You are on page 1of 2

ჰენდაუთი

ანასტასია დოლიძე

ეკოლოგია,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

28.01.2023

ფემიციდი მსოფლიოში

 კვლევის მიზანი - პირველ რიგში ჩვენი კვლევის მიზანი არის პრობლემის წამოჭრა
გენდერულ უთანასწორობაზე და კონკრეულად ძალადობის საკითზე ყურადღების
გამახვილება რადგან ამ შემთხვევაში ქალები არასწორედ იჩაგრებიან ისევე როგორც
უშუალოდ მოძალადის ასევე საზოგადოების მხრიდანაც. კვლევაში ნახსენებია რომ
სახელმწიფო სერვისების გაუმართაობა და არაეფეტურობა დიდ რისკფაქტორად
მიიჩნევა . კვლევაში საუბარია ფემიციდის უკლებრივ ყველა ფორმის შემთხვევაზე
( სიტყვიერი,მორალური და ფსიქოლოგიური შეურაცყოფა ,ჩაგვრა, ინტიმური და
არაინტიმური ძალადობა, მოკვლა ან თვითმკვლელობამდე მიყვანა) და მათ შემდგომ
შედეგებზე , რომელიც სტატისტიკური მონაცემებით არის გამყარებული.
საზოგადოებაში გენდერული სტერეოტიპები, ტრადიციული და რელიგიური
შეხედულებები არასწორადაა აღქმული. ადამიანის უმრავლესობაში ბევრი ფაქტორია
არასწორად არის აღქმული, რაც ქალის ჩაგვრას ხელს უწყობს . ქალის როგორც
მეორეხარისხოვანი როლის მქონდე არსებად აღქმა , თავად ქალებში იწვევს
არასრულფასოვნების განცდას , რის გამოც ისინი შემდგომ მალავენ მომხდარს ,
რადგან საზოგადოება ხშირად მოძალადის მხარეს დგება.

 საკვლევი კითხვები:

1.როგორ უნდა აღმოიფხვრას ფემიციდი?

უპირველესი რაც ამ პრობლემის მოგვარებას შეუწყოვს ხელს ეს არის განათლება.


ბავშვები,მოზარდები სტუდენტები უნდა სწავლობდნენ და ხშირად ეხებოდნენ
გენდერული თანასწორობის საკითხებს როგორც სკოლებში ასევე
უნივერსიტეტებშიც . ჩვენ ბავშვობიდანვე უნდა გვქონდეს გათვიცნობიერებული ,
რომ იმ ოჯახში სადაც გოგონების იზრდებიან და ბიჭებიც , უფლება მოვალეობები
თანაბრად უნდა იყოს გადანაწილებული და ის რომ არავითად შემთხვევაში არ
შეიძლება შვილების გამორჩევა სქესობრივი ნიშნით. ის რაც მოეთხოვება გოგოს უნდა
მოეთხოვებოდეს ბიჭს და ანალოგიურად უნდა ხდებოდეს აკრძალვებზეც.
აქედან გამომდინარე ბავშვებმა უნდა იცოდნენ რომ საკუთარ თავის პატრონები
მხოლოდ თავად არიან და პასუხისმგებლობა მათ საქციელებზე მხოლოდ მათ
ეკისრებათ . ღირსება სუბიექტურია და ის ადამიანის პიროვნული შტრიხია , მას
ვერავინ ვერავის ვერ წაართმევს. ამასთანავე საზოგადოებამ უნდა ისწავლოს რომ
ადამიანის სიცოცხლე განურჩევლად სქესისა , ფასდაუდებელია .

2.რა უწყობს მოძალადის ჩამოყალიბებას ხელს?


მოძალადის ჩამოყალიბებას რამდენიმე ფაქტორი უწყობს ხელს .
 მამაკაცის პატრიარქალური ღირებულებები
 ოჯახის სტრუქტურია
 ბავშვბობაში განცდილი ძალადობა
 განათლების ნაკლებობა , არარეალიზირებულობა

3. რა სახის სირთულეები არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით?


ხშირად ოჯახში დაჩაგრულ ქალებს არ აქვთ იმისი საშუალება რომ მოძალადეს თავი
დააღწიონ . ამის რამოდენიმე მიზეზი შეიძლება იყოს
 ეკონომიკური სირთულეები. საკმარისი განათლების არ ქონა და შესაბამისად
უმუშევრობა , რაც აგრეთვე იწვევს ნაადრევ ქორწინებას
 ქვეყანაში სოციალური დახმარების ნაკლებობა
 სახელმწიფოსგან მხარდამჭერის ნაკლებობა ( სერვისებზე ხელმისაწვდომობის
პრობლემა,უნდობლობა.

 მოკლე შეჯამება:

ფემიცისი შემთხვევების 40%-ზე მეტი განქორწინების ან განშორების შემდგეგ ხდება.


მოკლული ქალების 75% განიცდიდა თვალთვალს საშუალოდ 12 თვის განმალობაში.
ფემიციდად ასევე მოაიზრება ქალების მიერ ჩადენილი თვითდაზიანება ან
თვითმკვლელობა, რომელიც გამოწვეულია გენდერულად მოტივირებული ძალადობით.
კვლევებით დასტურდება რომ იმ ქალებში , რომლებიც ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი
არიან , თვითმკვლელობის მაჩვენებელი 5-10 ჯერ უფრო დიდია . სწორედ ასეთი კვლევების
დამსახურებით იზრდება ცნობიერება ფემიციდთან დაკავშირებით , რასაც აუცილებლად
მოჰყვება დადებითი დინამიკა ამ პრობლებასთან დაკავშირებით.

You might also like