You are on page 1of 7

ჩონჩხის დაზიანების

სახეები

მოსწავლე: ნიკოლოზ ჩოხელი


მასწავლებელი: ეკატერინე
კოტრიკაძე
თემა: ჩონჩხის დაზიანების სახეები
საგანი: ბიოლოგია
ჩონჩხი შედგება მრავალი ძვლისგან.
სხვადასხვა ძვალი ერთმანეთთან
კონტაქტში შედის და უკავშირდება
ერთმანეთს. ზოგიერთი ძვალი
ერთმანეთთან სრულიად უძრავად არის
შეერთებული, მაგალითად: თხემის და
საფეთქლის, მენჯის და გავის. ზოგი-
ნახევრადმოძრავად მაგალითად:
გულმკერდის განყოფილების მალები,
ნეკნები და მკერდის ძვალი და ზოგიც-
მოძრავად, მაგალითად: მხრის და ბეჭის,
ბარძაყის და მენჯის.
ნახევრადმოძრავი შეერთების დროს
ძვლები ხრტილოვანი ფენითაა
დაკავშირებული. ასეთ შეერთებას
ნახევრადსახსარს, ხოლო ძვლების
მოძრავ შეერთეებას სახსარს
უწოდებენ. იმისთვის,რომ ჩონჩხმა
შეასრულოს საყრდენი და
დამცველობითი ფუნქცია, იგი მტკიცე
უნდა იყოს, რასაც განაპირობებს
ძვალთა უძრავი შეერთება. მაგრამ
ჩონჩხს სიმტკიცესთან ერთად
მოქნილობაც სჭირდება
სახსარი- ეს არის ჩონჩხის ნაწილი,
სადაც ერთმანეთს მოძრავად
უკავშირდება ორი ან მეტი ძვალი.
არის სახსრების რამდენიმე ტიპი,
რაზედაცაა დამოკიდებული
მოძრაობა და მოძრაობის
მიმართულება. სახსარი შედგება
სასახსრე ძვლებისა და სასახსრე
ჩანთისაგან. სახსარს ამარაგებს
იოგები. სასახსრე ძვლების
ზედაპირები დაფარულია გლუვი
ხრტილოვანი ფენით, სასახსრე ჩანთა
სახსრის ღრუში გამოყოფს სასახსრე
სითხეს. ხრტილოვანი ფენა და
სასახსრე სითხე სახსარში ძვლების
მოძრაობისას ხახუნს ამცირებს.
ძვლებისა და სახსრების ტრავმა ჩონჩხის
დაზიანების გავრცელებული ფორმაა.
პირველადი სამედიცინო დახმარების
დროულ და სწორ აღმოჩენას დიდი
მნიშვნელობა აქვს ტრავმის მძიმე
შედეგების განვითარების შეჩერებისა და
მკურნალობისთვის.
მიუხედავად ძვლის მაღალი მექანიკური
სიმტკიცისა და მოქნილობისა, დაცემა ან
ჩონჩხზე ძალისმიერი მოქმედება იწვევს
ძვლის მოტეხილობას. ყველაზე ხშირია
კიდურების ძვლებისა და ნეკნების
მოტეხილობა. ძვლის მოტეხილობის
მაჩვენებელია ძლიერი ტკივილი, სხეულის
დაზიანებული უბნის შეშუპება და
არაბუნებრივი ორმის მიღება. არჩევენ
დახურულ და ღია მოტეხილობას. ღია
მოტეხილობის დროს კუნთებიც და კანიც
დაზიანებულია, ადგილი აქვს სისხლდენას.
არ სცადო მოტეხილი ძვლების გასწორება ან ამოვარდნილი ძვლის
ფოსოში ჩასმა! ეს მხოლოდ ექიმმა უნდა გააკეთოს.
მოუქნელი მოძრაობის დროს შეიძლება დააზიანდეს ძვლების შემაერთებელი
იოგები. ასეთ დაზიანებას იოგების დაჭიმვა ეწოდება. სახსრის ირგვლივ
იწყება შეშუპება, ტკივილი, ხანდახან სისხლჩაქცევაც, შესაძლებელია იოგების
გგაწყვწტაც. ამ დროს პირველადი დახმარება ყინულიანი პარკის ან ცივ
წყალში დასველებული საფენისა და მჭიდრო ნახვევის დადებაა.
მეცნიერები ცდილობენ ყოველდღე
განავითარონ ტექნოლოგია
როგორც მედიცინის მხრივ ასევე
ყოველდღიური მოხმარებისთვის.
სამედიცინო ტექნოლოგიის
გამოგონებების და მისი
შემადგენლობის შესახებ ბევრმა
უნდა იცოდეს რადგან არ იცი როდის
შეიძლება მისი დახმარება
დაგჭირდეს. ასევე შეიძლება
მოვიყვანოთ მაგალითი მენჯ
ბარძაყის ხელოვნური
სახსარი:იგი დაახლოებით
იდენტური უნდა იყოს ნამდვილის და
უნდა იყოს გათვალისწინებული ისიც
რომ სრულიად დამუშავებული და
სუფთა უნდა იყოს ხელოვნური
სახსარი.

You might also like