You are on page 1of 20

საერთაშირისო ისტორიულ-საგანმანათლებლო, საქველმოქმედო და სამართალდამცავი საზოგადოება

„მემორიალი“,
დ. ს. ლიხაჩოვის სახელობის საერთაშირისო და საქველმოქმედო ფონდი, რუსეთის მხარეთმცოდნეთა
კავშირი,
რუსეთის სახელმწიფო ჰუმანიტარული უნივერსიტეტის რეგიონალური ისტორიისა და
მხარეთმცოდნეობის კათედრა

სრულიად რუსეთის უფროსკლასელთა ისტორიული


კვლევითი შრომების კონკურსი
„ადამიანი ისტორიაში. რუსეთი – XX საუკუნე“

მასალები კონკურსში მონაწილეთა დასახმარებლად


ყველა გამოქვეყნებული მასალა მოგვაწოდა საზოგადოება „მემორიალის“ არქივმა
© „მემორიალი“ 2009

საერთო ცნობები კონკურსის შესახებ

ისტორიაში არასდროს არის უინტერესო პერიოდი და უამრავი საკითხია საკვლევი. მიუხედავად


ამისა, ჩვენ მაინც ვავიწროებთ შესაძლო თემათა წრეს – კონკურსანტთა ნამუშევრები XX საუკუნის
სამამულო ისტორიას უნდა ეძღვნებოდეს.
მიზეზი რამდენიმეა: პირველი – XX საუკუნე რუსეთის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული
დრამატული საუკუნე იყო. მეორე – ირგვლივ გრანდიოზულ ისტორიულ მოვლენათა მრავალი
ცოცხალი მოწმე თუ მონაწილეა და ყოველ ღონეს უნდა მივმართოთ, რომ აღვნუსხოთ და ისტორიულ
საბუთად ვაქციოთ ყველაფერი, რაც მათ მეხსიერებას შემოუნახავს. დაბოლოს, მესამე – ჩვენ გარდამტეხ
პერიოდში ვცხოვრობთ, ასეთ დროს კი ხალხი სტიქიურ ისტორიკოსებად იქცევიან ხოლმე; ანუ აწმყოს
ამოცნობისაკენ სწრაფვის გამო (ვინ – სინანულით, ვინ – სიყვარულით) განსაკუთრებული ყურადღებით
გასცქერიან, აფასებენ წარსულს. განაჩენს, თანამედროვე დროისთვის რომ გამოაქვთ, უმეტესწილად
(თუმც კი ადამიანისთვის ერთობ მნიშვნელოვანი), წარმავალი გარემოება განსაზღვრავს: ოჯახის,
ტრადიცია, პირადი გამოცდილება, მატერიალური სირთულეები, იდეალთა მსხვრევა, სოციალური
სტატუსის შეცვლა და ა. შ.
ვიმედოვნებთ, რომ ახალგაზრდები საკონკურსო სამუშაოს წერისას ისტორიული მასალის (ზეპირი
თუ წერილობით დამოწმებულის, სხვადასხვაგვარი საბუთების) შეგროვებასა და კრიტიკულად
შეფასებას რომ შეუდგებიან, შეძლებენ ჯანსაღი დამოკიდებულება გამოიმუშაონ საბჭოთა ქვეყნის
წარსულის მიმართ; ქვეყნისა – მრავალი ტრაგიკული ფურცლით: მასობრივი რეპრესიებით, რაც,
ფაქტობრივად, ყველა ოჯახს შეეხო, შიმშილით, ომით, მილიონობით სიცოცხლე რომ წაიღო.
კონკურსის მიზანი – ისტორიით გატაცებულ ახალგაზრდებს ვუბიძგებთ, დამოუკიდებელ კვლევით
მუშაობას შეუდგნენ.
კონკურსის მომავალ მონაწილეებს მოვუწოდებთ, უპირველეს ყოვლისა, ისტორიის
ყოველდღიურობას მიმართონ. ეს ნიშნავს – შეისწავლონ მათთვის ახლობელი რუსეთის ისტორია, ის,
გვერდით მცხოვრებ ადამიანთა, ოჯახთა, შენობათა, დაწესებულებათა, საწარმოთა თუ სოფელთა,
დასახლებათა თუ ქალაქთა ბედს რომ მოიცავს. ნებისმიერი ამგვარი ბედი განუყოფლად უკავშირდება
ქვეყნის ბედს. ამიტომ ველით, რომ მუშაობისას თვალს მიადევნებთ ამ კავშირს.

რას გულისხმობს ყოველდღიურობის ისტორია?

კონკურსის ერთ-ერთი საკვანძო სიტყვაა – „ყოველდღიურობა“. ყოველდღიურობა არის დღენიადაგ


ჩვეულებრივი არსებობა ყველაფერთან ერთად, რაც გარე მოიცავს ადამიანს: მისი ყოფა-ცხოვრება,
გარემო, კულტურული ფონი, ენობრივი ლექსიკა. ყოველდღიურობის ისტორია ბევრ რამეს მოიცავს:
საბავშვო თამაშებს, წიგნებს, რომელთაც კითხულობენ, ფილმებს, რომელთაც უყურებენ, სიმღერებს,
რომელთაც მღერიან, ტანსაცმელს, რომელსაც განსხვავებულ სოციალურ წრეთა წარმომადგენელნი
განსხვავებულ ისტორიულ პერიოდში ატარებენ. ყოველივე ეს ავსებს ყოველდღიურობას და
უზარმაზარ როლს თამაშობს ადამიანის ხასიათის ჩამოყალიბებაში.
„ნებისმიერ საზოგადოებაში არსებობს მორალის, ჩვეულებათა და ტრადიციების ფორმალურად დაუ-
დასტურებელი წესები, რომლებიც სიკეთისა და ბოროტების შესახებ საზოგადოებაში გაბატონებულ
წარმოდგენებს უკავშირდება; ხშირად გამეორების შედეგად ყალიბდება, გამოიყენება ჩვევად, რომელიც
ადამიანის ჩვეულებრივ ცხოვრებისეულ მოთხოვნილებად იქცა. პიროვნების ქცევითი სტერეოტიპი,
მნიშვნელოვანწილად, ყოფის გავლენით ფორმირდება. ამავე დროს, ადამიანის ჩვეულებრივი ცხოვ-
რების განსაკუთრებულობა და ფორმები საზოგადოების ისტორიულ საფუძვლებამდე აღმავალ,
მისთვის ნიშანდობლივ სოციალ-კულტურულ ორიენტირთა გამოსახულებაა“ (ნ. ლებინა).
სწორედ ყოველდღიური ცხოვრების ანალიზში დევს კონკრეტულ ბედთა გაცნობისას ხშირად
აღმოცენებული საკითხების გასაღები: როგორ შეეძლოთ ადამიანებს გადარჩენილიყვნენ და რევოლუ-
ციის, ომების, ტერორის, შიმშილისა და ომისშემდგომი ნგრევის ექსტრემალურ პირობებში ღირსება
შეენარჩუნებინათ?
არასწორი იქნებოდა, ეს ტრაგიკული ეპოქები უბედურებათა უწყვეტ ჯაჭვად წარმოგვედგინა. ხალხი
მაშინაც მეგობრობდა, უყვარდათ ერთმანეთი, ზრდიდნენ ბავშვებს, ცხოვრებას იგვარებდნენ. ისტორი-
ული კვლევისას შეძლებთ დაინახოთ, რისგან ყალიბდებოდა ხალხის ყოველდღიური ცხოვრება. შესაძ-
ლოა მიხვდეთ, როგორ ეგუებოდნენ ცხოვრებისეულ გარემოს, რატომ არ აპროტესტებდნენ, როცა თით-
ქოსდა ასეც უნდა მოქცეულიყვნენ, არ ეწინააღმდეგებოდნენ, როცა უნდა შეწინააღმდეგებოდნენ. ანდა,
პირიქით, როგორ შეეძლოთ ყოვლად გაუგებარი გზით დაეძლიათ ბუნებრივი შიში; და მაშინ, როგორც
დიდი სამამულო ომის დროს გამოჩნდა, ყოველდღიურობის შემადგენელი თავდაუზოგაობა და
გმირობა ხდებოდა,.
„ომისშემდგომი ყოველდღიურობა თანამედროვეებს რუხ-მწვნე ფერებში დაამახსოვრდათ: ქალაქთა
ქუჩებში შიგადაშიგ გაკრთებოდნენ: ტუნიკები, ფარაჯები და სხვა სამოსი, რომლებშიც, კვლავ და კვლავ,
გადაკეთებულ ტუნიკებსა ფარაჯებს ამოიცნობდით. სატანკო ჩაფხუტი და ოფიცრის პლანშეტი
ათასობით ბიჭუნას ოცნების საგნად იქცა, ხოლო დაბამბული ქურთუკები და საკმაოდ გაცვეთილი
ჩექმები ქალაქებისთვისაც კი ნორმალური მოვლენა გახდა. დახეული ფეხსაცმელები უმალ თითქმის
გადაუწყვეტ პრობლემად, ზოგჯერ კი ტრაგედიად იქცეოდა. კაბის ან პალტოს შესაკერად ნაჭრის ყიდვა
ხალხთა უმეტესობისთვის მოვლენა იყო...“ (ე. ზუბკოვა).
ვიმედოვნებთ, რომ კონკრეტულ ისტორიათა მაგალითებზე შეძლებთ, უკეთ წარმოიდგინოთ საბჭოთა
ყოფა განსხვავებულ ეპოქებში. თაობისთვის, რომლის ცხოვრებაც ომის, სიღარიბის, შიმშილის, შიშის,
ფონზე მიმდინარეობდა, მშვიდი ყოფა უაზრო ნაყროვანებასა და სულიერ სიღატაკესთან კი არა,
მშვიდობას, სიწყნარესა და ღირსებასთან ასოცირდება. ღირსების შესანარჩუნებლად ადამიანს მცირე
სასიცოცხლო ძალა როდი ჭირდებოდა, რეალური ყოფა უმრავლესთათვის ხომ ბარაკულ-კომუნალური
საცხოვრისის, გაუთავებელ რიგებში დგომის, ბარათთა ჩამოხევის, ლიმიტთა, ტალონთა, ორდენთა და
ა. შ. მიღებისგან შედგებოდა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მრავალი ადამიანის (ვისი წარსულითაც
დაინტერესდებით) ცხოვრების უმეტესი ნაწილი წარიმართა ვითარებაში, როდესაც ბარაკსა თუ
კომუნალურ ბინაში არსებობა ხშირად ართმევდა „სულ მცირე დაფარულ პირად ცხოვრებასაც კი,
რომელსაც ასე ესწრაფვის ადამიანი. ყოფა-ცხოვრების ყველაზე იდუმალი მხარე მთელი საერთო ბინის
ავლადიდება ხდებოდა... საბჭოთა საზოგადოებაში საცხოვრებელი უბრალოდ დასასვენებელი,
მოხმარების, პირადი ცხოვრების საკმაოდ დახურული სფეროს ალაგი აღარ იყო. იგი სოციალურ
ინსტიტუტად გადაიქცა, სადაც ქცევის წესები უმეტესად სანიტარული და საცხოვრებელი წესებით,
ასევე, საცხოვრისის სტრუქტურით განისაზღვრებოდა“ (ნ. ლებინა). სწორედ ამიტომ, უკიდურესად
მნიშვნელოვანია გავიგოთ, რა გავლენას ახდენდა ამგვარი ცხოვრება კონკრეტული პიროვნების ჩამოყა-
ლიბებაზე, როგორ და რაში ეძებდა ადამიანი შესაძლებლობას, შეენარჩუნებინა ინდივიდუალურობა,
არადა პირიქით, ინფანტილური და სხვის კმაყოფაზე მყოფი ხდებოდა.
ხანდახან დიდი ბიოგრაფიული და ისტორიული აზრიც კი, შესაძლოა, ერთი ყოფითი დეტალით
შემოიფარგლოს. თქვენი ამოცანაა, ამოიცნოთ ეს აზრი. და როდესაც ხნიერი სოფლელი ქალი გიამბობთ,
რომ პირველი ფეხსაცმელი უკვე 13 წლისას, ომის შემდგომ ეღირსა (დედამ კარტოფილში გადაცვალა),
იქამდე კი მხოლოდ ქალამნები ეცვა, უკეთ წარმოგადგენინებთ კოლმეურნის ცხოვრებას, ვიდრე
მრავალი ციფრი თუ დიაგრამა. ხალხთან მათ წარსულზე საუბრისას დარწმუნდებით, რომ ხანდახან
ადამიანთა ცხოვრება კომუნალურ ბინაში კვადრატული მეტრების ქონა-არქონით განისაზღვრებოდა,
დამოკიდებული იყო, წყვილ თბილ თათმანსა თუ პურის ნაჭერზე; უდიდესი სიყვარულისა და სიახ-
ლოვის გამოსახატად კი ხახვისა და ნივრის რამდენიმე თავისგან შემდგარი გზავნილიც კმაროდა. სწო-
რედ ამგვარ გზავნილზე მოგვითხრობს მაგ., მედიცინის აკადემიკოსი ივან ვორობიოვი, რომელმაც 1942
წელს, 13 წლისამ ურალის ბავშვთა სახლიდან კოლიმას ბანკში გაუგზავნა დედას ამგვარი პატარა
ძღვენი, რომელსაც შემდგომში დედა „თავისი ცხოვრების მთავარ საჩუქარს“ უწოდებდა.
ნებისმიერ ბიოგრაფიულ მასალაში ყველაზე არსებითია, რომ ადამიანის პირადი არსებობა ისტორი-
ულ მოვლენათა მსვლელობას შეესაბამებოდეს. მკვლევრის ამოცანაა, ყოველდღიურობის ისტორიაში
დროის სულის ამსახველი შეიგრძნოს. აი, როგორ წერს ამის შესახებ მწერალი დანიელ გრანინი: „არ
ღირს წარსულთან საბოლოო განშორება. ბავშვობა, ადრე თუ გვიან, თავს შეგვახსენებს. საქმე ნოსტალგია
არაა. მეხსიერება მოგონებით უნდა აიხსნას, როგოც აზრი სიტყვით. მას მსმენელები სჭირდება,
ქაღალდი და კალამი, თუნდაც რაიმე ნივთი. იგი რაღაცას უნდა შეეჯახოს, რაღაცისგან აირეკლოს. 30-
იანი წლების ქალაქს ყოფილი ბიჭებისა და გოგონების მეხსიერება ინახავს“.
და სწორედ მეხსიერება, ყოველდღიურობის ისტორიას რომ ინახავს, დაგეხმარებათ გაერკვეთ ომის-
შემდგომი, ცხოვრების იმ პერიოდებში, როდესაც ბობოქარი საზოგადოებრივი ცვლილებანი ხდებოდა.
ასეთი იყო 60-იანი და ის წლებიც, როდესაც თითქოს ეპოქალური მოვლენები არც მომხდარა, რომლებიც
დღეს გაყინული გვეჩვენება და, შავ-წითელ კი არა, უფრო რუხ ფერში გვესახება – 70-იანი და 80-იანი
წლების დასაწყისი.

სად ვეძებოთ თემები, სიუჟეტები?

ჩვენი კონკურსის თემაა „ადამიანი ისტორიაში“. და ამიტომ რა თემაც არ უნდა აიღოთ, ნაშრომი
ადამიანის ბედის ირგვლივ უნდა ტრიალებდეს; თუმცა კონკრეტულ თემას თავად ირჩევთ.
რასაკვირველია, შეგიძლიათ რომელიმე ცნობილი ადამიანის ცხოვრება აირჩიოთ; მაგრამ ამგვარ შემ-
თხვევაში ძალზე რთული იქნება რაიმე ახლის დაწერა. გამოქვეყნებულ წყაროებზე დაყრდნობით დაწე-
რილი თუნდაც მეტად წიგნიერი რეფერატი კი, დამოუკიდებელ ვერ მიიჩნევა. თქვენი სამუშაო საინტე-
რესო იქნება, თუ შეძლებთ კრიტიკულად გააანალიზოთ სრულიად განსხვავებული წყაროები, აღმოა-
ჩინოთ მათში შეუსაბამობანი ან თუნდაც გაყალბება (საბჭოთა ისტორიოგრაფიაში მრავალი ამგვარი მა-
გალითი მოიძიება) და საკუთარი დასკვნა გამოიტანოთ, რა როლი ითამაშა აღნიშნულმა ადამიანმა ის-
ტორიაში. ეს სრულიად შესაძლებელი გზაა, რადგან XX საუკუნის რუსეთის ისტორიაში თითქმის შეუძ-
ლებელია მოიძებნოს ასე თუ ისე ცნობილი ფიგურა, მითებითა და ლეგენდებით რომ არ იყოს გარემო-
ცული.
ვიდრე ესოდენ რთულ ამოცანას დაისახავდეთ, ირგვლივ მყოფ ხალხს დაუკვირდით. ხანდახან მათ
ცხოვრებაშიც გამოჩენილ პირთა ცხოვრებაზე არანაკლებ ნათლად ისახება ქვეყნის ისტორია.
მნიშვნელოვანია, რომ კონკურსის მონაწილეები კონკრეტულ ცხოვრებისეულ მაგალითზე მიხვდნენ:
„ადამიანი ისტორიული არსებაა – ჯერ ერთი, იმ მნიშვნელობით, რომ იცვლება, დროის მსვლელობას-
თან ერთად ვითარდება, ამ განვითარების პროდუქტია და აცნობიერებს ისტორიაში თავის ჩართულო-
ბას; მეორე მხრივ კი, იმიტომ, რომ, ცნობიერად თუ უნებლიეთ, მოქმედებს მის მსვლელობაზე. ხალხი,
ერთდროულად, ისტორიის დიდი დრამის ავტორიცაა და შემსრულებელიც. სრულიად არასწორია, უფ-
რო მეტიც, მავნე და უზნეობაა თვალსაზრისი, თითქოს ისტორიას მხოლოდ დიადი ადამიანები ქმნიდ-
ნენ. იმის შესასრულებლად, რაც გააკეთეს, მათ აქტიური მხარდაჭერა და ათასობით და მილიონობით
სხვათა მონაწილეობა სჭირდებოდა“ (ა. გურევიჩი).
ამგვარად, ჩვენი კონკურსის თემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გეზია – თხრობა; ამ „სხვათა“ შესახებ,
მათ შესახებ, ვისაც სულ ცოტა ხნის წინ „ხალხთა მასას“ უწოდებდნენ. თუმცაღა, თითოეული მათგანის
ცხოვრებისეული ისტორიის გარეშე – „ხალხი არასრულია“.
ბევრი დანაკლისი გვაქვს მაგ. ჩვენს ქვეყანაში არსებული რეპრესიების ისტორიაში, რომლის ამოვ-
სებაც მხოლოდ საარქივო საბუთების დახმარებით, შეუძლებელია. რეპრესიები მრავალ მილიონ
ადამიანს შეეხო, წერილობითი მოწმობანი, მემუარები კი უკიდურესად ცოტა შემორჩა. საქმე ისაა, რომ
უზარმაზარი რაოდენობის ხალხი დაზარალდა, რომელიც არასოდეს ჩაიწერდა თავს გადამხდარს.
ასეთები არიან განკულაკებული გლეხები და ხალხი, რომლებიც გაასამართლეს სტალინის მრავალ-
რიცხოვანი მითითებების – სამსახურში დაგვიანების, შრომადღეთა შეუსრულებლობის, წვრილმანი
მიტაცების (როგორც ხალხი უწოდებდა, „თავთავების“) გამო. ამგვარ ხალხთა მოძიება, მათი მონათხ-
რობის ჩაწერა, დიდი ისტორიული მნიშვნელობის ამოცანაა.
და თუ უკვე დაიწყეთ ვინმეს ცხოვრების შესწავლა, ეცადეთ მასში მეტი დაინახოთ, ვიდრე ბიოგრა-
ფიული ფაქტებია: დაიბადა, ისწავლა, დაოჯახდა, მუშაობდა. შეეცადეთ შედუღაბდეს ადამიანის ბედი
და დრო, რომელშიც ცხოვრობდა, რათა თქვენს მონათხრობში მისი ქმედება, ქცევა სწორედ რომ ისტო-
რიკოსის თვალთახედვით აიხსნას. და სრულიად შესაძლებელია, რომ თქვენეული ვერსია არ დაემთხ-
ვეს თავად კვლევის გმირის, ან მთხრობლის ვერსიას. თუ შეამჩნევთ, რომ თანამოსაუბრე „ყლაპავს“
ბიოგრაფიის რომელიღაც მომენტს, მხოლოდ გაკვრით ახსენებს, ან, პირიქით, ზოგ ადგილს „ტკეპნის“,
უნდა ეცადოთ გააანალიზოთ, რატომ ხდება ამგვარი რამ. მზად იყავით რომ, სხვის ცხოვრებაში ჩაღრმა-
ვებისას, დადუმების, ამბის დაუმთავრებლობის, ხან კი, მითების შეთხზვის მოწმენი გახდებით. მაგრამ,
როგორც წესი, სწორედ ამ დროს უნდა ეძიოთ გასაღები, რომ გამოიცნოთ მოცემული ადამიანის ადგილი
თავის დროებაში.
თქმა არ უნდა, ერთობ სასარგებლო და საინტერესოა ჩაუღრმავდე საკუთარი ოჯახის ისტორიას, აღმო-
აჩინო საკუთარი ფესვები, თვალი მიადევნო ახლო ნათესავთა სვე-ბედს, მით უფრო, რომ ახალ კონ-
კურსში ამ თემას როგორც ერთ-ერთ მთავარ სამუშაოს გთავაზობთ. შესაძლოა, უმეტესწილად, სწორედ
რომ ოჯახის ისტორია დაეხმაროს კონკურსის მონაწილეთ, გადალახონ „დროთა წყვეტა“, წინა თაობის
წარსული შეიგრძნონ როგორც საკუთარი წარსულის ნაწილი. ოღონდ გახსოვდეთ, რომ აქ შეიძლება
ჩაგისაფრდეთ საშიშროება – შექმნათ „სატელეფონო“ წიგნი, სადაც მხოლოდ ჩამოთვლილია უამრავი
ნათესავი მოკლე ბიოგრაფიული მონაცემების დართვით. რასაკვირველია, ზედმიწევნით გამოსახული
გენეალოგიური ხე ძალიან სასარგებლოა, მაგრამ, უპირველესად ყოვლისა, გვსურს, რომ თვენი ოჯახე-
ბის ბედში, მათ გადაადგილებებში ქვეყნის ბედი აისახოს და, რომ დაწვრილებით მხოლოდ ერთი-ორი
წევრის ცხოვრების გზა აღწეროთ. კიდევ უფრო საინტერესო იქნება, თუ მიზნად დაისახავთ არა ოჯახის
ერთი ან რამდენიმე წევრის ცხოვრების მხოლოდ ასახვას, არამედ, შეეცდებით აღწეროთ როგორ ვითარ-
დებოდა ოჯახში ურთიერთობები სხვადასხვა ისტორიულ დროში. ოჯახი ხომ დიდი საზოგადოების
პატარა სარკეა და ძალზე მნიშვნელოვანია გავიგოთ, მასში როლები როგორ ნაწილდებოდა, რამდენად
ავტორიტარული ან პირუკუ, ლიბერალური დამოკიდებულება ჰქონდათ მშობლებსა და შვილებს. რა
ადგილი ენიჭებოდა ქალს საბჭოთა ოჯახში? 30-იან და, განსაკუთრებით, 40-იან წლებში ხომ ოჯახის
ცენტრში დედა ჩანდა, ხოლო მამები ციხეებში, ბანაკებში, ჯარში, ფრონტზე იყვნენ? როგორ გვარდებო-
და ურთიერთობანი ოჯახში მათი დაბრუნების შემდეგ? რა როლს თამაშობდნენ უფროსი ვაჟები მამების
არყოფნის დროს, რა შედეგს იძლეოდა განცდილით ტრავმირებული მშობლების აღზრდის ძალისმიერი
მეთოდები?
იმ წლებში არსებობისთვის ბრძოლით დაკავებულ ოჯახების უფროსებს ბავშვთა აღზრდის პრობლე-
მებზე დაფიქრების კი არა, უბრალოდ, თვალყურის დევნების დროც არ რჩებოდათ. ამასთან, ქალაქის
საცხოვრებელ პირობებსა და სოფლად გლეხური ოჯახის სტრუქტურას საქმე იქამდე მიჰყავდა, რომ
ოჯახი სამი თაობისგან შედგებოდა. ამიტომაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი როლი ბებიებს
ენიჭებოდათ. თუკი წააწყდებით მსგავს შემთხვევას, ეცადეთ გაარკვიოთ, რა მოჰყვებოდა ოჯახის ამგვარ
სტრუქტურას.
უზარმაზარ როლს თამაშობდა ქუჩაც, სადაც ბავშვები, განსაკუთრებით ქალაქში, ამჟამინდელზე
გაცილებით ადრე აღმოჩნდებოდნენ ხოლმე. მისმა „კანონებმა“ საბჭოთა მოზარდთა არაერთი თაობა
ჩამოაყალიბა.
ასევე საინტერესოა თვალი მიადევნოთ, 60-იანი წლებიდან მოყოლებული, სოციალ-ეკონომიკურ
ცვლილებებთან დაკავშირებით როგორ იცვლებოდა საზოგადოებაში ოჯახური სიტუაცია და
ბავშვებისადმი დამოკიდებულება. ცხადია, შიდა საოჯახო ურთიერთობათა ამგვარი ანალიზი მარტივი
არ არის, მაგრამ თქვენი მცდელობაც კი, დაფიქრდეთ, როგორ გვარდებოდა ურთიერთობანი ოჯახში
ისტორიულ მოვლენათა ზეგავლენით, კიდევ უფრო გააღრმავებს ნაშრომს.
XX საუკუნის რუსეთის თითქმის ყოველი ოჯახის ისტორია, ყოველი ადამიანის ბედის ისტორია
ნებაყოფლობით ან იძულებით მიგრაციასა თუ გადასახლებას უკავშირდება. ხალხს შეჩვეული
ადგილებიდან გლეჯდნენ – განკულაკება და ომი, სტალინური რეპრესიები და მთელი ხალხების
დეპორტაციები, ყამირზე თუ ბამ-ის (ბაიკალ-ამურის მაგისტრალის) მშენებლობაზე შეკრება. ბოლო
ათწლეულში საბჭოთა კავშირის დაშლამ ის მოიტანა, რომ ასობით ათასი ადამიანი იძულებული გახდა,
დაეტოვებინათ თავიანთი სახლები. ბევრს მოუწია „უცხოს“ როლში ყოფნა და ძალიან ბევრს – „უცხოებს“
გადაყრა. ამიტომ კონკურსში გთავაზობთ თემას: ჩვენები – უცხოები. სხვა ეროვნება, სხვა რელიგია, სხვა
მრწამსი – არა მარტო ჩვენი წარსულის გასაანალიზებლადაა მნიშვნელოვანი, არამედ, დღესაც არ
დაუკარგავს აქტუალობა. სამწუხაროდ, იმ ეპოქებში, როდესაც სოციალური და პოლიტიკური
დაძაბულობა იმატებს, მტრობა და ერთმანეთისადმი უნდობლობაც მკვეთრად იზრდება. ძალიან
მარტივია „უცხოში“ საკუთარ უბედურებათა კონკრეტული დამნაშავე დაინახო. რასაკვირველია,
რთული თემაა, მაგრამ მხოლოდ მიუკერძოებელი მონათხრობი – როგორ გამოიყურებოდა ისტორიული
რეალობა, რის გადატანა მოუხდა ხალხს – დაგეხმარებათ თავი აარიდოთ სტერეოტიპებსა და კლიშეებს
„ჩვენებისა“ და „უცხოების“ შეფასებაში და ჩვენს საზოგადოებაში ურთიერთ მოთმინების კლიმატის ან,
როგორც დღეს ვუწოდებთ, ტოლერანტობის შექმნის საფუძველს შექმნის.
გთავაზობთ აგრეთვე, ყურადღება მიაქციოთ თემას: საზღვრები და მეზობლები XX საუკუნის რუსეთის
ისტორიაში. კონკურსის მონაწილეებს ვთავაზობთ კვლევები მიუძღვნან ახლო და შორეულ
მეზობლებთან ურთიერთობებს (აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში და ყოფილი საბჭოთა
კავშირის სივრცეში), ყურადღება მიაქციონ, XX საუკუნეში რუსეთის ხალხთა ცხოვრებაში რა როლი
ითამაშა ამა თუ იმ საზღვარმა; როგორ ანაწევრებდნენ ისინი ოჯახებს და უნგრევდნენ ცხოვრებას;
როგორი ურთიერთობანი ყალიბდებოდა საზღვარს იქით მყოფ მეზობლებთან. შესაძლოა, ეს იყოს
ბელორუსის, უკრაინის, ყაზახეთისა და მოლდოვის, ბალტიის ქვეყნებისა და პოლონეთის ხალხთა
ცხოვრების ამსახველი ისტორიები.

თემებისა და სიუჟეტების მოძიება შესაძლოა სრულიად განსხვავებულ ადგილებში. გამოკითხეთ


ნაცნობ-მეგობრები, მასალები ოჯახის, სკოლის, ან ქალაქის არქივებში ეძებეთ. გადაფურცლეთ ძველი
გაზეთების დასტები ბიბლიოთეკაში.
ეჭვგარეშეა, დიდად საინტერესო იქნება თქვენი ქალაქის, სოფლის, ქუჩის, ზოგჯერ ერთი სახლის
ისტორიაც კი; მით უფრო, თუ იმუშავებთ თემაზე: „ადამიანი და მცირე სამშობლო“. მაგ., სრულიად
შესაძლებელია, რომ თქვენს ქალაქში არსებობდეს შენობა, რომლის ისტორიაც მინიატურულად
ასახავდეს მოსკოვის ქრისტე მაცხოვრის ტაძრის ამბავს. 1930-იანი წლების დასაწყისში ტაძარი
ააფეთქეს, რათა გიგანტური საბჭოების სასახლე აღემართათ; ნაცვლად ამისა, ხრუშჩოვის დროს ღია
აუზი გახსნეს, ბოლოს კი, 1990-იან წლებში ტაძარი კვლავ აღადგინეს. საინტერესო სამხარეო სიუჟეტის
მოწოდება ძალუძთ მემორიალურ დაფებს, ქუჩათა დასახელებებს, ძველ შენობებს, ყოფილ კარ-
მიდამოებს, ფაბრიკებსა და სხვა მრავალს. სამხარეო თემების მონახვა ფოტოალბომებში, წიგნებში,
ადგილობრივ ამბავთა ამსახველ პროსპექტებსა და ბროშურებშიც შეიძლება. იქნებ, ჩანახატიც მოიძიოთ
ვინმეს შესახებ, რომელიმე დაწესებულებასა თუ ორგანიზაციაზე ან შენობაზე და მოგინდეთ თვალი
მიადევნოთ მის შემდგომ ბედს, ან უბრალოდ, მეტი შეიტყოთ მასზე. საინტერესო მასალას ადგილობრივ
ისტორიის ან მხარეთმცოდნეობის მუზეუმშიც აღმოაჩენთ. ასე ამოხსნა პოლონელი რეჟისორის ფილმ
„მარმარილოს ადამიანის“ გმირმა ურთულესი, ჩახლართული ბედის ამბავი, როდესაც მუზეუმში
შემთხვევით 1950-იან წლებში პოლონელი შრომის დამკვრელის მარმარილოს ქანდაკებას გადააწყდა.
შესაძლოა ისეც მოხდეს, რომ რომელიმე სიუჟეტის „გამოჩიჩქნისას“ უეცრად ჩიხში აღმოჩნდეთ, ძიება
წარმატებული არ აღმოჩნდეს მიუხედავად იმისა, რომ უმრავი დრო და ენერგია დახარჯეთ; სასოს ნუ
წარიკვეთთ, ყოველთვის ვერც „ზრდასრული“ ისტორიკოსები აგნებენ ჭეშმარიტებას. თუკი გაგიტაცათ
ძიების პროცესმა, თუკი ბევრი ფაქტის შეგროვება შესძელით, ესეც ძალიან საინტერესო იქნება. ამასთა-
ნავე, ყველა მკვლევარს აქვს მოვლენათა რეკონსტრუირებისა და საკუთარი ვერსიის ქონის უფლება.

ისტორიული წყაროები

სამუშაოსთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ სრულიად განსხვავებული ისტორიული – როგორც პირადი,


ასევე ოფიციალური წარმომავლობის – წყაროები.
ამგვარია – ზეპირი წყაროები, რომელთა შესახებაც დაწვრილებით ქვემოთ ვისაუბრებთ; მასალები და
საბუთები (მათ შორის, კონო და ფოტო მასალები), რომელთაც სახლის, სახელმწიფო, თუ საზოგადოებ-
რივ არქივებში მიაგნებთ.
განსაკუთრებით რა სახის წყაროები დაგაინტერესებდათ და – უპირატესად, გამოუქვეყნებელი
მოგონებანი, სხვადასხვა ბიოგრაფიული ჩანაწერი, დღიურები, წერილები. შესაძლოა, ეს მასალა დაედოს
საფუძვლად თქვენს კვლევას, ან მხოლოდ ნაწილობრივ გამოიყენოთ.
თქვენ მიერ საოჯახო ან სახელმწიფო არქივში აღმოჩენილი გამოუქვეყნებელი მოგონებანი, დასაშვე-
ბია, ფრიად მნიშვნელოვანი წყარო აღმოჩნდეს. ამგვარ შემთხვევაში, მკვლევრისთვის საინტერესოა
გაარკვიოს, რა მიზეზი ჰქონდა ავტორს (თუ პროფესიონალი ლიტერატორი არ იყო), შედგომოდა
მემუარების წერას. მოგონებანი სრულიად განსხვავებული მოსაზრებებით იწერება: სურვილით, შვილე-
ბისა და შვილიშვილებისთვის წარსული ცხოვრებიდან გამოიტანოს გაკვეთილი, რათა განამტკიცოს
გარდასულ მოვლენებში საკუთარი როლის მნიშვნელობა; თანამედროვეთა თვალში თავის მართლება
და ა. შ. მაგ., გულაგის მრავალი ტუსაღისთვის მეხსიერება გადარჩენის საშუალება იყო („ვცდილობდი
დამემახსოვრებინა, რომ მომეყოლა“ – წერდა ევგენია გინსბურგი); მეორე მხრივ, ზოგ პოლიტიკოსს
„სასწრაფოდ“ ჩაწერილი მოგონებები შელამაზებული ბიოგრაფიების შესაქმნელადაც სჭირდება.
როგორც წესი, ამგვარი გამომწვევი მიზეზებით ირკვევა მემუართა სარწმუნოების ხარისხი.
სწორედ ამიტომ, მოგონებებზე მუშაობისას პირველხარისხოვანი მნიშვნელობა ენიჭება ყველაფერს,
რაც მათ წარმომავლობას ეხება: დათარიღება; შექმნის გარემოება; ავტორის მონაწილეობის ხარისხი მოვ-
ლენებში, რომლებზეც მოგვითხრობს; მისი ბიოგრაფია; სოციალური სტატუსი; ცხოვრებისეული
თვალთახედვა და ა. შ. თავისთავად ცხადია – რაც უფრო ღრმად და მრავალი მიმართულებით შეძლებთ
კვლევას, მით უფრო უკეთ და სრულად გაიხსნება გარდასულ წელთა მოვლენებზე მემუარებში
დაცული ინფორმაციის ღირებულების ხარისხი. თქვენთვის ღირებული გამოჩენილ პირთა ავტობიოგ-
რაფიული ჩანაწერები კი არაა (მით უფრო, რომ, როგორც წესი, მათ მუდამ აქვეყნებენ), არამედ,
სრულიად ჩვეულებრივ ადამიანთა მოგონებანი. ჯერ კიდევ პუშკინი იბრძოდა, რომ სამახსოვრო
ჩანაწერები რიგით, არაფრით გამორჩეულ, უბრალოდ, წიგნიერ ადამიანებს ეკეთებინათ, რადგან ამაში
საზოგადოების ისტორიული მახსოვრობის საშუალებას ხედავდა.
მნიშვნელოვან წერილობით წყაროს მიეკუთვნება დღიურები. დღიურები მოგონებებისგან განსხვავ-
დება, რამეთუ აღწერენ მოვლენათა სტიქიურ მიმდინარეობას, რომელიც ავტორის თვალწინ ხდება;
ხოლო მემუარები გარდასული ცხოვრების ნაფიქრი აღდგენაა.
სხვა ბიოგრაფიულ წყაროებთან შედარებით დღიურები, ასე თუ ისე, უფრო სარწმუნოა, მათი
შემომქმედნი ხომ საკუთარი თავისთვის იწერდნენ და არა – გამოსაქვეყნებლად.
დიდად გაგიმართლებთ, თუ წილად გხვდებათ ბედნიერება, ვინმეს წარსული წლების დღიური
იპოვოთ. ზოგჯერ, სრულიად ჩვეულებრივი ადამიანის, თუნდაც ბავშვის შემთხვევით ნაპოვნი დღიური
მსოფლიოში ცნობილ ისტორიულ მოწმობად ქცეულა (მაგ., ლენინგრადელი გოგონას, ტანია სავიჩევას
ბლოკადის დროინდელი ჩანაწერები, ანდა ჰოლანდიელი სკოლის მოსწავლის, ანა ფრანკის დღიური).
ვინ იცის, იქნებ თქვენც აღმოაჩინოთ ვინმეს საინტერესო დღიური?! მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ
თუნდაც ყველაზე საოცარი მონაპოვარი, შრომის მხოლოდ საფუძველია, რადგან ნებისმიერი დღიური
თქვენი დაწვრილებითი კომენტარებით უნდა აღიჭურვოს.
შესაძლოა, საოჯახო არქივში ნაპოვნი მიმოწერაც საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდეს. გახსოვთ, როგორ
გაუმართლა რომან „ორი კაპიტნის“ გმირს, შემთხვევით ჩრდილოეთის ექსპედიციაში დაღუპულ
კაპიტან ტატარინოვის წერილებს რომ მიაგნო? თუმცა, მზად უნდა იყოთ, რომ თუნდაც ექსტრემალურ
სიტუაციაში დაწერილ წერილებში (ფრონტიდან, ბანაკიდან ან ციხიდან), ხშირად რაიმე არაჩვეულებ-
რივი კი არა, მხოლოდ ყოველდღიურობაა აღწერილი. ომსაც კი არა გმირობად, არამედ, მძიმე შრომად
აღიქვამდნენ. ამასთანავე, ამგვარი წერილები ყველაზე მკაცრი ცენზურის პირობებში იგზავნებოდა,
რასაც ავტორი მუდამ ითვალისწინებდა (მაგ., წინა კონკურსზე გამოგზავნილ ერთ-ერთ ნაშრომში, რო-
მელიც ფრონტელ პაპას ეძღვნებოდა, სკოლის მოსწავლემ მისი ფრონტიდან გამოგზავნილი წერილები
გამოიყენა; მაგრამ მას მხედველობიდან გამორჩა განსხვავება წერილებს შორის. ერთნი პირდაპირი
გზით – საველე ფოსტით იყო გამოგზავნილი, მეორენი კი – სულ სხვა საშუალებით. პირველ წერილთა
ტონი ხაზგასმით მხნე იყო, ხელსაყრელი გზით გამოგზავნილებში კი (ცენზურისთვის გვერდით ავ-
ლით) – სრულიად განსხვავებული ტონალობა იგრძნობოდა: მეთაურთა უსამართლობაზე ჩივილი და
რჩევები ახლობლებისთვის, როგორ გაუმკლავდნენ შიმშილს).
მნიშვნელოვანი წყარო – საოჯახო არქივებში შემონახული სხვადასხვაგვარი პირადი საბუთი: პირა-
დობის მოწმობები, შრომის წიგნაკები და ა. შ. მათი საშუალებით შეგიძლიათ შეამოწმოთ მოწოდებული
ბიოგრაფიული ცნობები, განსაზღვროთ შეგროვებული მასალის ნამდვილობის ხარისხი. თუმცა,
ყოველივე ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ოფიციალურ საბჭოთა საბუთებს შეგვიძლია მთლიანად ვენდოთ.
ერთი მხრივ, გადარჩენის მიზნით, ხალხს ხშირად უწევდა მოეტყუებინა ხელისუფლება, დაემალა ან
შეეცვალა ბიოგრაფიული მონაცემები (მაგ., რეპრესირებული ნათესავები არ მიეთითებინა ანკეტებში,
დაემალა ნამდვილი ეროვნება, ტყვედ ყოფნა და ა. შ.). მეორე მხრივ, ხელისუფლებიდან წამოსული
საბუთებიც შეიძლებოდა ფალსიფიცირებული ყოფილიყო. ამის ნათელი მაგალითია 40-50-იან წლებში
გაცემული ცრუ ცნობები, რომლებიც ბანაკებში სხვადასხვა სენთაგან გარდაცვლილთა ან 37-38 წლებში
მასობრივი ტერორის დროს დახვრეტილთა საეჭვო თარიღს იტყობინებოდა.
განსაკუთრებით მნიშვნელოვან წყაროდ იქცევა ხოლმე ფოტოდოკუმენტები. ძველი ფოტოსურათების
(ცალკეული ფოტოების ან მთელი ალბომების) აღმოჩენა პრაქტიკულად ყველგან შეგიძლიათ: საოჯახო,
სკოლის თუ სახელმწოფო არქივებში. ფოტოსურათებმა შესაძლოა რაიმე სიუჟეტისთვის მიგაგნებინოთ,
ან თქვენს თანამოსაუბრეს გაახსენოს მასთან დაკავშირებული ეპიზოდები. ფოტოსურათები ბევრს
მოგიყვებიან თქვენი კვლევის გმირებსა და მათ ირგვლივ არსებულ გარემოზე. თუ ფოტოები (ისევე
როგორც სხვა წყაროები) დათარიღებული არ არის, უნდა ეცადოთ აღადგინოთ მათი გადაღების დრო.
ნებისმიერ შემთხვევაში, ზედმიწევნით ყურადღებით უნდა შეისწავლოთ მეორე გვერდზე არსებული
ყოველი წარწერა. ამის გაკეთება მნიშვნელოვანია, რათა გაიგოთ, მრავალი წლის მანძილზე რატომ
უფრთხილდებოდა მას ესა თუ ის ადამიანი. ფოტოების დაცვით ხომ მხედველობითი მახსოვრობით
ვინახავთ მოგონებებს საკუთარი თავის, სხვის თუ ჩვენს ცხოვრებაში არსებულ მოვლენათა შესახებ.
მნიშვნელოვანია ასევე განვსაზღვროთ, რა მიზნითა და საბაბით გადაიღეს ესა თუ ის ფოტო და ვის ეკავა
ფოტოაპარატი. ვინც იღებდა, მხოლოდ ცხოვრებისეული სცენა დააფიქსირა, თუ ეს სადღესასწაულო
სურათია, რისთვისაც სპეციალურად ჩაიცვეს, დაივარცხნეს და დასხდნენ, ან იქნებ, რაიმე საბუთისთვის
არის იგი გადაღებული? ამავე დროს, ფოტოსურათებსაც როგორც ისტორიულ წყაროებს, ყურადღებითა
და კრიტიკულად უნდა მოვეპყროთ. ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ფოტოსურათი
სინამდვილის ზუსტი, დოკუმენტური ანასახია. სინამდვილეში, ყოველთვის ამგვარად როდია. მაგ.,
1930-იან წლებში მრავალი ფოტოს, რომელზეც 1917 წლის რევოლუციის შემოქმედნი იყვნენ
გამოსახულნი, აყალბებდნენ (რეტუშირებას უკეთებდნენ) იმ თანმიმდევრობით, როგორითაც სტალინი
მათ პოლიტიკური სცენიდან ათავისუფლებდა. მაგრამ მაშინაც კი, როდესაც საქმე რეტუშირებას არ
ეხება, საოჯახო ალბომებში ფოტოები ხშირად სადღესასწაულო ბიოგრაფიებს ასახავენ, რომელთაც
ცოტა რამ თუ აქვთ საერთო ნამდვილ ცხოვრებასთან. ამგვარი ფოტოების გამოყენება-ინტერპრეტირება
მარტივი არ არის. საჭიროა მათი სხვა წყაროებთან შეჯერება. საკონკურსო ნაშრომს მთლიანად იშვიათი
და საინტერესო ფოტოებიც კი ვერ შეავსებენ.
შესაძლოა, ძველი საგნები და ნივთები კვლევისთვის მნიშვნელოვანი ამოსავალი წერტილი გახდეს.
დღევანდელი ნივთების სიცოცხლე გაცილებით ხანმოკლეა ვიდრე მათი, წინა ათწლეულებში რომ ემსა-
ხურებოდა ხალხს; ამიტომ, ძველებური კარადა, საწერი მაგიდა, ლამფა, ძველი საათი, საბეჭდი მანქანა
ან თუნდაც 60-იანი წლების მაგნიტოფონი დაგეხმარებათ აღადგინოთ მფლობელთა ისტორიები, მით
უფრო, თუ მათ რაიმე ოჯახის ლეგენდა უკავშირდება. „ვიხსენებდი სხვადასხვა მაშინდელ ნივთს... ზო-
გი მათგანი საჭირო აღარაა, სხვები გამოიცვალა, ზოგიც შეიძლება დაბრუნდეს. და ყველაფერი ერთად
ქმნის სურათს ქალაქისას, რომელიც აღარ არსებობს – პირველი ხუთწლედის ლენინგრადის სურათს“
(დ. გრანინი).
ნივთები მფლობელთა პიროვნებასა და მათი ცხოვრების წესს ასახავს. ყოველდღიურობის გასაანალი-
ზებლად უაღრესად არსებითია აღიწეროს, როგორ ეპყრობოდნენ მათ. გავიხსენოთ, რამდენი გვერდი
მიეძღვნა „რობინზონ კრუზოში“ საგანთა აღწერას, რომელთა შეგროვებაც ნაწარმოების გმირმა გემის
დაღუპვის შემდეგ შეძლო; გმირის ბრძოლას გადარჩენისთვის საგნები ასახავდნენ.
ყოველდღიურობის უმნიშვნელოვანესი დეტალია დამოკიდებულება ტანსაცმელისადმი და ჩაცმის
ყაიდა, რაც საბჭოთა წლებშიც კი მკვეთრად მიაკუთვნებდა ადამიანს ამა თუ იმ სოციალურ დაჯგუფე-
ბას. ტყავის ქურთუკი და წითელი თავსაფარი, ნახევრად სამხედრო ფარაჯა და ჩექმები, ბოსტონური
კოსტუმი და ფართო ფარფლიანი ქუდი, სტვირისებური (ქვემოთ დავიწროებული) შარვლები და სქელ
ლანჩიანი ფეხსაცმელები, უხეში ძაფით ნაქსოვი სვიტერი და ჯინსები, რომლებსაც ალბათ ოდესღაც
თქვენი კვლევების გმირები ატარებდნენ, ხანდახან მათ წარსულსაც მოგითხრობენ და, ამა თუ იმ
წლებში, მათ სოციალურ როლსაც გვამცნობენ.
რასაკვირველია, ჩვენს პირობებში ძველი საინტერესო საგნების ან „მოლაპარაკე“ ნივთების მოძებნა
არც თუ ისე მარტივია. საცხოვრებელი პრობლემებისა და დაუსრულებელი გადაადგილების გამო ხალ-
ხი ნაკლებად ინახავდა ნივთებს. ამიტომ შესაძლოა, ამგვარი კვლევა რუსეთის პროვინციებში უფრო გა-
გიადვილდეთ, სადაც ყოფა-ცხოვრება, მრავალმილიონიან ქალაქებთან შედარებით, მშვიდი და მყარია.
მრავალი განსხვავებული ისტორიული წყარო აღგიწერეთ, მაგრამ, რამდენადაც თქვენი ძიების ერთ-
ერთი ძირეული მიმართულება ერთი ადამიანის ან მთელი ოჯახის ცხოვრების ისტორიაა, თქვენთვის
უფრო ხელმისაწვდომი წყარო საკუთარი ცხოვრების ან ცალკეული ეპიზოდებისა თუ პერიოდების
შესახებ თავად ხალხის მონათხრობი იქნება.

რა არის ზეპირი წყარო?

შესაძლოა ხელი მოჰკიდოთ იმას, რასაც მთელი მსოფლიოს ისტორიკოსები „ზეპირ ისტორიას“
უწოდებენ. ზეპირი ისტორია ხალხის მიერ მაგნიტოფონის ფირზე ჩაწერილი მოგონებებია საკუთარი
ცხოვრების ან წარსული მოვლენების შესახებ, რომელთა მოწმენიც თავადვე იყვნენ.
ხალხთა მონათხრობს ისტორიკოსები მუდამ კრებდნენ, ანტიკურ დროსაც კი. „ხისტორიო“
ბერძნულიდან ითარგმნება, როგორც „დავდივარ, ვეკითხები, ვიგებ“. მაგრამ XX საუკუნის მეორე
ნახევრიდან გამოჩნდა ტექნიკური საშუალებანი, რამაც გააადვილა მონათხრობთა ჩაწერა და საშუალება
მოგვცა ისე გამოგვეცა ისინი, როგორც გავიგონეთ – მთელი თავიანთი ნიუანსებით, ინტონაციითა და
ლექსიკით. ეს გახლავთ მაგნიტოფონზე ჩანაწერი.
რამდენადაც ისტორიკოსებს სულ უფრო მეტად აინტერესებდათ ჩვეულებრივ ადამიანთა ბიოგრაფი-
ები და იმ სოციალურ წრეთა ბედი, იშვიათად რომ ტოვებენ წერილობით მოგონებებს, მაგნიტოფონზე
ჩაწერის მეთოდს უფრო და უფრო ფართოდ მომართავდნენ.
ამჯერად, უკვე მაგნიტოფონზე გაცილებით ხშირად, ვიდეო ჩანაწერს იყენებენ. ვიდეოკამერა, ნამდ-
ვილად, კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას იძლევა – თანამოსაუბრის მხოლოდ ხმა და ინტონაცია კი
არა, გარეგნობა, ჟესტიკულაცია, მოძრაობა, მიმიკა და გარემოცვაც კი ფიქსირდება. თუმცა, აქაც მრავალ
სირთულეს ვაწყდებით. ვიდეოკამერა მოსაუბრისგან გაცილებით ხანგრძლივ შეგუებას მოითხოვს:
პატარა მაგნიტოფონზეც კი მრავალი ნერვიულად რეაგირებს და აქ ხომ მუდამ ობიექტივის პირისპირაა.
გარდა ამისა, ბევრისთვის ფრიად არსებითი ფაქტორი – ჩანაწერის ანონიმურობა – ირღვევა; ხმა ისე
მარტივად არ ამოიცნობა, როგორც გარეგნობა. ყოველივე ეს შესაძლოა, უარყოფითად აისახოს თქვენს
ნაშრომზე – ვერ მიიღოთ სასურველი ინფორმაცია. ვიდეოჩანაწერი კოლექტიურ მუშაობას
გულისხმობს. ინტერვიუ ხარისხიანი მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოგივათ, თუ მას ორი ინტერვიუერი
ატარებს – ერთი შეკითხვებს სვამს, მეორე კი, კამერით იღებს.

თანამოსაუბრეთა ძიება

„ზეპირი ისტორიისა“ და, შესაბამისად, ისტორიული ინტერვიუს ჩატარებისთვის მზადებისას, უპირ-


ველეს ყოვლისა, უნდა განსაზღვროთ, რა სახის ინფორმაციის მიღება გსურთ. თუ მაგ., კონკრეტული
ისტორიული მომენტი ან დროის მონაკვეთი გაინტერესებთ, უნდა ააგოთ თემატური ინტერვიუ,
რომელშიც თანამოსაუბრის ბიოგრაფია ისტორიული „რეკვიზიტის“ მხოლოდ ნაწილი იქნება. თუ
პირიქით, ადამიანის ცხოვრების მთელი ამბავი გნებავთ, ორიენტაცია ავტობიოგრაფიულ ინტერვიუზე
უნდა აიღოთ.
რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი პოტენციურ თანამოსაუბრეში:
ა) გულახდილად და ჩასაწერად საუბრის სურვილი;
ბ) საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილების რამდენადმე გააზრების უნარი;
გ) დაკვირვებულობა და დეტალების დამახსოვრების უნარი;
დ) წარსულის გახსენების სურვილი;
შესაფერისი მოსაუბრეების მოძიების უმარტივესი გზა ახლობელთა და ნაცნობთა გამოკითხვაა. მათ
შორის აუცილებლად აღმოჩნდება საინტერესო ბიოგრაფიის მქონე ადამიანი. თუ რომელიმე კონკრეტუ-
ლი ისტორიული მოვლენის გაგება გსურთ, მოიკითხეთ ხალხი, ვისაც ჩანაწერები აქვს ან ისტორიისად-
მი ავლენს ინტერესს.
თუკი თქვენი ქალაქის, სოფლის, დაბის ისტორიის რომელიმე მონაკვეთი გაინტერესებთ, ერთს რომ
გამოკითხავთ, სხვათა დასახელებაც სთხოვეთ, ვისაც იმდროინდელ ამბავთა მოყოლა ძალუძს. ძალიან
ხშირად, სწორედ ამგვარად პოულობენ მოწმეებს – ჯაჭვისებურად, ერთიდან მეორეზე გადასვლით.
თუ პირადად ჯერ არ იცნობთ ადამიანს და პირველად ურთიერთობთ, მაგ., ტელეფონით, ნუ
აღელდებით მაშინაც კი, თუ თავდაპირველად წინააღმდეგობას ან უნდობლობას გადაეყრებით. ეცადეთ
თავი იმ ადამიანის ადგილას დააყენოთ, ვისაც თავისი ცხოვრების ამბის მოყოლას სთხოვენ: ამგვარ
რამეზე დათანხმება ადვილი არაა. მსგავს შემთხვევაში გარგებთ დაასახელოთ თანამოსაუბრისთვის
ნაცნობი ადამიანის სახელი – ამან და ამან მირჩია, აუცილებლად თქვენთვის მომემართა. შეიძლება
წერილი მისწეროთ და მოკლედ აუხსნათ, რას საქმიანობთ; ეცადეთ, რაიმე შენიშვნა, ამონარიდი ან
ფოტოსურათი დაურთოთ, რომელიც დააინტერესებდა თქვენს სავარაუდო მოსაუბრეს, ან შეეცადეთ,
წარსული მოაგონოთ. თუმცა, იმედს ნუ იქონიებთ, რომ წერილზე აუცილებლად გიპასუხებენ. აჯობებს,
რამდენიმე დღეში თავად დაურეკოთ და ჰკითხოთ, შესაძლებელია თუ არა ინტერვიუს ჩაწერა.
თავიდან ძალზე რთულია, უცნობი ინტერვიუზე დაითანხმო. ნუ გაგიკვირდებათ თუ დაგღლით
მასთან ტელეფონით მოლაპარაკებანი.
როგორ უნდა აუხსნათ მომავალ თანამოსაუბრეს, რად გინდათ მისგან ინტერვიუ? საკმარისია სულ
უბრალო სიტყვები: „ძალიან მაინტერესებს თქვენი ბიოგრაფია“; ან „ვმუშაობთ იმ ადამიანთა ისტორი-
ებზე, რომლებიც... ვესაუბრებით მათ, ვისაც ძალუძს მოგვითხროს ამის შესახებ“.
სავარაუდო მოსაუბრეთაგან ზოგიერთნი მიზეზებს დაგისახელებენ, რატომ ფიქრობენ, რომ
ინტერვიუსთვის ვერ გამოდგებიან; იტყვიან, რომ არც თუ ისე კარგად ერკვეოდნენ თქვენთვის
საინტერესო სიუჟეტში ან, რომ მახსოვრობა ღალატობთ. აუხსენით, რომ მადლობელი დარჩებით, თუ
გაგიზიარებენ, რაც ახსოვთ, ეცადეთ უბიძგოთ იმისკენ, რის გახსენებაც დაიწყეს.

ინტერვიუსთვის მზადება

ვიდრე ადამიანს თავისი ცხოვრების ან ცხოვრების რომელიმე მონაკვეთის შესახებ გამოკითხავდეთ,


აუცილებელია სასაუბროდ მომზადება. თუ ვთქვათ, მისი ომისდროინდელი ან ომისშემდგომი
ცხოვრება გაინტერესებთ, აუცილებლად კარგად უნდა შეისწავლოთ ისტორიული ფონი. ამ სახით
თქვენთან მოსაუბრეს დაანახებთ, რომ ინტერვიუს სერიოზულად ეკიდებით. ხანდაზმულ ხალს ხშირად
ეშლება, ქალაქები და წლები ერევათ და თქვენ უნდა შეძლოთ, საუბრის სწორად წარმართვა.

ინტერვიუს ჩატარების დრო

თანამოსაუბრეს მისთვის სასურველ დღეზე შეუთანხმდით. ეცადეთ ისე შეათანხმოთ, რომ ორივე
თქვენგანს არანაკლებ ორი თავისუფალი საათი ჰქონდეს. დრო თუ არ გეყოთ, შეზღუდულ პასუხებს
მიიღებთ და ინტერვიუც შეკუმშული და უვარგისი იქნება (რასაკვირველია, ეს არ ნიშნავს, რომ
ინტერვიუ მხოლოდ ორ საათს უნდა გრძელდებოდეს). თუკი თანამოსაუბრეს აქვს მოსაყოლი, ხოლო
თქვენ – შესაკითხი, შეგიძლიათ მრავალჯერ ესტუმროთ და მრავალსაათიანი საუბარი ჩაიწეროთ.

ადგილი

ინტერვიუს დროს ეცადეთ, განმარტოვდეთ მოსაუბრესთან და ირგვლივ, რაც შეიძლება, ნაკლები


ხმაური თუ სხვა ყურადღების გამფანტავი საშუალება იყოს. გარე დაბრკოლებათაგან ყველაზე
არსებითია – ტელეფონის ზარი, პატარა ბავშვები და მოულოდნელი სტუმრობები.
გახსოვდეთ, რომ ინტერვიუს როგორც აზრობრივ, ასევე ემოციურ შედეგებზე განსაკუთრებით
მოქმედებს ჩატარების ადგილი, წელიწადის დრო და დღე.
მაგ., შრომისუნარიანი სოფლის მოსახლისთვის ზაფხულის თვეები არც თუ ხელსაყრელი დროა
ინტერვიუს ჩასაწერად; იგი უხალისოდ დაგთანხმდებათ საუბარზე მზის ჩასვლამდე, ანუ ვიდრე
მინდორში, ვენახსა თუ ბაღში სამუშაო არ დასრულდება.
სოფელში მცხოვრები შეხვედრისას შინ ამჯობინებს, რაც თქვენთვისაც ძალიან ხელსაყრელია. შინაურ
გარემოს, ყოფას, ნივთებსა და ფოტოსურათებს, გარს რომ ახვევია ადამიანს, ძალუძთ მრავალი
დამატებითი ცნობა მოგაწოდონ მასზე.
ქალაქელებს საუბარი ხშირად სახლის გარეთ ურჩევნიათ, ხატოვნად რომ ვთქვათ „სკამზე“. ზოგჯერ
ამგვარი რამ ხელს უწყობს, რომ ადამიანი მოწყდეს ჩვეულ ცხოვრებას და წარსულს ჩაუღრმავდეს. ნურც
ერთ შემთხვევაში ნუ დაივიწყებთ სთხოვოთ, დაგათვალიერებინოთ ძველი ფოტოსურათები და
გაჩვენოთ თავისი ცხოვრების რაიმე მნიშვნელოვანი საბუთი: ცნობები სიგელები, ორდენები, მედლები
და ა.შ. ამგვარი ქმედება ყოველთვის აუმჯობესებს გახსენების პროცესს და საშუალებას გაძლევთ
მოსმენილი ისტორიულად სანდოობის თვალსაზრისით შეაფასოთ.
უკიდურეს შემთხვევაში, თუ სხვა გზა აღარ დაგრჩათ და თქვენი სავარაუდო მოსაუბრე სხვა არაფერზე
გთანხმდებათ, შეგიძლიათ ინტერვიუ ტელეფონით წარმართოთ. თუმცა ეს ინტერვიუს ძალიან რთული
ფორმაა და საუბარი მხოლოდ იმ შემთხვევაში შედგება, თუკი მოსაუბრე ხილვის გარეშე მოისურვებს
თქვენთვის „აღსარების ჩაბარებას“.

როგორ უნდა მოვიქცეთ ინტერვიუს ჩაწერის დროს

მოსაუბრეს შეხვედრისთანავე პატივისცემა უნდა აგრძნობინოთ: ზუსტად დანიშნულ დროს


ესტუმრეთ და კვლავ აუხსენით, რას საქმიანობთ და რატომ არის თქვენთვის ეს ინტერვიუ ესოდენ
მნიშვნელოვანი. ყველა მის შეკითხვას უპასუხეთ და თუ ინტერვიუ თემატურია, კიდევ ერთხელ
მონიშნეთ თქვენთვის საინტერესო საკითხები.
თავდაპირველად, ზოგი ჯანმრთელობასა თუ ამინდის შესახებ განყენებულ საუბარს ამჯობინებს. ნუ
დააჩქარებთ, ნურც შეაწყვეტინებთ, ამით სანდო ატმოსფეროს შექმნით.
ფსიქოლოგიურად უმჯობესია, საუბარი თავად დაიწყოთ და ერთი-ორი სიტყვით უამბოთ საკუთარ
თავზე, რაც მასთან კონტაქტს გააუმჯობესებს.
თუ თანამოსაუბრე თავად მოისურვებს პირდაპირ, თქვენი მისვლისთანავე დაიწყოთ ინტერვიუ,
დროს ნუ დაკარგავთ, ისარგებლეთ ამით.
ნუ ეცდებით ჩამწერი ტექნიკა დაუმალოთ. თუ ხელთ მაგნიტოფონი გაქვთ, იმგვარად დადეთ, რომ
ყურადღება, რაც შეიძლება, ნაკლებად მიიქციოს. სულ მალე მოსაუბრე საერთოდ აღარ შეამჩნევს მას;
მაგრამ თუ შეაწყვეტინებთ საუბარს და ჩანაწერის წვალებას დაიწყებთ, იგი ყურადღებას სხვა რამეზე
გადაიტანს და შესაძლოა, თხრობის ძაფი გაუწყდეს.
თუ თემასთან დაკავშირებული რაიმე ფოტო ან საბუთი გაქვთ მიტანილი, აჩვენეთ მას. აუცილებლად
სთხოვეთ თავადაც გაჩვენოთ, რაც აქვს: ფოტოები, საბუთები და ა. შ. ყოველივე ეს შესანიშნავად
წაახალისებს ტვინს და სანდო დამოკიდებულებას დაამყარებს. ადამიანს სიამოვნებს მეორე მხრიდან
დაინტერესების ხილვა.
სასურველია, ფირზე ან ბლოკნოტში ჩაიწეროთ ინტერვიუერის სახელი, თემა, ჩატარების დრო და
აგილი. ოღონდ, ეს წინასწარ ან სულ ბოლოს უნდა გააკეთოთ, რომ საუბარს ზედმეტად ოფიციალური
სახე არ მიეცეს. თუ თქვენთან მოსაუბრეს რაიმე მიზეზით არ სურს სახელის თქმა, მაშინვე დათანხმდით
(თქვენთვის ხომ მთავარი ინფორმაციის მიღებაა) და მხოლოდ ინიციალები ჩაინიშნეთ.
ადამიანი უფრო ზედმიწევნით და უკეთ გიპასუხებთ კითხვებზე და გიამბობთ თავისი ცხოვრების
შესახებ, თუ საუბრისთვის სანდო, მეგობრულ ატმოსფეროს შეუქმნით; რაც სულაც არ ნიშნავს, რომ
ყოველთვის უნდა დაეთანხმოთ. თქვენთვის მთავარი არა საკუთარი სიმართლის მტკიცება, არამედ – იმ
ინფორმაციის მიღებაა, ის რომ მოგაწვდით.
გახსოვდეთ: ინტერვიუზე რომ გთანხმდებიან, ხალხი საკუთარი ცხოვრების ნაწილს განდობთ. და
მხოლოდ მაშინ გაქვთ ამის თხოვნის უფლება, თუ მათ მონათხრობს პატივისცემით მოეპყრობით, ავად
არ გამოიყენებთ მიღებულ ცნობებს.
იცოდეთ, რომ უამრავი თემა არსებობს, რომელთა განხილვაც ხალხს არ სურს, ამიტომ საშუალება
უნდა მისცეთ, გვერდი აუარონ მათთვის უსიამოვნო საკითხებს.
უნდა იზრუნოთ საუბრის კონფიდენციალურობაზე. ყოველი ინტერვიუს დაწყებისთანავე, ინტერვი-
უერი აუცილებლად გააფრთხილეთ: „როგორც კი მოისურვებთ, თქვენი ნათქვამიდან რაიმე არ
ჩაიწეროს, მაგნიტოფონს გამოვრთავ“; ან: „თუ არ გნებავთ, რომელიმე ცნობა ფირზე ჩაწერილი დარჩეს,
შეგვიძლია ბოლოს წავშალოთ“. ამგვარი ქმედება ძალიან ამშვიდებს ხალხს. სინამდვილეში ამგვარი რამ
ძალზე იშვიათად ხდება.
თუ არ დაინტერესდებით მონათხრობით, თანამოსაუბრე მიგიხვდებათ და პასუხით გაგრძნობინებთ,
რომ დროს ართმევთ. და პირიქით, თუ ინტერესს დაინახავს, ხალისით ეცდება გაიხსენოს თქვენთვის
საჭირო ცნობები.
ნუ დაივიწყებთ რომ ყველა ადამიანი განსხვავებულია, რაც სრულიად მოულოდნელი სახით ვლინ-
დება. წინასწარ ნუ განსაზღვრავთ ვინ – ვინ არის. ხალხი სწრაფად ხვდება წინასწარგანზრახულს.
განეწყვეთ, რომ ვიდრე თავად არ გაგიმხელთ, არ იცით, რაზე ფიქრობს, რა გამოსცადა.
ადამიანი, რომელსაც ეკითხებით, შესაძლოა მოგეწონოთ ან არ მოგეწონოთ, შეგიძლიათ დაეთანხმოთ
ან არ დაითანხმოთ მის თვალსაზრისს; მაგრამ თქვენ მასთან მიხვედით, რომ გაიგოთ მისი ცხოვრების
შესახებ და არა იმიტომ, რომ განიკითხოთ ან ხელახლა აღზარდოთ. მოგწონთ თუ არ მოგწონთ,
ისტორიის ნაწილია, რასაც იგი ფიქრობს და განიცდის.
როგორიც არ უნდა იყოს თქვენი მრწამსი, თუკი ისტორიით ხართ დაკავებული, სრულიად განსხვავე-
ბულ ხალხთან უნდა იმუშაოთ – შესაძლოა, ისინი ერთმანეთს ებრძოდნენ, ან ამჯერადაც ებრძვიან. ინ-
ტერვიუს დროს რომელიმე საზოგადოებრივი დაჯგუფების მხარე კი არ უნდა დაიჭიროთ, ისტორიული
ინფორმაცია უნდა შეაგროვოთ. ამას კი მხოლოდ განსხვავებული თვალსაზრისების გაცნობის შემდეგ
შეძლებთ. თქვენმა თანამოსაუბრემ უნდა იგრძნოს, რომ მის მონათხრობს სერიოზულად ეკიდებით.
ზოგჯერ რთულია საკუთარი ქმედების ახსნა. ადვილი არაა თავს გვერდიდან შეხედო. თუ ინტერვიუს
მსვლელობისას უსიამოვნო მომენტები შეგექმნათ, დაფიქრდით, თავდაჭერის თქვენეული ყაიდის
ბრალი ხომ არაა. შეგიძლიათ, ვინმეს სთხოვოთ მოისმინოს ან ნახოს თქვენი ინტერვიუ (თუ ფირზე
გაქვთ ჩაწერილი) და გაგიზიაროთ აზრი, როგორ მოქმედებთ, ან კითხვებს როგორ სვამთ.
ტელევიზიით ალბათ ხშირად გინახავთ, როგორ ტარდება ინტერვიუები. მოპასუხე ცდილობს, რაც
შეიძლება უკეთ გამოიყურებოდეს, ინტერვიუერი კი, მის შეცბუნებას ან წონასწორობიდან გამოყვანას
ლამობს. ამგვარი პრაქტიკა არ გამოგადგებათ. თქვენი დამოკიდებულება კეთილგანწყობილი უნდა
იყოს – ერთად უნდა ჩაიწეროთ მისი ისტორია.
ისტორიული ინტერვიუს აგება დამოკიდებულია უნარზე – აალაპარაკოთ თანამოსაუბრე. ადამიანთა
თხრობის ბუნებრივი ჩვეულება გამოიყენეთ. წააქეზეთ იგი, მაგრამ ნუ ააჩქარებთ, ნუ შეაწყვეტინებთ,
თუნდაც თქვენთვის საინტერესო ზღვარს გადასცილდეს. ზოგი მოკლედ პასუხობს, ზოგი – ვრცლად.
საუბრის მისთვის დამახასიათებელ სტილს ნუ შეცვლით. თქვენი ამოცანაა, მან საკუთარი სიტყვებით
გიამბოთ თავისი ისტორია და არა – თქვენ გისმინოთ. ამიტომ მხოლოდ მოკლე შეკითხვებით შემოი-
ფარგლეთ, წაახალისეთ თხრობა.
ნუ დაიშურებთ გამოავლინოთ ყურადღება და ინტერესი, მაგრამ განსჯისგან თავი შეკავეთ.
წონასწორობა დაიცავით; თუ საერთოდ არ გამოხატავთ რეაქციას, ინტერვიუ არ ივარგებს.
ვიდრე მეორეზე გადახვიდოდეთ, ეცადეთ, რაც შეიძლება ღრმად გამოიკვლიოთ ერთი თემა;
შეეცადეთ მეტი ინფორმაცია მიიღოთ, ფაქტების მეტი დეტალი გაარკვიოთ.
ნუ აღელვდებით ინტერვიუს დროს პაუზის შემთხვევაში. ისწავლეთ გაარკვიოთ, როდის დაასრულა
მოსაუბრემ მოყოლა და როდის ჭოჭმანობს, რადგან აღარ იცის, ახლა რა უნდა თქვას. ზოგჯერ ხალხი
ჩერდება, რათა შემდეგ მნიშვნელოვანი რამ გაუწყონ.
უსმინეთ მოსაუბრეს. ზედმეტად ნუ დაეყრდნობით წინასწარ შედგენილ კითხვებს. მხოლოდ
გულისყურით მოსმენის შედეგად შეძლებთ საუბრის მსვლელობისას კარგი შეკითხვების დასმას.
რამდენიმე უადგილო შეკითხვამ კი, შესაძლოა, საერთოდ „ჩაგიკეტოთ“ თხრობის პროცესი.
გამოიყენეთ „ჯიქურ“ დასმული შეკითხვები, რომლებიც მხოლოდ ერთსიტყვიან პასუხს მოითხოვს.
ჰკითხეთ: „რა სამუშაო გქონდათ?“, „მუშაობა რთული იყო თუ – არა?“. კითხვა იმგვარად ჩამოაყალიბეთ,
რომ თანამოსაუბრის მეხსიერებას ცალსახად პასუხის საშუალება კი არ მისცეს – მიზანმიმართულად
დაუბრუნოს განსაზღვრულ თემას, ისტორიას, მოვლენას. მაგ., „ამასთან დაკავშირებით რა ისტორია
გახსენდებათ? რომელ მოვლენას გაიხსენებდით? დაწვრილებით მოგვიყევით თქვენი სამუშაოს ხასიათი
იმ წლებში, ამ ადგილზე, ამ ადამიანთან ერთად“ და ა. შ.
უპირატესობა მიანიჭეთ, „კედელთან მიმწყვდევ“ შეკითხვებს. ჰკითხეთ: მაშინ რას გრძნობდით თქვენ
და რას გრძნობდა ხალხი? ამგვარ შემთხვევაში იგი თავად გადაწყვეტს, მოგიყვეთ თუ არა, რას გრძნობდა
მაშინ.
ესწრაფეთ, ინტერვიუ მოსაუბრის საკუთარი გამოცდილებით შემოიზღუდოს. ეცადეთ, არ
ილაპარაკოს „საერთოდ..“, მოიპოვეთ კონკრეტული ინფორმაცია, მაგალითები და ა. შ. მაგ., თუკი
გეტყვიან: „მაშინ ყველა ცუდად ცხოვრობდა“ – ჰკითხეთ, კონკრეტულად რას გულისხმობს; სთხოვეთ
მაგალითებით დააზუსტოს. ჰკითხეთ, როგორ გაიგო ის, რასაც გიამბობთ. შემდგომში ყოველივე ეს
დაგეხმარებათ გაარკვიოთ, რამდენად სიმართლეა მისი მონათხრობი.
გახსოვდეთ: სასამართლოს ჯვარედინ დაკითხვაზე არ ხართ. მოსაუბრე ვალდებული არაა, გიმტკი-
ცოთ, რომ მართალს ამბობს ან მართალი იყო, ამგვარად რომ მოიქცა. ნურასდროს ეტყვით, რომ ფაქტებს
არასწორად აღიქვამს.
ბლოკნოტში ჩაიწერეთ დაკვირვებანი, რომელთაც კამერა ვერ დააფიქსირებს – მთხრობელის პოზა,
საუბრის ყაიდა, ჟესტების ენა, რაც თხრობის ცალკეულ მონაკვეთებს ასურათხატებს.
დაიმახსოვრეთ შემდგარი ინტერვიუს უმთავრესი პირობა: თქვენი თანამოსაუბრე, მისი ცხოვრება
უნდა გაინტერესებდეთ.

არქივებში მუშაობის შესახებ

ცნობილია, რომ ყოველ საოლქო (სამხარეო, რესპუბლიკურ) ცენტრში არსებობს არა ერთი, არამედ,
ორი არქივი: სახელმწიფო არქივი და უახლესი ისტორიის საბუთთა ცენტრი (ყოფილი პარტიული
არქივი). რაიონულ ცენტრებში საქალაქო არქივები ან საოლქოთა ფილიალებია. არქივებში დაცული
საბუთები ფონდებშია განაწილებული.
სახელმწიფო არქივებში საარქივო ფონდი, ძირითადად, სამ ძირითად კატეგორიად იყოფა: ადგილობ-
რივ სახელმწიფო დაწესებულებათა, საზოგადოებრივ ორგანიზაციათა (მათ შორის პოლიტიკურ პარტი-
ათა) და პირად ფონდებად. ბოლო კატეგორიას მიეკუთვნება საოჯახო ან კერძო პირთა პირადი არქივე-
ბი, რომელთაც სახელმწიფო იცავს. მასალათა ამ ჯგუფში შეიძლება გადააწყდეთ თავადთა საგვარეუ-
ლოების, თვენი მხარის პატივსაცემ მოქალაქეთა – ომისა და შრომის ვეტერანების, მეცნიერებისა და ხე-
ლოვნების მუშაკთა პირად ფონდებს. ხშირად შეგხვდებათ მწერალთა, ჟურნალისტთა, მხარეთმცოდნე-
თა, ისტორიკოსთა ფონდები; ასევე – დოკუმენტთა თემატური კოლექციები. სახელმწიფო დაწესებულე-
ბათა გარდა, რეგიონულ არქივებში საწარმოთა და კოლმეურნეობათა ფონდებიც ინახება. ზოგჯერ
საეკლესიო ეპარქიების, სასწავლო დაწესებულებებისა და ბეჭდვით ორგანოთა ფონდებიც დაცულია.
მოსკოვსა და პეტერბურგში ზემოჩამოთვლილ არქივთა გარდა, არსებობს კიდევ ცენტრალური სახელ-
მწიფო არქივები, მათ შორის უმსხვილესის – რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო არქივის (ГАРФ)
მისამართია: ბოლშაია პიროგოვსკაიას ქუჩა № 17. მის მეზობლად, ამავე მისამართზე მდებარეობს მეორე
„გიგანტი“ – რუსეთის სახელმწიფო ეკონომიკის არქივი. სამხედრო არქივები განთავსებულია სხვადა-
სხვა ადგილებზე: მოსკოვში ორი სამხედრო-ისტორიული არქივია; ერთ მათგანში I მსოფლიო ომის ბო-
ლომდე, ხოლო მეორეში – დიდი სამამულო ომის დაწყებამდე არსებული საბუთებია დაცული. მოს-
კოვთან ახლომდებარე პოდოლსკში მდებარეობს თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური არქივი, სადაც
დოკუმენტები1941-დან ინახება; ხოლო ცენტრალური სამხედრო-საზღვაო არქივი პეტერბურგშია გან-
თავსებული. კიდევ ბევრი არქივია თავმოყრილი მოსკოვში. მათ შორისაა ФСБ-სა (უშიშროების ფედერა-
ლური სამსახური) და ორი უმსხვილესი ყოფილი КПСС-ის (საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის)
არქივები. რუსეთის სოციალ-პოლიტიკური სახელმწიფო არქივი (ყოფილი ცენტრალური პარტიის არ-
ქივი) საბუთებს 1953 წლიდან იცავს, ხოლო რუსეთის უახლესი ისტორიის სახელმწიფო არქივი (ყოფი-
ლი კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მიმდინარე არქივი) – პარტიის საბუთებს სტა-
ლინის გარდაცვალების შემდგომ. კომკავშირის ცენრტალური არქივის ყველა მასალა ამჟამად РГАСПИ-
ის (სოციალ-პოლიტიკური ისტორიის რუსეთის სახელმწიფო არქივის) ფონდების შემადგენლობაში
ინახება.
„რუსეთის ფედერაციის საარქივო ფონდისა და არქივების შესახებ“ მოქმედი კანონმდებლობის თანახ-
მად, „რუსეთის ფედერაციის საარქივო ფონდის სახელმწიფო ნაწილის საბუთები და მათთან ერთად
არსებული ცნობარი, განკუთვნილია ყველა იურიდიულისა და კერძო პირის გამოსაყენებლად
„ყველა იურიდიულსა და კერძო პირს ძალუძს გამოიყენოს რუსეთის ფედერაციის საარქივო ფონდის
სახელმწიფო ნაწილის საბუთები და მათზე დართული ცნობარი“ (კანონი № 5341-1, მუხლი 20; 07.07.
1993 წ.). შევნიშნავთ, რომ საარქივო დაწესებულებების ხელმისაწვდომობის შესახებ ასაკობრივი შეზ-
ღუდვები კანონში არაა აღნიშნული.
თუ არქივს მშობლების ან აღმზრდელების გარეშე მიაკითხავთ, უპირველეს ყოვლისა, მოცემული
არქივის დირექციის სახელზე დაწერილი მიმართვა-წერილი დაგჭირდებათ. სკოლის ან სასწავლებლის
ბეჭდით დამოწმებულ და დირექტორის მიერ ხელმოწერილ წერილში უნდა იყოს თხოვნა, ნება დაგრ-
თონ იმუშაოთ საარქივო საბუთებზე. იქვე აღნიშნული უნდა იყოს თქვენი კვლევის თემა, დაახლოები-
თი ქრონოლოგიური ჩარჩოები და მუშაობის მიზანი (კონკურსში მონაწილეობა).
არქივის დირექციისგან საბუთებზე მუშაობის ნებართვის მიღების შემდეგ, ჯერ არქივის გზამკვლევი
უნა შეისწავლოთ და თქვენთვის საინტერესო საარქივო ფონდების ნომრები ამოიწეროთ. შემდეგ
შეგიძლიათ სამკითხველო დარბაზში ამ ფონდთა აღწერილობანი (საბუთების სია-ჩამონათვალი)
შეუკვეთოთ. რომ გაეცნობით და თქვენთვის საინტერესო დაცულ ერთეულებს ამოიწერთ, შეგიძლიათ
კონკრეტული საქმეები შეუკვეთოთ. საარქივო საქმეებთან ან დაცულ ერთეულებთან მუშაობისას არ
დაგავიწყდეთ გამოყენების ფურცელზე აღნიშნვა, სადაც უნდა მიუთითოთ თქვენი თემა და იმ ფურ-
ცელთა ნომრები, რომლებიდანაც ინფორმაცია ამოკრიფეთ.
არქივში წასვლის წინ ნუ დაივიწყებთ, მოიმარაგოთ ფურცლები და გამადიდებელი შუშა. შესაძლოა
ასევე გამოგადგეთ, შესასწავლი ადგილის რუკა ან საცნობარო ლიტერატურა. მათი გამოყენება არქივში
აკრძალული არ არის. ბუნებრივია, ცნობებისთვის მრავალ არქივში არსებულ სამეცნიერო ბიბლიოთე-
კებსაც შეგიძლიათ მიაკითხოთ, სადაც ხშირად ძველი გაზეთების შეკვრაც ინახება. გამორიცხული არაა,
შემდგომი კვლევისთვის სწორედ იქ აღმოაჩინოთ რაიმე „გასაღები“.
კანონით, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე უნდა მიიღოთ ნებისმიერი საბუთი, რომელიც არ
შეიცავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრების მონაცემებს (ჯანმრთელობა, ოჯახური და ინტიმური ურთი-
ერთობანი, ქონებრივი მდგომარეობა), მაგრამ თუ ამგვარი ცნობები მოიძებნება თქვენთვის საინტერესო
საბუთებში, მათი შექმნიდან არანაკლებ 75 წელი უნდა იყოს გასული. თუ საუბარია თქვენი ნათესავების
საბუთებზე, არქივში წასვლისას თან იქონიეთ მშობლებისა და ბებია-პაპის დაბადების მოწმობები და
მაშინ კანონით დადგენილი სიძველის ვადა აღარ იმოქმედებს თქვენს კვლევაზე. ნებისმიერ შემთხ-
ვევაში, XX საუკუნის პირველი მეოთხედისა და, რასაკვირველია, უფრო ადრინდელ საბუთებზე შეზ-
ღუდვები არ უნდა ვრცელდებოდეს. საბუთებზე მუშაობის ამგვარი წესი დამახასიათებელია ყველა
სახელმწიფო არქივისა და უახლესი ისტორიის დოკუმენტების საცავი ცენტრისთვის, რომელიც ასევე
ფედერალური საარქივო სისტემის სამსახურია.
სახელმწიფო არქივებთან ერთად, ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფოს ყველა ცხოველ მოქმედი დარგის
საუწყებო არქივებიც არსებობს (ეკონომიკა, მეცნიერება, ძალოვანი სტრუქტურები და ა შ.). სახელმწიფო
ან სხვა საიდუმლო დოკუმენტებისთვის ფედერალური კანონი გასაიდუმლოების 30-წლიან ვადას
აწესებს. თუმცა უწყებანი (მაგ., უსაფრთხოების ფედერალური სამსახური, შინაგან საქმეთა, საგარეო
საქმეთა ან თავდაცვის სამინისტროები) უფლებამოსილნი არიან, გააგრძელონ ეს ვადა. ამის შედეგად,
ყოვნდება საუწყებო დოკუმენტების სახელმწიფო საცავებისთვის გადაცემა. ამიტომაა, რომ ბევრი
მასალა, მაგ., დიდი სამამულო ომის შესახებ, ჯერაც გასაიდუმლოებულია.
არც უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის არქივის საქმეა მარტივი. უფს-ს (ФСБ) ზოგმა რეგიო-
ნალურმა სამმართველომ ბოლო წლებში საბუთების ნაწილი (საარქივო-საგამოძიებო საქმეები) სახელმ-
წიფო არქივებში გადაიტანა, რის გამოც მათი წვდომა ისტორიკოსებისთვის ასე თუ ისე, ადვილი გახდა.
მოსკოვში ისინი რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო არქივში მოათავსეს, სხვა ქალაქებში კი (ვორონეჟი,
ტვერი და ა. შ.) – სამხედრო ისტორიის დოკუმენტთა ცენტრებში. თუ გასარკვევია რომელიმე რეპრესი-
რებული ადამიანის ბედი, უპირველეს ყოვლისა, თქვენთვის საინტერესო პირის თაობაზე ოფიციალური
მიმართვა უნდა გაგზავნოთ ადგილობრივ უფს-ის სამმართველოში და გამოიკვლიოთ, სად ინახება მისი
საგამოძიებო საქმე. შემდგომი თქვენი ქმედებანი დამოკიდებულია იმაზე, მოვიდა თუ არა ფონდი თქვე-
ნი საოლქო (სამხარეო, რესპუბლიკურ) ცენტრის უახლესი ისტორიის საარქივო ცენტრში. თუ მოვიდა,
მაშინ მას უნდა მიმართოთ. თუ ჯერ არ მოსულა, მაშინ მშობლების ან აღმზრდელების საშუალებით
თხოვნით მიმართეთ უფს-ს რეგისტრაციის სამსახურისა და საარქივო ფონდების ადგილობრივ სამ-
მართველოს. არა ნათესავის საარქივო-საგამოძიებო საქმის უშუალოდ ნახვის უფლება რომ დაგრთონ,
საქმის გაცნობისას საჭიროა მისი პირდაპირი ან ირიბი, მაგრამ ახლო ნათესავების (შვილები, შვილიშვი-
ლები, ძმის ან დის შვილები) ნოტარიუსის მიერ დამოწმებული მინდობილობა ან რომელიმე მათგანის
დასწრება. გაითვალისწინეთ, რომ მინდობილობის გარეშე ზოგი საგამოძიებო საბუთის ქსეროასლის გა-
დაღება კანონით ნებადართულია; ასეთებია: დაპატიმრების ორდერები, დაპატიმრებანი, ანკეტები, და-
კითხვათა ოქმები, საბრალდებო დასკვნები, გამოძიებაში მყოფთა და მსჯავრდებულთა განცხადებანი.
იმ შემთხვევაში, თუკი სხვა ოლქში დაპატიმრებული ან დაპატიმრების შემდგომი ძიებისთვის სადმე
სხვაგან გადაყვანილი ადამიანის ბედი გაინტერესებთ, შეგიძლიათ წერილობითი მიმართვა გაუგზავ-
ნოთ უფს-ს რეგისტრაციისა და საარქივო ფონდთა სამმართველოს მისამართზე: 101000, ქ. მოსკოვი,
რუსეთის ფედერაციის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის რეგისტრაციისა და საარქივო
ფონდთა სამსახური (УРАФ ФСБ РФ), ან უფს-ს რეგისტრაციისა და საარქივო ფონდთა სამსახურის კონკ-
რეტულ საოლქო სამმართველოს. მაგ., იცით, რომ კურსკის ოლქში მდებარე თქვენი სოფლის მღვდელი
გადასახლებული იყო ტამბოვის ოლქში; შემდგომში კი, თანასოფლელებმა შეიტყვეს, რომ იგი 1937 წელს
კვლავ დააპატიმრეს და დახვრიტეს. საქმე უნდა მოიძიოთ არა მხოლოდ კურსკში, არამედ, ტომსკსა და
ტომსკის ოლქის უფს-ს სამმართველოსაც უნდა მიმართოთ.
სხვათა შორის, საოლქო სახელმწიფო არქივებში ღია ფონდებიც არსებობს, რომლებშიც საბჭოთა ხე-
ლისუფლების ადრეული ხანის რეპრესიების ისტორიებია ასახული. თუკი სამოქალაქო ომის დროინ-
დელ გლეხთა რომელიმე აჯანყების შესწავლა გსურთ, პირველ რიგში, ადგილობრივი (მაზრის, სათემო)
აღმასრულებელი კომიტეტის ფონდით უნდა ისარგებლოთ, და მეორე – გუბერნიის რევოლუციური
ტრიბუნალის ფონდით. რევოლუციურ ტრიბუნალთა ფონდების შემადგენლობაში როგორც საგამოძი-
ებო, ასევე სასამართლო პროცესების მასალებიც შედის.
გუბერნიათა აღმასრულებელი კომიტეტებისა და პარტიის საგუბერნიო კომიტეტების ფონდებში
ცხოვრების ყველა სფეროს ამსახველ მრავალ მასალას მიაგნებთ. აქ გუბერნიის პოლიტიკური და ეკონო-
მიკური მდგომარეობის შესახებ არსებული, მოსახლეობის ამა თუ იმ სოციალური საკითხისადმი – პო-
ლიტიკური დისკუსიებისა თუ ეკონომიკური სიძნელეებისადმი დამოკიდებულების, ВЧК-ОГПУ-ს (სა-
ერთაშორისო საგანგებო კომისია – გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველო) საი-
დუმლო ცნობებიც იყრიდა თავს. დიდად საინტერესოა რიგით ადამიანთა წერილები „ძალაუფლებაში“
რომლებიც შეიძლება ინახებოდეს ყველგან – სოციალური უზრუნველყოფის განყოფილებისა და
გაზეთის რედაქციიდან დაწყებული, პარტიის საქალაქო კომიტეტამდე. პატარა ქალაქების არქივებში,
უეჭველია, ინახება საინტერესო საბუთები, რომლებიც ზოგჯერ უფრო ნაკლებადაა შესწავლილი, ვიდრე
ცენტრალური და საოლქო არქივთა მასალები, რაზეც მუდმივად მუშაობენ „ზრდასრული“ ისტორიკო-
სები და სტუდენტები. მაგ., ქალაქის საბჭოს ფონდის რაიონულ არქივში გვხვდება „უფლებააყრილთა“
სიები, ეკლესიათა დაკეტვის საბუთები.
გენეალოგიური ხასიათის ცნობები (დაბადება, ნათლობა, ჯვრისწერა, ჩაწერა, სიკვდილი), უნდა ეძი-
ოთ: ეკლესიების სამრევლოს მეტრიკისა თუ საბინაო წიგნებში, სამოქალაქო ქორწინების სარეგისტრა-
ციო ფონდებში, რომლებიც მოიპოვება როგორც რაიონულ, ისე საოლქო არქივებში. თუ მასალას კო-
მუნისტური პარტიის წევრებზე – ე. წ. „ნომენკლატურულ მუშაკებზე“, ანუ გარკვეულ თანამდებობის
პირებზე ეძებთ, მათზე უნდა არსებობდეს პირადი საქმეები. ეს საქმეები მათი დონეების მიხედვით
ინახება უახლესი ისტორიის დოკუმენტთა ცენტრებში. პარტიულ ხელმძღვანელთა, ქარხანათა თუ
მსხვილ დაწესებულებათა დირექტორების, სამხედრო სარდლობის შემადგენლობის შემთხვევაში,
შესაძლოა, სხვადასხვა საქმეები არსებობდეს როგორც საოლქო ცენტრში, ისე მოსკოვში – რუსეთის
სახელმწიფო სოციალ-პოლიტიკური ისტორიის არქივში.
თქვენი კვლევის გმირების შესახებ მიმართვა პირდაპირ შეიძლება გაიგზავნოს ცენტრალურ
არქივებში, ხოლო თავდაცვის სამინისტროს არქივში – სამხედრო კომისარიატის გავლით სჯობს. ნუ
დაღონდებით, თუ მოსაძებნი მასალა მოულოდნელად ან მაშინათვე არ აღმოჩნდება. ისტორიკოსები
ზოგჯერ წლების მანძილზე ეძიებენ. მაგრამ, თუნდაც ვერაფერი ახალი იპოვოთ თქვენი გმირის შესახებ,
არქივში მუშაობა დაგეხმარებათ, უფრო მეტად „ჩაღრმავდეთ“ შესასწავლ ეპოქაში და შეიცნოთ ხელის-
უფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა აშკარა და იდუმალი მექანიზმები.

როგორ უნდა დაწეროთ და გააფორმოთ სამუშაო მხარეთმცოდნეობაში

„მხარეთმცოდნის ინტერესის ობიექტი შესაძლოა, განსხვავებული სივრცული მასშტაბისა და კულ-


ტურულ-ისტორიული მნიშვნელობის იყოს: ვრცელი ტერიტორია, პატარა ქალაქი, სოფელი, კარ-
მიდამო, მონასტერი, ქუჩა, ფაბრიკა, სასწავლო თუ სამკურნალო დაწესებულება; ასევე, მოცემულ
ადგილზე მობინადრე თქვენი ნათესავ-მეგობრების ცხოვრების ისტორიები, ადგილობრივ მოსახლეთა
ურთიერთდამოკიდებულებანი (განსაკუთრებით, საყოველთაოდ ცნობილთა) სხვა რეგიონებთან... იყო
მოწოდებით მხარეთმცოდნე, მუდამ მხარეთა სიყვარულს ნიშნავს“ (შ. შმიდტი).
მხარეთმცოდნე შესასწავლი საგნის ყოველ მხრივ შესწავლას, მისი შექმნის ისტორიის აღდგენას,
ზეპირ მოწმობათა, საბუთთა და ფოტოსურათთა შეგროვება-შენახვას ესწრაფვის.
კვლევის საგნის არჩევისას სასურველია (თუკი შესაძლებელია) კონსულტაცია გაიაროთ ადგილობრივ
მხარეთმცოდნეებთან, უმაღლესი სასწავლებლის რეგიონალური ისტორიის კათედრაზე ან მხარეთ-
მცოდნეობის მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომლებთან.
მუშაობის დაწყებამდე უკეთ გაიცანით საკვლევი ობიექტი. ფოტოაპარატით შეიარაღებულებმა დაია-
რეთ ქალაქი, გადაიღეთ ტაძარი, ქუჩა, კარ-მიდამო (საერთო ხედი, ცალკეული ნაგებობები, შენობის
ისტორიულ-არქიტექტურული დეტალები და ა. შ.). ფოტოებს წააწერეთ – შემდეგში დაგჭირდებათ,
როგორც სამუშაოს დანართი, ილუსტრაციები, თუკი ადილობრივ პრესაში გამოაქვეყნებთ; ან, შესაძლოა
– საკუთარი არქივის შესაქმნელად.
მეორე ეტაპია თემასთან დაკავშირებული ბიბლიოგრაფიული ლიტერატურის ძიება. ბიბლიოთეკაში
აუცილებლად უნდა გადაათვალიეროთ ადილობრივი სამხარეთმცოდნეო კრებულები, საცნობარო გა-
მოცემანი, ალმანახები, ჟურნალ-გაზეთები, რათა დარწმუნდეთ, რომ ახალ „ველოსიპედს არ იგონებთ“.
როგორც წესი, ბიბლიოთეკების კართოტეკებსა ან კატალოგებში მხარის ამსახველი არსებული ისტორი-
ულ-კულტურული სტატიები ინახება. საჭირო თემის ირგვლივ ბევრ მასალას თუ ვერ მოიძიებთ, ნუ
დაღონდებით, ეს ნიშნავს, რომ ობიექტი სუსტად არის შესწავლილი, რაც ფასს მატებს თქვენს კვლევას.
ეცადეთ გამოკითხოთ მხცოვანნი, მეზობლები, თქვენთვის საინტერესო ძეგლის ამჟამინდელი პატრო-
ნები (საეკლესიო მოღვაწენი, თანამშრომელნი, მუზეუმის მუშაკნი, მაცხოვრებლები) შენობის ისტორი-
ის, მისი პერსპექტივების თანამედროვე მდგომარეობის შესახებ. მათ მიერ მოთხრობილის ჩანაწერიც
მნიშვნელოვანი წყაროა, თუმცა აუცილებელია მისი სიზუსტისა და ნამდვილობის შემოწმება.
ესწრაფეთ, მეტი შეიტყოთ ხალხზე, ესა თუ ის ძეგლი რომ შექმნა ან ააგო.
სამუშაოს მესამე საფეხური საარქივო ძიებაა. არსებობს საქალაქო, სარაიონო, საოლქო და საუწყებო
არქივები. თუ სხვა ქალაქში ცხოვრობთ, შეგიძლიათ საოლქო არქივში ფოსტით გაგზავნოთ მიმართვა,
მაგრამ უმეტეს არქივში ეს მომსახურება ფასიანია. უმჯობესია, თავად ეწვიოთ არქივს და წერილი-მი-
მართვა დაწეროთ დირექტორის სახელზე, რომელშიც მიუთითებთ სამუშაოს თემასა და მიზანს (იხ. აგრ.
განყოფილების „არქივში მუშაობის შესახებ“).
ხელმისაწვდომი მიმომხილველისა და კართოტეკების საშუალებით უნდა გაეცნოთ არქივის გზამკ-
ვლევს. არქივებში საქმეები დალაგებულია ფონდების მიხედვით, რომლებიც დაწესებულებების – ფაბ-
რიკა-ქარხნების, მონასტრების, საზოგადოებების, ადგილობრივი დაწესებულებების სახელისუფლებო
ორგანოების და ა. შ. დოკუმენტებისგან ფორმირდება. სამკითხველო დარბაზში შეგიძლიათ მოიღოთ
ფონდთა აღწერილობა, სადაც საქმეთა კონკრეტულ ჩამონათვალს იხილავთ. მაგ., საგუბერნიო მმართვე-
ლობის, სასულიერო კონსისტორიების, სახალხო განათლების, კულტთა კომისიების, საქალაქო მეურნე-
ობის, აღმასრულებელი კომიტეტებისა და სხვ. აღწერილობებში ალბათ აღმოაჩენთ თქვენთვის საინტე-
რესო ცნობებს.
როგორც წესი, აღწერილობის მიხედვით შეკვეთილ საქმეებს, რამდენიმე დღეში მიიღებთ სამკითხვე-
ლო დარბაზში.
საარქივო საბუთებიდან, წიგნებიდან, კრებულებიდან თუ ჟურნალებიდან მასალის ამოსაწერად დი-
დი საერთო რვეული შეიძინეთ და გასაგები რაციონალური შემოკლებათა სისტემა შეიქმენით. ჩაწერი-
სას ნუ დაივიწყებთ ჩაინიშნოთ ფონდის აღწერილობის, საქმისა და ფურცლის ნომრები; ყოველივე ეს
აუცილებელია მითითებათა სწორად გასაფორმებლად.
ისწავლეთ გამოყენებული ლიტერატურის ბიბლიოგრაფიული აღწერილობის სწორად შედგენა.
როგორ დაწეროთ, იხილეთ ბიბლიოთეკის კატალოგების ბიბლიოგრაფიულ ბარათებზე.
ბიბლიოთეკაში ან არქივში რომ იმუშავებთ, ხალხს გაესაუბრებით და საკვლევ ადგილს
მონახულებით, შეგიძლიათ მუშაობასაც შეუდგეთ.
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, საკონკურსო სამუშაოს სწორად ჩამოყალიბებასა და ოპტიმალური
სტრუქტურის შერჩევას. ჩვეულებრივ, იგი შესავლის, ძირითადი ნაწილის (2-3 თავი) დასკვნის, გამოყე-
ნებული ლიტერატურის, წყაროებისა და დანართისგან შედგება.
შესავალში აუცილებლად უნდა დაასაბუთოთ თემის არჩევანი, განსაზღვროთ კვლევის მიზანი, მისი
მიღწევის გზები და ქრონოლოგიური ჩარჩოები. იქვე შეიძლება მოკლედ ჩამოთვალოთ თემის შესწავ-
ლისას გამოყენებული ლიტერატურის სია („ლიტერატურის“ ან „ისტორიოგრაფიული“ მიმოხილვა); თუ
გამოყენებული გაქვთ წყაროები: (გამოქვეყნებული თუ გამოუქვეყნებელი), მემუარები, დღიურები, ზე-
პირი მოგონებანი – მოკლედ დაახასიათეთ (ხარისხი, ძირითადი განსაკუთრებულობანი) და
მიუთითეთ, რით დაგეხმარნენ თემის გახსნაში. ეცადეთ, მიუკერძოებლად, ობიექტურად გააანალიზოთ
წყაროები და ლიტერატურა, წარმოაჩინოთ მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები.
კვლევის ძირითადი ნაწილი, ჩვეულებრივ, შედგება 2-3 თავისგან, რომლებშიც იშლება თემა. შეგიძ-
ლიათ, თხრობის ქრონოლოგიური ფორმა აირჩიოთ, ანუ თავადვე თანმიმდევრულად გადმოსცეთ მოვ-
ლენათა ისტორია ან თემატური თუ შერეული – ქრონოლოგიურ-თემატური საშუალება ამჯობინოთ.
მთავარია, თემა გაშალოთ, აღადგინოთ, ხელახლა ააგოთ საკვლევი ობიექტის ისტორია, აჩვენოთ ის
სიახლე, თემას რომ შესძინეთ.
თვალი მიადევნეთ თხრობის სტილს, უბრალოდ და გასაგებად წერეთ, ნუ მიეძალებით რთულ, ჩახ-
ლართულ წინადადებებს. თუ საკუთარი სტილის შემოწმება გსურთ ნაწერი ხმამაღლა წაუკითხეთ ახ-
ლობლებს და მაშინვე შეამჩნევთ ტექსტის ნაკლს.
თავი არიდეთ ვრცელ ციტატებს, თუ თქვენ მიერ მოპოვებულ ზეპირ წყაროებს არ გადმოსცემთ და
აუცილებლად აღნიშნეთ ბიბლიოგრაფიის დანართში.
ჩვეულებრივ, ყოველი თავს ბოლოს მცირე დასკვნა მოსდევს, ხოლო საბოლოო დასკვნაში შედეგებს
ჯამდება და არსებულ მონაცემთა ისტორიულ-კულტურული ფასეულობა წარმოაჩინდება. იწერება
დასკვნები შესასწავლი მოვლენისა თუ ძეგლის როლის მნიშვნელობის შესახებ მხარისა თუ ქალაქის
ისტორიაში.
სასურველია, ყველა ობიექტის ქალაქის ისტორიის კონტექსტში შესწავლა – პოლიტიკური, სოციალ-
ეკონომიკური, და კულტურული პროცესების, რომლებიც ქვეყანაში შესასწავლ პერიოდში ხდებოდა.
მნიშვნელოვანია აჩვენოთ, რომ ძეგლის ან ადამიანის ცხოვრება და ბედი დიდი ისტორიის ნაწილია.
ყოველგვარ კვლევით სამუშაოს გულდასმით შერჩეული დანართი ამშვენებს. ეს შეიძლება იყოს
საარქივო ნახაზები ან დოკუმენტები; შეგიძლიათ თქვენ მიერ აღმოჩენილი წყაროების სრული ტექსტის
დართვაც; ნაშრომის ილუსტრირება სახელმწიფო თუ საოჯახო არქივებიდან ამოღებული საბუთების
თუ ფოტოების ასლებით. რევოლუციამდე ცალკეული ეკლესიების, მონასტრების, საზოგადოებრივი
დაწესებულებების, ქალაქთა ქუჩების, მოედნების სანაპიროების, ისტორიული ძეგლების ხედებს
საფოსტო ბარათების სახით გამოსცემდნენ; მათი კოლექციები, როგორც წესი, ინახება ადგილობრივ
მუზეუმებში ან კოლექციონერ-ფილატელისტებთან (საოლქო ქალაქში, დასვენების დღეებში, ისინი
ჩვეულებრივ, ფილატელისტთა საზოგადოებაში იკრიბებიან). ამ ბარათთა ასლების დართვა ნაშრომის
საინტერესო ილუსტრირება იქნებოდა. ფრთხილად მოეპყარით საოჯახო არქივების თქვენ ხელთ
არსებულ ეგზემპლარებს. ქაღალდზე ნუ დააწებებთ წერილებისა და ფოტოების დედნებს.
თუ ნაშრომში ბევრი სახელია, სასურველია, სახელთა საძიებელი შეადგინოთ (ანბანურად, გვარების
მიხედვით); თუ მრავლადაა დასახელებული ძეგლები, ქუჩები – საგნობრივი საძიებელი. ნაშრომი
გამოყენებული ლიტერატურისა და წყაროების სიით სრულდება. სიის პირველ ნაწილში ჩამოთვალეთ
წყაროები – თავდაპირველად, საარქივო-გამოუქვეყნებელი, შემდეგ გამოქვეყნებული – საბუთების
კრებულები, მემუარები, ცალკეული გამოქვეყნებული საბუთები. მეორე ნაწილში ანბანის მიხედვით
ჩამოწერეთ ავტორები ან წიგნთა (თუ ნაშრომი უავტოროა) და სტატიათა სათაურები, საინფორმაციო-
საცნობარო გამოცემანი.
ნაშრომის კონკურსზე გაგზავნისას, ერთი ეგზემპლარი აუცილებლად დაიტოვეთ. ნუ მოიწყენთ, თუ
თქვენი კვლევა პირველ ადგილზე ვერ გავა, შეგიძლიათ იგი ადგილობრივ სამხარეო კრებულს,
ჟურნალსა თუ გაზეთს შესთავაზოთ; ან მხარეთმცოდნეობის საზოგადოების სხდომაზე წაიკითხოთ
მუზეუმსა თუ ბიბლიოთეკაში.

ნამუშევრის გაფორმება

აუცილებელია, რაც შეიძლება მკვეთრად ჩამოაყალიბოთ დასახული ამოცანა, რაც დაგეხმარებათ


მოძებნოთ შეძლებისდაგვარად მომგებიანი ფორმა და შესაფერისი სათაური. ისტორიული ნაშრომის-
თვის კარგი სათაურის მოფიქრება ადვილი არაა; მით უფრო, თუ ავტორი ფარ-ხმალს დაყრის და
სათაურად დაწერს: „ადამიანი ისტორიაში“ – ეს შთაბეჭდილებას წაახდენს.
წერთ ისტორიულ კვლევას; სულაც არ არის საჭირო იგი საკურსო ან, თუნდაც, სადიპლომო ნაშრომს
დაამგვანოთ აუცილებელი შესავლით, ძირითადი ნაწილითა და დასკვნით. ნუ მიიჩნევთ, რომ თქვენს
კონკრეტულ მონათხრობს აუცილებლად უნდა წაუმძღვაროთ საზოგადო და, ხშირად, სხვისი ან სხვის
მსგავსად მჟღერი სიტყვები, რათა ფსევდომეცნიერული სახე მიიღოს.
თქვენი საკონკურსო ნაშრომი ლიტერატურული ესე კი არა, ისტორიული კვლევაა, ამიტომ
ისტორიული წყაროები მისი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ყველა ისტორიული წყარო – ზეპირი თუ
წერილობითი, საარქივო მასალები, თუ მაგნიტოფირზე ჩაწერლი – თქვენი მონაპოვარია. ამიტომ
აუცილებლად უნდა მიუთითოთ წარმომავლობა. მაგ., თუ არქივში თავად კი არა, რომელიმე თქვენმა
აღმზრდელმა იმუშავა, არაფერია ცუდი; უბრალოდ, სქოლიოში მიუთითეთ, რომ ეს საბუთები ამა და ამ
არქივიდან ამა და ამ ადამიანმა მოგაწოდათ. თუ საბუთები საოჯახო არქივიდანაა, ესეც უნდა აღინიშ-
ნოს. თუ თქვენ მიერ აღებულ ინტერვიუს ეყრდნობით ან ციტირებთ, ჩატარების დრო და ადგილი
მიუთითეთ. თუ სხვისი ჩანაწერით სარგებლობთ, მით უფრო უნდა განმარტოთ. რომელ საბუთსა თუ
მოგონებასაც უნდა ეყრდნობოდეთ, აუცილებლად აღნიშნეთ, გამოქვეყნებულია თუ არა იგი.
თქვენ მიერ გამოყენებული ნებისმიერი სხვისი ტექსტი ბრჭყალებით ან განსხვავებული შრიფტით
(თუ კომპიუტერით მუშაობთ) უნდა გამოყოთ და სქოლიოში აუცილებლად აღნიშნოთ ავტორის
ვინაობა, წიგნისა თუ სტატიის დასახელება, გამოცემის წელი და გვერდი. სხვათა შორის, იგივე
აუცილებელია ზეპირი მონათხრობის ციტირების დროსაც, რათა გამოჩნდეს, რომელი ტექსტია
საკუთრივ თქვენი და რომელი – თქვენთან მოსაუბრის მიერ მოთხრობილი.
თუ კერძო ან საოჯახო არქივის დოკუმენტებს იყენებთ, აუცილებლად უნდა გქონდეთ მფლობელთა
ნებართვა. იგივე ეხება ინტერვიუსაც. საუბრის ავტორმა ჩანაწერის გამოყენების ნება უნდა დაგრთოთ.
ყოველ წელს მატულობს საკონკურსო ნაშრომები, რომლებსაც თან ახლავს აუდიო და ვიდეოკასეტები.
ამ კასეტებზე, როგორც წესი, ჩაწერილია თქვენ ნაშრომთა გმირების ინტერვიუები ან შენობების, ქუჩე-
ბის, ეკლესიებისა და ძეგლებისადმი (რომლებზეც მოგვითხრობთ) მიძღვნილი (ვიდეო)სიუჟეტები. რა-
საკვირველია, ნამდვილი ვიდეოფილმის შექმნა ისტორიულ თემაზე, საკმაოდ რთული საქმეა, რასაც
სპეციალური მომზადება და შეძლება სჭირდება. ასეთი სამუშაო მხოლოდ მთელი კოლექტივის მონაწი-
ლეობითაა შესაძლებელი. თუმცა, ჩვენი კონკურსის პირობების თანახმად, ძირითადი სამუშაოს სახით
შეგიძლიათ ვიდეოფილმიც გამოგზავნოთ, სადაც ამჟამად, დანართად ტექსტს (ან დაწვრილებით სცე-
ნარს) მოაყოლებთ. მაგრამ, ყოველ მიზეზ გარეშე, უნდა წარმოადგინოთ ფილმის ტექსტობრივი საფუძ-
ველი.
ნებისმიერ ნამუშევარს ძალიან ამშვენებს თან დართული ფოტომასალა და საბუთები; მაგრამ თქვენს
ხელთ მოხვედრილ დედნებს განსაკუთრებით უნდა გაუფრთხილდეთ. საკონკურსო ნამუშევარს ისინი
მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა დაურთოთ, თუ გსურთ, რომ დედნები ჩვენს არქივში დარჩეს. ოღონდ
ეს წინასწარ უნდა შეგვატყობინოთ, ხოლო თავად აუცილებლად დაიტოვეთ ასლები.
გარდა ამისა, დანართები თავისთავად ვერ იარსებებს. ისინი მტკიცედ უნდა მიამაგროთ თქვენი
კვლევის ტექსტებს.
მნიშვნელოვანია, რომ ყველა საბუთს საფუძვლიანი შენიშვნები დაურთოთ და კრიტიკულად გააანა-
ლიზოთ. სწორედ ეს არის ნამუშევრის შეფასების მთავარი კრიტერიუმი; თუმცა, თავად ისტორიული
მასალა და კონკურსის მონაწილის მიერ აზრის გადმოცემის უნარიც შეფასდება.

***

ასე რომ, კონკურსის მონაწილეებს მოვუწოდებთ შეაგროვონ ის, რასაც ხალხურ მეხსიერებას გულში
აქვს ჩამარხული. ჩვენ ხომ მთელი ისტორიული და სოციალური წყობის მოწმენი ვართ და „დავიწყების
სტიქიას ვაწყდებით. მივიწყებას ეძლევა ყველაფერი – სახელმწიფოებრივი იდეოლოგიისა და ცხოვ-
რებისეული ყოფიდან დაწყებული, ქუჩის იერითა და სამზარეულოს ჭურჭლით დამთავრებული. ახალ
თაობათა მიერ ძველი ცხოვრების არცოდნა სრულ ურთიერთ გაუგებრობას გვიქადის“ (ს. განდლევსკი).
ამიტომ არის კონკურსის ერთ-ერთი მიზანი თაობათა შორის კავშირის შენარჩუნება.

You might also like