You are on page 1of 3

IV თავი

ველური ტიპის ალელი - პრევალენტური, ნორმალური ალელი, რომელიც პოპულაციის იდივიდთა


უმეტესობაში გვხვდება.
მუტანტური ალელი - ველური ტიპისგან განსხვავებული ალელი, ხასიათდება მუტაციების
არსებობით, დნმ-ის ნუკლეოტიდურთანმიმდევრობაში ან წყობაში მუდმივი ცვლილებით.
პრივატული ალელი - ალელი, რომელიც იმდენად იშვიათია, რომ მხოლოდ ერთ ოჯახში გვხვდება.
პოლიმორფიზმი - თუ პოპულაციაში გარკვეული ვარიანტის სიხშირე 1%-ზე მეტია, მაშინ ეს ვარიანტი
ითვლება პოლიმორფიზმად. პოლიმორფიზმები მდებარეობენ როგორც ეგზონებში, ისე ინტრონებში,
მარეგულირებენ უბნებში და იმის მიხედვით, თუ სად მდებარეობენ ისინი, ან შეუძლიათ ცვლილების
გამოწვევა ან არა. დნმ-ის პოლიმორფიზმების კლასიფიკაციას საფუძვლად უდევს დნმ-ის
თანმიმდევრობათა ვარიაბელობა სხვადასხვა ალელში.
1. ერთეული ნუკლეოტიდის პოლიმორფიზმი (SNP) - ყველაზე მარტივი და გავრცელებული ფორმაა,
გვხვდება ერთი ყოველ 1000 ფუძეთა წყვილში, რომლის საფუძველია ერთი ფუძის ჩანაცვლება
მეორეთი. ასეთი ლოკუსი წარმოდგენილია 2 ალელით და ორივე სხვადასხვა ფუძეს შეესაბამება.
არსებობს სინონიმური და არასინონიმური SNP-ები.
სინონიმური - არ იწვევს ცილაში ამინომჟავათა თანმიმდევრობის შეცვლას
არასინონიმური - იწვევს ცილაში ამინომჟავათა თანმიმდევრობის შეცვლას
არსებობს SNP, რომელიც წარმოქმნის ან ცვლის სტოპ-კოდონს ან ცვლის სპლაისინგის საიტებს.
გავრცელებული SNP-ების გავლენა ძირითადად იმაში გამოიხატება, რომ ისინი უმნიშვნელოდ ცვლიან
დაავადების მიმართ წინასწარგანწყობას და სერიოზულ დაავადებებეს იშვიათად იწვენენ.
2. ინსერცია-დელეციის პოლმორფიზმი (ინდელები) - გამოწვეულია 1-1000 ფუძეთა წყვილის
ინსერციით ან დელეციით, თუმცა უფრო დიდი ზომის ინდელებიც არსებობს. მათი რიცხვი ნებისმიერ
ინდივიდში მილიონზე მეტია და დაახლოებით ნახევარი მარტივ ინდელებად ითვლება, რადგან მათ
მხოლოდ ორი ალელი აქვთ.
2.1. მიკროსატელიტის პოლიმორფიზმი - იგივე მოკლე ტანდემური განმეორების პოლიმორფიზმი,
ძირითადად, 2, 3, 4 ნუკლეოტიდისგანაა შემდგარი (TGTGTG, CAACAACAA, AAATAAATAAAT),
ალელის რაოდენიბა არის 5 ან მეტი. მიკროსატელიტები ინდელების განსაკუთრებით სასარგებლო
ჯგუფს წარმოადგენს, რადგან სწორედ მასზეა დაფუძნებული დნმ-ის დაქტილოსკოპიის მეთოდი,
რომელიც ადამიანს ვინაობის დასადგენად გამოიყენება. FBI იყენებს 13 ასეთ ლოკუსს და
გამოირცხულია, რომ ორ ინდივიდს ცამეტივე ლოკუსში ჰქონდეს იდენტური ალელები, გარდა
მონოზიგოტური ტყუპებისა.
2.2. მობილური ელემენეტების ინსერციის პოლიმორფიზმი - ამ სახის პოლიმორფიზმის წარმოშობა
დაკავშირებულია რეტროტრანსპოზიციის პროცესთან, რომელიც გულისმხობს რნმ-დან დნმ-ის
წარმოქმნას და ასეთი თანმიმდევრობების გადატანას დნმ-ის სხვადაასხვა უბნებში. 2 ყველაზე
გავრცელებული მობილური ელემენტია ALU და LINE ოჯახები (მათში შეიძლება მოხდეს მუტაცია,
მაგალითად, ჰემოფილია A განპირობებულია ეგზონში LINE თანმიმდევრობის ინსერციით, რაც იწვევს
მაკოდირებელი თანმიმდევრობის შეცვლას და გენის ინაქტივაციას). ყოველი ასეთი პოლიმორფული
ლოკუსი ორი ალელისგან შედგება, რომლთაგან ერთი შეიცავს ინსერცირებულ მობილურ ელემენტს,
მეორე კი არა. მობილური ელემენტების პოლიმორფიზმები ნანახია ყველა ქრომოსომაზე.
3. ასლის რიცხვის ვარიანტები (CNV) - ძალიან გვანან ინდელებს და მიკროსატელუტებს, მაგრამ მათი
ზომა ბევრად დიდია, 1000 ფუძეთა წყვილიდან ასეულ კილობასამდე. მათი ერთ-ერთი სახეა
სეგმენტური დუბლიკაციები ანუ სეგდუპები და ახასიათებთ ჰომოლოგიური თანმიმდევრობების
განმეორებადი ბლოკები. მცირე ზომის CNV-ს აქვს ორი ალელი (ე.ი სეგმენტი ან არსებობს ან არა),

© Romeo Qebuladze
დიდი ზომისას კი ბევრი ალელი. CNV ბევრად აღემატება SNP-ის რაოდენობას. CNV-ები
განსაზღვრავენ ისეთ ნიშან-თვისბებეს, რომლებიც გენის დოზის ცვლილებასთანაა დაკავშირებული.

4. ინვერსიის პოლიმორფიზმები - მათი ზომა რამდენიმე ფუძთა წყვილიდან უზარმაზარი ზომის


უბნებამდე მერყეობს და შეიძლება ნებისმიერი ორი ორიენტეციით იყოს წარმოდგენილი (CDEEDC).
ინვერისების უმეტესობას ინვერსირებული სეგმენტების დაბოლებაში ახასიათებს ჰომოლოგიური
უბნები, რაც კროსინგოვერთანაა კავშირში. ინვერსიები, ნორმალურ მდგომარეობაში და არა
ანომალურში, ორიენტაციის მიხუედავად, არ იწვევს დნმ-ის მატებას ან კლებას.

მუტაციები
მუტაციის აღმოსაჩენად გამოიყენება რეფერენსული თანმიმდევრობა, რომელიც გენომის ყველაზე
გავრცელებული წყობაა. მუტაციების კლასიფიკაცია შეიძლება მოხდეს ზომის მიხედვით:
ქრომოსომული, რეგიონული და გენური. ყველა მუტაცია არგამოვლინდება და ეს დამოკიდებიულია
მუტაციის მდებარეობაზე, ზომასა და ბუნებაზე. მუტაციები წარმოიქმნება უჯრედის გაყოფის დროს,
რეპლიკაციის, რეპარაციის, კროსინგოვერის და ქრომოსომების სეგრეგაციის დროს. არსებობს
გერმინაციული და სომატური მუტაიცები.
თუ მუტაცია გერმინაციული უჯრედის დნმ-ში მოხდა, იგი მას მომავალ თაობებსაც გადასცემს, ხოლო
სომატური მუტაციის შემთხვევაში იგი მომავალ თაობას არ გადაეცემა.
ქრომოსომული მუტაციები - ასეთ დროს იცვლება ქრომოსომების რიცხვი ქრომოსომათა არასწორი
სეგრეგაციის გამო. ამ დაავაადებათა სიხშირე მინიმლაურია, რადგან ისინი ადრეულ ეტაპზე იწვევენ
სპონტანურ აბორტებს.
რეგიონული მუტაციები (სუბქრომოსომული) - მუტაციები, რომლებიც იწვევენ ქრომოსომის
გარკევული სეგმენტის რიცხვის ცვლილებას ან სტრუქტურლ გადაჯგუფებას, მაგალითად: ინვერსია,
დელეცია, ტრანსლოკაცია, დუბლიკაცია და ა.შ. ეს უმეტესად განპირობებულია კროსინგოვერით.
გენური მუტაციები - დნმ-ის მუტაციები, ფუძეთა წყვილის ჩანაცვლებები, ინსერციები, დელეციები,
გამოწვეულია რეპლიკაციისას დაშვებული შეცდომებით, დნმ-ის რეპარაციის მოშლით ან
მუტაგენებით (ფიზკური და ქიმიური აგენტები რომლებიც იწვევენ მუტაციებს).

დნმ-ის რეპლიკაციის შეცდომები


დნმ-ის რეპლიკაცია საკმაოდ ზუსტი და მოწესრგებული პროცესია. მის სწორად წარმართავზე
მრავალი მექანიზმი მოქმედებს, რის გამოც რეპლიკაციის შეცდომების შედეგად წარმოქმნილი
მუტაციების სიხშირე ძალიან დაბალია. რეპარაციული ფერმენტების მეშვეობით ხდება არასწორი
ფუძის შემცველი ძაფის აღმოჩენა და მისი გასწორება და შეცვლა შესაბამისი კომპლემენტარაული
ფუძით ამ პროცესს დნმ-ის კორექცია ჰქვია. ამის მიუხედავად ერთი შეცდომა ყოველ 10 მილიონ ფ.წ-
ში მაინც ხდება, თუმცა ესეც სწორდება კორექციის დამატებითი მექანიზმის მეშვეობით.

დნმ-ის დაზიანების რეპარაცია


რეპლიკაციების შეცდომების გარდა, სხვადასვა ქიმიური პროცესებისა თუ მუტაგენების გამო მრავალი
ნუკლეოტიდი ზიანდება. დაზიანებათა მხოლოდ ნაწილი აღდგება, ხოლო ნაწილმა კი შეიძლება
მუტაცია გამოიწვიოს, მაშინაც კი, როცა დაზიანება გამოვლინდება და ამოიჭრება, რადგან შესაძლოა
რეპარაციის მექანიმზმმა ვერ წაიკითხოს კომპლემენტრაული ძაფი და ეს გამოიწვევს უკვე მუდმივი
მუტაციების ჩამოყალიბებას. ხშირ მუტაციას წარმოადგენს ციტოზინის ჩანაცვლება თიმინით (CT),
ან ადენინის გუანინით (AG), რისი ახსნაც მეთილირებით შეიძლება. ერთეული ნუკოეოტიდის
ჩანაცვლების შემთხვევათა 30% სწორედ ამ ტიპისაა და ციტოზინ-გუანინ წყვილი მუტაციის ცხელ
წერტილს წარმოადგენს.

© Romeo Qebuladze
სქესთა შორის განსხვავების და ასაკის გავლენა მუტაციის სიხშირეზე
სპერმატოზოიდს ბევრად მეტი რეპლიკაციის ციკლი აქვს გავლილი, კვერცხუჯრედთან შედარებით
და აქ შეცდომების ალბათობაც უფრო მეტია. მაგალითად აქონდროპლაზიის გამომწვევი ახალი
მუტაციაც მამისეულ გერმინაციულ უჯრებშია აღმოჩენილი და ამასთანავე, რაც უფრო ასაკოვანია
მამაკაცი, მით უფრო დიდია რისკი დაავადების განვითარებისა. ასევე ასლის რიცხვის ვარიანტებთან
დაკავშირებული სუბქრომოსომული მუტაციები, რომლებიც აუტიზმის სპექტრის დაავადებებს
იწვევს, კავშირშია მამის ასაკთან.

ნუკლეოტიდთა ჩანაცვლებები
მისენსი - წერტილოვანმა მუტაციამ შესაძლოა გამოიწვიოს პოლიპეპტიდის თანმდევრობაში ერთი
ამინომჟავის მეორეთი ჩანაცვლება, რასაც მისენს მუტაციები ეწოდება, რადგან ისინი ცვლის სენს ძაფს
ანუ გენის მაკოდირებელ ძაფს. ასეთია ბეტა თალასემია.
ნონსენსი - წერტილოვანი მუტაცია, რომელიც იწვევს ამინომჟავას მაკოდირებელი ტრიპლეტის
ჩანაცვლებას სამი სტოპკოდონიდან ერთ-ერთით. ნაადრევი ტერმინაციის მუტაციებს 2 გამოსავალი
აქვთ: 1. ი-რნმ, რომელიც ნაადრევი ტერმინაციის მუტაციას შეიცავს, ადვილად დეგრადირდება და
ამას მუტაციით განპირობებული ი-რნმ დაზიანება ეწოდება, როცა ტრანსლაცია შეუძლებელია.
2. როცა ი-რნმ სტაბილურია და ტრანსალცია წარიმართება, მაგრამ წამროებული ცილაა
არასტაბილური და სწრაფად იშლება.
წერტილოვან მუტაციას შეუძლია არა მარტო წამორქმნას ნაადრევი ტერმინაციის კოდონი, არამედ
საერთოდ გაანადგუროს და ამ შემთხვევაში, ტრანსლაცია გაგარძელდება მანამდე, სანამ მომდევნო
ტერმინაციის სტოპ კოდონს არ მიაღწევს .ამ დროს მიიღება ანომალური ცილა ზედმეტი ამინომჟავები.

მუტაციები,რომლებიც გავლენეას ახდენენ ცილის ბიოსინთეზზე


მუტაციები ძირითადად სპლაისინგის ეხება და არსებობოს მისი 2 ძირითადი კლასი.
1. ნორმალური სპლაისინგისთვის საჭირო, ეგზონ-ინტრონის საზღავრზე არსებული სპეციფიკური
თანმიმდევრობების მუტაცია და 2.რომელიც გულისმობს ინტრონის ფუძის ჩანაცვლებას, რაც
გამოიწვევს ალტერნატიული საიტების წარქომანს, რომელიც კონკურენციას გაუწევს ნორმალურ
საიტებს.
დინამიკური მუტაცია - დელეციები, ინსერციები და რეარანჟირებები, მუტაციები, რომლებიც
განპირობებულია ნუკლეოტიდების მარტივი თანმიმდევრობების ამფლიფიკაციით. ისინი იზრდებიან
ზომაში ერთი თაობიდან მეორე თაობაში გადაცემისას, რის გამოც დინამიკური ჰქვიათ. ძალიან
ხშირად ექსპანსირებული ნუკლეოტიდური ერთეული შეიცავს სამ ნუკლეოტიდს, მაგ: CAG
ჰანტინგტონის დროს და CGG ფრაგილური X სინდრომის დროს.
ფრეიმშიფტ-მუტაცია, იგივე წაკითხვის ჩარჩოს გადაადგილების მუტაცია - დელეციის ან ინსერციის
ტიპის დარღვევა, რომელიც არ არის 3 ფუძეთა წყვილის ჯერადი და იწვევს გენის ათვლის ჩარჩოს
წანაცლებას,რაც იწვევს ფუნქციურად შეცვლილი ცილის წარმოქნას.

© Romeo Qebuladze

You might also like