You are on page 1of 13

საყრდენ-მამოძრავებელი აპარატი

მედიცინა I კურსი
1 ტესტი - 1 ქულა.

1. რას შეისწავლის სისტემური ანატომია?


ა. ადამიანის სხეულის აგებულებას სისტემების მიხედვით
ბ. სხეულის აგებულებას რეგიონების და მიდამოების მიხედვით შრეობრივად
გ. რეგიონებში განლაგებული ორგანოებისა და სტრუქტურების ძირითად
დაავადებებსა და დაზიანებებს.
დ. სხეულის ზედაპირის აგებულებასა და რელიეფს.

2. რას შეისწავლის პლასტიკური ანატომია?


ა. ადამიანის სხეულის აგებულებას სისტემების მიხედვით
ბ. სხეულის აგებულებას რეგიონების და მიდამოების მიხედვით შრეობრივად
გ. რეგიონებში განლაგებული ორგანოებისა და სტრუქტურების ძირითად
დაავადებებსა და დაზიანებებს.
დ. სხეულის ზედაპირის აგებულებასა და რელიეფს.

3. რომელ სიბრტყეებში არ განიხილავენ ანატომიურ წარმონაქმნებს?


ა. ანატომიურში
ბ. ჰორიზონტალურში
გ. საგიტალურში
დ. ფრონტალურში

4. როგორი სახით არ გვხვდება ჩონჩხში ძვლოვანი ქსოვილი?


ა. ღრუბლისებრი ნივთიერება
ბ. კომპაქტური ნივთიერება
გ. დიპლოე
დ. დვრილისებრი ფირფიტა

5. მედიალური ნიშნავს:
1. შუასიბრტყესთან ახლოს
2. შუა სიბრტყესთან მოშორებით
3. შუა სიბრტყის წინ
4. შუა სიბრტყის უკან

6. ლატერალური ნიშნავს:
1. შუა სიბრტყესთან ახლოს
2. შუა სიბრტყის გვერდით
3. შუა სიბრტყის წინ
4. შუა სიბრტყის უკან

7. დისტალური ნიშნავს:
1. შუა სიბრტყესთან ახლოს
2. შუა სიბრტყის გვერდით
3. შეერთებასთან ახლოს
4. შეერთებასთან დაშორებულს

8. პროქსიმალური ნიშნავს:
1. შუა სიბრტყესთან ახლოს
2. შუა სიბრტყესთან დაშორებულს
3. შეერთებასთან ახლოს
4. შეერთებასთან დაშორებულს

9. კრანიალური ნიშნავს:
1. ზურგისკენ
2. მუცლისკენ
3. თავისკენ
4. კუდისკენ

10. კაუდალური ნიშნავს:


1. ზურგისკენ
2. მუცლისკენ
3. თავისკენ
4. კუდისკენ

11. ვენტრალური ნიშნავს:


1. ზურგისკენ
2. მუცლისკენ
3. თავისკენ
4. კუდისკენ

12. დორზალური ნიშნავს:


1. ზურგისკენ
2. მუცლისკენ
3. თავისკენ
4. კუდისკენ
13. რა ეწოდება ძვალში ხვრელს, რომლიდანაც მასში შედის სისხლძარღვოვან ნერვული კონა?
ა. foramen rotundum
ბ. foramen nutritium
გ. foramen ovalae
დ. foramen lacerum

14. კიფოზი არის:


a. ხერხემლის ნადრეკი, რომელიც მიმართულია წინ.
b. ხერხემლის ნადრეკი, რომელიც მიმართულია უკან
g. ხერხემლის ნადრეკი, რომელიც მიმართულია გვერდით
d. ხერხემლის ნადრეკი, რომელიც მიმართულია უკან და ცოტა გვერდით

15. ლორდოზი არის


a. ხერხემლის ნადრეკი, რომელიც მიმართულია წინ.
b. ხერხემლის ნადრეკი, რომელიც მიმართულია უკან
g. ხერხემლის ნადრეკი, რომელიც მიმართულია გვერდით
d. ხერხემლის ნადრეკი, რომელიც მიმართულია უკან და ცოტა გვერდით

16. ძვლოვანი სისტემა ანუ ჩონჩხი ძირითადად წარმოადგენს:


ა. სხეულის საყრდენს
ბ. სხეულის საფარველს
გ. სხეულის სასიგნალო სისტემას
დ. მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლაში

17. ძვალთა შეერთების სისტემა მოიცავს:


ა. უძრავ და მოძრავ შეერთებებს
b. მხოლოდ მოძრავ შეერთებებს
g. მხოლოდ უძრავ შეერთებებს
d. არცერთს

18. საყრდენ მამოძრავებელი აპარატი არ აერთიანებს:


ა. კუნთოვან სისტემას
ბ. საერთო საფარველს
გ. ძვალთა შეერთებებს
დ. ძვლოვან სისტემას

19. ანატომიური პოზიცია - რომელი დებულება არ არის სწორი:


ა. თავი, მზერა (თვალები) და ფეხის თითები მიმართულია წინ.
ბ. ხელები ჩამოშვებულია ტანის გასწვრივ, ოდნავ განზიდულია, ხელის გულებით წინ.
გ. ქვედა კიდურები და ტერფები მიდგმულია ერთმანეთზე და მოთავსებულია
ერთმანეთის პერპენდიკულარულად, ფეხის თითები მიმართულია წინ.
დ. ქვედა კიდურები და ტერფები მიდგმულია ერთმანეთზე და მოთავსებულია
ერთმანეთის პარალელურად, ფეხის თითები მიმართულია წინ.

20. სამ ძირითად ანატომიურ სიბრტყეს არ მიეკუთვნება:


ა. ფრონტალური
ბ. საგიტალური
გ. ვერტიკალური
დ. ჰორიზონტალური

21. ვერტიკალური სიბრტყე, რომელიც სხეულს კვეთს მარჯვნიდან მარცხნივ, ან პირიქით და


სხეულს წინა და უკანა ასიმეტრიულ ნაწილებად ყოფს, ეწოდება:
ა. ფრონტალური
ბ. საგიტალური
გ. ვერტიკალური
დ. ჰორიზონტალური

22. რომელი არ მიეკუთვნება სამ ძირითად კვეთს:


ა. სიგრძივი კვეთი
ბ. განივი კვეთი
გ. წრიული კვეთი
დ. ირიბი კვეთი

23. მოზრდილი ადამიანის ხერხემალში თავისუფალი მალების რიცხვი არის:


ა. 26
ბ. 25
გ. 24
დ. 23

24. ხერხემლის კისრის ნაწილში მალების რაოდენობა არის:


ა. 8
ბ. 7
გ. 6
დ. 9
25. ტიპიური მალის შემადგენელი ნაწილია:
ა. arcus anterior
ბ. tuberculum posterior
გ. processus spinossus
დ. dens

26. ტიპიური მალის შემადგენლობაში შედის:


ა. processus accessorius
ბ. processus transversus
გ. processus mastoideus
დ. processus uncinatus

27. კისრის პირველ მალას არ აქვს:


ა. arcus posterior
ბ. massae laterales
გ. processus spinosus
დ. corpus vertaebrae

28. კისრის პირველ მალას არ აქვს:


ა. ნეკნგანივი მორჩი
ბ. გვერდითი მასები
გ. მალის სხეული
დ. წინა რკალი

29. fovea dentis არის:


ა. გვერდით მასებზე
ბ. აქსისის რკალზე
გ. ატლასის წინა რკალზე
დ. ატლასის უკანა რკალზე

30. გავის შუამდებარე ქედი შეიქმნება:


ა. მალების განივი მორჩების შეერთებით
ბ. მალების წვეტიანი მორჩების შეერთებით
გ. მალების სასახსრე მორჩების შეერთებით
დ. მალების ნეკნგანივი მორჩების შეერთებით

31. მხრის ძვლის ბორცვებს ზემოთ თავის შემომფარგვლელი ღარია:


ა. ქირურგიული ყელი
ბ. ფუნქციური ყელი
გ. ანატომიური ყელი
დ. ფიზიოლოგიური ყელი

32. თითების შემადგენელ ძვლივან ნაწილებს ეწოდება:


ა. ბრჭყალები
ბ. ეპიფიზები;
გ. ფალანგები;
დ. დიაფიზები.

33. ბეჭის ძვლის მორჩია:


ა. olecranon;
ბ. processus coronoideus;
გ. processus coracoideus;
დ. processus transversus.

34. რამდენი ძვალი შეადგენს ზემო კიდურის ჩონჩხს?


ა. 32
ბ. 27
გ. 12
დ. 22

35. რამდენი ძვალი შეადგენს ქვემო კიდურის ჩონჩხს?


ა. 32
ბ. 27
გ. 30
დ. 22

36. კისრის მალების ჯგუფური განმასხვავებელი ნიშანია:


ა. სანეკნე ფოსო
ბ. მალას ხვრელი
გ. მალას რკალი
დ. განივი ხვრელი

37. გულმკერდის მალების ჯგუფური განმასხვავებელი ნიშანია:


ა. სანეკნე ფოსო
ბ. მალას ხვრელი
გ. მალას რკალი
დ. განივი ხვრელი

38. ჰაეროვანი ძვალია:


ა. os temporalis
ბ. os occipitalis
გ. os mandibularis
დ. os hioideum

39. რამდენი მორჩი აქვს ზედაყბის ძვალს:


ა. 4
ბ. 6
გ. 2
დ. 3

40. რამდენი ზედაპირი აქვს ზედაყბის ძვალს:


ა. 4
ბ. 6
გ. 2
დ. 3

41. მაგარი სასა შეიქმნება:


ა. სასის ძვლის პერპენდიკულარული ფირფიტების შეერთებით.
ბ. სასის ძვლის ჰორიზონტალური ფირფიტების შეერთებით.
გ. ზედაყბის სასის მორჩების შეერთებით.
დ. ზედაყბის სასის მორჩებისა და სასის ძვლის ჰორიზონტალური ფირფიტების
შეერთებით.

42. რამდენი კბილბუდეა ზედაყბის ძვალზე:


ა. 16
ბ. 32
გ. 8
დ. 20

43. რამდენი კბილბუდეა ქვედაყბის ძვალზე:


ა. 16
ბ. 32
გ. 8
დ. 20

44. რამდენი ხვრელია ქვედაყბაზე:


ა. 2
ბ. 3
გ. 4
დ. 8

45. თვალბუდის ქვედა ხვრელი მდებარეობს:


ა. საფეთქლის ზედაპირზე
ბ. ეშვის ფოსოში
გ. თვალბუდის ზედაპირზე
დ. ცხვირის ზედაპირზე

46. სახის ქალას ძვალი არ არის:


ა. os ethmoidalis
ბ. os palatinum
გ. os hioideum
დ. os nazalis

47. დესმალურ ძვლებს მიეკუთვნება:


ა. os parietale
ბ. os maxilla
გ. mandibula
დ. scapula

48. რამდენი ძვალია მაჯაში:


ა. 8
ბ. 4
გ. 5
დ.16

49. ცხვირის ზედა გასავალში იხსნება:


A. სოლისებრი წიაღი და ცხავის ლაბირინთის წინა და შუა უჯრედები.
B. სოლისებრი წიაღი და ცხავის ლაბირინთის უკანა უჯრედები.
C. შუბლის წიაღი.
D. ზედა ყბის წიაღი.

50. ცხვირის შუა გასავალში იხსნება:


A. ზედა ყბის წიაღი.
B. სოლისებრი წიაღი და ცხავის ლაბირინთის უკანა უჯრედები.
C. შუბლის წიაღი.
D. შუბლის და ზედა ყბის წიაღები და ცხავის ლაბირინთის წინა და შუა უჯრედები.

51. ცხვირის ქვედა გასავალში იხსნება:


A. ცხვირ–ცრემლის არხი.
B. ზედაყბის წიაღი.
C. სოლისებრი წიაღი.
D. ცხავის ლაბირინთის წინა და შუა უჯრედები.

52. რამდენი გასავალია ცხვირის ღრუში:


1. 3
2. 4
3. 2
4. 1

53. ცხვირის ღრუს ზემო კედელს ქმნის:


1. მაგარი სასა
2. რბილი სასა
3. დაცხრილული ფირფიტა
4. სასის ძვლის ჰორიზონტალური ფირფიტა

54. ცხვირის ღრუს ქვემო კედელს ქმნის:


1. მაგარი სასა
2. სახნისი
3. დაცხრილული ფირფიტა
4. ცხვირის ქვემო ნიჟარა

55. ცხვირის ზედა გასავალში იხსნება:


1. ფრონტალური წიაღი
2. ზედა ყბის წიაღი
3. დვრილისებრი უჯრედები
4. სოლისებრი წიაღი

56. ცხვირის ქვედა გასავალში იხსნება:


1. ფრონტალური წიაღი
2. ზედა ყბის წიაღი
3. ცხვირ-ცრემლის არხი
4. სოლისებრი წიაღი

57. ცხვირის შუა გასავალში იხსნება:


1. ფრონტალური წიაღი
2. ცხვირ-ცრემლის არხი
3. დვრილისებრი უჯრედები
4. სოლისებრი წიაღი

58. ცხვირის ძვლოვან ძგიდეს ქმნის:


1. მხოლოდ სახნისი
2. მხოლოდ ცხავის ძვლის პერპენდიკულარული ფირფიტა
3. ცხავის ძვლის პერპენდიკულარული ფირფიტა და სახნისი
4. სასის ძვლის პერპენდიკულარული ფირფიტა

59. რომელი ხვრელი არ ჩანს ქალას გარეთა ფუძეზე


1. მრგვალი
2. ოვალური
3. დაფლეთილი
4. წვეტიანი

60. რომელი ხვრელი არ ჩანს ქალას შიგნითა ფუძეზე


1. სადგის-დვრილისებრი
2. ოვალური
3. დაფლეთილი
4. წვეტიანი

61. რომელია უკანა ფოსოს ხვრელი


1. foramen cecum
2. foramen ovalae
3. foramen lacerum
4, foramen jugularis

62. რომელია წინა ფოსოს ხვრელი


1. foramen cecum
2. foramen ovalae
3. foramen lacerum
4, foramen jugularis

63. ზედა საგიტალური სინუსის ღარი ვრცელდება


1. მამლის ბიბილოდან განივი სინუსის ღარამდე
2. მამლის ბიბილოდან ზედა კლდოვანი სინუსის ღარამდე
3. თურქული კეხიდან ჯვარედინა მაღლობამდე
4. ყველა პასუხი არასწორია

64. ზედა კლდოვანი სინუსის ლათინური სახელწოდებაა:


1. sulcus sinus petrosus superior
2. sulcus sinus petrosus inferior
3. sulcus sinus petrosus transversus
4. sulcus sinus occipitalis

65. განივი სინუსი ლატერალურად გრძელდება:


1. კეფის სინუსის ღარში
2. სიგმოიდური სინუსის ღარში
3. კლდოვანი სინუსის ღარში
4. სწორი სინუსის ღარში

66. განივი სინუსის ღარს ქვემოდან უკავშირდება:


1. ზედა კლდოვანი სინუსის ღარი
2. ქვედა კლდოვანი სინუსის ღარი
3. სწორი სინუსის ღარი
4. კეფის სინუსის ღარი

67. სიგმოიდური სინუსის ღარი გაივლის:


1. დვრილისებრი მორჩის შიგნითა ზედაპირზე
2. კეფის შიგნითა ქედზე
3. კეფის გარეთა ქედზე
4. ყველა პასუხი სწორია

68. ქალას ღრუში ყველაზე დიდი ხვრელია:


1. foramen magnum
2. foramen ovalae
3. foramen lacerum
4, foramen jugularis
69. ზედა ყბის ხვრელი არ არის:
1. foramen ovalae
2. foramen alveolaris
3. foramen infraorbitalis
4. foramen inciziva

70. ზედა ყბის ხვრელია:


1. foramen infraorbitalis
2. foramen supraorbitalis
2. foramen ovalae
3. foramen lacerum

71. სახსრის დამატებითი ელემენტი არ არის:


1. ხრტილოვანი დისკო
2. ხრტილოვანი მენისკო
3. ხრტილოვანი ბაგე
4. არცერთი პასუხი არ არის სწორი

72. სახსრის დამატებითი ელემენტია:


1. ხრტილოვანი დისკო
2. ხრტილოვანი მენისკო
3. ხრტილოვანი ბაგე
4. ყველა პასუხი სწორია

73. სახსრის აუცილებელი ელემენტია:


1. სასახსრე ღრუ
2. სასახსრე ჩანთა
3. სასახსრე ზედაპირი
4. ყველა პასუხი სწორია

74. სახსრის აუცილებელი ელემენტი არ არის :


1. სასახსრე ღრუ
2. სასახსრე ჩანთა
3. სასახსრე ზედაპირი
4. ყველა პასუხი არასწორია

75. თვალბუდის ზედა ნაპრალი მდებარეობს:


1. სოლისებრი ძვლის დიდსა და მცირე ფრთებს შორის
2. თურქულ კეხსა და მცირე ფრთას შორის
3. თურქულ კეხსა და დიდ ფრთას შორის
4. საფეთქლის ქიცვსა და დიდ ფრთას შორის

76. რამდენი ხვრელია შიგნითა ფუძის შუა ფოსოში


1. 5
2. 4
3. 6
4. 7

77. რამდენი ხვრელია შიგნითა ფუძის წინა ფოსოში


1. 5
2. 4
3. 3
4. 7

78. რამდენი ხვრელია შიგნითა ფუძის უკანა ფოსოში


1. 5
2. 4
3. 3
4. 7

79. შუბლისა და თხემის ძვლების დამაკავშირებელ ნაკერს ეწოდება:


1. საგიტალური
2. ქიცვისებრი
3. ლამბდისებრი
4. გვირგვინოვანი

80. თხემის ძვლების დამაკავშირებელ ნაკერს ეწოდება:


1. საგიტალური
2. ქიცვისებრი
3. ლამბდისებრი
4. გვირგვინოვანი

You might also like