You are on page 1of 7

ქ.

რუსთავის სსზ ,,არსის’’ საექთნო საქმის

პირველი კურსის სტუდენტი: ნათია გოგაშვილი

მოდული: მიკრობიოლოგია

ხელმძღვანელი: მაია ჯიმშელეიშვილი

ბაქტერიების იდენტიფიკაცია

და შეღებვის მეთოდები
ბაქტერია (ძვ. ბერძნ. βακτήριον — ჩხირი) 0,1–10 მიკრონის სიგრძის, სფეროსებრი,
ჩხირისებრი ან სპირალისმაგვარი პროკარიოტული ერთუჯრედიანი ორგანიზმებია.
ბაქტერიების შემსწავლელ მეცნიერებას ბაქტერიოლოგია ეწოდება და მიკრობიოლოგიის
განშტოებას წარმოადგენს. ჩვეულებრივ, ნიადაგის ყოველი გრამი 40 მილიონამდე
ბაქტერიას შეიცავს, მტკნარი წყლის ყოველი მილილიტრი — მილიონს. მსოფლიოში
სავარაუდოდ ხუთი ნონილიონი ბაქტერიაა. ბაქტერიები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ
ნივთიერებათა ცვლაში დედამიწაზე. მრეწველობაში ბაქტერიები გამოიყენება ისეთ
პროცესებში, როგორიცაა საკანალიზაციო წყლების გაწმენდა, ყველის და სხვა რძის
პროდუქტების წარმოება.

ბაქტერიული უჯრედების რაოდენობა ადამიანის სხეულში 10-ჯერ აღემატება საკუთრივ


ადამიანის უჯრედების რაოდენობას. განსაკუთრებით ბევრია ბაქტერიები კანზე და კუჭ-
ნაწლავში. ამ ბაქტერიების დიდი უმრავლესობა ადამიანისთვის უსაფრთხოა, ზოგიერთი
იმუნური სისტემისთვის სასარგებლოც კია, თუმცა არსებობს პათოგენური ბაქტერიებიც,
რომლებიც იწვევენ ისეთ დაავადებებს, როგორიცაა ქოლერა, სიფილისი, კეთრი, შავი
ჭირი, ციმბირული წყლული და ა. შ.

ბაქტერიის სახეობისა და გვარისადმი მისაკუთვნებლად დღემდე გამოიყენება 1923 წელს


გამოქვეყნებული "ბერჯის ბაქტერიების განმსაზღვრელი"

ბაქტერიების იდენტიფიკაციისა და ტიპირებისთვის იყენებენ : ფენოტიპურ, გენოტიპურ


და ფილოგენეზურ მაჩვენებლებს.

ფენოტიპი ( გრამით შეღებვა, მორფოლოგიური, კულტურალური, ბიოქიმიური


თვისებები, ნახშირწყლების წყაროდ გამოყენება, ანტიბიოტიკოგრამა,
ბაქტერიოცინოტიპირება, ფაგოტიპირება და ა. შ. აგრეთვე უჯრედის ცილები და ლიპიდები.)
ორგანიზმის ისეთი თვისება, რაც შეიძლება შევამჩნიოთ და აღვწეროთ მისი გენეტიკური
მასალის გარჩევის გარეშე. ფენოტიპი არის ის, რასაც ორგანიზმი
გამოავლენს, მორფოლოგიური, ბიოქიმიური და ქცევითი ხასიათი.ფენოტიპი
იქმნება გენებისა და გარემოს ერთიანი გავლენით. როდესაც ერთი სახეობის სხვადასხვა
პოპულაციებში სრულიად განსხვავებული ფენოტიპი გვხვდება. ასეთ
სახეობას პოლიმორფული ეწოდება.

გენოტიპი (G:C - ს თანაფარდობა,დნმ – ის ჰიბრიდიზაცია, მოლეკულური ზონდირება,


პლაზმური ანალიზი, დნმ –ად რესტრიქციის ფრაგმენტების სიგრძის პრილიმორფიზმი,
რიბოტიპირება)
გენოტიპი (ბერძ. genos — გვარი და ტიპი) —
ორგანიზმის ქრომოსომებში ლოკალიზებური ყველა გენის ერთობლიობაა. ტერმინი
შემოიღო დანიელმა ბიოლოგმა ვილჰელმ იოჰარსენმა 1909 წელს. ფართო გაგებით
გენოტიპი არის ორგანიზმის ყველა მემკვიდრული ფაქტორის — ბირთვულის (გენომი),
ციტოპლაზმურის (პლაზმონი) და პლასტიდურის (პლასტიდომი) ერთობლიობა. ეს
ურთიერთმოქმედ გენთა სისტემაა, რომელიც შეიცავს გენეტიკურ ინფორმაციას ყველა
შესაძლო ფენოტიპის – ორგანიზმის შინაგან და გარეგან ნიშან-თვისებათა ერთობლიობის
შესახებ.
გენოტიპი შედგება ცალკეული დისკრეტული ერთეულების — გენებისაგან, რომლებიც
ორგანიზმის ნიშან-თვისების განსაზღვრავენ.
ფილოგენეზი (წარმოებული პრაიმერების დახმარებით რ–რნმ თანმიმდევრობების, რნმ–
რნმ ჰიბრიდიზაციის, დნმ–ის პოლიმორფულობის ანალიზი) სახეობათა ისტორიული
განვითარებაა. დიდი მნიშვნელობა აქვს ფილოგენეზის შესწავლას სახეობათა წარმოშობის
კანონზომიერების დადგენისთვის. ფილოგენეზის სხვადასხვა ეტაპზე სიცოცხლისთვის
დამახასიათებელი ნიშან-თვისებები სხვადასხვა ინტენსივობით და დიფერენციაციის
განსხვავებული დონით ვლინდება, რაც უპირველეს ყოვლისა განპირობებულია სხვადასხვა
საფეხურის ორგანიზმების სტრუქტურული აგებულების განსხვავებული სირთულით, ანუ
მორფოლოგიური უზრუნველყოფის სხვადასხვა დონით.
ბაქტერიებს გააჩნიათ განსაზღვრული ფორმა და ზომა, რომელიც მიკრიმეტრებში (მკმ)
იზომება. არჩევენ ბაქტერიების სხვადასხვა ფორმებს : ბურთისებრს (სფერულს),
ჩხირისებურს (ცილინდრული), მოღუნულს (სპირალური), ძაფისებრს, კვადრატულ
ბაქტერიას და სხვა..
კოკისებრ პათოგენურ ბაქტერიებს აქვთ სფეროს ფორმა 1,0–1,5 მკმ დიამეტრით. გაყოფის
შემდეგ კოკები შემდეგ ჯგუფებად იყოფიან:
 მიკროკოკები –ერთ სიბრტყეში იყოფიან და ცალ ცალკე ლაგდებიან, საპროფიტებია
და ადამიანისთვის არაპათოგენურია.
 დიპლოკოკები – ერთ სიბრტყეში იყოფიან და წყვილი უჯრედები წარმოიქმნებიან,
ცერცვის ან ლანცეტისებური ფორმა აქვთ.
 სტრეპტოკოკები – იყოფიან ერთ სიბრტყეში, წარმოქმნილი უჯრედები
ერთმანეთთან კავშირს ინარჩუნებენ და სხვადასხვა სიგრძის ძეწკვს წარმოქმნის.
სტრეპტოკოკები ადამიანისთვის ძირითადად პათოგენურია ხელსაყრელი
პირობების შემთხვევაში და იწვევს : ქუნთრუშას, ანგინას, ჩირქოვან ანთებას და
სხვა.
 სტაფილოკოკები – მათი გაყოფა რამოდენიმე სიბრტყეში ხდება, წარმოქმნილი
უჯრედები ჯგუფდებიან და ყურძნის მტევნის მსგავს იერსახეს ქმნიან.
ადამიანისთვის პათოგენურია.
 ტეტრაკოკები –უჯრედის გაყოფა ორ ურთიერთპერპენდიკულარულ სიბრტყეში
ტეტრადის წარმოქმნით ხდება. ადამიანისთვის ძირითადად არაპათოგენურია.
 სარცინები – სამ ურთიერთპერპენდიკულარულ სიბრტყეში იყოფიან, ქარმოიქმნება
"ფუთები" (პაკეტები) რომლებიც 8, 16, 32 და მეტ ინდივიდს შეიცავენ. სარცინები
ძირითადად ჰაერში გვხვდებიან და პირობითპათოგენურები არიან.
ურთიერთ განლაგების მიხედვით ბაქტერიები სამ ჯგუფად იყოფა:

 მონობაქტერიები –ბაქტერიები ჩხირისებრი უწესრიგო და ცალ–ცალკე განლაგებით.


 დიპლობაქტერიები – ბაქტერიები რომელიც წყვილებად განლაგდებიან.
 სტრეპტობაქტერიები და სტრებტობაცილები, რომლებიც განლაგებით ძეწკვს გვანან.
ასევე გვხვდებიან : ჩხირისებრი (ცილინდრული) ფორმის ბაქტერიები,
მოღუნული (სპირალისებრი) ბაქტერიები, ხვეულების რაოდენობის, ხასიათის და
უჯრედების დიამეტრის მიხედვით ეს ბაქტერიები იყოფა ორ ჯგუფად : 1
ვიბრიონები (ბერძ. Vibrio -ვიხრები ,ვიღუნები). 2 სპირილები (ბერძ. Spira –ხვეული).
ძაფისებრი ფორმის ბაქტერია.
ყველა ბაქტერია, გრამის მეთოდით შეღებვისადმი დამოკიდებულებით იყოფა
გრამდადებითად და გრამუარყოფითად, სახელი ეწოდა დანიელი ექიმის–ჰანს
კრისტიან გრამის მიხედვით . გრამით შეღებვის არსი მდგომარეობს იმაში რომ ჯერ
ბაქტერიების კრისტალური ანუ გენციან იისფერით ღებავენ, შემდეგ – ლუგოლის
ხსნარით, რის შემდეგაც ნაცხს სპირტით ამუშავებენ და ისევ ღებავენ წყლიანი
ფუქსინით. გრამდადებითი მიკრობები ქმნიან მყარ ნაერთს იისფერ საღებავთან
და იოდთან. სპირტის მოქმედებისას ეს ნაერთი ბაქტერიის ან სოკოს სხეულიდან არ
გამოაქვს. სხვა გრამუარყოფითი მიკრობები ქმნიან არამტკიცე ნაერთებს, რომლებიც
სპირტის მოქმედებას გამოაქვს, რის შედეგადაც მიკრობები უფერულდებიან. გრამის
წესით შეღებვისას გრამდადებითი მიკრობები იღებებიან მუქ იისფრად ,
გრამუარყოფითი მიკრობები კი წითლად.

გრამდადებითად იღებებიან სტაფილოკოკები, პნევმოკოკები, ზოგიერთი ჩხირი:


დიფტერიის, ყველა სპოროვანი ბაქტერია, საფუარები, სხივისებური სოკოები.

გრამუარყოფითი მიკრობებია: გონოკოკები, მენინგოკოკები, ჩხირის უმრავლესობა,


ვიბრიონები, სპიროქეტები, სპირილები, რიკეტსიები.

You might also like