You are on page 1of 4

ლუკა თვაური

მერი უოლსტონკრაფტი

მერი უოლსტონკრაფტი არის ინგლისელი ფილოსოფოსი. ის ითვლება ერთ-

ერთ პირველ ევროპელ მოაზროვნედ. მან საზოგადოებას თავისი ნაშრომით უჩვენა

სქესთა თანასწორობისა და ქალთა უფლებების პრობლემები. მერი უოლსტონკრაფტი

ამ ნაშრომში აღნიშნავს, რომ ბუნებითი თვალსაზრისით მდედრობითი და


მამრობითი

სქესის წარმომადგენლები, რაიმეს ათვისებისა და სწავლის უნარით არ


განსხვავდებიან

ერთმანეთისგან, თუმცა, ის ამბობს, რომ მამაკაცები ქალებისგან განსხვავებით

გონებრივად და ფიზიკურად იყვნენ განვითარებულნი. ეს ყოველივე კი მათ

აძლიერებდა, რის შედეგადაც ადვილად იმორჩილებდნენ ქალს. ,,სხეულის ძლიერება

შეიძლება კაცებს ბუნებრივ უპირატესობას ანიჭებდეს ქალებთან შედარებით; და ესაა

ერთადერთი მყარი საფუძველი, რომელზეც შეიძლება მათი სქესის უპირატესობის

აგება. (უოლსტონკრაფტი; 2019, 243). ქალები ფიქრობდნენ მხოლოდ გარეგნულ

სილამაზეზე, საკუთარ თავისუფლებას სიამოვნების გრძნობას სწირავდნენ და

ემონებოდნენ მამაკაცს. ამის გათვალისწინებით, ქალები ხდებიან მამაკაცზე

დამოკიდებულნი, ამ მდგომარეობას კი ბუნებრივს უწოდებენ, რადგან ვერ იაზრებენ,

რომ გოგონებსაც სჭირდებათ ის უნარ-ჩვევები, რაც ბიჭებს გამოუმუშავდებათ.

ავტორი ამბობს, რომ უძველესი დროიდან უპირატესობით მამაკაცები

სარგებლობდნენ, რადგან მათ ჰქონდათ უფლება ეზრუნათ კარიერაზე და გონებრივ

განვითარებაზე. განათლება ხომ ერთადერთი გზაა საკუთარი თავის აღმოსაჩენად და

უკეთესი მომავლის შესაქმნელად. ამის გამო, მამაკაცები განავითარებენ საკუთარ

თავს, ხოლო ქალები მთელს სიცოცხლეს მათზე ზრუნვაში გალევენ. მდედრობითი


სქესის წარმომადგენლებს არ გააჩნიათ ცხოვრებისეული მიზანი, რადგან მათ არ აქვთ

განვითარებული გონება ან სხვა რაიმე უნარი. ეს ყოველივე თავისთავად არ ხდება, ის

მიიღება ცხოვრებისეული სირთულეების გადალახვის შედეგად. ღმერთმა


ადამიანებს

მიანიჭა ერთნაირი შესაძლებლობა ყველანაირი უნარის განვითარებისთვის.

შესაბამისად, ქალიც და კაციც ერთნაირ შესაძლებლობებს უნდა ფლობდნენ, თუმცა

გოგონებს ჩამოუყალიბეს არასწორი პრიორიტეტი, რითაც გახადეს სხვაზე

დამოკიდებული. ამის გათვალისწინებით, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ქალს

სრულყოფილ ადამიანად არ აღიარებდნენ. უოლსტონკრაფტი, ასევე ნათლად

გვიჩვენებს კაცთა და ქალთა თანასწორობის ნიშანს - გონების პრიმატს. ყველა

ადამიანში არსებობს, რაღაც ღვთაებრივი და ეს მისი გონებაა. ავტორის აზრით,

ყველაზე დიდი ყურადღება, სწორედ მის განვითარებას უნდა ეთმობოდეს.

პიროვნებაში ყველაზე ღირებული არის გონება, რასაც ემყარება ადამიანური

სათნოება, ის არის ადამიანის ცხოვრების მთავარი საზრისი და ჭეშმარიტების

გარჩევის უნარი. ქალის სულს კი არ ეძლევა უფლება იყოს ასეთი სრულყოფილი.

ავტორი ამბობს, რომ მამაკაციც და ქალიც გონებით უნდა იდგნენ ერთ დონეზე,

რადგან ,,სულს, გონებას და ზნეობას სქესი არ აქვს“ (უოლსტონკრაფტი, 2019, 238).

თუკი ქალი არის გულუბრყვილო და უმეცრებაში ცხოვრობს ეს მხოლოდ

გაუნათლებლობისა და გონების სივიწროვის ბრალია. უნდა აღიზარდონ გოგონები

ისე, როგორც ბიჭები და დავინახავთ ქალების როლს სამყაროში, სწორედ ცოდნის

ფლობაა ამის წინაპირობა. ყველა ადამიანის დანიშნულებაა ,,იცხოვროს და არა

იარსებოს“, განავითაროს საკუთარი გონება და დაძლიოს ცხოვრებისეული

პრობლემები. სწორედაც, გონება არის ერთადერთი იარაღი, რითაც პიროვნება

შეძლებს თვითგანვითარებას. ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს გონების

სრულყოფის შესაძლებლობა, რითაც მოიპოვებს უკვდავების მარცვალს. შესაბამისად,


გონების
განვითარების შესაძლებლობა ქალსაც და კაცსაც თანაბრად უნდა ჰქონდეთ, რადგან

ისინი თანასწორნი არიან. მერი უოლსტონკრაფტი, ასევე აღნიშნავს, რომ მშობლებმა

უფრო რაციონალურად უნდა აღზარდონ გოგონები, რადგან ისინი მხოლოდ

გარეგნობაზე და გაპრანჭვაზე აღარ იყვნენ ორიენტირებულნი. თუკი გვინდა, რომ

გოგოებმა დაივიწყონ ყველაზე უმნიშვნელო რამ და მათთვის მხოლოდ ღირებულს

ჰქონდეს დიდი მნიშვნელობა, მაშინ ამ შემთხვევაში, აუცილებელია დაცული იყოს

გენდერული თანასწორობა, რათა გოგონებსაც მიეცეთ საშუალება მიიღონ განათლება.

ავტორი ჟან-ჟაკ რუსოს ნაწილობრივ ეთანხმება აღზრდასთან დაკავშირებულ

მოსაზრებებში. რუსოს აზრით, ბიჭებმა უნდა მიიღონ კარგი განათლება და ისინი

უნდა იყვნენ სრულიად თავისუფლები, აკეთონ ის, რაც მათ მოუნდებათ. აქედან

გამომდინარე, ბიჭები ეჩვევიან დამოუკიდებლობას, შედეგად ისინი ხდებიან უფრო

ძლიერები და მოაზროვნეები. ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რომ სწორედ ეს არის ბიჭების

დაწინაურება გოგონებთან მიმართებაში. გოგონები ხომ მარტო იმაზე უნდა

ზრუნავდნენ, რომ მომავალში მოსიყვარულე ცოლები გახდნენ. ამას კი მერი

უოლსტონკრაფტი არ ეთანხმება და ამბობს, რომ როგორ გარემოშიც ბიჭები

იზრდებიან, ასეთივეში უნდა აღიზარდონ გოგონებიც, რადგან ისინი

თანაბარუფლებიანები არიან. ავტორის აზრით, გოგონებს უნდა მიეცეთ იმის


უფლება,

რომ იცხოვრონ თავისუფლად და ლაღად გაატარონ ბავშვობის წლები, როდესაც

დაეცემიან კი წამოდგომა ისწავლონ. ამის შედეგად მათ ჩამოუყალიბდებათ

დამოუკიდებლობის უნარი და ვალდებულები აღარ იქნებიან გახდნენ მამაკაცებზე

დამოკიდებულნი. ქალმა მარტო დარჩენის შემთხვევაში ღირსეულად უნდა შეძლოს

ცხოვრების მკაცრ წესებთან გამკლავება, სირთულეებზე თავის გართმევა და


საკუთარი

ოჯახის დაცვა. ქალები არ უნდა კმაყოფილდებოდნენ იმით, რასაც სხვები

შესთავაზებენ და არ უნდა იყვნენ სხვებზე ზედმეტად დამოკიდებულნი. მათ უნდა


მიეცეთ თავისუფლება, შესაბამისი განათლება და რაც ყველაზე მთავარია უნდა

გამოიმუშავონ უნარი იმისა, რომ საკუთარი პრობლემების მოგვარება თვითონვე

შეძლონ, რადგან ,,სხეულის დამოუკიდებლობის შეზღუდვა ბუნებრივად იწვევს

გონების დამოუკიდებლობის შეზღუდვასაც“ (უოლსტონკრაფტი, 2019, 247). ასეთი

აღზრდის შედეგად ქალების ცხოვრებას აზრი მიეცა.

You might also like