You are on page 1of 24

ხახა , ხახის

დაავადებები
პრეზენტაციის ავტორები
ნინო ჩიხრაძე , გვანცა მამარდაშვილი ,
სევინჯ აბდულაევა , ქეთევან გორგოძე , კესო
ბასილაძე , თეკლა ხურციძე , ნიკოლოზ
თოფურია
საგნის ლექტორი ბონდო ფერცულიანი .
ხახის კლინიკური
ანატომია

• ხახა ( pharyxn ) - როგორც საჭმლის


მომნელებელი , ისე სასუნთქი
ტრაქტის ნაწილი, ანუ ორგანოა ,
სადაც სასუნთქი და საჭმლის
მომნელებელი გზები
გადაეჯვარედინება
• ხახის უკანა კედელი ებჯინება
კისრის ზედა ექვსი მალის სხეულთა
წინა ზედაპირს გვერდითი კედლები
კი უშუალოდ ესაზღვრება კისრის
დიდ სისხლძარღვებს , ხოლო წინა
ნაწილი არის მთლიანი , იგო
შეიცავს სამ დიდ ხვრელს ,
რომლებითაც ხახა
დაკავშირებულია სამ ღრუსთან
ხახის კლინიკური ანატომია
ხახა დაკავშირებულია სამ ღრუსთან
• ცხვრისი ღრუსთან - ქოანების გზით
• პირის ღრუსთან - ხახის პირის გზით
• ხორხის ღრუსთან - ხორხის შესავლის გზით .
მაშასადამე ხახა იყოფა სამ ნაწილად
1. ზედა ნაწილი - ცხვირ-ხახა
• ცხვირ-ხახის ზედა კედელი წარმოდგენილია ძირითადი ძვლის სხეულის ქვედა
ზედაპირით , უკანა კედელი შეესაბამება კისრის 1 და 2 მალებს
1. შუა ნაწილი - პირ-ხახა
• პირ-ხახის უკანა და გვერდითი კედლები ცხვირ-ხახის შესაბამისი კედლების
გაგრძელებაა
1. ქვედა ნაწილი - ხორხ-ხახა
• ხორხ-ხახა იწყება ხორხსარქველის ზედა კიდის დონიდან და მდებარეობს კისრის
4 , 5 და 6 მალების წინ, იგი იხსნება ხორხის სანათურში .
ხახის კლინიკური
ფიზიოლოგია
ხახა მონაწილეობს :
1. ყლაპვის აქტში
• ძუძუს წოვის დროს რბილი სასა
ჩამოწეულია ქვემოთ ენის ძირამდე
• 2.ხმისა და მეტყველების ფორმირებაში
• 3.სუნთქვის აქტში
• ხახა ატარებს შესუნთქულ და ამოსუნთქულ
ჰაერს , მოსვენებულ მდგომარეობაში
რბილი სასა ვერტიკალურად მდებარეობს
და ენის ძირს ეხება .
• 4 ორგანიზმის დაცვაში
• უცხო სხეულის მოხვედრისას ან ძლიერი
გამღიზიანებელი ფაქტორები. ამ დროს
რეფლექსურად ხახის კუნთები მძლავრად
იკუმშება .
გამოკვლევის მეთოდები :

• ხახის გამოკვლევას წინ უძღვის კისრის არის დათვალიერება და ხახის რეგიონული


კვანძების პალპაცია. საყურადღებოა მათი სიმკვრივე, მტკივნეულობა, ძვრადობა ამის
შემდწგ ხახას დაათვალიერებენ ფარინგოსკოპია ატარებენ. ფარინგოსკოპიის დროს
ძირითადად პირ ხახას იკვლევენ. გამოსაკვლევად შუბლის სარკესა და შპატელს
ხმარობენ. შპატელს იჭერწნ მარცხენა. ხელში ისე, რომ ცერი მოექცეს ქვემოთ ხოლო
საჩვენებელი, შუათითი და არათითი ზემოთ. მარკვენა ხელით აფიქრირებენ
გამოსაკვლევი ადამიამის თავს. ჯერ ათვალიერებენ პირის კარიპჭეს, შენმდეგ პირია
ღრუს ბოლოს პირ ხახას. ამ მიზნით შპატელს აჭერენ ენის წინა ორ მესამედს ისე, რომ
ქრ ეზებიან ენის ძირს და ათვალიერებენ რბილი სასის, ნაქის, სასის წინა და უკანა
რკალების და ტონზილების მფარავ ლორწოვან გარსს. ეს უკანასკნელი ნორმალურ
პირობებში მკრთალი ვარფისფერია, სადაზედაპირიანი. ქმოწმებენ რბილი სასის
მოძრაობას, რისთვისაც ავადმყოფმა უნდა წარმოთქვას ბგერები(ა,ე). ზოგჯერ ბავშვებში
ლარინგოსკოპია გაძნელებულია , რადგან იგი არ აღებს პირს ამ შემთხვევაში ექიმმა
ბავშვი კარგად უნდა დააფიქსიროს და ცხვირის ნესტოები უნდა დაუხშოს რათა ჰაერის
შესუნთქვის დროს შპატელი სწრაფად შეიტანოს პირის ღრუში.
ხორხ ხახას იკვლევენ ლარინგოსკოპული მეთოდის
გამოყენებით. ამ დროა ათვალიწრებენ ენის ძირს,
მასზე მდებარე ენის ტონზილას, ხორხ სარქველს, ამ
უკანასკნელას და ენის ძირს შორის მდებარე
ჩაღრმქვებებს ვალეკულებს, ხორხ ხახის უკანა და
გვერდით კედლებს. ხახაში სიმსივნის
ინფილტრატის უცხო სხეულების არსებობისას მათი
ზომის, სიმკვრივის, ფლუქტუაციის განსაზღვრის
მიზნით მიმართავენ თითით გასინჯვას. ხახის
გვწრდითი კედლებია პალპაციის დროს უფრო
ინფორმაციულია ბიმანუალური გასინჯვა, ამასთან,
ერთი ხელის სინჯავენ შიგნიდან ხოლო მეორეთი
გარედან.
ხახის ანთებითი დაავადებები.
• ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსის მწვავე ანთება მწვავე სურდოს
საერთვის, იშვიათად შეიძლება იყოს პირველადი და შემდეგ
გავრცელდეს როგორც ცხვირისკენ, ასევე ხახის ქვედა
ნაწილებისკენ. სიმპტომატიკა. დასაწყისში ავადმყოფები უჩივიან
სიმშრალეს და წვას ცხვირ-ხახაში, შემდეგ აღნიშნავენ სქელი,
წებოვანი ლორწოს დაგროვებას, რომელიც ჩამოედინება ხახის
უკანა კედელზე. აღნიშნავენ ასევე თავის ტკივილს. სუნთქვა
უძნელდებათ. დიაგნოზს ადგენენ ფარინგოსკოპიით და უკანა
რინოსკოპიით, საჭიროების შემთხვევაში ენდისკოპიურ
გამოკვლევასაც. დიფერენციული დიაგნოსტიკის თვალსაზრისით
გასათვალისწინებელია დიფტერია, რომლისგანაც მწვავე
ნაზოფარინგიტი განსხვავდება ნადების არარსებობით.
მკურნალობა- ისეთივეა როგორიც მწვავე სურდოს დროს. ცხვირში
აწვეთებენ სისხლძარღვთა შემავიწროებელ საშუალებებს
(ნაფტიზინს, სანორინს...), ვერცხლის პრეპარატებს, უნიშნავენ
ვიტამინოთერაპიას.
პირ-ხახის მწვავე ანთება.
• მწვავე რინოფარინგიტის დროს დაღმაბალი
ანთებითი პროცესი ხშირად იწვევს ხახის შუა
ნაწილის ანთებასაც. იგი სნებოვნდება როცა
ძლიერი გამღიზიანებელი უშალოდ ზემოქმედებს
პირ-ხახაზე, მაგ : თამბაქოს წევის, ალკოჰოლის
ჭარბი მიღების, ცივ ჰაერზე ხანგრძლივი
ლაპარაკისსას და სხვა შემთხვევებში. მწვავე
ფარინგიტის დროს დათვალიერებით ხახის
კედელი ჰიპერემიული და ინფილტრირებულია,
ალაგ-ალაგ დაფარულია ლორწოვან-ჩირქოვანი
ნადებით. ხახის უკანა კედელზე ჩანს გადიდებული
და გაწითლებული ლიმფოიდური ქსოვილის
შემცველი შემაღლებები. ავადმყოფს აწუხებს
ყელის არეში დაჭიმულობა და ტკივილი, წვა და
ჩახეხის შეგრძნება, ხველა. მკურნალობა. საჭიროა
მსუბუქი ,არაგამაღიზიანებელი საკვები, ტუტოვანი
ხსნარებით ინჰალაცია, ძლიერი ტკივილის დროს
ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები.
ხახის ქრონიკული ანთება.
• ქრონიკული ფარინგიტი საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა,
არჩევენ 3 ფორმას : კატარულ, ჰიპერტროფიულ და ატროფიულ
ფარინგიტს. მარტივი ფორმისას ხახის ლორწოვანი გარსი
ჰიპერემიულია, გასქელებული, ლორწოვანი ჯირკვლები
გადიდებულია, რის გამოც ლორწოს გამოყოფა გაძლიერებულია.
ჰიპერტროფიული ფორმისას ეს ცვლილებები უფრო ინტენსიურადაა
გამოხატული. ლორწოვანი გარსი ალაგ-ალაგ დაფარულია
ჩირქოვანი ნადებით. ატროფიული ფორმის შემთხვევაში
ლორწოვანი გარსის ელემენტები განლეულია, სისხლძარღვები
შევიწროებული. მარტივი და ჰიპერტროფიული ფორმების
შემთხვევებში ავადმყოფები აღნიშნავენ უსიამოვნო შეგრძნებას
ყელში , გამოიყოფა დიდი რაოდენობით სქელი და წებოვანი
ლორწო, რომელიც იწვევს განუწყვეტელი ამოხველების
მოთხოვნილებას. მკურნალობა - ქრონიკული ფარინგიტის დროს
უსიამოვნო შეგრძნებებისას კარგ შედეგს იძ₾ევა ხახის ლორწოვანი
გარსის ნოვოკაინოვანი ბლოკადა. ნოვოკაინთან ერთად შეჰყავთ
მასტიმულირებელი ნივთიერებაც. ერთი შპრიცით იღებენ 1 მლ 2%-
იან ნოვოკაინსა და 1 მლ ალოეს და შეჰყავთ ინტრამუკოზურად პირ-
ხახის გვერდით კბილებში. აკეთებენ 8-10 ინექციას 3-4 დღის
ხახის ტონზილების მწვავე ანთება.

• ანგინა მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომლის დროსაც პათოლოგიური პროცესი ლოკალიზებულია


ხახაში,ლიმფოიდურ ორგანოებში, ხახის პირსა და სასის ტონზილებში . ანგინა საკმაოდ ხშირი
დაავადებაა,რომლის პროფილაქტიკასა და დროულ მკურნალობას დიდი მნიშვნელობა აქვს , ვინაიდან
მას შეიძლება მოჰყვეს გართულებები , როგორიცაა რევმატიზმი,ინფექციური პოლიართრიტი ,
სეფსისი,ნეფრიტი .
• ანგინა შეიძლება გამოიწვიოს მიკრობმა, ვირუსმა , სოკომ ეგზო და ენდოგენური გზით . ანგინის დროს
ტონზილებიდან ამოითესება A ჯგუფის β-ჰემოლიზური სტრეპტოკოკი .
• წარმოშობის მიხედვით არჩევენ ანგინის სამ ფორმას :
• 1)ეპიზოდურს,რომელიც დაკავშირებულია აუტოინფექციასთან .
• 2)ეპიდემიურს,როდესაც დასნებოვნება ხდება ანგინით დაავადებულისგან.
• 3)ანგინას , ქრონიკული ტონზილიტის გამწვავების შედეგად .
ანგინის პათოგენეზში დიდ როლს ასრულებს გაციება , გადახურება, ორგანიზმის რეაქტიულობის
დაქვეითება , ჰიპოვიტამინოზები , ცხვირის , პირისა და ღრძილების დაავადებანი ,ტონზილების
მექანიკური ტრავმა .
ანგინის ფორმები.
• კატარალური ანგინა - ამ დროს არის სასის ტონზილებისა და სასის რკალების მფარავი ლორწოვანი გარსის კატარალური ანთება .ლორწოვანი გარსი ჰიპერემიულია ,შეშუპებულია . ტონზილები გადიდებულია ,ლაკუნებში
გროვდება ექსუდატი .
• ფოლიკულური ანგინა - ამ ფორმის შემთხვევაში ჩირქოვან ანთებასთან გვაქვს საქმე , რომელიც მოთავსებულია ტონზილების ლიმფოიდურ ფოლიკულებში , ხდება მათი ჩირქოვანი გალღობა . ჰიპერემიული ლორწოვანი
გარსიდან გამოსჭვივის დაჩირქებული ფოლიკულები მოყვითალო -თეთრი ფერის .ფოლიკულები შეიძლება შეერთდეს და ტონზილების პარენქიმაში წარმოიქმნას მცირე ზომის აბსცესები .
• ლაკუნური ანგინა - ანთებითი პროცესი იწყება ლაკუნების გამომფენი ლორწოვანი გარსიდან . გაგანიერებულ ლაკუნებში გროვდება სეროზულ -ლორწოვანი ,შემდგომში კი ჩირქოვანი ექსუდატი , რომელიც შეიცავს
ლეიკოციტებს,ბაქტერიებსა და ფიბრინს . ექსუდატი ტონზილების ზემოთ ქმნის ნადებს ,რომელიც არ სცილდება მის ფარგლებს . რეგიონული ლიმფური კვანძები გადიდებული და მტკივნეულია .
• ფიბრინული ანგინა - ამ დროს ფარინგოსკოპიით ჩანს ფიბრინული ნადები მოთეთრო-ყვითელი ფერის აპკის სახით , რომელიც ფარავს ტონზილებს , ზოგკერ ვრცელდება სასის რკალებსა და რბილ სასაზეც . ნადები იოლად
სცილდება და არ ტოვებს სისხლმდენ ეროზიას .
მკურნალობა : ავადმყოფს უნდა დაუნიშნონ წოლითი რეჟიმი. საჭიროა მისი იზოლაცია ოჯახის სხვა წევრებისგან.უნდა მიიღოს თხიერი საკვები, უმეტესად მცენარეული და რძის
პროდუქტები. ავადმყოფს უნიშნავენ ანალგეზიურ, სიცხის დამწევ, ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატიზმულ საშუალებებს. ანტიბაქტერიულ პრეპარატებს ნიშნავენ დაავადების
სიმძიმის მიხედვით . მსუბუქ შემთხვევაში რეკომენდებულია სულფანილამიდური პრეპარატები და ტაბლეტირებული ანტიბიოტიკები . მძიმე შემთხვევებში საჭიროა ფართო სპექტრის
ანტიბიოტიკების ხმარება დიდი დოზით, პარენტერულად.
ფლეგმონური ანგინა ეწოდება სასის ტონზილებისისეთ
პათოლოგიას , როდესაც ტონზილების პარენქიმაში იზოლირებული
ჩირქგროვაა. იგი ცალმხრივია და გამოწვეულია წვრილი და ბასრი
უცხო სხეულით (თევზის ფხით,ძვლის ნატეხით) ტონზილის ქსოვილის
დაზიანებით . ამ დროს დაავადებული ტონზილა გადიდებულია ,
დაჭიმულია , ჰიპერემიულია . ავადმყოფს აწუხებს ტკივილი
ყლაპვისას შესაბამის მხარეს .
ინტრატონზილური აბსცესი ზოგჯერ პატარა ზომისაა , ადგილობრივი
და ზოგადი სიმპტომების გარეშე .
მკურნალობა :
ინტრატონზილური აბსცესი უნდა გახსნან ჩვეულებრივი ქირურგიული
წესით. თუ ზოგადი ინტოქსიკაციის მოვლენები ან გახსნის შემდეგ
რეციდივი აღინიშნება,საჭირო ხდება ტონზილექტომია.

ფლეგმონური ანგინა , ანუ ინტრატონზილური აბსცესი .


ანგინის ამ ჯგუფის გამოყოფას საფუძვლად უდევს ,ის გარემოება
რომ, მისი განვითარება დაკავშირებულია სპეციფიკური
პათოგენური აგენტის ზემოქმედებასთან ,ამ ჯგუფს
მიეკუთვნება :პლაუტ-ვენსანის წყლულოვანი პარკოვანი ანგინა .ამ
დაავადების გამომწვევი მიზეზია ე.წ ფუზოსპიროქეტული სიმბიოზი
ისინი ჩვეულებრივ პირის ღრუშიბდა ხახის პორის ლორწოვანი
განრის ნაოჭებშია,დაავადება მხოლოდ მათი გააქტიურების
შემდეგ ვითარდება.წყლულოვან-აპკოვან ანგინას
ახასიათებს,მიყვითალო ან მოთეთრო ფერის ნადები რბის სასაზე
ღრძილსა და ხახის უკანა კედელზე.ნადები ადვილად სცილდება
და მისი მოშორების შემდეგ წარმოიქმნება წყლული რომლის
გვერდითაც აღინიშნება რეაწტიული ზონა სადაც დიდი
რაოდენობით ჩხირები და სპიროქეტებია.

სპეციფიკური ანგინა
ადგილობრივად ხმარობენ სუსტ
ავადმყოფის ზოგადი სადეზინფექციო ხსნარებს პირის
მდგომარეობა კარგია, ღრუს და ხახაში გამოსავლებად
ტემპერატურა სუბფებრიული ან წყლულს დაამუშავებენ იოდის
ნორმანულია.ავადმყოფს აქვს ნაყენით.სპიტოქეტებზე
უცხო სხეულის შეგრძნება ყელში ზემოქმედების მიზნით
ყლაპვიდას და არასასიამოვნო ადგილობრივად უსვამენ
სუნი,ყლაპვის დროს არ არის ნოვარსელონის 10%იან ხსნარს
ტკივილი რეგიონული ლიმფური დამზადებულს გლიცერინით ,მძიმე
კვანძები გადიდებულია და შემთხვევაში ნოვარსელონის ხსნარი
უმტკივნეულო შეყავთ ვენაში,სპიროქეტების
საწინააღმდეგოდ კარგს შედეგა
იძლევა პენიცინილთერაპია

სიმპტომები და მკურნელობა
გამოწვეულია ვირუსის სახეობის მიხედვით,არჩევენ გრიპულ
ანგინას, ჰერპესულ და ადენოვირუსულ ანგინას .დაავადების
სურათში დომინირებს ანგინის სიმპტომატიკა :ხახის პორისა და
ტონზინების ლორწოვანი გარსი მკვეთრად
ჰიპერემიულია,ინფილტრატიული ძლიერ მტკივნეული
ყლაპვისას დამახასიათებელია ხანგრძლივი ტემპერატურა
მკურნალობა:გარდა
სიმპტომატური
მკურნალობისა უკანასკნელ
ხანებში იყენებენ
ანტივირულულ პრეპატარებს
-ინტერფერონს

ვირუსული ანგინა
ამ ლოკალიზაციის ანგინას მწვავე ადენოიტს და რეტრონაზულ ანგინასაც
უწოდებენ ის ძირითადად ბავშვებს უვლინდებათ ,გამომწვევი მიზეზი როგირც
ვირუსი ისე ინფექციაა სიმპტომები: მაღალი ტემპერსტურს ცხვირიდან სუნთქვის
გაძნელება ,გარინგოსკოპიით გასინჯვისას ჩანს ჰიპერემიული ხახის უკანა
კედელი ,რომელზეც ცხვირ-ხახიდან მოედინება ლორწოვან -ჩირქოვანი სახის
ექსუდატი

მკურნალობა :ზოგადი მკურნალობა ისეთივეა


როგორც ანგინის დროს .ადგილობრივად
ხმარობენ სისხლძარღვთა შემავიწროებელ
საშუალებებს ასევე ანტისეპტიკურ ხსნარებს
ცხვირის წვეთების სახით

ცხვირ-ხახის ტონზილის ანგინა


ხორხის ავთვისებიანი სიმსივნე

• ხორხის კიბო არის ავთვისებიანი სიმსივნე,


რომელიც ვითარდება რესპირატორულ
ორგანოებსა და ყელის მიმდებარე
სტრუქტურებში (ტონზილები, ვოკალური
იოგები, ეპიგლოტი).
• ხორხის კიბო ავთვისებიანი დაავადებების
საერთო რიცხვში მერვე ადგილს იკავებს,
ხოლო ზედა სასუნთქი გზების სიმსივნეებს
შორის პირველ ადგილს იკავებს.
• უმეტესწილად, ხორხის კიბო
დიაგნოზირებულია 40-60 წლის
ადამიანებში, მამაკაცებში 15-20-ჯერ უფრო
ხშირად, ვიდრე ქალებში.
ხორხის კიბოს მიზეზები

• ხორხის კიბო იშვიათად ჩნდება უცვლელ (ჯანმრთელ) ორგანოებზე.


როგორც წესი, ავთვისებიანი პროცესის დაწყებისას ეს ორგანოები
ექვემდებარებოდა გარკვეულ არახელსაყრელ ფაქტორებს. უმეტეს
შემთხვევაში, პაციენტებს აღენიშნებათ მოწევის ხანგრძლივი ისტორია
(ხორხის კიბოს მქონე პაციენტების 94-97% მწეველია), ალკოჰოლის
დალევა, მტვრიან პირობებში მუშაობა (ტექსტილის წარმოება), მავნე
კანცეროგენული ნივთიერებების (ნავთობი, მისი დისტილაციის
პროდუქტები, ბენზოლი). ფენოლები).ფისები, აზბესტი).
ხორხის კიბოს ეტაპები
1 სტადია უპირატესად ასიმპტომურია,
ყლაპვისა და ვოკალური ფუნქციები არ
არის დარღვეული;
სტადია 2 – სიმსივნის ზრდის გამო
ზიანდება მეზობელი ქსოვილები,
ჩნდება ხველა, ქოშინი, იცვლება ხმა;
ეტაპი 3 - სიმსივნე იზრდება ხორხის
ყველა შრეში, იკარგება ვოკალური
იოგების ფუნქცია;
• ეტაპი 4 – მეტასტაზების გავრცელება
სხვა ორგანოებში (ფილტვები, ტვინი,
ღვიძლი, ლიმფური კვანძები და ა.შ.).
დიაგნოსტიკა

დაავადების პირველი სიმპტომების ბუნებით და მათი ცვლილებებით , გონივრული


ალბათობით შეიძლება ვიმსჯელოთ სიმსივნური პროცესის ლოკალიზაციის შესახებ .
თუმცა, ინსტრუმენტული გამოკვლევის მეთოდები ჯერ კიდევ ფუნდამენტური რჩება .

• ფიბროლარინგოსკოპია გამოიყენება ხორხის სიმსივნეების დიაგნოსტიკისთვის


და საშუალებას გაძლევთ შეისწავლოთ მისი ნაწილები , ზოგიერთ შემთხვევაში
მიუწვდომელი კვლევის სხვა მეთოდებისთვის და ჩაატაროთ მიზანმიმართული
ბიოფსია ჰისტოლოგიური გამოკვლევისთვის.
• ნებისმიერი სტადიის ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი მკურნალობამდე უნდა
დადასტურდეს ჰისტოლოგიური გამოკვლევით, რომელიც არის დიაგნოზის
დასკვნითი ეტაპი.
მკურნალობა
თერაპიის მთავარი მიზანია არა მხოლოდ
სტაბილური რემისიის მიღწევა, არამედ ხმის და
რესპირატორული ფუნქციების აღდგენა. ხორხის
კიბოს ადრეულ სტადიაზე სრული
გამოჯანმრთელება მიიღწევა სხივური
თერაპიით, ქირურგიით ან ორივეს კომბინაციით.
მკურნალობის მეთოდები დამოკიდებულია
პროცესის სტადიაზე და ადგილმდებარეობაზე.
დაავადების 1 სტადიაზე კლინიკური განკურნება
რეციდივებისა და მეტასტაზების გარეშე,
რომელიც გრძელდება 5 წელზე მეტი ხნის
განმავლობაში, მიიღწევა პაციენტების 83-95%-ში
სხივური თერაპიის შემდეგ (ქირურგიული და
კომბინირებული მკურნალობით, ეს
მაჩვენებლები უახლოვდება 100%-ს). მე-2 ეტაპზე
– 70–76%-ში.
მნიშვნელოვანი დაზიანების შემთხვევაში (ხორხის კიბო 3-4 სტადიაზე)
ტარდება ლარინგექტომია (ხორხის მოცილება) 5-6 ზედა ტრაქეალური
რგოლის მოცილებით. შემდეგ პაციენტს ენიშნება სხივური თერაპიის კურსი.
თუ ხორხის კიბოს თან ახლავს რეგიონალური მეტასტაზები, მაშინ ოპერაციას
ემატება საშვილოსნოს ყელის ქსოვილისა და ლიმფური კვანძების ამოკვეთა .
აუცილებლობის შემთხვევაში ტარდება სიმსივნის პროცესში ჩართული
კისრის ანატომიური წარმონაქმნების რეზექცია.
• მკურნალობის შემდეგ მნიშვნელოვანი ამოცანაა პაციენტის ხმის აღდგენა
სოციალური და პროფესიული აქტივობის შესანარჩუნებლად. ამ
შემთხვევაში ყენდება ხმის პროთეზი, რომლის გამოყენებას ექიმი-
ფონიატრი ასწავლის.
გამოყენებული ლიტერატურა

1. თამაზ თოხაძე -
ოტორინოლარინგოლოგია

2. https://edu.medgeo.net/
ხახა/

3. https://
ka.m.wikipedia.org/wiki/
ხახა
4. https://drozcanozturk.com

5.https://www.invitro.ru/
moscow/library/bolezni/33610/

You might also like