You are on page 1of 10

მერი უოლსტანკრაფტი

„ქალის უფლებების დაცვა“ ერთდროულად პოლიტიკის თეორიული, პედაგოგიური


და დიდაქტიკურ-მორალისტური ტრაქტატია. უოლსტონკრაფტი აქ აგრძელებს
„ადამიანთა უფლებების დაცვაში“ წამოწყებულ თავდასხმას არისტოკრატიზმზე და
მემკვიდრეობით მიღებულ პრივილეგიებზე. ის იცავს ადამიანის უფლებებისა და
მოვალეობების კონცეფციას, რომელიც აზროვნებით, გონების ძალისხმევით
აღმოჩენადი ბუნებრივი სამართლის ჯონ ლოკისეულ გაგებას ემყარება.

. მისი არგუმენტების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წანამძღვარია მისი რელიგიური


რწმენა, რომ ადამიანებში გონებაა ის, რაც მათში ღვთაებრივია; შესაბამისად, გონების
განვითარება და გამოყენებაა ამქვეყნიურ ცხოვრებაში ადამიანის ნამდვილი
დანიშნულება – და ეს ერთნაირად ეხება ქალებსაც და კაცებსაც.

. აღზრდისა და განათლების სკითხები

რუსოს ძალიან სხვადასხვაგვარად წარმოუდგენია ბიჭებისა და გოგონებისათვის


შესაფერისი განათლება. ბიჭებისთვის ის გვირჩევს ბავშვობიდანვე მაქსიმალური
თავისუფლების მიცემას, მათი ბუნებრივი ცნობისმოყვარეობის წახალისებას და
სასწავლო მასალის შესაბამისად შერჩევას, მათში აზროვნების უნარისა და
რაციონალურობის განვითარებას, უფროს ასაკში მეცნიერებისა და „ზოგადი
იდეების“ სწავლებას. ხოლო გოგონების აღზრდა მისი აზრით იმაზე უნდა იყოს
მიმართული, რომ ისინი მოსიყვარულე ცოლებად და დედებად ჩამოაყალიბოს;
ამისთვის კი ზედმეტად მიაჩნია მათში რაციონალურობის განვითარება ან მათთვის
მეცნიერების სწავლება – სწორმა აღზრდამ ქალში მისი მგრძნობიარე,
სენტიმენტალური ბუნება უნდა განავითაროს.

გოგონების, მისი სიტყვით, „რაციონალურად“ აღზრდის სასარგებლოდ


უოლსტონკრაფტის ტექსტში რამდენიმე არგუმენტის ამოკითხვა შეიძლება. პირველი
და უმთავრესია მისი მტკიცება, რომ ადამიანში ყველაზე ღირებული მხარე მისი
გონებაა (ესაა ადამიანში ღვთაებრივი) და მას ემყარება ყველა ადამიანური სათნოება;

უოლსტონკრაფტი ბევრს მსჯელობს საფრთხეებზე, რომელთაც ქალების მხოლოდ


მგრძნობიარე, კაცის საამებელ არსებებად აღზრდა შეიცავს: ქალი შეიძლება არ
გათხოვდეს, ან დაქვრივდეს. ასეთ შემთხვევაში ის სრულიად მოუმზადებელი
აღმოჩნდება იმისათვის, რომ ღირსეული ცხოვრება უზრუნველყოს თავისი
თავისთვის ან მის იმედზე დარჩენილი შვილებისთვის.

უოლსტონკრაფტი ასევე აუცილებლად მიიჩნევს, რომ გოგონების აღზრრდაში


სათანადო ყურადღება მიექცეს ფიზიკურ განვითარებასაც. ამ მხრივ მისი ერთი
არგუმენტი ემყარება მტკიცებას, რომ ფიზიკური განვითარება პიროვნების
ჰარმონიული განვითარების აუცილებელი ნაწილია. თუმცა ამ მიმართულებით მისი
არგუმენტების უფრო საინტერესო ასპექტია ქალის სილამაზისა და ქალი სათვის
შესაფერისი ქცევის ნორმების მისეული კრიტიკა, რასაც „ფემინურობის კრიტიკა“
შეგვიძლია ვუწოდოთ.
„ქალის უფლებების დაცვის“ ყველაზე საინტერესო ასპექტი, დღესაც თანამედროვედ
რომ ჟღერს, არის ქალურობის, ან, როგორც თვითონ უოლსტონკრაფტი უწოდებს,
„სქესთა ხასიათის შესახებ გაბატონებული მოსაზრებების“ კრიტიკა. განათლების
შესახებ მისი არგუმენტების ნაწილიც ამ კრიტიკას ემყარება – სახელდობრ,
უკუგდებას გაბატონებული აზრისა, რომ ქალსა და მამაკაცს ბუნებრივად აქვთ
რადიკალურად განსხვავებული ხასიათი, უნარები, მისწრაფებები და სურვილები,
რადიკალურად სხვადასხვა რამ არის მათთვის სათნოება და კარგი ცხოვრება
(სწორედ ამ განსხვავებებით ამართლებდნენ რუსოც და სხვებიც მათთვის
სხვადასხვაგვარი აღზრდის და განათლების საჭიროებას).

ქალური ხასიათი ქალის ბუნებრივი, ბიოლოგიური თავისებურებებით კი არ არის


განპირობებული, არამედ ყალიბდება სოციალური ურთიერთობებისა და იმ
სპეციფიკური აღზრდის შედეგად, რომელსაც ქალები ადრეული ასაკიდანვე იღებენ

მას ძალიან არ მოსწონს ქალები ისე, როგორც მათ მისი თანამედროვე საზოგადოება
აყალიბებს.

. სხეულის მიმზიდველობით, ამტკიცებს უოლსტონკრაფტი, ქალებიც და მამაკაცებიც


დაახლოებით 20 წლის ასაკში აღწევენ მწვერვალს, ხოლო პიროვნული და
ინტელექტუალური თვისებებით ორივე სქესი დაახლოებით 30 წლის ასაკში აღწევს
ზრდასრულობას. ამრიგად, ერთი და იმავე საზომით თუ შევაფასებდით, ქალებსა და
მამაკაცებს შორის ვერ დავინახავდით განსხვავებას სიმწიფის ასაკის მიხედვით.
მაგრამ იმის გამო, რომ ქალსა და მამაკაცში სხვადასხვა რამეს ვაფასებთ, სხვადასხვა
ასაკში გვეჩვენება თითოეული მომწიფებულად. უოლსტონკრაფტი ამასთანავე
ამტკიცებს, რომ ეს ვითარება ქალებს აზარალებს – მისთვის, როგორც ითქვა,
ადამიანში უმთავრესი გონებაა, ხოლო ის, რომ საზოგადოება ქალში გარეგნულ
მიმზიდველობას აფასებს გონების ნაცვლად, ქალებს წინასწარ გაწირავს
ხვედრისათვის, რომელიც ადამიანის ღირსებას არ შეეფერება

რომ სხვადასხვა სქესის მიმართ საზოგადოებაში სხვადასხვა მოთხოვნები არსებობს


და, ამიტომ, ქალები და მამაკაცები სხვადასხვაგვარად ყალიბდებიან. მისთვის
მთავარია, რომ მოთხოვნებსა და მოლოდინებში ეს განსხვავებები არათანასწორ
მდგომარეობაში აყენებს ქალებსა და მამაკაცებს იმ აბსოლუტური საზომის
თვალსაზრისით, რომელიც უოლსტონკრაფტისათვის მონიშნულია ადამიანის,
როგორც ადამიანის, რაობისა და ცხოვრების საზრისის კონკრეტული გაგებით.

უოლსტონკრაფტი ყურადღებას იმდენად არ ამახვილებს ქალთა და მამაკაცთა


პოლიტიკური თანასწორობის მოთხოვნაზე და ძირითადად ამტკიცებს მათი,
როგორც ადამიანების, ანუ გონიერი და ზნეობრივი არსებების სტატუსით
თანასწორობას,

, მაშინ უნდა მივიღოთ ის დასკვნაც, რომ დედებმა და მამებმა, თუკი გოგონების


აღზრდას ყურადღებას აქცევენ, უპირველეს ყოვლისა, თავიანთი ქალიშვილების
სხეულის გაძლიერებაზე თუ არა, იმაზე მაინც უნდა იზრუნონ, რომ მშვენიერებისა
და ქალური სრულყოფილების მცდარი ცნებებით არ დაუსახიჩრონ მათ აღნაგობა.
თავად გოგონებიც უნდა დავიცვათ მავნებელი აზრისაგან იმის შესახებ, რომ ნაკლი
შეიძლება სრულყოფილებად გარდაქმნას ბჭობის რომელიღაც ქიმიურმა პროცესმა.

ვამტკიცებ, რომ გოგონა, რომელსაც ჯერ არ დაობებია სული უმოქმედობით, ან არ


შერყვნია უმანკოება ყალბი სირცხვილით, აუცილებლად მოუსვენარი იქნება და
არასოდეს დაინტერესდება თოჯინით, თუკი ჩაკეტილობამ მას ყველა ალტერნატივა
არ წაართვა.

მე სრულებით დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ჩვენ ამგვარ ინფანტილურ


განწყობასთან აღარ გვექნებოდა საქმე გოგონებს რომ საკმარისი ვარჯიშის
საშუალებას აძლევდნენ და ოთახებში არ ჰყავდეთ გამოკეტილი იქამდე, სანამ
კუნთები არ მოუდუნდებათ და საჭმლის მონელების ორგანოები არ
გაუნადგურდებათ.

„აღზარდეთ ქალები მამაკაცების მსგავსად, – ამბობს რუსო, – და რაც უფრო მეტად


დაემსგავსებიან ისინი ჩვენს სქესს, მით უფრო ნაკლები ძალაუფლება ექნებათ მათ
ჩვენზე.“ სწორედ ამ აზრზე ვარ მეც. მე მათ არა მამაკაცებზე, არამედ საკუთარ თავზე
ძალაუფლების ქონას ვუსურვებდი.

კიდევ ერთი არგუმენტი, რომელსაც ჩემთვის დიდი წონა აქვს, ჩემი აზრით,
მნიშვნელოვანი უნდა იყოს ყველა დაფიქრებული და კეთილმოსურნე გულისთვის.
ხშირად ხდება, რომ ასე ცუდად განათლებულ გოგონებს უმოწყალოდ მიატოვებენ
მშობლები ყოველგვარი სარჩო-საბადებლის გარეშე. ისინი, რა თქმა უნდა,
დამოკიდებული აღმოჩნდებიან თავიანთი ძმების არა მხოლოდ გონებაზე, არამედ
მათ გულუხვობაზეც. საუკეთესო შემთხვევაში, ეს ძმები შეიძლება კარგი ადამიანები
აღმოჩნდნენ და დას დიდსულოვნად აძლევდნენ იმას, რაზეც თანაბარი უფლება აქვთ
ერთი დედ-მამის შვილებს. ამ გაურკვეველ და დამამცირებელ სიტუაციაში შეიძლება
გარკვეული დრო საკმაოდ კომფორტულად გაატაროს თვინიერმა ქალმა. მაგრამ როცა
ძმა ქორწინდება – ეს მოსალოდნელი შემთხვევაა – ის აღარ მიიჩნევა ოჯახის
დიასახლისად და მას ზიზღნარევი მზერით უყურებენ, როგორც გარეშეს, რომელიც
ზედმეტ ტვირთად აწევს სახლის პატრონისა და მისი ახალი პარტნიორის
გულმოწყალებას.

ფაქტობრივად ჩემი შენიშვნა საშუალო ფენის შესახებ, რომ ნიჭი ყველაზე მეტად
მასში იფურჩქნება, ქალებზე არ ვრცელდება; რადგან მაღალი ფენის ქალები, რომლებიც
ზედაპირულად მაინც ეცნობიან ლიტერატურას და მეტს საუბრობენ მამაკაცებთან ზოგად
საკითხებზე, მეტ ცოდნას იძენენ, ვიდრე ის ქალები, რომლებიც ბაძავენ მათ მოდასა და
მანკიერებებს, მაგრამ არ იზიარებენ მათ უპირატესობებს. რაც შეეხება ღირსებას, ეს სიტყვა ფართო
აზრით რომ გამოვიყენო, მე ყველაზე მეტს დაბალი ფენის ცხოვრებაში შევხვედრივარ. ბევრი ღარიბი
ქალი თავის შვილებს საკუთარი ჯაფით ინახავს და ინარჩუნებს ოჯახს, რომელიც შეიძლება
დაენგრია მისი ქმრის მანკიერებებს. ხოლო წარჩინებული ქალები მეტისმეტად პასიურები
არიან იმისთვის, რომ ქმედითი ღირსებების მატარებელნი იყვნენ და ცივილიზაცია მათ კი არ
ხვეწს, არამედ ასუსტებს. მართლაც, აზრიანობამ, რომელსაც შევხვედრივარ ღარიბ ქალებში,
რომელთაც ძალიან მცირე

განათლება ჰქონდათ, მაგრამ მაინც გმირულად იქცეოდნენ, ძლიერ გამიმყარა მოსაზრება, რომ
წვრილმანმა საქმიანობებმა ქალი მეწვრილმანედ აქცია
ადამ სმითი
საზოგადოების სიმდიდრის წყაროდ იგი ორ მთავარ ფაქტორს: საქონლის წარმოებასა
და მოხმარების მოცულობებს მიიჩნევს. ასევე განსაკუთრებული ღირებულების
მატარებელია ავტორის მიგნება შრომის განაწილების შესახებ. სწორედ შრომის
განაწილებას თვლიდა იგი ეკონომიკური პროგრესის განმაპირობებელ ფაქტორად

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის მოსაზრება, რომ ქვეყნის სიმდიდრისა და


განვითარების მთავარ პირობას შეადგენს „Laissez-faire“-ის პრინციპი, რაც სამეურნეო
საქმიანობის თავისუფლებას გულისხმობს. რაც უფრო მცირეა სახელმწიფოს ჩარევა
ეკონომიკურ ცხოვრებაში, მით უკეთესი პირობები იქმნება მისი განვითარებისათვის.

ადამ სმითის კვლევამ განსაკუთრებული სიცხადით გამოავლინა მერკანტილისტური


იდეების მცდარი ხედვა ოქროსა და ვერცხლის დაგროვების უპირატესობის შესახებ.
კვლევამ გვიჩვენა, რომ ქვეყნის სიმდიდრის წყაროს წარმოადგენს მატერიალური
დოვლათის შექმნა.

. ქალაქების ზრდა ეკონომიკური პროგრესის საფუძველი გახლდათ. ერთის მხივ


ქალაქები მნიშვნელოვანწილად იყვნენ სოფელზე დამოკიდებულნი, როგორც ნედლი
პროდუქტის მომწოდებელზე. მეორე მხრივ კი ქალაქებმა იტვირთეს ევროპაში
როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური განვითარების უზრუნველეყოფის მისია.
სწორედ ქალაქების აღმოცენებამ უზრუნველყო ვაჭრობისა და მრეწველობის
განვითარება მაშინ, როდესაც მსხვილი მემამულენი ეკონომიკური სტაგნაციისა და
პოლიტიკური ჩაგვრის წესს ამკვიდრებდნენ.

წიგნი III. სიმდიდრის სხვადასხვა განვითარება სხვადასხა ხალხებში თავი I.


სიმდიდრის ბუნებრივი განვითარება

სოფლის მაცხოვრებლები ნედლ პროდუქტს აწვდიან ქალაქს და შესაბამისად ცვლიან


მას ქალაქში საწარმოო პროცესის საფუძველზე მომზადებულ გადამუშავებულ
პროდუქტზე. შესაბამისად, ქალაქი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სოფელზე,
საიდანაც იღებს მისთვის სასიცოცხლო მომარაგებას.

ეს სასაქონლო გაცვლა ეფუძნება ურთიერთმომგებიანობის პრინციპს. სოფელი


ქალაქს აწვდის მიწადმოქმედების შედეგად მიღებულ პროდუქტს, რომელიც მას
მორჩება საკუთრი მოსახლეობის მიერ ამ პროდუქციის მოხმარების შემდეგ, ანუ
ქალაქი სოფლისათვის ბაზარს წარმოადგენს.

სამეურნეო პროცესებს თავისი მიმდევრობა გააჩნია: უპირველეს ყოვლისა სოფლად


ვითარდება მიწათმოქმედება, რომელიც ადამიანის არსებობისათვის აუცილებელ
პროდუქტს იძლევა. მოგვიანებით კი ადგილი აქვს ადამიანის ფუფუნების
უზრუნველყოფის საგნების წარმოების განვითარებას, რაც ქალაქისთვის
დამახასიათებელი საქმიანობაა

თავი III. ქალაქების წარმოშობა და განვითარება რომის იმპერიის დაცემის შემდეგ


რომის იმპერიის დაცემამ მნიშვნელოვნად შეცვალა ქალაქში ცხოვრების წესი. ამ
პერიოდში ქალაქების ძირითადი მაცხოვრებლები იყვნენ ვაჭრები და ხელოსნები,
რომელთაც ძალზედ მძიმე პირობებში უწევდათ ცხოვრება. ისეთი ძირითადი
უფლებები, როგორიცაა საკუთრების თავისუფალი განკარგვის ან საკუთარი ოჯახის
წევრების პირადი ცხოვრების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების უფლება მხოლოდ
გამონაკლისთა ხვედრი იყო, რომელიც მხოლოდ პრივილეგიის მინიჭების
შემთხვევაში ეძლეოდათ

ქალაქის მცხოვრებლებმა, ანუ ბურგერებმა თავიანთი თავისუფლება თანდათანობით


მოიპოვეს მეფეების მეშვეობით, რომლებიც მათ იჯარაში აძლევდნენ მიწებს რენტის
სანაცვლოდ. მოგვიანებით მოქალაქეებს ასევე რამოდენიმე წლით
სარგებლობისათვის უბრუნებდნენ იმავე თანხას, რომელსაც ისინი უხდიდნენ მე ფეს.
ასეთ შემთხვევებში მოქალაქეები კოლექტიურ პასუხისმგებლობას იღებდნენ, რომ
დროულად დაუბრუნებდნენ მეფეს ამ თანხას. ამგვარმა ურთიერთობებმა და
პრივილეგიებმა მუდმივი ხასიათი მიიღეს და გამონაკლისს აღარ წარმოადგენდნენ.
შესაბამისად, ამგვარი უფლებები უკვე არა ცალკეულ პირებზე, არამედ ქალაქის
მოსახლეობაზე ვრცელდებოდა და მათ თავისუფალი მოქალაქეების ანუ
თავისუფალი ვაჭრების სტატუსი მოიპოვეს.

მოქალაქეებმა დაიწყეს საქალაქო ცხოვრების მოწესრიგება, ჩამოაყალიბეს


ადგილობრივი მთავრობები, გამოსცემდნენ კანონებს, შექმნეს მართლმსაჯულების
სისტემა. თავისუფალი ქალაქები აგრეთვე ქმმნიდნენ თავდაცვის სისტემებს და
რეგულარულ არმიას. ამ საქმეში მათ მეფეები ეხმარებოდნენ, ვინაიდან ეს
უკანასკნელნიც, ისევე როგორც თავისუფალი მოქალაქეები, ძალზედ შეწუხებულნი
იყვნენ ფეოდალების აგრესიით. შესაბამისად, მეფეები თავისუფალი ქალაქების
მოკავშირეებად გვევლინებოდნენ და ხელს უწყობდნენ მათ განვითარებაში.
ქალაქებში ჩამოყალიბდა მილიცია, რომელიც ფეოდალების შემოტევების
შემთხვევაში თავდაცვის ფუნქციას ასრულებდა და აგრეთვე მეფის სამხედრო
ლაშქრობებშიც იღებდა მონაწილეობას. ქალაქები თანდათანობით განვითარდა,
დაიმორჩილეს დამოუკიდებლად მცხოვრები თავადაზნაურობა,

განსხვავებული ვითარება იყო სოფლად, სადაც სუფევდა ძალმომრეობა. სოფლად


მცხოვრებნი ყველანაირად ცდილობდნენ საცხოვრებლად გაპარულიყვნენ ქალაქში,
სადაც მეტი თავისუფლება და საქმიანობის საშუალება იყო. ქალაქების სიმდიდრის
ზრდას ხელი შეუწყო საგარეო ვაჭრობის განვითარებამ, განსაკუთრებით კი ისეთ
ქალაქებში, რომლებიც საზღვაო გზებით უკავშირდებოდნენ გარემომცველ სამყაროს.
ევროპის ქალაქებიდან პირველად იტალიის ქალაქებმა მიაღწიეს სავაჭრო
წარმატებებს და შეძლეს სიმდიდრის დაგროვება სწორედ საზღვაო ნაოსნობის
განვითარების მეშვეობით.

შორეულ ბაზრებთან ეკონომიკური კავშირის დამყარებამ და აქტიურმა სასაქონლო


გაცვლამ ხელი შეუწყო მანუფაქტურების განვითარებას ევროპაში. ავტორის
დასკვნით, მანუფაქტურების განვითარება შესაძლებელი გახდა მხოლოდ
მიწათმოქმედების განვითარების და გაუმჯობესების საფუძველზე, რაც საგარეო
ვაჭრობის და მის მიერ უშუალოდ წარმოშობილ მანუფაქტურების უმთავრეს შედეგს
წარმოადგენდა.

თავი IV. როგორ უწყობდა ხელს ქალაქების ვაჭრობა სოფლის განვითარებას

ქალაქების ზრდა ხელს უწყობდა მათ ირგვლივ მდებარე სფლების განვითარებას: −


მოიხმარდა რა პროდუქტს, რომელიც მიწის დამუშავების შედეგად მოიპოვებოდა,
ქალაქი წარმოადგენდა გასაღების ბაზარს სოფლისათვის. − ქალაქში მცხოვრებნი
თავიანთ დანაზოგებით მიწებს ყიდულობდნენ სოფლად და ამგვარად კაპიტალის
დაბანდებას ანხორციელებდნენ სოფლებში. − ქალაქში ვაჭრობისა და მრეწველობის
განვითარებას თან ახლდა გონივრული მმართველობისა და წესრიგის დამკვიდრება.

ამგვარად, ვაჭრობა და მანუფაქტურა ევროპაში იყო მიზეზი სოფლად წესრიგისა და


გონიერი მმართველობის დამყარებისა და სასოფლო-სამეორნეო საქმიანობის
განვითარებისა.

შრომის დანაწილება ერთგვარად საქმის დანაწილებას ნიშნავს. ამის გაგებისთვის


ადამ სმითი ქინძისთავის მაგალითს მოიყვანს. ის ამბობს, რომ ერთს მუშას ამ საქმის
ერთ დღეში დასრულება ვერ შეუძლია, რადგან ყველას აქვს ერთი რამის ნიჭი. ამ
ყველაფრის გაკეთებას ერთ მუშას ვერ შეუძლია. ყოველ მუშას შეუძლია ერთი
ოპერაციის შესრულება, და როცა ისინი ერთად იმუშავებენ მაშინ საქმეს თავის
დროზე დაასრულებენ და როგორც საჭიროა ისე. ზემოთ აღნიშნული მაგალითად
გამომდინარე აშკარაა ის, რომ თითოეულმა მუშამ უნდა შეასრულოს თავისი საქმე
ოღონდ ერთი გუნდი სახით, რადგან როცა ერთი გუნდში მუშაობ რამდენიმე
ადამიანი და თითოეულ მათგანს აქვს თავისი საქმე, უეჭველად ისინი დაასრულებენ
იმას.

შრომის დანაწილებას ის იწვევს რომ ერთი მთლიანი პროდუქტის შექმნას მხოლოდ


ერთი ადამიანი თუ ქმნის და ყველა დეტალზე და სხვაგვარ დანადგარზე უწევს
მონაცვლეობა უფრო დიდხანს უნდება და უხარისხოდ აკეთებს ვიდრე შრომის
დანაწილებისას. პროდუქტის სათითაო დეტალზე თითო მუშა შრომობს და
ამზადებენ პროდუქტის ასამდე ხარისხიან დეტალს და ბოლოს ქმნიან ბევრ და
ხარისხიან პროფუქტს ნაკლებ დროთი.

თავი 1 სიმდიდრის ბუნებრივი განვითარება.

საგანთა ბუნებრივი მსვლელობისას, განვითარების ნებისმიერ საფეხურზე მყოფი


საზოგადოების კაპიტალი პირველ ყოვლისა, მიმართულია მიწათმოქმედებისაკენ,
შემდეგ – მანუფაქტურებისაკენ და ბოლოს – საგარეო ვაჭრობისაკენ. მიწების ნაწილი
უნდა დამუშავებული მანამდე, ვიდრე რამდენადმე მნიშვნელოვან ქალაქები
შეიძლებოდა წარმოშობილიყო და ამ ქალაქებში უნდა არსებულიყო რაიმე, თუნდაც
განუვითარებელი.
იმანუელ კანტი
პასუხი შეკითხვაზე: რა არის განმანათლებლობა?
განმანათლებლობა – ესაა ადამიანის გამოსვლა უმწიფრობიდან, რომელიც მისივე
ბრალია.1 უმწიფრობა არის უუნარობა, საკუთარი განსჯა სხვისი ხელმძღვანელობის
გარეშე მოიხმარო. უმწიფრობა საკუთარი თავის ბრალია მაშინ, როცა მისი მიზეზი
განსჯის ნაკლულობაში კი არა, გადაწყვეტილებისა და სიმამაცის არქონაში ძევს.
Sapere Aude! გაბედე საკუთარი განსჯის გამოყენება!2 – ესაა განმანათლებლობის
ლოზუნგი.

სიზარმაცე და სილაჩრე – ესაა მიზეზები, რომელთა გამოც ადამიანთა დიდი ნაწილი,


მას შემდეგ, რაც ბუნებამ ისინი კარგა ხნის წინ გაათავისუფლა უცხო
ხელმძღვანელობისგან, მიუხედევად ამისა, მთელი ცხოვრება უმწიფრად რჩება; და
რომელთა გამოც ამ ადამიანთა მეურვეებად ადვილად იქცევიან ხოლმე სხვები.
უმწიფრობაში ყოფნა ძალზე კომფორტულია. თუ მაქვს წიგნი, რომელიც განსჯას
შემიცვლის, მოძღვარი, რომელიც სინდისის მაგივრობას გამიწევს, ექიმი, რომელიც
დიეტას ჩემს მაგივრად განსაზღვრავს და ა. შ. – მაშინ საკუთარი ძალისხმევა აღარ
მჭირდება. არ მჭირდება აზროვნება, თუ შემიძლია ფულის გადახდა – სხვები ჩემს
მაგივრად შეასრულებენ მოსაბეზრებელ სამუშაოს.

. ამიტომ საზოგადოება მხოლოდ ნელ-ნელა შეიძლება განმანათლებლობას


მიუახლოვდეს. რევოლუციით ალბათ შეიძლება პიროვნული დესპოტიისა და
მოგებასა ან ბატონობაზე მიმართული ჩაგვრის დამხობა, მაგრამ არასოდეს –
აზროვნების წესის ნამდვილი რეფორმა;

ამ განმანათლებლობისთვის მხოლოდ თავისუფლებაა საჭირო, თანაც ყველაზე


უწყინარი მათ შორის, რასაც თავისუფლება შეიძლება ეწოდოს, კერძოდ კი:
თავისუფლება საკუთარი განსჯის საჯარო მოხმარებისა ყველა საკითხში

საკუთარი გონების საჯარო მოხმარება ყოველთვის თავისუფალი უნდა იყოს და


მხოლოდ მას შეუძლია ადამიანებს შორის განმანათლებლობა მოიტანოს; ხოლო
გონების კერძო მოხმარება შეიძლება ხშირად ძალზედაც შეიზღუდოს და ამით
განმანათლებლობის პროგრესი დიდად არ დაბრკოლდება. საკუთარი გონების
საჯარო მოხმარებაზე საუბრისას ვგულისხმობ გონების ისეთ გამოყენებას, რომელსაც
მიმართავს ადამიანი, როგორც მეცნიერი, მთელი მკითხველი საზოგადოების წინაშე.

მაგრამ ჩვენ ვცხოვრობთ განმანათლებლობის ეპოქაში. ჯერ კიდევ ძალიან ბევრი


აკლია იქამდე, რომ ადამიანებს ჰქონდეთ იმისი უნარი, რელიგიურ საკითხებში
საკუთარი განსჯა სანდოდ და სწორად მოიხმარონ სხვისი ხელმძღვანელობის გარეშე.
ოღონდ ცხადი ნიშნები გვაქვს იმისა, რომ ახლა მათ წინაშე ეს ველი თავისუფალი
დამუშავებისათვის გაიხსნა და ზოგადი განმანათლებლობის – ანუ უმწიფრობიდან
გამოსვლის, რომელში ყოფნაც ადამიანების ბრალია – დაბრკოლებები მცირდება. ამ
აზრით ეს ეპოქა განმანათლებლობის ეპოქაა ანუ ფრიდრიხის საუკუნეა
განმანათლებლობის – ანუ ადამიანის გამოსვლისა უმწიფრობიდან, რომელიც მისივე
ბრალია – მთავარ საკითხად რელიგიის სფერო მივიჩნიე, რადგან ხელოვნებათა და
მეცნიერებებთან დაკავშირებით ჩვენს მმართველებს არ აქვთ ინტერესი, მეურვეების
როლის შეასრულონ; გარდა ამისა, ეს უმწიფრობა ყველაზე უფრო საზიანო და
ღირსების შემლახველია. მაგრამ სახელმწიფოს მეთაურის აზროვნების წესი,
რომელიც რელიგიურ განმანათლებლობას უწყობს ხელს, კიდევ უფრო შორს მიდის
და ხვდება: თავად კანონმდებლობასთან მიმართებაშიც უსაფრთხოა საკუთარი
ქვეშევრდომებისათვის იმისი უფლების მიცემა, რომ საკუთარი გონება საჯაროდ
გამოიყენონ და საკუთარი აზრები კანონების უკეთესი ჩამოყალიბების შესახებ, ან
თუნდაც თამამი კრიტიკა უკვე არსებული კანონებისა, სამყაროს საჯაროდ
გაუზიარონ; ჩვენს თვალწინ ბრწყინვალე მაგალითი გვაქვს, რომელთან
მიმართებაშიც არცერთ მონარქს არ გადაუჭარბებია მისთვის, ვისაც ჩვენ პატივს
მივაგებთ.
კარლ მარქსი
I ბურჟუები და პროლეტარები*
დღემდე არსებული ყველა საზოგადოების ისტორია** არის კლასთა ბრძოლის
ისტორია. თავისუფალი და მონა, პატრიცი და პლებეი, ბატონი და ყმა, ოსტატი*** და
ქარგალი, მოკლედ – მჩაგვრელი და დაჩაგრული მუდმივ ანტაგონიზმში იყვნენ
ერთმანეთთან, ეწეოდნენ შეუწყვეტელ – ხან მალულ, ხან აშკარა ბრძოლას, –
ბრძოლას, რომელიც ყოველთვის თავდებოდა მთელი საზოგადოების რევოლუციური
გარდაქმნით ან მებრძოლ კლასთა საერთო დაღუპვით.

***ბურჟუაზიად იგულისხმება კლასი თანამედროვე კაპიტალისტებისა,


საზოგადოებრივი წარმოების საშუალებათა მესაკუთრეებისა, რომელნიც
დაქირავებულ შრომას იყენებენ

ბურჟუაზიის ეპოქა, იმით განსხვავდება, რომ მან გაამარტივა კლასობრივი


წინააღმდეგობანი, მთელი საზოგადოება სულ უფრო და უფრო იყოფა ორ დიდ
მტრულ ბანაკად, ორ დიდ, ერთიმეორისადმი უშუალოდ დაპირისპირებულ კლასად
– ბურჟუაზიად და პროლეტარიატად.

ბურჟუაზია წარმოების ყველა იარაღის სწრაფი გაუმჯობესებით და უსასრულოდ


გაადვილებული მიმოსვლის შემწეობით ცივილიზაციისაკენ მიაქანებს ყველა ერს,
თვით უაღრესად ბარბაროსულსაც კი.

ბურჟუაზიამ სოფელი ქალაქის ბატონობას დაუმორჩილა. მან შექმნა უზარმაზარი


ქალაქები, უაღრესად გაამრავლა ქალაქის მოსახლეობის რიცხვი სოფლის
მოსახლეობასთან შედარებით და ამგვარად მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი
გამოჰგლიჯა სოფლური ცხოვრების იდიოტიზმს, როგორც სოფელი ქალაქისაგან,
ისევე დამოკიდებული გახადა მან ბარბაროსული და ნახევრად ბარბაროსული
ქვეყნები ცივილიზებული ქვეყნებისაგან, გლეხი ხალხი ბურჟუაზიული ხალხისაგან,
აღმოსავლეთი დასავლეთისაგან.

მაგრამ ბურჟუაზიამ არა მარტო გამოჭედა ის იარაღი, რომელიც მას სიცოცხლეს


გამოასალმებს; მან ის ადამიანებიც წარმოშვა, რომელნიც ამ იარაღს მიმართავენ მის
წინააღმდეგ, – ე. ი. თანამედროვე მუშები, პროლეტარები.

იმავე ზომით, რა ზომითაც ბურჟუაზია, ე. ი. კაპიტალი, ვითარდება, – ვითარდება


პროლეტარიატიც, კლასი თანამედროვე მუშებისა, რომელთაც მხოლოდ მანამდე
შეუძლიათ არსებობა, ვიდრე სამუშაოს შოულობენ, და რომელნიც მხოლოდ მანამდე
შოულობენ სამუშაოს, ვიდრე მათი შრომა კაპიტალს ადიდებს. ეს მუშები, რომლებიც
იძულებული არიან ცალობით ჰყიდონ თავიანთი თავი, ისეთსავე საქონელს
წარმოადგენენ, როგორიცაა ვაჭრობის ყოველივე სხვა საგანი, და ამიტომ თანაბრად
განიცდიან კონკურენციის ყველა ცვალებადობას, ბაზრის ყველა რყევას.

ის პატრონი, მედუქნე, მევახშე და სხვა. საშუალო წოდების დაბალი ფენები: წვრილი


მრეწველები, ვაჭრები და რანტიეები, ხელოსნები და გლეხები, – ყველა ეს კლასი
პროლეტარიატის რიგებში ექცევიან, ნაწილობრივ იმის გამო, რომ მათი პატარა
კაპიტალი საკმაო არ არის მსხვილი სამრეწველო წარმოებისათვის და იგი ვერ
უძლებს უფრო მსხვილი კაპიტალისტების კონკურენციას, ნაწილობრივ იმიტომ, რომ
მათს ხელმარჯვეობას ფასი ეკარგება წარმოების ახალი წესების მეოხებით. ასე
გროვდება პროლეტარიატი მოსახლეობის ყველა კლასიდან.

You might also like