You are on page 1of 12

ივანე ჯავახიშვილის სახელობის

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ხორხის კეთილ და
ავთვისებიანი
დაავადებები
საგანი: ოტორინოლარინგოლოგია
ლექტორი: მერაბ ხვადაგიანი
ავტორი: მედიცინის ფაკულტეტის, 6 კურსის სტუდენტები: მერაბ პაპავა
სალომე
ლაზარიშვილი

26/10/2023
ხორხის კეთილთვისებიანი
სიმსივნე
ხორხის ფიბრომა
ხორხის ლორწოვან გარსზე კვანძოვანი წანაზარდი,
რომელიც შედგება შემაერთებელი ქსოვილისაგან და
დაფარულია მრავალშრიანი ბრტყელი
ეპითელიუმით.
არჩევენ:
• მაგარი ფობრომა: ჭარბობს ბოჭკოვანი
სტრუქტურები და ზოგჯერ მათი ჰიალინიზაცია
• რბილი ფიბრომა: სიმსივნურ ქსოვილში უმეტესი
რაოდენობით შემაერთებელქსოვილოვანი
უჯრედებია.
• ხორხის პოლიპი არის მოგრძო ფიბრომა, წვრილი
ფეხით დაკავშირებული ხორხის ლორწოვან
გარსთან.
ხორხის კეთილთვისებიანი
სიმსივნე
• ხორხის ფიბრომა ლოკალიზებულია სახმო ნაოჭზე, მის თავისუფალ კიდეზე
წინა და შუა მესამედის საზღვარზე. (ხმის ჩახლეჩა, დიპლოფონია, ხველითი
შეტევა)
• არის მომრგვალო ფორმის, უმეტესად-მორუხო ვარდისფერი, ზოგჯერ
მომატებულად შეიცავს სისხლძარღვებსა და მოლურჯო-წითელ ფერს
ღებულობს (ანგიოფიბრომა).
• უფრო ხშირად ვლინდება 20-40 წლის მამაკაცებში;
• იზრდება ნელა.
კლინიკური სურათი
 ხმის ჩახლეჩა
 დისპნეა
 ასპირაცია
 დისფაგია
 ოტალგია- გამოწვეულია ცდომილი ნერვის
გაღიზიანებით
 ჰემოპტიზი

მკურნალობა
მკურნალობა ქირურგიულია: ფიბრომა მთლიანად უნდა ამოკვეთონ ენდოლარინგულად, ზოგადი
ანესთეზიით CO2 ლაზერის გამოყენებით.
ხორხის კეთილთვისებიანი
სიმსივნე
ხორხის პაპილომა
ეპითელურუჯრედოვანი სიმსივნეა. ჰისტოლოგიურად
წარმოდგენილია მრავალშრიანი ბრტყელი
ეპითელიუმით, ხოლო სტომა შედგება შემაერთებელი
ქსოვილისგან.
ახასიათებს სწრაფი ზრდა და ამოკვეთის შემდეგ
რეციდივები;
• ვლინდება ყველა ასაკში, ხშირია ბავშვებში 1-5 წლამდე.
• პაპილომის განვითარებას ხელს უწყობს ინფექციური
დაავადებები: HPV-6, HPV-11, ქუნთრუშა, გრიპი, წითელა
და სხვა.
• ლოკალიზებულია სახმო ნაოჭებზე ერთეული ან
მრავლობითი სახით, ხშირად ვცრელდება
დიფუზურად სახმო ნაოჭებზე, შეიძლება გავრცელდეს
ტრაქეაზეც. აქვს მარცვლოვანი ზედაპირი, მკრთალი
ვარდისფერია, ზოგჯერ კი მუქი წითელი.
კლინიკური სურათი
კლინიკურად დასაწყისში ბავშვს აღენიშნება ხმის შეცვლა (ჩახლეჩა), შემდგომში ვითარდება აფონია და
მალე სუნთქვაც ძნელდება.

დიაგნოზი
პირდაპირი (ადრეულ ასაკში) და არაპირდაპირი (8-10 წლიდან) ლარინგოსკოპიით, ხოლო
საბოლოოდ აზურტებენ აღებული მასალის პათომორფოლოგიური გამოკვლევით.
მკურნალობა
მკურნალობა კომპლექსურია:
• ქირურგიული გზით: ენდოლარინგულად მთლიანად მოაცილებენ პაპილომურ წარმონაქმნებს. ამ
ოპერაციას ახორციელებენ ადრეულ ასაკში. ოპერაციის შემდგომ საჭიროა რეციდივის
საწინააღმდეგო მკურნალობა: ახორციელებენ კრიოზემოქმედებას ლორწოვანი გარსის იმ უბანში,
საიდანაც პაპოლომა მოაცილეს. ინიშნება ანტივირუსული მედიკამენტები და იმუნოთერაპია.
ხორხის ავთვისებიანი სიმსივნე
ხორხის კიბო
ბრტყელეპითელუჯრედოვანი სიმსივნე ვითარდება
ხორხის ლორწოვანი გარსის როგორც მრავალშრიანი
ბრტყელი ეპითელიუმით დაფარული უბნებიდან, ისე
ცილინდრული ეპითელიუმით დაფარულ უბნებიდან
მათი მეტაპლაზიის შემდეგ. განარჩევენ:
• გარქოვანებადი კიბო, როგორც
მაღალდიფერენცირებული სიმსივნე, მალე
იზრდება და გვიან იწვევს მეტასტაზებს.
რადიორეზისტენტულია
• გაურქოვანებადი ე.ი უმწიფარი ფორმების
გამრავლების აქტივობა მაღალია, სწრაფად
ვრცელდებიან ხორხის ლორწოვან გარსში,
მეზობელ ორგანოებზე და ადრევე იწვევენ
მეტასტაზებს. რადიომგრძნობიარეა.
ხორხის ავთვისებიანი სიმსივნე
ხორხის კიბო

ზრდის ხასიათის მიხედვით არჩევენ ხორხის კიბოს


შემდეგ ფორმებს:
 ეგზოფიტური კიბო- უპირატესად იზრდება
სანათურისკენ და ავიწროებს მას, იწვევს სტენოზს.
 ენდოფიტური კიბო- უპირატესად იზრდება
ქსოვილების სიღრმეში, ანადგურებს და იკავებს
მათ ადგილს. ხორხის მფარავი ლორწოვანი
გარსის ზედაპირი გამობერილია.
 ეგზოენდოფიტური ხორხის კიბო- ნაწილი
იზრდება ეგზოფიტურად, ხოლო ნაწილი-
ენდოფიტურად.
კლინიკური სურათი
• დისფონია: ავადმყოფს ხმა იოლად ეღლება, შემდეგ
ეცვლება ხმის სიმაღლე და ტემბრი, რასაც მოჰყვება
ხმის ჩახლეჩა, რომელიც მუდმივ ხასიათს ღებულობს;
• დისფაგია: დასაწყისში გამოიხატება ყლაპვის დროს
უცხო სხეულის შეგრძნებით ან საკვების პერიოდული
გადაცდენით. შემდგომში ავადმყოფი ყლაპვისას
გრძნობს ტკივილს, რომელიც იშვიათად გადაეცემა
ყურებს.
• მშრალი ხველა, რეფლექსური ხასიათისაა ხორხის
ლორწოვან გარსში წარმოქმნილი სიმსივნური
პროცესის საპასუხოდ. შეიძლება თან სდევდეს
ლორწოვან-ჩირქოვანი ნახველის გამოყოფა,
იშვიათად სისხლიანი მინარევით.
• სუნთქვის გაძნელება
დიაგნოსტიკ

კეთდება ლარინგოსკოპია, აუცილებელია რენტგენოლოგიური კვლევა და ბოლოს ბიოფსია: ხდება
აღებული მასალის ციტოლოგიური და ჰისტოლოგიური გამოკვლევა. დიფერენციალური დიაგნოზი
უნდა გატარდეს ტუბერკულოზთან, ათაშანგთან და სკლერომასთან.

მკურნალობა
გამოიყენება 3 ძირითადი მეთოდი:
1. ქირურგიული- დამოკიდებულია სიმსივნის ლოკალიზაციაზე, განვიტარების სტადიაზე და
ორგანიზმის ზოგად მდგომარეობაზე.
2. სხივური- მიმართავენ ეგზოფიტურად მზარდი პირველი სტადიის კიბოს დროს
3. ქიმიოთერაპიული
ქირურგიულ და სხივურ მკურნალობას ახორციელებენ როგორც დამოუკიდებლად, ისე
კომბინირებულად, ქიმიოთერაპია კი მხოლოდ დამხმარე მეთოდია.
მადლობა
ყურადღებისთვის

You might also like