You are on page 1of 10

1

ქალთა რეალობა ირანში

საშინაო ნაშრომი

მეცნიერება და ხელოვნების ფაკულტეტი

კურსის ხელმძღვანელი : თათია გიგანი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისი

2022
2

„როგორც წარდგენილი ნაშრომის ავტორი, ვაცხადებ, რომ ნაშრომი წარმოადგენს ჩემს


ორიგინალურ ნამუშევარს და არ შეიცავს სხვა ავტორების მიერ აქამდე
გამოქვეყნებულ, გამოსაქვეყნებლად მიღებულ ან დასაცავად წარდგენილ მასალებს,
რომლებიც ნაშრომში არ არის მოხსენიებული ან ციტირებული სათანადო წესების
შესაბამისად.“ 12/21/2022.
3

სარჩევი
შესავალი 4
საკვლევი კითხვები 5
ლიტერატურის მიმოხილვა 5
შეჯამება 8
ბიბლიოგრაფია 9
4

შესავალი

დღესდღეისობით ირანში ქალთა რეალობა ძალიან რთულია. მათი უფლებების


დარღვევის უამრავი ფაქტია: ფსიქოლოგიური ზეწოლა, ფიზიკური ძალადობა და
მათ შორის სიცოცხლის მოსპობაც. ირანში ყოვლთვის არ იყო ასეთი ვითარება. 1925-
79 წლებში ქალები ბევრად თავისუფლები იყვნენ. ამაზე საუბრობს ჰალე ესფანდიარი,
ავტორი წიგნისა „ჩემი ციხე, ჩემი სახლი“, ირანელ-ამერიკელი აკადემიკოსი და ერთ-
ერთი ხმა ირანელი ქალებისა, რომელმაც თავის თავზე გამოსცადა ის საშინელი
რეჟიმი, რომელიც დღემდე არის ირანელი ქალების „ციხე“. სტატიაში სადაც მისი
ინტერვიუა გამქვეყნებული ნათქვამია, რომ 1936 წელს ირანში გაიხსნა თეირანის
უნივერსიტეტი, სადაც ქალებიც და მამაკაცებიც დაიშვებოდნენ, 1963 წელს კი ქალებს
ხმის მიცემის და ასევე არჩვნებში მონაწილეობის უფლება ჰქონდათ. „ოჯახის დაცვის
კანონის“ მიხედვით ქალებს მათი მოთხოვნით შეეძლოთ განქორწინება და ქალების
დაოჯახების მინიმალური ასაკი 13-დან 18-მდე გაიზარდა. 2 მილიონი ქალი
დასაქმებული იყო, 1978 წელს ირანის პარლამენტში იყო 22 ქალი და სტუდენტების
1/3-ს ქალები შეადგენდნენ. 1979 წელს კი ყველაფერი შეიცვალა.

ეს თემა აქტუალურია, რადგან ირანში ქალებს სიცოცხლეს ასალმებენ, ისეთი


მიზერული მიზეზების გამო, როგორიც არის ჰიჯაბის არასწორად ან საერთოდ არ
გაკეთება. ამის უახლესი მაგალითია მაჰსა ამინი - 22 წლის გოგონა, რომელიც 2022
წლის 13 ოქტომბერს, ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო ცემეს და შედეგად ის
გარდაიცვალა. ირანში დაიწყო საპროტესტო გამოსვლები და ისინი დღემდე
გრძელდება. ირანელ ქალებს უჭირთ ხმა მიაწვდინონ დანარჩენ მსოფლიოს, რიგი
მიზეზების გამო-იქნება ეს ინტერნეტთან წვდომის შეზღუდვა ირანის მთავრობის
5

მიერ თუ ის მარტივი ფაქტი, რომ ეს ისტორიები პოპულარობას ვერ მოიპოვებს და


ხშირად სხვა უფრო სახალისო ამბების ჩრდილში რჩება.

კვლევის მიზანია, ნათელი მოჰფინოს თუ როგორ და რატომ შეიცვალა ირანელი


ქალების რეალობა და ნათლად წარმოაჩინოს ის პრობლემები და უსამართლობა,
რასაც ირანელი ქალები ყოველდღიურად ებრძვიან.

საკვლევი კითხვები კი არის შემდეგნაირი:

1.რამ გამოიწვია ირანში ქალთა უფლებების ასე მკვეთრად შემცირება?

2. ვინ არის მაჰსა ამინი და რა შედეგები მოჰყვა მის ამბავს?

3.რა შეგვიძლია გავაკეთოთ თითოეულმა ჩევნთაგანმა ამ რეალობის მცირედით


შესაცვლელად მაინც?.

ლიტერატურის მიმოხილვა

ქალთა უფლებები ირანში ყოველ დღე ირღვევა. ყოველ დღე ისჯება ირანელი ქალი
დაპატიმრებით, გაუპატიურებით ან სიკვდილით მიზერული მიზეზების გამო.
ირანელი ქალები ყოველ დღე ძალიან დიდი წნეხის ქვეშ არიან - მათ უწევთ აკეთონ
ის, რაც ხშირ შემთხვევაში არ უნდათ, მაგალითად ჰიჯაბის ტარება. ეს, კი მხოლოდ
იმისთვის, რომ იცოცხლონ. ქვემოთ განვიხილავ წყაროებს, რომელიც დამეხმარნენ ამ
პრობლემაში გასარკვევად და რომელიც გასცემენ პასუხს ნაშრომში წამოჭრილ
კითხვებს - რამ გამოიწვია ირანში ქალთა უფლებების ასე მკვეთრად შემცირება? ვინ
არის მაჰსა ამინი და რა შედეგები მოჰყვა მის ამბავს? რა შეგვიძლია გავაკეთოთ
თითოეულ ჩვენგანს იმისთვის, რომ ეს რეალობა მცირედით მაინც შევცვლოთ?

პირველი წყარო, რომელიც ნათლად წარმოაჩენს ირანში ქალთა უფლებების


ისტორიას ეკუთვლის პოლიტიკის სტუდენტს და გენდერული თანასწორობის
აქტივისტს ფარენ ნავის.
6

წყაროში მიმოხილვულია ირანელი ქალების გამუდმებითი ბრძოლა


თავისუფლებისკენ. აღწერილია, რომ 1979 წლამდე, ქალებს გარკვეული უფლებები
გააჩნდათ, თუმცა 1979 წლის რევოლუციის შემდეგ, მათ ის მინიმალურიც დაკარგეს,
რაც ქონდათ. ამის მიზეზი 1979 წელს ირანში ისლამის რევოლუცია და შემდგომში
ისლამური რეჟიმის გააქტიურება იყო, რომელსაც სათავეში აიტოლა ხომეინი ჩაუდგა.
თვისთვად, ამ ყვლაფერს დიდი პროტესტი მოჰყვა, სადაც ქალები ძალიან დიდ როლს
თამაშობდნენ. ისინი უშიშრად უდგებოდნენ სხვადასხვა საპროტესტო დაჯგუფებებს
სათავეში და ცდილობდნენ ამ სიტუაციის შეცვლას, თუმცა ამ ყველაფრის
მიუხედავად მათ არავინ მოუსმინა და პირიქით - დაიწყო მათი უფლებების
შემცირება. მათ, როგორც ეშინოდათ, დაუწესდათ კანონები მათ სხეულთან
მიმართებაში - ჰიჯაბის ტარება სავალდებულო გახდა და კანონი ამაზე ძალიან
გამკაცრდა. ეს არის ირანში ქალთა უფლებების კლების მოკლე ისტორია.

მაჰსა ამინი, ამ სიტუაციაში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ მის


გარდაცვალებას მოჰყვა ის პროტესტები, რომელიც ირანში დღემდე გრძელდება.
მისი სიტორიის კარგად გადმოცემაში დამეხმარა ირანვაირის და დეილი ბისტის
ჟურნალისტის, შიმა შაჰრაბის მიერ გამოქვეყნებული სტატია. მაჰსა ამინი, 22 წლის
გოგონა საქეზიდან, რომელიც დასასვენებლად იყო თავის ოჯახთან ერთად გააჩერა
თეირანის ე.წ. „მორალის პოლიციამ“ რომელიც მაჰსას ჰიჯაბის „არასწორად“
ტარებისთვის სასტიკად გაუსწორდა.

ჟურნალისტ ანიშა კოლის მიერ 8 ოქტომბერს გამოქვეყნებულ სტატიაში ზახია


გასმული იმაზე, თუ რა გამოიწვია მაჰსა ამინის ბრუტალურმა სიკვდილმა. ერთი
თვის თავზე, ირანში პროტესტები 80-ზე მეტ ქალაქში მძვინვარებდა. ამ პროტესტებს
მოჰყვა უამრავი ადამიანის დაკავება, ძალიან ბევრი ფიზიკური დაზიანება და ასევე -
ბევრი პროტესტის მონაწილის სიკვდილი. წვდომა ინტერნეტთან დღეს-დღეობითაც
შეზღუდულია და რეგულირდება ირანის მთავრობის მიერ.
7

მაჰსა ამინის გარდაცვალებას მოყოლილი პროტესტების შემდეგ, ირანის


სახელმწიფო მაუწყებლობა იუწყებოდა, რომ ოქტომბრის ჩათვლის, პროტესტებს 41
ადამიანი შეეწირა. თუმცა ნორვეგიაში დაფუძვნებული არასამთავრებო ორგანიზაცია
„ირანული ადამიანთა უფლებები“ (IRH) 4 ოქტომბერს იუწყებოდა, რომ ამ
პროტესტებს შეეწირა 154 ადამიანი. ეს რიცხვი ყოველ დღე იზრდება და სიტუაცია
ყოველ დღე მძფრდება.

თავისთავად, ირანში შესაცვლელი უამრავი რამ არის, რასაც ერთეული ადამიანები


ვერ შეძლებენ. თუმცა ჩვენ ყველას გვაქვს იმის საშუალება, რომ მცირედით
დავეხმაროთ ირანელ ქალებს მათ ბრძოლაში სიცოცხლის უფლებისთვის და
უსამართლობის წინააღმდეგ. ბრიტანელი აქტივისტი, ჯორჯია მური აქვეყნებს
სტატიას, სადაც გვთავაზობს ხერხებს, რასაც შეგვიძლია რომ მივმართოთ ირანელი
ქალების დასახმარებლად. პირველ რიგში, მური მოგვიწოდებს დონაციისკენ.
მაგალითად, ადამიანთა უფლებების ცენტრი, რომელიც დაფუძვნებულია ირანში
აგროვებს თანხებს, სადაც ჩვენც შეგვიძლია ჩვენი წვრილის შეტანა.

იგი ასევე ხაზს უსვამს ჩვენს აქტიურობას ინტერნეტში, რაც ახლა ძალიან
მნიშვნელოვანია, იქიდან გამომდინარე, რომ ირანში ინტერნეტი ლიმიტირებულია
და ინფორმაცია, რაც ვრცელდება ხშირად სხვა სიახლეების ჩრდილში ექცევა. ჩვენ
ყველას შეგვიძლია გვაზიაროთ სტატიები და ისტორიები რომლებსაც სანდო
წყაროები აქვეყნებენ და დავიწყოთ ამ ყველაფერზე საუბრები. აზრი არ აქვს იქნება ეს
დიალოგი მეზობელთან, თანაკურსელთან თუ უცხო ადამიანთან - მთავარია აზრების
გაცვლა და ჩვენი წვლილის შეტანა ირანელი ქალების მრავალი ისტორიის
გავრცელებაში.

კიდევ ერთი რამ, რასაც ჯორჯია მური გვთავაზობს არის პროტესტებში ჩართლობა.
პროტესტები მხოლოდ ირანში არ განხორციელებულა, ისინი იყო მრავალ სხვა
ქვეყანაშიც, მათ შორის განხორციელდა საპროტესტო სვლა საქართველოშიც. ჩვენ ამ
8

პროტესტში ჩაბმით პირველ რიგში სოლიდარობას და მხარდაჭერას გამოვხატავთ და


ეს ირანელ ქალებს ახლა განსაკუთრებით ჭირდებათ.

ეს არის გზები, რომელიც, ჯორჯია მურის მიხედვით დაგვეხმარება ირანელი


ქალების ხმა მივაწოდოთ სხვა ადამიანებსაც და ძალიან მცირედით დავეხმაროთ და
გვერდში დავუდგეთ მათ.

შეჯამება

ამ წყაროებიდან ნათლად ჩანს ირანელი ქალების ისტორია, რაც პასუხს სცემს


პირველ საკვლევ კითხვას - რამ გამოიწვია ირანში ქალთა უფლებების ასე მკვეთრად
შემცირება? ამ ისტორიის ცოდნა გვეხმარება იმის გარკვევაში, თუ რა ხდება ირანში
ახლა და ამ ყველაფრის მიზეზის დანახვაში. გამოყენებული ლიტერატურიდან
ვხედავთ, რომ ირანელი ქალები ყოველთვის ასე დაჩაგრულნი არ იყვნენ და იყო
დრო, როდესაც მათ იმაზე ბევრად მეტის მიღწევა შეეძლოთ, ვიდრე, სამწუხაროდ,
ახლა შეუძლიათ. ეს ყველაფერი უკავშირდება 1979 წლის რევოლუციას.

ამ ლიტერატურაში განხილულია მაჰსა ამინის ისტორია და მისი მონაწილეობა იმ


ყველაფერში, რაც დღეს ხდება, რადგან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, იგი ძალიან
მნიშვნელოვანი ფიგურაა და სწორედ მის ტრაგიკულ სიკვდილს უკავშირდება დღეს-
დღეობით მიმდინარე პროტესტები ირანში.

ჯორჯია მუნის მიერ 2022 წელს ვებ-საიტ The Tab-ში გამოქვეყნებული სტატია
გარკვეულწილად სცემს პასუხს მოცემულ მესამე კითხვას - თუ რა შეგვიძლია ჩვენ
გავაკეთოთ ამ რეალობის მცირედად შეცვლის მიზნით და ხაზს უსვამს ჩვენი ამ
სიტუაციაში ჩართულობის მნიშვნელობას.
9

ბიბლიოგრაფია:

Esfandiari, Haleh. 2010. The Women's Movement

The Women's Movement | The Iran Primer (usip.org)

Dr. Ansary, Nina. 2021. What Iranian Women Want the World to Know About their
History

What Iranian Women Want the World to Know About their History - GIWPS (georgetown.edu)

Sahar, Zand. 2022. If an innocent young woman can be so swiftly killed by the Iranian state,
no woman is safe

Mahsa Amini: What's the reality for Iranian women? (telegraph.co.uk)

Moon, Georgia. 2022. How to support Iranian women.

https://thetab.com/uk/2022/11/15/how-to-show-support-for-iranian-women-and-those-
protesting-for-human-rights-in-iran-281534

Sharhab, Sheema. 2022. Story so far, what happened to Mahsa Amini.

https://iranwire.com/en/women/107592-the-story-so-far-what-happened-to-mahsa-amini-
at-the-detention-center/

Acolli, Anisha. 2022. What happened to Mahsa Amini and what do we need to know.

https://time.com/6220853/iran-protests-mahsa-amini-what-to-know/

Fareen, Nahvi. 2022. The women movement in Iran.

https://www.orfonline.org/expert-speak/the-womens-movement-in-iran/
10

You might also like