You are on page 1of 7

1/28/2020 ბოავენტურა დი სოუზა სანტუში – არმყოფობის სოციოლოგიისთვის

ბოავენტურა დი სოუზა
სანტუში – არმყოფობის
სოციოლოგიისთვის

 ტატო ჩანგელია    თარგმანი პოლიტიკა    იანვარი 22, 2020  |  0

ბოავენტურა დი სოუზა სანტუში არის სოციოლოგიის ემერიტუს პროფესორი კოიმბრას


უნივერსიტეტში (პორტუგალია). ის ასევე მსოფლიო სოციალური ფორუმის (World Social
Forum) თანადამფუძნებელია. მისი ნაშრომებია: Epistemologies of the South. Justice against
Epistemicide (Paradigm Publishers, 2014), The End of the Cognitive Empire (Duke University
Press, 2018) და სხვა

მთარგმნელი გიორგი კობახიძე

www.words.com.ge/2020/01/22/ბოავენტურა-დი-სოუზა-სანტ/?fbclid=IwAR3FTem1AbHXFkdlbfceV_cpQviz01_mZ6XsPepWf_qVBCL6RyIEQ4a… 1/7
1/28/2020 ბოავენტურა დი სოუზა სანტუში – არმყოფობის სოციოლოგიისთვის

1913 წელი. ევროპის კულტურული და პოლიტიკური ცხოვრების ბირთვი, რომელიც ვენას, ბერლინს,
პრაღას, პარიზს, მიუნხენს და ოდნავ მოშორებით, ლონდონს მოიცავს. კულტურული ელიტები
ცოდნას იღრმავებენ გაზეთებით და ფელეტონებით, სტუმრობენ ლიტერატურულ საღამოებს,
გალერეებს, კონცერტებს და კაფეებს. აგზნებული გატაცებით ადევნებენ თვალს ხელოვნების და
კულტურის სიახლეებს. ასევე, ნაკლებად ამაღელვებელ პოლიტიკურ მოვლენებსაც, თუმცა გარკვეული
დისტანციიდან. ამასობაში, მათ შორის არიან ახალგაზრდა რევოლუციონერები, რომლებიც იატაკქვეშ
აშენებენ ახალ მომავალს.

1913 შეიძლება წარმოვიდგინოთ მრავალფეროავნი, ძლიერი შემოქმედების და გარღვევების დროდ,


რომელიც რუტინას, ინერციას და ჩვეულებას აბუჩად იგდებდა. ახალი საუკუნე მის ნორჩ აღმაფრენაში.
განიხილებოდა სახელები, ნამუშევრები და მოვლენები, ბევრი მათგანი ერთი საუკუნის შემდეგაც
კარგად ნაცნობია. კაფკა ასრულებს „მეტამორფოზას“, მის ერთ-ერთ გენიალურ ნაშრომს, რომელსაც
1915 წელს გამოსცემენ. იოსებ სტალინი ყალბი სახელით ჩადის ვენაში, ეროვნული საკითხის
შესასწავლად. ამ თემას ავსტრო-უნგრელი მარქსისტები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ.
გერმანული ენის უცოდინრობის გამო, მას ბიბლიოგრაფიის შედგენაში ნიკოლაი ბუხარინი ეხმარება,
ისიც გადასახლებული რევოლუციონერი. მაგრამ, მისმა მხარდაჭერამ სტალინის მადლიერება მაინც
ვერ დაიმსახურა. ოცდახუთი წლის შემდეგ, 1938 წელს, ბუხარინი, რუსეთის რევოლუციის ერთ-ერთი
უდაოდ ბრწყინვალე მოაზროვნე, სტალინის ბრძანებით, მოსკოვის ცნობილი პროცესების დროს
სიკვდილით დასაჯეს. დაახლოებით ამ დროს და ამავე ქალაქში, ახალგაზრდა კაცი აკვარელით ხატავს
ტაძრების მდარე ნახატებს, იმ იმედით, რომ ნამუშევრებს ტურისტებს მიჰყიდის. მას ადოლფ ჰიტლერი
ჰქვია. ზიგმუნდ ფროიდი გამოსცემს წიგნს „ტოტემი და ტაბუ“, სადაც ფსიქოანალიზს სოციალურ და
კულტურულ ანთროპოლოგიაში გამოიყენებს. ტექსტი თანაბრად გავლენიანი და საკამათო
აღმოჩნდება. ფსიქოანალიტიკურ მიმდინარეობაში, დაპირისპირება ფროიდსა და კარლ იუნგს შორის
მწვავდება და სცდება რიგით სამეცნიერო დებატს. თომას მანის „სიკვდილი ვენეციაში“ ახალი
გამოჩენილია. ჭორებით შეპყრობილი ინტელიგენციის მიხედვით, რომანი ავტორის საიდუმლო
ჰომოსექსუალობას ამჟღავნებს.

ფლორენციის სასტუმროში პოულობენ ლეონარდო და ვინჩის ცნობილ მონა ლიზას, რომელიც 1911
წელს ლუვრიდან იტალიელმა „ნაციონალისტმა“ მოიპარა. გერმანია, განაწილების ჩვეული
(ევროცენტრული კრიტერიუმებით) „ეგალიტარული“ ჟესტით, ფარავს არქეოლოგიური გათხრების
ხარჯებს ეგვიპტეში; აღმოჩენილი არტეფქატების ნახევარი ქაიროს მუზეუმში რჩება, მეორე ნახევარი
მიაქვთ ბერლინში. ამ წელს, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ბიუსტი, ნეფერტიტი, ევროპაში
მიემგზავრება. ვენაში, კარლ კრაუსი, ეპოქის ერთ-ერთი საუკეთესო ჟურნალისტი და ესეისტი
რეგულარულად გამოსცემს ჟურნალს Die Fackel (ჩირაღდანი). ის აკრიტიკებს კორუფციას,
ნაციონალიზმს, ფსიქოანალიზს, უგემოვნობას; პოლემიკა და სარჩელები ერთმანეთს მიჰყვება. კრაუსის
ფიგურაში აზროვნების სიამოვნება და ენა თავის სასწაულებრივ პოტენციალს აღწევს. პაბლო პიკასოს
და ჟორჟ ბრაკის სინთეტურ კუბიზმს მიმდინარეობა ახალ განზომილებაში გადაჰყავს.

1913 წელს, მარსელ დიუშანი სახელოსნოში ველოსიპედის ბორბალს დგამს. ამ „წარმოსახვის


დელირიუმით“ ცდილობს აჩვენოს, რომ არსებობს სხვა მოძრაობები გარდა პროგრესის სწორხაზოვანი
მოძრაობისა. ამ წელს, ნიუ იორკში გამოიფინება მისი „შიშველი ჩამომავალი კიბეზე“. შიშველ ფიგურას
აღმოაჩენენ გუსტავ კლიმტი, ეგონ შილე და ოსკარ კოკოშკა. კოკოშკას უყვარდება ალმა მალერი,
გუსტავ მალერის ქვრივი. მიუხედავად იმ შედევრებისა, რომლებსაც ალმა მალერი მისი „დაპყრობის“
პირობად ითხოვდა, კოკოშკამ ის ვერ შეინარჩუნა. ალმა მალერი ბაუჰაუსის და მოდერნისტული
არქიტექტურის ფუძემდებელზე, ვალტერ გროპიუსზე დაქორწინდა. ეს არის დრო, როდესაც ეტიკეტი
და საზოგადოებრივი მორალი მარცხდება ჟოზეფინა მუტცენბახერის მემუარების
პორნოგრაფიულობის წინაშე – ავსტრიელი მწერლის, ფელიქს ზალტენის ამ რომანს პორნოგრაფიული
ფილმების თაყვანისმცემლები სამოცდაათიან წლებში ეკრანზე იხილავენ, ცნობილი პორნომსახიობის,

www.words.com.ge/2020/01/22/ბოავენტურა-დი-სოუზა-სანტ/?fbclid=IwAR3FTem1AbHXFkdlbfceV_cpQviz01_mZ6XsPepWf_qVBCL6RyIEQ4a… 2/7
1/28/2020 ბოავენტურა დი სოუზა სანტუში – არმყოფობის სოციოლოგიისთვის

პატრიცია რომბერგის მონაწილეობით, რომელიც ასევე ავსტრიელია. ვენის ამ კულტურული


დუღილის კიდევ ერთი პირმშო, ლუდვიგ ვიტგენშტაინი ნორვეგიის პატარა სოფლისკენ
შეყვარებულთან (დევიდ პინსეტი) ერთად მიემგზავრება, ლოგიკურ-ფილოსოფიური ტრაქტატის
დასაწერად. არნოლდ შონბერგი ვენას მუსიკის წერის ინოვაციური ხერხებით აოცებს. პარიზში იგორ
სტრავინსკის კურთხეულ გაზაფხულს წარადგენენ: 33 წუთი, რომელმაც შეცვალა ე.წ. კულტურული
სამყაროს მუსიკალური გემოვნება. გამოიცემა მარსელ პრუსტის დაკარგული დროის ძიებაში (პირველი
ტომი), ხოლო მაქს ბეკმანი თავის დღიურში წერს, რომ „ადამიანი იყო და არის პირველხარისხოვანი
ღორი“. 1913 ასევე ის წელია, როდესაც ვირჯინია ვულფი მეორედ სცდის თვითმკვლელობას (პირველი
მცდელობა 1904 წელს). „წარმატებას“ მხოლოდ მესამე მცდელობით მიაღწევს, 1941 წელს, მისი
ბომბებით განადგურებული სახლის საზარელი სურათის პირისპირ.

რა არ არის ამ ნარატივში?

როგორც ჩანს, ყველაფერია. ჰეგემონიური კულტურული სამყარო სრულად არის წარმოჩენილი და ის,
რომ მათი სახელები ჩვენთვის დღესაც ნაცნობია, ამას ადასტურებს. თუმცა, თუ კარგად
დავფიქრდებით, თავს იჩენს ორი ფატალური ნაკლოვანება/არმყოფობა. პირველ რიგში, 1913 წლის
კულტურული დისკურსი არც კი ახსენებს მოახლოებული კატასტროფის შესაძლებლობას, რომელიც
მალევე შეძრავს ევროპას და მასზე დამოკიდებულ სამყაროს: პირველი მსოფლიო ომი. დაიღუპება 17
მილიონი ადამიანი, სამხედროები და უბრალო მოქალაქეები, მათ შორის ბევრი აფრიკელი, რომელთა
არსებობის შესახებაც ევროპას არ სმენია ან განზრახ არ აღიარებს. 263 000 დაღუპული საფრანგეთის
კოლონიებში; 141 000 ბრიტანულ კოლონიებში; 123 000 გერმანულ კოლონიებში; 52 000 მოზამბიკის
პორტუგალიურ კოლონიაში. შავი ჭირის შემდეგ, რომელმაც ევრაზიაში 1346 – 1353 წლებში 75-დან
200 მილიონამდე ადამიანი იმსხვერპლა, ეს ყველაზე საზარელი კატასტროფაა. რით აიხსნება
კულტურული ელიტების დუმილი? კარლ კრაუსი ალბათ ერთადერთია, ვინც ყურადღებას აქცევდა
მოახლოებულ მოვლენებს, მის კრიტიკულ წერილებში გენერლებსა და ფაბრიკანტებზე, რომლებმაც
ომიდან მოგება ამოიღეს, და პრესაზე, რომელიც მათ მხარეს დადგა. სწორედ ამიტომ დაწერა 1915-1922
წლებში თავისი მეგა-დრამა „კაცობრიობის უკანასკნელი დღეები“, რომელიც სულ ახლახანს
შეუდარებლად თარგმნა პორტუგალიურ ენაზე ჩემმა კოლეგამ სოციალური კვლევების ცენტრში,
ანტონიო სუზა რიბეირომ. სრულიად სხვა რეგისტრში, 1913 წელს, მიუნხენში დეპრესიული
ახალგაზრდა ოსვალდ შპენგლერი წერს „დასავლეთის დაისს“, წიგნს, რომელიც ევროპელი
რეაქციონერების ბიბლიად იქცევა. მინიშნებების სიუხვის პირისპირ, კულტურული (და
პოლიტიკური) ელიტები თვალებს ხუჭავენ. სიჭარბის ნორმალიზება ჭარბ ნორმალურობად
გარდაიქმნება. და დღეს?

მეორე არმყოფობა იმაში მდგომარეობს, რომ ყველაფერი, რაც ევროპის, მეტიც, ჩრდილოეთ და
ცენტრალური ევროპის მიღმა ხდება, არ არსებობს. ე.ი. ჰეგემონიური აზრის მიერ ნაწარმოებია როგორც
არარსებული. ამგვარი აზროვნება სამყაროს ძალიან მცირე ნაწილს მოიცავს, მაგრამ თავს „ევროპულ
უნივერსალიზმად“ ასაღებს (რაც თავისთავად ოქსიმორონია). მისი არსებობის წინაპირობას
წარმოადგენს მეთხუთმეტე საუკუნის ბოლოს, ევროპული კოლონიური ექსპანსიის შემდეგ, ევროპული
მეტროპოლიების სამყაროს სოციალურ ურთიერთობებსა და არაევროპული კოლონიების სამყაროს
სოციალურ ურთიერთობებს შორის გავლებული აბისალური საზღვარი, რომელიც თანაბრად მკაცრია
და უხილავი. ამ საზღვრის მიხედვით, რომელიც თვითონ გეოპოლიტიკური, იდეოლოგიური და
ეპისტემოლოგიური დაყოფაა, ერთადერთი რელევანტური სოციალური, პოლიტიკური, კულტურული
და ეთიკური სინამდვილე, ე.ი. სინამდვილე, რომელსაც ვითვალისწინებთ საზოგადოებისთვის
მისაღები პრინციპების, ღირებულებების და კრიტერიუმების განსაზღვრისას, მეტროპოლიების მხარეს
გვხვდება. საზღვრის მეორე მხარეს ცხოვრობენ ადამიანზე დაბლამდგომი არსებები, იქ არის ხიფათები,
რომლებიც უნდა გადავლახოთ და რესურსები, რომლებიც უნდა ავითვისოთ, თუ საჭირო გახდა,
ძალის გამოყენებით. ევროპელები ამ უფსკრულს იმპერიულ მოდალობაში აღიქვამენ. მათთვის
უეჭველია, რომ მეტროპოლიებში სოციალურ ურთიერთობებს ცნობიერება არეგულირებს,
კოლონიებში კი სარგებელი.

www.words.com.ge/2020/01/22/ბოავენტურა-დი-სოუზა-სანტ/?fbclid=IwAR3FTem1AbHXFkdlbfceV_cpQviz01_mZ6XsPepWf_qVBCL6RyIEQ4a… 3/7
1/28/2020 ბოავენტურა დი სოუზა სანტუში – არმყოფობის სოციოლოგიისთვის

შესაბამისად, ჰეგემონიური ნარატივი ვერ წარმოიდგენს იმის რელევანტურობას, რომ 1913 წელს,
განდიმ სამხრეთ აფრიკაში ინდოელი მაღაროელების მხადასაჭერი პირველი მსვლელობა გამართა, რაც
საკვანძო მნიშვნელობის იყო მათი ბრძოლის თვალსაზრისით, თუმცა ამავდროულად ორაზროვანი,
განდის ბრიტანულ იმპერიასთან დამოკიდებულების თვალსაზრისით. ან იმას, რომ მკვიდრ ხალხთა
მიწის კანონი (Natives Land Act), რომელიც მიწის მფლობელობას თეთრკანიანებს ანიჭებდა, ხოლო
შავკანიანთათვის – ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობისთვის – მიწის მხოლოდ 7%-ს ტოვებდა, იმავე
წელს შევიდა ძალაში. მართლაც, უფსკრულის მეორე მხარეს, უხმაურო, მოძველებული მოვლენების
კონტექსტში ფიქრი ეპისტემოლოგიურ ხაფანგს წარმოადგენს, რადგან ეს კოლონიური რესურსების
ძალადობრივი ათვისების მიმდინარე პროცესია, რომელიც ბერლინის კონფერენციაზე (1884-85)
„აფრიკისთვის ბრძოლიდან“ (“Scramble for Africa”) იღებს სათავეს. ადგილობრივი მოსახლეობების
გენოციდი როგორც ამერიკის კონტინენტებზე, ასევე „კონგოს თავისუფალ სახელმწიფოში“ – ესეც
პათეტიკური ევფემიზმი: იქ ბელგიის მეფე ლეოპოლდი ყველაზე სასტიკ სიმხეცეებს ჩადიოდა, რაც
„კონგოს საშინელებების“ სახელით არის ცნობილი. ამ დროს, 1885-1908 წლებში, ქვეყნის მილიონობით
მოსახლე გაწყვიტეს. გარეგნული მოჩვენებითობის მიუხედავად, ეს საზღვარი არ წაშლილა
ტერიტორიული კოლონიალიზმის დასასრულთან ერთად. ის დღესაც იქ არის, ისევე როგორც
სახეცვლილი კოლონიალიზმი. სწორედ ეს აბისალური საზღვარი ამყარებს რასიზმს, ქსენოფობიას,
ისლამოფობიას, ერაყის, ლიბიის ან სირიის განადგურებას, პალესტინელების „საბოლოო გადაწყვეტას“
მოძალადეებად ქცეულ მსხვერპლთა ხელით, შავკანიანი ახალგაზრდების მასობრივ დაპატიმრებას აშშ-
ში და არაადამიანურ მოპყრობას იმიგრანტების მიმართ. როგორ განსხვავდება და მაინც როგორ ჰგავს
ერთმანეთს დღევანდელი არმყოფობა 1913 წლისას.

წყარო: http://www.other-news.info/2017/06/towards-a-sociology-of-absences/

 ბოავენტურა დი სოუზა სანტუში დიუშანი სტალინი ფროიდი ჰიტლერი

Next: გურამ მგელაძე – აბსურდის ესთეტიკა


 Previous: ანუკი კვინიკაძე – სარა კეინის
ელდარ შენგელაიას ,,ექსპრეს ინფორმაციასა“
შემოქმედება
და ,,ცისფერ მთებში“ 

კომენტარის დატოვება
თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

კომენტარი

www.words.com.ge/2020/01/22/ბოავენტურა-დი-სოუზა-სანტ/?fbclid=IwAR3FTem1AbHXFkdlbfceV_cpQviz01_mZ6XsPepWf_qVBCL6RyIEQ4a… 4/7
1/28/2020 ბოავენტურა დი სოუზა სანტუში – არმყოფობის სოციოლოგიისთვის

სახელი

ელფოსტა

ვებ-საიტი

ჩემი სახელის. ელფოსტისა და ვებ-გვერდის მისამართის შენახვა ამ ბრაუზერში


შემდგომში კომენტარებში გამოსაყენებლად.

კომენტარის გაგზავნა

Search …

www.words.com.ge/2020/01/22/ბოავენტურა-დი-სოუზა-სანტ/?fbclid=IwAR3FTem1AbHXFkdlbfceV_cpQviz01_mZ6XsPepWf_qVBCL6RyIEQ4a… 5/7
1/28/2020 ბოავენტურა დი სოუზა სანტუში – არმყოფობის სოციოლოგიისთვის

სიტყვები • Words
11K likes

Liked

სიტყვები •
Words
2 hours ago

"მოდი
დღეს ერთმანეთი შევჭამოთ
დღეს ჩვენი ენების დღეა
დღეს ჩვენი თვალების დღეა
დღეს ჩვენი ხელების დღეა
... See More

WORDS.COM.GE
თამუნა ანტიადამიანი…
ადამიანები წლების განმავ…

ხშირად ნანახი პოსტები

სერჯიო გუტილა – ეს რომ შენი შვილი იყოს

კურიერის ამბები - ზამთარი და ნობელის პრემია

თეოდორ დოსტოევსკი - საშობაო მოთხრობა

გიორგი მაისურაძე - „მოგონებები“ ანტონინ არტოსა და იმპერატორ ჰელიოგაბალზე

შმმ პირები და მათი სექსუალური ცხოვრება

პოპულარული დღეს

ეუჯინიო ბარბა - თეატრის ანთროპოლოგია

თამუნა ანტიადამიანი ჭყოიძე - ორი ლექსი


www.words.com.ge/2020/01/22/ბოავენტურა-დი-სოუზა-სანტ/?fbclid=IwAR3FTem1AbHXFkdlbfceV_cpQviz01_mZ6XsPepWf_qVBCL6RyIEQ4a… 6/7
1/28/2020 ბოავენტურა დი სოუზა სანტუში – არმყოფობის სოციოლოგიისთვის

გიორგი მაისურაძე - „მოგონებები“ ანტონინ არტოსა და იმპერატორ ჰელიოგაბალზე

ანუკი კვინიკაძე - სარა კეინის შემოქმედება

გურამ მგელაძე - აბსურდის ესთეტიკა ელდარ შენგელაიას ,,ექსპრეს ინფორმაციასა“ და ,,ცისფერ


მთებში“

სიტყვები • …
11K likes

Liked

მთავარი

ავტორები

ბლოგი

კონტაქტი

© 2020 . Built using WordPress and the Mesmerize Theme

  

www.words.com.ge/2020/01/22/ბოავენტურა-დი-სოუზა-სანტ/?fbclid=IwAR3FTem1AbHXFkdlbfceV_cpQviz01_mZ6XsPepWf_qVBCL6RyIEQ4a… 7/7

You might also like