდა, რომ ის საბუთები გამოვიტანო
მეთქი. მითხრა: ბიჭები სამეცადინოთ გავაცილოთ, ჩვენ კიდევ იქ
წავიდეთო. მე უთხარი: როგორ შეიძლება, თქვენ ჩემი გულისთვინ
ხუთი კილომეტრი გზა გამოიაროთ. − სუყველაფერი შეიძლება.
თქვენ იმდენი გერმანული არ იცით, რომ ყველაფერი აუხსნათ,
რა გჭირდებათ. ბევრი ქართველები ვიყავით ორდრუგში, თითქმის
ორასი კაცი. ჩვენი მეცადინეობა ის იყო, რომ გავიდოდით მინდორ-
ში, ერთი ძველი ფრანგული ტყვიამფრქვევი გვქონდა, დავშლიდით
და ავაწყობდით ხოლმე. ისინი რო წავიდნენ, ჩვენ კიდევ წავედით
იმ სოფელში, სადაც ჩემი საბუთები იყო. გზაში ბევრი კარგი რამეები
მელაპარაკა სამი წლის მანძილზე ჟორდანიის მთავრობის შესახებ,
როგორ დაამთავრა ოდესაში საოფიცრო სკოლა მეფის მთავრობის
დროს. მე უთხარი: მამაჩემიც ოცი წელი თბილისში მუშაობდა და
რევოლუციონერი იყო მეთქი.

მივედით იმ სანიტარულ ნაწილში, სადაც ჩემი საბუთები იყო. უთხა-


რით: ამის საბუთები არის აქ და იტალიაში ვაგზავნით, უნდა რო თან
წაიღოსო. მომცეს საბუთები და წამოვედით უკან. საავადმყოფო-
დან რომ მოველი ორდრუგში, იქ ერთი წნორელი ბიჭი გავიცანი
− ოზბეთელაშვილი ალექსა. თავად ზემო მაჩხაანიდან ყოფილა მისი
მამაპაპა ჩამოსული წნორში. რო გაიგო რომ იტალიაში მივდივარ,
მირჩია: წადი, მე იქ ვიყავი შარშან და ძალიან კარგი ხალხი არი-
სო, როგორც ჩვენი კახეთი მოგაგონდება, აი ისეთი პურმარილიანი
ხალხი არისო. მე პაპიროსს არ ვეწეოდი და რასაც გვაძლევდნენ,
იმას ვაძლევდი ხოლმე. კარტსა და ზარს თამაშობდა და სულ წაგე-
ბაში იყო. მალმალე მოდიოდა და მთხოვდა: ერთი-ორი მარკა მასე-
სხე, მოვიგებ და მოგცემო. რას მოიგებდა, იქ ისეთები თამაშობდნენ,
რომ მოენდომებინათ, იმასაც გაჰყიდი[დ]ნენ. შეგვარჩიეს 200 კაცი,
ასი ქარველი და ასი ურალის თათარი და ოქტომბრის ბოლოს გავე-
მგზავრეთ იტალიაში. მივდივართ, სადგურებში კარტოფილის მთები
დგას. ჩავდივართ, ვიღებთ კარტოფილს, ამოგვაქ ვაგონში. ქალაქ
- 81 -

მიუნხენში გაჩერდა მატარებელი. გაჩერდა, მაგრამ ვაი იმ გაჩერებას.


სადგურში აწყვია ამანათები. იქ თვალის დამჭერი არა ჰყავს. რათ
უნდა თვალის დამჭერი, არავინ არ მოიპარამს. მისულან ჩვენი ბი-
ჭები და რამოდენიმე ამანათი მოუპარნიათ. ღამე იყო, ვინ იცის, ვინ
მოიპარა და ან იქვე არ გახსნეს ყუთი და ჯიბეებში არ ჩაიწყეს. წავე-
დით მიუნხენის სადგურიდან. ის ღამე იარა, მეორე დილით მივედით
ქ. კლაუზენში.193 იტალიასა და ავსტრიის საზღვარზე მოსახლეობა
იტალიელებიც ცხოვრობდნენ და ავსტრიელებიც. დიდი ხეობა ჩა-
მოდის, ხევის დინების მარცხენა მხარეს მიდის, ორი პარალერული
გზა მიდის − ერთი რკინისგზა და მეორე შარაგზა. ბევრი გვირაბები
არის, როგორც რკინისგზაზე ისე შარაგზაზე.

რკინისგზის გვირაბი დაზიანებული იყო და მატარებლით ვეღარ წა-


ვედით. მთელი სამი დღე ველოდეთ, სანამ ავტობუსები მოვიდოდა
და აი, კართოფილი რო ამოვიტანეთ ვაგონში, მაშინ გამოგვადგა
ტყე, ახლოს იყო, შეშა მოგვქონდა, კარტოფილს ვხარშამდით და
ვჭამდით. მეოთხე დღეს მოვიდა ავტობუსები. ჩავსხედით და წავე-
დით. აღარ მახსომს, რამდენი დღე ვიარეთ. მივედით ქ. ოსტილი-
აში194 მდინარე პოოს სანაპიროზე. ბორნით გაგვიყვანეს და შეგვი-
ყვანეს ერთ დიდ სკოლის შენობაში. დავაწყეთ ჩვენი ბარგი, ზოგმა
დავიძინეთ, ზოგნი გარეთ გამოვიდნენ, ვისაც როგორ უნდოდა. ჩემ-
თან იყო ერთი სიღნაღელი მარტიუზოვი სერგო, ხელობით მეთუ-
ნუქე ზეინკალი. სერგოს ენახნა ქვემო მაჩხაანელი მჭედლიშვილი
რწყილა, ისიც ხელოსანი კაცი იყო. იმ ბორანზე ემუშავა საპიორ-
ნის195 ასეულში. ამერიკის თვითმფრინავები რო ბომბავდნენ და ან-
გრევდნენ, ისინი კიდევ აკეთებდნენ. რწყილას მე კარგათ ვიცნობ-
დი, ჩემი მამიდის მაზლი იყო. სერგომ მითხრა, რომ ხვალე გავიდეთ
და რწყილა ვნახოთო. გათენდა. დილას წავედით, მივედით, მოვი-
კითხეთ ერთი მეორე. მე უთხარი: ზემო მაჩხაანელი ვარ, იაკოს ბი-
ძაშვილი შაქროს ბიჭი მეთქი. ჩვენთან იყო კიდევ ნაფარეულელი

193 კლაუზენი − ამჟამად კლაუზენ ბად გლაიხენბერგი (გერმ. Bad Gleichenberg)


მცირე დასახლებული პუნქტი შტირიას მიწაზე, ავსტრია.
194 ოსტილია − ამჟამად კომუნა ლომბარდიაში, იტალია.
195 Саперный (რუს.) − მესანგრეთა.
- 82 -

კოლა დონჯიაშვილი, შილდელი გრიშა არუთინაშვილი. ვთქვით:


წავიდეთ, ცოტა პური შევჭამოთო. ავიღეთ, თუ რამე გვქონდა, იქა-
ვე, გზის მეორე მხარეს მივედით ერთ ეზოში, უფრო სწორეთ, რწყი-
ლამ მიგვიყვანა, როგორც იქ დამხვედრი. მე აღარ მახსოვს, რამდე-
ნი ლირა ღირდა ჭიქა არაყი, რომლითაც ჩვენ ვლევდით − პატარა,
რო იტყვიან მამლის დეზისტოლი არისო. მერე უთხარით იმ ქალს:
ლიტრიანი ბოთლით მოგვეცი და რამდენიც [გინდა,] აიღეო. მოფ-
რინდა ამერიკის თვითმფრინავები და დაბომბეს ბორანი. საზენიტო
არტილერიამ დაუწყოთ სროლა. მედუქნე ქალმა დაიწყო ტირილი:
მამამია, მამამიაო196. თვითმფრინავები წავიდნენ და დაწყნარდა ყვე-
ლაფერი. ისევ დავიწყეთ სმა, ლიტრიანი ბოთლი მოვცალეთ და
ახლა ღვინო გამოვართვით. ისე მაგრად დავითვერით, რომ მეორე
სართულის კიბეზე როგორ ავედით, დღესაც არ მახსოვს. მოვიდნენ
სამხედრო ნაწილებიდან ხალხი ჩვენს წასაყვანათ და წაგვიყვანეს,
ვისაც რამდენი კაცი უნდოდა.

ჩვეულებრივ ისევ მანქანების დადება და დაცლაზე ვმუშაობდით.


ჩვენი ადგილი სამყოფელი იყო ფერარას პროვინცის სოფელი პა-
ლატა.197 იქაურ სოფელს ვერ გამოარჩევ ქალაქთან, თუ მთაგორია-
ნ[ი] ადგილი არ არის. მართალია, მრავალ სართულიან[ი] სახლები
არ იყო, მაგრამ სუფთა და ქალაქის ტიპის იყო. ერთ სართულიანი,
2-ანი, სამიანიც იყო. ფართო მოასფალტირებული გზები.

გავიდა დეკემბერი. მოახლოვდა ახალი წელი. დავიწყეთ საახალწლო


მზადება. მიგვაქვს ფრონტის ხაზზე საახალწლო საჩუქრები. ფრო-
ნტის ხაზი იყო ბოლონიის მთებზე. მივიტანეთ ყველაფერი: სასმე-
ლი, საჭმელი, ტკბილეული, თვითეულ ჯარისკაცზე ორ კილოგრა-
მიანი ტკბილი პური მიუტანეთ. გავიდა იანვარი და მოვიდა დიდი
თოვლი. შეშა აღარ გვაქვს და ნახშირი. გაგვგზავნეს ბოლონიაში198
შპალების199 ასაყრელად. მთელი ბოლონია დანგრეული იყო, ცემე-

196 Mama mia (იტალ.) − ვაი დედა!


197 პალატა − კამპობასოს პროვინციის მუნიციპალიტეტი, იტალია.
198 ბოლონია − ქალაქი იტალიაში.
199 შპალი − ხის, რკინის ან რკინა-ბეტონის ძელი, რკინიგზის ლიანდაგზე
რელსების საყრდენად დადებული.
- 83 -

ნტის ელექტრო ბოძები ორას სამას მეტრზე იყო გატყორცნილი.


თითქმის 25 სანტიმეტრი თოვლი იდო. ჯერ ლიანდაგებს ვიღებდით
და მერე შპალებს უდებდით მანქანებზე და ვგზავნიდით. ორ კვირა-
ზე მეტი ჩავრჩით იქ. ჩვენი იქ ყოფნის დროს ჩვენი შტაბი გავიდა ქ.
პარკამაჯორაში.200 ბოლო მანქანებს ჩვენ გამოვყევით და მოვედით
ახალ ადგილსამყოფელ[შ]ი. სოფ. პალატაში რო ვიყავით, ერთ იტა-
ლიელის ოჯახს დაუახლოვდით. ცოლ-ქმარი იყო და ერთი 16 წლის
ბიჭი ჰყავდათ, სახელად ბრუნო. შობა ახალიწელი იქ გავატარეთ.
ისე დ[ა]უახლოვდი იმ ოჯახს, რომ მითხრა, ვენერა ერქვა იმ ქალს,
მამა ვენერას ვეძახდი მე იმას.

სანამ ჩვენ შეშის დასამზადებლად წავიდოდით ბოლონიაში, ბო-


დიში, მე დამავიწყდა, რომ იმ ოჯახს ჰყავდა ქალსიძე, რომლებიც
ცოტა განზე ცხოვრობდნენ იმ სოფლიდან. ჰოდა, მითხრა: მიქეილა
(მიშას მიქეილას ეძახიან იტალიელები), ტანისამოსი მომიტანე და
დაგირეცხამო, როგორც ჩემს ბრუნოს, აი, სწორეთ იმ გაგებითო.
მიუტანე ტანსაცმელი და მეორე დღეს წავედით. შეშის დამზადების
შემდეგ ახალ ადგილზე დავბრუნდით. ჩემი ტანისამოსი დარჩა იქ,
პალატაში. პალატაში ჩვენ საწყობები გვქონდა. წაველით მოსატა-
ნად და მეც გავყევი მანქანებს. საღამოხანი იყო, ჩვენ რომ გაველით
არკამადჟორადან. ახალი შებინდებული იყო, რომ მიველით. ბიჭებს
უთარი: ცოტა ხანს მივალ ჩემს პატარა ძმასთან, ბრუნოსთან და
ეხლავე მოვალ მეთქი. როგორც შევაღე შუშაბანდის კარები და მა-
შინვე დაიძახა: მიქეილა ვენირე (მიქეილე მოდისო). შევედი, გედე-
მეხვივნენ სუყველანი: როგორ ხარ? მე მათ ვეუბნები: როგორა ხარ
მეთქი. − აბა, მანჯარე.201 მომიტანეს საჭმელი, ცოტა შევჭამე, ერთი
ჭიქა ღვინო დავლიე, დავლოცე ყველანი და წამოველი. − არვიდე-
ჩი, ანკორა ვენირე.202 გამოვემშვიდობე და წამოველი. იმის შემდეგ
მე ისინი აღარ მინახავს.

200 პარკამაჯორა − მდებარეობა გაურკვეველია.


201 Manjiare (იტალ.) − მიირთი, ჭამე.
202 Arrivederci, ancora venire (იტალ.) − მშვიდობით და კიდევ მოდი.
- 84 -

გავიდა მარტი და ამერიკელებმა დაიწყეს დაბომბვა და შეტევა. ხუთ


აპრილს დაბომბეს ჩვენი ქალაქიც და ფრონტის ხაზიც. ბრძანება
მოვიდა, რომ ზურგში უნდა გადავიდეთო. გვითხრეს: თქვენი ბარგი
გაამზადეთ, მანქანები დავტვირთოთ და წავიდეთო. დასაშლელი სა-
წოლები გვქონდა. საწოლები დავშალეთ, შევკარით, დანარჩენ ბა-
რგსაც ვალაგებთ. გამოვიხედეთ გარეთ − მთელი ქალაქი განათებუ-
ლი[ა], როგორც ყურძნის ჯაგნები203 ისე არის აკინძული პარაშუტი-
ანი რაკეტები. თან მოჰყვა დაბომბვა. მთელი ქალაქი გამოვიდა, გა-
რბის მინდვრებში. ჩვენც გავანებეთ თავი ყველაფერს და გავიქეცით.
ერთი ალაზნის არხისხელა არხი გადიოდა ჩვენს ახლოს. გადავედით
ხიდზე და ხელმარჯვნივ ერთი ქალიშვილი წევს და იძახის: მამა მია,
მამა მია. ჩვენ იმდენი იტალიური არ ვიცოდით, რომ მისთვის რაი-
მე გაგვეგებინებინა. ჩვენს უკან იტალიელები მოდიოდნენ და იმათ
უთხარით: აი, აქ გოგონა შეშინებული არის, ნახეთო. ჩვენ წაველით
უფრო შორს. რო იჯერეს გული დაბომბვით, წავიდნენ ბომბმზიდა-
ვები, მაგრამ მთელი ღამე არ შეწყვეტილა ავია გამანადგურებლე-
ბის ფრენა და ტყვიამფრქვევით ქალაქის დაცხრილვა. რო ინათა,
მაშინ გაანებეს თავი და წავიდნენ. მაშინ დაბრუნდა ხალხი ქალაქში,
მაგრამ ქალაქში კი არა, ნაქალაქარში.

მივედით ჩვენი საცხოვრებელი სახლის წინ. შუა გზაზე დიდი ორმო


იყო ამოთხრილი, შიგ სამუღლა ხარი მოტრიალდებოდა. ჩვენს
ახლო იყო სამოქალაქო საავადმყოფო, მაღლა წითელი ჯვრის ნი-
შანი ჰქონდა, მაგრამ მთლად დანგრეული იყო, ვინ იცის, რამდენი
ხალხი დაიღუპა იქ. კარგი კინოთეატრი იყო, დავდიოდით ხოლმე
ჩვენ იქ, ისე იყო დანგრეული, ვერ გაიგებდი, საიდან იყო ეზო და სა-
იდან გზა. ჩვენი საწყობიც დანგრეული იყო, მაგრამ გამოვარჩივეთ,
რაც კარგი იყო, დავტვირთეთ მანქანები და წამოვედით ჩრდილო-
ეთისკენ. მოუალოვდით მდინარე პოს204 და გვითხრეს, რომ ბორნე-
ბი დანგრეულია და მდინარეზე გადასვლა ძალიან ძნელიაო. ერთი
მანქანაღა დაგვრჩა, ოთხი კაცი ვართ მანქანაზე. ფოთელი რაზმაძე
სერგო, მე და ორი გერმანელი, ერთი მძღოლი და ერთი უნტერ-

203 ჯაგანი − გრძლად ასხმული ყურნის მტევნები.


204 პო − მდინარე იტალიაში.
- 85 -

ოფიცერი. მივდივართ მდინარე პოსკენ. ჩვენი გზა ორად იყოფა,


ერთი მიდის მარცხნივ, მეორე − მარჯვნივ. ჩვენი გზის გაგრძელების
ადგილზედ კი ეზო არის და ამ ეზოში ყოფილა ყუმბარების საწყობი.
ხანძარია გაჩენილი და დრო გამოშვებით ფეთქდება ყუმბარა. ჩვენ
ორნი მანქანის საფეხურებზე ვდგევართ, ერთი − მარჯვნივ, მეორე −
მარცხნივ. თუ მანქანა მარცხნივ გაუხვევს, მე მოვექცევი ცეცხლის
მხარეზე, თუ მარჯვნივ გაუხვევს, რაზმაძე მოექცევა ცეცხლის მხა-
რეზე. გაუხვია მარჯვნივ, მაგრამ იმ მომენტში არ აფეთქდა ყუმბარა,
გადარჩა კაცი. გავიარეთ ასი მეტრი გზა და რას ვხედამთ − ჩაკეტი-
ლია გზა. გავიხედეთ, უთვალავი მანქანები დგას. მოვბრუნდით უკან,
ეხლა მე უნდა მოვექცე ყუმბარების ცეცხლის მხარეს. მაგრამ რას
იზამ, აქაც ბედის ამბავია. მივდივართ, ზურგი მიშვერილი მაქვს ყუმ-
ბარების ცეცხლისკენ, მაგრამ მანქანა ხო არა დგას, გარბის და მეც
გადავრჩი. მე უთხარი რაზმაძეს: ამ მანქანას გავანებოთ თავი მეთქი.
ცოტა მანძილი გავიარეთ და მარცხნივ და მარჯვნივ არტილერიის
გათვლა დგას. ვიარეთ ცოტაც და ისევ ჩახერგილი[ა] გზა. მანქანის
მძღოლი და ის უნტერ ოფიცერი წინ გავიდნენ, ვითომ გზა უნდა
მოსინჯონ. ჩვენ დავავლეთ ბარგს ხელი და გადავედით მინდორზე
და წინ გავიქეცით. გავცდით მანქანებით გადაკეტილ გზას და წა-
ველით პირდაპირ. ცოტა კიდევ ვიარეთ და მივადექით მდინარეს.
იქ არც ბორანია და არაფერი, ერთი დიდი ნავი არის და 2 მენავე.
ჩვენ რო მივედით, ნავი უკვე ახალი გასული იყო. გამოღმა ექვსი
კაცი ელოდებოდა. მობრუნდა ნავი, ჩავსხედით და გავცურეთ. ჩვენ
მარჯვნივ ზემო დინებაზე თვითმფრინავმა ჩამოუშვა რაკეტა. გერ-
მანელმა შეუკურთხა: ვაფლუხტ ნომალ.205 პლაში მეცვა ზემოდან.
გაიხადეო − მითხრა უნტერაფიცერმა. მე უთხარი: რათ მინდა გახ-
და, ცურვა მაინც არ ვიცი მეთქი. გაველით გაღმა, გზა არ ვიცით და
კვალი, საით წავიდეთ. იქვე გზის პირას თივის ზვინები იდგა. შევედი
შიგნით, ჩავწექით თივაში და დავიძინეთ. გათენდა დილა.

ავდექით, წამოველით. მოველით უკვე მთის ძირებში. ორი რუსი შე-


მოგვრჩა ჩვენ. მოვდივართ, რუსულად ველაპარაკებით ამ ბიჭებს.
იქით, ჩრდილში იტალიელები ისხდნენ. ერთი ადგა და რუსულად
205 Verflucht nochmal (გერმ.) − გინება.
- 86 -

გამოგვძახა: მოიცათ, ბიჭებოვო. დავდექით. − საით მიდიხართო?


ჩვენ უთხარით: არ ვიცითო. − ტყუილად ივლით, აი, ხელმარცხნივ
წადით, ვიცენცაში206 უკვე ამერიკელები არიან და მათთან მიდი-
თო. ორ სოფელს რო გაივლით, ხელმარჯვნივ აღმართზე შეუხვი-
ეთ. იქ სოფელი არის, შეეკითხეთ ხალხს და ისინიც მიგასწავლიან
ვიცენცის გზასო. წავედით, როგორც გავასაშვუალეთ აღმართი და
ხელმარჯვნივ მაღლიდან გამოდგნენ ხუთი ექვსი კაცი. მოგვაძახეს:
ხელები მაღლაო! მოგვიშვირეს თოფები. ჩამოვიდნენ დაბლა. ერთ
რუსს ჰქონდა თოფი. ჩამოართვეს, ჯიბეები გაგვისინჯეს, წაგვიყვა-
ნეს მაღლა, საითაც ჩვენ თვითონ მივდიოდით. მივედით ერთ ძრო-
ხის ფერმაში. გაუმართნიათ პურმარილი და ქეიფობენ. ჩვენც შე-
გვიყვანეს შიგნით და მიგვიწვიეს სუფრაზე. გოერლო ფენიტა, ვია
კაზა207 − ომი დამთავრდა, წახვალთ სახლში. იმ სუფრაზე 50 გერმა-
ნელი მაინც იქნებოდა. კარგად რომ დავნაყრდით, გამოგვიყ[ვ]ანეს
და გვითხ[რ]ეს: ეს გზა პირდაპირ ვიცენცაში მიდისო. არ არის შორს,
8 კილომეტრი თუ იქნებაო. რა გზა, ვაჟა ფშაველასი არ იყოს: გზას
ვამბობ, თორემ რა გზაა ვიწრო ბილიკი კლდეზედაო. სად იყო გზა
− ფერდობები ტყიანი და ვიწრო ბილიკი, ორი კაცი გვერდიგვერდ
ვერ გაივლის. 50 კაცი თითო-თითო რო დააყენო, სამოცი მეტრა
მწკრივი გამოვა.

ჩვენა ვთქვით: მოდი, ამ გერმანელებს თავი დავანებოთ, ანდა აგე იმ


სოფელში ავიდეთ მაღლაო. იმიტომ არ გვინდოდა გერმანელებთან
სიარული, რომ პარტიზანებს ძალიან ეჯავრებოდა ისინი. პარტიზა-
ნებით ჯერ კიდევ სავსე იყო ტყეები. გადაგიდგა პარტიზანი და რა
იცი[ს], რომელია გერმანელი და რომელი ქართველი. ჩამოვრჩით
უკან და აველით იმ სოფელში. იქ ერთი მოხუცი კაცი დაგვხვდა. გა-
მარჯობა უთხარით. − გაგიმარჯოთო, გამოგველაპარაკა. გამოვიდა
ხალხი: ქალები, ბავშვები. გვითხრეს: აი აგე, იქ მაღლა მთაზე ორი
რუსი იყო, 2 წელი გაატარეს იქაო. იმ მოხუცმა, რომელიც პირვე-
ლად შეგვხვდა, გამოიტანა ღვინო და საჭმელი, გაგზავნა მოზრდილი
ბავშვები, დაკრიფეს შავი ბალი და მოგვიტანეს. გაგვიკვირდა, რომ

206 ვიცენცა (იგულისხმ.) − ქალაქი ვიჩენცა ჩრდილო-აღმოსავლეთ იტალიაში.


207 Goerlo fenita, via casa (იტალ.) − ომი დამთავრდა, წადით სახლში.
- 87 -

ამ ჩრდილო იტალიაში 25 აპრილს ბალი იქნებოდა მოწეული. იმ ღა-


მეს ერთმა ოჯახმა შეგვიფარა. გამოაცხეს ახალი პური, მოიტანეს
შინ გაკეთებული ძეხვი და ღვინო. ე.ი. იტალიაში, როგორც კი მიხ-
ვალ ოჯახში, მაშინვე შეუდგებიან სუფრის სამზადისს. იმ ღამით იქ
გავათიეთ, დილით ისევ გვასაუზმეს და გამოველით სახლიდან. გვი-
თხრეს: აგეიმ მაღალ სერს რომ გადაივლით, დაინახამთ შარაგზასო.

ავედით სერზე, გადავიხედეთ, გამოჩნდა დიდი შარაგზა. ჩაველით


დაბლა, მოდის სამხედრო ნაწილი, მოდის რუსი, ქართველი, უზ-
ბეკი, სომეხი და ვინ იცის, კიდევ რომელი ერი. შეუერთდით იმათ
და წამოველით. ხან დავისვენებთ, ისევ ავდგებით და მოვდივართ.
ვიარეთ, ვიარეთ და მოუახლოვდით ქალაქ პადუას.208 უკვე ღამდე-
ბა. ცოტახანს დავისვენეთ ქალაქის განაპირას, ავდექით და ისევ
გავაგრძელეთ გზა. ხან ზარბაზნების ლულაზე გვივლია ხელი, რო
ვიღლებით, მოვდივართ და მოვდივართ. გავიხედეთ და გზის პირზე
ერთ პატარა მინდორზე 4 მანქანა დგას. მივცვივდით, ავედით ზედ.
ვეძებთ, რას ვეძებთ, ჩვენც არ ვიცით. ვიპოვნე ახალთახალი პირის
საპარსი აპარატი და ჩავიდე ჯიბეში. როგორც გადმოვედით მანქანი-
დან და ოთხმა ამერიკის თვითმფრინავმა გადაგვიფრინა თავზე. ჩვენ
ისევ ორნი დავრჩით. ის სამხედრო ნაწილი სულ სხვაგან წავიდა.
მოვდივართ. გავიხედეთ, ჩვენს მარჯვნივ მოდიან ქუდებზე წითელ-
ლენტებშემოვლებული იტალიელი პარტიზანები და მოყავთ 6 კაცი
უზბეკები. ჩვენც იმათ შეუერთდით და წავედით. მიგვიყვანეს ერთ
დიდ ფერმაში. იქაც სუფრაა გამართული და პურსა შჭამენ. უდგათ
20 ლიტრიანი ღვინით სავსე შტოფები და იძახიან: გოერლო ფენი-
ტო, ვია კაზა. დავსხედით, შევჭამეთ პური და წამოგვიყვანეს ისევ.
უცბათ დაასხა კოკისპირული წვიმა. შეგვაბრუნეს ერთ დიდ ეზოში.
წვიმამ უკვე გადაიღო. გავიდა ორი ინგლისელი ოფიცერი და თქვეს:
ვინ იცით ინგლისურიო. გავიდა ერთი გერმანელი. გამოგვიცხადეს:
ვისაც გაქვთ სასროლი ან ცივი იარაღი, გამოდით და დააწყეთ აი
აქაო. გავედით, ვისაც რა გვქონდა, დავალაგეთ და ისევ ჩავდექით
მწყობრში. გავედით ისევ გზაზე და წაველით.

208 პადუა − ამჟამად ქალაქი იტალიაში, ვენეტოს რეგიონში.


- 88 -

გზის ერთსავე მხარეს ხალხი დგას და გვიყურებს. ერთ იტალიელს


ხელში ველოსიპედი უჭირავს. მიაჯახა გერმანელს და ეუბნება: ანკო-
რა რუბარე მატაჩიკლო209 − ისინი ველოსაპედს მატაჩიკლოს ეძახი-
ან − კიდევ წამართმევ ველოსაპედსო. მივდივართ. მიგვიყვანეს ერთ
დიდ ეზოში, ეტყობა ძველი ყოფილი გარაჟი იყო − ბევრი ფარდულე-
ბი, მოასფალტებული ეზო. მოიტანეს წითელი ღვინო და მრავალნაი-
რი საჭმელი. ბევრი ხალხი ვართ, ორასი კაცი მაინც ვიქნებოდით. და
ისევ ლოზუნგივით გაზეპირებული სიტყვა: გოერლო ფენიტო, ვია
კაზა − ომი დამთავრდა, წადით სახლში. თითქმის შუაღამემდე ფეხზე
ვიდექით და ვჭამდით და ვლევდით ღვინოს. მერე გამოვემშვიდობეთ.
ისინი წავიდნენ შინ და ჩვენ დავიძინეთ და ჩვენ აღარ გვღირსებია
იტალიელებთან ესეთი ტკბილი საუბარი, თუ არ ჩავთვლით 88 წლის
რთველში იტალიელების შემთხვევით ჩამოსვლას ჩემს რთველში.
ისინი იყვნენ საქმისათვის ჩამოსული ვაჭრობის დარგში. /

გათენდა დილა და დაგვსხეს მანქანებზე და ჩაგვიყვანეს ქ. ვიჩენ-


ცაში. ერთი დღე დავრჩით, მეორე დღეს ისევ დაგვსხეს მანქანებზე
და ჩაგვიყვანეს ქ.ლუკაში,210 უკვე სამხრეთ იტალია. „ჩაგვიყვანეს“
იმიტომა ვხმაროფ, რომ მივდივართ და მოვდივართ სამხრეთ იტა-
ლიაში. ლუკეში ჩაგვსხეს საბარგო მატარებელში და მიგვიყვანეს
ქალაქ პიზაში.211 რო დაგეხედნა ამოდენა ხალხისთვის, იტყოდი: ნე-
ტავი რუსეთში კიდევ თუ არის ხალხიო. ვინ გინდოდა, რომ იქ არ
ყოფილიყო. ყოფილი წითელარმიელები, მოხუცი ქალი და კაცი,
პატარა ბავშვიანი ქალები.

რვა მაისს გრძელი სირენის გუდოკმა აუწყა, რომ ომი დამთავრდა.


ჩვენ რამოდენიმე კაცი ვიყავით ქართველები ერთად და ვცდილობ-
დით, რომ ბევრ ქართველებთან ვყოფილიყავით. ერთ ადგილას
მივედით და მთელი ბატალ[ი]ონია ქართველებისა. ორი კაცი ჩემი
სოფლელი − ჭიღიტაშვილი იოსება და ბიკაშვილი სიხო, ბოდბელი
ჩემი ძალოს ძმა ტარყაშვილი სანდალა. რვა მაისს საღამოხანზე და-

209 Ancora rubare mataciclo (იტალ.) − კიდევ წამართმევ ველოსიპედს.


210 ლუკა − ქალაქი ტოსკანას პროვინციაში, იტალია.
211 პიზა − ქალაქი ტოსკანის პროვინციაში, ცენტრალურ იტალიაში.
- 89 -

აყენეს ბატალიონი მწყობრად. ჩვენც მათთან ერთად დავდექით.


მოვიდნენ ორნი ძმანი აჩიკო და მიშა დადიანები და გამოაცხადა:
ვის გინდათ გერმანელებთან ერთად ლაგირში ყოფნა და ვის გინდათ
რუსეთში წასვლაო. მაშინ გამახსენდა ერთი ჩვენი მეზობელი კაცის
სიტყვა, რომელიც მენშევიკების ჯარში ყოფილიყო, როდესაც მენ-
შევიკური მთავრობა წავიდა საფრანგეთში. ავიდა ნოე ჟორდანია212
მაღალ ტრიბუნაზე და გვითხრაო: შვილებო, ვისაც გინდათ ჩვე-
ნთან ერთად წამოსვლა, თითი ასწიეთ და გამოდით ცალკეო. მე გა-
მომრჩა, ეს ამბავი ხდებოდა ბათუმში 1921 წელს. ჰოდა 8 მაისს საღა-
მოს დადიანის რჩევის დროს მხოლოდ ერთი კაცი გავიდა, სახელად
ერქვა შაქრო. ის ერთადერთი კაცი გავიდა მთელი ბატალიონიდან.
ბიჭო შაქრო, რათ გადახველიო − ეძახოდნენ. მერე ისიც ადგა და
უკან გადმოვიდა.

9 მაისს გადავედით სხვა ადგილას. წარმოიდგინეთ, 9 მაისს თითქმის


ჩრდილოეთისა და სამხრეთ განედის საზღვარზე როგორი სიცხე
იქნებოდა. სადაც ჩვენ გადავედით, იქ იყო მაღალი ფიჭვნარი ტყე.
სიცხისაგან გათანგულ ხალხს მხოლოდ წყალი უნდოდა. გამოჰყვა-
ნდათ წყალი მილებით და ყოველ 15-20 მეტრის დაშორებით ხეებ-
ზე ამაგრებდნენ. აქ რუსეთის ხალხიც ბევრი ვიყავთ და გერმანე-
ლებიც. ჩვენი ხალხი ერთიმეორეს არ აცლიდა, რომ მოსულიყო

212 ჟორდანია ნოე ნიკოლოზის ძე (1868-1953) − დაიბადა ოზურგეთის მაზ­


რის, სოფელ ლანჩხუთში, აზნაურის ოჯახში. საშუალო განათლება
მიიღო თბილისის სასულიერო სემინარიაში. სწავლობდა ვარშავის ვე­
ტე­­
რინარიულ ინსტიტუტში. საქართველოს პირველი სოციალ-დემო­
კრატიული ორგანიზაციის „მესამე დასის“ წევრი. 1905 წლისთვის, სა­
ქარ­თველოში ხელმძღვანელობდა რევოლუციურ მოძრაობას; იყო
სო­­
ციალ-დემოკრატიული გამოცემების რედაქტორი, პუბლიცისტი და
ლიტერატორი. 1906 წელს აირჩიეს რუსეთის პირველი სახელმწიფო
სათათბიროს დეპუტატად. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემ­
დეგ იყო თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს თავ­
მჯდომარე. აირჩიეს რუსეთის დამფუძნებელი კრების დეპუტა- ტად. 1917
წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასკომის
თავმჯდომარედ. 1918 წელს იყო ამიერკავკასიის სეიმის დეპუტატი. 1918
წლიდან კი დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის მეორე თავმ­
ჯდომარე. 1921 წლის თებერვალ-მარტში, საქართველოს ოკუპაციის
შემდეგ, საქართველოს ემიგრანტული მთავრობის მეთაური. გარდაიცვალა
1953 წელს პარიზში. დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.
- 90 -

და წესიერად წყალი დაელივნა. ხან მილსაც კი მოიგლეჯამდნენ213


ხოლმე. გერმანელები კი ჩადგებოდნენ რიგში და ისე სვამდნენ წყა-
ლს. ჩვენთან ყველა ხალხი ხომ არ იყო უწესრიგო და ამბობდნენ:
ხალხო, ეხლა ხო, ჩვენც და გერმანელებიც, ორივე ამერიკელების
ტყვეები ვართ და ორთავეს ერთი პირობები გვაქვს. რატომ ისინი
არ ამტვრევენ მილებს და ერთიმეორეს წყალში არ აგდებენო. ვი-
თომ ყველას უნდოდა რიგში დგომა, წესიერად წყალთან მისვლა,
მაგრამ არა შეჯდა მწყერი ხესა, არცა იყო გვარი მისიო.

მერე ჩამოაყალიბეს დივიზია, პოლკები, ბატალიონები და, რა თქმა


უნდა, ასეულებიც, ოცეულებიც და ათეულებიც და ორი თვე გვა-
მეცადინეს იქ. მეორე დღეს გავდიოდით ზღვაზე და ვისაც როგორ
შეეძლო, ისე ბანაობდა და ესე ცურაობდა. ზღვაზე ნიშანი იყო გაკე-
თებული, ვინც ცურაობა არ იცოდა, ის მის იქით არ წავიდოდა. ორი
თვე დავრჩით პიზაში და მერე მატარებლით წამოგვიყვანეს ქალაქ
ბოლონიამდე და იქიდან ისევ ამერიკელების მანქანებით წამოგვი-
ყვანეს ავსტრიაში. ფაბრიკებსა და ქარხნებში ყველა დანადგარებს
ვხსნიდით, ვტვრითამდით ვაგონებში და ვგზავნიდით რუსეთში.

პოდსდამის ხელშეკრულება214 რო დაიდო და გაიყვეს გერმანია, ის


ტერიტორია, სადაც ჩვენ ვიყავით, განაწილების მიხედვით ამერიკას
ერგოო. ჩვენ დავცალეთ ის ადგილები, ქვემო ავსტრიაში ქალაქ
ნოი ვენაში,215 იქ დავრჩით თვენახევარი. მაშინ გადავიდა შეტევაზე
რუსეთის ჯარები იაპონიის წინააღმდეგ. აბა, ატყდა ერთი განგაში.
მსურველებმა დაწერეთ განცხადება იაპონიის ომში წასასვლელადო.
დაიწერებოდა მსურველთა განცხადება თავში და მერე სიისდა მიხედ-
ვით ყველა მოაწერდა ხელს. ძალიან ბევრი მსურველი იყო, წასული-
ყო იაპონის ომში, მაგრამ გავიდა რაღაც ათი-თორმეტი დღე და და-
მთავრდა იაპონიის ომი, რა თქმა უნდა მოკავშირეების გამარჯვებით.

213 მოიგლეჯამდნენ (ქიზიყ.) − მოჰგლეჯდნენ.


214 პოტსდამის ხელშეკრულება − კონფერენცია მიმდინარეობდა მეორე
მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ. თავდაპირველად კონფერენციაში
მონაწილეობდნენ სტალინი, ჰარი ტრუმენი და უინსტონ ჩერჩილი, ეს
უკანასკნელი შეცვალა ახალმა პრემიერ მინისტრმა კლემენტ ეტლიმ.
215 ნოი ვენა − მდებარეობა გაურკვეველია.
- 91 -

გავიდა ათი დღე იმ ამბიდან, რაც იაპონიის ომი დამთავრდა და ისევ


დაგვტვირთეს ვაგონებში და წამოგვიყვანეს რუსეთში. მოგვიყვა-
ნეს რუმინეთის და ბესარაბიის216 საზღვარზე ქ. ფოქშანში.217 გააღეს
ვაგონების კარებები. გავიხედეთ და მოდის გერმანელების [...], მო-
იყვანეს ვაგონებთან და გააჩერეს: ჰალტ! − ზდექ. ვაგონიდან რო
ხალხი ჩამოდის, იმათ სინჯავენ გერმანელები. ჩვენს ვაგონიდან ჩა-
მოსულ ხალხს რო შინჯავენ, ერთი მაღალი რუსი ბიჭი გადმოვიდა
ვაგონიდან, მივიდა გერმანელი და დაუწყო სინჯვა. ჯიბეებში ჩაუყო
ხელები ბარგის გასაშინჯათ, რო მივიდა და იმ რუსმა ერთი ისეთი
მაგარი მუშტი სთხლიშა, რომ გერმანელი ხუთ მეტრზე გადავარდა.
მისცვივდნენ რუსები რუსს − რატომა სცემ? − როგორ თუ რატო-
მა ვცემ, ოთხი წელი მშინჯეს და მცემდნენ და ეხლა კიდევ მაგათ
აშინჯებთ ამ ხალხსა, რუსი აღარ იყო, რომ მოგეყვანათ და იმას გა-
ვეშიჯეთო. სამი დღე დავრჩით ფოქშანში. მერე ისევ დაგვტვირთეს
ვაგონებზე და მერე კი არ წამოგვიყვანეს, წაგვიყვანეს შორეულ
აღმოსავლეთში. ორი თვე გვატარეს მატარებლით. ესე დავიქანცე-
ნით მატარებელში, რომ ტარების თავი აღარა გვქონდა. 93 ადამი-
ანი ვიყავით ერთ ვაგონში. ზურგზე ვერ დავწვებოდით, გვერდის
შეცვლა რომ მოგვინდებოდა, ყველანი ავდგებოდით და მერე ისევ
დავწვებოდით იმ გვერდზე, რომელიც დასვენებული იყო. ოთხნი
ვიწექით ქართველები ერთად. კარებში იწვა ახალციხელი თათარი,
სახელად ალე ერქვა, მერე ნემსაძე ვანო, მერე მე, მეოთხე მოხუცი
კაცი იყო, გვარი აღარ მახსოვს.

ერთ ღამეს ვაგონის პური მოიტანეს. ერთი პური ახალციხელი


ალეს მხარეზე გადმოვარდნილიყო და ეუბნება ნემსაძეს: ვანო, აქ
ერთი მთელი საჭმელი გადმოვარდაო. პურს არ ეუბნება, იმიტომ,
რო რუსებმა იციან, პური რა არის. მერე შუაღამისას ის პური გავყა-
ვით ოთხად და შევჭამეთ. თუ დამიჯერებთ, ის ჩემთვის პირველიც
იყო და უკანასკნელიც, რომ ამხანაგის ან მოწილესთვის მეღალა-

216 ბესარაბია − ისტორიული რეგიონი მოლდავეთ-უკრაინის ტერიტორიაზე,


მდინარეებს დნესტრსა და პრუტს შორის.
217 ფოქშანი − (რუმ. Focșani) ამჟამად ქალაქი რუმინეთში.
- 92 -

ტოს. ჩაგვიყვანეს ვლადივასტოკში218 ბუხტ ნახოტკაში,219 სადაც 13


დღე დავრჩით. საჭმელს ღამე გვაჭმევდნენ. რა საჭმელი უნდა დაუ-
ძახო − ჟანგიანი ჭიჭყინა თევზის წვნიანში ცოტაოდენი ფქვილმო-
კიდებული წვნიანი. ერთ ღამეს საჭმელი ახალი მიღებული გვქო-
ნდა, რომ დაიძახეს: ხანძარიო. წამოვხტით, დავავლეთ ჩვენს ბარგს
ხელი და გამოვარდით გარეთ. გავიხედეთ, ჩვენი ბარაკის მოშორე-
ბით სასურსათო საწყობი იწვოდა. შეგვაბრუნეს ბარაკში. დავწექით
და დავიძინეთ. გათენდა. გამოველით გარეთ და რას უყურებთ − ეს
ამოდენა ხალხის ბრბო მიჰხვევია ჩაბუგული საწყობის ნამწვავს და
ეძებენ, თუ რამე გადარჩენილია, იღებენ და შჭამენ, მაგრამ ვაი, იმ
შეჭმას. ლაგირებში ჰყვანდათ დაცვა. პატიმრებიდან გამოყვანილი
ხელმარჯვე და დიდჯოხიანი ბიჭები. ეს უბედური, შიმშილისაგან
გაძვალტყავებული ხალხი ეძებს რაღაც იპოვოს, შეჭამოს. ურტყა-
მენ თავსა და პირში ჯოხს, ჩამოსდით სისხლი. არავინ არ არის, რომ
შეუხვიოთ ამ უბედურ ხალხს და წაიყვანონ საავადმყოფოში.

45 წლის 25 ნოემბერს ჩაგტვირთეს გემში და იმ ღამით გავიდა ჩვენი


გემი მაგადნის220 მიმართულებით. გათენდა. ამოვედი გემბანზე. გავი-
ხედე, გამოვიხედ, ხელმარჯვნივ მოჩანს თოვლივით ჩამოლესილი
სახალის221 კუნძულის სანაპიროები. გავიარეთ თათარის სრუტე222
და გავედით გაშლილ ზღვაში. საპირფარეშო გემბანზე იყო მოწყო-
ბილი. გემიდან ზღვისკენ გადაშვერილი ისე, რომ ძლიერი ტალღა
მოიხვედროდა,223 გადაიტანდა ზღვაში. ექვსი დღედაღამე ვიცურეთ
და 30 ნოემბრის ღამეს მივედით მაგადანში. იმ ადგილს ეძახიან ბუხტ
ნაგაევს.224 ამოგვიყვანეს მაღლა და წაგვიყვანეს ლაგირში ქალაქის
გარეთ. ტანთ გვეცვა ამერიკული ჯარის საზაფხულო ფორმა. ეხლა

218 ვლადივასტოკი − ქალაქი და პორტის რუსეთის ფედერაციაში.


219 „Находка“ − უბე იაპონიის ზღვაში, პრიმორსკის მხარის სამხრეთში.
220 მაგადანი − ქალაქი და პორტი ჩრდილო-აღმოსავლეთ რუსეთში, მაგადანის
ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი.
221 სახალინი − იგულისხმება კუნძული სახალინი, გარშემორტყმული ოხოტის
და იაპონიის ზღვებით.
222 თათარის სრუტე − სრუტე ევრაზიის მატერიკსა და კუნძულ სახალინს შორის.
223 მოიხვედროდა (კახ.) − მოგხვედროდა.
224 ბუხტა ნაგაევა − უბე ოხოტის ზღვაში, მაგადანის ოლქი, რუსეთის
ფედერაცია.
- 93 -

თქვენ წარმოიდგინეთ, რა დაგვემართებოდა 15 გრადუსიან ყინვაში.


შეგვრეკეს ბარაკებში, დავანთეთ ცეცხლი. ზოგი ჩვენი ორთქლით,
ზოგი ცეცხლმა და გათბა ბარაკი.

ორი კვირის შემდეგ წაგვიყვანეს იმ პორტში, სადაც ჩვენი გემიდან


გადმოგვიყვანეს. პატარა ლაგირი იყო მაღლა ფერდობზე და იქ
დაგვაბინავეს. ჩამოაყალიბეს ბრიგადები. ჩვენი ბრიგადა სულ ქა-
რთველები ვიყავით. ბრიგადირი გვყანდა ქუთაისელი დოგრაშვილი
მიშა. ვმუშაობდით ღამის ცვლაში. ერთ ღამეს მოვიდა გემი, მოიყვა-
ნა ხალხი. ისინიც, როგორც ჩვენ, უვახშმოები ამოიყვანეს გემიდან
და წაიყვანეს ლაგირში. ჩვენიდან წავიდა [...], ნახეს, დიდი ქვაბები
სავსე არის ბალანდით. ცოტაოდენი მოიტანეს კონსერვის ქილებით
და გვითხრეს: ძალიან ბევრი არისო. რიგრიგობით მივდიოდით და
მოგვქონდა, რითაც კი შევძლებდით. ორი ორი ცალი დიდი ხის ვე-
დრა ვიშოვეთ, ჩვენს გემზე ბევრი კონსერვის ქილები ვიპოვნეთ, იმ
ღამეს რაც ვიშოვეთ, იმეებით მოვიტანეთ. გაფუჭებისა არ გვეში-
ნოდა, როგორც კი მოვიტანეთ, იმ წუთშივე გაიყინა. დილით რო
მოველით ბარაკში, ტოპრიკები შევკერეთ და საღამოს ცვლაში რო
წავედით და გავავსეთ. დავალაგეთ გემბანზე და ღამის პირველ სა-
ათზე გვქონდა დასვენება. ხის ვედრაში ჩავყრიდით შიგ ორთქლს
და ვაცხელებდით და ვჭამდით. ეხლა იტყვით, რათ გინდოდათ, იმ
ჭუჭყიან ბალადას რო ჭამდითო.

სექტემბრიდან მოყოლებული, თითქმის 46 წელი იწყებოდა, ჩვენ


ადამიანური საჭმელი არ გვიჭამნია. გამოფიტული იყო ჩვენი ორგა-
ნიზმი, რა გვექნა, რით დავკმაყოფილიყავით. ხორბლით სავსე გემ-
სა ვცლიდით, მოგვქონდა ხორბალი ბარაკში, ვხარშამდით და ვჭა-
მდით. ერთ დილას რო მოვედით სამუშაოდან, ჩავყარე კონსერვის
ქილაში ხორბალი და შევდგი ღუმელში და დავწექი დასაძინებლად.
მოსულა ლაგირის კომენდანტი, დაუვლია ყველა ბარაკები და უნა-
ხამს, რომ ყველა ბარაკში ხარშავენ ხორბალს, დამშრალ კარტო-
მის თევზს და ათას რამეს. − ვისია ბანკები და ქვაბები ღუმელში
რო აწყვიაო. თვითეულ ბარაკში ერთი დღიური იყო გამოყოფილი,
რომლებიც ანთებდნენ ღუმელში ცეცხლს და ასუფთავებდნენ ბა-
- 94 -

რაკებს. დაუძახეს დღიურს. ეკითხებიან: ვისია, ქვაბები რო იხარშე-


ბა, შიგ საჭმელიო. დღიური ეუბნებათ: მავნისა და მავნისაო. გამო-
გვიძახეს და გვითხრეს: სუყველანი ლაგირის უფროსთან წამოდი-
თო. თუ ბიჭი ხარ, ნუ წახვალ. მიგვიყვანეს უფროსთან. გვეუბნება:
რათ მოიპარეთ ხორბალი და კარტოფილიო. ჩვენ უთხარით: და-
ფანტული იყო და მოვხვეტეთ და წამოვიღეთო. − თქვენ აქ ფრო-
ნტის ხაზი ხომ არ გგონიათო. აიმ იზოლატორს ხედამთ, ამაღამ იქ
გამყოფებთ და მერე გაიგებთ, სად იმყოფებითო. ჩვენ ვეუბნებით:
ეხლა გვაპატიე და მერე აღარ ვიზამთო. მოგვცეს ნიჩფები ხელში და
გვითხრეს: ამ ეზოში და იმ ბილიკზე რაც თოვლი არის, სულ გადა-
ხვეტეთ და იზოლიატორზე საღამოთი ვილაპარაკოთო. ვხვეტამთ
თოვლს და თან იზოლატორისკენ ვიყურებით. იზოლატორი, განა
შიგ ღუმელი უდგათ, ფიცრებს შუა კატა გაძვრება, იმდენი ადგილი
არის დარჩენილი. გავწმინდეთ ეზოც, ბილიკებიც და დაბლა ზღვა-
მდინ ჩავედით. ლაგირის ფერდობს დაბლა პორტიდან ქალაქამდე
და შემდეგ ტაიგისკენ ცენტრალური გზა მიდის. უკვე მოსაღამოვდა
და მოახლოვდა ჩვენი ყოფნა არყოფნის საკითხი. ამოვედით მაღლა,
მოვახსენეთ რომ სუყველაფერი გაწმენდილია დაბლა ზღვიდანო.
გამოვიდა, გადახედა ეზოს ბარაკებში მიმავალ ბილიკს, დაბლა გა-
დიხედა, გზამდე ბილიკს გადახედა და გვითხრა: ეხლა წადით და აქ
მოსული არა გნახოთო. წამოვედით ყველა თავის ბარაკში და მართ-
ლაც მე იმ იზოლიატორისკენ არ გამიხედნია.

ჩვეულობრივ დავდივართ ღამის ცვლაში და ვმუშავოფთ. ერთ ღა-


მეს ჩვენი გემიდან ასი მეტრის დაშორებით იცლებოდა ამონალით225
დატვირთული გემი. იმ გემმა დიდი სიგნალი მისცა, დანარჩენი გე-
მების საყვირებმაც დაიწყეს სიგნალის მიცემა. ჩამოგვძახეს: ჩქარა
ამოდით მაღლაო. თურმე იმ ამონალით სავსე გემს გასჩენია ხანძა-
რი. ჩვენც ამოველით მაღლა და წაგვიყვანეს პირდაპირ ბარაკებში.
გათენდა მეორე დღე და მიგვიყვანეს კლუბში. მთელი ღამის ცვლა
მოვიდნენ მაგადნიდან ზოგი სამხედრო, ზოგი სამოქალაქო ტანსაც-
მლით. დაგვიწყეს პირდაპირ ლანძღვა და მუქარა: თქვე ფაშისტებო,
თქვე სამშობლოს გამყიდველებო, აქაც არ იშლით თქვენს ბოროტ
225 ამონალი − ერთგვარი ფეთქებადი ნივთიერება.
- 95 -

განზრახვასო. ჩვენ უთხარით: მოქალაქე უფროსებო, ჩვენ რა შუ-


აში ვართ და რა ვიცით, იმ გემში რა ხდებოდაო. − აქ ყინვა 35 გრა-
დუს არ აღემატება, გაგზავნით ტაიგაში 55 გრადუსიან ყინვაში და
იმუშავებთ და ლომით ხელში მუშაობა მოგკლამთ, არ იმუშავებთ
და ყინვაო. ჩვენ შევფიცეთ, რომ ვიმუშავბთ ერთგულად და არაფე-
რს არ გავაფუჭებთო. დაღამდა. წაველით ღამის ცვლაში, დავიწყეთ
ჩვეულებრივ მუშაობა.

უკვე იანვარია 46 წელი. გავიდა ორ კვირაზედ მეტი და ვმუშაობთ,


ვცლით გემებს და ვტვირთამთ. ერთ ღამეს, შუაღამე გადასული
იქნებოდა, ჩვენი გემის გვერდით ისე განათდა გემის ტრიუმი,226 რო-
გორც მზის შუქი, ისე ანათებდა. ჩამოგვძახეს მაღლიდან: ამოდითო.
ავედით, ამონალით დატვირთული დაიმანის 50 ტონიანი მისაბმე-
ლი იწვის. მანქანა მოუხსნია მძღოლს და გასულა განზე. გვითხრეს:
ჩადით და განაგრძეთ მუშაობაო. ის ღამე ვიმუშავეთ. დილით მო-
ვედით ლაგირში და გვითხრეს მთელ ღამის ცვლას: აიღეთ თქვენი
ბარგი და გამოდით გარეთო. გამოვედით სუყველანი და წაგვიყვა-
ნეს მაგადანში გამანაწილებელ ლაგირში. ის ზამთარი იქ გავატარეთ.
იანვრის ბოლო რიცხვებში ერთი გემი კიდევ მოვიდა და მოიყვანა
ჩვენისთანა ხალხი, რომლებსაც გვეძახოდნენ სპეცკონტიგენტს.
გაველით, ეგებ ნაცნობი ვინმე იყოსო. როგორც მოველ ბარაკის
კარებთან და წინ შემომეჩეხა წნორელი ოზბეთელაშვილი ალექსა,
რომელიც გერმანიაში გავიცანი, ქალაქ ორდრუგში. − ვაჰ, ალექს! −
ვაჰ, მიშა! − აქ საიდან? − როგორც შენ, მეც ეგრე. − ჩვენებური ხო
არავინ არის მეთქი? − ერთი ბიჭია, ნატროშვილიო. შევედი მაშინვე
ბარაკში, ვიკითხე: ნატროშვილი რომელი ხართ მეთქი? წამოხტა −
მე ვარო − მითხრა. − სადაური ხარ? − მაჩხაანურიო. − ვისი ხარ?
− დალაქი გიგასიო. − შოთავ, შენა ხარ? მე მიშა ვარ, შაქროს ბიჭი
მეთქი.

მარტის 19-ში დაგვსვეს მანქანებში და წაგვიყვანეს ტაიგაში, რომ-


ლითაც გვემუქრებოდნენ. ღამეა. მივდივართ. ერთ ადგილას გააჩე-

226 გემის ტრიუმი − სივრცე გემის ფსკერსა და ქვედა გემბანს შორის;


გან­კუთვნილია ტვირთის მოსათავსებლად და სხვა საჭიროებათათვის.
- 96 -

რეს მანქანები და შეგვიყვანეს ერთ დიდ სახლში. ისეთი ბნელა იყო,


რომ შენს წინ რო კაცი დგას, იმის ლანდს ვერ დაინახამ. სპეციალუ-
რად შემოუშვიათ ქურდები ბანდიტები რომ ჩვენ გაგვძარცვონ.
ორნი მოვიდნენ ჩემთან, მეშოკი მაქვს სავსე ძველმანებით, რომ
ღამე დავიფხო.227 ხელი მოუცაცუნეს მეშოკს, რო დაინახეს სავსე
იყო, − ოო, მდიდარიო. ერთს ვტაცე ხელი და დავიძახე: შალიკო,
თურმან, მიშველეთ მეთქი. − მიეცი, თუ გაქ რამეო. ჯიბეში პორტმა-
ნში ერთი ცალი თუმნიანი მქონდა, ამოიღეს და გამეცალნენ. გავიდა
ცოტა ხანი. გამოგვიყვანეს, დავსხედით მანქანებზე და განვაგრძეთ
გზა. სამი დღე და ღამე ვ[ი]არეთ და მიგვიყვანეს ერთ გამანაწილე-
ბელ ლაგირში. გაგვანაწილეს იქ და მე მოვხვდი ოქროს საბადო პა-
გრანიჩში.228 უკვე მარტიც გასულია. იქაც დაგვხვდნენ ქართველი
ბიჭები. შეადგინეს ბრიგადა. მეორე დღეს წავედით სამუშაოდ. მი-
გვიყვანეს ერთ ვერტიკალურ შახტში.

შახტში ნამუშევარი არცერთი არ ვიყავით და ძალიან გვეუცხოვა


გვირაბები და სიბნელე. არ იყო მეხანიზაცია, ყველაფერი ხელით სა-
მუშაო იყო. ხის მარხილებზე დადგმული იყო სქელი ფიცრებისგან
შეკრული დიდი ყუთები. ყუთებს წინიდან შებმული ჰქონდა მეტ-
რანახევრის ბაგირები. ყველა ბაგირს ჰქონდა შებმული ჩანგლები.
სადაც ოქროს ქვიშა იყო მონგრეული, იქიდან შახტის შესასვლე-
ლამდე 30 მეტრი მაინც იქნებოდა. გვირაბში ე.ი. გზაზე ვყრიდით
თოვლს, რომ მარხილი გაცურებულიყო კარგად. შახტის დასაწყისი
დაბალი ადგილი იყო. იმის აქეთ ამობურცული იყო, ე.ი. ჩვენ ჩავდი-
ოდით დაბლა. სულ მაღლა, მისავალში იდგა ლიბიოტკა.229 ლიბი-
ოტკას მიმაგრებული შკივი,230 რომელზეც იყო დახვეული ბაგირი,
გაჭიმული შახტის შესასვლელამდე. მარხილს რომ პატარა ბაგირი
ება, იმ ბაგირს გაუყრიდით სქელ ჯოხს, შეებმებოდა ორი კაცი, შე-
ებმებოდა ერთ კაცი კაპიანი ჯოხით, უკანიდან მააწვებოდა231 და

227 დავიმხო (დავიფარო).


228 საბადო პაგრანიჩი − მდებარეობა გაურკვეველია.
229 ლიბიოტკა − ტვირთის ამწევი, ჯალამბარი.
230 შკივი − ფართოფერსოიანი თვალი, რომელსაც ირგვლივ შემოწვდება
ღვე­დი ან ბაგირი.
231 მოაწვებოდა.
- 97 -

ქვიშით დადებულ მარხილს გაიტანდნენ გარეთ. ასე ვმუშაობდით,


ხან დღის ცვლა ვიყავით, ხან ღამის. მოვიდნენ გამომძიებლები.
მიდის დაკითხვა უკვე მესამეთ. პირველათ − იტალიაში, მეორედ
− ავსტრიაში. ეხლა უკვე მესამეთ გკითხამენ, დაბადებიდან დღე-
ვანდელამდე: როდის გაგიწვიეს ჯარში, რომელმა კომისარიატმა,
სადა ბრძოლობდი, როდის ჩავარდი ტყვედ და სად. რას აკეთებდით
ტყვეობაში, როდის განთავისუფლდით და ვინ გაგანთავისუფლა.
დაგვკითხეს და წავიდნენ. ჩვენ ჩვეულობრივ ვმუშაობთ.

გავიდა აპრილი, დადგა მაისი. მე გამომრჩა ის ამბავი, რომ სამუშა-


ოზე კანვოირს232 მივყავართ და მოვყავართ. მოდის ხმები, რომ მა-
გადანში უკვე გაანთავისუფლეს ხალხიო და თავისუფლად დადიან
სამუშაოზეო. ერთ დილით ადრე წამოგვშალეს და გვითხრეს, რომ
მანქანიდან ლოკომობილია233 ჩამოსაღები და უნდა გადმოვიღოთო.
წავედით მთელი ლაგირი. შეუბამთ ლოკომობილისთვის გრძელი
ას მეტრიანი ბაგირი. დაგვაყენეს ორორი კაცი, შეგვაბეს ბაგირში
და აბა გაიწით, − რას, დვა, ვზიალი. არა, ნძრევა არა აქვს. აი თქვე
ფაშისტებო, თქვე სამშობლოს გამყიდველებო. ეხა ძრამთ, აბა ვნა-
ხოთ, თუ ვერა ძრამთ. მიადეს და მოადეს ჯოხები ზურგში. აბა და-
ვიჭიფხენით − ჩვენც არ მოგვხვდეს ჯოხებიო და ისევ იძახის: რას,
დვა, ვზიალი. და დაიძრა ლოკომოტივი და გადმოვიღეთ. ახლა უნდა
წავიღოთ იქ, სადაც უნდა დაამონტაჟონ და იმუშაოს. აბა გააგრძე-
ლეთ. მივიტანეთ, ყველანი გამოვეშვით და დავბრუნდით ლაგირში.
ვისაუზმეთ და წაგვიყვანეს სამუშაოზე.

თქვენა გგონიათ, ისინი ვინც ჩვენ გვაწვალებდა და პირუტყვი-


ვით გვეპყრობოდა, ერთის გარდა ისინი (დირექტორისა), სუყველა
ტროცკისტები და ხალხის მტრები იყვნენ. ისინი ჩვენს წინააღმდეგ
იბრძოდნენ და უნდოდათ, რაც შეიძლება, ჩვენი ავტორიტეტი შე-
ელახნათ. მე ზემოთ მაქ დაწერილი მაგადანში გემში ხანძრის გაჩენა
და ამერიკული მანქანა დაიმანის დაწვა თავისი ტვირთიანად. გვეუბ-

232 კანვოირი − ბადრაგი.


233 ლოკომობილი − ორთქლის მანქანა, რომელსაც იყენებენ სხვა მანქანების
ასამუშავებლად.
- 98 -

ნებოდნენ თქვენ ის ბიჭები არა ხართ, კომკავშირელები რო იყავით


და ჩვენს გადმოსახლებაზე თითს მაღლა ეწეოდით, გადავასახლოთო.

ჩვენ ჩვეულებრივ ვმუშაობდით. 16 მაისს დილით გაველით სამუ-


შაოზე კანვოირით. საღამოთი რომ მოველით სამუშაოდან, აღარც
ეკლიანი მართულია გარშემო შემოვლებული და აღარც კარებში
გუშაგი. მივიღეთ ვახშამი, გამოგვიძახეს და გვითხრეს, რომ ბრიგა-
დების მიხედვით უნდა მოხვიდეთ კამენდანტის ოთახშიო. მოვიდა
ჩვენი ჯერი და მივედით. სათითაოთ შევდივართ და გვაძლევენ ხელ-
ში პატარა დაბეჭდილ ქაღალდს, სადაც სწერია: დიდი სამამულო
ომის დროს იარაღით ხელში მტრის მხარედან ვიბრძოდი საბჭოთა
კავშირის წინააღმდეგ. ამისათვის ვაწერ ხელს 6 წლით ვიმუშაო შო-
რეულ მშენებლობაზე. მეორე დღეს 17 მაისს წავედით სამუშაოზე.
აღარც კანვოირი, მარტო ბრიგადირი მოგვდევს გვერდში. თვეში
ერთხელ გამოვცხადდებით სპეც კამენდანტთან, მოუწერებთ ხელს,
რომ ადგილზე ვართ.

ივნისის თვეში ჩვენი ბრიგადა გადაიყვანეს ლატოშნი ბრიგადათ.


ლატორკი არის პატარა ნავი, უფრო სწორია, პატარა ვარცლი.
ვარცლივით ორივე მხარეზე აქვს პატარა თავები. ხელში გიჭირა-
ვს პატარა ქვიშის გადასახვეტი. იმ პატარ ხონჩაში, ან ნავში ჩაყრი
ოქროს ქვიშას, მიხვალ გუბესთან, ჩახყოფ შიგ, ა[ა]ვსებ წყლით და
შეატოკებ, გაირეცხამ, მერე ჩაქუჩივით რკინა რო გიჭირამს ხელში,
მერე გადაუსვამ, გადაყრი ქვიშას, კიდევ გაირეცხამ, კიდევ გადაყრი
ქვიშას. ოქრო მძიმეა და რამდენი შეატოკებ პატარა ნავს, იმდენი
ოქრო დაბლა მიდის. რომ მორჩები ერთი ნავის, თუნდ ხონჩის გა-
რეცხვას, ხონჩიდან გადაიწურამ პატარა თუნუქის ქილაში. კიდევ
ავსეფ ნავს და ჩვეულებრივ გაირეცხამ. რო მორჩები სამუშაოს,
რაც ქილაში ოქრო გაქვს, იმას გააშრობ ცეცხლზე, ისე, რო მარტო
ოქრო უნდა დარჩეს. მერე მიიტან ოქროს სალაროში და აგიწონა-
ვენ და დაიწერავენ შენს გვარსა და სახელს. აი ერთ დღეს წავედით
ოქროს საძიებლად. წვიმიანი დღე იყო. იმ დღით ჩვენი ბრიგადი-
რი იყო ჩერქეზი ანზოროვი. ვმუშაობთ ჩვეულებრივ, ვრეცხამთ
ოქროს, ვინ რამდენი მოაგროვა, ვინ რამდენი. აბა ეხლა მოიტანეთ
- 99 -

და მაჩვენეთ. მივიტანეთ და ვაჩვენეთ. ზოგს ბევრი ჰქონდა, ზოგს


ცოტა. ერთი უკრაინელი ბიჭი იყო, გვარად ხარჩენკო, იმას არცე-
რთი გრამი ოქრო არა ჰქონდა. მივიდა ის ანზოროვი და ეუბნება:
რა უყავი ოქროო (ანზოროვი ყოფილი პატიმარი იყო). − ვერ გა-
ვრეცხე, არ შემხვდა ოქროვო. კიდევ ეუბნება: რა უყავი ოქროო. ის
ბიჭი ხმას არ იღებს. მერე ანზოროვმა ერთი მუშტი შემოჰკრა. ბიჭმა
უთხრა: მუშტის შემოკვრა მაგრე არ უნდაო და ეცა, ამოიდო ქვეშ
და დაუწყო ცემა. ერთი ყაზახი ბიჭი მივარდა და უთხრა: როგორ
შეიძლება უფროსის ცემაო და გააშველა. ეს უკრაინელი წაიყვანეს
საჯარიმო ლაგირში.

ტუფლმა ფეხი გადამიყვლიფა და დამისივდა. დავწექი საავადმყო-


ფოში. მითხრეს, რომ ინფექცია არის შეჭრილი და უნდა გაგიჭრათო.
მე უთხარი: თქვენი ნებაა მეთქი. გამიჭრეს. ორი თვე დავრჩი საავად-
მყოფოში. ჩვენთან მუშაობდა საჩხერელი კაპანაძე ვანო. გადაიყვა-
ნეს სხვა უბანში. ის უბანი ჩვენიდან სამი კილომეტრით იყო დაშო-
რებული. იმასთან ერთად მუშაობდა სოხუმელი გვასალია რაჟდე-
ნა. ერთ დღეს, თურმე დასვენების დროს, გვასალია და ის ჩერქეზი
ანზოროვი საუბრობენ. გაიხედეს და რას ხედავენ − კაპანაძეს ჩამო-
უბამს ხეზე თოკი და გაუყვია შიგ თავი. გაიქცნენ უცბათ, ჩამოშჭ-
რეს თოკი და გაანთავისუფლეს, მაგრამ არ გინდა მობრუნება? ხან
ყურები დაუსრისეს, მაგრამ ვერა. მერე ანზოროვს ფერდებში შემო-
ეკრა მუშტები და მოებრუნებინათ. მოიყვანეს საავადმყოფოში. მე
უთხარი: ბიჭო, რატომ შვრები ეგრე საქმეს. ეხლა ხომ თავისუფლე-
ბი ვართ, ხელფასი გვეძლევა − დღეში ერთი კილო პური გვეძლევა,
დღეში სამჯერ ცხელ საჭმელს ვღებულობთ, რა გაქვს თავის მოსა-
კლავი მეთქი. − არა მყოფნის მე ეგ საჭმელო და სიცოცხლე რაღათ
მინდაო. მორჩა, ჩემზე წინ ის გამოწერეს საავადმყოფოდან. მაგრამ
საწყალი დაიღუპა. მიემატა ისიც იმ ქართველ ბიჭებს, რომლებიც 45-
46 წლის ზამთრის 55 გრადუსიან ყინვაში დაიღუპნენ. იქ დამხვედრმა
ბიჭებმა გვითხრეს: აგე იმ ფერდობზე ბევრი ქართველი ასაფლავიაო.

46 წლის სექტემბერში მოემატა ფასები სუყველა საქონელს. ერთი


კილოგრამი შავი პური გახდა 3 მანეთი, ერთი კილოგრამი კარაქი
- 100 -

გახდა 70 მანეთი. ყველა სურსათსა და საქონელს მოემატა ფასები.


გამოვიდა რადიოთი მიხეილ კალინინი და განაცხადა, რომ ფასები
მოემატა ყველა სახის რეპროდუქციას იმიტომ, რომ ჩვენ გადავი-
ტანეთ დიდი სამამულო ომი და მივიღეთ დიდი ეკონომიკური და
სულიერი ზარალი. გვყავს ბევრი ობოლი და ქვრივი, რომლებსაც
არ შეუძლიათ თავის რჩენა. ჩვენ მარტონი ვართ და აი, სწორეთ,
მარტო ჩვენ უნდა ვეწიოთ ეს გაჭირვების ჭაპანი და გავიდეთ იმ ბო-
რანზე, რომელიც გაგვიყვანს დალხინების და ბედნიერ სამყაროში.
ჩვენივე შრომით რა თქმა უნდა.

46 წლის დეკემბერში გაუქმდა ჩვენი ოქროს საბადო და გადავიდა


მოხალისე მოსიყვარულე ოქროს მაძიებელთა ხელში. ჩვენ წამო-
გვიყვანეს კომსომოლის სახელობის ოქროს საბადოში. ერთ ძველ
შახტში დავიწყეთ მუშაობა. აქ უკვე მარხილებით კი არ ვეზიდებით,
არამედ ხელის ურმებით. ეს შახტი იყო ვერტიკალური. ჩავდიოდით
კიბით, მერე იწყებოდა ლავები და გვირაბები გადიოდა სწორედ 50
მეტრის სიშორეზე. 50 მეტრა ერთ მხარეზე გადიოდა გვირაბი, 50
მეორე მხარეს. აქ უკვე თითქოს ქვიშა ვერტიკალურად ამოაქვთ
მაღლა, როგორც ლიფტი, ისე მოძრაობს. დიდი რკინის კასრი არის
შეკრული. იმ კასრში იყრება და ელექტრო ძრავით ამოაქვთ მა-
ღლა. მაღლა დგას პატარა ხელით გასაგორებელი ვაგონი წვრილ
ლიანდაგზე. გააგორებს ორი კაცი და გადააყირავებს და დაიცლება.
ძველ შახტს რომ ვამბობ, ის უკვე ნახევარზე მეტი დამუშავებული იყო.

ზამთარი უკვე გავიდა, რათქმა უნდა იქაური ზამთარი. დავიწყეთ


ეგრეთწოდებული ცელინების მონგრევა. ცელინები ეწოდება,
გვირაბი რო გაგვყავს, მერე მარჯვნივ და მარცხნივ იჭრება ლავები.
ლავაში რო შევდივართ, მთლიანად კი არ ვანგრევთ გვირაბის გას-
წვრივ კედელს, არამედ ვტოვებთ 5 მეტრის სიგრძის ე.წ. ცელიანას
ე.ი. ცელიანას ვტოვებთ 5მ. სიგრძის და 5მ. სიგანეს, რომ დაიმაგროს
10 მეტრი სიმაღლის მიწა, რომელიც ჩვენს ზევით არის. ჰოდა, აი ამ
ლავების დამუშავების შემდეგ უნდა დაიბუღოს, აფეთქდეს ქვიშა.
გვირაბის ბოლოდან უნდა დავიწყოთ პირველი ცელინიდან, სიმაგ-
რიდან. ჩვენ რომ წინიდან დავიწყოთ გასამაგრებლების მონგრევა,
- 101 -

მაშინ ჩამოინგრევა ჩვენს მაღლა ათი მეტრი მიწა, დაგვმარხამ234 შიგ.


ბევრი აღარ ვილაპარაკოთ, მოვყევით ბოლოდან და გამოვდივართ
კარებთან. ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ ოქრო არ დარჩეს ამოუ-
ღებელი. მოვრჩით ცელინების მონგრევას და ქვიშის ამოტანას და
გავიდა 47 წლის ივნისი.

ეხლა უნდა გავაკეთოთ შახტის აქტიროვკა, რომ მთლიანათ და-


მუშავდა ესა და ეს შახტი და იქ ერთი გრამი ოქროც არ დარჩა.
წვრილი ფოლადის მავთულისაგან აკეთებენ ცოცხებს, რომლითაც
ვგვით დაბლა მიწას, რომ პატარა ოქროს ნაწილაკები არ დარჩეს.
ამის შემდეგ ამოგვაქვს მაღლა ფიცრები, ნიჩბები და მთელი ჩვენი
იარაღი. ჰოდა აი, სწორეთ იმ აქტიროვკის დროს, რომელსაც ჩვენ
ვაკეთებდით. სადილათ წამოვედით, ვისადილეთ ცოტა დავისვე-
ნეთ და წავედით. მივედით შახტთან და ვხედამთ, რომ შახტი ჩან-
გრეულია. ბიჭო, − ვიძახით, − რაზე ჩვენს აქ ყოფნის დროს ჩაინ-
გრეოდაო. ყველაფერი შიგ დარჩა, რაც იარაღი გვქონდა და ბედი
რო, ერთი ნახევარი საათით არ დავაგვიანეთ სადილზე წასვლა და
ან ნახევარი საათით ადრე არ ჩავედით შახტში, ცოცხლები შიგ არ
დავიმარხენით. იქ მიწა მუდმივად გაყინულია. დაბლობ ადგილებ-
ში გადაფენილია სქელი ხავსი 30-40 სანტიმეტრის სიმაღლის. ხავსს
რომ მოითხრი და გადაყრი დაბლა უკვე ყინულია. როგორც თხრას
დაუწყებ ლომით ან წერაქვით, ყინულს შემოგაყრის სახეში. შახტში
გვირაბი რო გაგვყავს, ყოველ 30 მეტრზე იჭრება ლიხტლოხი ე.ი.
სინათლის ხვრელი. მაღლიდან სუფთა ჰაერი და სინათლის ხაზი ჩა-
მოვა. დაბლიდან კი აფეთქებული ამონალის გაზი და მტვერი. აი, იმ
საჰაერო ხვრელებიდან ზაფხულში ჩამოდის თბილი ჰაერი, ალხობს
საჰაერო კედლებს. ინგრევა და ფართოვდება ის საჰაერო ხვრელი.
ასეთი ხვრელი ხუთი არის ერთ შახტაში. 4 ცალი გვირაბებში არის,
ერთი კი ჩვენ რომელიც ჩავჭერით და ჩავდივართ და ამოვდივართ
და ოქროს ქვიშაც ამოგვაქვს. სწორეთ იმიტომ ჩაინგრა ჩვენი, რომ
შახტაში ვმუშაობდით. ხო თბილი გამკრავი (ორმხრივი) ჰაერი მოძ-
რაობს და თბილი ჰაერის მოძრაობის შედეგად ირყევა ნიადაგი და
ჩამოწვება შახტი.
234 დაგვმარხავს.
- 102 -

ის შახტი რო დავამთავრეთ, გადაველით სხვა შახტში. დავიწყეთ


ჩვეულებრივ მუშაობა. საერთოდ შახტში რო იწყებ მუშაობას და
ლავას აფართოვებ, უნდა ბიძგები შეუყენოს, რომ მაღლიდან მო-
ნახეთქები არ ჩამოცვივდეს. ჩვენ რომ შევდიოდით, მაღლა ვათვა-
ლიერებდით, მოხეთქილი ბელტოები თუ იქნებოდა, ლომით ჩამო-
ვაგდებდით. ერთ დღეს ჩავედით შახტში და ვმუშაობთ. ორი კაცი
ხელის ურემში უდებთ ქვიშას. ერთი ეზიდება. აქ ერთი კაცი კი არ
ეზიდება, ხუთი-ექვსი კაცი ეზიდება, მთელი ბრიგადა მუშაობს. ის
იყო, მოვრჩით, რაც მონგრეული ქვიშა იყო კედელის ძირებზე,
ვხვეტამთ. რო უნდა წამოვიდეთ, რომ უცბათ ჩამოვარდა 40 კვად-
რატული მეტრის მთელი თაღი და ქვეშ მოიტანა 5 კაცი. ვერცე-
რთმა ვაი ვერ დაიძახა. ჩვენ მაშინვე ამოგვიყვანეს მაღლა და გვი-
თხრეს: წადით ბარაკშიო. წამოველით. დახოცილების ამოსაყვანათ
საავადმყოფოს სანიტარული ნაწილი წავიდა და იმათ მოასვენეს და
იმათ დაასაფლავეს. ჩვენ კიდევ გვითხრეს, რომ თქვენ ღმერთი არა
გწყალობთ და შახტების ჩაჭარაზე იმუშავეთო. წავედით, დავიწყეთ
შახტის ჩაჭრა. განა ბარით მიადგები და ამოყრი მიწას, ჯერა უნდა
ლომით დაიბურღო, მერე ამონალი ჩაიყარო შიგ და თან დენთიანი
შნური. შნურის ბოლოში კაპსული უნდა იყოს წამოცმული. კაფ-
სულს ქვეშ მოაქცევ მერე გაიტენამ235 მაგრად და შნურს მოუკიდებ
ცეცხლს და გახვალ განზე, რომ ბელტოები ან ქვები არ მომხვდეს.
მერე მიხვალ და ამოიყრი და კიდე დაიბუღამ. ამის შემდეგ დაბუ-
რღამ ორ ორმოს − ერთს ერთ მხარეზე, მეორეს მეორე მხარეზე. ასე
მივდივართ ქვევით. ზაფხულია, დნება ნაპირები და ვერა ვდგამთ
ვარატოკს,236 რითაც უნდა ამოვიღოთ მონგრეული მიწა.

უკვე ოთხ მეტრზე ვართ ჩასულები, დაბლიდან უნდა ამოვაშენო


მსხვილი ძელხეებით, მაგრამ რაზედ დავამაგროთ ეს ხეები. უნდა
გამოვთხაროთ გვერდებზე ხვრელები ნახევარი მეტრის სიგრძის,
შიგ შევდოთ ხეების თავები და მერე ამოვაშენო ძელხეებით ოთხი
კედელი. აი, იმ ჰორიზნოტალურ ხვრელებს რომ ვთხრიდით, ოთხი
მეტრის დაბლა ვიყავით ჩასულები. ზევიდან გამდნარი პატარ-პატა-

235 დატენი.
236 ვარატოკი (ჟარგ.) − ლითონის მილი ტუმბოს მოძრავი ნაწილის ამოსაღებად.
- 103 -

რა ბელტოები და ქვები გვეცემოდა თავში. თავზე ზამთრის ქუდები


გვეხურა, რომელიც გვიცავდა თავის გატეხისაგან. ხვრელებს რო
ვბურღამდით, ლოშა ე.ი. კოვზებით ვყრიდით დაბლა. კოვზი, განა
ბორშს რომ ჭამენ ის კოვზი კი არა, თხელი რკინისაგან არის გაკე-
თებული, შუას წინ მოხრილია, რომ მოთხრილ მიწას მოედოს და
გამოიტანოს გარეთ. კოვზს ნახევარ მეტრიანი ტარი აქვს გაკეთებუ-
ლი. შეჰყო ორმოში და გამოიხვეტო გარეთ. ორივენი ცალმხარეზე
ვმუშაობდით და კოვზი შუაში გვქონდა მიყუდებული და ვმუშაობ-
დით ჩვეულებრივ.

დავბურღე და კოვზი უნდა ავიღო და გამოვწმინდო ხვრელი. დავხე-


დე და კოვზი იქ აღარ არის. შემეჯავრა, მაგრამ კარგათ კი დამიჯდა
ეს ამბავი. თავის მარჯვენა მხარეს მიეყუდებინა კოვზი, როგორც კი
გადავდგი ნაბიჯი მარჯვნივ და სადაც მე ვიდექი, იმ ადგილზე ჩამო-
ვარდა დიდი ბელტო, ისე, რომ სამოცი კილოგრამი მაინც იქნებოდა.
მუხლებმა კანკალი დამიწყო. − მიშა, რაღაც ინსტიქტმა მიკარნახა,
რომ კოვზი მარჯვენა მხარეზე მიმეყუდებინაო. მე უთხარი ზულთან
(ყაზახი იყო ის ბიჭი), შენ გადამარჩინე მეთქი. ამოვყარეთ მონგრეუ-
ლი მიწა, მოვიდნენ დურგლები, ამოაშენეს, კედლები გაამაგრეს. გარ-
შემო ამოვავსეთ, გარშემო გავასწორეთ და წამოვედით შინ.

მეორე დღეს წავედით და გავაგრძელეთ ჩვეულებრივ მუშაობა,


რომ ჩავიდეთ დაბლა, ჩავჭრათ შახტი. 10 მეტრი უნდა ჩავიდეთ, რომ
ოქროს ზოლს დავადგეთ. ჩავედით 10 მეტრი. საკმარისია ერთი თვე
იმუშაო, რომ უკვე იცი, სად გადის ოქროს ზოლი (რუსულად სპაის
ეძახიან. ეხლა ისევ ძელ-ხეებით ამოაშენონ, რომ კედლები გამაგრ-
დეს კარგათ. ამოაშენეს კედლები და ჩვენ უნდა ჩავიდეთ და ჩავ-
ჭრათ სკიპის ე.ი. რკინის კარის ჩასადგმელი ორმო. აგვისტო უკვე
გასული იყო, მაგრამ ჯერ კიდევ თბილოდა. წყალი ჩადიოდა თხრი-
ლებში. დილით რომ მივედით, ჩავიხედეთ და დაბლა წყალი დგას
შიგ. ჯერ მე ჩავეშვი. რიგრიგობით ჩავდიოდით, რო დაგვებურღნა
და აგვეფეთქებინა. ვედრა ჩამოუშვით, რომ წყალი ამოვწურო მე-
თქი. წვრილი ბაგირს ბოლოში აქვს მობმული ჩანგალი, დავკიდებთ
ზედ ვედრას და ჩაუშვებთ დაბლა. ვედრა ვერ დაჰკიდეს ჩანგალზე
- 104 -

და წამოვიდა ბზიალბზიალით. ხან ერთ მხარეზე მოასკდება, ხან მე-


ორეზე, ისე მოდის დაბლა. საით გაიქცევი − 1მ და 30 სანტიმეტრი
აქვს სიგანე. მივიკუჭე კუთხეში და თავს მაღლა მივაბჯინე ხელი,
იქნებ ცოტა მაინც შეასუსტოს თავზედ დარტყმა მეთქი. იქით მხა-
რეს რო მოიხვდა, მერე გამოქანდა, ჩემს მაღლა მოხვდა და ჩავა-
რდა დაბლა. მაღლიდან მეძახის ერთი: ცოცხალი ხარ? მე უთხარი:
ჩამოუშვი ბაგირი, მაღლა უნდა ამოვიდე მეთქი. რო ავედი მაღლა,
ერთი მეკითხება: ღმერთი გწამსო? − ღმერთი გაგიწყრა, ძალათ რათა
მკლამთ მეთქი. სხვა ჩავიდა და იმან ამოქაჩა წყალი და დაბურღა
კიდეც. საერთოდ დაბლა რო ჩადის კაცი დასაბურღათ, თუ ქვიშის
მოსაწვდელათ, ჯერ კაცი უნდა ჩავიდეს, მერე ორ ლომს ჩააწყობს
ვედროში, მეორე მხარეს მიაბამ ბაგირზე პრეჟით ან რბილი მართუ-
ლით. მოხდა ერთი შემთხვევა ჩვენს საბადოში. ჩაუშვა კაცი დაბლა,
მერე მიაწოდა ლომები, მაგრამ კარგათ ვერ შეაბა, გამოიხსნა პრეჟი
თუ მართული და ჩავარდა ლომები, დაბლა ჩაესო ერთი ლომი უკან
ბეჭში და სავადმყოფოში მიყვანისთანავე დაიღუპა კაცი. მერე ჩავ-
ჭერით კასრის ჩასადგმელი, გააკეთეს მაღლა ასასვლელი კიბე, დაა-
მაგრეს კასრის ასაცურებელი რელსები და დავიწყეთ გვირაბის გა-
ყვანა. სამი მეტრაც არ ვიყავით შეჭრილი შიგნით, რომ წერაქვი რო
დავკარი და დიდი ბელტოები დავამტვრივე, გადმოვარდა ოქრო.
ავიღე, ჩავიდე ჯიბეში, თან უდებთ ხელის ურემზე, მაგორებს237 და
იქვე ახლოს ბიტონში. კიდევ გადმოვთხარე, კიდე გადმოცვივდა
ოქროები. ჩემს მეორე მხარეს, რომელიც უდებს, იძახის: რატო ჩემ-
სკენაც არ არისო. მაღლა გვირაბის თავზე გვიკიდია 200 ვოლტიანი
ნათურა და კარგათ ანათებს. გადმოვთხრი, გადმოცვივა ოქროს ნა-
ტეხები. ვკრეფამ და ვიყრი ჯიბეში. გათენდა დილა, წამოვედით შინ.
ოქტომბერია, გაყინულია ყველაფერი. ოქროს სარეცხი აგრეგატები
ვეღარ მუშაობს. მოვედით ბარაკში. დავიბანეთ, გამოვიცვალეთ და
წავიღე ოქრო სალაროში. მე უთხარი: ოქრო მოვიტანე. − რომელი
უბნიდან ხართო − მკითხა, − მეორე უბნიდან მეთქი. − ლატონშიკი238

237 მიაგორებს.
238 ლატოშნიკი − ადამიანი, რომელიც რეცხავს მიწის შემადგენლობას და
აცალკევებს ოქროს.
- 105 -

ხარ? − არა, ზაბოიჩიკი.239 − აბა რა გიყო, ზაბოიჩიკი რო გაგატარო,


გრამში მანეთის მეტს არ მოგცემენ და ცოდო ხარო, − მითხრა, −
მოიცადეო, − მითხრა; დაურეკა საგეგმო განყოფილებაში და უთხრა:
აქ ერთმა ზაბოიჩიკმა მეორე უბნიდან 175 გრამი ოქრო მოიტანა, რა
უყოთო? ცეხაპარტში რო გაუტარო, ხომ შეიძლებაო. უთხრეს: გაუ-
ტარე ცეხაპარატში, ეხლა ოქტომბერია, ოქრო აღარ მოდის, მაგ კა-
ცმა რო არ გადაყარა, კიდევ მადლობა არ უნდა უთხრათო. გაატარა
ცეხაპარატში და მითხრა: ეხლა პატარა ქაღალდს დაგიწერ და მიიტა-
ნე უფროსთან და ან პაპიროზს გამოგიწერს, ან სპირტსაო. გამოწერა
და მიუტანე უფროსს. − რაზედ მოხველიო? − მითხრა. მე უთხარი:
ოქრო ჩავაბარე 175 გრამი და გამომიწერე ან პაპიროსი ან სპირტი
მეთქი. − არაფერი არა მაქვს, წადი მომარაგების უფროსთან და ის
გამოგიწერამსო. მომარაგების უფროსი ბაქოელი სომეხი იყო, გვა-
რად მიროიანი, ის რას გამოსწერამდა. დავიბანე თავი და წამოველი.

შინ ჯერ წერილს არა ვწერდი, ვამბობდი: იქნებ დამეცეს რამე და


მოვკვდე, მაინც ჩემი ამბავი არ იციან და რაღა მეორედ ავაფორი-
აქო ხალხი მეთქი. 45 წლის ივლისის თვეში ავსტრიიდან გამოვა-
ტანე იტალიაში გადაღებული პატარა სურათი არბოშიველ კაცს,
სეხნიაშვილ გიგას. დავაწერე ზედ − სახსოვრად მშობლებს და ნათე-
სავებს. 46 წლის აგვისტოში მოსულიყო ის კაცი შინ. ისიც არ და-
ეჯერებინათ, ის უკვე ცოცხალი აღარ არის, სურათი ადრინდელი
მიცემული იქნებოდაო.

47 წლის ოქტომბრის ბოლოს გამოვგზავნე დეპეშა, რომ ცოცხალი


ვარ და ამა და ამ მისამართზე ვიმყოფები. შახტაში მუშაობას ვეღარ
ვიტანდი და ვთხოვე ბრიგადირს: მაღლა ავალ მეთქი, გული მიხდება
ცუდათ მეთქი. − მერე მაღლა რო უფრო სიცივე არისო? მე უთხარი:
თბილათ ჩავიცმევ და არ შემცივა მეთქი. ამოვედი მაღლა. ხელის
გასაგორებელი ვაგონი გვაქვს წვრილ რელსებზე დადგმული, რო
ამოვა შახტიდან, გადმოყირავდება, ჩაიყრება ვაგონში, გავაგორებთ
და დავცლით. უკვე დეკემბრის თვეა. ვმუშაობთ ჩვეულებრივ. ღა-
მის ცვლა ვიყავით. გათენდა დილა. მოვრჩით სამუშაოს და წამოვე-

239 ზაბოიჩიკი − ქვანახშირის, მადნის მჭრელი.


- 106 -

ლით შინ. მოვედი, დავიხადე ფეხთ და მარცხენა ფეხის დიდი თითი


გათეთრებული მაქვს. წავედი ექიმთან. გავიხადე ფეხთ. დამხედა
თუარა, მითხრა: მომძრალი240 გაქვსო. ფრჩხილი მაშინვე მომაძრო,
მაგრანცოვკის ვანა მიმაღებინა და მითხრა: ყოველდღე უნდა იარო.
დავდიოდი ყოველდღე, მივიღებდი მარგანცოვკის ვანას, წამისვამ-
დნენ თევზის ქონს და წამოვიდოდი.

უცბათ შეიქმნა მითქმა-მოთქმა და ფუსფუსი − ფული იცვლებაო.


შევხედე და გამოაცხადა რადიომ − ფულიც შეიცვალა, საბარათო
სისტემაც გაუქმდა და ყველა სახის საქონელს, სურსათს 10 პრო-
ცენტით ჩამოფასდაო. ჩამოფასდა, მაგრამ ხალხს რა ეშველა, პური
აღარ მოდის, სასადილოშიც არაფერი სურსათი არ არის, რომ კერ-
ძები გააკეთონ. 16 დეკემბერს შეიცვალა ფული, გაუქმდა საბარა-
თო სისტემა, მაგრამ გაუქმდა მომარაგებაც. დავრჩით მშივრები.

ორმოცდარვა წლის პირველ 2 იანვარს ორი გალეტით241 შევხვ-


დით. ის იყო ჩვენთვის საჭმელიც, სასმელიც. გავიდა ხანი და იანვ-
რის ნახევარში შეიცვალა მთავარი სამმართველოს უფროსი. ოთხი
სამმართველო იყო ტაიგაში, რომლებიც ძირითადად ოქროს ამზა-
დებდნენ და რა თქმა უნდა სხვა რომელიმე ლითონსაც არა სტო-
ვებდნენ დაბლა. რომელი გენერალიც გამოცვალეს, ის ძალიან
ნაკლებათა ზრუნავდა სურსათით მომარაგებაზედ. მოვიდა ახალი
ცენტრალური სამმართველოს უფროსი გენერალ-ლეიტენანტი
პეტრენკო და მაგადნის შესასვლელში დააწერა: ყველაფერი ტაი-
გაშიო. მოვიდა ყველაფერი: სურსათი, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი
− სამამულო და იმპორტული. ორი თვე ვიყავი ბიულეტენზე. გამი-
თავდა ბიულეტენი და გაველი სამუშაოდ. ვმუშაობთ ერთფეროვან
სამუშაოზე − მოთხარე ოქროს ქვიშა და ამოყარე მაღლა.

შევიტანე განცხადება, რომ შახტში მუშაობა ვერ ამიტანია და მაღ-


ლა სამუშაო მომეცით რამე მეთქი. ერთი შილდელი ბიჭი მუშაობ-
და დაზვერვის ბრიგადაში (გ.რ.ბ. − გეოლოგ რაზვედოჩნი ბიურო).
იმან მითხრა: ჩვენს ბრიგადაში უნდათ კაცი და გადმოდიო. შევი-

240 მომძრალი − გაყინული, მოყინული.


241 გალეტი − უფუარი, კარგად გამომშრალი ბრტყელი კვერი.
- 107 -

ტანე განცხადება მთავარ ინჟინერთან და დამიწერა: გადაყვანილი


იქნას ბრიგადა გ.რ.ბ.-შიო. გადაველი და დავიწყე მუშაობა. არ არის
გ.რ.ბ. ეს არის წინასწარი დაზვერვა და გაგება, ამა და ამ ხაზზე
რამდენი გრამი ოქრო არის ერთ კუბამეტრ ქვიშაში. სადაც ჩვენა
ვმუშაობდით, ჩაიურის დაბლობს ეძახოდნენ. იმ დაბლობში ერთ
ან ორ კილომეტრზე ყოველ 10 მეტრზე ჩაიჭრება ერთი შურფი ე.ი.
როგორც ჭა. ჩვეულებრივ როგორც ზემოთ ავწერეთ, ლომით და-
ბურღვა, აფეთქება და მერე მიწის მაღლა ამოყრა. მე და იმ შილდე-
ლმა სიხარულაშვილმა სტეფანემ ერთად დავიწყეთ მუშაობა. ერთ
შურფს რომ ავაფეთქებთ, წინასწარ აფეთქებული რომელიც არის,
იმ შურფს ამოვწმენდავთ, ისევ დავბურღამთ და ავაფეთქებთ. მერე
დაუბრუნდებით, ამოვწმენდამთ, დავბურღამთ და ავაფეთქებთ. ყო-
ველ შურფს ვბურღამთ და ვაფეთქებთ, სანამ ოქროს ზოლს დავა-
დგებით. ოთხ მეტრზე რო ჩავალთ, ოთხ მეტს ზევით რაც ამოყრილი
მიწაა, იმას გადავფანტავ და იმის შემდეგ რამდენსაც ავაფეთქებთ,
იმ მიწას ამოვიღებთ მაღლა და 2 მეტრის დაშორებით შურფიდან
სიგრძეზე დავყრით. როგორც ვაზს რო დავაწვენამთ ხოლმე, ისე
უნდა გააგძელო და უნდა ამაღლო. ზედ უნდა დაურჭვან პატარა
პრტყელი ფიცრის პალო, რომელსაც აწერია: პირველი აფეთქება.
პირველი აფეთქება იმიტომ ეწოდება, რომ იქიდან იწყება შინჯის
აღება და ასე მომდევნო აფეთქებას აწერენ − 2 აფეთქებას და ასე
შემდეგ. რო ჩავალთ დაბლა და დავადგებით ოქროს ზოლს, იმის
ქვემოთ ჩვენ აღარ წავალთ. როგორც ჩვენ ორი კაცი ორ შურფს
ვთხრით და მივდივართ დაბლა, ისე მთელ ხაზზე 2 კაცი 2 შურფს.
ისინიც ჩვენსავით ამოღებულ ქვიშაზე აგროვებენ ფიცრის პატარა
პალოს. აი, იმ პირველი აფეთქების შემდეგ შეიძლება მეათეთაც
ავაფეთქოთ, სანამ ოქროს დავადგებით. ის ყველა ცალცალკე აფე-
თქებული და მაღლა მოყრილ ქვიშას გარეცხავენ. თუ ერთ კუბო-
მეტ ქვიშაში 4 გრამი ოქრო აღმოჩნდება, ჩაიჭრება შახტი და დაა-
მუშავებენ. როგორ იგებენ ერთ კუბომეტრს. ჩვენ რომ შურფსა
ვჭრით, ვაფეთქებთ და მივდივართ დაბლა, სიგანე უნდა ჰქონდეს
ერთი კვადრატული მეტრი. სიგანეც ერთი მეტრა უნდა ჰქონდეს და
სიმაღლეც. მე და სიხარულაშვილი რომ ვმუშაობდით ერთად, 8 მე-
- 108 -

ტრზე მეტი ვიყავი ჩასული დაბლა, ზაფხულია. ავაფეთქე შურფი და


ამოვედი მაღლა და გადავედით სტეფანეს შურფის ამოსაწმენდათ.
ამოვიღეთ ქვიშა, დაბურღა, ააფეთქა, ამოვიყვანე მაღლა და ახლა
ჩემს შურფზე გადაველით, რომ ამოვწმინდო, დავბურღო და ისევ
ავაფეთქო. აგვისტოა, 25 გრადუსი სითბო მაინც არის. აი, ის სით-
ბო ალხობს შურფის ზედაპირს და აგანივრებს და ვარატოკს ვეღარ
ვდგამთ. ამოუდეთ ერთი პრტყელი ქვა, მაინც დაბალი იყო. კიდევ
ამოუდეთ პრტყელი ქვა და გასწორდა ვარატოკი. დევეკიდე ბაგირ-
ზე და ჩავედი. ამოსწია ცარიელი ბაგირი, დაჰკიდა ცარიელი ვედრო,
ჩადო შიგ მოკლე ტარიანი ნიჩაფი და ჩამოუშვა. გავავსე ვედრა და
უთხარი: ასწიე მეთქი. აიტანა მესამე ვედრა, რო მივაწოდე და აიშა-
ლა გაზი და დამეწვა თვალები. მე უთხარი: ჩამოუშვი ბაგირი, ვეღარ
ვიმუშავებ, თვალები მეწვებამეთქი. გავყავი ფეხი, ცოტა როგორც
ამწია, დაცურდა ქვა და წამოვიდა დაბლა, დემეცა თავში და გამი-
ტყდა. ვარატოკს ვეღარ აბრუნებს, რო ამწიოს მაღლა, რა ქნას მა-
რტოკა. მე დაკიდებული ვარ ბაგირზე და ჩამომდის კისერში სისხლი.
ჩვენს ცოტა მოშორებით ბიჭები მუშაობდნენ. ბრიგადირი იყო იქ.
დაუძახათ: პეტრო, ჩქარა მომეშველეო. მოირბინა ბრიგადირმა, და-
იჭირეს ვარატოკი და ამიყვანეს. მითხრა: წადი საავადმყოფოში, შეა-
ხვევინე და დარჩი შინაო. წამოველი საავადმყოფოში, გამსინჯეს და
მითხრეს: სამ მილიმეტრზე გაქ242 გატეხილიო. შემიხვიეს და წაველი
ბარაკში. მეორე დღეს წავედი სამუშაოდ. კიდევ კარგი, რომ ზამთ-
რის ქუდი მეხურა, თორემ ძალიან გამიტყდებოდა, ოთხ კილოიანი
ქვა 7 მეტრის სიმაღლიდან უფრო ძალიან გამიტეხამდა თავს.

დავიწყეთ ჩვეულებრივ მუშაობა და ვმუშაობთ ყოველდღიურად.


მივიღე ოჯახიდან წერილი, ჩემი და მწერს: ფულს და ტანისამო-
ს[ს] გამოგიგზავნიო. მე მივწერე: არც ფული მინდა და არც ტანისა-
მოსი მეთქი. თუ შეგიძლიათ, ამანათი გამოგზავნეთ მეთქი. 48 წლის
ოქტომბერში მივიღე ამანათი. შიგ იყო სალა, თაფლი, არაყი, ჩაი და
თამბაქო. მე პაპიროსს არ ვეწეოდი და ჩიფირს არა ვსვამდი. ჩაი და
თამბაქო გავყიდე და ფული გამოვგზავნე სახლში.

242 გაქვს.
- 109 -

გავიდა რამოდენიმე ხანი, ყველაფერი თავისი გზით მიდიოდა. მა-


ღაზიაში შევედი, კარაქი ვიყიდე, ფული გადაუხადე და წამოველი
ბარაკში. ჩავიყავი ჯიბეში ხელი, საფულე აღარა მაქვს. იქით ვეძებე,
აქეთ ვეძებე − არ არის. სამასი მანეთი ავანსი ავიღე, რაც დავხარჯე,
იმის გარდა სულ დავკარგე. არცერთი კაპიკი აღარა მაქვს. ხელფა-
სამდე 2 კვირა კიდევ არის. ჩვენს საბადოში მუშაობდა ავჭალელი
გიორგი ჭოხონელიძე. ჩავედი იმასთან და უთხარი ჩემი მდგომარე-
ობა. მომცა ასი ცალი შინ გახვეული პაპიროსი და მითხრა 30 ცალი
შენთვის გაყიდე და 70 ჩემთვისო. ცალი პაპიროსი მანეთი ღირდა.
წამოვიღე, გავყიდე ის პაპიროსი და წაუღე ფული. კიდევ წამოვიღე
ასი ცალი და გავყიდე. სანამ მე ჭოხონელიძესთან წავიდოდი, ხო
გავიდა ერთი ორი დღე. ბარაკში ბიჭები შემოვიდნენ და მითხრეს:
გარეთ გეძახიანო. გამოველი გარეთ და გერმანიაში რო წნორელი
ოზბეთელაშვილი ალექსი გავიცანი, ის დამხვდა. − როგორა ხარ? −
შენ როგორა ხარ? − მოვიკითხეთ ერთიმეორე და შევედით ბარაკში.
მითხრა: პაპიროსი თუ გაქვსო და მარილიო, მე უთხარი: ალექს, ქა-
რთველ კაცს რო სტუმარი მოუვა, ჩიტის ხსენსაც კი გააჩენს მეთქი,
მაგრამ არც პაპიროსი მაქვს და არც პური, რო შეგვეჭამნა და ერთი
ორი სიტყვა გვეთქვა მეთქი. მარილი კი მაქვს. აი, როგორ მქონდა
მარილი − მაღაზიაში მოდიოდა 4-5 კილოგრამიანი თევზი და შიგ-
ნით ხვრიში მარილი ეყარა ხოლმე. გავრეცხამდი, ჩავყრიდი პატარა
ქვაბში, ვადუღებდი, სანამ წყალი სულ არ აორთქლდებოდა, გავაშ-
რობდი და გამოვიდოდა ექსტრა მარილი. − რათ გინდა მარილი მე-
თქი? − უთხარი, − მარილს ხომ არა ჭამ. − არა, შტრაფნოი ლაგირში
ვარ და უმარილო საჭმელს აკეთებენო. მივეცი მარილი და უთხარი:
ალექს, მარილი არა შჭამო მეთქი. რუსი ბიჭები ადუღებულ წყალში
მარილს იყრიდნენ და ლევდნენ, ამით ვითომ შიმშილს იკლავდნენ.
ჭოხონელიძისგან პაპიროსი რო ამოვიტანე და გავყიდე, ამით ფული
დამრჩა, მერე ხელფასიც მივიღე და უკვე გაიმართა ჩემი საქმე. მო-
მივიდა სახლიდან ამანათი. თამბაქოს და ჩაის ვყიდიდი, ამით ფულს
ვაკეთებდი. ვმუშაობდით მე და სიხარულაშვილი ერთად. გავიდა 48
წელი. წელიწადები, რო იტყვიან, ზლაზვნით მიდიოდნენ.

დადგა 49 წელი. ეხლა აღარ იყო შიმშილი, მაღაზიები სავსე იყო ყვე-
- 110 -

ლანაირი სურსათით. დამიწყო გულმა ტკივილი, მიველი ექიმთან


და უთხარი: გული მტკივა მეთქი. გამგზავნეს რენდგენზე, გამაშუქეს
და მითხრეს: უცხო სხეულები გაქვს ერთი ფილტვში, სანტიმეტრნა-
ხევარი შარიკი აპკშია შეხვეულიო. მეორე მეხუთე პატარა ნეკნშიო.
როგორ არ ამტკიოდა გული, მთელი დღე ოთხ ორი ლომის წვერს
ვამტვრევდით. ხელითა ვბურღამდით, ჩვენ ტეხნიკა არა გვქონია.
50 სანტიმეტრი სიღრმე უნდა დაგვებურღნა. თუ დაგვხვდებოდა,
დიდი ქვა ურტყი, რამდენიც გინდა. რას დაავალებ, განა ჩვენებური
მიწაა, რო გვერდ აუარო და გააგანივრო. ყველგან ქვა და ყინულია.
რო ჩავხედამდით, დაბლა კაცი არა ჩანდა, ისეთი მტვერი იდგა შიგ.
ჯერ ჯანმრთელ ადამიანს რა მოუა და დაჭრილი მარცხენა მხარში
მთელი დღე სცემე ლომი და ოთხი წვერი დაამტვრივე. მომცა რე-
ნდგენის დასკვნა და მოუტანე ჩვენს ექიმს და უთხარი: მომეცით
ცნობა, რომ მსუბუქ სამუშაოზე გადამიყვანონ. ექიმმა მომცა ცნო-
ბა, რომ ნატროშვილი მიხეილი ზაქარიას ძე გადაიყვანეთ მსუბუქ
სამუშაოზეო. ბრიგადირმა მითხრა: ჩვენს ბარაკში გვინდა დნივალნი
ე.ი. დღიური. ბარაკს დაასუფთავებ, წყალს მოიტან, ჩვენ რო სამუ-
შაოთ წავალთ, აქ იქნები და თვალს დაიჭერამ აქაურობაზეო.

ჩავიბარე ორი ხის კასრი თავის სახურავებით, ერთი − ცივი წყლის­


თვის, მეორე − ცხელი წყლისთვის, ორი ვედრო, პოლის ჯოხი, შვა-
ბრი და მთლიანად ბარაკი. მე უკვე იმათ აღარ ვეკუთვნოდი, ვირი-
ცხებოდი კომუნალურ განყოფილებაში. ხელფასი მქონდა თვეში
525 მანეთი. ნახშირი თვითონ კომუნალურ განყოფილებას მოჰქო-
ნდა. ჩემი მოვალეობა იყო ღუმელის ანთება. დანარჩენი, ვისაც რა
ჰქონდა, იმას მოხარშავდა და გააცხელებდა. მოვიდა შუა ზაფხული
და დამწიფდა იქაური ხილის პირველი მახარობელი. გლუბიცა243 პა-
ტარა ბუჩქებია, რომ ვთქვათ, არ არის ბუჩქი, ცალ-ცალკე ამოდის,
ერთიმეორის 7-8 სანტიმეტრის დაშორებით. ნახევარ მეტრზე მაღა-
ლი არ იზრდება, მწიფდება შავად. თუ ისეთ, სადმე მიუალ ადგილზე
არის და ვერავინ ვერ მოკრიფა ადრე და მიადექი აგვისტოს ბოლოს
და სექტემბრის პირველ დეკადაში, ისეთი ტკბილია, როგორიც თა-

243 გლუბიცა (შეცდ.) (რუს. голубика) − ლურჯი მოცვი.


- 111 -

ვკვერი ყურძენი. მერე აგვისტოს 25-დან შემოდის ბრუსტნიკა244 და


სმაროდინი.245 ბრუსტნიკა მწიფდება წითლად და გართხმულია მი-
წაზედ, წვრილი მარცვლები აქვს. სმაროდინი ჩვეულებრივი, რო-
გორც საქართველოში. ჰოდა აი, ეს ხილი რომ შემოვიდა, ვკრეფა-
მდით, ზოგს ვყიდიდით, ზოგს ვხარშამდით მურაბას, შაქარი ბევრი
იყო. მეტ წილს ვყიდიდით და მაღაზიას ვაბარებდით. მაღაზია, რაც
ფული გვერგებოდა, გვაძლევდნენ სპირტს და ჩაის. ჩაის და სპირტს
ვყიდიდით და ფულს ვაკეთებდით.

ეხლა იტყვით, ამდენი დრო სად გქონდათ, რომ ხილსა კრეფამდი-


თო და ან თქვენ არა ლევდით სპირტსაო. ჯერ ერთი, რომ მე გული
მტკიოდა და ჩემთვის ბევრი სპირტის დალევა არ შეიძლებოდა. მე
დღეში 100 გრამი სპირტი მყოფნიდა. 100 გრამ სპირტს დავასხამდი
100 გრამ დამტკბარ ჩაის და გახდებოდა 200 გრამი 45 გრადუსიანი
არაყი და მყოფნიდა მე და ან იმდენი რათ მინდოდა, თუ სტუმარი არ
მეყოლებოდა, ანდა ჩემი ამხანაგი სიხარულაშვილი სტეფანე, ჩვენ
ერთად ვცხოვრობდით. გვერდიგვერდ გვედგა საწოლები, ერთად
ვჭამდით და ერთად ვლევდით. ის რომ სამუშაოზე წავიდოდა, მე
საჭმელს გავამზადებდი, რო მოვიდოდა ერთად ვჭამდით. ხილის სა-
კრებათ246 რომ მივდიოდი, ბიჭები რჩებოდნენ შინ. ზოგი ამფეთქე-
ბელი იყო. დილა-საღამოს მიდოდნენ სამუშაოდ. დანარჩენ დროს
შინ იყვნენ. დილით მოუვლიდი, წყალს ჩავასხამდი კასრებში და
წავიდოდი. ვისაც საჭმლის გაკეთება უნდოდა, ზაფხულში ღუმელი
გარეთ გვედგა, დაანთებდა ცეცხლს და გაიკეთებდა. აი ასე ვაგრო-
ვებდი ფულს, ზოგს სალაროში ვინახამდი, ზოგს შინა ვგზავნიდი.
ერთხელ გამოვგზავნე 1000 მანეთი ფული. მე სულ პასუხიანს ვგზავ-
ნიდი, ესე იგი უკანასკნელი ფოსტა, სადაც ჩვენები იღებდნენ ფულს,
დაიგვიანა პასუხმა და მივაკითხე ფოსტაში − რატომ პასუხი არ მო-
მივიდა მეთქი. შევხედე და მესამე დღეს მომივიდა ფული უკან და
აწერია, რომ მისამართის პატრონი ადგილზე არ ცხოვრობსო. შემო-
მეყარა გულზე. ვამბობ: გადაასახლეს, თუ რა იქნა ის ხალხი, სად წა-

244 ბრუსტნიკა (რუს. Брусника) − წითელი მოცვი.


245 სმაროდინა (რუს. Смородина) − მოცხარი.
246 საკრეფად.
- 112 -

ვიდა მეთქი. ჩემი დის სკოლაში გავგზავნე წერილი, სადაც მუშაობდა


მასწავლებლად. წერილი გავგზავნე სკოლის სახელზე და დაუწერე:
ვინც ეს წერილი მიიღოთ, მაცნობეთ ჩემი ოჯახის ამბავი. ასევე გა-
ვგზავნე წერილი მაღაროში, ჩემს ძიასთან, დედიჩემის ძმასთან, რომ
შემატყობინეთ ჩემი ოჯახის ამბავი. გავიდა ორი თვე და მომივიდა
ჩემი დის წერილი, რომ ყველანი აქა ვართ და კარგათ ვართო.

ამას იმიტომ ვწერ, იაგოდის247 დაკრეფის და გაყიდვის, რომ შურფე-


ბის გათხრაზე რო ვმუშაობდი, იქ ბევრი გამომუშავება იყო, მაგრამ
მე გამოვნახე იმის საშუალება, რომ აქაც გამეკეთებინა ფული. ისევ
იაგადების შესახებ უნდა დავწერო ცოტაოდენი. იქ ასკილის ბუჩ-
ქებიც იყო. არ ვიცი, იმ მაღალ მთაზე რამ მოიყვანა და ან სიცივეს
როგორ უძლებდა. ასკილის დამზადება იწყებოდა აგვისტოს ბოლო
რიცხვებში, ვიდრე თოვლი მოვიდოდა და გაჰყინავდა. ასკილზეც
სპირტს და ჩაის გვაძლევდნენ და ჩვენთვის უფრო ხელსაყრელი
იყო. ლიტრა სპირტი მაღაზიის ფასით ღირდა 25 მანეთი, ჩვენ კი
ვყიდიდით 50 მანეთად. ასევე ჩაი ღირდა სამი [მანეთი და] 25 კა-
პიკი, ჩვენ ვყიდიდით 30 მანეთად. წითელი იაგადი, რომელიც მარ-
წყვივით მიწაზე გართხმული დიდხანს სძლებს მინდორში, ჩვენ ვერ
ვასწრებდით იმის დაკრეფას და ძალიან ბევრი რჩებოდა თოვლის
ქვეშ. 15 სექტემბრიდან დაიდებდა თოვლს და აპრილის ნახევრამდე
არ აიღებდა. თოვლი რო გადნებოდა, ვკრეფამდით და ჩვენ თვითონ
მოვიხმარებდით.

შახტებში რო ვმუშაობდი, იმის ამბავს მოგითხრობთ, თუ როგორ


ეპყრობოდნენ ადამიანს ის მართლაც ხალხის მტრები და მავნებ-
ლები, როგორც მათ უწოდებდნენ. 47 წელი იყო, ოქტომბერ-ნოე-
მბერი. ჩვენი სამუშაოდან კარგათ მოჩანდა ჩვენი საცხოვრებელი
ბარაკი და მაღაზიაც. ცხენის საზიდრით მოჰქონდათ პური. თუ
პური მოდიოდა, სადილზე წამოვიდოდით, თუ არა და არ წამოვი-
დოდით. მე მაღლა ვმუშაობდი და აქ უფრო მალე მშოდა პური, ვი-
დრე შახტაში, იმიტომ რო დაბლა დახშული ჰაერი იყო და ადამიანი
ვერა გრძნობდა შიმშილს. მერე გადავედით ღამის ცვლაში. საღამოა

247 იაგოდა (რუს. Ягода) − კენკრა.


- 113 -

და წავედით სამუშაოთ, მივედით შახტთან და ჩადის ხალხი დაბლა,


იქიდან ამოდის დღის ცვლა. არ ვიცი, როგორ მოუხდათ, სულ მა-
ღლა ამოსული კაცი ჩააგდეს დაბლა 10 მეტრის სიღრმეში. იქ კი-
დევ ცარიელი დიდი რკინის კასრი დგას, რომლითაც ოქროს ქვიშა
ამოგვაქვს მაღლა. დაეცა კაცი იმ რკინის ნაპირებზე და დაიმტვრა.
ამოჰყავთ ბიჭებს მაღლა და ქვევიდან ცვლის უფროსი ეძახის:
წადი, წადი, საავადმყოფოში რძეს დაგალევინებენო. ჰქონდა იმას
რძის დალევის თავი? ან იმას თავი მხრებზე ება, ამას რომ ეუბნე-
ბოდა? მაგრამ მომდევნო წლებში უკვე ისე აღარ იყო საქმე, ჩვენ
უკვე ამოვიდგით ენა და ჩვენი ხალხი შახტის უფროსებათ, ცვლის
უფროსებათ, კანტორაში ბუხალტრებათ, მომმარაგებლათ და ა.შ.
[...]. ჩვენ ისინი გვეძახდნენ სპეც კატილოკებს. ჩვენ ვიყავით სპეც
პერესელენცი, სპეციალური გადასახლებული კონტიგენტი.

ჩემთან ბარაკში მოდიოდა ხოლმე გიორგეთელი მაისურაძე ჟორა,


რომელიც, როგორც მე და სხვა ბევრი ხალხი, ექვსი წლით [იყო]
გადასახლებული შორეულ აღმოსავლეთში. გამოპარულიყო იქი-
დან და მოსკოვში თავისი ბიძასთან ე.ი. მამის ძმასთან მისულიყო.
ბიძას ემუშავნა პივის ქარხნის დირექტორად და ეთქვა: აქ იმუშა-
ვე, მხოლოდ იცოდე, სახლში წერილი არ გააგზავნოო. ვმუშაობდი
ერთი წელიწადი და მერე სულმა წამძლია და გავაგზავნე წერილი
სახლშიო. წერილი რო მიეღოთ, ძალიან გახარებოდათ. გავიდა ხანი
და დეპეშა მომივიდა: მამა გარდაიცვალა და საჩქაროთ ჩამოდიო.
ბიძამ მითხრა: ხო გითხარი, სახლში წერილი არ გაგზავნოო. წადი
ეხლა ჩქარაო. ჩამოვედი თუ არა სოფელში, ხალხი შემომეხვივა გა-
რშემო, არც სამძიმარს მეუბნებიან და არც არაფერსო. მოვედი სა-
ხლში, მამაჩემი პირველი მომეგება კარებში. − კაცო, რატომ დამი-
ბარეთ, აკი მოკვდი. − იმიტომ დაგიბარე, რომ ღვინო დაგველივნაო.
მაშინვე მტაცეს ხელი და წამიყვანეს, გამასამართლეს და ისევ ექვ-
სი წელი მომცეს, ოღონდ არა თავისუფალი, არამედ პატიმრობაში
უნდა გაატაროო. ჩვენს საბადოში მოეყვანათ, ლაგირში მუშაობდა
მზარეულად. ჩვენთან ახლოს აბანო იყო და პატიმრებსაც იქ აბა-
ნავებდნენ ხოლმე, აქედან გავიცანი და ხშირათ მოდიოდა ჩემთან,
თუ სპირტი ჰქონდა, დავლევდით და ვლაპარაკობდით. ერთხელაც
- 114 -

მოვიდა, სპირტი მქონდა, ცოტცოტას ვლევდით, პური ვჭამეთ. მი-


თხრა: ეხლა მე წავალ, ვიბანავებ და ვახშამს გავცემო. ჩვენს ზემო-
დან აბანოსთან ახლოს იყო სხვა ბარაკი. იმ ბარაკში უზბეკებიც
ცხოვრობდნენ. ერთი უზბეკი პატიმარი მისულა იმათთან და დაუ-
ლევნია იმასაც სპირტი. წასულა აბანოში. მთელი ბრიგადა ბანაობს.
იძრო ფინური დანა და დაერია იმ ტიტველა ხალხს, ზოგი მძიმედ
დაიჭრა, სამი კაცი დაიღუპა. მათ შორის მაისურაძეც მოჰყვა.

ჩემთან ბევრი ქართველი პატიმარი ბიჭები მოდიოდნენ. რაც მეშო-


ვებოდა, პატივსა ვცემდი. ერთი, ხაშურის რაიონიდან ღამბაშიძე
შოთა მოდიოდა, ისიც ჩვენსავით ექვს წლიანი ყოფილიყო ურა-
ლში. მითხრა: მოლარე მოინგარიშედ ვმუშაობდიო, ცოტაოდენი
ფული მოვაგროვე და სპეცკამენდანტთან248 გავაკეთე საქმე, რო-
გორც დემობილიზირებული სამხედრო ნაწილიდან. ერთიც ქუთა-
ისელი იყოო. 47 წლის ნოემბერში წამოველით სახლში. ქუთაისში
რო მოველით, დაგვიჭირეს და გაგვასამართლეს და 25 წელი მოგვი-
საჯესო. 49 წელს ჩვენს საბადოში მოიყვანეს ლაგირში, როგორც
ზემოთ აღვწერე, ჩვენთან ახლოს იყო აბანო და პატიმრებიც იქა
ბანაობდნენ. ეკითხნა: აქ ქართველები თუ არიანო და მოესწავლე-
ბინათ. მოვიდა, გავიცანით ერთმეორე, ბერგმანის ბატალიონში ყო-
ფილიყო ნამსახური. პური ვჭამეთ, სპირტი მქონდა, დავლიეთ და
წავიდა. იმის მერე მოდიოდა ხოლმე, როცა კი დროს იპოვიდა ხოლ-
მე. 50 წლის აგვისტო იყო. გამოიტანეს ამბავი, შოთა ღამბაშიძე მო-
უკლამთო. ღამის ცვლაში ემუშავნათ. პალეგონს ეძახიან, 5 მეტრი-
ან ორმოებს თხრიან და მერე მასიურად აფეთქებენ. ზაფხულში იქ
ღამე არ არის. ას მეტრზე თავისუფალია და გაარჩევ ადამიანს. ღამე
მოეკლა კანვოირს, ეთქვა: გაქცევას აპირობდა და ვესროლეო. შეი-
ძლება დავალებული ჰქონდა და იმანაც მოკლა.

ჩკალოვის სახელობის საბადოში მუშაობდა მოლარეთ ანდღულა-


ძე გაიოზი, თირკმელების ავადმყოფობით იყო ავად. ჩვენს სავად-
მყოფოში იწვა. 50 წლის ზაფხულში ჩვენი საცხოვრებელი ბარაკი

248 სპეცკამენდანტი − კომენდანტი, რომლის უფლებამოსილებაც სპეცი­ა­ლუ­


რად შემოსაზღცრულ საზღვრებს არ სცილდება.
- 115 -

ახლოს იყო საავადმყოფოსთან. მივდიოდი ხოლმე, ვლაპარაკობ-


დით. მეც მტკიოდა თირკმლები და ერთმეორეს უზიარებდით ჩვენს
უბედურებას. გაეწერნათ საავადმყოფოდან და ისევ დაწოლილიყო
სხვა საავადმყოფოში. იმ საავადმყოფოსთან ცხოვრობდა ხონის რა-
იონიდან სანაძე ჟორა. დაებარებინა და ეთქვა: ჟორა, ერთი ანდერძი
უნდა გითხრა და ამისრულეო. − რას ამბობ, კაცო, ხომ არ გადი-
რიეო. − ქართველ კაცს უთქვამს, ანდერძს კაცი არ მოუკლამსო.
მე ხომ მოლარეთ ვმუშაობ, ბევრი ფული არა მაქვს, 6000 მანეთი
მაქვს სალაროში და გიწერამ მინდობილობას, რომ ჩემი ფული შენ
გამოიტანო. (უცოლშვილო იყო 45 წლის კაცი და დებიც ორივე
გასათხოვრები ჰყავდა). ჩემი ორივე დები თბილისში მუშაობდენ
სამინისტროში. 2000 მანეთი ერთს გაუგზავნე 2000 მეორეს, 2000
კი მე მომახმარეო, ჩემი კუბო ურჯულოებს არ ააწევინოთო. სა-
საფლაოზე რო დამასვენებთ, სურათი გადამიღეთ, ჩემს დებს გაუგ-
ზავნეთ, რომ დარწმუნდნენ, რომ ცოცხალი აღარ ვარო. დაწერა
მინდობილობა, საავადმყოფოს დირექტორმა მოუწერა ხელი და
მეორე დღეს კაცი გარდაიცვალა. მოვიდა კაცი, რომ ანდღულაძე
გაიოზა გარდაიცვალა და ხვალზევით ვასაფლავებთო. შევქუჩდით
ბიჭები და თვითეულმა ნახევარი ლიტრა სპირტი წავიღეთ და წა-
ვედით. კლუბში დაესვენებინათ. ჭირისუფლები ვინ იყვნენ? ახლო
ამხანაგები. იქ ერთი კაჭრეთელი ყოფილი პატიმარი გიგა იაღანაშვი-
ლი ცხოვრობდა და ძალიან ყურადღებას აქცევდა. დადგა გასვენე-
ბის დრო. მოვიდა სასულე ორკესტრი. გამოვასვენეთ კლუბიდან და
იმ ანდერძის მიხედვით, 30 ქართველი მოვქუჩდით იმ ახლო მახლო
დასახლებებიდან. არავის ახლოს არ უშვებდით ჩვენ და რუსების
გარდა. მივასვენეთ სასაფლაოზე, გადაუღეს სურათი, როგორც
ანდერძში ჰქონდა დაბარებული. მივაყარეთ მიწა, შესანდობარი
დავლიეთ, რა თქმა უნდა, კახური ღვინო იქ არა გვქონდა, მაგრამ
ჩვენი წესი მაინც აუგეთ. მოველით შინ, იმას თუ შინა იყო, მაგრამ
ჩვენი შინა მაშინ ის იყო. დაგვხვდა კარგათ მოზრდილი სუფრა. მომ-
ზადება ძალიან კარგი იყო, საბადოს უფროსს გამოეყო თანხა და
რაც ჭირის სუფრას ესაჭიროებოდა, ყველაფერი იყო. ამოვირჩიეთ
თამადა, რა თქმა უნდა, ქართველი. საბადოს უფროსიც ესწრებო-
- 116 -

და. დამთავრდა ჩვენთვის სამწუხარო სუფრა და წაველით ყველა


თავის დასახლებაში. სამწუხაროს იმიტომ ვამბოფ, რომ არავინ არა
ჰყავდა, არც ცოლი, არც შვილი, არც და, არც დედა, არც მეზობე-
ლი. საქართველომ ბევრი დაუტირებელი შვილი დაკარგა მეორე
მსოფლიო ომში, მაგრამ ის გეგონებოდა, თითქოს სავალდებულო
იყო. მაგრამ დამთავრდა ომი და მსოფლიო ხალხებმა იზეიმეს ომის
დამთავრება და ყველა ცოცხლად გადარჩენილი, ჩვენს გარდა, და-
უბრუნდა თავის ოჯახს.

44 წლის აგვისტოა, სექტემბერში, ქალაქ ფაიბურგში საავადმყო-


ფოში ჩვენთან ერთად იწვნენ ინდოელები. ისინი ინგლისის ჯარში
იყვნენ და გერმანიას ჩაუვარდნენ ტყვედ. ჰოდა მე შევეკითხე იმათ:
ეხლა ომი რომ დამთავრდება, თქვენ დაგაპატიმრებენ, თუ არა მე-
თქი. − არაო − მიპასუხეს. სხვათაშორის, ისინი იბრძოდნენ ინგლის
ამერიკის წინააღმდეგ. აი იმ პატარა მონაკვეთში სულ 10 კილომეტ-
რის გაგრძელებაზე 12 ქართველი დაიღუპა.

სიხარულაშვილი სტეფანე, რომელიც ჩემთან მუშაობდა და ერთად


ვცხოვრობდით, 50 წლის ბოლოს სხვა სამმართველოში გადაიყვა-
ნეს. წერაკითხვა არ იცოდა და წერილებს მე უწერდი და სახლიდან
მოსულ წერილებსაც მე უკითხამდი. ფულის გამოგზავნის ქვითრებ-
საც მე უწერდი. იმასთან ერთად სხვა ბიჭებიც წავიდნენ, ქართველი
არავინ არ იყო. მათ შორის ერთი ბელორუსი იყო, ძალიან კარგი
კაციც იყო და შეგნებულიც. მე უთხარი სტეფანეს: წერილი და
თქვენი მისამართი დააწერინე, გამოგზავნე, რო მე კიდევ შინ, თქვე-
ნსა გავაგზავნო და ისინი ახალ მისამართზე წერილს მოგწერავენ მე-
თქი. გავიდა ერთი კვირა, მეორე კვირაც მოდის, წერილი არ არის.
ავდექი და სადაც წავიდნენ, იმ დასახლების კადრების უფროსს
გაუგზავნე წერილი, რომ ამა და ამ რიცხვში თქვენს დასახლებაში
გამოგზავნეს 12 კაცი, მათ რიცხვში იყო სიხარულაშვილი სტეფანე
ივანეს ძე და გთხოვთ, მაცნობოთ იმისი ჯანმრთელობა და მისამა-
რთი. მომივიდა წერილი და, რა თქმა უნდა, მისამართიც და მწერს,
რომ სიხარულაშვილი სტეფანე ივანეს ძე აქ არის და მუშაობს ნო-
მერ მეორე ბრიგადაში, მითვლის მადლობას, რომ კარგია ამხანაგის
მიხეილ ნატროშვილი
1951 წელი, კოლიმა.
მიხეილ ნატროშვილი და
სტეფანე სიხარულაშვილი
- 119 -

არ დავიწყება. დავწერე წერილი, მისამართიც და კადრების უფრო-


სის წერილიც ჩავდე კონვერტში და გამოვგზავნე შილდაში.

ჩემთან მოდიოდა ბებურიძე იოსები გაბროს ძე, სადგურ ქსანიდან


იყო. ათი წელი ჰქონდა მისჯილი, შახტაში მბურღავად მუშაობდა კა-
ნვოირი არა ჰყვანდა, თავისუფლად დადიოდა და ხშირად მოდიოდა
ჩემთან. ერთი საფულე მაჩუქა, რომელიც ეხლაც აქა მაქვს სახსო-
ვრად შენახული. 10 წელი სამ წელიწადში გაათავა და წამოვიდა შინ.

52 წლის 16 მაისს ჩვენც ე.ი. 6 წლიანებმა შევასრულეთ ჩვენი ხე-


ლმოწერა, ექვსის მაგივრად შეგვისრულდა 7 წელი. მაგრამ ახლა
სხვა ხრიკი გამოვარდა: ორი წელი იაკუდსტროიში249 უნდა იმუშა-
ოთო. ჯერ დალსტროის250 მშენებლობაზე მოგვაწერინეს ხელი,
რომელიც შვიდი წლით დავამთავრეთ. ახლა იაკუტსტროის ორ
წლიანის მშენებლობაზე უნდა მოაწერო ხელი. მაგრამ გამოჩნდა
ხსნა. ავადმყოფობის მოწმობა უნდა გქონდეს, რომ შენი შორეულ
ჩრდილოეთში ყოფნა არ შეიძლება. იყვნენ ინვალიდები, ზოგს ხელი
მოიტყდა, ზოგს ფეხი. შინაგანი ავადმყოფებიც იყვნენ, მათ შორის
მეც ვიყავი, მაგრამ ეგრე ადვილი არ იყო წამოსვლა, საექიმო კომი-
სიას უნდა შეემოწმებინა შენი ჯანმრთელობა და თუ სინამდვილეში
იყავი ავადმყოფი, მოგცემდნენ ცნობას, რომ შენი შორეულ ჩრდი-
ლოეთში ყოფნა არ შეიძლება.

გამატარეს კომისაზე, რომელსაც ეწოდებოდა რ.კ.კ. − მუშათა სა-


კონტროლო კომისია. მომცეს ცნობა − ჩემი შორეულ ჩრდილო-
ეთში ყოფნა არ შეიძლებოდა. არც ამ კომისიამ გასჭრა. დაადგინეს,
რომ უნდა გაიაროს ვ.კ.კ. ვიეზდნი კონტროლნი კომისია. ეს კომისია
უნდა შემდგარიყო სამმართველოში, რომელიც 50 კილომეტრზე
იყო დაშორებული ჩვენი დასახლებიდან. ადგილობრივ საავადმყო-
ფოს ექიმს უნდა ამოეკრიფნა შენი ავადმყოფობის ისტორიიდან, რა
ავადმყოფობა გქონდა. უნდა შეგივსოს ფორმა 88 და მიგავლინოს

249 Якутстрой − სახელმწიფო ტრესტი, რომელიც ახორციელებდა საგზაო და


ინდუსტრიულ მშენებლობას იაკუტიაში, რუსეთის ფედერაცია.
250 Дальстрой − სახელმწიფო ტრესტი, რომელიც ახორციელებდა საგზაო და
ინდუსტრიულ მშენებლობას კოლიმის რიონში, რუსეთის ფედერაცია.
- 120 -

კომისიაზე. შემივსეს ფორმა 88 და წაველი სამმართველოში. მე


მქონდა თირკმლების კენჭებით დაავადება. ჩემთან ერთად კომისია-
ზე წამოვიდა გორის რაიონიდან, სოფელი კარბიდან, ბასილაშვილი
შალიკო დავითის ძე.

ერთი პატარა ამბავი უნდა გითხრათ იმ ბასილაშვილზე. სურათი


გვქონდა გადაღებული ერთად და გამოვაგზავნე შინ და დავაწერე −
ნატროშვილი მიშა, ბასილაშვილი შალიკო. სადაც ჩემი და ასწავლი-
და, იმ სკოლაში ემუშავნა ძველი ანაგელ ქალს და ენახა ის სურათი
და მიეტანა ამბავი ზემო მაჩხაანში, ჩემს ამხანაგს მოუვიდა ძმიდან
სურათი და მასთან ერთად არის ბასილაშვილი შალიკო. შეიყარა
ქვეყანა − შალიკო გამოჩნდა.

წამოვიდნენ მაჩხაანში, ნახეს სურათი, ცოტა ეჭვი შეეპარათ, მაგრამ


გული არ გაიტეხეს − ეს ჩვენი შალიკო არისო. მომწერა ჩემმა დამ,
რომ ძველი ანაგელები ჩემულობენ ბასილაშვილ შალიკოსაო. მე
მოვწერე გორის რაიონიდამ არის, სოფელი კარბიდან ჰყავს ცოლ-
შვილი. მისამართი ასეთია − გორის რაიონი, სოფ. კარბი, ბასილაშვი-
ლი შალიკო დავითის ძე. მაინც არა სჯეროდათ, რომ არ იყო მათი
შალიკო. გამოვგზავნე წერილი და დაუწერე: გაგზავნონ წერილი
გორში და უთხრან: მოგვწერე წერილი, სად იმყოფება შენი ქმარი.
ის კიდევ მოიწერამს წერილს, სადაც იმყოფება მისი ქმარი და და-
ანებებენ თავს მეთქი. მართლაც მიწერეს წერილი გორში. მიიღოთ
უარი, წერილი გაუგზავნა. პასუხი − ჩემი ქმარი ბასილაშვილი შალი-
კო დავითის ძე იმყოფება შორეულ ჩრდილოეთში, საბადო კომსო-
მოლშიო და მერე დაანებეს თავი.

ჰოდა მე და ის შალიკო ერთად წაველით სამმართველოში. კომისი-


ამ გაგვგზავნა რაი საავადმყოფოში გამოსაკვლევად. დავწექი საავა-
დმყოფოში, იქ თერაპიის განყოფილებაში მუშაობდა ექიმი, გვარად
კალინინი, რომელმაც 10 წელი პატიმრობა გაათავა და არ უშვებ-
დნენ სამშობლოში, იმიტომ რომ 58 მუხლი ჰქონდა. ე.ი. ტროც-
კისტი იყო. გამიყვანა კაბინეტში და მკითხა: რა გტკივაო. მე უთხარი:
თირკმლებში კენჭები მაქვს და კუჭნაწლავ მტკივა მეთქი. − ეხლა
რაკი გაიგეთ თქვენმა ძმობამ, რო გავნთავისუფლდითო, მაგრე არ
- 121 -

არის საქმეო. იმათ არ უნდოდათ ჩვენი სიცოცხლე, უნდოდათ, რომ


ჩვენ სამუდამოთ იქ ჩავრჩენილიყავით. ჩვენთან არ იყვნენ ქურდები,
არ იყვნენ გამყიდველები და გამთიშველები და არც ინტრიგანები.
განა იმათ საბჭოთა კავშირის დარდი ჰქონდათ, არა თავიანთი ტყავის
დარდი აწუხებდათ. მე უთხარი: გამშინჯეთ, გამატარეთ რენდგენზე
და რაც აღმომაჩნდება, ის დამიწერე მეთქი. გამგზავნა რენდგენზე.
გამიკეთეს ყველა ანალიზები და წაველი ჩემს პალატაში. გამომწე-
რეს და მომცეს დასკვნა, სადაც ეწერა: თირკმლების კენჭები, ნეფრი-
ტით კუჭის კატარი, ორგანიზმში ორი უცხო სხეული. მიუტანე ის
დასკვნა ჩვენი საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების გამგეს,
დამიწერა ფორმა 88 და ისევ წავედით მე და შალიკო კომისიაზე,
გავიარეთ კომისიაზე და მოგვცეს დასკვნა: პრიბივანია ნა დალნეგო
სევერა პროდივოპაკაზანა − შორეულ ჩრდილოეთში ყოფნა აკრძა-
ლული აქვსო. წამოვედით შინ და ველოდებით, როდის გამოგვი-
ძახებენ და გვეტყვიან: წაბრძანდით სამშობლოშიო. ვის აქვს შენი
დარდი, თუ არ დააკაკუნე, კარებს ვინ გაგიღებს.

წავედით სამმართველოში და მივედით სამმართველოს უფროსს


ექიმთან, თუკი არ გვიშვებენ [და] ამ ზამთარს აქ დავრჩები, ცო-
ცხალი ვეღარ გადავრჩები მეთქი, აიღო ყურმილი, დაურეკა სამ-
მართველოს კადრების უფროსს და უთხრა: ჩვენ რომ ხალხი გა-
ვატარეთ კომისიაზე და დაუდგინეთ, რომ მათი აქ ყოფნა აღარ
შეიძლება, რატომ არ უშვებთ სამშობლოშიო. − რა ვქნა, გემზე
თვეობით ელოდება ხალხი, როდის შეიხვდება რიგი, რო ჩაჯდეს
და წავიდესო. თვითმფრინავი კიდევ ძლიერი ყინვების გამო ვერ
მოდის და აეროდრომზე ვერა ჯდება, რით გავგზავნოო. − გესმის,
რას მეუბნება? − მესმის, მაგით რა გამოვიდა. განმეორებით დაურეკა
კადრების უფროსმა: უთხარით ხალხს, რომ მოიცადონ და როგო-
რც გამოჩნდება თვითმფრინავები, პირველრიგში მაგათ გაუშვებო.
წამოვედით, დავწექი საავადმყოფოში. თქვენ შეიძლება გეგონოთ,
რომ მე იქ ფულსა ვხარჯამდი, არც ერთი კაპიკიც არ დამიხარჯნია,
საიმისო ფული სადა მქონდა.
- 122 -

უკვე 45 გრადუსი ყინვა იყო ნოემბრის პირველ დეკადაში. გავიდა


ერთი კვირა და მოიდა ექთანი და მითხრა: ნატროშვილი, თუ თავს
კარგათა გრძნობ, ბრძანება მოსულია, რომ მატერიკში წახვიდეო.
მე უთხარი: კარგათა ვარ და გამწერეთ მეთქი. გამომწერეს. შალიკო-
ზეც მოსულიყო ბრძანება, რო გაუსწორეთ ანგარიში.

ერთი რამე უნდა დაუმატო − აქ ჩვენ რომ მოვითხოვეთ ანგარიშის


გასწორება და სამშობლოში გამოშვება და უარი გვითხრეს. ხალხმა
დაიწყო მოსკოვში წერა, რომ ჩვენ შევასრულეთ ხელის მოწერის
ვადა და რატომ არ გვიშვებთ სახლშიო. რომელმა წერილმაც მოა-
სწრო და მოვიდა ბრძანება: დაუყოვნებლივ გაუსწორეთ ანგარიში
და გამოისტუმრეთ სამშობლოშიო. დანარჩენი წერილები დაიკარგა.
დაიკარგა, იმიტომ რო ადგილობრივმა მთავრობამ გააფრთხილა
ფოსტები, რომ არცერთი წერილი არ აუშვათ მოსკოვშიო. გამოვე-
ლი საავადმყოფოდან და დავიწყეთ ტარება კანტორიდან კანტორა-
ში. შემ. სალაროდან გამოვიტანე ფული, მოვაგროვეთ ყველა საბუ-
თები და გადავიხადეთ კარგი მაღარიჩი და მეორე დილით წამოვე-
ლით სამმართველოში. აეროდრომიც იქავე ახლოს იყო. ჩვენ ორნი
ვიყავით ქართველები, 10 რუსი იყო. ეხლა არ გინდა სამმართველო-
ში ჩამოსვლა. გზაში უხვდებოდნენ ბანდიტები და სცარცვამდნენ
ხალხს. ვინც გაუძალიანდებოდა, იმას ჰკლამდნენ. გზას გადაკეტა-
მდნენ ხოლმე და ისე აჩერებდნენ მანქანას. ჩვენი საბადოს მანქანა
მოდიოდა სამმართველოში და იმას გამოვყევით. 12 კაცი ვიყავით
− 2 კაცი, ერთი მძღოლი, ერთი მომმარაგებელი იყო. ჩვენ ყვე-
ლას, მაღლა ვინც ვიყავით მანქანის ძარაზე, ყველას კარგი მაგარი
ხელჯოხები გვეჭირა, თუ ვინმე გადაგვიდგა და მანქანაზე ამოსვლა
დააპირა, შიგ თავში დაუშვათ ჯოხიო. მაგრამ მშვიდობით ჩამოვე-
ლით სამმართველოში. მოგვცეს საშვები და პასპორტები. მივედით
სამმართველოს უფროსთან, პოლკოვნიკ ტარასოვთან ხელის მო-
საწერათ. მოგვიწერა ხელი და ისეთი მამაშვილურად ჩამოგვართვა
ხელი და დაგვილოცა გზა და მომავალი მშვიდობიანი ცხოვრება,
რომ თითქმის ყველას თვალიდან სიხარულის ცრემლები ჩამოგვც-
ვივდა. მიველით აეროდრომზე, შევედით სასტუმროში და დაუწყეთ
თვითმფრინავს ლოდინი. რვა დღე ველოდეთ თვითმფრინავს.
- 123 -

14 დეკემბერს მოფრინდა და ვერ დაჯდა, ძალიან ბურუსიანი ამინდი


იყო. მეორე დღეს 15 დეკემებერს მოფრინდა თვითმფრინავი. გამო-
ველით სასტუმროს დერეფანში, გაგვიშინჯეს საბუთები და ჩავსხე-
დით თვითმფრინავში და მივაგდეთ ქვა ჩვენი განაგისი251 აღარ მო-
ვიდეს აქაო. ოთხი საათი ვიფრინეთ და ჩამოვფრინდით იაკუტიაში.
ორი დღე იქ დავრჩით. ისევ ბურუსიანი ამინდები დაიჭირა. მესამე
დღეს გამოვყევით ფოსტის თვითმფრინავს. გათბობა არა ჰქონდა და
ძალიან შეგვცივდა. ერთ ალაგს დაჯდა საწვავის ასაღებად. შევე-
დით სასადილოში, ცხელი კერძი შევჭამეთ, არყები დავაყოლეთ და
გავხურდით. ისევ ჩავსხედით და გამოვფრინდით საღამოხანზე. ისევ
დაჯდა ქ. კიროვსკში252 საწვავის შესავსებათ. შევედით მაღაზიაში.
რასა ვხედამთ − ყუთები სავსეა მსხვილი წითელი ვაშლით. შალი-
კოს უთხარი: ეგე შენი გორული ვაშლი სად დაგვხვდა მეთქი. გა-
მყიდველს შევეკითხეთ: სადაური ვაშლიაო? − ჩინური არისო − გვი-
თხრა. უკვე ღამე იყო, რო ჩავსხედით თვითმფრინავში, ჩამოვფრინდით
ირკუტსკში.253 ჩავსხედით ავტობუსში და მიგვიყვანა რკინიგზის სად-
გურში. შევედით ზალაში, შევეკითხეთ მორიგეს: ვლადივასტოკ მო-
სკოვის მატარებელი როდის იქნებაო? გვითხრა: ხვალ საღამოს იქნე-
ბაო. დავსხედით ამოდენა ხალხი. იტყვი, ნეტა სხვაგანაც კიდევ ხალხი
არის სადმეო. სასტუმროში ვიკითხეთ, − ადგილები არა გვაქვსო.

გახდა 12 საათი. დარბაზიდან გარეთ ერეკებიან ხალხს. სად წავიდეთ.


ორი ახალგაზრდა ბიჭი მოვიდა ჩვენთან და გვითხრეს: აი, აქ ერთი
პატარა კაბინეტი არის, წამოდით იქ და გაათიეთ ღამეო. მივედით,
გაგვიღეს კარები, ძალიან პატარა ოთახი იყო, უფრო ჯიხური. ერთი
მაგიდა და ორი სკამი იყო. გვითხრეს: აქ ამაღამ არავინ არ მოვა და
თქვენ კარები არავის არ გაუღოთო. ჩავკეტეთ შიგნიდან კარები.
დასაწოლი არ იყო. დავსხედით სკამებზე და მაგიდაზე დავდეთ თავი.
დიდი ელნათურა ეკიდა მაღლა და კარგათ დაათბო ოთახი. გათენდა
დილა. მოვიდნენ ის ბიჭები. ჩვენ უთხარით: წამოდით, მოდით ვისა-
უზმოთო. − არა, კაცო, ეგ ხომ ქირის აღება გამოდისო. არ მოვე-

251 განაგისი − გვარეულობა, ჯიში, ჯილაგი, მოდგმა.


252 კიროვსკი − ამჟამად ქალაქი მურმანსკის ოლქში, რუსეთის ფედერაცია.
253 ირკუტსკი − ამჟამად ქალაქი რუსეთის ფედერაციაში.
- 124 -

შვით, წავიყვანეთ სადგურის რესტორანში, ვისაუზმეთ და წავედით


ბაზარში. მივდივარ და შალიკომ სად დაინახა: აგე თქვენი ვირი სად
აბიაო მივიხედე, ერთი ინგლისური ჯორი იყო მიბმული. შეველით
ბაზარში. ჩვენ რო ქართულად ვლაპარაკობთ, მოვიდა ერთი კაცი.
− ბიჭო, ქართველები ხართ. − მე კახელი ვარ, ეს ქართლელია. −
მე კიდევ ქობულეთიდან ვარო − მითხრა. − ექვს წლიანი ხარო?
−უთხარით. −არა, ექვს წლიანი არ ვარ, გადმოსახლებული ვარ 10
წლითო. თან მალე დააყოლა: ვემდურები, რატომ ადრევე არ გა-
დმომასახლესო. − რათაო? − უთხარით, − სახლიდან ამონათებით
მომდის დაფნის ფოთოლი და აქ ვყიდი კარგ ფასად და ფულს ვგზავ­
ნი სახლშიო.

წამოვედით ქალაქში, მოსკოვის ბილეთები ავიღეთ და მივედით სა-


დგურში. მოვიდა მატარებელი, დავსხედით და წამოველით. ხუთი
დღე და ღამე იარა მოსკოვამდინ. დილით მოველით მოსკოვში, ია-
როსლავის სადგურში. ჩვენ გვინდა, რომ გადმოვიდეთ კურსკის სა-
დგურში. მეტროსი არაფერი არ გაგვეგება. მიველით მანქანასთან
და უთხარით მძღოლს: კურსკის სადგურში წაგვიყვანეთო. − დასხე-
დითო − გვითხრა. − რამდენი უნდა გადაგიხადო? − ასი მანეთიო.
მე უთხარი: ამდენი ფული სად გვაქ მეთქი. − თქვენ შორეულიდან
მოდიხართ, ფული ბევრი გაქვთო. მე უთხარი: რაკი ეგრეა, 70 მანეთს
მოგცემთ. − დასხედითო − გვითხრა. გადმოველით კურსკის სადგურ-
ში, ჩავაბარეთ ბარგი შესანახად და მე უთხარი შალიკოს: ჩვენ ეხლა
უნდა წავიდეთ გოგოლის ქუჩაზე, 14 ნომერში. იქ იყო მაგადნის ყვე-
ლა სამმართველოების მთავარი კანტორა. ამ კანტორაში ჩვენ უნდა
მიგვეღო დასასვენებელი საგზურები. ჩავსხედით მანქანაში, ერთი
ქალი მოვიდა და უთხრა მძღოლს: კიროვის ქუჩაზე წამიყვანეო.
დაჯდა ის ქალიც და წაველით. მიდის მანქანა და აწერია კიროვის
ქუჩა. ის ქალი ჩამოვიდა 70 ნომერში. ჩვენ მივდივართ, ისევ კიროვი
აწერია. მძღოლი შეგვეკითხა: მოსკოვში პირველათა ხართო? ჩვენ
უთხარით: ჰოვო. − ეხლა უნდა გაგატაროთ და თქვენი ზემლია-
კი ნახეთო. გამოჩნდა კრემლის კედლები. − ეს წითელი მოედანი
არისო. − გვითხრა მძღოლმა. გადავედით გოგოლის ბულვარზე. 14
ნომერში გააჩერა მანქანა. შევედით კანტორაში, წარუდგინეთ ჩვენი
- 125 -

საბუთები. მე მითხრეს: ტრუსკავეცში254 უნდა წახვიდეო. წავალ მე-


თქი − უთხარი. შალიკოს უთხრეს: ევპატორიაში255 უნდა წახვიდეო.
− არა, მე მარტოკა ვერ წავალ, თუ წავალ, ამასთან ერთად წავალო.
მაგასთან როგორ წახვალ, მაგას თირკმლების კენჭოვანო დაავადე-
ბა აქვს, შენ კიდევ ტუბერკულიოზის დასკვნა გაქვს საბუთებშიო.
− არადა, შინ წავალო. − წადიო, ღმერთმა მშვიდობის გზა მოგცე-
სო. მე გამოვართვი ჩემი საგზური და უთხარი: კურსკის სადგურში
რომელი მეტროთი უნდა წავიდეთ მეთქი. მითხრა: პირდაპირ წადით
და ხელმარჯვნივ დიდი მაღალი სახლია და აწერია საბჭოების სა-
ხლიო. წამოველით შევხედეთ მაღალ სახლს და აწერია საბჭოების
სახლი. იქვე იყო მეტროც. ჩავსხედით. უცბათ გამოველით კურსკის
სადგურში. გამოვიტანეთ ბარგი. უთხარი, შალიკომ არ იცოდა არც
ქართული წერაკითხვა და არც რუსული, არც რუსული ლაპარა-
კი არ იცოდა, ჰოდა უთხარი: პირდაპირ გორის ბილეთს აგიღებ და
გორში რო ჩახვალ, იქაური კაცი ხარ და აღარ გაგიჭირდება. აუღე
ბილეთი და უთხარი: დაჯექი აქ და რო გამოაცხადებენ თბილისის
მატარებლის გამგზავრებას, მაშინ ადექი და გაჰყევი ხალხს, ჩაჯექი
მატარებელში და წადი მეთქი. გამოვემშვიდობე და წავედი კიევის
სადგურში. ღამის ორ საათზე გავიდა ლვოვის მატარებელი, რომელ-
შიც მე ჩავჯექი და წაველი ისევ დასავლეთში. რა მინდოდა მე და-
სავლეთში, არ მერჩივნა შალიკოსთან ერთად მემგზავრნა და თან
მატარებელში კარგი პურიც გვეჭამნა ხოლმე, როგორც ირკუტსკი-
დან მოსკოვამდინ ვიცოდით ხოლმე. მაგრამ ჯანმრთელობა რომ
ხელს არ მიწყობდა.

ორ წელიწად ნახევარი გავატარე ევროპულ სახელმწიფოებში, რო-


გორც იქნა დამთავრდა ომი. მაგრამ მე რა და ჩემისთანებისთვის რა
შედეგი გამოიღო. თითქმის 25 პროცენტი დაიღუპა უკიდურეს ჩრდი-
ლოეთში და მუდმივ ყინულოვან მიწას მიებარნენ ისინი. ჩავედით
ლვოვში.256 იქიდან გადავჯექით ტრუსკავეცის მატარებელში. მეორე
დილით მიველით ტრუსკავეცში. მე რომელ სანატორიუმშიც უნდა

254 ტრუსკავეცი − ქალაქი და კურორტი დასავლეთ უკრაინაში.


255 ევპატორია − ქალაქი და კურორტი დასავლეთ ყირიმში, უკრაინა.
256 ლვოვი − ქალაქი უკრაინაში.
- 126 -

მივსულიყავი, იმას ერქვა სანატორიუმ ნევტიანიკოვ. ახალი დაწყებუ-


ლი იყო სამუშაო. მიველი ექიმთან, გამომიწერა მინერალური წყლის
ვანები და დასალევი წყალი ნავტუსია. სამნაირი დასალევი წყალი
იყო: მარია, სოფია და ნავტუსია. მე ნავტუსია დამინიშნეს. მარია, სო-
ფია და ნავტუსია იყვნენ პოლონელი პანის შვილები და მეუღლე. სა-
ბუთებში რო წაიკითხა, რო მე მაგადნიდან ვიყავი, მითხრა: ერთი სამ
კაციანი პალატაა და ერთი კაცი ცხოვრობს, ისიც მაგადნიდან არი-
სო და იმასთან წაგიყვანო, − წამიყვანე მეთქი − უთხარი. მივედი იქ,
არავინ არ იყო, გასული იყო გარეთ, მერე მოვიდა, გამოვეცნაურეთ
ერთიმეორეს და იმასაც ჩვენს სამმართველოში ემუშავნა, მხოლოდ
ჩვენს სამმართველოში შემავალი დაზვერვის სამმართველო იყო.
ისინი წინასწარ დაზვერვას აწარმოებდნენ, მიდიოდნენ იქ, სადაც
ჯერ დაზვერვის მიზნით იქ კაცის შვილს ფეხი არ დაედგა. ადგენდნენ
კოლექციებს და მოიქონდათ სამმართველოში. მესამე დღეს ერთი
კაცი კიდე მოგვიყვანეს. გავხდით სამნი.

მოახლოვდა ახალი 1953 წელი. წავედით დრაგობიჩში,257 ვიყიდეთ


სასმელი, საჭმელი და მოვიტანეთ. ახალი წლის ღამეს, როგორც
წესი მოითხოვს, გავშალეთ საახალწლო სუფრა. ის მესამე კაცი იყო
კრასნაიარსკის მხარედან, ისიც შორეულ ჩრდილოეთში იყო ნამყო-
ფი, ისე რომ, სამნი ციმბირელები მოვქუჩდით.

მე გამომრჩა ზემოთ დამეწერნა ის ამბავი, რომ ჯერ კონცერტში


წავედით. კონცერტი დამთავრდა 11 საათზე, მოვედით შინ, სუფრა
გაშლილია დავსხედით, დავიწყეთ პურის ჭამა, ვლევთ ღვინო შა-
მპანურს, მადერას. შესრულდა 12 საათი, დაიწყო ახალი წელი. მი-
ულოცეთ ერთიმეორეს ახალიწელი, ახალი ბედიღბალი და კარგი
მომავალი. ის, რომელიც დაზვერვის სამმართველოში მუშაობდა,
ცოტა აურივა. ჩვენ არაფერს არ გვიშავებს, არც სუფრას ხელს არ
ახლებს. ვეუბნებით: ცოტახან წამოწექი და გაგივლის. არა, შფო-
თავს, იზნიქება, ვერა ჩერდება ერთ ადგილას. გამოვარდა გარეთ,
გამოცვივდა ხალხი, ეხვეწებიან: ჩვენთან წამოდი, ჩვენც სუფრა
გვაქვს გაშლილიო. დირექტორმა რო გაიგოს, გააგდებს, არ დააყე-

257 დრაგობიჩი − ქალაქი უკრაინში.


მიხეილ ნატროშვილი
27 დეკემბერი, 1952 წელი.
კურორტი ტრუსკავეცი
სავარაუდოდ უკრაინა,
1950-იანი წლები
- 129 -

ნებს აქაო. გავიდა ეზოში, ჩვენ გავანებეთ თავი − კისერი იტეხე, რაც
გინდა ისა ქენიო. დირექტორისთვის ეთქვათ: ასეთი ამბავი მოხდა
და კაცი ქუჩაში დადის მთვრალიო. დაეჭირნათ და ჩაეგდოთ იზო-
ლატორში. დაუწერა ბრძანება: 24 საათში დატოვე აქაურობაო.
ორი დღე სდივა დირექტორს − მაპატივე, აღარ ვიზამ აღარაფერ-
საო. აპატივა და უთხრა: თუ კიდევ მოახდინე რამე, დათხოვნა კი
არა, ციხეში ჩაგსვამო.

ერთი თვე დავრჩი ტრუსკავეცში. გამომწერეს და ავიღე წნორამდე


მატარებლის ბილეთი და წამოველი. მე რომელ მატარებლითაც წა-
მოველი, ის იყო ლვოვი კიევი. ჩამოვედი კიევში და მითხრეს კიევი
− სოჩა258 ხვალე საღამოთი გადისო. ერთი სუტკა კიევში259 დავრჩი.
საღამოთი გამოვიდა მატარებელი. ის ღამე, მეორე დღე და მესამე
დღეს დილით, ათ საათზე სოჩაში მოველით. თანდათან დაუახლო-
ვდი საქართველოს. სოჩაში გვითხრეს, რომ თბილისის მატარებელი
საღამოს 10 საათზე გავაო. ის დღეც მოვიცადეთ. შესრულდა საღა-
მოს 10 საათი და გამოვიდა მატარებელი. დასავლეთ საქართველო-
ში არა ვყოფილვარ და ვერც მაშინ დავინახე, იმიტომ, რომ ღამე
იყო. ზესტაფონში რო მოველით და მაშინ ინათა.

დღის 12 საათზე ჩამოვედით თბილისში. ახლა იქ უნდა ელოდო სა-


ღამომდის წნორის მატარებელს. ნავთლუღში მამიდაშვილი ცხო-
ვრობდა, იმასთან მივალ მეთქი. გამოვედი მანქანების გაჩერებაზე.
მიველი ერთ მანქანასთან. უთხარი მძღოლს: ნავთლუღში წამიყვა-
ნე, რამდენი უნდა გადაგიხადო მეთქი. − 50 მანეთიო − მითხრა. გუ-
ნებაში ვთქვი: მე რო აქ ეგრე ფულები ვფლანგო, შინ რაღა უნდა
მივიტანო მეთქი. ჩავჯექი ტრამვაიში და ჩამოვედი ნავთლუღში,
მაგრამ რა ჩამოვედი. დამხვდა ბოღმა და დარდი. სამი ახალგაზრდა
ადამიანი დაღუპულა ოჯახში და მე არაფერი ვიცოდი. ჩემი ბიძაშვი-
ლი ვახტანგი 49 წელში კომბაინს გაუჭყლეტნია მინდორში. ბიძაშვი-
ლის ქმარი გოგია კოჭლამაზაშვილი დამხრჩვალა 52 წელში, მეორე
ბიძაშვილი, თამარა საქნავთში მუშაობდა ექთნად, წასულა მყვი-

258 სოჩა − ქალაქი რუსეთის ფედერაციაში, შვი ზღვის სანაპიროზე.


259 კიევი − ამჟამად უკრაინის დედაქალაქი.
- 130 -

ნთავების საძებრად, მაშინ ავტობუსი არ დადიოდა და შემხვედრი


სატვირთო მანქანებით დადიოდა ხალხი. მილებით დადებულმა მან-
ქანამ გამოიარა რომელიც მირზაანში (საქნავთში) მიდიოდა. ხალხით
არის მაღლა მილებით გახუნწლული, არ გაჰყვები, ვინ მოგიტანს
საკუთარ მანქანას, დაჯდა და გაჰყვა. ვინ მოიფიქრებდა, რომ მკვდა-
რს მკვდარი მოემატებოდა და ერთ ოჯახში ორი კუბო დაიდგმე-
ბოდა. დედოფლის წყაროს რო გავცდებით, იქ არის დაღმართი და
თან მარჯვნივ მოსახვევი. გაუხვია მანქანამ და მოზვავდა მილები
და მოიყოლია ამოდენა ხალხი ქვეშ. ზოგი ადგილზე დაიღუპა, ზოგი
დაიმტვრა. ჩემი ბიძაშვილი ადგილზე დაიღუპა. მე ხომ აქ არ ვიყავი,
ეს ყველაფერი გადმოცემით ვიცი. თამარი ჩამოასვენეს ბოდბეში,
მაგრამ სიძე დაკარგულია. ბევრი ძებნის შემდეგ ისიც იპოვნეს და
როგორც ზემოთ ავღნიშნე, ორი ცხედარი ერთი ოჯახიდან ერთად
გაასვენეს − სიძე და და ცოლისდა. დარჩა ორი მცირეწლოვანი
ობოლი: ერთი − სამი წლისა და მეორე წლინახევრისა, რომლებიც
ეხლა ქმარ-შვილიანები არიან და მალე დედამთილები იქნებიან. ეს
ყველაფერი მიამბო ჩემმა მამიდაშვილმა. ამის მომსმენი რა ჭკვაზე
დავდგებოდი, მე სიხარულით უნდა შემხვედროდნენ, გემეხარნა 12
წლის წასული, აქაურობას მოშორებული კაცი მოველი და ოთხი
ახალგაზრდა, რომლებიც ჩემზე კარგა პატარები იყვნენ, აღარ და-
მხვდნენ.

წნორიდან ქვემო მაჩხაანელ მელილეინკეს260 გამოვყევი და უთხა-


რი: ზემო მაჩხაანში ამიყვანე მეთქი. მივდივართ ზემო მაჩხაანში.
გზაში ბევრი ხალხი გვხვდება, მეუბნება მელილეინკე: რატო ვერა
გცნობენო? − როგორ უნდა მიცნონ, 12 წელიწადი არ უნახამთ ჩემი
თავი. ჩემს სახლს რო მიუახლოვდით, ორი ჩვენი მეზობელი ქალი
მოდის. ცოტა რო გაგვცდნენ, მე უთხარი: გააჩერე ლილეინკა, კაცო,
ვერ მიცანით, მე მიშა ვარ მეთქი. მომიბრუნდნენ და გედემეხვივნენ
− უი, ბიჭო შენა ხარო. წერილი მოუვიდათ, რო იანვრის ბოლოს
მოვალო და მართლა მოხველიო, ტრუსკავეცში რო ვმკურნალობ-
დი, მოვწერე სახლში, რომ იანვრის ბოლოს მოვალ მეთქი. მამაჩე-

260 ლინეიკა (რუს. линейка) − სამგზავრო ეტლი.


- 131 -

მი ქორწილში წაეყვანათ მზარეულათ. რო გაიგეს მიშა მოსულაო,


მთელი ქორწილის ხალხი მოვიდა ჩემს სანახავად. ზოგმა მიცნო,
ზოგმა ვერ მიცნო. მე ჩემხელები და დიდი ხალხი ვიცანი, რომლე-
ბიც პატარები 12 წელიწადში დაიზარდნენ, ისინი ვეღარ ვიცანი. ჩემი
ბიძაშვილი დავტოვე 7 წლისა. რო ჩამოველი, უკვე 19 წლისა დამ-
ხვდა. მე ვეღარ ვიცანი, თვითონ არ გამომეცნაურა: შენი ბიძაშვილი
მარგო ვარო. სუფრაა გაშლილი, ხალხი მოძრაობს, ახალი მოსული
მილოცამს მშვიდობით დაბრუნებას. ჩემი ბიძაშვილი პატარა ტანის
გოგო იყო, ეხლა კი სამი სიძის სიდედრია, შვილიშვილების ბებია.
ვიკითხე: აეს გოგო ვისია მეთქი. ჩემი მამიდაშვილი მეუბნება: შენი
ბიძაშვილი მარგო არისო. გადავეხვივე და გადავკოცნეთ ერთიმე-
ორე. მერე უთხარი: აბა თუ მარგო ხარ, ენა გამომიყავი მეთქი. და-
ბადებიდან ენის წვერზე კორძი ჰქონდა. გამოყო ენა და ისევ ისეთი
კორძი ჰქონდა. არ დაგავიწყდეთ, მარტო სამი სიძის სიდედრი კი არ
არის, მალე დედამთილიც გახდება.

მე, როგორც ზემოთ დავწერე, ჩემმა ძიამ და ძალომ დიდი ხანი უშვი-
ლოებმა იარეს და ბოლოს ოთხი შვილი ეყოლათ − სამი გოგო და
ერთი ბიჭი. მაგრამ ორი შვილი მალე გამოეცალათ ხელიდან − ერთი
მედიცინის მუშაკი და მეორე ე.ი. ბიჭი მექანიზატორი, ბიძაჩემი ადრე
გარდაიცვალა 1948 წელს და კიდევ კარგი, შვილების უბედურობას
ვერ შეესწრო. აი, ამიტომ მოხდა, რომ ჩემი ძალო ბოდბეში, სიძესთან
გადაბარგდა. ძმებიც იქა ჰყავდა და იმათ თვალქვეშ იქნებოდნენ. ჩვენ
ორი სახლი გვქონდა ერთი მეორეზე მობმული. იმათ რო სახლი და-
ანგრიეს და მასალა წაიღეს, ჩვენი სახლი დარჩა მარტოკა, როგორც
ელია დგას მარტოკა მაღლა მთაზე. ჩვენ ერთი 15 კომლი სოფლის გა-
ნაპირას ვცხოვრობდით, მინდვრისკენ გრძელ სერზე და იმ სერს ეძა-
ხიან გრძელწვერს. იმ პატარა დასახლებიდან 6 ბიჭი დაიკარგა. ჩემი
ბიძები, მამიჩემის ბიძაშვილებიც დედოფლისწყაროში წასულიყვნენ.
ორი ძმა, რომლებიც ჩემს ზემოთ ცხოვრობდნენ, სოფლის მხარეს,
ლაგოდეხის რაიონში გასახლდნენ. დავრჩით სამი კომლი ტერიტო-
რია, რომელსაც ფარხაჩაანს ეძახოდნენ. ერთი ვაზიც არსად იდგა.
ორას გექტარზე მეტი ადგილი კოლმეურნეობამ დაიჭირა და ღორის,
ქათმის და ძროხის ფერმები ააშენა და საძოვრად გახადა.
- 132 -

ვფიქრობ: სად წავიდე, აქ მარტოკა როგორ ვიცხოვრო. სოფლის გა-


ნაპირას განა არ ცხოვრობს ხალხი, მაგრამ იქ ერთი სერი გასდევდა,
სადაც არავინ არ მოდიოდა და სახლს არ აშენებდა. ვინც იყვნენ,
ისინიც სხვაგან გადასახლდნენ. მეუბნებოდნენ: აქ ქალს არავინ არ
მოგცემს, ამ კლდეკარში ვინ მოვაო. იმ ზაფხულს გურჯაანში წა-
მოველი, ვანები მივიღე ახტალაზე. აქ ჩვენი მეზობლები ჩამოსახლ-
დნენ 1940 წელში, იმათთან ვცხოვრობდი, მირჩიეს − ჩამოდი აქაო.
მე ლაგოდეხის რაიონში გავიზარდე. ათწლინახევარის წავედი და 26
წლისა მოვედი სახლში. წავედი მე მაინც ლაგოდეხში, ეგებ იქ ვი-
ყიდო სახლი მეთქი, მაგრამ არ იყო. სახლი თავისი ეზოთი რო გამე-
ყიდნა, ისეთი მუშტარი არ იყო. ავდექი და დავანგრივე და მასალად
გავყიდე. ერთ დღეში ხომ არ გაიყიდებოდა. ახლა დედა გამიხდა
ავად, თირკმლების დაავადება აღმოაჩნდა. დავაწვინეთ არბოშიკის261
საავადმყოფოში. ერთი თვე დარჩა საავადმყოფოში, ამასობაში ზა-
მთარიც დადგა.

53-54 წლის ზამთარი ძალიან დიდთოვლიანობა იყო. გურჯაანში


რომელი სახლიც ვიყიდე, ის უკვე გაიყიდა, იმიტომ რომ მე და-
ვაგვიანე ფულის მიცემა. მხოლოდ ბეი არამქონდა მიცემული. აქ
დაბლა არ იყო დიდი თოვლი, მაჩხაანში მუხლამდინ ვარდებოდა
კაცი, იმ სიმაღლე თოვლი იყო. ორ დეკემბერს ჩამოვედი წნორში,
დავიქირავე მანქანა და მითხრეს: ხვალე ჩამოდი და წაიყვანე მანქა-
ნაო. ჩამოველი მეორე დღეს და წავიყვანე. ავედით შუა მაჩხაანში
და იწყება ძალიან შეყუდებული აღმართი. თანაც ბავშვები ციგაო-
ბენ და ისეა გასიპული, როგორც სარკე. დაიწყო მანქანამ სრიალი,
ხელმარჯვნივ მეორე გზა გადიოდა, იქით წავედით, ვერც იქ გავიდა.
მძღოლმა ამოიღო საგზური და მითხრა: მომიწერე ხელი და მე წა-
ვალო. მე უთხარი რა იოლად ჩამაბრე მეთქი. იქავე გზისპირზე ჩემი
სიძე ცხოვრობდა. მე უთხარი: ამ სახლში ცხოვრობს ჩემი სიძე, წა-
მოდი, შევიდეთ, ვეტყვი, რომ შენ ჩემი ჩამბარებელი ხარ. გურჯაან-
ში ცოტახან დაიცადე, წავალ, ტაჭკებს დავიქირავებ და ჩამოვზიდამ
ბარგს მეთქი. რას იზამდა, მოიცადა. წავედი და ხუთი ტაჭკა ვიქირავე
და ორგზად ჩამოვბარგდი. ყველაფერი წამოვიღეთ, გარდა მსხვილი
261 არბოშიკი − სოფელი დედოფლისყაროს მუნიციპალიტეტში.
მიხეილ ნატროშვილი
1954 წელი, ახტალა.
- 134 -

ბარგისა. შიფანერკა გავყიდეთ, ლოგინების კარადა გავყიდეთ, დანა-


რჩენი ყველაფერი წამოვიღეთ. ქვეშ თივა დავყარეთ და ზედ დავა-
ლაგეთ ხორბლით სავსე ტომრები. უკან გადავტიხრე პატარა ქვევრი;
ღორი, ცხვარი ქათმების ყუთი შევკარი და შიგ ჩავსხით; გამოვიტანეთ
სახელდახელოთ პური, ყველი, ღვინო. ვინც იქ იყო, ყველამ დაგვი-
ლოცა გზა და მეუბნება: კაცო, გადასახლებიდან ძლივს მოხვედი და
ისევ სხვაგანა სახლდებიო. მოსაღამოვდა და წამოველით.

წნორში რო ჩამოვედით, შებინდდა. მოველით გურჯაანში. ღამეა.


სადაც სახლი მქონდა დაქირავებული, იქ ვერ მივედით იმიტომ,
რო ახალი ქუჩები იყო და ხრეშით მოკირწყლული არ იყო. მოვ-
ბრუნდით უკან და ჩვენს ყოფილ მეზობლებთან მიველით და გა-
დმოვტვირთეთ მანქანა. აქაც ლაფია, მანქანა ვერ მობრუნებულა.
ვეუბნები მძღოლს: წამოდი, შიგნით შევიდეთ და ბიჭები ან კამეჩე-
ბს, ან ხარებს მოიყვანენ და მოაბრუნებენ მანქანას მეთქი. როგო-
რც იყო, დამთანხმდა. შევედით შიგნით. ვეუბნები: საჭმელი შეჭამე,
ღვინო დალიე, გახურდები, გზაში შეგცივა მეთქი. ორი ჭიქა ღვინო
დავლიეთ და მანქანის ხმა მოგვესმა. გამიცვივდნენ ბიჭები, ჩვენც
გამოვედით. წნორის მხრიდან მოდის ძველი ზისი. მოუბით და შე-
მოატრიალა. გზა დაულოცეთ და წავიდა. მეორე დღეს ზურგით ჩა-
ვზიდეთ ყველაფერი. იქვე, ბოსტნის ბოლოზე იყო ის მეორე ქუჩა,
სადაც მე სახლი ვიქირავე. ძალიან ცივი ზამთარი იყო და კიდევ
კარგი, რომ მაჩხაანიდან შეშა გამოვიყოლეთ და ერთი კვირა იმით
გაველით.

მეორე დღეს საღამოთი მამაჩემიც მოვიდა, ჯორი მოიყვანა. აბა,


ჯორს მანქანაზე ხომ არ დავსვამდით. მერე შეშას ჯორით ვეზიდე-
ბოდით და ბევრი შეშაფიჩხი მოვაგროვეთ. სხვა საქმე ჩვენ ჯერ არა
გვქონდა − აბა რას გავაკეთებდით. ქალაქში გამოველი. აფთიაქის
ღობის კედელზე აწერია: იყიდება სახლი პუშკინის ქუჩა 15-შიო. წა-
მოვედი. ვკითხულობ: პუშკინის ქუჩა საით არის მეთქი. მითხრეს:
ახტალას უნდა გასცდე და იქით არის პუშკინის ქუჩაო. წაველი, გა-
ვცდი ახტალას და კიდევ ვიკითხე და მიმასწავლეს: აი, იქით არისო.
როგორც იყო, ვიპოვნე. დაუძახე, გამოვიდა პატრონი. − ეს სახლი
- 135 -

იყიდება? განცხადება წავიკითხე და მიტომ წამოველი აქეთ მეთქი. −


იყიდებაო − მითხრა. − რას აფასებ? − 14 ათას მანეთსო. მე 10 ათასი
ვაძლივე. ბოლოს მოვრიგდით 12 ათას მანეთად. ახლა გაფორმება
არ გინდა? არ გვიფორმებენ. ვისაც სამოსახლოზე განცხადება აქვს
შემოტანილი, იმას უნდა მიჰყიდოო. − ისინი ექვსას მანეთს მაძლე-
ვენ, მე 600 მანეთად არ გავყიდიო. − არ გაჰყიდი და შენი იყოსო.
მერე მითხრა: წამოდი, მე ერთნაირ გაფორმებას გიჩვენებ და თუ
მოგეწონება, ისე გავაფორმოთო.

მივედით მაჩიტაძე ვახტანგისთან, იმას ჰქონდა ნაყიდი სახლი მო-


ნდობილობით, სამი წლის ვადით, დამტკიცებული ნატარიუსით −
მე, ამადამ გვარის კაცი, ვყიდი სახლს ამა და ამ გვარის კაცზე სამი
წლის ვადით, ვალდებულია გადაიხადოს ყოველგვარი გადასახადი,
მიიღოს ფოსტა-ტელეგრაფით და ასე შემდეგ. დავაბეჭდინეთ ისეთი
ფორმა, როგორიც მაჩიტაძესთან იყო და გავაფორმეთ.

სამი წლის შემდეგ წავედი თელავში − სახლის პატრონი თელავში


ცხოვრობდა მაშინ. უთხარი: სახლი უნდა ავაშენო და წამოდი, გავა-
ფორმოთ როგორც წესია მეთქი. − რას ამბობ, მე სახლს არა ვყიდი,
რა უნდა გაგიფორმოო. მერე იმასაც გეეცინა და მითხრა: ორი ბიჭი
მყავს ამ ქვეყანაზე და შენ დაგახოცინებო. რაიკომის მდივანს ატა-
რებდა, თელავში ცოლი კამენდანტად მუშაობდა რაიკომის262 შენო-
ბაში, დეეთხოვნენ ორივენი და წამოველი მანქანით, მოველით ჩემს
სახლში, ბავშვი მყვანდა პატარა და მეუბნება: მშვიდობაში ბიჭიო,
მოგვილოცნია ვაჟიანობაო, ვერა თქვა.

წაველით ნატარიუსში და გავაფორმეთ. მოვედით შინ და კარგი მა-


ღარიჩი გადავიხადეთ. გემეშვიდობა და წავიდა თელავში. მე კიდევ
დავიწყე მასალების მომარაგება, მოვიტანე ქვა, აგური, ხის მასალა.
59 წელში დავიწყე კირის არევა. ჩამოიარა ერთმა და მითხრა: სახლს
რომ აშენებ, პროექტი გაქო? − არა მეთქი − უთხარი. მეორე დღეს
მოვიდა ტეხბიუროდან კაცი და მეუბნება: როგორი სახლი უნდა აა-
შენო? მე უთხარი: ოთხი ოთახი უნდა ავაშენო, ორი მაღლა და ორი

262 კომუნისტური პარტიის რაიონული კომიტეტი.


- 136 -

დაბლა მეთქი. დაიწერა ყველაფერი და წავიდა. მე რომელი სახლიც


ვიყიდე, ალიზით იყო აშენებული 16 კვადრატული მეტრი, იმ სახლს
ვერ დავანგრევდი, იმიტომ, რომ სხვა სათავსო მე არა მქონდა, სად
უნდა შევფარებულიყავი. ეზოს შიგნითა მხარეს ავაშენე, იმ წელს
ვერ გავმართე. იმიტომ რო არა მქონდა საშუალება.

60 წელში გავმართე და გაჯით გავლესეთ. მოვიდნენ კიდევ ტეხბი-


უროდან. რო ნახეს, შენობა არ იყო პროექტის მიხედვით აშენებუ-
ლი, დაიწყეს ჯავრობა: შენ პროექტი დაგირღვევნია და სხვანაირად
აგიშენებიაო. − რა ვქნა, მე არა მქონდა საშუალება, ეს სახლი და-
მენგრივნა და ამ ადგილზე ამეშენებინა მეთქი. აბა რა იზამდნენ, გამა-
რთულ სახლს ხო არ დამინგრევდნენ.

მერე ისევ დავიწყე მასალების მოგროება, ქვას ვაზიდინებდი მანქა-


ნებით. მამაჩემმა მითხრა: შვილო სანამ ცოცხალი ვარ, სახლს ნუღა
აშენებო. მართლაც ვერ შეესწრო, 62 წლის აპრილში გარდაიცვალა
მამა. იმ ზაფხულს დავანგრიე ის ალიზის სახლი, ავაშენე დაბლა მა-
ღლა. ახლა გზის მხარე სახლი მაღლა ავიდა, წინანდელი აშენებული
დარჩა დაბლა.

66 წელში მოვხადე ჭერი ადრე აშენებულ სახლს და ისიც ავაშენეთ


და გავათანაბრეთ. გავაკეთე ვერანდა და მივადგი კიბე. მოვიდნენ
კიდევ ტეხბიუროდან, დაიხედეს ვერანდას და მითხრეს: შენ კიდევ
დაგირღვევნია პროექტიო. − რათა მეთქი? − იმიტომ, რო ამხელა
აივნიანი არ უნდა გაგეკეთებინაო. − კაცო, ოთხი კვადრატული მე-
ტრა კოკურას ეს არა სჯობია, ფართო აივანი. ის დღე და 2 დღე ისი-
ნი ჩემთან აღარ მოსულან. გავმართეთ მაღლა ოთახებიც. ბავშვები
წამოიზარდნენ.

73 წელში მეუღლე დამეღუპა. ბიჭმა იმ დღით დაამთავრა 11 კლასი.


ეხლა შჭირდებოდა პატრონი და ხელის შეწყობა. გოგო 8 წლინა-
ხევრის დამრჩა, დედაჩემი მოხუცი, ჩემი და დედოფლის წყაროში
ცხოვრობდა. იქიდან, რა თქმა უნდა, ყოველთვის ვერ ჩამოვიდო-
და. ზაფხულში არდადაგების დროს სულ აქ იყო, ჩემი ბიძაშვილები
ჩამოდიოდნენ. ბევრჯერ ცხრა წლის ბავშვს დაურეცხნია თავისი
- 137 -

ტანისამოსი, ამის დამნახველი მე რა დღეში ჩავვარდებოდი. ორი


წლის შემდეგ მოვიყვანე ქალი. ბიჭი ჯარში წაიყვანეს. დედაჩემი და-
უსინათლოვდა, იმასაც პატრონი უნდოდა. ბიჭი 78 წელში ჩამოვიდა
ჯარიდან, დაიწყო მუშაობა მშენებლობაზე, დავაქორწილე, ჩააბარა
დაუსწრებელზე და მუშაობდა პრარაბად263 ალაზანმშენზე. ეს სუყ-
ველაფერი გაუქმდა და როგორც წყალში გადაიყარო, სუყველაფე-
რი ისე მოუვიდა.

263 მშენებლობის ზედამხედველი, საქმის მწარმოებელი.


- 138 -

ცნობა რეაბილიტაციის შესახებ.


მიხეილ ნატროშვილი
საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მიზანია, ხელი შეუწ­
ყოს საბჭოთა ტოტალიტარული წარსულის შესწავლას, საბჭოთა
მემკვიდრეობის პოლიტიკური, სამართლებრივი და მორალური
პასუხისმგებლობის გააზრებას. ორგანიზაციას სურს, შექმნას თავი­
სუფალი სააზროვნო და სადისკუსიო სივრცე დემოკრატიული
განვითარების ხელშესაწყობად.

info@sovlab.ge
www.sovlab.ge

© 2017, ყველა უფლება დაცულია


„dro daubruneblaT midis, Cvenc Tan mivyve­­­
biT. ukan sxvebi modian, Cvens ambavs daeZeben,
ikvleven da momaval Taobas mouTxroben. mo­
mavali mkvlevarni da momTxrobni Cvens dros,
ambavs, nakls, Rirsebas sxva da sxva ad­liT ga­
zomen da ueWvelia, msjavrs dasdeben.“
zaqaria CiCua

sabWoTa warsulis kvlevis laboratoria war­


mogi­ dgenT qiziyeli glexis, mixeil natro­
Svi­ lis (1915-2000) mogonebebs. igi saintere­
sod aRwers qarTuli soflis yofa-cxovrebas
gar­­damtex xanaSi, 1920-30-ian wlebSi. meore
msoflio omSi tyved Ca­ vardnilma mixeilma
vermaxtis legionSi daiwyo samsaxuri, amis
ga­­mo is 1945 wels, saxlSi dabrunebisas, So­
reul aRmosavleTSi gadaasaxles, sadac Sro­­
ma-gasworebis koloniaSi 7 weli gaatara. me­­
muarebi dawerilia qiziyur dialeqtze da
gar­­da omis ambebisa, detalu­rad aRwers saz­
RvargareT yofnis STabeWdilebebs da sab­
WoTa gulags.

wigni gamoicema sagamomcemlo seriiT - „akr­


Zaluli mexsiereba“, romlis mizania, is­ to­
riis TeTri laqebi am periodebis Tanamed­
ro­ve mowmeTa mexsierebiT, monaTxrobiTa da
gancdiliT Seavsos. sloganiT, „erTi adami­
ani, erTi bediswera, saerTo istoria“ sovla­
bi araerT saintereso da usamarTlod davi­
wyebul mogonebas SemogTavazebT.

9 789941 084614

You might also like