You are on page 1of 5

აჰფა;ფჰა;

მერი უოლსტონკრაფტი

ნინო მესხი

მეცნიერება და ხელოვნების ფაკულტეტი

ლექტორები: ლაშა ჯანჯღავა

ბექა მინდიაშვილი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისი, 2020

1
აჰფა;ფჰა;

ინგლისელი ფილოსოფოსი და მწერალი მერი უოლსტონკრაფტი, ჯერ კიდევ


მე–18 საუკუნეში, ბედავს და პირველად აყენებს კითხვის ქვეშ ისეთ საკითხს,
როგორიცაა ქალის როლი საზოგადოებაში. მის ნაშრომში („ქალთა უფლებების
დაცვა“) ის მისთვისვე მისაბაძი ფილოსოფოსის ჟან–ჟაკ რუსოს იდეას აკრიტიკებს,
რომლის თანახმათაც გოგონები ბიჭებისგან სრულიად განსხვავებულად უნდა
აღიზარდონ.

ჟან–ჟაკ რუსოს მიაჩნდა, რომ გოგონები უნდა აღეზარდათ ისე, რომ ისინი
სანდომიანი დედები და მოალერსე ცოლები დამდგარიყვნენ. მისი აზრით, ქალში
უმთავრესი იყო მისი მგრძნობიარე მხარე და არ თვლიდა საჭიროდ, რომ მათ
მსოფლიო ნიუანსებთან ჰქონოდათ წვდომა. ბიჭებთან მიმართებაში კი აღზრდის
მეთოდები იცვლება. მანამ სანამ გოგონები საჭმლის კეთებას უნდა სწავლობდნენ,
ბიჭები საკუთარ ცნობისმოყვარეობას უნდა იკმაყოფილებენ, რაშიც ხელს
აუცილებლად დიდები უწყობენ. შეუზღუდავ გარემოში, სადაც სასწავლო მასალა
მათთვის სრულიადაა მორგებული, ისინი უნდა ეწაფებოდნენ მეცნიერებასა და
რაციონალურობის შესწავლას. სწორედ, ეს მეთოდი გახდა მერი
უოლსტონკრაფტისთვის მიუღებელი და მის ამ მოსაზრებას ის ასაბუთებს კიდეც.
პირველ რიგში, ის ირწმუნება, რომ გონებას, სულსა და ზნეობას სქესი არ აქვს, ხოლო
გონების განვითარება უნდა იყოს ყველა გონიერი არსების აღზრდის მიზანი.
შესაბამისად, ამის უარყოფა ნიშნავს, რომ მდედრობითითი სქესის წარმომადგენლებს
ადამიანებად არ ვაღიარებთ და არც აღვიქვამთ. მერი უოლსტონკრაფტს მიაჩნია, რომ
გოგონებს, ისევე როგორც ბიჭებს, უნდა შეეძლოდ უდარდელად სირბილი და
ფიზიკური აქტივობა, რადგან: "სხეულის დამოუკიდებლობის შეზღუდვა
ბუნებრივად იწვევს გონების დამოუკიდებლობის შეზღუდვასაც."
(უოლსტონკრაფტი, 2019, 15), ხოლო ის მოსაზრება, რომ პოპულაციის ერთი ნაწილი
უნდა ავღზარდოთ ისე, რომ აზროვნება ან არ განვუვითაროთ ან სართოდ დავუხშოთ,
არის სრული აბსურდი და შეცდომა. ამის დასამტკიცებლად ფილოსოფოსს მოჰყავს
სრულიად ლოგიკური მაგალითი, რომლის მიხედვითაც ქალი, რომელიც არ
გათხოვდა ან დაქვრივდა, მოუმზადებელი რჩება ცხოვრებისთვის. მასზე
დამოკიდებული ბავშვებიც სასოწარკვეთილები და განწირულები არან. მეტიც ასეთი
მეთოდით აღზრდილი ქალი ვერც კარგი ცოლი და ვერც კარგი დედა იქნება.

რუსოს შეხედულება განსხვავებულ აღზრდასთან დაკავშირებით


განპირობებული იყო იმ დროს გარცელებული აზრით, რომლის მიხედვითაც ქალებს
და მამაკაცებს ბუნებრივად აქვთ განსხვავებული სურვილები და მისწრაფებები,
ამიტომ მათი აღზრდის მეღოდებიც ერთმანეთისგან განსხვავებული უნდა იყოს. ამ
თვალსაზრის მერი უოლსტონკრაფტი ადრიტიკებს, რასახ „ფემინურობის კრიტიკა“
ჰქვია. ფილოსოფოსი არ უარყოფს იმას, რომ ქალთა და მამაკაცთა ქცევაში
განსხვავებები არის, მაგრამ თვლის, რომ მათი ამ ქმედებებისა და ფიქრებს სწორედ
2
აჰფა;ფჰა;

ამგვარი აღზრდა აყალიბებს. ეს ყოველივე ნიშნავს იმას, რომ ადრეული ასაკიდან


ქალები და მათ შორის კაცები „დაპროგრამირებულნი“ არიან მოიქცნენ ისე, როგორც
მათ სქესს „შეეფერება“. ბიჭმა არ უნდა იტიროს, ხოლო გოგომ ზედმეტი არ ირბინოს.
ყველა ეს სოციალური ნორმა და გადაგვარებული აღზრდის შედეგია გოგონების
„ბუნება“. ფემინურობას მერი უარყოფითად აფასებს, რადგან ეს განსაზღვრავს ქალის
ცხოვრებასა და სტატუსს საზოგადოებაში. ამგვარი აღზრდა არ აძლევს საშუალებას
ქალებს მიაღწიონ წარმატებას, იაზროვნონ დამოუკიდებლად და იცხოვრონ საკუთარ
ნებაზე.

იმ დროს ქალებს უწევდათ სოციუმის მიერ წინასწარ გაწერილი


კრიტერიუმებზე მორგება, რის გამოც მერი უოლსტონკრაფტის თქით „ნაზი ქალები,
პირდაპირი მნიშვნელობით, თავიანთი სხეულების მონები არიან და ამ მონობაში
ბრწყინავენ.“ (უოლსტონკრაფტი, 2019, 16). ამ ციტატის მისახვედრად უპირველეს
ყოვლისა უნდა გავიგოთ, თუ რას ნიშნავდა იყო ქალი მე–18 საუკუნეში. სამაგალითო
მანდილოსანი იყო ის, ვისაც არ ჰქონდა მადა, იყო სუსტი, სათუთი და ემოციური.
ქალის ერთადერთი იარაღი იყო მისი მშვენიერება და გარეგნობა, ამიტომ
მნიშვნელოვანი იყო სილამაზეზე ზრუნვა. ცოტაოდები ძალაუფლების
მოსაპოვებლად და მომენტალური ტრიუმფისთვის, ქალები მართლაც პირდაპირი
გაგებით, საკუთარი სხეულის მონები ხდებოდნენ. ვითომ უმადობა და სისუსტე,
რომელიც სიფაქიზის მაჩვენებელი იყო, რუტინად იყო ქცეული. ეს იყო მათი
ერთადერთი სადარდებელი, რის გამოც უსულო თოჯინებსაც ემსგავსებოდნენ.
არანაირი პიროვნული ღირსებითა და ინტერესებით. ამ ფსევდო–ადამიანის იერში კი
ისინი ფუფუნებაში ცხოვრობდნენ და საერტოდ ვერ აცნობიერებდნენ იმ
ავადმყოფობას, რაც მათ სჭირდათ. ვერ აცნობიერებენ, რადგან ბავშობიდან ატყუებენ
და აიძულებენ მოირგონ ეს ხელოვნური ხასიათი.

მერი უოლსტონკრაფტი მის ნაშრომში განსაკუთრებულ ყურადღებას


ამახვილებს საშუალო კლასის ქალებზე ამას კი თავისი მიზეზებიც აქვს. პირველ
რიგში, ის ფიქრობს, რომ ფოკუზში უნდა მოხვდენენ საშუალო ფენის ქალები,
ვინაიდან ისინი ბუნებრივ მდგომარებაში იმყოფებიან, რომელიც არც ზედმეტი
ფულით და არც ფულის უქონლობით შეიცვალა. მწერალს მიაჩნდა, რომ ქალების
განათლება არა წარჩინებული ფენიდან უნდა დაწყებულიყო, არამედ საშუალოდან,
ვინაიდან მაღალი ფენის მანდილოსნები ზედმეტი ფულის, გარეგნობისა თუ სხვა
მატერიალისტური და ტრივიალური საგნების მსხვერპლნი არიან. ისინი მხოლოდ
მათთვის და საკუთარი სარგებლისთვის ცხოვრობენ, შესაბამისად მათი განათლება
დროის ფუჭი ხარჯვა იქნება.

3
აჰფა;ფჰა;

საბოლოოდ, მინდა ვთქვა, რომ მერი უოლსტონკრაფტმა უდუდესი როლი


შეასურლა ქალთა უფლებების დაცვაში და შეიძლება ითქვა დღევანდელი
ფემინიზმის ძირითადი იდეოლოგია ჩამოყალიბა.

4
აჰფა;ფჰა;

ბიბლიოგრაფია:

მერი უოლსტონკრაფტი. 2019. „სახელმწიფო“. შესავალი თანამედროვე


აზროვნებაში I. 233–273. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

You might also like