You are on page 1of 15

მერი უოლსტონკრაფტი

მერი უოლსტონკრაფტი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც გაბედულად დაიწყო


საუბარი ქალთა უფლებებსა და მათ როლზე კულტურაში. ის ეწინააღმდეგებოდა
არსებულ დოგმას და მისი შეცვლის გზებიც დასახა.

საუკუნეების განმავლობაში ქალის როლი კულტურაში შემოიფარგლებოდა


მხოლოდ ორი საქმიანობით. პირველი იყო ყოფილიყო კარგი დედა და შვილები
აღეზარდა სწორად. მეორე აუცილებლობა კი- ჩამოყალიბებულიყო მოსიყვარულე
ცოლად. ამისათვის კი ზედმეტად მიაჩნდათ ქალისათვის განათლების მიცემა და
ფიზიკური განვითარება. საზოგადოება ფიქრობდა, რომ ქალი გაჩენილი იყო
იმისთვის, რომ მამაკაცისათვის მიენიჭებინა სიამოვნება. თაობიდან თაობას
გადაეცემოდა ეს დოგმა და საბოლოოდ ქალებმაც დაიჯერეს, რომ ისინი შექმნილნი
არიან მხოლოდ მამაკაცისათვის და არიან „სუსტი სქესის“ წარმომადგენლები.
ამიტომაც თავიანთი მთელი ყურადღება გადაიტანეს არა სწავლასა და
განვითარებაზე, არამედ- სილამაზეზე. მათთვის მთავარი ქალური მოხდენილობა
გახდა, რათა ესიამოვნებინათ მამაკაცები და ადვილად მოეხიბლათ ისინი.

ქალის როლის ასეთი დაკნინება გამოწვეულია ერთი მხრივ კაცების


ამპარტავნებით, რომ ისინი არიან ძლიერები და მათ აქვთ მეტი უფლება ქალთან
შედარებით, ამიტომაც ქალი იძულებულია აკეთოს ის, რაც მამაკაცს ესიამოვნება.
მეორე მხრივ კი ქალების შეზღუდულმა მისწრაფებამ, რომ დაებრუნებინათ საკუთარი
უფლებები, რომლებიც უფალმა მიანიჭათ. მაგრამ სხვას რას უნდა ველოდოთ იმის
გათვალისწინებით, რომ გოგონებს გარეთ თამაშის უფლებასაც კი არ აძლევდნენ,
განათლების მიღებაზე რომ აღარ ვისაუბროთ. უკრძალავდნენ ყველაფერს, რასაც
მათი გონებრივი თუ ფიზიკური განვითარება მოჰყვებოდა. ამიტომაც „სუსტი სქესის“
წარმომადგენლები იმეორებდნენ იმას, რასაც ხედავდნენ. ბაძავდნენ დედებსა და
დეიდებს, რომლებიც გამუდმებით ესწრაფვოდნენ ფიზიკურ სილამაზეს, რათა
კაცისათვის სასურველნი ყოფილიყვნენ და მათთვის სიამოვნება მიენიჭებინათ.

მერი უოლსტონკრაფტის აზრით, ამ მდგომარეობიდან გამოსავალი მხოლოდ


ერთია. ის აღნიშნავს, რომ თუ კი გოგონებს უფრო მეტად რაციონალურად აღზრდიან
მშობლები, მაშინ ისინი აღარ იქნებიან ორიენტირებულნი მხოლოდ გარეგნობაზე და
დაივიწყებენ პრანჭვას, რომელსაც დროის უდიდეს ნაწილს უთმობენ. „ხოლო
ქალების ძირითადი საზრუნავი ერთი რაღაცის გარშემო ტრიალებს და ისინი
გამუდმებით ფიქრობენ იმაზე, რაც მათში ყველაზე უმნიშვნელოა.“

(შთა,უოლსტონკრაფტი.2017.248) ავტორისათვის მთავარი არის გონება, რომელიც


აუფასურებს დანარჩენ ყველაფერს. ამიტომაც თუ გვინდა, რომ ქალებმა დაივიწყონ
ყველაზე უმნიშვნელო და მათთვის ღირებული გახდეს ის, რაც მართლაც
მნიშვნელოვანია, აუცილებელია გენდერული თანასწორობა დაცული იყოს და
ქალებსაც მიეცეთ განათლების მიღების საშუალება, რაც უზრუნველყოფს შემდეგში
მათ განვითარებას და მათი როლის ზრდას კულტურაში.

ავტორი ნაწილობრივ ეთანხმება ჟან-ჟაკ რუსოს მოსაზრებებს აღზრდასთან


დაკავშირებით. რუსო ფიქრობდა, რომ აუცილებელია ბიჭებმა მიიღონ კარგი
განათლება, ასევე უნდა ჰქონდეთ თავისუფლება, რომ აკეთონ ის რაც მოუნდებათ,
რადგანაც თავისუფალ გარემოში აღზრდა ბავშვს აჩვევს დამოუკიდებლობას და ისინი
უფრო ძლიერები და მოაზროვნეები ხდებიან, მაგრამ მიიჩნევდა, რომ ეს უფლებები
მხოლოდ ბიჭებს ჰქონდათ, მერის აზრით კი გოგონებიც და ბიჭებიც თანაბარ
პირობებში უნდა აღზრდილიყვნენ, რადგანაც გონებას არ აქვს სქესი. როდესაც ბიჭები
გარეთ თამაშობენ, გოგონებს ერთი წუთითაც კი არ ტოვებენ მარტო და შედეგად
ხდიან ვიღაცაზე დამოკიდებულს. ამ მდგომარეობას კი ბუნებრივს უწოდებენ და ვერ
იაზრებენ, რომ გოგონებისთვისაც აუცილებელია განათლების მიღება, ისევე როგორც
ბიჭებისათვის. „გოგონას ერთი წუთითაც არ ტოვებენ საკუთარი თავის ამარა და,
ამდენად, მას დამოკიდებულს ხდიან.“ (შთა.უოლსტონკრაფტი.2017.246)

საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ მერი უოლსტონკრაფტი ემხრობა


გენდერულ თანასწორობას და თვლის, რომ ბიჭიც და გოგოც თანაბარ პირობებში
უნდა აღიზარდოს, რაც უზრუნველყოფს ქალის კულტურულ და ეკონომიკურ
განვითარებას. გენდერული თანასწორობის მოსაპოველბლად კი ასევე საჭიროა
ქალების გამოფხიზლება და იმის ჩვენება, თუ რა არის მნიშვნელოვანი, რათა
არავისზე დამოკიდებულნი არ იყვნენ და განივითარონ გონება. ამის შემდეგ კი მათი
დაჩაგვრა მარტივი აღარ იქნება.

მერის თემატიკა შეეხება არსებული რეალობისთვისაც მწვავე


პრობლემას,როგორიცაა ქალისა და მამაკაცის სეგრეგაცია სოციუმში. ადამიანი,რომ
ჩამოყალიბდეს,რეალიზდეს და გახდეს საზოგადოების სრულფასოვანი წევრი
მნიშვნელოვანია აღზარდო სწორად,ვინაიდან ბავშვის სული დრეკადია,რასაც გინდა
იმას გამოაწრთობ მისგან. გოგონასა და ვაჟის დახლეჩა სტიგმატოზურად
უგუნურებაა,ვინაიდან უფალმა ყველა ჩვენგანს თანასწორობა მოგვანიჭა,ხოლო
დებულება,რომელიც ამტკიცებს,რომ მამაკაცი ქალზე უპირატესია გმობის
ღირსია,ერთგვარი კლიშეა,რომელიც დღევანდელობაში ეტაპობრივად იმსხვრევა.
გოგონებს ისევე როგორც ვაჟებს სჭირდებათ ეზოში ლაღად
სირბილი,თავგადასავლები,წინაღობები,თავისუფლება,პირადი
სივრცე,დაბრკოლების დამოუკიდებლად გადაჭრისა და გადალახვის
უნარი,ვინაიდან დამოკიდებული ადამიანი ბორკილებდადებულ მონას
ჰგავს,რომელიც გამზრდელს მოუხმობს საშველად თუკი წინ თაგვი გაურბენს.
უმთავრესია გონებისა და სხეული მუდმივი ვარჯიში,რათა არ მიიძინოს გონებამ.
მერისეული განმარტებით„გონების განვითარება ნებისმიერი გონიერი არსების
აღზრდის მიზანი უნდა იყოს“(უოლსტონკრაფტი,2014,272). ადამიანს თუკი რამ
ღირებული გააჩნია უპირველესად,გონებაა. მხოლოდ გონებრივი
დამოუკიდებლობით შეიძლება მივაღწიოთ თავისუფლებას,აზრის გამოხატვის
საშუალებას,თანასწორობასა და სრულფასოვან ადგილს სოციუმში. გაბატონებული
აზრით,ქალი შეიქმნა მხოლოდ კაცის საამებლად,გულის
გასახარად,მარიონეტად,რომელსაც სურვილისამებრ ათამაშებ.საზოგადოებაში
მუსირებს აზრი,რომ ქალი სუსტი არსებაა ე.წ. სუსტი სქესის წარმომადგენელი და
მისი ინტერესის სფერო სხეულის მორტვა-მოკაზვმა,სამზარეულოში
ტრიალი,გაუთავებელი ლაქლაქი და სუსტი თვისებების გამოვლინებაა,თუკი
გოგონებს გამოვკეტავთ ოთხ კელედში და გარშემო შემოვუკრებთ
ადმიანებს,რომელთა საქმიანობა ზემოთ არნიშნულს არ ცდება დიახ!იგი ასეთ
გარემოში ფერსაც იცვლის და ზნესაც. სულაც არ იქნება გასაკვირი თუკი
არასრულფასოვან ადამიანად დარჩება,მსგავსი არზრდა სული დამახინჯებას
გავს,მუტაციაა სულისა. წარმოიდგინეთ ასეთ გარემოში აღზრდილი ქალი,რომელიც
არ ოჯახდება ანდა ქვრივდება ბედი უკუღმართობით,როგორ უნდა აღზარდოს მან
საზოგადოების სრულფასოვანი წევრები რა უნდა ასწავლოს თავად უცოდინარმა?განა
შეუძლია გაუმკლავდეს შექმნილ პრობლემას. „ფიზიკური განვიტარება პიროვნების
ფარმონიული განვიტარების აუცილებელი ნაწილია“(უოლსტონკრაფტი,2014,272).
ფიზიკურად უძლური ადამიანი ვერ იქნება სულიერად და გონებრივად

ძლიერი,ხოლო სუსტ არსებას არ ძალუძს აღზარდოს საზოგადოებისთვის ძლიერი


მომავალი.

ავტორი ნათლად ამბობს,ქალის ხასიათი სოციალურად არაა


კონსტრუირებული,არამედ ყალიბდება სოციალური ურთიერთობებისა და აღზრდის
შედეგად. თუკი ქალი მიდრეკილია სენტიმენტალურობის,პრანჭვისა და ჭორაობის
სიყვარულისკენ,ჭირვეულობასა და რეპრუდუქტული საქმიანობისკენ,რომელთა
ინტერესი საკუთარ თავს არ ცდება და უკუაგდებს ზოგადსაკაცობრიო საკითხებს
მხოლოდ იმის ბრალია,რომ არასწორ,არასამართლიან გარემოში ხდება არზრდა.
თუკი მათ გალიაში გამოვკეტავთ და არ გავუხსნით დარაბებს,ბუნებრივია მათი
სული წარმავალ საგანთა მონა გახდება. მოაზროვნის აზრი განათლების მიმართ
მკაფიოა,წარმოდგენა,რომ ქალის როლი და დანიშნულება,როგორც ოჯახის
ბურჯი,დედა,სამშობლოსათვის შვილის არმზრდელი,როგორც
შინამომსამსახურე,მოსიყვარულე ცოლი, ერთ გროშადაც არ მიმაჩნია. ქალს,ისევე
როგორც კაცს რაციონალური,ანალიტიკური და ლოგიკური უნარები უნდა
ჩამოვუყალიბოთ,რადგან ორივე სქესი თანასწორუფლებიანია. ცხოვრების გზაზე
დაბრკოლებების დაგალახვისა და პრობლემის მოგვარების ეფექტური და უტყუარი
საშუალება გონებაა,რომელიც თვითგადარჩენის,ადგილის დამკვიდრების,გონიერი
მომავლის აღზრდას გულისხმობს. გოგონების მჯდომარე წესი გონებას აჟანგებს,იგი
დამოკიდებული და უძლური ხდება. „უმანკოებას როგორც თავაზიანად უწოდებენ
უმეცრებას-შესანარჩუნებლად მათ სიმართლეს უმალავენ“
(უოლსტონკრაფტი,2014,282). უმეცარი მდედრები გამოქვაბულში მჯდომარე ბრბოს
მაგონებს,რომელთაც ჭეშმარიტებას უმალავენ,მზის სხივს არ ანახებენ. ქალის
სტატუსი გათელილი და შეურაცხყოფილია,მისი როლი მხოლოდ დეკორია სამყაროს
გასალამაზებლად მოვლენილი მანამ,სანამ აზროვნების განვითარებას არ
ეზიარებიან,მუდამ იმ ჭაობში დარჩებიან,სადაც კაცების მფლობელობაში არიან ამ
სიტყვის პირველდი მნიშვნელობით.

თანასწორობა ნიშნავს,რომ ქალსა და მამაკაცს აქვს თანაბარი პირობები და


ცხოვრებისეული შანსები თავიანთი პოტენციალის სრული
რაელიზაციისთვის,თანაბრად მონაწილეობდნენ
სოციალური,კულტურილი,ზოგადსაკაცობრიო პროცესში,სარგებლობდნენ
საზოგადეობრივი სიკეთეებით,შესაძლებლობებითა და რესურსებით. ქალისა და
მამაკაცის ინტერესების გათვალისწინება თანაბარ პირობებში უნდა ხდებოდეს,მათი
ღირებულებები,მიზნები,საჭიროებები,მისწრაფებები, ერთ დონეზე უნდა
დაიყვანებოდეს,ისინი უნდა სარგებლობდნენ ერნაირი
უფლებებით,შესაძლებლობებით,გააცნდეთ ისეთივე პასუხისმგებლობა და
ვალდებულება,როგორც მამრს. ქალისა და მამაკაცის ემანსიპაცია ნიშნავს
თანასწორობას,სწორ,შემავსებელ საქმიანობას,ურთიერთგამდიდრებას თავიანთი
განსხვევებულობით. შევხედოთ თანასწორობას მოქალაქის უფლებებით და
არა,როგორც ქალის. დროა ქალთა რევოლუცია,დროა ყურებიდან საცობი

გამოიძრონ,რათა ჩამოირეცხონ წარმავალი ბრწყივნალების ელფერი. და ქალი თუკი


გულუბრყვილო და უმეცარია მხოლოდ გონების სივიწროვისა და გაუნათლებლობის
ბრალია“გენიისა და ნიწის მქონე ყველა მამაკაცი იმ კლასიდან გამოვიდა,რომელშიც
ქალები აქამდე არასდროს შეუშვიათ“ (უოლსტონკრაფტი,2014,303). აღზარდეთ
ქალები მამაკაცების დარად და დაინახავთ ქალის როლს სამყაროში,როგორც
ტოლერანტულობისა და სიმშვიდის ექვივალენტს. სწორედ ცოდნის ფლობაა იმის
წინაპირობა,რომ საკუთარი მნიშვნელობა ნათლად წარმოაჩინოს ქალმა.

ფუნდამენტური პრობლემა არასწორი აღზრდა და განათლების არასწორი


მიწოდებაა,საჭიროა რეორგანიზაცია და სიახლეების გატარება,რომელსაც
უოისტონკრაფტი გვთავაზობს. ადამიანის გასაჭირი და წუთისოფლისგან გმობა
თავისი უმეცრების შედეგია,ადამიანში ფასუელი მისი გონებაა. პიროვნების
ჭეშმარიტი დანიშნულებაც ხომ ესაა,იცხოვროს და არა
იარსებოს,განვითარდეს,შეიმეცნოს და განავრცოს მიღებული. გონებასა და ზნეობას
სქესი არ გააჩნია,ამიტომ არსებითია განათლება თანაბარ პირობებში მივაწოდოთ
„ადამიანსი არსებული უკვდავების მარცვალი,მისი გონების სრულყოფაა“
(უოლსტონკრაფტი,2014,289). პრობლემა ადამიანისთვის თვითგანვიტარების
საშუალებაა,ხშირად ცხოვრებისულ საზრუნავებთან ჭიდილი გვიწევს მათ
გადასაჭრელად არსებითია ხელთ გვეპყრას იარაღი,რომელსაც მერი გონების სახით
გვტავაზობს.

ქალი, ალბათ, ამ სიტყვის გაგონებაზე თითოეული ადამიანის გონებაში იკვეთება

აზრი უსუსურობასა და სინაზესთან დაკავშირებით. თითქოს, იგი მოევლინა ქვეყანას

იმისთვის, რომ მამაკაცებს თავი ძლიერი სქესის წარმომადგენლებად ეგრძნოთ.

სამყაროს შექმნისთანავე ამ ორ სქესს შორის გამოიკვეთა დიდი განსხვავება, პირველ

რიგში, ფიზიკურობის მხირვ. დროთა განმავლობაში, ქალები დისკრიმინაციის

მსხვერპლნი გახდნენ, ქალსა და მამაკაცს შორის უთანასწორობა ვლინდებოდა ყველა

სფეროში, უთანასწორობა კი პირველ რიგში ფიზიკუორბის გამო გამოვლინდა,

რადგან როგორც ცნობილია ქალი ყველასთვის უსუსურ არსებად უნდა

დარჩენილიყო, რადგან მამაკაცს მის გვერდით თავი ეგრძნო, როგორც ძლიერსა და

უპირატესს. სწორედ, ამ უთანასწორობამ ითამაშა დიდი როლი მერი

უოლსტონკრაფტის ცხოვრებაში, შემდგომ კი, პროტესტის გამოხატვის ნიშნად შექმნა

ნაწარმოები „ქალთა უფლებების დაცვა.“

მერი უოლსტონკრაფტი თავის ნაწარმოებში ხაზს უსვამს გოგონათა აღზრდის

მეთოდებს. იგი ამბობს, გოგონა ბავშვობიდანვე უნდა იყოს თავისუფლებასა და

დამოუკიდებლობას მიჩვეული. თვისებები, როგორებიცაა: გულჩვილობა, პრანჭვა,


მხოლოდ გარეგნობაზე ზრუნვა გამოწვეულია მათი არასწორი აღზრდით. სუსტი

სქესის წარმომადგენლებს მამაკაცები სწორედ, გარეგნობით აფასებენ. ისინი

ყურადღებას აქცევენ ქალის სილამაზეს, სინაზეს, რაც აუფასურებს ადამიანთა

უმთავრესს, ცხოვრების წყაროს- გონებას, აზროვნებას. როგორც წესი, გონებასა და

აზროვნებას სქესი არ გააჩნია, რატომ არ უნდა ჰქონდეს ქალს თავისი ინტელექტის

ამაღლების საშუალება? რატომ ვერ უნდა შეძლოს მან საკუთარი თავის

განვითარებაზე ზრუნვა? ამ კითხვაზე რუსო მარტივად უპასუხებდა, რომ გონების

განვითარება ქალის საქმე არ არის. თუმცა, ავტორი რუსოს ნააზრევის საპირისპიროს

ამტკიცებს. მერი უოლსტონკრაფტი ამბობს, რომ გოგონებმაც ისევე თავისუფლად,

მხიარულად უნდა გაატარონ ბავშვობა, როგორც ბიჭებმა, რადგან ისინი

დამოუკიდებლად შეძლებენ თვითგადარჩენისთვის აუცილებელი თვისებების

გამომუშავებას, ამავდროულად, მცირე გამოგონებები, რომელთა მიზანი სწორედ,

გართობაა, ავითარებს აზროვნებას. სამწუხაროდ, აღმზრდელები ეწინააღმდეგებიან

ჩანაფიქრს და არასწორი მზრუნველობით დამოკიდებულს ხდიან სხვაზე, რაც

აფერხებს მათ გონებრივ განვითარებას.

უძველესი დროიდან მამაკაცები უპირატესობით სარგებლობდნენ. როდესაც

ისინი გონებრივ განვითარებაზე, კარიერაზე ზრუნავდნენ და ქორწინება მეორე

ხარისხოვანი იყო, ქალებისთვის პირველ ადგილზე სწორედ, ქორწინებას აყენებდნენ,

მათ უარს ათქმევინებდნენ კარიერის, საკუთარი თავის განვითარებაზე. თითქოს

ისინი ამ ქვეყანას მოევლინენ იმისთვის, რომ სიამოვნება მიანიჭონ მამაკაცებს.

განათლება არის ერთადერთი გზა საკუთარი თავის რეალიზებისკენ.

უოლსტონკრაფტი მოიყვანს მაგალითს და ამბობს, როდესაც ქალს მეუღლე

გარდაეცვლება, ის მარტო დარჩება დაუდნობელი ბედისამარა, რა უნდა

მოიმოქმედოს ქალმა, რომელსაც არ აქვს სათანადო განათლება, რათა გაუძღვეს

ოჯახს ქვრივად დარჩენილმა? იგი ხომ აქამდე სხვაზე დამოკიდებულებას იყო

შეჩვეული? რა მოიმოქმედოს, როდესაც დამოუკიდებლობა სიყრმიდანვე არ შეაჩვიეს?


იგი ვერანაირ გამოსავალ ვერ პოულობს, ამიტომ, გაჭირვების ჟამს გადაეყრება ვიღაც

გაიძვერას, მატყუარას, რომელიც მეუღლის მიერ დატოვებულ ქონებას

მიისაკუთრებს, გამოიყენებს ქალს და ამით თავის მორჩილს გახდის მას. აქ კვლავ

მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ ქალებსაც მამაკაცების მსგავსად აქვთ უფლება

გონებრივი განვითარებისა.

სიტყვა თავისუფლება, თანასწორობა, ამ დროისთვის შეუფერებელი იყო.

წარმოუდგენლად მიაჩნდა საზოგადოებას თუ როგორ უნდა ყოფილიყო ქალი

მამაკაცის თანასწორი. სწორედ, ეს არის მიზეზი, იმისა, რომ ქალები საკუთარ

თავისუფლებას სწირავდნენ სიამოვნების გრძნობას. თავისუფლებას, სათნოებას,

უმანკოებას სწირავდნენ სიამოვნებას და ემონებოდნენ მამაკაცს. „ვიდრე

მამაკაცისთვის ფიზიკური სიყვარული საყვარელ საქმიანობად რჩება, ის ეცდება

ქალის დამონებას.“ (უოლსტონკრაფტი, 2017, 269)

რუსოცა და მერიც ამბობს, რომ გოგონებიცა და ბიჭებიც უნდა აღვზარდოთ ერთ

გარემოში, რადგან მათ შორის არ იყოს განსხვავება გარდა ფიზიკური აღნაგობისა.

თუმცა, აქაც გამოიკვეთა განსხვავება, რუსო თვლის, რომ გოგონები ბიჭებზე უფრო

ნაკლებ ძალაუფლებას უნდა ფლობდნენ, მერი კი ამბობს, რომ მათი ერთ პირობებში

აღზრდა საჭიროა იმისთვის, რომ ქალბატონებმა შეძლონ საკუთარ თავზე

ძალაუფლების მოპოვება, საკუთარი აზრის ქონა, რათა არ იყვნენ სხვებს

დამონებულნი.

„სათნოება მსხვერპლად ეწირება წუთიერ სიამოვნებას, პატივსაცემი ცხოვრება კი

ხანმოკლე ტრიუმფს.“ (უოლსტონკრაფტი, 2017, 245) ფრაზა, რომელსაც შეუძლია

მთლიანად გადმოსცეს მთავარი სათქმელი ნაწარმოებისა, იმისთვის, რომ ქალი იყოს

დაფასებული, როგორც ოჯახის ასევე მთლიანად საზოგადოების მიერ იგი უნდა იყოს

განათლებული, როდესაც ქალი შეძლებს საკუთარ განათლებაზე ზრუნვას, ხოლო,

თავის ცხოვრებაში უპირატესი ადგილი მიენიჭება ინტელექტის ამაღლებას და არა

გარეგნობას სწორედ მაშინ, სათნოება არ შეეწირება წუთიერ სიამოვნებას.


ზემოთ თქმულიდან გამომდინარე აშკარაა, რომ მერი უოლსტონკრაფტი

უპირველეს მნიშვნელობას განათლებასა და თანასწორობას ანიჭებს. მისი მიზანი იყო

ეჩვენებინა მკითხველისთვის თუ რაოდენ მნიშვნელოვანია განათლებული ქალი

ოჯახისთვის, ერისთვის. ვფიქრობ, რაღაც კონკრეტული ზღვარი უნდა არსებობდეს

ქალსა და მამაკაცს შორის, თუმცა ეს განსხვავებები არ უნდა უშლიდეს ხელს

თითოეულს საკუთარი თავის რეალიზებისთვის.

მერი უოლსტონკრაფტი მე-18 საუკუნის ინგლისელი ფილოსოფოსი გახლდათ. ის არა


პირველი, მაგრამ ერთ-ერთი გამორჩეული მწერალი იყო, რომელმაც ქალის
უფლებებებსა და ზოგადად სქესთა თანასწორობის შესახებ დაიწყო საუბარი.
სქესთა შორის არსებული განსხვავება, კერძოდ ქალების დაკნინებული ადგილი
საზოგადოებაში - ეს არის ის მთავარი პრობლემა, რომელსაც იგი ტექსტში
განიხილავს. ეს პრობლემა ახლაც დგას, მაგრამ ნაწარმოების წერის პერიოდში ეს
კიდევ უფრო აქტუალური იყო. იმ დროს, მდედრობითი სქესი არ იყო გონიერ
არსებად აღიარებული, რაც თავისთავად გულისხმობს მის არ აღიარებას ადამიანად,
ვინაიდან მწერალი თვლის, რომ გონების გამოყენება ამქვეყნიურ ცხოვრებაში, ორივე
სქესის ნამდვილი დანიშნულებაა. მაშინ, როდესაც კაცები აღქმულნი არიან როგორც
მოაზროვნე არსებები, რომლებსაც პროფესიული განვითარების და წარმატების
მიღწევის ყველანაირი საშუალება და უფლებაც გააჩნიათ, ქალები მოიაზრებიან
როგორც მამაკაცებზე დაქვემდებული, გრძნობებისთვის შექმნილი არსებები,
რომელთა დანიშნულება ოჯახის მოვლა და მამრობითი სქესის სურვილების
დაკმაყოფილებაა. იმას, რომ მდედრობითი სქესი საპირისპირო სქესის თანასწორია,
ფილოსოფოსი რამდენიმე არგუმენტით გვისაბუთბს. პირველი: როგორც უკვე
აღვნიშნე, ადამიანში მთავარი და ღვთაებრივი მისი გონებაა და სწორედ აქიდან
გამომდინარეობს ადამიანური სათნოებებიც. შესბაბამისად, სისულელეა ფიქრი
იმაზე, რომ კაცობრიობის ნაწილი ამ უნარს უნდა ანვითარებდეს, მეორე ნაწილი კი
პირიქით, არაფრად აგდებდეს და თრგუნავდეს მას. ,, თუ აღიარებულია, რომ ქალს
უკვდავი სული აქვს, მისი ცხოვრების მთავარი საქმე აზროვნების განვითარება უნდა
იყოს". (უოლსტონკრაფტი, 262) მეორე: უოლსტონკრაფტი თვილს, რომ არც გონებას,
არც ზნეობას და ასევე არც სულს, სქესი არ გააჩნია. მწერალი კიდევ ერთ არგუმენტს
გვთავაზობს. მისი თქმით, ქალების აღზრდა ხდება, როგორც მამაკაცის საამებელი
არსება. მამაკაცი მას ფინანსურად უზრუნველყოფს, ქალი კი საკუთარ თავს ხედავს,
როგორც საზღაურს ამ უზრუნველყოფისათვის. მაგრამ შესაძლებელია მოვლენები
სხვანაირად განვითარდეს. მაგალითად ქალი დაქვრივდეს, ან საერთოდ არ
გათხოვდეს. ასეთ შემთხვევაში ის სრულიად უმწეო მდგომარეობაშია. მას არ ძალუძს
არც საკუთარი თვის და მითუმეტეს არც ოჯახის

უზრუნველყოფა. ისეთი ცხოვრება რომ აიწყოს, როგორისთვისაც მაომზადეს, ანუ


გათხოვდეს სარფიანად, იგი მაინც ვერ შეძლებს სათანადოდ გაუძღვეს ოჯახს და
კარგი მეუღლე და დედა გახდეს. ეს კი იმიტომ, რომ მას არ გააჩნია სათანადო
გონებრივი აღზრდა და განვითარებული აზროვნება. "ქალად არ იბადებიან,
ქალად იქცევიან". (უოლსტონკრაფტი, 239) ეს იდეა კარგად ჩანს ფილოსოფოსის
ნაშრომში. მისი აზრით, ის თვისებები, რაც ქალს მიეწერება, სისუსტე, სათნოება,
მგრძნობიარობა, მხოლოდ საკუთარ გარეგნობაზე ფიქრი და ა.შ., არ მოჰყვება ქალს
დაბადებიდან და ეს სოციალური ურთიერთობების და არასწორი აღზრდის შედეგია.
მაშინ, როდესაც ბიჭები ლაღად, აკრძალვების გარეშე დარბიან და თამაშობენ გარეთ,
რაც ფიზიკური ჯანმრთელობის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, გოგოები სახლში
არიან გამოკეტილები და ყველა სხვა ალტერნატივის გარეშე დარჩენილნი,
იძულებულები არიან თოჯინით ითამაშონ, ან სარკეში უყურონ როგორ იკაზმება
საკუთარი დედა. ეს, რა თქმა უნდა, მათზე არასწორ, ცუდ გავლენას ახდენს. პირველ
რიგში იმიტომ, რომ ისინი ფიზიკურად ვერ ვითარდებიან, რაც ისევე
მნიშვნელოვანია, როგორც გონებრივი განვითარება, მეორე რიგში იმიტომ, რომ ისინი
საკუთარ გარეგნობას აღიქვამენ, როგორც ერთადერთ ღირსებას და მის გამოჩენასა და
გალამაზებაზე მთელ ცხოვრებას ხარჯავენ. აღსანიშნავია ისიც, რომ ასე აღზრდილი,
ნაზი, მშვენიერი ქალები ფიზიკურ სისუსტეს სრულად არ თვლიან ნაკლად,
პირიქით, ისინი ამით ამაყობენ. რაც, თავისთავად, ძალიან ცუდია, რადგან ფიზიკურ
განვითრებას გონებრივი მოყვება. მდედრობითი სქესის აღზრდა ხდება, როგორც
სუსტი, მამაკაცზე დაქვემდებარებული არსებები, რომელთა ერთადერთი
დანიშნულება მამრობითი სქესისთვის სიამოვნების მინიჭება და და სამყაროს
გალამაზებაა. ისინი აღზრდილნი არიან ისე, რომ დამოუკიდებლად არაფრის
მაქნისები არიან და ყველა საჭიროებისას, თუნდაც სულ მცირედის, მამაკაცის გარეშე
ვერაფერს ხდებიან და მას მიმართავენ შველის სათხოვნელად. გოგონებს, ოთახებში
გამოკეტვით და ფიზიკური განვითარების საშუალების წართმევით, ხელუვნურად
უქმნიან შიშს, რათა მამკაცისთვის დაუცველნი გამოჩდნენ და ამით ისინი მიიზიდონ.
სიმხდალე, ისევე რომ იგმობოდეს მდედრობით სქესში, როგორც მამრობითში ხდება,
ქალები ალბათ უფრო ღირსეულები იქნებოდნენ, ვიდრე ახლა არიან. მათი აღზრდა
განაპირობებს იმასაც, რომ ქალები მხოლოდ სიამოვნებისთვის ცხოვრობენ. თუ
მამაკაცებისთვის სიამოვნება მხოლოდ განტვირთვის საშუალებაა, ქალებისთვის ის
მთელ ცხოვრებისეულ მიზანს წარმოადგენს, ისევე როგორც სარფიანად გათხოვება.
მათ ბავშვობიდანვე უნერგავენ იმას, რომ მათი მთავარი "იარაღი" მათივე სილამაზეა.
სწორედ ამით ცდილობენ ისინი კაცებზე ძალაუფლების მოპოვებას და გამართლების

შემთხვევაში ამით კმაყოფილდებიან, ვინაიდან მათ არ გააჩნიათ რაიმე სხვა


ცხოვრებისეული მიზანი, გარდა გათხოვებისა. გონების განვითარება, უნარების
გაწაფვა თავისთავად არ ხდება, ეს ცხოვრებისეული სირთულეების გადალახვის
შედეგია, რაც ქალებს არ უწევთ, ვინაიდან ყოველთვის საპირისპირო სქესზე არიან
დამოკიდებულნი. ისინი, ყოველგვარი სხვა ღისების გარეშე გარდა საკუთრი ქალური
ბუნებისა, უბრალოდ მოითხოვენ, რომ პატივი სცენ, როგორც ქალებს, და როდესაც ამ
პატივისცემას იღბენ, სულაც არ ფიქრობენ იმაზე, რომ ეს პატივისცემა შესაძლოა
ყალბია და მათი მოტყუების და "მახეში გაბმის" ერთ-ერთი ხერხია. შევაჯამებ და
ვიტყვი, რომ ქალები მსგავსი თვისბებით ხასიათდებიან, რადგან მათი აღზრდის
მეთოდები ერთმანეთისგან არ განსხვავდება. ისინი მსგავსი, სტერეოტიპული,
არასწორ თვისებებზე ორიენტირებული სისტემით იზრდებიან, რაც მათში არასწორი
პრიორიტეტების ჩამოყალიბებას იწვევს და აიძულებს კაცს დაექვემდებაროს.

მერი უოლსტონკრაფტი ინგლისელი მოაზროვნე, ფილოსოფოსი და ესეისტი იყო.


იგი ასევე ერთ-ერთი პირველია, რომელმაც ყურადღება გაამახვილა ქალისა და
მამაკაცის თანასწორობასა და ამ თემასთან დაკავშირებულ პრობლემებზე და სწორედ
მათზე ისაუბრა თავისივე ნაშრომში „ქალის უფლებების დაცვა“. ტექსტის კითხვის
პროცესში გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ თვითონ ავტორი თვითნასწავლი
გახლდათ.

ავტორი ტექსტს იწყებს ჟან-ჟაკ რუსოს კრიტიკით. მიუხედავად იმისა, რომ იგი მას
პატივს სცემდა იყო საკითხები, რაშიც მერი არათუ არ ეთანხმებოდა, არამედ
ეწინააღმდეგებოდა კიდეც მას. კერძოდ, იგი განიხილავს რუსოს ცნობილ ნაშრომს
აღზრდის შესახებ.სადაც ავტორი ამბობს, რომ გოგო და ბიჭი განსხვავებულად უნდა
აღიზარდონ, რომ გოგო განათლებას არ საჭიროებს და რომ ქალებს ლაქლაქი, პრანჭვა
და თოჯინების სიყვარული თანდაყოლილი აქვთ. ეს არის იმ საკითხთა მცირე
ჩამონათვალი, რაშიც ავტორი რუსოს არ ეთანხმება და არგუმენტებიც კი მოყავს
საპირისპიროს დასამტკიცებლად. ის ამბობს, რომ ქალების ხასიათს კულტურა და
აღზრდა განაპირობებს, რომელიც იმ პერიოდშია გაბატონებული. სხვა რა დარჩენია
უცოდველ ბავშვს, რომელიც სახლშია გამოკეტილი გარდა იმისა, რომ ან თოჯინებით
გაირთოს თავი, ან დედასა და დეიდებს მიბაძოს. შესაბამისად ბუნება კი არ შობს
ქალს ასეთს, არამედ მას ზრდის საზოგადოებრივი ნორმები. „თუკი უდიდესი ძალის
მქონე მამაკაცებსაც იშვიათად ჰყოფნით თავიანთ გარემოცვაზე ამაღლების ძალა,და
თუ გენიოსთა სტრიქონებიც კი ყოველთვის მათი ეპოქის ცრურწმენებით იყო
შერყვნილი,ცოტა მაინც უნდა შევუნდოთ სქესს,როელიც,მეფეთა მსგავსად,საგნებს
ყოველთვის მრუდე სარკეში ხედავს“(მერი უოლსტონკრაფტი 2017, 246)

გოგონა, რომელიც აღიზრდა იმ აზრით, რომ იგი არის სუსტი და მისი უმთავრესი
დანიშნულებაა სარფიანად გათხოვდეს უმეცარ არსებას ემსგავსება. იგი ისეთ
საკითხებზე იწყებს ფიქრსა და ზრუნვას, რაც სრულიად უმნიშვნელოა. მას გონია,
რომ რაც უფრო სუსტი, უმადო და უცნაური გემოვნების იქნება მით მეტად
მოეწონება კაცებს. შესაბამისად ასეთი სასაცილო და აბსურდული აზროვნების მქონე
ქალები კი არ წუხან საკუთარი ფიზიკური სისუსტის გამო არამედ ეამაყებათ კიდეც
ის. ამ დროს ის, რაც მათში ყველაზე მნიშვნელოვანია ავიწყდებათ და თანდათან
საბოლოოდ კლავენ.ავტორი თვლის, რომ ყველაფერი, რაზეც მე ზემოთ ვილაპარაკე
გოგონას არასწორი აღზრდითაა გამოწვეული. მისი აზრით გოგონაც სწორედ ისე
უნდა აღიზარდოს, როგორც ბიჭი. მას უნდა მიეცეს იმის უფლება, რომ ლაღად
გაატაროს ბავშვობა ისწავლოს დაცემის დროს თავისით წამოდგომა და მიხვდეს, რომ
იგი არ არის ვალდებული იყოს ვინმეზე დამოკიდებული, რადგან შეიძლება
ერთხელაც დარჩეს სრულიად მარტო და მარტოდ დარჩენილმა კი უნდა იცოდეს
როგორ გაუმკლავდეს პრობლემებს ისე, რომ არ დაკარგოს ღირსება და მარტოსაც
შეეძლოს შვილების ღირსეულად აღზრდა. ხშირ შემთხვევაში ამ აზრს
წინააღმდეგობას უწევენ ბრმა მზრუნველობით და გოგონას საკუთარ თავთანაც კი არ
ტოვებენ მარტოს. მუდამ ჩააგონებენ, რომ ისინი უნდა იყონ ქმრებზე
დამოკიდებულები და მათი ერთადერთი საზრუნავი მათთვის სიამოვნების მინიჭება
უნდა იყოს.

მიუხედავად იმისა, რომ ავტორი ტექსტში ასე ვთქვათ იცავს ქალებს. იგი მათ
ადანაშაულებს იმაში, რომ ამ ყველაფერს წინააღმდეგობას არ უწევენ, რომ ეგუებიან
საკუთარ ბედს უჯერებენ მშობლებს და ისეთები ხდებიან როგორიც ეს ოჯახს და
საზოგადოებას სურს, მაშინაც კი, როცა უღელის მოსაცილებლად მხოლოდ თავის
აწევა სჭირდებათ „იმის ნაცვლად, რომ თავიანთი დაბადებიდან კუთვნილი უფლება
დაიცვან,ტალახში მშვიდად თავჩარგულები, ამბობენ:“ვჭამოთ და ვსვათ,ხომ მაინც
მალე მოვკვდებით.“ (მერი უოლსტონკრაფტი 2017,255) შესაბამისად შეგვიძლია
ვივარაუდოთ, რომ საკუთარი აზროვნების ამ მონობაში ჩაგდების ერთ-ერთი მიზეზი
თვითონვე არიან. მაშ როგორ რა გზით უნდა მოიპოვონ ქალებმა
თავისუფლება?პირველ რიგში, როგორც ზევით ავღნიშნე მნიშვნელოვანია, რომ ისინი
სწორად აღიზარდონ მიეცეთ თავისუფლება, სათანადო განათლება და იმის
საშუალება, რომ საკუთარი პრობლემები თვითონვე მოაგვარონ. ისინი არ უნდა
კმაყოფილდებოდნენ მხოლოდ იმით რასაც სხვები სთავაზობენ და რაც მთავარია არ
უნდა იყვნენ სხვაზე დამოკიდებულები.

მერი უოლსტონკრაფტი საუბრობს ქალებზე ,მათ მიმართ დამოკიდებულებაზე და


გენდერულ ბალანსზე.მერი ფიქრობს,რომ კაცი ძლიერია ქალზე ,რაც ერთადერთ
უპირატესობააა კაცებისთვის.ის საუბრობს აღზრდაზე .ამ საკითხში გოგონები
დაჩაგრულები არიან.იმ დროს როდესაც ბიჭები გარეთ თამაშობენ და ვითარდებიან
,მათ სახლში ჯდომა უწევთ ,რაც დაუშვებელია .არ უნდა ხდებოდეს მათი გაყოფა
,ისინი ერთად უნდა თამაშობდნენ.მერი სასაცილოდ თვლის იმ აზრს რომ გოგოები
თავიდანვე ჭორიკნები და თოჯინების მოყვარულნი არიან.როდესაც გოგონას
მისჯილი აქვს სახლში ჯდომა,ის ისმენს მსახურების ჭორიკნობას ,უყურებს თუ
როგორ იპრანჭიება დედამისი და ბუნებრივია რომ მიბაძვის სურვლი უჩნდება.ხოლო
უსაქმურობისგან შეწუხებული თავს თოჯინების მორთვით ირთობს.

მერი უოლსტონკრაფტი გვესაუბრება ქალიშველების არსწორ აღზრდაზე და


ჩაგვრაზე.მას მოჰყავს მაგალითი .მშობლების გარდაცვალების შემდეგ
გოგონასბმემკვიედრეობის მცირედი ნაწილიც კი არ რჩება ის ძმების მოწყალებაზეა
დამოკიდებული .ხშირ შემთხვევაში ძმების ცოლები ცდილობენ მათი თავიდან
მოშორებას.ისინი ამისთვის არც ცრემლებს ,არც ალერსს არ იშურებენ და ბოლოს
გოგონა გარეთ რჩება.სუსტი ქალები თითქოს გალიაში იმყოფებიან და მთელი
ცხოვრება ამ გალიის გალამაზებით არიან დაკავებულნი.აქ მათ საკვებითა და
ტანსცამლით ამარაგებენ ,თუმცა ეს მათი შრომის ნაყოფი არაა.სანაცვლოდ ისინი
სწირავენ ჯანმრთელობას და თავისუფლებას.მათი ცხოვრები მიზანი კაცისთვის
სიამოვნების მინიჭებაა.ისინი დამოკიდებულები არიან კაცზე.ამის მიზეზი კი ისაა,
რომ თავის დროზე არვის უსწავლებია მათთვის თუ როგორ ყოფილიყვნენ ძლიერები
,არავინ ავარჯიშებდა მათ გონებას. ასეთი ქალები ,,თავიანთი სხეული მონობაში
არიან და ამ მონობაში ბრწყინავენ“( გვ 281 მერი უოლსტონკრაფტი ) .ქალებისთვის
ყველაზე მნიშვნელოვანია იმის კეთება რაც კაცს ეამება.ისინი ცხოვრობენ
სილამაზისთვის და სიამოვნების მისანიჭებლად.ამაყობენ თავიანთი სისუსტით და
არ ვითარდებიან.ისინი აზროვნებას უგულვებელყოფენ.რადგანაც ცოდნის მიღებას
დიდი შრომა სჭირდება ,ასეთი ტიპის ქალები თავსაც კი არ იწუხებენ.ქალსა და
გონებას შორის ყოველთვის დგას მამაკაცი ,,სქესმა არ უნდა გაანადგუროს ადამინაის
ბუნება“( გვ290 მერი უოლსტონკრაფტი ) _
სუსტი ქალები დასცინიან თავიანთზე უფრო განათლებულ და პატივსაცემ
ადამიანებს .მათთვის განათლებას და აზროვნებას ფასი არ აქვს.რაც შეეხება
ქორწინებას ,მათი ცხოვრების აზრია სარფიანად გათხოვება.ამ დროს კი მამაკაცები
სწავლობენ ,ვითრდებიან და მათთვის ქორწინება ყველაზე მთავარი არაა. კაცები
თითქოს პატივს სცემენ მათ ,თუმცა ამის ერთადერთი მიზეზი ისაა რომ ამ ტიპის
ქალებში კარგ და ერთგულ მსახურებს ხედავენ და ამ დამოკიდებულებით
აბრმავებენ .როდესაც სუსტი ქალი დაეცემა ,მას ჰგონია რომ ამაზე უფრო მეტად
ვეღარ დამდაბლდება .როგორც უკვე ავღნიშნე ,მას უწევს კაცზე იყოს
დამოკიდებული .ისინი ხშირად პროსტიტუციასაც კი მიმართავენ და ამ გზით
ირჩენენ თავს .მათთვის ხომ არავის უსაწვალებია თვის გატანა და ეს შედეგი
ბუნებრივიცაა.

მერი უოლსტონკრაფტს მოჰყავს ძლიერი,კეთილშობილი ქალის მაგალითი


,რომელიც გათხოვდება ის ქამრის პატივისცემას იმსახურებს .თუმცა ის დაქვრივდება
და მარტო დარჩება თავის შვილებთან ერთად.ამის მიუხედავად ის არაა სუსტი,
რადგანაც მას აქვს განათლება და არავისზეა დამოკიდებული.საზოგადობეა წინ ვერ
წავა მანამ სანამ ქალებს სწორ აღზრდას არ მისცემენ,,იმგვარად აღიზარდონ ,რომ
დამოუკიდებლად ფიქრი და მოქმედება შეეძლოთ“(გვ284 მერი უოლსტონკრაფტი)

ხოლო ჭკვიანი ,სწორად აღზრდილი ქალი არასოდეს ვარდება გამოუვალ


მდგომარეობაში .ის ძლიაერია და შეუძლია საკუთარი თავის რჩენა.ფრანგები 30
წლის ქალებს ანიჭებენ უპირატესობას.რადგანაც ისინი უკვე ჩამოყალიბებულები
არიან.

ყველა ადამიანი თანასწორი უნდა იყოს.აღიარებენ რომ სიყვარულის დროს სქესს


მნიშვნელობა არ აქვს ,მაგრამ როდესაც საქმე გონებამდე მიდის ,თვლიან რომ ქალებს
აზროვნება არ შეუძლიათ .ნებისმიერი ადამიანი ინდიდვიდია,რომელსაც გააჩნია
გონება ხოლო ,,გონება ჭეშმარიტების უნარია“(გვ 289 მერი უოლსტონკრაფტი)

რატომ იქმნება სახელმწიფო ლოკის მიხედვით და რა ფუნქციას ანიჭებს მას


საზოგადოება?
ლოკისთვის ბუნებრივი მდგომარეობა არის, როდესაც ადამიანს აქვს სრული
თავისუფლება გადაწყვტოს რა აკეთოს, ისე მოექცეს თავის საკუტრებასა და სხვა
ადამიანებს როგორც თვითონ უნდა და საამისოდ არავის სთხოვოს ნებართვა და
არავისზე იყოს დამოკიდებული . ეს ის მდგომარეობაა, როდესაც ყოველი ძალა არის
წონასწორობაში და არავის არ აქვს მეტი უფლება ანუ ყველას თანაბრად აქვს .ამ
მდგომარეობაში ადამიანები რომლებსაც ბუნებამ განურჩევლად მიანიჭა ყველა
უპირატესობა , ერთი და იგივე უნარებით დააჯილდოვა , ერთმანეთის მიმართ
თანასწორები არიან. თუმაცა ეს არის თავისუფლების მდგომარეობა ეს არ არის
თვითნებობის მდგომარეობას . ბუნებითი მდგომარეობის სამართავად არსებობს
ბუნებითი კანონი , რომელიც ყველასთვის სავალდებულოა ,რომელიც ასწავლის
ყველას რომ ყოველი ადამიანი თავისუფალი და თანასწორია არავის აქვს უფლება
ხელყოს სხვისი სიცოცხლე, ჯამრთელობა, თავისუფლება ან საკუთრება. ბუნებითი
საკნონის აღსრულება ყველა ადამიანის ხელშია . ეს ნიშნავს რომ ყოველე ადამიანს
აქვს უფლება ისეთი სასჯელი მიუყენოს ამ კანონის დამრღვევს , რომ კანონის
დარღვევა აღიკვეთოს . მსგავსი უფლება აუცილებლად უნდა ჰქონდეს ყველა
ადამიანს რაც მათ თანასწორობას განაპირობებს. თუმცაღა თუ დამიაანს
ბოროტმოქმედი ცაუარდება ხელში მას არ აქვს მისი სიცოცხლის მოსპობის უფლება
.ლოკი სიცოცხლეს თავისუფლებას ადა საკუთრებას ერთ დონეზე
აყენებს.მაგალითად ადამიანის დამონების მცდელობა ანუ თავისუფლების
წართმევის მცდელობა მისი განადგურების ტოლფასია .მონას ბატონი მაშინ
წაართმევს სიცოცხლეს როდესაც თვითნ მოუნდება .ამ შემთხვევაში ირღვება
ბუნებითი კანონი . ან სოცოცხლის შენარჩუნება რთული ხდება როცა ადამიანს არ
აქვს საკუთრება . თუ ადამიანს ვართმევთ საკუთრებას ესეც მისი განადგურების
ტოლფასია, რადგან ყველა ადამიანს სჭირდება სიცოცხლის შენარჩუნების
საშვალება .

თუ ბუნებით მდგომარეობაში ადამიანები ერთმანეთთან ჰარმონიულად


ცხოვრობენ , არიან თასწორნი , შეუძლიათ სამართლიანობის აღსრულება ,ქმნიან
ადამიანის უსაფრთხოებას მაშინ რა საჭიროა ამ შემთხვევაში სახელმწიფოს
შექმნა?

ნებისმიერ თავდასხმის ფაქტს რომელიც მიმართული ადამიანსი სიცოცხლის


ხელყოფისკენ ლოკი ომს უწოდებს . სახელმწიფოს არ არსებობის პირობებში უფრო
მარტივია რომ დამნაშავე დაუსჯელი გამოვიდეს ხოლო დაზარალებული დაუცველი
დარჩეს . ყოველივე ამის გამო ადამიანები დებენ საზოგადოებრივ ხელშეკრულებას .
ხელშეკრულების არსი მდგომარეობს ადამიანმა უარი თქვას დამნაშავის
თვითნებურ დასჯაზე და ეს უფლებამოსილება სახელმწიფოს გადააბაროს .
სახელმწიფო ამ ფუნქციას უფრო ეფექტურად ასრულებს. მაგალითად თუ
ბოროტმოქმედი ვინმეს საკუთრებას ხელყოფს ამ შემთხვევაში ადმიანი
სახელმწიფოს მიმართავს სამართლიანობის აღსასრულებლად. სახლემწიფო
მდგომარეობაში ადმაინი არსებითად არ კარგავს თავისუფლებას , მაგრამ მას რაღაც
შეზღუდვები უწესდება.როგორც ბუნებით მდგომარეობაში ინდივიდის
თავისუფლება არ ნიშნავს თვითნებობას და ამა ბუნებით კანონი არეგულირებს ,
ასევეა სახლმწიფოში დადგენილი წესები. ავტორი არსებითად იზიარებს რომ
სახელმწიფოს ფუნქციაა ინდივიდის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამ
შემთხვევაში სახელმწიფო უკეთესია ვიდრე ბუნებით მდგომარეობა მაგრამ
მაგალითად დესპოტურ სახელმწიფოში სადაც ადამიანის უფლებას და
უსაფრთხოებას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ასეთ სახლემწიფოში ადამიანის
ცხოვრება რთული იქნება.ლოკთან ადამიანები სახელმწოფოს გადასცემენ უფლებას
რომ დაისაჯოს დამნაშავე რომელიც საფრთხეს უქმის სხვება და არა პირად
თავისუფლებას,. შესაბამისად ავტორისთვის სახელმწიფო ისაა რომელიც იცავს
ადამიანის საკუთრებას სიცოცხლეს და თავისუფლებას. სახელმწიფო შეიმუშავებს
საეღტო წესებს რომელბიც ყველაფერზე მაღლა დგას. ის სჟს იმას ვინც არღვევს ამ
წესებს ანუ აღასრულებს კანონს და იცავს საზოგადოებას გარე საფრთხისგან ანუ
წყვეტს ომს.

ამრიგად ლოკთან სახელმწიფოს შექმნა არის მაშინ შესაძლებელი, როცა


ადამიანები აძლევენ სამართლიანობის აღსრულების უფლებას სახელმწიფოს ,
უმაღლეს ორგანოს . მაგრამ ამით არანაირ თავისუფლებას არ იზღუდავენ .
სახელმწიფო ქმნის უფრო მყარ უსფრთხოებას , აღასრულებს კანონს და იცავ
საკუთარი ხალხის ინტერესებს , ან იცავს საკუთარ მოსახლეობას საფრთხისგაგ
მაგალითად ომისგან . ამ შემთხვევაში სახელმწიფო უფრო ეფექტური ინსტიტუტია
, რადგანაც მას უფრო ეფექტურად შეუძლია ადამიანის დაცვა.

You might also like