You are on page 1of 3

ფემინიზმის მიმდინარეობა წარმოიშვა სამასამდე წლის წინ და მის თეორიულ წყაროდ ითვლება

ლიბერალაზმის, დემოკრატიის, ბუნებრივი უფლებების, რაციონალური ღირებულებების,


თანასწორობის, თავისუფლების და წარმომადგენლობითი დემოკრატიის პრინციპები.
ფემინისტური იდეების ჩასახვის პერიოდად მიჩნეულია აღორძინების ეპოქა, როდესაც პირველი
ტრაქტატები გამოქვეყნდა ქრისტინა დე პიზანის და კორნელიუს აგრიპას მიერ . იქ ღიად იყო
ნათქვამი ქალის პიროვნების დათრგუნვის და ქალის მიმართ საზოგადოების უსამართლო
მოქცევის შესახებ.
ფემინიზმის განვითარების შემდეგი ეტაპი დაკავშირებულია საფრანგეთის რევოლუციასთან .
„ადამიანის და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია“ ფაქტიურად იყო მამაკაცების უფლებების
დეკლარაცია. 1772 წელს ოლიმპია დე გუჟმა გამოქვეყნა ,,ქალისა და ქალი მოქალაქის
უფლებების დეკლარაცია”. ამას მოჰყვა ქალთა ორგანიზაციების და კლუბების შექმნა, თუმცა
ისინი მალევე აიკრძალა კონვენტის მიერ. თვითონ ოლიმპია დე გუჟი სიკვდილით დასაჯეს.
დიდი ღვაწლი მიუძღვის შარლ ფურიეს, სენ-სიმონსა და რობერტ ოუენის უტოპიური
სოციალიზმის იდეებს. მათ პირველებმა შემოიტანეს ტერმინი „ფემინიზმი”. XX საუკუნის
ევროპაში მიმდინარე ბურჟუაზიული რევოლუციების ტალღას ქალთა გააქტიურება მოჰყვა .
მანამდე ქალთა უფლებებისათვის ბრძოლა, მოძრაობაში გადაიზარდა XIX საუკუნის 60-იანი
წლებიდან. პირველ სტადიაზე ქალთა მოძრაობა მიზნად ისახავდა პოლიტიკური უფლებების ,
ძირითადად საარჩევნო უფლების მოპოვებას. ამ მოძრაობას სუფრაჟისტული მოძრაობა
ეწოდება (ინგლისურად “სუფფრაგე” არჩევნებში ხმის უფლებას ნიშნავს)

სექსუალურმა რევოლუციამ მოახდინა სექსუალურ სფეროში ზნეობრივი ნორმების და


ჩვეულებების ლიბერალიზაცია, დაანგრია ორმაგი მორალი და ქალებს მისცა
თვითდამკვიდრების საშუალება.
ქცევის რევოლუციამ ქალები გაათავისუფლა დამკვიდრებული პურიტანული სიმკაცრისაგან
ჩაცმაში, მოახდინა მოდის დემოკრატიზაცია, დაშვებული იქნა მოკლე კაბები, შარვლები,
შორტები, შესაბამისი აქსესუარებით, სიგარეტის მოწევა, „ სპირტიანი “სასმელების მიღება .
ქალებს მიეცათ მანქანის, თვითმფრინავის მართვის, სპორტში მონაწილეობის, არმიაში,
სამსახურის და სხვა უფლებები.
სამზარეულოს რევოლუციამ მოახდინა საოჯახო შრომის მექანიზაცია. პროდუქტების,
კონსერვების, ნახევარფაბრიკატების წარმოებამ ქალს გამოუთავისუფლა დრო
თვითგანვითარების და ოჯახის გარეთ საზოგადოებრივი საქმიანობისათვის.
დასაქმების რევოლუციამ (იგივე რევოლუცია სამუშაო ადგილებისთვის) შეცვალა სამუშაო
ძალის ხასიათი და ქალთა როლი ეკონომიკაში. პირველად ისტორიაში, 1937 წელს აშშ-ში,
შრომის სამინისტროში შეიქმნა ქალთა დასაქმების დეპარტამენტი.

ფემინიზმის განვითარების ისტორიაში გამოყოფენ: პირველ, მეორე, მესამე და მეოთხე ტალღას.


პირველი და მეორე ტალღის დროს განვითარებული იყო ლიბერალური ფემინიზმი, მესამე
ტალღის პერიოდში წარმოიშვა რადიკალური ფემინიზმი, თითოეულ ეტაპზე მიმდინარეობდა ამ
ორი ძირითადი მიმართულების დიფერენციაცია სხვადასხვა ქვემიმდინარეობებად

ფემინიზმის პირველი ტალღის განვითარება იწყება XIX საუკუნის ბოლოდან და გრძელდება


მეორე მსოფლიო ომამდე
პირველი ტალღის აღზევების შემდეგ XX საუკუნის 40-იან წლებამდე დადგა აქტივობის
შენელების პერიოდი, ფემინისტებმა ყურადღება გადაიტანეს ქალის ტრადიციულ როლებზე
(დედა, დიასახლისი, ცოლი) და არა ფაქტიურად არსებულ უთანასწორობაზე. ამიტომაც
შემთხვევითი არ იყო, რომ ფემინიზმის მეორე ტალღა პროტესტის ფორმით დაიწყო იმ
პასიურობის და განუსაზღვრელობის წინააღმდეგ, რაც დომინირებდა წინა პერიოდის
ფემინისტურ მოძრაობაში

ამიტომაც ლიბერალური ფემინიზმის აქტიურობა მიმართული იყო განათლების მიღების


უფლებებზე, კანონმდებლობაზე რეალურ გავლენაზე, ხელისუფლების ორგანოებში სხვადასხვა
დონეებზე არჩევის შესაძლებლობების მიღებაზე. ამავე დროს ეძებდა შესაძლებლობებს,
მამაკაცები საიჯახო საქმეების გაძღოლაში, ბავშვთა აღზრდაში მონაწილეობის მიღებაში
ჩაბმისათვის

1963 წელს ქალთა სტატუსის კომისიის მოხსენების საფუძველზე პირველად, ოფიციალურ


სამთავრობო დონეზე, ა.შ.შ. - ში აღიარეს ქალთა დისკრიმინაციის ფაქტი. ამ პერიოდში გამოდის
ბეტი ფრიდანის წიგნი „ქალურობის გამოცანა”, რომელმაც გადატრიალება მოახდინა
ამერიკელთა აზროვნებაში.

ბ. ფრიდანმა პირველად გამოააშკარავა და გაანალიზა ამერიკელი ქალის რეალური ყოფა . მან


სოციოლოგიური გამოკითხვით შეისწავლა 300 ქალი და გააკეთა განზოგადებული დასკვნები ,
რომ საზოგადოების მიერ ქალისადმი მინიჭებული „ჭეშმარიტი“ და „ბუნებრივი დანიშნულების“
(დედის, ცოლის, დიასახლისის) გამო ამერიკელი ქალები ქვეცნობიერად უარს ამბობდნენ
კარიერაზე და ქვეყნის სოციალურ პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის მიღებაზე.
ჭეშმარიტი ქალურობის მისტიკურ სტერეოტიპზე ორიენტირების გამო ისინი გადაქცეულნი იყვნენ
ინფანტილურ, დამოკიდებულ არსებებად, რომელთაც წარმოდგენა არ ჰქონდათ თავიანთ
შესაძლებლობებზე.

სამართლიანი მოქმედების ქალთა ლიგა, ქალთა ნაციონალური კრება, და სხვა მრავალი ჯგუფი .
ყოველივე ამან ქალთა მასობრივი მოძრაობის გაძლიერება გამოიწვია, ოკეანის გადაღმიდან
იმპულსი მალე გადმოეცა ევროპის განვითარებულ ქვეყნებსაც, განსაკუთრებით , სკანდინავიის
ქვეყნებს. ნაციონალური ორგანიზაციების შექმნას თან სდევდა ფემინიზმის ფილოსოფიისა და
იდეოლოგიის ჩამოყალიბება. ეს ყოველივე კი შემდგომში გახდა ფემინიზმის თეორიული ბაზა.

ლიბერალ-ფემინისტებს დიდი დამსახურება მიუძღვით სახელმწიფო პოლიტიკაში პრაქტიკული


ღონისძიებების გატარების საქმეში. მათ შექმნეს: პროფკავშირი, აქტივისტ მეწარმეთა
პროფესიონალ ქალთა კლუბები, აღმასრულებელ ხელისუფლებაში სპეციალური სამსახურები .
რამდენჯერმე შეიტანეს ცვლილებები ქვეყნის კანონმდებლობაში, რითაც უზრუნველყვეს ქალთა
დაშვება პროფესიონალურ და ეკონომიკურ რესურსებთან.

გამოიყენეს რა ლობირების ტაქტიკა, ლიბერალმა ფემინისტებმა მიაღწიეს შთამბეჭდავ


შედეგებს; შეიქმნა მშენებლობის, განათლების, კრედიტების მიღების სფეროში გენდერულ
თანასწორობაზე დაფუძნებული საკანონმდებლო ბაზა. ათი წლის განმავლობაში ქალთა
პოლიტიკურმა აქტივობამ გამოიღო ის შედეგი, რომ გაიზარდა იურისტების, ექიმების,
მენეჯერების რაოდენობა ქალებს შორის. რეფორმირებულ კანონმდებლობაში ნათლად იყო
მითითებული, რომ სქესობრივი ნიშნის მიხედვით ადამიანის უფლებების შეზღუდვა
ეკონომიკური ან საგანმანათლებლო ან სხვა საქმიანობის სფეროში უკანონოა და მას
სასამართლო არეგულირებს.

რადიკალური ფემინიზმი წარმოიშვა ა.შ.შ- სა და საფრანგეთში XX საუკუნის 60-იან წლებში


სტუდენტთა რევოლუციის საპასუხოდ. თუ ლიბერალური ფემინისტური მოძრაობა მიმართული
იყო ხელისუფლების საქმიანობისკენ და მოითხოვდა რეფორმებს ზემოდან, რადიკალები
წარმოიშვნენ აგილობრივ დონეზე (გრას-რუტს); ანუ მოქმედება მიმართულია ქვემოდან ზემოთ.
ისინი ხელმძღვანელობდნენ ლოზუნგით „პირადული არის პოლიტიკური“ რითაც პირადული
სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აიყვანეს.

ძირითადი პრობლემები, რომლებსაც აანალიზებენ რადიკალი ფემინისტები, ქალის


სექსუალობას, დედობის და კვლავწარმოების (ბავშვთაყოლის) პრობლემებს ეხება. ეს არჩევანი
განპირობებულია გარკვეული მოსაზრებებით. ლიბერალურ ფემინიზმე მეტად რადიკალი
ფემინისტები ყურადღებას იმ ხერხებზე ამახველებენ, რომლის საშუალებითაც მამაკაცები
ცდილობენ ქალის სხეულის გაკონტროლებას. როგორი ფორმითაც არ უნდა წარმოებდეს
კონტროლი (კონტრაცეფციების შეზღუდვა, სტერილიზაცია, აბორტების აკრძალვა , ძალადობა
უშუალოდ ქალის მიმართ, პორნოგრაფია, სექსუალური იძულება, გაუპატიურება , ცემა და სხვა ),
იგი კონსტრუირებულია სპეციალური სახით. რადიკალებს მიაჩნიათ, რომ. რა ხარისხითაც
პიროვნება ვერ ფლობს ძალაუფლებას გააკონტროლოს საკუთარი სხეული, იმავე ხარისხით იგი
მოკლებულია. ადამიანურ უფლებებს რადიკალური ფემინიზმის წარმომადგენელთა პოლიტიკის
და პრაქტიკული საქმიანობის მთავარ მიზანს ქალის მიმართ ძალადობის აღკვეთა
წარმოადგენს. ისინი მიიჩნევენ, რომ ქალი ყოველთვის დამოკიდებული იქნება მამაკაცზე , სანამ
არ იქნება რეკონსტრუირებული და სახეშეცვლილი ქალთა ინტერესების სასარგებლოდ

ფემინიზმის ისტორიული შედეგები


გამოყოფენ ფემინისტური მოძრაობის რამდენიმე მოდელს: ამერიკული, ქალთა მოძრაობის
ზეწოლის ჯგუფის, მემარცხენე იდეოლოგიის მქონე ბრიტანული ფემინიზმის, შვედური -
სახელმწიფო ფემინიზმის, გერმანული -– შერეული ტიპის და პარტიებზე ორიენტირებულ
ფრანგულ მოდელს

ბრიტანულ ფემინიზმს უფრო მეტი მიღწევები აქვს შემეცნების განვითარებაში, ვიდრე


პოლიტიკური სისტემის დონეზე. ბრიტანეთის პოლიტიკური სისტემები უფრო მეტად დახურულია
და ეს გარკვეულად ზღუდავს ლობირების შესაძლებლობებს ფემინისტური დაჯგუფებების
ყურადღების ფოკუსი ძირითადად გადატანილი იყო ცხოვრების სტილის შეცვლაზე, რისთვისაც
სამოციანი წლების ბოლოდან წარმოიშვა მრავალრიცხოვანი კრიზისული ცენტრები

You might also like