You are on page 1of 9

ადამიანები და მიკროორგანიზმები

• დაავადების გამომწვევ ორგანიზმებს პათოგენები ეწოდებათ.


• დაავადება შეიძლება იყოს ორი ტიპის: ინფექციური და
არაინფექციური.

პათოგენის ზომები პატარიდან


დიდისაკენ: ვირუსი-ბაქტერია-
პროტისტი-სოკო-ჭიები.
ბაქტერიული დაავადება
• ერთ-ერთი ბაქტერიული დაავადებაა ქოლერა.
• ქოლერის ვიბრიონსა და ადამიანს შორის არის
პარაზიტიზმი.
• ქოლერის ვიბრიონი ადამიანის ორგანიზმში შეიძლება
მოხვდეს: ექსკრემენტებით, დაბინძურებული წყლითა და
საკვებით.
• კუჭში- მჟავა არეში ნაწილი მიკრობებისა იღუპება. ზოგი
გადარჩება და წვრილ ნაწლავში სწრაფად მრავლდება.
ისინი გამოყოფენ შხამებს, რომლებიც არღვევს ნაწლავის
ეპითელის სტრუქტურას.
პროტისტი
• ერთ-ერთი წარმომადგენელია ტრიპანოსომა.
• იგი ძილის დაავადებას იწვევს.ისინი დაავდებული
ცხოველიდან ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში ბუზი
ცეცეს კბენის შედეგად გადადის. კანიდან სისხლში
ხვდება, შხამებს გამოყოფს და იწვევს სხვადასხვა
სიმპტომებს.
• პროტისტია ასევე ლეიშმანიაც. ის მოსკიტების კბენისას
დაავადებული ცხოველიდან ადამიანის ორგანიზმში
გადადის.
ჭიები
• მრგვალი ჭია ტოქსოკარა იწვევს ტოქსოკაროზს.
• ის ძაღლებისა და კატების ნაწლავებში ბინადრობს.
• ადამიანში დაბინძურებული ხელებით, საკვებით ან წყლით
შეიძლება აღმოჩნდეს.
• ტოქსოკარას კვერცხები შეიძლება კურდღლი, ქათმის ან
ცხვრის ორგანიზმში მოხვდეს. ამიტომ ადამიანმა თუ მათი
ხორცი კარგად თერმულად არ დაამუშავა შეიძლება ასეც
დაავადდნონ.
სოკოები
• პარაზიტობენ კანზე, ფრჩხილებზე, თმებზე.
• დაავადება გადადის უშუალო კონტაქტით.
• დაავადება ადვილად შეიძლება გავრცელდეს დარბაზებსა
და აუზებზე.
ვირუსები
• ერთ-ერთი ვირუსია წითელას ვირუსი.
• იგი გადადის ჰაერ-წვეთოვანი გზით და უშუალო
კონტაქტით
დაავადების პრევენცია
მიკრობების მოსასპობად შეიძლება გამოვიყენოთ
სხვადასხვა საშუალება. მათ შორისაა:
პასტერიზაცია და სტერილიზაცია.
გაყინვა
დეჰიდრატაცია
დაკონსერვება
კონსერვანტების დამატება.

! მურაბებსა და ჯემებში ბაქტერიები ვერ მრავლდებიან


შაქრის მაღალი კონცენტრაციის გამო.
სასარგებლო მიკროორგაიზმები
• 1929 წელს ფლემინგმა აღმოჩინა, რომ ობის სოკო პენიცილიუმი
გამოყოფს სპეციალურ ნივთიერებას პენიცილინს, რომელიც
თრგუნავს დაავადების გამომწვევი ბაქტერიების მოქმედებას.
• პენიცილინს შეუძლია ხელი შეუშალოს ბაქტერიის უჯრედის
კედლის წარმოქმნაში. ასეთ ანტიბიოტიკებს
ბაქტერიოსტატიკული ანტიბიოტიკები ეწოდებათ.
• ზოგიერთ ბაქტერიას პენიცილინი ვერ ამარცხებს, რადგან ისინი
გამოყოფენ ფერმენტ პენიცილინაზას და შლიან პენიცილინს.
• პენიცილინი ხელს არ უშლის ადამიანის უჯრედებს
გამრავლებაში, რადგან ადამიანის უჯრედებს უჯრედის კედელი
არ აქვთ.
• პენიცილინი ეფექტური არაა ვირუსული დაავადების
წინააღმდეგ.
.

You might also like