You are on page 1of 3

ემზარ აბდულლაევ

კონრად ზაქარიას ლორენცი


ინდივიდი გარკვეული კულტურის მატარებელ ადამიანთა ჯგუფის წევრი ხდება
მან უნდა შეძლოს საკუთარი ლტოლვების, სურვილებისა და მოთხოვნილებების
კონტროლი. როგორც არნოლდ გელენი ამბობდაადამიანი ფილოგენურად
კულტურული არსებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ინტელექტუალური ლტოლვა,
რომელიც მას უჩნდება ანალოგიურად ამ ლტოლვათა კულტურითაა
განპირობებული. მისი შეგნებული მოტოკვა ერთგვარ სისტემას ქმის სადაც ორივე
ქვესისტემის ფუნქციები ერთმანეთს ანალოგიურად ზუსტადაა ერთმანეთთან
შეთანხმებული. ორ მხარეს შორის მეტ-ნაკლებად თუნდაც ეს მცირე დოზით იყოს
წარმოჩენილი დარღვევებს იწვევს ხშირად შემთხვევებში. უმრავლეს შემთხვევებში კი
ადამიანები ვერც ახერხებენ იმის გააზრებას თუ რამდენად ხშირად და ადვილად
ხდება ეს პროცესი. განსაკუთრებით კი ამ საკითხში ის ადამიანები ცდებიან ვისაც
ადამიანის და სწავლის ყოვლის შემძლეობის წამს. ადამიანები რომლებიც
კომბინაციას საკუთარ სურვილებზე მბრძანებლობით აწყობენ.

ლორენცი თავისი ნაშრომის მეექვსე თავში საუბრობს გენეტიკურ რღვევაზე. ერთ-


ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ზოგადსაკაცობრიო პრობლემაზე. ამ თავში განიხილავს
იმ მნიშვნელოვან საკითხს როგორიცაა საზოგადოებაში არსებული ქცევები, მისი
მნიშვნელობა, წარმოშობა და დამკვიდრება. ამ მხრივ აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ
ცხოველთა და ადამიანთა სოციუმში არსებობს საზოგადოებრივი ქცევის ნაკრები, რაც
ხელს უწყობს ადამიანთა კერძოდ კი საზოგადოების სტაბილურობის შენარჩუნებას.
იმისათვის, რომ საზოგადოებაში სტაბილურობა შენარჩუნებული იქნება
აუცილებელია ,,თანდაყოლილი სამრთლებრივი გრძნობა". აღნიშნული წარმოადგენს
სწრაფვას ასოციალური ქცევის აღმოფხვრისაკენ. ლორენცი ზოგადად განიხილავს
ცივილიზებულ საზოგადოებას და ამბობს, რომ სწორედ ცივილიზებულ
საზოგადოებაში იჩენს თავს უსამართლობა ადამიანებს შორის, საზოგადოების
მხრიდან ინდივიდის მიმართ და სხვა. ყოველივე ეს კი განპირობებულია იმით, რომ
ადამიანების განვითარებასთან ერთად იცვლება დამოკიდებულება,შეხედულებები
და გრძნობები. ცივილიზებულ საზოგადოებაში ადამიანები ისწრაფვიან თავიანთი
სურვილების დაკმაყოფილებისაკენ და არც ფიქრობენ სხვა ადამიანების გრძნობებზე.
ისინი გაურბიან პასუხისმგებლობას და ხდებიან გულცივები.შესაბამისად ისინი
კარგავენ სამართლიანობის შეგრძნებას. სამწუხაროდ ყველა ადამიანს არ აქვს
სამართლიანობის შეგრძნება.ზოგიერთს ახასიათებს სწრაფვა სიამოვნების
მიღებისაკენ, სურვილი, რაც შეიძლება სწრაფად დაიკმაყოფილონ საკუთარი
მოთხოვნილებები, აგრეთვე გულგრილად შეხედონ სხვათა გრძნობებს და აირიდონ
პასუხისმგებლობა ყოველივე ზემოთაღნიშნული იწვევს ინფანტილური ქცევის
განვითარებას. ზოგ შემთხვევაში კი სწორედ ამგვარი ქცევა ხდება მიზეზი
სამართლებრივი დანაშაულის ვინაიდან ამ დროს ადამიანი ვერ აცნობიერებს თავისი
ქმედებით გამოწვეულ ზიანს, რიმელსაც აყენებს ის სხვას. შესაბამისად
სამართლიანობის იდეა გულისხმობს ადამიანში ზოგადად კი საზოგადოებასა და
სოციუმში სამართლებრივი გრძნობის განვითარება. გოეთე ამბობს: ,,სამართალს,
რომელიც ჩვენთან ერთად გაჩნდა, სამწუხაროდ, არასოდეს უწევენ ანგარიშს".
სწორადაც აღნიშნავდა გოეთე, რადგან ყველასათვის სამართლიანობა ისე
განისაზღვრება, როგორც ამას თავად მიიჩნევენ სამართლიანად. ლორენცის აზრით კი
სამართლიანობის ცნება არის დაკავშირებული ღვთაებრივ წარმოშობასთან და
არანაირად კულტურის თვალსაზრისით განპირობებულ კანონმდებლობასთან.

ავტორი რვა მომაკვდინებელი ცოდვის სახით აყალიბებს იმ ძირითად ფაქტორებს,


რომლებმაც, შესაძლოა კატასტროფულ შედეგემადე მიგვიყვანოს. ხაზგასასმელია ის
ფაქტი, რომ ტექნოლოგიური წინსვლა, პროგრესი და მეცნიერების განვითარება,
იქნება ეს ქიმია, ფიზიკა თუ სხვ. უშუალოდ უკავშირდება იმ ნაკლოვან მხარეებს,
რომლებზეც ლორენცის ყურადღებაა გამახვილებული. საგულისხმოა ისიც, რომ
თავად ავტორის ყურადღებაც გამახვილებულია ამ ფაქტორზე. მაშასადამე,
ტენოლოგიებისა და მეცნიერებების განვითარება ერთი მხრივ კარგი, პორგორესული
ნაბიჯია, რადგან ინოვაციები და სიახლეები მრავალფეროვნებამდე მიდის და უფრო
აფართოებს ადამიანურ თვალსაწიერს, თუმცა მეორე მხრივ, როგორც ლორენცი
აღნიშნავს ამ ყველაფერმა შესაძლოა კატასტროფამდე მიგვიყვანოს. კოლოსალური
პროგრესირების პარალელურად, ადამიანმა მოახერხა და დაიმორჩილა ბუნება.
მაშასადამე, ცივილიზებული ადამიანი ფაქტობრივად ყველაფრის ბატონ-პატრონი
გახდა, თუნდა ვერ იაზრებს იმ საფრთხეს, რომელიც სპონტანურ და გაუაზრებელ
ქმედებებს სდევს თან. ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ ლორენცის ტექსტი
წარმოადგენს არა გზა მკვლევს, რომელიც მიზნად ისახავს იმას, რომ დასახოს
გამოსწორებისკენ მიმართული გზები და ისაუბროს პრევენციის ზომებზე, არამედ
ობიექტურ სიმართლეს. სიმართლეს, რომლის გააზრება-გაანალიზებაც მიგვიყვანს იმ
დაკსვნამდე, რომ ფატალური შედეგების წინაშე ვდგავართ და არაპროდუქტიულად
ვიყენებთ ბუნებასა და რესურსებს. ადამიანის მიერ, რესურსების არაპროდუქტიული
და ერთჯერადი გამოყენება ნათლად ჩანს ბუნების გაჩანაგების თეზისში, რომელსაც,
ლორენცი რიგით მეორე ნაკლოვანებად განიხილავს. ამდენად, ავტორის მიზანია
ჩვენი ყურადღების ცენტრში მოაქციოს არსებული პრობლემატიკა და
გაგვააზრებინოს ის საფრთხე, რომლის წინაშეც კაცობრიობა დგას.
ბიბლიოგრაფია
ლორენცი, კონრად ზაქარიას. „ცივილიზებული კაცობრიობის რვა მომაკვდინებელი

ცოდვა“, წიგნში შესავალი თანამედროვე აზროვნებაში 2. 248-308. თბილისი: ილიას

სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018

You might also like