You are on page 1of 25

რიცხოვნობაზე მოქმედი

ფაქტორები
მწერების ეკოლოგია
 ნიადაგი  საკვები (მკვებავი
 ტემპერატურა, სინათლე მცენარეები)
 ტენიანობა, ნალექები  ბუნებრივი მტრები
 ატმოსფერული წნევა, (მწერები, სოკოები,
ქარები ვირუსები, ბაქტერიები
და ა. შ)
ფაქტორები
მწერებზე, ისევე როგორც ყველა ცოცხალ
ორგანიზმზე, გავლენას ახდენს გარემოს
ფაქტორები, რომელიც ორ ძირითად ჯგუფად
იყოფა: ბიოტური და აბიოტური.
ბიოტურ ფაქტორებში იგულისხმება. ბუნების
ცოცხალი ელემენტები (საკვები. მტაცებლები,
პარაზიტები, დაავადების გამომწვევი
მიკროორგანიზმები, ადამიანის მოღვაწეობა).
აბიოტურ ფაქტორებს ეკუთვნის ბუნების
არაცოცხალი ელემენტები (ტემპერატურა,
ტენიანობა, ნალექები, სინათლე, წნევა, ქარი,
ნიადაგი და სხვ.).
ტემპერატურა
განსაკუთრებული მნიშვნელობა მწერებისათვის
აქვს გარემოს ტემპერატურას, რადგანაც ისინი
ცივსისხლიანები არიან და არ გააჩნია სხეულის
საკუთარი ტემპერატურა.
არსებობენ ევრითერმული და სტენოთერმული
მწერთა სახეობები.
ევრითერმული ისეთი სახეობებია, რომლებიც
ვითარდებიან ტემპერატურის ფართო რყევადობის
პირობებში.
 სტენოთერმული სახეობები კი მხოლოდ
განსაზღვრულ ტემპერატურულ პირობებში
ვითარდებიან.
ტემპერატურა
 მწერების ატიური მოქმედება იწყება ჰაერის ტემპერატურის
10 გრადუსზე, რომელსაც ქვედა თერმული ზღვარი ეწოდება.
ტემპერატურულ ზღვრებს, როცა მიმდინარეობს ორგანიზმის
განვითარება, ეწოდება გამძლეობის ფარგლები.
 ეფექტური ტემპერატურა არის დღეღამურ ტემპერატურასა
და ქვედა თერმულ ზღვარს შორის სხვაობა.
 10 გრადუსზე მეტი ტემპერატურების ჯამი არის ეფექტურ
ტემპერატურათა ჯამი. ამათუიმ სახეობის ერთი თაობის
განვითარებისათვის საჭირო ტემპერატურების ჯამით
შეიძლება მოხდეს მისი თაობათა რაოდენობის
პროგნოზირება წლის განმავლობაში.
 სხვა ბიოლოგიურ პროცესებთან ერთად, გარემოს
ტემპერატურა განსაზღვრავს აგრეთვე მწერის განვითარების
სისწრაფეს.
ნიადაგი
ნიადაგს ანუ ედაფურ ფაქტორს დიდი მნიშვნელობა აქვს მწერის
განვითარებისა და გავრცელებისათვის. კერძოდ:
 სტრუქტურას;
 მის ქიმიურ შემადგენლობას;
 მიკრო და მაკროელემენტების სიჭარბეს ან ნაკლებობას;
 მავნე მწერების დიდი ნაწილი ზამთარს ნიადაგში ატარებს, სწორედ
ამიტომ მათთვის მნიშვნელოვანია მისი შემადგენლობა და არსებული
მდგომარეობა;
 ზოგიერთი მწერი ნიადაგში იჭუპრებს (მაგ. ზამთრის მზომელა და
ცქვლეფია მზომელა), ზოგიერთი კი კვერცხს მხოლოდ დაუმუშავებელ
ნიადაგში დებს (მაგ. კალია).
 ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დიდ მნიშვნელობას იძენს ნიადაგი
როგორც ფაქტორი, რომელიც მწერების რიცხოვნობის რეგულირებაში
აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ.
კლიმატური პირობები
 მავნე მწერის განვითარებისათვის არახელსაყრელი მაღალი ან
დაბალი ტემპერატურა;
 მავნე მწერის განვითარებისათვის არახელსაყრელი სინათლის
სიჭარბე ან ნაკლებობა;
 მავნე მწერის განვითარებისათვის არახელსაყრელი ტენის სიჭარბე
ან ნაკლებობა;
 გვალვა, რომელიც აფერხებს მავნე მწერის განვითარებას;
 მეხი, რომელიც აფერხებს მავნე მწერის განვითარებას;
 ქარი, რომელიც აფერხებს მავნე მწერის განვითარებას
და გავრცელებას;
 სეტყვა და სხვ.
 ზემოაღნიშნული კლიმატური ფაქტორები, მათი ბიოეკოლოგიური
თავისებურებებიდან გამომდინარე, იწვევს მავნე მწერების
რიცხოვნობის ზრდას ან მათ შეზღუდვას.
კვებითი სპეციალიზაცია
 უდიდესი მნიშვნელობის საკითხია მწერთა კვება .
 არჩევენ პირველი რიგისა და მეორე რიგის კვებით
სპეციალიზაციას.
 პირველი რიგის კვებით სპეციალიზაციაში იგულისხმება
ფიტოფაგები (მცენარეებით მკვებავები), ზოოფაგები
(ცხოველური ორგანიზმებით მკვებავნი), კოპროფაგებს
(ნაკელით მკვებავნი), ნეკროფაგები (ლეშით იკვებებიან ),
პანტოფაგები (იკვებებიან სხვადასხვა ორგანიზმებით ) და სხვ .
 ფიტოფაგებს შორის არსებობენ:
 მონოფაგები (იკვებებიან ერთი სახეობის მცენარით ),
 ოლიგოფაგები (იკვებებიან 2-3 სახეობით),
 პოლიფაგები (იკვებებიან 3-ზე მეტი სახეობის მცენარით ).
 ამასთან ერთმანეთისაგან განსხვავდებიან ფართო პოლიფაგები
(იკვებებიან ასეულობით სახეობის მცენარით) და ნაირჭამია
მავნებლები (იკვებებიან ყველა უმაღლესი მცენარით).
ბიოტური ფაქტორი
მავნე მწერების გავრცელების ერთ-ერთი
შემზღუდველი ფაქტორია მათი დაავადება
ბაქტერიული, სოკოვანი, პროტოზოული და სხვა
ორგანიზმებით.
მავნებლების დაავადება განსაკუთრებით
ინტენსიურია მაშინ, როდესაც მათი ნორმალური
განვითარებისათვის არახელსაყრელი პირობები
დგება, ორგანიზმი სუსტდება და ვეღარ უწევს
წინააღმდეგობას არახელსაყრელ გარემო ფაქტორებს.
კალიის ორგანიზმში ხშირად ფიქსირდება
ბაქტერია(Coccobacillus acridiorum), რომელიც
აქტიურდება არახელსაყრელი პირობების დროს,
მრავლდება და იწვევს მის მასობრივ დაღუპვას.
ბაქტერიები
ბაქტერიები მწერების ორგანიზმში შესაძლებელია
მოხვდეს: საჭმლის მომნელებელი სისტემის მეშვეობით ,
მწერებში გავრცელებული კანიბალიზმის და სხვა
პირობებით გამოწვეული სხეულის მექანიკური
დაზიანებით.
ფლაშერია - ეს დაავადება უმეტესად უჩნდება სხვადასხვა
პეპლების ბატლებს(განსაკუთრებით თუთის
პარკხვევიას). ფლაშერიით დაავადებული მატლის
ორგანიზმი შავდება. პირიდან და ანუსიდან
არასასიამოვნო სუნის სითხე გამოიყოფა . სიკვდილის
შემდეგ კი სხეული მურა ფერისა ხდება და სითხით
ივსება. ეს უკანაკნელი დიდი რაოდენობით შეიცავს
ბაქტერიებს (Bacillus bombyci) საქართველოში იგი
დაფიქსირდაBacillus megatherium bombyci -ითაც.
ბაქტერიები
დაავადებების გადატანა ხდება: ქარის,
საკვების, მწერების, ადამიანის და ა.შ
მეშვეობით.
მდელოს ფარვანას მატლები ავადდებიან
ბაქტერიული ორგანიზმებით. სიკვდილის
დროს ისინი წითლდებიან, რის გამოც ამ
დაავადებას - წითელ ბაქტერიოზს უწოდებენ
(Bacterium prodigiosum)
პათოგენები
პათოგენური ბაქტერიები: ენტომობაქტერინი,
დენდრობაცილინი, დიპელი, ლეპიდოციდი,
სპინტორი, ფორეი (ამერიკული თეთრი
პეპელა,რგოლური პარკხვევია, ოქროკუდა,
მონაზონა, ცქვლეფიები, ხერხიები, კუნელის
თეთრულა);
პათოგენური სოკოები, ვირუსები -boveria
bassiana, პოლიედრული ვირუსი (ფიჭვის ქარცი
ხერხია, არაფარდი პარკხვევია)
პათოგენი სოკოები
ბაქტერიების გარდა მწერების განადგურების
საქმეში დიდ როლს ასრულებს სოკოვანი
დაავადებები.
მწერების სოკოვანი დაავადებებისას მათი
სხეული ამოივსება სოკოს ორგანიზმებით -
მიცელიუმით, რომელიც დიდი რაოდენობით
გვხვდებამწერის კანზე.
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პარაზიტი
სოკო არის Mucoraceae ოჯახის წარმომადგენელი
Empusa. ამ სოკოს ერთ-ერთი სახეობა Empusa
grylli იწვევს კალიების მასობრივ დაავადებას.
პათოგენი სოკოები
 ამავე Mucoraceae ოჯახიდან აღსანიშნავია სოკო
Entomophthora spaerosperma -იწვევს კომბოსტოს თეთრულას
მატლების, ფსილას, თრიფსების, ბუგრების და სხვა
მწერების მასობრივ დაღუპვას.
 ციტრუსოვანთა ფრთათეთრას წინააღმდეგ წარმატებით
გამოიყენება სოკო აშერსონია.
 პურის ხოჭოების, ჭარხლის ცხვირგრძელას აავადებს
სოკო-Oospora destructor - დაავადებული მწერები იფარებიან
მწვანე სპორებიდან შემდგარი ფიფქით, რომელიც
ადვილად იფანტება , ვრცელდება და სხვა ჯანსაღ
მწერებსაც აავადებს
 აბრეშუმის ჭია აგრეთვე ძლიერ აავადებს Botrytis bassiana,
რომელიც იწვევს გაკირვას, სხეული ივსება მიცელიუმით
ქვავდება და თეთრდება და იღუპება.
პათოგენი სოკოები
ამერიკული თეთრი პეპლის წინააღმდეგ
მიკრობიოლოგიური ბრძოლისთვის ეფექტურია
Beauveria Bassiana და Metharizium anisopliae – ს
გამოყენება ახალგაზრდა მატლების ფაზაში.
სიკვდილიანობის მაჩვენებელი პათოგენი
სოკოების გამოყენებით მერყეობს 86-100%-ის
ფარგლებში.
მწერებზე სოკოს სუსპენზიის შესხურება
მიზანშეწონილია განხორციელდეს დღის მეორე
ნახევარში 18-20 საათზე, როცა მზის რადიაციის
მოქმედება მინიმალურია, ამასთან საკვების
მოსაძიებლად მავნებლის აქტიურობა
მაქსიმალურად გაძლიერებულია. რაც ზრდის
სოკოს ეფექტურობას
ვირუსები
მწერების დაავადებებს ბაქტერიებისა და
სოკოების გარდა იწვევს ვირუსებიც.
ამ დაავადებათა ჯგუფს ეკუთვნის ე.წ.
“სიყვითლე”, რომლითაც ავადდება აბრეშუმის
ჭია. დაავადებული მატლების ქსოვილები
რბილდება, სხეული ივსება ნახევრად თხევადი
ბაცი მურა მასით, რომელიც შეიცავს
ავადმყოფობის საწყისს-ვირუსს.
იმავე დაავადებას ეწოდება პოლიედრული
დაავადება (“კენწეროს დაავადება”). იგი
ემართება სხვა პეპლის მატლებსაც. ამ
დაავადებისას მონაზონას ავადმყოფი მატლები
ადიან ხის წვეროებზე, ეკიდებიან ტოტებს წინა
ფეხებით და იღუპებიან.
მწერის სხეულში ქსოვილები იშლება,
ავადმყოფობის საწყისი უწვრილესი
მარცვლების სახით დაცურავს დაავადებული
მწერის სხეულის სითხეში.
პოლიედრული დაავადების გამომწვევი
ვირუსი შეიჭრება მწერის სხეულში პირის
ღრუდან ან კანის დაზიანებული
მონაკვეთიდან. იგი სისხლში სწრაფად
მრავლდება და ქმნის გროვებს, რომლებსაც
პოლიედრები ეწოდება.
მწერები ხშირად ავადდებიან აგრეთვე
უმარტივესი ცხოველების (პროტოზოების)
საშუალებითაც.
ამ ორგანიზმებიდან განსაკუთრებული
მნიშვნელობა აქვს გვარ Nosema-ს, რომელიც
იწვევს ზოგიერთი პეპლის მატლების
დაავადებას ე.წ. ჰებრინას ანუ ნოზემატოზს.
იგი უჯრედის პარაზიტია და ამ
დაავადებისაგან იღუპებიან მწერები.
მავნებლების რიცხოვნობაზე მოქმედი
ფაქტორები
 პირობითად შეიძლება დაიყოს ოთხ ძირითად ჯგუფად: კლიმატურ,
სტიქიურ, ბიოტურ და ანთროპოგენულ ფაქტორებად. მავნებლების
რიცხოვნობის დინამიკაში გადამწყვეტ როლს თამაშობენ შემდეგი
ფაქტორები:
 საკვები ბაზის არსებობა - დასუსტებული მცენარეების რიცხვის
გაზრდით, რომელიც გამოწვეულია სტიქიური მოვლენებით:
ქარბუქები, ხანძრები და ა.შ.;
 ოპტიმალური გარემო პირობებით- თბილი მშრალი გაზაფხული და
ზაფხული;
 არადამაკმაყოფილებელი ფიტოსანიტარული მდგომარეობა
 მაღალი ნაყოფიერება;
 თაობათა რაოდენობის ზრდა;
 დასახლების მაღალი სიმჭიდროვე;
 გამრავლების მაღალი კოეფიციენტი და ენერგია.

You might also like