You are on page 1of 4

1.გაანალიზეთ რომანტიზმის წარმოშობის მიზეზები დას.

ევროპაში;

2.გაანალიზეთ დას.ევროპის ფილოსოფიური მიმდინარეობების ისტორიული წინაპირობები მე-


19საუკუნეში;

3.კომუნის იდეალი-კლოდ ანრი დე სენ სიმონი,შარლ ფურიე,რობერტ ოუენი;

4.კომუნიზმის იდეა;

5.მეორე სამრეწველო რევოლუციის დიდი აღმოჩენები;

6.კომუნიზმი,მარქსიზმი,ნაჰილიზმი,ტოტალიტარიზმი,ქვეცნობიერი,ფროიდი.

მოკლე შინაარსი:

1.რომანტიზმი ჩაისახა მე18-მე19 საუკუნეებში თავი იჩინა სხვადასხვა სფეროში.მისი მიზანი იყო მოეხდინა
ადამიანის ცოდნის სინთეზირება,ახლებურად ეცნო სამყარო მის ერთიანობასა და მრავალფეროვნებაში.
რომანტიზმის დაბადება უკავშირდება საფრანგეთის ბურჟუაზიულ რევოლუციას,რომელმაც ადამიანის
სიდიადეს და შეზღუდულობას ერთდროულად გაუსვა ხაზი. რომანტიკოსებმა კარგად შეიგრძნეს
იდეალურ და რეალურ სამყაროს შორის განსხვავება და უფრო მკაცრად შეაფასეს განმანათლებლების
იდეები. მათ ის განასხვავებდა,რომ ამ უკანასკნელებისთვის სამოქმედო არეს რეალობა წარმოადგენდა,
რომანტიკოსებისათვის კი იდეალი უფრო მაღლა იდგა. ეს იდეალი მათთვის წარსულში იყო
დამალული,მაგრამ არა ისტორიულ დოკუმენტებში შენახულ წარსულში,არამედ მათ მიერ იდეალურ
სამყაროდ აღქმულში.პირობით სინამდვილეს რომანტიკოსები მაგიურს უწოდებდნენ და ცდილობდნენ
შეეცვალათ სამყარო,გაეხადათ ნაცნობი უცნობად. ისინი ხედავდნენ სამყაროს სულ სხვა ნაირად.ი.გერრესი,
გერმანელი თეორეტიკოსი, წერდა,რომ რომანტიკოსების შემოქმედებებში კუნძულები ჯუჯებით,ფერიებით
და ნიმფებით იყო სავსე,ადამიანს კი იდეალიზმის შუქით ღვთაებრივი ელფერი ეფინებოდა. ასე კი ყველაზე
კარგად ანტიკურ დროს აღწერდნენ,რადგან,როგორც ი.გრიმი წერდა, უძველეს ადამიანს სიდიადე და
სიწმინდე შენარჩუნებული ჰქონდა- „მათ თავებს ჯერ კიდევ ღვთიური წყაროს ანარეკლი დასტრიალებდა“.
რომანტიკოსები არა მარტო წარსულის ადამიანს,არამედ სახალმწიფოებსაც აიდიალებდნენ,რადგან მათი
აზრით იქ სიკეთე გაუცნობიერებლად ხდებოდა ანუ ქვეყნები ორგანულად არსებობდნენ. თუმცა ეს არც თუ
ისე კარგად გადმოიღეს პოლიტიკურ თეორიებში,განსაკუთრებით კონსერვატიზმში და
რეაქციულშიი.რუსეთი რომანტიზმით ცდილობდა ბატონყმობის შენარჩუნებას წარსულის ტრადიციების
გახსენებით. განმანათლებლებისგან განსხვავებით რომანტიზმისთვის სამყარო არა მექანიზმი,არამად ერთი
ორგანული მთლიანობაა,რომელიც უფალთანაა დაკავშირებული. რომანტიკოსთა აზრით ლიტერატურაში
არა ყოველდღიური საზიზღარი რეალობა,არამედ იდიალური სამყარო უნდა ყოფილიყო ასახული,რის
გამოც არც ერთი იმდროინდელი პერსონაჟი არაა ჩვეულებრივი,მიწაზე ორი ფეხით მდგარი ადამიანი ანუ
უხამსობის და უმსგავსობის სინონიმად ქცეული ბურჟუა. სამყაროს ასე პოეტურად აღქმა ნელნელა
დაიკარგა „რკინის საუკუნეში“.ფ.შლეგელი რომანტიზმს უხმაურო რევოლუციას უწოდებდა,რომელიც
განაგრძობდა ბრძოლას დას.ევროპაში,რუსეთში და საქართველოში,უარყოფდა განმანათლებლების
რაციონალიზმს,ბურჟუაზიული საზოგადოების სულისკვეთებას და მანქანურ-ინდუსტრიულ
ცივილიზაციას მე-19 საუკუნის 30იან წლებამდე.რომანტიზმის ფასეულობათა სისტემამ,რომელშიც
სარგებლიანობაზე მაღლა სილამაზე იდგა,ანგარიშიანობის-შთაგონება და თვითდისციპლინას-მგზნებარე
სწრაფვა,დიდი გავლენა მოახდინა თანამედროვეობაზე.

2.მე-19 საუკუნის ფილოსოფოსები უმოწყალოთ აკრიტიკებდნენ მანამდე არსებულ ყველა ფასეულობებს.


პირველად ამ თემაზე ისაუბრა გერმანელმა ა.შოპენჰაუერმა ნაშრომში „სამყარო,როგორც ნება და
წარმოდგენა“. შოპენჰაუერი ეწინააღმდეგებოდა სამყაროს შექმნაში გონიერებისა და ჰარმონიის იდეას და
„სიცოცხლის ან მსოფლიო ნებას“ თვლიდა მისი მოვლინების მრავალგვარობისა და მრავალსახეობის
მიზეზად.მსოფლიო ნება არის შემოქმედებითი საწყისი,რომელიც „ბრმა სწრაფვაა,გატაცება,ბნელი,ყრუ
მოწოდება“.იგი ქმნის და ანგრევს,რათა ხელახლა შექმნას სიკეთეც და ბოროტებაც,რომელიც მისთვის ერთი
მთლიანია.ეს კანონი ჩანს,როგორც ბუნებაში,ისე საზოგადოებასა და ადამიანის ცხოვრებაში.შოპენჰაუერის
აზრით ადამიანმა უარი უნდა თქვას ილუზიებზე და შეიცნოს სამყარო,როგორც სიკეთის და ბოროტების
ჩახლართული კვანძი,რომელშიც ბოროტება ჭარბობს.იგი ასევე თვლის,რომ ვითომდა ცივილიზებულ
საზოგადოებაში იმალება სისასტიკე,უხამსობა და შური,რელიგიებს მიღმა დგას ფარისევლობა და
სიყვარულს უკან დამალულია ცივუ ეგოიზმი. როგორც კი ადამიანი ამ ყველაფერს ნახავს უნდა გაუდგეს
სამყაროს,ჩაკლას თავის თავში სიცოცხლის და შესაბამისად ბოროტების სურვილი და დაივიწყოს
ეგოისტური „მე“.შესაბამისად,სამყაროში ჰარმონიულობის დაკარგვის შემდეგ ადამიანმა უნდა ეს
ჰარმონიულობა საკუთარ თავში იპოვოს.

ფილოსოფოსებმა მალე მორალის დანგრევაც დაიწყეს,ერთ-ერთი პირველთაგანი ამ საქმეში იყო მაქს


შტირნერი,რომელმაც გამოსცა სენსაციად ქცეული წიგნი „ერთადერთი და მისი საკუთრება“(1844).ამ
ნაწარმოებში მას გადმოცემული ჰქონდა ეგოისტური,ანარქისტული პიროვნების ღია,დაუფარავი
აპოთეოზი. შტერნერი თანამდროვე საზოგადოების ფარისევლური მორალის წინააღმდეგ
გამოდიოდა,რადგან იგი არც ისეთი ძლიერი იყო,რომ სიკეთისთვის ემსახურა და არც ისეთი სუსტი,რომ
ნამდვილად ეგოისტური სამყარო შეექმნა. მისი აზრით სახელმწიფო,რელიგია და სინდისი თანაბარ დონეზე
არიან ტირანები და ადამიანებს მონებად აქცევენ.შტერნერისთვის ფასეულობას წარმოადგენდა
თავისუფალი და ნარცისტული ადამიანი.იგი თვლიდა,რომ სიტყვები ცოდვა და სიწმინდე,სიკეთე და
ბოროტება უნდა ამოიღონ ლექსიკონებიდან,რადგან ადამიანმა თავისით უნდა განსაზღვროს რისი უფლება
აქვს და როგორ უნდა,რომ იცხოვროს. რათქმაუნდა,ამას შეიძლება კატასტროფული შედეგები
მოჰყოლოდა.მიუხედავად ამისა,ინდივიდუალიზმის თეორია ვიტარდებოდა და გერმანელი
ფილოსოფოსის,ფრიდრიხ ნიცშეს შემოქმედებაში ახლებულად გამოვლინდა. ნიცშე იზიარებდა
შოპენჰაუერის იდეებს სამყაროს დისჰარმონიულობის შესახებ და თვლიდა,რომ ბუნებას და ადამიანს
„საშინელი ორმაგი“ ხასიათი აქვს.თუმცა,მისის წინამორბედებისაგან განსხვავებით,ნიცშე არ ემხრობოდა
პესიმიზმს და მოუწოდებდა ადამიანს ამ „აბობოქრებულ ქაოსში“,რომლისგანაც „კულტურის თხელი
ნაჭუჭუ“ გვაშორებს, სიხარულისა და ბედნიერების პოვნა შეესწავლა. ასეთ იდეალურ ადამიანებად ნიცშე
ძველ ბერძნებს თვლიდა. სამყარო თამაშია,რომელიც სერიოზულად არ უნდა აღიქვა,მაგრამ ამის ხელის
შემშლელად გაჩნდა ქრისტიანობა,რომელმაც თავისი საყოველთაო კეთილდღეობის და „მოჩვენებითი“
თეორიების საშუალებით ადამიანებს გონება დაუბინდა.ნიცშე მიიცნევდა,რომ მხოლოდ მე-19 საუკუნეში
გათავისუფლდა ადამიანი შუა საუკუნეების ილუზიებისაგან,გააცნობიერა სამყაროს ქაოსური სახე და
ნელნელა დაუბრუნდა „ბერძნული სული“.ნიცშე შტრენერის მსგავსად საზოგადოების მორალზე
დაფუძნებულ ამორალურობასა და ადამიანის ვალდებულობებზე დამოკიდებულობას
ეწინაარმდეგებოდა,თუმცა მისი ასეთი მიდგომა ძალიან ცუდათ იქნა გააზრებული ფაშისტური გერმანიის
მიერ.
ფასეულობათა გადაფასების დროს დიდი როლი შეასრულა საბუნებისმეტყველო მეცნიერებამ.პირველ
რიგში ეს შეეხო გონიერი ადამიანისა და საკუთარ თავზე ბატონობის იდეას.ასეთი ადამიანი დას.ევროპაში
ცივილიზაციის ჩამოყალიბებასთან ერთად გაჩნდა,რასაც რელიგიურმა აკრძალვებმა შეუწყო ხელი
ადამიანში თვიტკონტროლის და აგრესიის მოთოკვის ჩანერგვით,ასევე ჰიგიენის წესების განვითარებამაც
და სხვა. მე-19 საუკუნისთვის ადამიანის მანერები იდეალურად იყო დახვეწილი,რის გამოც აღშფოთდა
საზოგადოება,როდესაც ჩარლზ დარვინმა „სახეობების წარმოშობაში“ და „ადამიანის წარმოშობაში“
ევოლუციური თეორია გადმოსცა და ადამიანი უხეში,ველური ცხოველების შთამომავლებად ჩათვალა.ამას
დაემატა ზიგმუნდ ფროიდი,რომელმაც ადამიანის ფსიქოანალიზის სფერო შეისწავლა და აღწერა,რომ კაცი
მრავალფეროვანია და მასში თანაცხოვრობს,როგორც ცნობიერი,რომლითაც სამყაროს აღიქვამს,ისე
ქვეცნობიერი,რომელიც წარმოადგენს „ინსტიქტების მოჩუხჩუხე ქვაბს“ და წინარეცნობიერება-გონიერების
საწყისი,რომელიც აწარმოებს „ცენზურას“ ვნებებზე და გადაჰყავს ისინი უფრო მაღალ სფეროებში. ფროიდმა
აჩვენა,რომ თურმე ჯანსაღ ადამიანშიც კი მანერების სრულყოფილება საშინელი შედეგბის მომტანი
შეიძლება იყოს,რადგან ამ დროს ადამიანის ცნობიერი იმარჯვებს ქვეცნობიერზე და იწვევს ფსიქოლოგიურ
აშლილობებს.

Ნაჰილიზმი-მიმდინარეობა,რომელშიც მთავარი აქცენტი კეთდება პიროვნებაზე,რომელშიც მანამდე


არნახული სიღრმეები იქნა აღმოჩენილი.იგი ტოვებდა ადამიანს საკუთარი თავის პირისპირ,რითაც
უარყოფდა საზოგადოების გარდაქმნის შესაძლებლობას და მორალურ ფასეულობებს,რომელიც
კაცობრიობის ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე შემუშავდა.

3.კლოდ ანრი დე სენ-სიმონი(1760-1825) იყო ფრანგი არისტოკრატი,რომელიც უკმაყოფილებას გრძნობდა


1789 წლის საფრანგეთის რევოლუციის შედეგების მიმართ და თვლიდა,რომ საზოგადოება უნდა
განთავისუფლებულიყო „ბალატისაგან“ ანუ არისტოკრატიის,მოხელეების და სასულიერო
პირებისაგან.მისი აზრით თანამედროვე ცხოვრებას განსაზღვრავდა მშრომელი
ხალხი,მეცნიერები,მრეწველები,მუშები და ბუჟუაზია,რომელთან უნდა ერგოდ ქვეყნის მართვა.ამით
მოხდებოდა ასოციაციის პრინციპებზე დაფუძნებული საზოგადოების ჩამოყალიბება,რომლის
გასაკონტროლებლად აღარ დასჭირდებოდა ხელისუფლებას ძალაუფლება ანუ შეიქმნებოდა ბედნიერი
კომუნა.შარლ ფურიე(1772-1837) იმდროინდელ საზოგადოებას „გაუკუღმართებულ მსოფლიოს“
უწოდებდა,მაგრამ გამოსასწორებლად სენ-სიმონისგან განსხვავებულ გზებს ხედავდა.იგი
ეწინააღმდეგებოდა კერძო საკუთრების იდეას და უპირისპირებდა მას კომუნა-ფალანსტერს,რომელშიც
მეცნიერება და მრეწველობა ორგანულად იქნებოდა შერწყმული სოფლის მეურნეობასთან. კომუნა-
ფალანსტერში გაწევრიანებული ადამიანები იქნებოდნენ ღარიბები,მეცნიერები,მდიდარი
კაპიტალისტები.თუმცა ფურიე არ ემხრობოდა სრულ გათანაბრებას და ერთისთვის ყველაფრის წართმევას
რათა სხვას მისცენ.იგი ოცნებობდა სამყაროზე სადაც ყველას ნიჭი და შესაძლებლობები გამოყენებული
იქნებოდა საერთო კეთილდრეობისთვის.სოციალისტ-უტოპისტებმა ვერ მოახერხეს საკუთარი იდეების
რეალობაში განხორციელება.რობერტ ოუენმაც(1771-1858) კი ვერ შეძლოს ეს.მან მხოლოდ ნიუ-ლარნაკში
საფეიქრო ქარხანაში თავისი მუშების მდგომარეობა გააუმჯობესა,მაგრამ აშშ-ში შექმნილი მისმა კომუნამ
“ახალი ჰარმონია” დიდხანს ვერ იარსება.კოლექტივისტური იდეალი მაინც ვერ შეირყა და მე-19 საუკუნის
30-40იან წლებში სოციალიზმის სახით გავრცელდა.ფრანგი ისტორიკოსი ლუი ბლანი მიიჩნევდა,რომ
კოორპორაციების შექმნით შეიძლებოდა კერძო საწარმოების განდევნა.პ.ჟ.პრუდონიც თავისი ფრაზით
“საკუთრება ეს ქურდობაა” და ეტიენ კაბე უტოპიურიც მოთხრობით “მოგზაურობა იკარიაში” ემხრობოდა
კომუნისტური საზოგადოების იდეას.სოციალისტები ძირითადად ემხრობოდნენ ჰარმონიულ
საზოგადოებაში ჰარმონიულ გადასვლას,რასაც განმანათლებლების იდეებით აღწერდნენ.

4.სოციალისტურ აზროვნებაში სოციოლოგიისა და პოლიტეკონომიკის ინტერესის ზრდით ჩამოყალიბდა


მარქსიზმი.კ.მარქსმა და ფ.ენგლესმა საკუთარი იდეები ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის 40იანი წლებიდან
გაავრცელეს,მაგრამ მარქსიზმი სრულყოფილად 1847წელს ჩამოყალიბდა “კომუნისტური პარტიის
მანიფესტის” გამოცემით.მარქსიზმის ფუძემდებელი ისტორიული პროცესი სოციალურ-ეკონომიკური
განვითარება იყო.მათი მიერ იქნა აღწერილი წარმოების საშუალებათა ცვლა,რომელიც კომუნისტურით
უნდა დაგვირგვინებულიყო.მაქრსიზმა შეძლოს ისტორიული პროცესების კანონზომიერებათა,მისი
ეტაპურობის და დინამიკის შესწავლა,ასევე კაპიტალიზმის პოლიტეკონომიის დამუშავება.მაგრამ ისტორია
გარდაიქცა ეკონომიკის და პოლიტიის ისტორიად,ადამიანმა დაკარგა თავისი როლი და უბრალოდ კლასის
წარმომადგენელი გახდა.ამით ადამიანის აბსტრაქტირება მოხდა,რაც სოციოლოგიისთვის
ნორმალურია,მაგრამ მარქსიზმს სამყაროს კანონების ახსნა და უნივერსალურ მოძღვრებად გადაქცევა
სურდა,რის გამოც აბსტრაგირება პრობლემად იქცა.მარქსიზმის წარმომადგენლები ამბობდნენ,რომ
ისტორიას ჯერ არ უნახავს ჰარმონიული საზოგადოება,რომელშიც ყველა ადამიანის აზრი იქნებოდა
გათვალისწინებული და ცდილობდნენ მუშების კონსოლიდაციას რევოლუციისთვის.მაგრამ სინამდვილეში
ისინი არა ადამიანს არამედ კლასობრივ შეგნებას მიმართავდნენ და ამით ჰუმანურ ფასეულობებს
ანადგურებდნენ.მარქსიზმა დიდი როლი იტამაშა სოციალ-დემორატიული და მუშათა მოძრაობის
განვითარებაში,ასევე პირველი ინტერნაციონალის “მუშათა საერთაშორისო ამხანაგობის”(1864)
შექმნაში.მაგრამ სოციალ-დემოკრატიაში მარქსიზმა დომინანტობა ვერ შეძლო.სამაგიეროდ ნოყიერი
ნიადაგი იპოვა ტოტალიტარიზმისკენ მიდრეკილ სახელმწიფოებში,როგორიც იყო გერმანია და რუსეთი.

5. “ქვანახშირისა და ფოლადის ინდუსტრიის” ეპოქას მოჰყვა ახალი პროცესები ეკონომიკაში.ახალი


ტექნოლოგიბი,ტექნიკა და წარმოების ახალი დარგები ეკონომიკური განვითარების ახალ მიმართულებად
იქცა,მაგრამ რათქმაუნდა შენარჩუნებულ იქნა ქვანახშირის და ფოლადის ინდუსტრია,რომელიც უამრავ
ქვეყანაში მთავარ ეკონომიკურ დარგს წარმოადგენდა.მე-19 საუკუნის უკანაკნელ მესამედში აღმოჩენილ
იქნა ტელეფონი(1876),ტელეგრაფი(1897),ფონოგრაფი(1877),კინემატოგრაფი(1895),რადიო,შიდაწვის
ძრავა(1876,1895),გენერატორი და ელექტრომოტორი,ავტომობილი(1886),თვითფრინავი(1903) და სამხედრო
ტექნიკა.მაგრამ მხოლოდ მეოცე საუკუნეში გახდა ამ აღმოჩენების მასობრივი წარმოება
ხელმისაწვდომი.ამათთან ერთად, ნავთობქიმია,ფარმაცევტული წარმოება და სხვა დარგები
განსაზრვრავდნენ ტექნიკურ პროგრესს,რაც საბაბს გვაძლევს ეს ახალი მოვლენები ჩავთვალოთ მეორე
სამრეწველო რევოლუციად.თავიდან რათქმაუნდა მხოლოდ ვიწრო წრეს შეეძლო ამ ახალი
ტექნოლოგიებით სარგებლობა,მაგრამ მეოცე საუკუნის დასაწყისიდანვე ფორდის ქარხანა წელიწადში 300
000 მანქანას უშვებდა.მეოცე საუკუნის დასაწყისში ასევე თვითრეგულიებულმა საბაზრო ურთიერთობებმა
უფრო საბაზრო-სახელმწიფოებრივი სახე მიიღო.უკვე 1913 წელს სახელმწიფოს ხარჯი ეშპ-ში დიდ
ბრიტანეთში,საფრანგეთში და იტალიაში 12.5% იყო,ხოლო გერმანიაში 18%.ამავე პერიოდში ყოფილ
“მსოფლიო სახელოსნოს” ანუ ინგლისს ეკონომიკურად გადააჭარბა აშშ-მ,გერმანიამ და იაპონიამ,სადაც
უფრო ჩქარა ხდებოდა ახალი სამრეწველო რევოლუციის განვითარება.ყოველწლიურად ამ პერიოდში
სამრეწველო ზრდის ტემპები აღწევდა 2-დან 6%-ს და ევროპის ქვეყნებში მოსახლეობაზე სწრაფად
იზრდებოდა.მოცემული ტექნოლოგიების გამოენების ორი გზა დაისახა.გერმანიამ და იაპონიამ
მილიტარიზაცია ანუ სამხედრო ტექნოლოგიის გაზრდა და ამით ტერიტორიების გაფართოება და საკუთარი
ქვეყნის უშიშროების გაზრდა აირჩიეს.გერმანია პირველობას ზღვაზეც კი მოითხოვდა და
საგარეოპოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი ბ.ბიულოვი მოითხოვდა “ადგილს მზის ქვეშ”.მეორე
შესაძლებლობა იყო სოციალური რეფორმები,გარემოს დაცვა.ურბანიზაციაა,ინდუსტრიალიზაციის
ნეგატიური მხარეების დაძლევა,მომსახურეობის სფეროს განვითარება და სოციალური უთანაბრობათა
გაწონასწორება.

You might also like