You are on page 1of 12

ფიზიკური რეაბილიტაცია კისერმრუდობის დროს

ნიშნები:
1. თავის გვერდზე გადახრა (პათოლოგიის მხარეს), სახის მიბრუნება საპირისპიროდ
2. სახის ნაკვთების, თავის ქალის ასიმეტრია ჰიპოპლაზიით პათოლოგიის მხარეს
3. ზემხრის მარალი დგომა პათოლოგიის მხარეს
4. ხერხემლის გადახრა კისრის არეში ჯანმრთელ მხარეს და გულ-მკერდის არეში-
პათოლოგიის მხარეს
5. თავის გადახრის შეზღუდვა ჯანმრთელ მხარეს

კისერმრუდობა უმეტესად ცალმხრივია. ორმხრივი ფორმა იშვიათია.


დაავადების განვითარების მიზეზი შესაძლოა
იყოს ძვლების, რბილი ქსოვილების,
სისხლძარღვებისა და ნერვების ნორმალური
მდგომარეობის დარღვევა.

კისერმრუდობა უმეტესად ცალმხრივია.


ორმხრივი ფორმა იშვიათია.
კისერმრუდობა არის ორი სახის:
1. თანდაყოლილი - კუნთოვანი ან ძვლოვანი
2. შეძენილი-ნეიროგენული, დერმატოგენური,
დესმოგენური,რეფლექტორული,ტრავმული და
ართროგენური

თანდაყოლილ კუნთოვან კისერმრუდობას სიხშირით მესამე


ადგილი უკავია საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის
თანდაყოლილ დაავადებებს შორის. ის უმეტესად გოგონებს
აღენიშნებათ და, წესისამებრ, მარჯვენამხრივია.
თანდაყოლილი კისერმრუდობის მიზეზი ყველაზე ხშირად მკერდ-ლავიწ-დვრილისებრი კუნთის
პათოლოგიაა. ეს კუნთი კისრის ორივე მხარეს მდებარეობს. ზემოდან იგი ემაგრება დვრილისებრ
წანაზარდს, რომელიც მდებარეობს ყურის უკან და ქვემოთ, ქვემოდან კი - ლავიწს. მისი ფუნქცია თავის
დახრა და ბრუნებაა. თანდაყოლილი კისერმრუდობის დროს, სავარაუდოდ, ერთმანეთს ერწყმის
მკერდ-ლავიწ-დვრილისებრი კუნთების განვითარების მანკი და მშობიარობის დროს მიღებული ტრავმა.
ტრავმას თან სდევს კუნთში სისხლჩაქცევა, რომლის შედეგადაც წარმოიქმნება ნაწიბური და კუნთი
მოკლდება.

ნეიროგენული. ვითარდება კისრის კუნთების დამბლის შედეგად. ეს შესაძლოა იყოს


სპასტიკური დამბლა ენცეფალიტის გადატანის შემდეგ. ამ დროს აღმოცენდება კუნთების
ტიკისმაგვარი ჰიპერკინეზია - იძულებითი არაკონტროლირებდი შეკუმშვა - და თავის
ქნევისმაგვარი მოძრაობები. ასევე შეიძლება გამოიწვიოს გადატანილი პოლიომიელიტის
შედეგად განვითარებულმა დამბლამ.
დერმატოგენური (კანისა). იწვევს დამწვრობის ან ტრავმის შედეგად გაჩენილი
ნაწიბურები.
ძვლოვანი. განაპირობებს ხერხემლის კისრის ნაწილის სოლისმაგვარობა ან გაძვალება.
დესმოგენური. იწვევს ანთებითი დაავადება (ლიმფური კვანძების ანთება, ფლეგმონა)
კისრის არეში.
რეფლექტორული. ამ დროს კისერმრუდობას თან სდევს შუა ყურის, სანერწყვე
ჯირკვლებისა და ყბების ანთება.
ტრავმული. ვითარდება ხერხემლის ტრავმის (კისრის ნაწილის მოტეხილობის ან
ამოვარდნილობის) შედეგად.
დაბადებისთანავე კისერმრუდობა ბავშვების დაახლოებით 1%-ს
უვლინდება. ზოგიერთ ახალშობილს ეტყობა მხოლოდ მკერდ-ლავიწ-
დვრილისებრი კუნთის გასქელება ცალ მხარეს ან სახის ასიმეტრია.
მოგვიანებით დაავადებულ მხარეს კუნთი ზრდაში ჩამორჩენას იწყებს,
ხოლო სიცოცხლის მესამე კვირას უკვე შესამჩნევია თავის დახრა
დაავადებულ მხარეს და სახის ჯანმრთელ მხარეს მიბრუნება.
თუ კისერმრუდობას დროულად არ ვუმკურნალეთ, სახის ასიმეტრია
გაძლიერდება, ხერხემალი კისრის მიდამოში გამრუდდება და შესაძლოა,
შესამჩნევი გახდეს განსხვავება ყურების ნიჟარების ზომასა და ფორმას
შორის. ნებაზე მიშვებული კისერმრუდობა 6-7 წლის ასაკში უკვე მკვეთრად
არის გამოხატული: ბავშვს თავი მობრუნებული აქვს, მხრები - აწეული, სახე,
ყბები და ხერხემლის კისრის ნაწილი - ასიმეტიული, თვალი და წარბი
დავადებულ მხარეს უფრო დაბლა მდებარეობს, ირღვევა ხახის განვითარება,
იზრდება დვრილისებრი მორჩი, რომელზეც მკერდ-ლავიწ-დვრილისებრი
კუნთია მიმაგრებული. შესაძლოა, შეიცვალოს სასმენი მილის მიმართულება.
ორმხრივი კისერმრუდობის დროს დაავადებულს თავი უკან აქვს გადაწეული
(თუმცა არის წინ დახრის შემთხვევებიც) და მიბრუნება-მობრუნება უჭირს.
დიაგნოსტიკა

დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ორთოპედი, რისთვისაც


საჭიროა:
• ხერხემლის კისრის ნაწილის რენტგენოგრაფია;
• ხერხემლის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია;
• სისხლძარღვების რეოენცეფალოგრაფია;
• ელექტრომიოგრაფიული გამოკვლევა.
მკურნალობა.

კისერმრუდობის ადრეული გამოვლენისას პროგნოზი საიმედოა, ხოლო ნებაზე მიშვებული ფორმის შემთხვევაში, როცა
ქალას ასიმეტრიულობა უკვე ფორმირებულია, სასურველი შედეგის მიღწევა თითქმის შეუძლებელია.

თუ კისერმრუდობა სამშობიაროშივე გამოვლინდა, ახალშობილს საწოლში თავისებურად - ჯანმრთელი მხარით კედლისკენ


- აწვენენ. გარდა ამისა, ბავშვი ისე უნდა ვკვებოთ, რომ თავის დაავადებულ მხარეს მობრუნებას ცდილობდეს.
სამშობიაროშივე ინიშნება მკერდ-ლავიწ-დვრილისებრი კუნთის მასაჟი ორივე მხარეს, სამშობიაროდან გამოწერის შემდეგ
კი - სამკურნალო ვარჯიშები, მასაჟი და ფიზიოთერაპია. ზოგჯერ საჭიროა სპეციალური საყელოს ტარება.

კისერმრუდობის გასწორება ხშირად პირველივე წლის მიწურულისთვის ხერხდება. თუ ორი წლისთვის მდგომარეობა არ
გაუმჯობესდა, ტარდება დაავადებული კუნთის პლასტიკური ოპერაცია. ოპერაციის შემდეგ პაციენტს თვე-ნახევრით ადებენ
თაბაშირს, მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში კი ბავშვმა სპეციალური თავის დამჭერი უნდა ატაროს, ჩაუტარდეს
ფიზიოთერაპიული პროცედურები და სამკურნალო ფიზკულტურა.

სამკურნალო ვარჯიშის კომპლექსი:


1. რეაბილიტოლოგი ბავშვის თავს ფრთხილად აწევს, დააყოვნებს შუალედურ მდგომარეობაში 2-3 წმ-ს. 5-ჯერ
2. თავის გადახრა ჯანმრთელ მხარეს სახის მიბრუნება საპირისპირო მხარეს 5-10ჯერ
3. ბავშვის სახის წინ ვათავსებთ დაკიდებულ სათამაშოს, რომელსაც ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ გადავანაცვლებთ 5 ჯერ
4. ბავშვს დავაწვენთ ბურთზე მუცლით, შემდეგ ზურგით. რხევითი მოძრაობები წინ და უკან 5-5-ჯერ
აღნიშნული დაავადების უყურადღებოდ დატოვებამ შეიძლება
გამოიწივიოს შემდეგი სახის გართულებები:

. თავის ქალის სქოლიოზი;


· ხერხემლის გამრუდება;
· ჰიდროცეფალია;
· ხერხემლის არხის სტენოზი;
· სახის ასიმეტრია;
· პერინატალური ენციფალოპათია.
პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:
· ორთოპედიული მატრასებისა და ბალიშების გამოყენება;
· მეძუძური ბავშვების დაწვენისას თავის მდგომარეობის
მონაცვლეობა;
· კისრისა და ხერხემლის კუნთების სამკურნალო მასაჟის
გაკეთება.
https://youtu.be/7ZLWb0AKWXU
https://youtu.be/qQadGdmcGvU

You might also like