You are on page 1of 29

ტესტი ბიოლოგიაში

ტესტი შედგება 20 არჩევითპასუხებიანი და რამდენიმე ღია


კითხვის ბლოგისაგან

ტესტის მაქსიმალური შეფასებაა 40 ქულა


ტესტის შესასრულებლად გეძლევათ 45 წუთი.
1) როგორი ქსოვილით არის აგებული ეპიდერმისი?
ა) ერთშრიანი ეპითელიუმით
ბ) მრავალშრიანი ეპითელიუმით
გ) წამწამოვანი ეპითელიუმით
დ) შემაერთებელი ქსოვილით.
2) ბაზალური მემბრანა ერთმანეთისაგან გამოყოფს:
ა) ეპიდერმისსა და დერმას
ბ) კორიუმსა და ჰიპოდერმას
გ) ეპიდერმისსა და ჰიპოდერმას

დ) ეპიდერმისის გარქოვანებულ ნაწილს კანქვეშა ცხიმოვანი


ქსოვილისაგან
3) კანის რომელ შრეში არ გვხვდება სისხლძარღვები:
1. ეპიდერმისში 2. დერმაში 3. კანქვეშა ცხიმოვან შრეში
ა) მხოლოდ 1
ბ) მხოლოდ 2
გ) მხოლოდ 3
დ) მხოლოდ 1 და 3
4) იხელმძღვანელეთ ილუსტრაციით და განსაზღვრეთ სად
არის მოთავსებული პიგმენტი მელანინი?

1 ა) მხოლოდ 1
ბ) მხოლოდ 2
2 გ) მხოლოდ 1 და 2
3 დ) მხოლოდ 2 და 3
5) კანის დაავადებაა:
1. ფსორიაზი 2. აკნე 3. ეგზემა
ა) მხოლოდ 1 და 2
ბ) მხოლოდ 1 და 3
გ) მხოლოდ 2 და 3
1, 2 და 3
6) რომელი ქსოვილი გვხვდება კანში?
1. შემაერთებელი 2. ნერვული 3. კუნთოვანი
ა) მხოლოდ 1 და 2
ბ) მხოლოდ 1 და 3
გ) მხოლოდ 2 და 3
დ) 1 , 2 და 3
7) პიგმენტი მელანინის გამოყოფა ძლიერდება?
ა) ინფრაწითელი გამოსხივების დროს
ბ) ულტრაიისფერი გამოსხივების დროს
გ) ხილული გამოსხივების დროს
დ) სიბნელეში
8) რომელი ქსოვილითაა დერმა ძირითადად აგებული:
1. ეპითელური 2. შემაერთებელი 3. ნერვული
ა) მხოლოდ 1
ბ) მხოლოდ 2
გ) მხოლოდ 1 და 3
დ) მხოლოდ 2 და 3
9) სად არის მოთავსებული თმის ძირები და რეცეპტორები?
ა) ეპიდერმისში
ბ) ეპიდერმისსა და დერმაში
გ) დერმაში
დ) დერმასა და კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილში
10) დერმა ანუ:
1. საკუთრივ კანი 2. კორიუმი 3. ჰიპოდერმა
ა) მხოლოდ 1
ბ) მხოლოდ 1 და 2
გ) მხოლოდ 1 და 3
დ) 1, 2 და 3
11) რომელი დაავადებაა ნაჩვენები სურათზე:

ა) კანდიდოზი
ბ) ლეიშმანიოზი
გ) აკნე
დ) მონგოლოიდური იდიოტიზმი.
12) ჩამოთვლილთაგან რომელია კანის ფუნქცია?
1. ექსკრეტორული 2. თბორეგულაცია 3. სისიხლის დეპო
ა) მხოლოდ 1 და 2
ბ) მხოლოდ 1 და 3
გ) მხოლოდ 2 და 3
დ) 1, 2 და 3
13) სად არის მოთავსებული მელანოციტები?
ა) ეპიდერმისის ზედა შრეში
ბ) ეპიდერმისის ღრმა შრეში
გ) დერმის ზედა შრეში
დ) ცხიმოვან ქსოვილში
14) როგორი სახის რეცეპტორებია კანში?
1.თერმორეცეპტორები 2. ტაქტილური 3. მექანორეცეპტორები
ა) მხოლოდ 1 და 2
ბ) მხოლოდ 1 და 3
გ) მხოლოდ 2 და 3
დ) 1, 2 და 3
15) რომელი ხარისხის დამწვრობაა მოცემული ილუსტრაციაზე?
ა) პირველადი
ბ) მეორეული
გ) მესამეული
დ) მეოთხეული

16) რომელ ფუნქცია აკისრია კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილს?


1. დამცველობითი 2. სამარაგო 3. თერმოიზოლაციის
ა) მხოლოდ 1 და 2
ბ) მხოლოდ 1 და 3
გ) მხოლოს 2 და 3
დ) 1, 2 და 3

17) ადამიანს ყველაზე მეტი საოფლე ჯირკვლები აქვს:


1. ხელის გულზე 2. იღლიაში 3. კისერში
ა) მხოლოდ 1
ბ) მხოლოდ 2
გ) მხოლოდ 1 და 2
დ) მხოლოდ 2 და 3
18) კანის რომელ შრეშია მოთავსებული საოფლე ჯირკვლები?
ა) ეპიდერმისში
ბ) დერმაში
გ) კანქვეშა ცხიმოვან შრეში
დ) დერმასა და ეპიდერმისსში
19) რა ფუნქცია აქვს კანის ტკივილის რეცეპტორებს?
ა) დამცველობითი
ბ) სატრანსპორტო
გ) თბოიზოლაციის
დ) დამცველობითი და თერმორეგულაციის
20) განსაზღვრეთ კანის რომელ შრეში გვხვდება ნერვული
დაბოლოებები და თმის ამწევი კუნთები:

ეპიდერმისი საკუთრივ
კანი (დერმა)
ა) ნერვული თმის ამწევი
დაბოლოებები კუნთი
ბ) თმის ამწევი ნერვული
კუნთი დაბოლოებები
გ) არცერთი ორივე
დ) ორივე არცერთი
21) ოფლი კანში არსებული საოფლე ჯირკვლების სეკრეტია. მას
გარკვეული ფუნქციები აკისრია ადამიანის ორგანიზმში.
განსაზღვრეთ: ( 8 ქულა )
1. ოფლის შედგენილობა: ( მინიმუმ 4 ნივთიერება, რომელიც მის
შემადგენლობაშია)
2. დაახასიათეთ ოფლი 2 მაზასიათებლით: ( მაგ: ფერი, სუნი)
3. დაასახელეთ საოფლე ჯირკვლების ფუნქციები: ( ორი ფუნქცია )
4. ძლიერ სიცხეში ოფლის აორთქლება მცირდება თუ იზრდება?
5. იმსჯელეთ ოფლის გამოყოფის მნიშვნელობაზე ორგანიზმისათვის: (
2 ქულა )
6. რა შეიძლება გამოიყენონ ოფლის საწინააღმდეგოდ? ( დაასახელეთ 2
რამ )
7. რატომ არის საშიში ოფლიანი ადამიანის ორპირ ქარში ყოფნა?
22) როდესაც ჰაერის ტენიანობა მაღალია ოფლი ადამიანს „
ღვარად „ მოსდის და ამ დროს ის ვერ გრილდება. ამ დროს
სხეულის ტემპერატურა 39-40 გრადუსს აღწევს. ადამიანს
აქვს გახშირებული გულისცემა და სუნთქვა, ეხვევა თავბრუ,
კარგავს გონებას. რა ჰქვია ამ მდგომარეობას? ( 1 ქულა )
23) წარმოიდგინეთ, რომ ადამიანი არის სიცივეში.
განსაზღვრეთ: ( 4 ქულა )
1. რა დაემართება კანის სისხლძარღვებს?
2. რა დაემართება ჩონჩხის კუნთებს?
3. რა დაემართება გულს?
4. იკუმშება თუ დუნდება თმის ამწევი კუნთი და რაში გამოიხატება ეს?
24) რომელი რეცეპტორები უზრუნველყოფენ ჩვენი სხეულის
მუდმივი ტემპერატურის შენარჩუნებას? ( 1 ქულა )
25) განსაზღვრეთ რომელი ვიტამინის სინთეზი ხდება კანში და
რას იწვევს მისი ნაკლებობა? ( 1 ქულა )
26) იხელმძღვანელეთ ილუსტრაციით და განსზღვრეთ? ( 2
ქულა )

1. რომელი დაავადებაა ნაჩვენები სურათზე?


2. სად შეიძლება განვითარდეს აღნიშნული დაავადება? ( დაასხელეთ
3 ადგილი)
27) იმსჯელეთ რას იწვევს მჟავებისა და ტუტეების კანზე
მოხვედრა და როგორ უნდა დამუშავდეს კანი შემდგომ? ( 1
ქულა )
28) იმსჯელეთ : ( 2 ქულა )

რომელი ხარისხის დამწვრობაა პირველ და მეორე შემთხვევაში?

You might also like