You are on page 1of 2

ემზარ აბდულლაევ

ჩარლზ დარვინი

ჩარლზ დარვინი მიჩნეულია ინგლისელ ნატურალისტად. დღესდღეობით მისი


მიღწევები და აღმოჩენები უსევ არ ჯარგავს აქტუალურობას. რა თქმა უნდა, მას
დიდი წვლილი მიუძღვის მეცნიერების განვითარებაში. რადგან სწორედ მან შეძლო
ბუნებაში მიმდინარე მოვლენების საიდუმლს ამოხსნა. მან ამ მოვლენას ევოლუცია
წინამორბედებისგან განსხვავებულია სხადასხვა ნიშნით. ანუ ყველა სახეობას
საუკუნეების წინ სრულიად განსხვავებული „სახე“ ჰქონდა და დროთა განმავლობაში
მათი გადასხვაფერება, განვითარება მოხდა. ეს განვითარება, რა თქმა უნდა,
განპირობებულია სწორედ იმ ორი მოვლენით, რომელზედაც დარვინმა თავისი
ნაშრომი ააგო. ესენია არსებობისთვის ბრძოლა და ბუნებრივი გადარჩევა.

არსებობისთვის ბრძოლა არის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ისევე, როგორც


ცოცხალ ასევე არაცოცხალ არსებებს შორის. ასევე არა მარტო სხვადასხვა სახეობებს
შორის, ასევე ერთი სახეობის წარმომადგენლებს შორისაც მიმდინარეობდა. ამ
დაპირისპირების შედეგად ყოველთვის გადარჩება ის სახეობა ან სახეობის ის
წარმომადგენელი, რომელიც სხვებზე უფრო ძლიერი აღმოჩნდება. „ ბრძოლა ერთი
და იმავე სახეობის წარმომადგენლებს შორის, განსხვავებულ სახეობებს შორის ან
ბრძლა ცხოვრების ფიზიკურ პირობებთან“. ( დარვინი 2018, 22). ასევე, როგორც
ციტატაში ჩანს, ცოცხალ არსებებს კლიმატთანაც უწევთ ბრძოლა. სეზონების
ცვალბადობას ყველა არსება ერთნაირად ვერ ეგუება. ამის მაგალითად შეგვიძლია
მოვიყვანო ციყვები, რომლებიც ზამთრისთვის მთელი წლის განმავლობაში საკვებად
კაკლებს იმარაგებენ, იმისთვის, რომ თავიანთი სახეობა გადაარჩინონ და
განმრავლება განაგრძონ. აქედან გამომდინარე კი შემდეგი თაობა წინაზე უფრო
ძლიერი დაიბადება, რადგან მას წინაპრისგან კონკურეციის, მეტოქეობის და კლიმატ
გამძლეობის ნიშან-თვისებები მემკვიდრეობით გადაეცემა.

ასევე ევოლუციური პროცესის დროს მნიშვნელოვანია ბუნებრივი გადარჩევაც.


რომელიც სახეობების ნიშან-თვისებების შენარჩუნებას უწყობს ხელს. ეს ტერმინი
შეიძლება მოვიხსენიოთ ისევე, როგორც მასტაბილიზებელი. საბოლოოდ ამ
გადარჩევის იდეას წარმოადგენს ის, რომ ცხოველები არ უნდა განიცდიდნენ მუდმივ
ცვლილებას და შეძლონ მათი სახეობებისთვის დამახასიათებელი „ფორმების“
შენარჩუნება. ასევე დარვინი აქედან გამომდინარე უშვებდა იმასაც, რომ შეიძლება
შთამომავლობის რომელიმე თაობას დროებით დაეკარგა მისი წინაპრების ნიშან-
თვისებები. თუმცა, მის შემდეგ თაობაში ან თაობებში აუცილებლად
გამოვლინდებოდა ძირითადი მახასიათებლები.

ევოლუცია, როგორც უკვე ვთქვი, შთამომავლობის სახეცვლილეას განსაზღვრავს.


თუმცა, ასევე შეგვიძლია ვთქვათ, რომ დედამიწაზე ცოცხალი არსებების
რაოდენობის დამარეგულირებელიცაა. რადგან „ბუნებაში ბრძოლა უსასრულოდ არ
გრძელდება, დამარცხებული მაშნვე კვდება, საბოლოოდ, მხოლოდ ყველაზე
ძლიერები, ჯანმრთლები და ბედნიერები გადარჩებიან და გამრავლდებიან.“
(დარვინი 2018, 32). ანუ რაოდენობის განმსაზღვრელ ფაქტორად ისევ და ისევ
ევოლუციაა მიჩნეული. რადგან დედამიწაზე არ მოხდეს იმაზე მეტი არსების
დაბადება, ვიდრე ეს მიზანშეწონილია. პლანეტაც რესურსების მხრივ გარკვეული
რაოდენობის ცოცხალი და არაცოცხალი არსებებისთვის არის გათვლილი და სწორედ
ამის ბალანსირებისთვის არის საჭირო როგორც ბუნებრივი გადარჩევა, ასევე
არსებობისთვის ბრძლაც.

საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორედ ევოლუციის შესახებ დებულება იყო


დარვინის ნაწარმოებში უმთავრესი. ამის გამოყენებით კი დარვინმა სამყაროში
არსებული სტერეოტიპები დაარღვია იმის შესახებ, რომ ყველა ცოცხალი და
არაცოცხალი არსება ისეთებეი იყვნენ, როგორიც შექმნის დღიდან. დარვინის
დებულება კი მას შემდეგ გახდა პოპულარული, რაც ადამიანსა და შიმპანზეს შორის
გარდამავალი, ანუ ისეთი არსების ნამარხები იპვეს, რაც ამტკიცებდა ადამიანებისა
და შიმპანზეების საერთო შთამომავლობას. რომ შევაჯამოთ, ამ ყველაფრიდან
გამომდინარე, დარვინს მნიშვნელოვანი როლი უჭირავს საზოგადოებისა და
მეცნიერების განვითარებაში.

გამოყენებული ლიტერატურა
დარვინი, ჩარლზი. „სახეობათა წარმოებისა და არსებობისათვის ბრძოლაში
უპირატესობის მქონე სახეობების გადარჩენის შესახებ“ წიგნში შესავალი
თანამედროვე აზროვნებში 2, 20-33. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის
გამომცემლობა, 2018.

You might also like