You are on page 1of 20

როგორ ვიმუშაოთ ძეგლებთან?

ძეგლები, ქანდაკებები და მემორიალები შესაძლოა ყოველმხრივ შესაფერისი წყარო იყოს


სკოლაში სამუშაოდ.
ძეგლები, ქანდაკებები და მემორიალები – საზოგადოებრივ წარმოდგენათა ფიზიკური,
მატერიალური გადამცემნი არიან. მათი ამოცანაა უკვდავყონ წარსულის ისტორიული
მოვლენანი და მოღვაწენი; ამავე დროს, ისტორიული მოვლენანი და პერსონაჟები რომელთაც
ძეგლები გვახსენებენ, გარკველ ფასეულობებს უკავშირდებიან; ამიტომ ძეგლები, ქანდაკებანი
და მემორიალები, ჩვეულებრივ განიხიალება, როგორც გარკვეულ ფასეულობათა
წარმომადგენელნი.
ვინმეს, ან რამეს მემორიალი რომ უძღვნა, ნიშნავს პატივი მიაგო მას, სარწმუნო გახადო,
რომ იგი ამ პატივის ღირსია (დაიმსახურა). და პირიქით, ძეგლის მოხსნა ნიშნავს, რომ
მოვლენამ ან პირმა, რომელსაც იგი ეძღვნება, მნიშვნელობა დაკარგა მათ თვალში, ვინც
ძეგლთა აღმართვის საკითხს წყვეტს.
ძეგლთა, ქანდაკებათა და მემორიალთა აღმართვის ან მოხსნის პოლიტიკურად
მოტივირება ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ტიპური მახასიათებელია. ეს არის
ისტორიული პროცესი, რომლის დროსაც მონუმენტებს, ქანდაკებებსა და მემორიალებს
ადგილს უცვლიან, ხსნიან, გადააქვთ, გადაწერენ, ანადგურებენ ან, უკეთეს შემთხვევაში,
ადგილს ღია ცის ქვეშ მყოფ მუზეუმებში მიუჩენენ.
აღნიშნული პროცესი ბოლო ასწლეულში იკვეთება ცენტრალურ და აღმოსავლეთ
ევროპაში და, პოლიტიკურ რეჟიმთა ცვლილებების გამო, აქტუალობას ჯერაც არ კარგავს.
ძეგლთა, ქანდაკებათა და მემორიალთა მუდმივი გადაადგილება ამ გეოგრაფიულ სივრცეში
პოლიტიკურ რეჟიმთა ხშირ ცვლილებასა და ამ მიზეზით წარმოქმნილ ახალ ტრადიციებს
უკვშირდება. ახალ ტრადიციებს, ხშირად, ძველის უარყოფა-უგულებელყოფა მოსდევს. ამ
მხრივ, მონუმენტები მოიაზრება როგორც ახალი პოლიტიკური რეჟიმისა და, რასაკვირველია,
საზოგადოების ახალ კურსთან მისადაგების ლეგიტიმაცია.
ზოგი მემორიალს (აბსტრაქტულ ძეგლებს, ობელისკებს, მემორიალურ დაფებს) ქანდაკების
მნიშვნელობა ენიჭება; მხოლოდ, იმ განსხვავებით, რომ, როგორც წესი, მათი გარეგნულად
ამოცნობა შეუძლებელია; ანუ ერთი შეხედვით ვერ მიხვდები, ვის ან რას უძღვნეს. მათი
შინაარსის შესახებ ცნობები დამატებითი ინფორმაციით უნდა მოპიოვო ან თანმხლები
წარწერიდან ამოიკითხო.
ძეგლებთან, ქანდაკებებთან და მემორიალებთან როგორც ისტორიული ინფორმაციის
მატერიალურ წყაროებთან მუშაობისას, შესაძლოა დავსვათ ერთგვარი კითხვები და შემდეგი
ანალიტიკური სამუშაო ჩავატაროთ:

სამახსოვროდ:

● რომელ მოვლენას, ვის (რომელ ადამიანს) ეძღვნება მემორიალი?


● როდის მოხდა აღნიშნული მოვლენა და როდის ცხოვრობდა აღნიშნული ადამიანი?

ადგილისთვის:

● სად დგას ძეგლი?


● ირგვლიც როგორი გარემოა?
● ეს კონკრეტული ძეგლი სწორედ აქ რატომ დგას?
დროისთვის:

● როდის შეიქმნა და დაიდგა მემორიალი?


● როდის გაიხსნა?
● როგორ გამოიყურებოდა ადრე და როგორ გამოიყურება ამჟამად?
● რა ცვლილებაა მასში ან, იქნებ არაფერი შეცვლილა?

გარეგნული მხარისთვის:

● როგორია მემორიალის თვალსაჩინო სახეები?


● რა სიმბოლური დატვირთვა აქვს?
● როგორია მემორიალის პარამეტრები/ ზომები?

საზოგადოებრივი სივრცისთვის:

● ვინ აღმართა მემორიალი?


● როგორ დაფინანსდა მისი შექმნა-აღმართვა?
● ვინ აგებს პასუხს ძეგლის დადგმა-დემონტაჟზე?
● რატომ ენიჭებათ მნიშვნელოვანი როლი მემორიალებს პოლიტიკაში?
● რა ისტირიული ვითარება უკავშირდება მემორიალის შექმნას?
● რა მნიშვნელოვანი მოვლენების გამო აიგო მონუმენტი?
● შერეული ეთნიკური შემადგენლობის მქონე ზონებში აღმართული ძეგლები ეთნოსთა
კონკურენციის იარაღად რატომ იქცევა ხოლმე?
● მემორიალები ისტორიის „გადასაწერ“ იარაღად რატომ მიიჩნევა?
● მემორიალებზე, ძეგლებსა თუ ქანდაკებებზე უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია
შეაგროვეთ.
● დაფიქრდით (დაუკვირდით), პოლიტიკური წყობის ცვლილების შემდგმ როგორ
შეიცვალა მემორიალები თქვენს ქვეყანაში?
● როგორ ფიქრობთ, ზოგი ისტორია ძელებთან დაკავშირებულ საზოგადოებრივ ქმედებებს
რატომ ახასიათებს როგორც „მკვდარ გვამთა პოლიტიკას“?

წყაროები:

How to work with monuments? // Euroclio


დედა, სტალინი მოკვდა?

ირინა შჩერბაკოვა – სტალინის სიკვდილი და მისი აღქმა საბჭოთა საზოგადოებაში


ბავშვის თვალით

სურათზე: ირინა შჩერბაკოვა წითელ მოედანზე ოქტომბელთა რიგებში მიღების დროს.

სტალინი რომ კვდებოდა, მთელი საზოგადოგადოება დაბნეული იყო – არავინ უწყოდა,


შემდეგ რა დატრიალდებოდა. რაღა უნდა ვთქვათ ბავშვებზე, რომელთაც მომხდარის შესახებ
უმეტესწილად არაფერს უყვებოდნენ იმის შიშით, რომ სახალხოდ არაფერი წამოსცდენოდათ
და მთელი ოჯახი საფრთხის წინაშე არ დაეყენებინათ.
ამ ტექსტის ავტორს გაუმართლა – მას ოჯახში არაფერს უმალავდნენ. და მისი პირველი
მოგონებებიც სწორედ ამ საყოველთაოდ საშიშსა და გაურკვევლობის დროებას უკავშირდება.
შემდეგ იგი მომაკვდინებელი დესტალინიზაციის მოწმე გახდა; მერე, XX ყრილობის წელს,
როდესაც ბელადი სასწრაფოდ გააქრეს სასწავლო წიგნებიდან, ხოლო მისი უამრავი ძეგლი
სარდაფებში გადამალეს, სკოლაში შევიდა.
ირინა შჩერბაკოვა – საერთაშორისო მემორიალთა აღმზრდელობით-საგანმანათლებლო
პროგრამათა ხელმძღვანელი – ბავშვის თვალით აღქმულ სტალინის სიკვდილსა და მის
შედეგებს მოგვითხრობს.

ამ ტექსტის მოტივებზე ,,პოდკასტის“ მოსმენა შესაძლებელია Apple


podcasts, Anchor, Google
podcasts, Youtube ან Яндекс. Музыкa-ზე.
ჩემი პირველი გაცნობიერებული მოგონებანი 1953 წლის მარტში სტალინის
ავადმყოფობისა და სიკვდილის დღეებით იწყება. ალბათ მეხსიერებაში სხვაც ბევრი დაილექა,
რაც იქამდე ხდებოდა, მაშინ ხომ უკვე სამ წლი-ნახევრის ვიყავი?! მაგრამ მათ ზუსტად ვერ
დავათარიღებ. ეს მოგნებანი გარკვევით კი, სწორედ იმ დღეებს ასახავს.
ხმამ სტალინის ავადმყოფობის შესახებ, პირველი მარტის შემდეგ გამოჟონა, როდესაც
დაცვამ იგი ახლო აგარაკზე – კუნცევოში, სადაც ბოლო დროს ცხოვრობდა, იატაკზე უგონოდ
მწოლიარე იპოვა, ხოლო თანამებრძოლებმა, ხანგრძლივი ბჭობის შემდეგ, მაინც გამოუძახეს
ექიმი მომაკვდავ ბელადს. ბოლოს, 4 მარტის ღამეს, გამოქვეყნდა ოფიციალური ბიულეტინი
სიმპტომებით, რომელთა მიხედვითაც, ყველა ექიმმა, რომელიც ასე თუ ისე ერკვეოდა
მედიცინაში, დაადგინა, რომ სტალინი აგონიაშია. ეს იყო ჩეინ-სტოკსის სუნთქვა. მაშინ ჩვენი
დიდი ოჯახის ერდადერთი პატარა ბავშვი ვიყავი და ალბათ ბებიას, და, რაც მთავარია, პაპას
მძიმე ფიქრებს ვუქარვებდი. იმ თვეებში იგი (პაპა) ბევრ დროს ატარებდა ჩემთან –
მიკითხავდა, მიამბობდა (ასე მგონია, პოლიტიკისა და ისტორიისადმი ინტერესი ჯერ კიდევ
იმ დროიდან, მასთან ბავშვური საუბრებიდან მომდგამს). ბინაში ჩემი საყვარელი ადგილი
მისი მასიური, XX საუკუნის დასაწყისის საწერი მაგიდის ქვეშ იყო. სტუმრიანობის დროს ან
თუნდაც რაიმე საკითხზე მსჯელობისას არავინ მაგდებდა იქიდან. მიიჩნევდნენ, რომ პატარა
ვიყავი და მაინც ვერაფერს გავიგებდი; მაგრამ ჩემამდე იმ დღეთა მღელვარე საუბრების
ნაწყვეტები აღწევდა. გაუთავებლად მოდიოდნენ ნაცნობ-ნათესავნი, მშობელთა მეგობრები –
ყველას სურდა გაეგო, რა ხდებოდა; რაც მთავარია, სურდათ პაპისთვის, რომელმაც სხვებზე
უკეთ იცოდა ძალაუფლების ხასიათი, ეკითხათ – ახლა რაღა იქნება? პანიკური განწყობა იყო,
მრავალთ მყარად ჰქონდათ თავში ჩაბეჭდილი, რომ სტალინი იყო საბოოლოო წინაღობა და,
რომ მისი სიკვდილის შემდეგ ბერია და მალენკოვი (ფაქტობრივად სტალინის მერე მეორე
კაცი) სისხლიან ტერორს დაასრულებდნენ. მაგრამ იმ დღეების მოგონებისას, მამა იხსენებდა
პაპის სიტყვებს: „არა, უარესი აღარ იქნება. პირიქით, სტალინის სიკვდილის შემდეგ უკეთესო-
ბისკენ დაიწყება ცვლილება, ზამბარის მოდუნება მოუწევთ“. ერთადერთი იყო, ვინც ამას აბსო-
ლუტური დარწმუნებით ამბობდა.

სტალინი კუბოში. ფოტო: globallookpress.com


მრავალთათვის თავად ფიქრიც კი, რომ სტალინი მოკვდავია, მოუღებელი იყო. ამ ფონზე
თვალნათლივ მახსოვს ერთი ისტორია. ალბათ 4 მარტი იყო. მე და დედა მაღაზიაში წავედით,
იმაში, ჩვენთან ახლოს რომ იყო (იქვე, მოსახვვევში) და „ვოენტორგი“ ერქვა. (ორიოდე წლის
შემდეგ მარტომაც დავიწყე იქ სირბილი, მომწონდა უზამაზარი ლამაზი კიბე და ძველებური
ქანდაკებები – მოდერნის ნაშთი, 1910-იან წლებში აშენებულ ოდესღაც მდიდრულ უნივერმაღს
რომ შემოენახა. თუმც ამჟამად გადაკეთებული, დამახინჯებულიყო იმდროინდელი საბჭოთა
გონჯი ვაჭრობით). ჩემი უკმაყოფილების მიუხედავად, მე და დედა მაღაზიაში კი არ
შევსულვართ, გარეთ დავდექით კვერცხის რიგში, ქუჩაში რომ გრძლდებოდა. ზოგჯერ ჩვენს
მაღაზიაში ასეც ხდებოდა – დადგამდნენ დახლს, შიდა ეზოს უკანა კარს გახსნიდნენ და
პირდაპირ იქ იწყებდნენ რაიმე დეფიციტურით ვაჭრობას, რადგან ეზო დიდი იყო და გრძელი
რიგი კარგად თავსდებოდა.
რიგში დგომა საშინდად მოსაწყენი იყო. თანაც იმ დღეებში საკმაოდ ციოდა. დიდი ყინვა
არ იყო, მაგრამ – ძვალსა და რბილში ატანდა. დედას ბებოს თახვის ქურქი ეცვა და ძალიან
დიდი ჩანდა – ბოლო კვირები დარჩენოდა ჩემი დის გაჩენამდე. კვერცხის ამ ნაცრისფერ რიგში
ვიდექით, წყნარი, ჩუმი და მოღუშული რიგი იყო. ჩანს, ყველას გადასდებოდა შიში და განგაში,
რაღაც საშინელების მოლოდინი. და გადავწვიტე, ერთბაშად ორი კურდღელი დამეჭირა: ჯერ
ერთი, მსურდა მეკითხა ის, რაც მართლა მაინტერესებდა, რაზეც შინ გამუდმებით
საუბრობდნენ და მეორეც – ყველას წინაშე წამეტრაბახა, რომ ჭკვიანი ვარ და ყველაფერი ვიცი.
ეს მოსაზრებები კარგად მახსოვს, რადგან ხმამაღლა ვიკითხე (მომეჩვენა, რომ მთელმა
გრძელმა და მდუმარე რიგმა გაიგო): „დედა, სტალინი უკვე მოკვდა?“ კიდევ რაღაც მინდოდა
მეთქვა, დაახლოებით ამგვარი: „პაპა ამბობს, რომ...“, მაგრამ დედამ – ცხოვრებაში პირველაად
და უკანასკნელად – ისე ძლიერად მომიჭირა ხელი, რომ მეტკინა კიდეც. ჩემს სიტყვებზე
მთელი რიგი თითქოს გაქვავდა. დედას ჩვენ წინ მდგომი ქალი შემოუბრუნდა და კი არ უთხრა,
რაღაც საშინლად წაუსისინა: „პირი მოაკუმინეთ თქვენს გოგონას, თორემ ჩვენი მეზობლის
გოგოც სულ ლაყბობდა, ლაყბობდა და მერე მთელი ოჯახი წაიყვანეს“. მგონი პირიც კი გავაღე
საპასუხოდ, მაგრამ დედამ, პირადპირი მნიშნელობით, გამომგლიჯა რიგიდან და, კვერცხები
აღარც გახსენებია, შინ გამაქანა. გზაში მხოლოდ ერთი რამ მითხრა, მაგრამ შემდეგში
აღარასდროს, არც ერთხელ დასჭირვებიათ ჩემს მშობლებს, კვლავ აეხსნათ იგივე: „რასაც შინ
ამბობენ, ყველაფერი ხმამაღლა არ უნდა თქვა უცხო ხალხთან. ამან შეიძლება უბედურებას
გადაგვყაროს“. აღარ მიკითხავს – რა უბედურებას; მაგრამ დედამ რომ არ მითხრა, რა
შეიძლებოდა მომხდარიყო, კერძოდ რა უბედურება დაგვატყდებოდა თავს, კიდევ უფო
მაშინებდა. მოგვიანებით, როცა გავიზარდე, ბევრს ვფიქრობდი – რა ემართება ბავშვს,
რომელიც ცხოვრობს სამყაროში, სადაც ოთხი წლიდან იცის რა შეიძლება ილაპარაკოს ხალხში
და რა – არა; და რა ემართებათ მთელ საბჭოთა თაობებს, ამგვარად რომ იზრდებოდნენ?
მახსოვს ჭყლეტა სტალინთან გამომშვიდობების დღეს; უცებ დედამ გადაწყვტა, სვეტებიან
დარბაზში წასულიყო და თავისი თვალით ენახა; მიაჩნდა, რომ უნდა დარწმუნებულიყო მის
სიკვდილში. მოგვიანებით მიხსნიდა, რომ ეს იმდენად ფანტასტიკური, ეპოქალური მოვლენა
იყო, რომ უნდა შეეხედა ამ კერპისთვის. ბებიამ კი დაუშალა. ჩვენთან, ზოგადად, აყალმაყალი
და ურთიერთობათა გარკვევა მიუღებელი იყო; ახლა კი დავინახე, რომ ბებია, რომელსაც
არასოდეს ახასიათებდა დრამატული ქმედებანი, უეცრად კართან დადგა და გამოაცხადა:
„მხოლოდ ჩემი გვამის გადაბიჯების შემდეგ წახვალ“! დედა ფეხმძიმედ იყო. ჩემი და ზუსტად
ერთ კვირაში დაიბადა. ვფიქრობ, ასე გადაარჩინა სიკდილს ბებომ დედა.
კრემლი გაიხსნა!

შემდეგ კი (როგორც მახსოვს, თითქმის მაშინვე) გაზაფხული დადგა, დათბა და საერთოდ


ყველაფერს ნათელი მოეფინა. იმავე დღეებში ჩვენს სახლთან სულ ახლოს, არბატის მოედანზე,
მეტროს ახალი სადგური – არბატსკაია – გაიხსნა. იმ წლებში ეს დიდი მოვლენა იყო. სადგური
ძალიან მდიდრულად გამოიყურებოდა: უზარმაზარი, დაუსრულებლად გრძელი, ქათქათა
თეთრი მარმარილოს სვეტებითა და თაღებით, მოწითალო-მონაცისფრო გრანიტის იატაკით –
გვიანი „სტალინური ამპირის“ ნამდვილი ნიმუშს წარმოადგენდა. განსაკუთრებით მომწონდა,
რომ ძალიან ღრმა სადგური იყო – უგძესი ესკალატორით. მე და ბებო ხშირად ვსტუმრობდით
მის მრავალრიცხოვან ნათესავებსა თუ მეგობრებს და მე ერთგვარი რიტუალი გამომიმუშავდა:
ჯერ ერთი, ვიდრე ესკალატორით ვეშვებოდით, გულში ვითვლიდი – ასამდე გამოდიოდა.
უდიდსი მიღწევა – თვლა ახლახან ვისწავლლე! მეორეც, ესკალატორიდან რომ ჩამოვიდოდით,
კიდევ დიდი მანძილი გვქონდა გასავლელი პლათფორმამდე, სადაც მატარებლები დგებოდ-
ნენ; მთელი გზა ვცდილობდი, ფეხი მხოლოდ წითელი გრანიტის ფილაზე დამედგა და
არავითარ შემთხვევაში არ გავკარებოდო ნაცრისფერს. ყველაზე მთავარი კი მაშინ იწყებოდა,
შინ დაბრუნებისას ზევით რომ ავდიოდით. ზედა ვესტიბიულში ზუსტად ესკალატორის მო-
პირდაპირე კედელზე, მთელ სიმაღლეზე იყო განთავსებული ჩამოსხმულ ჩარჩოში ჩასმული,
უზარმაზარი დროშის გვერდით ბლოკნოტით ხელში მდგომი სტალინის მოზაიკური პორტ-
რეტი. მოზაიკა, აშკარად ნაგვიანები (თუმცა, სტალინის დაკრძალვიდან მხოლოდ რამდენიმე
კვირა იყო გასული), არათანამედროვე იყო, მაგრამ პანო მაჯადოვებდა. ვიდრე გრძელი ესკა-
ლატორით ზევით მიიწეევდი, ჯერ სტალინის შუბლი გამოჩნდებოდა ხოლმე, შემდეგ – თანდა-
თანობით – ცხვირი და ულვაშები, მერე კიტელი, ტანი და მხოლოდ მას შემდეგ, ესკალატორი
სულ ზევით რომ ააღწევდა, მთელი სიმაღლით წარმოგიდგებოდა სტალინი. ყოველ ჯერზე
თამაშს წააგავდა, თითქოს უზარმაზარ ფაზლს ვაწყობდი.
ერთი სასაცლო ამბავი მეტყველებდა, რომ ბელადის კულტი სწრაფად უფერულდებოდა.
ვიღაც ხალხი, შესაძლოა, მეტროს მუშები ან მგზავრები, პანოს აღიქვამდნენ როგორც ერთგვა-
რი საფლავის ქვის გამოსახულებას. წარმართული ჩვეეულებისამებრ კი, ჩვენთან საფლავზე
მუდამ მოაქვთ თითქოსდა გამოსადეგი ნივთები. ამგგვარი რამ მხოლოდ ჩვენი სოფლის სასაფ-
ლაოებზე არ ხდება; ვენეციაში, სან-მიკელეს სასაფლაოზეც ვნახე რუსი ტურისტების მიერ მიც-
ვალებულთათვის მიტანილი საჩუქრები: სტრავინსკის საფლავზე – საბალეტო ფეხსაცმელები;
ბროდსკისთან – რუსული არყის ბოთლი და რვეულები ბურთულიან კალმისტრებთან ერთად.
რა შეიძლებოდა მიეძღვნათ სტალინისთვის, მით უფრო, მეტროში? სტალინის უზარმაზარ ჩექ-
მებთან პატარა სასკოლო გლობუსები და ქოთნით ყვავილები იდგა. იქვე ეწყო მისივე თხზუ-
ლებანი. განსაკუთრებულად რატომღაც გლობუსები მაღელვებდა, თუმცა ვფიქრობ, ვისაც ისი-
ნი მოჰქონდა, არც კი ესმოდა სტალინისადმი ამგვარი სიკვდილისშემდგომი საჩუქრის ღრმა
სიმბოლური მნიშვნელობა და ნამდვილად არ ჰქონდა ნანახი ჩაპლინის „დიდი დიქტატორი“.
მაგრამ ამით დიდხანს არ მისიამოვნია, მალე გაქრა ყოველივე: 1956 წელს გადაწყდა
ჩამოეხსნათ მოზაიკა. მოგვიანებით ამბობდნენ, რომ პანო მხოლოდ შეათეთრესო და განსა-
კუთრებულად დაკვირვებულნი ირწმუნებოდნენ: თუ კარგად ჩააცქერდები, სითეთრის ქვეშ
მაინც გამოსჭვივის სტალინიო. მაგრამ ეს, რასაკვირველია, მხატვრული სახე იყო. 2006 წლის
ვესტიბიულის რეკონსტრუქცია მოწმობს, რომ იქ მოზაიკა აღარ ყოფილა.
მოზაიკა სტალინის გამოსახულებით სადგურ „არბატსკაიაზე“, 1953 წელი.

სტალინის გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ სხვა საოცარი ამბებიც მოხდა. მთავარი
და სრულიად არაჩვეულებრივი, მეტროს ახალ სადგურზე ასჯერ უფრო ძლიერი მოვლენა
თოთქოს ჯადოსნური ჯოხის ერთი დაქნევით კრემლის გახსნა იყო. ეს მოხდა 1955-ში, ერთი
წლით ადრე ვიდრე სკოლაში წავიდოდი. მე თავს შეგნებულ სკოლამდელად მივიჩნევდი და
ჩვენს კვარტალში ეზოს მეგობრებთან ერთად დამოუკიდებლად ვმოძრაობდი. მხოლოდ
სადარბაზოს მეთვალყურე ლიფტიორი ქალის ყურადღების მოდუნება იყო საჭირო, ან მის
გვერდზე გასვლას უნდა დავლოდებოდით, რომ გავპაროდით, რადგან დახურულ ეზოს
ქუჩაში უშუალო გასასვლელი არ ჰქონდა.
კრემლის სამების კოშკამდე რომ მიგვერბინა, ქუჩა თითქმის არსად უნდა გადაგვეკვეთა –
მხოლოდ ერთხელ – და მანქანაც ბევრი არ დადიოდა. სულ ცოტა ხნის წინ წარმოდგენაც კი
შეუძლებელი იყო, რომ სხვადასხვა ასაკის ბავშვები, უფროსების გარეშე, ასე მარტივად
შევიდოდნენ სამების კოშკიდან კრემლში და თავისუფლად ისეირნებდნენ; აძვრებოდნენ მეფე
ზარბაზანზე, მეფე ზარზე, ციგებით დაეშვებოდნენ ყინულოვანი მთიდან, რომელიც თავის-
თავად გაჩნდა ალექსანდრეს ბაღის კედლებთან. ესც თავისუფლების ნამდვილი ნიშანი იყო!

XX ყრილობის ბავშვები

სკოლაში 1956 წლის პირველ სექტემბერს წავედი, მეოცე ყრილობაზე ხრუშჩოვის მიერ
პიროვნების კულტის მხილების შემდეგ. და კვლავ საოცრად გამიმართლა, რადგან მრავალი
წლის მანძილზე პირველკლასელებს პირველად ჰქონდათ დედა ენა სტალინის გარეშე! და
კიდევ: ორი წლით ადრე კვლავ გააერთიანეს სკოლა, რომელიც სტალინის დროს, ომიანობის
ჟამს, ქალთა და ვაჟთა სკოლებად დაყვეს.
მართალია, ბელადის სახე სწრაფად უფერულდებოდა, მაგრამ პირველკლასელთა დედა
ენაში იგი გარდაცვალების შემდეგ კიდევ ორ წელს დარჩა. ასე რომ, სკოლაში ერთი წლით ადრე
რომ შევსულიყავი, უნდა მეკითხა ამგვარი ტექსტები:
„იოსებ ბესარიონის ძე სტალინი – ყველა მშრომელის ბელადი, მასწავლებელი და მეგობა-
რი. სტალინი ლენინის საქმეს აგრძელებდა. სტალინის ხელმძღვანელობით ჩვენმა ხალხმა
ააშენა ქალაები და ქარხნები, მდიდარი კოლმეურნეობანი. ჩვენი ქვეყნის ხალხებმა სტალინის
მეთაურობით ბოროტი მტერი – ფაშისტები დაამარცხეს. ჩვენი ქვეყნის ხალხებს სტალინი
მეგობრულ თანაცხოვრებას ასწავლიდა. სტალინს უყვარდა ბავშვები და ზრუნავდა მათზე.
სტალინი მოკვდა, მაგრამ ცოცხალია სტალინისა და ლენინის დიადი სქმეები. ლენინისა და
სტალინის აღთქმის თანახმად, ბედნიერ ცხოვრებას ვაშენებთ.“
ჩემდა ბედად, ყოველივე ეს ამოღებული იყი დედა ენიდან. კითხვა სკოლაში წასვლამდე
დიდი ხნით ადრე ვისწავლე – მაშინ ხომ შვიდი წლისანი შევდიოდით სკილაში. უკვე სქელ-
ტანიან წიგნებს ვკითხულობდი, როგორიცაა მაგ., „ტომ სოიერის თავგადასავალი“. ასე რომ,
დედა ენა ჩემთვის არაფერი იყო, მაგრამ ფაქტს, რომ იქ სტალინი აღარ იყო, დიდი მნიშვნე-
ლობა ჰქონდა.
სკოლა ძალიან ახლოს მქონდა, ზუსტად სამი წუთის სავალზე – XIX საუკუნის შუა წლების
შენობაში, რომელშიც რევოლუციამდე ძალიან ცნობილი ქალთა გიმნაზია იყო განთავსებული.
იქ ერთ დროს სწავლობდნენ მარინა ცვეტაევა, სალვადორ დალის მომავალი ცოლი – გალა და
ბევრი სხვა ცნობილი ქალი. რასაკვირველია, ამის შესახებ მხოლოდ მრავალი წლის შემდგომ
შევიტყვე. მაშინ ეს ამბავი ან არ იცოდნენ, ან – არავინ იხსენებდა; ხოლო ჩვენი (საზიზღარი
საღებავით შავად თმაშეღებილი) საშიში შესახედაობის დირექტორი ქალი, 30-იანი წლების სა-
ხალხო განათლების აქტივისტთაგანი რომ იყო, სკოლის წინ შეკრებილ ბავშვებსა და მშობლებს
სახალხო განათლების სფეროშო სახელმწიფოს რიგითი დადგენილების შესახებ რაღაც იდიო-
ტური სიტყვით მოგვმართავდა.
ოდესღაც ლამაზი და მოხდენილი შენობა, როგორც ყველა ძველი ნაგებობა, მძიმედ რომ
გადაიტანეს საბჭოთა ნგრევა, ჩამქრალ-ჩამოფხავებული იყო. სადღაც პირდაპირ მუხის პარ-
კეტზე დაეგოთ ლინოლეუმი, კედლები უხეშად შეეღებათ ზეთის საღებავით, ხოლო სკოლის
ტუალეტების შესახებ ჩემი თაობის ყველა წარმომადგენელს შეძლო რაიმე ემღერა, რადგან
ქლორით დამუშავების მიუხედავად, ათწლეულების მანძილზე კედლებში გამჯდარი სუნის
გაქრობა სრულიად შეუძლებელი იყო.
და მაინც, დარჩა დიდი ძველებური კიბე თავზე უზარმაზარი სარკით – საოცარია, როგორ
შემორჩა ამდენი წლის შემდეგ. მაშინ რომ შემძლებოდა წარმომედგინა, ვინ იხედებიდა მასში
50 წლის წინ... მაგ., რევოლუციამდელი კონოს უდიდესი ვარსკვლავი ვერა ხოლოდნაია,
რომელიც ამავე სკოლაში სწავლობდა. უმცროს კლასებში მასწავლებელიც ასეთივე მოჩაჩული
და უბედური მყავდა, გაავებული; მუდამ ერთი და იგივე ტომრისებური კაბა და გავცვეთილი
ფეხსაცმელები ეცვა. ვერ ვიტანდით, თუმცა გვეშინოდა, რადგან სიბრაზისას სულ მთლად
წითლდებოდა, იხრჩობოდა. არ მახსოვსოს, ოდესმე გაეღიმოს. განა შემეძლო მაშინ მივმხვდა-
რიყავი, როგორი ცხოვრება ქჰონდა?! მარტოხელა – ოცდაათ წელს ბევრად გადაცილებული,
დროზე ადრე დაბერებული – სწორედ იმ თაობას ეკუთვნოდა, ომმა ყველა მამაკაცი რომ წარ-
ტაცა; ღარიბი – მასწავლებლის მწირი ხელფასის გამო. მასწავლებლებსა და ექიმებს საბჭოთა
ხელისუფლება მუდამ კაპიკებს უხდიდა.
ის წელი, პირველ კლასში რომ შევედი, უეჭველად გარდამტეხი იყო. სტალინი არა მხო-
ლოდ დედა ენაში აღარ იყო – ყველა ძეგლი და პორტრეტი ჩამოხსნეს. მართალია, შემდეგში
გაირკვა, რომ თვალს კი მოაშორეს, მაგრამ გატანა ვერ მოასწრეს და ერთხელაც აღმოვაჩინეთ,
რომ ყველაფერი საკმაოდ უდიერად ჩაეყარათ სკოლის სარდაფში. სკოლა, ისევე როგორც
მთელი საზოგადოება, დაბნეულობას მოეცვა ამ უეცრად დამდაგარი დათბობის გამო, რადგან
სინამდვილეში, სასკოლო სისტემა ჯერ კვლვააც სტალინური იყო. გაკვეთილებს შორის შესვე-
ნებებზეც კი არ შეიძლებოდა სირბილი და თამაში, მხოლოდ წყვილ-წყვილად უნდა გვევლო
დერეფნებში. არც დაუდგრომელი ვიყავი, არც ზედმეტად ცელქი, მაგრამ მეხსიერებაში ეს
ყოველივე ამაზრზენ სიმძიმედ დამრჩა.
მალე ოქტომბრელებში მიგვიღეს – მიღება მავზოლეუმის წინ ტარდებოდა; და როდესაც
შიგნით შევედი, დავინახე მკვდარი სტალინი, რომელიც ასეთივე მკვდარი ლენინის წინ იწვა.
საინტერესოა, რას იტყოდა დღეს ჩემი შვიდი წლის შვილიშვილი მსგავს ადგილას რომ წაეყ-
ვანათ? მოკლედ, ეს უაზრობას ჰგავდა. ბავშვები კი მუდამ მზდ არიან უაზრობის მისაღებად.
მოგვიანებით, ორი წლის შემდეგ, პიონერებში რომ გვიღებდნენ, კიდევ ერთხელ ვიხილე ისინი
გვერდი-გვერდ მწოლნი. მაგრამ სტალინი იქ უკვე დროებითი მცხოვრები იყო; იგრძნობოდა,
რომ მთავარი ის არ იყო. და მართლაც, 1962 წლიდან ლენინი კვლავ მარტო დარჩა.

***

ჩვენი როგორც ოქტომბრელების პირველი საზოგადოებრივი დავალება მაკულატურის


შეგროვება იყო. საბჭოთა მოსწავლებს გამუდმებით აგზავნიდნენ მაკულატურისა და ჯართის
მოსატანად. სკოლებში შეჯიბრებებს აწყობდნენ, რომელი კლასი აჯობებდა; მაგრამ 1956 წლის
შემოდგომა გამორჩეულად მადლიანი დრო აღმოჩნდა ძველი ქაღალდის შესაგროვებლად.
ბევრი ხალხი სიამოვნებით იცილებდა თავიდან სტალინის თხზულებათა კრებულებს, ძველ
საბჭოთა გაზეთებს, ბროშურებს, სტალინის დროინდელ პარტიულ მასალებს. ეს ამბავი არა-
ჩვეულებრივად დამამახსოვრდა, რადგან შევედით МГУ-ს (მოსკოვის სახელმწიფო უნივერსი-
ტეტის) ძველი შენობის გვერდით მდგარ სახლში, რომელშიც უნივერსიტეტის მასწავლებლები
ცხოვრობდნენ. როგორც ყველგან, აქაც მჭიდროდ დასახლებული ბინები იყო და მათ კარებზე
ჩვეულებრივ, 5-10 ზარის ღილაკი განეთავსებინათ წარწერებით, ვისთან უნდა დაგერეკა. მი-
ყოლებით ვურეკავდით ყველას. ჩვენს იმდღევანდელ წარმატებას ნამდვილად პიროვნების
კულტისთვის გვირგვინის მოხდას უნდა ვუმადლოდეთ. ამ სახლის მცხოვრებთ ქაღალდის
ბევრი ნაგავი ჰქონდათ, მაგრამ ერთი – როგორც მომეჩვენა მოხუცი – ძია განსაკუთრებით
დამამახსოვრდა: პიჟამოთი გამოგვეგება და როცა ვკითხეთ, გადასაყრელი წიგნები ან გა-
ზეთები ხომ არა ჰქონდა, გახარებულმა წამოიძახა: „რამდენი ხანი ველოდი ამას!“ სტალინის
თხზულებათა მრავალტომეული და ამავე ავტორის უამრავი სხვადასხვა წიგნი თუ ბროშურა
გამოგვიტანა. მთელ ამ მონაპოვარს რიგრიგობით მივეზიდებოდით სკოლაში. იქ, მართალია,
აღმოჩნდა, რომ თითქმის ყველა შემგროვებელს გადაყრილი სტალინის წიგნები მოეტანა,
მაგრამ მხიარული ძიისგან წამოღებულმა ულუფამ ყველას გადააჭარბა. მამას რომ მოვუყევი,
როგორ გაგვიმართლა, ადვილად ამოიცნო ჩვენი მომმადლიერებელი, რადგან მასთან ნამყოფი
იყო. იგი ძველი რუსული ლიტერატურის ცნობილი პროფესორი გუძი აღმოჩნდა, ნამდვილად
ერთობ ცოცხალი ადამიანი, სასწაულის ძალით რომ გადაურჩა უამრავ დარბევით კამპანიას.
პატარა გოგონები რომ დაინახა დიდი ბადეებით ხელში, ფრიად გაიხარა – როგორც ჩანს,
გაახალისა ფაქტმა, რომ ეს პაწია მტრედები ყიველგვარი პატივისცემის გარეშე წააცუნცულებენ
იმას, რისი გადაყრა კი არა, ხელის ხლებაც კი შიშის მომგვრელი იყო.
თუმცა ამ სახლში მცხოვრებ ყველა პროფესორს როდი გაუმართლა, ასე უსაფრთხოდ რომ
მიეღწიათ გარკვეულ ასაკამდე, როგორც გუძის.
ჩემს კლასში აწოწილი, უაზრო, ცუდი მოსწავლე, მაგრამ კეთილი და მხიარული ლენკა
პერევერზევა სწავლობდა. ჩემი ახლო მეგობარი არ ყოფილა, მაგრამ როგორღაც დამიახლოვდა
და რამდენჯერმე შინაც მიმიყვანა. საერთო ბინაში ცხოვრობდა, ძალიან უცნაურ, მრგვალად
შემოფარგლულ ოთახში. ამჯერად XVIII საუკუნის ამ ლამაზ სახლს თითქოსდა ФСО (დაცვის
ფედერალური სამსახური) მეთვალყურეობს. მასზე მიკრული წარწერა გვამცნობს, რომ არქი-
ტექტურული ძეგლია. თუმცა, მაშინ სულაც არ მეჩვენა ლამაზად – მუქი ჩაბნელებული სადარ-
ბაზო სავსე იყო ყოველგვარი ნაგვით. ერთხელ, როდესაც ლენკამ სკოლის მერე შინ წამიყვანა
(მშობლები სამსახურში იყვნენ), ოთახში ფეხების ფრატუნით დადიოდა ძონძებში ჩაცმული
მოხუცი, არც კი გვიმჩნევდა და გამუდმებით რაღაცას ღეჭავდა. „ყურადღებას ნუ მიაქცევ –
მითხრა ლენკამ მხიარულად – პაპაჩემია, ოღონდ – უცნაური; ადრე პროფესორიც კი იყო. იჯდა,
ახლახან დაბრუნდა“.
არ ვიცი, ესმოდა კი, ამ სიტყვების არსი, საერთოდ, ცოტა რამეს უფიქრდებოდა. თუმცა
ჩემთვის სიტყვა „იჯდა“, უკვე კარგად ნაცნობი იყო. ჩემს სკოლაში წასვლამდე ჩვენს სახლშიც
ჩნდებოდა ხალხი უჩვეულო გარეგნობით, რომლებზეც ამბობდნენ ხოლმე – „ის კაცი იჯდა,
ახლახან გამოვიდა“ ან „ეს ქალი ამას წინათ დაბრუნდა“. ეს თითქოსდა ჩვეულებრივად მჟღერი
სიტყვები უფროსთა ბგეებში რაღაც უცნაურ მნიშვნელობას იძენდნენ: რა იყო უჩვეულო იმაში,
რომ ადამიანი საიდანღაც გამოვიდა, ან რომ დაბრუნდა? – ყველა ხომ სადღაც მიდიოდა და
საიდანღაც ბრუნდებოდა. მაგრამ ეს უცნაურად გაწყვეტილი ფრაზა და ინტონაცია, რომელთაც
უფროსები წარმოთქვამდნენ, უეჭველად მიანიშნებდნენ, რომ ეს ხალხი მხოლოდ საიდანღაც
არ დაბრუნებულან. სულ მალე, შიშის განელებასთან ერთად, ამ ფრაზას მიემატა შემდეგი:
ბანაკში ისხდნენ, ბანაკიდან დაბრუნდნენ. ძნელია ვთქვა, რას ნიშნავდა მაშინ ჩემთვის ეს
სიტყვები, მაგრამ უჭველად – რაღაც ცუდს; რადგან ამ ხალხს მრთლაც უჩვეულო თვისებები
ჰქონდათ. ლენკას პაპაც ძალიან უცნაურად მეჩვენა, პროფესორს სულაც არ ჰგავდა და შინ რომ
დავბრუნდი, მის შესახებ მოვყევი. მრავალ თანატოლთაგან განსხვავებით, გამიმართლა და ბე-
დი მწყალობდა, რომ სახლში თავიდან არასოდეს მიცილებდნენ, ინტერესით მისმენდნენ და
ყველა კითხვაზე მპასუხობდნენ. როგორც მაკულატურის შემთვევაში, ახლაც, ლენკას გვარის
მიხედვით, მაშინვე მიხვდა მამა, ვისთან ვიყავი. მისი პაპა 20-იან წლებში მართლაც ცნობილი
ლიტერატურთმცოდნე პერევერზიევი იყო. მას უკუთვნოდა ლიტერატურისადმი კლასობრი-
ვი მიდგომის თეორია, რომელსაც ვულგარულ-მარქსისტულს უწოდებდნენ. თავდაპირველად
„პერევერზევშჩინას“ აქტიურად ებრძოდნენ, შემდეგ კი – ჩასვეს. კოლიმადან 18 წლის შემდეგ
დაბრუნდა, სწორედ 56-ში.
ძალიან მალე, სიტყვები ან ფრაზები, შინ რომ მესმოდა სხვადასხვა „ნაჯდომ“ ხალხზე, სტა-
ლინის სახელს დაუკავშირდა. თუმცა კონკრეტულად რას ნიშნავდა, კიდევ კარგა ხანს არ
მესმოდა.
და აი ერთხელაც, დაახლოებით იმავე 56 წელს, დედასთან ერთად სადღაც მივდიოდი. ის
კი არა, კარგად მახსოვს ის ადგილი – ზუსტად კონსერვატორიისა და ჩაიკოვსკის ძეგლის პირ-
დაპირ. დედა მიესალმა და გაუჩერდა სალაპარაკოდ ვიღაც ჟღალთმიან ქალს, რომელიც ჩემთ-
ვის არაფრით იყო გამორჩეული. მხოლოდ თმას მივაქციე ყურადღება. მათი საუბრით არ
დავინტერესებულვარ, ჩემთვის უცხო ხალხზე საუბრომდნენ და საერთოდაც, მოვიწყინე; კი
არ ვწუწუნებდი, მაგრამ დედას ოდნავ ვექაჩებოდი ხელზე, ვანიშნებდი, რომ ჯობდა დავძრუ-
ლიყავით. ბოლოს დედა დაემშვიდობა და წავედით. რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ კი, მოუთმენ-
ლობისთვის ცოტა რომ დავესაჯე, საკმაოდ იქედნურად მითხრა: „იცი ვის ვესაუბრებოდი?
სტალინის ქალიშვილს“. დედა და სვეტლანა სტალინა ერთ სკოლაში სწავლობდნენ, შემდეგ კი
– პარალელურად უნივერსიტეტში, ოღონდ სხვადასხვა ფაკულტეტზე. ასე რომ, საკმაოდ ბევრი
საერთო ნაცნობი ჰყავდათ არა მარტო სკოლიდან – ლიტერატურული წრიდანაც. დედა კმაყო-
ფილი უნდა დარჩენილიყო მომხდარი ეფექტით, რადგან გაოგნებისგან გავქვავდი. სტალინი
რეალური არსებად არ მიმაჩნდა, მაგრამ მსოფლიო ბოროტებას რომ მოიცავდა, კარგად შევით-
ვისე უფროსების სიტყვებიდან და მოხსენიებებიდან. ყოველი შემთხვევისთვის, ის და ყველა-
ფერი, რაც მას უკავშირდებოდა, ვერაფრით წარმომედგინა ადამიანური სახით. და უცებ მისი
ქალიშვილი – ყოველმხრივ ჩვეულებრივი ქალი. ახლა უკვე დედას მოუწია ხელზე მოვექაჩე,
რადგან მივდიოდი და უკან-უკან ვიხედებოდი, რომ როგორმე სტალინის ქალიშვილი
დამენახა.
პროპაგანდის მანქანა
სერგეი ფილიპოვი


ორწუთიანი სიძულვილის საშინელება ის იყო რომ ამ როლის გათამაშებას, თავს ვერასგზით აარი-
დებდი. სულ რაღაც ოცდაათი წამი და თავის მოჩვენება საჭირო აღარაა. ელექრტონით დამუხტულები-
ვით, მთელ კრებულს ერთდროულად აცხრებოდა ბილწი შიშისა და შურისგების კრუნჩხვები, მკვლე-
ლობის, წამების, ნგრევის სურვილი.
ჯორჯ ორუელი, 1984.

ახლა რომ გასული საუკუნის 30-იანი წლების სხვადასხვა მიტინგისა და კრებათა ფოტოებს
ათვალიერებ, რთულია თავი გაართვა უმძიმეს შთაბეჭდილებებს, უწინარეს ყოვლისა, ათასო-
ბით ადამიანის თითქოს ფსიქოზით მოცულ, პირქუშ საქმიან სახეებს. ამ მასობრივი „სიგიჟის“
მიზეზთა ახსნა რომ ვცადოთ ВКП (б)-ს (საკავშირო კომუნისტური პარტია [ბოლშევიკებისა])
ზოგიერთ დოკუმენტს გადავხედოთ – ორგანიზაციისა ლენინი „ჩვენი ეპოქის ტვინს, ღირსე-
ბასა და სინდისს“ რომ უწოდებდა.
დიდი ტერორის დროს, ისევე როგორც სხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური ღონისძიებების
ჩატარებისას, საბჭოთა კომპარტია განსაკუთრებული ყურადღებთ ეკიდებოდა თავის მოღვა-
წეობაში საბჭოთა მოქალაქეთა მაქსიმალური ოდენობით ჩართვას.
პირობითად შეიძლება ითქვას, რომ მასობრივი ტვინის გამორეცხვა სამი მიმართულებით
ხდებოდა:
1) კომუნისტთა რიგებში – ყველა პარტიულ შეკრებებსა და აქტივობებზე;
2) უპარტიოთა რიგებში – ვინც საკმაოდ პასუხსაგებ თანამდებობებზე მუშობდა და
ყოველდღიური კავშირი ჰქონდა პარტიის წევრებთან.
3) განურჩევლად ყველა მოქალაქისა – საერთო შეკრებებსა და მიტინგებზეც კი.

პარტიულები

პირველ შემთხვევისას კომუნისტთა ქმედება ხშირად, შესაძლოა, მათი იდეოლოგიური


მრწამსით აიხსნას – პარტიისა და მის ხელმძღვანელთადმი განუყოფელი რწმენით. ყოველ
შემთხვევაში, თავად ამგვარად ხსნიდნენ. აი, მაგ., საბუთი, მრავლისმეტყველად რომ ახასია-
თებს ე.წ. ძველ ბილშევიკთა მორალურ სახეს. ი. მოისეევი (პარტიული მეტსახელი – აჯაგრუ-
ლი) 1963 წელს ვ. მოლოტოვისადმი მიწერილ წერილში წერდა: „თერთმეტი წლის წინ პარტიის
მე-14 ყრილობაზე, ათასჯერ წყეულ ოპოზიციაში მონაწილეობისას, პარტიისადმი დიდი
დანაშაული ჩავიდინე... ამ დანაშაულის გამო ა.წ. 28 აგვისტოს, ლენინგრადში, კუიბიშევის
რაიკომმა პარტიიდან გამრიცხა და კვლავ მასახლებენ ლენინგრადიდან.“ ამგვარი შესავლის
შემდეგ მოისეევი სამ გვერდზე წერს პარტიისადმი თავის ერთგული სამსახურის შესახებ და
ზედ ხალხთა მტრებისადმი წყევლას ურთავს. აი დასკვნითი სტრიქონებიც: „ჩემო ძვირფასო,
საყვარელო ვიაჩესლავ მიხაილოვიჩ, ვიცი, რომ ჩვენი პარტია იმდენად დიდი და ძლიერია,
რომ მისი ლენინურ-სტალინურ იდეათა სიწმინდე ამქვეყნად ყველაზე მაღლა დგას, ცხოვ-
რების უმაღლესი კანონია; ამიტომ შენ, გენიალური ლენინის საუკეთესო მოწაფეს, შენ, დიდი
სტალინის საუკეთესო თანაშემწესა და ერთგულ თანამებძოლს, შენ, ძვირფასო, საყვარელო
ვიაჩესლავ მიხაილოვიჩ, ჩემს დარჩენილ ცხოვრებას გეფიცები, ჩემი საყვარელი შვილების
ნორჩ ცხოვრებას გეფიცები, რომ არასოდეს დავარღვევ პარტიის ამ უმაღლეს კანონს. გეფიცები,
რომ ნებიმიერ წუთს პარტიის დაძახილზე საკუთარი სისხლით ჩამოვირეცხავ დანაშაულს. ასე
მკაცრად ნუ დამსჯით, ნუ წამართმევთ იმას, რისიც ასე მჯეროდა და რაზეც მთელი ცხოვრება
ვლოცულობდი (მე გამოვყავი – ს.ფ.). დამეხმარეთ! ძალიან მიმძიმს, ძალიან მრცხვენია ჩემი
დანაშაულის. სამარადისოდ შენი ერთგული ვიქნები, ვიაჩესლავ მიხაილოვიჩ“. ამ პარტიული
ყმის წერილზე ბატონის (მოლოტოვის) ხელით მიწერილია: „მიმაჩნია, აჯაგრული დიდად არ
გვიშლის ლენინგრადში“. გასაგებია, რომ ამგვარი ხალხი პარტიის გამო მზად იყო ყველაფრის-
თვის: სახალხოდ გაეთქვათ ყოფილი თანამებრძოლნი, გამოეაშკარავებინათ ნათესავები, და-
თანხმებოდნენ ყველაზე არაადამიანურ პარტიულ მითითებებს.
არანაკლები როლი ენიჭებოდა პარტიულ წესრიგს. მიტინგსა თუ შეკრებაზე რიგითი
წევრის გამოუცხადებლობა, სიტყვით გამოსვლაზე უარი, მით უფრო უთანხმოება ნებისმიერი
ფორმით, ჩვეულებრივ, ВКП (б)-დან (სკპ (ბ)-დან) გარიცხვით ისჯებოდა. აი ორი მაგალითი
მოსკოვის პარტიის საოლქო კომიტეტის ბოუროდან, რომელსაც იმ დროს ნ. ხრუშჩოვი ხელმ-
ძღვანელობდა. 1937 წელს საოლქო კომიტეტმა დაამტკიცა მუშა ნ. გლუზკოვის პარტიიდან
გარიცხვა, რადგან „1936 წლის 15 აგვისტოს სამბეჭდაო საამქროს კრებაზე „პრავდის“ მოწი-
ნავისა და ტროცკისტ-ზინოვიეველთა მკვლელების ბანდის სასამართლოსთვის დაგაცემის
შესახებ პროკურატურის ცნობის განხილვისას, გლუზკოვი აშკარად პროვოკაციულად
იქცეოდა – ისროდა რეპლიკებს: „გვაცნობეთ ფაქტები და ტროცკისტ-ზინოვიეველთა
გესტაპოსთან კავშირის თარიღი“. პოლიტწრის მეცადინეობაზე გლუზკოვი ამტკიცებდა, რომ
1905 წელს ამხ. სტალინს წვლილი არ მიუძღოდა რევოლუციურ მოძრაობაში და, რომ
ბოლშევიკებმა სრულად აღიარეს ნაროდნიკების (ხალხოსნების) ტერორისტული იდეები,
რასაც კიდევ უფრო ამყარებს მრეწველობის პარტიის რამოდენიმე წევრის დახვრეტაო“.
მოგვიანებით დაამტკიცეს მუშა ს. ბოლდინის გარიცხვა, რომელიც დაახასიათეს როგორც
„ტროცკისტი, რომელმაც უარი თქვა პარტიის მოთხოვნაზე, დედოვის ფაბრიკის საერთო
პარტიულ კრებაზე გამოხმაურებოდა МК-სა და МГК ВКП (б)-ს (მოსკოვის კომიტეტისა და
მოსკოვის სახელმწიფო კომიტეტი (ბოლშევიკებისა)-ს) დახურულ წერილს კონტრრევოლუ-
ციური ტერირისტული ტროცკისტულ-ზინოვიევური ცენტრის შესახებ და არ გამოავლინა თა-
ვისი დამოკიდებულება ამ ცენტრის მიმდინარე პროცესისადმი“. რასაკვირველია, პარტიიდან
გარიცხვა მყისიერად გადაიქცეოდა ხოლმე НКВД-ს (შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის)
განსაკუთრებული ყურადღების ობიექტად.
საღად მოაზროვნე ხალხის გვერდით, განსაკუთრებით კი, საშუალო რგოლის ხელმძღვა-
ნელთა შორის, სხვაგვარნიც გვხვდებოდნენ. დნეპროპეტროვსკის საოლქო პარტკონფერენციის
უსახელო დელეგატმა ხმის მისაცემი დაახლოებით ასი გვარის შემცველი საიდუმლო ბიულე-
ტინი რომ მიიღო, „სიაში მხოლოდ ამხანაგების – სტალინისა და მოლოტოვის კანდიდატურები
დატოვა, არშიებზე კი მიაწერა: „ყველა მტერია“ და კიდევ რამდენიმე სიტყვა“. სამწუხაროდ,
ხელმძღვანელ პარტორგანოთა განყოფილების შეშფოთებულ მოსამსახურეს, ამ შემთხვევას
მოსკოვს რომ აუწყებდა, დანარჩენი სიტყვები არ დაუზუსტებია.
საინტერესოა აღინიშნოს შემდეგი კანონზომიერება: იმავე მოსკოვის ოლქში მასობრივ ღო-
ნისძიებებზე გამოუცხდებლობის გამო, დამნაშავე კომუნისტებს, ჩვეულებრივ, პარტიიდან
მყისიერად რიცხავდნენ. საოლქო კომიტეტის ბიურო კი უფრო ზედმიწევნით განიხილავდა
და ზოგჯერ ცვლიდა კიდეც გადაწყვეტილებას. ასე რომ, ამგვარ გადაწყვეტილებათ საბაბად,
როგორც წესი, ორი მიზეზი ედო: მძიმე ავადმყოფობა და, რაც უნდა უცნაური იყოს – ლოთობა.
მაგ., 1937 წლის ივნისში მკ-ის სკპ (ბ)-მ პარტიაში აღადგინა პ. კურენცოვი იმის საფუძვრლზე,
რომ „საქმის განხილვისას აღმოჩნდა: 1936 წლის 20 ოქტომბერს კურენცოვი ნამდვილად
სვამდა და ვერ შეძლო კრებაზე მოსვლა“.

შემოქმედებითი ინტელიგენცია

ცენტრალური კომიტეტის სკპ (ბ)-ს კულტურულ-საგანმანათებლო განყოფილების შემო-


ნახული მასალები ნათელს ხდის, როგორ ვრცელდებოდა ამგვარი თვალთვალი კულტურის
მუშაკებზე. 1935 წლის მაისში შექმნილი განყოფილების მოვალეობა იყო, ემოწმებინა კლუბები,
თეატრები, კინოს, რადიოს, მხატვართა, მწერალთა არქიტექტორთა და ა.შ. ორგანიზაციები.
1936 წლის აგვისტოში ცენტრალური სკპ (ბ) კომიტეტის მდივანთა – ლ კაგანოვიჩის, ა. ან-
დრეევისა და ნ. ეჟოვისადმი მოხსენებაში კულტსაგანმანათლებლო განყოფილების ხელმძღვა-
ნელნი იტყობინებოდნენ:
„1936 წლის 25 და 26 აგვისტოს სმკ-ს (საბჭოთა მწერალთა კავშირი – ს.ფ.) პარტჯგუფის
კრება მიეძღვნა ტროცკისტ-ზინოვიელ ტერორისტების განაჩენისა და სმკ-ში თვითკრიტიკის
ნაკლებობაზე მიმანიშნებელი ნაბეჭდი სტატიების განხილვას. მკაცრად გააკრიტიკეს კომუ-
ნისტთა უპარტიოებთან მუშაობა. აღნიშნეს ფაქტები: ვ. ინბერი ამჟამად პარტიის წევრ ბესპა-
ლოვის აგარაკზე ცხოვრობს. ინბერი ტროცკის ნათესავი, მისი ბიძაშვილის შვილია. ინბერი
ცუდად წარსდგა მწერალთა მიტინგზე, კულუარებში კი ამბობდა, რომ – დააძალეს. ბესპა-
ლოვმა, მიუხედავად იმისა, რომ იმავე სახლში ცხოვრობს, არაფერი იღონა, მის წარსადგენად
მოსამზადებლად“.
შემდეგ მოხსენებაში განცხადებული იყო, რომ 1936 წლის 25 აგვისტოს შედგა სმკ-ს პრე-
ზიდიუმის სხდომა. განსახილველი თემა – იგივე. უპარტიოთაგან სიტყვით წარსდგნენ მწერ-
ლები – ინბერი, ლეონოვი, პომაშოვი, პოგოდინი, ლუგოვსკოი, ოლიოშა და ტრენევი.
„ვ. ინბერმა აღიარა, რომ მიტინგზე ცუდად გამოვიდა, აღნიშნა, რომ ტროცკის ნათესავია
და ამიტომ ვალდებულია, განსაკუთრებით მტკიცედ მოითხოვოს კონტრრევოლუციონერი
მკვლელების დახვრეტა. დანარჩენმა მწერლებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი უმაღლესი სასა-
მართლოს განაჩენს.“
თუმცა, აღნიშნავდნენ მოხსენების ავტორნი, მწერალთა შორის აღმჩდა ადამიანი, რომლის
გამოსვლაც შესაძლოა დავახასიათოთ როგორც „ცუდი“. საუბარი იყო იური ალიოშაზე. იგი
„იცავდა პასტერნაკს, რომელმაც, ფაქტობრივად, ხელი არ მოაწერა კონტრრევოლუციონერ
ტერორისტთა დახვრეტის მოთხოვნას; ამბობდა, რომ პასტერნაკი ყოველმხრივ საბჭოთა
ადამიანია, მარამ საკუთარი ხელით სასიკვდილო განაჩენზე ხელის მოწერა არ ძალუძს“.
სხდომა მიჰყავდა სმკ-ს გენერალურ მდივანს ბ. სტავსკის, რომელიც „ერთობ ბევრს საუბ-
რობდა ამხ. სტალინის მხიდან მწერლებსა და ლიტერატორებზე ზრუნვაზე.“ ამ ზრუნვის
შედეგები მოგვიანებით გამოვლინდა. 1937 წლის დეკემბერში, როდესაც კულტსაგანმანათ-
ლებლო განყოფილების ხელმძღვანელი ა. ანგაროვი უკვე გამქრალი იყო ლუბიანკის სარდაფ-
ში, მისი მემკვიდრე ფ. შაბლოვსკი ЦК ВКП (б)-ს (ცკ სკპ (ბ)) მდივან ა. ანდრეევს ატყობინებდა,
რომ შოთა რუსთველისადმი მიძღვნილი სმკ-ს პლენუმის მმართველობის სადღესასწაულო
სხდომის ჩატარება სიძნელეებს გადააწყდა. „ამჟამად მწერალთა კავშირის ხელმძთვანელ
ორგანოებთან ამგვარი მდგომარეობაა: 1934 წლის ყრილობაზე არჩეულ 101 წევრიდან 58 კაცი
დარჩა – დანარჩენები გავიდნენ. აქედან 33 – როგორც ხალთა მტერი, რამაც ქვორუმის
არშედგომა გამოიწვია“.

ალეკსეი ივანოვიჩ ანგაროვ-ზიკოვი. დაიხვრიტა 1937 წელს.

უყურადღებოდ არც მაღალჩინოსან ორატორთა კურიოზები და გაუგებრობანი რჩებოდა.


კულტსაგანმანათლებლო განყოფილების გამგის მოვალეობის დროებით შემსრულებლის ა. ან-
დრეევის სახელზე დაწერილ 1937 წლის 2 თერვლის მოხსენებაში ევსეი ტამარკინი წერდა: „ა.
წ. 30 იანვარს წითელი მოედნიდან უმაღლესი სასამართლოს მიერ კონტრრევოლუციური
ტროცკისტული ცენრტისთვის განაჩენის გამოტანასთან დაკავშირებული მიტინგის ტრანსლი-
რების დროს, მქუხარე ტაშის ფონზე, რითაც მიტინგი შემოთავაზებულ რეზოლუციას შეხვდა,
ეთერში გარკვევით გაიჟღერა ფრაზამ: „აი სულელები“. რადიოკომიტეტის თავმჯდომარე ამხ.
მალცევმა გვამცნო, რომ ფრაზა ამხ. ნ. ს. ხრუშჩოვს ეკუთვნოდა და მიმართული იყო ორკესტ-
რისადმი, რომელმაც უდროოდ დაიწყო შესრულება. ცენტრალური კომიტეტის კულტსაგანმა-
ნათლებლო სამსახურის განყოფილებას აუცილებლად მიაჩნია შეგატყობინოთ ზემოთქმული“.
ნ. ხრუშჩოვის ამ წინდაუხედაობას სერიოზული შედეგები არ მოჰყოლია. სხვაა – რიგით
მუშაკთა შემთხვევები. მათთვის ჩვეულებრივი რუტინული მოვალეობათა შესრულება, ყო-
ველგვარი გადაჭარბების გარეშე, ხშირად სიკვდილის საშიშროებას უკავშირდებოდა. რეალუ-
რი ფაქტების ფონზე, უბრალოდ, უფერულდება მარგარიტა ტერეხოვას მიერ ბრწყინვალედ
შესრულებული, ყველასთვის ცნობილი ეპიზოდი გაზეთის კორექტორის შესახებ, ტარკოვსკის
ფილმ „სარკედან“.
1936 წლის 31 აგვისტოს კულტსაგანმანათლებლო განყოფილების ხელმძღვანელები ცკ-ის
მდივნებს – ანდრეევსა და ეჟოვს ატყობინებდნენ, რომ „უკანასკნელ ხანს რადიოკომიტეტში
მომხდრი ფაქტების წყება იძლევა საბაბს ვივარაუდოთ, რომ კომიტეტს კლასობრივად მტრუ-
ლი ჯგუფი მართავს“. ფაქტები კი ამგვარი იყო: „23 აგვისტოს, რადიოთი პროკურორ, ამხ. ბი-
შინსკის სიტყვის გადმოცემის შემდგომ, ცენტრალურმა რადიომაუწყებლობამ ეთერში გად-
მოსცა გულის ამაჩუყებელი ხალხური სიმღერები, ლირიკული მუსიკა, მ. გოლოდნის ლექსი
„კომუნისტის სიკვდილით დასჯა“ და დოლმატოვსკის – „სისხლი“; ხოლო 24 აგვისტოს, განა-
ჩენის გამოქვეყნების დღეს, რადიოთი გადმოიცა ტოლსტოის „აღდგომა“, სადაც ცენტრალური
ადგილი კატიუშა მასლოვას გასამართლებას ეთმობა“ და ა. შ. და ა.შ.
დასკვნა: „დაევალოს НКВД-ს (შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატს) დაუყოვნებლივ
განიხილოს მომხდარი ფაქტები და შეამოწმოს რადიოკომიტეტის შემადგენლობა“.
1936 წლის 2 სექტემბერს განყოფილების ხელმძღვანელობამ ცკ-ს მოახსენა: „კულტსაგანმა-
ნათებლო სამსახურის განყოფილება ცკ სკპ (ბ)-ს აცნობებს, რომ ამჟამად რადიოკომიტეტის
სტუდიებში დაწესდა ხელმძღვანელ მუშაკთა მორიგეობა და გაძლიერდა თვალყური ეთერში
გასულ მასალაზე“.
სავარაუდოდ, ეს განკარგულება კიდევ დიდხანს ხელუხებლად სრულდებოდა და სწორედ
მისი წყალობით, საბჭოთა ხალხი 80-იან წლებში, დილით რადიომიმღებს რომ ჩართავდნენ
და იუმორისტული გადაცემის ნაცვლად კვლავ და კვლავ კლასიკურ მუსიკას გაიგონებდნენ
ლა მონორის ტონალობაში, უტყუარად განსაზღვრავდნენ, რომ პოლიტბიუროს რომელიღაც
წევრი გარდაიცვალა.
1936 წლის ნოემბერში, შსსკ-ს (НКВД) ორგანოების მიერ შემოწმებამდე, სპეციალურმა კო-
მისიამ რადიოკომიტეტში მომსახურე 14 კულტურის მოღვაწის გათავისუფლების რეკომენდა-
ცია გასცა. აი, როგორაა აღწერილი ერთ-ერთი მათგანის ცოდვები: „გეორგ სებასტიანი – დირი-
ჟორი, გერმანიის ქვეშევრდომი, არტისტთა რიგებში მუდმივად აქებს ფაშისტებს და ღიად
გამოხატავს საბჭოთა კავშირისადმი მტრულ დამოკიდებულებას. გერმანიიდან ჩამოჰქონდა
ტროცკის წიგნები – „ჩემი ცხოვრება“ და წასაკითხად არიგებდა. მიუხედავად იმისა, რომ
ებრაელია, სისტემატურად დადის გერმანიაში“.
უნდა ითქვას, რომ პარტიულ ორგანოთა ესოდენ დაჟინებული ყურადღება ბოლოს და ბო-
ლოს ცუდად დასრულდა რადიოკომიტეტის თავმჯდომარე მალცევისთვის. 1939 წლის ნოემ-
ბერში კონსტანტინ ალექსანდროვიჩი დააპატიმრეს, ხოლო 1941 წლის ივლისში დახვრიტეს.
განსაკუთრებით საშიში იყო კინომოღვაწეთა საქმიანობა. რამდენადაც სულ უფრო მეტი
წინამძღოლი ხვდებოდა მტერთა რიგებში, მუდმივი სიფრთხილე მართებდათ. აი მაგალითად,
როგორი ინფორმაცია მოხვდა მსკ სკპ (ბ)-ს მდივნის ს. კორიტნის მაგიდაზე 1937 წლის თებერ-
ვალში: „ცკ სკპ (ბ)-ს კულტსაგანმანათლებლო სამსახურის განყოფილებას ეცნობა, რომ როსნაბ-
ფილმის მიერ ლენინის დღეებზე საჩვენებლად შემოთავაზებულ კინოსურათში „ლენინი“ აღ-
მოჩენილია კადრები ტროცკისტ რადეკით. ჩატარდეს გამოძიება და დაისაჯონ დამნაშავეები“.
რიგითი მოქალაქეები

და ვინ იყვნენ რიგითი მოქალაქეები? როგორც მაშინ უწოდებდნენ – უპარტიო მასა. უმეტეს
შემთხვევაში ისინი ხომ არა მარტო აპოლიტიკურნი, არამედ რეჟიმისადმი ოპოზიციურად
განწყობილნიც იყვნენ. რასაკვირველია, მხედველობაში გვყავს არა უწიგნური გლეხი ან შავი
მუშა, რომელთაც, შესაძლოა, არც კი სცოდნოდათ რაში მონაწილეობდნენ. საუბარია ხალხზე,
რომელთაც თუნდაც სულ მცირე განათლება მაინც ჰქონდათ. რა მეთოდებს იყენებდა პარტია,
რომ ამ „ძაბრში“ ჩაეთრია ათი ათასობით საბჭოთა მოქალაქე?
თავდაპირველად ვიხილოთ, როგორ აშუქებდა პარტიის ცენტრალური ორგანო – გაზეთი
„პრავდა“ – იმ დროს მიმდინარე მასობრივ ღონისძიებებს.
უნდა აღინიშნოს, რომ შუა 30-იან წლებში, ყოველ შემთხვევაში – მოსკოვში, მიტინგები
გამუდმებით და ყველანაირი საბაბით ტარდებოდა. მაგ., 1936 წლის აგვისტოს მხოლოდ ერთ
დეკადაში პრავდა წერდა ესპანელი ხალხისთვის სოლიდარობის გამოსახატ 120-ათასიან,
კვების მრეწველობის მომსახურეთა ორდენებით დაჯილდოების 20-ათასიან, საავიაციო ქარხ-
ნების მუშების მფრინავ ვ. ჩკალოვთან შეხვედრის 20-ათასიან, მიტინგზე და ა.შ. ჟურნალის-
ტები თავიანთ შეტყობინებებში განსაკუთრებთ აღნიშნავდნენ, რომ ცუდი ამინდის, შეუსაბამო
დროისა და სხვა სიძნელეების მიუხედავად, შეკრებათა მონაწილენი ადგილს არ ტოვენდნენ.
გრანდიოზული მანიფესტაციები იმართებოდა დიდი მოსკოვური პროცესების დროს. აი
როგორ აღწერს „პრავდა“ მიტინგს, რომელიც ე.წ. პარალელური ანტისაბჭოთა ტროცკისტული
ცენრტისთვის (გ. პიატაკოვის, კ. რადეკისა და გ. სოკოლნიკოვის მეთაურობით) განაჩენის გა-
მოტანას მიეძღვნა.
„ცნობა განაჩენის შესახებ მყისიერად მოედო მოსკოვს. ღამით საწარმოებში ტარდეობდა
მიტინგები – ორატორთა სიტყვები მგზნებარე და ამაღელვებელი იყო. ღამითვე დაიბადა აზრი
მიტინგისა და დემონსტრაციის შესახებ – ყველა ქუჩაში უნდა გავიდეს. დაე, ყინვა მძვინვარებ-
დეს, დაე, ყინულოვანი ქარი ქროდეს – ჩვენივე გრძნობათა ალით გავთბებით. ღამის ცვლის
აზრს შეუერთდნენ მუშები, გამთენიისას რომ დაიკავეს თავიანთი ადგილები. მრავალ მათგანს
დასვენების დღე ჰქონდა, მაგრამ არავის სურდა ამის გამოყენება. განათების შუქზე, პროჟექ-
ტორთა კაშკაშში მოედინებოდნენ და მოედინებოდნენ წითელ მოედანზე მშომელი მოსკოვე-
ლები. დედაქალაქის 200 ათასზე მეტი მოქალაქე უცხადებდა სოლიდარობას უმაღლესი
სასამართლოს განაჩენს“.
„იზვესტიის“ მოწინავე, 1936 წლის 3 აგვისტო.

სხვათა შორის, მიტინგების ღამით ჩატარება გამონაკლისი კი არა, უფრო ტრადიცია იყო;
რაც, ძალაუნებურად, იმავე ხანის მესამე რეიხის ქალაქებში ჩირაღდნებით მსვლელობას
მოგვაგონებს.
გ. ზინოვიევის, ლ. კამენევისა და სხვათა პროცესების დასრულების შემდეგ, 1937 წლის 24
აგვისტოს „პრავდა“ წერდა: „მოსკოვის არმატურის ქარხნის ღამის ცვლის მუშები გულდასმით
ისმენენ ახლახან მიღებულ ინფორმაციას განაჩენის შესახებ; მიტინგზე შეიკრიბნენ ქარხანა
«Тизприбор»-ის (სხვადასხვაგვარი ხელსაწყოების) ღამის ცვლის მუშები; 1927 წლის 12 ივ-
ნისს, გ. ზინოვიევის, ლ. კამენევისა და სხვათა პროცესების დასრულების შემდეგ, ღამის 3 სა-
ათზე მოსკოვის ფაბრიკა „ბოლშევიკის“ საამქროებში ღამის ცვლის მუშები სახელდახელო მი-
ტინგებზე შეიკრიბნენ; გვიან ღამით მოსკოვის ქარხანა „დინამოს“ ყოველი კუთხიდან ელექ-
ტრომავლის საამქროს ფართო შენობაში მუშები მიტინგისთვის იკრიბებიან“ .
კონკრეტულად ვინ აწყობდა და მეთვალყურეობდა ყველა თითქოსდა ამ ნებაყოფილობი-
თი ზიზღის დემონსტრაციებს? უმაღლეს პარტიულ ინსტანციათა დირექტივებში, კონკრეტუ-
ლად – პოლიტბიუროს, სამდივნოსა და ცკ სკპ (ბ) საორგანიზაციო ბიუროს მკვლევრისთვის
ხელმისაწვდომ პროტოკოლებში ამ საკითხთან დაკავშირებულ ვერც ერთ გადაწყვეტილებას
მივაკვლიეთ. მაგრამ ცნობილია, რომ ცკ სკპ (ბ)-ს აპარატში მასობრივ ღონისძიებათა საკითხები
პარტიული პროპაგანდისა და აგიტაციის განყოფილებას ეხებოდა. ამ განყოფილების მთელი
რიგი საბუთები საშუალებას იძლევა გავიგოთ, როგორ აწყობდა პარტია ამგვარ მიტინგებსა და
კრებებს.
აი, ამონარიდი ესპანელი რესპუბლიკელების სოლიდარობისადმი მიძღვნილი კამპანიის
საბუთებიდან.
1936 წლის სექტემბერში ВЦСПС-ის (პროფესიულ კავშირთა საერთაშორისო ცენტრალური
საბჭოს) ფუნქციონერმა მ. ი. პოპოვმა მოამზადა ცკ სკპ(ბ)-ს დადგენილების პროექტი „საჭოთა
ქალების მიერ ესპანელი მშრომელი ქალებისა და ბავშვებისთვის სასურსათო დახმარების
შეგროვების შესახებ“. მასში ნათქვამი იყო, რომ „14 სექტემბერს დიდი თეატრის ფილიალში
შედაგა სრულიად მოსკოვის ქალთა მიტინგი, რომელმაც მიიღო რეზოლუცია. რეზოლუცია
მოუწოდებდა საბჭოთა ქალებს დახმარებოდნენ ესპანელ ქალებსა და ბავშვებს. ამის შემდეგ
მიტინგები ჩატარდა კიევში, თბილისში, ვორონეჟში. თუმცა საოლქო, განაპირა ცენტრებიდან
და სხვა დიდი ქალაქებიდან შეტყობინება საერთო-საქალაქო მიტინგების ჩატარების შესახებ
არ მოსულა. როგორც ჩანს, კიდევ მრავალი საწარმოა სადაც მიტინგი არ მოუწვევიათ. სახსრე-
ბის შეგროვებას, როგორც წესი, ხელმოწერათა ფურცლები ერთვის. რიგ შემთხვევებში ფულს
მიტინგზე კრებენ, სხვაგან – სალაროდან მიღებისას. მოსკოვის მსხვილ საწარმოთა უმეტესო-
ბისგან ფული არ შემოსულა. სრულიად უმნიშვნელოა სხვა ქალაქებიდან გზავნილებიც“.
როგორც ჩანს, მიტინგებზე ნებაყოფლობით სიარულისა და ფულის დადების მსურველნი
ერთი წლის შემდეგაც ცოტანი იყვნენ, რამაც პარტიის ხელმძღვანელობა აიძულა კვლავ მიბრუ-
ნებოდნენ ამ საკითხს. 1937 წელს ცკ სკპ(ბ)-ში ჩატარდა თათბირი ესპანელი ხალხისთვის დახ-
მარების საკითხზე. მოსკოვის ხელმძღვანელმა ნ. ხრუშჩოვმა და ცკ სკპ(ბ)-ს ბეჭდვითი სიტყვის
განყოფილების გამგემ ბ. ტალმა მიიღეს სასწრაფო მითითება „1937 წლის 21 სექტემბერს მოს-
კოვის სტალინის სახელობისა და მოჟერეზის კაგანოვიჩის სახელობის ავტოქარხნებში სასწრა-
ფოდ ჩატარდეს ესპანეთის ამბებისადმი მიძღვნილი საერთო-საქარხნო მიტინგები. ამ მიტინ-
გებისთვის მიმართვები მზად იყოს 4 საათისთვის ამხ. ტალის მიერ და დღესვე განთავსდეს
ყველა ცენტრალურ გაზეთში“. ამავდროულად, პარტიის ყველა რაიონულსა და საოლქო კო-
მიტეტში დაიგზავნა ტელეგრამები გრიფით – „სრულიად საიდუმლო“. ყოველ მათგანში ეწერა:
„ყველა ღონისძიებაზე ჩატარდეს საერთო-საქალაქო მიტინგები მუშა ქალებისა და კაცების,
მომსახურე პერსონალის, ინჟინრების, მათი ცოლების, მასწავლებლების (ქალი და მამაკაცი) და
სხვათა შემადგენლობით. ყველას დაექვითოს 1 დღის ხელფასის მეოთხედი. მიტინგებზე წარ-
მოითქვას მოკლე მოხსენებები ესპანეთში მიმდინარე ამბების შესახებ და მიღებულ იქნეს რე-
ზოლუციები – მიმართული გმირი ესპანელი ხალხის სოლიდარობისადმი. მიტინგები ტარ-
დება პროფკავშირულ ორგანიზაციათა სახელით“.
სურათზე: გუშინ, პუშკინის მოედანზე მოსკოვის რაიონის ახალგაზრდა ამომრჩეველთა მიერ
ჩატარებული მიტინგის საერთო ხედი.

კიდევ ერთი წლის შემდეგ ზუსტად ამგვარად ორგანიზდებოდა ლენინის ხსოვნის „ნება-
ყოფლობითი“ დღეები. აი ამონარიდი დირექტივების წერილის პროექტიდან, რომელიც 1939
წლის იანვარში სკპ (ბ) ყველა ეროვნულ კომპარტიასა და ცენტრალურ, საოლქო და სამხარეო
კომიტეტებს უნდა დაგზავნოდათ. ლენინის გარადაცვალების 15 წლისთავთან დაკავშირებით
ყველა პარტიულ კომიტეტს სთავაზობდნენ: „ჩატარდეს გაფართოებული პარტუილი, კომკავ-
შირული, მუშათა, კოლმეურნეთა, საბჭოთა ინტელიგენციის კრებები. მომხსენებლებმა უნდა
ახსნან, რომ კაპიტალისტური გარემოცვის პირობებში აუცილებელია სოციალისტური სახელ-
მწიფოს მუშათა და კოლმეურნეთა ძალაუფლების გაძლიერება, რათა საბოლოოდ გაიმარჯვოს
სოციალიზმმა“. მართალია, ამგვარივე მასალას, რომელიც გვამცნობდა, როგორ ორგანიზ-
დებოდა სკპ(ბ)-ს ყოფილ მეთაურთა სასიკვდილო განაჩენისთვის მხარდამჭერი მიტინგები,
ვერ მივაკვლიეთ, მაგრამ არ გვაქვს ეჭვის საფუძველი ვიფიქრით, რომ ყველაფერი დაახლო-
ებით ამავე სცენარით არ მიმდინარეობდა.
სავარაუდოდ, ცკ-ს სხვა განყოფილებათა ფუნქციონერები ადევნებდნენ თვალყურს, რო-
გორ იქცეოდა ხალხი კრებებსა და მიტინგებზე. უმაღლეს სასწავლებლებსა და სხვა სასწავლო
დაწერსებულებებში ამგვარ კრებათა თვალყური სასკოლო განყოფილებას ევალებოდა; სამეც-
ნიერო ინსტიტუტებში – მეცნიერებათა განყობილებას; გაზეთების რედაქციათა კოლექტი-
ვებში – ბეჭდვითს და ა.შ.; რასაკვირველია, თავიანთ საქმეს აკეთებდნენ შსსკ-ს თანამშრო-
მელნი და მხოლოდ მოხალისე ინფორმატორებიც.
ჩამოთვლილი ფაქტები საფუძველს გვაძლევს ვთქვათ, რომ საბჭოთა მოქალაქეთათვის
მთავარი მამოძრავებელი მოტივი – მონაწილეობა მიეღოთ ამგვარ ღონისძიებებში – იყო შიში.
რა შეიძლებოდა დამუქრებოდა რიგით უპარტიო ადამიანს, რომელიც შეგნებულად არი-
დებდა თავს მიტინგსა თუ კრებას? რასასკვირველია, არც ერთი სასამართლო, ან არასამართ-
ლებრივი ორგანო მას ამ კონკრეტული შეცდომისთვის არ გაასამართლებდა; თუმცა, ადამიანს
აიძულებდნენ თავი ემართლებინა, რაც რეპრესიის ორგანოებს დიდად ეხმარებოდა მისთვის
(სამწუხაროდ ცნობილ) სისხლის სამართლის 58-ე მუხლიდან რომელიმე პუნქტი მიესადაგე-
ბინა.
უკეთ რომ გავიგოთ ტოტალური ტერორის როგორ ვითარებაში ცხოვრობდა მაშინ ჩვეეუ-
ლებრივი ხალხი, აქვე მოვიტანთ ნაწყვეტს პოლიტიკურ-ადმინისტრაციული განყოფილების
მიერ მომზადებული ცკ სკპ(ბ)-ს დახურული წერილის პროექტიდან. საბუთი საბჭოთა სასა-
მართლოების მუშაობას ეძღვნება: „სარატოვში სახალხო სასამართლომ „სპეკულაციის“ გამო
(რაც ორი კოლოფი „მახორკის“ გაყიდვით გამოიხატა) გაასამართლა მოქალაქე ვასილიევა და 5
წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იქვე, ქუჩაში მზესუმზირის გაყიდვის გამო გაასა-
მართლეს და 5 წელი მიუსაჯეს პენსიონერ სერებრიაკოვას. დასავლეთის ოლქის ნოვიზიბკოვს-
კის რაიონში 1935 წლის 22 აგვისტოს სახალხო სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა მიუსა-
ჯა 14 წლის ბიჭს – შილინს 1, ხოლო დედამისს – 5 წლით, რადგან ყურადღება ვერ მიაქცია
შვილს. ქალაქ რიბინსკში სახალხო სასამართლომ 10 წელი მიუსაჯა მუსა ჩისტიაკოვს ტყავის
ქარხნიდან ფულის – 18 რუბლის – მოპარვის მცდელობის გამო“. აქვე აღვნიშნავთ, რომ მთელი
ეს საშინელება ჯერ კიდევ შედარებით მშვიდ 1935 წელს ხდება. გასაგებია, რომ შეცდომების-
თვის, რომლებისთვისაც ხელისუფლებას პოლიტიკური დანაშაულების კვალიფიკაციის
მინიჭება ძალუძდა, სასჯელი ბევრად უფრო სასტიკი იყო.
***

სსრკ-ში ბრეჟნევის მმართველობის წლებში მცხოვრები ნებისმიერი ადამიანისთვის ცნო-


ბილია, რომ ყველა ე.წ. ნებაყოფლობითი კრება, მიტინგი, უცხოელ სტუმრებთან შეხვედრა,
მხოლოდ კომუნისტური ხელისუფლების მითეთებითა და მკაცრი მეთვალყურეობით მიმდი-
ნარეობდა. რა თქმა უნდა, ამგვარ ღონისძიებებში მონაწილეობის არმიღებას იმ დროს ციხე
აღარ ემუქრებოდა. უარეს შემთხვევაში, დამნაშავეს საყვედურს უცხადებდნენ ან პრემიას უკა-
ვებდნენ. საინტერესო კი ის არის, რომ სწორედ ამ პერიოდში გახდა განსაკუთრებულად
პოპულარული მითი 30-იანი წლების ადამიანების – მოხალისე და კომუნისტ-იდეალისტების
შესახებ. როგორც ვხედავთ, პარტუილი საბუთები სხვას მეტყველებენ. საბჭოთა კომპარტია და
სახელმწიფო ყოველ ღონეს მომართავდა, რომ თავიანთ მოქალაქეთა შემეცნების მოდიფიკაცი-
ისთვის მიეღწია. მაგრამ მაშინაც კი, 30-იანი წლების ბოლოს, როგორც ჩანს, ვერ შეძლეს სრუ-
ლიად მთელი ქვეყანის მოსახლეობა გადაექციათ Homo soveticus-ად, როგორ მას მოგვიანებით
ა. ზინოვიევმა უწოდა.

სტატიაში გამოყენებულია რუსეთის 17 არქივის სოციალურ-პოლიტიკური ისტორიის 21-ე,


88ე-, 114ე-, 120-ე ფონდების საქმეთა აღწერის საბუთები.

You might also like