You are on page 1of 2

დესმურგია

დესმურგია (ბერძ.desmos-ნახვევი, ergon-მუშაობა) – პრაქტიკული ქირურგიის ნაწილია,


სწავლობს შეხვევის წესებს.
შეხვევა – არის ჭრილობაზე სამკურნალო სახვევის დადება ან შეცვლა.
სახვევი წარმოადგენს სამკურნალო მასალას, რომლითაც ფარავენ ჭრილობას.
ნახვევი შედგება ორი ნაწილისაგან: შინაგანი, რომელიც უშუალოდ ეხება ჭრილობას და
გარეგანი, რომელიც იჭერს და ამაგრებს ნახვევს. ნახვევი, რომლის დადებაც წარმოებს
პირველად, პირველადი სტერილური ნახვევია. ფიქსაციისათვის გამოიყენება უბრალო ბანდი
(მარლის), ელასტიკური ბანდი და სხვ. კანზე ფიქსაციისათვის შეიძლება გამოყენებული
იქნეს აგრეთვე ლეიკოპლასტირი.
მარლის ბანდი ითვლება ძირითად მასალად, რომელიც გამოიყენება შესახვევად. ბანდი
წარმოადგენს დოლბანდის ზოლს დახვეულ მდგომარეობაში. იგი შედგება თავისაგან
(დახვეული ნაწილი) და თავისუფალი ბოლოსაგან – ბანდის დასაწყისი (პირი). ბანდის
სიგრძე 5-7მ, სიგანე 5-20 სმ. სტერილური ბანდები მოთავსებულია პერგამენტის ქაღალდში.
დანიშნულებისა და ხასიათის მიხედვით არჩევენ:
1) უბრალო, რბილ ნახვევს – დამცავი;
2) ჰემოსტატიკური – დამწოლი;
3) სატრანსპორტო და სამკურნალო.
ნახვევის დადების დროს უნდა ვეცადოთ დაზიანებულს არ მივაყენოთ ზედმეტი ტკივილი.
ავადმყოფი ნახვევის დადებისას უნდა იყოს მოხერხებულ მდგომარეობაში – იწვეს ან იჯდეს;
არ ინძრეოდეს; შესახვევი ადგილი იყოს მოდუნებული, კუნთები არ იყოს დაჭიმული,
წინააღმდეგ შემთხვევაში კუნთების მოდუნების შემდეგ ნახვევი დარჩება სრული; შესახვევი
ნაწილი ისე უნდა იყოს მოთავსებული, რომ ნახვევის დადების შემდეგ იგი ფუნქციურად
მოხერხებულ მდგომარეობაში დარჩეს. ვინც ნახვევს ადებს უნდა იდგეს დაზარალებულთან
სახით წინ და სახის გამომეტყველებით იმსჯელოს მის მდგომარეობაზე. ბანდის თავს იჭერენ
მარჯვენა ხელში.
სანამ დავიწყებდეთ პირველადი ნახვევის დადებას, საჭიროა ჭრილობის გაშიშვლება ისე,
რომ არ დავაბინძუროთ იგი. ტანსაცმელს, ჭრილობის ხასიათის, ადგილობრივი პირობების
გათვალისწინებით ან ხდიან ან აჭრიან. პირველად ტანსაცმელს ხდიან ჯანმრთელ, ხოლო
შემდეგ დაზიანებული მხრიდან. ცივ ამინდში გაცივების თავიდან აცილების მიზნით,
აგრეთვე ექსტრემალურ შემთხვევებში მძიმე მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფს ტანსაცმელს
აჭრიან ჭრილობის მხარეში, არ შეიძლება ჭრილობაზე მიწებებული ტანსაცმლის ამოგლეჯა.
იგი მაკრატლით ფრთხილად უნდა ამოვჭრათ და შემდეგ დავადოთ ნახვევი.
ნახვევის დადებას იწყებენ ქვემოდან ზემოთ, შეხვევა ორივე ხელით ხდება: მარჯვენა
ხელით შლიან ბანდის თავს, მარცხენათი აფიქსირებენ და ასწორებენ. ბანდი იჭიმება
თანდათან და თანაბრად ერთი მიმართულებით, ხშირად მარცხნიდან მარჯვნივ (საათის
ისრის მიმართულებით).შეხვევა იწყება წრიული ნახვევით. ბანდის ყოველი ახალი ნახვევი
უნდა ფარავდეს წინა, გადანახვევის 1/2 ან 2/3 ფართობს. ბანდის გორგალი უწყვეტად
მიგორავს შესახვევი სხეულის ნაწილზე. ნახვევი ჭრილობაზე უნდა დაედოს არც ძალიან
მჭიდროდ, რომ არ მოხდეს სისხლის მიმოქცევის მოშლა და არც ძალიან სუსტად, რათა არ
მოხდეს მისი ჩამოცურება. ბანდის ბოლო მაგრდება ჯანმრთელ მხარეზე, რომ კვანძმა არ
შეაწუხოს ავადმყოფი. ბანდის ბოლოს სიგრძივ ჩახევენ და ბოლოებს ნახვევზე კვანძავენ
(შეიძლება ბოლოების ინგლისური ქინძისთავით დამაგრება ან კიდევ ბანდის ბოლოს
ამოდება და მიმაგრება ნახვევის ერთ-ერთ ფენაზე, რომელიც საწინააღმდეგო
მიმართულებით მიდის). გახდილი ტანსაცმლის ჩაცმა ხდება უკუმიმართულებით,
დასაწყისში დაზიანებულ, შემდეგ კი ჯანმრთელ მხარეს.
შესახვევი საშუალებების არქონის შემთხვევაში იყენებენ ხელთარსებულ საშუალებებს.
სხვადასხვა ზომის ქსოვილის (ზეწარი, პერანგი დასხვ.) ნაჭრებს, რომელთა ბოლოებს ჭრიან
ზონარების მისაღებად. დასაწყისში ჭრილობაზე ადებენ სტერილურ ბანდს ან ხელსახოცს
(აუცილებლობის შემთხვევაში ბამბასაც), შემდეგ ქსოვილის ნაჭრით კრავენ ნახვევს.
ლეიკოპლასტირის ნახვევები იხმარება სხეულის ზოგიერთ ნაწილზე დადებული მცირე
ნახვევების დასამაგრებლად. ლეიკოპლასტირის მწებავი ზოლები იმგვარად იდება, რომ
გადაევლება შესახვევი მასალის კიდეებს და მჭიდროდ ემაგრება ქსოვილებს მწებავი
თვისებების გამო.

ცირკულარული ნახვევი – ყოველი ახალი ნახვევი ფარავს წინას. ასეთი ნახვევი


მოსახერხებელია ცილინდრული ზედაპირების შესახვევად.
სპირალური ნახვევი – წრიული სვლებით ამაგრებენ ბანდს, შემდეგ ყოველი ახალი ნახვევი
ფარავს წინამდებარეს 1/2 ან 2/3. ასეთ ნახვევს ადებენ წინამხარზე, წვივზე.
მცოცავი ნახვევი – შეხვევას იწყებენ ცირკულარული ნახვევით. ყოველ ახალ ნახვევს შორის
ტოვებენ ბანდის სიფართის ტოლ მანძილს. გამოიყენება დიდი ზომის შესახვევი მასალის
ფიქსაციისათვის.
ნახვევი თავზე – მეტად მოსახერხებელია და მტკიცე ნახვევია ე.წ. @”ჩაჩი”. ბანდის ნაჭერს
სიგრძით 1 მეტრამდე ადებენ თხემზე და და ბოლოებს უშვებენ ვერტიკალურად ქვემოთ,
ყურების წინ, თვით ავადმყოფი ან დამხმარე ამ ბოლოებს იჭერენ დაჭიმულ მდგომარეობაში.
თავის გარშემო კეთდება პირველი სვლა, შემდეგ შესაკრავთან მისვლისას ბანდი შემოევლება
და რამდენიმე ირიბი მიმართულებით მიემართება კეფისაკენ და ფარავს მას. მეორე მხარეს
ბანდი ისევ გარს ეხვევა შესაკრავს, მიემართება ირიბად და ფარავს შუბლს და თხემის ნაწილს.
შემდეგ ვერტიკალურ ბანდზე (შესაკრავზე) დასაკრავი ბანდის რიგრიგობით შემოხვევით
მიმართულების შეცვლით, მას თანდათან სწევენ ვერტიკალურად მაღლა, სანამ მთლიანად
დაიფარება თავი. ამის შემდეგ ბანდს ამაგრებენ თავზე წრიული შემოხვევით ან ვერტიკალურ
ბანდზე, მის ბოლოებს კვანძავენ ნიკაპქვეშ.
ნახვევი გულმკერდზე – გულმკერდზე ადებენ სპირალურ ან ჯვრისებრ ნახვევს.
სპირალური ნახვევის დადებისას იღებენ ბანდის 1.5 მეტრიან ნაჭერს, ადებენ ჯანმრთელი
მხრის შუა ნაწილზე ისე, რომ ერთი ბოლო იყოს ჩამოკიდებული ზურგზე, მეორე კი
გულმკერდზე. მახვილისებრი მორჩის ოდნავ ქვემოთ, წრიული სვლებით ამაგრებენ ბანდს,
რომელსაც შემდეგ სპირალური სვლებით ქვემოდან ზემო მიმართულებით ახვევენ
გულმკერდს იღლიის ქვედა ღრმულამდე და იქ ამგრებენ წრიული სვლით. ბანდის მხარზე
თავისუფლად ჩამოკიდებულ ნაწილს გადაატარებენ მოპირდაპირე მხარეზე და ამაგრებენ
ზურგზე დაკიდებულ ბანდს.

You might also like