You are on page 1of 2

კრიტიკა მარიამ წიკლაურის სტატიისა

“21-ე საუკუნის სენი - ფემიციდი”

სტატიის ავტორი, მარიამ წიკლაური, რომელიც არის ივანე ჯავახიშვილის


სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის
მეორე კურსის სტუდენტი, თავისი სტატიით “21-ე საუკუნის სენი - “ფემიციდი”,
რომელიც გამოქვეყნდა 2022 წლის 2 თებერვალს, გადმოგვცემს დღევანდელ
მსოფლიოში არსებულ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და მსოფლიო მასშტაბით
გავრცელებულ პრობლემას, ფემიციდს, რაც გულისხმობს ქალთა მიმართ ძალადობის
უკიდურეს ფორმას - მკვლელობას.

მარიამ წიკლაური სტატიაში ფართოდ განიხილავს ფემიციდის არსსა და მის


მნიშვნელობას თანამედროვე ცხოვრებაში, თუ რამდენად აქტუალური პრობლემაა
იგი, ავტორის აზრით, იგი მუდმივად წარმოადგენდა პრობლემას, განსხვავება
ძველსა და ახალ დროს შორის არის ის, რომ ახლა ფემიციდის შემთხვევები
გაცილებით ხილვადია საზოგადოებისათვის, ამის მიზეზი კი მიმართვიანობა,
საზოგადოებრივი ჩართულობა და სახელმწიფოს მიერ პასუხისმგებლობის აღების
გაზრდაა. ფემიციდის შემთხვევები ვერც პანდემიამ შეამცირა, რაც ასევე უსვამს ხაზს
იმას, თუ რამდენად მწვავე პრობლემაა იგი, ამას კი შესაბამისი კვლევით ამტკიცებს.
მარიამ წიკლაურის მიზანია, დაარწმუნოს მკითხველი, რომ ფემიციდი მართლაც
არის 21-ე საუკუნის სენი, რასაც ხელს აძლევს საზოგადოებაში ჩამოყალიბებული
შეხედულებებისგან შექმნილი სტერეოტიპული გარემო და ფემიციდის
შემთხვევებით ადამიანები არღვევენ ისეთ ბუნებრივ უფლებებს, როგორიცაა
სიცოცხლისა და ხელშეუხებლობის უფლება, თანასწორობა და დისკრიმინაციის
აკრძალვა და მას სურს, რომ ყოველმა ჩვენგანმა, როგორც სოციუმის
წარმომადგენლებმა, გაიაზროს საკუთარი მოვალეობები ფემიციდის წინააღმდეგ,
როგორიცაა მახინჯ შეხედულებებზე უარის თქმა, და მოუწოდოს სახელმწიფოსაც,
რომ აამაღლოს საზოგადოების ცნობიერება და შემოიღოს შესაბამისი საკანონმდებლო
რეგულაციები.

მარიამ წიკლაური, როგორც უკვე აღვნიშნე, თავის სტატიაში ფართოდ


საუბრობს ფემიციდზე და გამოყოფს მის კონკრეტულ რამდენიმე გამომწვევ თუ
წამახალისებელ მიზეზს, ესენია:

 ღალატი და დაშორება
 მამაკაცთა აზრით, ცუდად შესრულებული ქალური ვალდებულებები
 სექსუალურ აქტზე უარის თქმა
 ოჯახის კონსერვატიულობა და ფარული ძალადობა
 გარშემომყოფების მიერ ძალადობის ნიშნების უგულებელყოფა
 სახელმწიფო ინსტიტუტების არაადეკვატური რეაგირება ფემიციდის მიმართ

სოციუმში დამკვიდრებული პატრიარქალური შეხედულებები

You might also like