You are on page 1of 2

ევოლუცია

ევოლუცია ნიშნავს ორგანიზმების ცვლილების შეუქცევად პროცესს, რომლის შედეგადაც


წარმოიქმნება ახალი სისტემა.

პირველი ევოლუციური თეორია შექმნა ჟან-ბატისტ ლამარკმა. მან მოახდინა ცხოველების


კლაისფიკაცია, ისინი 14 კლაში დააჯგუფა და 6 საფეხურზე განალაგა. ლამარკის აზრით
ევოლუციის მამომძრავებელი ძალა იყო ორგანიზმების შინაგანი სწრაფვა
სრულყოფილებისკენ. მას ეგონა, რომ ახალი ნიშან-თვისებები ყოველთვის სასარგებლოა და
შთამომავლობას გადაეცემა. მისი შეხედულებები არასწორი აღმოჩნდა, რადგან ორგანიზმში
ხდება როგორც სასარგებლო, ისე საზიანო ცვლილებები. (ბევრად უფრო ხშირად საზიანო)

მეცნიერულად დასაბუთებული ევოლუციური თეორია ჩამოაყალიბეს ჩარლზ დარვინმა


და ალფრედ უოლესმა. დარვინის ევოლუციური თეორიის თანახმად, ევოლუციის ძირითადი
ფაქტორია - მემკვიდრული ცვალებადობა, ხოლო მამოძრავებელი ძალები : არსებობისთვის
ბრძოლა და ბუნებრივი გადარჩევა. ევოლუციის შედეგია საარსებო გარემოსთან
შეგუება(ადაპტაცია) და ახალი სახეობების წარმოქმნა.

ევოლუციის პროცესს ყოფენ მიკრო და მაკროევოლუციად. მიკროევოლუციაში


იგულისხმება სახეობების შიგნით მიმდინარე პროცესები, რასაც თან ახლავს ახალი
სახეობების წარმოქმნა.

მაკროევოლუციაში იგულისხმება ახალი გვარების, რიგების, კლასების, ტიპების წარმოქმნა.

სახეობა არის ინდივიდთა ერთობლიობა, რომლებიც ერთმანეთს გვანან მორფოლოგიური,


ბიოქიმიური, ფიზიოლოგიური კრიტერიუმებით; თავისუფლად ეჯვარებიან ერთმანეთს და
იძლევიან ნაყოფიერ შთამომავლობას; შეგუებულები არიან გარემოს განსაზღვრულ
პირობებთან. სახეობის კრიტერიუმებია:

მორფოლოგიური კრიტერიუმი - გარეგანი და შინაგანი აგებულება; ფიზიოლოგიური


კრიტერიუმი - ერთი სახეობის ინდივიდებს ახასიათებთ ფიზიოლოგიური პროცესების
მსგავსება. ბიოქიმიური კრიტერიუმი - უჯრედში მიმდინარე ქიმიური პროცესების მსგავსება.
გენეტიკური კრიტერიუმი - სახეობას ახასიათებს გარკვეული ქრომოსომული კომპლექტი.
ეკოლოგიური კრიტერიუმი - გარემო ფაქტორთა ერთობლიობა, რომელშიც სახეობა
არსებობს. გეოგრაფიული კრიტერიუმი - განსაზღვრავს სახეობის გავრცელების არეალს.

პოპულაცია - ერთი სახეობის თავისუფლად შეჯვარებად ინდივიდთა ერთობლიობას,


რომელიც ხანგრძლივად არსებობს გარკვეულ ტერიტორიაზე და შედარე ით
განცალკევებულია ამავეს სახეობის ერთობლიობისგან.

პოპულაცია ევოლუციის ერთეულია. იგი ხასიათდება ინდივიდების რიცხვით, ასაკობრივი


სქესობრივი სტრუქტურით და ერთიანი გენეტიკური სტრუქტურით - გენოფონდით.
გენოფონდი შეიძლება შეცვალოს: მუტაციამ, გენთა დრეიფმა, გენების ნაკადმა, იზოლაციამ.
მუტაცია იძლევა მასალას ბუნებრივი გადარჩევისთვის.
გენთა დრეიფი - წარმოადგენს გენების შემთხვევით ზრდას ან შემცირებას. ამ ცვლილებებს
პოპულაციური ტალღები ეწოდება. გენთა ნაკადი - პოპულაციათა შორის გენთა მიმოცვლაა.
ერთი პოპულაციის ინდივიდები გადადიან მეორეში.

იზოლაცია - განპირობებულია სხვადასხვა ზღუდეების წარმოქმნით. სივრცობრივი


იზოლაციის დროს პოპულაცია გამიჯნულია გეოგრაფიული(მთა, მდინარე) ზღუდეებით,
ბიოლოგიური იზოლაციის დროს შეუძლებელი ხდება თავისუფალი შეჯვარება - პანმიქსია.

დიდ პოპულაციაზე არ მოქმედებს გარემო ფაქტორები რომელიმე ალელის სასარგებლოდ


ან საზიანოდ და ისინი დინამიურ წონასწორობაშია. თავისუფალი შეჯვარების დროს
თაობიდან თაობაში ალელების შეფარდებითი სიხშირე არ იცვლება. ეს მოვლენა ჰარდი-
ვაინბერგის კანონის სახელითაა ცნობილი.

არსებობისთვის ბრძოლის სახეებია: 1) შიდასახეობრივი - ერთი სახეობის ინდივიდები


იბრძვიან საკვებისთვის, საპირისპირო სქესისთვის, ტერიტორიისთვის და ა.შ. 2)
სახეობათაშორისი - პარაზიტი და მასპინძელი, მტაცებელი და მსხვერპლი... 3) ბრძოლა
გარემოს არახელსაყრელ პირობებთან(მაგ: დაბალ ან მაღალ ტემპერატურასთან). ყველაზე
მძაფრია შიდასახეობრივი!

ბუნებრივი გადარჩევის ფორმებია: 1) მასტაბილიზებელი - უზრუნველყოფს სახეობის


ნიშან-თვისებების შენარჩუნებას გარემოს სტაბილურ პირობებში. გაცხრილავს ორგანიზმებს,
რომლებსაც გენოტიპიდან მკვეთრი გადახრა ახასიათებთ. ამ გადარჩენით განმტკიცდა
ყვავილის ნაწილების პროპორციები და ზომები. მრავალი თაობის მანძილზე თითქმის
უცვლელი დარჩა მრავალი სახეობა.(მაგ: ციანობაქტერია 1.5-2 მილარდი წელი).

2) მამოძრავებელი გადარჩება - მოქმედებს მაშინ, როცა საარსებო პირობები იცვლება და


უპირატესობა ენიჭებათ იმ ინდივიდებს, რომლებსაც რაღაც ახალი, განსხვავებული ნიშან-
თვისება უყალიბდებათ. მაგალითად: ინდუსტრიული რევოლუციის ეტაპზე -
გამონაბოლქვების შედეგად გამუქებულ არყის ხეებზე - შავი(მუქი) ფერის პეპლების გაჩენა.

3) დიზრუპტული გადარჩევა - იწვევს რამდენიმე ფენოტიპის არსებობას პოპულაციაში და


მოქმედებს შუალედური ნიშნის საწინააღმდეგოდ. მას დანაწევრებულ გადარჩევასაც
უწოდებენ. კამერუნში გავრცელებულია მთიულების პოპულაცია, რომელშიც გვხვდება
ორგვარი, განსხვავებული ნისკარტის მქონე ინდივიდები. დიდნისკარტიანები იკვებებიან
მკვრივი მარცვლებით, მცირენისკარტიანები - რბილი მარცვლებით. საშუალო ნისკარტიანები
კი ვერ მკვრივს მიირთმევენ, ვერც რბილს, ამიტომაც უჭირთ გადარჩენა და თანდთანობით
იცხრილებიან.

You might also like