You are on page 1of 3

ნენე ბურდული

სქესთა შორის უთანასწორობა უხსოვარი დროიდან არსებობს, ამან საგრძნობლად


შეუშალა ხელი საზოგადოების განვითარებას და, მათ შორის, არც მეთვრამეტე
საუკუნე არ ყოფილა გამონაკლისი. ამ პერიოდის ინგლისელმა მწერალმა მერი
უოლსტონკრაფტმა საზოგადოებრივი ყურადღების ცენტრში მოაქცია გენდერული
უთანასწორობის პრობლემები. იმ დროის ევროპაში ქალის მთავარი საზრუნავი იყო
ის, თუ როგორ შეემსუბუქებინა კაცისთვის ცხოვრება, მისი სურვილები
დაეკმაყოფილებინა, საკვებით მოემარაგებინა ან თეთრეული დაერეცხა. ქალებს არ
აღიქვამდნენ ძალად, რომელსაც შეეძლო სამყაროში რაღაცის შეეცვალა. გოგონებს
მისჯილი ჰქონდათ "ცხოვრების მჯდომარე წესი " (გვ. 246), რაც გულისხმობდა
ნაკლებ აქტიურობას, ეს კი იწვევდა მათი უნარების დაქვეითებას. "ქალები ყველგან
ამ სავალალო მდგომარეობაში არიან, რადგან მათ უმანკოების – როგორც თავაზიანად
უწოდებენ უმეცრებას – შესანარჩუნებლად მათ ჭეშმარიტებას უმალავენ." (გვ. 248)
საზოგადოება ქალებს "მოოქროვილ გალიაში " ამწყვდევს და აჯერებს, რომ
ძალაუფლებას მხოლოდ სიმალამაზით მოიპოვებს. მათ სხვა გზა აღარ რჩებათ გარდა
ამ გალიის გალამაზებისა. უოლსტონკრაფტმა მოგვიყვანა მაგალითი იმისა, თუ
როგორ შეიძლება დაამახინჯეოს საზოგადოებამ ადამიანის გონება. სუსტი, მოდის
მიმდევარი ქალი, რომელიც ამაყობდა თავისი "მგრძნობიარობით" და ტრაბახობდა
უმადობით, ანუ როგორც სიფაქიზის დამადასტურებელი საბუთით.

მერი უოლსტონკრაფტს გოგონების აღზრასთან დაკავშირებით მოსაზრებებში


უპირისპირდება ჟან-ჟაკ რუსო. რუსოს გოგონებისა და ბიჭებისთვის შესაფერისი
განათლება აბსოლიტურად სხვადასხვანაირად წარმოუდგენია. ამბობს რომ "ქალების
ყველა იდეა, რომელიც უშუალოდ არ ეხება მოვალეობის საკითხებს, მიმართული
უნდა იყოს კაცების შესწავლისა და მათთვის სასიამოვნო ღირსებათა მოპოვებისაკენ,
ვინაიდან გენიალური ნაშრომების შექმნა მათ შესაძლებლობებს აღემატება" (გვ.244)
რაც გულისხმობს, რომ რუსო აკნინებს ქალების გონებრივ შესაძლებლობებს, რაზეც
მერი უოლსტონკრაფტი იტყვის, რომ ადამიანში ყველაზე ღირებული მხარე მისი
გონებაა და სწორედ გონების განვითარებაა ზნეობის საწყისი. გონებას სულს და
ზნეობას კი სქესი არა აქვს.

უოლსტონკრაფტი პასუხობს რუსოს მოსაზრებას, რომ თითქოს გოგონებს


დაბადებიდან უყვართ თოჯინები ჩასაცმელი და ლაქლაქი. ეს კი იმის ბრალია, რომ
გოგონებს ბავშობიდანვე მისჯილი აქვთ სახლში ჯდომა და სისუსტის ძიება და
ხედავს ერთადერთ მაგალითს დედას, რომელიც იპრანჭება სარკის წინ და მას
მხოლოდ ერთადერთი გზა რჩება, ან მას მიბაძოს ან თოჯინებით გაერთოს. სწორედაც
რომ ეს ყველაფერი არასწორი აღზრდიდან მოდის, აღზრდიდან, რომლის
მიხედვითაც ბიჭი მაქსიმალურად თავისუფალი უნდა იყოს, გოგონა კი
მაქსიმალურად ჩაკეტილი. ავტორის აზრით აუცილებელია გოგონების აღზრდისას
მათ ფიზიკურ განვითარებას მიექცეს ყურადღება, რადგან ფიზიკური განვითარება
პიროვნების განვითარების აუცილებელი ნაწილია.

განვიხილოთ, რამდენად დაცულია ქალთა უფლებები დღეს და რამდენად ერგება


მერი უოლსტონკრაფტის ნაწარმოები თანამედროვე სამყაროს მსოფლიო ამ თემასთან
დაკავშირებით რამდენიმე ნაწილად არის გაყოფილი, საბედნიეროდ გავლენიანი
ადამიანების დიდი ნაწილი თვილის, რომ ქალი და კაცი თანასწორია. თუმცა იგივეს
ვერ ვიტყვით უბრალო საზოგადოებაში საქართველოს მაგალითზე. ჩვენს ქვეყანაში,
სამწუხაროდ, დღესაც აქტუალურია მერი უოლსტონკრაფტის ნაწარმოები.
ადამიანები დღესაც ფიქრობენ, რომ ქალები უნდა აკონტროლონ. ეს ყველაზე ხშირად
გამოიხატება ქალების სხეულის კონტროლით და მერე მათი დაკნინებით. გოგონას
საზოგადოება რიყავს და უხამსი სიტყვებით ამკობს მარტო იმიტომ, რომ არ არის
ქალიშვილი. სამწუხაროდ, ამ ერთ ფრაზაში იზომება ადამიანის მორალი. გარდა
ამისა, ხშირია ოჯახური ძალადობა ქალების მიმართ და მათ განქორწინება არ
შეუძლიათ, რადგან არ აქვთ განათლება ან თუნდაც ხელობა, რითიც შეძლებენ
საკუთარი თავებისა და შვილების რჩენას. სამწუხაროდ, საზოგადოება ისევ
ძალადობის ქვეშ მყოფ ქალებს აკრიტიკებს შემდეგი ფრაზებით: "თუ ურყამდა რატო
არ გაშორდა", "ვინ აძალებდა ", "რას თხოვდებოდა" და მსგავსი აბსურდული
ფრაზებით. არის შემთხვევები, როცა ქმრები ქალებს უკრძალავენ სამსახურის
დაწყებას. რატომ? იმიტომ, რომ ეს მათ "რეპუტაციას" შელახავს. თურმე არ შეიძლება
ოჯახი რომ ქალმა არჩინოს.

არიან ადამიანებიც, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ქალები სუსტები არიან


გონებრივად და არგუმენტად მოჰყავთ ის ფაქტი, რომ არ არსებობს ცნობილი ქალი
გამომგონებელი, არადა წარმოგიდგენიათ სამყარო WiFi-ს ან Bluetooth-ის გარეშე?
დიახ, ამის შექმანში დიდი წვლილი ჰედი ლამარს მიუძღვნის, რომელიც
გაგიკვირდებათ და ქალია. რომც არ არსებობდეს ქალი გამომგონებელი
აბსოლუტურად ლოგიკურია, რადგან ქალების დიდი ნაწილი დღესაც კი დაჩაგრულ
მდგომარეობაშია. არ აქვთ საკუთარი თავის რეალიზების საშუალება და დიდი ხნის
განმავლობაში მათ განათლების მიღებაც კი არ შეეძლოთ.

ჩემი აზრით, ფემიციდის შეჩერების ერთადერთი გზა არის საზოგადოებრივი


თვითშეგნების ამაღლება და განათლება. სამწუხაროდ, დღეს სკოლაში გენდერული
თანასწორობა ტაბუდადებულია. მეტიც, ზოგიერთ შემთხვევაში თვითონ
მასწავლებლებიც კი ასხვავებენ მოსწავლეებს გენდერული ნიშნით. სამწუხაროდ,
არასწორი ინფორმაციის გავრცელებისა და ფემინიზმის სახელის გატეხვის გამო
საქართველოში ფემინისტები გარიყულნი არიან და უმეტესობა მათ დასცინის კიდეც.
ასეთი დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს, სოციალურ ქსელებში აქიურობით,
აქციებით, მოძალადეების საჯაროდ გამოვლენით. ასევე მნიშვნელოვანია კანონის
გამკაცრება. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ქალების დაცვაზე, და თავიდან აარიდოს
მათ გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია. ვიმედოვნებ, რომ საქართველოში
არსებული მდგომარეობა მალე შეიცვლება და ადამიანები მიხვდებიან, რომ გონებას
სქესი არ აქვს.

ბიბლიოგრაფია

შთა, წიგნი 1, მეშვიდე გამოცემა მერი უოლსტონკრაფტი გვ 233-269

You might also like