You are on page 1of 10

Chapter II (ნაწყვეტი)

The Historical Roots of “Political Correctness”


by
Raymond V. Raehn

დღეს დასავლეთში დომინირებს რწმენის, შეხედულებებისა და ფასეულობების უცხო


სისტემა, რომელიც ჩვენთვის „პოლიტიკური კორექტულობის“ სახელითაა ცნობილი. ეს არის
სისტემა, რომელიც ცდილობს ყველა ამერიკელს თავს მოახვიოს აზროვნებისა და ქცევის
ერთგვაროვნება და, აქედან გამომდინარე, თავისი არსით ტოტალიტარულია. მისი ფესვები
საძიებელია მარქსიზმის იმ ვერსიაში, რომელიც სოციალური რევოლუციის მოსაწყობად
ტრადიციული კულტურის რადიკალური გადანაცვლებისკენ მიისწრაფვის.

სოციალური რევოლუცია
სოციალურ რევოლუციას დიდი ხნის ისტორია აქვს, რომელიც, შესაძლოა, პლატონის
„სახელმწიფომდეც“ კი აღწევდეს. თუმცა კონკრეტულად 1789 წლის საფრანგეთის
რევოლუციამ შთააგონა მე-19 საუკუნეში კარლ მარქსი, შეემუშავებინა საკუთარი თეორიები.
XX საუკუნეში 1917 წლის ბოლშევიკური რევოლუციის წარმატებამ რუსეთში მარქსისტულ
ძალებს შორის ევროპასა და ამერიკაში წარმოშვა ოპტიმისტური მოლოდინის ტალღა, რომ,
ბოლოს და ბოლოს, ყალიბდებოდა თანასწორობის ახალი პროლეტარული სამყარო. ხოლო
რუსეთი, როგორც პირველი კომუნისტური სახელმწიფო მსოფლიოში, რევოლუციურ ძალებს
გამარჯვებამდე მიიყვანდა.

ამ შესაძლებლობას ჩაეჭიდნენ მარქსისტული რევოლუციური ძალები ევროპაში. პირველი


მსოფლიო ომის დასრულებას მოჰყვა: კომუნისტ-სპარტაკისტების აჯანყება ბერლინში,
გერმანიაში, როზა ლუქსემბურგის მეთაურობით; „საბჭოეთის“ შექმნა ბავარიაში კურტ
ეისნერის ხელმძღვანელობით და უნგრეთის კომუნისტური რესპუბლიკა, რომელიც ბელა
კუნმა ჩამოაყალიბა 1919 წელს. მოახლოებული განსაცდელის გრძნობა გაამძაფრა ტროცკის
წითელი არმიის შეჭრამ პოლონეთში 1919 წელს.

თუმცა წითელი არმია დაამარცხეს პოლონეთის ძალებმა 1920 წელს ვისტულას ბრძოლაში.
ვერც სპარტაკისტებმა, ვერც ბავარიის საბჭოთა და ვერც ბელა კუნის მთავრობებმა მუშათა
ფართო მხარდაჭერა ვერ მოიპოვეს, ხოლო მცირე ხნის შემდეგ ყველა მათგანი დაამხეს. ამ

1
მოვლენებმა ევროპაში მარქსისტ რევოლუციონერებს დაბრკოლებები შეუქმნა. მარქსისტული
ეკონომიკური თეორიის თანახმად, შევიწროებული მუშები უნდა გამხდარიყვნენ
მოსარგებლეები სოციალური რევოლუციისა, რომელსაც ისინი ძალაუფლების სტრუქტურის
სათავეში უნდა დაეყენებინა. თუმცა, როდესაც ეს რევოლუციური შესაძლებლობები გაჩნდა,
მუშები არ გამოეხმაურნენ. ამ წარუმატებლობაში მარქსისტი რევოლუციონერები თავიანთ
თეორიას კი არ ადანაშაულებდნენ, არამედ ბრალს სდებდნენ მუშებს.

მარქსისტი ინტელექტუალების ერთმა ჯგუფმა მათ წინაშე წარმოქმნილი დაბრკოლება


გადალახა იმგვარი ანალიზით, რომელიც ფოკუსირებული იყო საზოგადოების კულტურულ
ზედნაშენზე და არა ეკონომიკურ ფუნდამენტზე, როგორც ამას მარქსი აკეთებდა. ამ ახალ
კულტურულ მარქსიზმში ყველაზე მეტი წვლილი შეიტანეს იტალიელმა მარქსისტმა ანტონიო
გრამშიმ და უნგრელმა მარქსისტმა გეორგ ლუკაჩმა.

გრამში და ლუკაჩი

ანტონიო გრამში 1923-24 წლებში მოსკოვსა და ვენაში კომუნისტური ინტერნაციონალისთვის


იღვწოდა. მოგვიანებით იგი გამოამწყვდიეს მუსოლინის ერთ-ერთ ციხეში, სადაც დაწერა

2
თავისი ცნობილი „ციხის ჩანაწერები“. მარქსისტებს შორის გრამში ცნობილია თავისი
კულტურული ჰეგემონიის, როგორც კლასობრივი დომინირების საშუალების, თეორიით. მისი
აზრით, ახალი „კომუნისტი ადამიანი“ უნდა შექმნილიყო მანამ, სანამ რაიმე პოლიტიკური
რევოლუციის შესაძლებლობა გაჩნდებოდა. ამან ბიძგი მისცა ინტელექტუალთა ძალისხმევის
ფოკუსირებას განათლებისა და კულტურის სფეროებში. გრამშიმ განჭვრიტა გრძელი გზა,
რომელიც საზოგადოებრივ ინსტიტუციებზე, მათ შორის მთავრობაზე, სასამართლო
სისტემაზე, სამხედრო ძალებზე, სკოლებსა და მედიაზე გადის. მან ასევე დაასკვნა, რომ სანამ
მუშებს ექნებოდათ ქრისტიანული სული, ისინი მანამ არ აჰყვებოდნენ რევოლუციურ
მოწოდებებს.

გეორგ ლუკაჩი მდიდარი უნგრელი ბანკირის ვაჟი იყო. ლუკაჩმა თავისი პოლიტიკური
ცხოვრება დაიწყო როგორც კომუნისტური ინტერნაციონალის მესვეურმა. წიგნმა „ისტორია
და კლასობრივი ცნობიერება“ მას მარქსის შემდეგ წამყვანი მარქსისტი თეორეტიკოსის
აღიარება მოუტანა. ლუკაჩი მიიჩნევდა, რომ ახალი მარქსისტული კულტურის
აღმოსაცენებლად არსებული კულტურა უნდა განადგურებულიყო. მან აღნიშნა: „მე ვიხილე
საზოგადოების რევოლუციური ნგრევა, როგორც ეპოქის კულტურული
წინააღმდეგობრიობიდან ერთადერთი გამოსავალი.“

როცა 1919 წელს უნგრეთში ბელა კუნის ბოლშევიკური რეჟიმის კულტურის კომისრის
მოადგილე გახდა, ლუკაშმა წამოიწყო ის, რაც ცნობილი გახდა "კულტურული ტერორიზმის"
სახელით. როგორც ამ ტერორიზმის ნაწილი, მან უნგრეთის სკოლებში ჩამოაყალიბა

3
რადიკალური სექსუალური განათლების პროგრამა. უნგრელ ბავშვებს უქადაგეს თავისუფალი
სიყვარული, სქესობრივი კავშირი, საშუალო კლასის ოჯახის კოდექსის არქაული ბუნება,
მონოგამიის მოძველებულობა და უადგილობა რელიგიისა, რომელიც ადამიანს ართმევს
ყველა სიამოვნებას. ქალებსაც მოუწოდეს იმდროინდელი სექსუალური ნორმების წინააღმდეგ
აჯანყებისკენ. ლუკაჩის ”კულტურული ტერორიზმის” კამპანია იყო წინაპირობა იმისა, რასაც
პოლიტკორექტულობა მოუტანს მოგვიანებით დასავლეთ ევროპის სკოლებს.

ფრანკფურტის სკოლა

1923 წელს გერმანიის კომუნისტურ პარტიასთან ასოცირებულმა ლუკაჩმა და სხვა ებრაელმა


ინტელექტუალებმა შექმნეს სოციალური კვლევის ინსტიტუტი ფრანკფურტის
უნივერსიტეტში, ფრანკფურტში (გერმანია). ინსტიტუტი, რომელიც ფრანკფურტის სკოლის
სახელით გახდა ცნობილი, მოსკოვში არსებული მარქს-ენგელსის ინსტიტუტის მაგალითზე
შეიქმნა. 1933 წელს, როდესაც ნაცისტები მოვიდნენ გერმანიაში, ფრანკფურტის სკოლის
წევრები გაიქცნენ. უმეტესობმ თავი შეერთებულ შტატებს შეაფარა.

4
ფრანკფურტის სკოლის წევრებმა ჩაატარეს უამრავი გამოკვლევა იმ რწმენის,
დამოკიდებულებების და ფასეულობების შესახებ, რომლებიც, როგორც მათ სჯეროდათ,
გერმანიაში ნაციონალური სოციალიზმის აღზევების საფუძველს ქმნიდა. ფრანკფურტის
სკოლის კვლევებმა მარქსისტული ანალიზი დააკავშირა ფროიდის ფსიქოანალიზთან, რათა
გაეკრიტიკებინა დასავლური კულტურის საფუძვლები, მათ შორის ქრისტიანობა,
კაპიტალიზმი, ავტორიტეტი, ოჯახი, პატრიარქატი, იერარქია, ზნეობა, ტრადიცია,
სექსუალური თავშეკავება, ერთგულება, პატრიოტიზმი, ნაციონალიზმი, მემკვიდრეობა,
ეთნოცენტრიზმი, კონვენცია და კონსერვატიზმი. ეს კრიტიკა, რომელიც კოლექტიურად
ცნობილია როგორც „კრიტიკული თეორია“, აისახა ფრანკფურტის სკოლის ისეთ
ნაწარმოებებში, როგორებიცაა: ერიხ ფრომის „გაქცევა თავისუფლებისგან” და „ქრისტეს
დოგმა“, ვილჰელმ რაიხის „ფაშიზმის მასობრივი ფსიქოლოგია“ და თეოდორ ადორნოს
„ავტორიტარული პიროვნება“.
„ავტორიტარულმა პიროვნებამ“, რომელიც გამოქვეყნდა 1950 წელს, უდიდესი გავლენა
მოახდინა დასავლეთ ევროპის ფსიქოლოგებსა და სოციოლოგებზე. წიგნი ეფუძნებოდა ერთ
საბაზისო იდეას, რომ ქრისტიანობის, კაპიტალიზმისა და პატრიარქალურ-ავტორიტარული
ოჯახის არსებობა საზოგადოებაში ქმნიდა რასობრივი და რელიგიური ცრურწმენებისა და
გერმანული ფაშიზმისკენ მიდრეკილ განწყობებს. იგი იქცა სამაგიდო წიგნად საერო კამპანიაში
ნებისმიერი სახის ცრურწმენის ან დისკრიმინაციის წინააღმდეგ იმ თეორიის
გათვალისწინებით, რომ თუ ეს მანკიერებები არ აღმოიფხვრება, ევროპის კონტინენტზე
შესაძლოა მოხდეს კიდევ ერთი ჰოლოკოსტი. ამ კამპანიამ, თავის მხრივ, საფუძველი ჩაუყარა
პოლიტიკურ კორექტულობას.

5
კრიტიკული თეორია
ამის მისაღწევად ფრანკფურტის სკოლის კრიტიკულმა თეორეტიკოსებმა აღიარეს, რომ
ტრადიციული რწმენა და არსებული სოციალური სტრუქტურა უნდა განადგურებულიყო და
შემდეგ მთლიანად ჩანაცვლებულიყო. პატრიარქალური სოციალური სტრუქტურა უნდა
შეცვლილიყო მატრიარქატით; წარმოდგენა იმის შესახებ, რომ ქალები და მამაკაცები
განსხვავებულები არიან და განსხვავებული როლები აკისრიათ, უნდა გამოედევნა
ანდროგინულობას, ხოლო რწმენა იმისა, რომ ჰეტეროსექსუალობა ჯანსაღია, უნდა
ჩანაცვლებულიყო იმ მოსაზრებით, რომ ჰომოსექსუალიზმიც თანაბრად ”ნორმალურია”.

როგორც გრანდიოზულ სქემას, რომელიც მიზნად ისახავდა ადგილობრივი ქრისტიანი


ევროპელების, ჰეტეროსექსუალი მამაკაცების თანდაყოლილი ღირებულების უარყოფას,
ფრანკფურტის სკოლის კრიტიკულმა თეორეტიკოსებმა კარი გაუღეს ტროცკისტების
რასობრივ და სექსუალურ ანტაგონიზმს. ბევრს სჯეროდა, რომ შევიწროებული მუსლიმები,
არაევროპელი უმცირესობები და სხვები, მაგალითად, ფემინისტები და ჰომოსექსუალები,
შესაძლოა ევროპაში კომუნისტური რევოლუციის მედროშეებად ქცეულიყვნენ. ტროცკის
იდეები შეისისხლხორცა 1960-იანი წლების კონტრკულტურული მოძრაობის მრავალმა

6
სტუდენტმა ლიდერმა, რომლებიც ცდილობდნენ თავიანთი მოძრაობის მოწინავე
პოზიციებზე წამოეყენებინათ რევოლუციონერები უმცირესობათა რიგებიდან.

მარკუზე

სტუდენტ რევოლუციონერებზე ასევე ძლიერ გავლენას ახდენდა ფრანკურტის სკოლის კიდევ


ერთი წარმომადგენლის, ჰერბერტ მარკუზეს, იდეები. მარკუზე ქადაგებდა „დიდ უარყოფას“ -
ფუნდამენტურ დასავლურ კონცეფციებზე უარის თქმას, სექსუალურ განთავისუფლებასა და
ფემინისტურ თუ შავკანიანთა რევოლუციის მნიშვნელოვნებას. მისი ძირითადი თეზისი იყო
ის, რომ უნივერსიტეტის სტუდენტებს, შავკანიანებს გეტოდან, გაუცხოებულებს,
ასოციალურებს და მესამე სამყაროს წარმომადგენლებს უნდა დაეკავებინათ პროლეტარიატის
ადგილი კომუნისტურ რევოლუციაში. წიგნში „ესე განთავისუფლების შესახებ“, მარკუზემ
გამოაცხადა თავისი მიზნები: ფასეულობების რადიკალური გადაფასება; ტაბუების
შესუსტება; კრიტიკული თეორია და ლინგვისტური ჯანყი, რომელიც მნიშვნელობის
თანმიმდევრულ სახეცვლილებად დაგვირგვინდებოდა. რაც შეეხება რასობრივ კონფლიქტს,
მარკუზე წერდა, რომ თეთრკანიანები დამნაშავენი არიან და რომ შავკანიანები აჯანყების
ყველაზე ბუნებრივი ძალაა.
მარკუზე შეიძლება ჩაითვალოს ფრანკფურტის სკოლის ყველაზე მნიშვნელოვან წევრად
პოლიტკორექტულობის საწყისების თვალსაზრისით, რადგან ის იყო 1960-იანი წლების
კონტრკულტურის უმნიშვნელოვანესი რგოლი. მას მკაფიო მიზანი ამოძრავებდა:
”სამართლიანად შეიძლება ვისაუბროთ კულტურული რევოლუციის შესახებ, რადგან

7
პროტესტი მიმართულია მთელი კულტურული წყობილებისკენ, მათ შორის არსებული
საზოგადოების ზნე-ჩვეულებისაკენ”. მისი ხერხები იყო სექსის ძლიერი, პრიმატიული ძალის
განთავისუფლება ცივილიზებული შეზღუდვებისგან. ეს იყო შეტყობინება, რომელსაც ის
ქადაგებდა თავის წიგნში „ეროსი და ცივილიზაცია“, რომელიც გამოიცა 1955 წელს. მარკუზე
გახდა 1960-იანი წლების ახალგაზრდული სექსუალური აჯანყების ერთ-ერთი მთავარი გურუ.
მან თავად შეთხზა ფრაზა: „დაკავდი სიყვარულით და არა ომით“. ამ როლით ამოიწურა
ფრანკფურტის სკოლის გავლით მარქსისტული გავლენის ჯაჭვი: დაწყებული 1919 წელს
ბოლშევიკური უნგრეთის მთავრობაში კულტურის კომისრის მოადგილის თანამდებობაზე
ლუკაჩის მსახურებიდან, დასავლეთ ევროპელი და ამერიკელი სტუდენტების მიერ დროშის
დაწვითა და 1960-იან წლებში კოლეჯის ადმინისტრაციული შენობის აღებით
დაგვირგვინებული. დღეს სწორედ ამავე კოლეჯებიდან მრავალი პიროვნება პოლიტიკური
კორექტულობის ბურჯია, ხოლო ყოფილი რადიკალი სტუდენტები - თანამდებობის პირები.

ფრიდანი და მასლოუ

პოლიტკორექტულობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ხელშემწყობი იყო ბეტი ფრიდანი.


თავის წიგნში „ქალური საიდუმლოება“ ფრიდანმა ფემინიზმი დაუკავშირა კოლეგა ებრაელის,
აბრაამ მასლოუს, თვითაქტუალიზაციის თეორიას. მასლოუ იყო სოციალური ფსიქოლოგი,
რომელიც ადრეულ წლებში დაკავებული იყო ქალის დომინანტობისა და სექსუალობის
კვლევით. მასლოუ იყო ჰერბერტ მარკუზეს მეგობარი ბრანდეისის უნივერსიტეტში. 1936 წელს

8
იგი გაეცნო ერიხ ფრომს. მასზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა ფრომისეულმა
ფრანკფურტის სკოლის იდეოლოგიამ. მან დაწერა სტატია „ავტორიტარული ხასიათის
სტრუქტურა“, რომელიც გამოქვეყნდა 1944 წელს და ასახავდა კრიტიკული თეორიის
პიროვნულ თეორიას. მასლოუზე ასევე შთაბეჭდილება მოახდინა ვილჰელმ რაიხის ნაშრომმა,
რომელიც პიროვნულობის თეორიის კიდევ ერთი ფრანკფურტის სკოლელი ფუძემდებელი
იყო.

პოლიტკორექტულობის ისტორიული ფესვების მნიშვნელობა ბოლომდე ვერ შეფასდება, სანამ


ბეტი ფრიდანის სქესობრივ როლთა რევოლუცია არ აღიქმება იმად, რაც სინამდვილეში იყო:
კარლ მარქსის მიერ წამოწყებული სოციალური რევოლუციური პროცესის გამოვლინებად. ის,
რომ ფრიდანი ეყრდნობოდა ფრანკფურტის სკოლის იდეოლოგიის მასლოუსეულ ასახვას,
მხოლოდ ერთი ინდიკატორია. სხვა მაჩვენებლები მოიცავს ფრიდანის სქესობრივი როლების
რევოლუციის შესატყვისობას გეორგ ლუკაჩის მიერ ძველი ღირებულებების განადგურებასა
და ახლის შექმნასთან და მარკუზეს მიერ ღირებულებების გადაფასებასთან.

თუმცა პატრიარქატის მატრიარქატად გარდაქმნის იდეა - ანუ ის, რისთვისაც სქესობრივი


როლის ინვერსიაა გამიზნული - პირდაპირ შეგვიძლია დავუკავშიროთ ფრიდრიხ ენგელსის
წიგნს: „ოჯახის, კერძო საკუთრებისა და სახელმწიფოს წარმოშობა“. პირველად 1884 წელს
გამოქვეყნებული ეს წიგნი ხელს უწყობდა დღეს უკვე მიღებულ ფემინისტურ რწმენას იმისა,
რომ ღრმად ფესვგადგმული დისკრიმინაცია ჩაგრული ქალთა სქესის მიმართ იყო

9
პატრიარქატის ფუნქცია. რწმენა იმისა, რომ მატრიარქატი იყო გამოსავალი პატრიარქატიდან,
მომდინარეობს მარქსის კომენტარიდან „გერმანული იდეოლოგიის შესახებ“, რომელიც
გამოქვეყნდა 1845 წელს. ამ ნაშრომში მარქსმა წამოსწია იდეა, თითქოს ცოლები და შვილები
პატრიარქალური მამრის პირველი საკუთრებაა. ფრანკფურტის სკოლის მატრიარქული
თეორია და მისი მონათესავე ანდროგინობის თეორია ორივე წარმოიშვა ამ წყაროებიდან.

კულტურული სიმსივნე
ფართო საზოგადოებისადმი მიმართვისას პოლიტიკური კორექტულობის, ანდა მათი
ჭეშმარიტი სახელით რომ მოვიხსენიოთ, კულტურული მარქსიზმის, დამცველები თავიანთ
წარმოდგენებს მიმზიდველად წარმოაჩენენ. საქმე ისაა, რომ „სენსიტიური“ უნდა ვიყოთ სხვა
ადამიანების მიმართ, - გვეუბნებიან ისინი. ისეთ სიტყვებსაც იშველიებენ, როგორებიცაა:
„ტოლერანტობა“, „მრავალფეროვნება“ და გვეკითხებიან: „რატომ არ შეგვიძლია უბრალოდ
ერთმანეთს შევეწყოთ?“ რეალობა კი სულ სხვაა. პოლიტკორექტულობა სრულებითაც არ
ნიშნავს „იყო კარგი“, თუ, რა თქმა უნდა, ვინმე გულაგებს „კარგ ადგილებად“ არ მიიჩნევს.
პოლიტიკური კორექტულობა არის მარქსიზმი, მისი ყველა მოსალოდნელი შედეგით:
გამოხატვის თავისუფლების დაკარგვით, აზროვნების კონტროლით, ტრადიციული
სოციალური წესრიგის ინვერსითა და, საბოლოოდ, ტოტალიტარული სახელმწიფოთი.
როგორც არ უნდა იყოს, ფრანკფურტის სკოლის მიერ შექმნილი კულტურული მარქსიზმი
უფრო თავზარდამცემია, ვიდრე ძველი, ეკონომიკური მარქსიზმი, რომელმაც რუსეთი
გააცამტვერა. ყოველ შემთხვევაში, ეკონომიკური მარქსისტები არ განადიდებდნენ
სექსუალურ გადახრებს და არ ცდილობდნენ შეექმნათ მატრიარქატი, როგორც ამას
ფრანკფურტის სკოლა და მისი გზის გამგრძელებლები სჩადიოდნენ.

10

You might also like