You are on page 1of 6

ფსილოციბინი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი


მე-6 კურსი, მე-16 ჯგუფი
სტუდენდი: ონისე ხუციშვილი
2022 წელი
სოკო ფსილოციბინი არის ბუნებრივი ფსიქოდელიური საშუალება.ფსილოციბინის
ები,ჩვეულებრივ გვხვდება ფსიქოდელიური ნაერთის სახით და წარმოადგენს ინდოლის
ფსიქოდელიური საშუალებების დიდ ჯგუფს, რომელთაც ზოგჯერ „შრუმებს“ უწოდებენ.
ცნობილია დაახლოებით 100-ზე მეტი სახეობის სოკო, რომელიც ფსილოციბინს ან მისგან
ნაწარმოებ ფსილოცინს შეიცავს. სოკოებში აქტიური ინგრედიენტების შემცველობა მერყეობს
0.5-1.5% შუალედში.

ისტორია: უძველეს მურალებზე შეგვიძლია ვნახოთ რელიგიური ცერემონიები და


ფსილოციბინის სოკოები, რომლებსაც იმ დროის შამანები და რელიგიურ ცერემონიებში
ჩართული ადამიანები იყენებდნენ. ამ მხრივ გამორჩეული იყო ამერიკა, განსაკუთრებით
ცენტრალური ნაწილი, სადაც უძველესი დროიდან აცტეკები იყენებდნენ ამ სოკოებს და მას
„ღვთაებრივ ხორცადაც“ კი მოიხსენიებდნენ. კონტინენტზე ევროპელების შეჭრის შემდეგ
ჯადოსნურმა სოკომ მიწისქვეშეთში გადაინაცვლა თუმცა ის დღემდე არ კარგავს აქტუალობას.
აღსანიშნავია, რომ ინდიელთა ტომის შამანები ბოლო პერიოდამდე აქტიურად იყენებენ მას
ხილვების გამოსაწვევად, რაც მათი რწმენით დაეხმარებათ დაავადებების განკურნებაში,
პრობლემების გადაჭრასა და სულთა სამყაროსთან დაკავშირებაში.

გამოყენების ფორმა: მიიღება უმად, შესაძლებელია მისი მომზადება, მიიღება ჩაის სახით,
ზოგჯერ ურევენ სხვა საჭმელთან ერთად რათა გადაიფაროს მისი მწარე გემო. გარდა ამისა,
იშვიათ შემთხვევაში, თუმცა მაინც შესაძლოა მისი ინტრავენური ინექცია. ასევე შესაძლებელია
გამომშრალი სოკოს მოწევა, როგორც წესი ურევენ მარიხუანასთან ან თუთუნთან ერთად.

ფსიქოდელიური სოკოს მოქმედება, ჩვეულებრივ, 3-6 საათს გრძელდება. პირველი რეაქციები


აღინიშნება ცარიელი კუჭზე მიღებიდან 40 წუთში. თუ ადამიანს აქვს საკვები მიღებული, მაშინ
1-2 საათში. ეფექტი ძლიერდება 60 წუთის შემდეგ და გრძელდება 1-დან 3 საათამდე. ამის
შემდეგ იწყება შემცირება, რაც გრძელდება კიდევ 1-2 საათს. თრობის დასრულების შემდეგ,
ქიმიკატები შეიძლება სხეულში დარჩეს ერთიდან სამი დღის განმავლობაში, რაც
დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ხშირად ხდება ნარკოტიკის მიღება.

ფსილოციბინის მოქმედება დამოკიდებულია ადამიანის წონაზე და ზოგად ჯანმრთელობაზე,


იმაზე თუ რამდენად ხშირად იღებს ფსილოციბინს, მიღებული ნარკოტიკის რაოდენობაზე და
სოკოს სიძლიერეზე. ფსიქოდელიური ეფექტი დგება 10-60 მილიგრამი სოკოს აქტიური
ნივთიერების მიღების შემდეგ (ეს რაოდენობრივად რამდენიმე სოკოს ექვივალენტია). მისი
მოქმედება ძლიერდება სხვა ნარკოტიკულ საშუალებებთან ერთად მიღების შემთხვევაში.

ფსილოციბინისწრაფად დეფოსფორილიზდება ორგანიზმში ფსილოცინად, რომელიც არის


სეროტონინის რეცეპტორების აგონისტი (5-HT1 რეცეპტორი). ფსილოცინი ასევე ზრდის
ნეიროტრანსმიტერი დოფამინის კონცენტრაციას ბაზალურ განგლიაში, ფსილოცინის ეფექტი
მცირდება ჰალოპერიდოლით, არასელექტიური დოფამინის რეცეპტორის ანტაგონისტით. ასევე
ფსიქომიმეტური მოქმედება შეიძლება დაიბლოკოს კეტანსერინის მოქმედებით. LSDისაგან
განსხვავებით ფსილოციბინს არ გააჩნია აფინურობა დოფამინის რეცეტორი D2ის მიმართ.
მეტაბოლიზმი: ფსილოციბინის მეტაბოლიზმი მიმდინარეობს ძირითადად ღვიძლში. აქ
გარდაიქმნება ფსილოცინად. ფსილოცინი იშლება ენზიმ მონოამინოქსიდაზას მიერ
მეტაბოლიტებად, მათ შორის 4-ჰიდროქსიდინოლ-3აცეტალდეჰიდი, 4-ჰიდროქსიტრიპტოფილი
და 4-ჰიდროქსინდოლ-3-აცეტილ სალიცილის მჟავა. ისინი გადადიან სისხლის მიმოქცევის
სისტემაში. ფსილოცინის ნაწილი არ იშლება ენზიმების მიერ და ფორმირდება ფლუცორონიდის
სახით. ფსილოცინი ამის შემდეგ გადადის ღვიძლში, შემდეგ კიწვრილ ნაწლავში.კვლევების
თანახმად 50% ფსილოციბინის შეიწოვება მუცელში და ნაწლავებში. 24 საათში ფსილოციბინის
65% ტოვებს ორგანიზმს შარდთან ერთად, ხოლო 15-20% ნაღველის და ფეკალიების სახით.
მიუხედავად იმისა რომ ის ორგანიზმიდან 8 საათში გამოდის, მისი აღმოჩენა შარდში
შესაძლებელია გამოყენებიდან 7 დღის განმავლობაში.

ფსიქოლოგიურიეფექტები:

• ეიფორია;
• სიმშვიდე;
• სულიერი გამოღვიძება;
• ემოციების სწრაფი შეცვლა;
• გახანგრძლივებული დერეალიზაცია და დეპერსონალიზაცია;
• კავშირი ბუნებასთან;
• დამახინჯებული აზროვნება;
• ვიზუალური ჰალუცინაციები, ხედავენ ნათელ ლაქებს;
• ძილიანობა;
• კონცენტრაციის დარღვევა;
• არაჩვეულებრივი შეგრძნებები სხეულში;
• პარანოია, თუმცა პანიკა და მისი სიმძაფრე LSD-სთან შედარებით ნაკლებია;
• დეზორიენტაცია;
• დახურული თვალებით ჰალუცინაციები, სადაც შესაძლოა ნახოს მრავალი ფერის მქონე
გეომეტრიული ფიგურები;
• დეპრესია;
• აძლიერებს არსებულ ემოციებს;
• ძალიან დეტალური ჰალუცინაციები ღია თვალით, თუმცა ნაკლებად ერევათ ისინი
რეალობაში;
• ადგილი აქვს „ჰიპნოგოგიურ გამოცდილებას“, რომელიც ნიშნავს გარდამავალ
მდგომარეობას სიფხიზლესა და ძილს შორის. ტვინის ვიზუალიზაციის კვლევების
მიხედვით, სოკოების „trip“ ნეირობიოლოგიურად ოცნების პროცესის მსგავსია;
• აღქმის ცვლილებები, როგორებიცაა: ილუზიები, სინესთეზია (სენსორული
მოდალობების ერთმანეთში არევა, მაგ. ფერების მოსმენა, ხმებისთვის გემოს გასინჯვა და
ა.შ.);
• ემოციური ცვლილებები;
• დროის აღქმის ცვლილება, თითქოს დრო იწელება ან საერთოდაც არ გადის;
ფიზიკური ეფექტები:

• ფსილოციბინის შემცველი სოკოების უმეტესობა ფსიქოდელიური ეფექტების


დადგომამდე იწვევს თავდაპირველად გულისრევის შეგრძნებას და სხვა ფიზიკურ
სიმპტომებს;
• არტერიული ჰიპერტენზია, თუმცა პაციენტების მესამედში აღწერილია ჰიპოტენზიაც;
• თაბრუსხვევა;
• გულისცემის გახშირება;
• კუნთების სისუსტე;
• გულისრევა;
• ღებინება;
• დიარეა;
• მეტყველების დარღვევა;
• გაფართოებული გუგები;
• მშრალი პირი;
• გახშირებული ოფლიანობა;
• შემცივნება;
• დისმეტრია;
• ძილიანობა.

ეფექტური დოზა: ორალურად მოხმარების შემთხვევაში ფსილოციბინის სოკოების მცირე დოზაა


3-7.5 გრ, გავრცელებული დოზაა 7.5-12 გრ და ძლიერ დოზად ითვლება 12.5-15 გრ. ეფექტები
იწყება 15-60 წთ-ში და პიკს აღწევს 2-4 სთ-ში. ეფექტების ხანგრძლივობაა 4-8 სთ.

ინტოქსიკაცია: ინტოქსიკაციამ შეიძლება გამოიწვიოს:

• გაღიზიანებადობა
• გულისრევა
• დიარეა
• კუნთების სისუსტე
• პარანოია ან პანიკა
• ფსიქოზი
• მანია
• გულყრები
• სუიციდური აზრები
• აგრესიული ქცევა
• კომა

დამოკიდებულების განვითარება: ითვლება, რომ ფსილოციბინი არ იწვევს დამოკიდებულებას,


თუმცა მალე ვითარდება ტოლერანტობა და დროის მოკლე ინტერვალში რამდენიმე მოხმარების
შემთხვევაში, იმავე დოზის მიღების შედეგად ვეღარ მიიღწევა სასურველი ეფექტი.
ფსილოციბინს და LSD-ს ჯვარედინი ტოლერანტობა ახასიათებს, რაც ნიშნავს, რომ ორივე
ნარკოტიკული საშუალება ტვინის ერთსა და იმავე რეცეპტორზე მოქმედებს.

რისკები:

• ფსიქოდელიურ ნარკოტიკულ ნივთიერებებთან დაკავშირებული რისკები ძირითადად


ფსიქოლოგიურია და არა - ფიზიკური.
• ფიზიკურად, ფსილოციბინის სოკოები მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებ ტოქსიკურ
ნარკოტიკულ საშუალებად. მისი ფიზიკური ეფექტები შესაძლებელია იცვლებოდეს
ინდივიდიდან ინდივიდამდე და მოიცავდეს: გულისცემის აჩქარებას ან შენელებას,
არტერიული წნევის ცვლილებებს, გულისრევას, კანკალს/ცახცახს, მიდრიაზს,
მოუსვენრობასა და კოორდინაციის პრობლემებს.
• სოკოებისგან გამოწვეულმა“trip”-მა შეიძლება გამოიწვიოს შფოთვა, პანიკა.

გრძელვადიანი ეფექტი: ცოტა რამ არის ცნობილი ფსილოციბინის გრძელვადიანი ეფექტის


შესახებ. პრეპარატი იშვიათად იწვევს დამოკიდებულებას და, როგორც წესი, არ ახასიათებს
აღკვეთის სინდრომი. რეგულარული გამოყენება იწვევს ტოლერანტობის ჩამოყალიბებას,
შესაბამისად პაციენტს დასჭირდება დიდი დოზა მნიშვნელოვანი ეფექტის მისაღწევად.
რამდენიმე დღის განმავლობაში ნივთიერების მოხმარების შემდეგ, შესაძლოა ადამიანებმა
განიცადონ ფსიქოლოგიური მოხსნის სიმპტომები და რეალობასთან შეგუება.

გასული საუკუნის სამოციან წლებში ჰარვარდის ფსილოციბინის პროექტი აქტიურად


ცდილობდა ფსილოციბინის პოტენციურად დადებითი ეფექტი გამოეყენებინა სხვადასხვა
ფსიქიატრიული დაავადებების, მათ შორის პიროვნების აშლილობის სამკურნალოდ. ამჟამად
ფსილოციბინი შეიძლება გამოყენებული იქნას წამალდამოკიდებულების, ხასიათის
ცვლილებისა და დეპრესიის მკურნალობაში, ასევე გამოითქვა მოსაზრება, რომ „შრუმები“ და
LSD ხასიათდებიან ნეიროპლასტიურობის ინდუცირების უნარით და რომ ეს შესაძლოა
მომავალში დადებითად იქნეს ათვისებული. ასევე აქტიურად მიმდინარეობს კვლევები
ფსილოციბინის შფოთვების სამკურნალოდ გამოყენებაში. 2018-19 წლებში ამერიკის საკვებისა
და წამლების ასოციაციამ მწვანე შუქი აუნთო ფსილოციბინის გამოყენებას მკურნალობა-
რეზისტენტული დეპრესიის სამკურნალოდ, შარშან ჩატარებული კვლევის მიხედვით კი სოკომ
დადებითად იმოქმედა დეპრესიის სიმპტომების ინტენსივობის შემცირების კუთხით.

გარდა ამისა, მცირე დოზებით (0.1 მგ/კგ) ფსილოციბინის მიცემამ საცდელ ვირთხებში გაზარდა
ჰიპოკამპუსის ნეიროგენეზი სოკოს მიღების დაწყებიდან ორი კვირის თავზე, ხოლო დიდი
დოზებით (1 მგ/კგ) მიცემამ პირიქით შეასუსტა მიმდინარე ნეიროგენეზი.

ზოგჯერ „ჯადოსნურ სოკოზე“ მონადირეები ცდილობენ ხელში ჩაიგდონ სოკოს სპორები და


ხელოვნურად გაამრავლონ ისინი სარდაფებში, კარადებში და ეზოებში, თუმცა ეს ძალიან
საშიშია რადგანაც შესაძლოა მომხმარებლებმა შხამიანი სოკო ფსილოციბინის „შრუმებისგან“ ვერ
განასხვაოს, რამაც ფატალურ შედეგამდე მიიყვანოს იგი - ღვიძლის უკმარისობამდე რამდენიმე
საათში და შემდეგ უკვე სიკვდილამდე. ზოგჯერ ხდება ისეც, რომ გამსაღებლები ჩვეულებრივ
სოკოებს ფენციკლიდინს უმატებენ და ასე ყიდიან „შრუმების“ მაძიებლებზე.

You might also like