You are on page 1of 3

1.

სარტრი

„ეგზისტენციალიზმი ჰუმანიზმია“ ფილოსოფიური მწერლობის ღირებული


ნიმუშია, რომელიც პოპულარობითაც სარგებლობს. ჟან-პოლ სარტრიმ განიხილა
ადამიანის არსებობასა და არსს შორის განსხვავება, ადამიანის დანიშნულების
ძებნის პროცესი და ზოგადად, ცხოვრებასთან დაკავშირებული საჭირბოროტო
თემები.

სარტრის მიერ განხილულ საკითხთა შორის ერთ-ერთია ათეისტური პოზიციით


ეგზისტენციალიზმზე საუბარი, რომელსაც თავად ავტორივე ეთანხმებოდა,
რადგან მიაჩნდა, რომ სულიერი ძალის, ღმერთისა და რწმენის არსებობა თავად
ადამიანზე იყო დამოკიდებული. მისი ეს მსჯელობა არ გვაძლევს საბაბს
ვიფიქროთ, რომ ავტორს ღმერთის არსებობის არ სწამდა, უბრალოდ ამტკიცებდა,
რომ ღვთაებრივი ძალის არსებობა დოგმად არ უნდა ქცეულიყო და ადამიანს
უნდა გაეკეთებინა არჩევანი ეწამა თუ არა ის.

ათეისტური ეგზისტენციალიზმის თეორიის თანახმად, სარტრი განიხილავს


ღმერთის არარსებობის პირობებში ადამიანების ღირებულებების ჩამოყალიბების
პროცესს. აღნიშნავს, რომ მორწმუნესთვის ღმერთი ადამიანის გარეშეც,
დამოუკიდებლადაც არსებობდა, მაგრამ სარტრისეული ეგზისტენციალიზმი
ღმერთის არსებობას სწორედ ინდივიდის პირად ძალისხმევასა და სურვილს
მიაწერს, აქედან გამომდინარე ადამიანი საკუთარი რწმენებისა და
ღირებულებების წარმოქმნაში დამოუკიდებელია. ეს განსაკუთრებით იკვეთება
მაშინ, როცა სარტრი აღნიშნავს, რომ ეგზისტენციალიზმი და ჰუმანიზმი ორი
დაკავშირებული კონცეფციებია და რომელთა მიხედვითაც ღმერთის
არარსებობის პირობებში ადამიანს თავად უწევს თავად შეიქმნას ღირებულებები
და მუდმივად ეცადოს „შექმნას“ საკუთარი თავი. თუ ქრისტიანული რწმენის
მიხედვით ღმერთი ადამიანს დაბადებისთანავე არსსა და ფუნქციას ანიჭებს,
ათეისტური ეგზისტენციალიზმით ადამიანი თავად საზღვრავს თავის ბედს და
ცხოვრების მანძილზე არაერთ ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იძენს.
ღმერთის არარსებობის მდგომარეობაში ადამიანი უბრალოდ არსებობს იქამდე,
სანამ თავადვე არ იპოვის თავის ბედს, დანიშნულებასა და არსს; არსებობა წინ
უსწრებს არსს, ისევე, როგორც ხელოსანი ქმნის ქაღალდის საჭრელს, როგორც
სარტრს მოყავს მაგალითად, თუმცა სანამ ადამიანები ამ საჭრელს ფუნქციისამებრ
არ გამოიყენებენ ის არსს მოკლებული და უსარგებლოა.

ღმერთის არარსებობის პირობებში, სარტრის მიხედვით, ჩვენ თავად ვირჩევთ


პიროვნულ ღირებულებებს, იმას თუ როგორი ვიყოთ. ამად ან იმად ყოფნა ჩვენი
პიროვნული არჩევანია, რადგან უკეთ ვიცით რა არის უმჯობესი საკუთარი
თავისთვის.

2. ლორენცი

XX საუკუნის მოაზროვნე, კონრად ზაქარიას ლორენცი ცხოველთა ქცევის,


ბიოლოგიური პროცესებისა და მედიცინის შესწავლით ეცადა სამყაროში მიმდინარე
პროცესების ფილოსოფიური ანალიზი მოეხდინა, რაც წარმატებითაც შეძლო,
ვინაიდან მან ჩამოაყალიბა ცივილიზებული კაცობრიობის რვა მომაკვდინებელი
ცოდვა, რომლის მიზნადაც კაცობრიობის შეხედულებებისა და მანკიერებების
შეცვლას, საზოგადოების საღ აზრზე დაბრუნებასა და ცოდვების „მონანიებისკენ“
მოწოდებას ისახავდა.

ამ ცოდვებს შორისაა ჭარბი მოსახლეობის, სასიცოცხლო სივრცის გაჩანაგების,


საკუთარ თავთან შეჯიბრისა და სხვა სახის პრობლემები, ხოლო ერთ-ერთი
უმნიშვნელოვანესი მეხუთე - „გენეტიკური გადაგვარების ცოდვაა“. ამას ლორენცი
დიდ საფრთხედ მიიჩნევს, რადგან აღნიშნავს, რომ სხვადასხვა ქმედებები,
როგორიცაა გულგრილი და უდარდელი დამოკიდებულებები,
პასუხისმგებლობებისგან თავის არიდების მცდელობები და მხოლოდ საკუთარ
მოთხოვნილებებზე ფიქრი, თანაც ისე, რომ მათ დაკმაყოფილებაზე თავადვე
ზრუნვას არ ცდილობენ, ქმედებებსა და ხასიათში მკვიდრდება და შემდეგ
გამოუსწორებელ პრობლემებად იქცევა ხოლმე. ამის მაგალითად ავტორს მოჰყავს
ახალგაზრდები, რომელთაც ჰგონიათ, რომ მათზე ზრუნვის ვალდებულება, თანაც
მთელი ცხოვრების განმავლობაში, მშობლებს აკისრიათ. ეს ყოველივე უკვე იმდენად
დამკვიდრდა, რომ გენეტიკური ინფანტილიზმის სახეც მიიღო, ამიტომაც ავტორი
აღნიშნავს, რომ სწორედ ესაა გენეტიკური გადაგვარება, დამკვიდრებული მავნე
ჩვევა, რომლის შეცვლა და გამოსწორება დიდ სირთულეს წარმოადგენს.
გამოუსწორებლად დარჩენილი ეს პრობლემა კი, რომელიც სხვებზე
დამოკიდებულებაში გამოიხატება უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს.

ავტორი აღნიშნავს მუტაციისა და სელექციის პროცესებს, საშიშროებას, რომ


კაცობრიობა მემკვიდრეობით ინსტიქტებს დაკარგავს, სხვადასხვა სოციალური
ქცევების წარმოშობასა და დამკვიდრებას, ეს ყოველივე კი ინდივიდების გენეტიკური
რღვევის მაგალითებია.

ადამიანებში არსებული კულტურითა და ზნეობით განპირობებული სოციალური


ქცევები ირღვევა, რასაც გარკვეული მიზეზები აქვს. ვინაიდან, ავტორი ზოოლოგი
და ზოოფსიქოლოგი იყო შესანიშნავად იცოდა ცხოველთა ფსიქოლოგია და არაერთ
მოსაზრებას სწორედ მათზე დაკვირვებით ასაბუთებს. მაგალითად, ადამიანებში
მსგავს ცვლილებებზე ავტორს მოჰყავს იმ ცხოველების მაგალითი, რომელთაც
ტყვეობაში ამრავლებდნენ. ცხოველების სხვადასხვა გენეტიკურ ჯიშებში ქრებოდა
დამკვიდრებული ინსტიქტები და ქცევები, ადამიანებშიც ასეა თუკი მათ ტყვეობაში
მოაქცევენ და თავისუფლებას შეუზღუდავენ.

You might also like