You are on page 1of 16

ნაწლავთა

მექანიკური
გაუვალობა

ლინდა კამლაძე

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი


მედიცინის ფაკულტეტი
VI კურსი, Xა ჯგუფი
გაუვალობა ეწოდება
ნაწლავის შიგთავსის
გადანაცვლების
შეფერხებას, რომელიც
განპირობებულია
ნაწლავის დახშობით ან
ნაწლავის დამბლით.
კლასიფიკაცია

არჩევენ ნაწლავთა მექანიკურ და დინამიურ გაუვალობას.


მექანიკური გაუვალობა თავის მხრივ იყოფა
ობსტრუქტიულ,სტანგულაციურ გაუვალობად.
დინამიური გაუვალობა კი პარალიზურ და სპასტიურ გაუვალობად.
ნაწლავთა შიგთავსის გადაადგილების შეფერხების მიხედვით
გამოყოფენ სრულ და არასრულ გაუვალობას.
მიმდინარეობის მიხედვით გამოყოფენ მწვავე,ქვემწვავე,ქრონიკულ და
მორეციდივე გაუვალობას.
ნაწილობრივი ან სრული
შეფერხება,რომელიც განპირობებულია
მექანიკური ფაქტორებით მექანიკური
გაუვალობა ეწოდება.
მექანიკური გაუვალობა შეიძლება
გამოწვეული იყოს:
1. ობსტრუქციული მიზეზით უცხო
სხეულებით(ე.წ ვერმინოზული
გაუვალობა.),გადაყლაპული უცხო
სხეულით,მეკონიუმით,განავლოვანი
კენჭით-სტრიქტურით და სტენოზით,
რომეიც განპირობებულია ნაწლავის
სანათურშიგა სიმსივნით ან ნაწლავზე
სიმსივნი ზეწოლით. ნაწლავის
თანდაყოლილი მანკით-
ატრეზიით,სტენოზით,ნაწლავთა
დუპლიკატურით. ანთებითი გენეზის
პათოლოგიით გამოწვეული
შევიწროებით.
2. სტრანგულაციური გაუვალობის დროს
ნაწლავის სანათურის დახშობასთან
ერთად ადგილი აქვს მკვებავი
სისხლძარღვების დახშობას.
პათოგენეზი
● ირღვევა ნაწლავის მოტორულ-ევაკუატორული ფუნქცია და ვითარდება
სტაზი. ამ დროს ნაწლავებში გროვდება აირები და თხიერი შიგთავსი,
რასაც მოჰყვება ნაწლავის კედელში სისხლის მიმოქცევის
მოშლა,ჰიპოქსია და ლოკალური ფუნქციის მოშლა. ზემოაღნიშნულ
ცვლილებებს შედეგად მოჰყვება ნაწლავის კედლის გამავლობის
მომატება, პერიტონიუმის ღრუში ექსუდატის გამოყოფა,რომელიც
დასაწყისში გამჭირვალეა. შემდეგ ხდება მოწითალო.წყლისა და
ელექტროლიტების ცვლის მოშლა,ღებინება,ჰიპოვოლემია,რაც
საბოლოო კიდევ უფრო აღრმავებს ნაწლავთა მოტორული ფუნქციის
დარღვევას და იწვევს მის დამბლას გაუვალობის შორსწასულ
შემთხვევებში.
კლინიკა
● გაუვალობის ადრეული და მუდმივი ნიშანია ძლიერი ტკივილი
მუცელში,რომელიც სტრანგულაციური გაუვალობის დროს მკვეთრი
დაწყებით,ობტურაციული ფორმის დროს კი თანდათანობით
ხასიათდება.,გულისრევა,ღებინება,ნაწლავების უმოქმედობა,აირებზე
გასვლის შეუძლებლობა,ყურყური,ძლიერი წყურვილი. ავადმყოფი
ფერმკთალია,ენა მშრალი აქვს,სახემ შეიძ₾ება მიიღოს ჰიპოკრატეს
გამომეტყველება. ინვაგინაციის მიდამოში პალპაციით გამოხაული
დეფანსი,ხშირად ისინჯება სიმსივნური წარმონაქმნი. გამოხატული
ტაქიკარდია,ვითარდება ჰიპოტონია. სისხლში აღინიშნება
ლეიკოციტოზი.შორს წასულ შემთხვევაში კი ვითარდება შეუჩერებელი
ღებინება,ძლიერი ინტოქსიკაციის ნიშნები,კოლაფსი.
დიაგნოსტიკა

1 . ანამნეზი-ადრე გადატანილი ოპერაციები,ანთებითი


დაავადებები,სამკურნალო წამლების
მირება,ნითიერებათა ცვლის დარღვევა.
2 . კლინიკური გამოკვლევები-ინსპექცია
3 . პალპაცია-შხეფის ხმა
4 . პერკუსია და აუსკულტაცია-წვეთის დაცემის ხმა(ვილმსის
ნიშანი)
5 . ინსტრუმენტალური გამოკვლევა
6 . რენტგემოლოგიური გამოკვლევა-კლოიბერის
ფიალები;ნათელი მუცელი.(გასტროგრაფინით)
7 . ლაბორატორიული გამოკვლევები
მკურნალობა
1 . პირველადი ღონისძიებები: შოკის საწინააღმდეგო
მკურნალობა,სითხის დეფიციტის
შევსება(ელექტროლიტების+ცილების გადასხმა). კუჭის
დეკომპრესია,ანალგეზია,შარდის ბუშტის
კათეტერიზაცია,ოყნა,კვების აკრძალვა,პერისტალტიკის
გამაძლიერებელი საშუალებები. პირველადი ღონისძიებები
გრძელდება 1-2 საათი.
2 . ოპერაციული მკურნალობა:სასწრაფო ოპერაციის აბსოლუტური
ჩენებაა მექანიკური გაუვალობა კენჭით,ნაწიბუროვანი
შეხორცებით,სიმსივნით,სტენოზით გამოწვეული გაუვალობა.
ოპერაციის ტექნიკა
შუა ლაპარატომია,პერიტონიუმის ღრუში სითხის არსებობისას ხდება მისი
ასპირაცია. დაბრკოლების აღმოჩენის შემდეგ გადაბერილი ნაწლავები უნდა
დაიცალოს რეტროგრადულად კუჭში ჩადგმული ზონდიდან. ნაწლავის
დანეკროზების შემთხვევაში ნაჩვენებია სეგმენტისრეზექცია და ანასტომოზი
პირით-პირში. პერიტონიტით გართულებული ნაწლავთა გაუვალობის დროს
შეიძ₾ება გაკეთდეს განმტვირთავი ნაწლავის სტომა.
ინვაგინაციური გაუვალობის დროს კეთდება დეზინვაგინაცია ნაწლავის რევიზია
ინვაგინაციის დადგენის მიზნით და შემდეგ კი სიმსივნის არსებობის დროს
ნაწლავის რეზექცია, ან ილეოკოლოპექსია თუ ორგანულ პათოლოგიასთან
არ ფვაქვს საქმე.
სტრანგულაციური გაუვალობის დროს ნაწლავის სიცოცხლისუნარიანობა
დგინდება თბილი ჰიპერტონული NaCl 10% ხსნარში დასველებული
ტამპონებით,ნაწლავის სეგმენტში პულსაციის გასინჯვით. მცირედი ეჭვის
შემთხვევაში უმჯობესია გაკეთდეს ნაწლავის სეგმენტის რეზექცია
დაბრკოლებიდან პროქსიმალურად 30სმ და დისტალურად 10სმ ქვემოთ.
დიფერენციული დიაგნოზი
1 . დიდი მნისვნელობა აქვს ნაწლავთა მექანიკური და დინამიკური
გაუვალობის დიფერენციულ დიაგნოზს. ძალიან მნიშვნელოვანია ზუსტი
ოპერაციამდელი დიაგნოზი,რადგან ამ ორი სახეობის გაუვალობის
მკურნალობა და ოპერაციული მომზადების ტაქტიკა და მეთოდები
განსხვავებულია.
2 . დინამიკური პარალიზური გაუვალობის დროს მუცელში ტკივილი
ძირითადად მუდმივი,ყრუ ხასიათისაა. შეტევითი ხასიათის ტკივილები არ
აღინიშნება. დამახასიათებელია ძირითადი დაავადების სიმპტომები რამაც
გამოიწვია დინამიკური გაუვალობა. პარალიზური გაუვალობის
შემთხვევაში მუცელი თანაბრადაა შებერილი, პერისტალტიკა თავიდანვე
შესუსტებულია ან არ აღინიშნება,რაც მნიშვნელოვანი ნიშანია.
3 . ასევე უნდა მოხდეს დიფერენცირება კუჭისადა თორმეტგოჯა ნაწლავის
პერფორაციისგან,მწვავე ქოლეცისტიტის,მწვავე აპენდიციტის,მწვავე
პანკრეატიტის,საშვილოსნოსგარე ორსულების დარღვევისა და
საკვერცხეების კისტის შემოგრეხისგან.
ნაწლავთა მწვავე გაუვალობის დროს იმ პაციენტების
სიკვდილიანობა,რომელთაც ოპერაცია გაუკეთდათ პირველი 6
საათის განმავლობაში შეადგენს 3,5%-ს, ხოლო 24სთ-ს შემდეგ-
24,7%ს და მეტს.

პროგნოზ

გაუვალობის გამო ოპერაციისშემდგომი
სიკვდილიანობა მაღალია-საშაულოდ 13-
18%. მის შესამცირებლად დიდი
მნიშვნელობა აქვს სასწრაფო სამედიცინო
დახმარების აღმოჩენას.ადრეულ
ჰოსპიტალიზაციასა და ქირურგიულ ჩარევას
ძირითადი მნიშვნელობა აქვს
მკურნალობის შედეგიანად დასრულებაში.
• https://www.uptodate.com/contents/clinical-presentation-diagnosis-and-sta
ging-of-colorectal-cancer
• https://www.medscape.com/viewarticle/991311
• https://acsjournals.onlinelibrary.wiley.com/doi/10.3322/caac.21772
• https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/colon-cancer/symptoms-ca
uses/syc-20353669

You might also like