You are on page 1of 2

ანოტაცია 1:

2017 წლის ნოემბერში, ჟურნალ “The British Journal of Criminology” ში


გამოქვეყნებული სტატიის, სახელწოდებით “Online Abuse of Feminists as An Emerging
Form of Violence Against Women and Girls” ის ავტორი გახლავთ ლევის რუთი,
რომლის მთავარი მიზანი არის დაგვანახოს ის თუ რამხელა სიძულვილისა და
დაპირისპირების მსხვერპლნი არიან ისეთი ქალები, რომლებიც საჯაროდ
აფიქსირებენ თვიანთ ფემინისტურ აზრებსა თუ იდეებს, რაც შემდგომში ქალებისა და
გოგონების შეურაცხყოფისა და გენდერული უთანასწორობის გამწვავების მთავარი
მიზეზი ხდება, როგორც რეალურ ცხოვრებაში, ასევე კიბერ სივრცეშიც, რომელიც
ერთ დროს აღიქმებოდა, როგორც ახალი დემოკრატიული სივრცე. მისი სტატია
დაფუძნებულია გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებული ეროვნული კვლევაზე,
რომელიც იკვლევს და ჩვენთის თვალსაჩინოს ხდის იმ ფემინისტურ პოლიტიკაში
მოღვაწე ქალთა გამოცდილებას, რომლებიც ონლაინ ძალადობის მსხვერპლნი არიან,
და თავიანთი გამოცდილების გაზიარებით წვლილი შეაქვთ არსებულ კვლევაში,
რომელიც ფოკუსირებულია თვად კომუნიკაციების ანალიზზე. იგი კვლევის
შედეგების გათვალისწინებით გვამცნობს, რომ ონლაინ პლატფორმები უშუალოდ
გამოიყენება ქალთა დამცირებისა და მათზე ვერბალური ძალადობისათვის, ვიდრე
მათთან კომუნიკაციის დამყარებისთვის. სტატიის შინაარსობრივობიდან
გამომდინარე იგი განკუთვნილია ფართო აუდიტორიისათის.

ანოტაცია 2:

1995 წელს გამოშვებული წიგნი, სახელწოდებით “ Of Woman Born: Motherhood as


Experience”, რომლის ავტორიც გახლავთ ედრიენ რიჩი, მოგვითხრობს ავტორის
პირად გამოცდილებაზე, როგორც ჩვეულებრივი ქალბატონი, პოეტი, ფემინისტი და
დედა. წიგნს განსაკუთრებულლობას სძენს თვით ავტორის შეხედულებები და ის
ფემინისტური პერსპექტივა, რომლიდანაც მოგვითხრობს საკუთარ ამბავს. იგი
განიხილავს და აანალიზებს ისეთ საკითხებს, როგორებიც არის, პატრიარქალური
საზოგადოების მხრიდან ქალთა მიმართ დაწესებული სტერეოტიპები, ვარაუდები
თუ შეზღუდვები. წიგნი საუბრობს დედობრივ გამოცდილებასა და ყველა იმ
სირთულესა და ამბივალენტურობაზე, რომლებიც ამ კონკრეტულ ეტაპს
განსაკუთრებულსა და განსხვავებულს ხდიან. მას მიაჩნია, რომ დედობა ეს არის
პოლიტიკური აქტი, რომელისაც დედობრივი ინსტიტუტი განაპირობებს და მას
ყველა ქალზე აქვს ზეგავლენა, რაც ნაწილობრივ ზღუდავს მათ უდლებებს. ეს წიგნი
კვლევის, თეორიისა და საკუთარი თავის შეცნობის ერთობლიობის უნიკალური
ნიმუშია. ედრიენ რიჩის ამ ნამუშევარმა შეძლო და მოახდინა რევოლუცია, ქალთა
შეხედულებებზე დედობასთან და საკუთარ თავისუფლებასთან დაკავშირებით.
წიგნი განკუთვნილია არა მხოლოდ ქალებისათვის, არამედ მსგავსი საკითხებით
დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის.

ბიბლიოგრაფია:

Lewis, Ruth. 2017. Online Abuse of Feminists as An Emerging Form of Violence Against
Women and girls. The British Journal of Criminology 57, issue 6(November)
https://doi.org/10.1093/bjc/azw073 (22.10.2022)

Rich, Adrienne. 1995. Of Woman Born: Motherhood as Experience and Institution.

New York: W.W Norton & Company; Norton Pbk. (Orig. Pub. 1976)

You might also like