You are on page 1of 20

პროექტი “ადგილობრივი თემის გაძლიერება გენდერული

თანასწორობისთვის“

გენდერული თანასწორობის ხელშემწყობი ონლაინ ტრენინგი


სტუდენტებისათვის

საკითხავი მასალა

„ყოველი ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი, თავისი ღირებითა და უფლებებით“

ადამიანის უფლებების დეკლარაცია, მუხლი 2

1948 წლის 10 დეკემბერი

გენდერული თანასწორობა, გარდა იმისა, რომ ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა,


ასევე იგი წარმოადგენს კრიტიკულად მნიშვნელოვან წინაპირობას მშვიდობიანი
საზოგადოებისთვის, ადამიანთა პოტენციალის რეალიზებისა და მდგრადი
განვითარებისათვის. გოგონები და ქალები მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარს
წარმოადგენენ, შესაბამისად, ეს მოსახლეობის პოტენციალის ნახევარია. 1979 წელს, გაერო
გენერალურმა ანსაბლეამ მიიღო კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის ყველა
ფორმის წინააღმდეგ (CEDAW), რომელსაც ასევე მოიხსენიებენ, როგორც საერთაშორისო
ქარტიას ქალთა უფლებებისთვის. კონვენცია მკაფიოდ განმარტავს დისკრიმინაციას ქალთა

1
მიმართ და განსაზღვრავს ჩარჩოს ეროვნული მოქმედებისთვის. გენდერული თანასწორობა
არის ერთ-ერთი მიზანი მდგრადი განვითარების (SDGs) 17 ძირითად მიზანს შორის.
მდგრადი განვითარების მიზანი 5 ფორმულირებულია შემდეგნაირად: „გენდერული
თანასწორობის მიღწევა / ქალებისა და გოგონების გაძლიერება“, რომლის ამოცანებია:

ამოცანა 5.1. ქალთა და გოგონათა


დისკრიმინაციის ყველა ფორმის დასრულება;

ამოცანა 5.2. ქალთა და გოგონათა მიმართ


ძალადობის ყველა ფორმის შემცირება, მათ
შორის, ტრეფიკინგის, სექსუალური ძალადობა
და ექსპლუატაცია, სხვა სახის ძალადობა;

ამოცანა 5.3. საზიანო პრაქტიკების შემცირება,


მათ შორის ბავშვთა, ადრეული და იძულებითი
ქორწინების, ქალთა სასქესო ორგანოების
დასახიჩრების და სხვ.

ამოცანა 5.6. საყოველთაო ხელმისაწვდომობის


უზრუნველყოფა რეპროდუქციული
ჯანმრთელობის უფლებებსა და
მომსახურებებზე.

საიმისოდ, რომ უკეთ იქნას გაგებული ტერმინი „გენდერული თანასწორობა“ და მისი


მნიშვნელოვნება, საჭიროა მიმოხილულ იქნას გენდერის კონცეფცია და მასთან
დაკავშირებული ძირითადი ტერმინები; გენდერული ნიშნით ძალადობა, მისი გამომწვევი
მიზეზები და შედეგები; გენდერული სტატისტიკა, გენდერული უთანასწორობის
მაჩვენებლები ციფრებში.

გენდერის კონცეფცია და საბაზისო ტერმინები

გენდერი: გენდერი არის სოციალურად და კულტურულად კონსტრუირებული როლები,


ქცევები და შეხედულებები, რომელსაც საზოგადოება მიაწერს ქალებსა და კაცებს, გოგონებსა
და ბიჭებს, მათი სქესიდან გამომდინარე. სქესი და გენდერი არ არის იდენტური ცნებები.
ტერმინი „სქესი“ გამოიყენება ბიოლოგიური განსხვავებულობის აღსაწერად. მაშინ როცა
სქესი არის უნივერსალური, გენდერის აღქმა ცვალებადია. გენდერზე დაფუძნებული
როლები და სხვა მახასიათებლები იცვლება დროთა განმავლობაში და განსხვავებულია
სხვადასხვა კულტურაში1.

1 UNICEF, 2017; Gender Equality - Glossary of Terms and Concepts; UNICEF Regional Office for South Asia;

2
გენდერული როლები და ნორმები: გენდერული როლები არის კონკრეტულ
კულტურაში/საზოგადოებაში ფართოდ აღიარებული ის სოციალური და ქცევითი ნორმები,
ღირებულებები და დამოკიდებულებები, რომელიც მიიჩნევა შესაბამისად ქალებისა და
კაცებისათვის. უფრო კონკრეტულად კი, გენდერული როლები ეხება იმას, თუ რა
მოლოდინები არსებობს ქალებთან და კაცებთან მიმართებით (ოჯახში, თემში და დასაქმების
ადგილას) მოცემულ საზოგადოებაში. გენდერული როლები და ნორმები არ არის მყარი
მოცემულობა. ტექნოლოგიური მიღწევები, ეკონომიკური ცვლილებები, სოციალურ და
პოლიტიკური მოძრაობები ხშირად წარმოადგენს ბიძგს ცვლილებებისთვის. სოციალური და
გენდერული ნორმები განსაზღვრავენ ჩვენს ყოველდღიურობას და ისინის სხვადასხვა
დონეზე შემდეგნაირად აისახება:
▪ ინდივიდის დონეზე: სოციალური ნორმები არის განმსაზღვრელი იმისა, თუ რატომ
თამაშობენ გოგონები „სახლობანას“, ხოლო ბიჭები „ჯარისკაცობანას“. სწორედ,
სოციალური ნორმები განაპირობებს იმას, თუ რატომ წაახალისებენ ბიჭებს გახდნენ
მეცნიერები და პირიქით არ მოუწონებენ მათ თუ მოისურვებენ ხელოვნების
რომელიმე სფეროში სცადონ თავი, ანდა გოგონებს, რომელსაც სურთ ინჟინრობა
თხოვენ, რომ რამე უფრო რეალისტური და მოკრძალებული მიზანი დაისახონ.
▪ ოჯახის დონეზე: პასუხობს გენდერთან დაკავშირებულ სოციალური ნორმებისა და
სტატუსის შესახებ შემდეგ კითხვებს: ვინ ამზადებს საკვებს? ვინ ტოვებს სახლს
ყოველდღიურად ანაზღაურებადი სამუშაოს გამო? ვინ რჩება სახლში, როცა ბავშვი
არის ავად და საჭიროებს ზრუნვას? ვინ წყვეტს რა თანხა უნდა დაიხარჯოს თვეში?
ვინ სარგებლობს თავისუფალი დროით? ოჯახის წევრები უმნიშვნელოვანეს როლს
თამაშობენ გენდერული ნორმების შექმნასა და შენარჩუნებაში.
▪ საზოგადოების დონეზე: სოციალური ნორმები განსაზღვრავს იმას, თუ როგორი
ჩაცმული უნდა იყოს, სად იაროს და როგორ უნდა ისაუბროს ბიჭმა და გოგომ, ქალმა
და კაცმა; როგორ შეუძლიათ მათ გამოიყენონ საჯარო სივრცეები, რა ტიპის
ხელმისაწვდომობა ექნებათ მათ რესურსებზე და რა შესაძლებლობები შრომის
ბაზარზე; საზოგადოებრივ ტრანსპორტით უსაფრთხოდ გადაადგილების ხარისხს.
გენდერული სტეროტიპები2: გენდერული სტერეოტიპები არის განზოგადებული
შეხედულებები და წინასწარშექმნილი წარმოდგენები იმ მახასიათლებებისა თუ თვისებების
შესახებ, რომელიც მიეწერება ქალებს ან კაცებს ან იმ როლებზე, რომლებიც უნდა იქნას
შესრულებული ქალების ან მამაკაცების მიერ. როდესაც გენდერული როლები იქცევა მტკიცე
წარმოდგენებად, მაშინ ხდება გენდერული სტერეოტიპების ჩამოყალიბება, რასაც მოჰყვება
დისკრიმინაცია და ჩაგვრა გენდერული ნიშნით. გენდერული სტერეოტიპები მიგვითითებენ
იმაზე, რომ ქალის ადგილი სახლშია, ხოლო მამაკაცის - სახლის გარეთ; რომ ქალი უნდა იყოს
რბილი, დამთმობი და მზრუნველი; და რომ ქალს არ შეუძლია უხელმძღვანელოს და მიიღოს
გადაწყვეტილებები; მას ევალება ზრუნვითი/საოჯახო საქმიანობის შესრულება. გენდერული
სტერეოტიპები შეიძლება იყოს როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური თავისი შინაარსით

2
https://www.ohchr.org/documents/issues/women/wrgs/onepagers/gender_stereotyping.pdf

3
(მაგ. „ქალები მზრუნველები არიან“, „ქალები სუსტები არიან“), თუმცა ხაზგასმით უნდა
აღინიშნოს, რომ ორივეს შემთხვევაში, იგი დამაზიანებელია.

სტერეოტიპები საზიანოა, რადგანაც იგი აწესებს შეზღუდვებს ქალებისა და კაცებისთვის


განივითარონ თავიანთი შესაძლებლობები, პერსონალური უნარები, შეარჩინო პროფესია და
გააკეთონ არჩევანი მათ ცხოვრებასა და ცხოვრებისეულ გეგმებზე. დამაზიანებელია როგორც
ნეგატიური, ასევე პოზიტიური შინაარსის მატარებელი სტერეოტიპები. მაგალითად,
სტერეოტიპი რომ ქალი მზრუნველია, ხშირად ხდება იმის წინაპირობა რომ ექსკლუზიურად,
მხოლოდ, ქალები ასრულებენ ბავშვზე ზრუნვის პასუხისმგებლობას. სტერეოტიპული
აზროვნება საფუძველს იღებს სოციალიზაციის პროცესიდან, როდესაც ბიჭებს და გოგონებს
ძველი წარმოდგენებით, არათანასწორ ადამიანებად ვზრდით. საზოგადოება, რომელიც
გენდერული სტერეოტიპებით იმართება, მრავალ შეზღუდვას უქმნის ქალებსა და მამაკაცებს
იმაში, რომ იმოქმედონ ინდივიდუალური უნარებისა და შესაძლებლობების მიხედვით, რაც
თავის მხრივს ადამიანის უფლებების შელახვაა.

გენდერული თანასწორობა: გენდერული თანასწორობა არის კონცეფცია, რომელიც


გულისხმობს, რომ თითოეული ადამიანი არის თავისუფალი განივითაროს
ინდივიდუალური შესაძლებლობები და მიიღონ გადაწყვეტილებები თავად, სტერეოტიპების
და წინასწარგანწყობების გარეშე.

გენდერული თანასწორობა ნიშნავს რომ ქალებსა და მამაკაცებს აქვთ თანაბარი უფლებები და


პირობები, რათა მოახდინონ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება და საკუთარი
წვლილი შეიტანონ ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ და პოლიტიკურ განვითარებაში.
თანასწორობა არ ნიშნავს, რომ ქალები და მამაკაცები ერთნაირები უნდა გახდნენ ანდა
ერთნაირი საჭიროებები აქვთ. ეს ნიშნავს რომ ქალთა და მამაკაცთა უფლებები, მოვალეობები
და შესაძლებლობები არ იქნება დამოკიდებული იმაზე ქალად დაიბადები თუ მამაკაცად.

ამასთან, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ გენდერული თანასწორობა უფრო ფართო ცნებაა,
ვიდრე თანასწორობა ქალსა და კაცს შორის. გენდერული თანასწორობა მოითხოვს
სოციალური როლების, ნორმების, მასკულინობისა და ფემინურობის კონსტრუქტების, ასევე,
სქესის, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე
დისკრიმინაციის გავლენების ანალიზს. გენდერული თანასწორობა მიღწეული იქნება,
როდესაც ყველა ადამიანი თანასწორი იქნება ცხოვრების ყველა ასპექტში3.

გენდერული ანალიზი: გენდერული ანალიზი ყურადღებას ამახვილებს ქალისა და მამაკაცის


როლზე საზოგადოებაში, უთანსწორობებზე მათ ურთიერთობაში. გენდერული ანალიზი
სვამს შემდეგ კითხვებს: ვინ რას აკეთებს? ვის რა აქვს? ვინ იღებს გადაწყვეტილებას? როგორ

3
ქალთა ფონდი საქართველოში, 2019; სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და
უფლებები სახელმძღვანელო - ძირითადი ცნებები და განმარტებები

4
მიიღება გადაწყვეტილება? ვინ იღებს სარგებელს? ვის აქვს დანაკარგები? დამატებით
გენდერული ანალიზისთვის საინტერესოა - რომელი ქალი და რომელი კაცი? გენდერული
ანალზის ექვსი ძირითადი ელემენტი4:
1. ინფორმაციის შეგროვება სქესის ნიშნით განაწილებული საოჯახო საქმეების,
სამუშაოს, სათემო საქმეებისა და სხვა შესაბამისი საკითხებზე, რომელიც
რელევანტურია კონრეტული პოლიტიკის ან პროგრამისთვის;
2. პროგრამაზე/პროექტზე გავლენის მომხდენი გენდერულად განაწილებული
სამუშაოსა და გადაწყვეტილების მიღების პროცესის შეფასება;
3. რესურსებზე ხელმისაწვდომობისა და კონტროლის, ასევე მიღებული სარგებლის
შეფასება გენდერულ ჭრილში;
4. შეფასება ქალების/გოგონებისა და კაცების/ბიჭების განსხვავებული საჭიროებების,
პრიორიტეტებისა და ძლიერი მხარეების (სტრატეგიული და პრაქტიკული
საჭიროებები);
5. შესწავლა კომპლექსური გენდერული ნორმების, რწმენების, მოლოდინების, ცოდნისა
და სოციალური ნორმების;
6. ქალთა და მამაკაცთა მონაწილეობის (როგორც კერძო, ასევე საჯარო სფეროში)
ბარიერებისა და წინააღმდეგობების შეფასება.

სამუშაოს გენდერული განაწილება: ნებისმიერ საზოგადოებაში, კონკრეტული ამოცანები,


აქტივობები და პასუხისმგებლობები ნაწილდება, მათი სქესის შესაბამისად. სამუშაოს
გენდერული განაწილება ვარირებს საზოგადოებიდან საზოგადოებამდე, კულტურიდან
კულტურამდე. შესრულებული სამუშაოს ორ ძირითად ტიპს გამოყოფენ:
▪ წარმოებითი სამუშაო, რომელიც მოიცავს პროდუქტის წარმოებას ან მომსახურების
მიწოდებას შემოსავლისა და საარესებო წყაროს მიღების მიზნით;
▪ ზრუნვიის სამუშაო, რომელიც მოიცავს ზრუნვასა და საოჯახო საქმეებს, როგორიცაა
საჭმლის მომზადება, სახლის დალაგება, ბავშვებისა და ოჯახის წევრების მოვლა.
ზრუნვიის სამუშაო აუცილებელია და მნიშნელოვანია, მაგრამ იშვიათად არის განხილული
ისეთივე ღირებულად, როგორც წარმოებითი. ის არ არის ანაზღაურებადი და არ აისახება
ეკონომიკურ სტატისტიკაში. ზრუნვითი სამუშაო, ძირითადად, სრულდება ქალების მიერ.

ხელმისაწვდომობა და კონტროლი რესურსებზე: ხელმისაწვდომობა განისაზღვრება, როგორც


შესაძლებლობა რესურსების გამოყენების, ხოლო კონტროლი კი წარმოადგენს ძალაუფლებას
გადაწყვეტილების მიღებაზე თუ როგორ შეიძლება იქნას გამოყენებული რესურსი და ვის
შეიძლება ქონდეს მასზე ხელმისაწვდომობა. ქალებს, ხშირ შემთხვევაში, აქვთ
ხელმისაწვდომობა, მაგრამ არა კონტროლი რესურსებზე. უფრო კონკრეტულად კი:
▪ ხელმისაწვდომობა რესურსებზე გულისხმობს, რომ ქალებს აქვთ შესაძლებლობა
გამოიყენონ და სარგებელი მიიღონ კონკრეტული რესურსებისგან, იქნება ეს
მატერიალური, ფინანსური, ადამიანური, სოციალური თუ პოლიტიკური რესურსები.

4
https://www.gdrc.org/gender/framework/g-framework.html

5
▪ კონტროლი რესურსებზე კი გულისხმობს, რომ ქალებს ხელი მიუწვდებათ რესურსზე,
როგორც გადაწყვეტილების მიმღებს თუ როგორ შეიძლება იქნას გამოყენებული ეს
რესურსი. მაგალითად, კონკრეტულ ნაკვეთზე კონტროლი გულისხმობს, რომ ქალს
ხელი მიუწვდება მასზე (შეუძლია გამოიყენოს), ამასთან საკუთრებაში აქვს ეს ნაკვეთი
(ოფიციალურად რეგისტირებული საკუთარ სახელზე) და შეუძლია მიიღოს
გადაწყვეტილება ამ ნაკვეთის განკარგვაზე (მათ შორის გაყიდვა-გაქირავებაზე).

სტატუსი და როლი: ის საქმიანობები, რომელსაც ქალები ასრულებენ ხშირად არის ნაკლებად


დაფასებული, ვიდრე მამაკაცის მიერ შესრულებეული სამუშაო, რაც განაპირობებს ქალების
დაბალ სტატუსს საზოგაოდებაში, რაც აისახება კიდეც მათ მდგომარეობასა და პოზიციაზე.
▪ სტატუსი - აღწერს მოკლევადიან მატერიალურ შედეგებს ქალებისა და კაცების
ცხოვრებაში, რომელიც დაკავშირებულია მათ სამუშაო დატვრითვასა და
პასუხისმგებლობებთან. მაგალითად, სუფთა წყლის უზრუნველყოფამ ან სარეცხი
მანქანის შეძენამ, შეიძლება გააუმჯობესოს მათი მდგომარეობა, სამუშაო დატვირთვის
შემცირების გზით.
▪ პოზიცია -კი აღწერს ქალის ადგილს საზოგადოებაში კაცთან
მიმართებით/შედარებით. ქალთა პოზიციების ცვლილება მოითხოვს მათი
სტრატეგიული (გრძელვადიანი) გენდერული საჭიროებების დაკმაყოფილებას,
როგორიცაა დასაქმების ბაზრის არადსიკრიმინაციულობა, მემკვიდრეობის უფლება,
გადაწყვეტილების პროცესში მონაწილეობა და სხვა.

ძალაუფლება და პრივილეგია: ძალაუფლება არის შესაძლებლობა ზეგავლენა მოახდინო და


მიიღო ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც აისახება სხვებზე. პრივილეგია კი არის
უპირატესოებები ანდა სარგებელი, რომელსაც ინდივიდები იღებენ კონკრეტულ სოციალურ
ჯგუფებთან მიკუთვნებულობის გამო. პრივილეგია ხშირად წარმოადგენს შედეგეს სხვა
სოციალური ჯგუფების სისტემური მარგინალიზაციისა. ადამიანების, რომელებსაც აქვთ
პრივილეგია მეტად მოსალოდნელია იყვნენ ძალაუფლების მქონე პოზიციებზე და
გამოიყენონ ეს პოზიციები იმ სოციალური ჯგუფების სასარგებლოდ (სხვა
პრივილეგირებულთა მხარდასაჭერად), რომელსაც თავად მიეკუთვნებიან. პატრიარქალურ
საზოგადოებაში, კაცები დომინირებენ პოლიტიკაში, არიან ეკონომიკურად უფრო
შეძლებულნი, აქვთ ზეგავლენა მედიაზე და იკავებენ აღმასრულებელ პოზიციებს
კომპანიებში.

ჯგუფებს, რომლებსაც არ აქვთ ინსიტიუციური ძალაუფლება არ აქვთ პრივილეგია. ქალებისა


პრივილეგია, ღარიბი ადამიანების პრივილეგია, ტრანსგენდერთა პრივილეგია არ არსებობს,
რადგან ამ ჯგუფებს ხელი არ მიუწვდებათ ინსტიტუციურ პრივილეგიაზე. აღსანიშნავია, რომ
ამ ჯგუფებიდან ზოგიერთი ადამიანი ინდივიდუალურად შეიძლება იყოს
პრივილეგირებული, მაგრამ არა სისტემურად. შესაბამისად, ჩვენ პრივილეგია უნდა გავიგოთ
სისტემური და სოციალური პატერნების თვალსაზრისით და არა ინდივიდუალურ დონეზე,
მიუხედავად ინივიდუალური გამოცდილებების მნიშვნელოვნებისა. როცა ვსაუბრობთ

6
პრივილეგიაზე, უნდა შევხედოთ ზოგად წესებსა და მოცემულობას, მთლიან სურათს და არა
გამონაკლისებს წესებს შორის. ძალაუფლების საკითხი კრიტიკულად მნიშვნელოვანია
გენდერული ურთიერთობების გასაგებად. დისკრიმინაცია და სუბორდინაცია არსებობს,
რადგანაც საზოგადოებაში ძალაუფლების მქონე ჯგუფები სარგებლობენ ძალაუფლებით და
ცდილობენ შეინარჩუნონ ეს პრივილეგია.

სოციალური იდენტობა და ინტერსექციულობა: სოციალური იდენტობა წარმოადგენს


ინდივიდის მიკუთვნებულობის განცდას კონკრეტულ სოციალურ ჯგუფთან. როცა არსებობს
პოზიტიური სოციალური იდენტობა ეს ეხმარება ადამიანებს თავი იგრძნონ უკეთესად და
შეინარჩუნონ ჯანსაღი თვითშეფასება. სოციალური იდენტობის შემადგენელი
კომპონენტებია: რასა, გენდერი, ეთნიკურობა, სოციალური კლასი, სექსუალური
ორიენტაცია, შეზღუდული შესაძლებლობა, რელიგია და სხვ.

ინტერსექციულობა კი წარმოადგენს ფემინისტურ თეორიას და მეთოდოლოგის


კვლევისთვის. ტერმინი „ინტერსექციულობა“ აღწერს ურთიერთკავშირსა და გადაკვეთებს
სოციალურ იდენტობებს შორის, რასაც გავლენა აქვს ჩვენს ცხოვრებისეულ გამოცდილებებსა
და იმაზე, თუ როგორ ვოპერირებთ საზოგადოებაში. ინტერსექციული ანალიზის მიზანია
გამოკვეთოს მრავალმხრივი იდენტობები, შეისწავლოს სხვადასხვა ტიპის დისკრიმინაცია და
მოწყვლადობა, რომლებიც, სწორედ, ამ იდენტობათა კომბინაციის შედეგს წარმოადგენს5.
მაგალითად, სოფლად მცხოვრები ღარიბი ქალის გამოცდილებები თვისებრივად
განსხვავდება ქალაქად მცხოვრები საშუალო კალსის ქალის გამოცდილებებისგან. მსგავსად
ამისა, განსხვავებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, ხანდაზმული თუ სხვა
სოციალური ჯგუფს მიკუთვნებულ ქალთა გამოცდილებები. ქალთა საკითხებზე მუშაობის
პროცესში უმნიშვნელოვანესია იმ აღიარება, რომ ქალთა ჯგუფი არ არის ერთგვაროვანი.
არსებობს პრობლემები და გამოწვევები, რომელებიც უნიკალურია კონკრეტული ჯგუფის
ქალებისთვის და არაპროპორციულად დიდ ზეგავლენას ახდეს მათზე.

გენდერული საკითხები და სტატისტიკა

გენდერული სტატისტიკა არის მონაცემები ქალისა და კაცის მდგომარეობის შესახებ


საზოგადოებრივი და ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფეროში. გენდერული სტატისტიკის
მიზანია მიუკერძოებელი მონაცემების წარმოება ქალისა და კაცის სტატუსისა და
გენდერული თანასწორობის კუთხით არსებული რეალური ვითარების შესახებ. იგი
წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს, რომელიც საშუალებას იძლევა
ქალების, კაცების, გოგოებისა და ბიჭების პრიორიტეტები და საჭიროებები იმგვარად იყოს
გათვალისწინებული პოლიტიკის შემუშავება-განხორციელების პროცესებში, რომ
უზრუნველვყოთ ამ პოლიტიკის მიერ მოტანილი სარგებლის და შედეგების თანასწორობა
ყველასთვის.

5
ქალთა ფონდი საქართველოში, 2019; სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და
უფლებები სახელმძღვანელო - ძირითადი ცნებები და განმარტებები

7
ქვემოთ წარმოდგენილია როგორც გლობალური, ასევე საქართველოს გენდერული
სტატისტიკა, უახლეს ხელმისაწვდომ მონაცემებზე დაყრდნობით. იგი იძლევა
შესაძლებლობას ციფრებს მიღმა გენდერული უთანასწორობის დანახვის, რაც ქალებსა და
გოგონებს ართმევთ მათი პოტენციალის სრულად რეალიზების შესაძლებლობასა და
წარმოადგენს ადამიანის უფლებების დარღვევას.

გლობალური გენდერული სტატისტიკა

▪ სამუშაო ძალა / დასაქმება: 2020 წლისთვის, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, კაცები


(74%) მეტად, ვიდრე ქალები (47%) იყვნენ ჩართული ეკონომიკურ საქმიანობაში,
როგორც სამუშაო ძალა / დასაქმებულები. ბოლო 25 წლის განამავლობაში,
გენდერული უთანასწორობის მაჩვენებელი, სამუშაო ძალის მონაწილეობის
თვალსაზრისით, მცირედით შემცირდა. პანდემიურმა მოცემულობამ შეიძლება
კვლავაც გააღრმავოს უთანასწორობა შრომის ბაზარზე და ამასთან გაზარდოს
არაანაზღაურებადი საოჯახო საქმის არათანაბარი გადანაწილების მაჩვენებელი
ქალებსა და კაცებს შორის.

▪ არაანაზღაურებადი/ზრუნვის სამუშაო: საშუალოდ, დღის მანძილზე, ქალები


ხარჯავენ 3-ჯერ მეტ დროს არაანაზღაურებადი საოჯახო საქმეების / ზრუნვის
სამუშაოს (საჭმლის მომზადება, რეცხვა, ბავშვზე ზრუნვა და სხვ.) შესრულების
თვალსაზრისით, ვიდრე კაცები. გენდერული უთანასწორობის მაჩვენებელი
არაანაზღაურებად სამუშაოზე დახარჯული დროის კუთხით არის შედარებით
დაბალი განვითარებულ ქვეყნებში (ასეთ ქვეყნებში, ქალები მხოლოდ 2-ჯერ მეტ
დროს ხარჯავენ საოჯახო საქმეებზე, შედარებით კაცების დახარჯულ დროსთან),
ხოლო მნიშვნელოვნად მაღალი ჩრდილოეთ აფრიკასა და დასავლეთ აზიის ქვეყნებში
(სადაც ქალების 7-ჯერ მეტ დროს ხარჯავენ საოჯახო საქმეებზე, შედარებით კაცების
დახარჯულ დროსთან). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზრუნვის აქტივობებში
დახარჯული დროის ზუსტი გამოთვლა რთულია სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის
იმ მიზეზითაც, რომ ზოგიერთი აქტივობა ურთიერგადამფარავია და ერთდროულად
უწევთ ქალებს ამ საქმეების კეთება.

▪ განათლება: მთელს მსოფლიოში, ბოლო ათწლეულების განმავლობაში,


მნიშვნელოვანი პროგრესი არსებობს განათლების ხელმისაწვდომობის კუთხით.
სკოლაში დასწრების მაღალ მაჩვენელთან ერთად, მტკიცებულებები აჩვენებენ, რომ
გოგონებს აქვთ უკეთესი აკადემიური მიღწევები, ვიდრე ბიჭებს. მიუხედავად ამ
გარემოებისა, გენდერული უთანასწორობა კვლავაც არსებობს განათლებაში და იგი
განსაკუთრებით ვლინდება სწავლების სფეროს / პროფესიის არჩევის დროს. ქალები
კვლავაც ნაკლებად არიან წარმოდგენილნი მეცნიერებაში, ტექნოლოგიაში,

8
ინჟინერიაში, მათემატიკაში და სხვა მონათესავე დარგებში. ქალები ასევე ნაკლებად
არიან წარმოდგენილნი სამცენიერო კვლევებსა და განვითარების სფეროში. უფრო
მეტიც, მეცნიერი და მკვლევარი ქალები უფრო მეტად მოსალოდნელია რომსამსახურს
იპოვიან აკადემიურ სექტორში ან საჯარო სამასახურში, ვიდრე კერძო სექტორში.
კერძო სექტორი, სადაც მაღალი ხელფასი და მეტია შესაძლებლობები, უფრო მეტად
კაცებს ქირაობენ.

▪ ქალები მენეჯერულ პოზიციებზე: გლობალურად, ქალები იკავებენ მენეჯერული


პოზიციებს (იგულისხმება როგორც პირველი დონის, ასევე საშუალო და მაღალი
დონის მენეჯერული პოზიციები) მხოლოდ 28%, 2019 წლის მონაცემებით.
აღსანიშნავია, რომ ეს სტატისტიკური მაჩვენებლი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა
ბოლო 20 წლის განავლობაში. ქალების დაბალი წარმომადგენლობა მენეჯერულ
პოზიციებზე განსაკუთრებით შესამჩნევია, როცა საუბარია მაღალი დონის
გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე. საერთაშორისო შრომის ორგანიზაციის (ILO)
მიერ, 2018 წელს, ჩატარებული კვლევის თანახმად, კომპანიების 48%-ს ყავს მინიმუმ
ერთი ქალი მაღალი საფეხურის მენეჯმენტში, თუმცა ამ კომპანიების მხოლოდ
მესამედს ყავს ქალები აღმასრულებელ პოზიციებზე.

▪ ქალები ადგილობრივ თვითმმართველობებში: 2020 წლისა და 133 ქვეყნის


მონაცემებით, ქალები იკავებენ არჩევითი თანამდებობების 36%-ს, ადგილობრივ
თვითმმართველობებში. მაშინ როცა ქალების წარმომადგენლობა ადგილობრივ
თვითმმართველობებში არის ბევრად მაღალი, ვიდრე ეროვნულ პარლმანეტებში
(25%). აღნიშნული მიანიშნებს იმაზე, რომ გადაწყვეტილების მიღების შედარებით
დაბალ საფეხურებზე ქალები მეტად არიან წარმოდგენილი და მათი მონაწილეების
მაჩვენებელი იკლებს მომდევნო, შედარებით მაღალ საფეხურებზე.

▪ ქალთა მიმართ ძალადობა: ძალადობა ქალებისა და გოგონების მიმართ არის


უკიდურესი მანიფესტაცია გენდერული უთანასწორობისა. პარტნიორის მხრიდან
ძალადობა კი არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა ქალთა მიმართ
ძალადობის. მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 3 ქალიდან 1 ქალს აქვს ფიზიკური და/ან
სექსუალური ძალადობის გამოცდილება, მთელი სიცოცხლის განმავლობაში.
არსებული სოციალური ნორმები, არის ტოლერანტული ამ ტიპის ძალადობისამდი,
პარტნიორის მხრიდან ძალადობა აღქმულია როგორც ჩვეულებრივი, ნორმალური
ელემენტი ურთიერობებში, განსაკუთრებით ქორწინებისა და თანაცხოვრების
კონტექსტში.

▪ ქალების მიერ საკუთრების ფლობა: მიუხედავად იმისა, რომ მწირია ხელმისაწვდომი


სტატისტიკური ინფორმაცია ამ კუთხით, არსებული კვლვებით, რომელიც
განხორციელდა 10 ქვეყანაში დასტურდება, რომ მნიშვნელოვნად ცოტა ქალი ფლობს

9
საკუთრებას, შედარებით კაცებთან. ამ თვალსაზრისით ქალებია არიან
განსაკუთრებით მოწყვლად მდგომაროებაში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთ
ქვეყანას ასევე აქვს ქალების სამართლებრივ დოკუმენტებზე ხელმისაწვდომობის
პრობლემაც, რაც მათთვის შეუძლებელს ხდის ჰქონდეთ ხელმისაწვდომობა და
კონტროლი რესურსებსა თუ მომსახურებებზე.

▪ ინტერნეტის გამოყენება: 2019 წლის მონაცემებით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით,


ინტერნეტის მოხმარების მაჩვენებელი ქალებისა და მამაკაცების შემთხვევაში
შემდეგია: მამაკაცების 58%-ს, ხოლო ქალების 48%-ს მიუწვდება ხელი და მოიხმარს
ინტერნეტს. ეს მაშინ, როცა თანამედროვე მსოფლიოში, ინტერნეტის გამოყენება
უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს წამროადგენს პროდუქტიულობისა, კომუნიკაციისა
და თვითრეალიზაციისთვის.

▪ გენდერული უთანასწორობა პანდემიის დროს: ყველა ზემოთ აღწერილ


უთანასწორობის გაღრმავების რისკთან ერთად, ქალების Covid-19-ის პანდეემის
პირობებში, ინფიცირების უფრო მაღალი რისკის წინაშეც დგანან. 38 ქვეყნის
ხელმისაწვდომი მონაცმეების საფუძველზე, ჩანს, რომ ქალები 20 წლის ზემოთ არიან
ინფიცირების უფრო მაღალი რისკის წინაშე, ვიდრე კაცები. ქალების ინფიცირების
უფრო მაღალი რისკი დაკავშირებულია იმ გარემოებასთან, რომ ჯანდაცვის სექტორის
დაახლოებით 70%-ს, განსაკუთრებით ექთნებისა და მომვლელების სახით, სწორედ
ქალები წარმოადგენენ. პანდემიის პირობებში ქალები დადგნენ დამატებით ისეთი
გამოწვევების წინაშე, როგორიცაა შემცირებული ხელმისაწვდომობა
რეპროდუქციული ჯანმრთლეობის მომსახურებებზე; ბავშვზე ზრუნვის გაზრდილი
დრო (შინ სწავლა); ხანდაზმულებსა და ოჯახის იმ წევრებზე ზრუნვა, ვისაც აქვთ
ჯანმრთელობის პრობლემები; დაწესებული შეზღუდვების პირობებში, მენტალური
ჯანმრთლეობის პრობლემები, ამასთან ოჯახში ძალადობის გაზრდილი რისკი და
დახმარების თხოვნის ნაკლები შესაძლებლობა.

საქართველოს გენდერული სტატისტიკა

საქართველში გენდერული სტატისტიკა წარმოდგენილია, საქართველოს სტატისტიკის


ეროვნული სამსახურის, 2020 წლის მონაცემებსა და შესაბამის ანგარიშზე დაყრდნობით.

▪ განათლება: საქართველოში, შესაბამისი ასაკის ბიჭებისა და გოგოების წილი


დაწყებით სკოლაში - დაწყებით კლასებში წმინდა ჩარიცხვა - კვლავ რჩება საკმაოდ
მაღალ დონეზე და ბოლო პერიოდში, ორივე სქესისთვის, დაახლოებით 96%-ს
უტოლდება. მას შემდეგ რაც საბავშვო ბაღები უფასო გახდა, ამან გამოიწვია
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ბავშვების რაოდენობის მკვეთრი ზრდა: 5
წლის ასაკში საბავშვო ბაღში დადიოდა გოგოების დაახლოებით 92% და ბიჭების 88%.

10
ამრიგად, განათლების ადრეულ ეტაპზე გენდერული განსხვავებები პრაქტიკულად არ
არსებობს, თუმცა, გოგოების წილი ოდნავ მაღალია.

პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში დაახლოებით 11.0 ათასი ბიჭი და


გოგო სწავლობს. გოგოები, როგორც წესი, დომინირებენ ხელოვნების,
ჯანმრთელობის, განათლებისა და ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამებში, ხოლო
ბიჭები წარმოადგენენ სტუდენტების უმრავლესობას საინჟინრო და საინფორმაციო
ტექნოლოგიების სპეციალობებში.

ქალებს უმაღლესი განათლება მიღებული აქვთ უფრო მეტად ხელოვნებასა და


ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, განათლებაში, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის
პროგრამებში. კაცები დომინირებენ საინჟინრო, საწარმოო და სამშენებლო
პროგრამებში. ანალოგიური გენდერული განაწილება შეიმჩნევა დოქტორანტებშიც.

▪ სოციალური სტატუსი: ქალები წარმოადგენენ მიზნობრივი სოციალური დახმარების


პროგრამის (ცნობილი, როგორც სიღარიბის დაძლევის პროგრამა) ბენეფიციართა
უმრავლესობას - 2019 წლის მონაცემებით, 234 000 ქალი, ხოლო 194 000 კაცია
პროგრამის ბენეფიციარი. აღნიშნული მიანიშნებს, ქალთა სიღარიბის (სიღარიბის
ფემინიზაცია) შედარებით მაღალ მაჩვენებელზე, განსხვავებით კაცების სოციალური
მდგომარეობისგან.

▪ სამუშაო ძალა: საქსტატის მონაცემებით, შესაბამისი სამუშაო ძალის მონაწილეობის


დონის (პირი არის დასაქმებული ან აქტიურად ეძებს სამუშაოს) სტატისტიკური
მაჩვენებელი, ბოლო 10 წლის განმავლობაში, მამაკაცებისთვის შეადგენდა
დაახლოებით 62-67% და ქალებისთვის 42-46%, რაც მიუთითებს შრომის ბაზარზე
არსებულ მნიშვნელოვან განსხვავებაზე გენდერული მიმართულებით.

▪ სახელფასო სხვაობა: ხელფასებში განსხვავება გენდერული მიმართულებით კვლავაც


მნიშვნელოვანი რჩება, რადგან ქალები იღებენ მამაკაცთა საშუალო თვიური
ხელფასის 2/3 (ორ მესამედზე) ნაკლებს. ბოლო 10 წლის განმავლობაში ეს
თანაფარდობა საკმაოდ სტაბილური რჩება ისე, რომ შრომის ანაზღაურებაში
გენდერული სხვაობის შემცირება მკვეთრად გამოკვეთილი არ არის. 2019 წლის
მონაცემებით, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური
ხელფასი ქალებისა და მამაკაცების შემთხვევაში შემდეგნაირად გამოიყურება -
ქალების შემთხვევაში 869 ლარი, ხოლო მამაკაცების შემთხვევაში 1361 ლარი.

▪ ქონებრივი მდგომარეობა: გლობალური მასშტაბით, საქართველო იყო ერთ-ერთი იმ


მცირე რაოდენობის ქვეყნებს შორის, რომლებმაც ბოლო პერიოდში ჩაატარეს
გამოკვლევა აქტივების ფლობის შესახებ გენდერულ ჭრილში. გამოკვლევამ

11
შინამეურნეობების წევრები ინდივიდუალურად შეისწავლა, რამაც წარმოდგენა
შეგვიქმნა შინამეურნეობის წევრებს შორის აქტივების ფლობის
ურთიერთმიმართებაზე. გენდერული ნიშნით აქტივების ფლობის (სიმდიდრის)
შეფასება - რაც ცხოვრების დონის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ელემენტია -
გვიჩვენებს, რომ კაცები ფლობენ და განკარგავენ თითქმის ყველა ტიპის აქტივის
უფრო დიდ ნაწილს, როგორიცაა საცხოვრისი, მიწა, მსხვილი ტექნიკა და სხვა უძრავი
ქონება. აქტივების ფლობაში გენდერული დისპროპორცია კაცების უპირატესობით
უფრო მეტად გამოხატულია სოფლად.

▪ ბიზნეს სექტორი: უახლესი მონაცემებით, ბიზნესის დამფუძნებელი კაცების რიცხვი


თითქმის ორჯერ აღემატება ქალების რიცხოვნობას, რომლებიც საქართველოში
რეგისტრირებული ბიზნესის მფლობელების დაახლოებით 35 პროცენტს შეადგენენ.
მეორეს მხრივ, მფლობელი ქალების რიცხოვნობა გაცილებით მეტია, კაცი
მფლობელების რიცხოვნობაზე საქმიანობის ისეთ სფეროებში, როგორიცაა განათლება,
ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება და სხვა სახის მომსახურებები. ბიზნეს
სექტორში, ქალების საშუალო ხელფასი კაცების საშუალო ხელფასის 63%-ს
შეადგენდა.

▪ ოჯახში ძალადობის შემთხვევები: 2008 წელს ოჯახში ძალადობის 200


რეგისტრირებული მსხვერპლიდან, 2019 წელს 9000 პირს გადააჭარბა, რომელთა 80%-
ს სწორედ ქალები წარმოადგენენ მსხვერპლის სტატუსით. ეს იმ ფონზე, რომ ქალთა
მიმართ ძალადობის გამოკითხვებმა აჩვენა, რომ რეგისტრირებული შემთხვევები,
ოჯახში ძალადობის მხოლოდ მცირე ნაწილს წარმოადგენს.

▪ ხელისუფლება და ქალთა მონაწილეობა: საქართველოში ხელისუფლების სამ შტოში


გენდერული განსხვავებები კვლავ საკმაოდ არათანაბარია. აღმასრულებელი და
საკანონმდებლო ხელისუფლების წრეებში - გენდერული სხვაობა ძალაუფლებაში
შედარებით ზომიერია. ამრიგად, აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალ
თანამდებობებზე საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს შორის ქალთა წილი
შეადგენს 11%-ს, ხოლო მინისტრებს შორის - 45%-ს. რაც შეეხება ხელისუფლების
სასამართლო შტოს, საერთო სასამართლოების მოსამართლეებში ქალები შეადგენენ
54%-ს.

ყველაზე დიდი გენდერული სხვაობა ძალაუფლებაში ტრადიციულად შეიმჩნევა


საკანონმდებლო შტოში, როგორც ეროვნულ, ისე მუნიციპალურ დონეზე. 2019 წელს
საქართველოს პარლამენტში ქალი პარლამენტარების წილმა 14% შეადგინა, ხოლო
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ქალების პოლიტიკური
წარმომადგენლობა 11% იყო. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში ჩატარებულ
ეროვნულ არჩევნებში ამომრჩეველ ქალთა წილმა დაახლოებით 51% შეადგინა.

12
გენდერული ნიშნით ძალადობა

გენდერული ნიშნით ძალადობა წარმოადგენს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და სექსუალური


ხასიათის ძალადობას როგორც ქალების, ასევე მამაკაცების მიმართ. იგი მოიცავს ნებისმიერი
სახის ზიანს, რომელიც დაფუძნებულია გენდერულ როლებზე, მოლოდინებსა და
სტერეოტიპებზე. გენდერული ნიშნით ძალადობა ხდება როგორც ქალების, ასევე კაცების
წინააღმდეგ, თუმცა იგი არაპროპორციულად დიდ ზეგავლენას ახდენს ქალებსა და
გოგონებზე. სწორედ, ქალები და გოგონები ხდებიან უფრო ხშირად გენდერული ნიშნით
ძალადობის მსხვერპლი.

საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით6, ქალთა მიმართ ძალადობა გულისხმობს


საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალების მიმართ გენდერული ნიშნით ჩადენილი
ძალადობისათვის დამახასიათებელ ყველა ქმედებას, რომელთაც შედეგად მოჰყვება ან
შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, ფსიქოლოგიური ან სექსუალური ტანჯვის ან
ეკონომიკური ზიანის მიყენება, მათ შორის, ასეთი ქმედებების ჩადენის მუქარა, ქალების
იძულება ან მათთვის თავისუფლების თვითნებური აღკვეთა.

▪ ფიზიკური ძალადობა - ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების


უკანონო აღკვეთა ან სხავ ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან
ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების
დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის დაზიანებს ან
სიკვდილს;
▪ ფსიქოლოგიური ძალადობა - შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა
ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივის და ღირსების შელახვას;
▪ სექსუალური ძალადობა - სექსუალური კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით
ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური
ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ;
▪ ეკონომიკური ძალადობა - ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებლით და
ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრების და
შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული
ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას;
▪ იძულება - ადამინის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შასრულოს ან არ
შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი
უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება–სურვილის საწინააღმდეგო
ზემოქმედება;

6
https://matsne.gov.ge/ka/document/view/26422?publication=19, საქართველოს კანონი „ქალთა მიმართ
ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების
შესახებ“

13
გენდერული ნიშნით ძალადობა ყველა ქვეყანაში გვხვდება და იგი სცილდება კულტურის,
კლასის, განათლების, ეთნიკური და სოციალური წარმომავლობის ფარგლებს.
ასევე, ფიზიკური/ფსიქოლოგიური ზემოქმედება და სექსუალური ძალადობა ქალების
მიმართ აქტუალურია არა მხოლოდ ოჯახში, არამედ სხვადასხვა გარემოში, მათ შორის
სასწავლო დაწესებულებებში და სამუშაო ადგილებზე. გენდერული ნიშნით ძალადობა
სერიოზულ დაბრკოლებას უქმნის ქალებსა და მამაკაცებს შორის თანასწორობას. იგი არის
ადამიანის უფლებების დარღვევა და წარმოადგენს მნიშვნელოვან შემაფერხებელს
განვითარებისთვის.

რა ძირითადი განსხვავებაა ტერმინებს შორის?

▪ ქალთა მიმართ ძალადობა - აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და


ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული
ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან
შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან
ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის
მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ
სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში
▪ ოჯახში ძალადობა - გულისხმობს ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური თუ
ეკონომიკური ძალადობის ყველა აქტს, რომლებიც ხდება ოჯახში თუ შინაურ წრეში
ან ყოფილ ან ამჟამინდელ მეუღლეებსა თუ პარტნიორებს შორის, მიუხედავად იმისა,
დამნაშავე პირი მსხვერპლთან ერთად ერთ საცხოვრებელში ცხოვრობს თუ არა;
▪ გენდერზე დაფუძნებული ძალადობა (გდძ) - ქოლგა ტერმინია, რომელიც
გულისხმობს ნებისმიერ ზიანის შემცველ ქმედებას ან საფრთხეს, რომელიც
მიმართულია ინდივიდზე ან ინდივიდთა ჯგუფზე და ეფუძნება ფაქტიურ ან აღქმულ
ბიოლოგიურ სქესს, გენდერულ იდენტობას, სექსუალურ ორიენტაციას და/ან
მამაკაცურობისა და ქალურობის შესახებ განსხვავებული სოციალური ნორმების
აღიარების ნაკლებობას.
რა იწვევს გენდერული ნიშნით ძალადობას?7

გენდერული ნიშნით ძალადობის ძირითადი გამოწვევი მიზეზი ის კუტურული რწმენები და


დამოკიდებულებებია, რომელიც ასაზრდოვებს უთანასწორობას. ამასთან, ერთად
მნიშვნელოვანია, სხვა ისეთი ფაქტორების გათვალისწინებაც, როგორიცაა: სიღარიბე,
განათლებისა და ცხოვრებისეული შესაძლებლობების ნაკლებობა, დანაშაულისა და
ძალადობის დაუსჯელობა, დისკრიმინაცია. პრევენციისა და რეაგირების კუთხით არსებული
ძირითადი ბარიერები შეიძლება შემდეგნაირად განისაზღვროს:

ფიზიკური გარემოს ფაქტორები:

7
https://www.unhcr.org/4794b3512.pdf

14
▪ ფიზიკური უსაფრთხოების ნაკლებობა კანონისა და წესირგის დარღვევის დროს,
მაგალითად, შეარაღებული კონფლიქტებისას; საგანგებო მდგომარეობისას;
სამართლებრივ ინსტიტუტებსა და სოციალურ სტურუქტურებში კოლაფსისა;
▪ სიღარიბე, განათლებისა და ცხოვრებისეული შესაძლებლობების ნაკლებობა ზრდის
გენდერული ნიშნით ძალადობის რისკებს;

სოციალურ/კუტურულ/პოლიტიკური ფაქტორები:
▪ დისკრიმინაციული სოციალური, კუტურული და რელიგური ნორმები და
პრაქტიკები, რომლებიც ქალებსა და გოგონებს ხდიან მეტად მოწყვლად
ძალადობისადმი;
▪ კოლაფსი ოჯახურ, სოციალურ და სათემო სტრუქტურებში და დამაზიანებელი
ურთიერთობები ოჯახის წევრებს შორის, რომლებიც ქალებს აყენებს ზიანის მაღალი
რისკის ქვეშ და უზღუდავენ მათ გამკლავების მექანიზმებს;
▪ ნდობის ნაკლებობა სოციალური ინსტიტუტების მიმართ, მაგ. აღმასრულებელი და
სამართალდამცავი უწყებებისადმი, რაც ხელს უშლის მსხვერპლს ეძიოს დახმარება.

სამართლებრივი ბარიერები:
▪ ხელმისაწვდომობის ნაკლებობა სამართლებრივ მექანიზმებსა და ინსტიტუტებზე.
არაადეკვატური სამართლებრივი დახმარება/წარმომადგენლობა და დამცავი
მექანიზმების არ არსებობა;
▪ არაადეკვატური სამართლებრივი / საკანონმდებლო ჩარჩო (მაგ. გაუპატიურების
კრიმინალიზაციის დაბალი სტანდარტი);

ინდივიდუალური ბარიერები:
▪ არასათანადოდ მოპყრობის გამოცდილება მსგავს სიტუაციაში; შიში სტიგმის,
იზოლაციისა და სოციალური გარიყულობის;
▪ განმეორებითი ან ახალი ძალადობის გამოწვევა მათ შორის შეიძლება იყოს
თავისუფლების აღკვეთა, არასათანადოდ მოპყრობა, დასჯა და სხვ.
▪ ინფორმაციის ნაკლებობა ადამიანის უფლებებზე და იმ შესაძლებლობებზე, თუ სად
და როგორ ეძიო დახმარება;
რა შედეგები მოჰყვება გენდერული ნიშნით ძალადობას?8

გენდერულ ძალადობას შეიძლება მოჰყვეს სერიოზული გრძელვადიანი და სიცოცხლისთვის


სახიფათო შედეგები. ძალადობამ შეიძლება გამოიწვიოს ფიზიკური, ფსიქო-სოციალური და
ჯანმრთლეობასთან დაკავშირებული პრობლემები, რომელიც ხშირ შემთხვევაში ანადგურებს
მსხვერპლის ღირსების განცდას, თვითშეფასებას, ცხოვრების ხარისხს და მოწყვლად ხდის
მას სხვა ტიპის ძალადობისადმი. გენდერული ნიშნით ძალადობა წარმოშობს ძალადობის
მანკიერ წრეს, სადაც მსხვერპლები უარყოფილები არიან ოჯახებიდან, გარიყულები ხდებიან

8
https://www.unhcr.org/4794b3512.pdf

15
საზოგადოებიდან და ზოგჯერ ისინი ხდებიან ძალადობის მსხვერპლნი იქ, სადაც ეძებენ
დახმარებას. გენდერული ძალადობის შედეგები შეიძლება იყოს:

ფატალური: რეპროდუქციული:
▪ მკვლელობა ▪ ორსულობის შეწყვეტა ან გართულება
▪ სუციდი ▪ არასაურველი ორსულობა
▪ დედათა სიკვდილიანობა ▪ არაუსაფრთხო აბორტი
▪ ახალშობილთა სიკვდილიანობა ▪ აივ/შიდსი
▪ მენსტრუალური პრობლემები
▪ გინეკოლოგიური ან/და სექსუალურ
ცხოვრებასთან დაკავშირებული
სირთულეები

მძიმე ფიზიკური: ქრონიკული ფიზიკური:


▪ ფიზიკური დაზიანებები ▪ შეზღუდული შესაძლებლობა
▪ შოკი ▪ ქრონიკული ტკივილი ან / და ინფექციები
▪ დაავადებები ▪ კვებისა და ძილის დარღვევები
▪ ინფექციები ▪ მავნე ნივთიერებების მოხმარება

ემოციური / ფსიქოლოგიური: სოციალური და ეკონომიკური:


▪ პოსტ ტრავმული სტრესი ▪ მსხვერპლის დადანაშაულება
▪ დეპრესია ▪ როლისა და ფუნქციების დაკარგვა
▪ ბრაზი, შფოთვა და შიში საზოგადოებაში
▪ სირცხვილის განცდა და თვით- ▪ სოციალური სტიგმა, უარყოფა და
დადანაშაულება იზოლაცია
▪ მენტალური ჯანმრთლეობის ▪ სიღარიბის ფემინიზაცია
პრობლემები ▪ გაზრდილი გენდერული უთანასწორობა
▪ სუიციდური ფიქრები და ქცევა ▪ ფინანსურ/ეკონომიკურ რესურსებზე
ხელმისაწვდომობის დაკარგვა
▪ დაპატიმრება, გადასახლება და/ან დასჯა

ქალთა მონაწილეობა და ლიდერობა

ბოლო ათწლეულების მანძილზე, ქალები უფრო და უფრო აქტიურები ხდებიან


საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტებში, თუმცა ეს ჯერ კიდევ შორს არის
გენდერული თანასწორობის მიღწევისა და ქალთა მონაწილეობისა და ლიდერობის
თანასწორი შესაძლებლობებისგან. ქალთა მონაწილეობა მენეჯერულ და ადმინისტრაციულ
პოზიციებზე მთელს განვითარებულ მსოფლიოში არის მხოლოდ 33%, აფრიკაში 15 %, ხოლო

16
აზიაში კი 13%. აშშ-ში ქალთა ლიდერობის ბარიერების შესწავლის კუთხით
განხორციელებულამა კვლევამ9 გამოავლინა შემდეგი ძირითად გამოწვევები:

დამსაქმებლის პერსპექტივა - კვალიფიციური კადრების „დეფიციტი“


კვალიფიკაციის თვალსაზრისით, ლიდერობის პოტენციალის მქონე ქალთა რიგი
მნიშვნელოვნად გაფართოვდა ბოლო ნახევარი საუკუნის მანძილზე მთელს მსოფლიოში.
ახლა ქალები იღებენ უმაღლეს, საუნივერსიტეტო განათლებას. მაგალითად, აშშ-ში
ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორნატი ქალების რაოდენობა მცირედით აღემატება კიდეც
შესაბამისი აკადემიური ხარისხის მქონე მამაკაცთა რაოდენობას. მნიშვნელოვანმა
ცვლილებებმა ქალების განათლებასა და დასქმებაში მილიონობით ქალს მისცა საჭირო
გამოცდილება და უნარები დაიკვონ გადაწყვეტილების მიმღები პოზიციები / გახდნენ
ლიდერები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აღარ არსებობს დეფიციტი კვალიფიციური და
ამბიციური ქალებისა. მიუხედავად ამისა, დღემდე საკმარისი კვალიფიციური ქალის არ
არსებობა სახელდება პრობლემად დამსაქმებელთა მხრიდან, როცა ისინი ქირაობენ კაცებს
მაღალ/მენეჯერულ პოზიციებზე.

საოჯახო პასუხისმგებლობები და ქალთა „არჩევანი“


ბალანსი საოჯახო პასუხისმგებლობებსა და სამუშაოს შორის რჩება ერთ-ერთ მნიშვნელოვან
გამოწვევად ქალებისთვის, რომლებიც ცდილობენ წარმატების მიღწევას კარიერასა და
ლიდერულ პოზიციებზე. ეს შეიძლება ხელისშემშლელი აღმოჩნდეს ათასობით ქალისთვის,
რომლებსაც აქვთ ოჯახსა და ბავშვზე ზრუნვის პასუხისმგებლობა. როგორც წესი, ქალები
არიან ხოლმე ძირითადი მზრუნველები ბავშვზე და რიგ შემთხვევებში, შეიძლება
ერთადერთი მზრუნველებიც, ამ პასუხისმგებლობის მეორე მშობელთან განაწილების გარეშე.
უფრო მეტიც, ხშირად ქალები გრძნობენ წინაარმდეგობრივ დამოკიდებულებას რომ ტოვებენ
შვილებს და გადიან სამსახურში. კონცეფცია „არჩევანი“ ამ დროს არ მუშაობს ზუსტად იმ
გამოცდილების აღსაწერად, თუ როგორ უნდა მოხდეს მშობლობისა და ანაზღაურებადი
დასაქმების შეთავსების მართვა. არჩევანი მუშაობს იმ შემთხვევაში, როცა არსებობს
ალტერნატივები, მათ შორის ოჯახის მხარდამჭერი პოლიტიკა დამსაქებელთა მხრიდან.
ქალები, რომელბსაც არ მიუწვდებათ ხელი ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებაზე ხშირ
შემთხვევაში წყვეტენ მუშაობას და ბუნებრვია, რომ მათთვის შრომის ბაზარზე დაბრუნება
ერთი-ორად რთულდება.

კონტაქტებისა და მენტორობის ნაკლებობა

ხელმისაწვდომობა გავლენიან კონტაქტებზე, როგორც წესი, წარმოადგენს ლიდერულ


იერარქიაში დაწინაურების გზას. კვლევები აჩვენებენ, რომ სოციალური კაპიტალი შეძენილი
ურთიერთობით გავლენიან ადამიანებთან არის ბევრად მნიშვნელოვანი, ვიდრე სამუშაოს

9
Empowering Women since 1891, 2016; Barriers and Bias – the Status of Women in Leadership;

17
შესრულების ხარისხი. ქალები განიხილებიან, როგორც კარგი კომუნიკაციის უნარების
მქონენი, რაც ზრდის ალბათობას წარმატებული საქმიანი კავშირების დამყარებისა. თუმცა
როგორც გამოიკვეთა, საქმიანი კავშირების დამყარების ნაწილი უფრო ისეთი აქტივობებია,
რომელიც ტიპურად მასკულინურ აქტივობებს წარმოადგენს, მაგალითად ამერიკელების
შემთხვევაში, გოლფის თამაში და ნადირობა, რაც ჩვენს შემთხვევაში შეიძლება სუფრა და
თევზაობა იყოს. როგორც წესი, ქალებს საოჯახო პასუხისმგებლობების გამო ნაკლები დრო
რჩებათ სოციალიზაციისა და ამგვარი აქტივობებისთვის კოლეგებთან ერთად.

სტერეოტიპები და წინასწარგანწყობები

სტერეოტიპები წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს დაბრკოლებას ქალებისათვის წარმატების


მიღწევის გზაზე. გენდერი, რასა და ასაკი ხშირ შემთხვევაში არის სტეროტიპების სამიზნე და
ზოგჯერ ისინი ჩანან როგორც პოზიტიური, თუმცა იწვევენ პრობლემებს. მაგალითად,
დედობასთან დაკავშირებული სტეროტიპები, რომლებიც ძირითადად პოზიტიურად ჟღერს,
ნეგატიურ გავლენას ახდენს ქალთა მონაწილეობასა და ლიდერობაზე. ამასთან,
დამსაქმებლებს, სტეროტიპების საფუძველზე, ხშირად აქვთ დაშვება რომ მზრუნველის
პასუხისმგებლობები ქალს ხელს შეუშლის სამსახურეობრივი პასუხისმგებლობების
სათანადოდ შესრულებაში.

ხანგრძლივი დისკრიმინაციისა და ჩაგვრის გამოცდილება

ზოგიერთი წინასწარგანწყობა და სტერეოტიპული დამოკიდებულება ქალების მიმართ


თითქმის შეუმჩნეველია, თუმცა ღია დისკრიმინაცია ქალების სამუშაო ადგილზე კვლავაც
რჩება მნიშვნელოვან გამოწვევად. მაგალითად, კვლავაც პრობლემას წარმოადგენს ერთი და
იმავე პოზიციებზე დასაქმებული ქალისა და მამაკაცის შორის სახელფასო სხვაობა.
სექსუალური შევიწროვება და მტრული სამუშაო გარემო დასაქმების ადგილას, ქალებისთვის
არის დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა. ბევრ ქალს აქვს გამოცდილება საგანმანათლებლო
დაწესებულებებში თუ დასქმების ადგილას, მათ შორის პოლიტიკაში, სექსუალური
შევიწროვებისა. პოლიტიკაში, მყარი სტერეოტიპები ქალებისა და პოლიტიკური ლიდერობის
შესახებ, ხშირად ხდება წინაპირობა მედიაში ქალი პოლიტიკოსების სწორედ ამ
წინასწარგანწყობებზე დაფუძნებული გაშუქებისა, რაც ერთის მხრივ გავლენას ახდენს
ამორჩეველთა განწყობებზე, ხოლო მეორე მხრივ ქალებს უკარგავს სურვილს შევიდნენ
პოლიტიკაში.

თემის როლი გენდერულ თანასწორობაში

რა არის თემი?

თემის მრავალგვარი განმარტება არსებობს. მას შეიძლება განსხვავებული მნიშვნელობა


ჰქონდეს სხვადასხვა კონტექსტში.

18
ზოგადი საერთო ელემენტები თემის გამარტებისა არის შემდეგი:
▪ ინდივიდები ან ჯგუფები, რომლებსაც აქვთ საერთო გეოგრაფიული
ადგილმდებარეობა;
▪ ინდივიდები ან ჯგუფები, რომელბსაც აქვთ საერთო ენა, კულტურა და
ღირებულებები;
▪ როგორ ურთიერთქმედებენ, როგორი ურთიერთობები აქვთ ინდივიდებსა და
ჯგუფებს ერთამნეთთან;
▪ როგორ იყენებენ საერთო რესურსებს თემის წევრები და როგორ იღებენ ისინი
გადაწყვეტილებებს.

გენდერული თანასწორობის ხელშემწყობი ტრენინგის მიზებისთვის, თემი განიმარტება


როგორც ადამიანთა ჯგუფი, რომელებიც ცხოვრობენ ერთ გეოგრაფიულ სივრცეში და
მოქმედებენ საერთო ინტერესებისთვის.

რა არის თემის ჩართულობა?

თემი ჩართულობა არის მობილიზაცია ყველა შესაბამისი სექტორისა და აქტორის


ადგილობრივ თემში და მათი აქტიური მონაწილეობა თემის კონკრეტული პრობლემის
გადასაჭრელად, იქნება ეს გენდერული ნიშნით ძალადობა, ბავშვთა მიმართ ძალადობა,
ინფრასტრუქტურლი პრობლემების გადაწყვეტა თუ სხვა. თემის მობილიზაცია აძლიერებს
ინდივიდებსა და ჯგუფებს რათა აიღონ ინიციატივა თემში სასიკეთო ცვლილებების
ინიცირებისთვის.

თემის მობილიზაცია ხორციელდება კონკრეტული საკითხის ან პრობლემის ირგვლივ თემის


ცნობიერების ამაღლებით, რომელიც მიიღწევა საგანმანათლებლო აქტივობებით, თემის
წევრთა მხარდაჭერით იფიქრონ იმაზე, თუ რა გავლენას ახდენს პრობლემა მათ ცხოვრებაზე,
სათემო სტრატეგიების განვითარებით პრობლემის გადასაჭრელად.

ქვემოთ მოცემულია სათემო ცნობიერების ამაღლების აქტივობის განხორციელების


რამდენიმე გზა:
▪ სათემო შეხვედრები, სადაც განხორციელდება საკითხის ირგვლივ დისკუსია თემის
ლიდერების მონაწილეებით (ლიდერები შეიძლება იყვნენ ადგილობრივი
პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები პირები, რელიგიური ლიდერები და სხვ.).

19
▪ საჯარო ლექცია, სადაც მოწვეული სტუმარი ისაუბრებს კონკრეტული საკითხის
ირგვლივ და თემის დაინტერესებულ წევრებს მიაწვდის ინფორმაციას;
▪ საჯარო დებატები/დისკუსიები, სადაც თემის წევრები განხილავენ სადისკუსიო
საკითხს და გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს საკითხის ირგვლივ;
▪ ფილმის ჩვენება, კონცერტი ან გამოფენა, რომელიც მიეძღვნება კონკრეტულ
პრობლემას;
▪ კარდაკარ სესიები და მოსახლეობის ინფორმირება კონკრეტული პრობლემის ან
საკითხის ირგვლივ;
▪ ამბისთხრობის მეთოდი, რომელის საშუალებითაც პრობლემის ირგვლი მთხრობელი
წარმოადგენს რეალურ ან მოგონილ ისტორია, პრობლემის ხაზგასმის მიზნით.

წინააღმდეგობასა და კრიტიკასთან გამკლავება

ადგილობრივ თემთან მუშაობა გენდერული თანასწორობის საკითხზე და გენდერული


ნორმების ცვლილებაზე მიმართული პროგრამებს, როგორც წესი, ადგილობრივ თემებში
მოჰყვება გაკრვეული კრიტიკა და წინააღმდეგობა. თემში მომუშავე აქტივისტები უნდა
იყვნენ სათანადოდ მომზადებულები, რათა გაუმკლავდნენ უთანხმოებას მათთან, ვინც არ
იზარებს მათ მოსაზრებებს.

მნიშვნელოვანია იცოდეთ, ვინ არის თემში წინააღმდეგი, რა დგას მათი წინააღმდეგობის


უკან და შესაბამისად დაგეგმოთ ის სტრატეგიები და ტაქტიკები, რაც მათ წინააღმდეგობას
შეამცირებს. ზოგიერთი ადამიანი წინააღმდეგია ამგვარი პროგრამების, რადგან ფიქრობს,
რომ ისინი მათ კულტურას უქმნიან საფრთხეს. ასეთ, დროს მნიშვნელოვანია გამოყოთ დრო
მათი წუხილების მოსასმენად. ღია კომუნიკაცია ხშირად არის დამხმარე ამგვარი
წინააღმდეგობების შესამცირებლად. თუმცა, ყველა შემთხვევაში და სწრაფად არ მუშაობს.

20

You might also like