You are on page 1of 14

ორსულობის პერიოდში ქალის მიერ გადატანილი ჩამოთვლილი დაავადებებიდან რომელი ახდენს

ნაყოფზე ყველაზე არასასურველ გავლენას?


ორსულობის პირველი ნახევრის ტოქსიკოზი;
`` გესტოზი;
ანემია;
მწვავე რესპირატორული ინფექცია.

საშვილოსნოსშიდა რომელი ინფექციის დროს აღინიშნება ყველაზე ხშირად კონიუქტივიტი?


ტოქსოპლაზმოზის დროს;
მიკოპლაზმოზის დროს;
`` ქლამიდიოზის დროს;
ციტომეგალიის დროს.

ყველაზე არასასურველ ზეგავლენას ნაყოფის განვითარებაზე ორსულობის პირველი 2 თვის


განმავლობაში
ახდენს:
მომატებული ფიზიკური დატვირთვა;
`` ვირუსული ინფექციები;
არასწორი კვება;
ორსულობის პირველი ნახევრის ტოქსიკოზი.

სხვადასხვა მავნე ფაქტორის ზემოქმედება ორსულობის პირველი 2 თვის განმავლობაში ყველაზე


ხშირად იწვევს:
დისტროფიული და ნევროზული პროცესების განვითარებას;
ანთებითი პროცესების განვითარებას;
`` მანკების განვითარების ფორმირებას;
იმუნური სისტემის პათოლოგიას.

თუ ორსულ ქალს დაუდგინდა მრავალწყლიანობა, უნდა იფიქრონ:


ნაყოფის საშვილოსნოსშიდა ჰიპოქსიაზე;
ნაყოფის ანტენატალურ დაღუპვაზე;
`` საშვილოსნოსშიდა ინფექციაზე;
ვადის გადაცილებაზე.

რა შემთხვევაში ხდება ტოქსოპლაზმოზით ნაყოფის საშვილოსნოსშიდა ინფიცირება?


ხანგრძლივი, დუნედ მიმდინარე ინფექციური პროცესისას;
ქრონიკული პროცესის გამწვავებისას;
`` ორსულობის დროს ქალის მწვავე დაავადებისას;
ინფექციის წყაროსთან ხანმოკლე კონტაქტის შემთხვევაში.

ემბრიონი ითვლება ნაყოფად:


საშვილოსნოსშიდა განვითარების 5-6 კვირიდან;
საშვილოსნოსშიდა განვითარების 7-8 კვირიდან;
`` საშვილოსნოსშიდა განვითარების 11-12 კვირიდან;
საშვილოსნოსშიდა განვითარების 15-16 კვირიდან.
პლაცენტის ფუნქციებია:
კვებითი და ექსკრეტორული;
სუნთქვითი და ენდოკრინული;
ბარიერული და იმუნოლოგიური დაცვის;
`` ყველა ჩამოთვლილი.

ორსულობის დროს წონაში დასაშვებზე მეტის მომატების შემთხვევაში არის საშიშროება


განვითარდეს:
არტერიული ჰიპერტენზია;
პრეეკლამფსია;
ნაყოფის განვითარების შეფერხების სინდრომი;
`` ყველა პასუხი სწორია.

ორსულობის დროს ქალის მიერ თამბაქოს წევამ შეიძლება გამოიწვიოს დაბადება:


დღენაკლი ბავშვის;
საშვილოსნოსშიდა ჰიპოტროფიის მქონე ბავშვის;
გესტაციური ასაკის მიმართ პატარა ბავშვის;
`` ყველა პასუხი სწორია.

შეიძლება თუ არა ახალგაზრდა ჯანმრთელმა ორსულმა ქალმა დაუტვირთავი


სამეანო-გინეკოლოგიური ანამნეზით ორსულობის ნორმალური მიმდინარეობისას გააგრძელოს
სქესობრივი ცხოვრება?
არ შეიძლება;
შეიძლება 12 კვირამდე;
`` შეიძლება 32 კვირამდე;
შეიძლება 40 კვირამდე.

მუცლადყოფნის ბაქტერიული ინფექციების კლინიკური ფორმები შეიძლება იყოს:


ასპირაციული პნევმონია;
წყლულოვან-ნეკროზული ეზოფაგიტი, გასტროენტერიტი, პერიტონიტი;
ჩირქოვანი ლეპტომენინგიტი, ოსტეომიელიტი;
`` სწორია ყველა ჩამოთვლილი.

ყველაზე ხშირად ორსულთა ანემია არის:


ჰიპოპლასტიური;
`` რკინადეფიციტური;
პოსტჰემორაგიული;
ჰემოლიზური.

ორსული ქალის მწვავე პნევმონიით დაავადების შემთხვევაში ნაყოფისათვის მთავარი


საშიშროება მდგომარეობს:
`` ნაადრევი მშობიარობის და ნაყოფის ანტენატალური დაღუპვის რისკის ზრდაში;
ნაყოფის განვითარების თანდაყოლილი მანკების ფორმირების ალბათობის ზრდაში;
საშვილოსნოსშიდა პნევმონიის განვითარების მაღალ რისკში;
ახალშობილებში პარკუჭთაშიდა სისხლჩაქცევების განვითარების სიხშირის მომატებაში.
ახალშობილებში, რომელთა დედები დაავადდნენ წითურით ორსულობის 5-14 კვირამდე, ყველაზე
ხშირია განვითარების მანკები:
ფილტვების ჰიპოპლაზია, მულტიკისტოზი, თორმეტგოჯა ნაწლავის ატრეზია;
მენინგომიელოცელე, გახლეჩილი ზედა ტუჩი და მაგარი სასა;
ბარძაყის თანდაყოლილი ამოვარდნილობა, სინდაქტილია, გლაუკომა;
`` კატარაქტა, გულის თანდაყოლილი მანკები, სიყრუე.

თანდაყოლილი ტუბერკულოზის ყველაზე დამახასიათებელ სიმპტომებს წარმოადგენენ:


საშვილოსნოსშიდა ჰიპოტროფია, სიყვითლე, სპლენომეგალია;
`` ჰიპერთერმია, პაპულოზური გამონაყარი, ჰეპატომეგალია, ლიმფური კვანძების გადიდება;
თანდაყოლილი კატარაქტა, ერითემატოზული გამონაყარი, თხელი განავალი;
ცხელება, ვეზიკულური გამონაყარი, მენინგიტი, ასციტი.

ნარკომანი დედისაგან დაბადებულ ახალშობილებში "მოხსნის სინდრომის" კლინიკური


გამოვლინებები აღინიშნება ასაკში:
6-12 საათის;
`` 24-48 საათის;
72-96 საათის;
7 დღის.

როგორ უარყოფით მოქმედებას ახდენენ ნაყოფზე ორსული ქალის ორგანიზმში შეყვანილი


ამინოგლიკოზიდები?
`` ოტოტოქსიურს;
ნეიროტოქსიურს;
ტერატოგენულს;
ყველა პასუხი სწორია.

ორსული ქალის მიერ ტეტრაციკლინის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფში:


თვალების დაზიანება;
ჩონჩხის დაზიანება;
კბილების ჩანასახის დაზიანება;
`` ყველა ჩამოთვლილი გართულება.

ახალშობილს სიცოცხლის პირველ დღეღამეში შეიძლება დაეწყოს სისხლდენები, თუ მისი დედა


მშობიარობამდე ცოტა ხნით ადრე იღებდა:
ფენობარბიტალს;
დილანტინს;
ასპირინს;
`` ნებისმიერს ჩამოთვლილი პრეპარატებიდან

გესტაციური ასაკის მატებასთან ერთად გლომერულური ფილტრაცია ნაყოფის თირკმელებში:


`` იზრდება;
მცირდება;
იზრდება ორსულობის პირველ ნახევარში, მცირდება მეორე ნახევარში;
არ იცვლება.
მძიმე ხანმოკლე საშვილოსნოსშიდა ჰიპოქსია იწვევს ნაყოფის ორგანიზმში:
`` ბრადიკარდიას და არტერიულ ჰიპერტენზიას;
ბრადიკარდიას და არტერიულ ჰიპოტენზიას;
ტაქიკარდიას და არტერიულ ჰიპერტენზიას;
ტაქიკარდიას და არტერიულ ჰიპოტენზიას

საშვილოსნოსშიდა ჰიპოქსიის პირობებში დროული ნაყოფის სისხლის დინება ფილტვებში:


მომატებულია;
`` შემცირებულია;
შეწყვეტილია;
არ იცვლება.

ორსულობის მეორე ნახევარში ორსულის მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციით


დაავადების შედეგად ახალშობილს შეიძლება გამოუვლინდეს:
ჰემორაგული სინდრომი;
ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევები;
"ვირუსის მიმართ ტოლერანტობის ფენომენის" ჩამოყალიბება;
`` ყველა პასუხი სწორია.

ქალასშიდა სამშობიარო ტრავმა შეიძლება გამოიწვიოს


სამშობიარო მოქმედების სისუსტემ და მშობიარობის სტიმულაციამ ოქსიტოცინით;
კლინიკურად ვიწრო მენჯმა;
ჯდომით;
`` ყველა პასუხი სწორია.

ჩამოთვლილი დაზიანებებიდან რომელი უფრო ხშირია ნაყოფის სამეანო მაშით ამოყვანის


შედეგად?
სახის ნერვის ცენტრალური პარეზი;
`` სახის ნერვის პერიფერიული პარეზი;
მხრის მოტეხილობა;
ფსევდობულბარული დამბლა.

დროულ ახალშობილებში ასფიქსიის ყველაზე ხშირ მიზეზს მშობიარობის დროს წარმოადგენს


პლაცენტის მოშორება;
ჭიპლარის მარყუჟების გამოვარდნა;
`` სამშობიარო მოქმედების სისუსტე;
ხანგრძლივი უწყლო პერიოდი

. მიუთითეთ ზურგის ტვინის ინტრანატალური ტრავმის ყველაზე ხშირი მორფოლოგიური


გამოვლინებები
ზურგის ტვინის მთლიანი გაწყვეტა;
ტვინის ნივთიერებაში სისხლჩაქცევა;
სუბდურული სისხლჩაქცევა;
`` ეპიდურული სისხლჩაქცევა.
ხერხემლის კისრის მიდამოს ინტრანატალური ტრავმის მქონე ახალშობილების მკურნალობაში
ძირითად მეთოდს სამშობიარო სახლში წარმოადგენს
`` თავის და კისრის იმობილიზაცია;
დეჰიდრატაცია;
ფიზიოთერაპია;
გადანაცვლებული კისრის მალების რეპოზიცია.

პირველადი აპნოეს მდგომარეობაში დაბადებული ბავშვის კანის შეფერილობა არის


ვარდისფერი;
`` ციანოზური;
მკრთალი;
რუხი.

მშობიარობის დროს ასფიქსიის წარმოქმნა ყველაზე მოსალოდნელია


`` ვადაგადაცილებულ ახალშობილებში;
დღენაკლ ახალშობილებში;
ახალშობილებში საშვილოსნოსშიდა განვითარების შეფერხებით;
ბავშვების ყველა ჩამოთვლილ ჯგუფებში

დროულ ახალშობილებში, რომლებმაც გადაიტანეს ასფიქსია მშობიარობის დროს, ცნს-ს


დაზიანების ყველაზე ხშირი ვარიანტია:
სუბდურული სისხლჩაქცევა;
პერივენტრიკულური სისხლჩაქცევა;
`` ტვინის შეშუპება;
პერივენტრიკულური ლეიკომალაცია

მშობიარობის დროს ახალშობილ ბავშვს ასფიქსიისადმი განწყობა აღენიშნება შემდეგ


შემთხვევებში:
ნაყოფის ქრონიკული საშვილოსნოსშიდა ჰიპოქსია;
კისრის ირგვლივ ჭიპლარის მჭიდრო შემოხვევა;
სამშობიარო მოქმედების სისუსტე;
`` ყველა ჩამოთვლილი ფაქტორი

მძიმე ასფიქსიაში დაბადებული ბავშვისათვის დამახასიათებელია:


"გასპინგ" ტიპის სუნთქვა;
რეფლექსების დათრგუნვა;
გულის შეკუმშვათა სიხშირის შენელება;
`` ყველა ჩამოთვლილი.

. მშობიარობის დროს საშვილოსნოს შეკუმშვების კონტროლირება შეიძლება


საშვილოსნოს პალპაციით;
გარეთა ტოკოგრაფიით;
შიგნითა ტოკოგრაფიით;
`` ყველა ჩამოთვლილი მეთოდით.

ძუძუთი კვება ხდება შესაძლებელი მშობიარობის შემდეგ, ვინაიდან


მშობირობისთანავე იწყება პროლაქტინის სინთეზი;
წყდება ესტროგენების და პროგესტერონის ინჰიბიტორული მოქმედება ლაქტაციაზე;
`` ესტროგენები და პროგესტერონი ააქტივებენ ლაქტაციას;
წყდება პროლაქტინის გამომუშავება

აპგარის შკალა აუცილებელია


დროულ ახალშობილებში ასფიქსიის სიმძიმის დასადგენად;
დროულ და დღენაკლ ახალშობილებში ასფიქსიის სიმძიმის დასადგენად;
სამშობიარო ბლოკში ახალშობილისათვის დახმარების მოცულობის დასადგენად;
ახალშობილისათვის პროგნოზის განსაზღვრისათვის;
`` ყველა პასუხი სწორია.

ახალშობილთა მწვავე ასფიქსიის ძირითადი მექანიზმებია:


ჭიპლარის სისხლის მიმოქცევის შეწყვეტა
პლაცენტის მეშვეობით გაზების ცვლის დარღვევა
დედის მხრის პლაცენტის არაადექვატური პერფუზია
`` ყველა ზემოთჩამოთვლილი

ჰიპოქსიური ენცეფალოპათიის სწორი განსაზღვრებაა:


`` მძიმე ასფიქსიის კლინიკური გამოვლინება განვითარებული ტვინოვანი ქსოვილის იშემიის
შედეგად
დედის ენდოკრინული პათოლოგიის ძირითადი გამოვლინება ახალშობილებში
ვიტამინების ჭარბი გამოყენება დედის მიერ ორსულობის პერიოდში
ახალშობილთა სეფსისის პირველი და ძირითადი გამოვლინება

ასფიქსიის მკურნალობის პროცესში კლინიკური მონიტორინგი ითვალისწინებს:


სხეულის მასის დინამიკას
ტემპერატურულ რეჟიმს
სითხის ბალანსის განსაზღვრას
`` ყველა ზემოთჩამოთვლილს

მძიმე, III ხარისხის ჰიპოქსიას კლინიკურად ახასიათებს:


ღრმა დათრგუნვა ვლინდება დაბადებიდან 12 საათის მანძილზე
12-14 საათში ვლინდება ხანმოკლე “მოჩვენებითი” გაუმჯობესება
24-72 საათში ვლინდება ღრმა დათრგუნვა ან კომა
`` ყველა ზემოთჩამოთვლილი
არცერთი ზემოთჩამოთვლილი

ზოგადი დათრგუნვის სინდრომს ახასიათებს:


ათეტოზური მოძრაობები
კრუნჩხვითი სტატუსი
`` წოვისა და ყლაპვის რეფლექსების დათრგუნვა
ტაქიკარდია

ზოგადი დათრგუნვის სინდრომს ახასიათებს:


ბრადიკარდია
აპნოე
ადინამია
`` ყველა ჩამოთვლილი

ახალშობილთა ასფიქსიის მკურნალობის პრინციპებია:


`` რეანიმაციული A,B,ჩ პრინციპის დაცვა
სუნთქვის რეგულაციაზე ზრუნვა
მხოლოდ მედიკამენტების გამოყენება
ყველა ჩამოთვლილი

ასფიქსიაში დაბადებული ახალშობილის მკურნალობაში მნიშვნელოვანი ფაქტორია:


გადაწყვეტილების მიღება აპგარის შკალის გათვალისწინებით
`` A,B,ჩ - რეანიმაციული საფეხურების განხორციელება
ასფიქსიის გამოვლენისთნავე მედიკამენტოზური თერაპიის დაწყება
არცერთი ჩამოთვლილი

მწვავე ასფიქსიის მკურნალობა ითვალისწინებს:


ნევროლოგიურ მიმართულებას
ეფექტური მედიკამენტების გამოყენებას
A,B,ჩ - რეანიმაციული საფეხურების დაცვას
`` ყველა ჩამოთვლილს

სამშობიარო ტრავმის განვითარებას უშუალო მიზეზებს განეკუთვნება:


ნაყოფის თავისა და მენჯის ზომების შეუთავსებლობა
ვადაგადაცილებული ბშობიარობა
არასწორი სამეანო ჩარევა
`` ყველა ჩამოთვლილი

ქალასშიდა სისხლჩაქცევის ტიპურ გამოვლინებას წარმოადგენს:


ახალშობილის მდგომარეობის უეცარი გაუარესება
დათრგუნვის სინდრომისა და პერიოდული აგზნებადობის გამოხატვა
თვალის სიმპტომატიკა
`` ყველა ჩამოთვლილი

რომელი ფაქტორი ახდენს გავლენას ჰემოგლობინის მიერ ჟანგბადისადმი ათვისებაზე?


სისხლის პH;
სხეულის ტემპერატურა;
ერითროციტებში 2,3 - დიფოსფოგლიცერატის შემცველობა;
`` ყველა ჩამოთვლილი ფაქტორი

ჯანმრთელ დროულ ახალშობილებში სუნთქვას, წოვას და ყლაპვას შორის მკვეთრი


კოორდინაცია მყარდება
სიცოცხლის 1-2 დღეს;
`` სიცოცხლის 3-4 დღეს;
სიცოცხლის 5-6 დღეს;
სიცოცხლის 8-10 დღეს.
რომელი ქსოვილი ასრულებს წამყვან როლს სითბოს გამომუშავებაში დროულ ახალშობილებში?
კუნთოვანი ქსოვილი;
თეთრი ცხიმოვანი ქსოვილი;
`` რუხი ცხიმოვანი ქსოვილი;
შემაერთებელი ქსოვილი.

უჯრედში ცილის სინთეზის ძირითადი აპარატი


მიტოქონდრიები;
ლიპოსომები;
ბირთვი;
`` რიბოსომები.

კანის როგორ რეაქციას უზრუნველყოფს მისი ბაქტერიციდული თვისებები?


ნეიტრალურს;
`` მჟავე რეაქციას;
ტუტე რეაქციას;
სუსტ ტუტე რეაქციას.

რით არის განპირობებული მეკონიუმის მუქი მწვანე შეფერილობა?


პირდაპირი ბილირუბინით;
`` არაპირდაპირი ბილირუბინით;
ნაღველით;
ყველა ჩამოთვლილი კომპონენტით

ნაყოფის კუნთების რომელი ჯგუფი არის ყველაზე მომწიფებული ორსულობის ბოლოსათვის?


კიდურების კუნთები;
`` დიაფრაგმა;
ნეკნთაშუა კუნთები;
მუცლის წინაკედლის კუნთები.

ჩამოთვლილი ფუნქციური სისტემებიდან მშობიარობისათვის ყველაზე მომწიფებულია


`` გულ-სისხლძარღვთა სისტემა;
სუნთქვის ორგანოთა სისტემა;
ენდოკრინული სისტემა;
ნერვული სისტემა.

კვების რომელი სახე უზრუნველყოფს ბავშვის ოპტიმალურ ინტელექტუალურ განვითარებას?


`` ბუნებრივი;
ხელოვნური არაადაპტირებული ნარევებით;
ხელოვნური, მინერალური ნივთიერებებით და ვიტამინებით გამდიდრებული ნარევებით;
შერეული.

ახალშობილ ბავშვთა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის რომელი თავისებურება განაპირობებს


დისკინეზიების
განვითარებას?
სოლიტარული ლიმფოიდური ფოლიკულების არასრული ფორმირება;
შეწოვის ზედაპირთან შედარებით ნაწლავების დიდი სიგრძე;
`` ნერვული წნულების, ნერვული გამტარების, სიმპათიკური და პარასიმპათიკური ნერვული
სისტემის
მორფოლოგიური
განვითარების დაუსრულებლობა;
ღრუ საჭმლის მონელების უმწიფრობა

ჯანმრთელი ახალშობილის სუნთქვის ნორმალური სიხშირეა


10-15 წუთში;
20-30 წუთში;
`` 40-60 წუთში;
70-80 წუთში.

ფილტვების ეფექტური ვენტილაცია მყარდება დაბადებიდან


1-2 წუთის შემდეგ;
5-10 წუთის შემდეგ;
`` 15-20 წუთის შემდეგ;
30-60 წუთის შემდეგ.

ახალშობილის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში რკინა შეიწოვება შემდეგ დონეზე


კუჭის;
`` წვრილი ნაწლავის ზედა ნაწილების;
მლივი ნაწლავის;
მსხვილი ნაწლავის.

ჰიპოთირეოზის გვიანი სიმპტომები


ფსიქომოტორული განვითარების ჩამორჩენა;
კანის სიმშრალე, მიდრეკილება ყაბზობისადმი, გახანგრძლივებული სიყვითლე;
შეშუპებები, თმის ნელი ზრდა;
`` ყველა პასუხი სწორია.

ახალშობილებისათვის, რომლებიც შაქრიანი დიაბეტის მქონე დედებისაგან არიან დაბადებულნი,


დამახასიათებელია
ჰიპოგლიკემია;
ჰიპოკალციემია;
ჰიპერბილირუბინემია;
`` ყველა ჩამოთვლილი სიმპტომი.

ჰიპომაგნიემიისათვის დამახასიათებელია
`` ცნს-ის აგზნება;
ცნს-ის შეკავება;
სუნთქვის დათრგუნვა;
ქოშინი.
სანაღვლე გზების ატრეზიის მქონე ახალშობილებში ჰემორაგიული სინდრომის განვითარება
დაკავშირებულია
ღვიძლის პარენქიმის დაზიანებასა და სისხლის შედედების ფაქტორების სინთეზის
დაქვეითებასთან;
თრომბოციტების ფუნქციაზე ნაღვლის მჟავების უარყოფითი მოქმედებასთან;
კაპილარების განვლადობის მომატებასთან;
`` ნაწლავებში K ვიტამინის შეწოვის დარღვევასთან.

რომელი ფაქტორები უწყობს ხელს ჰემორაგიული სინდრომის განვითარებას ადრეულ


ნეონატალურ პერიოდში?
ჰიპოთერმია, აციდოზი, ჰიპერკაპნია;
თანდაყოლილი ინფექციები;
მექანიკური სიყვითლე;
ვისკორტ ოლდრიჩის სინდრომი;
`` ყველა ჩამოთვლილი

ახალშობილთა ჰემოლიზური დაავადების სიყვითლით მიმდინარე ფორმის დროს პროგნოზულად


ყველაზე მძიმეა
ანემია;
ღვიძლის დაზიანება;
`` ცნს-ის დაზიანება;
გულის უკმარისობა.

დაბადებისას გამოვლინებული ანემიის რომელი მიზეზია ყველაზე ხშირი?


`` სისხლის დაკარგვა და ჰემოლიზი;
მემკვიდრული მიკროსფეროციტოზი;
ერითროციტული ფერმენტების დეფიციტი;
მემკვიდრული ჰიპოპლასტიური ანემია.

ახალშობილ ბავშვებში მიოკარდიტის ყველაზე ხშირი გამომწვევია


`` კოქსაკის ვირუსი;
სტაფილოკოკი;
სტრეპტოკოკი;
კლებსიელა.

მუკოვისციდოზის მკურნალობისას რომელი პრეპარატი წარმოადგენს ამორჩევის საგანს


ფესტალი;
ტრიფერმენტი;
`` კრეონი;
ორაზა.

ჩამოთვლილი მიკრობული შტამებიდან რომლებს აქვს უფრო დიდი მნიშვნელობა ნაწლავური


ინფექციის წარმოქმნისათვის დროულ ახალშობილებში?
ენდოგენური ფლორა;
დედის ფლორა;
`` ჰოსპიტალური შტამები;
ყველა ერთნაირ ხარისხში.

ახალშობილებში ნაწლავური ინფექციების ყველაზე მძიმე ფორმებს იწვევს


გრამდადებითი ბაქტერიები;
`` გრამუარყოფითი ბაქტერიები;
ვირუსები;
ყველა ერთნაირად.

ნაწლავური ინფექციის ძირითად ნიშანს არაინფექციურ დიარეასთან დიფერენციალური


დიაგნოზის დროს წარმოადგენს
კუჭის მოქმედების ჯერადობა და ხასიათი;
ექსიკოზი და დისტროფია;
`` მწვავე დასაწყისი, ინფექციური ტოქსიკოზი, ენტეროკოლიტის სიმპტომები;
ნაწლავური სინდრომის დამოკიდებულება კვებაზე.

ფერმენტოპათიის დამახასიათებელ ნიშნებს წარმოადგენს:


ნაწლავთა დისფუნქციის კავშირი კვების ხასიათთან;
კუჭის მოქმედების სპეციფიური ხასიათი და კოპროგრამაში ანთების ნიშნების არარსებობა;
დამაკმაყოფილებელი მადა და სხეულის მასის უმნიშვნელო მომატება;
`` ყველა პასუხი სწორია.

შესაძლებელია თუ არა ჯანმრთელ ახალშობილებში პერიოდული ბაქტერიემია?


`` დიახ;
არა;
მხოლოდ გამოვლინებული ინფექციის ქრონიკული კერის არსებობისას;
მხოლოდ ანამნეზში გადატანილი ინფექციური დაავადების არსებობისას.

სეფსისის მთავარ სადიფერენციაციო-დიაგნოსტიკურ ნიშანს წარმოადგენს


`` ინფექციის მრავლობითი, თანმიმდევრულად აღმოცენებული კერები;
იმუნიტეტის დარღვევები და ჰემოსტაზის ღრმა ცვლილებები;
ცნს-ის მძიმე დაზიანება;
გამოხატული ნაწლავური სინდრომი.

რომელი ნიშნების საშუალებით შეიძლება განასხვაონ ექსიკოზი ჰიპოტროფიისაგან?


სხეულის მასის დაქვეითების სიჩქარე;
ანამნეზში სითხის პათოლოგიური დაკარგვის არ არსებობა;
ლორწოვანი გარსების ნამიანობა;
`` ყველა პასუხი სწორია.

არსებობს თუ არა სეფსისის აბსოლუტური ლაბორატორიული ნიშნები?


დიახ;
`` არა;
ზოგიერთ შემთხვევაში;
მხოლოდ სისხლში გამომწვევის აღმოჩენისას..
ახალშობილ ბავშვებში მწვავე სისხლძარღვოვანი უკმარისობის განვითარების ყველაზე ხშირ
მიზეზს წარმოადგენს
`` ასფიქსია;
ჰემოლიზური დაავადება;
გულის თანდაყოლილი მანკები;
ფიბროელასტოზი.

შეიძლება თუ არა რიტერის დაავადების დიაგნოზის დასმა ბავშვის დაბადებისთანავე?


`` არა;
დიახ;
მხოლოდ "ბუშტნამქერის" არსებობისას;
მხოლოდ ნაყოფის მასიური დაინფიცირებისას მშობიარობის დროს.

ყველაზე ხშირად ახალშობილ ბავშვთა უეცარი სიკვდილის სინდრომის მიზეზს წარმოადგენს


სუნთქვის ორგანოთა ინფექციური დაავადებები;
თიმომეგალია;
თანდაყოლილი იმუნოდეფიციტური მდგომარეობანი;
`` ასპირაციული სინდრომი.

დაასახელეთ ნაწლავთა დისბაქტერიოზის განვითარების რისკის ფაქტორები


ანამნეზში ბაქტერიული და ვირუსული ეტიოლოგიის დაავადებები;
კვების დარღვევები;
ქიმიოპრეპარატების, ანტიბიოტიკების და ჰორმონალური თერაპიის გამოყენება;
`` ყველა პასუხი სწორია.

რომელ მდგომარეობას ახასიათებს სისხლის პლაზმიდან ელექტროლიტების მწვავე კარგვა?


ჰიპერთერმია;
გამოხატული ქოშინი;
`` ღებინება და დიარეა;
ოფლიანობა.

ახალშობილ ბავშვებში დეჰიდრატაცია შეიძლება განვითარდეს


სუნთქვის დარღვევის სინდრომის შედეგად;
წყლულოვან-ნეკროზული ენტეროკოლიტის შედეგად;
დიურეტიკების ხანგრძლივი გამოყენების შედეგად;
`` ყველა ჩამოთვლილი ფაქტორის შედეგად.

ახალშობილებში სითხის დაკარგვა იწვევს


მოცირკულირე პლაზმის მოცულობის შემცირებას;
სიყვითლის მომატებას;
ჰიპერნატრიემიას;
`` ყველა პასუხი სწორია.

ახალშობილ ბავშვს კრუნჩხვითი სინდრომი შეიძლება განუვითარდეს


ჰიპოგლიკემიის შედეგად;
ჰიპოკალციემიის შედეგად;
ჰიპომაგნიემიის შედეგად;
`` ყველა ჩამოთვლილის შედეგად.

ახალშობილიებში კრუნჩხვები შეიძლება იყოს შედეგი


ნეიროინფექციის;
ქალასშიდა სამშობიარო ტრავმის;
ასფიქსიის;
`` ყველა ჩამოთვლილი დაავადების.

მწვავე რესპირატორულ-ვირუსული ინფექციის ფონზე ახალშობილს შეიძლება განუვითარდეს


სინდრომები
ვირუსული დიარეის;
კრუნჩხვითი;
ნეიროტოქსიკოზი;
`` ყველა ჩამოთვლილი.

მწვავე რესპირატორულ-ვირუსული ინფექციის დროს კრუნჩხვითი და ჰიპერტენზიული


სინდრომების წარმოქმნა
ახალშობილებში განისაზღვრება
ორსულობის მიმდინარეობით;
პრემორბიდული ფონით;
ინფექციის ხასიათით;
`` ყველა ჩამოთვლილი ფაქტორით.

ახალშობილ ბავშვთა პნევმონიის თავისებურებას წარმოადგენს


დაავადების მწვავე პერიოდის ხანგრძლივი მიმდინარეობა;
რეპარაციის და რეაბილიტაციის გახანგრძლივებული პერიოდი;
კრიტიკული მდგომარეობების განვითარების მაღალი რისკი;
`` ყველა ჩამოთვლილი.

ახალშობილთა ჰერპესული ჰეპატიტის კლინიკურ სურათში, სიყვითლისა გარდა, პირველ რიგში


აღინიშნება
სიმპტომები
დიარეის;
ღებინების;
ჰემორაგიული დიათეზის;
არცერთი არაა სწორი;
`` ყველა პასუხი სწორია.

ახალშობილთა პემფიგუსის დიფერენციალური დიაგნოსტიკა უნდა ჩატარდეს


თანდაყოლილ სიფილისთან;
თანდაყოლილ ბულოზურ ეპიდერმოლიზთან;
ლაინერის ერითროდერმიასთან;
`` ყველა ჩამოთვლილ დაავადებასთან

. ახალშობილთა შარდმჟავა ინფარქტის დროს საჭიროა:


ფიზიოლოგიური ანურიის მკურნალობა
ცილოვანი ცვლის კორექცია
`` ჩარევა საჭირო არ არის
მშიერი დიეტა

ახალშობილთა სარძევე ჯირკვლის გაჯირჯვების მკურნალობა გულისხმობს:


დამწოლი ნახვევის გაკეთებას
სარძევე ჯირკვლის გამოწველას
კომპრესის დადებას
`` ჩარევა საჭირო არ არის

ახალშობილთა სხეულის მასის ტრანზიტორული დაქვეითება არ არის დაკავშირებული:


მეკონიუმის გამოყო
პერსპირაციასთან
ჭიპლარის მუმიფიკაციასთან
`` სარძევე ჯირკვლის გაჯირჯვებასთან

ახალშობილთა თავის გარშემოწერილობა კორელაციაშია:


`` გესტაციურ ასაკთან
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მაჩვენებლებთან
იმუნოლოგიურ რეაქტიულობასთან
ჰემატოლოგიურ პარამეტრებთან

ქვემოთ ჩამოთვლილიდან რა არ ახასიათებს ახალშობილთა სეფსისს:


პოლისისტემური დაზიანება
აციკლური მიმდინარეობა
`` სპონტანური განკურნებისაკენ მიდრეკილება
ბაქტერიემია

ახალშობილთა ქლამიდიური სეფსისისათვის დამახასიათებელია:


`` კონიუნქტივიტი, ურეთრიტი, ართრიტი
სიყვითლე, პეტექიური გამონაყარი კანზე
ოსტეომიელიტი
ომფალიტი,პეტექიური გამონაყარი კანზე

You might also like