You are on page 1of 10

კონსპექტი წყლის ჰიგიენაში ქეთევან დადიანი

ვირუსული დაავადებები

სიტყვა „ვირუსი“ ლათინური წარმოშობისაა და შხამს, საწამლავს ნიშნავს. ვირუსებს


მეცნიერები მიაკუთვნებენ გარდამავალ ფორმას ცოცხალსა და არაცოცხალს შორის.
სასიცოცხლო ფუნქციებიდან ვირუსებს მხოლოდ გამრავლება შეუძლიათ, თუმცა ისინი ამ
უნარს ავლენენ მხოლოდ როგორც შიდაუჯრედული პარაზიტები, უჯრედის გარეთ ისინი არ
მრავლდებიან. ვირუსის სპორებს შეუძლიათ არსებობა უჯრედის გარეთაც. ამ დროს მათ
სასიცოცხლო ნიშნები არ აღენიშნებათ.
ამდენად წყალი შესაძლოა შეიცავდეს ვირუსული ბუნების აგენტებსს, თუმცა ვირუსები
წყალში არ მრავლდებიან.

წყლის გზით შესაძლებელია გავრცელდეს ვირუსული დაავადებები, რომელთაგან


ძირითადად უნდა აღინიშნოს:
-ინფექციური ჰეპატიტი (A და E ტიპის),
-ადენოვირუსული ინფექციები
- ენტეროვირუსული ინფექციები, მ.შ. პოლიომიელიტი.

ინფექციური ჰეპატიტი1

A ტიპის ვირუსით გამოწვეული ჰეპატიტების შემთხვევაში წყლის გზა ყველაზე უფრო


მნიშვნელოვანია.
ის პარენტერალური2 გზით ხვდება ორგანიზმში და ატარებს
ეპიდემიური ჰეპატიტის სახელს. მისგან განსხვავებულია
შრატისმიერი B ტიპის ვირუსით გამოწვეული ჰეპატიტი.
ინფექციური ჰეპატიტი ხასიათდება გამოხატული
ინტოქსიკაციითა და ღვიძლის დაზიანებით.
ჰეპატიტის ვირუსი გარემო ფაქტორების ზემოქმედებისადმი
გაცილებით მდგრადია, ვიდრე ნაწლავური ინფექციების გამომწვევი
სხვა მიკრობები. ვირუსი ინარჩუნებს თავის პათოგენობას გაყინვიდან 2 წლის განმავლობაში,
რეზისტენტულია სხვადასხვა სადეზინფექციო საშუალებების მიმართ, დუღილის პირობებში
იღუპება 30-60 წუთის შემდეგ.
აქედან გამომდინარე, წყლის გაწმენდისა და გაუსნებოვნების მეთოდების გამოყენება
ჰეპატიტის ვირუსის მიმართ ყოველთვის არ იძლევა სასურველ შედეგს. ეპიდემიური
ჰეპატიტის აფეთქებები აღინიშნება იმ დასახლებულ პუნქტებში, სადაც საყოფაცხოვრებო-
სამეურნეო მიზნით გამოიყენებოდა ზედაპირული წყლები, რომელთა დეზინფექციას არ
ექცევა სათანადო ყურადღება. ეპიდემიური საშიშროება მკვეთრად მცირდება
ცენტრალიზებული წყალმომარაგების სისტემის არსებობისას, წყლის გაწმენდის რეჟიმის

1
წყლისმიერი ინფექციური ჰეპატიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემთხვევა
დაფიქსირებულია 1955-56 წლებში. ინდოეთის ქალაქ დელიში, სადაც დაავადებულთა რიცხვი 280 000-
ს აჭარბებდა, დაავადების მიზეზს წარმოადგენდა მდინარე ჯამნის დაბინძურება ვირუსის შემცველი
ჩამდინარე წყლებით, გამოწვეული საკანალიზაციო და გამწმენდი ნაგებობების ავარიის შედეგად.
სასურველი კოლიბაქტერიული მაჩვენებლების მიუხედავად აფეთქება იყო მასიური და ხანგრძლივი.

2
პარენტერალური ხერხი - სამკურნალწამლო და სხვა ნივთიერებათა შეყვანა ორგანიზმში კუჭ-ნაწლავის
ტრაქტის გვერდის ავლით. მაგ., კანქვეშ, ვენაში და სხვ.

1
კონსპექტი წყლის ჰიგიენაში ქეთევან დადიანი

მკაცრი დაცვის პირობებში და ასევე სასმელი მიზნებისათვის მიწისქვეშა ფენათა შორის


არსებული წყლების გამოყენებისას.
- A ტიპის ან სხვა ვირუსით განპირობებული დაავადების ლოკალურ
შემთხვევებს წინ უსწრებს ენტეროვირუსებით ან სხვა სახის ვირუსებით ან
ბაქტერიებით განპირობებული დაავადებები. თუ გავითვალისწინებთ, რომ A ტიპის
ვირუსული ჰეპატიტი, ნაწლავთა სხვა ინფექციურ დაავადებებთან შედარებით
ხანგრძლივი ინკუბაციური პერიოდით (2 კვირიდან 30-40 დღემდე) ხასიათდება,
მაშინ ასეთ შემთხვევებში ამ ინფექციების განვითარების წყარო არის საერთო.

E ტიპის ჰეპატიტი
ტროპიკულ, სუბტროპიკულ ქვეყნებში და აზიის რეგიონში ფართოდ არის
გავრცელებული E ტიპის ჰეპატიტი. რომელიც დამოუკიდებელ ნოზოლოგიურ ფორმას
წარმოადგენს. E ჰეპატიტის პირველი დიდი აფეთქება აღინიშნა 1953 წელს ინდოეთში. E
ჰეპატიტი A ტიპის ვირუსული ჰეპატიტისგან განსხვავდება დაავადებულთა ასაკობრივი
თავისებურებით. კერძოდ E ჰეპატიტით ძირითადად 15-40 წლის ასაკის ადამიანები
ავადდებიან.
E ჰეპატიტის სეზონური ხასიათი გამოკვეთილი არ არის. როგორც წესი, დიდ
აფეთქებებს ადგილი აქვს წვიმების სეზონზე ან მის დასრულებისთანავე. ხოლო ერთეული
აფეთქებები და სპორადული შემთხვევები ფიქსირდება
მუდმივად მთელი წლის განმავლობაში.
E ჰეპატიტისთვის დამახასიათებელ ერთ-ერთ
ნიშანს წარმოადგენს ასევე ის, რომ დაავადება ვრცელდება
მცირედ დასახლებულ ქალაქებსა და სოფლებში, ამასთან
აშკარაა პირდაპირკორელაციური კავშირი დაავადების
შემთხვევებსა და ტერიტორიის კომუნალური
კეთილმოწყობის დონეს, განსაკუთრებით კი სასმელი
წყალმომარაგების სანიტარიულ მდგომარეობას შორის.
E ჰეპატიტი ძალიან ჰგავს A ტიპის ჰეპატიტს, მაგრამ ღვიძლის დაზიანება ამ დროს
უფრო ძლიერია. ამ ტიპის ჰეპატიტს ხალხში „ფეხმძიმეთა ჰეპატიტს“ უწოდებენ.

ადენოვირუსები

ყურადსაღებია წყლის საშუალებით ადამიანის


ორგანიზმში ენტეროვირუსებისა და ადენოვირუსების
მოხვედრა, რის შედეგად აღინიშნება ნაწლავთა, ცენტრალური
ნერვული სისტემის, კანისა და ლორწოვანის მნიშვნელოვანი
დაზიანებები.
ადენოვირუსები მრავლდებიან ადამიანის ნაწლავებში,
ხვდებიან ფეკალურ მასებში, შემდეგ კი ნახმარ წყლებში და
ითვლებიან მწვავე ინფექციური დაავადებების მიზეზად. ხელოვნურ წყალსატევებსა და
ტბებში ბანაობას ხშირად თან სდევს ადამიანის დაავადება ადენოვირუსული დაავადებებით.
ადენოვირუსების დიდი რაოდენობით აღმოჩენა განუწყვეტლივ ხდება სხვადასხვა
სახის წყალში. მაგალითად, გაუწმენდავ ჩამდინარე წყლებში მათი კონცენტრაცია

2
კონსპექტი წყლის ჰიგიენაში ქეთევან დადიანი

ენტეროვირუსების რაოდენობას აღემატება, ხოლო მათი მდგრადობა - ზოგჯერ


პოლიოვირუსებისა და A ჰეპატიტის ვირუსზე უფრო მაღალია, განსაკუთრებით ეს ეხება
ზღვის წყალს. ზღვის წყალში ადენოვირუსების სიცოცხლისუნარიანობა 3-5-ჯერ უფრო
მეტია, ვიდრე პოლიოვირუსებისა. ბავშვებში ადენოვირუსები გასტროენტერიტების
განმაპირობებელი ეტიოლოგიური აგენტებია და გავრცელების სიხშირით ისინი მხოლოდ
როტავირუსებს ჩამორჩებიან.
ვირუსული დაავადებების პროფილაქტიკას ართულებს ვირუსების წყალში
იდენტიფიკაციისა და გამოყოფის საიმედო მეთოდების არარსებობა.

ენტეროვირუსები
დაავადებების განმაპირობებელი და წყალში ცირკულირებადი ვირუსებიდან -
ენტეროვირუსები წარმოადგენენ საკმაოდ დიდ ჯგუფს და იწვევენ დაავადებებს სხვადასხვა
კლინიკური სურათით. ენტეროვირუსები ნაწლავურ ტრაქტში მრავლდებიან.
განსაკუთრებით საყურადღებოა ენტეროვირუსის სასმელი წყლით გავრცელება. ამან
შეიძლება ადამიანთა მასიური დაინფიცირება გამოიწვიოს.
განსაკუთრებული რისკის მატარებელია დამდგარი, ჭის წყალი,
რადგან ის სათანადო ქიმიურ დამუშავებას არ გადის.
ენტეროვირუსების სასმელი წყლით გავრცელება ძირითადად
ისეთ ადგილებში ფიქსირდება, სადაც შესაბამიმი
ინფრასტრუქტურა ჯეროვნად არ არის გამართული. ადამიანის
დაინფიცირების უნარის მქონე ენტეროვირუსების დიდი
ჯგუფიდან, ერთ-ერთია ბავშვთა ასაკის მძიმე
დაავადების, პოლიომიელიტის გამომწვევი.

პოლიომიელიტი

წყლის გზით, ადამიანი შესაძლებელია დაავადდეს


პოლიომიელიტით. პოლიომიელიტის გამომწვევია ადამიანის
ენტეროვირუსი -პოლიოვირუსის 3სახელწოდებით. ეს ვირუსები
გვხვდება გარემოში. არსებობს პოლიოვირუსის 3 სეროტიპი,
რომელთაგან თითოეულს გააჩნია რამდენიმე ერთმანეთისგან
განსხვავებული კაპსიდური პროტეინი. ჯანმრთელობის
მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით4 ბუნებაში პოლიოვირუსის
ტიპი-2 ლიკვიდირებულია და ამ ტიპის უკანსაკნელი ბუნებრივი
პოლიოვირუსი დაფიქსირებულ იქნა 1999 წელს. ამჟამად
პოლიომიელიტის ლიკვიდაციის ბოლო ეტაპზე ენდემურ
რაიონებში ცირკულირებს მხოლოდ პოლიოვირუსის ტიპი-1 და ტიპი-2, რომლებიც
ხასიათდებიან მაღალი კონტაგიოზურობით. ამასთან, ტიპი-1 პოლიოვირუსის შტამი

3
პოლიოვირუსი შედგება რნმ-ის გენომისგან, რომელსაც გააჩნია პროტეინული გარსი -
კაპსიდი.
4
http://www.who.int/topics/poliomyelitis/virus-vaccines

3
კონსპექტი წყლის ჰიგიენაში ქეთევან დადიანი

ყველაზე გავრცელებულია, ხოლო ტიპი-3 პოლიოვირუსის შტამის გავრცელება საკმაოდ


დაბალია.
ეს ვირუსი ორგანიზმში ხვდება პირის ღრუდან - ჩვეულებრივ დაბინძურებული
ხელებიდან, უფრო იშვიათად სურსათიდან და წყლიდან. თავდაპირველად ის არსებობს კუჭ-
ნაწლავის ტრაქტში, საიდანაც შეუძლია მოხვდეს სისხლის ნაკადში. 99% შემთხვევაში
პოლიოვირუსი იწვევს უგუნებობის მსუბუქ სიმპტომებს, ან საერთოდ სიმპტომები არ
აღინიშნება, მაგრამ შემთხვევების 1 % -ისას ხვდება ცენტრალურ ნერვულ სისტემაში. ეს
ვირუსი უმთავრესად აზიანებს ზურგის ტვინს და იწვევს ნერვული სისტემის ფუნქციის
დარღვევას. დაავადების გამოვლენის კლინიკური სიმპტომებია: დამბლა და პარეზები.

პროტოზოული პარაზიტებით განპირობებული დაავადებები

პარაზიტული პროტოზოები ეუკარიოტული ერთუჯრედიანი მიკროორგანიზმებია


უჯრედის მკვრივი კედლის გარეშე, მაგრამ ორგანიზებული ბირთვით. ისინი უფრო დიდია,
ვიდრე ბაქტერია. ვირუსების მსგავსად, ისინი არ მრავლდებიან სურსათში, მხოლოდ
მასპინძლის ორგანიზმში. ამ ორგანიზმების გადამდები ფორმაა ცისტა. ჩვეულებრივ
ხასიათდებიან რთული სასიცოცხლო ციკლით, რომელიც მოიცავს ადამიანის ან/და ცხოველის
გი -ტრაქტის კოლონიზაციას, და “ცისტების” გამოყოფას, რომლებიც შესაძლოა იყვნენ
გარემოს ზემოქმედებისადმი მდგრადნი და დააინფიცირონ სხვა პირები, მათი ორგანიზმში
მოხვედრის შემთხვევაში. პროტოზოული პარაზიტების ცისტები (ლამბლიების და
დიზენტერული ამებას) წყალში ნორმირებას ექვემდებარება.

ლამბლიების ცისტები (Giardia lamblia)

ყველაზე გავრცელებული წყლისმიერი უმარტივესი


პარაზიტია Giardia lamblia -ერთუჯრედიანი პროტოზოა,
რომელიც აინფიცირებს ადამიანის წვრილ და
თორმეტგოჯა ნაწლავს.
• ლამბლიებს ჩვეულებრივ ვერ დავინახავთ.
• საქართველოში (და მთელს მსოფლიოში) საკმაოდ
გავრცელებულია.
• საქართველოში ამ დაავადების გავრცელების მაჩვენებელია 5-15%, თუმცა უფრო
ხშირად გვხვდება ბავშვებში.

კუჭნაწლავის ტრაქტში მოხვედრის შემდეგ მათი ლოკალიზაციის ძირითადი ადგილი


არის წვრილი ნაწლავი და ბრმა ნაწლავის დასაწყისი ნაწილი. ანუ ძირითადად აქ ბინადრობს
ეს პარაზიტი და განაპირობებს წვრილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის დაზიანებას.
აზიანებს მიკროხაოებს, რადგან შეღწევადობა მაღალია, რაც პათოგენეზურად
იწვევს შეწოვის პროცესების დარღვევას, განსაკუთრებით ვიტამინების. ვითარდება
მალაბსორბციის სინდრომი. რომელიც პირველ რიგში კლინიკურად გამოიხატება:
• კუჭის მოქმედების გახშირებაში (არც ძალიან ინტენსიური, მაგრამ 2-4-ჯერ დღე-
ღამეში,
• რასაც თან შეიძლება ახლდეს გულის რევის შეგრძნება, ზოგჯერ ღებინებით,
• ტკივილი მუცლის არეში, ეპიგასტრიუმში ლოკალიზებით,

4
კონსპექტი წყლის ჰიგიენაში ქეთევან დადიანი

• გაზების წარმოქმნა, მეტეორიზმი


ეს ყველაფერი საწყის ეტაპზე, შემდეგ -განსაკუთრებით ბავშვებში შეწოვასთან
დაკავშირებული პრობლემები, რაც შეიძლება გამოიხატოს წონაში კლებით, უმადობით,
ავიტამინოზის ნიშნებით, განსაკუთრებით ცხიმში ხსნადი ვიტამინების.
ზოგჯერ ფიქსირდება ტემპერატურის მომატება -37-37,2 ფარგლებში.
თუმცა ეს ნიშნები, შეიძლება იყოს სხვა ნაწლვური ჰელმინთოზების დროსაც, ამიტომ
აუცილებელია ჩატარდეს ლაბორატორიული კვლევა.
ლამბლიოზი არ არის ადამიანიდან ადამიანზე პირდაპირი გზით გადაცემადი
დაავადება, ეს არ არის კონტაქტური გზით გადაცემადი დაავადება. დაბინძურების წყარო არის
პირველ რიგში ადამიანი, (ან ცხოველი, განსაკუთრებით ძაღლი) რომელიც ფეკალურ მასებთან
ერთად გამოყოფს ლამბლიის ცისტებს. ამ ცისტებით შემდგომ ხდება დაბინძურება სურსათის-
ძირითადად ბოსტნეულის და მწვანილის ან შეიძლება დაბინძურდეს წყალი და სხვა
პროდუქტები, რომელთა მიღების შემდეგ ხდება ადამიანის დაიფინცირება, თუმცა მას
ახასიათებს ფეკალურ-ორალური გადაცემის მექანიზმიც.

დიზენტერული ამებას ცისტები (Entamoeba histolytica)

• გავრცელება დამოკიდებულია
დაბინძურებული საკვებისა და წყლის
მეღებაზე. ისეთ ადგილებში, სადაც
დაბალია სანიტარული ნორმები და სადაც
ადამიანის ფეკალიები
გამოიყენება სასუქად, აღინიშნება
ინფექციის უფრო ფართო გავრცელება. ინვაზიის მთავარ წყაროს წარმოადგენენ
ასიმპტომური მტარებლები ან ქრონიკული პაციენტები, რომელთა საშუალებითაც
ხდება ცისტების გავრცელება. გარდა ამისა, ბუზები და ტარაკნები წარმოადგენენ
მექანიკურ ვექტორებს entamoeba histolytica–ს და სხვა ამებების გავრცელებაში, რადგან
ცისტები დიდხანს რჩებიან მათ მომნელებელ ტრაქტში, ხოლო შემდგომში გამოდიან
მათ ფეკალიებთან ერთად ან ცისტებით მათ შეუძლიათ დააბინძურონ სურსათი პირის
აპარატის გზით ცისტების ამოღების შედეგად.

5
კონსპექტი წყლის ჰიგიენაში ქეთევან დადიანი

სასმელი წყლის ეპიდემიური უსაფრთხოება

სასმელი წყლის ტექნიკურ რეგლამენტზე5 დაყრდნობით, სასმელი წყლის ეპიდემიური


უსაფრთხოება განისაზღვრება მიკრობიოლოგიური, ვირუსოლოგიური და
პარაზიტოლოგიური მაჩვენებლების N3 ცხრილში მოცემულ ნორმატივებთან შესაბამისობით.
ცხრ.3 -სასმელი წყლის ეპიდემიური უსაფრთხოების მაჩვენებლები
# მაჩვენებლები საზომი ერთეული ნორმატივები
არაუმეტეს
1 მეზოფილური აერობები კოლონიის წარმომქმნელი
და ფაკულტატური ერთეული 1 მლ–ში
ანაერობები
37 0 C 20

22 0 C 100

2 საერთო კოლიფორმული ბაქტერიების რაოდენობა 300 მლ– არ დაიშვება


ბაქტერიები* ში
3 E.coli* ბაქტერიების რაოდენობა 300 მლ– არ დაიშვება
ში
4 პათოგენური 100 მლ-ში არ დაიშვება
მიკროორგანიზმები,
მათშორის Salmonella
5 კოლიფაგები** ნეგატიური კოლონიის არ დაიშვება
წარმომქმნელი ერთეულის
რაოდენობა 100 მლ–ში
6 Pseudomonas aeruginosa 250 მლ-ში არ დაიშვება
(მხოლოდ
დაფასოებულისათვის)
7 Streptococus faecalis 250 მლ-ში არ დაიშვება
8 ლამბლიების ცისტები *** ცისტების რაოდენობა 50 ლ–ში არ დაიშვება
9 დიზენტერული ამებას ცისტები *** ცისტების რაოდენობა 50 ლ–ში არ დაიშვება
შენიშვნა: * - საერთო კოლიფორმული ბაქტერიებისა და E.coli –ის განსაზღვრა ხდება წყლის სამ
პარალელურ 100–100 მლ–იან სინჯში.
** - გაუსნებოვნების ვირულიციდური ეფექტის შესაფასებლად სავალდებულოა წყალში კოლიფაგის
ნეგატიური კოლონიის წარმომქმნელი ერთეულების რაოდენობის განსაზღვრა
*** - ლამბლიებისა და დიზენტერული ამების ცისტების განსაზღვრა ხდება ზედაპირული წყაროების
წყალმომარაგების სისტემებში.

5
საქართველოს მთავრობის 2014 წლის დადგენილება №58 „სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის
დამტკიცების შესახებ“

6
კონსპექტი წყლის ჰიგიენაში ქეთევან დადიანი

წყლის მარაგი დედამიწაზე და “წყლით შიმშილის” შემცირების გზები

დედამიწაზე ყველაზე უფრო გავრცელებულ ბუნებრივ ნაერთს სწორედ წყალი


წარმოადგენს. დედამიწაზე არსებული წყლის მთელი მარაგი შეიძლება პირობითად
დაიყოს: თხევად (მარილიანი და მტკნარი), მყარ (მტკნარი) და აიროვან (მტკნარ) წყლად.
ცხრ. 5.6
წყლის მთლიანი ფართი დედამიწაზე შეადგენს 1,5 მილიარდ კმ3-ს. ამასთან, წყლის
93,96% განთავსებულია ზღვებსა და ოკეანეებში. მათში არსებული მარილების დიდი
რაოდენობის (35 გ/ლ) გამო, ზღვებისა და ოკეანეების წყალი სასმელი და სამეურნეო
მიზნებისათვის გამოუყენებელია. მტკნარ წყლებს უჭირავს დედამიწაზე არსებული წყლის
მთელი მარაგის 6%-ზე ნაკლები. მეცნიერების გამოთვლებით, მტკნარი წყლის მსოფლიო
მარაგია დაახლოებით 30,3 მლნ. კმ3. ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე
მტკნარი წყლების მთლიანი რაოდენობა დაახლოებით 69 000 კმ3-ია. მტკნარი
წყლების ყველაზე მნიშვნელოვანი რაოდენობა განთავსებულია ანტარკტიდის,
გრენლანდიისა და არქტიკის ყინულებსა და მუდმივი გამყინვარების სხვა ზონებში, რაც
მათ ნაკლებად მისაწვდომს ხდის. აქედან გამომდინარე, ითვლება, სასმელი მიზნებისთვის
რეალურად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს დედამიწაზე არსებული მთელი წყლის
მარაგის დაახლოებით 0,2-0,3%. მტკნარი წყლის მსოფლიო მარაგის საკმაო რაოდენობის
მიუხედავად, გაეროს გენერალური ანსამბლეის XXXV სესიაზე აღინიშნა, რომ
მსოფლიოში დაახლოებით 1 მილიარდ ადამიანზე მეტი განიცდის ხარისხიანი წყლის
დეფიციტს სასმელი და საყოფაცხოვრებო-სამეურნეო მიზნებისათვის.
დედამიწაზე არსებული მდინარეების წყლის დებიტი შეადგენს 40000 კმ3-ს, რაც
სავსებით უნდა აკმაყოფილებდეს მოსახლეობის მოთხოვნილებებს წყალზე. მაგრამ
უკანასკნელ ათწლეულში მსოფლიოს ბევრ რეგიონში, განსაკუთრებით კი
განვითარებული მრეწველობისა და მჭიდროდ დასხლებულ რეგიონებში, ადამიანები
სასმელი წყლის მწვავე დეფიციტს განიცდიან. მსოფლიოში სასმელი წყლის დეფიციტის
მიზეზი კონკრეტული რეგიონისთვის სხვადასხვაა. უპირველესი მიზეზი, არის სასმელი
წყლის მოსაპოვებელი წყაროების არათანაბარი გადანაწილება როგორც მთელს
მსოფლიოში, ასევე ცალკეულ ქვეყნებშიც. ასე მაგალითად, ყოფილ საბჭოთა კავშირში
მტკნარი წყლის 80% მოიპოვებოდა აღმოსავლეთ ციმბირში, შორეულ აღმოსავლეთსა და
ევროპული ნაწილის ჩრდილოეთში. ამ მიდამოებში კი მოსახლეობის მხოლოდ 30% იყო
დასახლებული და შესაბამისად, აქ არ იყო კონცენტრირებული სამრეწველო და
სასოფლო-სამეურნეო ობიექტები. დღეისათვის ამ რაიონებში მოიხმარენ მტკნარი წყაროს
წყლის 2/3-ს.
მსოფლიოში არსებობს როგორც არიდული (უწყლო ზონა), ასევე ჭარბი
დატენიანების ზონები, სადაც წლის განმავლობაში ჩამოსული ატმოსფერული ნალექების
რაოდენობა მეტია წყლის აორთქლების მაჩვენებელზე. ასეთი რაიონებია რუსეთში, აშშ-ში,
კანადაში, აზიის ტროპიკულ ქვეყნებში, ამერიკასა და აფრიკაში. მაგრამ ხმელეთის 60%
წარმოდგენილია არიდული და ნახევრად არიდული რეგიონებით, სადაც წყლის
აორთქლება ჭარბობს ამ რეგიონებში ერთი წლის განმავლობაში ჩამოსულ
ატმოსფერულ ნალექებს. ასეთ რეგიონებს ეკუთვნის პაკისტანი, კუვეიტი, შუა აზიის
ქვეყნები და სხვა. არიდულ და ნახევრად არიდულ რეგიონებში დასახლებულია
დაახლოებით 200 მლნ ადამიანი.

7
კონსპექტი წყლის ჰიგიენაში ქეთევან დადიანი

წყლის წყაროების არსებობის თანაბარ პირობებში, სასმელი წყლის დეფიციტი


აღინიშნება რიგ მსხვილ ქალაქებსა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების რაიონებში.
მიწისქვეშა წყლების უზომო გამოყენება და ადგილმდებარეობის ჰიდროლოგიური
თავისებურებების გაუთვალისწინებლობა, შესაძლებელია გახდეს მეტად არასასურველი
შედეგების მიზეზი. ასე მაგალითად, არიზონას შტატში, პლანტაციების მოსარწყავად
გრუნტის წყლების დიდი რაოდენობით გადაქაჩვის გამო, ადგილი ჰქონდა მიწის
ეროზიას: მიწაზე წარმოიქმნა ნაპრალები და იგი ჩაიქცა 8 მეტრ სიღრმემდე; ჯორჯიის
შტატში ატლანტიკის ოკენის სანაპირო ზოლში, 80 კილომეტრ სიგანეზე, გრუნტის
წყლებმა მიიღო მლაშე გემო, რაც გამოწვეული იყო მათი უზომო გამოქაჩვითა და მათ
ადგილზე ოკენის წყლის ინფილტრაციით; კიოლნში (გერმანია) გრუნტის წყლების დონე
შემცირდა 4-10 მეტრამდე, ხოლო ლუდვისჰაფენში _ 15 მეტრამდე, რისი მიზეზიც იყო
სამრეწველო საწარმოების საჭიროებისათვის მისი მარაგის სწრაფი შემცირება; მიწისქვეშა
წყლების დიდი რაოდენობით ამოქაჩვის გამო მეხიკო (მექსიკა) ყოველწლიურად დაბლა
ჩადის 14 სანტიმეტრით.
განვითარებულ ქვეყნებში წყლის მოხმარების მაჩვენებელი განუწყვეტლივ იზრდება
და უახლოვდება მტკნარი წყლების რესურსების მთლიან ზღვარს. რუსეთში ეს პროცესი
აღინიშნება ევროპული ნაწილის სამხრეთში, სადაც მოხმარებული წყლის მთლიანი
რაოდენობა აღწევა მდინარეთა მთელი დებიტის 2/3-ს. ყველაზე მეტად ეს პროცესი
არასასურველად აისახა კასპიის ზღვის წყლის ბალანსზე, რომლის პერიმეტრი
ყოველწლიურად 7 სმ-ით მცირდება.
განვითარებულ ქვეყნებში წყლის მოხმარების მაჩვენებელი განუწყვეტლივ იზრდება
და უახლოვდება მტკნარი წყლების რესურსების მთლიან ზღვარს. რუსეთში ეს პროცესი
აღინიშნება ევროპული ნაწილის სამხრეთში, სადაც მოხმარებული წყლის მთლიანი
რაოდენობა აღწევა მდინარეთა მთელი დებიტის 2/3-ს. ყველაზე მეტად ეს პროცესი
არასასურველად აისახა კასპიის ზღვის წყლის ბალანსზე.
მტკნარი წყლების უკმარისობის მეორე მნიშვნელოვანი მიზეზი განპირობებულია
ადამიანის საქმიანობით, ანუ ანთროპოგენური ხასიათისაა. იგი წყლის არა აბსოლუტური
რაოდენობის შემცირების, არამედ ქიმიური ნივთიერებებითა და მიკროორგანიზმებით
კონტამინაციის გამო მისი ხარისხის გაუარესების შედეგია. ამის უპირველესი მიზეზია
ნახმარი წყლების პირდაპირი (გაწმენდის გარეშე) ჩაშვება წყალსატევებში. გაეროს
მონაცემებზე დაყრდნობით მსოფლიოში ყოველწლიურად ასინთეზებენ 1 მილიონამდე
ახალ ქიმიურ ნივთიერებას, რომელთაგან 15 000-ზე მეტი ნივთიერება _ ტოქსიკურია.
ქიმიურ ნივთიერებათა 80% მთლიანად, მაგრამ თანდათანობით გადადის გარემოში და
მათ შორის, ბუნებრივ წყალსატევებში. მსოფლიოში ყოველწლიურად გამოიყოფა
დაახლოებით 420 კმ3 ნახმარი წყალი, რამაც შესაძლებელია გააბინძუროს 7000 მ3
ბუნებრივი წყალი. ეს კი 1,5-ჯერ აღემატება ყოფილი საბჭოთა კავშირის მდინარეთა
მთლიან დებიტს, რომელიც შეადგენდა 4700 კმ3-ს.
დედამიწაზე მტკნარი წყლების მარაგისა და ხარისხის შემცირება კაცობრიობის
წინაშე აყენებს “წყლით შიმშილის” პრობლემას. ეს კი საჭიროებს ინტენსიურ მეცნიერულ
ძიებასა და ახალი გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობას.
“წყლით შიმშილის” შესამცირებლად ძირითადად გამოყოფენ ორი მიმართულების
პროფილაქტილურ ღონისძიებებს.
 პირველი _
მოიცავს ბუნებრივი წყლების ხარისხის შენარჩუნებას. ამისათვის აუცილებელია
სამეურნეო-საყოფაცხოვრებო ნახმარი წყლების გაწმენდა, თუმცა ნაკლები

8
კონსპექტი წყლის ჰიგიენაში ქეთევან დადიანი

მნიშვნელობა არ ენიჭება ასევე საწარმოო ნახმარი წყლებით გარემოს დაბინძურების


თავიდან აცილებას. ამ საკითხის რეგულირებისათვის აუცილებელია მათი
გაწმენდის ეფექტური მეთოდების სრულყოფა და შემუშავება, წყალმომარაგების
ციკლური სქემის გამოყენება, ანუ სპეციალური მიზნებისათვის გამოყენებული
ტექნიკური წყლის გაწმენდა და მრავალჯერადი გამოყენება, “შრალი
ტექნოლოგიების” დანერგვა და სხვა.
 “წყლით
შიმშილის” წინააღმდეგ მიმართული მეორე გზაა წყლის ბუნებრივი მარაგის გაზრდა
და მისი რაციონალური გამოყენება. ამისათვის აუცილებელია სასმელი წყლის
ეკონომიური ხარჯვა და მისი უმიზეზო დაკარგვის აღმკვეთი ღონისძიებების
გატარება, მათ შორის ეკონომიკური მეთოდების გამოყენებაც. მოსახლეობის
წყალმომარაგების გაზრდა შესაძლებელია ხელოვნური წყალსატევების მოწყობით,
სადაც მოხდება მტკნარი წყლების მარაგის აკუმულირება. ასეთი წყალსაცავების
მოწყობა სხვა მიზანსაც იძენს, რომელიც გამოიხატება ისეთი სახალხო-სამეურნეო
საქმიანობის გაუმჯობესებაში, როგორიცაა _ ენერგეტიკული, სატრანსპორტო,
სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო, ჰიგიენური, ესთეტიკური. დღეისათვის უამრავ
დიდ მდინარეზე აშენებულია ასეთი წყალსაცავი.
უკანასკნელ წლებში დიდი ყურადღება ეთმობა ზედაპირული წყლების ხარჯზე
მტკნარი წყლების ნიადაგქვეშა წყალშემკრებ ჰორიზონტებში დაგროვების მეთოდების
დახვეწას. ნიადაგის ფენები, რომელსაც ზედაპირული წყალი გადის, ასრულებს ფილტრის
როლს, რაც აუმჯობესებს ზედაპირული წყლის ხარისხს ნიადაგქვეშა წყლად გარდაქმნის
შემდეგ. ზოგ რეგიონში შესაძლებელია მოხდეს მინერალიზებული გრუნტის წყლის
განზავება ნაკლებმინერალიზებული წყლით, რომელიც ასევე შეიძლება მივიღოთ
ზედაპირული წყლის ნიადაგში ჩაფილტვრის შემდეგ.
ერთ-ერთ ჰიპოთეზურ შესაძლებლობად მიიჩნევენ მტკნარი წყლის მისაღებად
აისბერგებისა და მუდმივი ყინულების გადნობას. მაგრამ ეს შექმნის რიგ ენერგეტიკულ,
ეკონომიკურ, ტექნიკურ და ეკოლოგიური ხასიათის სირთულეებს. მეცნიერთა ვარაუდით
არ არის გამორიცხული ასეთ შემთხვევაში მსოფლიო ოკეანის დონემ მოიმატოს 60 მ-ით.
და ბოლოს, ცალკე აღნიშვნის ღირსია ზღვებისა და ოკეანეთა წყლის გამტკნარების
შესაძლებლობა, რაც პრაქტიკულად გამოულეველ მარაგად განიხილება მეცნიერთა
მხრიდან, თუმცა ჯერ-ჯერობით არ არის შემუშავებული იაფი და ეფექტური ტექნოლოგიები.

Kklimatis cvlileba da misi gavlena sasmeli wylis resursebze

კლიმატის ცვლილება, წყლის ნაკლებობის გაზრდა, მოსახლეობის ზრდა,


დემოგრაფიული ცვლილებები და ურბანიზაცია უკვე პრობლემებს უქმნის
წყალმომარაგების სისტემებს. 2025 წლისთვის დედამიწის მოსახლეობის ნახევარი
იცხოვრებს ადგილებში, სადაც იქნება სასმელი წყლის წყაროების დეფიციტი. ჩამდინარე
წყლების ხელახლა გამოყენება წყლის აღსადგენად მნიშვნელოვან სტრატეგიად იქცევა.
ქვეყნები სულ უფრო ხშირად იყენებენ ჩამდინარე წყლებს სარწყავად - განვითარებად
ქვეყნებში ეს მაჩვენებელი აღწევს სარწყავი მიწის 7%. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი
პრაქტიკა, თუ სათანადოდ არ იქნა გამოყენებული, საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას,

9
კონსპექტი წყლის ჰიგიენაში ქეთევან დადიანი

ჩამდინარე წყლების უსაფრთხო მენეჯმენტს მრავალი სარგებელი მოაქვს, მათ შორის


ხელს უწყობს სასურსათო პროდუქტების პირველადი წარმოების გაზრდას.

წყლის წყაროს შერჩევის ვარიანტები, რომლებიც გამოიყენება სასმელი


მიზნებისთვის და სარწყავად, დღეისათვის ვითარდება მიწისქვეშა წყლებისა და
ალტერნატიულ წყაროების გამოყენების შესაძლებლობების გაზრდით, მ.შ. ჩამდინარე
წყლების გამოყენების ჩათვლით. კლიმატის ცვლილება გამოიწვევს ასევე წვიმის წყლის
შეგროვების შესაძლებლობის შეზღუდვას და რყევებს ამ მხრივ. წყლით მომარაგებისა და
ხარისხის უზრუნველსაყოფად საჭიროა წყლის ყველა რესურსის გაუმჯობესებული
მართვა.

10

You might also like